შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ ბრენდა! (სრულად)


9-10-2017, 22:31
ავტორი ლიდია
ნანახია 912

მიყვარხარ ბრენდა! (სრულად)

თავი 1
-რეიჩელ! მომეცი ეს ჩემი ნამცხვარია!
-რეიჩელ, დაუბრუნე შენს დას ნამცხვარი, ჩაიცვით, სწრაფად! სკოლაში გაგვიანდებათ!
-დეედააა დღეს არ წავალ სკოლაში, - თქვა რეიჩელმა საწყალი სახით.
-5 წუთში გადიხართ!
ჩემს სახლში ყოველი დილა ასე იწყება. დღე არ გავა მე და ჩემმა ტყუპისცალმა დამ, რეიჩელმა რომ არ ვიჩხუბოთ. დედაჩვენს ეშლი ჰქვია, ის 39 წლისაა. მამამ დიდი ხნის წინ მიგვატოვა, წესივრად არც კი მახსოვს. მაგრამ როდესაც დედას მამაზე რაიმეს ვეკითხებოდი პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იყო :
„ბრენდა, დამიჯერე, მის გარეშე უფრო ადვილია!“.
ყოველთვის მაინტერესებდა რატო იყო მის გარეშე ადვილი, ახლა 16-ის ვარ, საკმაოდ დიდი იმისთვის რომ მივხვედროდი ამას. თითქმის ყოველ ღამე მესმის დედაჩემის ქვითინი, რაც გულს მიკლავს, მაგრამ არაფერს ვეკითხები. რეიჩელი სკოლაში ცუდად სწავლობს და არც საქციელით გამოირჩევა, ყოველთვის ვცდილობ გამოსწორების გზაზე დავაყენო, მე ხომ უმაღლესი შეფასება მაქვს და მასწავლებლებსაც ვუყვარვარ, მაგრამ ის არასდროს მისმენს. დედა ამაზეც ბევრს ნერვიულობს და რეიჩელსაც ბევრს ეჩხუბება, რეიჩელს კი ამდროს ყურებზე თითები აქვს მიდებული და მღერის. მოკლედ რომ ვთქვა ჩემი და გამოუსწორებელი ვირია!
ყველა მეუბნება რომ ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვარ, რაც სიმართლეა რადგან სწავლის მეტს არაფერს ვაკეთებ,აღსანიშნავია რომ კარგად ვხატავ, პალიტრაც მაქვს და სხვადასხვა საჭირო ნივთიც ხატვისთვის. ბაბუაჩემი, სემი მჩუქნის ყოველ თვე. არც მეგობრები მყავს სკოლაში და არც შეყვარებული მყოლია ოდესმე. ყველაში ვიგულისხმე დედაჩემი, რეიჩელი და ბაბუა სემი, ისრომელიც ცალკე ცხოვრობს, ჩვენს მეზობლად და ხშირად გვსტუმრობს ხოლმე. ბაბუა სემი ასე ვთქვათ ჩემი ერთადერთი მეგობარია, მას ყველაფერს ვუყვები.ყოველ შეხვედრაზე უამრავ კითხვას მაყრის:
„როგორაა საქმეები სკოლაში?“ ; „მეგობრები ისევ არ გყავს?“ ; „სიყვარულთან როგორ გაქვს საქმე?“.
ეს მხოლოდ ნაწილია ამ კითხვებისა.
ჩვენი სახლი პატარაა. დედა ექთანია და სულ მუშაობს, ჩვენთვის ძლივს იცლის. მხოლოდ მისი დამსახურებაა, ის რომ მე და რეიჩელი ცოცხლები ვართ. მე და რეიჩელს ერთ ოთახში გვძინავს, ორსართულიანი ლოგინი გვაქვს, რათქმაუნდა იმაზეც დიდი ვაი ვაგლახი გვქონდა თუ ვინ რომელ სართულზე დაწვებოდა, საბოლოოდ რეიჩელმა გაიმარჯვა და ის წევს მეორეზე. მეორე ოთახი დედას საძინებელია, გვაქვს ერთი აბაზანა, სამზარეულო და ძალიან პატარა სასტუმრო ოთახი, სადაც ერთი დივანი და ტელევიზორი დგას. სახლში კომპიუტერიც გვაქვს, ეს კომპიუტერი კარგი სწავლისთვის მაჩუქა სკოლის დირექტორმა და თვალის ჩინივით ვუფრთხილდები. ყოველთვის ისეთ ადგილას ვმალავ სადაც რეიჩელი ვერ მიაგნებს. ტელეფონი ძალიან უბრალო მაქვს, მხოლოდ იმისთვის ვიყენებ რომ დედას ზარებს ვუპასუხო, სხვა არაფრისთვის მჭირდება. რეიჩელმა თავი გაიგიჟა და დედას Iphone 5s მაინც აყიდინა. ახლა მთელი დღე მასშია ჩამძვრალი და ღმერთმა იცის რას აკეთებს.
სკოლაში ყოველთვის ავტობუსით მივდივართ. რეიჩელს ბევრი მეგობარი ყავს.
სკოლის „დედოფალი“ ტეილორია, რომელიც ძალიან ამპარტავანი, ლამაზი და ბოროტი გოგოა, ჩემი ტოლია და თავის თავზე ზედმეტი წარმოდგენა აქვს. სკოლის ყველა ბიჭი მასზე გიჟდება, მათ შორის ტობიც, რომელიც მე ძალიან მომწონს.
ტობი ძალიან სიმპათიური ბიჭია, უბრალოდ ის ცუდი ადამიანია. სხვათაშორის ის 13წლის ასაკიდან მომწონს, მაგრამ იმ აზრზს შევეგუე რომ ტობისნაირი პოპულარული ბიჭი მე არასდროს შემომხედავს. სკოლაში ყველა წიგნის ჭიას მეძახის და არც ისე კარგად მექცევიან, ამასაც მივეჩვიე, სულ არ მაინტერესებს ისინი რას ფიქრობენ!
მგონი უკვე მიხვდით რომ აუტანელი ცხოვრება მაქვს, მაგრამ იმედს არასდროს ვკარგავ. მე იმედით ვცხოვრობ. ბაბუა სემი ყოველთვის ამას მეუბნება:
„არ დაკარგო იმედი ბრენდა, ოდესღაც გამოჩნდება ისეთი ადამიანი ვისაც შენთან მეგობრობა მოუნდება და ისეთიც გამოჩნდება რომელსაც ძალიან ეყვარები“.
სიყვარულზე ბევრს ვფიქრობ. ჩემი აზრი კი ასეთია: სიყვარული კარგი რამეა, ჩემ კლასელ გოგოებს რომ ვუყურებ სიყვარულზე წარმოდგენა მეკარგება, მაგრამ მერე მახსენდება რომ ისინი უბრალოდ ჩემი კლასელები არიან. ტეილორი და მისი მეგობრები, ანჯელა, ტრინა და სოფია, შეყვარებულებს ნასკებივით იცვლიან. ერთ დღეს ერთს კოცნიან ტუჩებში, ხოლო მეორე დღეს მეორეს...
ჩემი აზრით ეს სიყვარული არაა! სიყვარული გასაოცარი რამეა, ყოველი შემთხვევისთვის დედაჩემი მეუბნება ასე:
„ბრენდა, დამიჯერე საყვარელო, როდესაც ვინმე შეგიყვარდება ამას შენც მიხვდები, სიყვარულო გასაოცარი რამეა, სიყვარული ყოველი ადამიანის ცხოვრებაში მოდის და მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.“
ნუ იმით თუ ვიმსჯელებთ რომ არასოდეს არავის ვყვარებივარ, ჯერ ნამდვილად არ ვიცი სიყვარულის არსი. მეც არასოდეს შემყვარებია ბიჭი. ტობი პირველი ბიჭია რომელიც მომეწონა. მაგრამ ის სკოლის ყველა გოგოსთან იყო და ვიცი რომ უნდა დავივიწყო. რათქმაუნდა სკოლაში არიან ჩემნაირი ბავშვები, რომლებიც კარგადაც სწავლობენ და ყურადღებასაც არავინ აქცევს, მაგრამ რატომღაც ყურადღების ცენტრში ყოველთვის მე ვარ. ყოველთვის მე ვარ წიგნის ჭია! სარკეში რომ ვიყურები მახინჯ გოგოს არ ვხედავ, იმიტომ რომ მართლა არ ვარ მახინჯი, უბრალოდ არ ვარ ტეილორივით ლამაზი. მე სიმაღლეში 1.68 ვარ, გამოკვეთილი, გამხდარი სხეული, გრძელი, წითური, ხუჭუჭა თმა მაქვს, მწვანე თვალები და კურნოსა ცხვირი რომელზეც აქა-იქ ჭორფლები მაყრია. ვერ წარმოიდგენდით რომ წითური ვიყავი ხო? მაგრამ ასეა...
სკოლაში რატომღაც წითურები არ მოსწონთ, ან ქერა უნდა იყო ან შავგვრემანი, რათა ვინმეს ყურადღება დაიმსახურო. რეიჩელი ქერაა, ჩვენ ტყუპები ვართ მაგრამ სრულიად განვსხვავდებით ერთმანეთისგან. მე კედლის ერთ მხარეს ვდგავარ ხოლო რეიჩელი მეორე მხარეს.
სკოლისთვის გავემზადე და გარეთ გავედი, სახეზე თბილი ჰაერი მომხვდა, რაც ძალიან მესიამოვნა. ოკლაჰომაში ვცხოვრობთ სადაც 3,8ათასი ადამიანი ცხოვრობს და მე თავს ყველაზე მარტოსულად ვგრნობ. უკვე შემოდგომა იყო, 17 სექტემბერი. ავტობუსიც მოვიდა. მე და რეიჩელი ავედით. რეიჩელი ლუის მიუჯდა (სულ დამავიწყდა, რეიჩელს შეყვარებული ყავს, სახელად ლუი, შ ე ს ა ნ ი შ ნ ა ვ ი ა!!), როცა დავინახე როგორ აკოცეს ერთმანეთს ლამის გული ამერია. ფეხზე ვიდექი როდესაც ავტობუსი დაიძრა და ძლივს შევიკავე თავი წაქცევისგან. როცა დავინახე როგორ ეცვათ ტეილორს, ანჯელას, ტრინასა და სოფიას ლამის სიცილი ამიტყდა. მოკლე, მართლა ძალიან მოკლე ვარდისფერი შორტები და ყვითელი მაიკა რომელზეც ეწერა: „BOOM bitch, get out of my way”
ოჰ ღმერთო, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
ტეილორმა „სწერვა“ სახით გამომხედა, ამ დროს ტრინამ რაღაც გადაუჩურჩულა, ორივეს გაეცინა. მივხვდი რომ რაღაცას ეტყოდა ჩემზე, ჩემს გარეგნობაზე.
დღეს უბრალო ჯინსის შარვალი და თეთრი ბრეტელიანი მაიკა მეცვა. ავტობუსში ყველა ადგილი დაკავებული იყო, გარდა ერთისა.
ტობი მარტო იჯდა.
მხოლოდ მის გვერდით იყო თავისუფალი ადგილი.
ოჰ, ღმერთო!
სხვა რა გზა მქონდა? წავედი და გვერდზე ისე მივუჯექი, თითქოს არც ვიცოდი ვინ იყო. ჩვენ მხოლოდ ინგლისური გვიტარდება ერთად, არამგონია საერთოდ შევემჩნიე გაკვეთილებზე. ჩემდა გასაკვირად, რომ დავჯექი გამომხედა და მითხრა:
-სალამი! ბრენდა ხო? - გაოცებისგან და სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. არ შევიმჩნიე და სასხვათაშორისოდ ვუპასუხე:
-სალამი. ჰო, ბრენდა. შენ რა გქვია? - ვითომ არ ვიცოდი!.
-ტობი. ინგლისურის გაკვეთილები ერთად გვიტარდება.
-აა, ხო გამახსენდი.
-არ გინდა ერთად ვიმეცადინოთ დასვენებაზე? ბიბლიოთკაში, ორი გაკვეთილის მერე!
არ მჯერა! ტობი მილკოვიჩი, მე ბრენდა ბენსონს გამომელაპარაკა და თან შეხვედრა დამინიშნა?
-კარგი, დიდი სიამოვნებით, - დანარჩენი გზა ხმა არცერთს ამოგვიღია. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ახლა ცეკვას დავიწყებდი.
პირველი, მათემატიკის გაკვეთილი ისე გავიდა,რომ ახალი ახსნილი მასალიდან საერთოდ ვერაფერი გავიგე, მხოლოდ და მხოლოდ ტობიზე ვფიქრობდი.
მეორე გაკვეთილზე, ჩემი ფიზიკის კლასში ახალი ბიჭი, სახელად ჯულიენი გადმოვიდა. მას უნიკალური გარეგნობა ჰქონდა. კუპრივით შავი თვალები, შავი თმა, გამოკვეთილი ღაწვები და ყბები. კლასში შემოსვლისთანავე მზერა მე მომაპყრო და გამიღიმა. გავწითლდი.
რა ხდებოდა ჩემს თავს?! ერთ დღეს ყურადღებას არავინ მაქცევდა, ახლა კი ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს ტობიმ ერთად მეცადინეობა მთხოვა, ხოლო ვიღაც უცხო, უსიმპატიურესი (ტობიზე სიმპატიური) ბიჭი მიღიმოდა.
ნამდვილად კარგი სასწავლო წელი მელოდა! მთელი გაკვეთილი ჯულიენის მზერა მწვავდა, რამდენჯერმე გავხედე, ის მე მიყურებდა და იღიმოდა.
გაკვეთილი დამთავრდა, ეგრევე წიგნები ავიღე და ბიბლიოთეკისკენ გავემართე, გზაში ვიღაცის ხელმა გამაჩერა, რომელიც მკლავზე მეჭიდებოდა. გავიხედე. ჯულიენი იყო.
-დიახ? - ვიკითხე გაკვირვებულმა.
-რა გქვია? - სახიდან დამატყვევებელი ღიმილი არ შორდებოდა. განა შეიძლება ადამიანი სულ იღიმოდეს?!
-ბრენდა.
-იდეალური სახელია!
-უკაცრავად ჯულიენ, მეჩქარება. ვიღაც მელოდება!
-შეყვარებული? - ხელს არ მიშვებდა.
-შეყვარებული არ მყავს! ან რა შენი საქმეა! გამიშვი! - ხელი გამიშვა და სანამ იქაურობას მოვშორდებოდი, თქვა:
-გაკვეთილების მერე სახლამდე მიგაცილებ! შესასვლელთან დამელოდე!
რაო?!
და ახლა რა უნდა მექნა? ტობი და ჯულიენი?
ერთ ბიჭთანაც არ მქონია ურთიერთობა, და ახლა, ორთან უნდა მქონოდა?
მაგრამ ჯერ დასკვნების გამოტანა ადრეა! იქნებადა მათ მხოლოდ მეგობრობა უნდათ?
უკვე ბიბლიოთეკაში ვიყავი და იმ მაგიდას მივუჯექი სადაც ტობი იჯდა.
-სალამი! - ვთქვი მე.
-სალამი! - თქვა და ჩემთან ახლოს მოიჩოჩა.
-ინგლისურს ვმეცადინეობთ?
-ხო! ხვალინდელი მასალა ვისწავლოთ და დავალება დავწეროთ, - თქვა მან.
Present simple -ზე საუბარი დავიწყე, ცოტახანში ტობიმ ხელი ბარძაყზე დამადო. ვიგრძენი რომ ლოყები გამიხურდა. ამაზე არაფერი ვთქვი, უბრალოდ საუბარი განვაგრძე. შევამჩნიე, რომ ჩვენს მოპირდაპირე მხარეს, სხვა მაგიდაზე ჯულიენი იჯდა და კუპრივით შავი თვალებით ჩვენ გვიმზერდა. თვალებში მრისხანება უელავდა, თითქოს სადაცაა ტობის მიახრჩობდა. ამჟამად არ იღიმოდა.
-ბრენდა, შემომხედე, - თქვა ტობიმ. ხელი ნიკაპზე მომკიდა და თავი თავისკენ მიმაბრუნებინა.
-ლამაზი ხარ, - თქვა და მომიახლოვდა. ახლა უკვე მისი სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა. სადაცაა მაკოცებდა. გავქვავდი. ჯულიენი მაღელვებდა, რომელიც ჩვენ გვიყურებდა. მაგრამ ტობი ბავშვობის ოცნება იყო! ამ შანსს ვერ გავუშვებდი.
ამ დროს ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხო.
შემდეგ კი ყველაფერი თვალისდახამხამებაში მოხდა. ხალხი მოცვივდა და ფოტოები გადაგვიღეს. ტობის მოვცილდი და ავდექი. ბავშვები დაგვცინოდა! ტეილორი, ტრინა, სოფია და ანჯელა დავინახე, რომლებიც კვლავ მამცირებდნენ! ტობის შევხედე, ისიც მე მიყურებდა და იცინოდა!
ყველაფერს მივხვდი!
ეს ყველაფერი, კოცნაც და ფლირტიც დადგმული იყო! როგორ ვერ მივხვდი მანამდე? ტობიმ ეს მხოლოდ ჩემს გასაშაყირლებლად გააკეთა! თვალები ამიცრემლიანდა, წიგნები ჩანთაში ჩავტენე და სანამ ბიბლიოთეკიდან გამოვიდოდი, თვალი მოვკარი ჯულიენს რომელიც უკან მომყვებოდა.
სავარაუდოდ ისიც ასეთი იყო! გამომიყენებდა და დამცინებდა! ჯულიენის თავი ახლა ნამდვილად არ მქონდა. გარეთ გავვარდი და სახლისკენ გავიქეცი. ახლა მხოლოდ სახლში ყოფნა და ნაყინის ყუთით ხელში რაიმე ამაღელვებელი ფილმის ყურება მინდოდა!
უკნიდან ჯულიენის ხმა მესმოდა:
-ბრენდა!!
ყურადღება არ მიმიქცევია, დაახლოებით 20 წუთში სახლში ვიყავი. შევვარდი ჩანთა იქვე დავაგდე და ჩემს ოთახში ავედი. ლოგინზე წამოვწექი, ისე რომ არც გამომიცვლია და უარესად ავტირდი.
როგორ შეიძლებოდა ადამიანის ასე დამცირება? ნოუთბუქი ავიღე და სოციალური ქსელები გადავქექე, თითქმის ყველგან ჩემი და ტობის კოცნის ფოტო იყო ატვირთული! ახლა ამას რეიჩელიც ნახავდა! ო ღმერთო ოღონდ ის არაა!! თუ ის ნახავდა, დედას ანახებდა! შემდეგ კი ყველაფრის ახსნა მომიწევდა! ნოუთბუქი გამოვრთე და გამოვიცვალე, სააბაზანოში შევედი, სარკესთან დავდექი და ჩემს თავთან ლაპარაკი დავიწყე:
-ეს როგორ დაუშვი? აღარასოდეს იტირო ბიჭის გამო და აღარასოდეს მისცე სხვებს შენი დამცირების უფლება!











თავი 2
სააბაზანოდან გამოვედი და ვიმეცადინე, სულ მალე სკოლიდან რეიჩელი დაბრუნდა.
-ღმერთო ბრენდა! შენ და ტობი მილკოვიჩი? რა მაგარია! - თქვა, თან ტელეფონით ფოტოს მაჩვენებდა და ხტუნაობდა.
-არა რეიჩელ! არანაირი მე და ტობი მილკოვიჩი არ ვარსებობთ! ვსო, თავი დამანებე რა!
-კაი რა! არ შეიძლება ერთხელ მაინც ისე მოიქცე როგორც წესიერი გოგო?
-და მაინც როგორ? კახპასავით ჩავიცვა და ცუდად ვისწავლო?
-ცუდად სწავლა არაა საჭირო! უბრალოდ გაერთე! იარე პაემნებზე! ტყუპისცალი და იმისთვის მჭირდება რომ ხანდახან რაღაცაზე მაინც დაველაპარაკო და ჩემი ტკივილი მას გავუზიარო. შენ კიდევ წიგნების გარდა არაფერი გაინტერესებს!
-მითხარი, რა გავაკეთო?!
-ახლა მე შენ ჩაგაცმევ, კარგად გამოგაწყობ და წვეულებაზე წავალთ. ხო იცი ახალი ბიჭი რო გადმოვიდა? ჯულიენი ჰქვია, აი სწორედ ის მთელი ინგლისურის გაკვეთილი შენ რომ გიყურებდა! ის წვეულებას მართავს, აქვეა ორი სახლის მოშორებით! ხოდა მე და შენ წვეულებაზე წავალთ! მგონი დროა ნამდვილი დებივით მოვიქცეთ, მიუხედავად იმისა რომ გარეგნობით სულ მთლად განვსხვავდებით!
-ჯულიენის წვეულებაზე არაფრის დიდებით არ წამოვალ!
-რატო?!
-ტობიმ გამაცურა გესმის? მან მითხრა ლამაზი ხარო და მაკოცა, სწორედ ამ დროს გადაგვიღეს ფოტოები. ჯულიენმა კიდე მითხრა სახლამდე გაგაცილებო! შეიძლება ისიც ტობის გავს და ისიც მაშაყირებს!
-ღმერთო ბრენდა! ჭკუას როდის ისწავლი?! უბრალოდ წვეულებაზე წამოხვალ, არაა აუცილებელი ჯულიენს აკოცო ან რაიმე მსგავსი. დათვრები და იცეკვებ! თან დედა დღეს ღამის ცვლაშია, ვერაფერს შეამჩნევს. მე ღამე ლუისთან ვრჩები. დაიმახსოვრე ყველა ბიჭი ერთნაირი არაა! საერთოდ ჭურში ცხოვრობ?! არასდროს გყოლია შეყვარებული?
-არასდროს.
-ხოდა დროა ვინმე კარგი ბიჭი დაიახლოვო, ტობი ნამდვილი ნაძირალაა! ეს უნდა გცოდნოდა და უნდა მიმხვდარიყავი. ახლა კი წამოდი, ჩვენს ოთახში ავიდეთ, უნდა გამოგაწყო!
რეიჩელს დავნებდი და გავყევი. მთელი ერთი საათი ტანსაცმელს მირჩევდა, მე დებილივით ვიჯექი და ვუცქერდი, ბოლოს როგორც იქნა თქვა:
-აი ეს!
-ეს რაარის?! მე ამას არ ჩავიცმევ! - ვთქვი მკაცრად.
საერთოდ ასეთ რაღაცას როგორ იცმევენ? რეიჩელმა შვინდისფერი ტოპიკი და მაღალწელიანი შარვალი მომაწოდა. ვერ ვიტან ტოპიკებს! არასდროს მცმია.
-სასწრაფოდ! ჩაიცვიიი!!!! მშვენიერი ტანი გაქვს, ამაში მაინც ვგავართ ერთმანეთს!
შარვალი ამოვიცვი და ტოპიკიც ჩავიცვი. მუცელი ოდნავ მიჩანდა. უხერხულად ვგრძნობდი თავს ამ ფორმაში!
-ახლა მაკიაჟის დროა! - თქვა ხალისით რეიჩელმა და სააბაზანოში, სარკის წინ დამსვა.
-ამ ჩაცმულობას ძალიან მოუხდება შვინდისფერი მაკიაჟი! შვინდისფერ წენებს წაგისმევ, ასევე შვინდისფერ პომადას და შვინდისფერ ლაკს ფრჩხილებზე. დღეს შვინდისფერი გოგო იქნები! - ტაში შემოკრა რეიჩელმა. მე თვალები გადავატრიალე და მას მაკიაჟის გაკეთების უფლება მივეცი. თმები გამიშალა და ამიფუვა.
-ვოალა! - თქვა ბოლოს და სარკეში ჩამახედა.
-ღმერთო! - აღმომხდა უნებურად.
-ულამაზესი ხარ!
ის მართალი იყო! სარკეში სრულიად განსხვავებულ ადამიანს ვხედავდი! მართლაც იდეალურად მიხდებოდა შვინდისფერი!
30 წუთში რეიჩელიც მზად იყო და სახლიდან გავედით. მალევე მივედით ჯულიენის სახლთან, კარები ღია იყო და შევედით. იქაურობა ხალხით იყო სავსე და მუსიკა ძალიან ხმამაღალი იყო.
-ახლა მე ლუისთან წავალ, შენ კიდე არ აყვე უაზრო ხალხს, უბრალოდ გაერთე!
-რაა?! მარტო არ დამტოვო.. რეიჩელ! - მაგრამ უკვე გვიანი იყო, ის წავიდა.
აქ მარტო რა უნდა მეკეთებინა?! და მაშინ როდესაც ჩემს წინ ატუზული ტეილორი დავინახე დაქალებთან ერთად, ლამის იქვე გადავყირავდი.
-ოჰ, ეს ბრენდაა? რა მოხდა ისეთი ასე რომ ჩაიცვი?! აშკარად ვიღაცაში მეშლები.
-არ გეშლები ტეილორ, ბრენდა ვარ. ახლა კი გთხოვ გამატარე, უნდა დავლიო! - ვთქვი, გოგონები ხელით მოვიშორე და სასმელებისკენ გავემართე. სამზარეულოს მაგიდა სავსე იყო სხვადასხვა სასმელებით. მინდოდა ყველაზე ძლიერი დამელია, მაგრამ არ ვიცოდი ასეთი რომელი იყო. სკამზე დავჯექი და ის-ის იყო ყველა ბოთლის თვალიერებას ვიწყებდი, რომ გვერდითა სკამზე ვიღაც იჯდა, გავიხედე.
ჯულიენი. ისევ ის დამატყვევებელი ღიმილი ჰქონდა. ყურადღება არ მივაქციე, ისევ სასმელებისკენ შევბრუნდი და თვალიერება დავიწყე.
-სასმელს ეძებ? - მკითხა ჯულიენმა.
-ყველაზე ძლიერს! - კმაყოფილი ღიმილით გავხედე. ჯულიენმა ჭიქაში რაღაც ჩაასხა და გამომიწოდა.
-აი ეს სცადე.
-რა არის?
-ნუ გეშინია, არ მოგწამლავ. ეს წითელი მარტინია, ტკბილი და ძლიერი. ბევრი არ დალიო, თორე სახლში შენი მიყვანა ხელით მომიწევს.
-არ იდარდო, ჩემს თავს მივხედავ, - ვთქვი და მარტინი დავლიე, სახე დავმანჭე. ერთ ყლუპში გამოვცალე ჭიქა და თვალები გამიფართოვდა.
-ეი,ეი, - ჭიქა გამომართვა დანიელმა, - ცოტა ფრთხილად. პირველად სვავ?
-კი, - აღფრთოვანებული ვიყავი, მარტინს უმაგრესი გემო ჰქონდა! - კიდე მინდა!
-არამგონია ღირდეს...
-ერთი ჭიქაც!
მეორე ჭიქაც მალევე დავლიე და სხეულში უჩვეულო სითბო ვიგრძენი. ცეკვა მომინდა.
-ჯულიენ?!
-გისმენ, - მიპასუხა და ღიმილიანი სახე შემომანათა.
-არ გინდა ვიცეკვოთ?
-რათქმაუნდა!
ჯულიენს ხელი ჩავავლე და ავაყენე. გიჟურ მუსიკაზე გიჟურად ვცეკვავდით.
-ძალიან მაგრად ვაარ! - ვიყვირე ბოლო ხმაზე.
უცბად თავბრუ დამეხვა და ლამის წავიქეცი. ჯულიენმა დამიჭირა, მისი შემოხვეული ხელი ჩემს წელზე, კიდევ უფრო ცუდად მხდიდა.
-ფრთხილად ლამაზო.
-ასე ნუ მეძახი! და საერთოდ ხელი გამიშვი, - პანიკაზე გადავედი. ჯულიენმა ხელი გამიშვა.
-კაი რაიყო? მე უბრალოდ დახმარებას ვცდილობ ბრენდა.
-ბიჭებს არ ვენდობი..
-მისმინე, ტობი ნაძირალაა! ამის გამო კარგადაც მიიღო!
-მოიცა, რაა?! შენ ჩემს გამო ტობი სცემე?!
-ხო, თავი ვერ მოვთოკე, მან გამოგიყენა! შემომაკვდებოდა რომ არ გავეშველებინეთ.
ნუთუ ჯულიენმა ჩემს გამო ტობი სცემა?! ვერ ვიჯერებდი!
-თავს შეუძლოდ ვგრძნობ, სახლამდე მიმაცილებ? - ვკითხე ჯულიენს.
-რათქმაუნდა! - ისევ დაუბრუნდა სახეზე ჩვეული ღიმილი.
-აქვეა, ორი სახლის მოშორებით, ფეხით წავიდეთ.
მე და ჯულიენი გარეთ გავედით. ციოდა. ვინანე რომ რაიმე მოსაცმელი არ წამოვიღე. ხელები ერთმანეთს გადავაჭდე და მოვიკუნტე.
-გცივა? - მკითხა ჯულიენმა.
-ცოტა..
-მოსაცმელი არ მაქვს... მოდი ჩამეხუტე და გათბები. - ჩამეღიმა.
ჯულიენს მივუახლოვდი და ჩავეხუტე.მთელი სხეული დაეძაბა, აშკარა იყო - არ ელოდა იმას რომ ჩავეხუტებოდი. შუა გზაზე ჩახუტებულები ვიდექით კარგა ხანს. თავი მის კისერში მქონდა ჩარგული, თავად კი ჩემს თმებს ეფერებოდა და ყნოსავდა.
-საოცარი მარწყვის სურნელი აგდის. - მოვშორდი და გზა განვაგრძეთ.
-ხო, საოცარი შამპუნი მაქვს. - გაეცინა.
ერთმანეთის გვერდიგვერდ, ისე ახლოს დავდიოდით, რომ ჩვენი ხელები ერთმანეთს ეხახუნებოდა. მინდოდა ხელი ჩამეკიდებინა, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა. ბოლოს ისევ თავად დამიჭირა ხელი და თავისი თითები ჩემსას გადააჭდო. ცერა თითით ხელისგულზე მეფერებოდა. სიამოვნებისგან ვდნებოდი. ვგრძნობდი რომ ლოყები აწითლებული მქონდა. არამგონია ეს მარტო სიმთვრალის ბრალი ყოფილიყო.
-აი, ესაა ჩემი სახლი! - ვთქვი, როდესაც სახლს მივუახლოვდით.
-მშობლები სახლში არიან? - მკითხა მან.
-არა. მამამ მიგვატოვა. დედა ექთანია, ღამის ცვლაში მუშაობს.
-ვწუხვარ მამის გამო..
-არაფერია, მაინც არ მახსოვს.
-იცი, შენ და შენი და აბსოლუტურად განსხვავდებით ერთმანეთისგან!
-ხო, ვიცი. ის მამას გავს, ქერაა. მე დედას, წითური. რეიჩელი პაემნებზე დადის, ერთობა, არ სწავლობს. მე კიდე სწავლის გარდა არაფერზე ვფიქრობ. არც შეყვარებული... არც გართობა. ამ წვეულებაზე წამოსვლა მან მაიძულა.
-ძალიან კარგი უქნია! წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ვერ გნახავდი.
-არ გინდა სახლში შემოხვიდე? გარეთ ცივა. დღეს ჩემი და თავის შეყვარებულთან, ლუისთან რჩება. მე კიდე სულ მარტო ვარ.
-კი შემოვალ, ოღონდ 10 წუთით დამელოდე კაი? სახლში გავიქცევი, ყველას გავყრი და მერე შენთან დავბრუნდები!
-დაგელოდები. - ვუთხარი, გავუღიმე და სახლში შევედი.
უძალიანბედნიერესი ვიყავი!! სულ აღარ მადარდებს სკოლის ამბები! არც ტობი და არც ტეილორი! ჯულიენი ძალიან კარგი ბიჭია, ის ისე მეპყრობა, როგორც არასდროს, არავინ!
ჩემს ოთახში ავედი და მაკიაჟი მოვიშორე, არ მინდოდა ჯულიენს ისეთი მოვწონებოდი როგორიც არ ვიყავი. ძაღლისგამოსახულებიანი ჯემპრი ჩავიცვი და სპორტული შარვალი ამოვიცვი. როცა საბოლოოდ მოვწესრიგდი, სამზარეულოში ჩავედი და თავის ტკივილის წამალი დავლიე. ოდნავ მთვრალი ვიყავი და არ მინდოდა რამე ზედმეტი მეთქვა. კაპუჩინო მოვამზადე და სწორედ ამ დროს ზარი გაისმა.











თავი 3
კარები გავაღე, ზღურბლზე გაღიმებული ჯულიენი დამხვდა, ღიმილითვე შემოვიპატიჟე სახლში.
-იცი, მგონი უმაკიაჟო უფრო მომწონხარ! - თქვა მან.
-ამ წინადადებით აღიარებ რომ მოგწონვარ?! - გამეღიმა.
-ეს ცხადი არაა?! რათქმაუნდა მომწონხარ!
-კაპუჩინოს დალევ? - გავწითლდი და სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი.
-დიდი სიამოვნებით!
მე და ჯულიენი მაგიდას შემოვუსხედით, ერთმანეთის პირისპირ ვიჯექით.
-უგემრიელესი კაპუჩინოა! - შემიქო მან.
-მადლობა! ამ საქმეში სპეციალისტი ვარ. - გამეცინა.
-რას აპირებ მომავალში? - მკითხა ჯულიენმა.
-იცი, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი! მაგრამ კარგად ვხატავ, საკმაოდ. შეიძლება არქიტექტორიც გამოვიდე, თუ ეს არ გამომივა ალბათ ექთანი ან ფარმაცევტი.
-შეგიძლია დამხატო? - ყავა გადამცდა და ხველება ამიტყდა. ჯულიენმა სიცილი დამაყარა.
-რაიყო, შეგაშინე? ვერ დამხატავ, ხო?
-არა.. ანუ კი.. ანუ ის ვიგულისხმე რომ დაგხატავ, თანაც ადვილად. უბრალოდ უცნაურია ამას რომ მთხოვ.
-რატოა უცნაური? - ისევ მისი დამატყვევებელი ღიმილი, ჯანდაბა ბრენდა!
-ანუ, ხო ხვდები? აქამდე ბიჭები ყურადღებას არ მაქცევდნენ...
-საინტერესოა, რატო?! შენნაირი გოგო დავიჯერო არავის მოსწონებია?
-ასეთი რთული დასაჯერებელია?
-ნამდვილად! ულამაზესი ხარ ბრენდა! წითელი, ხუჭუჭა თმა, ჭორფლები და დიდი მწვანე თვალები! ზღაპრის პერსონაჟს გავხარ. აი იმას, მამაცი რომაა, ხო იცი?
-კი, ბაბუაჩემი, სემიც მაგას მამსგავსებს! მარტო ცხოვრობს და მულტფილმების ყურების მეტს არაფერს აკეთებს. - გამეცინა ამის გახსენებაზე.
-საინტერესო ბაბუა გყოლია.
-კი, ძალიან!
-აბა, დამხატავ?
-ახლა?!
-მე ახლა მინდა.
-კარგი, მაგრამ დიდხანს მოგიწევს ერთ პოზაში ჯდომა. სახის დახატვა არც ისე ადვილია!
-გავუძლებ!
-მაშინ, კარგი! დამელოდე ნივთებს ჩამოვიტან!
-გელოდები. - ჯულიენმა დამატყვევებელი ღიმილი გამომაყოლა ოთახამდე. ოთახში შევედი და კარადაში, გულისყურით გადანახული ადგილიდან, ჩემი პალიტრა, ფურცლები და საღებავები ამოვიღე.
ისევ სამზარეულოში გავედი. ჯულიენი არსად ჩანდა. ნივთები ხელიდან გამივარდა. სად წავიდა?! გული დამწყდა და ის იყო კიდევ ვიწყებდი ტირილს ბიჭის გამო, რომ უკნიდან ვიღაცამ ხელები მომხვია წელზე. შევკრთი.
-გეგონა წავიდოდი? - იკითხა ხმამ. ამ ხმას ყველგან ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გავიცანი. რათქმაუნდა ეს ჯულიენი იყო! არსად წასულა. შვებისგან ამოვისუნთქე.
-ჯულიენ, შემაშინე! - თავი ჩემს კისერში ჩარგო და კისერში მაკოცა. გამაჟრჟოლა და მთელს ტანზე ეკლემა დამაყარა.
-არასდროს წავალ. - თქვა მან და კიდევ ერთხელ მაკოცა კისერში. მთელი ტანით ვცახცახებდი.
-მოდი, დაგხატავ. - ვთქვი, ხელები გავაშვებინე და სასტუმრო ოთახში შევედით. ჯულიენს გავხედე, ეშმაკურად იღიმოდა.
-ჯულიენ, ნუ იღიმი ასე! - ვთქვი, რადგან როდესაც მის ღიმილს ვუყურებდი, მინდებოდა მისთვის მეკოცნა.
-რატო? არ მოგწონს?! - კიდევ იღიმოდა.
-კი.. ღმერთო, მოდი უბრალოდ დაჯექი აქ და პროფილში დაგხატავ.
-კარგი. - თქვა, დივანზე დაჯდა და სახე შეაბრუნა. ულამაზესი პროფილი ჰქონდა დასახატად.
-იცოდე თავი არ გაანძრიო და არ შემიშალო ხელი.
-კარგი. - თქვა კვლავ.
მეც მოვთავსდი და ფანქრით მისი პროფილის ხატვა დავიწყე. დაახლოებით 1 საათის შემდეგ პროფილი ფანქრით შესრულებული მქონდა.
-დაასრულე? - იკითხა მან.
-კი, ფანქრით კონტურები მოვხაზე. შეგიძლია ადგე. ახლა საღებავებით შევღებავ. ამას უფრო მეტი დრო დასჭირდება.
-მინდა გიყურებდე როდესაც გააფერადებ.
-კარგი. - პალიტრა მოვიმარჯვე და გაფერადება დავიწყე. ჯულიენი გვერდზე მომიჯდა და თიოთოეულ ხელის მოძრაობას დიდი ყურადღებით აკვირდებოდა.
-ძალიან მაგარი მხატვარი ხარ! - 1 საათის შემდეგ მხოლოდ სახის ნაწილი მქონდა შეღებილი.
-ბრენდა, ღამის 2 საათია, ხვალ სკოლაა, არ გეძინება? - მკითხა ჯულიენმა, თან შევამჩნიე, რომ თვალები ეხუჭებოდა. გამეცინა.
-კარგი,კარგი. მოდი ხვალ დავამთავრებ ნახატს, კიდევ დიდი ხანი სჭირდება პატარ-პატარა დეტალების შესწორებას.
-კარგი, მოდი ახლა წავალ.
-არა! - ვთქვი სიმთვრალით გათამამებულმა.
-არ გინდა რო წავიდე? - გაეცინა ჯულიენს.
-ჩემთან დარჩი! ხვალ ადრე გაგაღვიძებ და სკოლაში ერთად წავიდეთ!
-შენთან დავრჩე? ხუმრობ?
-არა.. შეგიძლია არ დარჩე, უბრალოდ ჩემთან იყავი სანამ დამეძინება.. - გავწითლდი.
-კარგი. - ჯულიენი კვლავ იღიმოდა. ჩემს ოთახში შევედი და ისევე დავწექი როგორც მეცვა.
-შენ შეგიძლია მაღლა დაწვე, თეთრეული დღეს გამოვცვალე. - ვუთხარი იქვე მდგარ ჯულიენს.
-არა!
-რაა?!
-მინდა შენთან დავწვე. - მოულოდნელობისგან და სიხარულისგან გავუღიმე. გვერდზე მივჩოჩდი და ჯულიენიც მომიწვა. ერთმანეთს პირისპირ, თვალებში ვუცქერდით. კვლავ იმ სირვულმა შემიპყრო.. მისი კოცნა მინდოდა. თავი შევიკავე და კედლისკენ გადავბრუნდი.
მიუხედავად იმისა, რომ მის სახეს ვერ ვხედავდი, ვგრძნობდი როგორ იღიმოდა. ხელები ზურგზე მომხვია და მუცელზე მეფერებოდა. ჩემს თმებს ყნოსავდა და ყელში მკოცნიდა:
-ხვალ გნახავ? - ვკითხე.
-რათქმაუნდა. - მიპასუხა.
-მპირდები?
-გპირდები.
მალევე ჩამეძინა, სიმთვრალისგან და ჯულიენისგან გაბრუებულს. დილას გაღვიძებულზე, ჯულიენი ლოგინში არ დამხვდა. წამოვჯექი და გუშინდელი ღამე გავიხსენე. მახსოვდა მისი თითოეული შეხებისგან როგორ მბურძგლავდა. ახლაც, იმ ადგილებზე, კისერში სადაც მკოცნიდა, სულ ცეცხლი მეკიდა.
არც დედა იყო სახლში და არც რეიჩელი. ყავა დავლიე, ორცხობილაც მივაყოლე და დღეს სკოლისთვის უკეთესად გავემზადე, რადგან იქ ჯულიენი მელოდა. სახლიდან გავედი და სკოლისკენ სულ ნარ-ნარით გავემართე. დღეს განსაკუთრებულად ბედნიერი ვიყავი და ეს მხოლოდ და მხოლოდ ჯულიენის გამო.
პირველი გაკვეთილი ინგლისური მქონდა და ზარის დარეკვისთანავე კლასში შევვარდი. ჯულიენი არსად ჩანდა. გამიკვირდა. მან მითხრა ხვალ გნახავო! ის დამპირდა! მთელი დღე სკოლაში უგზო-უკვლოდ დავწანწალებდი, არც გაკვეთილებს ვუსმენდი და არც უაზრო კლასელებს ვაქცევდი ყურადღებას.
როგორც კი ყველა გაკვეთილი დამთავრდა, ჯულიენის სახლისაკენ გავწიე. ლამის კარები ჩამოვიღე, უშედეგოდ, არავინ გააღო. სახლში წავედი.
მაინც სად იყო ჯულიენი? არც ნომერი მაქვს მისი რომ დავუკავშირდე! ალბათ სადღაც წავიდა და თქმა ვერ მოახერხა...
მეორე დღესაც არ მოსულა ჯულიენი სკოლაში. მისი სახლის კარებიც არ გამიღეს.
არც მესამე, მეოთხე და მეხუთე დღეს არ მოსულა ის სკოლაში და არც სახლის კარებს მიღებდა ვინმე.
შაბათი სახლში გავატარე, არაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ ვიჯექი და ჯულიენზე ვფიქრობდი. სად გაქრებოდა?! ნეტა, კარგადაა? იქნებ მოკვდა? რა სისულელეა ბრენდა! მოკეტე!
კვირა საღამო იყო. რეიჩელი ლუისთან წავიდა, რადგან დედა ღამის ცვლაშია. ამიტომ არავის ველოდი. ხოლო როდესაც კარზე ბრახუნი გავიგე, გამიკვირდა. კარები გავაღე და უცბად ყველაფერი შეჩერდა.
გავშეშდი, ვერ ვინძრეოდი, ვერაფერს ვამბობდი.
ზღურბლთან ჯულიენი იდგა, ისევ თავისი დამატყვევებელი ღიმილითურთ. გონს მოვეგე და მუშტები მკერდზე იქამდე ვურტყი სანამ არ დავიღალე, თან ვღრიალებდი:
-როგორ შეგეძლო?! სად იყავი?!! ღმერთო, მეგონა მოკვდიიი! მთელი 5 დღე არ გამოჩენილხარ! შენ დამპირდი რო მნახავდი! როგორ ხარ ასეთი უნამუსო? მითხარი სულ შენთან ვიქნებიო?! შენც ტობისავით გამაშაყირე არა?!
-ბრენდა, ბრენდა. ჩშშ! - მთელი ძალით ჩამიკრა გულში და ჩემი თმის სუნი შეიყნოსა, - ღმერთო, როგორ მომნატრებია შენი სუნი! - ვერ ვინძრეოდი. ან რა უნდა მექნა? ავტირდი და ლაპარაკი გავაგრძელე, ამჯერად ხმადაბლა:
-როგორ მიხარია, რომ ცოცხალი ხარ! სად იყავი ჯულიენ?! - მთელი სხეულით ვკანკალებდი. ჯულიენმა ისე დახურა სახლის კარები, რომ არ მომშორებია.
-ნუ ტირი, გთხოვ. მაპატიე. მოდი, დავჯდეთ. ყველაფერს აგიხსნი, კარგი?
-შენთვისვე აჯობებს კარგი მიზეზები გქონდეს!
-მაქვს! - დივანზე დავჯექით, ერთმანეთის გვერდიგვერდ. ცრემლები შევიმშრალე და ვუთხარი:
-გისმენ, დაიწყე!
-იმედი მაქვს, ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, მოგინდება ჩემთან ყოფნა, იმიტომ რომ მართლა ძალიან მომწონხარ. საშინელი ბავშვობა მქონდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მამა ლოთი ფსიქოპათი იყო, რომელიც ყოველდღე ცემდა დედას და მასთან ერთად ხანდახან მეც. პატარა ვიყავი და ვერაფერს ვაკეთებდი, ვერ ვერეოდი. ყოველ შეწინააღმდეგებაზე უარესად მცემდა. პოლიციაში დარეკვას ვერ ვბედავდი. სამი კვირის წინ, 17-ის რომ გავხდი, მის საიდუმლო ქეისს მივაგენი, კოდი გამოვიცანი, მისი პირველი ცოლის, ანას სახელი იყო. მგონი მას შემდეგ გახდა ასეთი, რაც ანა მოკვდა. შემდეგ დედაჩემი გაიცნო, ვიქტორია და მეც გავჩნდი. მამაჩემს, ლუკს არასდროს ყვარებია ვიქტორია. ქეისში 10,000 დოლარი იდო. გავცოფდი.. მთელი ბავშვობა ლუკმა პურს ვნატრობდით მეც და დედაჩემიც და მას 10,000 დოლარი ჰქონდა, ნაღდი თანხით. ბარგი ჩავალაგე, ფული ავიღე და დედასთან ერთად გამოვიპარე, მიჩიგანიდან ხან სად მივდიოდით, ხან სად. მამაჩემი გვეძებდა, ახლაც გვეძებს. დედა ლას-ვეგასში დავტოვე, კარგად დავაბინავე და მე ოკლაჰომაში, აქ ჩამოვედი. სკოლაში საბუთები გავაყალბე, რათა მამაჩემს არ ვეპოვე. სებასტიანი მქვია და ჯულიენი დავირქვი. მინდა სულ ჯულიენი მერქვეს. არ მინდა რამე საერთო მქონდეს ბავშვობასთან. დედამ დამირეკა იმ ღამეს, შენთან რომ დავრჩი და მითხრა, რომ ლუკი მალე იპოვიდა მას. თავქუდმოგლეჯილი გავფრინდი ლას-ვეგასში და დედაჩემი აქ წამოვიყვანე. დღეს ჩამოვედით. რამდენიმე დღე სხვადასხვა ქალაქში ვჩერდებოდით, კვალის ასარევად. მაპატიე ბრენდა. არ მინდოდა შენი მიტოვება და არც ამის მოყოლა, რადგან ყველაფერს ვშლი ჩემი წარსულიდან, ახალ ცხოვრებას ვიწყებ. ახლა უსაფრთხოდაა დედაც, მეც და შენც. თუ მამას აქ მოგვაგნო და მიხვდა ჩემი გრძნობების შესახებ შენდამი, არ გაცოცხლებს. პოლიციას ვერ ვეტყოდი ამას, რადგან მომიწევს იმის შესახებ მოყოლაც, რომ მამაჩემს ფული მოვპარე და საბუთები გავაყალბე. ამ შემთხვევაში მეც დამიჭერენ, ან 1 წლით ან 6 თვით. გირაოსაც დამიწესებენ მაგრამ მამას ფული თითქმის სულ დავხარჯე, ეს სახლი რო ვიყიდე, ასე რომ... სხვა გზა არ მაქვს. ვერ ვეტყვი პოლიციას. სულ ესაა. მაპატიებ ბრენდა? - ჩუმად ვტიროდი. სულისშემძვრელი ისტორია მოვისმინე ჯულიენზე... რათქმაუნდა ვაპატიებდი, როგორ არ უნდა მეპატიებინა? მის მიმართ უდიდესი ლტოლვა ვიგრძენი, ვერაფერს ვამბობდი, უბრალოდ „მივვარდი“ და მთელი ძალით ვეძგერე ტუჩებში. ინერციით უკან გადავარდა და ახლა ტახტზე იწვა, მე ზედ ვეწექი და ვკოცნიდი. ისიც მკოცნიდა და არავინ გვიღებდა ფოტოებს, არავინ დაგვცინოდა და რაც მთავარია ჯულიენი არ მაშაყირებდა! ის ისეთი თბილი და ტკბილია... სულ არ გავს მისი ტუჩები ტობისას. ტობის ტუჩები გაუხეშებულია, რადგან ყოველ მეორეს კოცნის. ჯულიენს კი რბილი, სათუთი და ნაზი ტუჩები აქვს, ისეთივე როგორიც მე. კოცნა შევწყვიტეთ და ჩავისუნთქეთ.
-ეს პატიებას ნიშნავს, ხო?
-ხო! - გამეცინა და ახლა თავად მაკოცა...











თავი 4
ჯულიენი მალევე წავიდა, დედამისი მარტო ვერ დარჩებოდა სახლში. როგორც კი წავიდა მუსიკები ბოლო ხმაზე ჩავრთე და ცეკვა დავიწყე. ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. მე ჯულიენს ვაკოცე! მაგრამ ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ მას ჰქონდა წასვლისთვის კარგი მიზეზი და არ მივუტოვებივარ. სხვა გზა არ ჰქონდა.
მეორე დღეს რომ გავიღვიძე, სამზარეულოში დედა ფუსფუსებდა. მივედი და ჩავეხუტე.
-ადრე მოსულხარ. - ვუთხარი მე.
-ხო, გამომიშვეს, ყველაფერი მოგვარებული მქონდა და..
-როგორ მიდიოდა საქმეები სამსახურში?
-იდეალურად!
-რეიჩელი სად არის?!
-არვიცი. 15 წუთია რაც მოვედი, სახლში არაა. ალბათ ადრე წავიდა სკოლაში. - რათქმაუნდა ვიცოდი, რომ რეიჩელი ლუისთან იყო, მაგრამ მაინც ვიკითხე.
-ხოო, რას ამზადებ?
-ბურგერებს, სკოლისთვის. შემდეგ კი დავიძინებ, ძალიან დაღლილი ვარ.
-კარგი. - დედამ უცნაურად ამათვალიერა, თვალები მოჭუტა და მითხრა:
-ბრენდა ბენსონ! თვალები უჩვეულოდ გიბრწყინავს და ერთი სული გაქვს სახლიდან გახვიდე. ხუთი თითივით გიცნობ, რამე ხდება და არ ვიცი?! - მკითხა თვალებმოჭუტულმა.
-შენ ხო ვერაფერს გამოგაპარებს კაცი! კაი გეტყვი. ჩვენს მეზობლად ერთი ბიჭია, ჯულიენი. ინგლისური ერთად გვიტარდება და მოკლედ.. ერთმანეთი მოგვწონს.
-ყურებს არ ვუჯერებ.. რაა?! შენ და შეყვარებული? ღმერთო, მსოფლიოს მერვე საოცრება! გამოხვედი სწავლის სამყაროდან?
-არა, სწავლა ისევ მიყვარს! უბრალოდ ჯულიენი კარგი ბიჭია და..
-მოდი ჩაგეხუტო! პირველი სიყვარული ყველაზე ტკბილია! - თქვა დედამ და გაღიმებულმა გულში ჩამიკრა. - წადი ახლა და სკოლის შემდეგ ბაბუა სემი მოინახულე. ეს დღეებია არ გინახავს.
-კარგი დედა, მადლობა. - ბურგერი ავიღე და სკოლისკენ გავემართე. შენობაში შევედი, ჩემს კარადასთან მივედი და ორიოდე წუთში უკნიდან ვიღაცამ ხელები შემომხვია ზურგზე. შევკრთი.
-ღმერთო, ჯულიენ! უნდა შეწყვიტო ჩემი შეშინება! - ვთქვი და უკან მდგარ ჯულიენს მივუბრუნდი.
-კარგად გამოიყურები. - სიბრაზე უმალვე გამიქრა და ლოყები გამივარდისფრდა.
-მადლობა.. - ამ დროს ჩვენსკენ მომავალი ტეილორი შევნიშნე.
-ო, არა! - ვთქვი უნებურად და მისკენ შიშით გავიხედე.
-რა მოხდა?! - ჯულიენმაც გაიხედა ტეილორისკენ და გაეცინა. - შენ რა, ამ კახპის გეშინია?
-უბრალოდ.. არ მომწონს ის.. ყოველთვის ახერხებს ჩემი ცხოვრების დანგრევას!
-ბრენდა, მისმინე, შენი ცხოვრების დანგრევის საშუალებას არავის მივცემ, - გამომწვევად მაკოცა ტუჩებში. მესიამოვნა. ტეილორი ამას დაინახავდა! სიტუაციის გასამწვავებლად ჯულიენს თმაში შევუცურე ხელები. ჩემი სახე მის ლამაზ თითებში იყო მოქცეული.
კოცნა რომ შევწყვიტეთ, ჯულიენმა თვალი ჩამიკრა და წავიდა. მთელი სხეული დამუხტული მქონდა. სიამოვნებისგან კარადას ვიყავი აკრული. როდესაც ტეილორის გაოგნებული სახე შევნიშნე, სიამოვნების ჟრუანტელმა კიდევ ერთხელ დამიარა. ტეილორი აღარ მოსულა ჩემთან, მტრული მზერა მესროლა და უკან გაბრუნდა. ეშმაკურად ჩავიცინე და პირველ გაკვეთილზე შევედი.
ჯულიენი დასვენებაზე, ბუფეტში ვნახე. ერთ მაგიდას მივუსხედით და ლაპარაკი დავიწყეთ:
-აბა რაო ტეილორმა? - მკითხა მან.
-არაფერი, უკან გაბრუნდა. - ჯულიენს გაეცინა.
-ბრენდა, ოდესმე შეყვარებული გყოლია?
-არაა. ხო გესმის.. ტობი კაი ხანს მომწონდა და მერე იცი რაც მოხდა. შენს გამოჩენამდე არც მოუქცევია ვინმეს ყურადღება. ასე რომ სულ ვსწავლობდი და ვსწავლობდი.. შენ გყოლია?
-არა.
-რაა?! - გამიკვირდა. ჯულიენისნაირ ბიჭებს თითქმის ყოველთვის ყავთ ყოფილები.
-შენი აზრით, მამაჩემის ხელში ვინმეს შეყვარებულობას გავბედავდი?
-ვწუხვარ...
-ახლა ყველაფერი რიგზეა. მე შენ მინდიხარ! როგორც კი დაგინახე, მივხვდი რომ შენთვის ბოლომდე ვიბრძოლებდი!
-იცი, მეც მომწონხარ..
-ვიცი.
-საიდან იცი? ეს ხო არასდროს მითქვამს.
-ხუმრობ ბრენდა?! მთვრალი რომ იყავი ჩემი პროფილიც კი დახატე და შენთან დარჩენა მთხოვე, გუშინ მაკოცე. ისე, დაასრულე ნახატი?
-არა... შენი გაუჩინარების შემდეგ, შევინახე საგულდაგულოდ.. რომ არ შემეხედა..
-დაასრულებ?
-კი, დღეს სკოლის მერე ბაბუაჩემთან მივდივარ და როგორც კი სახლში მივალ, დავასრულებ.
-მინდა რომ შენ დაიტოვო.
-კარგი. იცი, დედაჩემმა იცის ჩვენზე..
-რა იცის?
-ის რომ მოგწონვარ და მეც მომწონხარ.
-მერე, რაო?!
-მომილოცა პირველი ურთიერთობა! დედაშენმა იცის?
-კი, ყველაფერი მოვუყევი შენზე, ცრემლებად დაიღვარა და მითხრა რომ შენ მე მიმსახურებ..
-მართალია. - ვთქვი. ზარი დაირეკა, სანამ მეორე გაკვეთილზე შევიდოდი ჯულიენს ვაკოცე.
როგორც კი სკოლიდან გამოვედი, ბაბუას სახლისკენ ავიღე გეზი. მისი სახლიც ჩვენსავით, პატარა და მყუდრო იყო. ბაბუას გაუხარდა ჩემი დანახვა, გადამეხვია, სახლში შემიპატიჟა და როგორც ყოველთვის ტკბილეული დამიწყო მაგიდაზე.
-ჩემო ბრენდა! როგორ მომენატრე! ამ ბოლო დღეებში ვერ გავედი სახლიდან, არიელს ვუყურებდი. - გამეცინა, - ნუ დამცინი! მე მიყვარს მულტფილმები.
-ვიცი ბაბუ!
-ასე რატომ გიბრწყინავს თვალები? - ლოყები გამიწითლდა და თავი ჩავხარე.
-ოოოჰ, ჩვენი გოგო შეყვარებულიაა! - ყველა ასე ადვილად რატო ხვდება? - აბა მომიყევი..
-ერთი ბიჭია, ჯულიენი. ჩვენს მეზობლად ცხოვრობს და ინგლისურის გაკვეთილები ერთად გვიტარდება. ერთმანეთი ძალიან მოგვწონს...
-რა კარგიაა. ანუ შეყვარებულები ხართ?
-შეიძლება ეგრეც ითქვას. არვიცი ბაბუ.. მგონი მიყვარდება.
-მერე, მაგას რა ჯობია ბრენდა? პირველი სიყვარული.. საოცრებაა. მეც მახსოვს ჩემი მარგარიტა.. მზესავით ანათებდა სიარულისას. ოქროსფერი, გრძელი და ულამაზესი თმა, თითქმის უკანლამდე დასთრევდა. ნაზი იყო, სპეტაკი შროშანა. ნებისმიერის გულს რომ მოიგებდა, სწორედ ისეთი. ჩემი გულიც ადვილად მოიგო და მეც ადვილად მოვიგე მისი. აბა, შენ რა გგონია, სულ ასეთი კი არ ვიყავი... სიმპატიური ახალგაზრდა გახლდით.. შემდეგ დავშორდით რაღაც მიზეზების გამო. ეჰ, ბებიაშენი სვეტა მენატრება. ის საუკეთესო ქალი იყო ჩემს ცხოვრებაში, აბა ახლა ვინ შემიყვარებს! მოკლედ ბაბუ, რჩევას მოგცემ, არ გააწვალო ეგ ბიჭი ძალიან. ერთ დღეს კი ჩემთან მოიყვანე, გამაცანი. კაცის სიტყვას ვეტყვი.
-კარგი ბაბუ. ახლა უნდა წავიდე, ვიმეცადინებ და მერე ჯულიენსაც ვნახავ. - ბაბუა გადავკოცნე და წავედი.
ყოველთვის გულს მითბობდა მისი საუბარი. ძალიან მიყვარს ბაბუა სემი. მიყვარს როდესაც ისტორიებს იხსენებს საკუთარი წარსულიდან.
სახლში მივედი. დედას ეძინა. რეიჩელი კი ჩვენს ოთახში, ტელეფონში იქექებოდა.
-ჰეი, - მომესალმა.
-ჰეი, რატო არ იყავი დღეს სკოლაში?
-ლუის მშობლები არ იყვნენ და გადავწყვიტეთ ეს დღე მასთან გაგვეტარებინა.
-გასაგებია..
-აბა, როგორაა საქმეები? მთელი კვირა მოღუშული იყავი და ახლა მთლიანად ანათებ. ჯულიენი დაბრუნდა?
-ხო.
-მოგწონს?
-ძალიან.
-თვითონ მოსწონხარ?
-კი.
-აკოცეთ?
-კი, რამდენჯერმე.
-გიყვარს?
-არ ვიცი...
-კარგი ბიჭი ჩანს. არ გაუშვა შანსი ხელიდან.
-არც გამიშვია. - ჯულიენის დაუსრულებელი პროფილი ავიღე, საღებავებთან ერთად და იქვე ჩამოვჯექი. გაფერადებას შევუდექი.
-აბა, მანახებ რას ხატავ? - წამოდგა რეიჩელი.
-ჯულიენს.
-ოჰოო, ვიღაც მართლა შეყვარებულია..
-თავად მთხოვა იმ დღეს, გახსოვს მის წვეულებაზე რო წამიყვანე?
-თავად გთხოვა? ვააუ.. ყოჩაღ დაიკო! ისე, მართლა მაგრად ხატავ.
2 საათში ნახატი დასრულებული იყო. ყველა დეტალი შევასწორე და საწოლის გვერდზე ჩამოვკიდე. რეიჩელი მეგობრებთან წავიდა. კარებზე დააკაკუნეს და გავაღე. ჯულიენი მოსულიყო.
-ბრენდა, 1 საათში მოვალ და რამე ვქნათ კაი? მარტო იქნები?
-კი, დედა ათ წუთში წავა ბაბუა სემთან და შენც მოდი.
-კარგი, - თქვა და წავიდა.
დედაც წავიდა და მარტო დავრჩი სახლში. სულ მალე კარებზე კვლავ დააკაკუნეს. ჯულიენი მეგონა, მაგრამ კარები რომ გავაღე ხელში ხანშიშესული მამაკაცი შემრჩა. კეპი ეხურა.
-დიახ?! - ვკითხე.
-შენ ხარ ბრენდა?
-დიახ.
-მე მამათქვენის მეგობარი ვარ, რაღაც უნდა გადმოგცეთ.
-მამა?.. უცნაურია. კარგით, მობრძანდით. - მამა 13 წელია წასულია და ახლა გავახსენდით? რაღაც ისე არაა. კაცი შემოვიდა და იქვე ჩამოჯდა. კეპი მოიხადა და იქვე დადო.
-აბა, რა უნდა გადმომცეთ?
-იცი, ჯერ რაღაცას გკითხავ, ბრენდა! სებასტიანს საიდან იცნობ? - რაო?! სებასტიანი... ეს ხომ ჯულიენის ნამდვილი სახელია!
-უკაცრავად, თქვენ მამას მეგობარი ხართ. აქ სებასტიანი რა შუაშია.. - კაცმა გაიღიმა.
მას შავი თმა და კუპრივით შავი თვალები ჰქონდა. გაღიმებაც კი.. ჯულიენისას მიუგავდა!
ო ღმერთო! ეს კაცი ჯულიენის მამა, ლუკი იყო!
-იცოდე, ახლავე პოლიციაში დავრეკავ. - ვთქვი და ნომერი ავკრიფე.
-ვერ დარეკავ სიხარულო! სებასტიანსაც დაიჭერენ!
-როგორ მომაგენით?
-კვალის არევის მიუხედავად, სებასტიანს მაინც გამოვყევი. გითვალთვალებდი და შენამდე მოვედი. დაგინახეთ შენ და ჩემი შვილი ერთად.
-რა გინდათ?! წადით, თავი დაანებეთ მას!
-მითხარი სებასტიანი სად ცხოვრობს, ვისი სახელით დარეგისტრირდა სკოლაში და რას საქმიანობს და შეგიწყალებ!
-არა! არაფერსაც არ გეტყვით. - ახლა მხოლოდ ჯულიენის იმედზე ვიყავი, რომელიც წუთი-წუთზე კარს შემოაღებდა. უნდა გამეძლო. კაცი მომვარდა და კეფაში ჩამარტყა. ტკივილისკან წამოვიკივლე და გავითიშე. რომ გამოვფხიზლდი სკამზე ვიყავი მიბმული და ჯულიენის მამა, ლუკი ჩემს წინ დანით ხელში იდგა....










თავი 5
-არ გეტყვით სებასტიანზე არცერთ სიტყვას! - არ ვახსენებდი მის ახალ სახელს, ჯულიენს.
-მოგიწევს! შეკითხვებს დაგისმევ და რამდენჯერაც არ მიპასუხებ, იმდენჯერ დავუსმევ ამ დანას შენს ლამაზ სხეულს.
-თუ გინდა ახლავე მომკალი! სებასტიანს არ გავცემ, არაფრისდიდებით! - მხნეობას ვინარჩუნებდი, ვიცოდი მალე ჯულიენი ამ კარებს შემოაღებდა და მოვიდოდა, გადამარჩენდა.
-პირველი კითხვა, რა სახელი დაირქვა სებასტიანმა? - ლუკს შევაფურთხე, კაცი განრისხდა და დანით მომიახლოვდა.
დანა ლავიწზე დამადო და დაბლა ჩამოუყვა. დაახლოებით 4 სმ-ზე გამიჭრა კანი. ჭრილობა ძალიან ღრმა არ იყო, მაგრამ გაკერვა ესაჭიროებოდა. სიმწრისგან დავიყვირე, თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა.
-აბა, მითხარი ბრენდა, რა სახელი დაირქვა სებასტიანმა? სად ცხოვრობს? სადაა ჩემი ცოლი?
-არც მე ვიცი ბევრი რამე!
-ან პასუხი გამეცი ან დამატებით სამ ჭრილობას მიიღებ!
-არ ვიცი! რომც ვიცოდე, არაფერს გეტყოდი! - რათქმაუნდა ვიცოდი, ყველაფერი რასაც მეკითხებოდა, მაგრამ ჯულიენს ვერ გავცემდი.
მეორე ლავიწზეც ჩამომისვა დანა. პირზე ამაფარა ხელი, რათა ჩემი ყვირილი ვინმეს არ გაეგო და შეკითხვები რამდენჯერმე გამიმეორა. უარის შემდეგ, ხელებზეც დამისვა დანა. ყველა ჭრილობა უსაშველოდ მეწვოდა, ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა და სიმწრისგან ვკიოდი.
უცბად კარებზე კაკუნი გაისმა. უნებურად ჩამეღიმა. ლუკი გაოგნდა, არ იცოდა რა ექნა, ბოლოს პირზე წებოვანი ლენტი ამაკრო და კარების გვერდზე დადგა. ვყვიროდი, რომ ვინც იყო არ შემოსულიყო, მაგრამ ჩემი ხმა არ ისმოდა და კარებიც გაიღო. დავინახე ჯულიენი, რომელსაც წამის მეასედებში სახიდან ღიმილი გაუქრა და მისკენ გამოქანებული დანა ჰაერში დაიჭირა. შვებისგან ამოვისუნთქე. ჯულიენმა მამამისს კეფაში ხელი ჩასცხო და ლუკი გაითიშა. ჯულიენმა ჩემთან ჩაიმუხლა და თოკების შეხსნა დაიწყო, წებოვანი ლენტიც ამახია.
-ბრენდა, რა მოხდა?!
-მამაშენი მოვიდა და... მან მკითხა რაღაცები შენზე და მე არ ვუპასუხე, შედეგად აი, ეს მივიღე, - თავით ჭრილობებზე ვანიშნე.
-ო, ღმერთო! ბრენდა, დიდი ბოდიში, ეს ჩემი ბრალია! რომ არა მე, ეს არ დაგემართებოდა.
-არა, ჯულიენ. არაა შენი ბრალი! არაუშავს..
-რატო არ უპასუხე კითხვებზე? ჯანდაბას ჩემი თავი, შენ არაფერი დაგიშავდებოდა!
-ვერ მივცემდი შენი პოვნის საშუალებას! საკმარისად გაგამწარა, - ჯულიენმა გულში ფრთხილად ჩამიკრა, მე ვიგრძენი როგორ დამეცა მისი ცრემლები მხარზე.
-მიყვარხარ ბრენდა და ყოველთვის მეყვარები! პოლიციაში უნდა დავრეკოთ!
-რაა?! არა! შენც დაგიჭერენ!
-სხვა გზა არაა, ლუკი ისევ გამოიღვიძებს და არ შეწყვიტავს ჩემს ძებნას, უნდა დავაჭერინოთ! თან შენი ჭრილობები გასაკერია! ყველაფერს ავუხსნით პოლიციას და თუ დამიჭერენ, დამიჭირონ. მთავარია შენ იყო უსაფრთხოდ.
-კარგი...
პოლიცია 10 წუთში ჩემს სახლთან იყო, სასწრაფოს ერთ მანქანასთან ერთად. ლუკი წაიყვანეს დასაკითხად, ჯულიენი და მე საავადმყოფოში წავედით და თან ორი პოლიციელი გამოგვყვა, რათა იქვე დავეკითხეთ. საავადმყოფოში შესულს, თვალში დედაჩემი მომხვდა, რომელიც გიჟივით გამორბოდა ჩემი საკაცისკენ.
-რა მოხდა ბრენდა?! - მკითხა როდესაც ახლოს მოვიდა.
-ჯულიენ, გთხოვ აუხსენი ყველაფერი.. ლაპარაკის თავი არ მაქვს, ძალიან მტკივა, - ამოვიკვნესე ტკივილისგან. ჯულიენმა დედას ლაპარაკი დაუწყო, დედას ცრემლები წამოუვიდა და ასევე თვალებცრემლიან ჯულიენს გადაეხვია.
პალატაში შემიყვანეს და ჭრილობები გამიწმინდეს, შემდეგ კი გამიკერეს, ეს ყველაფერი დედაჩემმა გააკეთა და თან შეკითხვებს მისმევდა. ამ დროის განმავლობაში ჯულიენს ჩემთვის ხელი არ გაუშვია. საცოდავს ისე მაგრად ვუჭერდი, რომ ვხედავდი, როგორ ეჭიმებოდა ტკივილისგან ხელები. როდესაც ყველა ჭრილობა გამიკერეს, პოლიციელები შემოვიდნენ პალატაში. ერთმა, მაღალმა, თმაში ჭაღარაშერეულმა კაცმა კითხვების დასმა დაიწყო, ხოლო მეორე შედარებით ახალგაზრდა და დაბალი, დღიურში რაღაცებს ინიშნავდა:
-ქალბატონო ბრენდა, ბატონო ჯულიენ, თქვენთან რამდენიმე შეკითხვა მაქვს. პირველი, ვინ არის თქვენთის ბატონი ლუკი?
-ლუკი მამაჩემია. - უპასუხა ჯულიენმა.
-რა პრობლემა ჰქონდა მას ბრენდასთან?
-არანაირი. პრობლემა ჩემთან ჰქონდა. ბავშვობაში მე და დედას გვცემდა, გვაშიმშილებდა. შემდეგ სამი კვირის წინ, გამოვიპარეთ მე და დედა. და მან ჩვენი ძებნა დაიწყო. მიპოვა აქ და დამინახა ბრენდასთან ერთად. ბრენდას შეკითხვები დაუსვა და მან არ უპასუხა, ასე ამიტომ მოექცა, - ნერწყვი ხმაურიანად ჩაყლაპა ჯულიენმა, თითქოს ცრემლების შეკავებას ცდილობდაო.
-გასაგებია. ჯულიენ, მართალია რომ მამათქვენს, ლუკს 10,000 დოლარი მოპარეთ, სკოლაში გაყალბებული დოკუმენტები შეიტანეთ და თქვენი ნამდვილი სახელი ჯულიენი კი არა, სებასტიანია? - ნერვიულობიგან ჯულიენს ხელზე ხელი მოვუჭირე.
-დიახ. მართალია. მამას ფული გაქცევისთვის და სახლის ყიდვისთვის გამოვიყენე. დოკუმენტები და სახელი კი იმიტომ გავაყალბე რომ მას არ ვეპოვნე, მაგრამ ეს მაინც შეძლო.
-იცით, არის საფრთე რომ 6 თვე მოგისაჯონ და გირაო დაგიწესონ. ადვოკატის აყვანას შეძლებთ? თუ სახელმწიფოს ადვოკატი გნებავთ?
-სახელმწიფოს ადვოკატი.. - ჯულიენმა წამით თვალებში ჩამხედა. მის თვალებში დიდი ტკივილი და სევდა იკითხებოდა.
-კარგით ბატონო. პატარა სასამართლო მოსმენა ხვალ ჩატარდება, ამ ღამეს ციხეში გაატარებთ. - პოლიციელმა ჯულიენს ხელბორკილები დაადო, ავტირდი და ვთქვი:
-შეიძლება ორი წუთით ვესაუბრო, უხელბორკილოდ? - პოლიციამ თავი დამიქნია და ჯულიენს ხელბორკილი მოხსნა. პოლიციელებმა პალატა დატოვეს და მარტო დავრჩით. ჯულიენმა გულში ჩამიკრა და ორივე მწარედ ავტირდით.
-ძალიან, ძალიან მიყვარხარ ბრენდა, - ჩემი თმების სურნელი შეიყნოსა.
-მეც მიყვარხარ.
-საოცარი სურნელი აგდის, ისევე როგორც ყოველთვის.
-ჯულიენ, შემომხედე, - მან შემომხედა და მე ფრთხილად, ძალიან ფრთხილად და ნაზად ვაკოცე ტუჩებში. ხელები სახეზე მიმადო და ლოყაზე მომეფერა.
-თუ დამაპატიმრებენ.. დამელოდები? ვიცი რომ ჩემი მხრიდან ამის კითხვა სისულელე და ეგოიზმია.. მაგრამ.. მაინც გეკითხები. - ისე თქვა, რომ ტუჩები ჩემი ტუჩებისთვის არ მოუშორებია.
-რათქმაუნდა დაგელოდები, ყოველთვის და ყველგან დაგელოდები! არასოდეს შევწყვეტ შენს სიყვარულს!
-წასვლის დროა! - ჭაღარა პოლიციელმა შემოაღო კარები, ჯულიენის ბორკილები გაუკეთა და წაიყვანა...
იქვე კედელთან ჩამოვჯექი და კვლავ ავტირდი. ვტიროდი იმიტომ, რომ ახლა ჩემი ერთადერთი სიყვარული შეიძლება ციხეში 6 თვით ჩაესვათ! მის გარეშე 6 დღე ძლივს გავძელი და 6 თვეს გავძლებდი?! როგორღაც დაწესებული გირაო უნდა დამეფარა.. მაგრამ როგორ?! ფული არ მაქვს და თან ჯერ არც ის ვიცი რამდენს დაუწესებენ, თუ დაუწესეს საერთოდ... პალატაში დედა შემოვიდა, ჩემთან ჩაიმუხლა, გულში ჩამიკრა და დამამშვიდა:
-ჩემო გოგო! დამშვიდდი... დამშვიდდი...
მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. სულ ჯულიენის ღიმილი მელანდებოდა და ტუჩებზე მის გემოს ვგრძნობდი. დილას, 6 საათზე ავდექი და ბევრი ყავა დავლიე. სასამართლო მოსმენა შუადღეს, 12-ზე იყო. იქ გადაწყდებოდა ჯულიენის ბედი. ჩემი და ჯულიენის ბედი. სკოლაში რათქმაუნდა არ წავსულვარ.
სასამართლო პროცესი დაიწყო. ჯულიენს შუშის მიღმა ვხედავდი, დამატყვევებელი ღიმილით ხელი დამიქნია, მეც გავუღიმე და ხელი დავუქნიე.
მთელი 1 საათია აქ ვართ. მე,დედა და რეიჩელი.ჯულიენის დედაც აქაა. იგივე კითხვები და იგივე პასუხები. ახლა მოსამართლე ბოლო სიტყვას იტყვის:
-ბატონ ჯულიენს/სებასტიანს ბრალი ედება: 1) ფულის მოპარვაში და 2) დოკუმენტების გაყალბებაში. ამ დანაშაულებებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რომ მას მივუსაჯოთ 6 თვე პატიმრობა. გირაო - 10,000დოლარი. სასამართლო მოსმენა დასრულებულია.
6 თვე პატიმრობა, გირაო 10,000 დოლარი...
ეს სიტყვები თავში მიტრიალებდა. აცრემლებული თვალებით ჯულიენს გავხედე, არანაკლებ შოკურ მდგომარეობაში იყო. უეცრად, სანამ მას ციხეში წაიყვანდნენ, დავიყვირე:
-მიყვარხარ ჯულიენ! დაგელოდები! - მან გამიღიმა და წაიყვანეს.. თუმცა სანამ ჩემი თვალთახედვის არეს გასცდებოდა, ტუჩები გაამორავა და მე სიტყვები გავარჩიე: „მეც მიყვარხარ“
ჩემი ჯულიენი წაიყვანეს.
ჩემს ჯულიენს 6 თვე ვეღარ ვნახავდი.
10,000 დოლარს ფიზიკურად ვერ გადავიხდიდი...
სახლში დავბრუნდით. ვერაფრით შეძლეს ჩემი გამხიარულება. უბრალოდ ვიჯექი, ვტიროდი და ჯულიენის ღიმილი მედგა თვალწინ.
ცოტახანში ბაბუა სემი მოვიდა. ჩამეხუტა და ჩემს წინ დაჯდა, ლაპარაკი დაიწყო:
-ეჰ, ბრენდა... ეს რა გავიგე! ძალიან ვწუხვარ! რამით შემიძლია დაგეხმარო?
-არა ბაბუა.. გირაოს ვერ გადავიხდი... 6 თვე უნდა მოვიცადო, სხვა გზა ფიზიკურად არ არის.
შემდეგ დღეს ჯულიენს ციხეში მივაკითხე. შუშის ერთ მხარეს ის იყო, მეორე მხარეს მე და ტელეფონით ვსაუბრობდით. მას ვერ ვეხებოდი, ვერ ვკოცნიდი..
-როგორ ხარ? - მკითხა მან.
-არამიშავს, შენ?
-მეც, ეგრე.
-მამაშენს რამდენი მიუსაჯეს?
-15 წელი..
-ძალიან კარგია..
-ჭრილობები გტკივა?
-ამ ტკივილს ვუძლებ, ხოლო სულიერს ვერა!
-მესმის, მეც ასე ვარ. უზომოდ მენატრები, ძალიან მინდა ახლა ეს შუშა ჩავამტვრიო და შეგეხო..
-მეც! მიყვარხარ ჯულიენ..
-მიყვარხარ ბრენდა!
-ბოდიში რა, გირაოს ვერ გადავიხდი..
-რა სისულელეა! გირაოს არც გადაგახდევინებდი! რატო მიხდი ბოდიშს?! არაუშავს, არაფერია.. მე აქ კარგად ვარ. გააგრძელე ცხოვრება და 6 თვეში მეც შემოგიერთდები გესმის? უბრალოდ დამელოდე..
-გელოდები! გელოდები!
-დრო ამოიწურა! - პოლიციელმა გარეთ გამომიყვანა, ცრემლები მოვიწმინდე და სახლში წავედი.
დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. სკოლაში სიარული გავაგრძელე. ყოველდღე მივდიოდი ციხეში ჯულიენის მოსანახულებლად.
ასე გავიდა 3 თვე, შემდეგ კი ისეთი რამ მოხდა, რასაც ნამდვილად არ მოველოდი..













თავი 6
/3 თვის შემდეგ/
3 თვე ძალიან გაიწელა..
კიდევ 3 თვე და ჯულიენი ციხიდან გამოვიდოდა...
ორი კვირის წინ ერთი ბიჭი, სახელად კარლი გავიცანი. ის ძალიან მხიარული ადამიანია. ყოველ დღე, სკოლის მერე სახლამდე მაცილებს.
არ გეგონოთ, რომ ის ჩემი შეყვარებულია, ან ჯულიენი ჩაანაცვლა, ან რაიმე მსგავსი! მე მის მიმართ არაფერს ვგრძნობ. მხოლოდ მეგობრები ვართ. ჯულიენია ჩემი ერთადერთი სიყვარული და იმედი მაქვს, სულ ასე იქნება.. უბრალოდ კარლს მოვწონვარ, ამას ვგრძობ და ვაფრთხილებ რომ სხვა მიყვარს.
ჩემი ყოველი დღე ასეთია: ვიღვიძებ, ვემზადები სკოლისთვის, მივდივარ სკოლაში, კარლი დამყვება და მეც ველაპარაკები, ვესწრები გაკვეთილებს, ვუსმენ მასწავლებლებს, მივდივარ სახლში (კარლიც მომყვება), ვმეცადინეობ და ვიძინებ. რეიჩელსაც ველაპარაკები, მე და ის ჯულიენის წვეულების შემდეგ დავვახლოვდით. ბაბუა სემსაც ვსტუმრობ ხოლმე. სახლში ყალბი ღიმილით დავდივარ, რათა დედამ არ ინერვიულოს.
იმდენი საქმე დამიგროვდა სკოლაში, რომ ფიზიკურად ვერ ვასწრებ ჯულიენის ყოველდღე მონახულებას.
ახლა სკოლიდან სახლში მივდივარ, გვერდზე კარლი მიდგას. ის მაღალია, ჯულიენზე მაღალი, მოწითალო თმები აქვს, ჩემსავით და დაკუნთული ტანი. შეიძლება ითქვას რომ ჯულიენზე სიმპატიურია, მაგრამ ჩემთვის არა.
-დღეს წავიდეთ სადმე? - მკითხა კარლმა, როდესაც უკვე ჩემს სახლს მივუახლოვდით.
-სად?
-რესტორანში?
-კარლ, ხო იცი რომ შეყვარებული მყავს? რომელსაც 3 თვეში გაგაცნობ?
-კი ვიცი, უბრალოდ შემოგთავაზე.
-არაა, მეცადინეობა მირჩევნია. არ გეწყინოს.
-არა, მივეჩვიე შენს უარს.
-ბიოლოგიის პროექტში ერთად ვართ ხო?
-ხო
-კარგია. პროექტი რაზე გვაქვს?
-ცოცხალი ორგანიზმის ძირითად ნიშან-თვისებებზე, ძალიან გთხოვ ყველაფერი ერთად გავაკეთოთ, ხო იცი ბიოლოგიის გარტყმაში არ ვარ.
-კი,კი. ორგანიზმის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია: სუნთქვა,კვება,ზრდა-განვითარება, გადაადგილება,გაღიზიანებადობა, გამრავლება და აგზნებადობა. თითოეულ მათგანს ინტერნეტში მოიძიებ და ინფორმაციას მომაწვდი, დანარჩენს მე გავაკეთებ.
-კარგი.
-მოდი, სახლში შევიდეთ. ყავა დავლიოთ.
კარლი და მე, ჩემს სახლში შევედით. ყავა მოვამზადე და იქვე, მაგიდასთან დავჯექით.
-შეგიძლია ჯულიენზე მესაუბრო?
-რისი გაგება გსურს?
-ყველაფრის, თავიდან-ბოლომდე.
-სკოლაში ამ წლის პირველ დღეს გავიცანი. თავიდანვე დამიახლოვდა, ხანდახან მაშინებდა, არ მინდოდა მასთან ახლოს ყოფნა. შემდეგ დავთვერი და სახლში შევიპატიჟე, მაგ დღეს მივხვდი, რომ მის მიმართ რაღაც გრძნობები მქონდა. შემდეგ გაქრა, 6 დღე ვერსად ვნახე. როდესაც დაბრუნდა ვეჩხუბე, მან კი ყველაფერი ამიხსნა. ეს ამბავი იცი, მამამისზე. ერთმანეთი შეგვიყვარდა და ახლა ველოდები, ციხიდან რომ გამოვა სულ ერთად ვიქნებით.
-მიყვარს სიყვარულის ისტორიების მოსმენა. ყოველთვის ვკითხულობ მოთხრობებს, ისტორიებს, ფანფიკებს სიყვარულზე. კარგი ისტორიაა. იმედია გაგიმართლდება იმედები.
-ჰო, მადლობა.
-როგორ გამოიყურება ჯულიენი?
-შენზე ოდნავ დაბალია, შავი თმა და შავი კუპრივით თვალები აქვს. როდესაც იღიმის.. ის... ის ისეთი საოცარია, ყველას დაატყვევებს. გამიმართლა ეს ღიმილი მე რომ მეკუთვნის.
-ძალიან ყოფილხარ შეყვარებული..
-თან როგორ! ღამე ვერ ვიძინებ... სულ ჯულიენზე ვფიქრობ. მინდა სულ მასთან ვიყო. - ვერც კი მივხვდი, რომ ცრემლები მომდიოდა.
-კაი გოგო რა გატირებს. ციხეშია, ხო არ მომკვადრა! რაღა დარჩა, 3 თვეში ნახავ. ნუ მოიწყინე რა!
-უბრალოდ სულ ასე მემართება, როდესაც მასზე ვფიქრობ. - ხელი უნებურად შრამზე გადავისვი. ჭრილობები შემიხორცდა, მაგრამ ახლა 4 გრძელი შრამი მაქვს.
-ეგ ის შრამია ხო? ჯულიენის მამამ რომ..
-ხო, - არ დავამთავრებინე.
-კარგი, ახლა ჩემი წასვლის დროა ბრენდა. ინფორმაციას მოვიძიებ და გამოგიგზავნი.
-გაგაცილებ, ბაბუა სემს უნდა შევუარო.
-კარგი.
გარეთ გავედით. ჩემი სახლის ზღურბლზე ვიდექით. უცბად კარლი ჩემსკენ გამოიწია და ტუჩებში მაკოცა. სწორედ იმ დროს როდესაც მის მოშორებას ვაპირებდი, ჩემი სახლისკენ მომავალი ჯულიენი დავინახე, თაიგულით ხელში...
მოიცა, რა?!
მე მართლა დავინახე ჯულიენი, რომელსაც ღიმილი სახეზე შეაშრა.
მან დიანახა როგორ მკოცნიდა კარლი და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა, თაიგული იქვე დააგდო და გაიქცა.
გაოგნებულმა კარლი მოვიშორე და ჯულიენისკენ გავიქეცი, თან ვყვიროდი:
-ჯულიეენ! ჯულიიიიეენ!
გაჩერდა და ცრემლიანი თვალებით შემობრუნდა.
-ღმერთო, როგორ მომენატრე! - ვთქვი და მისკენ წავედი, მაგრამ მან უკან დაიხია. ადგილს მივეყინე.
-არ მომეკარო ბრენდა. როგორც ჩანს, ახალი ვიღაც გყავს და ახლა მისი ბრენდა ხარ.
-არა ჯულიენ არა! აგიხსნი...
-არაფერია ასახსნელი! მე ვერასოდეს მოგცემ იმას, რაც ეგ ბიჭი.. მე არ ვარ მდიდარი, მე არ ვარ მასზე სიმპატიური...
-ჯულიენ! ღვთის გულისათვის მათქმევინე! ის მხოლოდ მეგობარია, არაფერს ვგრძნობ გესმის? თვითონ მაკოცა და უნდა მომეშორებინა, ამ დროს დაგინახე... ყველაფერს გეფიცები, შენ მიყვარხარ. ეს სამი თვე სულ ვტირივარ და არასროს მძინავს, სულ შენზე ვფიქრობ ჯულიენ.. სულ ჩვენს შეხვედრაზე ვფიქრობდი...
-მართალია, რასაც ამბობს? - კითხა ჯულიენმა კარლს, რომელიც ეს-ესაა მოსულიყო.
-მართლა მე ვაკოცე... სულ შენზე ლაპარაკობს, სულ იმას იძახის როგორი დამატყვევებელი ღიმილი და შავი, პუკრივით თვალები გაქვს. ბოდიში რა ბრენდა, ვეღარ მოვითმინე. მე აქ ზედმეტი ვარ, წავალ...
კარლი წავიდა, ხოლო ჯულიენს გაეღიმა.
-ანუ, ისევ გიყვარვარ და ისევ ჩემთან იქნები? მელოდებოდი?
-კი, კი და კი! მაგრამ, აქ რა გინდა? ციხეში არ უნდა იყო? 3 თვე დაგრჩა...
-გამომიშვეს, კარგი ქცევისთვის, თან ისედაც გადაჭედილია ციხეებიო...
-ღმერთო! - სიხარულისგან ავტირდი და ჯულიენს ჩავეხუტე. მის კისერში მქონდა თავი ჩარგული და ვტიროდი, ისიც ტიროდა. ნათქვამია თუ ბიჭი შენს გამო ტირის, მართლა უყვარხარო... შემდეგ კი ვაკოცე...
ეს კოცნა საუკუნედ გაგრძელდა, არცერთს გვინდოდა ერთმანეთს მოვშორებოდით, არასდროს...
ჯულიენმა ლავიწზე, ნაიარევზე დამისვა ხელი და სახე მოეღუშა.
-ეს ჩემს გამო გაქვს...
-არა ჯულიენ! ეს იმიტომ მაქვს, რომ მიყვარხარ! ეს იმის ნიშანია, რომ სამუდამოდ მეყვარები.. - ვთქვი, მან კი ჩემს შრამს აკოცა. ჩამეღიმა, ხელი ჩავჭიდე და ორივე ჩემს სახლში შევედით. მთელი დღე კალთაში ვეჯექი და არ ვაძლევდი წასვლის უფლებას. სულ გულში ვყავდი ჩაკრული და ჩემს თმებს იყნოსავდა.
-როგორ მომნატრებია შენი მარწყვის სურნელი...
-მე კიდევ შენი ღიმილი..



ასე სრულდება ეს ისტორია... ბრენდას და ჯულიენს ერთმანეთი ჰყავთ, ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. არ ვიცი.. შეიძლება მომავალში იყოს მომენტები, როდესაც ისინი ერთმანეთს დაშორდებიან სხვა და სხვა გარემოებების გამო.. მაგრამ ის კი ვიცი, რომ მათ ერთმანეთი სამუდამოდ, სიგიჟემდე ეყვარებათ! ჯულიენი მუდამ ბრენდას გვერდზე იქნება და მას დაიცავს, მას ისევ დამატყვევებელი ღიმილი ექნება, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ხოლო ბრენდას სულ მარწყვის სურნელი ექნება, რომელიც ჯულიენს ასე ძალიან უყვარს..!



_____________________________________________________


შემიფასეთ <3 დააკომენტარეთ <3скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი თაკო

უბრალოდ სიტყვები ზედმეტია.....

 



№2 სტუმარი Mari

Auu dzaan magariaa ????????????

 



№3  offline წევრი ლიდია

სტუმარი თაკო
უბრალოდ სიტყვები ზედმეტია.....

იმედია კარგი სიტყვებია ^_^ <3

Mari
Auu dzaan magariaa ????????????

დიდი მადლობაა ^_^

 



№4 სტუმარი სტუმარი Lika

Did I sisullea ra

 



№5  offline წევრი ლიდია

სტუმარი Lika
Did I sisullea ra

მადლობა გულწრფელობისთვის :დ ^_^ შეიძლება..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent