შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკი ქალია 18+ (6)


10-10-2017, 00:45
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 331

ეშმაკი ქალია 18+ (6)

- დათა, დათაა - შუაღამისას გააღვიძა ლილიანმა კაცი.
- ჰოო - ძლივს გაახილა თვალები.
- წყალი მინდა და მცივა.
- წყალს მოგიტან...
შიშველ ტანზე მხოლოდ დათას პერანგი ეცვა ქალს.
- ჩემს საძინებელში შედი და საბანში შეწექი - უთხრა კაცმა.
- შენ?
- მეც მოვალ.
თითქმის თვალდახუჭული შევიდა ქალი დათას ოთახში, პერანგი გაიხადა და აშლილ ლოგინში შეწვა. თეთრი ზეწარი, თეთრი საბანი ჰქონდა, მთლიანად კაცის არომატი ასდიოდა ყველაფერს, სადაც კი ცხვირს გაწევდა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს დათას სურნელში ჩაიღვარა მთელი მისი არსება.
- წყალი მოგიტანე - მოესმა კაცის ხმა. ბნელოდა და თავი თვალებდამძიმებულმა წამოყო. ვერ ხედავდა დათას, თუმცა გრძნობდა, რომ მის წინ იდგა.
კაცს გაეცინა, ტუჩებთან ჭიქა მიუტანა და თავი წამოაწევიდა. ავადმყოფებს ან სასიკვდილოდ დაჭრილებს, რომ თავიანთი ხელით ასემევენ ხოლმე, ზუსტად ისეთი სურათი დაიხატა.
ლილიანი მექანიკურად ჩაიწია გვერდით, რათა დათა მისწოლოდა. კაცს გაეღიმა, მაგრამ ქალს ეს არ დაუნახავს. მისი თბილი სხეულის შეგრძნება სწყუროდა ისევ, არ სიამოვნებდა ის ცივი ჰაერი, კაცის ადგომისას რომ დაეჯახა კანზე.
დათა დაუფიქრებლად მიუწვა გვერდით. ქალს კისერქვეშ შეუცურა თავისი მკლავი და ისე მიიხუტა, თითქოს მათი ყოველღამიერი ჩვევა ყოფილიყო. უეცრად შეცბა...
წარსულიდან გამოქცეული ქალის სახე გაახსენდა და მისი ფერადი კაბების სურნელი. ლილიანს არ ჰგავდა. ის ჩვეულებრივი იყო, უბრალო. არც შანელის კაბები სჭირდებოდა ბედნიერებისთვის და არც გრანდიოზულ სასახლეში ცხოვრება.
მხოლო სამი შვილი უნდოდა და თავისი ქმარი.
თვალები პალიტრაში არეული ფერებივით ჭრელი ჰქონდა, ღიმილი - მზისფერი.
დათას სჩუქნიდა ხოლმე თავის ღიმილს ყოველი შეხედვისას და უზომოდ ბედნიერი იყო. ყველაფერი აბედნიერებდა - შოკოლადის პატარა ნატეხი, ერთი ცალი ყვითელი ტიტა, კაცის გემოვნებით არჩეული კაბა, რომელიც საერთოდ არ ერგებოდა ქეთოს გემოვნებას, საორსულო ტანისსამოსი....
3 წელი არც ისეთი ბევრია, რომ ვინმე დაგავიწყდეს, მაგრამ ზუსტად აღარ ახსოვდა ქეთოს სახის ყველა დეტალი. ახლა რომ ვინმეს ეკითხა, მასთან გატარებული კონკრეტული მომენტი გაიხსენე და აღწერეო, ალბათ იორჭოფებდა.
როგორ შეიძლება საკუთარი მზის სხივის დავიწყება?
ზედმეტად ბევრი მოგონება როცა გაქვს, ზოგჯერ ასეც ხდება - ვერ იხსენებ ერთ კონკრეტულს.
ლილიანისთვის კი რისი მიცემა შეეძლო? მისივე გადახდილი ხელფასით დაპატიჟებდა რესტორანში?
ან ლილიანი რას მისცემდა მას? ვერასდროს მოითხოვდა თავისი შვილები ისე შეეყვარებინა, როგორც საკუთარი, მაგრამ საერთოდ კი შეძლებდა ლილიანი მათ შეყვარებას?
მართალი ყოფილა... ღამით ყველაფერზე გეფიქრება და გეფიქრება ასჯერ უფრო ემოციურად, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.
- დათა, კარგად ხარ? - ჰკითხა ლილიანმა.
- რაა? - ვერ მიხვდა, რატომ ეკითხებოდა.
- მძიმედ სუნთქავ.
- ჰაერი არ მყოფნის, გარეთ გავალ - წამოდგა დათა. ლილიანის სიახლოვისგან გამოცალკევება ყველაზე რთული და ამავე დროს, ადვილი იყო. გარეთ გავიდა და სიგარეტიცგაიტანა. ლილიანი ნელა, მოჩვენებასავით წამოდგა საწოლიდან, კაცთან მივიდა, მის ზურგს პერანგივით ააკრო თავისი სხეული.
- რა გჭირს?
- ცივა აქ ლილიან.
- შენი სითბო მყოფნის - ზურგიდან შემოჰხვია კისერზე ხელები და ზურგზე აკოცა. დათას სასიამოვნოდ მიედო კანზე ქალის ნაზი თმა. - რამე არ მოგეწონა? - ვერ მოითმინა, რომ არ ეკითხა.
- რა სისულელეა - გაეცინა დათას. - უბრალოდ, ფიქრები არ მასვენებენ.
- წარსულზე ფიქრები?
- ჰოო. უკან მექაჩებიან.
- დათა, გინდა წავიდე? არ მეწყინება.
გაკვირვებულმა კაცმა ლილიანს შეხედა. ქალს კი თავი მის კისერში ჩაერგო და თვალებს მალავდა.
- რა სისულელეა - გაეღიმა დათას. თავის მხრებზე შემოხვეულ ქალის ხელს აკოცა.
- არ გეძინება?
- არა, მაგრამ დავწვები და დაიძინე შენ.
საწოლზე ისე დაწვდნენ, რომ სახეები ერთმანეთს მიაპყრეს. დათას ქალის სუნთქვა ელამუნებოდა საკუთარ სახეზე და ებრძოდა ფიქრებს, რომელიც წარსულსა და აწმყოს გაუცნობიერებლად ადარებდა.
- ლამაზი იყო? - ჰკითხა ქალმა.
- კი.
- ჩემზე ლამაზი? - ვერ დამალა ლილიანმა ინსიქტური ეჭვიანობის განცდა, რომელიც ცოცხალთა და მკვდართა სამყაროებსაც კი აკავშირებდა.
- ის უბრალო იყო... შენ არ ხარ უბრალო - არ იცოდა, როგორ აეხსნა.
- ანუ?
- ანუ არ ვიცი. ვიზუალურად ალბათ შენ უფრო ლამაზი ხარ უცხო თვალისთვის, რადგან პირველად აივანზე მოგკარი თვალი, სადაც მხოლოდ შენი ლანდი ჩანდა, ისიც ბუნდოვნად და სუნთქვა შემეკვრა... მაგრამ არსებობს შეგრძნებები, რომელიც ფიზიკურ სილამაზეზე მნიშვნელოვანია. ალბათ ზუსტად ეგ შეგრძნებაა, რომ შენ ჩემ გვერდით წევხარ და არა, ბრედ პიტის გვერდით.
- ბრედ პიტი არ მომწონს - გაეცინა ლილიანს.
- მაგრამ ჩემზე სიმპათიურად ითვლება.
- არაფერიც!
- აი, ხომ ხედავ?
- რაღაცას მივხვდი, მაგრამ ბოლომდე ვერაფერს. მხოლოდ იმ სიტყვების იმედად ვრჩები, სადაც თქვი, რომ ვიზუალურად, ალბათ მე უფრო ლამაზი ვარ.
- კარგი - გაეღიმა და თვალები დახუჭა. ქალის ხელებს გრძნობდა საკუთარ კისერზე...ძალიან სასიამოვნო იყო.
- ბევრი გყოლია მის მერე? - ვერ იკმაყოფილებდა ეჭვიანობაგარეულ ცნობისმოყვარეობას ქალი.
- ეგეთ კითხვებს კაცი უნდა სვამდეს - გაეცინა დათას.
- ჩვენ ხომ ყველაფერში უკუღმართები ვართ... მითხარი რაა, ბევრი გყოლია?
- არა, ცოტა მყოლია.
- რამდენი?
- ერთი.
ლილიანს ენა ჩაუვარდა.
- მეე? - ჰკითხა გაოგნებულმა.
- ჰო, შენ.
- მართლა?
- ასეთი დაუჯერებლია, რომ საყვარელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ, რაღაც პერიოდი შეიძლება სხვასთან სექსი არ გინდოდეს?
- არა... არა - თავი გააქნია ქალმა. - არ გაბრაზდე.
-არ ვბრაზობ.
- ანუ, ფაქტობრივად ვაჟიშვილობა დაგაკარგვინე? შენი პირველი ქალი ვარ? - წაეკეკლუცა ლილიანი.
- ესღა მაკლდა - თვალები გადაატრიალა კაცმა.
- ჩემი ნაშა ხარ? მე მეკუთვნი?
- ღმერთო, რისთვის მსჯი? დამცინი ლილიან?
- არა, არ დაგცინი - მკერდზე მიეკრო ქალი. - გინდა ვილაპარაკოთ?
- აბა ახლა რას ვაკეთებთ?
- კარგი, მაშინ ყველაფერს გკითხავ, რაც მაინტერესებს.
- გისმენ. უკვე აღარ შემიძლია, მაგრამ მაინც გისმენ.
- ანუ ამ სამი წლის მანძილზე ჩემზე მეტად არავინ მოგწონებია?
- ჰოო, გარეგნულად - დაუკონკრეტა დათამ.
- რა ლაპარაკია? შინაგანად?
- შინაგანად ყველა გჯობდა ვინც კი ამ სამი წლის განმავლობაში ვნახე.
- საზიზღარი კაცი ხარ - ბავშვივით გაიბუსხა ლილიანი. - მეც არავინ შემხვედრია შენისთანა ბუნჩულა. ზოგჯერ მიკვირს ხოლმე, ალბათ ცხოვრებაში რამდენმა დაგჩაგრა ასეთი სანთო ხასიათის გამო და მაინც როგორ მედგრად უძლებ წუთისოფლის დინებას - გაბრაზებულმა ზურგი აქცია კაცს.
- ზოგჯერ, ძალიან სასაცილო რაღაცეებს მოთხრი ხოლმე - გაეცინა დათას და ქალთან ისე ახლოს მიიწია, რომ მისი ზურგის თითოეულ უჯრედს საკუთარ მკერდზე გრძნობდა.
- ნუ მეხუტები!
- მე მხოლოდ შენკენ მომიწია გულმა.
- მე მხოლოდ შენკენ მომიწია გულმა - გააჯავრა ლილიანმა შეცვლილი ხმით.
- ასეთი ბუნჩულა და ბლაჩუნა თუ ვარ, მე რატო მოგეწონე მაინცდამაინც, როცა თავს ბუზებივით გახვევია კაცები. მთავარია კრიტერიუმები ჩამოწერო, როგორიც გინდა და ეგრევე კარზე მოგიკაკუნებს.
- ქასთინგი თუ გამოვაცხადე, ეგრე მოთრეული რა ჯანდაბად მინდა.
- რა ვიცი... მე გასაუბრებით მოვხვდი თქვენთან ქალბატონო - ყურში ჩასჩრუჩულა დათამ.
- რამე უფრო სასაცილო ან რომანტიკული ხუმრობები მოიფიქრე. ეგრე მაღიზიანებ.
- კარგი, მაპატიე - თმაზე მოეფერა კაცი - შენ ყველასგან გამორჩეული ხარ. არასდროს სტყუი, არასდროს ხარ ხელოვნური. ძალიან ვაფასებ შენს ყველა თვისებას - ამპარტავნობიდან დაწყებულსა და იმ ყველა ირონიული ღიმილით დამთავრებულს, რომელიც მაშინ ანათებს ხოლმე შენს სახეზე, როცა რამე არ გსიამოვნებს. ვიცი, რომ რაღაც გტკივა. თან ცოტათი კი არა, ძალიან გტკივა და ზუსტად ამ ტკივილის დასამალად ცდილობ გარშემომყოფთა მიმართ ინსტიქტური აგრესია გამოავლინო.
ლილიანი კაცისკენ გადმობრუნდა.
- კიდევ რას მეტყვი? - ესიამოვნა საკუთარ თავზე ინფორმაციის მოსმენა.
- ადამიანები არ გძულს... უბრალოდ, მგონია, ზედმეტად ბევრი გიყვარდა და იმის გამო, რომ ისინი შენი ცხოვრებიდან წავიდნენ, ცდილობ აღარავინ შეიყვარო, რადგან ეს მტკივნეულია. მე მესმის. ვიცი, როგორია, როცა ემოციებსა და გრძნობებს გაურბიხარ, რათა აღარ განმეორდეს წარსულში გადამხდარი ტკივილი.
- პაოლო კოელიო ხარ - გაეცინა ლილიანს.
- მე უფრო მაგარი ტიპი ვარ!
- ჰო, უფრო სიმპათიური, ახალგაზრდა და წარმოსადეგი.
- რა თქმა უნდა.... კაველო? - ჰკითხა დათამ.
- რა კაველო? - თვალები დაჭყიტა ქალმა.
- კაველო გიყვარდა?
- მიყვარდა.
- რომანი გქონდათ?
ლილიანს გაეცინა.
- დავუშვათ, მქონდა...
- არაფერი...
- ეჭვიანობ?
- ჰოო.
- გარდაცვლილზე?
- შენ გგევარ.
- გგონია, შენს ცოლზე ვეჭვიანობ?
- კი.
- სისულელეა!
- კარგი.
- შენ მართლა ეჭვიანობ კაველოზე?
- არ შეიძლება?
- არ შეიძლება, რადგან ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო... და თან გეი.
- მართლა?
- დიახ. გაგეხარდა?
- ძალიან.
ლილიანმა ლოყაზე აკოცა კაცს.
- ნეტა სულ ასეთი ტკბილი იყო.
- მხოლოდ ღამ-ღამობით - თვალი ჩაუკრა ქალმა.
- მემგონი, ცოტათი მეძინება.
- მეც მეძინება... რამე მიმღერე - სთხოვა ლილიანმა.
- გაგიჟდი? - გაეცინა დათას - მე რომ გიმღერო, ცხოვრებაში ვეღარ დაიძინებ.
- აუ, მიმღერე რაა...
- თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერი?
- ბავშვებს არ უმღერი ხოლმე?
- სოფის ვუმღეროდი ძილისწინ და ახლა მაგის მუსიკის მასწავლებელმა მითხრა, რომ დაახლოებით, ერთპროცენტიანი სმენა აქვს.
- აუ, მიმღერე რაა - გასკდა ლილიანი სიცილით.
- დააიძიინე, გეენაცვაალე, იავნანინაოოოო,
ჯერ არ გააათე-ნეებულააა-ო იი-ავნანინაოოოოო.
ლილიანი გადაბჟირდა.
* * *
ბავშვები სკოლა-ბაღში რომ დაარიგა დათამ და ლილიანი სახლში მიიყვანა, ნაშუადღევს ცოტახნით თავისი და ნახა.
- წარმოდგენა მაინც გაქვს? მშობლებმა, სანათესაომ, ყველამ გაიგო.
- გაიგონ, რა ვქნა. - გაეცინა დათას.
- მართლა მოგყავს?
- რა ვიცი, არ გამომყვება ალბათ.
- თორე მოიყვანდი? - თვალები შუბლზე აუვიდა თათას.
- რატო არა? ლამაზია, ჭკვიანია, კარგი ხასიათი აქვს, კეთილია - უკანასკნელ ორში ნამდვილად არ იყო დარწმუნებული, მაგრამ მაინც არ ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას.
- დარმწუნებული ხარ, რომ ერთი და იმავე ადამიანზე ვსაუბრობთ ?
- ჰო, ლილიან დადვანზე.
- ღმერთო ძლიერო. - ამოიოხრა თათამ - ცოტა სწრაფად გაარკვიე რას აპირებთ, თორემ დედამ დამირეკა დღეს დილას. პანიკაში იყო. ჯერ იმაზეა დაწყენი, რომ საცოლე გყავს და მშობლებისთვის საერთოდ არაფერი გითქვამს. იცი რას ფიქრობს დედა? ეტყობა, ეგეთ გოგოსთან რცხვენია, სოფელში მცხოვრები მშბლების გაცნობაო....
- კაი რაა, რა სისულელეებს მოთხრიან ხოლმე - შუბლზე ხელი შემოირტყა დათამ.
- მაშინ დაურეკე და აუხსენი, რომ ეგ შენი საცოლე ფარსია და მეტი არაფერი.
- მოველაპარაკები ლილიანს და გასაცნობად ჩავიყვან - საპირისპირო უთხრა დათამ. თათა პირღია დარჩა.
- ეგ გოგო შეგიყვარდა?
- არა, რა შემიყვარდა. მაგვიანდება, უნდა წავიდე ლილიანთან.
- ძალიან საყვარლად გაურბიხარ ჩემთან ლაპარაკს.
- არ გავურბივარ თათა.
- კარგი, რაც გინდა, ის ქენი. ბავშვებს მე გამოვიყვან და ჩემთან ავიყვან დღეს ღამით, მომენატრნენ.
- კარგი - თავის დას ლოყაზე აკოცა დათამ - ნერვიულობით ნუ გაინადგურებ თავს კარგი? დიდი ბიჭი ვარ, მივხედავ საკუთარ თავს.
- იმედია დიდო ბიჭო.

* * *
- ლილიან, ბარგი ჩაალაგე - შევარდა დათა სამზარეულოში.
- კაცი მოკალი და გინდა, რომ უცხოეთში გავიხიზნოთ? მეც გამრიე ამ საქმეში? - ჰკითხა ლილიანმა.
- არა, მისაქციელში მივდივართ - გამოუცხადა სიხარულით.
- რასაქციელში?
- დედაჩემის სოფელში მივდივართ. ჩემები უნდა გაგაცნო. ნაწყენები ყოფილან, საცოლე ყავს და არ ჩამოჰყავსო.
- დათა სოფელში ვერ ჩავალ. - იუარა ლილიანმა.
- რატო, სოფლის ჰაერზე ალერგია გაქვს?
- ჰოო.
- რეებს ამბობ?
- მართლა ალერგია მაქვს ტალახზე, ქათმებზე, ძროხებზე, ფოთლებზე და ზოგადად მთელ ბუნებაზე... თან შენი მშობლების გაცნობა, მემგონი ზედმეტია.
- მთელ სამეგობროსა და ქვეყანას რო გააცანი ჩემი თავი, რაზე ფიქრობდი? ჩემიანები ცოდოები არიან ასე გაურკვევლობაში.
- არ შემიძლია.
- ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც შენ გინდა? - გაცხარდა კაცი.
- რა თქმა უნდა. სულ ასე იყო და ასე იქნება სამუდამოდ - გულხელი დაიკრიფა ქალმა ამაყად.
- ბოდიში, იმედი უნდა გაგიცრუო, მაგრამ შენს სურვილებს ჩემი ოჯახის ნერვებს ვერ გადავაყოლებ!
- ანუ ეგ რას ნიშნავს?
- გშორდები.
- ვერ დამშორდები. მე არასდროს არავინ დამშორებია.
- გილოცავ, პირველია, შეგიძლია სურვილი ჩაიფიქრო - ირონიულად გაეცინა დათას.
ქალმა სიმწრისგან ჭიქას დასტაცა ხელი და დათას ფეხებთან დაანაწრცხა. ნატეხები აქეთ-იქით მიმოიფანტა. კაცი ჯერ პირდაღებული აანალიზებდა ქალის რეაქციას, შემდეგ უახლოეს ადგილას მდებარე ვაზა აიღო და კედელს ისე მიანარცხა, გეგონება ბომბი ააფეთქესო.
- ეგ ვაზა შენი ორი ხელფასი ღირს და ჩამოგაჭრი! - დაიკივლა ლილიანმა.
ნელი სამმწარეულოში არ შედიოდა. კარებთან იყო ატუზული და კანკალით ადევნებდა ყურს წყვილის ომს.
- რა ღირს? რომელი იდიოტი მისცემს ვაზაში 4000 ლარს? - გაგიჟდა დათა.
- მეე - დაიღრიალა ქალმა.
- ჰო და ოთხი თვის ხელფასიც შეგიძლია ჩამომაჭრა - კიდევ ერთი ჭიქა მიამტვრია კაცმა.
- ეგ 5 ლარი ღირს ალბათ.
- ოჰ, ასეთ იაფფასიან ნივთებსაც კადრულობს მისი აღმატებულება?
- ეგ ირონია ტრაკში გაირჭე იდიოტო!
- ტრაკში შენ თვითონ გაირჭე ის, რასაც ამ ბოლო პერიოდში ირჭობდი ხოლმე!
- რას გულისხმობ?
- ჩემს *ლეს - კმაყოფილი სახით თქვა დათამ.
- თავხედო, როგორ მეზიზღები - სილა გააწნა კაცს სახეში.
დათას ლოყა აეწვა. მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ მაინც არ დათმობდა თავის პოზიციას ელიტარული ურჩხულის წინაშე.
- როგორ ვერ გიტან! - კბილებმიბჯენილმა ჩაილაპარაკა.
- მეზიზღები! - ჩაისისინა ქალმაც.
- ჰო და ძალიან კარგი, იმიტომ, რომ დღეიდან შენთან აღარ ვმუშაობ!
- ჯანდაბამდეც გზა გქონია - აიღო და ახლა თეფში დალეწა ქალმა კივილით. - ოღონდ, ეს მე დაგითხოვე! კარგად დაიმახსოვრე.
- დამითხოვე არა, ჩემი ფეხები. ოცნებობ, რომ დავრჩე და ჩემი მკლავები ყოველდღე შეიგრძნო.
- გაეთრიე!
- დიდი სიამოვნებით - გამწარებული გავარდა სახლიდან და კარი მაგრად მიიჯახუნა.
ლილიანი რამდენიმე წუთი გაშეშებული იდგა. მერე კანკალმა აიტანა და ასე უყურებდა კარს, რომლიდანაც დათა გავარდა. ტუჩებიც უკანკალებდა. საკუთარ თავს ეხვეწებოდა, რომ არ ეტირა, რადგან ლილიანს ტირილი არ ეპატიებოდა, მითუმეტეს კაცის გამო.
მოულოდნელად კარი გაიღო, დათა შემოვარდა და ლილიანის წინ გაშეშდა.
ორივე გაუნძრევლად მიჩერებოდა ერთმანეთს.
კაცი ტუჩებში ეძგერა. ქალი კი წინააღმდეგობის გაწევას მთელი ძალით ცდილობდა... (მხოლოდ იმიტომ, რომ იცოდა, მაინც არ ექნებოდა საკმარისი ძალა დათას ჩამოსახსნელად).
- მეზიზღები, ვერ გიტან, მძულხარ! - ჭირვეულობდა ლილიანი.
- მეც - უფრო მაგრად იხუტებდა ქალს თავის მკერდზე. შემდეგ მაგიდიდან ჭურჭელს ერთუ ხელის მოსმით, ძირს გადაუძახა - შეგიძლია 5 თვის ხელფასიც დამიქვითო. - თქვა სიცილით და ქალი მაგიდაზე შემოსვა.
- დამპალო, ვერ გიტან, ნუ მეკარები - ხელებს უმისამართოდ იქნევდა აქეთ-იქით და ისე პორჭყნიდა თავისი ყანწებივით ფრჩხილებით, რომ ცოტა ხანში დათა კატასთან ომგამოვლილს დაემსგავსა.
- ნორმალური ხარ? - ჰკითხა გაბრაზებულმა და ქალის სხეულს ჩამოშორდა.
ლილიანი გაჩუმდა. დამნაშავის თვალები მიაპყრო.
- არაფერია, არა უშავს, მაპატიე - წყნარად თქვა დათამ და ქალს ჩაეხუტა.
ქალმაც მთელი ძალით მოჰხვია ხელები. სახე დაუკოცნა - ნიკაპი, ცხვირი, შუბლი, ლოყები, დაშავებული სახის ყველა ნაწილი.скачать dle 11.3




№1 სტუმარი დიაბეტი

როგორ მომენატრე შენ არ იცი და მე ამ ღამეს დიდხანს ველოდი joy
მაგრად მევასები, მაგრად მიყვარხარ, მაგარი ვნებიანი და სექსუალური გოგო ჩანხარ!
მევასები!

 



№2 სტუმარი Qeti qimucadze

Rato daapatarave es tavi. Me ki ise velodebodiii. Magariaaaaaaaaaaaaaa

 



№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Qeti qimucadze
Rato daapatarave es tavi. Me ki ise velodebodiii. Magariaaaaaaaaaaaaaa

ათუ ფურცელია, ძალიანაც არ დამიპატარავებია :დდდ
აწი უფრო ვრცელს დავდებ ხოლმე <3

დიაბეტი
როგორ მომენატრე შენ არ იცი და მე ამ ღამეს დიდხანს ველოდი joy
მაგრად მევასები, მაგრად მიყვარხარ, მაგარი ვნებიანი და სექსუალური გოგო ჩანხარ!
მევასები!

ნუ გადამრიე ახლა :დდდ

 



№4  offline მოდერი bibo

მომეწონა :* კარგზე კარგი ხარ შენ :* ყველაზე ტკბილი გემრიელი მურაბა ხარ :* სახალისო იყო კიც ვიცინე კიც კოპებ შეკრული ვკითცულობდი კარგი ხარ მურაბის ქალავ :* ეს ჩრმა მონაყოლმა თუ დაგაწერინა მუზები მაგან თუ მოაფრინა ბრავო მე :დ (ვიქებ თავს რა ) გყვარობ ალუბლის გოგოვ მე შენა და ახალ თავს ველი იცოდე მალე სუ მალ მალე :*

 



№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

bibo
მომეწონა :* კარგზე კარგი ხარ შენ :* ყველაზე ტკბილი გემრიელი მურაბა ხარ :* სახალისო იყო კიც ვიცინე კიც კოპებ შეკრული ვკითცულობდი კარგი ხარ მურაბის ქალავ :* ეს ჩრმა მონაყოლმა თუ დაგაწერინა მუზები მაგან თუ მოაფრინა ბრავო მე :დ (ვიქებ თავს რა ) გყვარობ ალუბლის გოგოვ მე შენა და ახალ თავს ველი იცოდე მალე სუ მალ მალე :*

მადლობა ჩემო საყვარელო <3
არა, შენი ისტორიები სხვა მუზისთვის მჭირდებოდა, უფრო სერიოზული მუზისთვის <3

 



№6  offline წევრი თუთა პირველი

Gushins mere ukve gijivit vamowmebdi axal tavs da ai ise ar meyo ro 2 jer wavikitxe )))) ise momwons sheni weris stili, aseti "dastoini" + 18 dialogebi da moqmedebebi, arasodes gadadixar ixamsobashi da yoveltvis sachiro adgilas iyeneb. ertmanetze ufro gijebi arian da mat temperaments romeli saxl-kari gaudzlebs ar vici, echvi maqvs bevri psiqologiuri sirtuleebi unda gadalaxon. Dzalian momewona es kontrasti wina gamisgan sruliad gansxvavebuli liliani, gini da araprognozirebadi, tumca echvi maqvs es is kacia vinc moarjulebs. Warmatebebi shen da imedia male gamohndbi upro didi tavit))))

 



№7 სტუმარი სტუმარი Alice

ვგიჟდები!!! საშინლად მომწონს და სულ გელოდები ხოლმე ❤️

 



№8  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ნარკოტიკის ლომკა რო გაქვს და რაღაც დოზას ღებულობ გარკვეული დროის შემდეგ, აი ეგეთი შეგრძნება მაქვს.
ბოლო მომენტში კინაღამ ამეტირა.
ერთი პერიოდი ლილიანი დიდად არ მომწონდა, მაგრამ ახლა.... ვგიჟდები !
უმაგრესი თავი იყო !
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლუნი.
ნარკოტიკის ლომკა რო გაქვს და რაღაც დოზას ღებულობ გარკვეული დროის შემდეგ, აი ეგეთი შეგრძნება მაქვს.
ბოლო მომენტში კინაღამ ამეტირა.
ერთი პერიოდი ლილიანი დიდად არ მომწონდა, მაგრამ ახლა.... ვგიჟდები !
უმაგრესი თავი იყო !

დიდი მადლობა, მოუტმენლად ველი ხოლმე შენს კომენტარს ????????

თუთა პირველი
Gushins mere ukve gijivit vamowmebdi axal tavs da ai ise ar meyo ro 2 jer wavikitxe )))) ise momwons sheni weris stili, aseti "dastoini" + 18 dialogebi da moqmedebebi, arasodes gadadixar ixamsobashi da yoveltvis sachiro adgilas iyeneb. ertmanetze ufro gijebi arian da mat temperaments romeli saxl-kari gaudzlebs ar vici, echvi maqvs bevri psiqologiuri sirtuleebi unda gadalaxon. Dzalian momewona es kontrasti wina gamisgan sruliad gansxvavebuli liliani, gini da araprognozirebadi, tumca echvi maqvs es is kacia vinc moarjulebs. Warmatebebi shen da imedia male gamohndbi upro didi tavit))))

უღრმესი მადლობა ასეთი მსუყე და საყვარელი კომენტარისთვის <3 ამისთვის ღირდა წერა heart_eyes heart_eyes

სტუმარი Alice
ვგიჟდები!!! საშინლად მომწონს და სულ გელოდები ხოლმე ❤️

ძალიან მიხარია <3 როცა ვიცი,რომ ვიღაც მელის, უფრო მეტი მუზა მაქვს

 



№10  offline მოდერი Eleniko13

ასიანზე აკეთებ ყველაფერს.
საქმეც იმაშია რომ უბრალო მოთხრობას არ წერ,
ერთ გიჯ გოგოზე და ღარიბ ბიჭზე.
ძალიან ძლიერ ფსიქოლოგიურ
თემას
ეჭიდები და მჯერა, რომ ბოლომდე
მიიყვან და გაუმკლავდები.
მაგარი გოგო ხარ შენ.
და რაც შეეხება დიდ კომენტარს...
ვერ ვწერ დიდ კომენტარებს.
ფაქტიურად ეს ჩემს ძალებს აღემატება და
ვცდილობ ყოველ ჯერზე,
მაგრამ არ გამომდის.
ბოლო თავზე გპირდები, ბევრს ვიტლიკინებ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Eleniko13
ასიანზე აკეთებ ყველაფერს.
საქმეც იმაშია რომ უბრალო მოთხრობას არ წერ,
ერთ გიჯ გოგოზე და ღარიბ ბიჭზე.
ძალიან ძლიერ ფსიქოლოგიურ
თემას
ეჭიდები და მჯერა, რომ ბოლომდე
მიიყვან და გაუმკლავდები.
მაგარი გოგო ხარ შენ.
და რაც შეეხება დიდ კომენტარს...
ვერ ვწერ დიდ კომენტარებს.
ფაქტიურად ეს ჩემს ძალებს აღემატება და
ვცდილობ ყოველ ჯერზე,
მაგრამ არ გამომდის.
ბოლო თავზე გპირდები, ბევრს ვიტლიკინებ


ვაიმე, ძაან საყვარელი ხარ, ჩემი საყვარელი ბავშვი ხარ :დდ
ისე, რო დაუკვირდე, ძალიან ღარიბიც არაა ეს ჩემი დათუჩა.

 



№12 სტუმარი სტუმარი nako

ვაიმე გადავბჟირდი ყველანაირად კარგია

 



№13 სტუმარი MAri

როდის დადებ შემდეგს? ????❤️

 



№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

MAri
როდის დადებ შემდეგს? ????❤️

უკვე დაიდოო <3

სტუმარი nako
ვაიმე გადავბჟირდი ყველანაირად კარგია

ჟეჟემოგევლე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent