შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქოთერაპია (თავი 1)


12-10-2017, 21:40
ავტორი ლიდია
ნანახია 245

ფსიქოთერაპია (თავი 1)

/ანდრეა/
წვიმს. ქარი შემოდგომის ყვითელ ფოთლებს ჰაერში ატრიალებს. ისე ყინავს, საკუთარი ამონასუნთქი ღრუბელი მგონია. მიყვარს ასეთი ამინდი, ასეთ დროს გარეთ არავინაა, სიმშვიდე და სიჩუმე სუფევს. მიყვარს გარეთ მარტო სიარული. არ მიყვარს ხალხმრავლობა. ხალხი, რომელიც ბუნებას აჩანაგებს და აუბედურებს.
მარტოსული გგონივართ? ასეცაა. მარტოსული ვარ სიყვარულის მხრივ. რატო?! იმიტომ, რომ საყვარელმა ქალმა მიმატოვა 1 წლის წინ, მე კი ისევ ის მიყვარს. ისევ მიყვარს ჩემი ანეტა...
ძალიან ბედნიერები ვიყავით, ერთ დღეს კი, ასე უმიზეზოდ, ადგა და მიმატოვა... ამის შემდეგ ის არ მინახავს, კონტაქტის ყველა გზა ჩამომიჭრა, გადამიღობა.
აი, მეგობრულად მარტოსული ნამდვილად არ ვარ. მყავს მეგობრები. ჩემს მეგობრებს ბექა და ერეკლე ჰქვიათ, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ ოჯახებითურთ. ბექას და ჰყავს,20 წლის, სახელად იზოლდა, რომელსაც სახელზე სულ დავცინით, იძახის იზი დამიძახეთო, მაგრამ ჩვენ მისი წვალება გვიყვარს.. ერეკლესაც ჰყავს და 14 წლის ევა. მე დედისერთა ვარ.
უკვე 27 წელს ვუკაკუნებთ,მეც, ბექაც და ერეკლეც. კლასელები ვიყავით, სკოლის მერეც ერთად მოვდივართ. იზოლდა და ევა, ორივე, დად მიმაჩნია. მშობლები არ მყავს. ბექას დედას ლამარა, ხოლო მამას გიორგი ჰქვია. ერეკლეს დედას მარინა ჰქვია, მამა დაეღუპა..
ახლა სამსახურიდან მივდივარ სახლში. მშობლების სახლში, რომელიც მე დამიტოვეს, სანამ ავარიაში დაიღუპებოდნენ 8 წლის წინ. ჩემს გვერდით მეგობრები და მათი მშობლები იყვნენ. ფსიქოლოგი ვარ, მთელი დღე ხალხს ვუსმენ და რჩევებს ვაძლევ. მიყვარს ჩემი საქმიანობა, მიყვარს როდესაც ხალხს ვეხმარები..
ფიქრებში ვიყავი გართული, ვერ შევამჩნიე ქალი, რომელიც მოდიოდა. ერთმანეთს დავეჯახეთ, ლამის წავიქეცი. წელში გავსწორდი და ქალს შევხედე. მზესავით ანათებდა. გრძელი ქერა თმა, მუქი თაფლისფერი თვალები, ტანის თითოეული ნაწილი გამოკვეთილი და უნაკლო ჰქონდა. თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა და გაოფლიანებულ სახეზე თმები მიკვროდა. მიუხედავად მისი ცრემლებისა, უზომოდ ლამაზი იყო, მოდელს მოგაგონებდა.
-წინ ვერ იყურები?! რას დამეჯახე, ისედაც ნერვებზე ვარ დღეს მთელი დღეა..
-ქალბატონო, თქვენ თუ არ იყურებოდით წინ, რა ჩემი ბრალია.. - თავის მართლება დავიწყე, არ მინდოდა მალე წასულიყო.
-კიდევ მე არ ვიყურებოდი წინ?!
-დიახ. ფსიქოლოგი ვარ და თქვენი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, საქმეები კარგად არ მიგდით. როდესაც ადამიანს ნერვები აქვს მოშლილი, ვერ აზროვნებს წესივრად. ყველას ეჩხუბება და კბენს, ვერ აცნობიერებს იმას, რომ მხოლოდ თავის თავს უნდა ეჩხუბოს. - ქალმა დამნაშავესავით ჩაწია თავი, მიხვდა რომ სიმართლე ვთქვი. მიუხედავად წვიმისა, არცერთს გვეჩქარებოდა.
-ბოდიშით, არც მე ვიყურებოდი წინ. მართალია რაც თქვით.
-შეიძლება ვიკითხო რა გჭირთ?
-არა.
-შეიძლება თქვენი სახელი გავიგო?
-იოანა.
-ბევრის მთქმელი სახელია.
-მაინც, რისი მთქმელი?
-იოანა იესოს ერთ-ერთი მოწაფე ქალი იყო. იუდეველი რაბინები ასწავლიდნენ, რომ ქალებს ურთიერთობა არ უნდა ჰქონოდათ მამაკაცებთან, რომლებიც მათი ნათესავები არ იყვნენ, მათთან ერთად მგზავრობაზე რომ არაფერი ვთქვათ. ფაქტობრივად, იუდეველი მამაკაცები ქალებთან არ საუბრობდნენ. იუდაური ტრადიციის მიუხედავად, იესო იოანასა და სხვა მორწმუნე ქალებს მასთან ერთად ყოფნის ნებას რთავდა. იოანას საზოგადოების აზრი არ აშინებდა და შესაბამისად, იესოსა და მის მოციქულებთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. მას, ვისაც სურდა, რომ იესოს გაჰყოლოდა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ცვლილებები უნდა მოეხდინა. იოანამ საკუთარი თვალით იხილა იესოს წამება იმ ქალებთან ერთად, რომლებიც თან დაჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ მას გალილეაში ყოფნის დროს, და სხვა მრავალი ქალი, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ ასულები იერუსალიმში. როდესაც იესოს სხეული ბოძიდან ჩამოხსნეს და სამარხში დაასვენეს, მას გალილეიდან წამოსული ქალებიც გაჰყვნენ და ნახეს სამარხი და იქ დასვენებული იესო. შემდეგ დაბრუნდნენ, რათა სურნელოვანი მცენარეები და ნელსაცხებლები მოემზადებინათ. ეს ქალები, მაგდალელი მარიამი, იოანა და იაკობის დედა მარიამი, შაბათის დასრულების შემდეგ სამარხთან დაბრუნდნენ და ანგელოზები იხილეს, რომლებმაც მათ იესოს მკვდრეთით აღდგომა აუწყეს.იოანას ისტორიიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. მან იესოსთვის საუკეთესო გაიღო. იგი უდავოდ ხარობდა, რომ მის მიერ გაღებული შესაწირავით იფარებოდა იესოს, თორმეტი მოციქულისა და სხვა მოწაფეების მგზავრობისა თუ ქადაგების ხარჯები. იოანა ემსახურებოდა იესოს და არც განსაცდელების დროს მიუტოვებია იგი.
-ამხელა ისტორია რატო მომიყევი? ვერ მივხვდი რა იგულისხმე..
-ის ვიგულისხმე, რომ ამ სახელის მატარებელი ადამიანი კეთილი, მამაცი და უშიშარი უნდა იყოს, წესით. იმედია შენც ასეთი ხარ. - წვიმა ოდნავ შენელდა.
-არ ვიცი...არ ვიცი. თქვენი სახელის მნიშვნელობა თუ იცით?
-ანდრეა მქვია, რათქმაუნდა ვიცი. ყველა სახელის მნიშვნელობა ვიცი. ანდრია/ანდრეა რამდენიმე მოწამეს ერქვა, ის მამაცს ნიშნავს.
-და ხარ მამაცი?
-არ ვიცი. შეიძლება. ბევრი რამ გადამიტანია..
-მაინც?
-ფსიქოლოგი მე ვარ და არა თქვენ. აი ჩემი სავიზიტო ბარათი, თუ გნებავთ, მობრძანდით და მომიყევით თქვენი ისტორია, რჩევებს მოგცემთ, იოანა. - მისი სახელი გარკვევით წარმოვთქვი.
-დიდი მადლობა. - თქვა, გამიღიმა და გზა გააგრძელა, თვალი იქამდე გავაყოლე სანამ ნისლში არ გაუჩინარდა.
ათასი ემოციით დატვირთულმა შევაბიჯე სახლში, ცხელი ჭავლი გადავივლე და ლოგინში შევწექი. ვერ ვიძინებდი. იოანაზე ვფიქრობდი, მის აცრემლებულ თვალებზე, მის ღიმილზე, მის თმაზე, მის სახეზე. მზის სხივს გავდა, უცბად შემოანათა ჩემს ცხოვრებაში და მალევე ჩაქვრა. იმედია მოვა ჩემთან...
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც კარებზე დააბრახუნეს. ამ შუაღამისას ვინაა ნეტა? ავდექი და კარი გავაღე თუ არა სახლში აღელვებული ბექა შემოვარდა.
-შენ რა, სულ გააფრინე? რა გჭირს ბიჭო, რა ხდება? - ვკითხე და დავედევნე, სამზარეულოში იყო, წყალს სვავდა. ღრმად ქოშინებდა, ეტყობოდა, რომ ძალიან ნერვიულობდა.
-ჰა ახლა, მეტყვი თუ რას იზავ? - გავუმეორე, რადგან დუმდა.
-იზის აწვალებს ერთი ტიპი. ასე მითხრა გული შეაწუხაო, არ მომწონს და დამსდევს ყველგანო, ყელშია უკვე და მაგიტო გითხარიო, ოღონდ არ სცემოო. რა ვქნა, რა გავაკეთო?
-ვინ ტიპი ბიჭო?
-კურსელი, ვიღაც დათო. თურმე ორი კვირაა დასდევს, ერთხელ კოცნა სცადაო, გეფიცები სახეს გავუხევ იმ საცოდავს
-კაი ძმაო დამშვიდდი. ჯერ წავიდეთ, დაველაპარაკოთ. თუ ვერაფერს შეიგნებს, მერე მეც დაგეხმარები მაგის სახის გახევაში, კარგი? - ცოტათი დამშვიდდა, წყლის ჭიქა დადო და მიპასუხა.
-კარგი.
-იცი სად ცხოვრობს? თუ გინდა ახლავე წავიდეთ, ჩავიცმევ ოღონდ რა. დაგერეკა მაინც, რომ მიბრახუნე, გული გამისკდა.
-ბოდიში ძმაო. უბრალოდ აქ რომ არ მოვსულიყავი, სისულელეს ჩავიდენდი.
-არაუშავს. წავიდეთ? ერეკლესაც დავურეკოთ?
-კი,წავიდეთ. წადი ჩაიცვი, მე დავურეკავ.
საძინებელში გავედი და ჩავიცვი. ბექა თავის დას ასე იცავს და წარმომიდგენია შეყვარებული რო ეყოლება, რა დღეში იქნება. ბექა სანგვინიკური ტემპერამენტის მქონე ადამიანია. ეს იმას ნიშნავს, რომ მასში გრძნობები ადვილად აღმოცენდება. შედარებით უბრალო და უმნიშვნელო მოვლენაც გრძნობას იწვევს მისთვის, მაგრამ ეს გრძნობა ადვილად და მალე გადაივლის. მისი გრძნობები არაა ღრმა და მტკიცე. ის უფრო დადებითი გრძნობებისაკენ მიედრეკება. იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი, უფრო კარგს მოელის, ვიდრე ცუდს. მისთვის უცხოა გულჩათხრობილობა, პირიქით, მისთვის დამახასიათებელია გრძნობების უშუალო გარეგამოსახვა. მისი მოძრაობები და ჟესტები სწრაფია.
მე კიდევ, მისგან სრულიად განვსხვავდები. მე ქოლერიკული ტემპერამენტის მქონე ადამიანი ვარ. ჩემთვის გრძნობები ადვილად და სწრაფად აღმოცენდება. ქოლერიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა. სანგვინიკურ ტემპერამენტთან განსხვავებით, ქოლერიკისთვის დამახასიათებელია შედარებით უფრო მტკიცე, უფრო ხანიერი და ღრმა გრძნობები. გრძნობების შინაარსის მხრივ ქოლერიკი სანგვინიკის საწინააღმდეგოა. მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია უარყოფითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ცხოვრებაში და ადამიანებში იგი უფრო ამჩნევს უარყოფით თვისებებს, მისთვის დამახასიათებელია პესიმისტური ტენდეციები. ქოლერიკსაც ხშირად ახასიათებს აჩქარებული მოქმედება და მოძრაობათა სისწრაფე, თუმცა ეს მისთვის ნაკლებ დამახასიათებელია, ვიდრე სანგვინიკისთვის.
სწორედ ამიტომ ვგრძნობ რაღაცას დღემდე ანეტას მიმართ, სწორედ ამიტომ მომეწონა ასე უცებ იოანა. ვიცი იოანა შემიყვარდება და ეს გრძნობა დიდხანს გამყვება.
სამზარეულოში დავბრუნდი. ბექა ტელეფონზე ლაპარაკობდა, ყურმილი დაკიდა და მითხრა:
-ერეკლე მალე აქ მოვა და წავიდეთ.
-კარგი. ახლა მისმინე ბექა, რომ მივალთ, მე ვილაპარაკებ. არ ჩაარტყა ან რაიმე სისულელე არ გააკეთო. თუ ვერაფერს შევაგნებინებ, მაშინ თავად ჩავარტყავ, გაიგე?
-გავიგე ანდრეა.
-რამდენი წლისაა ეგ ტიპი?
-21-ის. იზის კურსელია. თურმე უკვე 3-4 თვეა კუდში დასდევს...
-მოვაგვარებთ როგორმე ბექა, არ ინერვიულო. ხო იცი იზისთვის თავს გავწირავ.
-ვიცი და მადლობა ძმაო.
-არაფრის. - ამასობაში ერეკლეც მოვიდა.
ერთად წავედით ჩემი მანქანით მარჯანიშვილზე. დათოს სახლთან მივედით და დავაკაკუნეთ. კარები ახალგაზრდა ბიჭმა გაგვიღო, სახეზე ეტყობოდა, რომ მაგარი ნაგლი ტიპი იყო. ბექამ მის დანახვაზე მუშტი შეკრა, მე თვალები ავუბრიალე და ლაპარაკი დავიწყე:
-თქვენ ხართ დათო?
-დიახ, რა ხდება?
-დათო, რაღაც საქმე გვაქვს იზისთან დაკავშირებით. ალბათ მიხვდი ვიზე ვსაუბრობ. თქვენს კურსელზე, რომელსაც აწუხებთ. ნება მომეცი ჩვენი თავი გაგაცნო. ეს, - ბექაზე მივუთითე, - ბექაა, იზის ძმა. ხოლო ჩვენ ანდრეა და ერეკლე ვართ, ბექას ძმაკაცები. იზი ჩვენს დად გვეკუთვნის და მშვიდობიანად გთხოვთ, რომ თავი დაანებოთ, აღარ შეაწუხოთ ის, თორემ შემდეგ საქმე ცუდად წაგივათ. - საუბარი დავასრულე და გავიღიმე.
-და თქვენ რა უნდა მიქნათ? იზი ჩემია და ვსო! არ მაინტერესებს არც მისი ძმა და არც ძმის ძმაკაცები.. - ბექამ მუშტი შეკრა და დათოს ცხვირში უთავაზა. აღარც მე ვაპირებდი ამდენის მოთმენას, მეც ჩავარტყი დათოს.
მაშინ როდესაც დათამ მეშვიდე მუშტი მიიღო ერეკლესგან, ბიჭები გავაშველე. ასე შეიძლება მომვდარიყო, ბექა და ერეკლე გარეთ გავიყვანე, მე დათოს მივუბრუნდი და მივაძახე:
-ჩვენ გაგაფრთხილეთ და ახლა უკვე შენი ნებაა...
და წამოვედით. დათოს მუშტი თვალში მომხვდა, დარწმუნებული ვარ დიდი დალურჯება დამაჩნდება. ბიჭები ჩემთან ავედით და ლუდი დავლიეთ. დაახლოებით ღამის 3საათზე, ბექა და ერეკლე წავიდნენ. ძალიან მეძინებოდა და დავწექი.
დილას 9-ზე ავდექი. სამუშაო 10-ზე მეწყებოდა. თავი მოვიწესრიგე და წავედი. იმედი მქონდა, რომ დღეს იოანას ვნახავდი. სიზმარშიც კი ის ვნახე, ტანდაბალია, მაგრამ ულამაზესი. სიყვარული უპირველეს ყოვლისა პაწაწინა გრძნობით იწყება, რომელიც ზოგჯერ ადამიანის გულში, ყველაზე წარმოუდგენელ მომენტში იბადება და მას არ შესწევს ძალა წინ აღუდგეს ამ გრძნობას. ასეთ სიტუაციაში ვარ ახლა. იოანას სახე სულ თვალწინ მიდგას, მისი ცრემლიანი თვალები. მართალია ეს პაწაწინა გრძნობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს სიყვარულს, მაგრამ გულში გაჩენილ გრძნობას შეყვარება მოჰყვება ხოლმე.
ჩემს კაბინეტში შევედი და დაველოდე კლიენტს, რომელიც 10-ზე იყო ჩაწერილი. ხანშიშესული ქალი გახლდათ, სახელად თამარი. მოვიდა, დაჯდა და საუბარი დავიწყეთ:
-აბა, ქალბატონო თამარ, როგორ მიდის საქმეები? - ის შვილებმა მიატოვეს, ახლა მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს, დიდი სტრესი გადაიტანა და ფსიქოლოგის კურსის თანხას მთავრობა უფარავს.
-ისევ ისე..
-ოდნავადაც არ გიგრძვნიათ შვება ჩემთან საუბარის შემდეგ? - ის მეორედ იყო აქ.
-კი, რათქმაუნდა. არაშვეულებრივი ფსიქოლოგი ბრძანდებით, მივხვდი იმას, რომ ჩემს შვილებს სხვა გზა არ ჰქონდათ, ვერ მომივლიდნენ, რომ მათ მაინც ვუყვარვარ და მნახავენ.
-ნამდვილად ქალბატონო თამარ.... - მომდევნო 1საათი, ქალბატონ თამარს ვესაუბრებოდი, მისი წასვლის შემდეგ ახალგაზრდა გოგო მოვიდა, სახელად ელენე. სიყვარულთან პრობლემებზე ვესაუბრე და ისიც გავისტუმრე. შესვენებაზე ვაპირებდი გასვლას, როდესაც ჩემმა მდივანმა მითხრა ერთი ქალია თქვენთან მოსულიო.
მეც ვუთხარი, რომ შემოეშვა და ჰოი საოცრებავ!
ჩემი კაბინეტის კარის ზღურბლზე იოანა იდგა! შვინდისფერი, მუხლებამდე ტყავის კაბა აცვია, სადა მაკიაჟი უსვია და თმები მხრებზე აქვს ჩამოშლილი. გაოგნებულმა ორი წუთი ხმა ვერ ამოვიღე, მის ღიმილიან სახეს ვუყურებდი და ეს მატყვევებდა. გონს მოვეგე და შემოვიპატიჟე:
-მობრძანდით იოანა. - ჩემს წინ, დივანზე ჩამოჯდა და კაბინეტი ღიმილით მოათვალიერა.
-როგორც ჩანს მოხვედით. - ვთქვი მე.
-დიახ. ლაპარაკი მინდა..
-რასთან დაკავშირებით?
-საერთოდ... ჩემზე..
-კარგით. რამდენი წლის ხართ იოანა?
-24-ის.
-რა გაწუხებთ? მომიყევით თქვენი ისტორია.
-შვილი მყავს, 6 წლის ლუკა. ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ძვირფასი ადამიანია. მშობლებმა უარი თქვეს ჩემზე რადგან 18 წლის ასაკში გავაჩინე შვილი. ლუკას მამა, თემო სიგიჟემდე მიყვარდა... მაგრამ, ის დამშორდა... ადგა და წავიდა, სავარაუდოდ შვილი არ უნდოდა. პროფესიით ფარმაცევტი ვარ, აფთიაქში ვმუშაობ და ამით ვარჩენ შვილს. ამ საზარელ სამყაროში სრულიად მარტო ვარ. -თვალები აუცრემლიანდა იოანას. ვერც კი წარმოვიდგენდი იმას, რომ მას შვილი ჰყავდა..
-ვწუხვარ.. მაგრამ მთავარი ისაა, რომ არ ხარ მარტო. შენ ლუკა გყავს და შენი ფსიქოლოგი, ანუ მე გყევარ. შენი აზრით იოანა, რას ნიშნავს სიყვარული?
-..... - არაფერი უთქვამს იოანას, უბრალოდ ჩაფიქრებული მიყურებდა.
-რას ნიშნავს ეს დუმილი?
-არ ვიცი..
-თქვენ თქვით, რომ თემო გიყვარდათ. რატომ გიყვარდათ?
-მზრუნველი და საყვარელი იყო.. ასეთად მაჩვენებდა თავს..
-შეიძლება თქვენ არასდროს გყვარებიათ ვინმე, უბრალოდ გგონიათ რომ თემო გიყვარდათ, ან იქნებ ეს იმის მიზეზია, რომ ბავშვობაში იყავით მოკლებული სიყვარულსა მზრუნველობას, რამაც ჩაკეტილობა და გრძნობების ბლოკირება გამოიწვია.
-შეიძლება ასეც იყოს..
-ანუ აღიარებთ რომ თემო არ გიყვართ?
-ახლა? არა. აღარ. იმის მერე რაც წავიდა, რაც საკუთარი შვილი უარყო და მიმატოვა.. დავივიწყე. - ვგრძნობდი, რომ იოანა რაღაცას ბოლომდე არ იძახდა, რაღაცას მალავდა...
-გაინტერესებთ რა არის სიყვარული? - ვკითხე იოანას. თავი დამიქნია, მეც დავიწყე, - სიყვარულია - როცა ვერ წარმოგიდგენია საკუთარი თავის მის გარეშე, ვინც გიყვარს და სიცოცხლეც მხოლოდ იმ ადამიანის გამო გიხარია, რომელიც ყოველ დილით გაიძულებს დაიწყო დღე ღიმილით და გიხაროდეს ყოველი წამი. სიყვარულია როცა შეგიძლია საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირო საყვარელ ადამიანს. სიყვარული თავგანწირვაა და არ არსებობს რამე უფრო სასიამოვნო დედამიწის ზურგზე, ვიდრე საყვარელი ადამიანისთვის თავის გაწირვა. სიყვარული - ჰარმონია და ეიფორიაა - ერთდროულად! უნდა შეძლო, დაინახო და შეიგრძნო იგი სადღაც, საკუთარი ქვეცნობიერის სიღრმეში. სიყვარულია, როცა თავად კი არ გსურს იყო ბედნიერი, არამედ ბედნიერი გახადო სხვა ადამიანი. ეს არ არის ბრმა თაყვანისცემა - დაფასება და მისი სწორად შეფასების უნარია. სიყვარული გაცნობიერებაა, რომ შენს გვერდით დგას არა უნაკლოება, არამედ ცოცხალი, ხორცშესხმული ადამიანი და მიიღო იგი ყველა თავისი შესაძლო ნაკლოვანებებით. სიყვარულია, როცა გსურს არა საყვარელი ადამიანის ხშირად ნახვა, არამედ მასთან ერთად ცხოვრება. სიყვარული არ არის დღევანდელობა, იგი ერთობლივი მომავლის განჭვრეტის სურვილია. შეყვარებული ადამიანი არ შეიძლება იყოს მრისხანე და არამიმტევებელი. იგი ლმობიერია, ლმობიერება წარმოშობს პატიებას და პატიება სწორედ ის კარებია, რომლის უკანაც ცხოვრობს სიყვარული. - მთელი გრძნობებით ვლაპარაკობდი და იოანას თვალს არ ვაცილებდი. ქალის სახით უამრავი რამის თქმა შემეძლო მის შესახებ. ჩემი მონათხრობით გაოცებული იყო.
-გასაოცარია.. - თქვა მან.
-ასეთ რამეს გრძნობდით თემოს მიმართ?
-დაახლოებით...
-ანუ გიყვარდათ.
-მიყვარდა..
-თქვენი საქმიანობა გიყვართ?
-ამას ლუკასთვის უფრო ვაკეთებ.
-მესაუბრეთ თქვენს შვილზე.
-ლუკა ძალიან ჭკვიანია, მეორე კლასშია და ადვილად სწავლობს. ყოველთვის მიჯერებს, მაგრამ იმაზე დარდობს, რომ მამიკო არ ჰყავს, ხოლო მის კლასელებს ჰყავთ. ფეხბურთი უყვარს, მაგრამ ვერ დამყავს, ვერ გავწვდები ჩემი ფინანსებით. მხიარული და პოზიტიური ბავშვია. არასდროს იქცევა ცუდად. ისეთი შვილია ყველა რომ ინატრებდა.
-ძალიან კარგი. თქვენი მთავარი პრობლემა შინაგანი თავისუფლებაა, რომელიც არ გაგაჩნიათ. იმისათვის რომ მოიპოვოთ შინაგანი თავისუფლება, მნიშვნელოვანია ისწავლოთ როგორ გამოხატოთ თავისუფლად თქვენი გრძნობები და ემოციები. ნუ შეგრცხვებათ გაიცინოთ, თუ მხიარულ განწყობაზე ხართ. მიეცით თავს გაბრაზების უფლება მაშინ, როცა ამის საფუძველი გაგაჩნიათ და ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ ისე არ გაგიგებენ როგორც საჭიროა. მეგობრები გყავთ?
-არა..
-რატო?
-არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ მეშინია.
-რისი გეშინიათ?
-იმის, რომ ისინი მიმატოვებენ. ყველამ მიმატოვა და მეშინია რომ სხვებიც მიმატოვებენ.
-თქვენ აზვიადებთ მოწინააღმდეგის ძალას და აკნინებთ საკუთარ შესაძლებლობებს. შეეცადეთ გადალახოთ შიში. დაუმეგობრდით ვინმეს და დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი არაა.
-დანაშაულის გრძნობა მაქვს.
-ვის მიმართ?
-ჩემი შვილის. ასე მგონია, რომ რადგან მამამ მიატოვა, ჩემი ბრალია..
-ეს ძალიან მნიშვნელოვანი გრძნობაა. თუ ვერ უმკლავდებით საკუთარი დანაშაულის გრძნობას, რომელიც განუწყვეტლივ იზრდება რაოდენობაში, მაშინ შესაძლოა იგი უმძიმეს ბორკილად გადაგექცეთ, რომლის ზიდვა ძალიან გაგიჭირდებათ. თქვენ და მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ პირველ რიგში საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარი. ბევრისთვის ცნება ”საკუთარი თავის სიყვარული” რთული, გაუგებარი და მიუღებელია, მაგრამ თქვენთვის რეალიზებადი გახადეთ ცნება ”იზრუნეთ საკუთარ თავზე”, ან ”იმეგობრეთ საკუთარ თავთან”. დროგამოშვებით იხუმრეთ საკუთარ თავზე, იუმორი საუკეთესო წამალია გაჭირვებიდან და სულელური მდგომარეობიდან თავის დასაღწევად. ის თქვენი საუკეთესო თანამზრახველი იქნება და დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ დანაშაულის გრძნობას. გახსოვდეთ, რომ გრძნობები თავისას ითხოვენ, ისინი გადახარშვას საჭიროებენ, ამიტომ ყოველთვის დაუთმეთ მათ ცოტაოდენი დრო და ყურადღება. იცოდეთ, რომ ეს სრულიად არაა თქვენი ბრალი.
-არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ.
-არაა საჭირო.
-ახლა უნდა წავიდე. რამდენია გადასახდელი?
-არა! არაფერი, როგორ გეკადრებათ. უფასო კონსულტაცია იყო. - გავუღიმე მას. მანაც გამიღიმა. - კიდევ გნახავთ? - ვკითხე მე.
-კი. -მიპასუხა და წავიდა.
____________________________________________________
მეგობრებო ძალიან გთხოვთ დააკომენტარეთ და შემიფასეთ, დაწერეთ რასაც ფიქრობთ გულწრფელად <3скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი natali

Momewona dzalian. veli 2 tavs

 



№2 სტუმარი მოცინარი

აშკარად წინსვლა იყო ეს თავი. წინასთან შედარებით ბევრად უფრო კარგი ნაწერი იყო. წარმატებები <3

 



№3  offline წევრი ლიდია

მოცინარი
აშკარად წინსვლა იყო ეს თავი. წინასთან შედარებით ბევრად უფრო კარგი ნაწერი იყო. წარმატებები <3

დიდი მადლობა <3

სტუმარი natali
Momewona dzalian. veli 2 tavs

მადლობაა <3

 



№4 სტუმარი სტუმარი Vaxo

Magariaa yochaag

 



№5  offline წევრი ლიდია

სტუმარი Vaxo
Magariaa yochaag

მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent