შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაღმული - ნაწილი 4


12-10-2017, 12:41
ავტორი ჟიზელი
ნანახია 91

დანაღმული - ნაწილი 4

ჩვენი სამყარო მდუმარებამოცული ფართო არეალის შუა გულში ღრმად ჩაჭედილ, მკვახე წამოძახილივით მკეთრად შემკრთალ, ბასრპირა ნაჯახით მრავალჯერ დაუნდობლად გადასერილ ,ჩამოკონკილ ხეს მაგონებს ხოლმე ხშირად.
მაშინ, მისის აგნესას სამსართულიანი,ვიწრო სახლის წითელი რკინისაგან დამზადებული კარის გამოღებისას , იმ უცხო სურნელითა და მომაჯადოებელი აურით შელესილ გარემოსა და გავარვარებულ ფერებში შემოსილი ცის ქვეშ რომ აღმოვჩნდი,თავი უშველებელი,უკანასკლენი კვირტით შემკობილი ძირძველი მუხა მეგონა ,მუცლითმეზღაპრის სათუთად,დიდი სიყვარულით გამოგონილ ზღაპარ-ქალაქში რომ ამოჰყო თავი,მაგრამ მოუხერხებლობით აღჭურვილი გატოტილი კიდურებისა და ღეროში სიღმისეულად ჩაკირული საავდრო ღრუბლების გამო დიდი ვერაფერი როლი მიიღო საკუთარსავე ისტორიაში.
მილოშ ზემანის კუთვნილი სახლი მონაცრისფრო რიყის ქვებით მოკირწლული ფართო კიბის მარცხენა განაპირა მხარეს ისეთივე მომხიბვლელობითა და სიმყუდროვით ჩაეშენებინათ, როგორც სხვა ასობით სახლი იმ ქუჩაზე. პირველ მსოფლიო ომში მონაწილე, ჯერ კიდევ პირტიტველი ჯარისკაცის პორტრეტივით მოძველებულ , უცნაურად მოგრძო უბანში ყოველ ათიოდე მეტრში ორწყებად ჩამაგრებულ მოკლე,ყვითლად მოლაპლაპე ლამპიონთა ვრცელ რიგებს თუ დავუჯერებდით, კიბე საკმაოდ გრძელი და მდინარე ვლტავის ნაპირებზე დასახლებული ქალაქის სიღრმეებში ჩამავალი, დაუზარელ ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილი უსაფრთხოებით გარანტირებული გზა უნდა ყოფილიყო.
შევისუნთქე თუ არა ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპიროს ევროპული ბოჰემის პარფიუმი, პარადოქსია,მაგრამ წამით გავიფიქრე კიდეც ,რომ თუ კი მოვინდომებდი, ამ ქალაქში ყოფნისას უთვალავ ცვილის სანთელს დავხარჯავდი პატივმოყვარე,ამპარტავანი ხალხის ძებნაში. შეუძლებლად ჩავთვალე,რომ ამ რუდუნებით შეკოწიწებულ ,შაქრის კვადრატული ნატეხებით დატკბობილ ოქროს ქალაქთა ქალაქს შეიძლებოდა ვინმე ავსული ესულდგმულებინა საკუთარი ორგანიზმის მეშვეობით.
გადავწყვიტე, ციდან უხვად ჩამოფერფლილი ნისლით აქა-იქ დასველებულ კიბეს შევყოლოდი გამბედავად .გული მიგრძნობდა პრაღის გულში მომაქცევდა ამგვარი ქმედება. შევეცადე სწრაფი ნაბიჯებით ჩამეთავებინა იმ ყინვაში ჩემთვის მოსჯილი ფეხით გასავლელი მანძილი. თითქოს, ღამის აჩრდილს ვერცხლის მონეტა გადავუგდე უკიდეგანო წყვდიადში და საპასუხოდ, შავად დატალღულ მდინარეში შევცურე ერთნიჩბიანი გრძელი და ბრტყელძირა კუპრის გაბლანტებული ბოლით მოცული ნავით, რომელსაც აწეული ფიგურული ცხვირი და გველეშაპის სხეულებით მოპირკეთებული მაღალი კიჩო კიდევ უფრო შემაძრწუნებელს ხდიდა. ასეთი გრძნობა უფრო იმიტომ შემიზავდა გონებაში,რომ სიარულისას ერთადერთი ,რაც გავაცნობიერე იყო ის,რაც პრაღის ქუჩებისა და უცნაურად დაპროექტებული სახლებისაგან შეკრულ დახლართულ,დანისლულ ლაბირინთებში რამდენიმე დღის ნაავადმყოფარი თავის ამოყოფაა,თანაც მაშინ,როცა იმის გაანალიზება,თუ რა კანონზომიერებით არიან ისინი განლაგებულნი,პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა ჩემთვის იმ მომენტში.
კიბის ბოლო მყარი საფეხურიდან ფეხის გადმოდგმა და ახალგაზრდა მძღოლის წითელ ზოლებში გაწყობილი თეთრი ტაქსის დაჭერა ერთი იყო. ხუთი წუთი არც კი გავიდა ჟიჟკოვის ტელე-კოშკს რომ მივადექით. მუხუდოს მარცვლებზე აღმოცენებული ცასმწვდომი ხესავით ვეებერთელა ანძა თანამედროვე ჩეხური არქიტექტურისა და დიზაინის ერთ-ერთი უზადო ნიმუში აღმოჩნდა. პირდაპირ სოკოებივით ჩამწკრივებულ საცხოვრებელ სახლებს შორის ჩაშენებული ერთ-ერთი ყოვლად უცნაური ინჟინრული გონების შემოქმედება , კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის მრავალი განსაცვიფრებელი ამბის მნახველი ადგილობრივი მოქალაქის მედგრად მდგარ,ვერგატეხილ ტანს მივამსგავსე პირველი შეხვედრისას,რომელიც ახლა თავისუფალი ჩეხეთის გარიჟრაჟზე პრაღის ყველა კუთხიდან იმისათვის მოჩანდა თავმომწონედ,რომ ყველას გაესიგრძეგანებინა თუ რეალურად ვინ იყო ყველა ტკივილისა და წამების, სიბოროტისა და უმადურების, ბღავილში გადაზრდილი ტირილისა და გამჭოლი ტკივილის შემგროვებელი პრაღის სამუდამომისჯილი პატიმარი. ნაცრისფერში შევერცხლილ, წელში მთელი სიზუსტით გამართულ ათეულობით წლის ნატუსაღარს თითქოს მიზიდულობის ძალით თავისზე აეკრა ჩვილიების მოშავო სკულპტურები, რომლებიც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდნენ თითქოს პატარა ადამიანები დედის კალთაზე გამოკიდებულნი სილაღით შეექცეოდნენ მოფუსფუსე ქალაქის სამარადჟამო ბრწყინვალებას.
- ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ანძაზე მხოხავი ეს ჩვილებიც დევიდ ჩერნის შემოქმედებაა, _ ზურგზე კისერგადაგდებულსა და აღფრთოვანების გამომხატველი მზერით განმსჭვალულს გვერდით ამომიდგა დიდულვაშა, ჩემი სიმაღლის ,შუახნის შავთვალა მამაკაცი. პასუხის გაცემა არც კი მაცადა, ინგლისური სიტყვები ქართულით რომ ჩაანაცვლა და ჩემთვის შემოუხედავად ისევ განაგრძო, _ კარგად შეხედეთ.
ტელე-კოშკი სამი მილისგან შემდგარი კონსტრუქციაა. მთავარ მილში, რომელიც ყველაზე მაღალია და ანტენის ფუნქციას ასრულებს, მოთავსებულია ორი სწრაფი ლიფტი. მარჯვნივ,ოქროსფერკარიანში შეხვალთ და თქვენს ხელჩანთას ფართოდ გახსნით,რომ ლიფტის გამცილებელმა პლატინის პლასტიკური ბარათი ,ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტი შეუმჩნევლად ჩაგიგდოთ მასში.ჩათვალეთ,რომ ყველა მათგანი ახლა წყალივითა და ჰაერივით გჭირდებათ,ამიტომ ამ საკითხს სერიოზულად მოეკიდეთ. სამწუხაროდ უფრო ადრე ვერ მოხერხდა აღნიშნული საბუთების დამზადება.
ლიფტის საშუალებით შეძლებთ რესტორანსა და ტურისტულ დარბაზში მოხვედრას. მიმღებში იკითხეთ ვინმე ბენჟამინ ვილბერტი და ის აგიხსნით ყველაფერს. წარმატებებს გისურვებთ, _ თქვა თუ არა ,ისე ოსტატურად შეერია ანძის წინ თავმოყრილ ტურისტთა ათასნაირ ქუდსა თუ ქოლგაში გადახურულ თავებს ,წამით შემშურდა კიდეც, რომ ასეთი შეუმჩნეველი ვერასდროს გავხდებოდი ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე.
უცნაურია არა? ადამიანი ყოველთვის გრძნობს როდის უნდა ჩაეფშხვნას სისხლი წითელ,მზერისმომჭრელ კრისტალებად ჯერ კიდევ ქორფა ვენებში. ლიფტის კარის გახსნას ისე ვუცდიდი,თითქოს ფაფუკად გაყინული წყლის წვეთების შუაგულში ვიდექი ჰაერის ნაწილაკებზე უფრო მეტად გამსუბუქებული და მთლად უსხეულოს ერთი სული მქონდა ჩემს წინ მიუწვდომელ სიმაღლემდე აყუდებული, გამოხარშული ზეწრებივით ქათქათა და უმანკო შესახედაობის სამოთხის ჭიშკარი ვინმეს წუთიწუთზე გამოეხსნა და გასხივოსნებამდე მისული კეთილშობილი სახით შემგებებოდა. ასეთი კადრები ფილმში თუ მინახავს მხოლოდ,თუმცა ჰგავდა კიდეც ჩემი მიწიერი ყოფიერება ბოლომე გახარჯული და გაურჩებული კადრებით გამოჭედილ ფირთა ყავისფერ ფერში აბურდულ გორაკს.
ლიფტის კარი თეატრის ოქროსფერში მბზინავი ფარდებივით ზლაზვნით გადაიწია და ავწიე თუ არა თავი,ვიგრძენი,თითქოს ეს რკინის ყუთი ერთიანად, უხეში მანევრით მოსწყდა ადგილს და პირამიდის უშველებელ ლოდებად ჩამაწყდა გულში. გეგონება დამსახურებული გამარჯვების მოლოდინში მყოფი პატარა ბავშვი ვყოფილიყავი ,ვიღაც უტიფარმა ტრიუმფის გვირგვინი თავხედურად რომ აართვა ცხვირწინ,სამაგიეროდ გულის შეკუმშვათა გახშირება სიცოცხლის სურვილივით შეასრუტინა და ჭიქაში გამოცლილი ვისკივით წვეთამდე გამოსწურა ბედნიერება.
ზრდასრულ ადამიანს მოსვნებისას გული წუთში 60-90-ჯერ უცემს.
ეს ნორმაა.
არც ამ მაჩვენებლის ას დარტყმამდე მომატება მიიჩნევა პათოლოგიად.
მე კი ვიდექი და ნორმაში აღარფერი მქონდა საერთოდ.
ჩემი მუჭისოდენა ორგანო წუთში დაუთვლელად გასკდომამდე იშლებოდა უკიდეგანოდ და მერე გახეთქილი ბუშტივით იჩუტებოდა ბოლომდე.
ხო, ისევ შევხვდი და სიახლოვის შეგრძნებამ ერთდროულად დამმართა ფიზიოლოგიური და პათოლოგიური ტაქიკარდია.
ისევ შევხვდი და გადაგვარდა ჩემი მონატრება. ცეცხლწაკიდებული რეზინი თავისი აყროლებული და დამშანთველი შიგნეულობით ამიშიშხინდა კანის ყველა მონაკვეთზე.
ისევ შევხვდი და თოლიების გუნდს გამოკიდებული მერცხალივით დამიღონდა ჩემი გონება.
იდგა და მიყურებდა.
გაბრაზებული იყო ჩემზე.
ამას მაშინვე მივხვდი,როცა სხეულის წნევა თვალებში მოებჯინა ჩემს შემხედვარეს .ელექტრონული ველივით მსუსხავდა მისი გულგრილი გამოხედვა,როცა თავად ხმის იოგებიც კი არ შესტკოებია ზედმეტად,რომ მითხრა : " არ შემოხვალთ? დიდხანს ვერ დაგელოდებით."
"დიახ" , - თავის დაქნევით შევესიტყვე მე და ორიოდე ნაბიჯით მივუახლოვდი მასში ჩაბუდებულ დენის წყაროს. თავი ისე ვიგრძენი,თითქოს პატარა ნათურა ვყოფილიყავი,ელექტრონული დენის გატარებისას მისი ვარვარების ძაფი იმ დონეზე რომ ხურდება,თეთრად ნათებას იწყებს.
- ცუდად ხომ არ ხართ,ქალბატონო? _ დამელაპარაკა ისევ ტიტე და იმავე წამს ჩანთაზე მსუბუქი დაბღაუჭება ვიგრძენი. თავიდან მშიშარა თაგვივით შევკრთი,თუმცა მაშინვე გამახსენდა,რომ დედაბუნების კეთილ განგებას სულაც არ გადმოვუსროლივარ იმ შენობაში იმისათვის ,რომ საკუთარი ყოფიერებისთვის ერთადერთი საშველი ისევ მეპოვნა. გავაცნობიერე თუ არა ეს გარემოება, თავში ფუტკრების ცეკვის გაბმული რიტუალივით აშლილი აპოკალიფსი სხვა დანარჩენ მიწიერ უბედურებასა და კაეშანთან ერთად წამში ჩაწყნარდა ჩემს სულში.
- არა, _ იყო ჩემი პასუხი და დასტურის ნიშნად, გამოვედი კიდეც ლიფტიდან პანდორას ყუთით ხელდამშვენებული, რომელშიც ჩარჩენილი იმედი,ცარიელი იმედი,ყველა საზრუნავის სამაგიერო,რაც ყველაზე დიდხანს ცოცხლობს , ჩემთვის ისევ ნათელ ფერებში აღუვდა.
ცუდად აღარ ვიყავი.
ყოველთვის,როცა სასწრაფო დახმარების სისწრაფეაკრეფილი ფურგონი ახლადგამოჩეკილი,მშიერი ბახალების გაბმული წივილ-კივილივით ხმაურიანად ჩამცდებოდა ხოლმე, მაშინ, როცა მე ტროტუარზე არხეინად დავაბიჯებდი, უფალს ურცხვად შევთხოვდი,რომ ავად გამხდარისთვის ცოტა კიდევ გაეხანგრძლივებინა მისი ჩრდილის დედამიწაზე მკვეთრად ასახვის შესაძლებლობა.
როცა ტიტე მოულოდნელად თავს წამადგა და ჩემივე მაგიდის მეორე ბოლოში ქარაფშუტობის გამომხატველი აზნექილი წარბებითა და ზერელე ადამიანის თავქარიანობის გამომსახველი აზნექილი ცხვირით მოხერხებულად მოკალათდა, გაუმჭვირვალე შავი აჩრდილი თმებიდან ჩამოცურებული თავშალივით ჩამისრიალდა ზურგის მთელს სიგრძეზე და ელდანაცემივით გამშორდა დიდ ხანს.
ახლა ჩემთვის უნდა ელოცა ვინმეს აუცილებლად.
- რამდენიმე დღის წინ ასეთი ქარიფანტია გამომეტყველება არ გქონდა , _ გავბრაზდი მის შეპარულ ღიმილზე. ჩემი სიტყვების გაგონებისას ალმაცერად გადმომხედა. საპასუხო გაკენწვლას ველოდი,მაგრამ გაღიზიანება სრულებით არ შეიტყო.
- რამდენიმე დღის წინ გადაწყვეტილი მქონდა საერთოდ აღარ მენახე,მაგრამ აქ მხედავ.ხომ ასეა? _ თქვა და გაცოფებული ძაღლისაგან კბილგაკრულივით გააგდო ხელიდან წითელი საქაღალდე.
- ეს რაღაა?
- ცირა ქარცივაძე. დაბადებული 1997 წლის 16 ნოემბერს. იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსელი. უყურე შენ, მამის გზას გაჰყოლიხარ, _ შენიშნა თვითკმაყოფილებით აღსავსემ, _ შენი დოსიეს წაკითხვა ამ დილით უკვე მოვასწარი.
- დიდი ხანია შენობით მელაპარაკები? _ ყური არ ვუგდე მედიდურობით გაბერილ საუცხოო ხმას.
- საკმაოდ, _ დამიქნია თავი ბავშვური ღიმილით, _ ყველაზე მეტად თუ იცი რა მომეწონა შენი ინფორმაციიდან? მოიცადე,წაგიკითხავ , _საჩვენებელი თითი ჰაერში გააშეშა და ფურცლებიდან თავაუღებლივ , გამოკვეთილი და ხაზგასმული მეტყველებით განაგრძნო , _ დასაოჯახებელი.შვილები არ ჰყავს. უკვე რამდენიმე საათია ვფიქრობ, მაინც და მაინც რატომ მეგონა ,რომ გამოთაყვანებული ქმარი და ორი შვილი გყავდა? ვერაფრით ვიხსენებ.
- მთელი საღამო თავსლაფი უნდა მასხა ასეთი ქედმაღლური გამომეტყველებით? ან აქ რა ჯანდაბას აკეთებ ან ეს საქაღალდე რას ნიშნავს? _ ალაკრული სახით მივაშტერდი და სირცხვილისთვის უსირცხვილო მინდოდა ვყოფილიყავი იმ წამს, თუმცა ყველა ემოცია თვალებში ამომიჯდა მყისიერად.
- მაპატიე,დილეტანტივით მოვიქეცი. საკუთარი თავი უნდა წარმედგინა, პირველ რიგში. მე ხომ თქვენთვის არაფერს ვნიშნავ და აღარც გემახსოვრებით საერთოდ, _ წამში გაყიდა თავი.სიცილი ვერ შევიკავე,თუმცა მაინც ფიცხად განაგრძნო, _ საქართველოს საიდუმლო დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი ტიტე სანიკიძე გახლავართ.თქვენი დაცვა და დაკისრებული მისიისთვის მომზადება დღეს დილით დამავალეს. ჩემი მოვალეობაა გვერდიდან არ მოგშორდეთ და სიღმისეულად გაგაცნოთ საქმის სიტუაცია.
- არა, არ მჯერა, _ განცვიფრებისა და სიცილის მიმიკები ერთდროულად სინთეზირდა ჩემს სახეზე.
- მაგიურ ქალაქს ეძახიან პრაღას, ჯადოსნური ჩეხეთის მისნურ ბინადარს. რას გაიგებთ,რა აღარ შეიძლება მოხდეს აქ, _ პოეტურად წარმოთქვა მონოლოგი.
- ბენჟამინ ვილბერტი შენ ხარ?
- მე ვარ და თანაც,დღეისათვის საკმარისია. სახეზე ფერი არ გადევს.როგორც გავიგე 24 საათზე ბევრად მეტია გასული,რაც გული წაგივიდა. ჯობია გამოიძინო და ხვალ შევხვდებით,მაშინ აგიხსნი ყველაფერს.
- ქალებს ასეთ რამეს არ ეუბნებიან ხოლმე. ფერი არ გადევს ,ჯობია დაიძინო, _ გავაჯავრე გულმოსულმა.კიდევ მინდოდა მასთან საუბარი.ის კი არა ჩახუტება მიღირდა ალბათ მთელ სიცოცხლედ.
მან კი დიდი ფიქრის გარეშე გამომიცხადა "მხოლოდ მათ,ვინც მოსწონთო" და დასავლეთ ნახევარსფეროში გამოზრდილი ბელადონას ყვავილი შემატოვა ნერვებზე,თითქოს ბუნდოვანი ხედვით,ბოდვითა და ჰალუცინაციებით ამ შხამიან სიტყვებამდე ბევრად ადრე არ გამიჩერა გული.скачать dle 11.3

 





№1  offline √ წევრი ™ ჟიზელი

მოკლედ,რთულად იწერება ეს ისტორია,რადგან წერა რომ გადავწყვიტე,ერთადერთი,რაც ვიცოდი იყო დასაწყისი და დასასრული.შუაში რა ხდება მე კი არა მამა-ღმერთმაც კი არ იცის და მოკლედ, ცოტა სტრესული სიტუაცია მაქვს ახლა, საოცნებო სტაჟრებიდან დაკავშირებას ველოდები, პარალელურად "ჯობს.ჯის" ვუზივარ,კოდექსები და სასწავლი ხო თავზე მაყრია და ღამის 10 საათზე რომ ვბრუნდები სახლში,ვიბან და სველი თმებით ვიძინებ.თმის გაშრობის თავიც არ მაქვს ხოლმე და თუ ვწერ,ისიც გამთენიისას.
მოკლედ, თუ მელოდებოდით ვინმე და თუ მკითხულობთ ვინმე,ესეც ახალი თავი და გამახარეთ კომენტარებით,რაც თავში მოგივათ ყველაფერი მომაყარეთ.
-ჟიზელი-

 



№2 √ სტუმარი ™ სტუმარი ნათია

გამიხარდა ახალი თავი ^_^
რა მომწონს იცი ?
ემოციების აღწერას რომ უთმობ ამდენ დროს.
ზუსტად ვიგრძენი,რასაც ეს ორი შეხვედრისას გრძნობდა და იმაზე გამეცინა,ტიტემ რომ თავი დაიწვა :დდ ქიფ გოინგ,მაინტერესებს და რამეეე

უნიდან მოვდივარ ახლა და გზაში წავიკითხე, ძალიან საყვარლობა რამეა რააააა.
პრაღაში გასეირნება მომინდა.

სტუმარი ნათია
გამიხარდა ახალი თავი ^_^
რა მომწონს იცი ?
ემოციების აღწერას რომ უთმობ ამდენ დროს.
ზუსტად ვიგრძენი,რასაც ეს ორი შეხვედრისას გრძნობდა და იმაზე გამეცინა,ტიტემ რომ თავი დაიწვა :დდ ქიფ გოინგ,მაინტერესებს და რამეეე

უნიდან მოვდივარ ახლა და გზაში წავიკითხე, ძალიან საყვარლობა რამეა რააააა.
პრაღაში გასეირნება მომინდა.

ხოდა მესამედაც დავამატებ,რომ ჩემეული ტიტე არის აი ისეთ ბიჭი ეგ გაბრაზება რომ არ გამოსდის ცირას მიმართ და სასაცილოდ გამოიყურება იმ მედიდურ სახეს რომ იღებს ხოლმე :დ და ჩაცინება უხდება სასწაულად

სტუმარი ნათია
გამიხარდა ახალი თავი ^_^
რა მომწონს იცი ?
ემოციების აღწერას რომ უთმობ ამდენ დროს.
ზუსტად ვიგრძენი,რასაც ეს ორი შეხვედრისას გრძნობდა და იმაზე გამეცინა,ტიტემ რომ თავი დაიწვა :დდ ქიფ გოინგ,მაინტერესებს და რამეეე

უნიდან მოვდივარ ახლა და გზაში წავიკითხე, ძალიან საყვარლობა რამეა რააააა.
პრაღაში გასეირნება მომინდა.

სტუმარი ნათია
გამიხარდა ახალი თავი ^_^
რა მომწონს იცი ?
ემოციების აღწერას რომ უთმობ ამდენ დროს.
ზუსტად ვიგრძენი,რასაც ეს ორი შეხვედრისას გრძნობდა და იმაზე გამეცინა,ტიტემ რომ თავი დაიწვა :დდ ქიფ გოინგ,მაინტერესებს და რამეეე

უნიდან მოვდივარ ახლა და გზაში წავიკითხე, ძალიან საყვარლობა რამეა რააააა.
პრაღაში გასეირნება მომინდა.

ხოდა მესამედაც დავამატებ,რომ ჩემეული ტიტე არის აი ისეთ ბიჭი ეგ გაბრაზება რომ არ გამოსდის ცირას მიმართ და სასაცილოდ გამოიყურება იმ მედიდურ სახეს რომ იღებს ხოლმე :დ და ჩაცინება უხდება სასწაულად

გადმოვეცი თუ არა ეგ არ ვიცი :დდდ თავის დაწვაში ვეცადე დამენახებინა... რაც შეეხება იმას,რომ მგზავრობა გაგიხალისე ,მიხარია და პრაღა მინდა მეც ,მინდა,მინდა,მინდაა :(((

 



№3  offline √ წევრი ™ ჟიზელი

სტუმარი ნათია
გამიხარდა ახალი თავი ^_^
რა მომწონს იცი ?
ემოციების აღწერას რომ უთმობ ამდენ დროს.
ზუსტად ვიგრძენი,რასაც ეს ორი შეხვედრისას გრძნობდა და იმაზე გამეცინა,ტიტემ რომ თავი დაიწვა :დდ ქიფ გოინგ,მაინტერესებს და რამეეე

უნიდან მოვდივარ ახლა და გზაში წავიკითხე, ძალიან საყვარლობა რამეა რააააა.
პრაღაში გასეირნება მომინდა.

სტუმარი ნათია
გამიხარდა ახალი თავი ^_^
რა მომწონს იცი ?
ემოციების აღწერას რომ უთმობ ამდენ დროს.
ზუსტად ვიგრძენი,რასაც ეს ორი შეხვედრისას გრძნობდა და იმაზე გამეცინა,ტიტემ რომ თავი დაიწვა :დდ ქიფ გოინგ,მაინტერესებს და რამეეე

უნიდან მოვდივარ ახლა და გზაში წავიკითხე, ძალიან საყვარლობა რამეა რააააა.
პრაღაში გასეირნება მომინდა.

ხოდა მესამედაც დავამატებ,რომ ჩემეული ტიტე არის აი ისეთ ბიჭი ეგ გაბრაზება რომ არ გამოსდის ცირას მიმართ და სასაცილოდ გამოიყურება იმ მედიდურ სახეს რომ იღებს ხოლმე :დ და ჩაცინება უხდება სასწაულად

სტუმარი ნათია
გამიხარდა ახალი თავი ^_^
რა მომწონს იცი ?
ემოციების აღწერას რომ უთმობ ამდენ დროს.
ზუსტად ვიგრძენი,რასაც ეს ორი შეხვედრისას გრძნობდა და იმაზე გამეცინა,ტიტემ რომ თავი დაიწვა :დდ ქიფ გოინგ,მაინტერესებს და რამეეე

უნიდან მოვდივარ ახლა და გზაში წავიკითხე, ძალიან საყვარლობა რამეა რააააა.
პრაღაში გასეირნება მომინდა.

სტუმარი ნათია
გამიხარდა ახალი თავი ^_^
რა მომწონს იცი ?
ემოციების აღწერას რომ უთმობ ამდენ დროს.
ზუსტად ვიგრძენი,რასაც ეს ორი შეხვედრისას გრძნობდა და იმაზე გამეცინა,ტიტემ რომ თავი დაიწვა :დდ ქიფ გოინგ,მაინტერესებს და რამეეე

უნიდან მოვდივარ ახლა და გზაში წავიკითხე, ძალიან საყვარლობა რამეა რააააა.
პრაღაში გასეირნება მომინდა.

ხოდა მესამედაც დავამატებ,რომ ჩემეული ტიტე არის აი ისეთ ბიჭი ეგ გაბრაზება რომ არ გამოსდის ცირას მიმართ და სასაცილოდ გამოიყურება იმ მედიდურ სახეს რომ იღებს ხოლმე :დ და ჩაცინება უხდება სასწაულად

გადმოვეცი თუ არა ეგ არ ვიცი :დდდ თავის დაწვაში ვეცადე დამენახებინა... რაც შეეხება იმას,რომ მგზავრობა გაგიხალისე ,მიხარია და პრაღა მინდა მეც ,მინდა,მინდა,მინდაა :(((

უკაცრავად ,ხელს ხომ არ გიშლით? :))))

 



№4  offline √ აქტიური მკითხველი ™ Chikochiko

ცირასავით გული ამიჩქარდა ახალი თავის დანახვაზე:დ აუუ ტიტეს ვერ მოვიფიქრებდი მანდ, სასწაული იყო. ისე ქალბატონმა ცოტა კი უნდა იწრიწინოს:დ იმ ტყუილისთვის, რომელიც მეც კი ვერ მომინელებია. ცირას დოსიეზე მაგრად გამეცინა.
მოკლედ პრაღაზე გადავირიე, ასე მეგონა იქ ვიყავი, ისე სასწაულად გადმოსცემ და ემოციას გვანახებ. არ აქვს დიდი მნიშვნელობა დააგვიაანებ თუ არა, მე სულ დაგელოდები. მთავარია სწავლა, სამსახური. წარმატებები❤

 



№5  offline √ წევრი ™ ჟიზელი

Chikochiko
ცირასავით გული ამიჩქარდა ახალი თავის დანახვაზე:დ აუუ ტიტეს ვერ მოვიფიქრებდი მანდ, სასწაული იყო. ისე ქალბატონმა ცოტა კი უნდა იწრიწინოს:დ იმ ტყუილისთვის, რომელიც მეც კი ვერ მომინელებია. ცირას დოსიეზე მაგრად გამეცინა.
მოკლედ პრაღაზე გადავირიე, ასე მეგონა იქ ვიყავი, ისე სასწაულად გადმოსცემ და ემოციას გვანახებ. არ აქვს დიდი მნიშვნელობა დააგვიაანებ თუ არა, მე სულ დაგელოდები. მთავარია სწავლა, სამსახური. წარმატებები❤

გაფაქტეს წამებში ჩვენი გოგო მისივე დოსიეთი :დდდ
კია ღირსი,მაგრამ აშკარად ხვდება, რომ ძაან უყვარს ეს ბიჭი,კი მიახალეს ბოლოში კარგი სიტყვები :დდ ხო მოუკვდა გული :დდდ
ხო,პრაღას რაც შეეხება,აი ეს გარემოს ჩემეულად აღწერა მართმევს იმდენს დროს..ვხატავ და სულ მინდა რომ ყველა დეტალი ჩავტიო ხოლმე ამ აღწერაში,რასაც მე წარმოვიდგენ საერთოდ ყველაფერი..ზედაპირულად არ მინდა მივუდგე :დდ
შენ კიდევ ჩვეულად მახარებ შენი კომენტარით ^_^

 



№6 √ სტუმარი ™ ნიანია

არ მესმის რატო არ ყავს ამ ისტორიას მკითხველი.
ქიფ გოინგ,აი ლაიქ იუ <333

 



№7  offline √ წევრი ™ ჟიზელი

ნიანია
არ მესმის რატო არ ყავს ამ ისტორიას მკითხველი.
ქიფ გოინგ,აი ლაიქ იუ <333

მადლობა დიდი ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent