შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ ბრენდა! თავი 6 (დასასრული)


8-10-2017, 15:59
ავტორი ლიდია
ნანახია 350

მიყვარხარ ბრენდა! თავი 6 (დასასრული)

/3 თვის შემდეგ/
3 თვე ძალიან გაიწელა..
კიდევ 3 თვე და ჯულიენი ციხიდან გამოვიდოდა...
ორი კვირის წინ ერთი ბიჭი, სახელად კარლი გავიცანი. ის ძალიან მხიარული ადამიანია. ყოველ დღე, სკოლის მერე სახლამდე მაცილებს.
არ გეგონოთ, რომ ის ჩემი შეყვარებულია, ან ჯულიენი ჩაანაცვლა, ან რაიმე მსგავსი! მე მის მიმართ არაფერს ვგრძნობ. მხოლოდ მეგობრები ვართ. ჯულიენია ჩემი ერთადერთი სიყვარული და იმედი მაქვს, სულ ასე იქნება.. უბრალოდ კარლს მოვწონვარ, ამას ვგრძობ და ვაფრთხილებ რომ სხვა მიყვარს.
ჩემი ყოველი დღე ასეთია: ვიღვიძებ, ვემზადები სკოლისთვის, მივდივარ სკოლაში, კარლი დამყვება და მეც ველაპარაკები, ვესწრები გაკვეთილებს, ვუსმენ მასწავლებლებს, მივდივარ სახლში (კარლიც მომყვება), ვმეცადინეობ და ვიძინებ. რეიჩელსაც ველაპარაკები, მე და ის ჯულიენის წვეულების შემდეგ დავვახლოვდით. ბაბუა სემსაც ვსტუმრობ ხოლმე. სახლში ყალბი ღიმილით დავდივარ, რათა დედამ არ ინერვიულოს.
იმდენი საქმე დამიგროვდა სკოლაში, რომ ფიზიკურად ვერ ვასწრებ ჯულიენის ყოველდღე მონახულებას.
ახლა სკოლიდან სახლში მივდივარ, გვერდზე კარლი მიდგას. ის მაღალია, ჯულიენზე მაღალი, მოწითალო თმები აქვს, ჩემსავით და დაკუნთული ტანი. შეიძლება ითქვას რომ ჯულიენზე სიმპატიურია, მაგრამ ჩემთვის არა.
-დღეს წავიდეთ სადმე? - მკითხა კარლმა, როდესაც უკვე ჩემს სახლს მივუახლოვდით.
-სად?
-რესტორანში?
-კარლ, ხო იცი რომ შეყვარებული მყავს? რომელსაც 3 თვეში გაგაცნობ?
-კი ვიცი, უბრალოდ შემოგთავაზე.
-არაა, მეცადინეობა მირჩევნია. არ გეწყინოს.
-არა, მივეჩვიე შენს უარს.
-ბიოლოგიის პროექტში ერთად ვართ ხო?
-ხო
-კარგია. პროექტი რაზე გვაქვს?
-ცოცხალი ორგანიზმის ძირითად ნიშან-თვისებებზე, ძალიან გთხოვ ყველაფერი ერთად გავაკეთოთ, ხო იცი ბიოლოგიის გარტყმაში არ ვარ.
-კი,კი. ორგანიზმის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია: სუნთქვა,კვება,ზრდა-განვითარება, გადაადგილება,გაღიზიანებადობა, გამრავლება და აგზნებადობა. თითოეულ მათგანს ინტერნეტში მოიძიებ და ინფორმაციას მომაწვდი, დანარჩენს მე გავაკეთებ.
-კარგი.
-მოდი, სახლში შევიდეთ. ყავა დავლიოთ.
კარლი და მე, ჩემს სახლში შევედით. ყავა მოვამზადე და იქვე, მაგიდასთან დავჯექით.
-შეგიძლია ჯულიენზე მესაუბრო?
-რისი გაგება გსურს?
-ყველაფრის, თავიდან-ბოლომდე.
-სკოლაში ამ წლის პირველ დღეს გავიცანი. თავიდანვე დამიახლოვდა, ხანდახან მაშინებდა, არ მინდოდა მასთან ახლოს ყოფნა. შემდეგ დავთვერი და სახლში შევიპატიჟე, მაგ დღეს მივხვდი, რომ მის მიმართ რაღაც გრძნობები მქონდა. შემდეგ გაქრა, 6 დღე ვერსად ვნახე. როდესაც დაბრუნდა ვეჩხუბე, მან კი ყველაფერი ამიხსნა. ეს ამბავი იცი, მამამისზე. ერთმანეთი შეგვიყვარდა და ახლა ველოდები, ციხიდან რომ გამოვა სულ ერთად ვიქნებით.
-მიყვარს სიყვარულის ისტორიების მოსმენა. ყოველთვის ვკითხულობ მოთხრობებს, ისტორიებს, ფანფიკებს სიყვარულზე. კარგი ისტორიაა. იმედია გაგიმართლდება იმედები.
-ჰო, მადლობა.
-როგორ გამოიყურება ჯულიენი?
-შენზე ოდნავ დაბალია, შავი თმა და შავი კუპრივით თვალები აქვს. როდესაც იღიმის.. ის... ის ისეთი საოცარია, ყველას დაატყვევებს. გამიმართლა ეს ღიმილი მე რომ მეკუთვნის.
-ძალიან ყოფილხარ შეყვარებული..
-თან როგორ! ღამე ვერ ვიძინებ... სულ ჯულიენზე ვფიქრობ. მინდა სულ მასთან ვიყო. - ვერც კი მივხვდი, რომ ცრემლები მომდიოდა.
-კაი გოგო რა გატირებს. ციხეშია, ხო არ მომკვადრა! რაღა დარჩა, 3 თვეში ნახავ. ნუ მოიწყინე რა!
-უბრალოდ სულ ასე მემართება, როდესაც მასზე ვფიქრობ. - ხელი უნებურად შრამზე გადავისვი. ჭრილობები შემიხორცდა, მაგრამ ახლა 4 გრძელი შრამი მაქვს.
-ეგ ის შრამია ხო? ჯულიენის მამამ რომ..
-ხო, - არ დავამთავრებინე.
-კარგი, ახლა ჩემი წასვლის დროა ბრენდა. ინფორმაციას მოვიძიებ და გამოგიგზავნი.
-გაგაცილებ, ბაბუა სემს უნდა შევუარო.
-კარგი.
გარეთ გავედით. ჩემი სახლის ზღურბლზე ვიდექით. უცბად კარლი ჩემსკენ გამოიწია და ტუჩებში მაკოცა. სწორედ იმ დროს როდესაც მის მოშორებას ვაპირებდი, ჩემი სახლისკენ მომავალი ჯულიენი დავინახე, თაიგულით ხელში...
მოიცა, რა?!
მე მართლა დავინახე ჯულიენი, რომელსაც ღიმილი სახეზე შეაშრა.
მან დიანახა როგორ მკოცნიდა კარლი და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა, თაიგული იქვე დააგდო და გაიქცა.
გაოგნებულმა კარლი მოვიშორე და ჯულიენისკენ გავიქეცი, თან ვყვიროდი:
-ჯულიეენ! ჯულიიიიეენ!
გაჩერდა და ცრემლიანი თვალებით შემობრუნდა.
-ღმერთო, როგორ მომენატრე! - ვთქვი და მისკენ წავედი, მაგრამ მან უკან დაიხია. ადგილს მივეყინე.
-არ მომეკარო ბრენდა. როგორც ჩანს, ახალი ვიღაც გყავს და ახლა მისი ბრენდა ხარ.
-არა ჯულიენ არა! აგიხსნი...
-არაფერია ასახსნელი! მე ვერასოდეს მოგცემ იმას, რაც ეგ ბიჭი.. მე არ ვარ მდიდარი, მე არ ვარ მასზე სიმპატიური...
-ჯულიენ! ღვთის გულისათვის მათქმევინე! ის მხოლოდ მეგობარია, არაფერს ვგრძნობ გესმის? თვითონ მაკოცა და უნდა მომეშორებინა, ამ დროს დაგინახე... ყველაფერს გეფიცები, შენ მიყვარხარ. ეს სამი თვე სულ ვტირივარ და არასროს მძინავს, სულ შენზე ვფიქრობ ჯულიენ.. სულ ჩვენს შეხვედრაზე ვფიქრობდი...
-მართალია, რასაც ამბობს? - კითხა ჯულიენმა კარლს, რომელიც ეს-ესაა მოსულიყო.
-მართლა მე ვაკოცე... სულ შენზე ლაპარაკობს, სულ იმას იძახის როგორი დამატყვევებელი ღიმილი და შავი, პუკრივით თვალები გაქვს. ბოდიში რა ბრენდა, ვეღარ მოვითმინე. მე აქ ზედმეტი ვარ, წავალ...
კარლი წავიდა, ხოლო ჯულიენს გაეღიმა.
-ანუ, ისევ გიყვარვარ და ისევ ჩემთან იქნები? მელოდებოდი?
-კი, კი და კი! მაგრამ, აქ რა გინდა? ციხეში არ უნდა იყო? 3 თვე დაგრჩა...
-გამომიშვეს, კარგი ქცევისთვის, თან ისედაც გადაჭედილია ციხეებიო...
-ღმერთო! - სიხარულისგან ავტირდი და ჯულიენს ჩავეხუტე. მის კისერში მქონდა თავი ჩარგული და ვტიროდი, ისიც ტიროდა. ნათქვამია თუ ბიჭი შენს გამო ტირის, მართლა უყვარხარო... შემდეგ კი ვაკოცე...
ეს კოცნა საუკუნედ გაგრძელდა, არცერთს გვინდოდა ერთმანეთს მოვშორებოდით, არასდროს...
ჯულიენმა ლავიწზე, ნაიარევზე დამისვა ხელი და სახე მოეღუშა.
-ეს ჩემს გამო გაქვს...
-არა ჯულიენ! ეს იმიტომ მაქვს, რომ მიყვარხარ! ეს იმის ნიშანია, რომ სამუდამოდ მეყვარები.. - ვთქვი, მან კი ჩემს შრამს აკოცა. ჩამეღიმა, ხელი ჩავჭიდე და ორივე ჩემს სახლში შევედით. მთელი დღე კალთაში ვეჯექი და არ ვაძლევდი წასვლის უფლებას. სულ გულში ვყავდი ჩაკრული და ჩემს თმებს იყნოსავდა.
-როგორ მომნატრებია შენი მარწყვის სურნელი...
-მე კიდევ შენი ღიმილი..



ასე სრულდება ეს ისტორია... ბრენდას და ჯულიენს ერთმანეთი ჰყავთ, ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. არ ვიცი.. შეიძლება მომავალში იყოს მომენტები, როდესაც ისინი ერთმანეთს დაშორდებიან სხვა და სხვა გარემოებების გამო.. მაგრამ ის კი ვიცი, რომ მათ ერთმანეთი სამუდამოდ, სიგიჟემდე ეყვარებათ! ჯულიენი მუდამ ბრენდას გვერდზე იქნება და მას დაიცავს, მას ისევ დამატყვევებელი ღიმილი ექნება, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ხოლო ბრენდას სულ მარწყვის სურნელი ექნება, რომელიც ჯულიენს ასე ძალიან უყვარს..!

________________________________________________

დააკომენტარეთ, შემიფასეთ და ის დაწერეთ რასაც გულწრფელად ფიქრობთ <3скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent