შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქოთერაპია (თავი 2)


14-10-2017, 18:45
ავტორი ლიდია
ნანახია 226

ფსიქოთერაპია (თავი 2)

მთელი დღის განმავლობაში მიჭირდა საქმეზე კონცენტრირება, რადგან სულ იოანაზე ვფიქრობდი. მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელად მესაუბრა და მომიყვა მისი ისტორია, მგონია, რომ რაღაცას ბოლომდე არ ამბობდა. რაღაც აწუხებს, რასაც არ იძახის. მართლაც მზის სხივია... მნათობი და თბილი.
შეიძლება ბევრმა გამაკრიტიკოს, რადგან შვილიანი ქალი მიყვარდება. ყოველ წამს, უფრო და უფრო მიყვარდება. ვგრძნობ, რომ ძალიან მინდა, რომ სულ ჩემთან იყოს და უსასრულოდ ვისაუბროთ..
საქმე იმაშია, რომ მე არ მაინტერესებს საზოგადოების აზრი. ყოველთვის ჩემი გამაქვს. რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ, რასაც მინდა იმას ვაკეთებ. შეიძლება სწორედ ამიტომ ვარ ფსიქოლოგი, ან იმიტომ, რომ მშობლების სიკვდილისგან მიღებულ ტრამვას ამ საქმიანობით ვფარავ. მაშინ 19 წლის ვიყავი,მეც მანქანაში ვიჯექი, მამამ გადამარჩინა, ხოლო თავად მოკვდა... 2 წელი თავად დავდიოდი ფსიქოლოგთან, თითქმის ყოველდღე. ღამე კოშმარები მესიზმრებოდა და ყვირილით, გაოფლილი ვიღვიძებდი. შიზოფრენიაც კი მქონდა. შემდეგ საკუთარ თავს იმას ვუმეორებდი, რომ ძლიერი ვარ, თავს ძალა დავატანე და წელში გავიმართე.
ოჯახზე არასდროს მიფიქრია. მყოლია შეყვარებულები, მაგრამ ცოლის მოყვანა არასდროს მდომებია. არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ დამოუკიდებლობას ვარ მიჩვეული, ან იმიტომ, რომ ის ერთადერთი არ გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში. ახლა რომ ვუფიქრდები, ვხვდები, რომ ანეტა მხოლოდ გატაცება იყო. მიყვარდა? მართლა მიყვარდა, მაგრამ არა საკმარისად.
სახლში შესვლისთანავე ვჭამე. იმდენი, სანამ მუცელი ამტკივდებოდა. ლოგინში შევწექი და თვალების დახუჭვისთანავე, იოანა დამიდგა თვალწინ. მალევე ჩამეძინა და საოცრად უცნაური სიზმარი ვნახე, რომელიც არ მესიამოვნა.
ჩემს ოფისში ვიყავი, ვმუშაობდი. წინ იოანა მეჯდა. მოვიდა და მაკოცა, თან ყურში ჩამჩურჩულა: „წამო, სალათი გაგიკეთე“. გამეცინა. სახლში წავედით და სალათი შევჭამეთ. უცბად გამოსახულება შეიცვალა და ავარიის სცენა ვნახე. მეც იქ ვიყავი, დედასთან და მამასთან ერთად, მანქანაში ვიჯექი. დავინახე, როგორ შეგვეჯახა უზარმაზარი ტრაილერი, როგორ გადამარჩინა მამამ, ხოლო თვითონ,დედასთან ერთად, მოკვდა. გამოსახულება კიდევ შეიცვალა,ისევ იოანა დავინახე. შუა ქუჩაში, ძირს იჯდა, ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა და ტიროდა. იოანა კვდებოდა. მისკენ წასვლა მინდოდა, მინდოდა მისკენ ნაბიჯი გადამედგა, მაგრამ ვერ ვმოძრაობდი, ერთ ადგილას მიჯაჭვული ვიდექი, ფეხს ვერ ვდგავდი, ვყვროდი და ჩემი ხმა არ ისმოდა. ნელ-ნელა გამოსახულება გაქრა და ყვირილით გამეღვიძა.
ცრემლები მქონდა შემშრალი სახეზე. ასე არასდროს შემშინებია. ვიცოდი სიზმრების ახსნა, ესეც ფსიქოლოგიის „სფეროა“.
თუ გესიზმრათ, რომ სალათს მიირთმევთ, ეს ახლობლის ავადმყოფობას ნიშნავს. ზოგჯერ ეს სიზმარი ჩხუბსაც მოასწავებს.თუკი თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანის სიკვდილი გესიზმრებათ, ეს ნიშნავს რომ მის სიკვდილთან შეგუება არ გსურთ, ვერ იღებთ ამ ფაქტს. თუ სიზმარში მომაკვდავს ხედავთ, განშორებასა და მწუხარებას ნიშნავს. სიზმარში თქვენი მეგობრის ან ნათესავის სიკვდილის ცნობა მასზე ცუდი ამბის გაგებას ნიშნავს. სიზმარში სისხლდენის ნახვა მიმანიშნებელია ვიღაცის ავადმყოფობისა, ან სულაც, უბედური შემთხვევით გამოწვეული სიკვდილისა. შესაძლოა, იყოს ბოროტი ხმების ან უბედურების მაუწყებელი.
საშინელი კოშმარი იყო. 5 წუთის შემდეგ ლოგინზე ვიჯექი და ერთ ადგილს მივშტერებოდი. სიზმრების ყოველთვის მჯერა, მაგრამ ახლა ის მომენტია, როცა არ მინდა, რომ დავიჯერო. ვეღარ დავიძინე, ავდექი და გარეთ გავედი, ვირბინე და გული გადავაყოლე. სახლში დაბრუნებისას შხაპი მივიღე. გული არ მიწევდა სამსახურისკენ, თითქოს იქ რაღაც ცუდი მელოდა, მაგრამ მაინც წავედი.
მთელი გზა დასტრესილი ვიყავი. კლიენტებსაც იშვიათად ვუსმენდი, მაგრამ მაშინ როდესაც ჩემი კარის ზღურბლზე იოანა დავინახე, გამოვფხიზლდი. შემდეგ ისევ გამახსენდა სიზმარი და ისევ მოვიღუშე იოანას დღეს ჯინსის შარვალი და მწვანე ჯემპრი ეცვა, მაკიაჟი არ ესვა და თმები ჩაეწნა. მწვანე ჩანთა, რომელიც მხარზე ჰქონდა გადაკიდებული, იქვე ძირს დადო და თვითონ ჩამოჯდა.
-გამარჯობა. - ვუთხარი ღიმილით.
-გამარჯობა.
-როგორ ჩანს, მოხვედით.
-კი, მოვედი. ძალიან გთხოვ შენობით მელაპარაკე, თორემ თავი ბებერი ქალი მგონია.
-კარგი, როგორც გინდა.
-მინდა გითხრა, რომ ძალიან დამეხმარე. მივხვდი, რომ ჩემი თავი უნდა მიყვარდეს და შინაგანი თავისუფლება ვიპოვო. შენთან ლაპარაკი კიდე მინდა.
-ნებისმიერ დროს მცალია შენთვის იოანა, როცა გინდა, მოდი. მე აქ ვარ.
-მადლობა..
-რაღაც მინდა გკითხო. ჯანმრთელობის მხრივ რა ხდება? - შევამჩნიე როგორ გადაურბინა რაღაც, პატარა სხივმა იოანას სახეზე, თითქოს გაოგნდაო. არ შეიმჩნია, მაგრამ ეს მე არ გამომპარვია. ლაღად გამცა პასუხი:
-ყველაფერი კარგადაა, შვილიც ჯანმრთელია და, - ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა, თვალები დახუჭა და ისე თქვა, - მეც ჯანმრთელი ვარ. რატო მკითხე?
-უბრალოდ მაინტერესებდა.. - სიზმარზე არაფერი მოვუყევი, არ მინდოდა განერვიულებულიყო. - რაიმე უცნაურ სიზმრებს ხომ არ ხედავთ?
-კი, მუდმივად. სულ ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრება..
-მომიყევი.
-სიზმარში, ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს რეალურია, ზედმეტად რეალური. ჩემს წინ, მოშორებით, ზურგით კაცი დგას, მინდა მისკენ წავიდე, მაგრამ ვერ ვინძრევი, ბოლო ხმაზე მინდა დავიყვირო: „მიყვარხარ,არ დამტოვო“, მაგრამ, ჩემი ხმა არ ისმის. მერე ცხვირიდან მეწყება სისხლდენა და ყვირილით მეღვიძება. გამუდმებით ეს სიზმარი მესიზმრება, უკვე ერთი კვირაა.
-საინტერესოა... - ვთქვი მე. გული იმდენად ცუდს მიგრძნობდა და იმდენად დავმძიმდი, რომ სკამზე ჩამოვჯექი და წყალი დავლიე.
-რაა?!
-არაფერი. იცით რა არის სიზმარი?
-სიზმარი ძალიან ინდივიდუალურია და ყველა ადამიანს ესიზმრება სიზმარი. კითხვას ვერ მიგიხვდი, რა უნდა იყოს სიზმარი, თუ არა ილუზია?
-ადამიანი ცხოვრების 70 წლის მანძილზე 13 წელს ლაპარაკში, 6 წელს ჭამაში, ხოლო 23 წელს ძილში ატარებს. ძალიან ცუდია როდესაც ხედავ სიზმარს სადაც მთლიანად შეცვლილია შენი ცხოვრება, ისეთია ალბათ როგორზეც ოცნებობ და უცებ გამოფხიზლდები და მიხვდები რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ილუზიაა... სიზმარს მხოლოდ ვიზუალური მხარე ახასიათებს. იგი არ მოიცავს სუნს და გემოს, ან შავთეთრია, ან ფერადი. ხშირად სიზმარი მეორდება. შეიძლება დაგესიზმროს, რომ დაფრინავ, ეცემი, მახეში ხარ გაბმული, ხვდები მეგობრებს უცნაურ ადგილას ან თუნდაც უცხოებს ნაცნობ ადგილას. ზოგ სიზმარში ისეთ სიტუაციაში ხარ, გაქცევა გინდა და ვერ გარბიხარ, არაფერი გამოგდის… მიჩნეულია, რომ ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ 5 სიზმარს ხედავს. სიზმრის ერთ-ერთი ახსნის მიხედვით მისტიკური მოვლენაა, რომ ძილის დროს ადამიანს შეუძლია სხვადსახვა დროში, ადგილსა და განზომილებაში გადავიდეს. უძველეს შეხედულებათა მიხედვით, სიზმარი უმაღლეს ძალათა ზემოქმედების შედეგია, ამიტომ იგი ყოველთვის რაიმე აზრს შეიცავს, რომელიც ჩვენს მომავალს ეხებს და ნეთელს ჰფენს მას. საჭიროა მხოლოდ ამ აზრის წვდომა. უამრავი აზრი არსებობს სიზმართან დაკავშირებით. ჩემი აზრი კი ისაა, რომ სიზმარი ადამიანს აფრთხილებს, იმის შესახებ რაც შეიძლება ახლო მომავალში მოხდეს.
-გასაგებია.. ანუ, უნდა ვინერვიულო?
-არ ვიცი. მაგრამ, არამგონია ეგ სიზმარი შენს ნერვიულობად ღირდეს.- არ მინდოდა რომ იოანა დასტრესილიყო, ასე რომ ვამჯობინე ენაზე კბილი დამეჭირა.
-დღეს ლუკამ მითხრა, რომ ვუყვარვარ. - თქვა იოანამ და თვალები გაუბრწყინდა.
-ლოგიკურია, შენნაირი ადამიანი ვის არ უნდა უყვარდეს, მით უმეტეს შვილს. - იოანა ჭარხალივით წამოწითლდა. უცბად სახე შეეცვალა, მოიღუშა, ადგა და თქვა:
-ბოდიში, არ შემიძლია აქ ყოფნა. უნდა წავიდე.
-იოანა, რა გჭირს?
-არაფერი..
-იოანა.. ცხვირი..
-რაა?
-იოანა ცხვირიდან სისხლი მოგდის. - გული შემეკუმშა.
-არაფერია.. - თქვა მან, ძირს დადებული ხელჩანთა აიღო და კაბინეტიდან გაიქცა. გავეკიდე, მაგრამ გამასწრო.
კაბინეტში დავბრუნდი და დღიური დავინახე, რომელიც იქ ეგდო, სადაც რამდენიმე წუთის წინ იოანას ხელჩანთა იდო. ავიღე და გადავშალე, იოანას დღიური იყო. ყველანაირად ვეწინააღმდეგებოდი წაკითხვის სურვილს, მაგრამ ვერ შევძელი. წაკითხვა დავიწყე:
„2017 წლის 11 ოქტომბერი, დღეს გავიგე, რომ მესამე სტადიის ლეიკემია მაქვს. რამდენიმე დღის განმავლობაში ცხვირიდან სისხლი მომდიოდა, სისუსტეს ვგრძნობდი, ექიმთან წავედი და დიაგნოზი დამისვეს. მკურნალობაზე უარი ვთქვი, თმები გამცვივდება, დავმახინჯდები და შვილს ვეღარ მოვუვლი ფიზიკურად. ფულიც არ მაქვს. მითხრეს 6-8 თვე დაგრჩაო.. აქ არის ჩამონათვალი, რა მინდა გავაკეთო სანამ მოვკვდები:
1)მინდა ვიპოვო მეორე ნახევარი, რომელსაც უზომოდ ვეყვარები.
2)მინდა ლუკა ფეხბურთზე შევიყვანო.
3)მინდა ვუპოვო ლუკას კარგი მეურვე, რომელიც სითბოს არ მოაკლებს.
4)მინდა გავიჩინო მეგობრები.
5)მინდა დავთვრე მეგობრებთან ერთად.
6)მინდა ვიმოგზაურო პარიზში.
7)მინდა „ ვიცხოვრო“ და შემდეგ მოვკვდე.
8)მინდა მშობლები შემირიგდნენ.
9)მინდა დავწერო წიგნი.
10)მინდა ეიფელის კოშკის ქვეშ ვიცეკვო.
11)მინდა ვიღაცამ გულწრფელი ღიმილით მიყუროს.
12)მინდა საკუთარი დაწერილი წიგნი დავბეჭდო და გავყიდო. მოგროვებული ფულით გაჭირვებულებს დავეხმარო.
არამგონია აქედან ყველაფერი ავისრულო.. მაგრამ ვეცდები, სანამ მოვკვდები, მინდა რომ რაღაც მაინც გავაკეთო“.
არ მინდოდა მეტირა, კაცები ხომ არ ტირიან. მაგრამ ახლა ისე ვტიროდი, როგორც არასდროს. იქვე, ძირს დავჯექი, იოანას დღიური გულში ჩავიკარი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. გული ათას ნაწილად მქონდა დაშლილი, არა მარტო გული, მთელი სხეული. შოკში ვიყავი, უბრალოდ არ მჯეროდა, არ მინდოდა დამეჯერებინა ის რომ იოანა კვდებოდა... თვალები დავხუჭე და მუხლები მკერდთან მივიტანე. ასე ვიჯექი კარგა ხანს. უცბად ოთახში იოანა შემოვარდა, თვალები მრისხანებისგან უელავდა, ძირს მომტირალი რომ დამინახა, თვითონაც ატირდა და ლაპარაკი დაიწყო:
-არა! არა! არ უნდა წაგეკითხა! ღმერთო, არა!! - მისი ტირილი უარესად მხდიდა, ავდექი და მას მივუახლოვდი.
-არ მომეკარო! - თქვა მან, - ვიცი, მიმატოვებ, შენც მიმატოვებ... შენც მიმატოვებ, ისევ მარტო დავრჩები! - მოწყვეტით დაჯდა ძირს.
-არ მიგატოვებ იოანა..
-მიმატოვებ.. მიმატოვებ.. მიმატოვებ.. მიმატოვებ.. - უსასრულოდ იმეორებდა. მასთან ჩავიმუხლე, ხელი მხარზე დავადე.
-ნუ ნერვიულობ იოანა. იოანა შემომხედე, არ მიგატოვებ.. - ლაპარაკი შეწყვიტა და ცრემლიანი თვალები შემომანათა.
-რატო არ მითხარი?! - ვკითხე მე.
-მეგონა მიმატოვებდი. ყველა მტოვებს... ვის რაში უნდა ლეიკემიით დაავადებული ზედმეტი ტვირთი, რომელსაც სურვილები აქვს სიკვდილამდე ასასრულებელი..
-არ მიგატოვებ. დაგეხმარები. იმკურნალებ, თანხას მე გადავიხდი, ყველაფერს დაგიფარავ, სულ რომ გავწყდე..
-არა ანდრე არა!
-ანდრეა.... - არ მაცალა იმის თქმა, რომ ანდრეა მერქვა და არა ანდრე.
-ვიცი. ვიცი.. მე ასე მომწონს, ანდრე! ანდრე არ მინდა მკურნალობა, გამოვიფიტები.. შეიძლება უფრო მალე მოვკვდე, მინდა სიცოცხლის ბოლო თვეები ბედნიერად გავატარო..მინდა ვიცხოვრო. მიმატოვებ ანდრე?
-არა იოანა არა!! არ მიგატოვებ. იცი რა მომდის როდესაც გხედავ? თავბრუ მეხვევა, იმდენად ლამაზი ხარ გული გაორმაგებულად მიძგერს. თმის ღერებიდან ფეხის ფრჩხილებამდე კანკალი მიტანს..
-ბოდიში.. წავალ. წავალ,გესმის? აღარასდროს მოვალ თუ ასე გინდა.
-ბოდიშს რატო მიხდი? აღარაფერი თქვა. - იოანას მკლავში ხელი მოვკიდე და მთელი ძალით ჩავიკარი გულში. იმდენად ტანდაბალი იყო, გულამდე მწვდებოდა. სულ დაასველა ჩემი მკერდი ცრემლებით, მაგრამ ეს ვის ადარდებდა.
-არ დამტოვო ანდრე. - იმეორებდა გამუდმებით.
-არ დაგტოვებ. - ვუმეორებდი მეც.
კარგა ხანს ვიყავით, ასე ჩახუტებულები. მე მას თმებზე ვეფერებოდი და თავზე ვკოცნიდი. მთელი სხეულით კანკალებდა ისე ეშინოდა. პირველად ვიგრძენი ვიღაცის მიმართ მზრუნველური დამოკიდებულება. არ ვაპირებდი მის მიტოვებას, ბოლომდე მასთან ვიქნებოდი, რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო ეს.
-ანდრე..
-გისმენ იოანა.. - ისე ვუპასუხე არ მომიშორებია, კვლავ გულში მყავდა ჩაკრული.
-კიდევ მითხარი რა არის სიყვარული..
-სიყვარულის განმარტება რომ არსებობდეს, ანუ ზუსტად რომ ვიცოდე, რას ნიშნავს ეს გრძნობა, რა ეტაპები უნდა გავიარო იმისთვის, რომ სრულყოფილ სიყვარულამდე მივიდე, მაშინ ყველაფერი ადვილი იქნებოდა.
-ანდრე, მელაპარაკე სიყვარულზე. გთხოვ ანდრე.
-სიყვარული ფართე ცნებაა, რომელიც ყველას თავისებურად ესმის. სიყვარული პირობაა. სიყვარული სუვენირია, ერთხელ რომ აჩუქებ არასდროს ავიწყდება. ამ სამყაროში ერთადერთი ბედნიერება სიყვარულია. სიყვარული ემოციონალური მდგომარეობაა, ემოცია კი ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი მდგომარეობაა. შენ რას იტყვი იოანა?
-9 პლანეტა არსებობს, 204 ქვეყანა, 809 კუნძული, 7 ზღვა და მე შენ შეგხვდი. აი რა არის სიყვარული.
გული გამითბო მისმა სიტყვებმა, უფრო ძლიერად ჩავიკარი გულში, თავი მის კისერში ჩავრგე და ვუთხარი:
-მე შენ მიყვარხარ იოანა.. - იოანამ თავი ამაწევინა, თვალებში შემომხედა და მითხრა:
-მეც მიყვარხარ ანდრე. - და მაკოცა, - იცი, მგონი ერთი სურვილი უკვე ავისრულე.
-რომელი სურვილი?
-მეორე ნახევარი ვიპოვე.
შემდეგ ის წავიდა, ლუკას სკოლიდან გამოსაყვანად. ჩემს სავარძელში ჩავჯექი და მეოცნებე თინეიჯერი გოგონასავით დავიწყე იოანას ფოტოების თვალიერება კომპიუტერში. თვალები მიბრწყინავდა, ჩემზე ბედნიერი და ამავდროულად უბედური კაცი დედამიწის ზურგზე არ არსებობდა. ბექას და ერეკლეს დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩემთან სახლში მოსულიყვნენ, ბევრი სასმლით, რადგან რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მეთქვა.
-რა უნდა მომხდარიყო ახლა შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი. ხელფასი აიღე? - დამცინა ბექამ.
-მე ხელფასს მაინც ვიღებ, შენ კიდე მშობლების ხარჯზე ცხოვრობ.
-ძალიან მიყვარს თქვენი კინკლაობის მოსმენა. - აგვყვა ერეკლეც. ყოველთვის ასე იყო, მე და ბექა ვკბენდით ერთმანეთს და ერეკლე კვდებოდა სიცილით. მაგიდას მივუსხედით. ტრადიციულად შებოლილი თევზი და ლუდი გვქონდა.
-აბა, ახლა გვეტყვი თუ არა?
-შეყვარებული ვარ..
-რაოო?! - შეიცხადა ერეკლემ
-ვინაა ძალიან მაინტერესებს, ის საცოდავი შენს ხელში.. - თქვა ბექამ.
-იოანა ჰქვია.
-ლამაზია? - იკითხა ერეკლემ.
-ულამაზი, უნაზესი და უმშვენიერესი. მზის სხივია. რომ იღიმის თავი ღრუბლებში მქონია. ხორცშესხმული სილამაზეა...
-მართლა შეყვარებული ყოფილხარ.. -თქვა ბექამ.
-ხო ასეა..
-ეჰ, მეც მინდა შეყვარებული რაა.. -ამოიოხრა ერეკლემ.
-შენ ვინ შეგიყვარებს. - დასცინა ბექამ.
-ახლა არ მაცემინო შენი თავი თორე...
-რაო დათომ, დაანება იზის თავი? - ვკითხე ბექას.
-კი. როგორც ჩანს აღარ აწუხებს. იზი გამიბრაზდა, თურმე ჩალურჯებული მისულა უნივერსიტეტში. ახლა აღარცერთი ბიჭი მეკარებაო. მე ვუთხარი მაგას რა ჯობიათქო. სახლში გაბუსხული დადის.
-ძალიან კარგი. ისე არ დაუშალო სიყვარული, ახალგაზრდაა..
-ვინ უშლის მერე.. უბრალოდ ყველა ბიჭი კარგი ხომ არ არის. ძმა იმისთვის ყავს, რომ დავიცვა.
-ევა როგორაა? - ახლა ერეკლეს და მოვიკითხე.
-თინეიჯერულ დეპრესიაში. მუწუკები ამოუვიდა და პანიკაშია.
-ეგ არაფერი.. ჯერ სად ხარ. შეყვარებული არ ჰყავს?
-აუ არ ვიცი. მთელი დღეები მესიჯობს და ვერაფრით ვათქმევინე ვის წერს. ისე მოგვიყევი იოანაზე.
-შვილი ჰყავს.. 6 წლის ლუკა..
-რაო?! ღმერთო გაგიჟდებიან ლამარა და მარინა. - თქვა ბექამ.
-ხოიცი ძმაო, რომ მე არ ვუსმენ სხვებს. 24 წლის გოგოა, შეცდომა დაუშვა. პატიოსანია, მერწმუნე, თან...
-რა თან? - იკითხა ერეკლემ.
-ლეიკემია აქვს...
-რა თქვი? - იკითხა ბექამ.
-მესამე სტადიის ლეიკემია აქვს და არ აპირებს მკურნალობს. რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩენია..
-ღმერთო.. - ამოიოხრა ორივემ ერთად.
-მერე რას აპირებ? არ გინდა თანხა შენ გადაუხადო?
-შევთავაზე და არაო. მინდა ვიცხოვრო სანამ მოვკვდებიო. ვეცდები დავარწმუნო, თუ არადა სიცოცხლის ბოლო თვეებს საუკეთესოდ გავატარებინებ...
ბიჭები გვიან წავიდნენ. ღამე თვალი არ მომიხუჭავს, ვფიქრობდი, რომ როგორმე უნდა დამერწმუნებინა იოანა, რომ ემკურნალა. ვერ გავუძლებდი მის სიკვდილს. ისედაც ბევრი რამ გადავიტანე.. მის დაკარგვას ვეღარ ავიტანდი.
დილით კარგ გუნებაზე გამეღვიძა, რადგან ვიცოდი, იოანას ვნახავდი. სამსახურში ღიღინით წავედი, არ ვიხსენებდი იმ ფაქტს რომ იოანა ავად იყო. შუადღისას ის მოვიდა. მწვანე, კლასიკური კაბა ეცვა და თმები გაეშალა. ეს გოგო მაოცებდა. კლასიკურ და ქუჩურ სტილსაც იხდენდა. გამიღიმა, ჩამეხუტა და კუთვნილ ადგილას ჩამოჯდა.
-იოანა ლაპარაკი მინდოდა..
-ხო, გისმენ. - შევამჩნიე როგორ დაძაბა მთელი სხეული.
-იმკურნალე. თანხას მე გადაგიხსი გესმის? ყველაფერს დავფარავ..
-ამაზე ლაპარაკს თუ აპირებ წავალ.
-გთხოვ იოანა, ვერ ავიტან შენს დაკარგვას...
-უკვე ვთქვი რომ არ მინდა ქიმიოთერაპიების ჩატარება, მაინც არ გამოვკეთდები, მთელი ცხოვრება უნდა დავიტანჯო. მირჩევნია ბოლო თვეები კარგად გავატარო.
-კარგი, როგორც გინდა. ლუკას როდის გამაცნობ?
-დღეს ერთად გამოვიყვანოთ სკოლიდან არ გინდა?
-კი, დიდი სიამოვნებით! მეშინია, რომ არ მოვეწონო?
-ლუკა კარგი ბავშვია. აუცილებლად მოეწონები.ფეხბურთზე ელაპარაკე და აღარც მოგშორდება.
-კარგი.
სკოლიდან ლუკა გამოვიყვანეთ. ძალიან საყვარელი ბავშვი იყო, იოანას თვალები და ღიმილი ჰქონდა. ფეხბურთზე ველაპარაკებოდი და ისიც კისკისებდა.
-შენ ჩემი მამიკო ხარ? - მკითხა მოულოდნელად. დავიბენი და იოანას შევხედე.
-არა ლუკა. ეს შენი მამიკო არ არის. - თქვა მან.
-თუ გინდა შენი მამიკოც გავხდები. - მივუგე ბავშვს.
-კი! მინდა! რა მაგარია, ახლა მამიკოც მყავს! - ბავშვი ჩამეხუტა და გული სითბოთი ამევსო.
-არ გინდა ბურგერები ვჭამოთ? - ვკითხე მას, ენერგიულად დამიქნია თავი და მაკდონალდში წავედით. ბურგერები მივირთვით.
-ლუკა, გინდა ფეხბურთზე იარო? - ვკითხე მას.
-კი!
-მე გატარებ კარგი?
-კი!
-არა ანდრე არ გინდა. არ შეწუხდე გთხოვ.. - დაიწყო იოანამ.
-რა შეწუხებაა? ხოიცი შენი ყველა სურვილი უნდა აგისრულო. უკვე ორი უნდა გადახაზო. 10 დარჩა. - ლოყაზე ვაკოცე იოანას.
-რა სურვილები? - იკითხა ლუკამ. როგორც ჩანს არაფერი იცოდა.. ან რა უნდა ცოდნოდა, ის მხოლოდ 6 წლისაა.
-არაფერი დე.
-უბრალოდ შენს დედიკოს ძალიან უნდოდა, რომ ფეხბურთზე გევლო..
მთელი საღამო ერთად გავატარეთ.. მაშინ როდესაც ლუკა და იოანა სახლის კარამდე მივიყვანე, იოანას ყურში ჩავჩურჩულე:
-მესამე სურვილიც აგისრულდა იოანა, ლუკას თბილი მეურვე უპოვე. - არაფერი უთქვამს, გაიღიმა და სახლში შევიდა. მეც ჩემი სახლისკენ წავედი. ათასგვარი ემოციისგან ვიყავი დატვირთული. არ ვიცოდი კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი, თუ ცუდზე. ხვალ იოანას მეოთხე და მეხუთე სურვილებს ავუსრულებ. ბექა, ერეკლე, ევა და იზი უნდა გავაცნო... პარიზშიც წავიყვან! განა არ წავიყვან? ეიფელის ქვეშაც ვიცეკვებთ! მაგრამ ჯერ მშობლებს უნდა შევარიგო როგორმე, რომ მშობლებთან დავტოვოთ ლუკა და ჩვენ პარიზში წავიდეთ. წიგნის დაწერა, დაბეჭვდაშიც დავეხმარები! ყველანაირად ვეცდები რომ სიკვდილამდე „იცხოვროს“.


________
რას იტყვით? <3скачать dle 11.3




№1 სტუმარი მოცინარი

კარგია და რატო არ აგრძელებ ?! !

 



№2  offline წევრი ლიდია

მოცინარი
კარგია და რატო არ აგრძელებ ?! !

მუზა აღარ მაქვს:// მაგრამ წერის პროცესშია და დღეს თუ არა ხვალ დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent