შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სპილენძო" (სრულად)


10-10-2017, 01:15
ავტორი ელპინი
ნანახია 2 565

-დე,ალუბლის ნამცხვარი გამიკეთე,რა-მუდარით უთხრა დეამ დედას და გაფუმფულებული ლოყები ჩაუკოცნა.
-დეა,დედა,სულ მაგ ნამცხვრის ჭამა შეიძლება?!მაგიტო ხარ გამხმარი ჭადარივით და ქარს სადაც გაუხარდება,იქ მიყავხარ-დატუქსა დედამ დეა.
-ჩემო ფუმფულა ლოყებიანო დედიკო,სულ მაგაზე მეწუწუნები და არ დაიღალე?-სასაცილო სახე ჰქონდა დეას.
-კარგი,წადი ახლა და რო მოხვალ,დაგახვედრებ-ხელით უბიძგა დეას დედამ კარებისკენ.
-მივდივარ,ხო-კარები გააღო დეამ.დედამ პირჯვარი გადასწერა,დალოცა და სამსახურში გაუშვა.
დეა,ეს სიფრიფანა და როგორც დედამისი იტყოდა,გამხმარი ჭადარი გოგო საკონდიტროში მუშაობდა.მამა პატარა ასაკშივე გარდაეცვალა,ის და დედა ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ასე გაჰქონდათ თავი.უკვე რამდენი წელია საკონდიტროში მუშაობს და მისი ხელფასით ცოტას ეხმარება დედას.
სახლთან ახლოს ჰქონდა სამსახური,ფეხით მიდიოდა ყოველთვის.ყველა იცნობდა როგორც მხიარულ და მუდამ მოკისკისე გოგოს.
საკონდიტროს კარები შეაღო და ბედნიერი ღიმილით შეაბიჯა.დახლისკენ წავიდა,წინსაფარი გაიკეთა და მუშაობას შეუდგა.
-თეაკო,პრივეტ.როგორ ხარ?-მეგობარს გადაეხვია თბილად დეა.
-კარგად,დეა.შენ?-თეამ მხიარული ხმით უპასუხა.
-მეც,სადაა ჩვენი ბულკიყლაპია უფროსი?-სიცილით ჩაილაპარაკა დეამ და მისი უფროსივით დაბერა ლოყები,სიარულის მანევრაში მიბაძა და კლოუნს დაემსგავსა.ჩვეულებრივი მასხარა იყო ეს გოგო.
-ვაიმე,დეა.სულს ვეღარ ვითქვამ-სიცილისგან ჩაკეცილიყო თეა და მუცელზე ხელები მიეჭირა.რომ იტყვიან მუცლის ტკივილამდე იცინა-ო,ასე იყვნენ ახლა გოგოები.
-აი,მოდის ბატონი ნიოდარი-სიცილისგან წამოსული ცრემლები მუჭით მოიწმინდა დეამ და სერიოზული სახე მიიღო.
-დეა,თეა,დღეს ბევრი შეკვეთა გვაქვს,ალუბლის და ბანანის ნამცხვარი და რაც შეიძლება,ეცადეთ დროში ჩაეტიოთ.10 ბანანის და 12 ალუბლის ნაცხვარი,აბა,თქვენ იცით,იმუშავეთ ყოჩაღად,თორემ ხელფასი ჩამოგეჭრებათ-თვალების ბრიალით ლაპარაკობდა ბატონი ნოდარი და ულვაშებს ხელით ათამაშებდა.
-კარგით,და რომელი საათისთვის უნდა იყოს მზად შეკვეთა?-ინტერესით იკითხა დეამ და იდაყვით დაეყრდნო დახლს.
-8 საათზე წაიღებენ შეკვეთას,საკმარისად გაქვთ დრო.აბა,დროებით და იმედია არ გადაწვავთ საკონდიტროს-საჩვენებელი თითი ცხვირწინ აუწია დეას და გამაფრთხილებლად უთხრა.
-რას ამბობთ,ბატონო ნოდარ.მსგავსი შემთხვევა როდის ყოფილა?-დეამ გაიკვირვა,არადა ვინ იცის რამდენჯერ დაწვა ხან ნამცხვრის ფირფიტა,ხან კვერცხი ხელიდან გაუვარდა და იატაკი დასვარა,ხან ნამცხვარს ალუბლები შემოაცალა და კიდევ ბევრი რამ.
-ოხ,დეა.როდის უნდა გაიზარდო?-სიცილით თქვა ნოდარიმ და თავი გააქნია.
-აბა,დროებით.იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის-ხელის მტევანი საფეთქელთან მიიდო დეამ და ჯარისკაცივით ჩამოსწია შემდეგ.
-მსუქანი ნოდარი გაგორდა
კაბინეტისკენ გარბოდა
ხელში ნამცხვარი ეჭირა
და ყბისკენ მიაქანებდა-დეა მღეროდა ხმადაბლა ნოდარს,რომ არ გაეგო და დახტუნავდა.
-ვაიმე,დეა.შენთან ადამიანი ვერ მოიწყენს-სიცილისგან სულს ღაფავდა უკვე თეა.
-ურითმობა არ შეიმჩნიო,მთავარია ნოდარია ნახსენები-ბოლო ხმაზე კისკისებდა დეა,არაამქვეყნიური სიცილი ჰქონდა,რის გამოც დედა სულ ტუქსავდა ქალბატონს.
უეცრად ვიღაცამ ჩაახველა და დეას გაუღიმა.
-გამარჯობათ,მოგესალმებათ ბულკი....კი არადა,ბატონი ნოდარის საკონდიტროს ერთ-ერთი მომსახურე პერსონალი,თვით გამხმარი ჭადარი-დეა თავდგირიძე.ვახ,რამხელა სიტყვა ვთქვი.ამდენი თვით სააკაშვილს არ უთქვია,თორემ ხო ვიქნებოდით ახლა ნატოში-დახლთან ცეკვით მივიდა დეა და პოზიტიურად მიესალმა კლიენტს.
-სპილენძი...-ჩაფიქრებული მზერით მისჩერებოდა დეას კლიენტი.
-სახელოსნო განყოფილება საკონდიტროს გვერდითაა,შეგეშალათ-გაკვირვებულმა უთხრა დეამ.
-არა,სხვა რაღაც...კარგი,რა მნიშვნელობა აქვს.ერთი შოკოლადის ტორტი თუ შეიძლება და რამდენ ხანში იქნება მზად?-სხარტად მოეგო გონს მამაკაცი(იქნებოდა 26-27 წლის).
-ისა და ხვალ რო შეგვიკვეთოთ არ გინდათ?ბევრი შეკვეთა გვაქვს და რავიცი,მაინც-კბილები სასაცილოდ დაკრიჭა დეამ.
-ხვალ მოვიდოდი დღეს საჭირო,რომ არ ყოფილიყო.რამდენ ხანში იქნება ტორტი მზად?-წარბები შეეკრა მამაკაცს და სულაც არ აჰყოლია დეას ხუმრობაში.
-კარგით ბატონო.მთავარია არ შემჭამოთ,თორემ კომბლე თავში ჩაგცხებთ კომბალს-იატაკის საწმენდი ჯოხი ხელში აიღო დეამ და ზემოთ ასწია,თითქოს მართლა უნდა ჩაერტყა მამაკაცისთვის.
-ორ საათში მოვალ,ეცადეთ მზად იყოს.ბევრი სიცილი არაფერს გარგებს,დეა-ტუჩის კუთხე ჩატეხა მამაკაცმა და იქაურობას გაეცალა.
-თეა,რატო დუმხარ?არ უნდა ჩართულიყავი საუბარში?-დატუქსვით უთხრა მეგობარს მამაკაცზე გაბრაზებულმა დეამ.
-სანამ შენ ლაქლაქებდი მე ერთი ბანანის ნაცხვარი გავამზადე უკვე და ღუმელშია-ფქვილიანი ხელები დაიფერთხა თეამ და მაცივრიდან კვერცხის ჩასალაგებელი გამოიღო.
-ან ჩემი სახელი საიდან იცოდა,ან რა უხეშად მელაპარაკებოდა.რა იყო ეს?!-მხრები აიჩეჩა დეამ და ტუჩი გაკვირვებულმა აპრიხა.
-შენ შოკოლადის ტორტი მოამზადე და მე ამასობაში ცოტას მაინც მოვილევ ნამცხვრებს-თეამ სიცხისგან დაცვარული შუბლი ხელის ზურგით მოიწმინდა და დეას დამწუხრებულმა უთხრა.
-ან რა სპილენძი უნდოდა?-მისთვის გართულიყო ფიქრებში დეა.
-შენი თმის ფერი,დეა.თითქმის სპილენძისფერი,რომელიც ჯერ ვერ დაგიდგენია რა ფერია ზუსტად.დაიწყე ახლა კეთება მიდი,თორემ 2 საათში მოვა წასაღებად და ვერ მოასწრებ-თითქოს ყველაზე რთული ლოგიკური ამოცანა ამოხსნა თეამ და ტაში მხიარულად შემოკრა.
-კარგი,ხო.ვიწყებ უკვე-გამოალაგა საჭირო ინგრედიენტები დეამ და ტორტის კეთებას შეუდგა.
2 საათი იმდენად მალე გავიდა,ვერც შეამჩნია.ცოტა მაინც აკლდა ტორტს დამთავრებამდე,მაქსიმუმ 15 წუთი.
-როცა არსებობს ალუბლის ნამცხვარი,რა საჭიროა შოკოლადის ტორტი,რა.ამ ხალხს გემოვნება არ აქვს საერთოდ-დუდღუნით ლაპარაკობდა დეა და ტორტს შოკოლადს ასხამდა.
ისევ ჩაახველა მამაკაცმა და დეას ირონიულად მოცინარმა უთხრა
-ყველას ალუბლის ნამცხვარი არ უყვარს,დეა-დეას სახელს ისე ამბობდა მამაკაცი,ტანში ელექტრონების მუხტს გრძნობდა დეა და ექოსავით სასიამოვნოდ ჩაესმოდა მისი სახელი.
-როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ალუბლის ნამცხვარი?-უკვე პოლემიკა გაიმართა დეასა და მამაკაცს შორის.
-ძალიან ჩვეულებრივად-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.
-ტორტი მზად იქნება 10 წუთში-მობეზრებული ხმით უთხრა დეამ მამაკაცს.მთლიანად შოკოლადში და ფქვილში იყო ამოსვრილი დეა,ყოველთვის ასე,თან.როცა რამეს აკეთებდა,თვითონაც ნამცხვარს/ტორტს ემსგავსებოდა.
-ძალიან კარგი,აქვე ვიქნები-დინჯი ნაბიჯებით გავიდა საკონდიტროდან და ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრებოდა.დეამ ამასობაში დაასრულა ტორტის მორთვაც,ნახევარი შოკოლადი შეჭამა და პირიც მოითხუპნა, უკვე ყუთში დებდა.მაგიდისკენ მიჰქონდა დასადებად და ამ დროს მამაკაციც შემოვიდა,დეა წინ არ იხედებოდა და ლამის დაეჯახნენ ერთმანეთს.წამით შეჩერდნენ და ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ.
-დეა,წინ იყურე ხოლმე.ლამის ეგ ტორტი თავზე დამეცა-გამაფრთხილებელი ტონით უთხრა მამაკაცმა დეას.
-ნუ ღელავ,ზედმეტად მაღალი ხარ ვერ მოგწვდება ტორტი-ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა დეამ.მამაკაცმა ხელი დეას სახისკენ წაიღო,თითით ტუჩთან შერჩენილი შოკოლადი მოაშორა,ხელი სალფეთქზე გაიწმინდა და დამცინავად უთხრა
-დეა,გასუქდები ამდენი ტკბილის ნაჭამი-დეას ელექტრონებმა დაუარა,თვალები გაუფართოვდა და ფეხებში სისხლმა სიჩქარით იწყო მოძრაობა.
-ნეტა გავსუქდე,ყველას მაინც ეგ უნდა-მხრები აიჩეჩა დეამ და ტორტი მიაწოდა მამაკაცს,დეას ტორტი გამოართვა,თანხა გადაიხადა და შეკვეთა წაიღო.დაბნეული იყო დეა,ვერ გაერკვია საიდან იცოდა ამ ბიჭმა/მამაკაცმა მისი სახელი,რომელიც მთელი 23 წელია თვალით არ უნახავს,შეიძლება ნახა,მაგრამ არ ახსოვს.
-თეაკო,მე ალუბლის ნამცხვრებს გავაკეთებ,რა-მუდარით უთხრა დეამ თეას.
-მე ისედაც არ ვაკეთებდი,შენ უფრო გემრიელი გამოგდის,თან-გაიცინა თეამ და უკვე მეორე ბანანის ნამცხვარი შედო ღუმელში.
-აუ,მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე,რა-თვალები აუციმციმდა დეას და ტაში შემოჰკრა მხიარულად.
ამ სიცხეში დეა და თეა ლამის ნამცხვრებთან ერთად შეხრუკულიყვნენ.შუადღეს უკვე ნახევარზე მეტი გამზადებული ჰქონდათ.როგორც დეა ამბობდა,ბულკიყლაპია ნოდარმა შემოაკითხა გოგოებს.
-აბა,როგორ მიდის საქმე?-ინტერესით ჰკითხა გოგოებს ნოდარმა და დახლს ხელით დაეყრდნო.
-ძალიან კარგად,ბატონო ნოდარ.ნახევარზე მეტი უკვე გავაკეთეთ და სულ რაღაც 8 ნამცხვარი დაგვრჩა გასაკეთებელი-მხიარულად უპასუხა თეამ.
-ყოჩაღი გოგოები მყავხართ.აბა,წარმატებები-გაიცინა ნოდარმა და ისევ მისი კაბინეტისკენ გასწია.
-თეა,გეფიცები ჩემი სპილენძისფერი თმა უფრო ღიაა,ვიდრე ნოდარის შემოდგომისფერი კბილები-ხარხარებდა დეა.
-დეა,ნუ მაცინებ ამდენს,თორემ გასკდება ჩემი მუცელი ლამის-ისევ მუცელზე მიიჭირა ხელი თეამ და კი არ იცინოდა,ჭიხვინებდა.
-აუ,მაგარი კაცია ჩვენი ბულკიყლაპია უფროსი-სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდნენ გოგოები.
მორჩნენ სიცილ-ხარხარს და ისევ ნამცხვრების მზადებას შეუდგნენ.
ზუსტად 8 საათზე დასრულებული ჰქონდათ უკვე ყველა შეკვეთა,კონტეინერებშიც ჩაწყობილი და ნოდარიც გამოგორდა კაბინეტიდან.
-ტელეფონზე დამირეკა და რამდენიმე წუთი შეაგვიანდება,თქვენ თავისუფლები ხართ,მე გავატან შეკვეთას.ყოჩაღად იმუშავეთ და ვამაყობ თქვენით,მადლობა-ნოდარმა მადლობა გადაუხადა გოგოებს და სახლებში გაისტუმრა.საღამოსაც იწვოდა ქალაქი სიცხისგან და ყველა რვეულის ფრიალით დადიოდა გარეთ ბიჭი თუ გოგო.
-თეა,წამო ჩემთან,რა.ნელიკომ ალუბლის ნამცხვარი უნდა დამახვედროს და ყავაც მივირთვათ-თავაზიანად შესთავაზა დეამ მეგობარს და ხელკავი გაუკეთა.
-დაღლილი ვარ საშინლად,დეა.თან წყალი უნდა გადავივლო,თორემ აქვე და ახლავე წამივა გული.სხვა დროს იყოს-ხელს იფრიალებდა თეა,ნიავიც კი არ იძვროდა ქალაქში და როგორია ამ სიცხეში საკონდიტროში მუშაობა.
-ოოო,თეა.კარგი,რა-ხვეწნაზე გადავიდა დეა უკვე.
-დეა,მაშინ ცოტა ხანში გადმოვალ,მოვწესრიგდები,დავისვენებ და მერე,კარგი?-უარი ვერ უთხრა თეამ,ნელიკოს ნამცხვრები მაინც შესანიშნავი იყო და ძალიან გემრიელი ხელი ჰქონდა.
-მიყვარხარ,რა-სასაცილოდ იმანჭებოდა დეა.
-აბა,დროებით-თეა დეასგან ორი სადარბაზოს მოშორებით ცხოვრობდა.
-დროებით და გელოდები,იცოდე-გადაკოცნა დეამ თეა და სადარბაზოსკენ გაემართა.ჩაფიქრებული მიდიოდა,სადარბაზოსთან უკვე მისული იყო,ჩოჩქოლი,რომ ატყდა და ისიც ხალხისკენ გაემართა.ინტერესით გაიჭრა ხალხს შორის და თვალებგაფართოებულმა ხმამაღლა დაიყვირა
-რას აკეთებთ?აზრი გაქვთ თქვენ?-განწირული ხმით ყვიროდა დეა.ძაღლების ჩხუბს უყურებდა ხალხი და ერთ ხმაში იცინოდნენ.
-გოგონა გამოდით,თორემ გიკბენთ რომელიმე-მკლავზე ხელი მოსჭიდა ერთ-ერთმა ბიჭმა და დეას უკან დაახევია.
-თქვენ რა ადამიანები ხართ?ამ სანახაობას ცირკივით რატომ უყურებთ?სად არიან ძაღლის პატრონები?-ისევ აგრძელებდა ყვირილს დეა,ყველაზე მეტად ეს აღიზიანებდა,როცა შინაურ ცხოველებს როგორც ნაგავს ისე ექცეოდნენ.
-აქ ვარ-ბოხი ბარიტონი ექოსავით გაისმა ჰაერში და დეას ყურებამდე ნაცნობმა ხმამ მიაღწია.
-აქ არის თურმე,მერე რას დგახარ,გამოიყვანე შენი ავჩალკა ძაღლი და სასაცილოდ ნუ გეჩვენებათ ყველაფერი-ხელებს იქნევდა გაცხარებული დეა და გაბრაზებისგან ნესტოები დაბერვოდა.
-რაც შენი საქმე არაა იმაში ნუ ერევი-ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
-შეთე,გამოიყვანე ძაღლი.დაჭამენ უკვე ერთმანეთს,მართლა-უკნიდან ვიღაცამ მოაძახა.
-ოჰ,ბატონო შეთე.კეთილი ინებეთ და სხვა დროს ცხოველებს ასე ნუ მოექცევით,ნეტა მეტეორი ჩამოვარდებოდეს და დაგეცემოდეს აზრზე,რომ მოხვიდე-ირონიულად ჩაილაპარაკა დეამ.
-დეა,წესიერად ისაუბრე და ხმის ტონი აკონტროლე.რას გავაკეთებ ეს ჩემი საქმეა-შეთეს ცოტა აკლდა აფეთქებამდე.
ძაღლებისკენ წავიდა,მის ავჩალკას საბამი მიამაგრა და გამოიყვანა.ძაღლმა დეას დაუღრინა,ცოტაღა აკლდა და ფეხზეც უკბენდა.
-ჯესი,ფრთხილად,დამშვიდდი-შეთე დაიხარა,მის ძაღლს მოეფერა და ქვემოდან ახედა დეას.
-ხო ხედავ,ძაღლსაც არ მოსწონხარ,დეა-დამცინავად ლაპარაკობდა შეთე.
-ის შოკოლადის ტორტი შენთვის უნდა მესროლა და მაშინ დაისვენებდი-ფეხებს აბაკუნებდა დეა და ლამის იყო შეთესთვის სილა გაეწნა.
-ჭკვიანად,დეა-წარბი აწია შეთემ და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
გაბრაზებული წამოვიდა დეა და სახლში გიჟივით შევარდა.
-დეა,რა გჭირს დედი?-ნელიკო მაშინვე შვილთან მივიდა.
-ნერვები მაქვს დაგლეჯვაზე.ამდენი იდიოტი და არაადამიანი რატო არსებობს?-ოთახიდან ოთახში დადიოდა დეა და განერვიულებული ხმით ლაპარაკობდა.
-დეა,ამიხსენი რა მოხდა?-დივანზე დააჯინა ნელიკომ დეა და თმებზე ეფერებოდა.
-ძაღლებს აჩხუბებდნენ ქვემოთ და ხალხი ცირკივით უყურებდა სანახაობას,ეს არაადამიანები,საძაგლები.როგორ მინდა სათითაოდ დავჩეჩქო სულ ყველა-ხელებს სასაცილოდ იქნევდა დეა.
-დამშვიდდი,ჩაის გაგიკეთებ და შენ წყალი გადაივლე მანამდე.მეც ახალი მოსული ვარ სამსახურიდან-შვილს მოეფერა ნელიკო და ლოყაზე აკოცა.
-კარგი,წყალს გადავივლებ.მიშველოს იქნებ ცოტა,თეა გამოვა მერე-წამოდგა დეა და ოთახში გავიდა.
კარგა ხანს ინებივრა სააბაზანოში,ნელიკომ შემოაკითხა და კარებზე მიუკაკუნა.
-დე,თეა მოვიდა,გამო მალე.
-კარგი,მოვალ ახლავე-სწრაფად გამოვიდა სააბაზანოდან დეა,საღამურები ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა.
-თეაკო,წამო სამზარეულოში გავიდეთ.ყავას მოვადუღებ-ჩუსტების ფრატუნით გავიდა დეა სამზარეულოში.
-დედა,მე ოთახში ვიქნები,წიგნს წავიკითხავ.დამიძახე თუ რამე დაგჭირდეს-ნელიკომ სათვალე ცხვირზე დაიკოფსა და წიგნის კითხვით გავიდა ოთახში.
-თავი მისკდება,რა-ხელები მიიჭირა დეამ თავზე.
-გადაღლილობის ბრალია ეგ,მომიყევი ერთი რა მოხდა ქვემოთ-ინტერესით შეეკითხა თეა დეას.
-ის დეგენერატი სპილენძი ხო იცი,მის ძაღლს აჩხუბებდა სხვა ძაღლთან და ბრბო ამას უყურებდა,როგორც ცირკს და იცინოდნენ.მე კიდე ხო იცი როგორ ვღიზიანდები ამაზე და მომიშალეს ნერვები-ახლაც გაბრაზებული ლაპარაკობდა დეა და ხელებს იქნევდა.
-აი,ყველაფერი სასწაული შენ როგორ უნდა გააკეთო?-სიცილით უთხრა თეამ.
-თეა,გედემეკეტება ახლა-სასაცილოდ თქვა დეამ,ახლაც კი ჰქონდა მხიარულობის თავი.
-შენ მე მომკლავ სიცილით,ქალბატონო დეა.
ალუბლის ნამცხვარი თეფშზე დაალაგა დეამ,ყავაც მოადუღა და დასხდნენ "საჭორაოდ".
ბევრი ილაპარაკეს და ბოლოს,ლაპარაკისგან ენები რო დაეღალათ გაჩერდნენ.კარებზე ზარი იყო,დეა ზლოზინით წამოდგა და გასაღებად წავიდა,სანამ გააღებდა მანამდე დაიძახა
-ვინ არის?-ჭუჭრუტანაში გაიხედა და არავინ ჩანდა.უკან გამობრუნდა ისევ.დამჯდარი არ იყო ისევ რო გაისმა ზარის ხმა.
-ვინ ჯანდაბაა,ამ პატარა ბავშვებს ხო ვერ ვასწავლე ვერაფერი წესიერი,რა-მობეზრებულად ჩაილაპარაკა დეამ და კარებისკენ წავიდა.ისევ დაიძახა,მაგრამ ხმა არავინ გასცა.გაცხარებულმა გააღო კარები და ყუთი შერჩა კარებთან დადებული,აიღო და სამზარეულოში შეიტანა.
-რა არის ეს,ან ვინ გამოაგზავნა?-ინტერესით ჰკითხა თეამ დეას.
-თეაკო,რავიცი მე,იმაიმუნებდა ალბათ ვიღაც-მხრები აიჩეჩა გაკვირვების ნიშნად დეამ და ყუთი გახსნა.ალუბლის ნამცხვარი,კი არა უზარმაზარი ტორტი იყო.თვალები აუბრჭყვიალდა დეას და ცეკვა დაიწყო ლამის.წერილიც იდო იქვე
"მსოფლიოში ყველაზე საყვარელ ალუბალს".
-ვაიმე,ვიღაც რა კარგად მიცნობს ეგ ოხერი-ტაში შემოკრა დეამ და საჩქაროდ ამოიღო ტორტი ყუთიდან დეას დახმარებით,დაჭრა და იმდენი ჭამა ბოლოს სულს ძლივს ითქვამდა.თვალებს ნაბავდა ხოლმე ტორტის ერთი ლუკმის ჭამისას და ნელა ღეჭდა გემო კარგად რო ეგრძნო,რა სასაცილოა,არა?!
-დეა,გასკდები ახლა-დამწუხრებული ხმით უთხრა თეამ.
-აუ,რა გემრიელი იყო.მოვიდეს და გამოჩნდეს ვინაა,უნდა ჩავეხუტო და ვაკოცო-სკამზე ცეკვავდა დეა.
-ვის უნდა ჩაეხუტო და აკოცო,დედა?რას მიმალავ,შვილო?-ხელებდაჭდობილი შემოვიდა ნელიკო სამზარეულოში და შვილს სათვალის ზემოდან დახედა.
-ტორტი გამომიგზავნა ვიღაცამ ალუბლის,ნელიკო.მოდი,ჭამე-ფეხზე წამოხტა და დედამისს თეფში და ჩანგალი გამოუტანა დეამ.
დივანზე მიესვენა ბოლოს დეა და იქვე ჩაეძინა.თეა ნელიკომ გააცილა.
დილით ბუდელნიკის გამაყრუებელმა ხმამ გააღვიძა დეა,ფეხზე წამოხტა სხარტად,სპორტულები გადაიცვა,ფეხზე ბოტასები,თმა მაღლა აიწია და სავარჯიშოდ გავიდა.ყოველ დილით ვარჯიშობდა,ნუ დარბოდა და დღევანდელი დღეც გამონაკლისი არ იყო.
იმდენი ირბინა ოფლის წვეთები ჩამოსდიოდა სახიდან,გაჩერდა ცოტახნით,ხელებით მუხლებს დაეყრდნო და ხმამაღლა სუნთქავდა.
-არ იცი უკანალი რო არ უნდა აჩვენო ხალხს?-ირონიულად ჩაიცინა შეთემ და გვერდით დაუდგა დეას.
-კაი,არ გამაგიჟო.შენ ჰორმონები გეწვის,ჩემი უკანალი რა შუაშია-გასწორდა დეა და ხელები ერთმანეთზე დააჭდო.
-უკანალს გააჩნია,თორემ ჩემმა ჰორმონებმაც იცის როდის უნდა ათუხთუხდეს-ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა შეთემ.
-შენ შენს ხანჯალ ცხვირს მიხედე,კაი?-დამცინავად უთხრა დეამ.
-კეხიანი ჰქვია მაგას ისე,მოგიკვდა ქართულის მასწავლებელი?-შეთეც არ აკლებდა.
-იიი,გატოცე-პატარა ბავშვივით ენა მოიჩლიფა დეამ და სირბილი გააგრძელა.
-ოხ,დეა.რა დავაშავე შენ რომ შემიყვარდი წლების წინ და ვითომ თავს ვიშტერებ?-სახე სასაცილოდ მოღრიცა შეთემ და ჩუმად ჩაილაპარაკა მისთვის.
-რამე მითხარი?-თავი უკან მოაბრუნა დეამ.
-არა,არაფერი-თავი გააქნია შეთემ და დეას გაჰყვა უკან.
კარგა ხანს დარბოდნენ კიდევ,შეთე დაღლილი შეჩერდა ბოლოს.
-დეა,დამელოდე,რა-ქოშინით მიაძახა დეას და ღრმად სუნთქავდა.
არ გაჩერებულა დეა,აგრძელებდა სირბილს ისევ.
-ღმერთო,რა დააშავე შეთე ასეთი.ნახე რა ტანი აქვს,რა უკანალი,რა ფეხები,რეებზე ფიქრობ შე სი*ო გამოფხიზლდი-მის თავს შემოუძახა შეთემ და ეცინებოდა.უკვე დაღლილს აღარ ჰქონდა სირბილის თავი და სკამზე ჩამოჯდა.
-შეთე,რა იყო დაიღალე ხანჯალ?-დამცინავად უთხრა დეამ.
-არა,ტელეფონზე დამირეკეს და ვლაპარაკობდი-თავს ხო არ დაიმცირებდა ვაჟბატონი და ამას ტყუილის თქმა არჩია.
-მივდივარ მე,მოდიხარ?
-ხო.
სადარბაზოს გზას დაადგნენ,მაგრამ არა სირბილით.
-დეა,შენი თმის ფერი რატომ არის ასეთი განსაკუთრებული?-ინტერესით ჰკითხა შეთემ დეას.
-და მე რავიცი,დავიბადე ასეთი არაჩვეულებრივი და გენიალური არსება.პატივში ხარ რომ მიცნობ-იცინოდა დეა და შეთეს ბედნიერებას გვრიდა მისი სიცილი.კი,იმ შეთეს,რომლის არსებობაც დეას საერთოდ არ ახსოვდა და იმ შეთეს,რომელსაც დეა უკვე ორ წელია უყვარს.მაშინ,ზუსტად ორი წლის წინ,ლუკას დაბადებისდღეზე გაიცნეს ერთმანეთი და პირველივე ნახვის დროს დეამ თავბრუ დაახვია შეთეს და მას მერე,აგერ უკვე ორი წელია შეთე დეას თანამგზავრია,მაგრამ ისე,რომ ეს დეამ არ იცის.შეთემაც იცის,რომ დეას არ ახსოვს და არც ცდილობს თავი გაახსენოს.უნდა თვითონ გაახსენდეს დეას და მანაც იგივე იგრძნოს,რასაც შეთე გრძნობს ახლა დეას მიმართ.
-ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე,სპილენძო-ირონიულად უთხრა შეთემ დეას.
-აი,რატო არ მეშვები ახლა?ვარ ჩემთვის ჩუმად,ხო შეიძლება ერთხელ არ მიკბინო-მობეზრებული სახე ჰქონდა დეას უკვე.
-მიკბინოო,რა გარყვნილი გოგო ყოფილხარ,მე კიდე სხვანაირი მეგონე-ნერვებს უშლიდა შეთე დეას და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის.
-ვაიმე,შეთე.არ მაქვს შენი თავი,კარგად,რა-ნაბიჯებს აუჩქარა დეამ და სადარბაზოში შევიდა.
-კარგად,სპილენძო-მიაძახა შეთემ და სახლისკენ წავიდა,განა შორს ცხოვროვდა?!რამდენიმე სადარბაზოს მოშორებით,მაგრამ დეას ეზოშიც კი არ ჰყავდა ნანახი შეთე და "არ იცნობდა".

-შემომაკვდება, გავგლიჯავ,მოვსპობ,გავანადგურებ,გადავაშენებ.რა ჭირი უნდა,რა უნდა?!-გაცხარებული ლაპარაკობდა დეა და კიბეებზე არბოდა,თან.სააბაზანოში შევიდა,წყალი გადაივლო და გაემზადა,ყავის დასალევად შევიდა სამზარეულოში,სადაც ნელიკოს გაემზადებინა უკვე ალუბლის ტორტიც და ყავაც მისთვის.
-ნელიკო,ვგიჟდები შენზე,რა-დედას ჩაეხუტა და გაფუმფულებული ლოყები ჩაუკოცნა.
-დეა,დამასვენე რა იქნება და რას ერჩი ჩემს ლოყებს-წუწუნით ლაპარაკობდა ნელიკო.
-იმას,რომ ძალიან საყვარელი და ფუმფულაა-პირგამოტენილი ლაპარაკობდა დეა სვენებ-სვენებით.
მალევე ჭამა და საკონდიტროსკენ გაემართა.სადარბაზოდან გადიოდა ვიღაცას,რომ შეასკდა ცხვირით.
-ვაიმე,ჩემი კურნოსა ცხვირი-საწყალი ხმით ლაპარაკობდა.
-დეა,შენ რა მოუშორებელი ჭირი ხარ?რას გადამეკიდე,ვაა-შეტევაზე გადავიდა შეთე.
-ღმერთო,მითხარი რა სასჯელი დავიმსახურე შენგან ასეთი.დღეს უკვე მეორედ,შეთეს ნახვა ზედმეტად ცუდს ნიშნავს,შავ კატას მაინც გადაერბინა სადმე,რომ მცოდნოდა დავითარსე-საცოდავი ხმით ლაპარაკობდა დეა და ცხვირს იზილავდა.
-რამდენს ლაპარაკობ,არ იღლები მაინც?!-მის პოზიციას ინარჩუნებდა შეთე.
-რა არი,ტანი გაქ თუ რკინა,გამიტყდა ლამის ცხვირი-ხელი მიადო მკერდთან დეამ შეთეს,ვითომ შეამოწმა მართლა თუ ჰქონდა რკინა.ხანდახან რა სასაცილოდ იქცეოდა დეა.
-ისე უნდა ჩემი მოფერება,რას არ იგონებს ნახე,რა-შეთემ გაიცინა,მისი ღიმილით.
-შენ თავი ქოლგეითის რეკლამაში ხო არ გგონია,რომ გადმომილაგე აქ ოცდათორმეტივე კბილი-გაბრაზებული ლაპარაკობდა დეა.
-ქოლგეითი არა და მეორე,რა ქვია დამავიწყდა.ა,ხო,ბლენდამედი.აი,ეგ უფრო ათეთრებს კბილებს-თავს უქნევდა შეთე და თითი ტუჩთან მიედო ჩაფიქრების ნიშნად.
-გამატარე,რა.დამაგვიანდა-ხელით ანიშნა დეამ გაწეულიყო.
-მოიცა ჯერ ცხვირი მოგირჩინო-შეთე დეასკენ წაიწია და ცხვირის წვერზე აკოცა,პატარა ბავშვივით.კიბეებზე სწრაფად აირბინა და დატოვა დეა ასე გაშეშებული.
-რა ქნა ახლა იმან,ცხვირზე მაკოცა?!მე გამიკეთა ეს?!პატარა აღუ კი არ ვარ-ბლუყუნით ლაპარაკობდა დეა და საკონდიტროსკენ გაემართა.
მთელი დღე უაზროდ გამოშტერებული დადიოდა,შეთეზე ფიქრებს ვერ იშორებდა თავიდან.ნოდარმა უსაყვედურა ბევრჯერ რას აკეთებო,შაქრის მაგივრად მარილს აყრიდა და კიდევ სხვა ბევრი რამ.თეამაც ვერ მოიყვანა აზრზე,ხან რა უთხრა,ხან რა,მაგრამ დეა დაბნეული იყო.
ამ დაბნეულობაში საღამოც მალევე მოვიდა და უკვე სახლში წასასვლელად ემზადებოდნენ გოგოები.ნოდარს დაემშვიდობნენ და წამოვიდნენ
-დეა,რა ჯანდაბა გჭირს?-შეაჯანჯღარა თეამ დეა.
-რამე მითხარი?-უკვე გამოფხიზლებულმა კითხა დეამ.
-რა გჭირს დღეს მთელი დღეა?-გაკვირვებული იყო თეა.
-არაფერი,მართლა-მხრები აიჩეჩა დეამ.
-კარგი,ხვალამდე-თეამ გადაკოცნა დეა და სადარბაზოში შევიდა.
დეა ნელი ნაბიჯებით მიდიოდა,ჩაფიქრებული,ისევ შეთეზე ფიქრობდა.მოულოდნელად იქვე დაგდებულ ბანანის ქერქზე ფეხი აუსრიალდა და ძირს დაეცა.
-ვაიმე,წელი-კრუსუნით ლაპარაკობდა და ტირილს დაიწყებდა მალე.
დეა საცოდავად წამოდგა და წელის ზელვით მიდიოდა.სადარბაზოში შეაბიჯა თუ არა,ვიღაცამ კედელზე მიანარცხა.
-რა უიღბლო ვარ,წეხან ბანანის ქერქზე ამისრიალდა ფეხი და დავეცი,ახლა კიდე ეს,მკვლელი ხარ და უნდა გამფატრო,ხო?ან ქურდი ხარ და რამე უნდა მომპარო?-სახემოღრეცილი იყურებოდა დეა და მხოლოდ თვალებს ხედავდა ღამის განათებაზე.შეთე იყო,რა თქმა უნდა.
-არა,შენო ტუჩები უნდა დავაგემოვნო-ჩვეულებრივი ტონით უთხრა შეთემ და დეასკენ წაიწია.
-მოიცა,მზის შუქზე,არა ლამპიონის შუქზე მაინც გამოდი და დამენახე,იქნებ ურჩხული მკოცნის-შეჩერება სცადა დეამ და ბლუყუნი დაიწყო.
-მიცნობ,დეა-დეა ისეთივე ტონით წარმოთქვა როგორც აქამდე და მაშინვე იცნო დეამ შეთე და წამში მის სხეულში რეაქციები სხვადასხვა სისწრაფით დაიწყო.
-შეთე?შენ?რა უნდა მაკოცო,ხო არ გაჟრიალებს,მაგრამ ზაფხულია,ზამთარი კი არა-დაბნეულობისგან რას ლაპარაკობდა თვითონაც არ იცოდა დეამ.
-რამდენს ლაპარაკობ,დეა.ტვინი მატკინე უკვე-გამალებით ეცა შეთე დეას ტუჩებზე და მთელი მონდომებით კოცნიდა.გაშეშებული იდგა დეა,არ აჰყოლია კოცნაში შეთეს და თვალებგახელილი უყურებდა კედელთან მიტუზული.გონს რომ მოვიდა მუჭების რტყმევა დაუწყო შეთეს.
-ალუბლის გემო გაქვს-ენის წვერი ტუჩზე გადაისვა შეთემ.
ვინ აცადა?!იმხელა სილა გააწნა დეამ,ძლივს ამოისუნთქა შეთემ.
-შეთე,შენ ავადმყოფი ხარ მგონი.რას აკეთებ,იდიოტო,კრეტინო,ხეპრე-გაცხარებული ლაპარაკობდა დეა და სახეზე სულ გაწითლებულიყო,თვალები აუცრემლიანდა.
-დეა,შენ რა ტირი?-სასოწარკვეთილი ხმით ამოილაპარა შეთემ,დეას სახეზე ხელი მოჰკიდა და დახრილი თავი ააწევინა.
-შეთე,გეხვერწები თავი გამანებე,რა.მე ხო არაფერს გიშავებ,რა გინდა?რას ითხოვ ჩემგან?-ასრუტუნებული ხმით ლაპარაკობდა დეა.
არაფერი უთქვამს შეთეს,წამოვიდა და დატოვა დეა.არ ნანობდა ამ საქციელს,მაგრამ დეას ცრემლებს ვერ პატიობდა მის თავს.
-ფუ..მე ამის დედაშე***ი-გამწარებულმა დაიყვირა და ფეხი სანაგვე ურნას მიჰკრა.სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო-რა სი*ი ხარ,შეთე.რა ჯანდაბას აკეთებ,აქამდე ხო იყავი ისე და დეას არც ელაპარაკებოდი,გაკმაყოფილებდა მისი შორიდან ნახვაც კი,ახლა რა გეტაკა-მის თავს ელაპარაკებოდა შეთე.
მთელი ღამე იმ სკამზე გაათენა,დეაზე ფიქრში და დეას ტუჩების გემოს ახლაც კი გრძნობდა ტუჩებზე და ეღიმებოდა.
დეა?!დეა საწოლში იწვა,ხანდახან ხელს გადაიტარებდა ტუჩზე და სასიამოვნოდ ეღიმებოდა.შეთეზე ფიქრში ჩაეძინა.
დილით ზანტად წამოდგა საწოლიდან,გაემზადა და ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა საკონდიტროს გზას,Imagine dragons-believer ჰქონდა ჩართული და ჩაფიქრებული,მუსიკის ჰანგებში ჩაძირული მიდიოდა.
-დეა,რა ფეთხუმი არსება ხარ.რანაირად ხარ ასეთი...ვერც ვუძებნი ჩემს თავს სახელს.
-შეთე მოგწონს,აღიარე-მეორე მე ჩასძახოდა დეას გონებაში.
-როგორ უნდა მომეწონოს სულ სამჯერ ვნახე-საცოდავი სახე ჰქონდა დეას,რო შეგეხედათ მისთვის იფიქრებდით გიჟიაო.
-შენს თავს ატყუებ ახლა,მასზე ფიქრებს თავიდან ვერ იგდებ,კოცნის გემოს ახლაც კი გრძნობ და მისი დანახვისას შენც კარგად იცი,რაც გემართება-მეორე მე თავს არ ანებებდა დეას.
-შემეშვი,რას მეჩიჩინები-მეორე მეს ჩუმად ეჩხუბებოდა დეა და ისეთ მიმიკებს იღებდა,რომ შეგეხედათ სიცილისგან გაიგუდებოდით.
საკონდიტრომდე ძლივს მიაღწია და როგორც ყველა დღე,დღევანდელიც არ იყო გამონაკლისი.
იმდენი იმუშავა დაქანცულიყო და ეს გამხმარი ჭადარი გოგო ძლივს დადიოდა.
გვიანი იყო სამუშაო რო დაამთავრეს და სახლის გზა სულ ხტუნვა-ხტუნვით დაადგა.
ბედნიერმა შეაბიჯა სახლში.
-დედა,მოვედი-ხმამაღლა დაიყვირა.ფეხსაცმელები საჩქაროდ გაიძრო,ჩუსტებში ფეხი გაუყარა და მისაღებში გავიდა.
-გამარჯობა-დაბნეულმა ჩაილაპარაკა დეამ "უცხო" ქალის დანახვისას.
-გამარჯობა შვილო-ქალმა დეას გაუღიმა და ფეხზე წამოდგა გადასაკოცნად.
-დეა,დე,გაიცანი ქალბატონი სოფო-დეას გააცნო მეზობელი ნელიკომ.
-სასიამოვნოა,ქალბატონო სოფო-თავაზიანად ელაპარაკებოდა დეა სოფოს.
-ჩემთვისაც შვილო-რაღაც უსიამოვნო შეგრძნება აწუხებდა დეა,თითქოს ეს ქალი მისგან სხვა რამეს ითხოვდა.
-დედა,ოთახში გავალ,დავისვენებ.დიდი ბოდიში,მაპატიეთ დაღლილი ვარ.
-არა,რა ბოდიში შვილო.დაისვენე ,ახლა გაქვს დასვენების დრო,თორემ მერე სად გეცლება მაგისთვის-არ ესიამოვნა დეას სოფოს სიტყვები და უხეშად მოხვდა ყურში.თითქოს დეა სულ უსაქმურად იჯდა და არაფერს აკეთებდა.ბოდიში მოიხადა და ოთახში გავიდა.
კარგა ხანს ინებივრა სააბაზანოში,ნელიკომ მიუკაკუნა კარებზე
-დეა,გამოდი მალე,ვახშამი მზადაა.
-10 წუთში გამოვალ.
მალევე სავახშმოდ დაჯდნენ და მადიანად შეექცეოდნენ ორივე.
-დედა,ეს სოფო სად ცხოვროვს ან რა უნდოდა?რაღაც არ მომეწონა ეგ ქალი-ინტერესით იკითხა დეამ და წარბი აწია.
-დეა,საქმრო გიშოვა უცებ-იცინოდა ნელიკო სოფოს შემოთავაზება,რომ ახსენდებოდა-ორი სადარბაზოს მოშორებით ცხოვრობს.
-რა საქმრო დედა?მეღადავები?-გაკვირვებულმა თვალები გააფართოვა დეამ.
-შვილი ყოლია ბიჭი,ცოლი არ ყავსო,ესო,ისო.გავიგე დეაზე კარგი გოგო ყოფილაო,შრომისმოყვარეო და იმდენი გაქო,მეც არ ვიცოდი ჩემი შვილი ასეთი თუ იყო.იქნებ შევახვედროთ და მოეწონოთ ერთმანეთიო-ბოლო წინადადება ნელიკომ თქვა და ისევ ახარხარდა იმიტომ,რომ იცოდა მისი შვილის ხასიათები კარგად.
-ნეტა მისით მოიფიქრა თუ დაეხმარა ვინმე-სერიოზული სახით და მოჭუტული თვალებით იყურებოდა დეა და ბოლოს,ისიც აჰყვა ნელიკოს სიცილში.
-შენ ის თქვი ახლა,თუ შემოგვისახლდა აქ და დაგვიწყო უარესები კიდევ.
-კარგი,რა,დედა-მობეზრებულად ჩაილაპარაკა დეამ.
ივახშმეს და დასაძინებლად დაწვნენ.
უკვე ძილბურანში მყოფს,დეას შეტყობინების ხმა ჩაესმა და ხელის ფათურით მიაგნო ტელეფონს.
-გავატარებ კატლეტის მანქანაში ვინც არ უნდა იყოს-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა დეამ.
"დეა,როგორ ხარ?"-გაუკვირდა დეას,დაფარული ნომრისგან იყო შეტყობინება.არ მიუწერია არაფერი და ისევ ძილს მიუბრუნდა.
ცოტა ხანში ისევ შეტყობინების ხმა იყო.
"უზრდელობაა შეტყობინებაზე პასუხს,რომ არ მცემ.არ უსწავლებიათ შენთვის?!".
-ვაიმე,გაღუნა ტვინი.ვინ ჯანდაბაა?!
"რომელი ხარ?!შენ ის არ გასწავლეს,რომ ღამის თორმეტ საათზე ძინავს ადამიანს"-შეტყობინებაშიც იგრძნობოდა დეას გაბრაზებული ტონი.
"ვერ მიცანი?!"
"რითი უნდა მეცნე?დაფარული ნომრით?"-უკვე ეცინებოდა დეას მის თავზე.
"თორნიკე ვარ,შენი ძველი სიყვარული"
"ჩამოსულა გაქცეული ბიჭი.მერე,ახლა გაგახსენდა დეა?"
"სულ მახსოვდი,დეა"
"გეხვერწები შემეშვი,რა.მეძინება"
"ხვალამდე.ტკბილი ძილი"
ნერვებმოშლილმა ძლივს ჩაიძინა დეამ და დილით საშინელ ხასიათზე გაიღვიძა.ალუბლის ნამცხვარმაც კი,არ უშველა ხასიათის გამოსაკეთებლად და უჟმურ ხასიათზე წავიდა საკონდიტროში.
-დეა,მეჩვენება თუ რაღაც გჭირს ეს ბოლო დღეებია?-გაკვირვებულმა ჰკითხა თეამ დეას.
-არაფერი,თეა.უძილობის და გადაღლილობის ბრალია-თავი აარიდა დეამ პასუხის გაცემას.
-ხო,კარგი-მხრები აიჩეჩა თეამ და ნამცხვრების ცხობას შეუდგნენ.
გრძნობდა დეა,რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა და წინასწარ ეშინოდა ამის.
მთელი დღე ხმა არ ამოუღია ამ მხიარულ გოგოს და მუნჯივით აკეთებდა საქმეს.დღეს ბევრი სამუშაო ჰქონდათ,თან.
თერთმეტი იყო დეა სახლის გზას,რომ დაადგა და იმდენას უსიამოვნო შეგრძნებებს ჰყავდა შეპყრობილი,ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა.უეცრად მკლავზე ხელი მოჰკიდა ვიღაცამ და მისკენ შეაბრუნა.
დეა გაშეშდა.
გონება დაებინდა.
ხელები და ფეხები ერთდროულად აუკანკალდა.
-დეა,როგორ ხარ?-თორნიკემ ცინიზმით მოიკითხე დეა.დეას სამი წლის წინანდელი სიყვარული.უდიდესი შეცდომა,რომელსაც დეა მის თავს არ პატიობს.დეას სახელსაც კი ისე უშნოდ წარმოთქვამდა,უსიამოვნო შეგრძნებები ეუფლებოდა დეას.
-გამიშვი ხელი და ნორმალურად მესაუბრე-ხელზე ეჯაჯგურებოდა დეა თორნიკეს.
-ნახე,როგორ გაზრდილა პატარა დეაკო და გათამამებულა-დეას უკვე აღიზიანებდა ეს შემზარავი ხმა.
-კაი,არ გამაგიჟო-ირონიულად თქვა დეამ და ხელი გააშვებინა თორნიკეს.
-არ გაგიჟდე მერე-იმ ღიმილით გაიღიმა თორნიკემ,ადრე დეა რო აფანატებდა და მხოლოდ მისი ეგონა.
-შეგაწუხა რამემ?დაღლილი ვარ და არ მაქვს შენი თავი-ხელი ჩაიქნია დეამ და მობეზრებულად თქვა.
-შენმა სიყვარულმა შემაწუხა,დეა.
-როგორ ვერ ვიტან ამ მარაზმს,ჩემს სახელს ასე საცოდავად ნუ ამბობ,რა და გამატარე,მივდივარ-ხელით ანიშნა დეამ გვერდზე გაწეულიყო.
-სად მიბრძანდები,ვინ გიშვებს?-ირონიულად ლაპარაკობდა თორნიკე და დეას უკვე ყელში ჰქონდა.
-გეხვერწები შემეშვი,რა.არ მაქვს შენი თავი.იცი,ეს სამი წელი იმდენად კარგი იყო შენ,რომ არ ჩანდი ჩემს ცხოვრებაში,სიტყვებით ვერ ავღწერ.
-დეა..დეა..დეა-წყვეტილ-წყვეტილ ამბობდა თორნიკე დეას სახელს და აქეთ-იქეთ აქნევდა თავს.
-კარგად ბრძანდებოდე-შებრუნდა დეა და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა,უკვე სადარბაზოში იყო კედელზე მწარედ,რომ მიანარცხა თორნიკემ.
-როგორ ბედავ ჩემთან ასეთ ლაპარაკს?!დაგავიწყდა ვინ ვარ?!-ლოყებზე ხელი მოუჭირა თორნიკემ დეას და ამ საცოდავ გოგოს ყბის ძვლებიც კი აჩნდა უკვე.
-თო.. თორნიკე...გამიშვი...მტკივა-ლუღლუღით ლაპარაკობდა დეა და თვალებში ცრემლი ჩაუდგა.
-გაგიშვა არა?!მაშინ,იმ ღამეს უნდა მომხდარიყო მოსახდენი და ახლა ასე არ იპარპაშებდი,ჩემო დეა-ცინიზმით თქვა თორნიკემ,დეას ხელი გაუშვა და კედელს მუშტი დაარტყა.
-რა გინდა ადამიანო?!არ გეყო იმ ღამით რაც გამიკეთე?!არ გეყო ის,რომ ჩემი გაუპატიურება სცადე.უნდა მეჩივლა მაშინ შენთვის,აი,მანდ შევცდი ზუსტად.სად ეგდე ეს სამი წელი?!ახლა გაგახსენდა დეა?!ის დეა,რომელსაც მთელი ორგანიზმით ეზიზღები ახლა და ურჩევნია მოკვდეს შენთან ურთიერთობის დაჭერას.ცხოვრება გამიმწარე.შავი ლაქა კი არა,ღრმული დამიტოვე ცხოვრებაში,რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ამოავსებს.შენ,რომ გაგიცანი მეგონა სამყარო მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნოდა,მეგონა მზე და ვარსკვლავები ჩვენთვის ანათებდნენ.შენს იქეთ სხვას ვერავის ვამჩნევდი და შენ რა გააკეთე?!მიპასუხე.არაკაცურად მოიქეცი,გაიქეცი მაშინ.შეგეშინდა,რომ გიჩივლებდი და გაიქეცი.ჩემი სიყვარული ფეხქვეშ გათელე და ახლა შეგიყვარდი?!ახლა შენთვის შეინახე ეგ სიყვარული.შენ იცი მაინც,რად დამიჯდა ის დღეები და რა გამოვიარე?!მძულხარ და მეზიზღები-ზიზღით ლაპარაკობდა დეა,ტიროდა და ყვირილისგან ხელებზე კაპილარები ემჩნეოდა,მუშტებს ურტყამდა გულ-მკერდზე თორნიკეს და სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა.
-ოჰ,დამიხედეთ ქალბატონს.კარგი,ახლა მოგშორდები,მაგრამ გპირდები,შენს აჩრდილად ვიქცევი და თავიდან შეგაყვარებ თავს.არ მოგეშვები,დეა.გახსოვდეს ეს-ცივად უთხრა თორნიკემ და წამოვიდა.
დეა ჩაიკეცა კედელთან,აღარაფრის თავი ჰქონდა უკვე,მთელი სხეული ეწვოდა და ტიროდა ნიანგის ცრემლებით,ლამის შადრევანი დააყენა.გონება დაკარგა,გაითიშა და ძირს დაეცა.
ნელიკო სახლში ნერვიულობდა,ტელეფონს არ პასუხობდა,ცოტა ხანიც მოიცადა და ქვემოთ ჩავიდა.
დეას დანახვისას დაიკივლა და ხმაურზე მეზობლები გამოცვივდნენ.
-დეა,შვილო,რა დაგემართა-სახეზე ხელებით ეფერებოდა.
-სასწრაფოში დარეკეთ სწრაფად-ერთ-ერთმა მეზობელმა თქვა და დეას პულსს უსინჯავდა.
საავადმყოფოში გადაიყვანეს და დაკვირვების ქვეშ ყავდათ მთელი ღამე.ნელიკომ პალატასთან გაათენა და ცრემლებად იღვრებოდა.ექიმი გამოვიდა პალატიდან და ნელიკოსთან მივიდა.
-თქვენ ხართ დეა თავდგირიძესთან,ხო?
-დიახ,როგორ არის ჩემი შვილი?-ფეხზე წამოხტა მაშინვე ნელიკო და ექიმს შეეკითხა.
-ანალიზების პასუხებს ველოდებით,ხვალ იქნება.დღეს დაკვირვების ქვეშ გვეყოლება.როგორც ჩანს სტრესი გადატანილი აქვს,გადაღლილიცაა და იმოქმედა ამ ყველაფერმაც.სხვას ვერაფერს დავამატებ ჯერჯერობით-ექიმს დამაიმედებელი არაფერი უთქვამს ნელიკოსთვის და დატოვა გულმოკლული.

-=-=-=-=-
-შეთე,გვერდით სადარბაზოს მეზობელი ნელიკო გეცოდინება და მაგის შვილი ცუდად გამხდარა,სასწრაფოს გადაუყვანია საავადმყოფოში-დედამ შეთეს ოთახში შეაკითხა და დეას ამბავი უთხრა.რა იცოდა სოფომ მის შვილს უკვე რომ უყვარდა დეა,არადა ურიგებდა კიდევაც.
-სოფო,რომელ საავადმყოფოშია ჩქარა მითხარი-საწოლიდან სწრაფად წამოდგა შეთე,მანქანის გასაღები აიღო და სოფოს მითითებულ საავადმყოფოში წავიდა.
სწრაფად ატარებდა მანქანას და გიჟივით მიდიოდა.
-დეა,ჩემო პატარა,რა დაგემართა?ფუ,მე ამის დედაშე***ი,ერთი დღე არ გამოგყევი საკონდიტროდან სახლამდე და რა დაგემართა.ჩემი ბრალია,რა.მე ვარ სი*ი-საჭეს გამწარებული უშენდა ხელებს და მანქანებს შორის მიძვრებოდა.მალევე მივიდა საავადმყოფოში და გიჟივით შევარდა,დეას პალატის ნომერი იკითხა და მაშინვე მისკენ გაიქცა.ნელიკო პალატაში იყო,დეას მუცელზე ედო თავი და ჩასძინებოდა.მინიდან უყურებდა დეას შეთე,მის დეას.
-დეა,რა გჭირს ტო?!ჩემო ლამაზო,სპილენძო ასე შეიძლება?!ფირფიტა რომ ხარ და არაფერს ჭამ მაგის ბრალია.სახეზეც რა ფერმკრთალი ხარ....-მის თავს ელაპარაკებოდა შეთე,კარგა ხანს იდგა პალატასთან კიდე.ექიმის ნახვა დააპირა და იკითხა რომელ კაბინეტში იყო.
-გამარჯობათ,მე დეა თავდგირიძის ნათესავი ვარ და როგორ არის მდგომარეობა მაინტერესებს?-პირდაპირ შეაჭრა ექიმთან კაბინეტში შეთემ.
-ახალგაზრდავ,უზრდელობაა ეს!პირველ რიგში,გაგიმარჯოთ.დეას მდგომარეობა ახლა სტაბილურია,ანალიზების პასუხებს ველოდებით ხვალ და შემდეგ გადავწყვეტთ რა და როგორ იქნება-სათვალე მოიხსნა ცხვირიდან ექიმმა,ხელებზე ერთმანეთზე დააჭდო და სერიოზული სახით უყურებდა შეთეს.
-რაც შეგიძლიათ მაქსიმალურად გააკეთეთ ყველაფერი და თანხა რაც საჭირო იქნება,მე ვიზრუნებ.
ექიმს დაელაპარაკა შეთე,ცოტა ხანს კიდევ იდგა დეას პალატასთან და უყურებდა.გვიანი იყო სახლში,რომ წავიდა.არ დაუძინებია,დეაზე ფიქრობდა და ღმერთს სთხოვდა,რომ კარგად ყოფილიყო.


-=-=-=-=-
დილით ნელიკოს ადრე გაეღვიძა,დეაც უკვე გამოფხიზლებული იყო.
-ექიმთან გავალ,დეა და გავიგებ ანალიზების პასუხს-ნელიკო ფეხზე წამოდგა და მაშინვე ექიმთან გავიდა კაბინეტში.
-შეიძლება?-კარებზე დააკაკუნა ნელიკომ და ოდნავ შეაღო.
-დიახ,მობრძანდით.
-დეა თავდგირიძის დედა ვარ,ანალიზების პასუხები მზადაა?
-დიახ,სერიოზული არაფერია.ჰემოგლობინი აქვს დაბალი,არასწორი კვების ბრალიცაა.მედიკამენტებს დავუნიშნავ და მალე კარგად იქნება.ნახევარ საათში შეგეძლებათ სახლში წასვლა.
-და თანხა სალაროში ვიკითხო,ხო?-ინტერესით ჰკითხა ნელიკომ ექიმს.
-თანხა გადაიხადეს უკვე.
-ექიმო,ვინ კი მაგრამ?-გაკვირვებულმა იკითხა ნელიკომ.
-ნათესავი ვარ დეასი-ო,ასე მითხრა-მხრები აიჩეჩა ექიმმა.
-კარგით,ბოდიში და მადლობა ყველაფრისთვის.
ნელიკოს სიხარულისგან რა ექნა არ იცოდა,გაუხარდა დეას სერიოზული,რომ არაფერი სჭირდა,მაგრამ თანხის გადახდის ამბავი გაუკვირდა,ვის უნდა გადაეხადა ვერ ხვდებოდა,მხრები აიჩეჩა ჩაფიქრებულმა და პალატისკენ წავიდა.
-დედა,რა გითხრა ექიმმა?ჩაძინებული მაშინვე გამოფხიზლდა დეა და ნელიკოს კითხა.
-ჰემოგლობინი გაქვს დაბალი და გამხმარი ჭადარივით რო ხარ მაგის ბრალია.ნახევარ საათში გაგვწერენ.
-ძალიან კარგი,თორემ ეს წოლა აღარ შემიძლია,რა-სახე დამანჭა დეამ და წამოდგომა სცადა.
-იწექი ჯერ -ნელიკომ დეა უკან დააბრუნდა საწოლში.
ექიმი დანიშნულებით შემოვიდა პალატაში,დეას გახარებულმა ამცნო გაწერის ამბავი და გამაფრთხილებელი ტონით უთხრა :
-ალუბალი კი არა,ვაშლი ჭამე ფირფიტას,რომ დამგვანებიხარ,შვილო-ოცდათორმეტივე კბილიი გადმოალაგა და ისე გაიცინა ექიმმა.
-ქოლგეითის რეკლამაში ხართ თუ ბლენდამედის-დეას უკვე იუმორი აწვებოდა.
-შენ რომელიც გინდა,ჟღალთმიანო.ახლა კი თავისუფლები ხართ და სწორად იკვებე,დეა.
-არის სერ-დეამაც არ დააყოვნა და ძველებური იუმორი დაუბრუნდა.
მალევე გამოწერეს სახლში და უკვე დეა დახტუნავდა ბედნიერებისგან.
ორ დღეში უკვე სამსახურსაც დაუბრუნდა.
ახლა შეთე აღარ აპირებდა ერთი დღითაც კი დეას დატოვებას.
დილით ადგა,ივარჯიშა.შემდეგ როგორც ყოველთვის ალუბლის ნამცხვარი მიირთვა,ნელიკოს დაემშვიდობა და სამსახურში წავიდა.
-და აი,თვით გამხმარმა ჭადარმა კვლავ შემოაბიჯა დიდებულ საკონდიტროში-პოზიტიურად შევიდა საკონდიტროში და დეას გულთბილად გადაეხვია.
-დეა,ძლივს დაბრუნდი.მოწყენილობისგან მოვკვდი-წუწუნით ლაპარაკობდა თეა.
-ხოდა მე გიშველი ახლა.აი,მოდის ბულკიყლაპია ნიოდარი უკვე-ტუჩები დაპრუწა დეამ.
-დეა,როგორ ხარ,შვილო?-თბილად მოიკითხა ნოდარმა დეა.
-მადლობა,ბატონო ნოდარ.უკეთ ვარ და დავბრუნდი მის მასტერკლასი კონდიტერი-დეა გაიჯგიმა და მისი თავი ამაყად წარმოადგინა.
-აჰა,დაბრუნდა და დაიწყო ხუმრობები უკვე.აბა,გოგოებო თქვენ იცით-ტაში შემოჰკრა ნოდარმა და კაბინეტისკენ წავიდა.
-ეს კიდე დაგორავს,რით ვერ დასუსტდა,რა-ჭიხვინებდა დეა.
-ცოტა ხანი მუცლის ტკივილისგან დასვენებული ვიყავი და აჰა,დამეწყო ისევ.
ბევრი იცინეს გოგოებმა და დეა დროულზე ადრე გამოუშვა ნოდარმა,შენთვის გადაღლილობა არ შეიძლება-ო.
-დეა დაბრუნებულა-ცინიზმით თქვა თორნიკემ და დეას ყურთასმენას ცივი ხმა მისწვდა.
-თორნიკე,შენთან სისულელეებს არ ვაპირებ.მომწყდი თავიდან,რა-ხელი აიქნია დეამ და ნელი ნაბიჯებით მიდიოდა.მოულოდნელად დეას გვერდით შეთე დაუდგა და კბილებში გაბრაზებულმა გამოსცრა
-რამ შეგაწუხათ,ახალგაზრდავ?
დეას სახეზე ფერები გადაუვიდა,ვერ მიხვდა შეთეს რა უნდოდა და საერთოდ,რატომ ჩაერია მისი და თორნიკეს საუბარში.
-ოჰ,დეაკო,ვხედავ არ იკლებ სიამოვნებას-ირონიულად თქვა თორნიკემ.
-დეა,ვინ არის ეს ბიჭი?-დეას მიუბრუნდა ახლა შეთე.უკვე მოთმინების ფიალა ევსებოდა.
-არავინ,შეთე.შეგიძლია წახვიდე და მოვგვარდებით ჩვენ როგორმე.
-ნუ გეშინია,პრინცო.არაფერს დავუშავებ-უკვე მარაზმში გადასდიოდა თორნიკეს საუბარი.
-რა პრინცო,გაგიერთიანებ სიფათს-შეთემ მუშტი დაარტყა თორნიკეს და იმდენი ურტყა,სანამ სისხლი არ წამოუვიდა.
-შეთე,მოკვდება ასე.გაანებე თავი-განწირული ხმით კიოდა დეა.
შეთე ფეხზე წამოდგა,ფეხი მიჰკრა თორნიკეს და დეას ხელი მოჰკიდა.
ხელით მოიწმინდა სისხლი თორნიკემ და ბანცალით გაუყვა გზას.მის მერე აღარც დაბრუნებულა ამ გზას,ალბათ ისევ შეეშინდა.
-დეა,ამიხსნი რა ხდება?-კბილებში გამოსცრა შეთემ.
-არ ვარ ვალდებული და არ იყო საჭირო სცენების დადგმა აქ-დეამაც არ დააკლო გაბრაზება.
-ასე არა?!შენც კარგად ნახავდი რასაც მოიმოქმედებდა შენი პრინცი თორნიკე მერე-განრისხებული ლაპარაკობდა შეთე და მომუჭული ჰქონდა ხელები მაგრად.
-ბატონო?!მე გთხოვე დახმარება და არ მახსოვს?!-გაკვირვებული სახე მიიღო დეამ-რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში,მის მერე აირია ყველაფერი.
-და მე არასწორი გავაკეთე რამე?მაპატიე იმ კოცნის გამო ასე ძალიან თუ არ გესიამოვნა-ირონიულად ლაპარაკობდა შეთე.
-არასწორი ის გააკეთე,რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი და თავგზა ამირიე.მითხარი,რა გინდა,რას ითხოვ ჩემგან?!-სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა დეას უკვე.
-ჯანდაბა,ამის დედამოვ**ან-ფეხი სანაგვე ურნას მიჰკრა შეთემ და გამწარებული ყვიროდა.გაავებულ ვეფხვს გავდა ახლა.
-შეთე,გამანებე თავი,რა.ვცხოვრობდი აქამდე ჩემთვის მშვიდად.ეს თორნიკე კიდე ახალი პრობლემა დამემატა-სკამზე ჩამოჯდა დეა და ხელები თავზე შემოიწყო.
-დეა,დამშვიდდი,რა.არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა-შეთეს შეეშინდა ისევ გული არ წასვლოდა დეას და დამშვიდება სცადა.
-შენ რატო გაინტერესებს ასე ეს?!ამიხსნი?!-ცრემლები ჩასდგომოდა თავდგირიძეს თვალებში.
-მაპატიე,დეა.ვერ აგიხსნი,არ არის ამის დრო-თავი დანანებით გააქნია შეთემ.
-მარტო დამტოვე,რა-მუდარით უთხრა დეამ.
-კარგი.მაპატიე ყველაფრისთვის,დეა-შეთე წამოდგა და დინჯი ნაბიჯებით მიდიოდა.
დეამ იცოდა ახლა როგორ ატკინა შეთეს.არ უნდა ეთქვა ყველაფერი,ენას ძვალი არ აქვსო ნათქვამია.
მასაც სტკიოდა ახლა,ეშინოდა თორნიკესი,რომ რამეს დაუშავებდა შეთესაც და მასაც.
იცოდა,თორნიკე ასე ადვილად არ დატოვებდა არაფერს და ზუსტად ამის ეშინოდა.
ცოტახანი კიდევ იჯდა სკამზე,ხვდებოდა უკვე შეთე მისთვის "ვიღაც" ხდებოდა და "რაღაცას" ნიშნავდა და ეს სტკენდა ყველაფერს.ეშინოდა ამ ყველაფრის,მაგრამ შეთე მაინც სხვა იყო დეასთვის.

უკვე რამდენი ხანია არ გამოჩენილა თორნიკე.
ახლა უკვე ყველაფერი შეიცვალა,თითქოს ყველაფერი მწყობრში ჩადგა.
დეა და შეთეც შეიცვალნენ.
შეთეს აქამდეც უყვარდა დეა,მაგრამ ახლა ხვდებოდა,რომ დღითიდღე უფრო უმძაფრდებოდა ეს გრძნობა.
იცოდა,დეაც გრძნობდა მის მიმართ რაღაცას და რცხვენოდა ამ სიფრიფანა გოგოს.
ამ ერთმა კვირამ ყველაფერი შეცვალა.
შეღამებული იყო კარგად უკვე,დეა საკონდიტროდან გამოვიდა და ნელ-ნელა მისეირნობდა.შეტყობინება მოუვიდა დეას ტელეფონზე,შეთე იყო.
"დეა,ვიცი,გამოდი უკვე საკონდიტროდან და გცალია"
"ხო,მერე"
"ხოდა დამელოდე,მოვალ ორ წუთში და წავედით"
"მეზარება შეთე"
"მოვდივარ უკვე"
ორ წუთში უკვე შეთე ადგილზე იყო.
-აბა,წავედით-გვერდით ამოუდგა შეთე დეას და გასართობი პარკისკენ წავიდნენ.
-სად მივდივართ,შეთე?მეზარება-წუწუნით თქვა დეამ.
-კარგი,რა.გაერთობი ცოტას.ნუ გეშინია,კი არ შეგჭამ-სიცილით თქვა შეთემ და საფეთქელთან აკოცა დეას.
-მე მეგონა შრეკი იყავი,ნუ კი გავხარ,მაგრამ მაინც-დეას სიცილი მთელ მთაწმინდას ესმოდა მგონი.
ცოტა ხანში უკვე ეშმაკის ბორბალზე ისხდნენ და მაღლიდან გადაჰყურებდნენ მთაწმინდას.
-დეა,მე რომ მოვკვდები,მოგენატრები?-ჩაფიქრებულმა კითხა შეთემ.
-შეთე,რა კითხვაა.არ მინდა ამაზე საუბარი-თავის არიდება სცადა დეამ.
-დეა,შენი აზრით,რაშია სიცოცხლის არსი?-გვერდულად გახედა შეთემ დეას და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-სიყვარული,შეთე.გრძნობა,რომელიც ადრე თუ გვიან,ნებისმიერ ჩვენგანში გაიდგამს ფესვებს-სევდანარევი ღიმილით თქვა დეამ.და ახლა,ამ პასუხის შემდეგ,უკვე დეა კარგად ხვდებოდა,რომ "რაღაცას" გრძნობდა შეთეს მიმართ,მაგრამ ეშინოდა.
იმის ეშინოდა,რომ შეთე უარით უპასუხებდა გრძნობაზე და რა იცოდა დეამ შეთეს უკვე,რომ უყვარდა.
-მართალი ხარ,სპილენძო-ჰორიზონტს გახედა შეთემ და ფიქრებს მიეცა.
-შეთე,რატომ დასევდიანდი?-დამწუხრებული სახით გახედა დეამ შეთეს.
-არაფერი,რაღაც გამახსენდა-ნერვიულად ჩაიცინა შეთემ და ხელი თავზე გადაისვა.
-კარგი-დეამაც ჰორიზონტს გახედა და თითებზე თამაში დაიწყო.
ცოტა ხანს კიდევ იყვნენ მთაწმინდაზე.
პატარა ბავშვებივით დარბოდნენ პარკში და კისკისებდნენ.
-შეთე,დავისვენოთ ცოტახანს,რა-სიცილისგან და სირბილისგან აქოშინებული ხმით თქვა დეამ.
-კარგი,მოდი ჩამოვჯდეთ.
სკამზე ჩამოჯდნენ,დეა ცოტა მოშორებით ჩამოჯდა შეთესგან,მაგრამ ვინ აცადა?!ლაპარაკში ისე მიუჩოჩდა შეთე,დეა სახეზე გაწითლდა.
-შეთე,საშინლად ახლოს ხარ-ლოყებაფარკლებულმა თქვა დეამ და თავი ჩახარა მორცხვად.
-ხო,აზრიც ამაშია-შეთემ სახე ააწევინა დეას და ტუჩებზე ფრთხილად აკოცა,ეგონა რამეს ატკენდა და უსასრულობაში იყვნენ ორივე ჩაკარგული.
-შენს ტუჩებს ისევ ალუბლის გემო აქვს-ტუჩზე ენის წვერი გადაიცვა შეთემ და სახეზე მოეფერა დეას.
დეას ჩაეღიმა,თავი ისევ ჩახარა და თვალები აუცრემლიანდა.
-დეა,შემომხედე,რა-ნიკაპზე ხელი მოკიდა შეთემ და თავი ააწევინა-დეა,შენ რა ტირი?რა გატირებს?-თითის ბალიშებით შეუშრო ცრემლები თვალებზე.
-შეთე,მეშინია.ამ წუთიერი ბედნიერების მეშინია,იმ გრძნობის მეშინია,რასაც შენს მიმართ ვგრძნობ და უფრო მიმძაფრდება ეს გრნობდა-აკანკალებული ხმით ლაპარაკობდა დეა და ნერვიულობისგან ტუჩებს იჭამდა.
-სპილენძო,კარგი,რა.ნუ გეშინია,მე შენთან ვარ-გულში ჩაიხუტა დეა შეთემ და თმებზე ეფერებოდა.

იმ ღამით სახლში დაბრუნებულმა დეამ მაშინვე ნელიკოსთან შეაჭრა ოთახში და ყველაფერი მოუყვა დაწვრილებით,არაფერი გამოუტოვებია.
-დედა,შეყვარებული ხარ?!კი,კი-თვალებში ცრემლები ჩაუდგა ნელიკოს.
-ნელიკო,არ ვიცი ამ გრძნობას რა ვუწოდო,მაგრამ ვიცი,შეთე ახლა ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავს ვიდრე აქამდე-თავის დედას კალთაზე დადო დეამ და ფანჯრიდან უყურებდა ვარსკვლავებს მთავრის შუქზე,რომ კაშკაშებდნენ.

ახლა?!ახლა მართლა ყველაფერი შეიცვალა,ახლა სხვანაირად იყო ყველაფერი.
შეთე და დეა მალე ერთიანობა იქნებოდნენ.ცოტაღა აკლდათ სრულყოფილებამდე,მხოლოდ ერთი სიტყვა "მიყვარხარ" ორივეს ბაგეებიდან წამოსული და საკმარისი იყო ყველაფრის გასაგებად.

იმ დღეს მზეც სხვანაირად ანათებდა მთაწმინდის პარკში.
ხო,ისევ მთაწმინდის პარკში და ისევ ეშმაკის ბორბალზე.
-სპილენძო,მიყვარხარ!
დეას რამდენიმე წუთით შეჩერებული გულისცემა და აჩქარებული პულსი.
-მიყვარხარ,შეთე!
მე ხო გითხარით ერთი სიტყვა საკმარისიათქო,ხოდა აი ეს ერთი სიტყვა.
სიტყვა,რომელმაც ორი ადამიანის ცხოვრება თავდაყირა დააყენა და უკიდეგანოდ შეცვალა.
ბოლოს?!ბოლოს მაინც იმას ვიტყვი,რომ სიყვარულს ყველაფერი შეუძლია!
ეს ის მარადიული გრძნობაა,რომელსაც ყველა ადამიანში უკავია მისთვის განკუთვნილი ადგილი.
მე მეტი დეა და შეთე მჭირდება.
ისე ,როგორც მეტი ქეთა და ცოტნე.
თქვენ რას ფიქრობთ?!
შეუძლია კი სიტყვას-"მიყვარხარ" ყველაფრის შეცვლა?!
კი,რა თქმა უნდა.





და აი,მე ისევ დავჯღაბნე.
ვაღიარებ,მძულს ისტორიის დასასრულები.
ვერ ვწერ დასასრულს.
ნუ,ვერც მანამდე ვწერ გადასარევად,მაგრამ დასასრულს ყოველთვის ვჯღაბნი და ვაფუჩეჩებ.
შეთეს წარმოდგენა თქვენთვის მომინდია.
შეიძლება,წერა "არ შემიძლია" და არ მოგეწონოთ,მაგრამ ....
მოენატრეთ ელპინს.
და ისევ უყვარხართ.
ახლა უფრო მეტად.скачать dle 11.3




№1  offline წევრი modemodka

Kargiaaa ♡♡♡ rasac ki wer yvelaferi momwons ♡♡ da shens istoriebs najgabns nu uwodeb !! ♡♡

 



№2 სტუმარი სტუმარი თაკო

ვაიბეეე როგორ მიყვარს ეს გოგო და თავის ისტორიები მშველიერი მოთხრობა ნაჯღაბლი არა კვახი კიდე????????????მიკვარხარ ელპენ

 



№3  offline აქტიური მკითხველი Anuki96

იცი როგორ მომეწონა. მთელი ისტორია გაბადრულმა ჩავიკითხე. ისეთი სასიამოვნო ემოციებით ავივსე რომ ასე არასდროს დამმართნია. პატარა მაგრამ ნოყიერი ისტორია. იუმორიც ცოტა სევდა ბევრი სიყვარული და ბოლოს ბედნიერება. პოზიტიური განწყობისთვის მართლაც ზედგამოჭრილია. ყოჩაღ შენ.♡♡♡

 



№4  offline მოდერი ელპინი

modemodka
Kargiaaa ♡♡♡ rasac ki wer yvelaferi momwons ♡♡ da shens istoriebs najgabns nu uwodeb !! ♡♡

ვაიმე,გეფიცები თვალები ამიცრემლიანდა.
უღრმესი მადლობა.
ძალიან გამაბედნიერე❤❤❤❤

სტუმარი თაკო
ვაიბეეე როგორ მიყვარს ეს გოგო და თავის ისტორიები მშველიერი მოთხრობა ნაჯღაბლი არა კვახი კიდე????????????მიკვარხარ ელპენ

თაკო,შენ ხარ საყვარელი გოგო.
ძალიან,ძალიან მახარებ.
უღრმესი მადლობა.
მეც მიყვარხარ❤

Anuki96
იცი როგორ მომეწონა. მთელი ისტორია გაბადრულმა ჩავიკითხე. ისეთი სასიამოვნო ემოციებით ავივსე რომ ასე არასდროს დამმართნია. პატარა მაგრამ ნოყიერი ისტორია. იუმორიც ცოტა სევდა ბევრი სიყვარული და ბოლოს ბედნიერება. პოზიტიური განწყობისთვის მართლაც ზედგამოჭრილია. ყოჩაღ შენ.♡♡♡

ანა,ამეტირა.
ბედნიერებისგან ამეტირა,შენი სიტყვების გამო,თან.
უზომოდ ბედნიერი ვარ.
და გახარებული.
უღრმესი მადლობა.
დავმუნჯდი,არც კი ვიცი რა ვთქვა.
მადლობა❤❤❤

 



№5  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ელპინი
modemodka
Kargiaaa ♡♡♡ rasac ki wer yvelaferi momwons ♡♡ da shens istoriebs najgabns nu uwodeb !! ♡♡

ვაიმე,გეფიცები თვალები ამიცრემლიანდა.
უღრმესი მადლობა.
ძალიან გამაბედნიერე❤❤❤❤

სტუმარი თაკო
ვაიბეეე როგორ მიყვარს ეს გოგო და თავის ისტორიები მშველიერი მოთხრობა ნაჯღაბლი არა კვახი კიდე????????????მიკვარხარ ელპენ

თაკო,შენ ხარ საყვარელი გოგო.
ძალიან,ძალიან მახარებ.
უღრმესი მადლობა.
მეც მიყვარხარ❤

Anuki96
იცი როგორ მომეწონა. მთელი ისტორია გაბადრულმა ჩავიკითხე. ისეთი სასიამოვნო ემოციებით ავივსე რომ ასე არასდროს დამმართნია. პატარა მაგრამ ნოყიერი ისტორია. იუმორიც ცოტა სევდა ბევრი სიყვარული და ბოლოს ბედნიერება. პოზიტიური განწყობისთვის მართლაც ზედგამოჭრილია. ყოჩაღ შენ.♡♡♡

ანა,ამეტირა.
ბედნიერებისგან ამეტირა,შენი სიტყვების გამო,თან.
უზომოდ ბედნიერი ვარ.
და გახარებული.
უღრმესი მადლობა.
დავმუნჯდი,არც კი ვიცი რა ვთქვა.
მადლობა❤❤❤

სიხარულის ცრემლები კარგია!!

 



№6  offline მოდერი ელპინი

Anuki96
ელპინი
modemodka
Kargiaaa ♡♡♡ rasac ki wer yvelaferi momwons ♡♡ da shens istoriebs najgabns nu uwodeb !! ♡♡

ვაიმე,გეფიცები თვალები ამიცრემლიანდა.
უღრმესი მადლობა.
ძალიან გამაბედნიერე❤❤❤❤

სტუმარი თაკო
ვაიბეეე როგორ მიყვარს ეს გოგო და თავის ისტორიები მშველიერი მოთხრობა ნაჯღაბლი არა კვახი კიდე????????????მიკვარხარ ელპენ

თაკო,შენ ხარ საყვარელი გოგო.
ძალიან,ძალიან მახარებ.
უღრმესი მადლობა.
მეც მიყვარხარ❤

Anuki96
იცი როგორ მომეწონა. მთელი ისტორია გაბადრულმა ჩავიკითხე. ისეთი სასიამოვნო ემოციებით ავივსე რომ ასე არასდროს დამმართნია. პატარა მაგრამ ნოყიერი ისტორია. იუმორიც ცოტა სევდა ბევრი სიყვარული და ბოლოს ბედნიერება. პოზიტიური განწყობისთვის მართლაც ზედგამოჭრილია. ყოჩაღ შენ.♡♡♡

ანა,ამეტირა.
ბედნიერებისგან ამეტირა,შენი სიტყვების გამო,თან.
უზომოდ ბედნიერი ვარ.
და გახარებული.
უღრმესი მადლობა.
დავმუნჯდი,არც კი ვიცი რა ვთქვა.
მადლობა❤❤❤

სიხარულის ცრემლები კარგია!!

ანა,კიდევ ერთხელ დიდი მადლობა❤❤

 



№7  offline წევრი Mtirala

ძვირფასო, ელპინ :)
მომენატრე :)
გპირდებოდი შენს ისტორიას წავიკითხავ მეთქი (ამაზე არ დაგპირებივარ)...
ხოდა წავიკითხე...
მომეწონა,
მომეწო0ნა მაგრამ აკლდა რაღაც-რაღაცები...
ასე ვთქვათ ბოლოში ცოტა მიაფუჩეჩე და არ გამოგივიდა იდეალური...
იჩქარე კიდევაც, მალე დაახლოვე...
მაგრამ ალბათ ჩანაფიქრში პატარა, საყვარელი ისტორია უნდა ყოფილიყო
და
ასეც არის...
პატარა, თბილი, საყვარელი და კარგი!
შენიშვნაც უნდა მოგცე...
"გამოდი უკვე საკონდიტროდან"
გამოდი არა - გამოხვედი...
ისე დავუკვირდი და ქუთაისელ ხალხს გახასიათებთ ეგ სიტყვა :))
ეს ისეთია ეგრევე ყურში მომხვდა და
სხვაზე აღარ გავამახვილე ყურადღება.
მოკლედ,
ძალიან მიყვარხარ
და
ვაფასებ შენს მონდომებას!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№8  offline მოდერი ელპინი

Mtirala
ძვირფასო, ელპინ :)
მომენატრე :)
გპირდებოდი შენს ისტორიას წავიკითხავ მეთქი (ამაზე არ დაგპირებივარ)...
ხოდა წავიკითხე...
მომეწონა,
მომეწო0ნა მაგრამ აკლდა რაღაც-რაღაცები...
ასე ვთქვათ ბოლოში ცოტა მიაფუჩეჩე და არ გამოგივიდა იდეალური...
იჩქარე კიდევაც, მალე დაახლოვე...
მაგრამ ალბათ ჩანაფიქრში პატარა, საყვარელი ისტორია უნდა ყოფილიყო
და
ასეც არის...
პატარა, თბილი, საყვარელი და კარგი!
შენიშვნაც უნდა მოგცე...
"გამოდი უკვე საკონდიტროდან"
გამოდი არა - გამოხვედი...
ისე დავუკვირდი და ქუთაისელ ხალხს გახასიათებთ ეგ სიტყვა :))
ეს ისეთია ეგრევე ყურში მომხვდა და
სხვაზე აღარ გავამახვილე ყურადღება.
მოკლედ,
ძალიან მიყვარხარ
და
ვაფასებ შენს მონდომებას!

შენ ხო იცი ჩემთვის რამდენს ნიშნავ.❤
ვიცი,ვიცი,რომ მივაფუჩეჩე,ბათ სხვანაირად ვერ ვქენი.
აი,ეგ შენიშვნა რო გავითვალისწინო სულ მავიწყდება :დდდ
უდიდესი მადლობა.
მეც ძალიან მიყვარხარ.
ვგიჟდები შენზე.

 



№9 წევრი მმარიტა

ძაან მაგარი გოგო ხარ
ძაან მომეწონა

 



№10  offline მოდერი ელპინი

მმარიტა
ძაან მაგარი გოგო ხარ
ძაან მომეწონა

ჩემი "მარიტიე".
მადლობა.

 



№11  offline წევრი BidBif

ვაიმე რა კარგი იყო საყვარელიიი❤❤❤❤. დეა და შეთე❤❤❤ პატარა ემოციური და საყვარწლი იყო❤❤❤

 



№12  offline მოდერი ელპინი

BidBif
ვაიმე რა კარგი იყო საყვარელიიი❤❤❤❤. დეა და შეთე❤❤❤ პატარა ემოციური და საყვარწლი იყო❤❤❤

უღრმესი მადლობა!
როგორ გამახარე, არ იცი❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent