შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკი ქალია (8)


16-10-2017, 23:56
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 731

ეშმაკი ქალია  (8)

- ფანჯარა ასწიე, გიბერავს - უთხრა დათას ლილიანმა სოფელში მიმავალ გზაზე.
- რა? - გაეცინა კაცს.
- გიბერავს, გაცივდები და გარდა იმისა, რომ სოფლის ჰაერი უნდა ვისუნთქო, შენი მოვლაც მომიწევს.
- ლილიან, ჯოჯოხეთში კი არ მიმყევხარ.
- ტუალეტი გარეთაა? ჩასაცუცქია?
- არა, უნიტაზი გვაქვს.
- შხაპის მიღებას შევძლებ?
- კი ლილიან, როცა მოგინდება. თუ გინდა, დღეში ათჯერ მიიღე შხაპი. ქვის ხანაში კი არ მიმყევხარ, სოფლებიც განვითარდნენ.
- ქათმები გყავს?
- კი... და ჩემი გულის დაპყრობა თუ გინდა სამუდამოდ, ერთი-ორჯერ ძროხაც მოწველე.
- ძროხაა? - ლილიანმა გულზე ხელი მიიდო ნაიმფაქტარი სახით.
- ჰო, ძროხა. ოთხფეხა ცხოველია, მუუუს იძახის ხოლმე და ყველს ძირითადად მაგისი რძით აკეთებენ. - აუხსნა კაცმა.
- ვიცი ძროხა რაცაა. ნანახი მაქვს...ტელევიზორში.
- რეალურად ძროხა არ გყავს ნანახი?
- არა.
დათას სიცილისგან ლამის ავარია მოუვიდა.
- ლილიან - ჩაიჩურჩულა ვნებიანად.
- რა გინდა? - უკვე იცოდა, რომ რაღაც უბედურებას მოუთხრიდა.
- გინდა გადაფურთხება გასწავლო? - ჰკითხა კაცმა ეშმაკურად.
- აუტანელი ხარ!
- შენ უფრო!
- დარწმუნებული ხარ?
- კიი, ასი პროცენტით.
- გინდა, ძალიან სასიამოვნო ასატანი გავხდე?
- ახლა ისეთ რამეს იზამ, ცხოვრებისეულ ტრავმას მომაყენებ. ამიტომ, არ მინდა.
- დარწმუნებული ვარ, რომ გინდა - ეშმაკური სიცილით კაცის შარვლის უბისკენ გააცურა ლილიანმა ხელი.
- მემგონი, მინდა.
- თან ძალიან - ყურთან უკბინა ქალმა.
- ლილიან, შეიძლება ავარიაში მოვყვეთ - ღრმად ჩაისუნთქა დათამ, როცა ქალის ნაზი ტუჩებისა და შემდეგ სველი, რბილი ენის შეხება იგრძნო საკუთარ ასოზე. კაცმა თმა გადაუწია, თავის ცხოვრებაში ყველაზე ვნებიანი მომენტი არა მხოლოდ შეიგრძნო, არამედ თვალითაც იხილა.
- არ შეანელო, თორემ გავჩერდები - თქვა ქალმა ბოროტი სიცილით და ისევ საყავრელი მამაკაცის ფერებას შეუდგა.
- ლილიან, ღმერთო - ამოიკვნესა კაცმა - ეგ ვინ გასწავლა?
- ინტერნეტში ბევრი რამის სწავლა შეიძლება - სიცილით აკოცა ტუჩებში დათას. ახლა ხელით ეფერებოდა მის ასოს, ტუჩები კი კაცის ყურთან მიეახლოვებინა და ვნებიანად კრუსუნებდა.
- ლილიან მაგიჟებ - ძლივს სუნთქავდა კაცი.
- გზას უყურე! - შეუბღვირა ლილიანმა და ისევ თავის თბილ პირში მოიქცია კაცის ღირსება. პირს უფრო და უფრო მჭიდროდ კუმავდა. ქალს ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, რომ პირში მოქცეული კაცის ასო წამდაუწუმ მკვრივდებოდა, იზრდებოდა. ლილიანი ძალიან ძლიერად უჭერდა ტუჩებს, დიდი მონდომებით, ენთუზიაზმით წოვდა.
- ლილიან ახლა....
- მიდი საყვარლო - ჩაიჩურჩულა ქალმა და ენით საოცრად გააღიზიანა კაცის სასქესო ორგანო. ერთ მომენტში, ასოსთავი თითქმის გადაყლაპა. დათამ კი მთელი ძალით დაძაბა სხეული. ენით აღუწერელი ნეტარებით სავსემ, ჩახლეჩილი, საოცრად სექსუალური ხმით ამოიკვნესა.
ნახევარი საათის შემდეგ:
პოლიციის ფორმაში გამოწყობილი კაცი ანკეტას ავსებდა, თან ცალი თვალით ახედავდა ხოლმე წყვილს, რომლებიცც გაწითლებულები დროდადრო ფხუკუნებდნენ ხოლმე, სიცილს ვერ იკავებდნენ.
- მაინც ვერ ვხვდები, რა დაგემართათ. ტრასა ცარიელი იყო, ასე უბრალოდ როგორ გადაუხვიეთ გზიდან და ხეს როგორ შეეჯახეთ?
- სჯობს, არ იცოდეთ - თქვა დათამ, რომელსაც ყველანაირ ჩასაბერში ჩააბერინეს. ჯერ მთვრალი ეგონათ, მერე დაბოლილი.
პოლიციელმა თავისქნბევით შეხედა ორივეს, თითქოს ტუქსავსო.
- ღმერთს მადლობა უთხარით, რომ ცოცხლები ხართ და მანქანაც არაა ძალიან დაზიანებული. ასეთი შეჯახებებით ზოგჯერ ადგილზევე იხოცებიან.
- მადლობა ღმერთო - ჩაიბურტყუნა ლილიანმა.
- მაპატიე ღმერთო, ეშმაკმა მაცდუნა - დაამატა დათამ და ლილიანს გვერდული მზერით გახედა.
ისევ ორივეს გაეცინა.
- თავისუფლები ვართ? - ჰკითხა ლილიანმა.
- კიი. მანქანა თუ დაიქოქა, ნახეთ აბა.
დათა მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა.
სულ სიცილ-კისკისით წამოვიდნენ იქიდან.
- ახლა დედაშენს თვალებში როგორ ჩავხედო? - კისკისებდა ქალი.
-როგორც მე მიყურებ, ისე.
- ასე? - საოცარი ვნებით აღსავე მზერა მიაპყრო ქალმა.
- ეგრე აღარასდროს შემომხედო, როცა საჭესთან ვიქნები!
- ასე? - მუხლზე გაუხახუნა დათას ხელი.
- შეწყვიტე, თორემ მეორე ჯერზე ასე აღარ გაგვიმართლებს. კაცი გამოშტერდა. ეგონა, რომ მართვის მოწმობა არ მქონდა. მივდიოდი ჩვეულებრივად და უცებ შევასკდი.
- ჩვეულებრივად არა, ბოლოს ძალიან ხაზავდი რვიანებს.
- ნეტა რატო?
- არ ვიცი - ყელში აკოცა ქალმა.
- შენ ძალიან მხიარულად ხარ და აბა ფანჯარა ჩასწიე.
- ფანჯრიდან უნდა გადამაგდო?
- შენ თვითონ გადახტები - გაეცინა დათას.
ლილიანმა ფანჯარა ჩაწია. ცოტახანს დადუმდა და მერე ნესტოები დაბერა, ღრმად შეისუნთქა ჰაერი.
- ვაიმე, რა სუნია?
- welcome to village babe - \შესძახა დათამ.
- საქონლის ფეკალიაა? - ჰკითხა დაპანიკებულმა ლილიანმა.
- ჰო, თითქმის მოვედით.
- აუ დათაა - დაიწრიპინა უსუსური ხმით.
- გადმოდი საყვარელო, მოვედით.
ლილიანი საკუთარი თავის მადლიერი იყო, რომ დილით გონივრულად მოიქცა და ბოტასები ჩაიცვა, თორემ ასეთ გზაზე ქუსლიანი ფეხსაცმლით წამში წაიმტვრევდა კისერს.
მანქანიდან გამოსული, მორიდებული ბავშვივით ამოუდგა დათას გვერდში და ხის ლამაზ ჭიშკარში შევიდა. გარშემო შესანიშნავი ხედი გადაიშალა - ლამაზი ეზო და დიდი სოფლის სახლი, რომელიც საერთოდ არ ემთხვეოდა ლილიანის წარმოდგენილს. სახლს უზარმაზარი ხის აივანი გქონდა, რომელზეც უმშვენიერესი ორნამენტები ამოეჭრათ.
- რა ლამაზია - თქვა გაოგნებულმა ქალმა.
- აბა, რა გეგონა? - თმაზე აკოცა დათამ.
სახლიდან დათას მშობლები გამოვიდნენ. არც მშობლები წარმოედგინა ასეთი. ოდნავ ხანშიშესულები იყვნენ, თუმცა საერთოდ არ ეტყობოდათ ასაკი. როგორც აღმოჩნდა, დათა მამამისს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა.
რაც უფრო უახლოვდებოდნენ დათას მშობლები, მით უფრო ესახებოდათ სახეზე გაოგნება სარძლოს დანახვისას. ლილიანიც გაოგნებული ჩანდა.
დათა ჯერ ბედნიერად გადაეხვია თავის მშობლებს და მერე ამაყად გამოუცხადა:
- ეს ლილიანია, ჩემი საცოლე.
დათას დედას თვალზე ცრემლი მოადგა.
- უკვე აღარ მეგონა, რომ ჩვენი ოჯახი ამ ბედნიერებას მოესწრებოდა - თქვა ტირილით და ლილიანი გულში ჩაიკრა.
ლილიანს პირველად გაუჩნდა ფიქრები იმასთან დაკავშირებით, რომ დედამთილის ყოლა მაგარი რამეა და არა ისეთი, როგორიც გარშემომყოფებისგან ესმოდა.
- კაცი მე გამიზრდია, ასეთ გოგოს რო შეაყვარა თავი - თქვა დათას მამამ და ისიც გადაეხვია.

* * *

ვახშმისა და დათას მშობლებთან საუბრის შემდეგ, დათამ ქალს სახლი დაათვალიერებინა. სარდაფი ისე მოეწყოთ, გეგონებოდა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ვინტაჟური ნომერი ყოფილიყო - ხის ბუხარი, ხის მაგიდა-სკამები.
პირველ სართულზე სამზარეულო, სასადილო, დიდი ოთახი და დათას მშობლების ოთახი იყო. მეორე სართულზე - დათასი და ბავშვების ოთახები.
- არ მჯერა, რომ ამას ვაკეთებ - დათრგუნული ლილიანი ზამბარებიან საწოლზე მოწყვეტით დაენარცხა.
- რას?
- არ მჯერა, რომ ასეთ კარგ ხალხს ვატყუებ და ეს ყველაფერი მათეს გამო. არადა, არც კი მომწონდა.
- ხედავ, ერთმა პატარა ტყუილმა სადამდე შეიძლება მიგიყვანოს?
- ჩუუუ, ვითომ შენ ანგელოზი იყო!
- არ ვარ ანგელოზი - საწოლზე წამოგორდა კაცი ქალის გვერდით - ეშმაკის საყვარელი ვარ.
ლილიანს გაეცინა, კაცს მკერდზე დაადო თავი. საოცარი იყო, დათას სურნელი ყველგან იფრქვეოდა, ვერც ტანსაცმელი და ვერც კედელი ვერ აკავებდა ხოლმე იმ არომატს, რომელიც ლილიანისთვის ასეთი მშობლიური, სასურველი და ძვირფასი გამხდარიყო.
- აქ გეძინათ ხოლმე შენ და შენს ცოლს? - ჰკითხა ლილიანმა.
- ეს თუ დაგამშვიდებს, იმის მერე, მრავალჯერ გამოიცვალა თეთრეული. - ცდილობდა ეხუმრა კაცს, მაგრამ ლილიანის სახეს ოდნავი სევდა მაინც დაჰკრავდა.
- აუუუ - წარბები შეკრა ლილიანმა.
- დაიწყე შენებური პრეტენზიები?
- კიი.
- ძალიან საყვარელი ხარ - ლოყის დასაწყისში, ყურთან აკოცა კაცმა.
- შენ ჩემი წამება და ეჭვიანობა მოგწონს, საძაგელო კაცო!
- აბა, რამით ხომ უნდა აგო პასუხი ყველა იმ ტკივილისთვის, რაც ხალხს მიაყენე?
- ამას სერიოზულად ამბობ?
- არა, ვხუმრობ. ასეთი სასტიკი და დაუსჯელიც ძალიან კარგი ხარ.
- შენ სოფლელიც კარგი ხარ - ყელში ჩაუდო ქალმა თავი და ცოტა ხნით ჩაეძინა.
ზუსტად ერთ საათში, მამლის ყივილმა გააღვიძა. თვალებდაჭყეტილი მიეკრო დათას.
- გათენდა? - იკითხა გულგახეთქილმა. - ხო ეზოდან იყო ხმა?
- არა, ჩვენს ოთახში შემოვასეირნე.
ლილიანმა გულუბრყვილო ბავშვივით შეათვალიერა ოთახი.
- მომატყუე?
- კი.
- გათენდა?
- რა გათენდა გოგო, მარტო დილით კი არ ყივის მამალი. შუადღეა, სულ რაღაც ერთი საათი გეძინა.
- შენ არ გეძინა?
- არა.
- აბა, ასე იწექი და მიყურებდი?
- ჰოო - გამოუტყდა კაცი.
ლილიანს კმაყოფილი სახით გაეღიმა.
- ისე, როგორ ფიქრობ, დედაშენს მოვეწონე?
- კი, გადაირია. შენი თანდასწრებით მოერიდათ, მაგრამ დამიმარტოხელებენ ალბათ მალე და მკითხავენ, ვირის ტვინი ხო არ აჭამე ამ ანგელოზივით გოგოსო.
ქალმა გადაიხარხარა.
- შენც სიმპათიური ხარ დათუჩააა.
- განსაკუთრებით მაშინ მიყვარხარ, როცა ეგრე ხარხარებ - შემთხვევით ისევ სიყვარული შემოეხსნა დათას.
- ქათამივით რომ ვკაკანებ?
- ჰოო. მახსენდება ხოლმე, რომ შენც ადამიანი ხარ და შენც გაქვს ნაკლი.
- ანუ ნაკლიანი სიცილი მაქვს?
- არა, იდეალური - ტუჩებში აკოცა კაცმა. - წამოდი, ვიღაცეებს გაგაცნობ.
- ვინებს?
- წამოდითქო - თბილი ჟაკეტი მოაცვა და ეზოში გაიყვანა. - აუ, რაღაც დამავიწყდა, დამელოდე - სამზარეულოში შეირბინა წამით.
- სად მიგყევარ?
- წამო, წამო - ხელში რძით სავსე მაწოვარა ეჭირა კაცს.
- მესამე შვილიც გყავს? - ჰკითხა ლილიანმა სიცილით.
- თითქმის - ეზოს მეორე მხარეს, ბოსლის კარი შეაღო (თუმცა ლილიანმა არ იცოდა, რომ ბოსელი იყო. არასდროს ენახა აქამდე მსგავსი რამ).
- რა სუნია - სახე დამანჭა ქალმა.
- არაფერი სუნი არ არის, სუფთად არის ხოლმე პეპელა.
- რაღაცნაირი სუნი მაინცაა - პრეტენზიული ბავშვივით დაიწრიპინა . - პეპლები გყავს?
- არა, შემოდი.
ლილიანი ისე შევიდა, გეგონება დანაღმულ ტერიტორიაზე დააბიჯებდა, თუმცა ნაღმების მაგივრად, პატარა თეთრი ხბო დახვდა. ყურებს საყვარლად არხევდა და დაჭყეტილი თვალებით უყურებდამასთან შემოჭრილ სტუმრებს.
ქალიც დამფრთხალი იყო და ხბოც.
- ესაა პეპელა?
- ჰო.
- ვაიმე, რა საყვარელი ბატკანია - წამოიყვირა აღფრთოვანებულმა.
- გოგო შენ ნორმალური ხარ? ეგეთი რამე ჩემებთან არ თქვა - გადაიხარხარა დათამ. - ხბოა ეს, ხბო! ძროხის შვილი.
- გამარჯობა ხბოოო - ჩაიცუცქა და ჯერ ოდნავ შიშით გასწია მისკენ ხელი, მერე, როცა მიხვდა, რომ სიცოცხლისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, თამამად მოეფერა.
- აჭმევ? - მაწოვარა მისცა დათამ. - ჯერ ფეხი არ აუდგია.
- სადაა ამის დედიკო?
- მოკვდა საწყალი. ამ ორი დღის წინ, რაღაც შხამიანი ბალახი უჭამია და სულს ღაფავდა.
- ვიამე - ლამის ტირილი დაიწყო ლილიანმა. ხბოს მაწოვარა მიუტანა პირთან და ფრთხილად დაუჭირა. წამით, ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს პატარა ბავშვს აჭმევდა და ძალიან ესიამოვნა ეს განცდა. - ბავშვები არ ჩამოვლენ? - ჰკითხა დათას.
- არა მგონია. რა იყო?
- არაფერი, ისე გკითხე. რა საყვარელი პეპელაა, არადა პეპლების თითქოს მეშინოდა - ხბოს თავზე ხელი გადაუსვა ქალმა.
- შენ ფოთლისაც გეშინია ხო?
- არა, ფოთოლს ეშინია ჩემი.
- გამოაცალე პირიდან, სულ შეჭამა, აღარაა რძე და იტანჯება.
- მეტი არ ვაჭამოთ?
- არა, ცხოველის გაღორება არ შეიძლება. ეგ იყო მაგისი ვახშმის ნორმა.
- კარგი ჰოო. ხო არ სცივა?
- არა, თბილადაა, დამშვიდდი.
- მარტო არ ეშინია ხოლმე?
- არა ლილიან, დამშვიდდი.
- საწყალი, დედა მოუკვდა და შენ სულ მარტო ტოვებ. ცივსისხლიანო!
- ლილიან, სადილი მოგეწონა დღეს? - ჰკითხა დათამ.
- ძალიან, მაგრამ რა შუაშია?
- დედამისი იყო იმ სადილში.
- რაააა? - დაიღრიალა ქალმა. მერე ხბოს შეხედა სასოწარკვეთილი სახით, დათას ხელი მოჰკიდა და ცალკე გაიყვანა. - ცოტა ჩუმად მაინც გეთქვა შე იდიოტო! ახლა ამ უბედური, ობოლი ხბოს დედის მჭამელიც გამხადე. დაკალი ხო? შენ დაკალი? სიმართლე მითხარი.
- კვდებოდა გოგო და დაკლეს. დებილები კი არ ვართ, მეწველი ძროხისთვის ყელი გამოგვეჭრა?
- მეწველი, ანუ?
- ანუ რო იწველება. მშობიარობის მერე ხო ყველა იწველება.
- ამით რისი თქმა გინდა?
- მოიცა, ყველა იწველება კი არა... - აერია კაცს - ყველას აქვს რძე.
- ჩუმად ილაპარაკე! ნახე როგორ მიყურებს, მემგონი ყველაფერს ხვდება - ლილიანმა ნაძალადევი ღიმილით ხელი დაუქნია პეპელას.
- მაგიჟებ - წელზე სტაცა კაცმა ხელი და თივის ზვინზე დააგდო.
- ვაიმე, არ დაინახოს - წამოიკივლა ქალმა.
- ხბომ გოგო?
- არა, დედაშენი რომ შემოვიდეს? ან მამაშენი?
- მართალი ხარ - ქალი წამოაყენა და გარეთ გაიყვანა. - წამო ბოსტანში.
- ბოსტანში? ვაიმე, საწოლი არის მანდ?
- კიი, ძალიან გემრიელი თან.
- რაღაც ვერ ვხედავ.
- ლილიან, შენ ყველაზე ჭკვიანი და მაგარი ქალი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს, თუმცა რატომ გეგონა, რომ ბოსტანში საწოლი მექნებოდა?
- აბა...რო მიგყავდი? - საცოდავად ჰკითხა, შეეშინდა, ისევ სისულელე არ ვთქვაო.
- არაფერია საყვარელო, ცვრიან ბალახზე თუ არ გაგორდი და სექსით არ დაკავდი, რაა მამული?- პირდაპირ შარვალი ჩაჰხადა კაცმა.
- შენ გაგორდები - ძირს დააგდო ლილიანმა, შემდეგ ზემოდან დააჯდა წელზე და დათას ტუჩებს დაეწაფა, ხელით კი ქამარი შეუხნა - ჩემს ძ*ძუებში ხელის ფათური თუ მოგინდება, შიგნით შეყავი და ისე მიფათურე. ამ სიცივეში, გაშიშვლებებს არ ვიყოთ, კარგი?
- კარგი - გაეცინა დათას...

* * *

შემდეგ დილას, კაცი უცნაურმა შეგრძნებამ გამოაღვიძა - ლილიანი მკერდზე არ ეწვა, არც თავად იწვა ლილიანზე, ვერც მის ფეხებს გრძნობდა და ვერც მის სითბოს. საოცარი უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა და თვითონ იმ ფაქტმა გააკვირვა, რომ ლილიანის გარეშე ყოფნა, მითუმეტეს დღის მის გარეშე დაწყება, უკვე დისკომფორტს უქმნიდა.
ტუალეტში არ იყო.
არც სამზარეულოში.
- ლილიანს ეძებ შვილო? - ჰკითხა დედამისმა.
- ჰოო.
- არც უსაუზმია. ასე თქვა, დათასთან ერთად ვისაუზმებო და დილაუთენია, პეპელასთან შევიდა.
- გამაგიჟებს ეგ გოგო - გაეცინა დათას.
ბოსლიდან უცნაური დიალოგის მოესმა:
- გაგატან თბილისში, გინდა? - ჰკითხა მამამისმა „სარძლოს“.
- როგორ მოვუარო? - სრული სერიოზულობით დააინტერესა ქალს.
- რძე დაალევინე თავიდან, მერე თივას გამოგიგზავნით ხოლმე. დათა მიგახედინებს. - კაციც არ ჩანდა არასერიოზული.
- გაგიჟდით ხო? - ჩაერია დათა.
თან საკუთარ თვალებს ვერ დაუჯერა - ლილიანს ხბო პლედში გაეხვია და თან მამამისთან ერთად ეწეოდა სიგარეტს.
- დილას ძალაიან ციოდა და შემეცოდა - აუხსნა ლილიანმა.
- ჰაა, მოგყავს თბილისში? მერე ივენთებზე ატარე ხოლმე. ყველაზე ორიგინალური და კრეატიული იქნები.
- ვის დასცინი შენ? - შეუბღვირა ქალმა.
დათა გვერდზე მიუჯდა ხბოს და თავის საცოლეს.
- ამოდით ბავშვებო საუზმეზე - დაიბარა მამამისმა და მარტო დატოვა წყვილი.
- დათა, იცი რაა? - ისეთი სახით ჰკითხა, უკვე მიხვდა კაცი რომ მძიმე თემას უნდა შეხებოდა.
- რაა? - ხელი გადაჰხვია ქალს. ქალიც შეწუხებული მიეკრო მკერდზე.
- ხბო დავგუგლე და პირველი იცი რა ამომიგდო?
- არა.
- ხბოს ჩაქაფული... ამას ჭამენ ხოლმე? - დათაზე მიხუტებულმა ლილიანმა ხბო მიიხუტა და საბოლოო ჯამში, ცოტა არაორდინალური, თუმცა ბედნიერი ოჯახის სურათს ქმნიდნენ.
- ჰო, ზოგჯერ.
- ასეთ პატარას?
- კიი.
- დაგიკლავს ასეთი?
- კი-თქო რომ გითხრა, დამშორდები?
- არა.
- არ დმაიკლავს, ჰუმანური ოჯახი ვართ ჩვენ - გაეცინა დათას და ქალს შუბლზე აკოცა.
- ვიცოდი, არ იყავი მკვლელი. - მოსიყვარულე მზერა მიაპყრო ლილიანმა საყვარელ კაცს და მიხვდა, რომ ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა.скачать dle 11.3




№1  offline წევრი miyvarxar1992

Damidnes chemi eshmakiii ufff

 



№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

miyvarxar1992
Damidnes chemi eshmakiii ufff

დაგიდეს, დაგიდეს, აბა როგორ <3

 



№3  offline წევრი miyvarxar1992

ენ ჯეინი
miyvarxar1992
Damidnes chemi eshmakiii ufff

დაგიდეს, დაგიდეს, აბა როგორ <3

Uf ra saocrad shemicvale qalo ehmaki ????????????????????????yochag shen

 



№4  offline წევრი Tskrialashvili Mariami

უკომენტაროდ!
ვყვარობ შენ ისტორიებს <3
აღფრთოვანებულიი ვაარ მე შენი ნიჭიით <3 ♥
და ნუ გვანატრებ ხოლმე თავს :დ

 



№5  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე ვეღარ ვსუნთქავ გეფიცები იმდენი ვიცინე იმდენი რო ცუდად ვარ ხვალ ჩამმწარდება უეჭველი სიე რაღა ხვალ კი არის უკვე 17 laughing laughing smile smile ვაიმეე ვბოდავ უკვე ხომხ ედავ. ხან ვმუნჯდები ხან ვბოდავ არააა ცუდად მოქმედებს ეს ისტორია ჩემზეე weary
სასწაული იყოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

 



№6 სტუმარი სტუმარი eleonora

Vaimee amdenii armiciiniaa :dd aiisascauliaa pirdapiiir! aihoaris +18 magram egec iseekargad gadmosceem roravi :dd mokled saocari gogo xaar da ase gaagrdzele <3 dzaalian gtxov aghar daagviano da veli momdevno tavs sulmoutkmenlad <3

 



№7 სტუმარი Qeti qimucadze

Shen xar sascauli gogoo. Cremlebamde vicineee. Xbos dagugvla? Shesanishnaviaaaaaa

 



№8 სტუმარი სტუმარი nako

ძალიან მაგრობაა

 



№9 სტუმარი სტუმარი Chikochiko

ვაიმე ცუდად ვარ:დ რომ ვერც ვიცინი?
მეშინია ჩემო ფხუკუნით ბავშვი არ დავაფეთო ამ შუაღამისას:დ ზე-წყვილი გამოდის ჩვენი ლილიანი და დათა

 



№10  offline წევრი susik-fusik

8 tavi wavikitxe dghes rac me vicine am ghame ase mgoni ukve 8 tvea ar micinia gansakutrebit am oris chxubze. Liliani da xbo iventze gadavvardi sawolidan ise gadavixarxare umagresi xar shemdegic male dade ????????????????
--------------------
A.M

 



№11  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

აუუ როგორ მომწონს ეს ისტორია და როგორ მომწონხარ შენ!
ამდენი თავია ჩუმად გადევნებ თვალს!
მარა ახლა უნდა ამოვხეთქო????
იდეაში რო ლილიანი ცუდი ტიპიჩანდა საწყის ეტაპზე მეთავიდანვე გადავირიე და ზუსტად ვიცოდი რომ ჩემი დათა მოარჯულებდა. დათაზე ვგიჟდები! აი ისეთია ყველას რო სჭირდება ერთი ეგეთი.
მომწონს საშინლად ეს ისტორია და ძალიან კარგი ხარ შენ!!!

 



№12 სტუმარი სტუმარი Mariamo

უმაგრესიხარ . რახანია ამდენი არ მიცინია

 



№13  offline წევრი Indigo

აუ, ძაან ცუდად ვარ. ვეღარ ვსუნთქავ. joy joy
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 



№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ვაიმე ბავშვებოოოო, მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა ასეთი პოზიტიური შეფასებებისთვის. ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, ლექციაზე ვარ, მაგრამ თქვენჟემოგევლეთ <3
გკოცნით, მოგიკთხვა გრამატიკიდააან <3

 



№15  offline მოდერი Eleniko13

დავგუგლე მეც,
და არ ამოუგდია ჩაქაფული.

ძალიან საყვარელი თავი იყო,
მაგრამ სხვებზე ბევრად
სუსტი.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



№16  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Eleniko13
დავგუგლე მეც,
და არ ამოუგდია ჩაქაფული.

ძალიან საყვარელი თავი იყო,
მაგრამ სხვებზე ბევრად
სუსტი.


[img]file:///C:/Users/user/Desktop/სასა.png[/img]


ესე უნდა დაგეგუგლა და ამოაგდებდა :დდდ

 



№17  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

როგორ "გასაყვარელდა" ეს უნამუსო ქალი. ძააან ძაააან მომეწონა ეს თავი. პროსტა არ მეყო :(
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№18  offline წევრი triniti

ვაიმეეე ეს რა დამმართე ლამის გამაგდეს სამსახურიდან რას ზიხარ და სკდები სიცილითოოო მაგრამ ისეთი მაგარი იყო თავი ვერ შევიკავეეე...ძალიან ძალიან კარგი ისტორიააა ასეტი მომწონს მე ეს გოგოო ნამდვილი ალქაჯი სხვასთან მაგრამ საყვარელი მამაკაცის გამო რომ თბება ეგ მაბედნიერებს...ველი შემდეგ თავს და იმედია დიდხანს არ მომიწევს ლოდინი..

 



№19  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლუნი.
როგორ "გასაყვარელდა" ეს უნამუსო ქალი. ძააან ძაააან მომეწონა ეს თავი. პროსტა არ მეყო :(

ვაიმე მედლობაა <3

triniti
ვაიმეეე ეს რა დამმართე ლამის გამაგდეს სამსახურიდან რას ზიხარ და სკდები სიცილითოოო მაგრამ ისეთი მაგარი იყო თავი ვერ შევიკავეეე...ძალიან ძალიან კარგი ისტორიააა ასეტი მომწონს მე ეს გოგოო ნამდვილი ალქაჯი სხვასთან მაგრამ საყვარელი მამაკაცის გამო რომ თბება ეგ მაბედნიერებს...ველი შემდეგ თავს და იმედია დიდხანს არ მომიწევს ლოდინი..

უგრმესი ამდლობა, ბედნიერი ვარ ტუ მოგწონს <3

 



№20 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან ძალიან მომწონს ❤️
დღეს იქნება ახალი თავი?

 



№21  offline წევრი თუთა პირველი

(((((( rato daikargee? Velodebi gijivit am gadareul qals)))

 



№22 სტუმარი სტუმარი თამ

ძალიან კარგია.. რატომ აღარრუდება?

 



№23  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ანა
ძალიან ძალიან მომწონს ❤️
დღეს იქნება ახალი თავი?

მალე დავდებ, დღეს ვერა :დდ

თუთა პირველი
(((((( rato daikargee? Velodebi gijivit am gadareul qals)))

მაქსიმალურად ვეცდები, რომ მალე იყოს

სტუმარი თამ
ძალიან კარგია.. რატომ აღარრუდება?

დავვდებ, დავდებ დზალიან მალე<3

 



№24  offline წევრი ))♡

მალე დადებ?? დღეში ასჯერ შემოვდივარ სანახავად მეტჯერ თუარა ????????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 



№25  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

))♡
მალე დადებ?? დღეში ასჯერ შემოვდივარ სანახავად მეტჯერ თუარა ????????????

ხვალ თუ არა, ზეგ აუცილებლად. არ მინდა ხოლმე რო გალოდინოთ, მაგრამ მიფუჩეჩებულს ისევ დროის გაწელვა სჯობს

 



№26  offline წევრი ))♡

კარგი ჩემო კარგო წარმატებები ????????????????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 



№27 სტუმარი Ninuca

Raxdeba dzaliaan nugvalodineeeb ra agar deeeb??

 



№28  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Ninuca
Raxdeba dzaliaan nugvalodineeeb ra agar deeeb??

ვდეეებ. უბრალოდ ამ კვირაში სულ მოთხრობის კონკურსები იყო და ტვინი მეღრძო მოთხრობების წერით.

 



№29  offline წევრი p♥♥h ^^

ის ისე კაი კომენტარია "ხვალ თუ არა ზეგ აუცილებლად" ყოველ ახალ დღეს სულ ხვალ ან ზეგ იქნება blush
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 



№30  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

p♥♥h ^^
ის ისე კაი კომენტარია "ხვალ თუ არა ზეგ აუცილებლად" ყოველ ახალ დღეს სულ ხვალ ან ზეგ იქნება blush

გეგმაში მაქვს ხოლმე, რომ დავწერო და დავდო. რა გავაკეთო? მე არ მინდა, დაწერა? შუალედურები, უნივერსიტეტი, სამსახური და ორი კონკურსი მქონდა ამ კვირას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent