შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ ბრენდა! თავი 4


4-10-2017, 14:51
ავტორი ლიდია
ნანახია 278

მიყვარხარ ბრენდა! თავი 4

ჯულიენი მალევე წავიდა, დედამისი მარტო ვერ დარჩებოდა სახლში. როგორც კი წავიდა მუსიკები ბოლო ხმაზე ჩავრთე და ცეკვა დავიწყე. ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. მე ჯულიენს ვაკოცე! მაგრამ ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ მას ჰქონდა წასვლისთვის კარგი მიზეზი და არ მივუტოვებივარ. სხვა გზა არ ჰქონდა.
მეორე დღეს რომ გავიღვიძე, სამზარეულოში დედა ფუსფუსებდა. მივედი და ჩავეხუტე.
-ადრე მოსულხარ. - ვუთხარი მე.
-ხო, გამომიშვეს, ყველაფერი მოგვარებული მქონდა და..
-როგორ მიდიოდა საქმეები სამსახურში?
-იდეალურად!
-რეიჩელი სად არის?!
-არვიცი. 15 წუთია რაც მოვედი, სახლში არაა. ალბათ ადრე წავიდა სკოლაში. - რათქმაუნდა ვიცოდი, რომ რეიჩელი ლუისთან იყო, მაგრამ მაინც ვიკითხე.
-ხოო, რას ამზადებ?
-ბურგერებს, სკოლისთვის. შემდეგ კი დავიძინებ, ძალიან დაღლილი ვარ.
-კარგი. - დედამ უცნაურად ამათვალიერა, თვალები მოჭუტა და მითხრა:
-ბრენდა ბენსონ! თვალები უჩვეულოდ გიბრწყინავს და ერთი სული გაქვს სახლიდან გახვიდე. ხუთი თითივით გიცნობ, რამე ხდება და არ ვიცი?! - მკითხა თვალებმოჭუტულმა.
-შენ ხო ვერაფერს გამოგაპარებს კაცი! კაი გეტყვი. ჩვენს მეზობლად ერთი ბიჭია, ჯულიენი. ინგლისური ერთად გვიტარდება და მოკლედ.. ერთმანეთი მოგვწონს.
-ყურებს არ ვუჯერებ.. რაა?! შენ და შეყვარებული? ღმერთო, მსოფლიოს მერვე საოცრება! გამოხვედი სწავლის სამყაროდან?
-არა, სწავლა ისევ მიყვარს! უბრალოდ ჯულიენი კარგი ბიჭია და..
-მოდი ჩაგეხუტო! პირველი სიყვარული ყველაზე ტკბილია! - თქვა დედამ და გაღიმებულმა გულში ჩამიკრა. - წადი ახლა და სკოლის შემდეგ ბაბუა სემი მოინახულე. ეს დღეებია არ გინახავს.
-კარგი დედა, მადლობა. - ბურგერი ავიღე და სკოლისკენ გავემართე. შენობაში შევედი, ჩემს კარადასთან მივედი და ორიოდე წუთში უკნიდან ვიღაცამ ხელები შემომხვია ზურგზე. შევკრთი.
-ღმერთო, ჯულიენ! უნდა შეწყვიტო ჩემი შეშინება! - ვთქვი და უკან მდგარ ჯულიენს მივუბრუნდი.
-კარგად გამოიყურები. - სიბრაზე უმალვე გამიქრა და ლოყები გამივარდისფრდა.
-მადლობა.. - ამ დროს ჩვენსკენ მომავალი ტეილორი შევნიშნე.
-ო, არა! - ვთქვი უნებურად და მისკენ შიშით გავიხედე.
-რა მოხდა?! - ჯულიენმაც გაიხედა ტეილორისკენ და გაეცინა. - შენ რა, ამ კახპის გეშინია?
-უბრალოდ.. არ მომწონს ის.. ყოველთვის ახერხებს ჩემი ცხოვრების დანგრევას!
-ბრენდა, მისმინე, შენი ცხოვრების დანგრევის საშუალებას არავის მივცემ, - გამომწვევად მაკოცა ტუჩებში. მესიამოვნა. ტეილორი ამას დაინახავდა! სიტუაციის გასამწვავებლად ჯულიენს თმაში შევუცურე ხელები. ჩემი სახე მის ლამაზ თითებში იყო მოქცეული.
კოცნა რომ შევწყვიტეთ, ჯულიენმა თვალი ჩამიკრა და წავიდა. მთელი სხეული დამუხტული მქონდა. სიამოვნებისგან კარადას ვიყავი აკრული. როდესაც ტეილორის გაოგნებული სახე შევნიშნე, სიამოვნების ჟრუანტელმა კიდევ ერთხელ დამიარა. ტეილორი აღარ მოსულა ჩემთან, მტრული მზერა მესროლა და უკან გაბრუნდა. ეშმაკურად ჩავიცინე და პირველ გაკვეთილზე შევედი.
ჯულიენი დასვენებაზე, ბუფეტში ვნახე. ერთ მაგიდას მივუსხედით და ლაპარაკი დავიწყეთ:
-აბა რაო ტეილორმა? - მკითხა მან.
-არაფერი, უკან გაბრუნდა. - ჯულიენს გაეცინა.
-ბრენდა, ოდესმე შეყვარებული გყოლია?
-არაა. ხო გესმის.. ტობი კაი ხანს მომწონდა და მერე იცი რაც მოხდა. შენს გამოჩენამდე არც მოუქცევია ვინმეს ყურადღება. ასე რომ სულ ვსწავლობდი და ვსწავლობდი.. შენ გყოლია?
-არა.
-რაა?! - გამიკვირდა. ჯულიენისნაირ ბიჭებს თითქმის ყოველთვის ყავთ ყოფილები.
-შენი აზრით, მამაჩემის ხელში ვინმეს შეყვარებულობას გავბედავდი?
-ვწუხვარ...
-ახლა ყველაფერი რიგზეა. მე შენ მინდიხარ! როგორც კი დაგინახე, მივხვდი რომ შენთვის ბოლომდე ვიბრძოლებდი!
-იცი, მეც მომწონხარ..
-ვიცი.
-საიდან იცი? ეს ხო არასდროს მითქვამს.
-ხუმრობ ბრენდა?! მთვრალი რომ იყავი ჩემი პროფილიც კი დახატე და შენთან დარჩენა მთხოვე, გუშინ მაკოცე. ისე, დაასრულე ნახატი?
-არა... შენი გაუჩინარების შემდეგ, შევინახე საგულდაგულოდ.. რომ არ შემეხედა..
-დაასრულებ?
-კი, დღეს სკოლის მერე ბაბუაჩემთან მივდივარ და როგორც კი სახლში მივალ, დავასრულებ.
-მინდა რომ შენ დაიტოვო.
-კარგი. იცი, დედაჩემმა იცის ჩვენზე..
-რა იცის?
-ის რომ მოგწონვარ და მეც მომწონხარ.
-მერე, რაო?!
-მომილოცა პირველი ურთიერთობა! დედაშენმა იცის?
-კი, ყველაფერი მოვუყევი შენზე, ცრემლებად დაიღვარა და მითხრა რომ შენ მე მიმსახურებ..
-მართალია. - ვთქვი. ზარი დაირეკა, სანამ მეორე გაკვეთილზე შევიდოდი ჯულიენს ვაკოცე.
როგორც კი სკოლიდან გამოვედი, ბაბუას სახლისკენ ავიღე გეზი. მისი სახლიც ჩვენსავით, პატარა და მყუდრო იყო. ბაბუას გაუხარდა ჩემი დანახვა, გადამეხვია, სახლში შემიპატიჟა და როგორც ყოველთვის ტკბილეული დამიწყო მაგიდაზე.
-ჩემო ბრენდა! როგორ მომენატრე! ამ ბოლო დღეებში ვერ გავედი სახლიდან, არიელს ვუყურებდი. - გამეცინა, - ნუ დამცინი! მე მიყვარს მულტფილმები.
-ვიცი ბაბუ!
-ასე რატომ გიბრწყინავს თვალები? - ლოყები გამიწითლდა და თავი ჩავხარე.
-ოოოჰ, ჩვენი გოგო შეყვარებულიაა! - ყველა ასე ადვილად რატო ხვდება? - აბა მომიყევი..
-ერთი ბიჭია, ჯულიენი. ჩვენს მეზობლად ცხოვრობს და ინგლისურის გაკვეთილები ერთად გვიტარდება. ერთმანეთი ძალიან მოგვწონს...
-რა კარგიაა. ანუ შეყვარებულები ხართ?
-შეიძლება ეგრეც ითქვას. არვიცი ბაბუ.. მგონი მიყვარდება.
-მერე, მაგას რა ჯობია ბრენდა? პირველი სიყვარული.. საოცრებაა. მეც მახსოვს ჩემი მარგარიტა.. მზესავით ანათებდა სიარულისას. ოქროსფერი, გრძელი და ულამაზესი თმა, თითქმის უკანლამდე დასთრევდა. ნაზი იყო, სპეტაკი შროშანა. ნებისმიერის გულს რომ მოიგებდა, სწორედ ისეთი. ჩემი გულიც ადვილად მოიგო და მეც ადვილად მოვიგე მისი. აბა, შენ რა გგონია, სულ ასეთი კი არ ვიყავი... სიმპატიური ახალგაზრდა გახლდით.. შემდეგ დავშორდით რაღაც მიზეზების გამო. ეჰ, ბებიაშენი სვეტა მენატრება. ის საუკეთესო ქალი იყო ჩემს ცხოვრებაში, აბა ახლა ვინ შემიყვარებს! მოკლედ ბაბუ, რჩევას მოგცემ, არ გააწვალო ეგ ბიჭი ძალიან. ერთ დღეს კი ჩემთან მოიყვანე, გამაცანი. კაცის სიტყვას ვეტყვი.
-კარგი ბაბუ. ახლა უნდა წავიდე, ვიმეცადინებ და მერე ჯულიენსაც ვნახავ. - ბაბუა გადავკოცნე და წავედი.
ყოველთვის გულს მითბობდა მისი საუბარი. ძალიან მიყვარს ბაბუა სემი. მიყვარს როდესაც ისტორიებს იხსენებს საკუთარი წარსულიდან.
სახლში მივედი. დედას ეძინა. რეიჩელი კი ჩვენს ოთახში, ტელეფონში იქექებოდა.
-ჰეი, - მომესალმა.
-ჰეი, რატო არ იყავი დღეს სკოლაში?
-ლუის მშობლები არ იყვნენ და გადავწყვიტეთ ეს დღე მასთან გაგვეტარებინა.
-გასაგებია..
-აბა, როგორაა საქმეები? მთელი კვირა მოღუშული იყავი და ახლა მთლიანად ანათებ. ჯულიენი დაბრუნდა?
-ხო.
-მოგწონს?
-ძალიან.
-თვითონ მოსწონხარ?
-კი.
-აკოცეთ?
-კი, რამდენჯერმე.
-გიყვარს?
-არ ვიცი...
-კარგი ბიჭი ჩანს. არ გაუშვა შანსი ხელიდან.
-არც გამიშვია. - ჯულიენის დაუსრულებელი პროფილი ავიღე, საღებავებთან ერთად და იქვე ჩამოვჯექი. გაფერადებას შევუდექი.
-აბა, მანახებ რას ხატავ? - წამოდგა რეიჩელი.
-ჯულიენს.
-ოჰოო, ვიღაც მართლა შეყვარებულია..
-თავად მთხოვა იმ დღეს, გახსოვს მის წვეულებაზე რო წამიყვანე?
-თავად გთხოვა? ვააუ.. ყოჩაღ დაიკო! ისე, მართლა მაგრად ხატავ.
2 საათში ნახატი დასრულებული იყო. ყველა დეტალი შევასწორე და საწოლის გვერდზე ჩამოვკიდე. რეიჩელი მეგობრებთან წავიდა. კარებზე დააკაკუნეს და გავაღე. ჯულიენი მოსულიყო.
-ბრენდა, 1 საათში მოვალ და რამე ვქნათ კაი? მარტო იქნები?
-კი, დედა ათ წუთში წავა ბაბუა სემთან და შენც მოდი.
-კარგი, - თქვა და წავიდა.
დედაც წავიდა და მარტო დავრჩი სახლში. სულ მალე კარებზე კვლავ დააკაკუნეს. ჯულიენი მეგონა, მაგრამ კარები რომ გავაღე ხელში ხანშიშესული მამაკაცი შემრჩა. კეპი ეხურა.
-დიახ?! - ვკითხე.
-შენ ხარ ბრენდა?
-დიახ.
-მე მამათქვენის მეგობარი ვარ, რაღაც უნდა გადმოგცეთ.
-მამა?.. უცნაურია. კარგით, მობრძანდით. - მამა 13 წელია წასულია და ახლა გავახსენდით? რაღაც ისე არაა. კაცი შემოვიდა და იქვე ჩამოჯდა. კეპი მოიხადა და იქვე დადო.
-აბა, რა უნდა გადმომცეთ?
-იცი, ჯერ რაღაცას გკითხავ, ბრენდა! სებასტიანს საიდან იცნობ? - რაო?! სებასტიანი... ეს ხომ ჯულიენის ნამდვილი სახელია!
-უკაცრავად, თქვენ მამას მეგობარი ხართ. აქ სებასტიანი რა შუაშია.. - კაცმა გაიღიმა.
მას შავი თმა და კუპრივით შავი თვალები ჰქონდა. გაღიმებაც კი.. ჯულიენისას მიუგავდა!
ო ღმერთო! ეს კაცი ჯულიენის მამა, ლუკი იყო!
-იცოდე, ახლავე პოლიციაში დავრეკავ. - ვთქვი და ნომერი ავკრიფე.
-ვერ დარეკავ სიხარულო! სებასტიანსაც დაიჭერენ!
-როგორ მომაგენით?
-კვალის არევის მიუხედავად, სებასტიანს მაინც გამოვყევი. გითვალთვალებდი და შენამდე მოვედი. დაგინახეთ შენ და ჩემი შვილი ერთად.
-რა გინდათ?! წადით, თავი დაანებეთ მას!
-მითხარი სებასტიანი სად ცხოვრობს, ვისი სახელით დარეგისტრირდა სკოლაში და რას საქმიანობს და შეგიწყალებ!
-არა! არაფერსაც არ გეტყვით. - ახლა მხოლოდ ჯულიენის იმედზე ვიყავი, რომელიც წუთი-წუთზე კარს შემოაღებდა. უნდა გამეძლო. კაცი მომვარდა და კეფაში ჩამარტყა. ტკივილისკან წამოვიკივლე და გავითიშე. რომ გამოვფხიზლდი სკამზე ვიყავი მიბმული და ჯულიენის მამა, ლუკი ჩემს წინ დანით ხელში იდგა....

_____________________________________________

აბა?! რას ფიქრობთ? ^_^скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest saloo

Vaau, dzalian momwons. Male dade gagrdzeleba maintereseebs *--*

 



№2  offline წევრი ლიდია

Guest saloo
Vaau, dzalian momwons. Male dade gagrdzeleba maintereseebs *--*

ხვალ დავდებ მეხუთეს <3 6 თავი ექნება სულ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent