შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ამას დავამარცხებ 3


15-10-2017, 13:42
ავტორი Paw777
ნანახია 190

მე ამას დავამარცხებ 3

ჩვეულებრივ რეჟიმში განვაგრძე მუშაობა.დღე დღეს ენაცვლებოდა ღამე ღამეს.ჩემში არსებული შიში კი უფრო და უფრო მძაფრდებოდა.ასე გავიდა ორი თვე.ამ მკურნალობასთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაცია მოვიძიე რაც შეიძლებოდა.
ექიმმა კონსულტაცუაზე დამიბარა.20 დღიან უმკაცრესი დიეტა დამინიშნა.ექიმის ახსნით წინასწარ ამზადებდნენ ორგანიზმს მკურნალობის დასაწყებად.დიეტა იყო უსაშინლესი.მაგრამ აღარაფერზე აღარ ვფიქრობდი.ერთი სული მქონდა დამეწყო მკურნალობა.ეს ყველაფერი ჩემს ნერვებზე მოწმედებდა.ძალიან უხეში გავხდი.ჩემი თავს ვეღარ ვცნობდ,მაგრამ ვერაფერს ვცვლიდი.იმდენად დამიპყრო ცუდის მოლოდინმა საკუთარი თავის ხელში აყვანა მიჭირდა.მკურნალობის დაწყების მოლოდინში ლამისაა გული გამიჩერდეს.რაღაც არ მასვენებს.შინაგანად რაღაც არ მასვენებს,თითქოს შინაგანად რაღაც მღრღნის და მაქუცმაცებს.ცხოვრების აზრს მაკარგვინებს.ნეტავ რა მოხდება.გაუძლებს კი ჩემი ორგანიზმი ამ მკურნალობას.უკურეაქცია რომ გამოიწვიოს.მაშინ ჩემს შვილს რა ეშველება.მას ხომ ეხლა ვჭირდები.მამის გარეშე გაზრდილს დედაც რომ გამოეცალოს ხელიდან.ჯერ ხომ ესე პატარაა.ოხ ეს შიში.როგორ დამიპყრო და დამიმონა.უძლური აღმოვჩნდი მის წინაშე,უსუსური.თურქეთის ერთ-ერთ ცნობილ საუკეთესო საავადმყოფოში 1.10.2013 -ში ჩამიტარეს ყველანაირი გამოკვლევები.1 საათიანი ექიმის დარიგება
-მინდა იცოდე რაოდენ რთული მისიის წინაშე დგახარ.არ დაგიმალავ,რომ შენი ჯანმრთელობა ეხლა შენს ხელშია.ამ დღეებში მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული.ჩვენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეგვიძლია შენთვის დახმარების გაწევა.წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შენთან ვერ შემოვალთ.ეს სამი დღე იქნები მარტო ოთახში.ჩვენთან მხოლოდ ტელეფონით კავშირი შეგეძლება.მოსალოდნელია გასიება ყელის არეში,მაგრამ არ უნდა შეგეშინდეს.გაგივლის.ოთახში ყველანაირი საჭირო პრეპარატები იქნება.საჭიროებისდა მიხედვით მე გეტყვი რა როდის როგორ მიიღო.ეცადე ტელეფონთან იყო სულ.დღეში 5 ლიტრი წყალი უნდა დალიო.ეს ყველაზე მნიშვნელოვანია იცოდე.შეუჩერებლად კევი უნდა ღეჭო.ლიმონის ნაჭრები გქონდეს და თუ ვერ შეჭამ ტუჩები დაისველე ხოლნე ლიმნის წვენით.-ასეთი მკაცრი გაფრთხილება და დარიგებები მომცა ექიმმა.
ისევ მარტოდ მაეტო მიწევდა ამ ყველაფერთან შებრძოლება.მზად ვიყავი კი ამისთვის?უცებ საკუთარ თავს ამ კითხვით მივმართე,მაგრამ ამაზე პასუხის გაცემის დრო ნამდვილად აღარ მქონდა.ექიმი სწრაფი ნაბიჯებით გამიძღვა წინ ოთახისკენ.ექთანს ჩააბარა ჩემი თავი და სწრაფადვე გაბრუნდა უკან.
ექთანმა პალატაში შემიყვანა.„ეს რა უბედურებაა“-გავიფიქრე უცებ.საკმაოდ დიდი ოთახი იყო პატარა კარით.კარებში როგორც კი შეხვიდოდი რაღაც კედელი იყო აღმართული.როგორც ექთანმა ამიხსნა ეს კედელი ექთნის დასაცავად იყო აღმართული პაციენტისგან ანუ იმ გამოსხივებისგან რაც ზიანს მიაყენებდა ექთანს.ოთახში მაცივარი,ტელევიზორი,კარადა და ერთი საწოლი იდგა,საწოლს გვერდზე პატარა კომოდი ედგა რომლის უჯრაც სავსე იყო წამლებით.საწოლის მოპირდაპირედ სააბაზანო.საწოლსა და სააბაზანოს შორის კედელზე მიდგმული იყო კარადა.უშველებელი ჭერი ჰქონდა ოთახს.საწოლის გვერდით კედლის ბოლოში გამოჭრილი იყო რამოდენიმე ფანჯარა,საიდანაც ოდნავ აღწევდა დღის სინათლე ოთახში.ეს იყო ის სიმდიდრე რითაც უნდა დავმტკბარიყავი სამიდღე და ღამე.
-მოემზადე.თავისუფალი ტანსაცმელი ჩაიცვი და წამალს შემოგიტან.-მითხრა ექთანმა და გავიდა.
ტანსაცმელები ამოვალაგე.საწოლი მოვამზადე.გამოვიცვალე,მოხერხებულად მოვეწყვე სპორტულებში და მოვემზადე წამლის ანუ რადიოაქტიური იოდის დასალევად.და აი გამოჩნდა ექთანიც.გულის ფანცქალით ველოდი.საგულდაგულოდ შეფუთული ყუთი გამომიწოდა.
-კომოდზე დადე ეს ყუთი და მე რომ გეტყვი მაშინ გახსები.მანამდე ჭიქაში ნახევრამდე წყალი ჩაასხი-ბრძანების კილოთი მითხრა ექთანმა.თვითონ კი კედელს ამოეფარა.-ეხლა გახსენი,შიგ ერთი კაფსულა დევს,იმ კაფსულაში კი წამალი დევს.ის კაფსულა გახსენი და წამალი ხელის გულზე დაიდე ოსე,რომ მე დავინახო.მერე კი დალიე,ცოტა წყალი მიაყოლე.მე ეგრევე გავალ.მე როგორც კი გავალ ის ყუთი კარის უკან მოათავსე და მეტჯერ აღარ შეახო ხელი- დამარიგა მან.დაკვირვებით შევუდექი მის მიერ მოცემული დავალების შესრულებას.წამალი როგორც კი გადავყლაპე ეგრევე გავიდა კარებში,გაიხურა კარი და იქედან გამომძახა
-კარებს მხოლოდ საჭმლის ასაღებად გაათებ.დაიმახსოვრე.რამოდენიმე საათი არაფერი არ ჭამო და არ დალიო.თუ რამე ექიმს დაურეკე.წარმატებები.
ვერაფერს ვგრძნობდი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდისამი დღე როგორ უნდა გამეძლო აქ.ფანჯარაც კი არ იყო გარეთ რომ გამეხედა.სრული პატიმრობა.წიგნები მიმქონდა.წამოვწექი და ვეცადე წამეკითხა,მაგრამ გული ვერ დავუდე.ტელევიზორი ჩავრთე,მაააც ვერ ვუყურე.რაღაც მოუსვენრობა დამმართნოდა.ავდექი,გავიარ-გამოვიარე.ისევ დავწექი.დაძინება ვცადე,ეგეც ვერ მოვახერხე.
ფიქრები მომეძალა.წარსული,აწმყო,მომავალი ერთმანეთში გადაიხლართა.შიშის გრძნობას იმდენად დაეპყრო ჩემი სული და სხეული,რომ ფიქრსაც ვერ ვახერხებდი.სულ რაღაც ცუდია მოლოდინში ვიყავი.ვგრძნობდი ეს შიში როგორ ძლიერდებოდა ჩემში,როგორ მაქუცმაცებდა,მაგრამ წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ ვახერხებდი.
ვინ იცის ეხლა რამდენი ადამიანი ნატრობს მარტოობას,სიჩუმეს,სიცარიელეს.მეც რამდენჯერ მინატრია.ისეთ ადგილას დამსვა კაციშვილის ჭაჭანება არ იყოს,მხოლოდ სიჩუმე,სიწყნარე და მარტოობა იყოს-თქო.მაგრამ ეხლა მივხვდი,სულ რაღაც ორი საათიც კი არ გასულა მარტო ყოფნით და ვიგრძენი თუ რაოდენ ძნელია მარტოობა.ახლა კი იმ ნანატრი მარტოობის და სიჩუმის მეშინია.გაქცევა მინდა.რაც არ უნდა გარშემო მეგობრები,ახლობლები,ნათესავები,ოჯახის წევრები გეხვეოდნენ დროის რაღაც მონაკვეთში მარტო რჩები.სრულიად მარტო საკუთარ თავთან,ფიქრებთან,მოგონებებთან,რეალობასთან.მითუმეტეს ორმაგად ძნელი ყოფილა როცა ამ მარტოობისას რაღაცასთან შებრძოლება გიწევ,სრულიად მარტოდ-მარტოს.აი სწორედ ეს მარტოობა მტანჯავს ეხლა.მინდა გავვექცე ამ მარტოობას,სიჩუმეს,სიმყუდროვეს.
ამასობაში საჭმლის დროც მოსულა.შემომძახეს ამეღო.ისევ გრძელდებოდა ჩემი დიეტა.უმარილო,უშაქრო,უგემური დიეტური საჭმელები.
დაიწყო ტანჯვის საათები.რა ძნელი ყოფილა 5 ლიტრი წყლის დალევა.ღმერთო გევედრები შენ მომეცი ძალა ამ ყველაფრის გადასალახად გევედრები.скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი თეკო

ეს უფრო შენს ისტორიას გავს, რატომღაც ასე ვიფიქრე. თითქმის ორი წლის შემდეგ აგრძელებ წერას და მგონია ყველლაფერი კარგადაა❤

 



№2  offline წევრი Paw777

მიწერია ჩემი თავგადასავალითქო.კი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent