შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების სიყვარული (მეოთხე თავი)


10-10-2017, 19:24
ავტორი Tamusia Egutidze
ნანახია 937

ჩემი ცხოვრების სიყვარული (მეოთხე თავი)

შენობაში ჟურნალისტები ფოტოგრაფები და თანამშრომლები ერთმანეთში ირეოდნენ ლილიანას და ნიკოლოზის დანახვაზე კი ყველამ ტაში დაუკრა და მათ ყველა ოვაციებით და შეძახილებით შეხვდა სანდრო და დავითი ტრიბუნაზე ავიდნენ და სანდრომ დაიწყო
-მოგესალმებით ყველას ამ კომპანიაში მომუშავე ადამიანები დამეთანხმებით რომ კომპანიამ ორმოცდაათი წლის განმავლობაში ბევრი განსაცდელი თუ სიხარული გადაიტანა ბევრს გავუძელით ბევრჯერ დავმარცხდით ბევრჯერაც გავიმარჯვეთ დღეს კი ორმოცდაათი წლის შემდეგ მე და ჩემს პარტნიორს და საუკეთესო მეგობარი დავით ლორთქიფანიძე დიდ იმედებს ვამყარებთ კომპანიის ახალ მფლობელებზე თქვა სანდრომ და ტრიბუნიდან ოდნავ განზე გაიწია მერე კი დავითმა განაგრძო
- პირველრიგში ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის აქ იმისთვის შევიკრიბეთ რომ წარმოგიდგინოთ კომპანია Fashion Star - ის ახალი ხელმძღვანელები ლილიანა ლორთქიფანიძე და ნიკა ნაკაშიძე ერთხმად თქვეს სანდრომ და დათომ და ტაში შემოჰკრეს დარბაზში ყველა მხრიდან შტვენის და ტაშის ხმები გაისმა კარიდორიდან კი ლილიანა და ნიკა გამოვიდნენ და ღიმილით სტუმრებს ესალმებოდნენ ფოტოგრაფებმა იმწამსვე დააძვრეს ფოტოაპარატები და გადაღება დაიწყეს ტელევიზიაც ადგილზე იყო და კომპანიის ახალ მფლობელებზე იმფორმაციას აშუქებდნენ ლილიანა და ნიკა სცენაზე ავიდნენ და ნიკროფონებთან დადგდნენ
-მოგესალმებით ყველას! გააისმა ნიკროფონში ლილიანას წკრიალა ხმა მას კი ნიკამაც მიბაძა
-მოგესალმებით! ჩვენ ორივე ვაცნობიერებთ თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ვხვდებით თუ როგორ სირთულეებთან მოგვიწევს დღეიდან მე და ლილიანას შერკინება მაგრამ გპირდებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ კომპანიამ მწვერვალებს მიაღწიოს და საქართველოს ფარგლებს გასცდეს თქვა ნიკამ და გაიღიმა დარბაზში ტაშის ხმა გაისმა მერე კი ნიკა ლილიანასთან მივიდა და წელზე ხელი მოხვია ლილიანას თავიდან გააჟრჟოლა მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია თუმცა ნიკოლოზს რას გამოაპარებდა მან ეს იგრძნო და ტუჩის კუთხე ჩატეხა
-ფოტოგრაფებთან წასვლის დროა ჩასჩურჩულა ნიკამ
-კარგი უთხრა ლილიანამ და განზე გაიწია ნიკას ეს ჟესტი არ ესიამოვნა თუმცა თავი შეიკავა რომ ლილიანასთან არ მივარდნილიყო და კოცნით არ მიეხრჩო და მაინც პატარა ბავშვშვივით უკან გაჰყვა ფოტოგრაფები მათ ფოტოებს უღებდნენ სტუმრები მიდიოდნენ და წყვილს ახალ გამოწვევას ულოცავდნენ ფოტოგრაფებიც ათასგვარ შეკითხვებს აყრიდნენ ბოლოს კი როცა ყველაფერი მორჩა და სტუმრებისგანაც ცოტა გათავისუფლდა კომპანია შენობაში მხოლოდ ლილიანა, ნიკა, ლიზა, დათო, და თანამშრომლები დარჩნენ სანდროს კი წასვლა მოუწია რაღაც საბუთებზე ქონდა ხელი მოსაწერი უფროსწორად ბოლო საბუთებზე იმიტომ რომ მეტი არაფერი ევალებოდა ბოლობოლო ძალაუფლება შვილს გადაულოცა. ყველა ერთად საკმფერანციო დარბაზში შეიკრიბა
-მოკლედ! თანამშრომლებმა ყველამ იცით რა გევალებათ ასე რომ ბევრ ლაპარაკს აღარ დავიწებ! დიზაინერები გვყავს ქალბატონებმაც იციან თავისი საქმე თქვა დავითმა და ოთახში გაიარა
-კი მაგრამ მამა ჩვენ რა გვევალება? იკითხა ლილიანამ
-ბავშვებო თქვენ ყველაფრის ზედამხედველობა გევალებათ და განსაკუთრებით ტანსაცმლის სფეროში უნდა დააკვირდეთ და მიხედოთ ყველაფერს უნდა შეამოწმოთ ყელაფერი წესრიგში არის თუ არა უნდა გამართოთ კომფერენციები, სხდომები წახვიდეთ საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყნებში ამა თუ იმ საბუთების მოსაწესრიგებლად და მსხვილ კომპანიებთან ხელშეკრულებების გასაფორმებლად გასაგებია? ჩამოაყალიბა დავითმა და ჯერ შვილს გახედა მერე ნიკას
- კი უთხრეს ნიკამ და ლილიანამ ერთად და მერე ორივემ ერთმანეთს გადახედა
-ხო ბავშვებო მე კი დაგეხმარებით მართალია მამათქვენები ახლოს არ იქნებიან მააგრამ მე დაგეხმარებით და შეგახსენებთ სხდომებს თათბირებს და სხვადასხვა რამეში დაგაკვალიანებთ თქვა ერთ-ერთმა ახალგაზრდა კაცმა მაგიდიდან და ლილიანამ მას გაკვირვებულმა გადახედა
-ხო ბავშვებო ეს ბატონი თემურია ჩემი მდობით აღჭურვილი პირი და მეგობარი იგი ასევე კომპანიის ფინანსისტი და ამავდროულად ადვოკატია თქვა დათომ
-გასაგებია ბიძია დათო დაეთანხმა სანდრო მერე კი მის გვერდით მჯდომ ლილიანას გახედა რომელიც მაგიდაზე თითებს ნერვიულად ათამაშებდა
-თავი მეტკინა გაჩერდი უთხრა ჩურჩულით
-მერე მე რა ირონიული ღიმილით გადმოხედა ლილიანამაც და უფრო ძლიერად დაარტყა ბრჩხილები მაგიდას დარბაზში მსხდომებმა ლილიანას გადახედეს ლილიანამ უხერხულად გაუღიმა მათ და ისევ ნელა აათამაშა თითები
-ყრუ ხარ? ჰკითხა ნიკამ და ჰალსტუხი ცოტა მოიშვა
-შენთვის კი უთხრა ლილიანამ ისე რომ მისთვის არც შეუხედავს
-ამას განანებ!
-ვნახოთ ჩუჩულით თქვა ლილიამ და სკამზე გასწორდა
-კარგით მოკლედ ეს ადამიანები დაგეხმარებიან და შეგასწავლიან ყველაფერს ხო და კიდევ ერთი დაამატა ბოლოს დავითმა და მაგიდაზე ხელებით დაეყრდნო თქვენი „დამხმარეები“ უნდა აირჩიოთ თქვა ბოლოს
-ჩემი ნაილი იქნება თქვა ნიკამ მტკიცეთ
-ეგ ვინ არის? ჰკითხა ლილიანამ
-ჩემი საუკეთესო მეგობარია გაუღიმა ნიკამ
-კარგი მაშინ ჩემი ლილითი იქნება
-არა ლილითი და შენ ერთად? ვწუხვარ მაგრამ არ მინდა კომპანია საგიჟეთს დაემსგავსოს სიცილით უთხრა დათომ ქალიშვილს და სავარძელი დაიკავა
-აუუუ ტუჩები დაბუშტა ლილიანამ მერე კი ნიკას მზერა იგრძნო და ტუჩებს თავისი ფორმა დაუბრუნა
-რა აუ ვტყუი? წარბი აზიდა დავითმა
-ოხ კაი ჰო მაგრამ ლილითი მალე ჩამოვა და აქედან მაინც ვერ მოაშორებ რა მნიშვნელობა აქვს უფროსის თანამშრომლის სტატუსით აარბევს აქაურობს თუ უფროსის საუკეთესო მეგობრის?! ენა გამოუყო ლილიანამ მამას მაგრამ მერე გაახსენდა სადაც იყო და არცხვენილმა თავი პატარა ბავშვივით თავი ჩაღუნა ნიკოლოზმა ტუჩის კუთხე ჩატეხა და გასწორდა
-აი წეღან ვნახე ორი წლის ლილიანა ღიმილით თქვა ლიზამ დავითმა ჩაიცინა
-ჰო სუ ესე იცოდა ხოლმე
-აუუუუ რაგინდა მამა?! თუ ამას შეუძლია თავისი ძმაკაცი მოიყვანოს მე რა! წარბები შეკრა ლილიანამ და ნიკას გახედა
-მაგას სახელი აქვს ნიკა ქვია ირონიული ღიმილი არ მოიშორა ნიკამ და წვერზე ხელი მოისვა
-რამნიშვნელობააქვს გაბრაზებულმა გახედა გოგონამ
-აქვს პოზიციებს არ თმობდა ნიკოლოზი
-არ აქვს
-აქვს
-არაქვს
-აქვს
-არაქვს
-გეყოთ! ჩაერია თემური და ლილიანამ და ნიკამ იმწამსვე თემურს გახედეს თქვენ რა ესე აპირებთ კინკლაობას? თქვა კაცმა ბოლოს
-არა არ ვაპირებთ თქვა ნიკამ ღიმილით
-ვაპირებთ! ჩაილაპარაკა ლილიანამ და ნიკოლოზს ფეხზე ფეხი მთელ ძალით დააჭირა ნიკოლოზმა ტკივილისგან სახე დამანჭა
-რა მოხდა? რამემ გიკბინა? ვითომ შეწუხდა ლილიანა
-შვილო რა გჭირს? შეშინებული სახით იკითხა ლიზამ
-არაფერი დეე შხამიანი კოღო იყო ირონიას არ ღალატობდა ნიკოლოზი ამის გაგონებაზე დავითმა ლილიანას გაბრაზებულმა გახედა ლილიანამ კი მხრები აიჩეჩა და სავარძელში ჩაეფლო
-კარგით მოკლედ სულ ეს იყო მადლობა ყველა თანამშრომელს იმედი მაქვს ახალ უფროსებს მალე შეეწყობით ღიმილით თქვა დავითმა თანამშრომლები კი წამოიშალნენ
-ნიკოლოზ! ქალბატონო ლიზა შეგიძლიათ თქვენც წახვიდეთ ბავშვები კი სამუშაოს ხვალიდან დაიწყებენ
-კარგი გაუიმა ლიზამ და დავითს გადაეხვია
-კარგად შვილო გაუღიმა დავითმა ნიკას და მხარზე ხელი დაკრა
-კარგად ბატონო დავით გადაეხვია ბიჭი და თეთრი კბილები გამოაჩინა
-მამა მე გარეთ გავალ ლილითს დავურეკავ თქვა ლილიანამ და მაგიდიდან ადგა მაგრამ ის ის იყო კარიდან უნდა გასულიყო რომ მამამ შეაჩერა
-ლილიანა მოიცა
-რაიყო მამა? მოტრიალდა გოგონა და მამას გაკვირვებული თვალები მანათა
-კომპანიაში შხამიანი კოღოები არ გვინდა მკაცრი სახით თქვა დაავითმა ლილიანამ თავი დახარა ცოტახანი იდგა მერე კი ნიკოლოზს მიუახლოვდა და ერთი თავით მაღალ მამაკაცს ახედა
-ბოდიშს გიხდი შევეცდები შეგეჩვიო ამოილაპარაკა ბოლოს
-არაუშავს გაუღიმა ნიკამ წელზე ხელი მოხვია და გულზე მიიკრო ლილიანასთვის ეს ისეთი მოულოდნელი იყო რომ შეცბა მაგამ წამში სხეულში თბილმა ტალღამ დაუარა და უნებურად ნიკას სასიამოვნო სურნელი შეისუნთქა
-მგონი ასე ჯობია გაეღიმა ლიზას
-თუ ხელს არ გამიშვებ შენი სიმხურვალე დამწვავს ამოიჩურჩულა ნიკას კისერთან ლილიანამ ნიკას ჩაეღიმა და გოგონას მოშორდა წაამში ლილიანამ ინანა კიდეც რომ ნიკოლოზს მომშორდა მაგრამ ეს სწორი იყო ასე რომ ნიკას და ლიზას დაემშვიდობა და დერეფანში გავიდა ლილითის ნომერი აკრიბა და ტელეფონში ჩასჩხავლა
-სად აგდიხარ?
-სახლში სიცილით უთხრა გოგონამ
-სახლში კი არა ჩამოდი შარში ვარ
-აუუ ჯერ ვერ ჩამოვალ ამობურტყუნა ლილითმა
-აბა როდის? შენი თანადგომა ახლა მჭირდება თორე ეს ბიჭი გამაგიჟებს
-ვინ ბიჭი? იკითხა გაკვირვებული ხმი გოგონამ
-ჩემი პარტნიორი
-მერე შე კაი ადამიანო სისხლის ამოწოვა ბოლო წვეთამდე შენზე უკეთ არავინ იცის და.......სიცილით თქვა
-ჰო მაგრამ.....
-აუ მეჩქარება ლილუ მერე დააგირეკავ მიაყარა ლილითმა და ტელეფონი გათიშა
-ჯანდაბა ჩაიფხუკუნა გოგონამ და უკან დაბრუნდა მერე კი ის და მამამისი სახლში წავიდნენ
**************
მოგწონთ მოთხრობა? თუ არ მოგწონთ შევწყვეტ დადებასскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Ni

Gaagrdzelee ar shewkvito da tavebi gazarde

 



№2 სტუმარი სტუმარი სოფო

ძაან კაია დაა არშეწყვიტო!

 



№3 სტუმარი სტუმარი Lili

ვაუუ ძაანმაგარიიყოო ????????

 



№4  offline წევრი Tamusia Egutidze

Ni
Gaagrdzelee ar shewkvito da tavebi gazarde

მადლობა რომმკითხულობთ <3 გავივალისწინებ აუცილებლად <3

სტუმარი სოფო
ძაან კაია დაა არშეწყვიტო!

მადლობა დიდი ^)) შემდეგ თავს მალედავდებ და ნახეთმერე
--------------------
მემარტოვება..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent