შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივსისხლიანი - {თავი 2}


9-10-2017, 18:40
ავტორი Margaritha Loki
ნანახია 1 422

ცივსისხლიანი - {თავი 2}

თითქმის შუაღამე იდგა, პოლიციის მესამე განყოფილების შენობაში ფუსფუსი ჯერ კიდევ არ მიმწყდარიყო. გვიანობამდე შემორჩენილი თანამშრომლები აქეთ-იქით დააბიჯებდნენ და დარჩენილი საქმეების მოლევას ცდილობდნენ, რომ მეორე დღისთვის უკვე მზად ჰქონოდათ.
განყოფილების უფროსის კაბინეტში ჩამოწოლილ სიჩუმეს, მაგიდაზე დადგმული კონუსის ფორმის, ხის, ძველებური მეტრონომი არღვევდა, რომელიც ყურისწამღებად ტიკტიკებდა და პირდაპირ ანას ნერვებს უკაკუნებდა.
ნერსე თავის სავარძელში, მრისხანე მეფესავით იჯდა, გვერდით ერთგული ვეზირივით ედგა ლეო, ანა კი განსასჯელად მიყვანილ დამნაშავეს უფრო ჰგავდა.
გოგონას ქუსლიანი ფეხსაცმელი და კაბის კორსეტი ისე საშინლად აწუხებდა, მზად იყო ყველანაირი სასჯელი მიეღო, ოღონდ სახლში სწრაფად გაეშვათ და ტანსაცმელი მალე გამოეცავალა.
-რა მოგიხერხო?!-ამოილაპარაკა ბოლოს ნერსემ, იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და თითები ერთმანეთს გადააჭდო.
-ამის ხმა ნერვებს არ გიშლით?-იკითხა გოგონამ და მეტრონომის აქეთ-იქით მოთამაშე ისარს თითი მიაჭირა, მაგრამ როგორც კი აუშვა, დანადგარმა მაშინვე გააგრძელა თავისი საქმე.
-ასეთი რა დაგიშავეთ?-ფეხზე წამოდგა კაცი და ანას წინ გაჩერდა.-შენთვის სიყვარული და სითბო არ დაგვიკლია, ვცდილობდით ოჯახური და მყუდრო გარემო შეგვექმნა, მაგრამ შენ ყოველთვის ხელს გვკრავდი და ჩვენგან გაქცევას ცდილობდი. ვერც კი წარმოიდგენ, დედაშენი როგორ ღელავს შენს გამო, შენ კი საერთოდ არ გადარდებთ, არავინ გადადრდებს საკუთარი სულელური მოსაზრებების გარდა... არ მესმის ასეთი ცივსისხლიანი, როგორ გახდი?!
-ნერსე, ძალიან გთხოვ, ახლა ეს სენტიმენტალური გამოსვლები არ დაიწყო.-მიახალა უხეშად გოგონამ.-ხომ იცი, რომ ჩემზე მაინც არ მოქმედებს!
-სამი კვირაა ლექციებს აცდენ,- მის რეპლიკას ყური აავლო კაცმა,- მერე იკარგები და სადღაც სასტუმროში გპოულობენ! იქ რაღა ჯანდაბა გინდოდა?!
-პირადი საქმეები მქონდა!- უპასუხა სწრაფად მან.
-ვიცი მე შენი პირადი საქმეები!- თავი გააქნია კაცმა.- შეეშვი ამ ყველაფერს, ანა! მკვდრებს ვერ გააცოცხლებ, მაგრამ სამაგიეროდ ცოცხლებს კლავ... ჩვენ გვკლავ შენზე დარდით.
-თუ გავჩერდები, დამნაშავეები დაუსჯელები დარჩებიან.-ისევ შეეპასუხა გოგონა.
-ხომ დაგპირდი, რომ მათ მე დავსჯი?-მისკენ გადაიხარა ნერსე და გოგონას აწყლიანებული თვალებით შეხედა.
-რვა წელია ამას მპირდები, მაგრამ აქამდე ვერაფერი გააკეთე!-შეუყვირა გაცოფებული სახით ანამ.-შენ რანაირი პოლიციელი ხარ?!
-ანა!-თვალები დაუბრიალა ლეომ და მათ შორის ჩადგა.
-ბოდიში.-მაშინვე უკან დაიხია გოგონამ, რადგან მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა.
ისევ მომაკვდინებელი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მეტრონომის ხმა კვლავინდებურად შემაწუხებლად არღვევდა, მაგრამ ანა მას უკვე ყურადღებას აღარ აქცევდა. გოგონა სკამის საზურგეს მიეყრდნო, ღრმად ამოიხვნეშა და ოთახს თვალი მოავლო. უცებ ანამ მარცხნივ მდებარე, რკინის ფეხებზე შემდგარი თეთრი დაფა შეამჩნია, რომელზეც სურათები იყო გაკრული.

გოგონა ფეხზე წამოდგა, დაფას მიუახლოვდა და კარგად დააკვირდა. ნერსე კვალის ისეთივე ძებნის ხერხებს იყენებდა,როგორსაც ანა. გაკრული სურათები ერთმანეთთან მარკერის ხაზებით იყო დაკავშირებული, სურათებზე კი რამდენიმე ცნობილი მხატვრის ტილო იყო ასახული.
პირველი რაც ანას თვალში მოხვდა, ეს რემბრანდტის „ქარიშხალი გალილეის ზღვაზე“ იყო, მის გვერდით მონეს „ვატერლოოს ხიდი“, გუსტავ კლიმტის „ქალის პორტრეტი“ და კარავაჯოს „წმინდა იერონიმე“.
-ამათ აქ რა უნდათ?-იკითხა ანამ და ნერსეს გახედა.-ესენი ხომ დაკარგული ტილოებია?
-გაყალბებული! -უპასუხა კაცმა.-ოფიცილაურად დაკარგულად ითვლება, მაგრამ ვიღაც მათ კარგად გაყალბებას და მერე ორიგინალად გასაღებას ახერხებს.
-ოჰო, ალბათ მთელი დაჯგუფება მუშაობს მათზე.- გაეცინა გოგონას.
-სულაც არა,-თავი უღონოდ გააქნია ნერსემ,- დავადგინეთ, რომ ერთი ადამიანის ნახელავია.
-შეუძლებელია!-გაუკვირდა ანას.- სრულიად განსხვავებული ჟანრი, განსხვავებული ეპოქები, მხატვრები და ტექნიკაა.
-მაგრამ ერთის ნამუშევარია.-ისევ გაუმეორა კაცმა.
-როგორ მეზიზღებიან ასეთი თაღლითები.- ჩაისისნა გოგონამ.
-მამა!-ჩაერია მათ საუბარში ლეო.-ვერ ვხვდები, რომ თემის შეცვლას ცდილობს?
-როგორ მოვიქცეთ, ანა?-მიბრუნდა ნერსე ქალიშვილს.
-მოდი ასე შევთანხმდეთ, მე უნივერსიტეტში დავბრუნდები, არ გავაცდენ, არ დავიკარგები, თქვენ კი ჩემზე ნერვიულობას შეწყვეტთ და ყველანი ბედნიერად, ცალ-ცალკე ვიცხოვრებთ.-ბოლოს სიტყვებს განსაკუთრებით გასუვა ხაზი ანამ.
-ამას უკვე მეათასედ გვპირდები.
-ამჯერად შევასრულებ!- მარჯვენა ხელი ფიცის ნიშნად ასწია გოგონამ.
-კარგი, ასე იყოს.-თავი დაუქნია ნერსემ.
-სერიოზულად ?-თვალები დაქაჩა ლეომ.-დაუჯერებ და ასე თავისუფლად გაუშვებ?
-ლეო, დაგვტოვე!-მბრძანებლური ტონით უთხრა კაცმა.
-უკაცრავად?-გაუკვირდა მამაკაცს.
-ცოტა ხნით დაგვტოვე!-შეუბღვირა მამამ.
-ერთმანეთზე უარესები ხართ.-ჩაუბურტყუნა მან და გარეთ გავარდა.

ლეო საშინლად იყო გაცხარებული, მაგრამ არ უნდოდა ეს იქ მომუშავეებს შეემჩნიათ, ამიტომ ღრმად ჩაუსნთქა , ნერვები დაიწყნარა, მოწყვეტით დაეშვა იქვე მდგარ სკამზე და თავი ხელებში ჩარგო.

უცებ დერეფანში ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნის ხმა გაისმა. მამაკაცმა თავი ასწია და მისკენ მომავალი ახალგაზრდა ქალი დაინახა.მუქი წაბლისფერი, ოდნავ ხვეული თმა, წვეტიანი ნიკაპი და გრძელი წამწამებიდან მომზირალი უცნაური ფერის თვალები ჰქონდა. არც მწვანე იყო და არც ცისფერი, მომწვანო ფერს ირგვლის ოდნავ ყვითელი წრეები შემოჰყვებოდა, რაც მის თვალებს კიდევ უფრო იდუმალ ელფერს სძენდა. ქალს მაღალწელიანი ფართე შარვალი ეცვა, თეთრი პერანგი შარვლის სათავეში ჩაეტნია, ხელში კი დიდი საქაღალდე ეჭირა.
ლეომ ჯერ დაბნეულმა აათვალიერა ნაცნობი ფიგურა, შემდეგ კი გონს სწრაფად მოვიდა, ფეხზე წამოვარდა და ქალს წინ გადაუდგა, რომელიც ნერსეს კაბინეტში შესვლას აპირებდა.
-რა ხდება?-გაკვირვებული და ცოტა დაბნეული მზერით ახედა ქალმა მას.
-კატო... ახლა იქ ვერ შეხვალ.-ჩაილაპარა დახშული ხმით ლეომ და ნახევრად მინის კარებს გახედა ,რომლის მიღმაც ნერსე და ანა მშვიდად საუბრობდნენ.
-რატომ?-ისევ იკითხა ქალმა.
-ნერსე დაკავებულია.-უპასუხა ლეომ და დაბალ წვერზე ნერვიულად ჩამოისვა ხელი.
კატომ კისერი წაიგრძელა და მინის მიღმა ,ზურგით მჯდომი ანა რომ დაინიახა, ისევ იკითხა.
-ვინ არი ეს გოგონა?
-მოგვიანებით დაბრუნდი, კარგი?-მოუთმენლად ამოილაპარაკა მამაკაცმა.
კატომ ეჭვის თვალით შეხედა, მის წინ მდგარ ლეოს და მისი სიუხეშით გაღიზიანებულმა მიახალა.
-არა, ეს საბუთები ძალიან მნიშვნელოვანია და ბატონმა ნერსემ გამაფრთხილა, როცა მზად იქნებოდა მაშინვე მისთვის მიმეცა.
-კატო, გთხოვ...-ხელი გამაფრთხილებლად ასწია მამაკაცმა.
-ლეო, რა გჭირს?-ამჯერად სიცილით ჰკითხა ქალმა.-ხომ იცი, რომ იარაღი მაქვს და ერთ წამში შემიძლია ეგ ხელი ზურგს უკან გადაგიგრიხო.
-გეყოფა რა...
-გამატარე!-კბილებში გამოსცრა კატომ, ლეო გვერდზე გასწია და კაბინეტის კარი შეაღო.
ხმაურზე ანა და ნერსე ერთდროულად მიტრიალდნენ კარისკენ. ანამ, როგორც კი კატოს სახეს შეხედა მაშინვე იცნო, ერთიანად დაიძაბა, ფეხზე წამოვარდა და გაღიზიანებული ხმით იკითხა.
-ამას აქ რა უნდა?
-უკაცრავად, ერთმანეთს ვიცნობთ?-ღიმილით იკითხა ქალმა.
-მე გიცნობ.-უპასუხა უხეშად გოგონამ.
-კატო , ეს ჩემი შვილია, ანა.-მათ შორის ჩადგა ნერსე და ეცადა დაძაბულობა განემუხტა.-ანა, ეს ჩვენი განყოფილების ახალი თანამშრომელია, დეტექტივი ეკატერინა აბრამოვა.
-სასიამოვნოა.-ქალმა მეგობრულად გაუწოდა გოგონას ხელი, მანაც ინსტინქტურად მის ხელს თავისი შეაგება, მაგრამ არაფერი უპასუხებია.
-ეს ის საქაღალდეა, რომ მთხოვეთ.-მიუბრუნდა კატო ნერსეს.-ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, გაყალბებული ხელოვნების ნიმუშების გასაღების შესახებ.
-გმადლობ კატო.-უპასუხა კაცმა და საქაღალდე ჩამოართვა.
-ანა, წამოდი სახლში წაგიყვან.-როგორც იქნა ხმა ამოიღო ლეომ.
გოგონა დაჟინებული მზერით ისევ კატოს მიშტერებოდა და რომ შეძლებოდა ალბათ ხელიც არ აუკანკალდებოდა ისე მიახრჩობდა იქვე, თუმცა იმ მომენტში ცივილურად მოქმედება გადაწყვიტა, სახეზე ყალბი მეგობრული ღიმილი აიკრა და ქალს ჰკითხა.
-კატო, მანქანა გყავს?
-კი... მყავს.- ცოტა დაბნეულმა უპასუხა.
-სახლში წამიყვან?-ისევ ჰკითხა გოგონამ.
-რა... თქმა უნდა.-ენა დაება კატოს.
-ანა, მე წაგიყვან!- მაჯაში ხელი ჩაავლო ლეომ და გამაფრთხილებლად მოუჭირა.
-პრობლემა არაა, წავიყვან.-ისევ გაიღიმა კატომ.
-ნუ ღელავ ლეონარდ, მის გვერდით საფრთხე არ მემუქრება.-ირონიულად გაიღიმა ანამ.
-შენ ნამდვილად არაფერი გემუქრება.-ჩურჩულით ჩაისისინა ლეომ და კითხვებით სავსე მზერა მამამისს მიაპყრო.
ნერსემ იცოდა, ანა არც ისეთი გიჟი იყო, რომ დეტექტივისთვის რაიმე დაეშავებინა, ამიტომაც შვილს თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მანაც მაშინვე შეუშვა გოგონას ხელი.


...
ღამის სიჩუმეში მკაფიოდ ისმოდა წვიმის წვრილი წვეთების, საქარე მინაზე წკაპუნი. დაცარიელებული და ოქროსფერი შუქით განათებული ქუჩები კი სიმშვიდის შეგრძნებას ტოვებდნენ.
ანა მანქანის სავარძელზე მოკალათებულიყო, ხელები გულზე დაეკრიფა და მარჯვენა ფეხს მოუთმენლად ათამაშებდა. ერთი სული ჰქონდა საუბარი გაება კატოსთვის, თუმცა ვერ მოეფიქრებინა საიდან დაეწყო.
-იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობ, ხომ?-იკითხა უცებ ქალმა.
-ჰო, კოლეგები ვართ.-უპასუხა ანამ, მერე ქალს გადახედა და ჰკითხა.-რამდენი წლის ხარ?
-ოცდაცხრის , რატომ მეკითხები?- გაეღიმა კატოს.
-ასეთი ახალგაზრდა და უკვე დეტექტივი?- ხელოვნურ ღიმილს, ყალბი ინტერესიც დაუმატა გოგონამ.
-ამისთვის ბევრი ვიშრომე.- სიამაყით უპასუხა ქალმა.
-დიდი სიამოვნებით მოვისმენ რჩევებს, უკვე შემდგარი დეტექტივისგან.
-ეს წოდება, მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მივიღე, თუმცა დიდი სიამოვნებით გაგიზიარებ ჩემს ცოდნას.

ცოტა ხანს ორივენი გაჩუმდნენ და ისევ წვიმის წვეთების წკაპუნს მიუგდეს ყური. ანა მოუსვენრობამ შეიპყრო, ძალიან უჭირდა და თავს ძლივს იკავებდა, რომ კატოს უხეშად არ შეპასუხებოდა, ბოლოს კი ნერვები საბოლოოდ მოთოკა და სხვა თემაზე გადაერთო.
-შენ და ლეოს რა ურთიერთობა გაქვთ?-იკითხა გოგონამ.
-არანაირი!-მაშინვე უპასუხა ქალმა.-უბრალოდ... მამამისს ხშირად აკითხავს და მეც იქიდან ვიცნობ.
-მეგონა ერთმანეთი მოგწონდათ...
-მოგვწონდა?-გაკვირვებული სახით გადახედა კატომ, მერე კი გამომეტყველება მოეღუშა და ჩურჩულით ჩაილაპარაკა.- არა ... ყოველ შემთხვევაში... მას ნამდვილად არა.
-ლეოს მძიმე ხასიათი აქვს, სულ ჯუჯუღუნებს და სულ წარბშეკრული დადის, ამიტომ მისი გაგება რთულია, თუმცა მე ხუთი თითივით ვიცნობ...
-ჰო, ეგ მეც შევნიშნე.- თქვა კატომ ნაღვლიანი სახით და უნივერსიტეტის ქუჩაზე შეუხვია.
-აქ გამიჩერე.-უთხრა ანამ, როგორც კი მის სახლს მოჰკრა თვალი.- გმადლობ და გამიხარდა, რომ გაგიცანი. თუ შენთვის პრობლემას არ წარმოადგენს ცხრა წლით უმცროს გოგოსთან მეგობრობა, დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებ.
-რას ამბობ, მეგობრობამ ასაკი არ იცის...-უდარდელად გაიღიმა კატომ.- მეც დიდი სიამოვნებით გესტუმრები, ოღონდ სხვა დროს.
-ძალიან კარგი, ნახვამდის.- ხელი დაუქნია ანამ.
-ნახვამდის.-მიაძახა კატომ, მანქანა დაძრა და წავიდა.
ხელოვნური ღიმილით გაბადრული სახე, ანას მაშინვე მოეღუშა, როგორც კი კატოს მანქანა თვალს მიეფარა, ხელები ბრაზით დამუშტა და ზიზღით ჩაილაპარაკა.
-ესე იგი, აბრამოვს მოუნდა, რომ პოლიციის განყოფილებაში თავისიანი ჰყოლოდა?!... ნაბი*ვარი!


...
მზით განათებული სამების ქუჩა მყუდროდ და ლამაზად გამოიყურებოდა. ტრასის ორივე მხარეს განთავსებული ნეკერჩხლის და ნაძვების ხეივანი თითქმის მთელს ქუჩას გასდევდა, რომელთა ჩრდილშიც ვიქტორიანული სტილის სახლები იმალებოდნენ.
ანა 21 ნომერთან გაჩერდა. დიდი, ორსართულიანი, მოწითალო ფერის აგურით ნაშენი სახლი აათვალიერა და გონებაში ძველი მოგონებები ამოუტივტივდა.
გოგონამ რამდენიმე საფეხურიანი კიბე აიარა, პარმაღზე შეჩერდა და კარის სახელურს დააწვა.
წინა კარი თითქმის ყოველთვის ღიად იყო, ანა სახლში შევიდა და ცოტა ხანს შესასვლელში შეჩერდა. წითელი ხის იატაკი, კარის ღრიჭოდან შემომავალ მზის სხივებზე, თვალისმომჭრელად ელავდა და სიძველის სურნელს აფრქვევდა. კედელთან მდგარი ძველებური, გერმანული საათი კი შეუჩერებლად წიკწიკებდა და მისი ხმა მომაჯადოებლად ერწყმოდა სახლის სიმყუდროვეს.
შენობა საუკუნე ნახევრის მაინც იქნებოდა. იგი ოდითგანვე ჯანდიერების ოჯახს ეკუთვნოდა და გამომდინარე იქიდან, რომ ორმა ძმამ ააგო , სახლიც თითქოს ორ ნაწილად იყოფოდა.
ანას კარგად ახსოვდა იქ გატარებული არდადეგები, ახსოვდა ნერსეს მოხუცი მამა, რომელიც ხისგან სათამაშოებს უკეთებდა და მერე მათ სახელებს არქმევდა. როცა კაცი გარდაიცვალა სახლი მემკვიდრეობით ლეოს ერგო, მან კი სულ რაღაც ერთი წლის წინ დაიდო იქ ბინა.
პირველ სართულზე, კარიდან მარცხნივ, დიდი სასადილო ოთახი მდებარეობდა თავისი სამზარეულოთი, რომლის ფარნჯრებიც წინა ეზოში გადიოდა, მაგრამ ამ ოთახს არავინ იყენებდა და ოდითგანვე დაკეტილი იყო.

შესასვლელი კარიდან მარჯვნივ, დიდი მართკუთხა ფორმის მისაღები ოთახი მდებარეობდა, რომელიც ლეოს საცხოვრებელ ბინად გადაეკეთებინა. ანა კარს მიადგა და დააკაკუნა,მაგრამ არავინ გაუღო. გოგონამ იცოდა,რომ ლეო ამ დროს ყოველთვის სამსახურში იმყოფებოდა, თუმცა მაინც გადაამოწმა და მის ვარაუდში დარწმუნდა კიდეც.
მოულოდნელად ზედა სართულიდან მოგუდული დარტყმის ხმა გაისმა, რომელიც რამდენჯერმე განმეორდა, თითქოს ვიღაც კედელს მუშტებს ურტყამსო. გოგონამ ცოტა ხანს მიაყურადა, მერე კი ხის ძველებურ კიბეებს აუყვა და ვიწრო დერეფანში გაჩერდა, რომლის ორივე მხარესაც ცალ-ცალკე საცხოვრებელი ოთახები იყო განთავსებული.
ისინი იზოლირებულ ბინებს წარმოადგენდნენ. მარჯვნივ, ანუ პირდაპირ ლეოს ბინის თავზე მდებარე ოთახი ცარიელი და დაკეტილი იყო, მარცხნივ სასადილო ოთახის თავზე მდებარე ბინას კი უკვე ჰყავდა მკვიდრი.
ბინის კარი ოდნავ ღრიჭოდ იყო დატოვებული და ეს უცნაური ხმაურიც სწორედ იქიდან მოდიოდა.
ანა მონუსხულივით მიადგა კარს და უკვე შეღებას აპირებდა, როცა ხმაური შეწყდა და შიგნიდან ნაცნობი ხმა გაისმა.
-დიდხანს უნდა იდგე, თუ შემოხვალ?!
გოგონას თითქოს ხელი ჰკრესო, სწრაფად სწვდა კარის სახელურს, შეაღო და მის წინ დიდი , ნათელი ოთახი გადაიშალა. ისიც მართკუთხა იყო, როგორც მის ქვემოთ მდებარე სასადილო ოთახი. მარცხენა მხარეს, კედელს ოვალური ფორმის ორი სარკმელი ამშვენებდა, რომელიც წინა ეზოს გადაჰყურებდა.
კარის პირდაპირ ბუხართან გაბრიელი იდგა და ხელში წყვილ დანებს ათამაშებდა. უმკლავო, შავი მაისური ეცვა, ფეხშიშველი იყო, შავი სპორტული შარვალი კი ალაგ-ალაგ ფერადი ლაქებით ჰქონდა დასვრილი.
პატარა მაგიდა და მხოლოდ ერთი სავარძელი კედელთან ისე მიეკუჭა, თითქოს ადგილი სპეციალურად იყო გათავისუფლებული რაღაცისთვის.
ოთახი მარჯვენა მხარეს, ბარის დახლის მსგავსი მაგიდით იყო გაყოფილი, რომლის მიღმაც სამზარეულოს ატრიბუტები და გვერდით კედელზე კიდევ ერთი ვიწრო სარკმელი განეთავსებინათ, რომლიც ქუჩაზე ჩამწკრივებულ სახლებს გადაჰყურებდა. სამზარეულოს გვერდით მაღალი ხის კარი იყო,რომლის უკანაც სავარაუდოდ საძინებელი და სააბაზანო უნდა ყოფილიყო.
-პეპლები!-შესძახა უცებ გაბრიელმა და ორი, ბასრპირიანი დანა ოსტატურად გაისროლა.
იარაღებმა მთელი სისწრაფით ჩაუქროლეს ანას და გვერდით, კარსა და წიგნების კარადას შორის დატოვებულ კედელზე, გაკრულ ხის დაფას ჩეერჭვნენ. ანას ამაზე რეაქცია თითქმის არ ჰქონია, მხოლოდ ცოტა გაკვირვებული მზერით გაიხედა გვერდზე და დაფას მიაშტერდა, რომელსაც სხვა დანებიც ამშვენებდა. სავარაუდოდ სწორედ მათი ხმები ისმოდა ცოტა ხნის წინ მთელს სახლში.
-ეს, ორი აბსოლუტურად იდენტური დანაა, რომელსაც ჩინური საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთ მიმართულებაში „ვინ-ჩუნში“ პეპლებს უწოდებენ.-თქვა გაბრიელმა და შავი, ოდნავ გრძელი თმა ხელით შეისწორა.
ანამ თავი ისევ ბიჭისკენ მიაბრუნა, მაგრამ არაფერი უთქვამს, მხოლოდ მოღუშული სახით აათვალიერა იგი,მერე კი გვერდულად ჩაიცინა და ჩაილაპარაკა.
-აი,თურმე რას გულისხმობდა ლეო. უფრო ადრე, რომ გსტუმრებოდით აქ გაგიცნობდი... ზუსტად ამის გადამოწმება მინდოდა.-გოგონა ცოტა ხანს შეყოვნდა, თითქოს რაღაცაზე ფიქრობსო, მერე თავი ასწია, გაბრიელს ღამესავით შავ თვალებში შეაჩერდა და ჰკითხა.- რამდენი ხანია, რაც ეს ბინა იქირავე?
-რვა თვეზე მეტია.-უპასუხა გულგრილად ბიჭმა.
-და ლეოს უკვე დაუმეგობრდი.-დაასკვნა გოგონამ.
-მეგობრული ადამიანი ვარ.-წარბები მაღლა აზიდა გაბრიელმა.
-ლეო არ არის და მისი გულის მოგება ძალიან რთულია.-ეჭვის თვალით შეხედა ანამ,
-შენი ძმის განრიგი არ იცი?-თემა შეცვალა ბიჭმა.- ახლა საავადმყოფოშია და მუშაობს, ამიტომ ტყუილად მოხვედი.
-სიმართლე გითხრა, მასთან კი არა შენთან მოვედი!
-რატომ?
-შენ ჩემს ბინაში იყავი, ხომ ასეა?-ჰკითხა ანამ.- კედლიდან სტატია დამხვდა ჩამოხეული, ალბათ ზუსტად ამ სტატიით მიპოვე სასტუმროში. ამის უფლება არ გქონდა და თუ კიდევ ერთხელ განმეორდება...
-და კიდევ, ძალიან ბევრი რამ გავიგე შენზე.-შეაწყვეტინა გაბრიელმა.
-ნუთუ?
-დიახ!-გამარჯვებული სახით გაიღიმა ბიჭმა, მერე ბუხრის გვერდით მიყუდებულ ორ, ხის, ძალიან მაღალ ჯოხს ხელი დაავლო, ერთი ანას გაუწოდა და დაამატა.-ზუსტად დროზე მოხვედი, პარტნიორი მჭირდებოდა.
-ამის ხასიათზე არ ვარ.-შეუბღვირა გოგონამ.
-ნუ გეშინია, თუ ვერ გაუძლებ უბრალოდ მითხარი, რომ ნებდები და გავჩერდები.- სარკაზმით ჩაიცინა გაბრიელმა.
-ასე მარტივად არასოდეს ვნებდები!-წარბი შეკრა ანამ.
-დარწმუნებული ხარ?
-სრულიად!-ჩაისისნა გოგონამ, ჩანთა იატაკზე დადო, მერე ჯინსის ჟაკეტი გაიხადა ჩანთაზე დაადო, მაჯაზე გაკეთებული თმის სამაგრით თმა შეიკრა, გაბრიელს ხის ჯოხი გამოართვა და ხელში შეათამაშა.
-ძლიერი მაშინ ხარ, როცა შენზე ძლიერს დაამარცხებ.-უთხრა გაბრიელმა.
-ეგ „ვინ-ჩუნის“ პრინციპია, რომელიც სხვათა შორის , ქალმა გამოიგონა!- სიტყვა არც კი დაუმთავრებია გოგონას, ისე მოუქნია ხის ჯოხი გაბრიელს და პირდაპირ შეტევაზე გადავიდა.
ბიჭმა მოქნილად აისხლიტა იარაღი, რომელსაც თავისი შეაგება და აქოშინებული ხმით უპასუხა.
-ჩინური საბრძოლო ხელოვნების ეს განხრა, ქალის სუსტ სხეულზეა გათვლილი, მაგრამ მასში მამაკაცებიც არანაკლებ დახელოვნებულები არიან!

ამჯერად გაბრიელმა მოუქნია ჯოხი ანას. გოგონამ დარტყმის აცილება ვერ მოასწრო და ჯოხი პირდაპირ მხარში მოხვდა.
-მხოლოდ მას შემდეგ დახელოვნდნენ, რაც ქალმა ასწავლა მათ!- ტკივილი დააიგნორა ანამ.
-ვინ-ჩუნი გოგონა იყო, რომელსაც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეომარზე ათხოვებდნენ... გოგონამ კი პირობა წაუყენა, თუ კაცი მას ბრძოლაში დაამარცხებდა ... მხოლოდ ამის შემდეგ გაჰყვებოდა ცოლად.-ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოუთხრო გაბრიელმა, მერე მოქნეული ჯოხი ანას ფეხებში გამოსდო და იატაკზე წააქცია.-დანებდი, თითქმის დამარცხდი!-ჩაიქირქილა ბიჭმა.
-ვინ-ჩუნმა საქმრო დაამარცხა და იმაზე გათხოვდა ვინც მართლა უყვარდა!-მშვიდი, მაგრამ ზიზღნარევი ხმით მიახალა გოგონამ, ფეხზე წამოვარდა, ხის ჯოხი მთელი ძალით მოიქნია, პატარა მაგიდაზე დადებულ ლარნაკს გამოსდო და პირდაპირ გაბრიელს გაუქანა.
ბიჭმა ძლივს მოასწრო თავის დახრა, ლარნაკი კედელს შეეხეთქა და ნამსხვრევები იატაკზე მიმოიფანტა.
-ეს, ჩეხური ლარნაკი იყო, რომელიც ბაბუაშენის მამამ ჩეხეთიდან ჩამოიტანა... ლეო მოგკლავს!
-შენ მაგაზე არ იდარდო!-გაეცინა გოგონას და ისევ შეტევაზე გადავიდა.

რამდენიმე წუთიანი ხელჩართული ბრძოლის შემდეგ, ანამ კიდევ ერთხელ მოუქნია ბიჭს იარაღი და პირდაპირ მაჯაში ჩაარტყა. გაბრიელს ჯოხი ხელიდან გაუვარდა და იატაკზე გაგორდა. გოგონამ კმაყოფილი სახით გაიღიმა და კედელთან მიმწუყვდეულ გაბრიელს იარაღი ყელზე მიაბჯინა. უნდოდა რაღაც ეთქვა მისთვის, მაგრამ არ დასცალდა. გაბრიელი უცებ ჯოხს სწვდა, ანას მისკენ დაქაჩა, ახლოს მოსულს იარაღი აართვა და ოთახის მეორე ბოლოში მოსიროლა, შემდეგ კი გოგონას მაჯებში ხელები ჩაავლო, გაუკავა და უთხრა.
-ამჯერად ნამდვიად დამარცხდი!
-იცოდი არა?- თვალებში შეხედა გოგონამ და მის ხელებში მომწყვდეულმა თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო.- იცოდი, რომ „ვინ-ჩუნში“ ვვარჯიშობ.
-რა თქმა უნდა,-გაეცინა გაბრიელს,- მართალია მამაშენმა შენზე სრული ინფორმაცია მომაწოდა, მაგრამ გამოძიება ჩემითაც ჩავატარე და გავიგე,რომ მოხალისე ხარ და ზოგჯერ საბრძოლო ხელოვნების ამ სახეობაში ვარჯიშობ. აი,ეს კი ნერსემ ნამდვილად არ იცოდა შენზე...
-რა იცოდი, რომ აქ მოვიდოდი?-ისევ გაიბრძოლა ანამ, მაგრამ გაბრიელმა უფრო მაგრად მოუჭირა თითები მაჯებზე და გოგონას სუსტი სხეული მკერდზე მიიხუტა.
-ვიცოდი, როცა ჩამოხეულ სტატიას ნახავდი ჩემს გასაფრთხილებლად მოხვიდოდი, რადგან შენნაირი ადამიანები ყოველთვის ასე იქცევიან.
-ჩემნაირში რას გულისხმობ?
-მებრძოლს!
-საერთოდ... რაში დაგჭირდა ამ წარმოდგენის მოწყობა?
-მაინტერესებდა შენი წყობიდან გამოყვანა თუ შემეძლო.-უპასუხა ბიჭმა და ანას გამჭოლი მზერით სახეზე დააკვირდა.- გარკვეულ სიტუაციებში ზედმეტად მშვიდი ხარ და არც კი წითლდები. ექსპერიმენტი ჩამივარდა, რადგან არაფერი გამომივიდა. ცოტა არ იყოს მაშინებ... იშვიათია ადამიანი, რომელიც ემოციებს ასე აკონტროლებდეს.
ანამ გაოცებული სახით შეხედა ბიჭს და წამით ისიც გაიფიქრა, ნეტავ იცოდეს თავის შეკავება რის ფასად მიჯდებაო.
-გამიშვი!- მბრძანებლური ტონით შეუყვირა გოგონამ და გაბრიელის რკინის მკლავები, რომ მოიშორა, შვებით ამოისუნთქა.
ბიჭი ბუხრისკენ შებრუნდა და სიცილით ჩაილაპარაკა.
-სხვათა შორის, „ვინ-ჩუნი“ წეროსა და გველის ბრძოლაზე დაკვირვებით შეიქმნა.
-მაინც, რომელია ჩვენს შორის წერო და რომელი გველი?-დაუფიქრებლად იკითხა გოგონამ და იატაკზე დადებულ მის ნივთებს დასწვდა.
-მგონი, ეგ ისედაც ნათელია, ანა...კონდა.- ბოლო სიტყვა განსაკუთრებით სარკაზმით ჩაილაპარაკა გაბრიელმა.
ანას ამის გაგონებისას, ირონიული ღიმილით სავსე სახე წამში მოეღუშა ,საშინელი ბრაზი მოაწვა და ცოტა დააკლდა აფეთქებამდე, მაგრამ წლების განმავლობაში გამომუშავებული მოთმინების უნარი ისევ აამუშავა, ნერვები დაიმშვიდა, მერე კი იქვე დაკიდებული ხის დაფიდან, რომელშიც დანები იყო გარჭობილი, ერთ-ერთი ჩამოხსნა, ხელში შეატრიალა და გაბრიელის მიმართულებით გაისროლა.
დანამ შხუილით ჩაუქროლა ბიჭს და ბუხრის თავზე დაკიდებულ სურათის ჩარჩოში, რომელზეც ნატურმორტი იყო გამოსახული, ხმაურით გაერჭო.
-ააცილე!-ცოტა გაკვირვებული, მაგრამ მაინც მხიარული გამომეტყველებით მიუბრუნდა გაბრიელი ანას.
-დარწმუნებული ხარ?-ღიმილით ჰკითხა გოგონამ.
ბიჭმა ახლაღა იგრძნო სახეზე კანის წვა. ხელი ლოყაზე მოსივა და პატარა ნაკაწრიდან დადენილმა სისხლმა თითები მაშინვე შეუღება.

ამაზე გაბრიელს უკვე აღარ გასცინებია, ადგილიდან მშვიდად დაიძრა, ანას მიუახლოვდა, ძალიან ახლოს მიუტანა სახე და თვალებში ჩააკვირდა.
გოგონა უტეხი მზერით შეაჩერდა მას და უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, რომ მისი ახლოს ყოფნით გამოწვეული მღელვარება არ გაემჟღავნებინა, თუმცა ბოლოს ნერვებმა მაინც უმტყუვნა, მის დაჟინებულ მზერას ვეღარ გაუძლო, თვალი მოაშორა და მის კისერზე გამოსახულ მორიელს დააკვირდა.
ტატუ იმდენად რეალური იყო, კისრის ყოველ გამოძრავებაზე გეგონებოდათ, მორიელიც მოძრაობდა. ანას წამით საშინელმა სურვილმა სძლია, რომ გამოსახულებას ხელით შეხებოდა, მაგრამ გონს სწრაფად მოეგო, თითები მოხარა და ფრჩხილები ხელის გულებში ჩაისო, რომ ხელებს მისთვის წინ არ გაესწროთ.
-შენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა კედელში გაიაროს?- ჰკითხა მოულოდნელად გაბრიელმა.
-არ ვიცი...-მხრები აიჩეჩა ანამ და ბიჭს ისევ თვალებში შეხედა.- მაგიური ძალები?
-კარი!-უპასუხა გაბრიელმა, მარჯვენა ხელი ანასკენ წაიღო და ისე გადაიხარა, რომ მათი მხრები ერთმანეთს შეეხო.
ბიჭი კარის სახელურს დასწვდა, გამოაღო, ანა მსუბუქი ხელისკვრით გარეთ გამოისტუმრა და კარი ცხვიწრინ მიუჯახუნა.
-ხეპრე!-ჩაისისინა გოგონამ ბრაზით.
-გავიგონე!-გამოსძახა გაბრიელმა კარს უკნიდან.
ანამ ზიზღით დამანჭა სახე , კარისკენ გაიხედა და ენა გამოუყო.
-დავინახე!-გამოსძახა ისევ ბიჭმა.-კარს ჭუჭრუტანაც აქვს!

გოგონას არაფერი უთქვამს, უკმაყოფილოდ გააქნია თავი, კიბეებზე დაეშვა და გასასვლელი კარი ხმაურით გაიჯახუნა.

...
შუაღამეს გადაცილებული იყო. შემოდგომის ღამის სუსხიანი ქარი ზუზუნით ასკდებოდა სარკმლის მინებს და ღრიჭოებში შემოძრომას ცდილობდა. ხის ტოტები ქაოსურად ირხეოდნენ ჰაერში და ნახევრად ჩაბნელებული ოთახის კედლებზე, ჩრდილების წარმოდგენას ქმნიდნენ.
ანა საწერ მაგიდას უჯდა, ფარანი აენთო, მიკროსკოპის ქვეშ მოქცეულ ყელსაბამს აკვირდებოდა და თან ცერა თითზე წამოცმულ ვერცხლის ბეჭედს ათამაშენდა. შავ თასმაზე დაკიდებული ოვალური ფორმის ვერცხსლისფერი სამკაული, პატარა გალიას ჰგავდა, რომელშიც ობსიდიანის ქვა იყო მოთავსებული.
-უკვე გამშრალა.-სამკაული თითით მოსინჯა გოგონამ , მერე ვერცხლისფერი საღებავების ცარიელი კოლოფები ნაგვის ურნაში ჩაყარა, ყელსაბამი ისევ კისერზე მოირგო და მაისურში ჩამალა.
ამ დროს ტელეფონი აწკრიალდა, გოგონამ ეკრანს დახედა და ნაცნობი ნომერი დაინახა თუ არა, მაშინვე უპასუხა.
-მოგენატრე?-გაისმა ტელეფონში მაცდური ხმა.
-ძალიან.-გაეღიმა ანას.
-ჰოდა, სწრაფად პარკში შემხვდი, ჩვენს ადგილას.-ისევ გაიმეორა ხმამ.
-ახლა?-საათს გახედა ანამ, რომელიც უკვე პირველს აჩვენებდა.
-ჰო, რაღაც გავარკვიე და ეს უნდა იცოდე.
-კარგი, მოვდივარ.-გოგონამ ტელეფონი გათიშა, სპორტულ ჟაკეტში გაეხვია, ტელეფონი ჯიბეში ჩაიჩურთა და სახლიდან უჩუმრად გავიდა.

გარეთ საშინლად ციოდა, ოქტომბრის სუსხი პირდაპირ ძვლებამდე ატანდა, მაგრამ ანა ისე იყო თხლად ჩაცმას მიჩვეული, რომ ეს დიდად არ აწუხებდა.
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე პარკი, გოგონას სახლიდან ხუთი წუთის სავალზე მდებარეობდა. პარკში ადამიანის ჭაჭანებაც კი არ იყო, ან ვინ უნდა ყოფილიყო ასეთ დროს და ასეთ სიცივეში, ორი არანორმალურის გარდა.
პარკის სიღრმეში, ანამ მალევე დალანდა ლამპიონის ქვეშ მდგარი მაღალი და მხრებში ოდნავ მოხრილი ფიგურა, რომელსაც თავზე კაპიუშონი ეხურა და ნახევარ სახეს ფარნის შუქი უნათებდა.
-ანთეა!-ხელები გაშალა ბიჭმა და ფართოდ გაიცინა.
-ერიკ!-შესძახა სიცილით გოგონამ, ბიჭისკენ სწრაფი ნაბჯით წავიდა და კისერზე ჩამოეკიდა.
-ნუ მეძახი ეგრე გოგო, რამდენჯერ უნდა გითხრა?!-მოჩვენებითი ბრაზით ჩაიხითხითა ბიჭმა და გოგონა მკლავებში მოიქცია.
-აბა, ერეკლეს რომ გეძახი, ასე მგონია „თქვენო უდიდებულესობაც“ უნდა დავუმატო.-გადაიკისკისა ანამ და ბიჭს შუბლზე ჩამოყრილი ბრინჯაოსფერი თმა შეუსწორა.
-მერე დაუმატე!-სიცილში აჰყვა ერეკლე და გოგონას წელზე ხელები ძლიერად შემოაჭდო.
-მაჩვენე რა იპოვე.-თემა შეცვალა ანამ.
-ჯერ მაკოცე.-მისკენ გადაიხარა ბიჭი და მაცდურად გაუღიმა.
ანას ამაზე უარი ნამდვილად არ უთქვამს, თვითონაც გაეღიმა, თითის წვერებზე აიწია და ბიჭს ვნებიანად დაეწაფა ბაგეზე. ერეკლემ გოგონას თმებში ფრთხილად ჩაავლო ხელი, უფრო ახლოს მისწია და კიდევ უფრო ძლიერად ჩააფრინდა მის ტუჩებს.
-ახლა მაჩვენე.-უკან მალევე დაიხია ანამ.
ერეკლემ ღრმად ამოიხორა, სახე მაშინვე დაუსერიოზულდა და თვალები აუწყლიანდა კიდეც. ანა ეჭვებმა შეიპყრო, ბიჭს ინტერესით დააკვირდა და წარბშეკრულმა ჰკითხა.
-რა ხდება?
-ამის გაკეთება არ მინდა... მაგრამ სხვა გზა არ მაქვს!- ხმა გაებზარა ერეკლეს, აკანკალებული ხელი ზურგს უკან წაიღო, ქამარში ჩამაგრებული რევოლვერი ამოიღო და გოგონასკენ გაიშვირა.
-რას აკეთებ?-გაოგნდა ანა, თუმცა მის თვალებში შიშის ნატამალიც კი არ გამკრთალა.
-ყელსაბამი სად არის?-ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა ბიჭმა.
-შენც მასთან მუშაობ!-მაშინვე მიხვდა გოგონა.
-უბრალოდ მითხარი, სად არის...
-ერიკ!
-ასე ნუ მეძახი, ანა!-დაიღრიალა ბიჭმა გაავებული სახით და ეცადა აკანკალებული ხელი გაეჩერებინა.- მითხარი, სად მალავ!
-სახლში მაქვს,-უპასუხა გოგონამ,- საწერი მაგიდის უჯრაში პატარა სეიფია, კოდი 089317-ია.
-თუ არ მივუტან მომკლავს.-თავის მართლებასავით გამოუვიდა ერეკლეს.
-არ გააკეთო ეს...
-თუ არ გინდა ძვალი დაგიზიანო, ჯობია ერთ ადგილას გაჩერდე!-ისევ შეუყვირა ბიჭმა და მხარზე თითქმის მიბჯენილი იარაღის სასხლეტს, სრულიად მოულოდნელად გამოჰკრა თითი.
გასროლის შემზარავმა ხმამ მთელი პარკი მოიარა, ქარის ზუზუნს შეერია და ჰაერში უკვალოდ გაიფანტა, ქვაფენილზე უგონოდ დაცემული ანა კი სისხლის გუბეში აცურდა.


.....
როგორც იქნა მოვედი მეორე თავით ტკბილებო :დდდდ მაპატიეთ ამდენი ხნით დაგვიანება ,უბრალოდ მართლა ძალიან ჩახლართული რაღაც გამომდის და დიდ დაკვირვებას საჭიროებს ;დდდ ისიც მაპატიეთ,რომ საწყის თავებში ბევრი ცელქობები და ხორხოცები არაა, უბრალოდ თემაა ისეთი,რომ ვფიქრობ ეგ სრულად გადაჭარბებული იქნებოდა, თუმცა მომდევნო თავებში გპირდებით,რომ აუცილებლად იქნება :დდდ

ველი შეფასებებს როგორც ყოველთვის :*** ყველაზე მეტად თქვენი აზრი მაინტერესებს სიყვარულიკოებო :** :დდდскачать dle 11.3

 





№1  offline √ ადმინი ™' მწარე

ბამ ბამ როგორც ყოველთვის ჩემი სიყვარულები მოვიდნენ ^_^ როგორ მიხარია ვგიჟდები შენზეე
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 



№2 √ სტუმარი ™ მოცინარი

დაიდოოოოოოოოოოოოოოოოო! წავედი წავიკითხო!
პს. პირველი ვარ? scream

 



№3  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

მწარე
ბამ ბამ როგორც ყოველთვის ჩემი სიყვარულები მოვიდნენ ^_^ როგორ მიხარია ვგიჟდები შენზეე

აუუუუ შენ როგორ მიყვარხარ არ იცი კიდე დედუდა :***** ❤❤❤❤

მოცინარი
დაიდოოოოოოოოოოოოოოოოო! წავედი წავიკითხო!
პს. პირველი ვარ? scream

ჰიიი მიდი გელი სიყვარულოო :დდდ მეორე ხარ მარა არა უშავს :**❤❤❤

 



№4  offline √ მოდერი ™ sameone crazy girl

ვაახ როგორც იქნა დავჯექი და წავიკითხე და ისევ შოკირებული ვარ გონს თუ მოვედი მერე რა ვიცი გეტყვი რამეს smile

 



№5  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

sameone crazy girl
ვაახ როგორც იქნა დავჯექი და წავიკითხე და ისევ შოკირებული ვარ გონს თუ მოვედი მერე რა ვიცი გეტყვი რამეს smile

ვაიმეეე რა კარგად გამაცინე :დდდდდდდ შენ იღონდ გონს მოდი სიყვარულოო მაგ ცოდვას ნუ ამკიდებ :დდდდდ ❤❤❤❤

 



№6  offline √ წევრი ™ Indigo

მარგოოოო... heart_eyes heart_eyes
ძაან მაინტრიგებ და ჩემდაუნებურად მითრევ.
აი, აი საოცრად მაინტერესებს რა მოხდება.

აუ ვგიჟდები შენ ეპიკ-სთორებზე და რა გავაკეთო?
--------------------
მეშინია...

 



№7  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Indigo
მარგოოოო... heart_eyes heart_eyes
ძაან მაინტრიგებ და ჩემდაუნებურად მითრევ.
აი, აი საოცრად მაინტერესებს რა მოხდება.

აუ ვგიჟდები შენ ეპიკ-სთორებზე და რა გავაკეთო?

როგორ მიხარია სიყვარულოო ვერც კი წარმოიდგენ ❤❤❤უღრმესი მადლობა ❤❤ ეგოისტურად მიხარია რომ გითრევ :***** ❤❤❤❤❤ :დდდ

 



№8 √ სტუმარი ™ Qeti qimucadze

Rogorc iqna chemi gabrielic movidaaaaa. Madlobaaa. Saocari tavi iyoo. Velodwbi sulmoutqmelad movlenwbos ganvitarebas

 



№9  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Qeti qimucadze
Rogorc iqna chemi gabrielic movidaaaaa. Madlobaaa. Saocari tavi iyoo. Velodwbi sulmoutqmelad movlenwbos ganvitarebas

ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელოო *_*♡♡ ვეცდები მალე დავდო შემდეგი❤❤❤❤❤

 



№10  offline √ წევრი ™ ანი ანი

მმმმ რამხელა ინტრიგაა..
მომწონს მაგარია და ძალიან საონტერესო ველი ახალ თავს მომწონს ჩხუბები და ამბები რა :დ

 



№11  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

ანი ანი
მმმმ რამხელა ინტრიგაა..
მომწონს მაგარია და ძალიან საონტერესო ველი ახალ თავს მომწონს ჩხუბები და ამბები რა :დ

იიიი როგორ მიხარია :დდდ ძალიან დიდი მადლობა❤❤ინტრიგები კიდე იქნება უუუფ :დდდ ❤❤❤

 



№12  offline √ წევრი ™ deep

საოცარია
დიდი კომენტარის დაწერა ამ ტელეფონით მეზარება
მაგრამ მარგო
მგონი იცი რო შენზე ვგიჟდები

 



№13 √ სტუმარი ™ Ta.ko

Vai ramxela intrigashi gagvxvie margo :D kato tu abramovis shvilia da leos kato mowons...auu sawyali bichi :(( ar vici ana im kacs rato ver itans magram askarad ragac daashava xoda kato mamas dauchers mxars leo das da... Au me dzaam wavedi :ddd amati chxubis scena dzaa momewona seqsualuri iyo ;dd anakondao magaze avyiravdi :ddd saocreba iyo da shemc saocreba xar ❤miyvarxar dzalian❤❤

 



№14  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

deep
საოცარია
დიდი კომენტარის დაწერა ამ ტელეფონით მეზარება
მაგრამ მარგო
მგონი იცი რო შენზე ვგიჟდები

დიდი მადლობა ჩემო საყვარელოო ❤❤❤❤❤ მეც ვგიჟდები შენზე და მიხარია რომ კითხულობ :***❤❤❤❤

Ta.ko
Vai ramxela intrigashi gagvxvie margo :D kato tu abramovis shvilia da leos kato mowons...auu sawyali bichi :(( ar vici ana im kacs rato ver itans magram askarad ragac daashava xoda kato mamas dauchers mxars leo das da... Au me dzaam wavedi :ddd amati chxubis scena dzaa momewona seqsualuri iyo ;dd anakondao magaze avyiravdi :ddd saocreba iyo da shemc saocreba xar ❤miyvarxar dzalian❤❤

ვაიმეეე დედა :დდდდდდ არა მართლა ძაან წახვედი მაგრამ რა გინდა სწორად მსჯელობ :დდდდ ძალიან დიდი მადლობა სიყვარულოოო :***❤❤❤ ძალიან მიხარია რომ კითხულობ და მაფასებ ყოველ ჯერზე :****❤❤❤

 



№15  offline √ წევრი ™ Mrs grey

ჩემი გაბრიელი sunglasses sunglasses ეს როგორი ინტრიგნული ისტორია გაქვს ? scream scream ველოდები და ახლაც გამიმართლე მოლოდინი... დედოფალო მარგო არ შეწყვიტო ეს საქმიანობა.. უბრალოდ ძალიან რთულია ქმნიდე ასეთ საოცრებებს და უმკლავდებოდე ასე მაგრად... heart_eyes დარწმუნებული ვარ ბევრ შრომად გიჯდება, მაგრამ შენ არ იცი რამდენ ადამიანს უფერადებ დღეებს... მიყვარხარ მე შენ heart_eyes heart_eyes

 



№16  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Mrs grey
ჩემი გაბრიელი sunglasses sunglasses ეს როგორი ინტრიგნული ისტორია გაქვს ? scream scream ველოდები და ახლაც გამიმართლე მოლოდინი... დედოფალო მარგო არ შეწყვიტო ეს საქმიანობა.. უბრალოდ ძალიან რთულია ქმნიდე ასეთ საოცრებებს და უმკლავდებოდე ასე მაგრად... heart_eyes დარწმუნებული ვარ ბევრ შრომად გიჯდება, მაგრამ შენ არ იცი რამდენ ადამიანს უფერადებ დღეებს... მიყვარხარ მე შენ heart_eyes heart_eyes

ვაიი გულიიი *_* ასე რომ წამოვიდა რაღაცა ფეხებიდან გამაჟრიალა და ამიბრჭყვიალდა თვალები :დდდ ჩემი გული ხარ შენ და ვგიჟდები შენზე ტკბილო შოკოლადო :*****❤❤❤❤❤❤❤❤❤ უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის❤❤❤❤❤

 



№17  offline √ წევრი ™ blue witch

მარტო ჩემი ხარ ქალაუუუ

 



№18  offline √ აქტიური მკითხველი ™ Anuki96

დედა რა იყო ეს ააა?

 



№19  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

blue witch
მარტო ჩემი ხარ ქალაუუუ

მარტო შენი ჩიტო :დდდდ ❤❤

Anuki96
დედა რა იყო ეს ააა?

სნაკვი :დდდდდდდ არც მე ვიცი :დდდდ ❤❤❤❤❤❤

 



№20 √ წევრი ™ qeti.ii

ჩემო შოკოლადო,ვაფრენ შენზე,ისტორია სუპერ,შენსავით ვერა მაგრამ მაინც კარგია,რა სასწაულია.
ვგიჟდები მე შენზე

 



№21  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

qeti.ii
ჩემო შოკოლადო,ვაფრენ შენზე,ისტორია სუპერ,შენსავით ვერა მაგრამ მაინც კარგია,რა სასწაულია.
ვგიჟდები მე შენზე

ძალიან ძალიან დიდი მადლობა სიყვარულოოო ❤❤ სასწაულად გამახარე *_*❤❤❤ :დდ

 



№22  offline √ აქტიური მკითხველი ™ Anuki96

Margaritha Loki
blue witch
მარტო ჩემი ხარ ქალაუუუ

მარტო შენი ჩიტო :დდდდ ❤❤

Anuki96
დედა რა იყო ეს ააა?

სნაკვი :დდდდდდდ არც მე ვიცი :დდდდ ❤❤❤❤❤❤

არ შევარჩენ ანას რომ ესროლა ერეკლემ. მოვკლავ დავასამარებ ან გაბრიელი დაკლავს და დაასამარებს. :D

 



№23  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Anuki96
Margaritha Loki
blue witch
მარტო ჩემი ხარ ქალაუუუ

მარტო შენი ჩიტო :დდდდ ❤❤

Anuki96
დედა რა იყო ეს ააა?

სნაკვი :დდდდდდდ არც მე ვიცი :დდდდ ❤❤❤❤❤❤

არ შევარჩენ ანას რომ ესროლა ერეკლემ. მოვკლავ დავასამარებ ან გაბრიელი დაკლავს და დაასამარებს. :D

მეც მოგეხმარები :დდდდდ ნიჩაბი მომაქვს და სამარე გავთახაროთ :დდდ ❤❤❤

 



№24 √ სტუმარი ™ მოცინარი

ფუი ნაგავი ეგ ერეკლე!მიდი ჩემი გაბრიეეეეელ! დაუნგრიე ცხვირ-პირი!!!!!!!!!!!!!!!!
Margaritha Loki
Anuki96
Margaritha Loki
blue witch
მარტო ჩემი ხარ ქალაუუუ

მარტო შენი ჩიტო :დდდდ ❤❤

Anuki96
დედა რა იყო ეს ააა?

სნაკვი :დდდდდდდ არც მე ვიცი :დდდდ ❤❤❤❤❤❤

არ შევარჩენ ანას რომ ესროლა ერეკლემ. მოვკლავ დავასამარებ ან გაბრიელი დაკლავს და დაასამარებს. :D

მეც მოგეხმარები :დდდდდ ნიჩაბი მომაქვს და სამარე გავთახაროთ :დდდ ❤❤❤

მეც წამიყვანეეეეეეეეეთ!კაი თოკები მაქვს და დანიელის ადგილი დააკავებინოთ laughing
ვაიმე გაბრიელი მიყვარსსს! მთავარია ეს დანიელმა/ლუკამ/ნოემ/ანდრიამ/რობუშკამ/დასხვებმარამეზარებაჩამოთვლა kissing_heart მიყვარხარ მარგალიტოოოოოოოოოოოოოოო ! გელიიიიიიიიიიიიი მოუთმენლაააააააააააააააააააააააააად! რა გადავეკიდე ამ ასიეეეეეეეეეეეეებს!

 



№25 √ სტუმარი ™ Nam nam

Yochag . Dzalian kargia! Ise saidan amxela fantaziis unari? Situaciebis agweraze xo agarafers vambob.. shesanishnavia !! Vin-chunze ip meni gamaxsenda chemi usayvarlesi filmi da istoria. Didi imedi maqvs shenc gevaseba da shtagagona cotati :).. velodebi gagrdzelebas

 



№26 √ სტუმარი ™ Kusa13

ვუიჰჰ რა კარგი იყოო აი გაბრიელის ტიპაჟი ჩმეს საყვარელ გარეგნობას შეესაბამება ზუსტად - შავი თმა ,თვალ-წარბი :დდ და მორიელიოო,ზოდიაქო მგონია ეგ მარა რავიცი ველოდები შემდეგ თავს კი ვთქვი მერე წავიკითხავ თქო მარა ეხა ისეე მომეწონაა გავგიჟდი და ვეღარ მოვითმინე :დდდ შედარებით განსხვავებულია,აქედანვე ეტყობა და ეს მე ძალიან მომწონს საყვარელოოოო მიყვარხაარ :** <333

 



№27  offline √ წევრი ™ Mtirala

როგორც ყოველთვის დავაგვიანე... უნამუსო ვარ, ვიცი :))
მიყვარხარ...
ახლა მეჩქარება და ვერ ვახერხებ დიდი კომენტარის დაწერას მაგრამ...
ხომ იცი რომ იდეალური ხარ?
ხომ იცი რომ ეს თავიც სიგიჟემდე მომეწონა?
ყველაზე ნიჭიერი და ჩემთვის საყვარელი, ჩამიყალიბებული მწერალი ხარ...
ამავდროლუად რა ტანი, რა თვალები... მოკლედ რა გარეგონობა...
ძალიან მომწონს და მიზიდავს შენი ეპიკ-სთორები...
მომწონს ინდივიდუალურობა, ინტრიგა, დეტექტივი და რაც მთავარია კომედიური "ჩართვები"...
მოკლედ მიყვარხარ ძალიან, ძალიან...
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№28  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

მოცინარი
ფუი ნაგავი ეგ ერეკლე!მიდი ჩემი გაბრიეეეეელ! დაუნგრიე ცხვირ-პირი!!!!!!!!!!!!!!!!
Margaritha Loki
Anuki96
Margaritha Loki
blue witch
მარტო ჩემი ხარ ქალაუუუ

მარტო შენი ჩიტო :დდდდ ❤❤

Anuki96
დედა რა იყო ეს ააა?

სნაკვი :დდდდდდდ არც მე ვიცი :დდდდ ❤❤❤❤❤❤

არ შევარჩენ ანას რომ ესროლა ერეკლემ. მოვკლავ დავასამარებ ან გაბრიელი დაკლავს და დაასამარებს. :D

მეც მოგეხმარები :დდდდდ ნიჩაბი მომაქვს და სამარე გავთახაროთ :დდდ ❤❤❤

მეც წამიყვანეეეეეეეეეთ!კაი თოკები მაქვს და დანიელის ადგილი დააკავებინოთ laughing
ვაიმე გაბრიელი მიყვარსსს! მთავარია ეს დანიელმა/ლუკამ/ნოემ/ანდრიამ/რობუშკამ/დასხვებმარამეზარებაჩამოთვლა kissing_heart მიყვარხარ მარგალიტოოოოოოოოოოოოოოო ! გელიიიიიიიიიიიიი მოუთმენლაააააააააააააააააააააააააად! რა გადავეკიდე ამ ასიეეეეეეეეეეეეებს!

წამო გვქავს კიდევ ადგილი :დდდდ დიდი მადლობა სიყვარულოოო მეც მიყვარხარ ძალიან❤❤❤❤ :****

Nam nam
Yochag . Dzalian kargia! Ise saidan amxela fantaziis unari? Situaciebis agweraze xo agarafers vambob.. shesanishnavia !! Vin-chunze ip meni gamaxsenda chemi usayvarlesi filmi da istoria. Didi imedi maqvs shenc gevaseba da shtagagona cotati :).. velodebi gagrdzelebas

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ასეთი სიტყვებისთვის :**❤❤❤ სამწუხაროდ არ ვიცი ეგ არ მაქვს ნანახი უბრალოდ ამ სპორტის ხელოვნებაზე და ამ ლეგენდაზე ადრე წავიკითხე სადღაც მახსოვდა და იქიდან გამოვიყენე :დდდდ ❤❤❤❤

 



№29 √ სტუმარი ™ ნი-ნი

ვაიმე არ ვიცი რა გითხრა heart_eyes სასწაულად მომეწონა. პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და გეფიცები საერთოდ არ ველოდი ასეთი სრულყოფილი თუ იქანებოდა kissing_heart იშვიათად ვწერ ხოლმე კომენტარებს,რადგან იშვიათად მხვდება ასეთი მაგარი ისტორიები. როგორ მომწონს ეს გამოგონილი ქალაქი ქუჩები თუმდაც უნივერსიტეტი, აი საოცრებაა საიდან მოგდის ეს ფანტაზია და საიდან მოგაქვს ასეთი სახელები... რომ ვკიტხულობდი მეგონა სადღაც ბოსტონში ან ნიუ იორკში დავეხეტებოდი satisfied პერსონაჟები ხო სასწაულია...ლეო როგორ მომწონს მისი ბავშვურობით და გაბრიელი კიდე ძალიან მესექსუალურება smiling_imp ვეჭვობ რომ სიტუაცია უფრო გამძაფრდება და ჩაიხლართება სულ მალე bowtie

 



№30 √ სტუმარი ™ მოცინარი

Margaritha Loki
მოცინარი
ფუი ნაგავი ეგ ერეკლე!მიდი ჩემი გაბრიეეეეელ! დაუნგრიე ცხვირ-პირი!!!!!!!!!!!!!!!!
Margaritha Loki
Anuki96
Margaritha Loki
blue witch
მარტო ჩემი ხარ ქალაუუუ

მარტო შენი ჩიტო :დდდდ ❤❤

Anuki96
დედა რა იყო ეს ააა?

სნაკვი :დდდდდდდ არც მე ვიცი :დდდდ ❤❤❤❤❤❤

არ შევარჩენ ანას რომ ესროლა ერეკლემ. მოვკლავ დავასამარებ ან გაბრიელი დაკლავს და დაასამარებს. :D

მეც მოგეხმარები :დდდდდ ნიჩაბი მომაქვს და სამარე გავთახაროთ :დდდ ❤❤❤

მეც წამიყვანეეეეეეეეეთ!კაი თოკები მაქვს და დანიელის ადგილი დააკავებინოთ laughing
ვაიმე გაბრიელი მიყვარსსს! მთავარია ეს დანიელმა/ლუკამ/ნოემ/ანდრიამ/რობუშკამ/დასხვებმარამეზარებაჩამოთვლა არ გაიგინ !!! ძალიან მეკაცნე (ჲმედია სწორად დავწერე მექალთნეს საეინააღმდეგო) გამოვედი რა kissing_heart მიყვარხარ მარგალიტოოოოოოოოოოოოოოო ! გელიიიიიიიიიიიიი მოუთმენლაააააააააააააააააააააააააად! რა გადავეკიდე ამ ასიეეეეეეეეეეეეებს!

წამო გვქავს კიდევ ადგილი :დდდდ დიდი მადლობა სიყვარულოოო მეც მიყვარხარ ძალიან❤❤❤❤ :****

Nam nam
Yochag . Dzalian kargia! Ise saidan amxela fantaziis unari? Situaciebis agweraze xo agarafers vambob.. shesanishnavia !! Vin-chunze ip meni gamaxsenda chemi usayvarlesi filmi da istoria. Didi imedi maqvs shenc gevaseba da shtagagona cotati :).. velodebi gagrdzelebas

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ასეთი სიტყვებისთვის :**❤❤❤ სამწუხაროდ არ ვიცი ეგ არ მაქვს ნანახი უბრალოდ ამ სპორტის ხელოვნებაზე და ამ ლეგენდაზე ადრე წავიკითხე სადღაც მახსოვდა და იქიდან გამოვიყენე :დდდდ ❤❤❤❤


მოცინარი
Margaritha Loki
მოცინარი
ფუი ნაგავი ეგ ერეკლე!მიდი ჩემი გაბრიეეეეელ! დაუნგრიე ცხვირ-პირი!!!!!!!!!!!!!!!!
Margaritha Loki
Anuki96
Margaritha Loki
blue witch
მარტო ჩემი ხარ ქალაუუუ

მარტო შენი ჩიტო :დდდდ ❤❤

Anuki96
დედა რა იყო ეს ააა?

სნაკვი :დდდდდდდ არც მე ვიცი :დდდდ ❤❤❤❤❤❤

არ შევარჩენ ანას რომ ესროლა ერეკლემ. მოვკლავ დავასამარებ ან გაბრიელი დაკლავს და დაასამარებს. :D

მეც მოგეხმარები :დდდდდ ნიჩაბი მომაქვს და სამარე გავთახაროთ :დდდ ❤❤❤

მეც წამიყვანეეეეეეეეეთ!კაი თოკები მაქვს და დანიელის ადგილი დააკავებინოთ laughing
ვაიმე გაბრიელი მიყვარსსს! მთავარია ეს დანიელმა/ლუკამ/ნოემ/ანდრიამ/რობუშკამ/დასხვებმარამეზარებაჩამოთვლა არ გაიგინ !!! ძალიან მეკაცნე (ჲმედია სწორად დავწერე მექალთნეს საეინააღმდეგო) გამოვედი რა kissing_heart მიყვარხარ მარგალიტოოოოოოოოოოოოოოო ! გელიიიიიიიიიიიიი მოუთმენლაააააააააააააააააააააააააად! რა გადავეკიდე ამ ასოეეეეეეეეეეეეე(ერთი ე გამოვტოვე)ბს!

წამო გვქავს კიდევ ადგილი :დდდდ დიდი მადლობა სიყვარულოოო მეც მიყვარხარ ძალიან❤❤❤❤ :****

Nam nam
Yochag . Dzalian kargia! Ise saidan amxela fantaziis unari? Situaciebis agweraze xo agarafers vambob.. shesanishnavia !! Vin-chunze ip meni gamaxsenda chemi usayvarlesi filmi da istoria. Didi imedi maqvs shenc gevaseba da shtagagona cotati :).. velodebi gagrdzelebas

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ასეთი სიტყვებისთვის :**❤❤❤ სამწუხაროდ არ ვიცი ეგ არ მაქვს ნანახი უბრალოდ ამ სპორტის ხელოვნებაზე და ამ ლეგენდაზე ადრე წავიკითხე სადღაც მახსოვდა და იქიდან გამოვიყენე :დდდდ ❤❤❤❤

კიდევ რაღაც ჯანდაბას აკეთებს ჩემი სონი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent