შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს?!


6-10-2017, 14:02
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 895

დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს?!

ვწერ.
იმ მიზეზთა გამო რომელიც ულევია.
შეუძლებელია ერთ დღეს გაიღვიძო და თქვა რომ ყოველივე რაც აქამდე შენი იყო, შენ აღარ გეკუთვნის. შეუძლებელია იგრძნო რომ რაც მთელ სხეულს გიღრღნიდა თვეების განმავლობაში, უბრალოდ გაქრა. შეუძლებელია გუშინდელი, ცრემლიანი საუბრის შემდეგ, მეორე დღეს გაიქცე და მოყვე რომ ყველაფერი დალაგდა. შეუძლებელია გუშინ გყვარებოდა და დღეს უბრალოდ აღარ.
დრო მიდის...მაგრამ, ეს თვეები არაფერია მაშინ როცა განსაცდელის შემდეგაც იგივე უნდა დარჩე: დაკმაყოფილდე: ისუნთქო: შეძლო რაიმე, რაიმე ელემენტარული. მაგრამ თუკი არ შეგიძლია; თუკი ეს წონასწორობას გირღვევს და გონებას გიფლეთს: გატირებს ყოველღამე, არარაობად გაქცევს.
მაშინ?...მაშინ გაიხსენე რომ შეუძლებელია წარსული კვებო, ტყუილია არწმუნო შენი თავი რომ რაიმე გარდატეხა ისევ მოხდება წარსულის გადმონაშთის სახით.
და კიდევ...არ არსებობს შორეული ტკივილი, რომელიც იმდენად შორეულია რომ დაგავიწყდეს.
მცდელობების მიუხედავად, ყოველ ღამე, იქამდე სანამ ჩაგვეძინება, დიდხანს ვფიქრობთ სწორედ იმაზე, რისი დავიწყებაც ყველაზე მეტად გვინდა...
და მაინც, ამდენი ხნის მერე ვერ ვიგებ, ინდობს კი დრო სიყვარულს?


სიყვარული ომს ჰგავს: დაწყება ადვილია, დასრულება-რთული.
წახვიდე ადამიანის ცხოვრებიდან ადვილია, მაგრამ დაივიწყო მასთან დაკავშირებული ყოველი დღე რთული, მოკლედ რომ ვთქვათ ძველი მოგონებები ძნელია. ყველაზე ძნელი კი იცით რა არის? როდესაც ისევ გიყვარს...
მითუმეტეს თუ ისეთი რომანტიკოსი ხარ რომელსაც ღრმად სწამს რომ შეუძლებელია სიცოცხლის ბოლომდე არ გიყვარდეს ის, ვინც სიყვარული გასწავლა... ალბათ დრო ბევრ სახეს წაშლის ჩემი მეხსიერებიდან, მაგრამ ვიცი, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მემახსოვრება მისი გამოხედვა.
როცა იაზრებ რომ ის სადღაც არის, შენ სადღაც მაგრამ ერთად აღარასოდეს. არადა ერთ დროს უეცრად გამოჩენილი უბრალო ადამიანი იყო, უეცრად გამოჩენილი ადამიანები კი ხშირად მთლიანად ცვლიან ჩვენს ცხოვრებას.
ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, სიყვარულში იკარგებიან და ამ გრძნობაზე, რომელსაც ერთად ყოფნის დროს განიცდიან ლეგენდათა მთელ რიგს ქმნიან, სონეტებსა და რომანებს წერენ, რომელთა საშუალებით ერთმანეთს აღმერთებენ. მე სულაც არ მინდა შენი გაღმერთება და იმის მოყოლა, თუ შენთან ყოფნის დროს როგორ ვწყვეტ ციდან ვარსკვლავებს. მე მინდა მოვყვე ის, რისი მოყოლა შეიძლება არც ღირს. ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან და სიყვარულში იკარგებიან, მაგრამ ეს არ იყო არც ბანალური შეხვედრა და არც ერთი ნახვით სიყვარულის გაცვეთილი მითი, ეს იყო ის, რამაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა, რამაც რაღაც დიდი გააჩაღა სადღაც, ჩემს შიგნით. ჩემი სხეულიდან ჯერაც არ წაშლილა შენი თითების კვალი, არც ის დღეები რაც შენ მაჩუქე, მე ისევ შენი სიყვარულით ვსწავლობ ცხოვრებას, თუმცა ვაღიარებ, რთულია უშენოდ...
იყო და არა იყო რა....თუმცა არა, ასე მხოლოდ ზღაპრებს იწყებენ ხოლმე, ზღაპრებს კი როგორც წესი ბედნიერი დასასრული აქვთ. ამბავს, რომლის მოყოლასაც მე სხვანაირია, არც კარგი და არც ცუდი დასასრულით, უბრალოდ მომხდარი ფინალით. ალბათ ეს სიყვარული იმდენად ძლიერი იყო რომ, აღარაფერი აკლდა სიძულვილში გადასაზრდელათ. მაგრამ მოხდა თუ არა ასე რთული გადმოსაცემია. რაც არ უნდა იყოს ეს არის ამბავი რომელმაც ყველაფერი განმაცდევინა: სიხარული, მოულოდნელობები, ღალატი, იმედგაცრუება, მაგრამ მასწავლა მთავარი - სიყვარული! მოკლედ, მინდა გიამბოთ თვალებზე, რომლებმაც შეცვალეს ჩემი სამყარო!
14.08.2012
ეს ამბავი ზაფხულის ერთ ლამაზ დღს დაიწყო, მარიამმა დილით ანერვიულებულმა დაურეკა ანუკის, მისი ცეკვის მეგობარს.
-აან ცეკვიდან წამოვედი
-გაგიჟდი მარიამ? კონცერტი გაქვს!
-ვიცი მარა აღარ შემიძლია
-ვიცი, მარა ვეღარ ვივლი
-დევდარიანი?
-ჰო
სანდრო დევდარიანი მარიამის მეგობარი იყო ერთად დადიოდნენ ცეკვაზე, 5წლის მეგობრობა აკავშირებდათ მაგრამ დაახლოებით 1კვირის წინ სანდრომ სიყვარული აუხსნა, მარიამი ძალიან პატარა იყო, სანდროს კი მხოლოდ მეგობრულად უყურებდა, მშვიდად აუხსნა ყველაფერი მაგრამ როცა მის თვალებს ხედავდა ხვდებოდა რომ დევდარიანი იტანჯებოდა არიცოდა რაექნა და ერთადერთი გამოსავალი მასთან კონტაქტის გაწყვეტაში ნახა, ამისთვის კი ცეკვიდანაც უნდა წამოსულიყო.
-კაი 6ზე სახლში ვიქნები ჩემები ბათუმში არიან მარტო მე და ჩემი ძმა ვიქნებით ამოდი რა
საღამოს მარიამი ანუკისთან ავიდა, კარი სანდრომ, ანუკის ძმამ გაუღო (ზემოთ ნახსენები სანდრო და ანუკის ძმა სხვადასხვა პიროვნებაა).
-ჩემი გოგო შემოდი
-რას შვები საან?
-რავი აბა რატო არიყავი კონცერტზე?
-რავიი
-მარიაამ-ოთახიდან ანუკი გამოვარდა და მარიამს ჩაეხუტა
მერე სამივე მისაღებ ოთახში შევიდნენ, ტელევიზორთან სავარძელზე ვიღაც ბიჭი იყო მოკალათებული, ერთი შეხედვით შეიძლებოდა გგონებოდა რომ საკუთარ სახლში იყო, მიუხედავად იმისა რომ მარიამი სანდროს წელიწად ნახევარიიყო რაც იცნობდა ამ ბიჭს პირველად ხედავდა, უცნობმა თავი მოატრიალა და პირველი რამაც მარიამის აღფრთოვანება გამოიწვია ამ ბიჭის თვალები იყო, შემოგხედავდა თუარა ანათებდა, მწვანე, ლამაზი თვალები ჰქონდა.
-ნიკა ეს მარიამია ჩემი მეგობარი, მარიამ ეს ნიკაა ჩემი ბავშვობის ძმაკაცი
მარიამმა და ნიკამ ერთმანეთს გაუღიმეს, მარიამმა წამსვე შეიცვალა გამომეტყველება „უსიმპატიურესია, მარა ასეთი ბიჭი, კაიი რა...“ -თავისთვის გაიფიქრა. ნიკას კი გაღიმებული სახე მთელი საღამო არ მოშორებია, სანდრომ მაშინვე შეამჩნია თავის ბავშვობის ძმაკაცს რომ მარიამი მოეწონა, მაგრამ არ გაკვირვებია იქიდან გამომდინარე რომ ნიკა იმდროისთვის საშინელი ბაბნიკი იყო რაც სანდრომ ძალიან კარგად იცოდა.(ნიკა მარიამზე 2წლინახევრით იყო დიდი). ანუკი და მარიამი ცალკე ოთახში გავიდნენ სანდრო და ნიკა მისაღებში დარჩნენ
-რაგჭირს , რამ გამოგა**ევა (სანდრო)
-რა ლამაზი და საყვარელია(ნიკა)
-მიაყენე ეხლა, ვიცი მე შენი მოწონებები და იცოდე მარიამი სხვა თემაა
-არა არაა ეს სხვა საქმეა, სერიოზულად მომწონს მგონი
-10წუთში მოგეწონა სერიოზულად?
-კაიი რა თუ დამეხმარები დამეხმარე თუარადა ხელს მაინც ნუ შემიშლი
-დიდები არგეყო პატარებზე გადახვედი? მარიამი თიკო არგეგონოს
-თიკომ კარგად იცოდა რისგამოც ვიყავით ერთად და წინააღმდეგი არყოფილა არიცოდე მაინც
-ანუ მართლა სერიოზულად ფიქრობ
ნუ როგორც იყო და რაც იყო იმ საღამოს ნიკა სრულიად დარწმუნდა, რომ მარიამი სერიოზულად მოსწონდა და ამაში სანდროს მხარდაჭერაც მოიპოვა. ერთსაათში მარიამი დ ანუკი მისაღებში, ბიჭებთან გამოვიდნენ.
-სან წავედი მე
-ესე მალე?
-11ის ნახევარია
-წამო გაგაცილებ.
-არა არგინდა საბა მომაკითხავს
-აა კაი მიდი ჭკუით
მარიამი წავიდა, სადარბაზოსთან საბა დახვდა, სანდრო და ნიკა დარჩნენ, ვინაიდან ნიკა სანდროს გვერდით ცხოვრობდა მას არსად ეჩქარებოდა.
-მეღადავები საბა ვიჩემიი ფეხებია
-ნიკოლოზი ეჭვიანობბს
-გეყოფა ღადაობა ვინააა
-მარიამის ბავშვობის მეგობარია
-მომიყევი რა მარიამზე რამე
(ხშირად მომიწია ნიკას და სანდროს შეწუხება, იმისთვის რომ გამეგო რას ლაპარაკობდნენ როცა უშუალოდ მე არ ვიყავი მათთან, ყველა დიალოგს სადაც მე არ ვესწრებოდი, მათი მოყოლილიდან არის დაწერილი, მაგრამ ეს შემთხვევა სხვა იყო, ცოცხალი თავით არ მითხრა სანდრომ რა მოუყვა ნიკას მაგრამ მხოლოდ ერთი მითხრა)
_...ოღონდ მარიამი სხვა არ გეგონოს, არაა ადვილი მისთვის თავის მოწონება.
ნიკას ჩაეღიმა, გეგონებოდა რაღაც მიზანი დაისახა და მოკვდებოდა თუ მას არ მიაღწევდა. მითუმეტეს რომ ვინცკი ნიკას იცნობდა ყველამ იცოდა როგორიც იყო: საშინელი ბაბნიკი, გოგოს ხელიდან არ უშვებდა, სულ უცხო გამვლელიც კი რომ მოსწონებოდა მიწიდან ამოთხრიდა და მაინც დაუახლოვდებოდა, თან ზედმეტად დაუახლოვდებოდა. მაგრამ ნიკას თქმით ეს სხვა შემთხვევა უნდა ყოფილიყო.
მეორე დღეს ნიკა სანდროსთან ადრე გავიდა.
-რაიყო , ამდილაუთენია რო არ დამადგე მოკვდები?
-ეე აეწუწე რააა, მთელიღამეა ვფიქრობ
-რაზე
-როგორ ვნახო მარიამი კიდევ ერთხელ
-ოჰო და აბა რა მოიფიქრა შენმა ტვინმა?
-ვერცვერაფერი
-რაყ**ხარ რა
-ეე რამე მომაფიქრებინე
-კაი ნუწუწუნებ. დღეს უნდა გამოვიდეს ჩემთან
-ღადაოობ და ამდენიხანი ჩუმად ხარ?
-ხო უნდა დაგვემშვიდობოს
-სადმე მიდის?
-დასასვენებლად შუა აგვისტოა
-როდის ჩამოვა?
-რავი ზღვაზე აპირებს, მერე სოფელში, სექტემბრისკენ რა ალბათ
-ოო რა, კაი რომელზე გამოვა?
-5სკენ ალბათ
-კაი მიდი და შემოგირბენთ მერე
-გაიპრანჭე და ისეე
-წადი შენი კარგიც მოვ***ნ.
ნიკამ სწრაფად შევიდა სახლში ლოგინზე დაეგდო და გაუთავებელი ფიქრი დაიწყო თუ რა უნდა გაეკეთებინა ან რაუნა ეთქვა როცა მარიამს კიდევ ნახავდა, ამ ფიქრებში ოთახის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა
-შემოდი
კარი გაიღო და გიორგი იოსებიძე, სანდროს და ნიკას ბავშვობის ძმაკაცი შემოვიდა. მათ უბანში თუკი გაიკითხავდით ყველაზე ერთგულ მეგობრებს აუცილებლად ამ სამი ბიჭის სახელს გაიგონებდით, მათი ძმაკაცობა ჯერ კიდევ მათ დაბადებამდე იყო გადაწყვეტილი, მამები ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ და აბა სად გინახავთ ძმაკაცების შვილებს ვერ ეპოვოთ საერთო ენა, საბედნიეროდ ამ ბიჭებმა არაჩვეულებრივად გაუგეს ერთმანეთს და დაბადებიდან ერთად მოდიან
-რომეოოს გაუმარჯოოს
სიცილით უთხრა გიორგიმ მეგობარს
-როდის მოასწრო მოყოლა
-ველაპარაკე წეღან ტელეფონზე და მარიამი მოეწონაო თავიდან გამიკვირდა მეთქი მარიამი ნიკას მოეწონა და სანდრო ესე მშვიდად როგორ იძხისთქო მარა მერე მითხრა სერიოზულად უყურებსო რაგეტაკა
-ბიჭო ძაან საყვარელია
-არარსებობს!!!
-რაა?
-აქამდე შენგან გოგოებზე მხოლოდ მაგარი ნაშა ან სექსუალური მესმოდა ხოლმე კომპლიმენტად
-საქმეც ზუსტად მაგაშია, ეს სულ სხვაა, დავინახე თუარა მაგის ლურჯმა თვალებმა გამა**ევა
-ოპააა :დდდდ
-შენ იცნობ მარიამს?
-კი, ნუ ძაან კარგად არა მარა ვიცნობ რა
-დღეს მოვა სანდროსთან და გავიდეთ
მოკლედ როგორც იქნა ნიკას ნანატრი 5 საათი დადგა სანდროსთან გავიდა, მარიამი უკვე იქ იყო ოთახში შევიდნენ თუარა ნიკას ღიმილი აეკრა და მთელი საღამო ასეთი დაკრეჭილი უყურებდა მარიამს, მარიამი კი არცისე კარგ ხასიათზე იყო.
-მომენატრები მარუს
მოწყენილი ხმით უთხრა სანდრომ მარიამს და მაგრად ჩაიხუტა
-მეეც, 1თვე ბევრია
-მარიამ სად მიდიხარ?
ლაპარაკში გიორგი ჩაერია
-ქობულეთში და მერე ალბათ სოფელშიც მომიწევს წასვლა
მოკლედ ბევრი ჩახუტება ბევრი მონატრება და დამშვიდობება იყო ერთ საღამოში მარიამი სახლში წავიდა, ნიკას კი მაშინვე მოშორდა ღიმილი სახიდან, სახლში შევიდა ლოგინზე დაეგდო და დაფიქრდა, მიხვდა რომ მისი თვალები აგიჟებდა ჭკლუიდან გადადიოდა როცა ამ პატარა ანგელოზს ხედავდა და ახლა 1 თვე მას შემთხვევითაც კი ვეღარ შეხვდებაოდა. 1 თვე ნიკას საუკუნედ ეჩვენებოდა, დღეები უაზროდ გადიოდა ბათუმშიც იყო ოჯახთან ერთად მაგრამ არაფერი, გართობა რომელიც ნიკას ასე უყვარდა აღარაფრად მიაჩნდა, მხოლოდ მისი თვალები ენატრებოდა, ოღონდ კი ერთი წამით კიდევ დაენახა და ალბათ მთელი ცხოვრება ბედნიერი ივლიდა. მარიამი კი ამ დროს ქობულეთში დედასთან და დეიდასთან ერთად ისვენებდა, მოკლედ მარიამი ქობულეთში კარგად ერთობოდა, ნიკაზე არცკი ფიქრობდა, არც კი გახსენებია. ერთ საღამოს მარიამი ტელეფონში იქექებოდა და ფეისბუქზე სანდროს სურათ გადააწყდა ნიკათან ერთად უცნაურად გაეღიმა ნიკას თვალებს დააკვირდა, ერთი გაიფიქრა სიმპატიურია მაგრამ სისულელეაო და სურათი ჩაკეცა.
-----
-ნიკა რაგჭირს?
-არაფერი ნინ
ოთახში უხმოდ შებრუნდა, მობეზრდა თავის დის უაზრო კითხვები. მერე მისაღებში გავიდა, დედამისს გაბერილ მუცელზე აკოცა, და თბილად გაუღიმა, მაია დეიდა მე-6 თვეში იყო. ნიკამ სახლი სწრაფად დატოვა და გარეთ უაზროდ დაიწყო ბოდიალი, ხვდებოდა რომ უკვე საშინლად ენატრებოდა, გიჟდებოდა, ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა, ნიკა ჩოხელი, ბიჭს რომელსაც აქამდე ვნების გარდა გოგოს მიმართ არაფერი უგრძვნია შეყვარებული იყო. შეყვარებული! უეცრად გაშეშდა, შეყვარებული! ნიკას შეუყვარდა, ამ აზრმა გაუელვა თუარა ტანში ჟრუანტელმა დაუარა და სიამოვნებისგან ტუჩის ცალი მხარე ჩატეხა და გვერდულად გაიღიმა.სახლში მალევე მივიდა ძალიან დაიღალა ისევ მარიამის თვალები ედგა წინ უკვე 9 სექტემბერი იყო სკოლა მარიამს 15ში ეწყებოდა და წესით მარიამი უკვე მალე უნდა ჩამოსულიყო, ამის გაფიქრებაზე ნიკამ საოცარი ღიმილით გაიღიმა. მეორე დღეს სანდროსთან დაუკაკუნებლად შევარდა
-აიი აქ დამენ*რა, შემიყვარდა
ყვიროდა ნიკა ისე რომ ჯერ სანდრო არცკი დაუნახავს, მისაღებში შევიდა და ადგილზე გაშრა
-მარიააამ....
-გამარჯობა ნიკა
მარიამი მიესალმა
-მე...მეე არვიცოდი აქ თუიყავი ბოდიში ის სიტყვაა.....
-არაფერია :დდდ
ნიკა ოთახში შევიდა მარიამი და სანდრო კიდევ ერთმანმეთს ეხუტებოდნენ, ნიკა კი გაბადრული სახით უმზერდა მარიამს რომელსაც რუჯი საშინლად უხდებოდა და თვალებიც უფრო უნათებდა.
-კაი წავედი თორე უკვე გვიანაა.
მალე სკოლაც დაიწყო სულ უფრო და უფრო იშვიათად უწევდა ნიკას მარიამის ნახვა რაც აგიჟბდა.
30 დეკემბერი გათენდა, ნიკას დაბადების დღე მაგრამ ნიკა არცისეთი ბედნიერი იყო, ამ თვეების განმავლობაში მარიამის ნახვა მხოლოდ რამდენჯერმე მოახერხა.
უნდოდა ყოველ დღე მისი თვალებისთვის ეყურებინა და ამიტომ დარწმუნდა რომ მარიამისთვის საკუთარი გრძნობის შესახებ უნდა ეთქვა. მოკლედ დღე მოსაწყენად მიდიოდა გადახდა რათქმაუნდა არც უფიქრია, არ ქონდა დაბადების დღის მუღამი, თანაც ხვალ ახალი წელი იყო უკვე. საღამოს 7საათი იყო ნიკა მარიამის ფოტოებს ფეისბუქზე ათვალიერებდა, ჰო ეს ნაბიჯი 3 თვის წინ გადადგა და მარიამი ფეისბუქზე დაიმატა მაგრამ მათი ჩატი ცარიელი იყო, მონატრებისგან გაგიჟებული ბიჭი თუ დაათვალიერებდა ხოლმე მარიამის სურათებს, ეგეც იშვიათად რადგან გოგონას არცისე ბევრი ფოტო ედო. მოკლედ საღამოს 7 საათი იყო როცა ფეისბუქზე მესიჯი მოუვიდა და თვალებს არდაუჯერა როდესაც მესიჯი მარი შენგელიასგან იყო „დაბადების დღეს გილოცავ ნიკა. მრავალს დაესწარი.“ არანაირი სმაილი არანაირი დიდი ტექსტი არანაირი ემოცია მაგრამ ალბათ შეყვარებული ბიჭი ამზე უკეთესს საჩუქარს ვერც მიიღებდა, ეს ისეთი რამე იყო რაზეც არცკი უოცნებია. დიდი მადლიერება იგძნო ბიჭმა ცუკენბერგის მიმართ :დდ მაგრამ ეს მარიამის მხრიდან მხოლოდ მოვალეობა იყო როდესაც დაინახა რომ ფეისბუქმა შეახსენა მისი მეგობრების ლისთიდან დაბადებისდღეები.ახალმა წელმაც არცისე ხალისიანად ჩაიარა. მოკლედ 13 იანვარი იყო სანდრო და გიორგი ნიკასთან იყვნენ
-აბა წელსაც იგივე ხო? (გიორგი)
-აბა რაა (სანდრო)
-დავრეკე უკვე და დავჯავშნე) (გიორგი)
საქმე იმაში იყო რომ ასე სამეგობრო წრეს ერთი ტრადიცია ჰქონდათ, ყოველ 14 იანვარს, ძველით ახალ წელს, ისინი ერთ ამოჩემებულ კლუბს ქირაობდნენ, რომელიც ფარნასკრტელის ქუჩაზე მდებარეობდა, „გარაჟ კლუბი“ არცისე მიმზიდველად ჟღერს არა?! სამაგიეროდ იქ ყოველთვის კარგად ერთობპოდნენ, თავისუფლება იყო, მითუმეტეს რომ სხვები არ აწუხებდნენ, მოკლედ ყოველ ძველით ახალ წელს სადღაც 15-20 კაცი მაინც იკრიბებოდა.
-ნეტა მოგცლიათ რა(ნიკა)
-აბა ეხლა ჩაი*ვიი, ტრადიციაა (სანდრო)
14.01.2013
მეორე დღეს ყველანი კლუბში შეიკრიბნენ, სანდრომ მარიამს დანარჩენი რამოდენიმე ადამიანი გააცნო ვისაც არიცნობდა, მერე იყო მუსიკები სასმელი, მაგრამ ნიკა არ სვავდა, არც გოგოები სვავდნენ. მარიამი ეზოში იჯდა, ტელეფონზე ლაპარაკობდა, როცა დაასრულა უკან შებრუნებას აპირებდა მაგრამ ხელში ნიკა შეჩა
-ვაიმე...ნიკა...შემაშინე
-მაპატიე არ მინდოდა.
მარიამმა გაუღიმა და კლუბში ასვლა სცადა მაგრა
-მარიამ შენთან საქმე მაქვს
-გისმენ მოხდა რამე?
-კი უნდა დაგელაპარაკო
5მეტრი გაიარეს და კლუბის ეზოშივე კიბით ქვემოთ მდებარე ეზოში ჩავიდნენ. ნიკა და მარიამი იქვე ბალახზე დაჯდნენ, ნიკამ მარიამს გახედა ის კი გაურკვეველი მიმართულებით იყურებოდა, როგორი პატარა და გულუბრყვილო მზერა ჰქონდა, ახლა კი ნიკას უნდა ეთქვა ის რაც ამდენიხანი ტანჯავდა, ყველაფრის ფასად უნდა ეთქვა
-მარიამ...
ძლივს ამოილუღლუღა ბიჭმა
-გისმენ
მარიამმა სადღაც ყურება შეწყვიტა და მზერა ბიჭისკენ მიმართა, თვალებში შეხედა
-მარიამ ოღონდ ბოლომდე მომისმინე, მოკლედ შეილება შესაფერისი დრო არ არის ვინაიდან ჯერ ძალიან პატარა ხარ შეიძლება ამით ის ურთიერთობაც გავაფუჭო რაც გვაქვს, მაგარმ უკვე ძალიან ვიტანჯები, უნდა გითხრა, მარიამ...მეც არმეგონა ამას თუ ოდესმე ვიტყოდი, აქამდე ეს ადვილი მეგონა მარა ძაან ძნელია, მოკლდ მარიამ მიყვარხარ, როგორც გოგო, არვიცი რადამემართა დაგინახე თუარა შენი თვალები...არვიცი გამაგიჟე,
ნიკამ ხელი მარიამის თმებისკენ წიღო, თმებე მოეფერა და ლაპარაკი განაგრძო
არვიცი, სიგიჟეა ხო, არვიცი მარა ის ზუსტად ვიცი რო მიყვარხარ
გაოგნებული სახით უყურებდა მარიამი, თითქოს ყველაფერი დაუტრიალდა, მაშინვე წამოდგა კლუბის ეზოდან გავიდა ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა. ნიკა არც განძრეულა არ ელოდა ამას, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მსუბუქად გრძნობდა თავს რომ როგორც იქნა გაბედა და უთხრა, ამგრამ მარიამის რეაქცია მეტისმეტი იყო. მარიამი სახლში მივიდა და მაშინვე დაწვა, გაოგნებული იყო, ნიკა შეიძლება ის ბიჭი იყო ვინც ყველაზე სიმპატიურად მიაჩნდა მაგარმ ვერასოდეს წარმოიდგენდა რომ ეს მწვანეთვალება, თეთრკბილება, სიმპატიური ბიჭი სიყვარულში გამოუტყდებოდა, მარიამს გაგონილი ჰქონდა ჭორები ნიკას შესახებ, მის უკლევ გოგოების რიგზე და რათქმაუნდა რომელ გოგოს მოუნდებოდა გვერძე ბაბნიკი ბიჭი, მითუმეტეს რომ მარიამი ბოლომდე ვერცკი ხვდებოდა შეყვარებულობის და სიყვარულის არსს, მიუხედავად ამისა მაინც შოკირებული იყო. უკვირდა მაგრამ რაღაცნაირად არესიამოვნა არუნდოდა ნიკასთან რაიმე საერთო ჰქონოდა. სწრაფად ამოიგდო თავიდან ჩოხელზე ფიქრები და დაიძინა. მაგრამ ნიკა ისევ იმ ადგილას იჯდა გაყინული, გარეთ ძალიან ციოდა მაგრამ ის ვერაფერს გრძნობდა, იცოდა რომ მარიამი არ ჩაეხუტებოდა და მის გრძნობას დადებითად არ უპასუხებდა მაგრამ ასეთ ცივ რეაქციასაც არ ელოდა, ხმაც კი არ ამოუღია ადგა და წავიდა...ნიკაც მალევე მივიდა სახლში, ალბათ ეს ყველაზე საშინელი დღე იყო მის ცხოვლებაში, მაგრამ შინაგანად რაღაცნაირ სიმსუბუქეს გრძნობდა, რომ როგორც იქნა მარიამს უთხრა ყველაფერი. მთელი ღამე ვერ დაიძინა ნიკამ, არიცოდა კიდევ როდის ნახავდა მარიამს, ან ნახავდა საერთოდ რომ?!...მეორე დღეს ნიკამ იფიქრა მივწერო, მაგრამ გადაიფიქრა, დილით სანდრო მივიდა ნიკასთან
-მეღადავები? გიშინ სად გაქრით შენ და მარიამი?
ნიკამ სანდროს ყველაფერი მოუყვა
-და რა სხვა რამეს ელოდი?
-ბიჭო ის მაინც ეთქვა არ მევასებიო ეგინებინა მაინც რაიყოო ეგ ადგა და წავიდა, აზზე ხარ როგორ არ ვევასები
-კაიი ეხლა ნუ ბურდღუნებ და ნუიგრუზები, დღეს უნდა ვნახო მარიამი და დაველაპარაკები
-აქ უნდა მოვიდეს?
ნიკას თვალები გაუბრწყინდა
-არა. მაკდონალდსში უნდა შევხვდე, დღეს დავურეკე მეთქი გუშინ რამოგივიდათქო ეგრე დაუმშვიდობებლად რო წახვედითქო და გნახავ და მერე აგიხსნიო. ჩემთან მოდითქო მარა არაო სადმე სხვაგან გნახავო, ეგრევე მოვწვი რო შენი თემა იყო
-არვიცი რავქნა
-დაველაპრაკები დღეს
მარიამი სანდროს შეხვდა
-და რა ეხლა შენ სწორად მოიქეცი?
-რაუნდა მექნა სანდრო?
-არაფერი გამოვაო ეგ მაინც გეთქვა
-კაი რა...ესეთი შეგრძნებამაქ რო მეღადავება
-როგორ ფიქრობ მაგის უფლებას მივცემდი?
მოკლედ სანდრომ ძალიან ბევრი ელაპარაკა მარიამს მაგრამ თითქმის არაფერი გამოუვიდა ნიკაც ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ საშინელ ხასიათზე დადგა
-იცი რა სანდრო
მკაცრად დაიწყო ლაპარაკი ნიკამ, სანდროს პირიდან სიგარეტი გამოაცალა და ფანჯარაში გადააგდო, მერე კი ლაპარაკი განაგრძო
-არ მივცემ უფლებას ცხოვრება გამიმწაროს, შანსიიი არაა მოვკვდები მარა მაინც იმასთან ერთად ვიქნები ვინც მყვარს, თან ისე რომ მასაც სიგიჟმდე ვეყვარები.
ნიკამ გადაწყვიტა რომ მარიამი აუცილებლად მისი იქნებოდა და ვინც მას იცნობდა იცოდა რომ აუცილებლად აისრულებდა იმას რაც სურდა.
გადიოდა დღეები, მარიამის ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლებოდა, ის ხომ სულ ახალი წევრი იყო იმ საინტერესო ცხოვრების რასაც თინეიჯერობა ერქვა, საერთოდაც არ ფიქრობდა ნიკაზე, აი ნიკას ერთადერთი საფიქრალი კი მარიამი იყო. დრო გადიოდა და სანდრო და გიორგი სულ უფრო და უფრო ღელავდნენ ნიკას მდგომარეობაზე, აღარ ერთობოდა, აღარ სვავდა, გოგოებს აღარ ხვდებოდა, რამდენჯერ სცადეს მეგობრის აზრზე მოყვანა მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ, ნიკა მხოლოდ მარიამზე ფიქრობდა, ხშირად უგზავნიდა ყვავილებს, ხშირად ელაპარაკებოდა სოციალური ქსელებით პირადადაც ხშირად ნახულობდა, ოღონდ მხოლოდ სანდროსთან. ნიკამ ბევრჯერ შესთავაზა გოგონას გასეირნება, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ყოველ ჯერზე ცივ უარს იღებდა
14.08.2013
ერთ დღეს მარიამი სანდროსთან იყო და რათქმაუნდა ნიკაც იქ გახლდათ
-მე მაღაზიაში ჩავალ და მალე ამოვალ (სანდრო)
დღემდე ვერხვდება მარიამი რა ჯანდაბათ დასჭირდა ის ელემენტები რომეკიც სანდრომ მაღაზიიდან ამოათრია, ფაქტია ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ერთად მარტონი დარჩნენ მას შემდეგ რაც მარიამს ნიკა საკუთარ გრძნობებში გამოუტყდა. როდესაც სხვებთან ერთად იყვნენ ორივე ბუნებრივად იქცეოდა, თითქოს და უბრალო ნაცნობობა აკავშირებდათ, მაგრამ როგორც ჩანს მარტო დარჩენა საკმარისი იყო რომ გოგონას თავი უხერხულად ეგრძნო რაც რაღათქმა უნდა ნიკას არ გამოპარვია, გვერდით მიუჯდა მისი ხელი ხელში აიღო, ხელზე ნახად აკოცა
-მარიამ......ჩემი გრძნობები შენს მიმართ უცვლელია. დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც პირველად დაგინახე გახსოვს?
გოგონას ოდნავ გაეღიმა
-გიხდება ღიმილი
-ნიკა მისმინე, ერთადერთი რაც შეგიძლია ჩემგან მიიღო მეგობრობაა, სამწუხაროთ თუ საბედნიეროდ სხვა რამის შემოთავაზება არ შემიძლია
-მაქსიმუმ ნახევარი წელი და...
-და რა?
-მეშენუგონოდშეგიყვარდები!
სხაპასხუპით მიაყარა ერთ სიტყვად ქცეული წინადადება, თვალი ჩაუპაჭუნა კარი მოიხურა და სადაცრბაზოში გავიდა. მარტო დარჩენილმა მარიამმა თავი კედელს მიადო. გადაბმულად ჩაესმოდა ყურში მისი ნათქვამი ^მეშენუგონოდშეგიყვარდები^
იდეალური გარეგნობის ბიჭი, ისეთი ხასიათით როგორიც მარიამს მოსწონდა,,,, კარგია არა?! ნამდვილად კარგია! მაგრამ მარიამი ვერ ხვდებოდა ეს ყველაფერი რატომ აშინებდა? სიმართლე გითხრაც ახლაც ვერ ხვდება, წარსულში რომ დააბრუნა ალბათ გაცნობის დღესვე ჩაეხუტებოდა და ხელს აღარ გაუშვებდა, ოღონდ კი ერთად ყოფნის დღეები გაეხანგრძლივენინა, მაგრამ ის ხომ ჯერ კიდევ ბავშვი იყო, რომელიც არ იყო მიჩვეული ასეთ სერიოზულ ყურადღებას, მისი სასიყვარულო „გამოცდილებას“ გიორგი ჯობავა ერქვა, პოპულარული ბიჭი სკოლის ფარგლებში, რომელზეც თითქმის მთელი სკოლის გოგოებიგიჟდებოდნენ, მარიამმაც ტვინში ჩაიდო რომ მაგარი ბიჭი იყო და მოეწონა, თუმცა ძნელი მისახვედრი არაა ალბათ რომ მე-6 კლასელ ბავშვს და მე-12 კლასელ მუტრუკს არაფერი გამოუვიდოდათ, ჯობავასთვის ხომ შენგელია სრულიად შეუმჩნეველი არსება იყო რომელიც ჯიუტად განაგრძობდა სკოლაში იმ ადგილზე ხეტიალს სადაც გიორგი ეგულებოდა, ნუ როგორც იყო ბედის ირონიით თუ დამთხვევით გიორგიმ სკოლა ზუსტად იმ წელს დაამთავრა როდესაც მარიამი ნიკას ჩატეხილ ტუჩზე ფიქრობდა და ალბათ არც ისაა ძნელი მისახვედი რომ სკოლის დამთათავრებიდან 2 თვეში მარიამს გიორგი ჯობავა აღარც კი ახსოვდა. სახლში სანდროსგან მალევე დაბრუნდა, მთელი გზა ნიკაზე ფიქრობდა, „რა საყვარელია, ისიც კი ახსოვდა რომ დღეს ზუსტად 1 წელი გავიდა რაც გავიცანი, რაც მე საერთოდ არ გამხსენებია“. აგვისტო მთავრდებოდა, მარიამმა კი სასტიკად აუკრძალა საკუთარ თავს ნიკაზე ფიქრი, ტვინი აიძულა რომ ეს ბიჭი არაშეაფერისი იყო მისთვის, დაივიწყა მისი ჩატეხილი ტუჩიც და მისი მწვანე თვალებიც, ცდილობდა თავი აერიდებინა ხოლმე მასთან შეხვედრას მაგრამ რამოდენიმეჯერ მაინც მოუწია.
24.11.2012
შაბათი დღე იყო, დაახლოებით 12 საათი მარიამს ისევ ეძინა, მაგრამ ტელეფონზე ურეკავდა ვიღაც, მობილური აიღო ანუკი იყო
-მარიაამ მიშველე რა
-რახდება?
-სანდროს მაღალი სიცხე აქვს, ჩემები ბათუმში არიან სასტუმროზე რაღაც პრობლემები შეექმნათ არვიცი რაგავუკეთო არც მიჯერებს წამლებს არ სვავს
-1 საათში შენთან ვიქნები
სწრაფად ადგა საწოლიდან, მოემზადა, აფთიაქში შეიარა, მერე მაღაზიაში სანდროს საყვარელი ფორთოხლის წვენი იყიდა და სანდროსთან ავიდა, კარი ანუკიმ გაუღო, მისაღებში შევიდა, დივანზე სანდრო იწვა, თან კანკალებდა, თავზე ნიკა და გიორგი ედგნენ, სახეზე ეტყობოდათ რომ მეგობრის გამო ღელავდნენ, მარიამი ელოდებოდა რომ ნიკა როგორც კი დაინახავდა ღიმილი აეკვრებოდა, მაგრამ ესე არმოხდა, ნიკამ ცივად გახედა მარიამს და მზერა ისევ მეგობრისკენ მიაპყრო, შეეცადა მარიამი არაფერი შეემჩნია მაგრამ ძალიან კი ეუცხოვა მისი ასეთი საქციელი, სანდროსთან მივიდა
-სან სიცხე რამდენი გაქვს?
-39.6 ხაზიაქვს და მაინც არაფერს მიჯერებს
დაიწუწუნა ანუკიმ
-მე ხო დამიჯერებ?
თბილად გაუღიმა მარიამმა მეგონარს და ხელი ლოყაზე მოუსვა, მერე რაღაც აბები მიაწოდა, რომელიც დღემდე არ იცის რა წამალი იყო, აფთიაქში უთხრა ფარმაცევტმა სიცხეს დაუწევსო...მერე ცხელი ჩაი გაუკეთა და ძალით დაალევინა
-კარგი რა მარიამ ჯერ წვენი ეხლა ეს ჩაი გავსკდები
-ნუ მეტლიკინები, ბევრი სითხე უნდა მიიღო
მოკლედ მარიამი იმ ღამეს სანდროსთან დარჩა, ნიკამაც იგივე გააკეთა მარა ამჯერად მარიამის გამო არა, უკვე 2ის ნახევარი იყო, სახლში მარიამი, ნიკა, ანუკი და სანდრო იყვნენ. ნიკამ სანდროს თერმომეტრი გაუწოდა
-ნახე აბა
10 წუთში თერმომეტრმა 37.2 ხაზი აჩვენა
-ძალიან კარგი ესეც დალიე და ხვალ დილით კარგად იქნები-
ნიკამ მეგობარს რაღაც წამალი მისცა, ისიც ზედმეტი ლაპარაკის გარეშე დაემორჩილა, მარიამი მათთან ახლოს სავარძელში იყო მოკალათებული და ნიკას აკვირდებოდა, მიუხედავად იმისა რომ საკუთარ თავს ნიკაზე ფიქრი აუკრძალა, ახლა გონება და თვალები მთლიანად ამ ბიჭისკენ იყო მიმართული, უყურებდა და ეღიმებოდა როცა ხედავდა როგორ უვლიდა ნიკა მეგობარს, იმ მკაცრი და ამაყი ბიჭის უკან რომელიც მხოლოდ მასთან იყო საყვარელი ახლა დაინახა როგორი მეგობარიცაა და თითქოს მარიამის თვალში მას ამით ბევრი პლუსი დაეწერა, მარიამისთვის ხომ მისი მეგობრები ისეთივე აუცილებელია როგორც ჰაერი...ნიკაზე ფიქრებში როგორ ჩაეძინა ვერც მიხვდა, მაგრამ რამოდენიმე წუთში შეხება იგრძნო და წამის მეასედებში ძლიერ მკლავებში მოექცა, თვალი ოდნავ გაახილა და დაინახა როგორ მიყავდა ნიკას ოთახოსკენ, თავიდან იფიქრა თვალს გავახელო მაგრამ მიხვდა რომ უფრო უხერხულად იქნებოდა და თავი მოიმძინარა, ნიკამ მარიამი საწოლზე დააწვინა, თვითონ გვერძე დაუჯდა, 2-3 წუთის განმავლობაში თვალ დახუჭული მარიამი ნიკას დაჟინებულ მზერას გრძნობდა, მერე შუბლზე ცხელი ტუჩების შეხება იგრძნო, ცოტახანში მიხვდა რომ ოთახში მარტო იყო და თვალები გაახილა, წამოიწია და უაზროდ გაეღიმა „საშინლად საყვარელია“
მეორე დღეს მარიამი ოთახიდან რომ გავიდა მხოლოდ ანუკი და სანდრო დახვდა, სანდროს სიცხე აღარ ჰქონდა, მაგრამ მარიამი თვალებით ნიკას ეძებდა, ცოტა ეწყინა კიდეც დაუმშვიდობებლად რომ წავიდა მაგრამ რა თქმა უნდა მეგობრებისთვის არაფერი უთქვამს, მალევე წავიდა სახლში და ლიფტთან ნიკას შეეჩეხა
-მარიამ
-დილამშვიდობის ნიკა
-დილამშვიდობისა, მე მეგონა გეძინა
დაბნეულმა წაილუღლუღა ნიკოლოზმა, აშკარად არ ელოდა მის აქ დანახვას
-ხო მაგრამ წასასვლელივარ, აბა კარგად
-კარგად
ერთმანეთი გადაკოცნეს და ორივე თავის გზას გაუყვა, გზაში მარიამი სულ ნიაკზე ფიქრობდა, ვერ ხვდებოდა როგორ შეეძლო ნიკას სხვებთან ასეთი ხისტი და ჯიუტი ყოფილიყო, სიტყვას რომ არავის არჩენდა, მაგრამ მარიამთან ის რადიკალურად სხვა იყო, წამებში საყვარელ მწვანეთვალება ბიჭად იქცეოდა ხოლმე მაგრამ მისი ხასიათი მაინც რჩებოდა რაც მარიამს ასე ძალიან მოსწონდა, დიახ მარიამს ნიკა მოსწონდა! უაზრო სიცილი აუტყდა როდესაც გააცნობიერა რომ ნიკა მოსწონდა. ორი წუთით დაფიქრდა, იფიქრა ახლავე უნდა ვნახო ნიკა და ვუთხრაო მაგრამ ვერგაბედა, შეეშინდა, გაახსენდა ნიკას იგნორი როცა სანდროსთან ავიდა, მაგრამ მერე გაახსენდა როგორ აკოცა შუბლზე და სიამოვნებისგან ჩაეღიმა. გადიოდა დღეები, მარიამი ცდილობდა სანდროსთან ხშირად ასულიყო, რადგან იცოდა რომ იქ აუცილებლად შეხვდებოდა ნიკას.
25.12.2012
-მარიამ მზად ხარ?
-კი ანუკი 2წუთში შენთან ვარ მოვდივარ უკვე
მოკლედ, მარიამი, ანუკი, ხატია, თაკო და ანი (ცეკვის მეგობრები) აპირებდნენ წყნეთში, ანუკის სახლში რამოდენიმე დღე დასასვენებლად ასვლას, საღამოსკენ უკვე ყველანი იქ იყვნენ, ბევრს ჭორაობდნენ
29.12.2012
-აუუ რაცუდია ხვალ საღამოს უკვე მივდივართ (ხატია)
-ხო თორე აქ შევხვდებით ახალ წელს :დდ (თაკო)
მოკლედ გოგოები თავისთვის ლაპარაკობდნენ როდესაც მარიამის ტელეფონმა დარეკა.
-ჩემი გოგო რას შვება?
-ეე სანდროო...რავი შენ რას შვები?
-რავი აბა? მისმინე ხვალ 4სკენ ამოვალთ და წამოგიყვანთ ხო?
-ჰოო მაგდროს მზად ვიქნებით, აუ მერე პირდაირ მაკდონალდსში წავიდეთ რააა, ჩიზბურგერი მომენატრა საშინლად
-ვაიმე ჩემი პატარა :დდ კაი წავიდეთ
უკვე მოსაღამოვებული იყო როცა სახლის ჭიშკართან მანქანა დაჩერდა და ცოტახანში ხმა გაიგეს
-გოგოებოოო
სანდროს ხმა იყო, გოგოები ეზოში იჯდნენ, წინ სანდრო შემოვიდა უკან კი ნიკა მოყვებოდა დიდი თაიგულით და მაკდონალდის პარკებით, ყველა მიესალმნენ ბიჭებს, მარიამი კი გაკვირვებული უყურებდა ნიკას
-მარიამ ერთი წამი წამოდი რა
უთხრა ნიკამ , მაკდონალდის ერთი პარკი გოგონებს დაუტოვა, მეორე პარკი და ყვევილები კი ხელში ეჭირა და სახლში აირბინა, მარიამი ისევ გაშტერებული იყო სანამ სანდრომ არ კრა ხელი და ზევით არ გააგდო, ოთახში რო შევიდა ნიკა კედელთან იყო მიყუდებული მარიამი როდაინახა წამოიწია
-როგორ ხარ მარიამ?
და ლოყაზე აკოცა
-არამიშავს, აქ რაგინდა?
-ჩიზბურგერი ხოგინდოდა?
ღიმილით უთხრა ნიკამ და პარკისკენ მიანიშნა
-ამის გამო შეწუხდი?
-არ შევწუხებულვარ, ჰო ეს ყვავილებიც შენია
და დიდი თაიგული გაუწოდა, მარიამმა აშკარად უხერხულად იგრძნო თავი, ნიკამ ყვავილები გვერძე დადო, მარიამს მიუახლოვდა, მასთან მიიზიდა და ჩაეხუტა, მარიამი ძლივსღა სუნთქავდა ისე ძლიერად უჭედა ნიკა ხელს მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია. წინააღმდეგობის არ გაწევამ ნიკა გაათამამა დაჟინებით მიაშტერდა მარიამის თვალებს გოგონაც დაბნეული უყურებდა ბიჭის მწვანე ლამაზ თვალებს მერე უცნაური ხელის მიძრაობით მარიამს ზურგზე შემოხვია ხელები და თავისკენ კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა ცოტა არიყოს შეეშინდა მარიამს მაგრამ არაფერი უთქვამს მერე კი როდესაც ნიკამ მზერა მარიამის ტუჩებზე გადიტანა და საკოცნელად გაიწია მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა მომედება და ნიკას მთელი ძალით გაარტყა.
დაბნეულმა ბიჭმა ხელი აწითლებულ ლოყაზე დაიდო და მარიამს გახედა
-აღარ გაბედო მეორედ ასეთი რამე
მკაცრი ტონით უთხრა ნიკას და ოთახი სწრაფად დატოვა. დაბლა ჩაირბინა და სხვებთან ერთად დაჯდა, რამდენიმე წუთში ნიკაც დაბლა ჩამოვიდა, ეტყობოდა საშინელ ხასიათზე იყო, ალბათ პირველად გაუწიეს ეინააღმდეგობა ასეთ დროს, აბა ნიკა ჩოხელს კოცნაზე უარს ვინ ეტყოდა თუარა ვინმე არანორმალური და რა ბედის ირონიაა რომ ზუსტად ეს არანორმალურები გვიყვარდებიან...მარიამი კი ძალიან გაბრაზებული იყო, ასეთი რამე პირველად გაუბედეს საერთოდაც არ ნანობდა რომ გაარტყა. სანდრო მიხვდა რომ რაღაც ვერ იყო რიგზე, ნიკას გაყოლა სთხოვა, ნიკაც გვერძე გაყვა და ყველაერი მოუყვა მეგობარს, მერე გოგოებს საშინელი სიცილის ხმა შემოესმათ, სანდროს ხმა იყო, მხოლოდ მარიამი მიხვდა სანდრო რაზეც დასცინოდა ნიკას, მერე ოთახიდან უფრო გაბრაზებული ნიკა და დაკრეჭილი სანდრო გამოვიდნენ, ნიკა მარიამს პირდაპირ წინ დაუჯდა და თვალებში მიაშტერდა, თითქოს უნდოდა თავი დამნაშავედ ეგრძნობინებინა, მაგრამ ძნელია შენგელიას თავი დამნაშავედ აგრძნობინო, მაშინაც კი თუ თვითონაც ეგრე ფიქრობს და პრაქტიკულად შეუძლებელია დაადანაშაულო როცა უდანაშაულოა, მალევე მობეზრდა ნიკას დაჟინებული მზერა გოგონას
-მე მეძინება, წავედი, კარგად.
საძინებელში შევიდა, ტანზე გაიხადა, პერანგი ჩაიცვა ხალათი შემოიცვა და საძინებლიდან აივანზე გავიდა, სკამზე დაჯდა, ფეხები მოაჯირზე შემოაწყო და ცას მიაშტერდა, ათას სისულელეზე ფიქრობდა, ცოტახანში გაიგო რომ აივანის კარები გაიღო, ანუკი ეგონა, რადგან ერთ ოთახში იწვნენ, არც მბრუნებულა ისე უთხრა
-ეხლა ტვინი არწამიღო, არაფრის მოყოლას არ ვაფირებ
-არც არაფრის მოყოლას არ გთხოვ
ზურგიდან ბოხი და ირონიული ხმა შემოესმა, უკან გაკვივებულმა მიიხედა და ხელში ნიკა შერჩა, მომაბეზრებლად გადაატრიალა თვალები და ისევ ცას დაუწყო ყურება. ნიკამ მეორე სკამი მარიამის გვერძე დადგა, დაჯდა, ფეხები მანაც მოაჯირზე შემოაწყო და ცას ახედა, რამდენიმე წუთი ასე ჩუმად ისხდნენ და ცას უყურებდნენ, მერე კი ისევ ნიკამ დაართვია დუმილი.
-ლამაზია არა?
კითხა მარიამს ისე რო ცისთვის თვალი არცერთს მოუშორებია
-კი
მოკლე და კონკრეტული პასუხი გასცა გოგონამაც. დაახლოებით 5 წუთი ორივე ჩუმას იჯდა
-მაპატიე რა
მარიამს ბოხი ხმა ჩაესმა, ყველაფერს ელოდა, ეგონა გალანძღავდა ნიკა იმ გარტყმის გამო, მაგრამ ჩოხელისგან ბოდიშს ნამდვილად არ ელოდა, გაოცებისგან ხმა ვერ ამოიღო, უბრალოდ მას შეხედა, ნიკა ისევ ცაში იყურებოდა, მარიამისთვის არც შეუხედავს საუბარი ისე განაგრძო
-ცხოვრებაში მგონი პირველად ვიხდი ბოდიშს გოგოსთან, არც ვიცი იქნებ რამე განსაკუთრებულის გაკეთებაა საჭირო რომ გოგომ გაპატიოს, ნამდვილად არვიცი, მაგრამ პირველად, გულწრფელად ვიგრძენი თავი დამნაშავედ მხოლოდ იმიტომ რომ გოგოს კოცნა მოვინდომე, ვიცი მოვლენებს წინ გავუსწარი, ძალიან პატარახარ, არც ერთად არვართ, არმქონდა ამის უფლება ამიტომ გიხდი ბოდიშს
მარიამმა საათს დახედა, 12ს გადაცილებული იყო 30 დეკემბერი თენდებოდა, ნიკას დაბადესბის დღე საიდან გაახსენდა დღესაც ვერ ხვდება, არცის უთქვამს აპატია თუარა, ფეხზე წამოდგა, ოთახისკენ წავიდა, მერე გაჩერდა ნიკასკენ მიბრუნდა დაბადების დღეს გილოცავო უთხრა და ოთახში შვიდა. კიდევ ერთხელ დარჩა ნიკა გაურკვევლობაში, ნელ-ნელა სულ უფროდაუფრო აკვირვებდა მარიამის საქციელები, მაგრამ რაღაცნაირად ესიამოვნა რომ ახსოვდა. მეორე დღეს ყველანი თბილისში დაბრუნდნენ, მეორე დღეს ახალი წელი იყო. მოკლედ ახალმა წელმაც და მომდევნო დღეებმაც ჩვეულებრივად ჩაიარა არაფერი განსაკუთრებული, ნიკას და მარიამს ერთმანეთი უკვე მეათე დღე იყო რაც არ ენახათ, სინამდვილეში ორივეს ენატრებოდათ ერთმანეთი ალბათ ზუსტად ამ მონატრების დროს იგრძნო მარიამმა როგორ შეუყვარდა ნიკა ასე უცებ და უაზროდ.
13.01.2013
-გოგო ხვალ 14ია ისევ იმ კლუბში მივდივართ შარშან რო ვიყავით გამოდი საღამოს ჩემთან დარჩი და ხვალ წავიდეთ ერთად აქედან, ჩემები კორპორატიულზე არიან ბათუმში და 2 დღე ვერ ჩამოვლენ
-კაი ანუკი გამოვალ ცოტახანში.
მარიამი გაემზადა, ანუკისთან წავიდა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რომ ხვალ ნიკასთვის უნდა ეთქვა რასაც გრძნობდა, თან ეშინოდა, უკვე ერთი წელი იყო გასული, ბაითუ ნიკა აღარაფერს გრძნობდა მარიამის მიმართ, მაგრამ ეს აზრი მაშინვე გაუქრა როცა სანდროსთან მივიდა და ნიკას სიყვარულით აღსავსე თვალები დაინახა, ორივეს ისე გაუხარდა ერთმანეთის ნახვა...უკვე 9საათი იყო, მარიამი, ანუკი, ნინი (ნიკას და), გიორგი, სანდრო და ნიკა ლაპარაკობდნენ ხვალინდელ დღეზე, მერე მარიამს ტელეფონმა დაურეკა, აივანზე გავიდა, საუბარს რომ მორჩა და უკან მიტრიალდა ნიკა დახვდა, ნიკამ აივნის კარები მიიხურა და მარიამთან ერთად აივანზე დარჩა
-გამიხარდა რო გნახე
უთხრა მარიამს და ჩაეხუტა
-გინდა სადმე წავიდეთ?
ნიკამ მაინც ტრადიციული კითხვა დაუსვა მარიამს რომელზეც ყოველ ჯერზე უარს იღებდა, ახლაც იგივეს მოელოდა, მაგრამ მარიამის პასუხმა ორივეს ცხოვრება შეცვალა
-კი
-მოიცა რაა?
-წავიდეთ სადმეთქო
ღიმილით გაუმეორა მარიამმა
მოკლედ ნიკა და მარიამი გარეთ გავიდნენ
-იცი სიმართლე გითხრა უარს ველოდი და არც მიფიქრია სად უნდა წავსულიყავით
-ხო მაგას შენი რეაქციით მივხვდი, ეშმაკის ბორბალზე დავჯდებოდი
-წამო მაშინ მთაწმინდაზე ავიდეთ
მარიამი და ნიკა ჩაჯდნენ კაბინაში, მარიამი საუთარ თავს ამხნევებდა, ამ წამს ყველაფერი უნდა ეთქვა ნიკასთვის და ძალა უნდა მოეკრიბა, როგორც იქნა დაიწყო ლაპარაკი
-გიყვარვარ?
ნიკას ძალიან გაუკვირდა ეს კითხვა, მაგრამ მაინც მტკიცედ უპასუხა
-სიგიჟემდე
-ჩემი ხასიათის და ქცევების მიუხედავად?
-ყველაფრის მიუხედავად
-იცი მე მეშინოდა
-ჩემი?
გულწრფელად გაეცინა ბიჭს
-მეშინოდა რომ შემიყვარდებოდი, მე კი არმინდა ახლა ვინმე შემიყვარდეს
-ჰო მარიამ, სამწუხაროდ მაგას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ
მარიამს აღარაფერი უთქვამს, ლაპარაკი ისევ ნიკამ განაგრძო
-აბა, რას იტყვი კიდევ?
მიუახლოვდა და თან თითს ყბის ძვალზე უსვამდა.
-იქნებ ჯერ შესაფერისი გოგო არ შეგხვედრია
წაიჩურჩულა მარიამმა
ნიკამ ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა
-იმედი მქონდა, რომ ამას იტყოდი
და მოეხვია, მარიამმა მალევე დაიხსნა თავი ბიჭის ძლიერი მკლავებიდან და ნიკას ზურგით დაუდგა, გაკვირვებული უყურებდა ნიკა ვერმიხვდა რას აკეთებდა, მარიამი კი შეტრიალდა, რომ თვალებში არ ეყურებინა მისთვიდა, თვალებიც დახუჭა ყოველშემთხვევისთვის და უცებ მიაყარა
-მოკლედ არვიცი როგორ ხდება ხოლმე ასეთი რაღაცეები არც ბევრი და ლამაზი ლაპარაკი შემიძლია შენსავით, არვიცი ნიკა როგორ მაგრამ ფაქტია მეც შემიყვარდი.
მომდევნო რამდენიმე წამი ხმა არცერთს ამოუღია, მერე მარიამმა სახეზე ხელის შეხება იგრძნო, თვალები ფრთხილად გაახილა, ნიკა წინ ედგა და მისი ტრადიციული ღიმილით იღიმოდა, ამ წამებდი გაანალიზა რომ გიჟდებოდა მის ჩატეხილ ტუჩზე. მერე შერცხვა და თვალი აარიდა ნიკას სახეს
-შემომხედე
თბილი ხმით მაგრამ ოდნავ ბრძანება ნარევი ინტონაციით უთხრა ნიკამ მარიამს, მანაც ბიჭს ახედა
-როგორც იქნა
და ძალიან მაგრად ჩაიხუტა, მოკლედ ბევრი იარეს, ილაპარაკეს საათს რომ დახედეს უკვე გვიანი იყო
მერე სანდროსთან ავიდნენ, კარი ღია იყო, ოთახში შევიდნენ, ნიკას მარიამის წელზე ჰქონდა ხელი შემოხვეული რამაც მეგობრების გაკვირვება გამოიწვია, უაზრო ღიმილი ჰქონდათ ორივეს სახეზე აკრული
-რახდება?
ინტერესით იკითხა სანდრომ და მათ მიუახლოვდა
-ხო მართლა სანდრო გაიცანი ეს მარიამია, ჩემი შეყვარებული, მარიამ ეს სანდროა ჩემი ბავშვობის მეგობარი
-იცი ეს ბიჭი მგონი ადრეც მინახავს
სერიოზული სახით უთხრა მარიამმა დ აცოტახანში ორივეს სიცილი აუტყდა
-მოიცა ვიინ? ღადაოობთ
ცოტა დაიბნა სანდრო მავგრამ მალევე მოვიდა აზრზე და მეგობრებს გადაეხვია
მოკლედ ყველა კარგ ხასიათზე დადგა, ნინის ძალიან გაუხარდა მისი ძმა ასე მოღუშული რომ აღარ ივლიდა, სანდროს უზომოდ უხაროდა მეგობრების ერთად ყოფნა, გიორგისაც ერთი შხედვით უხაროდა, მხოლოდ ანუკი იჯდა უემოციო სახით, მარიამი გვერძე მიუჯდა მეგობარს და ჩურჩულით უთხრა
-რაიყო ანუკი? არგაგიხარდა?
-გაგიჟდი? როგორ არა!
იმ ღამეს ყველანი სანდროსთან დარჩნენ, მარიამი და ნიკა სულ ერთად იყვნენ, ჩახუტებულები იჯდნენ და რაღაცეებს თავისთვის ლაპარაკობდნენ, შიგადაშიგ სხვების ლაპარაკშიც ჩაერთვებოდნენ ხოლმე. დილის 6 საათი იყო ნინიმ უკმაყოფილო სახით რო გახედა დანარჩენებს
-თქვენ რა საათიც ცნობა არ იცით? საღამოსთვის უნდა მოვემზადოთ, დავიშალოთ რა მეძინება მაგრად.
15 წუთში ყველა ლოგინში იწვა, მარიამი უკვე დაძინებას აპირებდა როცა მესიჯი მოუვიდა
„ზუსტად ერთი წელი დამჭირდა შენც მოსაპოვებლად და ამის მერე არსად აღარ გაგიშვებ. ტკბილი ძილი პატარავ“
სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა მესიჯის წაკითცვის შემდეგ, ერჩია პასუხი არ გაეცა, მალევე ჩაეძინა. შუადღის 5 საათი იყო მარიამმა და ნაუკიმ რო გაიღვიძეს, სანდროს ისევ გვერდით ოთახში ეძინა, სწრაფად ჩაიცვა მარიამმა ტანზე და სანდროს შეუვარდა ოთახში, ეგონა მარტო იყო, მაგრამ ნიკაც იქ დახვდათ, როგორც ჩანს ბიჭებს უკვე კარგა ხნის წინ გაეღვიძათ.
-ოხ იკადრეს გაღვიძება
სიცილით გახედა სანდრომ ოთახში ახალშემოსულ მარიამს და ანუკის
-რატო არ გაგვაღვიძე?
ბუზღუნით გახედა ანუკიმ ძმას
ნიკა ფეხზე ადგა და მარიამს მოეხვია, არავინ იცის რატომ მაგრამ ამ დროს მარიამმა ცოტა უხერხულად იგრძნო თავი, არადა ჯერ კიდევ წუხელ ერთმანეთში ახლართულები იჯდნენ ყველასთან ერთად და მაინც არანაირი უხერხულობა არუგრძვნია, დღეს რაღაც სხვანაირად იყო, დღესაც ვერ ხვდება რა აშინებდა, მაგრამ როცა ნიკა მასთან იყო სულ იმაზე ფიქრო აწუხებდა რომ ერთ დღეს ყველაფერი დასრულდებოდა, სასაცილოა არა? ჯერ 24 საათიც არიყო გასული რაც ერთად იყვნენ და უკვე სულელური აზრები აწუხებდა მარიამს, მოკლედ ამ ფიქრების გამო მალევე გააშვებინა ხელი ნიკას და სამზარეულოში გავიდა, ბიჭს დიდი ყურადღება არმიუქცევია ამ საქციელისთვის მაგრამ ცოტა კი გაუკვირდა, გუშინდელის მერე.
საღამოს 7 საათი იყო ანუკიმ და მარიამმა მომზადება რომ დაიწყეს არადა ამ დროს უკვე კლუბში უნდა ყოფილიყვნენ, მეორე ოთახში სანდრო და ნიკა იცდიდნენ თან ბუზღუნებდნენ, როგორც იქნა 20 წუთში გამოვიდნენ, ნიკა მარიამს მიუახლოვდა, ძალიან ლამაზიხარო უთხრა და ლიყაზე ნაზად აკოცა
-მე არ ვარ ლამაზი?
სიცილით შეხედა ანუკიმ ნიკას, ნიკამაც უბრალოდ გაუღიმა.
მალე ყველანი კლუბში იყვნენ, ნიკა ცდილობდა სულ მარიამთან ერთად ყოფილიყო, მერე ცოტა ხნით ბიჭებთან ერთად ბილიარდის სათამაშოდ ჩავიდა, ზემოთ ამოსულს კი მარიამი კლუბში აღარ დახვდა, მაშინვე გარეთ გავიდა, მარიამი იმ ადგილას იყო სადაც ნიკამ ზუსტად 1 წლის წინ აუხსნა სიყვარული.
-მარიამ გაგიჟდი? რამე ჩაგეცვა გაიყინები
ნიკამ პალტო გაიხადა და მაირიამს მოაფარა.
-ნიკაა...
-გისმენ
-მინდა ბოდიში მოგიხადო
-რისთვის?
გულწრფელად გაუკვირდა ბიჭს
-1 წლის წინ...მაშინ ძალიან ცუდად მოვიქეცი...ავდექი და უსიტყოდ დაგტოვე აქ...
-კარგი რა მარიამ
გულიანად გაეცინა ბიჭს
-მის მერე 1 წელი გავიდა მე უკვე დამავიწყდა
-მე არ დამვიწყებია, ცუდად მოვიქეცი
-ნუ ხო კარგად ნამდვილად არ მოქცეულხარ მაგრამ ის გააკეთე რაც იგრძენი, მართლა მესმის და ამის გამო თავს ნუ იდანაშაულებ გთხოვ
ნიკა მარიამს მიუახლოვდა და ზურგიდან ძლიერად მოეხვია.
-ნიკა მიყვარხარ
-ვერგავიგე
-მიყვარხართქო
-რაა?
-მეღადავები?
სიცილით მიუტრიალდა მარიამი
-არა უბრალოდ მომწონს შენგან ეგ რო მესმის
იმ საღამოს ნიკამ მარიამი სახლში მიაცილა, დამშვიდობებისას ნიკა ისევ გაიწია მარიამის ტუჩებისკენ, მაგრამ მარიამმა გააჩერა
-არგინდა რა
ჩურჩულით უთხრა მარიამმა, ნიკამ გაუღიმა და შუბლზე აკოცა. მარიამი სახლში ავიდა, სწრაფად დაწვა, ისვე ნიკაზე ფიქრობდა, ძალიან ბედნიერი იყო მაგრამ თან რაღაც არ ასვენებდა, როცა ნიკა ეხუტებოდა რატომღაც უხერხულად გრძნობდა თავს, ის ხო პირველი იყო ვინც ესე ახლოს მოუშვა, ნიკა კი ვერ ხვდებოდა რომ მარიამი ამ ყველაფერს შეუჩვეველი არ იყო და ყოველ ნახვაზე ცდილობდა ეკოცნა, მარიამიც მშვიდად აჩერებდა ხოლმე რა კოცნაზე იყო ლაპარაკი როცა ჩახუტების დროსაც კი ვერ ისვენედა და აი ორი კვირის შმდეგ იყო პირველი ჩხუბი.
-საერთოდ ვერ ვგრძნობ მარიამ რო გიყვარვარ
-რო არ მყვარებოდი არც არაფერს გეტყოდი
გაბუსული ხმით უთხრა მარიამმა და აივნის სკამზე ჩამოჯდა, ისევ სანდროსთან იყვნენ.
-მარიამ სიყვარული მარტო სიტყვები არაა, ყველანაირად ვცდილობ ყურადღება არ მოგაკლო, სულ სენთან ვიყო, ვცდილობ ჩემი საქციელით დაგიმტკიცო რო მიყვარხარ
-და ჩემგან რას ითხოვ?
-ვითხოვ? არა მარიამ მე არაფერს ვითხოვ შენგან უნდა მოდიოდეს ეს ყველაფერი
-ნიკა რო არ მიყვარდე შენთან არ ვიქნებოდი
-ხო მოგწონს ჩემგან ყურადღება? ხო მოგწონს ყველაფერზე წინ რომ გაყენებ? ხო მოგწონს რო გეხუტები გეფერები? მეც მინდა იგივე მოდიოდეს შენგან
-არა ნიკა არა! არ მომწონს ეს მოფერება, მართლა ვერაფერს ხვდები?
მარიამის ამ სიტყვებმა ნიკაზე საშინლად იმოქმედა, აზზე ვერ მოდიოდა წარმოიდგინეთ შეყვარებული ეუბნებოდა რომ მისი ჩახუტება დ ამოფერება არ მოსწონდა. მარიამი სწრაფად ადგა და სახლში წავიდა, ნიკა კი გაუნძრევლად იდგა, ცდილობდა მარიამის სიტყვცებს ჩაწვდომოდა მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, წარმოიდგინეთ შეყვარებული ეუბნებოდა რომ უყვარდა მაგრამ არ მოსწონდა ამ სიყვარულის გამოხატვის ფორმები რომლებიც სრულიად ჩვეულებრივი დ აბუნებრივია. სახლში გაბრაზებული წამოვიდა მარიამი, კარგად ხვდებოდა რომ დამნაშავე იყო, მაგრამ იმაზეც ბრაზდებოდა რომ ნიკა ვერ იგებდა ამ ყველაფერს, გულის სიღრმეში ალბათ კარგად იცოდა რომ შეცდა მაგრამ შენგელია ბოდიშის მოხდას რა თქმა უნდა არ აპირებდა. მეორე დღეს სახლიდან რომ გავიდა ნიკა დაინახა, ხელში დიდი წითელი ვარდების თაიგული ეჭირა მარიამი დაინახა თუარა მისკენ დაიძრა, ბუნებრივად მიესალმა, გადაკოცნა და ყვავილები მისცა
-როგორ ხარ?
-ნორმალურად შენ?
-რავი... მისმინე მაპატიე გუშინ ცუდად გამომივიდა მარიამ.
გაკვირვებულმა გახედა მარიამმა ნიკას, მიუხედავად იმისა რომ ორივემ კარგად იცოდა დამნაშავე ვინც იყო, მაინც ნიკა იხდიდა ბოდიშს, მარიამმა არაფერი შეიმჩნია
-წამო რა სადმე წყნარ ადგილზე ვილაპარაკოთ
ძველი თბილისის აღმართს აუყვებოდნენ, უკვე ბინდდებოდა, იქვე პატარა, მყუდრო პარკი იყო, ერთ-ერთ სკამზე ჩამოსხდნენ
-ცოტა უხეშად გამომივიდა გუშინ, არვიყავი მართალი
ისევ ბოდიშების მოხდა განაგრძო
-ნიკა მისმინე, უბრალოდ მინდა იცოდე ასე რატომ ვიქცევი
-რამე კონკრეტული მიზეზია?
-კი....როგორც იცი მართლა პირველიხარ ვისთანაც ასეთი სერიოზული ურთიერთობა მაქვს და აქამდე, არვიცი რა როგორ აგიხსნა, არ ვარ მიჩვეული ახლოს ბიჭთან ყოფნას, ვიცი ეხლა ჩემ ძმაკაცებზე დამიწყებ ლაპარაკს მარა ეგ სხვა თემაა, მე მინდა რო ერთმანეთს ყოველთვის პირდაპირ ვეუბნებოდეთ ყველაფერს და მაგიტო გეუბნები რა უბრალოდ დრო მჭირდება, შეიძლება არ მაქვს ამ დროის მოთხოვნის უფლებაც მაგრამ ესე მარტივად სიახლოვე მიჭირს
-კარგი ეხლა მემომისმინე, ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ არ მაქვს უფლება ზედმეტი იყო, ერთმანეთისთვის შეყვარებულები ყველაზე ახლო ადამიანები არიან, შეიძლება ჯერ ამას ვერ გრძნობ მაგრამ გავა დრო და მიხვდები რასაც ვგულისხმობ, რაც შეეხება პირდაპირპბას, აუცილებლად ეგრე იქნება პირობას გაძლევ, რაც არ უნდა მოხდეს მე შენ ყველაფერში გაგიგებ და დაგეხმარები, მთავარია ყოველთვის სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს. ეხლა კი რაც გუშინდელს შეეხება, შენიაზრით ბოდიში რატომ მოვიხადე?
მართლა არიცოდა მარიამმა რა ეპასუხა, იმიტომ რომ ეს კითხვა თავადაც გაუჩნდა, არიცოდა ნიკა რატომ იხდიდა ბოდიშს როცა დამნაშავე არ იყო.
-მე...არვიცი...
-იმიტომ რომ ჩემთვის ურთიერთობა მნიშვნელოვანია, არმეგონა ლაპარაკს თუ ოინდომებდი, მე კი ნამდვილად არვაპირებდი პირველივე ჩხუბზე შენთან დაშორებას, ურთიერთობა მნიშვნელოვანია დ ადღეს მივხვდი შენი ლაპარაკიდან გამომდინარე რომ მართლა მიზეზი გაქვს აქამდე არმესმოდა ეხლა ყველანაირად შევეცდები დაგეხმარო და ეგ ბარიერი ერთად გადავლახოთ, მაგრამ თავიდან ძალა შენც უნდა დაატანო, მარტო მე ვერაფერს გავხდები
-შევეცდები ყვრლანაირად, გპირდები
-ვიცი პატარავ ვიცი
თბილი ხმით უთხრა ნიკამ, მარიამი მისკენ მიიზდა კალთაში ჩაისვა და მაგრად ჩაეხუტა.
2 დღეში ნიკამ გამოუცხადა ამრიამ რომ გუდაურში მიდიოდა ოჯახთან ერთად 1 კვირით, ორივე მოწყენილი იყო, იმის მერე რაც ერთად იყვნენ პირველად უნდა ყოფილიყვნენ ასე შორს ერთმანეთისგან, არადა რაიცოდნენ რომ რამდენიმე წელიწადში ასეთი მანძილი სანატრელი გაუხდებოდათ. 1 კვირა გავიდა, ვერც ნიკა ერთობოდა გუდაურში და ვერც მარიამი ატარებდა არდადეგებზე კარგ დროს, როგორციქნა ჩამოვიდა ნიკა, ოღონდ მარიამი მეორე დღეს ელოდებოდა, სანდრომ დაურეკა მარიამს სასწრაფო საქმე მაქვს ჩემთან ამოდიო, სასწრაფოდ ავიდა მარიამი სანდროსთან, სანდრო და გიორგი სადარბაზოსთან იდგნენ
-რა ხდება?
-მარიამ ანუკი არის სადღაც კლუბში მოკლედ ისეთი სიტუაციაა რო იქ ჩვენ არ შეგვიშვებენ, არც ანუკი უნდა იყოს იქ, ეხლა წავალთ და შენ კლუბში ახვალ და გამოიყვან რა
სწრაფად აუხსნა სანდრომ მარიამს სიტუაცია, ტაქსი გააჩერეს და წავიდნენ, ჩაჯდომისას სანდრომ ტაქსს უთხრა წყნეთშიო, მარიამმაც იფიქრა რომ კლუბი წყნეთში იყო, მაგრამ ეს აზრი მაშინვე გაუქრა როდესაც მანქანა სანდროს წყნეთის სახლის წინ გაჩერდა
-მიდი ადი სახლში
-სანდრო რა ხდება?
-ადი და ნახავ
ამის თქმა იყო და ბიჭები უკნა მანქანაში ჩაჯდნენ და წავიდნენ, გაშტერებული დარჩა მარიამი მარტო დატოვეს წყნეთში, ვერ გაიგო რა ხდებოდა და იმის იმედით რომ სახლში მართლა დახვდებოდა ანუკი თავი დაიმშვიდა დ ასახლში შევიდა. მეორე სართულზე ავიდა, შუქი ჩამქრალი იყო, ოთახიდან მხოლოდ დაბალი სინათლე გამოდიოდა, კარი გააღო დათვალებს ვერ უჯერებდა, ოთახის შუა გულში დიდი წითელი ვარდების თაიგულით ხელში ჩოხელი იდგა და თავის გამომცდელი ღიმილით იღიმოდა. გაუაზრებლად მოხვია შენგელიან ხელები ყელზე მაღალ სილუეტს და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა. იმ დღეს იგრძნო პირველად ნამდვილი სიყვარული ამ ბიჭის მიმართ და მიხვდა რომ იმაზე გაცილებით მეტად უყვარდა ვიდრე წარმოედგინა, იმ დღეს ნიკასთვის არა, მაგრამ მარიამისთვის იყო პირველი კოცნა, მთელს ტანშიდავლილი ენექტრონები და აკანკალებული ტუჩები.
--
დრო მალე გადიოდა, ჩოხელი და შენგელია უფრო და უდრო ახლოვდებოდნენ, ეს იმაზე მაგარი შეგრძნება იყო ვიდრე წარმოედგინა ოდესმე მარიამს, ხვდებოდა რომ გვერდით ის ადამიანი ჰყავდა რომლის იმედიც შეეძლო სულ ჰქონოდა. ასეც იყო, ჩოხელი შენგელიას გზამკვლევად იქცა, შენგელია კი ჩოხელის. ერთმანეთის გარეშე არაფერი არსებობდა. ახლაც კი რომ იხსენებს მარიმი ხვდება რომ ნიკამ მისი ხასიათის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა.
ასე ტკბილად გავიდა ორი წელი, უბედნიერესი ორი წელი რომლის დროსაც ერთმანეთი გაზარდეს, ერთანეთი შეუყვარდათ და ჩმოაყალიბეს. იყო ბევრი სიურპრიზი ჩოხელისგან, ეს ბიჭი კრეატივის განსაციერებაა და ძალია გაუმართლა მის მომავალ ცოლს!

25.08.2015
-გერმანიაში მივდივარ (ნიკა)
-ეე რამაგარია-აღტაცებულმა ჩაილაპარაკა მარიამმა, მაგრამ სახე მაშინვე დაუსერიოზულდა როცა ჩოხელის მზერას გადააწყდა
-მარიამ...უნივერსიტეტში სწავლა იქ უნდა გავაგრძელო, ასე იყო დაგეგმილი, არვიცი როგორ აგიხსნა
იმ მომენტს რომ ვიხსენებ....ყველაფერი დაუტრიალდა შენგელიას, თითოეული ერთად გატარებული წამი, როგორ ცუდად იყო როცა 1 დღე ვერ ნახულობდა და ახლა, ახლა როცა მისგან ათასობით კილომეტრით შორს იქნება რა უნდა ქნა სმის გარეშე.
ათასი აზრი უტრიალებდა მაგრამ იმასაც კარგად ხვდებოდა რომ ეს ჩოხელისთვის უფრო რთული იყო, ძალები მოიკრიბა და მოეხვია, დაამშვიდა, უთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ნიკას წასვლის დღე? ამაზე საშინელი ჯერ არაფერი ყოფილა
ძლიერად უჭერდა ატირებულ შენგელიას წელზე ხელც თვალებშუი ცრემლებ ჩამდგარი ჩოხელი და ეხუტებოდა, არცერთს არ სურდა გაშვება.
-შენს გარდა არავის ნარ მინდა, გეფიცები-ჩამწყდარი ხმით ეუბნებოდა ჩოხელი
-ყველაფერი კარგად იქნება, ჩამოხვალ ხოლმე მე აქ დაგელოდები.
შენგელიამ მართლა შასრულა სიტყვა, ელოდა! მიუხედავათ ათოიბო
თ თეთრად გათენებული ღამისა მაინც ელოდა, ისეთი საშინელი შეგრძნება იყო ღამე მასზე სიზმრები რომ აღვიძებდა და გამოღვიძებული ვეღარ ისვენებდა, ღამეტსაც ტირილში ათენებდა, დილით კი სახეზე ყალბ ღიმილაკრული დადიოდა.
ჩოხელის პირველი ჩამოსვლა? ეს იყო სასწაული! მთელი აეროპორტი მათ უყურებდა, ხელში ატაცებული შენგელია მთლიანად შემოკროდა საყვარელ სხეულს და ერთმანეთის გაშვებას არცერთი ფიქრობდა.
1 თვეში ნიკა ისევ უკან დაბრუნდა.

12.06.2016
ჩოხელი და შენგელია სკაიპში შემძვრალები ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, პარალელურად მარიამი ტელეფონით სოციალური ქსელს სქროლავდა, ერთი ფოტო ამოუგდო, ნიკა დ ავიღაც გოგო იყვნენ უნივერსიტეტის ფონზე გადაღებულები
-ნიკ, (აქ სახელს სეგნებულად არ ვასახელებ) ვინაა?
ჩოხელს ფერები გადაუვიდა, ბლუყუნი დაიწო და სკაიპი გაუთიშა. გაშტერებული უყურებდ აამრიამი ჩამქრალ მონიტორს. გუის სიღრმეში ხვდებოდა რაშიც იყო საქმე მაგრამ აღიარება არ სურდა. ძა,იან მალე ქსელიდან ის ფოტო გაქრა რომელიც იმ გოგოს ედო დ ანიკოლოზი ყავდა მონიშნული, მერე იყო დ
ღეების განმავლობაში ჩოხელის ზარები დ ამესიჯები რომელსაც შენგელია უპასუხოდ ტოვებდა.
25.06.2016
ბევრი ვეღარ მოითმინა ჩოხელმა, საქართველოში ჩაფრინა. მარიამთან საუბარი ალბათ იმ მომენტში ნიკასთვის ყველაზე რთული იყო.
-ის გოგო, კიარადა ქალი, ჩემი ლექტორია, რომელთანაც სექსი მქონდა, მე შენ შეგპირდი რომ არ მოგატყუებდი, მინდა რომ სიმართლე იცოდე
-შენ იმასაც შემპირდი რომ ჩემს გარდა სხვა არ გინდოდა
-მარიამ ეს შეცდომა იყო, წმაიერი სისიუსტე
-წამიერი სისუსტეებით ლექტორს ვერ შეაბავდი
იცოდა ჩოხელმა რომ ის ლექტორი მხოლოდ ერთიღამის ამბავი იყო, შენგელიამაც იცოდა, მაგრამ არ შეეძო, ყველაზ ემეტად მოღალატეებს ვერიტანდა, დ აარ ესმოდა როგორ შეიძლებოდა იმის სხეული სდომებოდა ვინც არ უყვარდა, ვერ აპატია, ტყუილი ვერ აპატია, არადა ნათქვამი ჰქონდა შენს გარდა არავინ მჭირდებაო.
------------------------------
ამ დღეს ორწელიწად ნახევრიანი ურთიერთობა დავიწყებას მიეცა, თვეების განმავლობაში იტანჯებოდნენ ცალ ცალკე. ამ ისტორიას გუშინ გადავაწყდი, კომპიუტერში ათასი ფაილის იქით მქონდა შენახული, წერა დაშორებიდან 1 კვირაში დავამთავრე დ ააღარც კი გავკარებივარ ვორდის ამ ფაილს, დღეს მომინდა რომ რატომღაც აქ დამეწერა, არაფერრი შემისწორებია, მიუხედავად შეცდომებისა, მინოდა წელიწად ნახევრის წინ როგორც დავწერე ისეთი მომენატა თქვენამდე, ბოლომდე მართალი. ალბათ ახლა რო ვწერდე უფრო სხვანაირად დავწერდი მაგრამ ამშინ ბოლომდე ვერ გამოვამჟღავნე გრძნობები ახალ დაშორებულზე.
სინამდვილეში ჩწმი დ აჩოხელის ურთიერთობა საოცრება იყო და არცერთი წამით არ ვნანობ ამას!
ბევრი რამ ვისწავლე, ალბათ მანაც. ეს საოცარი გრძნობა პირველად სრულყოფილად ამ ბიჭმა განმაცდევინა, დ ამე ბედნიერივარ იმით რაც იყო, მიუხედავად მისი შეცდომისა (რომელიც შეილება სხვას ეპატიებინა მაგრამ რა ვქნა ალბათ აე იყო საჭირო) მაინც საოცრება იყო. ეს ბიჭი უუმაგრესი ადამიანია და ბედნიერი ვარ რომ ჩემს გვერდზე გაატარა დიდი დრო. დაშორების შემდეგ წელიწადზე მეტია თითქმის გასული. მე ნიკოლოზი მესამე კურსზეა, ისევ გერმანიაში, სანდროსთან ერთად (ის ლექტორი იქ აღარ მუშაობს სხვათაშორის:დდდდ) აქ რომ ჩამოდიან და სანდროს ვნახულობ ძალაუნებურად ნიკას ნახვაც მიწვს, ბევრჯერ სცადა შერიგება მაგრამ არაფერი გამოვიდა, დღეს კი როცა ბოლომდე მაქვს გაცნობიერებული რომ აღარ მიყვარს როგორც ბიჭი და ბოლომდე მეყვარება როგორც ადამიანი ბედნიერი ვარ იმით რაც იყო! უბრალოთ იცოდეთ, იმისთვის რომ რაღაც არაჩვეულებრივი დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში აუცილებელია ერთი კარგი დამთავრდეს, ნიკოლოზთან არ ვმეგობრობ, ათასში ერთხელ ვეხმიანებით ერთმანეთს, კარგი ადამიანია და მჯერა ბედნიერი იქნება, მე კი ეს ყველაფერი დიდი ხნის წიუნ ჩავაბარე წარსულს, და ველით გაგრძელებას.


ცოტა ვიბოდიალე ბოლოს რაც მივაწერე, მაგრამ მაინც მომინდა თქვენთვის გამეზიარებინა, არვიცი რატომ. ნუ დაიწყებთ გრამატიკული შეცდომების აღქმას, ვიცი რომ არის, სგნებულად არ გავასწორე, არმინდა რამის სეცვლა, ეს უბრალოს ისე გიამბეთ. არვიცი რა აზრის დარჩებით მხოლოდ ჩე,მი ერთი ძველი ამბავი გაგიზიარეთ. ცოტა მიფუჩეჩებულია ბოლოში, სინამდვილეში უფრო ლამაზი იყო ყველაფერი მაგრამ მაშინ სულ ეს მოვახერხე. გამიხარდება თუ აზრს გამოხატავთ ან ცოტათი მაინც გაგაღიმებთ. მართლა გასაღიმებელია, დღეს უკვე ასე ვფიქრობ. ბევრ ბედნიერებას გისურვებთ თქვენ ჩემო ტკბილრბო!скачать dle 11.3




№1 სტუმარი Simba

Martla dzaan magari????????

 



№2  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

Simba
Martla dzaan magari????????

მადლობა❤

 



№3 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიაან მომეწონაა )) ^ ❤

ძალიანნ მომეწონაა ))^ ❤

 



№4  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

სტუმარი მაკო
ძალიაან მომეწონაა )) ^ ❤

ძალიანნ მომეწონაა ))^ ❤

მადლობაა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent