შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განაჩენი დასასრული


3-10-2017, 23:26
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 977

განაჩენი დასასრული

მიუხედავად იმისა რომ არ ვიცოდი ეს ყველაფერი როგორ დასრულდებოდა, თავს მაინც ვიმშვიდებდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. არ ვაპირებდი დამეთმო ის ყველაფერი რაც ეხლა მაქვს.
 მე მართა და დანიელი ყველაფრის მიუხედავად ბედნიერები ვიქნრბით. არ მივცემ მათეს უფლებას ცხოვრება დამინგრიოს და ისევ დამტანჯოს.
- ნატა კარგად ხარ? მესმის კარს იქეთ დანიელის ანერვიულებული ხმა.
- კი, კი ეხლავე გამოვალ. ცრემლი მოვიცმინდე და სარკეში ჩემს ანარეკლს თვალი გავუსწორე.
- შენ ძლიერი ხარ ნატალი, შენ ყველაფერს შეძლებ. თავს ვიმშვიდებ და იქაურობას ვტოვებ.
- ძალიან მეძინება. დანიელის თვალებში ანთრბულ ვნებას ვაიგნორებ და პირდაპირ საწოლში ვწვები.
- კარგი რა პრობლემაა. დაბნეული ამბობს ის და გვერდით მიწვება, თავი გულზე მივადე და გადავეშვი სიზმრების სამყაროში. ძილშიც ვგრძნობდი როგორ მეფერებოდა თმებზე და შიგადაშიგ შუბლზე მკოცნიდა.
დილით ძალიან კარგ ხასიათზე გამეღვიძა, ოთახს თვალი მოვავლე თუმცა დანიელი იქ არ დამხვდა. მის მხარეს ბალიშზე დადებულ წერილს და ვარდს ხელი დავსტაცე, მთლიანად შევისრუტე ვარდის სურნელი და წერილი გავხსენი.
" დილამშვიდობის ულამაზესო ბედნიერ და ხალისიან დღეს გისურვებ, ძალიან მიყვარხარ. დილით ადრიანად დამირეკეს სამსახურიდან არ მინდოდა შენი გაღვიძება. საღამოს დავბრუნდები დღეს ჩვენთან მართა გადმოდის და რამე მოამზადე. გკოცნი და მიყვარხარ ცოლო."
- ჩემი ქმარი რა კარგი მყავს. ვარდი და წერილი გვერდით გადავდე, ფრხზე წამოვდექი და სააბაზანოში შევედი. შხაპი მალევე მივიღე და ოთახში დავბრუნდი.
- ჩემი ტანსაცმელი  რა ჯანდაბა ჩავიცვა, ყველაფერი სახლში მაქვს. კარადა გამოვაღე რათა დროებით დანიელის ტანსაცმლიდან რამე ამერჩია, თუმცა თვალები შუბლზე ამივიდა როდესაც კარადაში შეწყობილი ყველა ჩემი ტანისამოსი დამხვდა.
- არა რა ნამდვილად საუკეთესო ქმარი მყავს. ჩემივე ნათქვამზე მეცინება, შავ ზედას  იმავე ფერის შარვალს და შავ შუზებს ვიცმევ და ოთახიდან გავდივარ. სამზარეულოდან ხმაური შემომესმა და იქითკენ წავედი, შიშისგან შევხტი როდესაც იქ 25-27 წლამდე გოგონა დამხვდა.
- უკაცრავად. ცოტა ხმამაღლა ჩავილაპარაკე რათა გოგონას ყურადღება მაცივრიდან ჩემზე გადმომეტანა.
- დილამშვიდობის ქალბატონო ნატა, არ მინდოდა თქვენი გაღვიძება ბოდიში. დარცხვენილი თავს ძირს ხრის და ნერვიულად ათამაშებს ხელებს.
- და თქვენ ვინ ბრძანდებით?
- მე თინა ვარ, ბატონმა დანიელმა დამიქირავა თქვენს დასახმარებლად. მხოლოდ ეხლა წევს თავს ზემოთ და მომაჯადოვებლად მიღიმის, მისი თვალებიდან ისეთი სითბო და სიყვარული მოდიოდა რომ მეც გამათბო და დაძაბულობა მალევე გამიქრა.
- სასიამოვნოა თინა. ხელს ვუწევ ჩამოსართმევად და ისიც არ აყოვნებს.
- ჩემთვისაც ქალბატონო ნატალი.
- არავითარი ქალბატონო, ნატა დამიძახე ან ნატალი. არ მიყვარს ეს ქალბატონო ბატონო. სიცილით ვეუბნები გოგოს და ყავის გასამზადებლად მივდივარ.
- დიახ ქალ ააა ხო ნატა. მალევე ცვლოს სათქმელს როდესაც ჩემს თვალებს ხედავს.
- აი ეგრე. ყავას დალევ? მისკენ არ ვბრუნდები ისე ვეკითხები.
- მე? იცით მე. დაბნეული მეუბნება ის რაზეც მეცინება.
- რა შენ?
- იცი არასოდეს დამილევია ყავა ჩემს დამსაქმებელთან ერთად. გაკვირვებული ამბობს გოგო რაზეც ხმამაღლა მეცინება.
- მერე რა ეხლა დალევ, შაქრით თუ უშაქროდ?
- ერთი კოვზი მხოლოდ. ყავაში შაქარი ჩავყარე და ფინჯნები ბარის მაგიდაზე დავალაგე.
- აბა მომიყევი შენზე რამე? შოკოლადის ნატეხს პირისკენ ვაქანებ და ისე ვეკითხები გოგოს.
- მოსაყოლი დიდი არაფერია, ერთი უბრალო გოგო ვარ უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი თუმცა გამომაგდეს.
- უი რატომ? შეშფოთებული ვამბობ და ყავის ფინჯანს გვერდით ვდებ.
- თანხა დროულად ვერ გადავიხადე. თვალზე მომდგარ ცრემლს იწმენდს და თავს ქვემოთ ხრის.
- რამდენი წლის ხარ?
-23-ის.
- რაა? გაკვირვებისგან პირი ღია დამრჩა.- მე 25-27 ის მეგონე.
-  მშობლები ადრე გარდამეცვალენ, ბებია მზრდიდა და ისიც შარშან გარდაიცვალა.
- გასაგებია ძალიან ვწუხვარ. რაზე სწავლობდი?
- ბავშვობიდან მინდოდა ფსიქოლოგობა და 50% გრანტით ჩავაბარე თუმცა.
- გასაგებია, მე დაგეხმარები. ჩემთან იცხოვრე რაღაცეებში დამეხმარე და შენს სწავლა განათლებას მე დავაფინანსებ. არ განიხილება იცოდე. გავაჩერე როდესაც პირი რაღაცის სათქმელად დააღო.
- კი მაგრამ ნატა შენ არახარ ვალდებული.
- ვარ ვარ და მოკვდა ეხა სხვა " ბაზარი" სიცილით ვამბობ მე და ფეხზე წამოვდექი.
- მე ეხლა გავდივარ საქმე მაქვს, მალე დავბრუნდება საღამოს ჩემი შვილი მოვა და ყველამ ერთად ვივახშმოთ. ლოყაზე ხმაურით ვკოცნი სამზარეულოს ვტოვებ და შემდეგ სახლს. გეზი მათეს კომპანიისკენ ავიღე, ტაქსი გავაჩერე და მალევე მივედი დანიშნულების ადგილას. მიმღებში მყოფ გოგონას ვაიგნორებ, ლიფტში შევდივარ და მალევე ავდივარ მეხითე სართულზე. გიჟივით შევაღე მათეს კაბინეტი და წინ ავესვეტე.
- ეხლა კარგად მომოსმინე შე დაუკმაყოფილებელო იდიოტო, იცოდე ჩემს ქმარს ან შვილს რომ შეეხო ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ. თუ კიდევ ერთხელ მივიღებ შენს ესემეს ან ზარს სასამართლოში გიჩივლებ ჩემი შევიწროვების გამო. ხო კიდევ ამას არ დავჯერდები და შენს კახ*ა ცოლს ყველაფერს მოვუყვები, თუ როგორ მიხსნი სიყვარულს და მემუდარები შერიგებას. ჩემი ცხოვრებიდან ისევე აორთქლდი როგორც გამოჩნდი, გასაგებია ეს შენთვი? ისეთი გააკვირვებული და შეშინებული მიყურებდა თითქოს პირველად მხედავდა, ეხლაღა მოვავლე იქაურობას თვალი როდესაც ოთახში მყოფების გაკვირვებულ მზერას წავაწყდი, ერთერთ მათგანში კი მათეს მეგობარი ერეკლე ამოვიცანი.
- არ ვიცოდი მარტო თუ არ იყავი.
- რომ გცოდნოდა მაინც არ გაჩუმდებოდი და აზრი. დამცინავი ტონით მეუბნება მათე.
- გასაგებია რაც გითხარი?
- კი მაგრამ სხვა დროს ვისაუბროთ.
- არავითარი სხვა დრო, კოდევ ერთხელ შეეცდები ჩემთან დაკონტაქტებას და გეფიცები ჩემი ხელით გამოგიტან განაჩენს, ადრე თუ  ტყუილად დავისაჯე ამჯერად სასჯელი სამართლიანი იქნება.
მის პასუხს არც კი დავლოდებულვარ ისე დავტოვე იქაურობა, ფეხით დავუყევი ტროტუარს და ერთ მყუდრო კაფრში შევედი. ყავა შევუკვეთე და აგდილი დავიკავე.
რა იქნება შემდეგ? მათემ რომ თავი არ დამანებოს მართლა მოვკლავ, ან დანიელს რომ შეეხოს. მართლაც ჩემი ხელით გამოვუტან განაჩენს, ფიქრებიდან მიმტანის ხმას გამოვყავარ ყავის ფინჯანს წინ მიდებს და შემდეგ უჩინარდება.
რა არის ცხოვრება? ამ ქვეყანას ტანჯვისთვის მოევლინები, ზოგჯერ ბედნიერიც იქნები და შემდეგ კვდიბი.
" მიწა იყავი და მიწად იქეცი" ნამდვილად სწორი გამოთქმა არის, დიდი აზრი დევს ამ ერთ წინადადებაში.  ყველაფერზე შეუძლია დაგაფიქროს ცხოვრებამ,  ზოგჯერ ისეთ რაღაცაზე შეიძლება ჩავფიქრდე რომ სისულელედაც კი მეჩვენება.
უკვე საღამოს ექვსი საათი იქნებოდა კაფე რომ დავტოვე და სახლში წავედი. იქ მისულს მართა და თინა მისაღებში დამხვდნენ, მართას გადავეხვიე ჩავკოცნე და ჩემს ოთახში ავედი. ძალაგამოცლილი დავემხე საწოლზე ვარდს კიდევ ერთხელ დავხედე, შემდეგ კი გადავეშვი სიზმრების სამყაროში.
დილით დანიელის შეხება მაღვიძებს, თვალევი როგორც კი გავახილე მის თვალებს შევეფეთე.
- დილამშვიდობის ჩემო დედოფალო. ბედნიერი ხმით მეუბნება ის და ტუჩის კუთხეში მკოცნის.
- დილამშვიდობის ჩემო მეფეო.
- მაპატიე წუხელ ძალიან დავიღალე და.
- არაუშავს საყვარელო. თმაზე ხელს მისმევს და მისკენ უფრო ახლოს მივყავარ, წამებში კი მის კალთაში აღვმოჩნდი.
- დილიდანვე? სიცილით ვეკითხები და მის ტუჩებს ვნებიანად დავწვდი.
- ჰო დილიდანვე. დაიჩურჩულა ისე რომ ჩემს ტუჩებს არ მოშორებია. შემდეგ იყო ბევრი სითბო, სიყვარული და უფრო მეტი ვნება.
 ძალაგამოცლილი მივესვენე დანიელის გულზე ის კი ჩემი თმებით ერთობოდა.

მათესთან მივარდნის შემდეგ სამი თვე გავიდა, მის შემდეგ მასზე აღარაფერი მსმენია. მხოლოდ ის რომ მის ცოლ-შვილთან ერთად ქვეყანა დატოვა. მე მართა და დანიელი ძალიან კარგად და ბედნიერად ვცხოვრობთ ერთად, თინის სწავლა დავაფინანსე და უნივერსიტეტში აღადგინეს. გუკამ ხატიაზე იქორწინა საცხოვრებლად დედმამასთან დარჩენ, ჩემი და მის ქმარ შვილთან ბედნიერად ცხოვრობს მალე მეორევ შეეძინება პატარა გიორგი. თათა ხშირად რჩება ხოლმე ჩემთან უყვარს დეიდა და რაქნას.
ღმერთმა ბედნიერება არც ჩემთვის დაიშურა და მალე მეც მეყოლება პატარა ანდრია, დანიელის სიხარულს საზღვარი არ ქონდა მართამ ცოტათი იეგოისტა თუმცა ეხლა ყოველ საღამოს ეფერება ძმას და ელოდება მის დაბადებას.
- ძალიან გთხოვ ნუ ისხავ ამ სუნამოს რამდენჯერ გთხოვე. გაკაპასებული ვუყვირი ქმარს სააბაზანოდან, როდესაც უკვე მეასედ ამერია გული მის სუნამოზე.
- ადრე ხომ მოგწონდა. დაბნეული ამბობს დანიელი და მაისურს იხდის.
- ეხლა აღარ მომწონს, და საერთოდ აღარ მომწონს წვერის გარეშე რომ დადიხარ. ცხვირაბზუებული ვტოვებ ოთახს და სამზარეულოში ჩავდივარ.
- ფუ რა სუნია აქ, თინა რამდენჯერ გთხოვე ნუ წვავ კვერცხს.
- რა ბზიკმა გიკბინა ამ დილაადრიან? აკი ადრე გიჟდებოდი კვერცხზე.
- აღარც კვერცხი, აღარც სუნამო და აღარც ხორცი არ გამაგონოთ ამ სახლში. გაბრაზებული გამოვდივარ სამზარეულოდან და ეხლა მისაღებში გადავინაცვლე.
- ეხლა მეც არ მითხრა შამპუნი არმომწონსო თორემ გავგიჟდები. რაღაცის სათქმელად დაღებული პირი მალევე დამამუწინა მართამ.
- კარგი ჰო კარგი.
- მე გავაღებ. ფეხზე წამოვდექი და კარის გასაღებად წავედი.
- დეიდა. კარის გაღებისთანავე შემომახტა სხეულზე თათა.
- დეიდას პრინცესა.
- რა სახე გაქვს ტატო, სუნამო აღარ მოსწონს შენს ცოლს? მესმის კიბიდან დანიელის ხმა რაზეც მეცინება.
- შენ რაიცი? გაკვირვებული ამბობს ტატო.
- დილოდან დაგვცოფენ ჩვენც კვერცხი არაო, ხორცი არაო, სუნამო რაო. მალე სუნთქვის უფლებასაც ჩამოგვართმევენ. დანიელს მართაც აჰყვა და თათა ხელიდან გამომგლიჯა.
- ეს დები მართლაც რომ ტყუპები არიან. ქოთქოთით შემოდის მისაღებში ტატო და იქვე სავარძელში მიესვენა.
- შენ სჯობს ადგე და წვენი მომიტანო ბევრს ტლიკინებ ამ ბოლო დროს. ბრაზიანი თვალებით ამბობს ჩემი და, და ეხლა ის ჯდება ტატოს უკვე ყოფილ ადგილას.
- კახიანების ტერორში ვართ ძმაო. ტატოს მხარზე ხელს ურტყამს დანიელი და სამზარეულოში მიყვება.
- ვისაც არ მოსწონს შეუძლია სხვაგვარის დები მოძებნონ. გველივით ვიგესლები მე და ტელევიზორის პულტს დავწვდი.
- ჩემი პრინცესა გაბრაზდა. უკნიდან მეკვრის დანიელო და მუცელზე ხელს მისმევს.
- მომშორდი. გაკაპასებული ვამბობ მე და უხეშად ვიშორებ მის ხელს.
- ჩემი ბრაზიანი, ჩემი პრინცესა კარგი რაა მაპატიე.
- კარგი ჰო, მიდი წვენი მომიტანე. მალევე მომილბა გული ტუჩებში მოწყვეტით ვაკოცე და სამზარეულოსკენ გავაგდე.

მალევე ჩვენთან დანიელის და ჩემი მშობლებიც მოვიდნენ, მათ გუკა და ხატიაც შეუერთდნენ.
ერთი მთლიანობა ვიყავით როდესაც ყველა ერთად ვიკრიბებოდით, საღამოს სავახშმოდ ყველა შევიკრიბეთ მალევე კიდევ დაირეკა ზარი. ყველა ერთმანეთს უყურებდა გაკვირვებული,.
- კიდევ ვინმეს ველოდებით? ინტერესით კითხულობს დანიელი.
- ჩემთან არიან. მართა ფეხზე დგება და კარის გასაღებად მიდის, მალევე უკან ბიჟთან ერთად ბრუნდება. დანიელის დანახვაზე მეცინება, ძარღვებდაბერილი რომ მისჩერებია იმ ბიჭს.
- ეს ალბათ საბაა ჰო?  ფეხზე წამოვდექი და მათკენ გავიმართე.
- საბა გაიცაბი ეს დედაჩემია ნატალი.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ხელს მიწვდის ბიჭი და მეც ჩემსას ვუხვედრებ.
- ჩემთვისაც. თბილად ვუღიმი მას და სუფრაზე ვეპატიჟები.
მთელი ოჯახი შევიკრიბეთ, ბენიერებით ვასხივებდი რადგან ისინი მყავდა. მართამ მისი შეყვარებულიც კი მოგვიყვანა, ძალიან კარგი ბიჭი აღმოჩნდა. თუმცა დანიელი მაინც ბღვერით უყურებდა, მე კიდე შიგადაშიგ მევიმებოდა მის საქციელზე.

მე ბედნიერი ვარ, მე ვიპოვე ის ბედნიერება რასაც ვეძებდა. მყავს მართა დანიელი და მალე პატარაც მეყოლება.
მე ყველაფერი მაქვს ბედნიერებისთვის.
სჯობს აქ დავასრულო თორემ კიდევ დიდხანს გავაგრძელებ ჩემი ოჯახის ქებას.
გისურვებთ გეპოვოთ თქვენც ის ერთადერთი ვინც ბედნიერს გაგხდით.


ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობდით, ვარჩიე აქ დამესრულებინა. არ მინდოდა გაწელვა  შემდეგ უაზრობა გამოდიოდა.
მიყვარხართ მე თქვენ და ველოდები თქვენს შეფასებას. რათქმაუნდა კრიტიკასაც. ❤скачать dle 11.3




№1 სტუმარი მოცინარი

ვიცოდიიიიიიი!!!! ვიცოდი რომ მათე ამ პიროვნება ქალს :დ მათეს არ დააჩაგვრინებდი!!! ძალიან მიყვარს შენი ბედნიერი დასასრულები heart_eyes

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

მოცინარი
ვიცოდიიიიიიი!!!! ვიცოდი რომ მათე ამ პიროვნება ქალს :დ მათეს არ დააჩაგვრინებდი!!! ძალიან მიყვარს შენი ბედნიერი დასასრულები heart_eyes

იცი როგორ ველოდებოდი შენს კომენტარს? ძალიან გამოხარდა რომ მოგეწონა ჩემო საყვარელო. ახალი ისტორია დაწყებული მაქვს და მალე ავტვირთავ იმედია❤❤❤

 



№3 სტუმარი თევზი

შენდეგს როდის იწყებ?

 



№4  offline წევრი gogona migraciidan

[quote=თევზი]შენდეგს როდის იწყებ?[/quotუკვე დავიწყე თუმცა რადგანაც გამოხმაურება არ მოყვა აღარ გავაგრძელე

 



№5 სტუმარი სტუმარი neli

კარგად წერ. წარმატებები

 



№6  offline წევრი gogona migraciidan

სტუმარი neli
კარგად წერ. წარმატებები

მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent