შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი,რომელმაც ყველაფერი შეცვალა 16


7-10-2017, 17:42
ავტორი mariia
ნანახია 728

არჩევანი,რომელმაც ყველაფერი შეცვალა 16

სამზარეულოში ხმაურმა გამოაღვიძა ორივე და თითქმის ერთდროულად წამოდგნენ საწოლიდან. ნუცას თმები გაბურძგვნოდა და ცალი თვალი მოეჭუტა. საკუთარ ოთახს ათვალიერებდა,რომლის ამოცნობასაც ნახევრად მძინარი ცდილობდა.
- ამ დილა უთენია რა დაემართა ამ ქალს- წაიბუტბუტა ლიზამ და საწოლში გადატრიალდა ისევ. თავზე საბანი გადაიფარა და ძილს მიუბრუნდა. ნუცა კი ფეხზე წამოდგა. გუშინ მისმა საქციელმა საგონებელში ჩააგდო. ისევ უამრავი კითხვა გაუჩნდა რაზეც პასუხი არ ქონდა და დედამისიც ისე პასუხობდა რაც კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებდა.თავის ქექვით შევიდა სამზარეულოში. მაიამ უცებ შენიშნა ჯერ ისევ ზეზეულად მძინარე. მისკენ გაემართა და შუბლზე აკოცა.
- გაგაღვიძე დე? მაპატიე მაგრამ თქვენთვის გემრიელი საჭმელი მინდოდა გამეკეთებინა.თან სტუმარი გვეყოლება.- ქალი ბედნიერი დააბიჯებდა და თან საქმეს აკეთებდა. ნუცა იქვე ჩამოჯდა. და თვალები მოისრისა.
- ამ დილა უთენია რა დროს სტუმარია ან ვინ უნდა მოვიდეს?- მთქნარებაც მიაყოლა. გასაგიჟებელი იყო. გუშინ ლამის ჭკუიდან ისევ შეიშლა დედამისი იმ კაცის გამოჩენის გაგებისას ახლა კი ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარა.
- არც ძალიან ადრეა საყვარელო უკვე ცხრა საათია.თუ გინდა კაცმა ყველაფერი მოასწრო ადრე უნდა ადგე- უცებ კარებზე ზარის ხმა ისმის - აი სტუმარიც.მიდი გააღე- ნუცა ფეხზე ზლაზნვით წამოდგა.
- ასე სიხარულით ვის ელოდება ერთი - ბურდღუნით მიადგა კარებს. ისე გააღო არც გაუხედავს გარეთ.ცალი ხელით კარები ეკავა მეორეთი კი თმებს იჩეჩდა და თან ამთქნარებდა. - ირაკლი?...-გაღებულ პირზე უცებ ხელი აიფარა და გაოცებული შესცქეროდა წინ მდგომს, რომელიც სიცილით კვდებოდა.დამთქნარებას მალევე მორჩა და ხელი ჩამოუშვა.
-საწოლიდან გადმოვარდი პატარავ?- სიცილით ჩაილაპარაკა.
- რაღაც მაგის მსგავსი.მოიცა ასე ადრე აქ რა გინდა? რამე მოხდა?- შიშის ელფერმა გადაკრა გოგოს. გამომძიებელი კვლავ ვერ მალავდა სიცილს.
- მაინცდამაინც რამე უნდა მოხდეს,რომ მოვიდე? იქნებ მხოლოდ ჩემი შეყვარებულის მოსატაცებლად მოვედი- მისკენ გაიწია.გაჩეჩილ თმებში კეფაზე ხელი შეაცურა.მეორე ხელი წელზე მოხვია და ახლოს მიიზიდა.ცხვირით მის ცხვირს გაეთამაშა. ნუცამ თვალები დახუჭა.თავი სიზმარში ეგონა. ჯერ ერთ ლოყაზე მიიღო თბილი კოცნა,შემდეგ მეორეზე.- მომენატრე. შენ არაა?-ტუჩებთან წაილუღლუღა და ბოლოს ალუბლისფრად მოელვარე ტუჩებს გაკრა ტუჩი გამომძიებელმა.
-კითხვების დასმას და კოცნას ერთდროულად თუ გააგრძელებ პასუხებს ვერ მიიღებ- ჩუმად ჩაილაპარაკა კოცნისგან ცოტახნით შესვენებულმა.
-არაუშავს. უპასუხოდ დავტოვოთ- ორივემ ჩაიცინა. ახლა ნუცა მიწვდა მის ტუჩებს და მძარცველს მოპარული კოცნა გამოსტაცა.
- შვილო ირაკლი მოვიდა?- სამზარეულოდან გამოსძახა ქალმა.
- კი დე..- მის მკლავებში მოქცეული უხერხულად შეიშმუშნა..თითქოს დანაშაულზე წაასწრესო. ორივეს კვლავ ჩაეღიმათ.
- შემოიყვანე მერე სუფრა უკვე გავაწყე- ქალის თბილი ხმა კვლავ გაისმა.
- აა ეს შენ ხარ იდუმალი სტუმარი, რომლის დასახვედრადაც დედაჩემი დილიდან ემზადება? და რომლის გამოც დილაუთენიაა წამომაგდეს ფეხზე?-ეშმაკურად უღიმოდა გოგო. თან უკან უკან იხევდა და ირაკლიც თანდათან მიჰყვებოდა მის სხეულს.
- დიახ მე ვარ თქვენი სიმშვიდის დამრღვევი ქალბატონო - სიცილით ცხვირზე თითი ჩამოკრა.ნუცამაც ჩაიკისკისა. სამზარეულოს ზღურბლს მიადგნენ.
- დილა მშვიდობისა შვილო- ქალი ირაკლის მოეხვია.
- დილა მშვიდობისა დედა- ირაკლიმაც საპასუხოდ გულში ჩაიკრა. მის სიტყვა დედაზე კი ნუცამ თვალები გაოცებისგან დაჭყიტა. მაიამ თბილად მიუთითა ბიჭს თავისი ადგილი. შემდეგ კი მის გვერდით მოთავსდა.
-გემრიელად ჭამე და შემდეგ წადით. - თეფშე ლამის ყველაფერი ერთდროულად გადაუღო.
- ცოტა-ცოტას ყველაფერს შევჭამ- სიცილით ჩაილაპარაკა გამომძიებელმა. გაოცებული ნუცა ნელა მიუახლოვდა და მათ პირდაპირ დაჯდა.
- მეც აქ ვარ.
- ვიცი საყვარელო შეგიძლია გადაიღო საჭმელი გზაში მოგშივდებათ.- ქალმა წამიერად მიიხედა ნუცასკენ და ისევ ირაკლის გახედა. -ყავასაც ახლავე გავამზადებ.- მაია ფეხზე ადგა და ორივეს ზურგი შეაქცია.ირაკლიმ ნიშნის მოგებით ცხვირი შეჭმუხნა და გემრიელად მიირთვა ლუკმა.ნუცას მოჩვენებითმა ბრაზმა გაკრა და თვალები მოჭუტა. მაია კვლავ განაგრძობდა ლაპარაკს.- ნუცა მალე ჭამე და გაემზადე. თბილი ტანსაცმელი ჩადე.
- იქნებ მითხრათ სად მივდივართ? -გაოცებული ხან ერთ უყურებდა ხან მეორეს. ქალმა მხრები აიჩეჩა.
- არ ვიცი. - ყავით სავსე ფინჯანი წინ დაუდგაა ბიჭს და მხარზე ხელი დაადო. - მთხოვა, რომ მასთან ერთად გამეშვი და მეც გიშვებ- სიცილით დაამატა ქალმა.
- არა ვერ წავალ. თან ჩემთვისაც არ უთქვამს - კოპები შეკრა ნუცა და ირაკლის გახედა.- ახლა ვერ დაგტოვებ ასე. - ქალს გახედა და შემდეგ ნაწყენი მზერა ისე გამომძიებელს დაუბრუნა.- ვერ დავტოვებ დედას.
- ჩემზე ნუ ღელავ. არაფერი მომივა. ლიზა ჩემთან რჩება.
- არც ბიცოლა დატოვებს მარტო.- ირაკლიმ დაამატა და მორიგი ლუკმა გემრიელად გაუშვა ყბაში.-როცა გინდა მაშინ ველაპარაკოთ ხოლმე.
- არა ვერ წავალ!- მკაცრად გადაწყვიტა ნუცამ - თან არც ვიცი სად მივდივარ. - ხელები გადაიჯვარედინა და მათ გახედა. ორივეს ჩაეცინათ მის ქცევაზე.ქალი მიუახლოვდა შვილს და მხრებზე შეეხო.
- მინდა,რომ წახვიდე და ცოტათი გაერთო და სად წახვალ ეგ უკვე სიურპრიზი იქნება. ახლა კი დროზე ჭამე- თავზე აკოცა თავის ჯიუტ გოგონას.
- როდის იყო ასეთ დროს ვჭამდი,მხოლოდ ყავას დავლევ.- წაიდუდუღდღუნა.ყავას დაწვდა. ტუჩი და ენა ერთდროულად დაიწვა- ააჰ ცხელია - ჭიქა სასწრაფოდ დადგა მაგიდაზე. ფეხზე წამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ დედის დატოვება არ უნდოდა თან წასვლაც მოუნდა ირაკლისთან ერთად. და მართლაც დედა მარტო აღარ იყო. ლიზას იმედი ახლა ყველაზე მეტად გაუჩნდა. - წავალ გავემზადები თან მანამდე ყავაც შეგრილდება.გაჩეჩილი გაემართა თავის ოთახისკენ უკან კი ორი მომღიმარი სახე მიჰყვებოდა.
ნუცას ოთახში შესვლის შემდეგ ირაკლის მიუბრუნდა მაია.ხელზე ხელი დაადო და თბილად გახედა.
- მადლობა, რომ დამთანხმდი ნუცას წაყვანაზე.
- ცოტა არ იყოს გამიკვირდა. მეც მინდოდა ნუცა სადმე წამეყვანა მაგრამ თქვენგან ეს შემოთავაზება ძალიან გამიკვირდა. და არც მიზეზს მეუბნებით- გამომძიებელის ინსტიქტი ჩართო უცებ.მიხვდა რაღაც ხდებოდა ისევ. ბოლოს როცა რაღაცის დამალა მოსთხოვა პოლიციას ჩაბარდა და ნუცა საშინელ დღეში იყო. აინტერესებდა ამჯერად რა ხდებოდა.
- არანაირი მიზეზი არ არსებობს - გაუღიმა ქალმა-უბრალოდ ძალიან დავტანჯე ჩემი გოგონა.მინდა ცოტა გაერთოს და იგრძნოს,რომ ჯერ ისევ პატარა და ახალგაზრდაა. მინდა ყველაფერი ცუდი რამდენიმე დღით დაავიწყო და კარგი მოგონებები შეუქმნა. მასთან ძალიან ცოტაა ასეთი მოგონებები.- თვალზე ცრემლები მოადგა ქალს.
- ამაზე ნუ ფიქრობთ. ამის შემდეგ თქვენზე მე ვიზრუნებ და ყველაფერი კარგად იქნება. თან მე ხომ უკვე თქვენი შვილი ვარ -თავის ხელზე დადებულ მაიას ხელს შეეხო,თბილად მოეფერა და შემდეგ ოდნავ დამჭკნარ ხელს აკოცა.
- კი ჩემი ბიჭი ხარ-თვალებში მომდგარი ცრემლებით და სახეზე ღიმილით უთხრა გამომძიებელს. შემდეგ თვალით ანიშნა საჭმელზე ისევ ეჭამა.ირაკლის ქალის დაჟინებაზე გაეცინა და კვლავ მიუბრუნდა ჭამას.
*****
ნუცა წინა სავარძელში ჩაფიქრებული იჯდა.თავი ფანჯრისთვის მიედო.მზერა მოხტუნავე ხეებისკენ ქონდა მიპრობილი.ხელით კი ქვედა ტუჩს აწვალებდა.
- თუ ჩემთან ერთად ყოფნა არ გინდა ჯობია მივბრუნდეთ-ირაკლის ხმამ ფიქრებიდან გამოარკვია.ტუჩს თავი დაანება და მძღოლისკენ მიბრუნდა.
- მაპატიე. ჩავფიქრდი. შენთან ერთად ყოფნა,რომ არ მდომოდა არც წამოვიდოდი- ხელით ბიჭის სახეს შეეხო და მეჩხერ წვერზე მოეფერა.
- რა გჭირს? მთელი გზა ხმას არ იღებ-ხმაში სიბრაზე, რომელიც წინათ იგრძნობოდა უკვე სითბოს შეეცვალა. გოგონას ხელს, რომელიც ჯერ ისევ მის ლოყაზე დაძრწოდა ხელით ჩაეჭიდა და აკოცა.
- უბრალოდ იმ კაცზე ვფიქრობდი.ბიძაჩემზე.უფრო სწორედ იმ კაცზე ვინც თავის თავს დედას ძმას უწოდებს. - წამით ისევ ჩაფიქრდა.ისევე როგორც ირაკლი.-რატომ უნდა მოეტყუებინა? ან დედა რატომ უარყოფს მის არსებობას? ჩემი თავი პასუხ გაუცემელი კითხვებითაა სავსე და შეიძლება ავფეთქდე- თავზე ორივე ხელი მოიჭირა და თმები მოიჩეჩა. ირაკლის მის ამ ქცევაზე სიცილი აუტყდა.- დამცინი? - სერიოზული სახე დაიჭირა ნუცამ და თვალებ მოჭუტულმა გახედა.
- ძაან საყვარელი ხარ პატარავ როცა ბრაზობ - მისკენ სწრაფად მიოწიაა და გაბუსხულ ტუჩებზე აკოცა.-მოდი ეს რამდენიმე დღე ყველასგან და ყველაფერისგან შორს გავატაროთ.ხოლო როცა დავბრუნდები გპირდები მე გამოვიკვლევ მაგ შენი ბიძის ამბავს- თვალი ჩაუკრა ნუცას და კვლავ წინ გაიხედა.
- კარგი - ჩაიცინა გოგომაც. - არ მეტყვი სად მივდივართ?
- ნწ - თავი გააქნიაა ბიჭმა.- რომ მივალთ ნახავ. ქალაქიდან არც ისე შორს ვართ. მე ხომ ძალიან მომთხოვნი ვარ ჩემს სფეროში და რატომღაც ვფიქრობ ამ ორ დღეს არ შემარგებენ. ასე რომ შორს ვერ წავალთ,მაგრამ სადაც მივდივართ ზუსტად ის ადგილიაა სადაც შენი წაყვანა პირველივე შესაძლებლობაზე მინდოდა.- ღრმად ამოისუნთქა.ნუცაც მეტად აღარ ჩაეძია.
*****
ქალაქიდან არც ისე შორს.თუმცა მოშორებით ყოველგვარი ზედმეტი ხმაურისგან შორს იყო. ორსართულიანი ხის სახლი,რომელსაც ირგვლივ ტყე ეკრა. იქვე ახლოს სახლთან კი პატარა ხელოვნური ტბაც იყო და პატარა ნავიც ტბაზე სასეირნოდ.
გოგონა მეორე სართულის აივანზე იდგა და სიცივისგან მოფუზულიყო. თუმცა ბედნიერი გაჰყურებდა არე-მარეს. უკნიდან მუცელზე ხელების შემოხვევა იგრძნო. სიცივე სითბომ შეცვალა და ერთიანად დაუარა მთელს სხეულში. გამომძიებელმა ნიკაპი მის მხარზე ჩამოდო და მასავით წინ დაიწყო ხედით ტკბობა.
- მოგეწონა?-ჩურჩულით იკითხა ბიჭმა.
- აჰამ- თავის დაქნევით უპასუხა. - ძალიან ლამაზია. ხის ლამაზი სახლი ირგვლივ ულამაზესი ბუნება და - ნუცა მისკენ შებრუნდა ორივე ხელი სახეზე შეახო - მე და შენ.- ბიჭის წვერით დაფარულ წედა ტუჩს ნაზად შეეხო. ორივეს სხეულში უცნაურმა გრძნობამ დაუარათ და ერთმანეთი სასტიკად მოანდომათ, თუმცა ორივემ სძლია საკუთარ სურვილს და მხოლოდ კოცნით შემოიფარგლნენ.ნუცა ისევ წინანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. ზურგით ეხუტებოდა ირაკლის.ის კი მთელი ძალით იკრავდა სხეულზე.
- მართლა ძალიან კარგი ადგილია. ყველაფერი მამაჩემის გაკეთებულია. მხოლოდ დროთა განმავლობაში ცოტა შევაკეთე. სამსახურიდან თავს დაიხსნიდა თუ არა მაშინვე აქ მოვყავდით მე და დედა. სიწყნარეში. ისინი ბედნიერი იყვნენ ერთად ყოფნით.მე კი იმით,რომ ტარზანივით თავისუფალი ვიყავი ამ ტყე-ღრეში. - ორივეს სიცილი აუტყდათ. - აი იმ ქვას ხედავ?-თითი დიდ ხესთან მყოფ ქვაზე მიუთითა,რომელიც სიმაღლეში ორმეტრამდე იყო.გვერდებზე კი გამოშვერილობები ქონდა.
- აჰამ- ისევ თავი დაუქნიაა თანხმობის ნიშნად.
- საშიშად გამოიყურება ჰომ? მე ახლა მაშინებს და მაშინ რატომ არ მეშინოდა არ ვიცი- სიცილით ჩაილაპარაკა გამომძიებელმა. - მაგ ქვაზე ასვლისას ფეხი დამიცდა და ხელი მოვიტეხე.
- ჩემი ცელქი ბიჭი - უკან მიუბრუნებლად მიეფერა სახეზე ნუცა. მხოლოდ სახე მიაბრუნა და ლოყაზე აკოცა.
- აი იქეთ კიდევ პატარა შტაბივით მქონდა მოწყობილი და ყველა გადამფრენ ჩიტებს ვუთვალიერებდი.ქარის შრიალსაც კი საფრთხედ ვთვლიდიდა შეტეისთვა ვემზადებოდი ხოლმე. საკუთარი აღჭურვილობა მქონდა.აი იქ ტბაზე კი მე და მამა ვთევზაობდით. საღამოს კი ჩვენს ნანადირევს დედა ვახშმად გვიდებდა- ბავშვობის სისულელებზე თავად ეცინებოდა.სიცილში ნუცაც აყვა,როცა მისი მოყოლილი ფილმის კადრივით გააცოცხლა გონებაში.
- კარგი მშობლები გყოლოა -სიხარული და სევდა ერთიანად მოაწვა სხეულში. ლაპარაკი მალევე გააგრძელა- პატარაობიდანვე გამომძიებლობაზე ოცნებობდი? -მიუბრუნდა და საყვარელი კაცის თვალებს მიაშტერდა. მათში ერთდროულად გაკრთაა სევდაც და ბედნიერებაც.
- ჩემი ოცნება იყო მამაჩემივით კარგი სამართლიანი ადამიანი ვყოფილიყავი.მასავით დამეჭირა ბოროტმოქმედები და დაზარალებულები დამეცვა.- მძიმედ ჩაყლაპა ნერწყვი. უჭირდა მის ცხოვრებაზე საუბარი. მითუმეტეს თუ ეს მის მშობლებს შეეხებოდა.- დედა... დედა კი ყველაზე თბილი და მზრუნველი იყო. ორივე ბედნიერი ადამიანები იყვნენ ერთმანეთი, რომ ყავდათ.თუმცა მამაჩემის სამართლიანობა მათი ბედნიერების დანგრევის მიზეზი გახდა. უფრო სწორედ ჩემი ბედნიერება შეიწირა. ისინი კი სიკვდილმაც ვერ დააშორა. სიკვდილმა მხოლოდ მე დამაშორა მათ.-ლაპარაკისას თან იღიმოდა.თვალებში კი აუარებელი ტკივილი იგრძნობოდა და ცრემლებით ევსებოდა. მის შემხედვარეს კი ნუცასაც აევსო თვალები ცრემლებით.ვეღარ გაუძლო და გამომძიებლის კისერს ჩაეჭიდა და ძლიერად მიეხუტა. კეფაზე კი ხელს ნაზად უსმევდა. ირაკლიმ ძლიერად შემოხვია სუსტ წელზე ხელები. სახე მის ყელში შემალა და გაიტრუნა. ძველი მოგონებები არასდროს ტოვებდა,მაგრამ დღეს განსაკუთრებულად მოაწვაა და საყვარელ ქალს თავისი სუსტი მხარე დაანახა. მათი სიკვდილი ძლიერ იარად დარჩა,რომელიც ყოველთვის ახსენებს თავს.
*****
ნუცას სახლიდან და ქალაქიდან ცოტახნით გაშვებამ ცოტა დაამშვიდა ქალი. ლიზას სკოლაში წასვლის შემდეგ სამზარეულოში შევიდა და მაგიდასთან დაჯდა. ხელები ზედ დააწყო და ერთმანეთში ძლიერად გადახლართა. მზერით კი ფარდის მიღმა გარეთ იხედებოდა და ათასგავ ფიქრებში წავიდა. კარზე ზარის ხმამ შეაშინა და ფიქრებიდან გამოიყვანა.გულმა ბაგაბუგი აუტეხა. ნელა წამოდგა სკამიდან და კარებისკენ წავიდა. უცაბედმა კაკუნმა მასში აფორიაქება გამოიწვია.კარები ფრთხილად გამოხსნა. სუნთქვა თითქოს გაუჩერდა და ადგილს მიეყინა.
- მეგონა ჩემს საკუთარ დას ჩემი დანახვა გაახარებდა?-კაცმა ოდნავ ჭაღარა შეპარული თმა,რომელიც შუბლზე ჩამოყროდა უკან გადაიწია.
- რატომ დაბრუნდი?- ძლივს ამოთქვა მაიამ ორიოდე სიტყვა.
- ძვრიფასო დაო ხომ არ ჯობს სახლში ვილაპარაკოთ?- კაცის მზერაში სითბო და სიყვარული იკითხებოდა.რასაც ქალის მზერაში ვერ ამოიკითხავდით.იქ უფრო მძიმე აურა ტრიალებდა. დაპროგრამებულივით გაიწია ქალი და კაცს სახლში შემავალი გზა დაუთმო.თვითონაც ვერ მიხვდა რატომ გააკეთაა ეს. საშკაც შევიდა. ინტუიციით მიაგნო სამზარეულოს და უკვე გამოწეულ სკამზე დაჯდა. მაიაც უკან მიყვა სტუმარს, რომელიც საკუთარ სახლში გრძნობდა თავს. სამზარეულოს მიეყრდნო და ხელებს ფშვნეტა დაუწყო.
- დ...დალევ რამეს?- ტუჩის ცახცახით იკითხა.
- მხოლოდ წყალს.- მასპინძელმა სწრაფად დაასხა ჭიქაში წყალი და წინ დაუდგა. უნდოდა დროზე დაელია ეთქვა სათქმელი და წასულიყო.- მშვენიერი გოგონა დადგა ნუცა- წყლის მოსმის შემდეგ მშვიდად დაიწყო ლაპარაკი. მაიას ფეხები მოეკვეთა. რომ არა კაცი ძირს დაეცემოდა. სკამი გამოუწია და დასვა.მოპირდაპირედ კიდევ თვითონ დაუჯდა.
- რა გინდა ნუცასთან? - კბილებიდან გამოცრა ქალმა და თითები ერთმანეთში ძლიერ ახლართა. - რატომ ახლაა? რატომ გამოჩნდი? -ქალის ხმაში საყვედურის უმაღლესი ტონი იგრძნობოდა. - აქამდე არც მე და არც ჩემი შვილი არ გაგხსენებივართ.ახლა ბედავ მოხვიდე და მასზე დამელაპარაკო?
- არც ერთი წუთით არ დამვიწყებიხართ. როგორ შეიძლება შვილი დაივიწყო?
- როგორც მაშინ დაივიწყე და შენ რუს ცოლს გაეკიდე რომელსაც ბავშვი ფეხებზე ეკიდა და სანაგვეზე აგდებდა. აი როგორც მაშინ არ გახსოვდა ახლაც ისე დაგვიწყებოდა.შენ საერთოდ იციი რა გადავიტანეთ? დედამ და მამამ არც ერთმა არ მიიღეს ნუცა. რუსი კახპის შვილი არ გვინდაო ასე იძახდნენ. იცი,რომ ვისაც შენ შვილს უწოდებ სიცივეში და ყინვალი მთელი ღამე გარეთ დატოვეს? თვეების ბავშვი. რომელიც ვერც კი ხვდებოდა რა დააშავა ისეთი,რომ გაჩენის დღიდან არავის უყვარდა. იცი იმ ღამით როცა გავიპარე და სახლში შემოვიყვანე რამდენი მირტყეს? ნუცას, რომ არ მოხვედროდა მთელი სხეულით ვფარავდი. ვთქვი რო ჩემი შვილი იქნებოდა და ხელი არაფრით არ გავუშვი. იცი,რომ იმ კაცისგან, რომელსაც ჩემი ქმარი ერქვა რამდენ შეურაცხყოფას ვიტანდი იმიტომ რო ძმისშვილს საკუთარ შვილად ვზრდიდი და მას მამას ეძახდა? არაფერიც არ იცი! არც არაფერი გინახავს და არც არაფერი გიგრძვნია!-ქალს ცრემლები ყელში ახრჩობდა თუმცა ლაპარაკს მაინც განაგრძობდა. კაცი კი მუშტებს ერთმანეთს უჭერდა და თვალებში ცრემლები უდგებოდა.- შვილის დატოვებით იპოვე ბედნიერება შენს ცოლთან? სიღარიბეს ვერ გაუძლო ბავშვი დააგდო და ისევ რუსეთში გაიქცა. შენ კი ფინია ძაღლივით გაეკიდე. ახლა კი ბედავ მოხვიდე და ამდენი რამის შემდეგ მას შვილი უწოდო. იცოდე გაფრთხილებ თუ გაბედავ და სიტყვას მაინც ეტყვი მოგკლავ! ეს პირველი არ იქნება ჩემს სინდისზე. ჰო ალბათ არ იცი რომ ქმარი ჩემი შვილის დასაცავათ მოვკალი. - ცინიკურად ჩაიცინა ქალმა. - სცადე და გაბედე ნუცას რამე უთხრა ან აგრძნობინო.- პირველად ხედავდა ასეთს თავის დას. მშვიდი, მშიშარაა და ყოველთვის დამჯერი გოგო როგორ შეცვლილა. ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ ეგონა რო მას ასე მოექცეოდა. თუ მშობლები მაიას ცუდად ექცეოდნენ. ალექსანდრე ყოველთვის მისი დამცავი ფარი იყო. ბავშვობის მერე ბევრი რამ შეიცვალა თურმე. ვერც იმას იფიქრებდა,რომ შვილს გარეთ გაუგდებდნენ. არც ასეთი ცივები ეგონა მშობლები. მაიას ნათქვამის შემდეგ ქონდა კი რამის უფლება?! უცებ მისი სიტყვები ქმრის მკვლელობაზე ახსენდება და ხარშავს.
- მაია...თამაზი შენ მოკალი?- ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ისე კაცმა დაარღვია სიჩუმე.- ის ძაღლისშვილი ჩემგან ყოველთვიურად თანხას იღებდა ნუცასთვის. რომ მას არაფერი მოკლებოდა.მეგონა რომ....- სიტყვებს ვეღარ უყრიდა თავს. - მაია მე...მაშინ ძალიან პატარა და უჭკუო ვიყავი. ყველაფერს ვნანობ. ვნანობ,რომ შვილს ასე მოვექეცი და დავტოვე. მე კი იქ მშვიდად და ბედნიერად ვცხოვრობდი. როცა ჩასვლისას ფეხი მოვიკიდე არც ჩემი გოგო დამვიწყებია. თამაზი მაჯერებდა,რომ რასაც ვუგზავნიდი ყველაფერს ნუცას ახმარდა.- მაიას სიცილიმა კაცს სიტყვა გაუშრო.
- ის ფული რომელიც გამოაგზავნე შენმა სიძემ შეჭამა და იქედან კაპიკი არ აუღია ნუცას. ბავშვი 15 წლიდან მუშაობს როგორც კი შესაძლებლობა მიეცა,რომ საკუთარი ნივთები თვითონ ეყიდა. შენ კი ახლა მეუბნები, რომ თურმე თამაზი აძლევდა შენს გამოგზავნი ფულს.- ისევ ჩაიხითხითა ქალმა. უფრო გიჟის სიცილს წააგავდა. უცებ დასერიოზულდა ქალი.- იმ ფულიდან ერთი კამფეტიც კი არ მოუტანია ნუცასთვის. - უცებ ფეხზე წამოხტა და კაცს მკლავებში ჩაეჭიდა.- ახლა კი ადექი და გაეთრიე ჩემი სახლიდან. - კაციც წამოდგა და კარისკენ ნაბიძგებ გზას გაყვა. მაიამ კარები გამოაღო და გარეთ ხელის კვრით გაგდო. - წაეთრიე იმ შენ საყვარელ ცოლთან ნასწიაა თუ ნატაშაა რაც ქვია და ისევ ბედნიერად გააგრძელეთ ცხოვრება. შენ შვილი იმ ღამით ყინვაში მოგიკვდა- კარები მთელი ძალით მიაჯახუნა. ვერც კი მიხვდა ამხელა გამბედაობა და ძალა საიდან მიიღო, რომ თავის საყვარელ ძმას დაუპირისპირდა. ერთ დროს მართლაც სახლში ყველაზე მეტად უყვარდა ის კი არადა ერთადერთიც იყო ვინც მასთან სახლში სიყვარულს იმსახურებდა. ახლა კი გული საშინელი ბრაზით ქონდა სავსე. აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო.რომლის ძგერაც ყელში ახრჩობდა. იქვე ჩაიკეცა და მოწოლილი ემოციებისგან ბოლო ხმაზე ამოიღივლა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ასე მალე არ ველოდი შენს გამოჩენას, გამახარე ძალიან. აქ კიდევ რეები ხდებაა და მოხდება _უკვე ვგრძნობ. არ დამეკარგო

 


№2  offline წევრი annalisa

გააგრძელე რაა ნუ დამტანჯე :'(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent