შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ ბრენდა! თავი 3


3-10-2017, 21:27
ავტორი ლიდია
ნანახია 286

მიყვარხარ ბრენდა! თავი 3

კარები გავაღე, ზღურბლზე გაღიმებული ჯულიენი დამხვდა, ღიმილითვე შემოვიპატიჟე სახლში.
-იცი, მგონი უმაკიაჟო უფრო მომწონხარ! - თქვა მან.
-ამ წინადადებით აღიარებ რომ მოგწონვარ?! - გამეღიმა.
-ეს ცხადი არაა?! რათქმაუნდა მომწონხარ!
-კაპუჩინოს დალევ? - გავწითლდი და სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი.
-დიდი სიამოვნებით!
მე და ჯულიენი მაგიდას შემოვუსხედით, ერთმანეთის პირისპირ ვიჯექით.
-უგემრიელესი კაპუჩინოა! - შემიქო მან.
-მადლობა! ამ საქმეში სპეციალისტი ვარ. - გამეცინა.
-რას აპირებ მომავალში? - მკითხა ჯულიენმა.
-იცი, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი! მაგრამ კარგად ვხატავ, საკმაოდ. შეიძლება არქიტექტორიც გამოვიდე, თუ ეს არ გამომივა ალბათ ექთანი ან ფარმაცევტი.
-შეგიძლია დამხატო? - ყავა გადამცდა და ხველება ამიტყდა. ჯულიენმა სიცილი დამაყარა.
-რაიყო, შეგაშინე? ვერ დამხატავ, ხო?
-არა.. ანუ კი.. ანუ ის ვიგულისხმე რომ დაგხატავ, თანაც ადვილად. უბრალოდ უცნაურია ამას რომ მთხოვ.
-რატოა უცნაური? - ისევ მისი დამატყვევებელი ღიმილი, ჯანდაბა ბრენდა!
-ანუ, ხო ხვდები? აქამდე ბიჭები ყურადღებას არ მაქცევდნენ...
-საინტერესოა, რატო?! შენნაირი გოგო დავიჯერო არავის მოსწონებია?
-ასეთი რთული დასაჯერებელია?
-ნამდვილად! ულამაზესი ხარ ბრენდა! წითელი, ხუჭუჭა თმა, ჭორფლები და დიდი მწვანე თვალები! ზღაპრის პერსონაჟს გავხარ. აი იმას, მამაცი რომაა, ხო იცი?
-კი, ბაბუაჩემი, სემიც მაგას მამსგავსებს! მარტო ცხოვრობს და მულტფილმების ყურების მეტს არაფერს აკეთებს. - გამეცინა ამის გახსენებაზე.
-საინტერესო ბაბუა გყოლია.
-კი, ძალიან!
-აბა, დამხატავ?
-ახლა?!
-მე ახლა მინდა.
-კარგი, მაგრამ დიდხანს მოგიწევს ერთ პოზაში ჯდომა. სახის დახატვა არც ისე ადვილია!
-გავუძლებ!
-მაშინ, კარგი! დამელოდე ნივთებს ჩამოვიტან!
-გელოდები. - ჯულიენმა დამატყვევებელი ღიმილი გამომაყოლა ოთახამდე. ოთახში შევედი და კარადაში, გულისყურით გადანახული ადგილიდან, ჩემი პალიტრა, ფურცლები და საღებავები ამოვიღე.
ისევ სამზარეულოში გავედი. ჯულიენი არსად ჩანდა. ნივთები ხელიდან გამივარდა. სად წავიდა?! გული დამწყდა და ის იყო კიდევ ვიწყებდი ტირილს ბიჭის გამო, რომ უკნიდან ვიღაცამ ხელები მომხვია წელზე. შევკრთი.
-გეგონა წავიდოდი? - იკითხა ხმამ. ამ ხმას ყველგან ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გავიცანი. რათქმაუნდა ეს ჯულიენი იყო! არსად წასულა. შვებისგან ამოვისუნთქე.
-ჯულიენ, შემაშინე! - თავი ჩემს კისერში ჩარგო და კისერში მაკოცა. გამაჟრჟოლა და მთელს ტანზე ეკლემა დამაყარა.
-არასდროს წავალ. - თქვა მან და კიდევ ერთხელ მაკოცა კისერში. მთელი ტანით ვცახცახებდი.
-მოდი, დაგხატავ. - ვთქვი, ხელები გავაშვებინე და სასტუმრო ოთახში შევედით. ჯულიენს გავხედე, ეშმაკურად იღიმოდა.
-ჯულიენ, ნუ იღიმი ასე! - ვთქვი, რადგან როდესაც მის ღიმილს ვუყურებდი, მინდებოდა მისთვის მეკოცნა.
-რატო? არ მოგწონს?! - კიდევ იღიმოდა.
-კი.. ღმერთო, მოდი უბრალოდ დაჯექი აქ და პროფილში დაგხატავ.
-კარგი. - თქვა, დივანზე დაჯდა და სახე შეაბრუნა. ულამაზესი პროფილი ჰქონდა დასახატად.
-იცოდე თავი არ გაანძრიო და არ შემიშალო ხელი.
-კარგი. - თქვა კვლავ.
მეც მოვთავსდი და ფანქრით მისი პროფილის ხატვა დავიწყე. დაახლოებით 1 საათის შემდეგ პროფილი ფანქრით შესრულებული მქონდა.
-დაასრულე? - იკითხა მან.
-კი, ფანქრით კონტურები მოვხაზე. შეგიძლია ადგე. ახლა საღებავებით შევღებავ. ამას უფრო მეტი დრო დასჭირდება.
-მინდა გიყურებდე როდესაც გააფერადებ.
-კარგი. - პალიტრა მოვიმარჯვე და გაფერადება დავიწყე. ჯულიენი გვერდზე მომიჯდა და თიოთოეულ ხელის მოძრაობას დიდი ყურადღებით აკვირდებოდა.
-ძალიან მაგარი მხატვარი ხარ! - 1 საათის შემდეგ მხოლოდ სახის ნაწილი მქონდა შეღებილი.
-ბრენდა, ღამის 2 საათია, ხვალ სკოლაა, არ გეძინება? - მკითხა ჯულიენმა, თან შევამჩნიე, რომ თვალები ეხუჭებოდა. გამეცინა.
-კარგი,კარგი. მოდი ხვალ დავამთავრებ ნახატს, კიდევ დიდი ხანი სჭირდება პატარ-პატარა დეტალების შესწორებას.
-კარგი, მოდი ახლა წავალ.
-არა! - ვთქვი სიმთვრალით გათამამებულმა.
-არ გინდა რო წავიდე? - გაეცინა ჯულიენს.
-ჩემთან დარჩი! ხვალ ადრე გაგაღვიძებ და სკოლაში ერთად წავიდეთ!
-შენთან დავრჩე? ხუმრობ?
-არა.. შეგიძლია არ დარჩე, უბრალოდ ჩემთან იყავი სანამ დამეძინება.. - გავწითლდი.
-კარგი. - ჯულიენი კვლავ იღიმოდა. ჩემს ოთახში შევედი და ისევე დავწექი როგორც მეცვა.
-შენ შეგიძლია მაღლა დაწვე, თეთრეული დღეს გამოვცვალე. - ვუთხარი იქვე მდგარ ჯულიენს.
-არა!
-რაა?!
-მინდა შენთან დავწვე. - მოულოდნელობისგან და სიხარულისგან გავუღიმე. გვერდზე მივჩოჩდი და ჯულიენიც მომიწვა. ერთმანეთს პირისპირ, თვალებში ვუცქერდით. კვლავ იმ სირვულმა შემიპყრო.. მისი კოცნა მინდოდა. თავი შევიკავე და კედლისკენ გადავბრუნდი.
მიუხედავად იმისა, რომ მის სახეს ვერ ვხედავდი, ვგრძნობდი როგორ იღიმოდა. ხელები ზურგზე მომხვია და მუცელზე მეფერებოდა. ჩემს თმებს ყნოსავდა და ყელში მკოცნიდა:
-ხვალ გნახავ? - ვკითხე.
-რათქმაუნდა. - მიპასუხა.
-მპირდები?
-გპირდები.
მალევე ჩამეძინა, სიმთვრალისგან და ჯულიენისგან გაბრუებულს. დილას გაღვიძებულზე, ჯულიენი ლოგინში არ დამხვდა. წამოვჯექი და გუშინდელი ღამე გავიხსენე. მახსოვდა მისი თითოეული შეხებისგან როგორ მბურძგლავდა. ახლაც, იმ ადგილებზე, კისერში სადაც მკოცნიდა, სულ ცეცხლი მეკიდა.
არც დედა იყო სახლში და არც რეიჩელი. ყავა დავლიე, ორცხობილაც მივაყოლე და დღეს სკოლისთვის უკეთესად გავემზადე, რადგან იქ ჯულიენი მელოდა. სახლიდან გავედი და სკოლისკენ სულ ნარ-ნარით გავემართე. დღეს განსაკუთრებულად ბედნიერი ვიყავი და ეს მხოლოდ და მხოლოდ ჯულიენის გამო.
პირველი გაკვეთილი ინგლისური მქონდა და ზარის დარეკვისთანავე კლასში შევვარდი. ჯულიენი არსად ჩანდა. გამიკვირდა. მან მითხრა ხვალ გნახავო! ის დამპირდა! მთელი დღე სკოლაში უგზო-უკვლოდ დავწანწალებდი, არც გაკვეთილებს ვუსმენდი და არც უაზრო კლასელებს ვაქცევდი ყურადღებას.
როგორც კი ყველა გაკვეთილი დამთავრდა, ჯულიენის სახლისაკენ გავწიე. ლამის კარები ჩამოვიღე, უშედეგოდ, არავინ გააღო. სახლში წავედი.
მაინც სად იყო ჯულიენი? არც ნომერი მაქვს მისი რომ დავუკავშირდე! ალბათ სადღაც წავიდა და თქმა ვერ მოახერხა...
მეორე დღესაც არ მოსულა ჯულიენი სკოლაში. მისი სახლის კარებიც არ გამიღეს.
არც მესამე, მეოთხე და მეხუთე დღეს არ მოსულა ის სკოლაში და არც სახლის კარებს მიღებდა ვინმე.
შაბათი სახლში გავატარე, არაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ ვიჯექი და ჯულიენზე ვფიქრობდი. სად გაქრებოდა?! ნეტა, კარგადაა? იქნებ მოკვდა? რა სისულელეა ბრენდა! მოკეტე!
კვირა საღამო იყო. რეიჩელი ლუისთან წავიდა, რადგან დედა ღამის ცვლაშია. ამიტომ არავის ველოდი. ხოლო როდესაც კარზე ბრახუნი გავიგე, გამიკვირდა. კარები გავაღე და უცბად ყველაფერი შეჩერდა.
გავშეშდი, ვერ ვინძრეოდი, ვერაფერს ვამბობდი.
ზღურბლთან ჯულიენი იდგა, ისევ თავისი დამატყვევებელი ღიმილითურთ. გონს მოვეგე და მუშტები მკერდზე იქამდე ვურტყი სანამ არ დავიღალე, თან ვღრიალებდი:
-როგორ შეგეძლო?! სად იყავი?!! ღმერთო, მეგონა მოკვდიიი! მთელი 5 დღე არ გამოჩენილხარ! შენ დამპირდი რო მნახავდი! როგორ ხარ ასეთი უნამუსო? მითხარი სულ შენთან ვიქნებიო?! შენც ტობისავით გამაშაყირე არა?!
-ბრენდა, ბრენდა. ჩშშ! - მთელი ძალით ჩამიკრა გულში და ჩემი თმის სუნი შეიყნოსა, - ღმერთო, როგორ მომნატრებია შენი სუნი! - ვერ ვინძრეოდი. ან რა უნდა მექნა? ავტირდი და ლაპარაკი გავაგრძელე, ამჯერად ხმადაბლა:
-როგორ მიხარია, რომ ცოცხალი ხარ! სად იყავი ჯულიენ?! - მთელი სხეულით ვკანკალებდი. ჯულიენმა ისე დახურა სახლის კარები, რომ არ მომშორებია.
-ნუ ტირი, გთხოვ. მაპატიე. მოდი, დავჯდეთ. ყველაფერს აგიხსნი, კარგი?
-შენთვისვე აჯობებს კარგი მიზეზები გქონდეს!
-მაქვს! - დივანზე დავჯექით, ერთმანეთის გვერდიგვერდ. ცრემლები შევიმშრალე და ვუთხარი:
-გისმენ, დაიწყე!
-იმედი მაქვს, ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, მოგინდება ჩემთან ყოფნა, იმიტომ რომ მართლა ძალიან მომწონხარ. საშინელი ბავშვობა მქონდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მამა ლოთი ფსიქოპათი იყო, რომელიც ყოველდღე ცემდა დედას და მასთან ერთად ხანდახან მეც. პატარა ვიყავი და ვერაფერს ვაკეთებდი, ვერ ვერეოდი. ყოველ შეწინააღმდეგებაზე უარესად მცემდა. პოლიციაში დარეკვას ვერ ვბედავდი. სამი კვირის წინ, 17-ის რომ გავხდი, მის საიდუმლო ქეისს მივაგენი, კოდი გამოვიცანი, მისი პირველი ცოლის, ანას სახელი იყო. მგონი მას შემდეგ გახდა ასეთი, რაც ანა მოკვდა. შემდეგ დედაჩემი გაიცნო, ვიქტორია და მეც გავჩნდი. მამაჩემს, ლუკს არასდროს ყვარებია ვიქტორია. ქეისში 10,000 დოლარი იდო. გავცოფდი.. მთელი ბავშვობა ლუკმა პურს ვნატრობდით მეც და დედაჩემიც და მას 10,000 დოლარი ჰქონდა, ნაღდი თანხით. ბარგი ჩავალაგე, ფული ავიღე და დედასთან ერთად გამოვიპარე, მიჩიგანიდან ხან სად მივდიოდით, ხან სად. მამაჩემი გვეძებდა, ახლაც გვეძებს. დედა ლას-ვეგასში დავტოვე, კარგად დავაბინავე და მე ოკლაჰომაში, აქ ჩამოვედი. სკოლაში საბუთები გავაყალბე, რათა მამაჩემს არ ვეპოვე. სებასტიანი მქვია და ჯულიენი დავირქვი. მინდა სულ ჯულიენი მერქვეს. არ მინდა რამე საერთო მქონდეს ბავშვობასთან. დედამ დამირეკა იმ ღამეს, შენთან რომ დავრჩი და მითხრა, რომ ლუკი მალე იპოვიდა მას. თავქუდმოგლეჯილი გავფრინდი ლას-ვეგასში და დედაჩემი აქ წამოვიყვანე. დღეს ჩამოვედით. რამდენიმე დღე სხვადასხვა ქალაქში ვჩერდებოდით, კვალის ასარევად. მაპატიე ბრენდა. არ მინდოდა შენი მიტოვება და არც ამის მოყოლა, რადგან ყველაფერს ვშლი ჩემი წარსულიდან, ახალ ცხოვრებას ვიწყებ. ახლა უსაფრთხოდაა დედაც, მეც და შენც. თუ მამას აქ მოგვაგნო და მიხვდა ჩემი გრძნობების შესახებ შენდამი, არ გაცოცხლებს. პოლიციას ვერ ვეტყოდი ამას, რადგან მომიწევს იმის შესახებ მოყოლაც, რომ მამაჩემს ფული მოვპარე და საბუთები გავაყალბე. ამ შემთხვევაში მეც დამიჭერენ, ან 1 წლით ან 6 თვით. გირაოსაც დამიწესებენ მაგრამ მამას ფული თითქმის სულ დავხარჯე, ეს სახლი რო ვიყიდე, ასე რომ... სხვა გზა არ მაქვს. ვერ ვეტყვი პოლიციას. სულ ესაა. მაპატიებ ბრენდა? - ჩუმად ვტიროდი. სულისშემძვრელი ისტორია მოვისმინე ჯულიენზე... რათქმაუნდა ვაპატიებდი, როგორ არ უნდა მეპატიებინა? მის მიმართ უდიდესი ლტოლვა ვიგრძენი, ვერაფერს ვამბობდი, უბრალოდ „მივვარდი“ და მთელი ძალით ვეძგერე ტუჩებში. ინერციით უკან გადავარდა და ახლა ტახტზე იწვა, მე ზედ ვეწექი და ვკოცნიდი. ისიც მკოცნიდა და არავინ გვიღებდა ფოტოებს, არავინ დაგვცინოდა და რაც მთავარია ჯულიენი არ მაშაყირებდა! ის ისეთი თბილი და ტკბილია... სულ არ გავს მისი ტუჩები ტობისას. ტობის ტუჩები გაუხეშებულია, რადგან ყოველ მეორეს კოცნის. ჯულიენს კი რბილი, სათუთი და ნაზი ტუჩები აქვს, ისეთივე როგორიც მე. კოცნა შევწყვიტეთ და ჩავისუნთქეთ.
-ეს პატიებას ნიშნავს, ხო?
-ხო! - გამეცინა და ახლა თავად მაკოცა...
______________________________________________

აბა, რას იტყვით? მოგწონთ მოვლენების განვითარება? ^_^ დააკომენტარეთскачать dle 11.3




№1 სტუმარი Mia

Dzalian magaria <3 shemdegs rodis dadeb

 



№2  offline წევრი ლიდია

Mia
Dzalian magaria <3 shemdegs rodis dadeb

მადლობა <3 დღეს ან ხვალ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent