შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივსისხლიანი - {თავი 3}


15-10-2017, 20:22
ავტორი Margaritha Loki
ნანახია 3 192

ცივსისხლიანი - {თავი 3}

გაბრიელი საავადმყოფოებს ვერ იტანდა, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც თამამად შეაბიჯა შენობაში, ლიფტთან მივარდა და ათრთოლებული ხელით ღილაკს დააწყვა. რომ გეკითხათ ასე რა ანერვიულებდა, პასუხს ვერ გაგცემდათ, თუმცა გულის სიღრმეში იცოდა, რომ ყველაფრის მიზეზი ანა იყო. მისი მდგომარეობა იმ მომენტში, დიდად არ ადარდებდა. მას მხოლოდ ამ გოგოს საიდუმლოებებით მოცული წარსული და აწმყო აინტერესებდა.

გაბრიელი კიდევ ერთხელ დააწვა ღილაკს, მაგრამ კარი არადა არ იღებოდა. მეტი ვეღარ მოითმინდა, ნერვიულად გადაისვა ხელი აბურძგნულ თმაზე, კიბისკენ შებრუნდა და საფეხურები სწრაფად აირბინა. მესამე სართულზე ასული, პალატიდან გამომავალ ლეოს შეეჩეხა. მამაკაცს თეთრი ხალათი ეცვა, ცხვირზე სათვალე მოერგო, ხელში კი ანკეტა ეჭირა და მას ჩაჰყურებდა. როცა გაბრიელი დაინახა, გაკვირვებულმა შეკრა წარბები.
-ანას ამბავი ტელევიზიით გავიგე,-სიტყვის თქმა არც კი დააცადა, ისე უთხრა ბიჭმა,- რატომ არ მითხარი?
-ნახევარი საათის წინ მოიყვანეს, და როგორ გგონია შენთან დასარეკად მეცლებოდა?-უკმაყოფილოდ მიუგო ლეომ.
-ვერ ვიტან საავადმყოფოებს და ექიმებს.-ჩაილაპარაკა გაბრიელმა, დერეფნის თეთრ კედლებს ზიზღით გახედა, მერე ისევ ლეოს მიუბრუნდა და დაამატა.-არ გეწყინოს.
-არ მწყინს, უკვე მივეჩვიე.
-ვინ ესროლა?-ისევ იკითხა ბიჭმა.
-ჯერ არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და ზურგით კედელს მიეყრდნო.- ამ დილით პარკში იპოვეს სტუდენტებმა, მხარში აქვს ნასროლი. გამჭოლი ჭრილობაა და საბედნიეროდ ტყვია ძვალს არ შეხებია. ვიღაცამ ძალიან ახლოდან, მიბჯენით ესროლა, კანზე ნატყვიარის ირგვლივ დამწვრობაც აღენიშნება. როგორც ჩანს დაცემისას თავი დაარტყა, თორემ ამდენ ხანს უგონოდ არ იქნებოდა.
-თავს, როდის დაესხნენ?-ჩაეძია გაბრიელი.
-მგონი გვიან ღამით.-მიუგო ლეომ.-ნერსე ჯერ დანაშაულის ადგილზე იყო და ახლა აქეთ მოემართება.
-სანამ მოვა, მინდა ჯერ მე ვნახო.-მოულოდნელად მიახალა ბიჭმა.
-რატომ?-გაუკვირდა მამაკაცს.
-მერე ნერსე არ მომცემს მასთან შესვლის უფლებას.-აუხსნა მან და პალატისკენ მიბრუნდა.
-გაბრიელ, ბევრი სისხლი დაკარგა, მხარზე უზარმაზარი ჭრილობა აქვს და გამაყუჩებლებით არის გაბრუებული, შენი აზრით ახლა ამის დროა?-მკლავში ხელი ჩაავლო ლეომ და შეაჩერა.
-შეგიძლია შენც დაესწრო, მაგრამ მაინც უნდა ვნახო.-ჯიუტად უპასუხა გაბრიელმა და დაუკითხავად შეიჭრა იმ პალატაში,საიდანაც ცოტა ხნის წინ ლეო გამოვიდა. ექიმმა უხალისოდ გადაატრიალა თვალები და მეგობარს უკან შეჰყვა.

პალატის ნაცრისფერი კედლების დანახვაზე, გაბრიელს უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, თუმცა როგორც კი საწოლზე მწოლიარე ანა დაინახა, მაშინვე მასზე გადაერთო, გოგონას მიუახლოვდა და ინტერესით დააკვირდა.

ანას წაბლისფრი თმა ბალიშზე ჩამოეშალა, გამხდარი ხელები უღონოდ დაელაგებინა ზეწარზე და მიუხედავად იმისა, რომ ეძინა, ქუთუთოები მაინც უთრთოდა, თითქოს სიზმარს ხედავდა და გამოღვიძება სურდა.
გაბრიელმა კიდევ ცოტა ხანს უცქირა დაჟინებით გოგონას, შემდეგ კი მისკენ დაიხარა, ზეწარს ხელი ჩაავლო და გადააძრო. ანას საავადმყოფოს ცისფერი პიჟამა ეცვა, რომელიც მართალია ფართე იყო, მაგრამ გოგონა მასშიც კი ძალიან გამხდარი ჩანდა.
-რას აკეთებ?-საწოლს მიუახლოვდა ლეო.
-ორი წამი მაცადე და ხელი არ შემიშალო.-თითის აწევით გააფრთხილა ბიჭმა და ისევ ანას მიუბრუნდა.
გაბრიელმა ჯერ მუცელზე დააჭირა თითები გოგონას, შემდეგ კი მკლავებზე მოუჭირა და კუნთები მოსინჯა.
-ჩემს დას ხელებს რატომ უფათურებ?-გულუბრყვილო გამომეტყველებით იკითხა ექიმმა.
გაბრიელს პასუხი არ გაუცია, თითქოს ლეოს არსებობას ვერც კი ამჩნევდა. ბიჭმა თითები ნელა ჩამოასრიალა მკლავებზე, ანას ხელები ამოაბრუნებინა და მაჯებზე კარგად დააკვირდა. უცებ მისი ყურადღება თითის ბალიშებზე შერჩენილმა, ვერცხლისფერი საღებავის ლაქებმა მიიქცია. გაბრიელი საწოლზე გადაიხარა, ანას მარცხენა ხელიც ააწევინა და იგივე ლაქები იქაც რომ უპოვა, დაბნეულმა შეკრა წარბები.
-უცნაურია,-ჩაილაპარაკა მან,- ფრჩხილზე შავი ლაქი უსვია, თითებზე კი ვერცხლისფერის კვალი აქვს.
-ამაში უცნაური რა არის?-სათვალე ცხვირზე ჩამოიწია ლეომ.-გოგონების ამაბავი არ იცი? ალბათ ჯერ ვერცხლისფერი წაისვა, არ მოეწონა, მოიშორა და მერე შავი წაისვა.
გაბრიელი არც ამჯერად შეკამათებია ლეოს, რადგან იცოდა ამას აზრი არ ჰქონდა, მხოლოდ უხალისოდ გააქნია თავი და ანას ფეხებზე გადავიდა. ბიჭმა ჯერ ერთ ფეხზე აატარა მოუსვენრად თითები, ფეხის უკანა მხარეს ფრთხილად შეაცურა და ტერფის კუნთები მოსინჯა, შემდეგ მეორე ფეხს წვივზე ჩაეჭიდა, ოდნავ ააწევინა და უკანა მხარეს კუნთზე თითები მაგრად მოუჭირა.
მოულოდნელად პალატის კარი გაიღო და ზღურბლზე თმააბურძგნული ნერსე გამოჩნდა, რომელსაც უკან მისივე ასაკის, სასიამოვნო გარეგნობის ქალი შემოჰყვა. ნერსემ გაოგნებული სახით შეხედა გაბრიელს, რომელსაც მისი შვილის ფეხი ხელში ეჭირა, ნელიმ კი აცრელმელბული თვალები მოიწმინდა და ლეოს კითხვებით სავსე მზერა მიაპყრო.
-რა ხდება?!-იკითხა მკაცრი ხმით ნერსემ.
-უკვე მოვრჩი.-უხერხულად გაიღიმა გაბრიელმა, ანას ხელი ცივად გაუშვა და ზეწარი ისევ გადააფარა.
-ჩემი გოგო... ჩემი პატარა გოგო... -აზლუქუნდა ნელი, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოილაპარაკა, ანასთან მივარდა, საწოლზე ჩამოუჯდა და მისი ხელი თითებში მოიქცია.- ეს ვის უნდა გაეკეთებინა? ვის უნდოდა ჩემი გოგოს მოკვლა? ჯოჯოხეთშია ასეთი ადამიანის ადგილი...
-დედა, ნუ მოთქვამ!-თვალები დაუბრიალა ლეომ.- აქ ასე არ შეიძლება, სხვა პაციენტებიც გვყავს და წუხდებიან.
-რა დღეში ჩააგდეს... ჩემი გოგო...-მაინც ვერ მშვიდდებოდა ქალი.
-დაწყნარდი და ნუღარ ტირი.- მხარზე ხელი დაადო ნერსემ ცოლს და ანას აწყლიანებული თვალებით გახედა.- მთავარია გადარჩა, დანარჩენს კი მე გამოვიძიებ და დამნაშავესაც სათანადოდ დავსჯი.

გაბრიელი შეუმჩნევლად მოშორდა მოსაუბრე ოჯახის წევრებს, მათი უყურადღებობით ისარგებლა და იქვე, მაღალ ტუმბოზე დადებულ, ორ ცელოიდის გამჭირვალე პარკს დააკვირდა. ერთი შედარებით დიდი იყო და მასში ანას სისხლით დათხვრილი ტანსაცმელი მოეთავსებინათ, მეორე კი შედარებით პატარა იყო და შიგნით გოგონას სხვა პირადი ნივთები ეწყო : ყელსაბამი, უცნაური ფორმის ვერცხლის ბეჭედი და რამდენიმე ცალი მონეტა.
გაბრიელმა პარკი ხელში აიღო, სინათლეზე გახედა და გაკვირვებულმა იკითხა.
-ტელეფონი სად არის?
-ტელეფონი?-სამივე ჯანდიერმა ერთდორულად შემოაბრუნა თავი მისკენ.
-პირად ნივთებში ტელეფონი არ არის.-გაიმეორა ბიჭმა.
-რომ მოიყვანეს არ ჰქონდა.-უპასუხა ლეომ.
-მგონი თავდამსხმელმა წაიღო.-დაასკვნა გაბრიელმა.
-გგონია უბრალოდ ძარცვა იყო?-ჰკითხა ნერსემ.-თავდამსხმელმა ტელეფონის გამო ესროლა?
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-განკარგულებას გავცემ, რომ მისი ტელეფონი ეძებონ... თუ ჩართულია იქნებ ვიპოვოთ.- თავისთვის ჩაილაპარაკა ნერსემ და ტელეფონი მოიმარჯვა, ინფორმაციის გადასაცემად.
-მგონი... იღვიძებს!-წამოიყვირა უცებ ნელიმ და ანას შუბლიდან თმა გადაუწია.
შეხებაზე გოგონა შეკრთა, თვალები ნელა გაახილა და ნელის სახე რომ დაინახა, ბაგეზე ღიმილმა გადაურბინა. ქალმა აცრემლეული თვალებით წაილუღლუღა რაღაც სიტყვები, გოგონასკენ დაიხარა და შუბლზე აკოცა.
-როგორ მანერვიულე დედი.-ამჯერად გარკვევით უთხრა ქალმა.
-რა განერვიულებდა, არ იცი, რომ ცხრა სიცოცხლე მაქვს?-გაუღიმა გოგონამ, მაგრამ როგორც კი პალატაში მყოფი სხვა პიროვნებებიც შეამჩნია, სახე მაშინვე მოეღუშა.
-თავს როგორ გრძნობ?-სტანდარტული კითხვა დაუსვა ლეომ, დედამისი გვერდზე გასწია და პაციენტის გასინჯვას შეუდგა.
-მხარი მაქვს გახვრეტილი და მგონი მთელი ღამე ქვაფენილზე გავატარე, შენი აზრით როგორ ვიქნები?-უღონოდ, თუმცა უდიდესი სარკაზმით შეუბრუნა კითხვა ანამ.
-უცნაურია!- წამოიძახა უცებ გაბრიელმა და ყველამ ისევ მისკენ მიმართა მზერა.
-ეს ცოფიანი მორიელი აქ ვინ შემოუშვა?-ზიზღით აიბზუა ცხვირი ანამ, მერე ბიჭს გახედა და ჰკითხა.- რა არის უცნაური?
-სხვა პაციენტებივით სულელურ კითხვებს არ სვამ: სად ვარ? რა მოხდა? ვინ ხართ?-გაბრიელი გოგონას მიუახლოვდა და თვალებში ჩააშტერდა.
-იმიტომ, რომ შესანიშნავად ვიცი სად ვარ , რა მოხდა და ვინ ხართ.-მიახალა უხეშად ანამ და საწოლზე წამოჯდა.
-ეს კარგია.-ხელოვნური ღიმილი შეაგება ბიჭმა.-მაშინ ისიც გემახსოვრება, თავს ვინც დაგესხა... მისი სახე დაინახე?
-არა!-მაშინვე უპასუხა გოგონამ მტკიცედ.
-ძალიან ახლოდან, მიბჯენით გაქვს ნასროლი, ანუ თავდამსხმელი შენთან დაახლოებით იმ მანძილზე იდგა, რა მანძილზეც ახლა მე ვდგავარ, სახე როგორ ვერ დიანახე?-ეჭვით დააწვრილა თვალები გაბრიელმა.
-ნიღაბი ეკეთა... და თან ბნელოდა.-ოსტატურად მოიტყუა ანამ.
-ბნელოდა!-გაიმეორა ბიჭმა.-ჰო, გვიან ღამით გესროლეს. შუაღამისას პარკში რას აკეთებდი?
-ვსეირნობდი!
-სეირნობა ღამით გიყვარს?
-თანაც ძალიან!
გაბრიელი ისევ დაჟინებით დააკვირდა გოგონას სახის ოვალს, ნაკვთებს და ეშმაკურად აციმციმებულ ოქროსფერ-ყავისფერ თვალებს, რომლის ჩაქრობა გადატანილ ტრავმასაც კი ვერ მოეხრხებინა. ბიჭი თითქოს მის გამოჭერას ცდილობდა და ელოდებოდა სახის მიმიკა როდის შეეცვლებოდა, ანას გაყინულ და უემოციო სახეზე კი არაფერი იკითხებოდა.
-საერთოდ არ ჰგავხარ ლეოს, დარწმუნებული ხარ, რომ მისი და ხარ?-ჰკითხა მოულოდნელად გაბრიელმა და ყველა იქ მყოფის გაოგნებული შეძახილი დაიმსახურა.
-ერთმანეთს არ ვგავართ, მაგრამ მშობლებს ვგავართ.-მიუგო უხეშად ლეომ.
-მართლა?-მიუბრუნდა გაბრიელი.-შენ ნამდვილად ჰგავხარ ნერსესაც და ნელისაც, მაგრამ ანა არც ერთს არ ჰგავს.
-ბებიას ჰგავს!-წარბები შეჭმუხნა მამაკაცმა.
-ხომ არ დაგავიწყდა, რომ ბებიაშენსაც ვიცნობ?-ეშმაკურად ჩაიცინა ბიჭმა.
-ნაშვილები ვარ!-ამოთქვა მოუთმენლად ანამ.-ახლა დაკმაყოფილდი?
-სიმართლე გითხრა, ისედაც ვიცოდი.-გაეცინა ბიჭს.- უბარლოდ ველოდებოდი, შენი პირით როდის აღიარებდი.
-საიდან გაიგე?-ამჯერად ნერსე ჩაერია მათ საუბარში.
-მარტივად დავუკავშირე ბოლოდროინდელი ფაქტები ერთმანეთს.-ამაყად ასწია თავი გაბრიელმა, მხრები გადაშალა და ნერსეს მიუბრუნდა.-არანაირი მსგავსება მშობლებთან და ძმასთან, არანაირი საერთო, ხასიათიდან გამომდინარეც კი. ანას თქვენი ოჯახი გულზე დიდად არ ეხატება, ამას ისიც ემატება, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი, ანთეა მერლანია!

ბოლო სიტყვებს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გაბრიელმა და ანას გახედა, რომელიც გაყინული მზერით მისჩერებოდა. გოგონა არ იყო მიჩვეული მისი საიდუმლობების ასე წარმოჩენას და ეს ფაქტი საშინლად არ ესიამოვნა.
-ასე ნუ მიყურებ,-თვალები გადაატრიალა ბიჭმა,- რაღაცეები გამოვიძიე და გავიგე, რომ სულ რაღაც რვა წლის წინ ჯანდიერებმა გიშვილეს, სახელი შეიცვალე და ანა ჯანდიერი გახდი, მანამდე კი ანთეა მერლანი გერქვა. სასტუმროში სწორედ ამ სახელით დარეგისტრირდი, ამიტომაც არ გაჰკვირვებია ლეოს, როცა ადმინისტარტორმა ეს სახელი ახსენა.

ნერსემ გაცოფებული სახეით ამოიხვნეშა, ნელის გახედა და ჩურჩულით ჰკითხა.
-შემახსენე, ამდენს რატომ ვუთმენ?!
-იმიტომ, რომ ძალიან ჭკვიანი ბიჭია და ყოველთვის უანგაროდ გეხმარება, როცა დაგჭირდება.-მიუგო გულწრფელად ქალმა.-კარგი, ნუ გაბრაზდები, ანა მაინც აპირებდა მისი ნამდვილი გვარის დაბრუნებას და ადრე თუ გვიან, ამას გაბრიელი ისედაც გაიგებდა.
-პალატაში ძალიან ბევრნი ვართ, ჯობია გავიდეთ.-სიტუაციის განმუხტვის მიზნით თქვა ლეომ.
-ახლავე.-ყალბი მორჩილებით დაუკრა თავი ბიჭმა, ლეოს თვალით ანიშნა გაჰყოლოდა და პალატიდან გავიდა.
-ზედმეტები მოგდის გაბრიელ...- წამოიწყო დერეფანში გასულმა მამაკაცმა, თუმცა ბიჭმა სიტყვის დასრულებაც არ აცადა, ისე შეეპასუხა.
-ანა იტყუება!
-რა?-ფირუზისფერი თვალები ლამის ბუდიდან გადმოსცვივდა ლეოს.
-იტყუება და სინამდვილეში იცის ვინც ესროლა.-ხმას დაუწია გაბრიელმა და ჩურჩულით დაამატა.- მისი სხეული შევამოწმე, ბრძოლის კვალი არ ეტყობა, ანუ თავდამსხმელისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და იცი რატომ?
-რატომ?
-იმიტომ, რომ კარგად იცნობდა! შესაძლოა მანაც სპეციალურად ესროლა ისე, რომ გოგონასთვის ძვალი არ დაეზიანებინა.
-არაფერი მესმის...
-ანას ხელებს იმიტომ კი არ ვუფათურებდი, რომ მსიამოვნებდა.-გაბრიელი წამიერად შეჩერდა, გაეღიმა და თქვა.-არა, ვაღიარებ ცოტათი მსიამოვნებდა, თუმცა მისი სხეულის შემოწმება მინდოდა. თავიდან ბრძოლის კვალს ვეძებდი, მაგრამ ერთი სისხლჩაქცევაც ვერ ვიპოვე. მერე მისი პრესი შევამოწმე, კარგ ფორმაში აქვს, ანუ „ვინ-ჩუნში“ ისევ ვარჯიშობს. სწორი და ლამაზი ფეხები აქვს, მაგრამ არა მოდელის აღნაგობა, უფრო მეტად სპორტული აღნაგობისაა! ფეხის კუნთებიც ნავარჯიშები აქვს, ანუ შენი და ჯანმრთელ ცხოვრებას ეწევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძოლა შეუძლია!
-ანა „ვინ-ჩუნში“ვარჯიშობს?-ლეომ თითქოს თავის თავს დაუსვა კითხვა, მერე კი გაბრიელს შეხედა და ჰკითხა.- „ვინ-ჩუნი“ რა არის?
-არც შენი იცოდი?-გაეცინა ბიჭს.-მნიშვნელობა არ აქვს... ახლა წამოიდგინე ,შენ საბრძოლო ილეთები იცი და ვიღაც უცებ იარაღს გიმიზნებს, თავს არ დაიცავ? არ შეებრძოლები?
-ალბათ კი.-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.
-მაგრამ ანამ ეს არ გააკეთა, რადგან თავდამსხმელს კარგად იცნობდა და არ ეგონა თუ ესროდა!-გარკვევით წარმოთქვა გაბრიელმა და ხელის გულები მოუთმენლად გაუხახუნა ერთმანეთს.
-თავში ყველაფერი ამერია.-ექიმი კიდევ უფრო მოიღუშა.
-კარგი, ჩემი თეორია ასეთია,-დაღლილი სახით ამოიხვნეშა ბიჭმა , თუმცა ლეოსთვის ახსნა მაინც განაგრძო,- ანას შუაღამისას ვიღაც მისმა ნაცნობმა დაურეკა ან შეტყობინება მისწერა, რომ ერთმანეთს პარკში შეხვედროდნენ, ანაც წავიდა, ის კი სრულიად მოულოდნელად თავს დაესხა. მასთან ძალიან ახლოს იდგა, ანას არ უბრძოლია, რადგან ბოლო მომენტამდე ფიქრობდა,რომ ის არ ესროდა,თუმცა შეცდა. თავდამსხმელმა კი მისი ტელეფონი ორი მიზეზით წაიღო: უნდოდა შემთხვევა ძარცვას დამსგავსებოდა, ან არ სურდა მისი შეტყობინება, თუ ზარი პოლიციას დაეფიქსირებინა. რა თქმა უნდა, შეეძლო წაეშალა, თუმცა დღევანდელი ტექნოლოგიებით ტელეფონში წაშლილი ინფორმაციის აღდგენა ადვილად შეიძლება.
-თუ იცის ვინ არის, ხელს რატომ აფარებს?-ისევ იკითხა ექიმმა.
-შენს დას მართლა არ იცნობ!-სიცილით გააქნია თავი გაბრიელმა.- ხელს იმიტომ კი არ აფარებს, რომ ის თავდამსხმელი ისევ მისი მეგობარი ჰგონია, არამედ იმიტომ რომ, თუ მის სახელს იტყვის პოლიცია მაშინვე აიყვანს, თვითონ კი მასთან საუბრის საშუალება აღარ მიეცემა. იცი ახლა ანა რას იზამს? როგორც კი მოძლიერდება, საწოლიდან ადგება, ექიმის ხალათს ჩაიცვამს, საავადმყოფოდან გაიპარება, თავდამსხმელს მიადგება და პასუხებს მოსთხოვს. მას პასუხები სჭირდება, თუ რატომ ესროლა მისმა „მეგობარმა“!
-ნერსეს გავაფრთხილებ და დაცვას დაუყენებს.-პალატისკენ მიბრუნდა ლეო.
-არა!-წინ გადაუდგა გაბრიელი.-ანა რასოდეს იტყვის მის სახელს, ხოლო თუ თავისუფლებას მივცემთ, თავდამსხმელთან თვითონ მიგვიყვანს.
-რა უნდა ვქნა?-გაუკვირდა ექიმს.- ასე ვიდგე და ვუყურო, როგორ იპარება დაჭრილი საავადმყოფოდან?
-უბრალოდ მის პალატას თვალი არ მოაცილო და როცა გაიპარება მე დამირეკე.-შესთავაზა ბიჭმა.
-ნერსე მომკლავს ამას, რომ გაიგებს.-თავზე ხელები შემოიწყო მამაკაცმა.
-მერე თვითონაც მიხვდება, რომ ასე სჯობდა.-მხარზე ხელი დაუტყაპუნა გაბრიელმა და მეგობარი გაამხნევა.


...
-საიდან იცოდი, რომ ამას გააკეთებდა?-გადაულაპარაკა მოღუშულ სახით ლეომ გაბრიელს და საჭეს ისე მოუჭირა თითები, რომ ლამის ღერძიანად მოტეხა.
-საავადმყოფოდან, რომ გაიპარებოდა?
-ექიმის ხალათს, რომ ჩაიცვამდა.
-ეს სტანდარტული პროცედურაა, ფილმებშიც კი ასე ხდება.-გაეცინა ბიჭს.
-ნერსემ პალატასთან პოლიციელები დატოვა და იმათაც კი გამოეპარა, წარმოგიდგენია?- ნერვიულად დაკრუნჩხა თითები მამამკაცმა და მის წინ, სადღაც ქალაქგარეთ, გადაკარგულისკენ მიმავალ ტაქსის გახედა.-ჯერ სახლში შეიარა, ტანსაცმელი გამოიცვალა, ახლა კი ... ნეტავ სად მიდის?!
-გგონია სახლში მხოლოდ ტანსაცმლისთვის მივიდა?-გადახედა გაბრიელმა ექიმს.
-ამაზე ფიქრი არ მინდა.-ჯიუტად გააქნია თავი მამაკაცმა და მაშინვე დაამუხრუჭა, როგორც კი შენიშნა, რომ ტაქსიც ანელებდა სვლას.

მანქანამ ნავსადგურისკენ გადაუხვია და მიყრუებულ, ნახევრად დანგრეულ შენობასთან გაჩერდა. ანა ძირს გადმოვიდა, მძღოლს თანხა გადაუხადა და შენობის ნანაგრევებში გაუჩინარდა.
გოგონამ ჩანთიდან იარაღი ამოიაძვრინა, რომელიც სახლიდან წამოიღო და ფრთხილი ნაბიჯებით გაიარა ვიწრო ტერიტორია, რომელიც ერთ დროს დერეფანი უნდა ყოფილიყო. შედარებით უფრო დიდ ოთახში შესულმა მანქანა დაინახა ,რომელსაც წინა ნაწილი ახდილი ჰქონდა, ერეკლე მასთან ჩამუხლულიყო და ავტომობილს ნომერს უცვლიდა, რომელიც სავარაუდოდ მოპარული უნდა ჰქონოდა.
-გაქცევას ამით აპირებ?-ჰკითხა გოგონამ და ბიჭს რევოლვერი დაუმიზნა.
ერეკლე მისი ხმის გაგონებაზე შეკრთა, ფეხზე წამოდგა და უკან მობრუნებულს სახეზე ფერი ერთიანად დაეკარგა.-არ მელოდებოდი, ერიკ?
-არ მეგონა, თუ ასე მალე შეძლებდი საავადმყოფოდან გამოპარვას.-გაწბილებული სახით ჩაიცინა ბიჭმა.-ვიცოდი, რომ პასუხებისთვის მომაკითხავდი, მაგრამ იმედი მქონდა მანამდე მოვასწრებდი აქედან გაქცევას. როგორც ვხედავ ჩემი სამალავის გზა კარგად დაგიმახსოვრებია.
-რა დამავიწყებდა, აქ ერთად დიდი დრო გვაქვს გატარებული.-ზიზღით სავსე მზერა მოავლო გოგონამ ოთახში მდგარ ძველ ავეჯს, ჩამომსხვრეულ ფანჯრებს და მტვრიან იატაკს.
-შენს ბინაში ვიყავი და ყველსაბამი ვერ ვნახე... ნეტავ რატომ მეგონა, რომ სიმართლეს მეტყოდი?!-სარკაზმით ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-რა თქმა უნდა, ვერ ნახავდი, რადგან სულ თან ვატარებ.-სარკაზმითვე უპასუხა ანამ , კისერზე შებმული თასმა მაისურიდან ამოსწია და მასზე დაკიდებული სამკაული აჩვენა.
ბიჭს გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა, ჯერ სამკაულს შეხედა, შემდეგ ანას და დაბნეულმა უთხრა.
-მას უბედურება მოაქვს, არ შეიძლება სულ თან ატარო!
-იმაზე მეტ უბედურებას ვეღარ მომიტანს, რაც უკვე მომიტანა.-გაეცინა გოგონას.
-ყელსაბამის წართმევა და შენი მოკვლა დამავალეს,მაგრამ მოკვლას არც გიპირებდი.-თქვა უცებ ერეკლემ.-გეგმაში შენი დაჭრა და სამკაულის მასთან მიტანა მქონდა. ვფიქრობდი, რომ სანამ ექიმები შენს გადარჩენაზე ბჭობას დაამთავრებდნენ, მანამდე გაქცევას და მისგან დამალვას მოვახერხებდი, მაგრამ ვერც სამკაული ჩავიგდე ხელში და ვერც შენ მოგკალი... ახლა კი თავის გადარჩენას ვცდილობ. ამის მეტს ვერაფერს გეტყვი!
-ვინ?!-ჰკითხა ანამ და შეეცადა არ შეემჩნია, როგორ უცახცახებდა მარცხენა ხელი და როგორ ტანჯავდა მხარში მიყენებული ჭრილობა.-ვინ დაგიქირავა?!
-ამას ვერ გეტყვი!
-ისედაც ვიცი, უბრალოდ შენგან დასტური მჭირდება!-თქვა მან და ბიჭს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
მოულოდნელად ერეკლე ხელებში სწვდა ანას, იარაღი ოსტატურად გამოსტაცა და შორს მოისრალა,მერე კი მკლავებში მოიმწყვდია და ზურგით მკერდზე მიიხუტა, რომ საბრძოლო პოზაში ჩამდგარი გოგონა შეეჩერებინა.
-ანა, შეწყვიტე!-დაუღრიალა ბიჭმა.-ეს ყელსაბამი უნდა მომცე, მას მივუტან და ასე ორივე გადავრჩებით!
-არასოდეს!-იკივლა გოგონამ და აუტანელ ტკივილთან ერთად , იგრძნო როგორ გაეხსნა ჭრილობა, იქიდან წამოსულმა სისხლმა კი ჯინსის ჟაკეტში გამოჟონა.
-შეწყვიტე-მეთქი!-ისევ დაუყვირა მრისხანე სახით ბიჭმა, მაგრამ გოგონამ არ მოუსმინა, უცებ იდაყვი ძლიერად გაიქნია და ერეკლეს ჩაარტყა.
ბიჭი ტკივლისგან მოიკეცა, ანამ კი დრო იხელთა, თავი გაითავისუფლა და იარაღისკენ გაიქცა. ბიჭი მხრებში გაიმართა, ანას ერთ ნაბიჯში დაეწია და მიწაზე წააქცია. გოგონამ ხელი იარაღისკენ გაიწვდინა, მაგრამ ვერ მისწვდა, თუმცა იქვე მოზრდილი შუშის ნატეხი ეგდო, რომელიც ჩამსხვრეული ფანჯრიდან ჩამოვარდნილიყო. ანამ, დაუფიქრებლად დაავლო ხელი შუშას და როცა ერეკლემ მისკენ გადააბრუნა, მთელი ძალით მოიქნია და ბიჭს ნეკნებს შორის შეარჭო.
ერეკლეს მოულოდნელობისგან სახე გაუქვავდა, შემდეგ კი მომაკვდინებელმა ტკვილმა დაუარა მთელს სხეულში. ბიჭმა ამას ვეღარ გაუძლო, სასოწარკვეთილმა ამოიგმინა, უკან დაიხია და მიწაზე გაიშოტა.

ანა უემოციე სახით წამოდგა ფეხზე. არც სინდისი აწუხებდა და არც სხვა რაიმე გრძნობა. ყოველთვის ასე ემართებოდა, როცა ასეთი მოულოდნელი ხდებოდა მის თავს და ამას უკვე შეჩვეული იყო.
ერეკლემ შერჩენილი ძალები მოიკრიბა, მიწაზე გახოხდა და ფანჯრის ქვემოთ მდებარე კედელს ზურგით მიეყრდნო. გოგონა ნელა მიუახლოვდა მას, დაიხარა, შუშის ნამსხვრევს ხელი ჩაავლო და თვალისდაუხამხამებლად ამოაგლიჯა ხორციდან. ბიჭის გამყინავი ღრიალი ნანგრევებში ექოდ გავრცელდა და სიცარიელეში ჩაიკარგა.
ეს ხმა, გარეთ მდგარ ლეოს და გაბრიელსაც მისწვდათ. აქამდე შესვლისგან თავს იკავებდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ყველაფერს ჩააფლავებდნენ, მაგრამ ყვირილმა ორივეს შეუცვალა გეგემები და ბიჭები მაშინვე დაიძრნენ შენობისკენ.

კედელს მიყრდნობილმა ერეკლემ, ჭრილობაზე ხელი მიიჭირა, თავი უკან გადასწია და ანას ახედა. გოგონა მის წინ ჩაიმუხლა, ბიჭს ცივი მზერით შეაჩერდა და ზიზიღნარევი ხმით ჰკითხა.
-ვინ?
-ასე უფრო... სექსუალური ხარ...- შემზარავად გაიცინა ერეკლემ და ფერდაკარგული ტუჩი მოიკვნიტა.
ანამ გვერდულად ჩაიცინა, ბიჭისკენ დაიხარა, მისი სახე ხელებში მოიქცია და გაყინულ ტუჩებზე მთელი გრძნობით დაეძგერა. მართალია ერეკლე ძალაგამოცლილი იყო და მალე ალბათ გონებასაც დაკარგავდა, მაგრამ მისმა კოცნამ სხეული ისე გაუთბო, რომ წამიერად ტკივილიც კი დაავიწყდა.
მოულოდნელად ანამ ხელი მოიქნია და მინის ნატეხი, ამჯერად მკლავში ჩაარჭო ერეკლეს. ბიჭი მის ტუჩებს მოსწყდა და კიდევ ერთხელ დაიღრიალა დაჭრილი მხეცივით, მერე კი გაავებული მზერა მიაპყრო გოგონას, სისხლით დასვრილი თითები ყელში წაავლო და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, მოუჭირა. ანა არ განძრეულა, ცივი მზერით აკვირდებოდა მის ბრაზით მოკუმულ ბაგეს და ცდილობდა ღრმად ესუნთქა.
-მიპასუხე!-ამოიხრიალა გოგონამ.
-ისედაც იცი!-შეუღრინა ერეკლემ.
-მითხარი...- ხმა წაერთვა ანას.
-აბრამოვმა!-ამოთქვა ბიჭმა, გოგონას ხელი შეუშვა და თავი უღონოდ ჩახარა.

ანამ უკან დაიხია, ფეხზე წამოდგა და ხველა აუვარდა. კისერში ისეთ ძლიერ სპაზმებს გრძნობდა, რომ ეგონა მალე ფილტვები დაუსკდებოდა.რამდენიმე წამში გოგონას პულსი დაურეგულირდა, იარაღს ხელი დავლო, ისევ ჩანთაში ჩაიგდო და შენობიდან გასვლა დააპირა, თუმცა ჩამსხვრეული ფანჯრიდან ლეოს მანქანა შენიშნა და შენობისკენ მომავალი ორი ნაცნობი მამაკაცი შენიშნა და მაშინვე მიხვდა, რომ ისინი უკან გამოყვნენ.
გოგონა ისევ ერეკლეს მიუბრუნდა, მასთან დაიხარა, უღონოდ ჩახრილი თავი ააწევინა და მის დაბინდულ მზერას თვალი გაუსწორა.
-გონება არ დაკარგო.-უბრძანა მან.
-ანა...
-მეზიზღები, მაგრამ სასიკვდილოდ ვერ გაგიმეტებ.-მიახალა ცივად გოგონამ.-მალე სასწრაფოც მოვა და პოლიციაც.
-მაპატიე...
-ვერ ეღირსები!-კბილებში გამსოცრა ანამ, მერე ბიჭს სახე ახლოს მიუტანა,კიდევ ერთხელ აკოცა ,წამოდგა და უკანა გასასვლელისკენ გაემართა.

ერეკლემ არეული მზერა მიაპყრო შენობის შემოსასვლელს, საიდანაც ორი მაღალი ფიგურა შემოვიდა. ლეო მაშინვე მასთან მივარდა, მკლავიდან მინის ნამსხვრევი ამოაძრო, მაისური გადაუხია და ჭრილობაზე შემოუჭირა, მერე კი ტელეფონი ამოიღო და სასწრაფო დახმარება გამოაძახა.
გაბრიელმა ცინიკური გამომეტყველებით დახედა ბიჭს, თვალებში ჩააცქერდა და ჰკითხა.
-ეს მან გაიგკეთა არა?
ერეკლეს პასუხი არ გაუცია. გაბრიელმა კიდევ ერთხელ შეავლო მზერა ბიჭს და თქვა.
-აბა,რა გეგონა რომ ესროდი?
-ჰიპოკრატეს ფიცი, რომ არა ჩემი ხელით მოგკლავდი.-ჩაისისინა ზიზღით ლეომ და ნეკნებს შორის მიყენებულ ჭრილობას დახედა.
-აი, მე კი ჰიპოკრატეს ფიცი არ დამიდევს.-ბოროტად ჩაიცინა გაბრიელმა, ერეკლესკენ დაიხარა და გადახვეულ მკლავზე ძლიერად მოუჭირა ხელი.
ბიჭს პირიდან საშინელი ღრიალი აღმოხდა და ტკივილისგან მთელი სხეული დაეკრუნჩხა.
-უი, აქ ჭრილობა გაქვს? ბოდიში ვერ დავინახე.-ყალბი მწუხარებით უთხრა გაბრიელმა და სისხლით შეღებილი ხელი, ერეკლეს მაისურზე შეაწმინდა.
-სად არის?-ჰკითხა ბიჭს ლეომ.-ანა, სად არის?
-წავიდა.-ამოილაპარაკა უღონოდ ერეკლემ და უკანა გასასვლელისკენ ანიშნა.
გაბრიელი ფეხზე წამოიმათა და გასასვლელისკენ წავიდა, იმის იმედით რომ ანა შორს არ იქნებოდა წასული.
ერეკლემ მზერა მოავლო გარემოს და იქვე დაგებული ფიცრის ნატეხი შენიშნა. ბიჭმა ხელში შეუმჩნევლად მოიქცია იგი, ხოლო როცა ლეო გასასვლელისკენ შებრუნდა, ძლიერად მოიქნია და კეფაში ჩაარტყა.მამაკაცი მაშინვე გაბრუვდა და მიწაზე დაენარცხა, თუმცა გონება ბოლომდე არ დაუკარგავს. ერეკლე ფეხზე ნელა წამოიზლაზნა, ლეოს ჯიბიდან გასაღები ამოაცალა, შენობიდან გავიდა, მის მანქანაში ჩაჯდა და იქაურობას სწრაფად გაეცალა.
გაბრიელმა მანქანის ძრავის ხმა გაიგონა, შენობაში შებრუნდა და მიწაზე დაცემული, გაბრუებული ლეო, რომ დანიახა უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები.
-ორი წამით დაგტოვე.-ჩაიბუზღუნა ბიჭმა.
-ჯანდაბას ჰიპოკრატე, როცა შანსი მქონდა მაშინ უნდა მომეკლა.-დაიყვირა მრისხანედ ლეომ და მტკივანი კეფა ხელით დაიზილა.




უკვე საკმაოდ ბნელოდა, ცაზე აშლილ შავ-ნაცრისფერ ღრუბლებს შორის სავსე მთვარე გამონათებას ლამობდა, თუმცა ყოველ ჯერზე მარცხდებოდა ამ ბრძოლაში და ყოველ ჯერზე ღრუბლები ერთობლივი ძალებით სჯობნიდნენ მას.
სამების ქუჩაზე ტრადიციულად სიმშვიდე სუფებდა, რომელსაც დროდადრო შემოდგომის მოუსვენარი ქარის სისინი არღვევდა. ანა ნეკერჩხლის ხესთან იდგა, მარჯვენა მხრით მის ბებერ და დამსკდარ ტანს მიყრდნობოდა, მარცხენა ხელი კი უღონოდ ჰქონდა დაშვებული, რადგან ჭრილობა საშინლად აწუხებდა.სისხლით შეღებილი მაისური და ჯინსის ქურთუკი, ქარის ყოველ მობერვაზე კანზე ეკვროდა და სიცივესთან ერთად სხვა ბევრ უსიამოვნო შეგრძნებასაც უტოვებდა. გოგონა 21 ნომერ სახლს გაჰყურებდა, რომლის ფანჯრებშიც შუქის ნასახიც კი არ ჩანდა, რადგან შინ არავინ იმყოფებოდა.
ანა მის ძმას უცდიდა. ეზიზღებოდა საავადმყოფოები და უკან დაბრუნებას ყველაფერი ერჩივნა. იცოდა, თუ ძალიან სთხოვდა ლეოს დახმარებას , ის ჯერ ბევრს იბუზღუნებდა, მერე კი აუცილებლად დაეხმარებოდა, სხვა ექიმების ჩარევის გარეშე, ამიტომაც მივიდა მასთან და აღარ დაბრუნდა საავადმყოფოში.
გოგონამ უღონოდ ამოიხვნეშა, თავი უკან გადასწია, ხის ტანს მიაყრდნო და ცას ახედა. მოულოდნელად ქუჩაში ნაბიჯების ხმა გაისმა. ანამ მახვილი მზერა მიაპყრო სახლის შესასვლელს და პარმაღზე ანთებული მკრთალი შუქის ფონზე, ადვილად გაარჩია გაბრიელის მაღალი ფიგურა.
ბიჭმა ჯიბიდან გასაღები ამოიღო, კარი გააღო და სახლში შევიდა. ანამ მაშინვე დატოვა მისი სამალავი, ლამპიონების განათების ქვეშ გაიარა და სახლს მიუახლოვდა. უნდოდა ჩუმად შეპარულიყო შიგნით და ლეოს იქ დალოდებოდა, მაგრამ ორ წამში გაბრიელი ისევ უკან გამობრუნდა, კარი გასაღებით დაკეტა და ქუჩას ჩაუყვა.
ანას ბევრი არ უფიქრია, შეუმჩნევლად აედევნა გაბრიელს უკან. ცივი სიო, რომელიც სახეში სცემდა ძალას ჰმატებდა და გონების დაკარგვის საშუალებას არ აძლევდა. საღად აზროვნება უჭირდა, რადგან ტკივილი საშინლად აწუხებდა, ამავდროულად კი თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ მიჰყვებოდა მას უკან, თითქოს მის მიმართ რაღაც უცნაურ მიჯაჭვულობას გრძნობდა.
ბიჭმა ქუჩის კუთხეში შეუხვია და იქვე მდებარე ბარის კარის მიღმა გაუჩინარდა, რომელსაც თავზე შავ-იისფერი ასოებით ეწერა „მორიელი“ და ბოლოში იგივე ფერებით განათებული, მორიელის ზოდიაქოს სიმბოლო ჰქონდა მიმაგრებული.
ანა კართან გაჩერდა და გვერდით მდებარე სარკმლიდან შიგნით შეიხედა.
ბარში „ (I Just) Died In Your Arms“ დაბალ ხმაზე იყო ჩართული, ბილიარდის და დარტსის მოთამაშეები მარჯვენა და მარცხენა კუთხეებში იყვნენ განაწილებულნი, დახლს უკან ბარმენი შეკვეთილ კოქტეილს ამზადებდა, დახლთან მჯდარ რამდენიმე კლიენტში კი ადვილად გამოარჩევდით გაბრიელს, რომელიც კარისკენ ზურგით იჯდა და მის გვერდით, სკამზე მოთავსებულ წითურ გოგონას ესაუბრებოდა.
გოგონას მარჯვენა ფეხი მარცხენაზე გამომწვევად გადაედო, გრძელ ფრჩხილებს მარტინით სავსე ჭიქაზე ათამაშებდა და შუბლზე შეჭრილ თმას პერიოდულად ისწორებდა. ანას თითქოს მისი გარეგნობა ეცნო, მაგრამ შორიდან სახე ვერ დაინახა.
წყვილმა კიდევ რამდენიმე წუთს ისაუბრა ასე მშვიდად, მერე კი გოგონა წამოდგა, გაბრიელს რაღაც ბარათი მისცა და გასასვლელისკენ წავიდა. ანამ მაშინვე დაიხია უკან და გარეთ გამოსულ წითურს ინტერესით სავსე მზერა გააყოლა, რომელიც ფეხით ჩაუყვა ქუჩას.
კედელს ამოფარებული ანა, შეუმჩნევლად გამოვიდა სიბნელიდან და ამჯერად ყოველგვარი შეყოვნების გარეშე შეაღო ბარის კარი. გაბრიელი ისევ დახლთან იჯდა, წინ სანგრიით სავსე ჭიქა ედგა და სიამოვნებით აგემოვნებდა.
-მარგარიტა!-უთხრა დაღლილი სახით ანამ ბარმენს და მძიმედ დაეშვა, გაბრიელის გვერდით ახლახანს გათავისუფლებულ, სკამზე.
ბიჭს მისკენ არ გაუხედავს, მხოლოდ გვერდულად ჩაიცინა და ისევ ჭიქას დასწვდა.
-არ მკითხავ, როგორ მოგაგენი?-გახედა მოღუშული სახით გოგონამ.
-სახლიდან მომყვები.- უპასუხა გულგრილად გაბრიელმა.-სახლში კი ალბათ ლეოსთვის დახმარების სათხოვნელად მოხვედი, მაგრამ არ დაგხვდა, რადგან შენმა შეყვარებულმა კინაღამ თავი გაუტეხა და ახლა საავადმყოფოშია გამოკვლევების ჩასატარებლად, რომ რაიმე სერიოზული დაზიანება არ ჰქონდეს.
-ჯერ ერთი , ერეკლე ჩემი შეყვარებული არ არის, უბრალოდ ვერთობოდი და მეორეც, ორჯერ დაჭრილი დამნაშავე ფაქტობრიად ხელებში ჩაგიგდეთ და ახლა არ მითხრათ, რომ გაგექცათ!
-ზუსტად!-უპასუხა ბიჭმა.-ლეო ექიმია , მე კი ზოგჯერ კერძო დეტექტივობანას ვთამაშობ, ჩვენს შორის პოლიციელი არც ერთი არ იყო და აბა რა გეგონა? ტიპმა შენი ძმის მანქანა წაიყვანა და სულ ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ავტომობილი სადღაც ,მიყრუებულ ქუჩაზე იპოვეს, ერეკლე კი ისე აორთქლდა, როგორც შარშანდელი თოვლი.
-ჯანდაბა!-ჩაისისინა გოგონამ და ბარმენის მიერ წინ დადგმულ მარგარიტათი სავსე ჭიქას ხელი დაავლო.- ლაიმის ნაჭერი დამიმატეთ.
ბარმენმა გაკვირვებული გახედა გოგონას, თუმცა მის ამღვრეულ და გაბოროტებულ მზერას რომ წააწყდა, დაუყოვნებლივ აასრულა ბრძანება. ანამ ლაიმის ორი ნაჭერი კანიანად შეჭამა, რადგან გრძნობდა, რომ მისი სიმწარე გონებას უფხიზლებდა და ეს სიამოვნებდა კიდეც. გოგონამ მთელი ჭიქა მარგარიტაც გამოსცალა და მეორე შეუკვეთა.
-ნერსე გიჟივით დაგეძებს ყველგან.-უთხრა გაბრიელმა, მერე სისხლით დასვრილ ჟაკეტს გახედა,რომელსაც ანა თმით იფარავდა და ჰკითხა.-ეს, ერეკლეს სისხლია?
-არა, ჩემია, -უპასუხა ანამ,- ჭრილობა გამეხსნა.
-და აქ რატომ ხარ? რატომ გამომყევი?
-თავს რატომ არ მანებებ?-კითხვაზე კითხვით უპასუხა მან.-შენი დავალება იქ დამთავრდა, როცა სასტუმროდან წამომიყვანე, მაგრამ მაინც უკან დამდევ და ჩემს საქმეებში ერევი. გამოიძიე,რომ თურმე ჯანდიერების შვილი არ ვყოფილვარ, გამოიძიე,რომ „ვინ-ჩუნში“ ვვარჯიშობ და ალბათ ლეო, რომ საავადმყოფოდან უკან გამომყვა, ეგეც შენი ნახელავი უნდა იყოს, თორემ ის თავისით ამდენს ვერ მოიფიქრებდა.
-უბრალოდ, ყველაფერი ასე აეწყო.-თავი იმართლა ბიჭმა.
-რა იყო, ნუთუ ჩემით ასე დაინტერესდი?-ირონიულად გაიღიმა გოგონამ, ჯიბიდან გამაყუჩებლებით სავსე კოლოფი ამოიღო,რომელიც საავადმყოფოდან მოეპარა, რამდენიმე აბი ხელისგულზე დაიდო და ახლახანს შევსებულ მარგარიტას ჭიქას დასწვდა.
-სასმელი და მედიკამენტები?-მაჯაში სწვდა გაბრიელი და პირისკენ წაღებული ხელი დაუჭირა.
-ტკივილს ვეღარ ვუძლებ.-შეუბღვირა გოგონამ, ხელი სწრაფად გამოსტაცა , აბები პირში ჩაიყარა, სასმელი მიაყოლა და კიდევ ერთი შეუკვეთა.

გაბრიელმა ცოტა ხანს უმზირა, მის გვერდით მჯდარ გაბრუებულ ანას, შემდეგ კი თემის შეცვლის მიზნით, ჯიბიდან კარტის დასტა ამოიღო, კარგად აჩეხა, ორ ნაწილად გაჰყო, მაგიდაზე დადო და უთხრა.
-ერთი დასტიდან კარტი ამოიღე და მეორეში გადადე, მერე კი მეორედანაც ამოიღე და პირველში გადმოანაცვლე, თან ორივე კარტი დაიმახსოვრე.
-სერიოზულად?-უკმაყოფილო სახით იკითხა გოგონამ.
-ჰო, სერიოზულად... ცოტა განტვირთვა არ გვაწყენდა.
იგივე მოხდა, რაც ყოველ ჯერზე ხდებოდა, ბარის კლიენტები, ბარმენის ჩათვლით, ფეხზე წამოიშალნენ და ცნობისმოყვარე სახეებით წყვილს თავზე წამოადგნენ.
-ოჰო, აქ წარმოდგენებს ხშირად მართავ?-ჩაიცინა გოგონამ და პასუხს არც დალოდებია, ისე მიჰყვა გაბრიელის ინსტრუქციებს.
ანამ ჯერ ერთი დასტიდან ამოაძრო ტუზი ყვავი, მაყურებლებსაც აჩვენა და მეორე დასტაში ჩადო, შემდეგ კი მეორე დასტიდან ამოაძრო ექვსიანი აგური და პირველ დასტაში გადადო.

გაბრიელმა ჯერ ერთი დასტა, აიღო კარგად აჩეხა, მერე კი კარტებს გადახედა იქიდან ერთი ამოაძრო და უკუღმა დადო მაგიდაზე. ბიჭმა ახლა მეორე დასტა აიღო და იგივე ქმედება გაიმეორე. მალე მაგიდაზე მხოლოდ ორი კარტი დარჩა, ორივე უკუღმა გადაბრუნებული, მაყურებლებს კი ნერვები ლამის დაწყდომაზე ჰქონდათ.
ანამ ხარბად გამოსცალა სასმელით სავსე ჭიქა და გაბრიელს შეაჩერდა. ბიჭი ფრთხილად დასწვდა კარტებს, ამოაბრუნა და გამაჯვებული ღიმილით იკითხა.
-გამოვიცანი?
ანამ მის წინ დალაგებულ კარტებს დახედა, რომელბზეც ტუზი ყვავი და ექვსიანი აგური იყო გამოსახული, თუმცა სიტყვის თქმაც კი ვერ მოასწრო,ისე მოულოდნელად ატყდა ბარში გამაყრუებელი შეძახილები.
-რაღაც აღფრთოვანებული არ ჩანხარ.-უთხრა გაბრიელმა გოგონას, როცა მისი ჩაფიქრებული სახე დაინახა.
-იმიტომ რომ, როცა კარტი გაყავი, მხოლოდ შავი კარტები ერთ მხარეს მოაქციე, მხოლოდ წითლები კი მეორე მხარეს. როცა შავებიდან ტუზი ყვავი ამოვიღე და წითლებში გადავდე, იქიდან კი ექვსიანი აგური და შავ კარტებში ჩავდე, რაც არ უნდა აგეჩეხა დასტა, მაინც ადვილად იპოვიდი შავებში წითელს, წითლებში კი შავს.

როგორც კი ანამ საუბარი დაასრულა, მაყურებელთა აჟიოტაჟიც მაშინვე ჩაწყნარდა და მთელს ბარში შემაწუხებელი სიჩუმე ჩამოვარდა. გოგონა მიხვდა, რომ მსგავს ჩაფლავებებს იქ არავინ იყო მიჩვეული, ამის გამო სიამაყემ, ამპარტავნებამ და ალკოჰოლის ზემოქმედებამ ერთდროულად შემოუტია, გოგონამ უცებ ხმამაღლა გადაიკისკისა, ტაში შემოჰკრა , გაბრიელს თვალებში შეხედა და გამარჯვებული სახით შეჰყვირა.
-ჰაჰ! ფოკუსი ჩაგივარდა, მორიელო!
-თავში ნუ აგივარდება.-ირონიულად მიუგო ბიჭმა.
-შეიძლება შენი გარეგნობით მოხიბლულ გოგონებს და სასმელით გაჭყეპილ ხელმოცარულ ბარის კლიენტებს ადვილად ატყუებ, მაგრამ მე არა... მთვრალიც ვარ, წამლებით გაბრუებულიც და შენი გარეგნობით მოხიბლულიც კი, თუმცა ჩემი მოტყუება მაინც ვერ შეძელი!-ამაყად მოიღერა ყელი ანამ.
-გავიგეთ!-შეუღრინა ნერვებმოშლილმა გაბრიელმა.
-ის გადაიხდის!-ბარმენს მიუბრუნდა გოგონამ და თითით გაბრიელზე ანიშნა, შემდეგ კი ფეხზე ბარბაცით წამოდგა და კისკისით გაემართა კარისკენ.
-რა იყო, არ დაეცა მისი IQ ნულამდე?-ჰკითხა სიცლით ბარმენმა.
-დამისხი!-მიახალა უხეშად გაბრიელმა.
-ისევ სანგრია?
-ამჯერად რაიმე უფრო მაგარი, რომ დამათროს, გამთიშოს და ეს სამარცხვინო მარცხი დამავიწყოს!

კართან მისულმა ანამ მოულოდნელად სიცილი შეწყვიტა, ცოტა ხანს შედგა და ეცადა თავბრუსხვევა შეეჩერებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, კიდევ ერთხელ შებარბაცდა და გონება დაკარგა. გაბრიელს უკან არ გაუხედავს, მხოლოდ ბარმენის დაჟინებულ მზერას გაუსწორა თვალი და გაღიზიანებულმა ჰკითხა.
-რა?!
-ისევ შენი მოსავლელი გახდა!-მხრები აიჩეჩა კაცმა.
-ღმერთო, როგორ ვერ ვიტან საკუთარ თავს, როცა ასეთი კეთილი ვარ.- კბილებში გამოსცრა ბიჭმა, ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა, სკამიდან წამოდგა და ანას დასახმარებლად გაემართა.




....
ვიცი ძალიან დავაგვიანე სიყვარულებო და პატიებას ვითხოვ :*** სამაგიეროდ დიდი თავით დავბრუნდი , თითქმის 15 გვერდია :დდდ იმედი მაქვს მოგეწონებათ :** და თქვენს ველი შეფასებებს :**
პ.ს. მომდევნო თავში საკმაოდ ბევრ რამეს გაიგებთ სავარაუდოდ :დდდდ :**скачать dle 11.3




№1 ადმინი მწარე

პირველიიიი ვუჰუ ოდესმე წავიკითხავ
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 



№2  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

მწარე
პირველიიიი ვუჰუ ოდესმე წავიკითხავ

დედუდააა :დდდ ❤❤❤

 



№3  offline წევრი blue witch

ჰოოჰ წავიკითხე, საოცრება და კატასროფობა იყო. ანა რავარი დამპალია ჩემი კატალინასავით

 



№4 სტუმარი მეორე

თემა მაქვს დასაწერი და ისტორია სასწავლი.
მარგოს ისტორია კი მაინც ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ))

 



№5  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

blue witch
ჰოოჰ წავიკითხე, საოცრება და კატასროფობა იყო. ანა რავარი დამპალია ჩემი კატალინასავით

უუფ ჯერ სად ხარ :დდდ მიხარია რომ წაიკითხე :დდდ❤❤❤

მეორე
თემა მაქვს დასაწერი და ისტორია სასწავლი.
მარგოს ისტორია კი მაინც ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ))

ვაიმეეეე :დდდ მაპატიე მაინც და მაინც ახლა რომ დავდე :დდდ კი მიხარია ეგოსიტურად მაგრამ მაინც სინდისი მაწუხებს :დდდდ❤❤

 



№6  offline წევრი qeti.ii

უბრალოდ საოცრება გოგო ხარ,საოცარი ისტორიებით და გაბრიელითjoy

 



№7 ადმინი მწარე

აუ ეს რაიყო :/ ეხლა ყველაფერი ნათელი გახდა თუ უარესად არ ჩახლართავ
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 



№8  offline წევრი Mrs grey

ტექნიკური მხარე იყო ძლიერი, დიალოგები უსაოცრესი, ინტრიგა უბევრესი, იუმორი მარგარიტასეული, და ისევ გელოდები, ამჯერად უფრო მეტად ვიდრე აქამდე heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



№9  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

qeti.ii
უბრალოდ საოცრება გოგო ხარ,საოცარი ისტორიებით და გაბრიელითjoy

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელოო :****❤❤❤❤

მწარე
აუ ეს რაიყო :/ ეხლა ყველაფერი ნათელი გახდა თუ უარესად არ ჩახლართავ

წუწუნა ტკბილ-მწარე დედუდა :დდდ ხომ გითხარი :დდდდ გყვარობ რია❤❤❤❤❤ :დდ

Mrs grey
ტექნიკური მხარე იყო ძლიერი, დიალოგები უსაოცრესი, ინტრიგა უბევრესი, იუმორი მარგარიტასეული, და ისევ გელოდები, ამჯერად უფრო მეტად ვიდრე აქამდე heart_eyes heart_eyes heart_eyes

ვაიმეეე დედიკოოო დამბურძლიაააა :***❤❤❤ უღრმესი მადლობა სიყვარულოოოო *_* ძალიან ვეცდები დიდხანს არ დავაგვიანო :**❤❤❤

 



№10  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ჩენო მარგო დავბრუნდი და მინდა გითხრა რომ უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ შენი ნიჭით და ფანტაზიის უნარით. ეს ისტორია უკვე მიყვარს, გაბრიელზე ვგიჟდები, ანთეა საოცრებაა, მაგრამ ლეო თავისი გულუბრყვილობით უბრალოდ პიკია...
უბრალოდ საოცრება ხარ. ყველაზე მწერალი ხარ შენ მარგო...

 



№11  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

უცნობი ქ
ჩენო მარგო დავბრუნდი და მინდა გითხრა რომ უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ შენი ნიჭით და ფანტაზიის უნარით. ეს ისტორია უკვე მიყვარს, გაბრიელზე ვგიჟდები, ანთეა საოცრებაა, მაგრამ ლეო თავისი გულუბრყვილობით უბრალოდ პიკია...
უბრალოდ საოცრება ხარ. ყველაზე მწერალი ხარ შენ მარგო...

ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა სიყვარულოოო :***❤❤ ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის❤ სასწაულად მიხარია რომ მოგეწონა :**❤❤ ვგიჟდები მე შენს ტკბილ კომენტარებზე :**❤❤❤❤

 



№12 სტუმარი მოცინარი

Movediii :) magaria ukve 2 fokuzi viswavle :-P kargi tavi iyo chemo misis marpl (tu ar ici vinaa mashin mdedrobiti sqesis sherlokav) magram cota gawelili momechvena, ise magari filmi gamovidoda aqedan <3

P.s. Ux eg eriki ra!
P.S.S. Rato ar ideba komentari?! :@

Gmerto ra mravalmxrivi xar!!! Erti tomi -Jeri meore seriozuli deteqtivi... Zgapari ujaswikebit... Ki mara Ramdeni wlis xar? <3

 



№13  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

მოცინარი
Movediii :) magaria ukve 2 fokuzi viswavle :-P kargi tavi iyo chemo misis marpl (tu ar ici vinaa mashin mdedrobiti sqesis sherlokav) magram cota gawelili momechvena, ise magari filmi gamovidoda aqedan <3

P.s. Ux eg eriki ra!
P.S.S. Rato ar ideba komentari?! :@

Gmerto ra mravalmxrivi xar!!! Erti tomi -Jeri meore seriozuli deteqtivi... Zgapari ujaswikebit... Ki mara Ramdeni wlis xar? <3

დიდი დიდი მადლობა ჩემო საყვარელოოო :*** მისის მარპლი აფ მეცოდინება ახლა მე? აგათას გიჟ ფანს? :დდდდ რომ დავბერდები ეგეთი ვიქნები, ქსოვა კი მიყვარს ხოდა ჩავჯდები საქანელა სკამში მოვქსოვ ხელთათმანებს და გამოვიძიებ მკვლელობებს :დდდდ
არ ვიცი გაწელილი რატომ გეჩვენება უბრალოდ ამ ისტორიის იდეა ოთხ წელზე მეტია მაქვს დაწერამდე უკვე მიყვარდა არ მინდა ავჩქარდე და რაიმე გამომრჩეს,თან დეტექტივია ჩახლართული და მაგის გამო ვწერ ასე :დდდდ❤❤❤ ასაკი და სხვა რამეები თუ გაინტერესებს ფბზე მომწერე საყვარელო :დდდ ბევრს ვერაფერს გეტყვი მაგრამ ეგეთ წვრილმანებს კი :დდ❤❤

 



№14 სტუმარი მოცინარი

Margaritha Loki
მოცინარი
Movediii :) magaria ukve 2 fokuzi viswavle :-P kargi tavi iyo chemo misis marpl (tu ar ici vinaa mashin mdedrobiti sqesis sherlokav) magram cota gawelili momechvena, ise magari filmi gamovidoda aqedan <3

P.s. Ux eg eriki ra!
P.S.S. Rato ar ideba komentari?! :@

Gmerto ra mravalmxrivi xar!!! Erti tomi -Jeri meore seriozuli deteqtivi... Zgapari ujaswikebit... Ki mara Ramdeni wlis xar? <3

დიდი დიდი მადლობა ჩემო საყვარელოოო :*** მისის მარპლი აფ მეცოდინება ახლა მე? აგათას გიჟ ფანს? :დდდდ რომ დავბერდები ეგეთი ვიქნები, ქსოვა კი მიყვარს ხოდა ჩავჯდები საქანელა სკამში მოვქსოვ ხელთათმანებს და გამოვიძიებ მკვლელობებს :დდდდ
არ ვიცი გაწელილი რატომ გეჩვენება უბრალოდ ამ ისტორიის იდეა ოთხ წელზე მეტია მაქვს დაწერამდე უკვე მიყვარდა არ მინდა ავჩქარდე და რაიმე გამომრჩეს,თან დეტექტივია ჩახლართული და მაგის გამო ვწერ ასე :დდდდ❤❤❤ ასაკი და სხვა რამეები თუ გაინტერესებს ფბზე მომწერე საყვარელო :დდდ ბევრს ვერაფერს გეტყვი მაგრამ ეგეთ წვრილმანებს კი :დდ❤❤

შეიძლება დიდი რომაა მაგიტომ მომეჩვენა გაწელილი :* ფბ არ მაქ ამიტომ მომიწევს ტვინი ჭ...ტვა ... ხოო კი გამოიძიებ მკვლელობებს ბებრუხანა რომ გახდები (შენივე მოგონილს ოღონდ :დ) მოგიჯდები გვერდით და ვიქნები უოტსონი :) მოკლედ რა უკვე დამეწყო სკლეროზი აგათა კრისტი და ართურა რომ ავურიე ერთმანეთში მაგრამ არაუშავს ( უშავს უშავსსს!) <3

 



№15  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

მოცინარი
Margaritha Loki
მოცინარი
Movediii :) magaria ukve 2 fokuzi viswavle :-P kargi tavi iyo chemo misis marpl (tu ar ici vinaa mashin mdedrobiti sqesis sherlokav) magram cota gawelili momechvena, ise magari filmi gamovidoda aqedan <3

P.s. Ux eg eriki ra!
P.S.S. Rato ar ideba komentari?! :@

Gmerto ra mravalmxrivi xar!!! Erti tomi -Jeri meore seriozuli deteqtivi... Zgapari ujaswikebit... Ki mara Ramdeni wlis xar? <3

დიდი დიდი მადლობა ჩემო საყვარელოოო :*** მისის მარპლი აფ მეცოდინება ახლა მე? აგათას გიჟ ფანს? :დდდდ რომ დავბერდები ეგეთი ვიქნები, ქსოვა კი მიყვარს ხოდა ჩავჯდები საქანელა სკამში მოვქსოვ ხელთათმანებს და გამოვიძიებ მკვლელობებს :დდდდ
არ ვიცი გაწელილი რატომ გეჩვენება უბრალოდ ამ ისტორიის იდეა ოთხ წელზე მეტია მაქვს დაწერამდე უკვე მიყვარდა არ მინდა ავჩქარდე და რაიმე გამომრჩეს,თან დეტექტივია ჩახლართული და მაგის გამო ვწერ ასე :დდდდ❤❤❤ ასაკი და სხვა რამეები თუ გაინტერესებს ფბზე მომწერე საყვარელო :დდდ ბევრს ვერაფერს გეტყვი მაგრამ ეგეთ წვრილმანებს კი :დდ❤❤

შეიძლება დიდი რომაა მაგიტომ მომეჩვენა გაწელილი :* ფბ არ მაქ ამიტომ მომიწევს ტვინი ჭ...ტვა ... ხოო კი გამოიძიებ მკვლელობებს ბებრუხანა რომ გახდები (შენივე მოგონილს ოღონდ :დ) მოგიჯდები გვერდით და ვიქნები უოტსონი :) მოკლედ რა უკვე დამეწყო სკლეროზი აგათა კრისტი და ართურა რომ ავურიე ერთმანეთში მაგრამ არაუშავს ( უშავს უშავსსს!) <3

ეს თავი მართლა დიდი იყო :დდ დაგვიანება ავანაზღაურე ამით :დდდ ❤❤ უოტსონი თუ არა ჰასტინგზი იქნები :დდდ :**❤❤ სამწუხაროა რომ არ გაქვს არადა იცი 4love ს ჯგუფში ბევრი გეძებს რომ ახარებ აქ ხალხს ასეთი სიყვარული კომენტარებით :დდ ❤❤❤

 



№16  offline წევრი Indigo

როგორ მიყვარს ეს შენებური პერსონაჟები შენ ხო არ იცი!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 



№17  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Indigo
როგორ მიყვარს ეს შენებური პერსონაჟები შენ ხო არ იცი!

იიიი ძალიან მიახრია და ძალიან დიდი მადლობა ❤❤❤❤ :დდდ

 



№18 სტუმარი Qeti qimucadze

Es mzaxlebi sascauli gogoebi xartt. Gabrielze ukve gavgijdii. Magram daojaxebuli var????????????????????????????????????umagresi iyoo. Moutmenlad velodebi shemdeg tavsss. Genacvale. Oqrosxeleba unda shegarqvaaa

 



№19  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Qeti qimucadze
Es mzaxlebi sascauli gogoebi xartt. Gabrielze ukve gavgijdii. Magram daojaxebuli var????????????????????????????????????umagresi iyoo. Moutmenlad velodebi shemdeg tavsss. Genacvale. Oqrosxeleba unda shegarqvaaa

როგორ მახარებს ყოველ ჯერზე შენი კომენტარები ჩემო საყვარელოო❤❤❤ მძახალი მართლაც რომ საოცრება მყავს,თვით ნიჭო :**❤❤ :დდ
ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, ოქროსხელება სასწაულად მომწონს :დდ❤❤ უუჰ გაბრიელი :დდდდ აქ ყველა ჩვენიანები ვართ არავის არ ვეტყვით გაბრიელთან გამიჯნურების ამბავს :დდდდ❤❤

 



№20 სტუმარი Lepoldino

Sityvebi zedmetia...sheudarebeli xar <3 mdidari fantazia gaq.vkitxulob da gimili ar mshordeba :)
P.s. sxvatashoris mec morieli var ^_^♏️

 



№21  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Lepoldino
Sityvebi zedmetia...sheudarebeli xar <3 mdidari fantazia gaq.vkitxulob da gimili ar mshordeba :)
P.s. sxvatashoris mec morieli var ^_^♏️

ძალიან დიდი მადლობა ❤❤ სასწაულად გამახარე,გავიბადრე და ვანათებ :დდდ :**❤❤ მიხარია მორიელო :დდ მე არ ვარ მაგრამ მორიელებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება მაქვს :დდდ ❤❤❤

 



№22  offline წევრი Kristy

ძალიან მომწონს ისტორიაც და პერსონაჟებიც, შენზე ხო ვგიჟდები, ისე კარგაად წერ. ლოდინიც კი არ მაწუხებს თავიდან თავამდე, რადგან ვიცი რაც მელოდება, როცა დადებ. გყვარობ

 



№23 სტუმარი მოცინარი

Margaritha Loki
მოცინარი
Margaritha Loki
მოცინარი
Movediii :) magaria ukve 2 fokuzi viswavle :-P kargi tavi iyo chemo misis marpl (tu ar ici vinaa mashin mdedrobiti sqesis sherlokav) magram cota gawelili momechvena, ise magari filmi gamovidoda aqedan <3

P.s. Ux eg eriki ra!
P.S.S. Rato ar ideba komentari?! :@

Gmerto ra mravalmxrivi xar!!! Erti tomi -Jeri meore seriozuli deteqtivi... Zgapari ujaswikebit... Ki mara Ramdeni wlis xar? <3

დიდი დიდი მადლობა ჩემო საყვარელოოო :*** მისის მარპლი აფ მეცოდინება ახლა მე? აგათას გიჟ ფანს? :დდდდ რომ დავბერდები ეგეთი ვიქნები, ქსოვა კი მიყვარს ხოდა ჩავჯდები საქანელა სკამში მოვქსოვ ხელთათმანებს და გამოვიძიებ მკვლელობებს :დდდდ
არ ვიცი გაწელილი რატომ გეჩვენება უბრალოდ ამ ისტორიის იდეა ოთხ წელზე მეტია მაქვს დაწერამდე უკვე მიყვარდა არ მინდა ავჩქარდე და რაიმე გამომრჩეს,თან დეტექტივია ჩახლართული და მაგის გამო ვწერ ასე :დდდდ❤❤❤ ასაკი და სხვა რამეები თუ გაინტერესებს ფბზე მომწერე საყვარელო :დდდ ბევრს ვერაფერს გეტყვი მაგრამ ეგეთ წვრილმანებს კი :დდ❤❤

შეიძლება დიდი რომაა მაგიტომ მომეჩვენა გაწელილი :* ფბ არ მაქ ამიტომ მომიწევს ტვინი ჭ...ტვა ... ხოო კი გამოიძიებ მკვლელობებს ბებრუხანა რომ გახდები (შენივე მოგონილს ოღონდ :დ) მოგიჯდები გვერდით და ვიქნები უოტსონი :) მოკლედ რა უკვე დამეწყო სკლეროზი აგათა კრისტი და ართურა რომ ავურიე ერთმანეთში მაგრამ არაუშავს ( უშავს უშავსსს!) <3

ეს თავი მართლა დიდი იყო :დდ დაგვიანება ავანაზღაურე ამით :დდდ ❤❤ უოტსონი თუ არა ჰასტინგზი იქნები :დდდ :**❤❤ სამწუხაროა რომ არ გაქვს არადა იცი 4love ს ჯგუფში ბევრი გეძებს რომ ახარებ აქ ხალხს ასეთი სიყვარული კომენტარებით :დდ ❤❤❤

მართლა მეძებენ?!!! :0 ჰიჰი ჰასტინგზა რამ დამავიწყა ჰა? :დ

 



№24  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

უნიჭიერესი გოგო ხარ, რააც ისედაც იცი.ისე მაგრდ წერ, დეტალებში ერთ შეცდომასაც ვერ შენიშნავ. დაახვეწილი, იუმორით გაჟღენთილი, ძალიან საინტერესო და კიდევ უამრავი მსგავსი სიტყვა მინდა გითხრა❤
მოკლედ ამ ისტორიაზე უკვე მაფანატებს. თითო თავს ვიზოგავ და ნელ-ნელა ვკითხულობ. მადლობა იმ სიამოვნებისთვის, რასაც შენი ისტორიებიდან ვიღებ. ყოჩაღ, ყოჩაღ ყოჩაღ!!!

 



№25  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Kristy
ძალიან მომწონს ისტორიაც და პერსონაჟებიც, შენზე ხო ვგიჟდები, ისე კარგაად წერ. ლოდინიც კი არ მაწუხებს თავიდან თავამდე, რადგან ვიცი რაც მელოდება, როცა დადებ. გყვარობ

სასწაულად გამახრე heart_eyes ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის ჩემო საყვარელო heart_eyes heart_eyes

Chikochiko
უნიჭიერესი გოგო ხარ, რააც ისედაც იცი.ისე მაგრდ წერ, დეტალებში ერთ შეცდომასაც ვერ შენიშნავ. დაახვეწილი, იუმორით გაჟღენთილი, ძალიან საინტერესო და კიდევ უამრავი მსგავსი სიტყვა მინდა გითხრა❤
მოკლედ ამ ისტორიაზე უკვე მაფანატებს. თითო თავს ვიზოგავ და ნელ-ნელა ვკითხულობ. მადლობა იმ სიამოვნებისთვის, რასაც შენი ისტორიებიდან ვიღებ. ყოჩაღ, ყოჩაღ ყოჩაღ!!!

ვაიმეე გავწითლდი blush პირიქით უღრმესი მადლობა შენ რომ კითხულობ მოგწონს და თან ასეთი კომენტარებით მახარებ heart_eyes heart_eyes გული ამოვარდანას მაქვს ხოლმე ასეთებს რომ ვკითხულობ heart_eyes სიცოცხლეს მიხანგრძლივებთ kissing_heart heart_eyes

 



№26 სტუმარი Teo

saswaulad momwons istoria..mere chemnairi sazizgari,morieli,gabrieli..ubralod saswaulia da bolos rom tqva vervitan aseti ketili rom varo eg praza xshirad gvawuxebs???????????? ubralod sityvebi armyopnis indenad magar istoriebs wer.es ki chem 'mestan' dzalian axlosaa aserom velodebi axal tavs ❤️

 



№27  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Teo
saswaulad momwons istoria..mere chemnairi sazizgari,morieli,gabrieli..ubralod saswaulia da bolos rom tqva vervitan aseti ketili rom varo eg praza xshirad gvawuxebs???????????? ubralod sityvebi armyopnis indenad magar istoriebs wer.es ki chem 'mestan' dzalian axlosaa aserom velodebi axal tavs ❤️

კიდევ ერთი მორიელი heart_eyes ძალიან დიდი მადლობა სიყვარულოოოო heart_eyes სასწაულად მიხარია რომ საერთო იპოვე პერსონაჟებთან laughing heart_eyes ვეცდები რომ დიდხანს არ დავაგვიანო heart_eyes kissing_heart

 



№28  offline წევრი BarBare))

საუკეთესოა, ძალიან მომწონს, მოუთმენლად ველოდები შემდეგს

 



№29  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

BarBare))
საუკეთესოა, ძალიან მომწონს, მოუთმენლად ველოდები შემდეგს

უღრმესი მადლობა :***❤❤❤ ყველანაირად ვეცდები მალე დავდო სიყვარულოო ;**????????

 



№30 სტუმარი Nam nam

Hm. Mesamed gamaoce :D sheni fantaziis gacnoba minda saswrafo wesit ! Uamravi kitxva maqvs mastan :D :* ra xar kiarada vin xar aseti usazgvro gaocebis wyaro ha ?! Agvisto xoaraxar shentxvevit? Chemsavit :d ai magari xar ra ! Chemi ipis mere am istoriaze tu films gadaigeben me viqnebi pirveli vinc naxavs sheiyvarebs da ase shemdeg :* )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent