შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივსისხლიანი - {თავი 1}


5-10-2017, 17:48
ავტორი Margaritha Loki
ნანახია 8 042

ცივსისხლიანი - {თავი 1}

ოქტომბრის სუსხიან წვიმას, ზღვიდან მონაბერი ქარი, სარკმლის მინებზე წკაპუნით ახეთქებდა და ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში გამეფებულ სიჩუმეს, უხეშად არღვევდა. კუთხეში მდგარი ჩართული ტელევიზორის ცისფერი სინათლე, ავეჯზე მოუსვენრად დათამაშებდა და გარემოს მელანქოლიურ ელფერს სძენდა.
ანა ფეხზე იდგა,კედელს მიშტერებოდა,მარცხენა ხელში წითელ ვაშლს ათამაშებდა,მარჯვენა ხელში კი უცანური ფორმის ყელსაბამს,რომელიც კისერზე ჰქონდა შებმული და რომელშიც ობსიდიანის შავი თვალი იყო მოთავსებული.
მთელი კედელი,იატაკიდან ჭერამდე ,აჭრელებული იყო გაზეთიდან ამონაჭრელი სტატიებით,ვებ-გვერდებიდან ამობეჭდილი სიახლეებით და პაპარაცულად გადაღებული ფოტოებით,რომლებზეც მხოლოდ ერთი პიროვნება იყო ასახული: საქვეყნოდ ცნობილი და გავლენიანი ოლიგარქი, იგორ აბრამოვი.
ანამ გვერდზე გაიხედა და ტელევიზორის ეკრანს მზერა მიაპყრო,სადაც იგივე პიროვნების უახლეს ინტერვიუს აჩვენებდნენ.გოგონა სავარძელზე მოთავსდა,მაგიდიდან პულტი აიღო და ხმას აუწია.უცებ ეკრანზე გამოსახულება შეიცვალა და ახალგაზრდა ჟურნალისტის გამაღიზიანებელი, წიწინა ხმა გაისმა.
-დღეს ცნობილი გახდა,რომ ამდენი ხნის შემდეგ, ბიზნესმენი იგორ აბრამოვი ისევ ეწვევა თავის მშობლიურ ქალაქს,სანქტუმს.სანდო წყაროები იუწყებიან,რომ აბრამოვი თავის ქალიშვილთან ჩადის სტუმრად,რომელიც ჯერ კიდევ სანქტუმში ცხოვრობს,მაგრამ შესაძლოა ვიზიტის მიზანი ახალი ინვესტიციებიც იყოს,რადგან ყველასათვის ცნობილია რამდენი რამ გააკეთა ოლიგარქმა თავისი ქალაქისთვის და რამდენი ქველმოქმედების ჩადენა შეუძლია მომავალში...
ანამ ტელევიზორს ხმა ისევ დაუწია,ცოტა ხანს უცქირა ეკრანზე ასახულ ჟურნალისტს,რომლის მიმიკაც მლიქვნელობით იყო სავსე,მერე კი კმაყოფილმა ჩაიცინა,ვაშლი ტუჩებთან მიიტანა,ხმაურით ჩაკბიჩა და გამარჯვებული გამომეტყველებით ჩაილაპარაკა.
-გამოგიჭირე!


...
გაბრიელი ბარის დახლთან იჯდა,გამხდარ თითებს ჭიქის ზედაპირზე ათამაშებდა,შუბლზე ჩამოყრილ შავ,ოდნავ გრძელ თმას ისწორებდა და დროდადრო სანგრიას აგემოვნებდა.წითელი ღვინის და მჟავე ვაშლის გემო ტუჩებს უსუსხავდა და თან ისეთ სასიამოვნო შეგრძნებას უტოვებდა,რომ მეტის და მეტის დალევა უნდებოდა.
-ერთი კარტი ამოარჩიე!-უთხრა ბიჭმა მის გვერდით მჯდარ გოგონას, მისკენ ხელი გაიწვდინა და ზედ მოთავსებულ კარტის დასტაზე ანიშნა.
-ილუზიონისტი ხარ?-გაეცინა გოგონას.
-რაღაც მაგდაგვარი...-მხრები აიჩეჩა გაბრიელმა.
-ანუ... როგორც დევიდ კოპერფილდი?-ისევ იკითხა გოგონამ და თმა მხრებს უკან გამომწვევად გადაიყარა.
-უფრო, როგორც დოქტორი სთრეინჯი!-შეუსწორა ბიჭმა.
-მეგონა უბრალოდ დასალევად დამპატიჟე.
-უბრალოდ დალევა მოსაწყენია,-თვალები მოუთმენლად გადატრიალა გაბრიელმა.-მიდი, ამოარჩიე!
ამ სიტყვების გაგონებაზე,დახლს უკან მდგარმა ბარმენმა ყურები ქცვიტა და წინ ინტერესით წაიწია.მართალია გაბრიელი მისი ხშირი სტუმარი იყო და მსგავსი წარმოდგენები ადრეც უნახავს,მაგარამ ბიჭი ყოველ ჯერზე რაღაც უცნაურს ახდენდა,რაც ადამიანებში ინტერესს იწვევდა.ახლაც ასე მოხდა,ბარმენის გარდა ბარის კლიენტებიც წამოიშალნენ სკამებიდან და აზარტში შესული გამომეტეყველებით,წყვილს ირგვლივ შემოეხვივნენ.

ხალხის ყურადღებით განებივრებულმა გაბრიელმა,მისი ასიმეტრული, შავი ჟაკეტი შეისწორა,მხრებში გაიმართა და თვითონაც აზარტში შევიდა.გოგონამ მაყურებლები აღარ ალოდინა,დასტას დასწვდა,მისი ერთი ნაწილი ფრთხილად ასწია, იქიდან რვიანი ჯვარი ამოიღო ,დახედა და გაეღიმა.

-დაიმახსოვრე,სხვებსაც აჩვენე და ისევ დასტაში დაბრუნე.-დაარიგა გაბრიელმა და თვალები დახუჭა,რომ კარტი მას არ დაენახა.
გოგონა უხმოდ მიჰყვა ინსტრუქციებს,რვიანი ჯვარი სხვებსაც დაანახვა და მერე დასტაში ფრთხილად შეაცურა.
გაბრიელმა კარტი კარგად აჭრა,თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და მაყურებლების მოუთმენლობით სავსე სახეებს რომ ხედავდა, გულში კარგად ხალისობდა.ბოლოს ბიჭმა აჭრილი დასტიდან ერთი კარტი ამოარჩია,მაღლა ასწია,რომ ყველას დაენახა და გარკვევით წარმოთქვა.
-ეს იყო?!
გოგონამ კარტს ახედა,რომელზეც ათიანი გული იყო გამოსახული და ხმამაღლა გადაიკისკისა.
-კარგი ცდა იყო,მაგრამ შეგეშალა...ტყუილად ადარებ თავს დოქტორ სთრეინჯს!
-ნუთუ შევცდი?-თავისთვის ჩაილაპარაკა გაბრიელმა და დაბნეული სახით დასტიდან ამოღებულ კარტს დახედა.
მაყურებელთა ბრბომ ერთიანად ამოუშვა უკმაყოფილო შეძახილები,წყვილს ზურგი აქციეს და ისევ თავიანთი ადგილებისკენ გაემართნენ.გოგონა მსუბუქად ჩამოხტა ბარის მაღალი სკამიდან,ჩანთას ხელი დაავლო და გასასვლელისაკენ წავიდა.
გაბრიელი სწრაფად დასწვდა თავის ტელეფონს,კონტაქტებში ახლახანს შეყვანილი ნომერი მოძებნა და ზარის ღილაკს დააწვა.უკვე კართან მისული გოგონას ჩანთაში ტელეფონი აწკრიალდა,ისიც მაშინვე შეჩერდა, ჩანთიდან მოწყობილობა ამოიღო,დახედა და ეკრანზე მკაფიოდ გამოსახული რვიანი ჯვრის ფოტო,რომ დაინახა,განცვიფრებისგან თვალები გაუფართოვდა.
-ეს იყო?!-ისევ ხმამაღლა და გარკვევით იკითხა გაბრიელმა,რომ ბარში მყოფების ყურადღება მიექცია.
კლიენტები დაპროგრამებული რობოტებივით მიუბრუნდნენ წყვილს და კვლავინდებური ინტერესით სავსე მზერა მიაპყრეს.
-ეს...ჰო,ეს იყო!-წამოიძახა გოგონამ,რომელიც ნანახით ისევ გაოგნებული ჩანდა და ტელეფონი მაღლა ასწია,რომ ყველას დაენახა.
შენობაში,რამდენიმე წამით შემაწუხებელი სიჩუმე ჩამოვარდა,რომელსაც მხოლოდ გარედან შემომავალი ოქტორმბრის ცივი ქარის სისინი არღვევდა,მერე კი ბარის კლიენტებმა ერთდროულად იხუვლეს და მქუხარე აპლოდისმენტებით წამის წინანდელი სიჩუმე მაშინვე გაფანტეს.
გაბრიელმა ამაყი ღიმილით შეიფერა ეს დიდება,რომელიც თავისი შრომით დაიმსახურა და ისევ ბარმენს მიუბრუნდა,რომელსაც მისი9 ჭიქა სანგრიით უკვე გაევსო.
-ეს როგორ გააკეთე?-ჰკითხა გოგონამ.
-მაგია!-მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა ბიჭი.
-ნომერი მე არ მომიცია და არ ვიცი საიდან გაიგე,მაგრამ უკვე გაქვს და დიდი სიამოვნებით ვნახავდი სხვა ფოკუსებსაც.-მომნუსხველად გაუღიმა გოგონამ და გამომწვევი მიხვრა-მოხვრით კარისკენ გაემართა.
-არა,მართლა როგორ გააკეთე?-ჰკითხა ბარმენმა გაბრიელს და სანგრიით სავსე ჭიქა გაუწოდა.
-ეს გოგო ბოლო დროს ბარში ხშირად დადის,ჩანთას და ტელეფონს ყოველთვის უყურადღებოდ ტოვებს,ჰოდა ცოტა ხნის წინ საპირფარეშოში რომ გავიდა, მისი ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე,ჯერ მისი ტელეფონიდან ჩემსაზე დავრეკე,რომ ნომერი გამეგო,მერე რვიანი ჯვრის ფოტო გადავუწერე, ჩემი ნომერი მის ტელეფონში ჩავწერე და ეს ფოტო ზარზე დავაყენე.-სწრაფად აუხსნა გაბრიელმა,ბოლოს ბარმენისკენ გადაიხარა და ჩურჩულით უთხრა.-ეს საიდუმლოდ შემინახე,კარგი?
-რა თქმა უნდა,მაგრამ რა იცოდი,რომ კარტის დასტიდან მაინც და მაინც რვიან ჯვარს ამოიღებდა?-ბარმენი ისევ აზარტში იყო შესული და ვერ მშვიდდებოდა.
გაბრიელმა ჯიბიდან კარტის დასტა ამოიღო,კაცს წინ გაუშალა და აჩვენა, რომ დასტაში ყველა რვიანი ჯვარი იდო.
-აბა, ის ათიანი გული საიდან?-იკითხა ჩურჩულით ბარმენმა.
-სახელოში მქონდა.-ჩურჩულითვე უპასუხა ბიჭმა.
-ამ ყველაფერს ,საერთოდ რატომ აკეთებ?
-როცა მოწყენილი ვარ თავს ექსპერიმენტებით ვირთობ... ესეც ექსპერიმენტი იყო!-უდარდელად გაიღიმა გაბრიელმა.-უბრალოდ ვამოწმებდი,სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანის IQ როცა ფოკუსს სიმპათიური მამაკაცი უტარებს.
-და სადამდე დაეცა?-ჩაეძია კაცი.
-ნულამდე!-უპასუხა მან.-ყოველთვის ნულამდე ეცემა... და მერე კიდევ იტყვიან ,გარეგნობას ყურადღებას არ ვაქცევთო.
-მეგონა,რომ...ილუზიონისტები ასეთ ფოკუსებს ცოტა სხვანაირად აკეთებდნენ...
-აკეთებენ კიდეც,მაგრამ მე ილუზიონისტი არ ვარ და წესებიც ჩემებური მაქვს!
-ღმერთო ჩემო!-გაეცინა ბარმენს.-საშიში ტიპი ხარ, იცი?
-ცოტათი.-უპასუხა ბიჭმა სიცილითვე და სანგრია მოსვა.

გარეთ უკვე საკმაოდ ბნელოდა,ლამპიონები ოქროსფერ შუქს აფრქვევდნენ, ნახევრად ცარიელ ქუჩაში კი შემოდგომის სუსხი უჩინრად დაძრწოდა და წივილით იღებდა იქაურობას.
ამ დროს,მოპირდაპირე მხრიდან,გზა ორმა მაღალმა ფიგურამ გადმოჭრა და ბარის კარი ხმაურით შეაღეს.მამაკაცებს ქურთუკის საყელოები აეწიათ და ასე ცდილობდნენ ქარისგან სახის დაფარვას,შენობაში მოხვედრილებმა კი თავი მაღლა ასწიეს და მხრებში გაიმართნენ.
ერთ-ერთი მამაკაცი შუა ხნის იქნებოდა.ჭაღარა,შუბლზე ოდნავ შეთხელებული თმა,გამჭოლი მზერა და განიერი მხერბი ჰქონდა.ეს ქალაქ სანქტუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი, ნერსე ჯანდიერი იყო,მის გვერდით მდგომი ახალგაზრდა მამაკაცი კი,მისი ვაჟი ექიმი ლეო ჯანდიერი.
ახალგაზრდა მამაკაცი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მამას.ზუსტად მისი სიმაღლის იყო,ვარცხნილობაც მისნაირი ჰქონდა,იმ განსხვავებით რომ ლეოს უფრო ხშირი, მუქი თმა და წვერი ამშვენებდა,თან სულ წარბშეკრული, მოღუშული სახით დადიოდა და იშვიათად თუ უნახავს ვინმეს გაცინებული,თვალები კი ორივეს ფირუზისფერი ჰქონდათ.
მამაკაცებმა შესვლისთანავე ყველას ყურადღება მიიქციეს ,გაბრიელის გარდა.ბიჭი ისევ ზურგით კარისკენ იჯდა,ბარის დახლს დაყრდნობოდა და არხეინად აგემოვნებდა სასმელს.
მამა-შვილი გაბრიელს მიუახლოვდნენ,ორივე მხრიდან ამოუდგნენ და ბიჭს უჩუმრად მიაპყერს გამბურღავი მზერა.გაბრიელმა თავი ასწია,ჯერ ერთს გახედა,მერე მეორეს,შემდეგ კი თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა და იკითხა.
-ახლა რაღა დავაშავე?
-შენი დახმარება გვჭირდება!-პირდაპირ მიახალა ნერსემ.
-რაში?-მაშინვე დაინტერესდა ბიჭი.
-იქით გადავჯდეთ,არ გვინდა ყველამ გაიგონოს.-მბრძანებლური ტონით უთხრა ლეომ და ბარის ბოლოში, ცარიელი მაგიდისკენ გასწია.
მამაკაცები მაგიდას შემოუსხდნენ,მაგრამ სასმელი არ შეუკვეთავთ,როგორც ჩანს იმდენად მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდათ,რომ ფხიზელი გონება სჭირდებოდათ.
-იქამდე ვერ მოითმინე ,სანამ სახლში დავბრუნდებოდი?-ჰკითხა გაბრიელმა ლეოს.
-ვერა.-მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა.
-კარგი,მითხარით რა ხდება!
-ანა დაიკარგა.-გამოუცხადა ნერსემ.
-ანა ვინ არის?-იკითხა უნებურად გაბრიელმა.
-ჩემი შვილია!-წარბი შეკრა კაცმა და აშკარა იყო,რომ გაბრიელის ამ საკითში უმეცრება გაუკვირდა.
-მოიცა,შენ მეორე შვილიც გყავს?
-ჰო, მყავს.
-მე, რატომ არ მახსენდება?
-გაბრიელ!
-მამა დამშვიდდი.-წყობიდან ნახევრად გამოსულ ნერსეს, მხარზე ხელი დაადო ლეომ,მერე გაბრიელს გახედა და თქვა.-ისევ ექსპერიმენტს ატარებს,აინტერერსებს რამდენ ხანში გამოვა ადამიანი წყობიდან,როცა იგი რთულ სუტიაციაშია.
-ჰაჰ,სწორად მიხვდი!-უდარდელად გაიღიმა ბიჭმა.
-მაგრამ ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის!-შეუღრინა ლეომ და მხიარულება ჩაუშხამა.-მშვენივრად იცი ანა ვინც არის,მისი ფოტოც გაქვს ნანახი,ბუხრის თავზე მიდევს,მე და ანა ვართ დათოვლილი მთების ფონზე...მოიცა ,სხვა ფოტოც მაქვს.
ლეომ გულის ჯიბიდან გაკეცილი სურათი ამოიღიო და გაბრიელს გაუწოდა.ბიჭმა გამოართვა,გაშალა და ფოტოზე გამოსახულ გამხდარ,წაბლისფერთმიან გოგონას დააშტერდა.
-აჰ,ეს არის ანა?-მზერა ბარის სიღრმეს მიაპყრო გაბრიელმა,ისე თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობდა.-აბა,მე შენი ყოფილი შეყვარებული რატომ მეგონა?
-გაბრიელ!-გამაფრთხილებელი ტონით წარმოთქვა ნერსემ მისი სახელი.
-კარგი,მორჩა!-ხელები მაღლა ასწია ბიჭმა.-ექსპერიმენტი დასრულდა,ახლა კი ყველაფერი ამიხსენით.
-მოკლედ,უკვე ერთი კვირაა ანა გაუჩინარებულია...-წამოიწყო ამჯერად მშვიდი ხმით ნერსემ.- მისი ტელეფონი გამორთულია,საკრედიტო ბარათის გამოყენება ბოლოს ერთი კვირის წინაა დაფიქსირებული,ანგარიშიდან საკმაოდ დიდი თანხა მოხსნა ... ჰო ,და არც უნივერსიტეტში დადის.
-ეს ადრეც გაუკეთებია?
-კი,ასე ხშირად იქცევა.-ჩაერია ლეო.-ანა დიდი დაუნორჩილებელი ვინმეა,რაც სრულწლოვანი გახდა,მას შემდეგ არც მშობლებთან და არც ჩემთან ხშირად აღარ კონტაქტობს. სულ იკარგება, მაგრამ მერე ისევ ბრუნდება.ამდენი ხმით არასოდეს დაკარგულა,ამიტომაც ვნერვიულობთ ასე.
-ერთი რაღაც ვერ გავიგე,-გაბრიელმა მამა-შვილს ეჭვის თვალით შეხედა,-პოლიციელი მე რატომ მთხოვს დახმარებას?
-როგორც უკვე გითხარით, ანა უმართავია!-ამოიხორა ნერსემ,-როცა ასე იკარგება ხოლმე ყოველთვის რაღაც შარში ეხვევა,ციხეს ბევრჯერ გადავარჩინე,მაგრამ ამას სულ ვერ მოვახერხებ.თუ ჩემი ძალებით დავიწყებ ძებნას,საქმის ოფიციალრად აღძვრა მომიწევს,ჩემი ქალიშვილი კი შესაძლოა რაღაც უბედურებაში იყოს ჩაფლული და როცა ვიპოვი შეიძლება მისი დაპატიმრება მომიწიოს...
-თქვენ კი გინდათ,რომ გოგონას სუფთა წარსული და სუფთა მომავალი ჰქონდეს,არა?
-რა თქმა უნდა,ამიტომაც გთხოვ შენ,არაოფიცილურ პირს მის მოძებნას...უბრალოდ იპოვე და დამიბრუნე,მერე კი მე მივხედავ.-ნერსეს ხმაში ამჯერად ვედრება უფრო ისმოდა,ვიდრე მბრძანებლობა.
-მაინც რას აშავებს ხოლმე?-ჩაეძია გაბრიელი.
-უკანონოდ შეჭრა პოლიციის არქივში,ქალქის საჯარო ბიბლიოთეკაში მოწყობილი სკანდალი,საავადმყოფოს ჩანაწერების მოპარვა ,პიროვნებების უკანონოდ თვალთვალი...-ნერსე ცოტა ხანს შეყოვნდა,თითქოს სიტყვები ყელში გაეჩხირაო,ჩაახველა და დაამატა.-ეს მცირე ჩამონათვალია იმ დანაშაულებების,რომელთა პასუხისმგებლობისგანაც მე ის გადავარჩინე.
-შენს შვილს ნინძები ზრდიდნენ?-იკითხა უცებ გაბრიელმა,მაგრამ მამა-შვილის მოღუშული სახეები,რომ დაინახა თემა მაშინვე შეცვალა.-სად სწავლობს ანა?
-აქ სწავლობს,სანქტუმის სახელმწიფო უნივერსისტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე,მეორე კურსზეა,სისხლის სასმართლის განხრით...კრიმინალისტიკამ დააინტერესა.-უპასუხა ლეომ.
-მომავალი სამართალ დამცავი კანონებს არღვევს,მაგარია!-თავი უხალისოდ გააქნია ბიჭმა.-მის მეგობრებს ჰკითხეთ?
-ბევრი მეგობარი არ ჰყავს,მხოლოდ რამდენიმე თანაკურსელი,რომლებსაც ანა მესამე კვირაა არ უნახავთ,რადგან თურმე ლექციებს აცდენდა.
-სად ცხოვრობს?
-ეს რაში გაინტერესებს?
-არაოფიციალურად ვმოქმედებ და მისი ბინის გასაჩხრეკად ორდერი არ დამჭირდება.
-უნივერისტეტის ქუჩაზე,სტუდენტურ დასახლებაში,73 ნომერში.-მიუგო მშვიდი ხმით ლეომ.-მაგრამ ორ თანაკურსელთან ერთად ცხოვრობს და ფრთხილად იყავი.
-რა თქმა უნდა.-უპასუხა თავდაჯერებელი ტონით გაბრიელმა,ლეოს ანას ფოტო გამოართვა და კიდევ ერთხელ დახედა.


...
უნივერსიტეტის ქუჩა ფართო და ხმაურიანი იყო,განსაკუთრებით დილის საათებში,როცა სტუდენტები თავიანთ საცხოვრებლებს ტოვებდნენ და სასწავლებლად მიემრთებოდნენ.მართალია მზე ანათებდა,მაგრამ მაინც საგრძნობოლად ციოდა.გაბრიელი შორიახლოს დაძრწოდა და მოთმინებით ელოდებოდა,როდის წავიდოდნენ ანას კურსელები ლექციებზე,რომ გოგონას ოთახი გაეჩხრიკა.
ცოტა ხანში მისი ვარაუდები გამართლდა.დაახლოებით ათის ნახევრისთვის გოგონებმა სახლი დატოვეს და ქუჩას გაუყვნენ,რომელიც უნივერსიტეტის წითელი აგურით ნაშენი შენობით გვირგვინდებოდა.
გაბრიელმა კმაყოფილი სახით გაიღიმა,ტრასა გადაჭრა და სახლის კარს მიადგა.სპეციალური ხელსაწყოების დახმარებით,რომელიც სულ ჯიბით დაჰქონდა,საკეტის გახსნა ნამდვილად არ გასჭირვებია და რამდენიმე წამში უკვე შიგნით აღმოჩნდა.
შენობა ერთსართულიანი იყო,თუმცა საკმაოდ ფართო მოყვანილობის,რის გამოც სახლში თავისუფლად იყო განთავსებული სამი საძინებელი.გაბრიელმა ერთი თვალის შევლებითაც გამოიცნო,რომელი იქნებოდა ანას ოთახი,რადგან კარზე არც ვარდისფერი ბრჭყვიალა ვარსკვლავები იყო გაკრული და არც რომელიმე როკ ჯგუფის პოსტერები.
ბიჭმა ფრთხილად შეაღო რუხი ფერის კარი და ჩაბნელებულ ოთახში აღმოჩნდა.ფანჯრებზე სქელი ფარდები იყო ჩამოფარებული,შუქის ჩამრთველი კი არ მუშაობდა.გაბრიელი სარკმელს მიუახლოვდა,ფარდები გადასწია , საძინებელში სინათლე შემოუშვა და მზის სხივებიც მაშინვე ათამაშდნენ მყუდროდ მოწყობილი ოთახის კედლებზე.
საწოლი გასწორებული იყო და ეტყობოდა,რომ მასში კარგა ხანია არავის სძინებია.კარადა სუფთად დაკეცილი ტანსაცმლით იყო სავსე,ტუმბო კი მცირე ოდენი კოსმეტიკით.
გაბრიელმა უიმედოდ ამოიხვნეშა ,საწოლზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა. უცებ ბიჭის მზერის არეში აღმოსავლეთით მდებარე კედელი მოჰყვა,რომელიც ფარდების გადაწევის მიუხედავა,მაინც ჩაბნელებული დარჩენილიყო,რადგან იქ მზე თითქმის არ აღწევდა.
გაბრიელმა ნელა მიაბრუნა თავი გვერდზე და გაოგნებისგან ყბა ჩამოუვარდა.აღმოსავლეთით მდებარე ოთახის ნაწილი სრულიად განსხვავდებოდა დასავლეთისგან და სრულ კონტარსტს ახდენდა,რადგან იქაურობა საშინლად არეული იყო.
მთელი კედელი სტატიებით და სურათებით იყო აჭრელებული,რომელზეც გოგონას ჭიკარტები მიემაგრებინა და ზედ წითელი ძაფები ქაოსურად გაება,თუმცა რომ დააკვირდებოდით შეამჩნევდით,რომ ყველა ძაფის ბოლო ერთ წერტილში,კედლის ცენტრში დაკიდებულ ,იგორ აბრამოვის ფოტოსთან, იყრიდა თავს.
გაბრიელი ფეხზე ნელა წამოდგა ,კედელს მიუახლოვდა და ახლოდან ნანახმა კიდევ უფრო გააკვირდა.კედლის მერჯვენა კუთხეში დიდი საწერი მაგიდა იდგა,რომელზეც უწესრიგოდ ეყარა კონსპექტები, წიგნები,კალმები, საღებავები, მიკროსკოპი და კიდევ ათასი ხარა-ხურა.ვერცხლისფერი საღებავების შუშების უმრავლესობა გამოცარიელებული იყო,ზოგიც თავმოხდილი დაეტოვებინა გოგონას,მაგიდაზე წაქცეულიყო და ხის ზედაპირი მთლიანად დაეთხვარა.წვეთები მიკროსკოპზეც შეიმჩნეოდა და ზოგიერთ კონსპექტზეც.
გაბრიელი ოთახის ცენტრში ,ფანჯრის პირდაპირ გაჩერდა,ჯერ დასავლეთით გაიხედა,მერე კი აღმოსავლეთით და უცნაურად გაეღიმა.მოზრდილი ოთახი თითქოს ორ კონტინენტად გაყოფილიყო.ერთი ზედმიწევნით დალაგებული იყო,მეორე კი თავდაყირა დაყენებული. თითქოს ამ ოთახში ორი ადამიანი ცხოვრობდა: ერთი, რომელიც ყველაფერს არეულს ტოვებდა და მეორე, რომელიც პერფექციონისტი იყო.
ბიჭი ისევ კედლისკენ მიბრუნდა,კიდევ ერთხე შეავლო თვალი ანას ნახელავს,მერე კი ტელეფონი ამოიღო,ფოტოები გადაუღო და ჩაფიქრებული მზერით ამჯერად სკამზე ჩამოჯდა.
გაბრიელის გონებაში ნამდვილი ქაოსი სუფევდა. ვერაფრით გაეგო რაში სჭირდებოდა ანას აბრამოვზე ამდენი ინფორმაცია,ან იყო თუ არა ეს გოგო საერთოდ ნორმალური.ბიჭს ისიც კი გადაავიწყდა მის სახლში რისთვის მივიდა.იჯდა სკამზე, კედელს შეჰყურებდა და აზრების დალაგებას ცდილობდა.
კედლის თვალიერებისას გაბრიელმა მოულოდნელად ნაცნობი თარიღი შენიშა.მარცხენა მხარეს,გოგონას უახლესი გაზეთიდან ამონაჭრელი, კიდევ ერთი სტატია მიემაგრებინა,რომელზეც ახალგაზრდა, უცნობი მამაკაცი იყო გამოსახული და მასზე წერდნენ,რომ 24 ოქტომბერს ქალაქ სანქტუმში,სასტუმრო „ქინგ პალასში“ გამართულ საქველმოქმედო საღამოს დაესწრებოდა.
-დღეს 24 ოქტომბერია!-ჩურჩულით ჩაილაპარაკა გაბრიელმა,მერე კი თითქოს გონება გაუნათდაო,ფეხზე წამოვარდა,კედლიდან გაზეთის ნაგლეჯი ჩამოხია და გამარჯვებული სახით ჩაილაპარაკა.
-გამოგიჭირე!


...
-დარწმუნებული ხარ,რომ აქ არის?-იკითხა ლეომ და სასტუმროს მაღალ შენობას ახედა,რომელსაც დიდი ასებით ეწერა „ქინგ პალასი“.
-ყველაფერი გადავამოწმე და მთელი ეს დრო ქალაქიდან არც კი გასულა.-უპასუხა გაბრიელმა და ჰოლში შეაბიჯა.
-სანქტუმში ხუთი ათასი კაცი ცხოვრობს,როგორ შეიძლება ასეთ პატარა ქალაქში უკვალოდ გაუჩინარდე?-კიდევ უფრო მეტად შეკრა წარბები მამაკაცმა.
-როგორც ჩანს ,შენს დას კარგად არ იცნობ.-გაეცინა გაბრიელს და დახლს მიღმა მდგომ სასტუმროს ადმინისტრატორ ქალს მიუახლოვდა.
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება,რით შემიძლია გემსახუროთ?!-გაუღიმა ადმინისტრატორმა და წკრიალა ხმით იკითხა.
-ერთ ადამიანს ვეძებთ, ანა ჯანდიერი ჰქვია.-პირდაპირ მიახალა გაბრიელმა.
-ვინ ბრძანდებით?-შეაწყვეტინა ქალმა ეჭვნარევი ხმით.
-მე...დეტექტივი ნერსე ჯანდიერი ვარ!-ისე ოსტატურად მოიტყუა გაბრიელმა, წარბიც არ შეუხრია,ჯიბიდან ჟეტონი ამოიღო და ქალს თვალწინ ისე აუფრიალა,რომ მან მხოლოდ ვასკვლავს მოჰკრა თვალი,მერე კი მის უკან მდგომ ლეოზე მიუთითა და დაამატა.-ეს დოქტორი... უოტსონია...ინგლისელი სტუმარი.
ქალმა ჯერ გაოცებული სახით გადახედა მის წინ მდგარ ორ მაღალ ფიგურას, მერე კი კომპიუტერის ეკრანს მიუბრუნდა და ანა ჯანდიერი მოძებნა.
-ვწუხვარ,მაგრამ ასეთი აქ არავინაა.-დანანებით გააქნია თავი მან.
-შეიძლება სხვა სახელით იყოს.-თქვა გაბრიელმა,ჯიბიდან ანას ფოტო ამოიღო და ქალს აჩვენა.
-აჰ,ეს გოგონა... კი ნამდვილად აქ არის.-მიუგო ადმინისტრატორმა,ისევ კომპიუტერს მიუბრუნდა და ორი წამის შემდეგ წამოიძახა.-ანთეა მერლანის სახელით არის დარეგისტრირებული.
ლეოს ამ სახელის და გვარის გაგონება, რატომღაც საერთოდ არ გაჰკვირვებია, გაბრიელი კი აშკარად გაოცებული ჩანდა
-რომელ ნომერშია?-ისევ იკითხა ბიჭმა.
-ახლა ნომერში არ იმყოფება,სასტუმროს მთავარ დარბაზში, საქველომოქმედო საღამოზეა მიწვეული და იქ იქნება.
-წვეულება უკვე დაიწყო?
-დიახ.
-იქ უნდა შევიდეთ.
-მოიცადეთ,დაცვას დავუძახებ.-შეაჩერა ქალმა.
-არა,ეს გოგონა საშიში პიროვნება არ არის,ის ერთ საქმეში მოწმეა და თუ დროზე არ ავიყვანთ, შეიძლება მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს,ამიტომ თუ არ გინდათ სკანდალი მოხდეს თქვენს სასტუმროში,უბრალოდ იქ შეგვიშვით.-დამაჯერებლად უპასუხა ბიჭმა.
-მიბრძანდით.-ცოტა დაბნეული სახით უთხრა ქალმა და ხელით ანიშნა,
გაბრიელმა კი მადლობის ნიშნად თავი დაუქნია და მაღალ კიბეებს აუყვა.

სასტუმროს მთავარი დარბაზი ხალხით იყო გადაჭედილი.იქ ადამიანის ძებნა თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავდა,ამიტომ ბიჭები შესვლისთანავე გაიყვნენ და ანას ძებნა ხალხში დაიწყეს.
გაბრიელს ხელში ფოტო ეჭირა, მასზე გამოსახულ ანას აკვირდებოდა, თან ხალხს უყურებდა და მათ შორის გოგონას ამოცნობას ცდილობდა.
რამდენიმე წუთიანი ძებნის შემდეგ,ბიჭმა მოულოდელად მოჰკრა თვალი ძალიან გამხდარ გოგონას,რომელსაც ღია ყავისფერი,ტანზე მომდგარი კაბა ეცვა,სიგამხდრე კი მოშიშვლებულ მხრებზე იმდენად ეტყობოდა,რომ ყველა ძვლის დათვლაც კი შეიძლებოდა.
გოგონას მუქი წაბლისფერი თმა თავისუფლად ჩაეწნა,გვერდზე გადმოეგდო,თითებით ათამაშებდა და მის წინ მდგარ მამაკაცს ყალბი ღიმილით შეჰყურებდა.
გაბრიელმა მაშინვე ამოიცნო მასში ანა,მაგრამ მისმა თვალიერებამ ისე გაიტაცა,რომ ნაბიჯის გადადგმა ვერც კი მოიფიქრა.ანამ უცებ თავი ასწია და ოქროსფერი-ყავისფერი თვალები პირდაპირ ბიჭს შეანათა.ამ მზერამ თითქოს გაბრიელი გამოაფხიზლა,ადგილიდან დაიძრა, გოგონას მიუახლოვდა და უთხრა.
-გამარჯობა,ანა!
გოგონა შეკრთა,გაბრიელს კითხვებით სავსე მზერა მიაპყრო და ხმის ამოღებაც ვერ შეძლო.ანასთან მოსაუბრე მამაკაცმა, ალმაცერად გახედა გაბრიელს,ბიჭმა კი მასში მაშინვე ამოიცნო პიროვნება,რომელიც გაზეთიდან ამონაჭრელ სატატიაში იხილა პირველად.
-ერთმანეთს ვიცნობთ?-სიჩუმე ისევ ანამ დაარღვია.
-მე გიცნობ.-უპასუხა მან.
ანამ ბიჭისთვის მზერის შევლებაც კი ვერ მოასწორ,ისე სწვდა გაბრიელი მხებში და გულში მაგრად ჩაიკრა.გოგონა მის მკლავებში აფართხალდა და თავის დახსნა სცადა,მაგრამ გაბრიელი არადა არ უშვებდა.
ანას მოთმინება საბოლოოდ ამოეწურა,მუშტი მაგრად შეკრა და გაბრიელს პირდაპირ კუჭის თავში უთავაზა.ბიჭი სახეზე ერთიანად გაწითლდა, ინსტინქტურად გაუშვა ხელი გოგონას,ეცადა აუტანელი ტკივილი არ შეემჩნია,ყალბად გაიღიმა და თქვა.
-საშინლად ...გამიხარდა შენი ნახვა.
-უკაცარვად.-ჩაილაპარაკა იქვე მდგომმა მამაკაცმა და იქაურობას სწრაფად გაეცალა.
ანამ აღელვებული მზერა გააყოლა კაცს,მერე კი გააფთრებული სახით მიუბრუნდა გაბრიელს და კბილებში გამოსცრა.
-ვინ ჯანდაბა ხარ?!
-შენი მომავალი და ერთადერთი სიყვარული.-უპასუხა ირონიულად მან.
-დაახვიე,თორემ მომავალი საერთოდ არ გექნება.-ჩაისისინა მუქარით გოგონამ და ბიჭს ზურგი აქცია.
-შენმა მამიკომ გამომგზავნა!-გაბრიელის სიტყვებმა, ანა ერთ ადგილას გააქვავა.
-პოლიციელი ხარ?-მიუბრუნდა გოგონა მას.
-შენი აზრით?-კითხვა შეუბრუნა ბიჭმა.
ანამ გამჭოლი მზერა შეავლო გაბრიელის ფიგურას,ისე თითქო რენტგენში გაატარა.დეტალურად შეისწავლა მისი აღნაგობა, განიერი მხრები,ცოტათი დაძაბული კისერი,რომელზეც მოზრდილი მორიელის ტატუ ჰქონდა გამოსახული.მერე მის ოდნავ გრძელ,ყორნის ბუმბულივით შავ თმას, ჩაჩხვლეტილ ნიკაპს , ღამესავით შავ თვალებს დააკვირდა და წამიერად მის მზერაში დაბნეულობა გაკრთა,მაგრამ გოგონას ემოციების დამალვა კარგად ეხერხებოდა,ამიტომ გულგრილად გაიღიმა,ტუჩი ზიზღით აიბზუა და თქვა.
-არ ვიცი რატომ მუშაობ ნერსესთვის,მაგრამ შენ ნამდვილი პოლიციელიც კი არ ხარ.
-გული მატკინე.-გაეცინა ბიჭს.
-ჩემი უკან დაბრუნება დაგავალეს?-ტონი შეარბილა ანამ.
-ჰო.
-კარგი,მე აქ საქმეებს ისედაც მოვრჩი და გამოგყვები,-დაღლილი და შეწუხებული სახით ამოწუწუნა გოგონამ,-მაგრამ არ მინდა ამ ხალხმა ერთად დაგვინახონ...მიდი,გასასვლელისკენ წადი და მეც უკან გამოგყვები.
-მართლა?-ეჭვით დააწვრილა თვალები ბიჭმა.
-ჰო,წადი მეც უკან მოგყვები.-უფრო დამაჯერებლად გაუმეორა მან და გაბრიელს ხელით ანიშნა.
ბიჭმა გოგონას ზურგი აქცია და გასასვლელისკენ წავიდა,თუმცა ეჭვნარევი მზერით სულ უკან-უკან იხედებოდა, ხოლო როცა შენიშნა,რომ ანა მოჰყვებოდა, ცოტა დამშვიდდა.
ბიჭს თითქმის ნახევარი გზა გავლილი ჰქონდა,როცა წინ ლეო გადაუდგა და აღელვებული სახით ჰკითხა.
-ანა იპოვე?
-კი,აქ არის...-უპასუხა გაბრიელმა და თან უკან მიიხედა,მაგრამ გოგონა ვერსად დაინახა.-ორი წამის წინ აქ იყო!
-გითხრა ,წადი და უკან გამოგყვებიო?-იკითხა ირონიულად ლეომ.
-ჰო!
-მე კი არა ,ეს შენ არ იცნობ ჩემს დას!-შეუბღვირა ბიჭმა.
-გამაცურა... მაგრამ ერთი იდეა მაქვს.-წამოიძახა განრისხებული სახით გაბრიელმა,ლეოს ხელი ჩაავლო და დარბაზის ბოლოში დამონტაჟებული სცენისაკენ გაემართა.

ლეოს უკვე აღარ მოსწონდა ეს სიტუაცია და მისი შეჩერება სცადა,თუმცა არ გამოუვიდა.გაბრიელი სწრაფად ავარდა სცენაზე ,მიკროფონს ჯერ თითი დაუკაკუნა,მერე კი დარბაზს გადახედა და ხმამაღლა თქვა.
-უკაცრავად,ერთი წამით თქვენს ყურადღებას ვითხოვ!
დარბაზში მუსიკა და ზუზუნი ერთდროულად შეწყდა.დამსწრეებმა ერთმანეთს გადახედეს,მერე კი სცენაზე მდგარ გაბრიელს მიაჩერდნენ.
-მე...დოქტორი სთრეინჯი ვარ!-თქვა გამრიელმა და იგივე ჟეტონი ისევ ჰაერში აფრიალა,მერე ცერა თითი მის უკან მდგომი ლეოსკენ გაიშვირა და დაამატა.-ეს კი დოქტორი უოტსონია... ჩვენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ვართ!

დარბაზს მსუბუქმა რუზრუზმა ისევ გადაუარა. ბიჭმა ერთი წამით მოიცადა,შემდეგ კი განაგრძო.
-თქვენს შორის ერთი გოგონა იმყოფება,რომელიც მომაკვდინებელი სენით არის დაავადებული...მას „ციმბირული ებოლა“ აქვს.-თავისი მოფიქრებით გაბრიელი თვითონაც გაკვირვებული დარჩა.
დამსწრეებს სახეებზე შეშფოთება გამოესახათ და თითქმის ყველამ ერთდროულად გახედა გასასვლელ კარს.
-ნუ ღელავთ,ვირუსი ჯერ ინკუბაციის პერიოდშია ,მაგრამ ერთ საათში ალბათ ჰაერწვეთოვანი გზით იქნება გადამდები,და თუ ამ გოგონას არ ვიპოვით,ყველანი დაავადდებით.-ხელის აწევით შეაჩერა ბიჭმა ხალხი და ყალბი სინანულით გამოუცხადა.-გოგონას ყავისფერი მოკლე კაბა აცვია,თმა ჩაწნილი აქვს და თუ ვინმე ხედავთ ასეთ პიროვნებას, გვანიშნეთ!

მოულოდნელად ხალხის ნაკადი ორად გაიყო და მათ უკან, დაბნეული სხით მდგარი ანა გამოჩნდა,რომელიც აშკარად გაქცევაზე ფიქრობდა,მაგრამ ვერა და ვერ მოეხერხებინა ადგილიდან დაძვრა.
-აჰ!-წამოიძახა გაბრიელმა გახარებული სახით.-აი, ისიც! გმადლობთ თანამშრომლობისთვის!
ბიჭმა სწრაფად ჩაირბინა სცენის კიბეები,დარბაზი გადაჭრა,ანას თავზე წამოადგა და ნიშნის მოგებით გაუღიმა.
-„ციმბირული ებოლა“?-შესძახა გოგონამ.-ასეთი რამ, საერთოდ არსებობს?!
-დიდი იმედი მაქვს,რომ არა.-უპასუხა გაბრიელმა.
ანას კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა,მაგრამ გაბრიელის უკან მდგარი ლეო შეამჩნია და გაკვირვებულმა ჰკითხა.
-შენ რაღა გინდა აქ?
-მეც მიხარია შენი ნახვა დაიკო.-ბუზღუნით წარმოთქვა მამაკაცმა.
-ნერსეს გადაეცით,რომ პატარა ბავშვი არ ვარ და არსად წამოსვლას არ ვაპირებ!-ჩაისისნა გოგონამ.
-თუ არ წამოხვალ, დაგაპატიმრებ!-გააფრთხილა გაბრიელმა.
-ვერ დამაპატიმრებ,ნამდვილი პოლიციელიც კი არ ხარ.-მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა ანამ და სარკაზმით ჩაიცინა.

...
ხუთი წუთის შემდეგ, ანა ლეოს მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა,მაჯებზე ბორკილები სამაჯურებივით ჰქონდა მორგებული და წინა სავარძელზე მჯდომ გაბრიელს უბღვერდა,რომელიც სარკიდან თვალს არ აშორებდა.
-ბორკილები საიდან გქონდა?-ჰკითხა საჭესთან მჯდომმა ლეომ ბიჭს.
-მამაშენს მოვპარე.-უპასუხა არხეინად მან.
-და ჟეტონი?-ისევ ჰკითხა მამაკაცმა.
-ეგეც მამაშენს მოვპარე.
-ნერსე პოლიციელია!
-მაგრამ ვერ ამჩნევს ,როცა რაღაცეებს ვპარავ.
ლეო ცოტა ხანს გაჩუმდა,საჭეზე ხელები ნერვიულად შემოეჭდო და აშკარა იყო,რომ კიდევ რაღაც არ ასვენებდა.
-რატომ ვარ შენს გეგმებში ყოველთვის, დოქტორი უოტსონი?-იკითხა ბოლოს მან.
-აბა ,ერთი სარკეში ჩაიხედე?-კითხვაზე კითხვით უპასუხა გაბრიელმა. - თანაც, ყველა ჰოლმსს უნდა ჰყავდეს თავისი უოტსონი.
ლეომ ინსტინქტურად სარკისკენ მიაბრუნა თავი, თავისი ანარეკლი კარგად შეათვალირა,მხრები აიჩეჩა და თქვა.
-არც ულვაშს ვატარებ,არც ხელჯოხს და არც ავღანეთში მიბრძოლია.
-სამაგიეროდ თეთრ ხალათს ატარებ.-გაეცინა გაბრიელს.
-რადგან ექიმი ვარ ,ეს იმას არ ნიშნავს,რომ შენს გეგმებში სულ დოქტორი უოტსონის როლი უნდა მომცე.-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა ლეომ,რომელ;იც იმ მომენტში გაბუტულ დიდ ბავშვს ჰგავდა.
-ჰეი,იქნებ მეც მომაქციოთ ყურადღება?!-წამოიძახა მოუთმენლად ანამ და წინა სავარძლისკენ გადაიხარა.-თქვენი საქციელი კანონით დასჯადია!
-შეგიძლია გვიჩივლო!-ალმაცერად გადმოხედა გაბრიელმა.
-ეს, საერთოდ ვინ არის?-გაბრიელის სიტყვები დააიგნორა ანამ და ლეოს მიუბრუნდა.
-ერთხელ მაინც ,რომ მსტუმრებოდი ჩემს ახალ სახლში, გაიცნობდი.-ბრაზით მიახალა მამაკაცმა.
-შენი შეყვარებულია?-იკითხა ცინიკურად გოგონამ, რადგან მისი ძმის წყობიდან გამოყვანა სურდა.
-რა?!-წამოიძახა ლეომ და სარკიდან ანას გახედა.
-აბა,შენს სახლში რატომ უნდა გამეცნო?
-მეგობარია!
-გაბრიელ ლიჩელი.-ხელი გაუწოდა ბიჭმა სიცილით გოგონას,მერე კი სახე ყალბი სინანულით დამანჭა და დაამატა.-უი,ხელები ზურგს უკან გაქვს შეკრული და ვერ ჩამომართმევ? რა ცუდია!
-ყოჩაღ ძმაო,მაგარი გემოვნება გქონია.-სარკაზმით ჩაილაპარაკა გოგონამ.
-აქ გამიჩერე,ჩამოვალ და თქვენი ოჯახური დრამა მარტომ გაარკვიეთ.-თქვა გაბრიელმა და მანქანა გაჩერებულიც კი არ იყო ისე გადახტა ძირს,მერე ანას მიუბრუნდა და ცინიკურად დაამატა.-არც ისე სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, ანთეა!
გოგონამ გაფართოებული თვალებით შეხედა გაბრიელს,რადგან ძალიან გაუკვირდა მისგან ამ სახელის გაგონება.უნდოდა რაღაც ეთქვა,მაგრამ ბიჭმა კარი მიკეტა,ლეომ კი ავტომობილი დაძრა.
-ჩემი სრული სახელი საიდან იცის?-იკითხა ანამ.-შენ უთხარი?
-სასტუმროში შენი ნამდვილი სახელით და გვარით არ დარეგისტრირდი?-შეახსენა ლეომ.
-და ერთი სული მაქვს, ჩემს ნამდვილ სახელს და გვარს,როდის დავიბრუნებ.-ჩაილაპარაკა გოგონამ და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.



...
ჰმ,მგონი ახალი ეპიკ-სთორით დავბრუნდი :დდდ იდეა წლებია მაწუხებს და მისი განხორციელება ლამის ოცნებად მექცა :დდდ მინდა სრულყოფილი თუ არა სრულყოფილთან მიახლოებული მაინც გამომივიდეს და ამიტომაც ვეცდები არ ვიჩქარო მისი წერის დროს :დდდდ :*** ძალიან ძალიან მომენატრეთ სიყვარულებო და გულის ხვანცალით ველი შეფასებებს :*** :დდდ
ისტორია ტარდიციულად ეპიკური იქნება,ჰო კიდე ჩავხლართავ რაღააცეებს ჩემებური ინტიგებით, ცოტა დეტექტივსაც გავურევ და ჩემი ხელოვნებისადმი,მითოლოგიისადმი და ლეგენდებისადმი სიყვარულსაც არ დავივიწყებ :დდდ
პ.ს. სანქტუმი გამოგონილი ქალაქია,ისევე როგორც მასში არსებული ყველა ადგილი :დდდდ :*** და ისტორიას არაფერი აქვს საერთო ჩემს მეორე სიტორიასთან "ცხელსისხლიანი" :დდდ რადგან სათაურები გავს ,ეგ არ იფიქროთ :დდდ :**скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

მეჩვენება? თუ მართლაა ცივსისხლიანია?

 



№2  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Anuki96
მეჩვენება? თუ მართლაა ცივსისხლიანია?

არ გეჩვენება ჩიტო აგია sunglasses heart_eyes

 



№3  offline წევრი qeti.ii

მოგკლავ,მოგკლავ,მოგკლავ,სიყვარუთით ოღონდ,არ მეჩვენება?ამის ლოდინში დავბერდი,წავალ წავიკითხავ და მერე შეგიფასებ..
ვაიმე არ მჯერა

 



№4  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

qeti.ii
მოგკლავ,მოგკლავ,მოგკლავ,სიყვარუთით ოღონდ,არ მეჩვენება?ამის ლოდინში დავბერდი,წავალ წავიკითხავ და მერე შეგიფასებ..
ვაიმე არ მჯერა

მომკალი ოღონდ ისე რომ ვერ გავიგო joy წადი მიდი მოდი და გელი heart_eyes laughing

 



№5  offline მოდერი ელპინი

ვაიმე,შოკი მივიღე,მარგო.გასაგიჟებელი გოგო ხარ,საოცრება❤დამება ენა,თვალებგაფართოებული ვუყურებდი ნეტა ეს მართლა ცივსისხლიანია და არ მეჩვენება-თქო.გავგიჟდი და გავაფრინე,სასწაული გოგო ხარ!!❤მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე❤ისტორია არის რაღაც საოცრება,ველოდი ასეთი რომ იქნებოდა,ხოდა ვზივარ ახლა გაშტერებული და ვფიქრობ,სხვა რამე ხო არ წავიკითხე და მეშლება-თქო :დდდ
ველი ახალ თავს,ჩიტო❤❤❤

 



№6  offline წევრი qeti.ii

ეს წუთია მოვრჩი,უმაგრესი გოგო ხარ,არვიცი როგორ შეიძლება იყო ასეთი იდეალური.
ისტორიას რაც შეეხება მარტო იმას გეტყვი,რომ მალე დადო თორემ,ან ნერვოზს დამმართებ,ისეთი მოუთმენელი ვარ ან არადა,არვიცი რაა...ძალიან,ძალიან მომეწონა,საერთოდ კომენტარების წერა არ მეხერხება და მხოლოდ ამით შემოვიფარგლები,სასწაული ხარ,და ეს სასწაული ისტორიაც მალ-მალე გამოაცხვე ხოლმე❤❤❤❤

 



№7  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

ელპინი
ვაიმე,შოკი მივიღე,მარგო.გასაგიჟებელი გოგო ხარ,საოცრება❤დამება ენა,თვალებგაფართოებული ვუყურებდი ნეტა ეს მართლა ცივსისხლიანია და არ მეჩვენება-თქო.გავგიჟდი და გავაფრინე,სასწაული გოგო ხარ!!❤მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე❤ისტორია არის რაღაც საოცრება,ველოდი ასეთი რომ იქნებოდა,ხოდა ვზივარ ახლა გაშტერებული და ვფიქრობ,სხვა რამე ხო არ წავიკითხე და მეშლება-თქო :დდდ
ველი ახალ თავს,ჩიტო❤❤❤

ვაიმეეე როგორ გამახარე სიყვარულოოო *_*❤❤❤ უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის :** :დდდ მიხარია მიხარია საშინლად :*** ❤❤❤❤❤❤❤❤❤

qeti.ii
ეს წუთია მოვრჩი,უმაგრესი გოგო ხარ,არვიცი როგორ შეიძლება იყო ასეთი იდეალური.
ისტორიას რაც შეეხება მარტო იმას გეტყვი,რომ მალე დადო თორემ,ან ნერვოზს დამმართებ,ისეთი მოუთმენელი ვარ ან არადა,არვიცი რაა...ძალიან,ძალიან მომეწონა,საერთოდ კომენტარების წერა არ მეხერხება და მხოლოდ ამით შემოვიფარგლები,სასწაული ხარ,და ეს სასწაული ისტორიაც მალ-მალე გამოაცხვე ხოლმე❤❤❤❤

ვაიმეე გული გამისკდება სიხარულისგან *_* უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო ამისთვის ❤❤ კომენტარის წერა არ გეხერხება კი არა ლამის ფრთები შემასხი ამ სიტყვებით :** :დდდ ყველანაირად ვეცდები მალე დავდო ❤❤❤❤❤

 



№8  offline წევრი deep

შოკი პიკი პანიკა
ისტორიაა
როგორც დაგვპირდი
მარგო
სასწაულება
იმდდენხანს
ველოდი რო ლოდინი
გამიმართლდა
ანათეა
რალმააზი სახელია
გაბრიელი
გაბო
უხხ
დოქტორი უატსონი და სტრეინჯი მომეწონა
იმედია ის
ისტორიაც ისეთივე იქნება
როგორიც სხვები
თუ ნუკეთესი არიქნა
ძალიან მხარია შენი დაბრუნება მარგო
და მოუთმენლად დაველოდები ახალ თავს
შენი ერთგული მკითხველი
დიანა

 



№9  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

deep
შოკი პიკი პანიკა
ისტორიაა
როგორც დაგვპირდი
მარგო
სასწაულება
იმდდენხანს
ველოდი რო ლოდინი
გამიმართლდა
ანათეა
რალმააზი სახელია
გაბრიელი
გაბო
უხხ
დოქტორი უატსონი და სტრეინჯი მომეწონა
იმედია ის
ისტორიაც ისეთივე იქნება
როგორიც სხვები
თუ ნუკეთესი არიქნა
ძალიან მხარია შენი დაბრუნება მარგო
და მოუთმენლად დაველოდები ახალ თავს
შენი ერთგული მკითხველი
დიანა

ჩემი სიყვარული ხარ შენ გოგონი *_* სულ რომ მახარებ მათბობ და მამხიარულებ❤❤ გეთანხმები ანთეა ძალიან ლამაზი ბერძნული სახელია და როგორც იქნა პერსონაჟს მოვარგე :დდდდ ძალიან ვეცდები უკეთესი გამომივიდეს რადგან დაწერამდე უკვე მიყვარდა ეს ისტორია :დდდდ ❤❤❤❤❤

 



№10  offline წევრი blue witch

ჩემო პატიოსანო ქალაუუუ, დააბრუნდი?! ეჰ როგორ მოენატრე იმ გოგოს მუზადაც რომ გეტენებოდა. ვატყობ სასწაული იქნებაა. გელი გელი მოგელიი პ.ს იმედია ნიკზე მიცნობ თOრემ გაგატყავებ .

 



№11  offline წევრი M^d G1rl

ერთი სული მქონდა როდის დადებდიი და იმედები გამიმართლა ტკბილო❤️

 



№12  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

blue witch
ჩემო პატიოსანო ქალაუუუ, დააბრუნდი?! ეჰ როგორ მოენატრე იმ გოგოს მუზადაც რომ გეტენებოდა. ვატყობ სასწაული იქნებაა. გელი გელი მოგელიი პ.ს იმედია ნიკზე მიცნობ თOრემ გაგატყავებ .

მეხუმრები ხო? რას ქვია ვერ გიცნობ :დდდდდ❤❤❤ მიხარიხარ რომ ისევ მკითხულობდა ყველანაირად ვეცდები ძალიან არ დაგიგვიანოთ თავები ❤❤❤❤ :***

M^d G1rl
ერთი სული მქონდა როდის დადებდიი და იმედები გამიმართლა ტკბილო❤️

დიდი ნადლობა სიყვარულო❤ ძალიან გამიხარდა რომ იმედები გაგიმართლა ახალმა ეპიკ-სთორიმ :***❤❤❤❤

 



№13  offline მოდერი sameone crazy girl

აიიიი აიი როროგ მიხარია შენი ახალი ისტორიაააა გავგიჯები მალე სიხარულით laughing laughing როგორ ყოველთვის საოცრება თავი იყო და დიიიდი დიდი სურვილი მაქ რო მალე დადო ახალი თავი heart_eyes აუუ ხო მალე დადებ?(რატოა რაა ამ სმაილებში კნუტის თვალები ! angry)
გელოდებიიიიიიი

 



№14  offline წევრი Indigo

ვაიმეე, არ მჯერაა... (აქ გულში ვკივი,ხაკხია გარშემო და ხმამაღლა ვერ ხერხდება)
ვგიჟდები შენზე. ერთი სული მაქ სახლამდრ მივაღწიო და წავიკითხო.
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 



№15  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

sameone crazy girl
აიიიი აიი როროგ მიხარია შენი ახალი ისტორიაააა გავგიჯები მალე სიხარულით laughing laughing როგორ ყოველთვის საოცრება თავი იყო და დიიიდი დიდი სურვილი მაქ რო მალე დადო ახალი თავი heart_eyes აუუ ხო მალე დადებ?(რატოა რაა ამ სმაილებში კნუტის თვალები ! angry)
გელოდებიიიიიიი

ვაიმეეე რა საყვარელი ხარ :დდდდ ❤❤❤ ვგიჟდები შენს პოზიტიურ კომენტარებზე *_*❤❤❤❤ ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ❤❤❤❤ ყველანაირად ვეცდები მალე დავდო :*** უბრალოდ ცოტა დეტექტივი და ინტრიგა დიდ ყურადღებას მოითხოვს და ამან შეიძლება შემაფერხოს სუ სუ ცოტათი :*** :დდდ ❤❤❤❤❤❤

Indigo
ვაიმეე, არ მჯერაა... (აქ გულში ვკივი,ხაკხია გარშემო და ხმამაღლა ვერ ხერხდება)
ვგიჟდები შენზე. ერთი სული მაქ სახლამდრ მივაღწიო და წავიკითხო.

ნელა მიდი ფრთხილად მიდი და ჩაუჯექი :დდდ იმედია ისიამოვნებ სიყვარულოო ❤❤❤

 



№16  offline აქტიური მკითხველი Anuki96

Margaritha Loki
Anuki96
მეჩვენება? თუ მართლაა ცივსისხლიანია?

არ გეჩვენება ჩიტო აგია sunglasses heart_eyes

ეხლაა რო არ ვიცი რა გითხრა. თუმცა ვიციი: ამ წუთიდან ამ ისტორიაზე ვგიჟდებიი. ანთეა ანა ♡♡♡ გამეხარდა ეს სახელი რო წავიკითხე ♡♡

 



№17  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Anuki96
Margaritha Loki
Anuki96
მეჩვენება? თუ მართლაა ცივსისხლიანია?

არ გეჩვენება ჩიტო აგია sunglasses heart_eyes

ეხლაა რო არ ვიცი რა გითხრა. თუმცა ვიციი: ამ წუთიდან ამ ისტორიაზე ვგიჟდებიი. ანთეა ანა ♡♡♡ გამეხარდა ეს სახელი რო წავიკითხე ♡♡

მე შენზე ვგიჟდები და ზოგადად მაგ სახელზე სიყვარულოო :*** ❤❤❤❤❤❤ ძალიან გამახარე *_*♡♡☆☆☆

 



№18  offline წევრი Kristy

უკვე მიყვარს გაბრიელი!
პირველად წავიკითხე შენი ნაწერი და სასიამოვნო იყო. მომწონს როგორც წერ და ჯანდაბა! აქამდე სად ვიყავი!
სანამ მეორე ნაწილს დადებ, შენს ძველ სიახლეებს უნდა ჩავუჯდე...
რაც შეეხება ამას, არ ვიცი ვინაა ცივსისხლიანი ამ ისტორიაში, მაგრამ მოუთმენლად დაველოდები გაგრძელებას. დარწმუნებული ვარ დიდებული გამოვა!

 



№19  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Kristy
უკვე მიყვარს გაბრიელი!
პირველად წავიკითხე შენი ნაწერი და სასიამოვნო იყო. მომწონს როგორც წერ და ჯანდაბა! აქამდე სად ვიყავი!
სანამ მეორე ნაწილს დადებ, შენს ძველ სიახლეებს უნდა ჩავუჯდე...
რაც შეეხება ამას, არ ვიცი ვინაა ცივსისხლიანი ამ ისტორიაში, მაგრამ მოუთმენლად დაველოდები გაგრძელებას. დარწმუნებული ვარ დიდებული გამოვა!

ვაიმე როგორ გამიხარდა კიდევ ერთი ახალო მკითხველის გამოჩენა :დდდდ ❤❤❤❤ ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤❤❤გავწითლიდ სულ :))) ❤❤❤ *_* ♡♡☆☆ იმედი მაქვს მოგეწონა სხვა ისტორიებიც❤❤❤❤

 



№20  offline წევრი Firefly

ვაიმე როგორ გამიხარდა ახალი ისტორია! როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ და ინტრიგებს ტოვებ :დ მოუთმენლად ველოდები მომდევნოს
--------------------
M.T

 



№21  offline ახალბედა მწერალი sopiko

რამდენი კარგი ისტორია მიგროვდება წასაკითხად blush
ბედნიერი ვარ!!!

 



№22  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Firefly
ვაიმე როგორ გამიხარდა ახალი ისტორია! როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ და ინტრიგებს ტოვებ :დ მოუთმენლად ველოდები მომდევნოს

უღრმესი მადლობა სიყვარულოო :*** მიხარია ძალზედ რომ კითხულობ და ელი ❤❤❤ :**

sopiko
რამდენი კარგი ისტორია მიგროვდება წასაკითხად blush
ბედნიერი ვარ!!!

მეც ბედნიერი ვარ ჩიტო ,რომ მკითხულობ :*** ❤❤❤❤❤ :დდ

 



№23  offline წევრი Mrs grey

ვსო... მორჩა... ჩემია ჩემი გაბრიელი... ჩემო მაქს ფანო ჟელიბონებით, გაბრიელია უბრალოდ ეპიკ პერსონაჟი.. ზუსტად ვიცი, მოვა დრო და მე ვიამაყებით იმით, რომ შენს პოპულარულობამდე მე გიცნობდი... შენს დიდ წარმატებამდე მე გკითხულობდი... heart_eyes heart_eyes

 



№24  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Mrs grey
ვსო... მორჩა... ჩემია ჩემი გაბრიელი... ჩემო მაქს ფანო ჟელიბონებით, გაბრიელია უბრალოდ ეპიკ პერსონაჟი.. ზუსტად ვიცი, მოვა დრო და მე ვიამაყებით იმით, რომ შენს პოპულარულობამდე მე გიცნობდი... შენს დიდ წარმატებამდე მე გკითხულობდი... heart_eyes heart_eyes

ვაიმეე ჩემო შოკოლადო :დდდდდ ❤❤❤❤❤ სიყვარული მყავხარ რია *_* ♡♡♡☆☆☆ მე ახლაც ვამაყობ შენ გიცნობ და შენ მე მკითხულობ :**** ❤❤❤❤❤

 



№25  offline წევრი შამხათი

როგორ მიყვარს შენებური ისტორიები. დარწმუნებული ვარ, ისეთი ჩახლართული და საინტერესო იქნება, როგორიც გჩვევია. მოუთმენლად ველი.

 



№26  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

შამხათი
როგორ მიყვარს შენებური ისტორიები. დარწმუნებული ვარ, ისეთი ჩახლართული და საინტერესო იქნება, როგორიც გჩვევია. მოუთმენლად ველი.

ძალიან დიდი მადლობა *_* :დდდ❤❤❤❤ ყველანაირად შევეცდები რომ ზუსტად ეგეთი იყოს :*** ❤❤❤

 



№27 სტუმარი მოცინარი

ოპაოპაოპაააა!!! რა იყო ეეეეს?????!!?????? მეჩვენება?!! გვეღირსა?! გვეღირსა! თორე უკვე ჭაღარა შემერია... :D (ჯერ ცხელსისხლიანიო, ეხლა ცივსისხლიანიო... მერე ნელ-თბილ სისხლიანი იქნება ხომ?) ეჰ... სახელი ანთეა მეცნობა ძაან... ბერძნულ მითოლოჯი? მოკლედ....!!! ჯერ ჯერობით მხოლოდ დამაინტრიგე!! (როგორც ყოველთვის)

მიყვარხარ ჩიტო და ველოდები შემდეგს!!!
პს. მალე დადე იცოდე
პსს. დიდი
პსსს. ძალიან დიდი
პსსსს. სერიოზულად მალე დადე!
პსსსსს. კაი კარგად უნდა წავიდე! :დ

 



№28  offline წევრი MmariiamM))

ძალიან დამაინტრიგებელი და მაგარი იყო. მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს
--------------------
Mm))

 



№29  offline წევრი An-El

გამიხარდი ძალიააან,რამდენი ხანია ჩემი საყვარელი ჟანრი,ანუ შენი ისტორიები არ წამიკითხააავს :). . .გელი ჩემო დიდო ინტრიგანოოო და დეტექტივო :D

 



№30  offline მოდერი bibo

დედა ჩემი ატმის ბუსუსი და ალუჩის კურკა დაბრუნდაო :* ჩემო გულის ჯემო და სულის ფასკუნჯო სასწაული ხარ :* მიყვარს შენი სიგიჟე შენი იუმორი შენი უბრალოდ სიგიჟე ხარ სიყვარულზე მეტი ხარ ჩემო ატმის ყლორტზე აღზრდილო მურაბავ :* ქოქოსის რძეო და მზის სხივო სასწაული ხარ :* ჩემო სიყვარულის ბუკეტო ჩემო გულის ჯემო ვგიჟდები მე შენზე :* ზევსის ძალა არ მოგკლებოდეს :* აქილევსის ქუსლს დაეფაროს გაბრიელი :* ჯაშიკრიშნას ვფიცავ სასწაული იყო საოცრება სიგიჟე :* ჩემო მარწყვის ქალავ უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის ალუბლის გოგოვ :* ჩემო დედოფალო მარგალიტავ სასწაულზე მეტი ხარ პატარავ საოცრებავ ხარო ჯემო :* მიყვარხარ ბევრობა ბევრობა ჯემო :* სიგიჟის წყარო ხარ მედეას სულს ვფიცავ რო გულს მიტკბობ :*ჩემო ამორძალო ღვთაებავ :* მიყვარხარ სიგიჟემდე სიგიჟის საზღვრებს იქით ხარო :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent