შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ, შენ არ ხარ


10-10-2017, 23:27
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 1 064

შენ, შენ არ ხარ

 --თათული დამელოდე. მესმის ზურგს უკან ჩემი დაქალი ელენეს ხმა და მეც ვჩერდები.
- აუ ელჩო ძაან დავიღალე სახლში უნდა წავიდე. მომაბეზრებლად ვატრიალებ თვალებს, როდესაც მივხვდი რაც უნდა მთხოვოს.
- აუ გთხოვ სულ რამოდენიმე წუთით, ძალიან სერიოზული საქმე მაქვს შენთან. მუდარით მეუბნება ის, გაპროტესტებას აზრი არ ქონდა ამიტომ გეზი ჩვენი კაფისკენ ავიღეთ.
- იცოდე რამე სერიოზული რომ არ იყვეს, აქვე დაგმარხავ. მუქარით ვეუბნები და თითს ცხვირწინ ვუტრიალებ.
ქუჩა გადავკვეთეთ და კაფეში შევედით, შეკვეთა საჭირო არ იყო ისედაც იცოდნენ რა გვინდოდა. ამიტო პირდაპირ ადგილები დავიკავეთ.
- ჰე აბა ამოშაქრე რა გინდოდა? სამსახურის შემდეგ დაღლილი სახლშიც რომ არ გამიშვი.
- მოკლედ შარში ვარ. ანერვიულებული ისრეს ხელებს და სიგარეტს უკიდებს.
- თქვა ეხლა რაღაც ახალი. სიგარეტს ხელიდან ვგლეჯ და  ღრმა ნაპასს ვურტყამ.
- ორსულად ვარ. მესმის ელენეს ხმა და უეცრად ხველებაა მეწყება, თვალები ისე დავქაჩე სადაცა გადმომიცვივდებოდა.
- რაა? გაკვირვებისგან ძვლივს რაღაცას ვამბობ.
- თათუ უნდა დამეხმარო.
- მე როგორ დაგეხმარო? და საერთოდ ვისგან ხარ ორსულად? ჯერ კიდევ შოკში მყოფი ვეკითხები დაქალს.
- ვატოსგან. თავდახრილი მეუბნება ელე და მოსალოდნელი საფრთხისთვის თავს ძირს ხრის.
- რაა? ჩემი ვატოსგან? შენ გოგო ნორმალური თუ ხარ საერთოდ?
- თათუ.
- მერე ვატომ რათქვა? მივხვდი პანიკას აზრი არ ქონდა და ამიტომ დავმშვიდდი.
- მე მაგ ბავშვი არ მინდაო, შენი იმედი მაქვს თათ ექიმთან უნდა წამომყვე.
- რაა? შენ აფრენ ხო? იცი რომ მძაგს ეგეთი რაღაცეები და როგორ მთხოვ ექიმთან, აბორტზე გამოყოლას შენ გოგო ში* გაქ. ვყვირი წყობიდან გამოსული.
- თათ გთხოვ.
- როგორ მთხოვ ელენე რა ნამუსით? როგორ მთხოვ გამოგყვე და ჩემი სისხლი და ხორცი მოგაშორებინო?
ხომ გაფრთხილებდი შარში გაეხვევი თქო, ხომ გითხარი შენც და ვატოც ცხოვრებას ინგრევთ თქო? ეგ რომ ვახტანგმა გაიგოს ხომ მოგკლავთ ორივეს და მეც ზედ დამაკლასვ, თქვენ გვამებთან ერთად.
- ვახტანგი ერთ წელში ჩამოვა.
- ელენე გააჩინე ეგ ბავშვი და მე გავზრდი.
- თათ ეგრე ხომ ყველა გაიგებს.
- ბაკურიანში წადი ბებიაჩემთან, რამოდენიმე თვით სანამ მუცელი დაგეტყობა აქ იყავი და მერე ციალა მოგხედავს. გააჩინე ბავშვი და მე მომეცი.
- არ შემიძლია თათ. ტირილით მეუბნება ელენე და ჩასის სვამს.
- მოშორება ხომ შეგიძლია მითხარი? ხომ შეგიძლია მოიშორო? მაგას არ სჯობს გააჩინე და მე გავზრდი. მუდარით ვეუბნები მე და მის ხელს ჩემსაში ვიქცევ.
- კარგი ჰო.
- ჰოდა ეგრე. ჩემი იდეეით კმაყოფილი ტელეფონს ჩანთიდან ვიღებ, ჩემი იდიოტი ბიძაშვილის ნომერს ვკრეფ და ველოდები როდის მიპასუხებს.
- ჰო. ნამძინარევი ხმით მეუბნება ვატო.
- ეხა კარგად მომისმინე შე ნაბი**არო, შენს შვილზე უარი როგორ თქვი პი*ალო ხარ ნამდვილი. ხომ გაგაფრთხილე არა მისგან თავი შორს დაიჭირე თქო.
- გაა*ვი რა გოგო შენი ნერვი არ მაქ.
- ყველაფერს მოვუყვები ბიძაჩემ მირზას და მერე ვნახოთ ვისი ნერვი გექნება. ტელეფონს ვთიშავ და მეორე ღერ სიგარეტს ვუკიდებ.
- ალექს გეფიცები ელენე, შენ რომ მაგ ბავშვს რამე დაუშაო ჩემი ხელით დაგმარხავ გესმის. ბრაზით ვეუბნები დაქალს და ფეხზე ვდგები.
- დღეს ბაჩოს დაბადების დღეა დაგპატიჟა და აუცილებლად მოდი. მესმის დაქალის ხმა პასუხს არ ვუბრუნებ ისე ვეცლები იქაურობას. ჩემი საყვარელი ქალაქის ქუჩას მივუყვებოდი, შემდეგ მანქანაში ჩავჯექი და გიჟივით მოვწყდი ადგილს.
მანამ სანამ სახლში მივალ გაგეცნობით. მე თათული დოლიძე ვარ 27 წლის, ჩემი მშობლები სოსო დოლიძე და შორენა შონია უკვე 17 წელია გაშორებულები არიან. მყავს და ძმა თუმცა დედას მეორე ქმრიდან ჰყავს ნუკა, მამას მეორე ცოლიდან ალექსი. მიუხედავად იმისა რომ მათთან ხშირი კონტაქტი არ მაქ ჩემს და-ძმასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მართალია ამ ბოლო დროს მე და ნუკას ცოტა დაგვეძაბა ურთიერთობა თუმცა ესეც გამოსწორებადია. ალექსი ის კი სულ სხვანაირია ძალიან ვუყვარვარ და მეც ჭკუა მეკეტება მასზე.
მშობლების განშორების შემდებ მე მამასთან დავრჩი, მამას მეორე ცოლი მარი ძალიან კარგი ადამიანია. მეც ისევე ვუყვარვარ როგორც მისი შვილი ალექსი, ამიტომ მეც მიყვარს ის და პატივს ვცემ. რაც შეეხება დედაჩემის ქმარს დიდი ავჩალკა კაცია, საიდანაც არ უნდა მივუდგე ამ კაცს მასთან საერთო ენა ვერ გამოვძებნე. ამიტომ მეც შევეშვი მის ლილიალს, დიდად გულზე არ მეხატება მაგრამ დედის ხათრით მიწევს ატანა.
ამასობაში სახლშიც მივედი მამას ნაყიდი სამოთახიანი ბინა მაქვს, ყველაფერი ჩემი გემოვნებითაა მოწყობილი. მისაღები შავ-თეთრ ფერებში მაქვს, ნივთების უმეტესობა შავია ნახევარი კი თეთრი. სამზარეულო მუქ წითელ ფერშია, სიმართლე გითხრათ სამზარეულო მთლიანად დედაჩემმა მოაწყო. მართალია დიდად არ მიყვარს ეს ფერი მაგრამ დედის გემოვნებას ვენდე. რაც შეეხება ჩემს ოთახს ის მუქ იასამნისფერ ფერში მაქვს. აქ ყველა ნივთი ერთ ფერშია, საწოლი კარადა სულ ყველაფერი იასამნისფერია. ვგიჟდები ამ ფერზე ამიტომ ხშირად ფიგურირებს ეს ფერი ჩემს კარადაში.
 სახლში შესულმა პირდაპირ სააბაზანოსკენ მივაშურე, საკმაოდ დიდი ხანი დავყე იქ. ხალათი შემოვიხვიე და შემდეგ სამზარეულოში გავედი. სამსახურში საშინლად ვიღლები, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ზოგჯერ საშინლად მძულს. მიკვირს როგორ შეიძლება ესეთი რაღაც მაგრამ რავქნა ესეთი ვარ.

დრო ისე გავიდა ვერც კი შევამჩნიე, დაბადებისდღისთვის მზადება დავიწყე. შავი კლასიკური შარვალი, ლურჯი ფერის პერანგი და შავი მაღლები ამოვიცვი. წინასწარ ნაყიდ საჩუქარს ხელი დავსტაცე და სახლი დავტოვე, რადგანაც რესტორანი ჩემ სახლთან ახლოს იყო დანიშნულების ადგილას მალევე მივედი. კარებშივე შემომეფეთა ელენეს ძმა ბაჩო.
- ბაჩიკო ბიჭო დაბადების დღეს გილოცავ. სიცილოთ ვეხვევი მეგობარს და საჩუქარს ვაწვდი.
- მადლობა თათ მაგრამ ეს ბაჩიკო რაღაც ახალია ხო? სერიოზული გამომეტყველებით მიყურებს ის თუმცა მალევე ეცინება ჩემ სახეზე.
- მოდი, მოდი ყველა შენ გელოდება.
- ჩემს გარეშე სუფრა არ იწყება ჰო?
- რათქმაუნდა. მეორე სართულზე ბაჩოსთან ერთად ავედი, ჩვენს დანახვაზე ელენე ფეხზე წამოხტა და გადამეხვია.
- საუკუნეა არ მინახიხარ ელჩო. ირონიით ვეუბნები მე რაზეც მის ჩქმეტას ვიღებ.
- უჟმურო. ენას მიყოფს ის და სუფრისკენ მიბიძგებს.
- ამდენი მეგობარი თუ გყავდა ბაჩიკო არ ვიცოდი. ცოტა ხმამაღლა მომივიდა ნათქვამი, რაზეც ყველას მზერა ჩემკენ წამოვიდა. განსაკუთრებით ჩემს პირდაპირ მჯდომი მათვალიერებდა, ყველა დეტალს ინტერესით მითვალიერებდა. ცოტა არიყოს დავიბენი და ირონიული გამომეტყველებით გავხედე.
- თათ გახსოვს სანდრო? ინტერესით მეკითხება ბაჩო და იმ ბიჭისკენ მითითებს წეღან რომ თვალებით შემჭამა.
- სანდრო? დაბნეული ვამბობ მე.
- ხო სანდრო გვაზავა?
- მწარე, კი როგორ არა სადარის? დაბნეული ვიხედები აქეთ-იქით.
- ჰო მწარე, აი ეს არის. ისევ იმ ბიჭისკენ მითითენს ის.
- კარგი რა რა სისულელეა, შანსი არაა ეს მართლა მწარეა? ინტერესით ვაჩერდები თვალებში ბიჭს.
- კობრა ნუთუ მართლა ვერ მიცანი? ირონიული გაუხდა გამომეტყველება სანდრინიოს.
- თუ ძმა ხარ რა, 10 წელი შენ კი არა მამაჩემი რომ ვერ ვნახო იმას ვერ ვიცნობ. ირონიულად ვეუბნები მე და სიგარეტს ვუკიდებ. ჩვენში დარჩეს და კი გასიმპატიურებულა, ამ ათ წელში ეს იდოტი ესა. ბოლოს რომ ვნახე 20 წლის იყო მთელი ბავშვობა სისხლს მოშრობდა ხოლმე,  მამაჩემი და მამამისი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ამიტომ მე და სანდროს ხშირად გვიწევდა ერთად ყოფნა, ზოგჯერ მასთან სამეგრელოში ვისვენებდით ხოლმე. დიდად არმიყვარდა იქაურობა რაღაცნაირი ხალხი იყვნენ თუმცა შემდეგ შევეჩვიე და შემიყვარდა კიდეც მეგრელები, თქვენ წარმოიდგინეთ და მეგრულიც კი ვისწავლე თან სულ რაღაც სამ კვირაში. მახსოვს ერთხელ ზუგდიდში ვიყავით სანდროსთან, ზაფხული იყო დილით ადრიანად ოთახში შემომივარდა და ერთი თასი წყალი გადამასხა თავზე. მთელი ეზო ფეხით მოვირბინე რომ როგორმე დამეჭირა თუმცა უშედეგოდ, შემდეგ ჩემი ხრიკებით ვცდილობდი მის გამწარებას. წამოსვლის ბოლო დღეს მის ოთახში ჩუმად შევიპარე და საწოლში უამრავი ჭიაყელები ჩავუყარე, ეხლაც მახსოვს მისი გამწარებული და გაბრაზებული სახე რაზეც ისევ ხალისიანად ვიცინი. მას შემდეგ ის თვალით აღარ მინახავს, მოსკოვში წავიდა ბიძასთან და კონტაქტიც გავწყვიტეთ.
- აივანზე გავალ და დავბრუნდები. ჩუმად გადავუჩურჩულე ელენეს და აივანზე გავედი, საშინლად მიყვარდა საღამოს ქუთაისის ხედის ყურება. ბავშვობიდამ მიყვარს აქაურობა, ყოველი კუთხე მიყვარს ქუთაისის. ჩემს ზაოდზე ხომ საერთოდ ჭკუა მეკეტება, მამას სურდა მასთან ახლოს მეცხოვრა ქალაქში თუმცა მე პრავდა ავირჩიე და ისიც ჩემს ნებას დაჰყვა.
- ყოველთვის გიყვარდა საღამოს ქუთაისი. მესმის ზურგს უკან სანდროს ხმა რაზეც ცოტა არიყოს და ვიბნევი.
- შენ კიდევ სულ სხვა ქვეყნისკენ ისწრაფოდი. გველივით წავკბინე მისკენ არ გამიხედავს თუმცა ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა.
- აი შენ კიდევ ვერასოდეს იტანდი რუსეთს.
- არც ეხლა შეცვლილა რამე.
- შენც არ შეცვლილხარ, ისეთივე ენა მწარე და გველი ხარ როგორიც იყავი. ორაზროვნად მეუბნება და ჩემს გვერდით დგება.
- შენი სიმწარეც არსად გამქრალა. არც მე ჩამოვრჩი და მხოლოდ ეხლა გავიხედე მისკენ.
- ბაჩომ მითხრა 2008 -ში  ომში წასულხარ, მართლა თუ მეღადავება?
- მართლა. თავაწეული ვეუბნები და სიგარეტს ვუკიდებ.
- რა გინდოდა ომში? დაბნეული მეუბნება სანდრო.
- მეც მინდოდა წვრილი მიმეღო ჩემი ქვეყნის გამთლიანებაში. რატომ არ უმდა წავსულიყავი, მეც ხომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ. ბრაზი მომერია ხმაში და თვალი ავარიდე მის დაჟინებულ მზერას.
- სოსომ როგორ დაუშვა ეგ? გაკვირვებული მეუბნება ის და ისიც სიგარეტს უკიდებს.
- ალეკოს ვთხოვე ბიძაჩემს და დამეხმარა, მთელი ორი კვირა მეძებდა სოსო ბოლოს გორში მიპოვა და რასაც ქვია წამომათრია. მეღიმება ჩემს გიჟობებზე სიგარეტს ვაქრობ და ხელებს გულზე ვიწყობ.
- და რამე რომ მოგსვლოდა? ინტერესით მაჩერდება თვალებში და ჩემს მოძრაობებს იმეორებს.
- მერე რა გმირთა მემორიალზე ჩემს საფლავთან ყვავილებს მოიტანდნენ. ვამბობ ვითომც არაფერიო.
- ისევ ისეთი უჭკუო და ცანცარა ხარ როგორიც იყავი. დაასკვნა მან.
- შენ კიდევ ისევ ისეთი გაუთლელი ხეპრე და დეგენერატი.
მასთან კამათში ისე გავერთე ვერც კი გავიგე უკვე მეორედ რომ აწკრიალდა ჩემი ტელეფონი, ეკრანს დავხედე და ჩემი მამიკო მირეკავდა.
- მეგონა მოგიტაცეს და უკვე სპეცრაზმს ვიძახებდი. ხალიაისნი ხმით მეუბნება მამაჩემი რაზეც ჩაბჟირებამდე მეცინება.
- კარგი რა ჩემო სიცოცხლევ. სიცილით ვეუბნები მამას და ვხედავ როგორ ეჭიმება სანდროს ძარღვები და მუშტებს კრავს.
- სად ბრძანდები ქალბატონო? დაუსერიოზულდა მამას ხმა.
- ზოოპარკში. სერიოზული ხმით ვეუბნები მამას. - ეხლა ჩემს წინ დიდი უზარმაზარი ვეშაპი დგას, ჩემს უკან კი ყველანაირი ნაირსახეობის ცხოველია. მამონტიც არის იცი?
- ბაჩოს დაბადებისდღეზე ხარ ხო? ეგრევე მიხვდა მამაჩემი რასაც ვგულისხმობდი.
- კი. სიცილით ჩავძახე ტელეფონში.
- შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
- შენთან ესეთ დროს? ხო მშვიდობა? ცოტა არ იყოს ავნერვიულდი, მამა ესეთ დროს არასოდეს მიბარებდა ხოლმე.
- ალექს სიცხე აქვს და შენს გარეშე არ იძინებს. მარიმ ვერაფრით დააძინა სანამ თათა არ მოვა არ დავიძინებო.
- ჩემი ბიჭია ეგ, კი ეხლავე წამოვალ. ტელეფონს ვთიშავ და უკან ჯიბეში ვაბრუნებ.
- მე უნდა წავიდე.
- შეყვარებულმა დაგირეკა? ბრაზით მეუბნება ის და ხელებს ჯიბეებში იწყობს.
- ჰო. არვიცი რატომ მაგრამ მისი გაბრაზება მომინდა,  სასწრაფოდ ვეცლები იქაურობა. ელეს და ბაჩოს ვემშვიდობები შემდეგ კი ჩემს BMW x5- ში ვიკავებ ადგილს. გიჟივით ვწყდები რესტორნის ტერიტორიას და ქალაქისკენ ვიღებ გეზს. მიუხედავად იმოსა რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ქალაქისგენ მიმავალი გზა საკმაოდ გადატვირთული იყო. ესეთი საცობი იშვიათად თუ მხვდება ქუთაისში, სადღაც ნახევარ საათში მამაჩემის სახლსაც მივადექი.
- მოვედი. შესვლისთანავე ვიყვირე მისაღებში, მამას და მარის გადავრხვიე შემდეგ კი ჩემი ბიჭის ოთახისკენ ავიღე გეზი.
- მოხვედი. ხალიასინი ხმით მეუბნება ჩემი ძამიკო და მონატრებულს მთელი გულით მეხვევა.
- მომენატრე ჭინკავ. მის კულულებს ჩვეულებრისამებ წავეთამაშე და საწოლში შევუწექი.
- მეც მომენატრე ალქაჯო. ჩვეული კისკისით მეუბნება ალექსი, თავს ჩემს თმებში რგავს ხელებს მთელი ძალით მხვევს და თვალებს ხუჭავს.
ყველაზე დიდი ბედნიერება რაც კი შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, ეს საყვარელი ადამიანისგან წამოსული ბედნიერება. ალექსისგან ისესი სითბო და სიყვარული მოდიოდა რომ ბედნიერებით ვივსები, ესთი მისი ჩახუტება და კოცნაც მაბედნიერებს და მავსებს. არ ვიცი რა მეშველებოდა მის გარეშე, ის რომ არა ალბათ ჩემი ცხოვრება ძალიან უფერული იქნებოდა. ის არის ჩემს ცხოვრებაში დიდი ნათელი წერტილი, რაც კი გამაჩნია. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. არ ვიცი შემიძლია თუ არა ესე სხვისი შეყვარება, მაგრამ ერთი ვიცი ალექსი და ნიკო ჩემი ნათლული ჩემთვის ყველაფერი არიან. ნიკო ალექსისგან განსხვავებით ცოტა სხვანაირია, ის სულ სხვანაირად გადმოცემს სიყვარულს. ცოტა ცივიცა მე მგავს თან ძალიან, ცოტათი უჟმური და ცანცარა როგორც მე.
მახსოვს ერთი თვის რომ იყო სულ ჩემს კალთაში იძინებდა, თავის საყვარელ სიმღერას უსმენდა ხოლმე. მგზავრების - წამო მთვარე და ვიაროთ.   არ ვიცი რას გებულობდა ერთი თვის ბავშვი, თუმცა ამ სიმღერის გარეშე არასოდეს იძინებდა. მოკლედ რომ ვთქვა ალექსი და ნიკო ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილები არიან, მათ გარეშე ვერ ვიარსებებდი.
ალექს მალევე ჩაეძინა, რაც შემეძლო ნელა წამოვდექი საწოლიდან და მისაღებში გავედი.
- დაიძინა? დაბალი ხმით მეკითხება მამა.
- კი ჩაეძინა. მდივანზე მის გვერდით ვჯდები ფეხებს ვიკეც და მამას კალთაში ვათავსებ.
- შენი საყვარელი წვენი დაგიწურე თათ. ფორთოხლის წვენს წინ მიდებს მარი და შუბლზე მკოცნის როგორც ადრე.
- მადლობა საყვარელო. ჰაეროვანი კოცნით ვაჯილდოვებ და წვენს ვწრუპავ.
- რა ხდება სამსახურში მა? თბილად მეკითხება მამა და ფეხზე მასაჟს მიკეთებს.
- დამაწინაურეს მა, ეხლა გაგას მარჯვენა ხელი ვარ. მის მაგივრად შეხვედრებზე დავდივარ, უცხო კომპანიებთან ხელშეკრულებებს ვაფორმებ, ინვესტიციებს დებენ ეხლა უფრო მეტი საქმე მაქვს ვიდრე ადრე, ძალიან ვიღლები მაგრამ ამად ღირს.
- მიხარია კმაყოფილი რომ ხარ საყვარელო.
- მეც. ღიმილით ვეუბნები მამას და უფრო კომფორტულად ვთავსდები. - იცი დღეს ვინ ვნახე? სიცილით ვეუბნები მამას.
- ვინ?
- მწარე.
- აჰა გასაგებია, ესეიგი სანდროზე მითხარი ვეშაპო დგას ჩემს წინო არა? სიცილით მეუბნება მამა და მარისკენ იხედება.
- ისე თქვენ ორნი რაღაცნაირები ხართ. ორაზროვნად მეუბნება მარი, თითქოსდა ამით რაღაცის თქმას ცდილობსო.
- კარგი რა მარ, ხომ იცი ჩვენ ორნი როგორ ვერ ვიტანთ ერთმანეთს. მომაბეზრებლად ვატრიალებ თვალებს.
- რავიცი მე სულ სხვა რაღაცას ვგრძნობ, ერთად როცა გხედავთ. მარის მამაც აყვა და ეხლა ორივენი ერთად მესხმიან თავს.
- კარგი რა მა, მის შემდეგ 10 წელი გავიდა.
- სიყვარულისთვის ათი წელი არაფერია შვილო, ხომ იცი სიყვარულს დრო და მანძილი ვერაფერს აკლებს.
- სამაგიეროდ სიახლოვემ შეიძლება გაფანტოს ყველანაირი გრძნობა, სიახლოვე და ერთად ცხოვრება ყველანაირ გრძნობას აქრობს.
- ესე იმიტომ ფიქრობ რომ არასოდეს შეგიხედავს მაგ გრძნობისთვის სხვა თვალით. შენ შეიძლება ვერაფერს ამჩნევდე მაგრამ უცხო თვალი ყველაფერს მიხვდება.
- კარგი რა მა. მომაბეზრებლად ვიქნევ ხელებს ჰერში და საუბრისგან თავის ასაცილებლად ჩემს ოთახში შევდივარ.



დაგიბრუნდით ახალი ისტორიით, ბოდიში თუ ისეთი არ არის როგორსაც ელოდით ამისთვის ნუ ჩამქოლავთ :დდ.
ეს მხოლოდ საცდელი თავია, თუ მოგეწონებათ გავაგრძელებ თუარა და შევწყვეტ. გამიხარდება თუ თქვენს აზრს დააფიქსირებთ, განსაკუთრებით ჩემი მოცინარი გოგოს აზრები მაინტერესებს. მიყვარხართ მე თქვენ ჩემო მარწყვებოскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

საინტერესოა ძალიან ♡

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

Anuki96
საინტერესოა ძალიან ♡

მიხარია რომ მოგეწონა❤

 



№3 სტუმარი მოცინარი

Ux Ux, momewona, ashkarad winaze daxvewilia <3

 



№4  offline წევრი gogona migraciidan

მოცინარი
Ux Ux, momewona, ashkarad winaze daxvewilia <3

რატომღაც მეგონა რომ არ მოვეწონა, რომ არ აკომენტარრბდი. მეორე თავი დაწერილი მქონდა და დღეს წავშალე მეათქი აღარ ავტვირთავ თქო. ამ კომენტარის შემდეგ მომიწევს თავიდან ვწერო❤❤❤❤

 



№5 სტუმარი მოცინარი

Gogona rmigraciidan
მოცინარი
Ux Ux, momewona, ashkarad winaze daxvewilia <3

რატომღაც მეგონა რომ არ მოვეწონა, რომ არ აკომენტარრბდი. მეორე თავი დაწერილი მქონდა და დღეს წავშალე მეათქი აღარ ავტვირთავ თქო. ამ კომენტარის შემდეგ მომიწევს თავიდან ვწერო❤❤❤❤

მოგიწევს :დ <3 ტელეფონმა აურია და ვეღარ დავაკომენტარე :( მაგრამ შენ თუ თვლი რომ კარგია და ღირს დასადებად უნდა დადო! ასე რომ, ველოდები ახალს :*

 



№6 სტუმარი თევზი

როდის დადებ შემდეეეეგს

მალემალემალწ დადეეე გთხლოოოოოოოოოოოოვ ძაააალიან
პ.ს. კომენტარი რატომ არ იდება?!!!

 



№7  offline წევრი gogona migraciidan

თევზი
როდის დადებ შემდეეეეგს

მალემალემალწ დადეეე გთხლოოოოოოოოოოოოვ ძაააალიან
პ.ს. კომენტარი რატომ არ იდება?!!!


ოჯახური პრობლრმების გამო ვერ ვწერ რაზეც ძალიან დიდი ბოდიშს ვიხდი. ამ დღეებში როგორმე მოვახერხო იწნრბ და ავტვირთო. ბოდიში დაგვიანებისთვის❤

 



№8 სტუმარი სტუმარი Lia

Kargi istoriaa.momewona zalian dasawkisi.shemdegi tavebi uketesi iqneba❤❤❤

 



№9  offline წევრი gogona migraciidan

სტუმარი Lia
Kargi istoriaa.momewona zalian dasawkisi.shemdegi tavebi uketesi iqneba❤❤❤

მიხარია რომ მოვეწონათ, იმედია გავამართლებ იმედებს❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent