შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იგრძენი სივრცე [სრულად]


11-10-2017, 18:51
ავტორი MoonLady
ნანახია 1 109

იგრძენი სივრცე [სრულად]

შხაპუნა წვიმისგან სველ ტროტუარზე ნელა და მდუმარედ მივაბიჯებ. ქუჩას თითქოს ჩემი ესმის და არც ერთ სულიერს არ აჭაჭანებს ირგვლივ. არ მირღვევს იგი ჩემ მომაბეზრებელ სიჩუმეს, რომელიც, თითქოს, დამანგრეველ ქარიშხალს მოასწავებს. აქა-იქ თითო-ოროლა ლამპიონი ძლივს ციმციმებს და ნერვების მომშლელად წრიპინებს კიდეც. წვიმის მათრობელ არომატს ღამის იდუმალება გვერდს უმშვენებს და მათ მე პირად კომპანიონებს ვარქმევ.
ტუჩები უკმაყოფილოდ გავაწკლაპუნე და კაპიუშონი ნაჩქარევად დავიხურე თავზე. გავაგრძელე მთელს მსოფლიოში ყველაზე ბანალურ თემაზე ფიქრი და იქვე ახლოს, ტბისკენ გადავუხვიე.
- მოხვედი ? - მეკითხება ის.
- როგორც ყოველთვის.
- არ გბეზრდება ეს - „როგორც ყოველთვის“ ?
- სხვა არჩევანი მაქვს ?
- არჩევანი ყოველთვის არსებობს. - გულუბრყვილოდ მეუბნება.
- პოზიტივს აფრქვევ. - ვთქვი და გავაბოლე. ღამის მდუმარებაში ისმოდა როგორ იწვოდა სიგარეტი, მისი ნარინჯისფერი ალი აპოვდა წყვდიადს, რომელსაც მოეცვა ტბის შემოგარენი. ქარიც კი ჩამდგარიყო თითქოს და არ მაწუხებდა.
- და ?
- და ? - ჩავეკითხე.
- მერე რა ?
- არ ჰგავხარ... - ჩემთვის მოულოდნელად ამოვილაპარაკე.
- ვის ?
- საკუთარ თავს. - ვუთხარი ჭოჭმანით.
- მე შენი „მე“ ვარ. რას ნიშნავს „არ ვგავარ საკუთარ თავს“ ? ანუ არ გგავარ შენ ? - ინტერესით იყო გაჟღენტილი თითოეული მისი ბგერა, რომელიც იკარგებოდა ბნელ სივრცეში.
- როგორ იქნები ჩემი „მე“, თუ არც კი ვიცი ვინ ხარ, რაზე ფიქრობ და აქ რა გინდა ? - გავბრაზდი მე.
- რა ბანალური ხარ. - ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ.
- უკაცრავად ? - ცალი წარბი ავწიე მე.
- შენ გჭირდება ეს ინფორმაცია რომ დარწმუნდე იმაში, რომ მე შენი მე ვარ. ნუთუ ვერ გრძნობ ?
- ... - ვდუმდი.
- რა ბანალური ხარ. - გამიმეორა. მე კი ყელში მომებჯინა რაღაც ბურთივით მრგვალი.
- შემეშვი. - ვთქვი და წამოსვლა დავაპირე.
- მოიცა ! - მომესმა მისი მუდარით სავსე ხმა და გავჩერდი.
- რა ?
- აქ სად ?
- ვერ გავიგე.
- აქ რა გინდაო. აქ სად ?
- ტბასთან. - წარბი შევკარი. ის რა, მეკაიფება ?
- როგორია ტბა ? - გაისმა მისი ჩვეული ტონი, რომელშიც დაცინვის ნატამალიც არ მოიძევებოდა.
- ლურჯ-მწვანე.
- ლამაზია ?
- არის რა.
- თავი მოგაბეზრე ?
- ჩესნად ? კი.
პასუხად დუმილი...

...

ვინ არის ?
რა არის ?
რატომ არის ?
არ ვიცი.
მაგრამ ამბობს, რომ მეა.
მე არ ვიცი რას ნიშნავს მე.
არც ის ვიცი როგორ გამოიყურება, მაგრამ ყოველ საღამოს მოვდივარ და ვესაუბრები. ვერ ვხვდები საიდან მოდის მისი ხმა. ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერც ერთი სულიერის ნიშანწყალი ვერ აღმოვაჩინე. თუმცა რა აზრი აქვს. მთავარია, რომ მივეჩვიე მის არსებობას. რა ქმნილებაც არ უნდა იყოს, იგი მე მჭირდება.
მშვიდად ვაპობ ნოემბრის სუსხიან ჰაერს და თავს ვიკატუნებ, თითქოს სინდისი არ მქენჯნის. გზად კენჭს გავკარი მთელი ძალით ფეხი და კბილი კბილს დავაჭირე.
არ რატომ უნდა მქენჯნიდეს ?
იქნებ იმიტომ, რომ აწყენინე ? გამიელვა თავში.
ჯანდაბა. მორჩი ამაზე ფიქრს.

***
მეორე დღეს ფეხებს თავისით მივყავარ ტბისკენ. მისი ლურჯ-მწვანე ზედაპირი მონოტონურად ლივლივებს და მამშვიდებს. იქვე მდგარი ტირიფის ქვეშ ვკალათდები და თვალებს ვხუჭავ. ტუჩებს შორის მოქცეულ სიგარეტს კუთხეში ვანაცვლებ და ვცდილობ წარმოვიდგინო მისი გარეგნობა.
არ გამომდის...
- ჰეი... - თვალდახუჭულმა ჩავიჩურჩულე.
- ჰეი... - მესმის მისი სევდანარევი ხმა.
- მისმინე... მე...
- თავი მოგაბეზრე. რატომ მოხვედი ?
- ახლა მაბზრებ. - კბილებს შორის გამოვცერი მე. მაგრამ მქონდა კი გაბრაზების საბაბი ? ამოუხსნელია.
- რატომ ?
- იმიტომ.
- ალოგიკურობის პიკია შენი ქმედებები.
- არ შემიძლია სხვანაირად. ჩემი ცხოვრება ალოგიკური ჯაჭვია.
- სხვების ცხოვრება ალოგიკურია.
- ფიქრობ ?
- ჰო, ასე მგონია.
- ზოგი მათგანი ცდილობს ლოგიკას დაეყრდნოს.
- შენ კი...
- ჰო, მე არა.
- შენ შენებურ ლოგიკას ქმნი. - დაღლილი ხმით მიპასუხა.
- ჰო ? არ დავკვირვებივარ. - ვთქვი და გავაბოლე. არ ვფიქრობდი. ვერ ვფიქრობდი. არ მსურდა ფიქრი. ვიჯექი და გავყურებდი... რაღაცას.
- რატომ ეწევი ? - მკითხა მცირე დუმილის შემდეგ. გვერდზე გავიხედე მისი დანახვის იმედით.
- შენ არა ? - მისი ნახვა მსურდა უაზროდ, გაგიჟებით.
- შენ თუ ეწევი ე.ი. მეც.
- რა უცნაურია.
- რას გულისხმობ ? - კითხვა გამოკრთოდა მის ხმაში.
- რას ნიშნავს ჩემი „მე“ ?
- არ ვიცი. მაგრამ სულ ეგ მიტრიალებს თავში. შენი „მე“.
- უუხ, შენი მე. - ვთქვი და ჩამეცინა.
- ბილწო. - მისაყვედურა.
- კარგი, ჩემო „მე“-ვ. არ გამებუტო.
- მე.
- ბატონო. - უნებურად ვუპასუხე.
ჩაეცინა და თქვა.
- რას გრძნობ ახლა ?
- ანუ ?
- რა არის ჩვენს შორის ?
- კედელი. დაუფიქრებლად ვუპასუხე.
- კედელი დაბრკოლებაა ?
- კი.
- გადალახავ ? - სასხვათაშორისოდ მკითხა.
- ვეცდები. - ჩავფიქრდი და პირველად ვიგრძენი უმწეობა მთელი ჩემი უბადრუკი ცხოვრების განმავლობაშ.
- როგორ ? - ინტერესის ცუნამი წამლეკავდა წყლად რომ ქცეულიყო მისი ფრაზა.
- არ ვიცი.
- დაანგრევ ?
- სქელია.
- გადაძვრები ?
- ნო, ზედმეტად გლუვი და მაღალია.
- მე.
- ჰო.
- ფრენა არ შეგიძლია ?
- არ ვიცი. - ვთქვი და კვლავს ეს მომრგვალო გამეჩხირა ყელში.
- სცადე. მთავარია იგრძნო სივრცე ფეხებქვეშ. არ აქვს მნიშვნელობა მიწაზე დგამ თუ ცაზე. იგრძენი სივრცე. - მტკიცედ თქვა და მე გამეცინა.
- ვიგრძნო სივრცე. - გავიმეორე და წამოვედი.
წამოვედი და აღარ მივსულვარ.
არც შემდეგ დღეს.
არც შემდეგ კვირას.
არც შემდეგ თვეს.

***

ვიღვიძებ დილით, სადღაც ათისკენ და თავი უაზროდ მტკივა. აზრიანი ტკივილი რაღა ჯანდაბაა ? ან რა აზრი აქვს.
რას ვაკეთებდი გუშინ საღამოს ?
არ მახსოვს.
ზლაზვნით ვდგები და ვგრძნობ, რომ პირი გამიშრა.
ვიზმორები და სააბაზანოში შევდივარ. აბაზანა სავსეა.
მიბანავია-მეთქი ვიფიქრე, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ბოლო ექვსი თვეა, ყოველ საღამოს ვავსებ აბაზანას და შიგ არ ვწვები. ვუყურებ წლის ზედაპირს და შეხებაც კი მეშინია, თითქოს.
გამირიტუალდა.
ჰო, გამირიტუალდა.
რა მძიმეა ჩემი სხეული. არადა თითქოს დავსუსტდი. გავძვალტყავდი. სარკეში ჩახედვის სურვილი მომესპო. თვალები ჩამიცვინდა და ჩამიმუქდა. რა დებილიზმია.
ჰო. ცხოვრება დებილიზმის ელემენტებით გამირიტუალდა. ან ვისი ცხოვრებაა აზრიანი ? მე თვითონ უნდა მივანიჭო აზრი და ბლა-ბლა.
შემეშვით.
არ დადგება ჩემგან ფილოსოფოსი. არადა ჩემზე უკეთესს, როცა კაიფში ვარ, ვერ იპოვით.
ირგვლივ მიმოფანტულ ენერგეტიკული სასმელების ცარიელ ქილებს ვუმზერ და ვცდილობ გავიხსენო რამდენი ღამე გავათენე თეთრად.
ოთხი ? ხუთი ?
ორი ზომით დიდ მოსაცმელს ვიგდებ მხრებზე და ეს ესაა გარეთ უნდა გავიდე, რომ...
იატაკზე ვხედავ ფუქრცელს. უფრო სწორად ნახატს, რომელზეც ხატია ზურგშექცევით მდგარი ადამიანი. წელს ზემოთ შიშველი. ზურგზე ტატუთი.
ფრთები.
რატომ ფრთები ?
ვისი ნახატია ? ჩემი ?
ნუთუ ახლა „მე“ უნდა გამახსენდეს და ასე ბანალურად წავიდე მოსანახულებლად ?
ჯანდაბა !
ფურცელს გაურკვეველი მიმართულებით ვისვრი და გარეთ გავდივარ.
...
რომელი საათია ?
23:41
ასე ადრე სახლში რა მინდა ? ვეკითხები საკუთარ თავს. პასუხი არ მომეძევება, მაგრამ ფაქტი ფაქტია. აქ ვარ.
აბაზანას წყლით ვავსებ და ამჯერად ვწვები.
უცნაური ჟრუანტელი მივლის სხეულში და რაღაც მახრჩობს.
ისევ ეს მომრგვალო რაღაც ყელში. მომნატრებია.
წყალი ცივდება, ეს კი არ მომწონს. რამდენიმე წუთიც და სრულიად შიშველი ვდგავარ მისაღებში.
ისევ ისეთი ქაოსი და ალოგიკური ქცევები.
და ფრთები.
კედელი.
ფრთები.
23:56

რაც შეიძლება სწრაფად ვიცვამ და კარსაც კი არ ვვკეტავ ისეთი სისწრაფით მივრბივარ...
სად ?
სად...

0:16
და მე კვლავ ვხედავ ამ ორ ფერს. და მე კვლავ მოვედი. როგორი ბანალური ვყოფილვარ მართლაც.
ჯანდაბა !
- მოხვედი ? - გაისმა ნანატრი ხმა, რომელსაც ექვსი თვის წინ ესოდენ ურცხვად გავექეცი. რატომ გავექეცი ? შემეშინდა ?
ხმა იმდენად მეუცნაურა, რომ შევშფოთდი. მისუსტებული და ძლივსგასაგონი გამხდარიყო.
- მე ! - წამოვიძახე შეშინებულმა. თუმცა ვიცოდი, რომ ასე დაძახების უფლება არარ შემრჩა.
- ჰო.
- რა გჭირს ?
- მემ მე უარმყო და ვქრები.
- რას ნიშნავს... არა. არა ! - ვიცოდი, რომ მსგავსი ფიქრები უსათუოდ დარევდნენ მას ხელს, მაგრამ არ მეგონა... ამ დონემზე მე მივიყვანე ?
გავფითრდი. კანკალმა ამიტანა ცივი ოფლითურთ.
- მე უბრალოდ ვიცი, რომ...
- არ იცი ! არა ! არ იცი ! გაჩუმდი ! - ვჩურჩულებდი და ვერ ვტიროდი. ჰო, მინდოდა ტირილი. მაგრამ ვერასდიდებით ვერ გადავაქციე ყელში მომდგარიუზარმაზარი სიმგრვალე თხევად ნივთიერებად.
- რატომ მოხვედი ? - ამოიკვნესა მან.
- რა ხდება ? - სასოწარკვეთილმა ამოვიხრიალე.
- მალე აღარ ვიქნები არც მე, არც კედელი და არც თავს მოგაბეზრებ.
- ... - ცა ჩამომექცა და მიწამ ჩამიტანა.
ვეღარ მოვალ.
აღარ იქნება.
ვეღარ ვკითხავ ვინაა.
და ვერ მიპასუხებს შენი „მე“-ო...
- რატომ მოხვედი ? - გამიმეორა.
- მე...
- ჰო.
- რაღაც უნდა გითხრა.
- გისმენ. - ოდნავ გამოკრთა გაოცება მის ხმაში.
- მე, მე ფრენა ვისწავლე ! - ვთქვი და გამეღიმა. გულწრფელად გამეღიმა და ლოყაზე ერთადერთი, მომწვანო-მოლურჯო ცრემლი ჩამომიგორდა.
- მე...
- მე ვგრძნობ სივრცეს. - ყურებამდე ვიღიმოდი. - დამელოდე, არ წახვიდე უჩემოდ. - ვთქვი და...
ჩემმა ფრთებმა ჯერ ვენა გაიარეს, შემდეგ გულს მიუახლოვდნენ, ზურგიდან კანი გააპეს და ვიგრძენი როგორ გაიზარდნენ უკან... ყოველივე ბურუსმა მოიცვა, სრულიად სხვა სამყაროში აღმოვჩნდი და
მე იგი დავინახე.
მე „მე“ დავინახე...
თითქოს სარკეში ვუმზერდე საკუთარ თავს. იგივე ნაკვთები, იგივე მზერა, სიმაღლე, მიხვრა მოხვრა, ღიმილი.
იე ერთადერთი ცრემლიც კი...
შენი „მე“...
ჩემი „მე“...
ან უ’ბრალოდ - მე. скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent