შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური ილუზია 18+ [სრულად]


18-10-2017, 21:33
ავტორი MoonLady
ნანახია 4 551

იდეალური ილუზია 18+ [სრულად]

შენიშვნა: ჰომოფობებს ზიზღის გრძნობას აღგიძრავთ, ნება თქვენია წაიკითხავთ თუ არა.


კლუბში უგზოუკვლოდ დავეხეტები და “Тамада”ს ფონზე ვცდილობ ვიპოვო ჩემი მუდმივი, სიცოცხლეს მოწყურებული და მომაჯადოებელი თანამგზავრი. მარჯვნივ, მარცხნივ ყველგან მოცეკვავე წყვილები. კოცნიან, ეხებიან, ეფერებიან ერთმანეთს. ღმერთო, რა გულისამრევად ხელოვნურია. ხორცმა შთანთქა ყველა და ყველაფერი, მეზიზღება ! ჯანდაბა, როგორ მეზიზღება ეს „ყველა და ყველაფერი“. არ მესმის როგორ შეიძლება ამგვარ მდგომარეობაში გართობა, ან რატომ ეძახიან ამას გართობას ? არ მესმის და ვერც გავიგებ !
სადაა ? თვალებს ვაცეცებ და მხედველობას ვძაბავ... წყვილი აქეთ, წყვილი იქეთ, დი-ჯეი, ბარმენი, მიმტანი და...
ვხედავ.
მე მას ვხედავ.
მთვრალია და ისიც ცეკვავს. გამომწვევად, მიმზიდველად, მადისაღმძვრელად ცეკვავს. ძალიან ნელა ვუახლოვდები და სხეულზე ორივე ხელს მჭიდროდ ვაჭდობ. ის კი ცეკვას არ წყვეტს, კისერს უკან აგდებს და მიღიმის. სხეულს კვლავ მუსიკის რიტმს აყოლებს და მეხახუნება. მისი წვრილი წელის მიხვრა-მოხვრა ჩემს ხელებში პულსს მიჩქარებს.
ჯანადაბა...
აქ არა...
ნორა, აქ არა...
ხელებს ლოყებზე მისმევს და კისრის მიმართულებით მკერდისკენ ჩადის. ჩემკენ ბრუნდება და მკერდზე მწარედ მიჭერს, მე კი თავს ვიკავებ და ვცდილობ მასას გამოვეყო და სახლისკენ წავიყვანო. როგორც იქნა გამომდის და იქვე შესასვლელთან ახლოს მდგარ მოტოციკლზე ვჯდები, შლემს კისერთან ვუკრავ და სახლისკენ მთელი სისწრაფით მივქრივარ. მისი ხელები კი ფეხებს შორის მიცურდებიან და რიტმულად მეფერებიან.
ჯანდაბა, ნორა, კაცი მაინც ვიყო ! ვფიქრობ ჩემთვის და სისწრაფეს ვუმატებ. მოწყვეტით წარმოთქმული ჩემი სახელი მესმის.
- ჟაკლინ... - ძარღვები მებერება და მათ კედლებს სისხლი მთელი ძალით ეხეთქება. მოტოციკლს ცალ ბორბალზე ვაყენებ და შიში მიკრთის დაძაბულ თითებში, ნორა რომ ჩამოვარდეს ? ვფიქრობ და პარალელურად თითქოს ჩემ დასამშვიდებლად მესმის.
- იუჰუ! ჟაკლინ მიდი ! - მეც ამოვისუნთქე და გზა გავაგრძელე. ჩვენს სადარბაზოსთან შევანელე და შლემი ფრთხილად მოვხსენი. ორი სიმთვრალისგან ამღვრეული შავი სფეროსებრი შემომეგება და წამიერად დაიხუჭა. ხელები წელზე შემომხვია და ჩემს მკერდზე დაღლილი მიესვენა. ლიფტში ძლივს შევიყვანე და მერვემდე ავიყვანე. მისი სხეულის სიმსუბუქე სულ მაკვირვებდა და ეს საოცარი პეპლების არომატი ჭკუას მიკარგავდა. როგორი იყო პეპლების არომატი ? მათრობელი !
საძინებელში შევიყვანე და გაუხდელად მივაწვინე. ეს ეს იყო გასვლას ვაპირებდი, რომ...
- ჟაკლინ...
- ნორა ?
- შხაპი... - თქვა და ჩემკენ გამოიწვდინა ორივე ხელი ბავშვივით. სხვა გზა არ მქონდა საშხაპეში შევყევი და იქვე ვუცდიდი როდის მოითავებდა საქმეს, მაგრამ კვლავ...
- ჟაკლინ...
- ნორა ?
- მოდი... - მეც შევდივარ და სრულყოფილებას ვხედავ. თითოეული ცხელი წვეთი იმეორებს ნორას სხეულის მოყვანილობას და უერთდება სხვა დანარჩენ, ნორას სხეულისგან კიდევ უფრო გავარვარებულ წვეთებს... მისი მადისაღმძვრელი მკერდი ახლა უფრო მოზრდილი და მიმზიდველი ჩანს. მისი კანი იმდენად თხელია, რომ ნეკნების შეუხებლად დათვლაც კი შემიძლია. მისი უკანალი საოცრად მომრგვალებულა და მიხმობს. ჭიპზე სამკაული ბრწყინავს და თვალს მჭრის. ნორას თხელი, მოქნილი თითები ჩემკენაა მომართული და მეძახის. - მოდი... - ამოდის საოცრად სექსუალური ხმა ბაგედან, რომელსაც ერთი სული მაქვს როდის დავეწაფები.
- ნორა... - ვცდილობ მზერა ავარიდო, მაგრამ მოზრდილი ნერწყვის დამალვა, რომელიც ესესაა ყელში გადავაგორე არ ძალმიძს. ტყავის ქურთუკს ექაჩება და მხდის. ჩემდა გასაკვირად მაისურს ერთი ხელის მოსმით ფხრეწს, ჩემს ბიუსჰალტერს ეტანება და წინა შესაკრავიდან ათავისუფლებს მისი მარწუხებიდან მკერდს, რომელსაც ცოტაც და მხეცივით დააცხრება. წელზე ხელს მხვევს და მეორეთი სახეზე მეხება, მეც მის მოძრაობას მივყვები და მის ხელს საკუთარს ვაყოლებ. მისი ცხვირი ჩემსას ეხახუნება და მისი უნებურად გახნილი ბაგისკენ მოუთმენლად ვიხრები, შემდეგ კი მახსენდება, რომ ის მთვრალია და უკან ვიხევ, მაგრამ ვერ ვასწრებ... ჩემ ქვედა ტუჩს მისი კბილები უკვე დაეპატრონენ და თავისი ტუჩების მეშვეობით წოვის მკრთალ ეფექტს ქმნიან. მოულოდნელად სწყდება ჩემს ბაგეს ხმამაღალი კვნესა, რომელსაც იგი სულსწრაფი კოცნით ახშობს. იქმნება კოსმოსური ვაკუუმი ჩვენ კისრებს შორის, რომელსაც სასიცოცხლო ენერგიის მუდმივი გაცვლა ადევს ფონად. მისი ხელი ქვემოთ ჩემი ქამრისკენ ცურდება და რკინის წკრიალა ხმა მაუწყებს იმას, რომ ჯინსის ნაჭერი თავისუფალია და ცოტაც და გამექცევა. მაგრამ ის არ ჩქარობს ჩემს გახდას... ზურგის მალები ძალიან ნელი ტემპით დამითვალა და შეისწავლა, შემდეგ კი ჩემი ტრუსის ბოლოს მიაგნო... როგორც კი მიაგნო მომენტალურად მოქაჩა და ჩემი კვნესის ხმა ექოს სახით დაიმსხვრა მისი ყელის ვიწყო გასასვლელში. მეც არც ვაციე, არც ვაცხელე, ცალი ხელით მისი ჭიპის სამკაულს ფრთხილად გავეთამაშე, ცალით კი ნეკნებიდან ქვემოთ, თითები ძლიერად შემოვაჭდე მის უკანალს და მჭიდროდ მოვუჭირე, რამაც ჩემს ყელში მისი საპასუხო ექო გამოიწვია და სასტიკად აღმაგზნო. მისი ორი თითი ჩემი მუცლიდან ზემოთ აცურდა და გამკვრივებულ ძუძუსთავებს დაეპატრონა. მიზანმიმართულად აწვალებენ და აკვირდებიან ჩემს რეაგირებას მისი გრძელი, მოქნილი ფალანგები. ჩვენი ენები კი გარყვნილს ვალსს ცეკვავენ გატაცებით ერთმანეთის ენერგიით მდიდარ ვაკუუმში. შხაპის ჭავლის ქვეშ ვგავართ და წყლის ხმას რიტმულად ერთვის ჩვენი მელოდიური კვნესა, რომელიც აღგზნების უკანასკნელი საფეხურითაა გამოწვეული. ამჯერად ორივე ხელს ვაჭდობ ორივე დუმაზე და საპირისპირო მხარეს მწარედ ვუწევ. მისი ფრჩხილები მესობა ზურგზე და კისერზე კბენა მრჩება მცირე საჩუქრად, რასაც მე ვნებიანი კოცნით ვპასუხობ. მეტის მოთმენა ფიზიკურად აღარ შემიძლია და ზურგით ჩემკენ ვაბრუნებ, ხელებს კედელს აბჯენს ფეხებს მხრების სიგანეზე დგამს და უკანალს ჩემკენ წევს. მეც ვდგები მუხლებზე, დუმებს კვლავ სხვადასხვა მხარეს ვუწევ და რამდენიმე წამი სანახაობით ვტკბები. ენა პირში აღარ მიჩერდება. უნდა შევიგრძნო, მისი გემო უნდა შევიგრძნო, უნდა დავტკბე. ენას კლიტორთან ახლოს ვუსმევ და ვგრძნობ როგორ კრთება მთელი სხეულით. მესმის უხმოდ როგორ მიხმობს გასაგრძელებლად. მე ოდნავ ვყოვნდები და ვაწვალებ. ხელი ისევ ჭიპთან გაკეთებული სამკაულისკენ მიმაქვს და დაუნდობლად ვქაჩავ. უკნიდან ვებჯინები და თითები მის ფეხებს შორის მიმაქვს. ყურთან ვკბენ და თან თითებით წრიულ მოძრაობებს ვაკეთებ. მესმის მისი წყლის ხმასთან შერწყმული სიამოვნების კვნესა. კიდევ უფრო ღრმად და სწრაფად იწყენებ ჩემი თითები მოქმედებას, რასაც თან ერთვის მისი ხმის ტემბრის ხმამაღლობის ცვლილება. ვგრძნობ მის თბილ სისველეს, რომლის მასშტაბი სწრაფად იზრდება და ჭკუიდან ვიშლები. ვგრძნობ, რომ ფეხებს შორის არც მე მაქვს დალაგებულად საქმე და ტემპს ვუმატებ. წამი, ორი, სამი... მაჯაში მაფრინდება და გაბმულად კვნესის, რასაც სასიამოვნო ცხელი სისველის შეგრძნება ერთვის და მე ვხვდები, რომ მან ორგაზმის ზენიტს მიაღწია... ჩემ მკლავებში ჩაესვენა და სული ძლივს მოითქვა, მუხლებზე დაეცა და მაკოცა. ოთხზე დადგა, მიმაბჯინა კედელთან. ჯინსი ნელა ჩამომიწია, ტრუსი კი სხეულზე შემრჩა და ტრუსს შორის სველი კოცნა დამიტოვა. ცერა თითი კლიტორთან მიაბჯინა და მწარედ დააჭირა. მე მთელი ძალით ტუჩზე ვიკბინე და კედელთან გადავწიე თავი, რომ არ მეყვირა აუტანელი სიამოვნებისგან. ვიგრძენი... მისი ენის მოძრაობა ვიგრძენი ჩემში და ხელი მისი თმებისკენ წავიღე. ენის და ტუჩების პროფესიონალური მოძრაობა ჭკუიდან მშლიდა და მაიძულებდა დავმონებულიყავი ამ საოცარ განცდას. მეტი, მეტი, მეტი.... უფრო ღრმად და მწარედ.... ისევ ის წოვის ეფექტი და წრიული მოძრაობა კლიტორთან. ჯანდაბა ოსტატია თავის საქმეში.... წამი, ორი, სამი... და მეც ათას პატარა ნაწილაკად ვიშლები, მუხლები მეკვეთება და მის მკერდზე ვპოულობ თავშესაფარს ორგაზმის შეტევისგან თავდასაცავად.
**************
სახეზე ფრთხილი მოფერების შეგრძნება მაღვიძებს ადრიან დილით. თვალებს ძლივს ვახელ და საოცრად ლამაზ სახეს ვეჩეხები. სახეს, რომელიც ჩემია. ჩემი საკუთრებაა, მე კი მისი სრულუფლებიანი მფლობელი. მოსაფერებლად გამოწვდილ ხელს ტუჩებით ვეხები და მის მთელ სხეულზე ტალღასავით აქაფებულ ჟრუანტელს ვგრძნობ. საოცარია ორი სხეულის განცდა, ოდესმე აუცილებლად უნდა იგემოს ყველა სხვამ... თუმცა ჩვენი რეალობის შეგრძნება სხვა დანარჩენს არ ძალუძს. რეალობის, რომელიც ჩვენი სამყაროს მატერიალურად ქცევის პროცესს გულისხმობს. ხანდახან კი არც ეგაა საჭირო...
არ მიყვარს ძილის დროს რომ მიყურებენ... თავს სასტიკად უსუსურად ვგრძნობ, ეს კი მააფთრებს. მხოლოდ მას აქვს უფლება ორფეოსთან მოგზაურობისას ფხიზლად დამემგზავროს, მხოლოდ ნორას.
- გაიღვიძე ჟაკლინ...
- მმმ, რომელია ?
- 11ის 16 წუთია.
- ადრეა. რა ხდება ? - ვეკითხები და წამოჯდომას ვცდილობ. ის ორივე ხელს წელზე მხვევს და მეხმარება. ახლაღა ვამჩნევ, რომ სრულიად შიშველი ვარ.
- ტატუ.
- რა ტატუ ?
- ტატუ.
- ისევ ?
- ისევ.
- ო, ღმერთო...
- ჟაკლინ, ტატუ ისევ. - აუღელვებელი ტონით მეუბნება და სხვა გზას არ მიტოვებს.
ჟაკლინ
ტატუ
ისევ.
...
გარეთ წვიმს...
წვიმს და წვეთები ჩვენ სამყაროში ეცემა...
აქ სულ წვიმს...
გვიყვარს წვიმა, ერთი სრულყოფილი ორგანიზმივით ერთიანად გვიყვარს.
მე და მას.
ჟაკლინს და ნორას.
ჩვენ არ ვართ მეგობრები.
ჩვენ ვერ გვიწოდებ შეყვარებულებს.
ჩვენ სხვა ვართ.
ერთიანი უცხო სხეული...
ჩვენ
ჟაკლინი და ნორა
ნორა და ჟაკლინი
ვართ.
მივაბიჯებთ სველ ტროტუარზე და წვიმა გვასველებს მისი შვილებით. საოცრად მიმზიდველი ჩანს ნორა სხეულზე შემოტმასნილი სველი მაისურით და მან ეს იცის. ტუჩებზე მოწყვეტით მკოცნის და უკვე კარგად ნაცნობ ტატუ სალონში შედის.
შევდივარ იმ წყეულ ტატუ-სალონში და მე ვხედავ მას...რა უცნაური ვიზუალი და უცხო გამოხედვა აქვს. წითურია, ღაჟღაჟა ნარინჯისფერი თმით და უცნაური ქამელეონისებრი თვალებით. მიმზიდველი მზერა აქვს, იმდენად სავსე, რომ ვერაფრის ამოკითხვას მასში ვერ ვახერხებ. რადგან ტატუ-სალონში ვხედავ ლოგიკურია, რომ მის სხეულზეც ვეძებ ტატუს კვალს, მაგრამ ამაოდ. სუფთაა, პირველი თოვლივით. ექვსკუთხა, წყლის სურნელით გაჟღენთილი ფიფქივით სუფთა. მისი კანი ნათურის მკრთალ სინათლეზეც კი საოცრად ანათებს. შეხების დაუოკებელ სურვილს აღვიძებს... მომენტალურად ვიშორებ ამ ფიქრებს და ნორას კვალდაკვალ მივდევ. რიგით მერამდენე ტატუა მის სხეულზე ? მერამდენე პირსინგი ამშვენებს მის სახეს და კიდურებს ? დასათვლელად თითები არ მეყოფა, ჯანდაბა ...
ნაცნობ სახეებს ვეძებთ, მაგრამ ამაოდ.
- ჰეი, მეთიუს ხედავ სადმე ? - მეკითხება ნორა და ქვედა ტუჩს აწვალებს.
- ვერა .... - ვპასუხობ მე და მეთიუს კუთვნილ ადგილს ვუმზერ. წარმოიდგინეთ: თავის ცალი მხარე აპარსული, ცალი მხარე კი დაფარული დრედებით. მარცხენა ყური შემკული რამდენიმე მცირე ზომის საყურით, რომელნიც მკვეთრად ჩანან აპარსული ნაწილის ხარჯზე. მარცხენა მხარესვე დაბერილი კისრის ძარღვი დაფარულია ტატუთი. უფორმო ლამაზი ტატუ, რომლის ბოლო მკერდთან თავის ქალას წარმოადგენს. მარჯვენა ხელის ზურგზე პენტაგრამა, მაჯაზე კი თითებშედებული ბოქლომი. ეს ტატუ ფანტაზიას ეთამაშება. ბოლოს ვეჩეხები ღაჟღაჟა მწვანედ მოელვარე საოცარი სიღრმის მწვანე თვალებს. თითქოს შავი ხვრელი შთანგთქავს ამ თვალებში ცქერის დროს. ინის და იანის საოცარ შერწყმას წარმოადგენდა ეს ადამიანი. არაერთგვაროვან გრძნობებს იწვევდა ჩემში და დარწმუნებული ვარ არამარტო ჩემში. ადამიანი, რომელიც ერთდროულად გიზიდავს და განგიზიდავს. ჯანდაბა, არც თუ სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა, წინათგრძნობა...
როგორც მეგონა ისე მოხდა. ნორა მომენტალურად დაიძრა ამ არსებისკენ. მე კი ადგილიდან ვერ ვიძვროდი. ნაბიჯის გადადგმის სურვილი არ გამაჩნდა. რატომ ? არათითზე ბეჭედი აქვს, ასეთივე შევამჩნიე ნარინჯისფერთმიანზე. ესეიგი კავშირი აქვთ, ერთობ უცნაური და ჩემთვის მეტად სანატრელი. მწვანეთვალება ტატუს ახატავდა მამაკაცს და როგორც კი ნორა მასთან მივიდა და პირი დააღო კითხვის დასასმელად, მწვანეთვალებამ უპასუხა:
- მეთიუ პერედოზით მოკვდა.
- მე ჰომ არაფერი მიკითხავს. - გაიოცა ნორამ.
- მოსალოდნელი კითხვა იყო. - თავი არ აუღია ისე თქვა უცნაურმა.
- და შენ ?
- დომენიკა.
- როდის ?
- ერთი კვირის წინ.
- და ?
- თქვენს სამსახურში მიგულეთ. - მხრები აიჩეჩა დომენიკამ.
- „ ჰეროინი ხარ, მე ელესდი ვარ, იდეალური შევქმნათ ჩვენ შერწყმა. “ - გაისმა უჩვეულოდ ნაზი, ხმადაბალი ლამის ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები. შევბრუნდი და წითური დავინახე. ჩვენკენ მოდიოდა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მიწას არ ეხებოდა, პეპელასავით დაფარფატებდა...
- იდეალური შერწყმა ? - ვიკითხე მე. ის კი შემობრუნდა და თავი დამიქნია. ყელში ბურთი მომადგა, ჯანდაბა ! რა არის ეს...
- ეს ალბაა. - თქვა დომენიკამ. - ჩემი ალბა.
- სასიამოვნოა, მე ნორა ვარ ! - გაუღიმა ნორამ და ხელის ჩამოსართმევად გაიწია წინ. გამიკვირდა, რადგან მას არ ჩვევია მსგავსი ფორმალობები. ალბამ უკან დაიხია და დომენიკას ზურგს შეაფარა თავი.
- არ უყვარს საუბარი და არც მსგავსი ჟესტები. ერიდება ადამიანებს, - თქვა დომენიკამ და გვერდულად გახედა ალბას. წითური მოეხვია და კისერში ჩაურგო თავი. კოცნის მკვეთრი ხმა გავიგონე და უსიამოვნო ჟრუანტელმა შემიპყრო. რა მემართება ?
ნორა მომეკრო და უცნაურად ამომხედა. თვალებით მკითხა „რა ვქნათო“, მე კი სხვა გზა აღარ დამრჩა და დომენიკას მივუბრუნდი.
- აქ ტატუსთვის მოვედით. დახმარებას ხომ არ შემოგვთავაზებდით ? - ვიკითხე მე.
- რა თქმა უნდა, „კაკრაზ“ დავასრულე. - თქვა და კაცი გაუშვა. - აბა, რომელი ტატუ გინდათ ?
- კისერში წარწერა. - მიუგო ნორამ.
- რომელიც გენებოს. - აფერისტულად გაუღიმა დომენიკამ, მაგრამ ნორას შევატყვე, რომ დაინტერესდა. ეჭვიანობის წიკებმა შემიპყრეს და ვატყობდი, რომ თანდათან ბრაზი მერეოდა და მკაცრად შევხედე ნორას თვალებში. მან კი თვალებითვე მანიშნა „ინფორმაციას ვაგროვებო“ და დომენიკასკენ გაიწია. სხვა გზა არ მქონდა, უნდა დავლოდებოდი და მეტი მოხერხებულობისთვის იქვე მოშორებით პუფში ჩავესვენე და შორიდან დავუწყე თვალთვალი ტატუს გაკეთების პროცესს, რატომღაც არანაირი სურვილი არ გამიჩნდა, რომ გამეგო რა ტატუს იხატავდა ჩემი მეორე ნახევარი.
- დომენიკა კარგად ხატავს. - გავიგონე ჩურჩული, რომელიც ჩემ ყურთან ძალიან ახლოს გაჟღერდა. ცოტა არ იყოს შევკრთი, მაგრამ თავის მიბრუნება ვერ გავბედე. ვიცოდი წითური იყო და დავმშვიდდი.
- მჯერა. - ცივად მივუგე მე და პუფში უფრო მოხერხებულად მოვკალათდი.
...
არაფრის დიდებით არ მაჩვენა ტატუ, რომელიც დაიხატა. მე კი ძალიან გავბრაზდი და იმ, როგორც მე მომეჩვენა, სევდიან ღამეს სახლში არ მივსულვარ. მიტოვებული შენობის სახურავზე ავძვერი და იქედან ვუმზერდი ვარსკვალევბით მოჭედილ ცას, რომელიც ნორას უძირო თვალებს მაგონებდა. ვიძირებოდი მათში, ჭკუა მეკეტებოდა და თავს ვკარგავდი. რომ გეკითხათ რა მიზიდავდა მასში ყველაზე მეტად, რა აღმაგზნებდა და მიღვიძებდა სურვილს დავუფლებოდი მას, დაუფიქრებლად გიპასუხებდით, რომ ეს იყო მისი თვალები. თვალები, სადაც მე ვხედავდი საკუთარ ანარეკლს. არაამქვეყნიურ გრძნობაში გახვეულ საკუთარ თავს ვხედავდი. ეს არ იყო ბანალური სიყვარული, რომელსაც ნებისმიერი განიცდის, ვისაც შეგრძნება შეუძლია. არა ეს არ იყო ესოდენ პატარა გრძნობა. ეს რაღაც სხვა იყო, ის რაც არ ექვემდებარება ენით აღწერას. აბსტრაქცია გვქოდა. ჩვენი საერთო აბსტრაქცია, სადაც მუდმივად ვთამაშობდით...
...
სახურავზე ამოსასვლელი კარი ძალიან ნელა გაიღო და მე ის ვიგრძენი. ვიგრძენი, რომ იყო ნორა. იცოდა, რომ აქ მოვიდოდი, მან იცოდა....
- ჟაკლინ....
- ....
- ჟაკლიინ... - გაბუტული ბავშვის ხმით დამიძახა ნორამ.
- რა გინდა ? - უხეშად ვუპასუხე მე.
- ჟაკლინ.
- ნორა... - ვერ ვბრაზდები მასზე დიდხანს.
- მოდი ჩემთან ჟაკლინ. - ამბობს ნორა. მე ადგილიდან არ ვიძვრი. ის კი მოდის და ჩემთან ჯდება. გულზე თავს მადებს და ჩემ გულისცემას ითვლის. საოცრად ვმშვიდდები და სულ აღარ მაინტერესებს ტატუ... საოცრად ვდუნდები და ვკარგავ წონას. ნორას თითები კი დაძრწიან ჩემს სხეულზე და მძირავენ სიამოვნების ჭაობში. ფეხებშუა მიძვრება და ძალიან ნელი ტემპით კაფავს ჩემში ორგაზმისკენ მიმავალ გზას. თვალებში მიყურებს და აგრძელებს. ჩემს შეხსნილ ბაგეს მოქნილი თითებით ეთამაშება და ორგაზმით მოცულ "მე"-ს კოცნით აჯილდოებს....
....
მეორე დღეს მივდივართ წვეულებაზე, რომელსაც მართავს ჩვენი "სამეგობრო". უზარმაზარ ვილაში ენ-რაოდენობის ადამიანი ერთობა. ორ აუზზე და სამ სართულზე. ხმამაღალი მუსიკა, სიგარეტი, ნარკოტიკები, სასმელი. ჭკუადაკარგული და არაადეკვატური ბრბო...
ვხვდები, რომ მეტის გაძლება არ შემიძლია და ბოლო სართულზე ავდივარ იმ იმედით, რომ არავინ იქნება და მშვიდად დასვენებას შევძლებ. მართალი აღმოვჩნდი, რამდენიმე ოთახიდან ჩემ ყურთასმენამდე მხოლოდ ყრუ კვნესა აღწევს, დანარჩენები სრულიად ცარიელი და ჩუმია.
ვერ წარმოიდგენთ რა დიდი ნეტარებაა ხმამაღალი ბასების შემდეგ სრულ სიჩუმეში მოხვედრა. რბილ საწოლზე მივესვენე და ჭერს ავხედე. ჭერზეც კი ნორას თვალები მელანდებოდა. სულელურად მეღიმება და გაშტერებული ვუმზერ.
მოულოდნელად კარის ხმა მესმის და ბნელ ოთახში ვიღაც შემოდის. ნორა არაა, ნამდვილად ვიცი. მაგრამ ზედმეტად ნაცნობი აურა აქვს. ნაცნობი და ნარინჯისფერი...
ის წითური...
მოიცა, რა ერქვა ?
ალბა, ჰო ალბა...
- არის აქ ვინმე ? - ჩვეული ჩუმი ხმით კითხულობს. როდის მერე გახდა მისი ხმა ჩვეული ?
- მე ვარ. - ყრუდ ვპასუხობ და თვალყურს ვადევნებ.
- შენ ვინ ხარ ?
- ნორას... - ვინ ვარ მე ნორასთვის ? მომენტალურად მერევა სევდა და თვალები ცრემლით მევსება. რა მჭირს...
- მახსოვხარ. - მეუბნება და საწოლზე ჩემ გვერდით ჯდება. მეცინება და ნერვიულად ვაწვალებ ქვედა ტუჩს. ვინ ვარ მე ნორასთვის?
- კარგია...
- რაზე ფიქრობ ? - საუბრის წამოწყებას ცდილობს ის.
- ნორაზე. - მშრალ პასუხს ვუგდებ მე.
- მე დომენიკაზე.
- კარგია...
- იცი ? მე და დომენიკა....
- არ მაინტერესებს... - უხეშად ვეუბნები მე და ნერვიულ სიარულს ვიწყებ აქეთ იქეთ. მას კი თვალების ცრემლით ევსება და მე სინდისის ქენჯნას მგვრის. - ბოდიში, არ მინდოდა უხეშად გამომსვლოდა. - მის დამშვიდებას ვცდილობ მე. საშინლად არ უხდება მის ქამელეონისებრ თვალებს ცრემლები.
- არაუშავს... - ხმადაბლა სრუტუნებს იგი, მე კი გული მიკვდება.
- რა ხდება... - ვორჭოფობ მე. ის კი ინტერესით მიმზერს. - რა ხდება შენსა და დომენიკას შორის ? - ვეკითხები და თვალებში ვუყურებ. კრთება და ჩემს მზერაში იძირება, მე ამას ზედმეტად ნათლად ვგრძნობ.
- მე და დომენიკა ბიძაშვილები ვართ.... - დაზომბირებულივით ამბობს იგი.
- და ?
- და არაფერი... - ეღიმება მას. - ეს უბრალოდ თვალის ასახვევადაა მასებისთვის.
- მე რატომ გამიმხილე ?
- შენ აბსტრატქული ხარ.
- რას ნიშნავს აბსტრაქტული ? - ვეკითხები მე. ამავდროულად სასტიკად მსიამოვნებს აბსტრაქტულობის ცნება.
- არამატერიალური ხარ. შიშველი სული და გრძნობები.
- და ეს გაძლევს საფუძველს, რომ მომიყვე ? - თავს მიქნევს და სახეზე მეხება. დახეთქილ ტუჩებს ეკარება და დენდარტყმულივით კრთება. უკან იხევს და რამდენიმე წამი მიყურებს.
- მე, უნდა წავიდე...- ამბობს და ტყვიასავით მიჰქრის. მტოვებს მე გაშტერებულს და ქრება.
...
დაბლა ჩავდივარ და ვამჩნევ დომენიკასთან ტკბილად მოსაუბრე ნორას. ძარღვები მებერება და უხეში ნაბიჯებით მივიწევ მათკენ. ვერც ერთი ვერ უძლებს ჩემ დაჟინებულ მზერას და ჩემკენ აბრუნებენ თავს. ნორა მიღიმის, მე კი წარბი არ მეხსნება, ის უკვე სიცილზე გადადის მე კი ცოფების ყრას ვიწყებ.
- წავიდეთ. - ვეუბნები მას და მაჯაზე ხელს ვტაცებ.
- ჰეი, არც მიესალმები ? - ბრაზმორეული მეკითხება ნორა.
- ალბას უკვე მივესალმე, ასე რომ... - ცალყბა ღიმილით ვეგებები ღიმილშეპარულ ნორას, რომელსაც ეს ღიმილი სახეზე აშრება ჩემი სიტყვების გაგონებისას.
- სად შეხვდი ?
- მესამეზე, ოთახში.
- და ? - ყინულივით ცივი მზერა აიკრა სახეზე, ღმერთო რა ბავშვია.
- და არაფერი, წავიდეთ.
- რაზე ელაპარაკე ალბას ? - სევდიანი ხმა გაისმა ჩემს ზურგს უკან.
- შენზე. - მშრალად მივუგე და მდუმარე ნორა წვეულებიდან რასაც ჰქვია წამოვათრიე.
...
- რაზე ლაპარაკობდით შენ და ის ? - ვეკითხები სახლში მისვლისთანავე ნორას.
-შენზე ! - ნიშნისმოგებით და ცივად მპასუხობს იგი. აბაზანაში შედის და კარს კეტავს. ღრმად ამოვიხვნეშე და საწოლზე დავეხეთქე. მუშტი მთელი ძალით დავახეთქე მასზე, მაგრამ ხმა საწოლის რბილმა ზედაპირმა შთანთქა და ჩემი გაბრაზება შეუმჩნეველი დარჩათ თვით იმ კედლებსაც კი, რომელთაც ყურები აქვთ.
ვეჭვიანობდი ? ჰო.
ეჭვიანობდა ? კი.
მაგრამ რაზე ვეჭვიანობდით...
არ ვიცი.
არც მან იცის.
....
გადის რამდენიმე დღე და თითქოს ყველაფერი ძველებურ კალაპოტს უბრუნდება. კლუბები, გართობა, შემდეგ სწავლა, ოცნება, გასაგიჟებელი სექსი და მძინარე ნორა. უკეთესს ვერც ვინატრებდი თითქოს... მაგრამ მაკლდა. რაღაც მაკლდა. ერთი პაწაწინა დეტალი, რომელიც სადღაც დავკარგე და ვერ ვპოულობ. აშკარად ვერც ვხვდები როგორია, უბრალოდ ვეძებ და ნორა მას ამჩნევს. არ სიამოვნებს, ვგრძნობ რომ სასტიკად არ სიამოვნებს ამგვარი ყოფა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. მუდამ ძიებაში ვარ და ვგრძნობ, რომ სანამ არ ვიპოვი ვერ მოვისვენებ.
ერთხელაც კარზე ზარი გავიგონე, წამოვდექი გასაღებად, მაგრამ ნორამ დამასწრო.
- ჟაკლინ ! - მეძახის ის. მივუახლოვდი და მის ხელში დავინახე წერილი. გაოცებული მიყურებს, მე კი ველოდები როდის გახსნის. აუღელვებლად იწყებს გახსნას და წაკითხვის შემდეგ თვალები უფართოვდება. მაწოდებს ფურცელს და ვკითხულობ...
მოსაწვევი ბარათია პეტერბურგში ერთ-ერთი ცნობილი ფოტოგრაფის გამოფენაზე. არ აწერია გამომგზავნის ვინაობა, რაც ძალიან მაეჭვებს. კონვერტში ასევე დევს ორი ბილეთი ჩვენი ინიციალებით.
- ნორა, წავიდეთ ? - ვეკითხები აშკარა ორჭოფობით.
- გთხოვ ! - თვალები უბრწყინდება მას.
- კი, მაგრამ...
- ჟაკლინ, ძალიან, ძალიან გთხოვ ! - ბედნიერებას ასხივებს იგი. მე კი არ მაქვს უფლება მის თვალებში ეს მოვსპო. ვუღიმი და თავს ვუქნევ. სიხარულისგან კივილს იწყებს და კისერზე მეკიდება, მე კი მის ყელში ვყოფ თავს და ბედნიერი ნორას სურნელს ღრმად ვისუნთქავ. საოცარ აღგზნებას ვგრძნობ მისი დადებითი მუხტის გამო და ნორას ტუჩებს ვეტანები. ძალიან ვნებიანად მკოცნის და შიგნეულობის მძაფრ წვას ვგრძნობ. ყველა ორგანო, უჯრედი და ატომი უკლებლივ მეკუმშება და ნორას ითხოვს. ე.წ. „ლომკა“ მემართება და ტანში მტეხს. გავმხეცდი თითქოს და კისერში ღრმა ანაბეჭდი დავუტოვე. არც ის ჩამომრჩენია და ჩემი კისრის არე ფრჩხილებით დახატა. თვალებში ჩამხედა და თითები საცვალში ჩამიცურა, მაგრამ არ ვაცადე. ფეხებშუა მოვექეცი და კოცნა გავაგრძელე.
- ჟაკლინ ! - წამოიკივლა მან და თმებში მწვდა. რაც უფრო მეტად სიამოვნებდა, მით უფრო მეტად ქაჩავდა. თავის კანი დამეჭიმა და მტკიდა, მაგრამ ჟაკლინის სიამოვნება ერთიათად უფრ სასიამოვნო იყო ჩემთვის. - მე, ახლა.... - ლუღლუღებდა იგი. - ჟაკლინ... - გაბმულად დაღვრილი ჩემი სახელი მისი ბაგიდან მამცნობდა, რომ მან ორგაზმის ზენიტს მიაღწია. მე კი კმაყოფილების ღიმილმა გადამირბინა სახეზე.
...
პეტერბურგი...
რუსეთის სარკმელი ევროპაში...
მივაბიჯებთ ქუჩებში და ყოველივეს გაცხოველებული ინტერესით ვაკვირდებით. ძალიან სანიტერესო ქალაქია... ძალიან ! ჩვენი იმედები არ გაუცრუებია...
მოსაწვევში მითითებულ მუზეუმში მივდივართ და საკმაო რაოდენობის ხალხს ვხედავთ. როგორც სჩანს ძალიან ცნობილი ფოტოგრაფის გამოფენა იყო... და როგორც კი ფეხი შევდგით ამ მუზეუმში ნორა თვალსა და ხელს შუა გაქრა.
გამეცინა.
არ გამკვირვებია მისი რეაქცია. თავადაც იტაცებდა ფოტოგრაფია და საათობით შეეძლო უბრალოდ ცისთვის ეღო ფოტოები... ვერ ვხვდებოდი, რატომ, მაგრამ მსიამოვნებდა ის, რომ ნორა ამაში მთელ სულსა და გულს დებდა. უხაროდა, იღიმოდა და თითქოს კიდევ უფრო ვუყვარდებოდი...
ორ საათზე მეტი გავიდა. იქვე სკვერში ჩამოვჯექი, ნორა კი არადა არ ჩანდა. ზეცას ავხედე. წარმოვიდგინე როგორ უღებდა მას ფოტოს ნორა და ხმამაღლა გამეღიმა. ჰო. ხმამაღლა გამეღიმა. საინტერესოა ხმამაღლა გაღიმება.
- გიხდება ღიმილი. - ნაცნობი ჩურჩულის ხმამ გააპო სივრცე და შიგ გულში ჩამწვდა.
- ე.ი. შენ ? - ვკითხე და ზურგს უკან მდგარ ალბას არც კი შევხედე.
- მე და დომენიკამ. - თქვა და ჩემ გვერდით ჩამოჯდა. ვიცოდი, რომ რაღაც იცვლებოდა.
- მიზეზი ?
- ინტერესი.
- საინტერესოა. - წარმოვთქვი და წამოვდექი.
- ნორა მასთანაა. - თქვა და როგორც შევამჩნიე თავი ჩაქინდრა.
- სად მასთან ? - გააფთრება მიზანმიმართულად მოასკდა ჩემს ძარღვებს და მათი მოცულობა გაზარდა.
- ჟაკლინ. - ჩემთვის მოულოდნელად წარმოთქვა ჩემი სახელი და იმდენად შევკრთი, რომ წონასწორობის შენარჩუნებაც კი გამიჭირდა.
- ბატონო. - ხრინწიანი ხმით ვუპასუხე და გვერდულად გავხედე. მისი წითური, სქელი თმა რიტმულად ირხეოდა მსუბუქი ნიავის ზემოქმედების ქვეშ.
- როგორი შეგრძნებაა, როცა გიყვარს ?
- არასოდეს გყვარებია ? - გავვოცდი.
- არა. - მხრები აიჩეჩა და პარალელურად თავი გააქნია მან. - მგონი არა.
- მგონი ? - გამეცინა. - როცა გიყვარს... - წარმოვთქვი და ნორას ღიმილი დამიდგა თვალწინ, მისი მიხვრა მოხვრა, მისი მძინარე სახე... - როცა გიყვარს სამყარო იდეალურ ილუზიას ემგვანება, გეშინია, რომ ის გაქრება. გეშინია, მიუხედავად იმისა, რომ იცი - ის შენ გეკუთვნის. შენია, სულით, ხორცით, აბსტრაქტულობით და მატერიალურობით. მთელი თავისი სიდიადით მხოლოდ შენ გეკუთვნის, მაგრამ მაინც გეშინია. მუცელში არსებული პეპლების შესახებ გაგიგია ალბათ... - გავუცინე მე. მან კი ოდნავ თავი დამიკრა თანხმობის ნიშნად. - ჰოდა, პეპლების ნაცვლად თქვენი სამყაროს ბინადარი ფრთოსანი არსებები დაფრინავენ.
- და არასოდეს არავისში არ გაცვლი ? - სევდა გაერია მის ხმას. მე კი კითხვით სავსე თვალებით გავხედე.
- სერიოზულად მეკითხები ?
- რატომაც არა ? - ჩამეკითხა.
- არას ვიტყოდი, ადამიანურ ბუნებას რომ არ ვიცნობდე.
- ანუ გაცვლი ? - თვალები გაუფართოვდა მას.
- არა, არ გავცვლი. მაგრამ არც არაფერს ვამტკიცებ. სიმართლეს მტკიცება არ სჭირდება.
- უცნაური ხარ. - ხმა გაუტყდა თითქოს ?
- რას გულისხმობ ?
- სხვა შენს ადგილას მტკიცებას და ლამის ვენების გადაჭრას დაიწყებდა რომ არაფრის დიდებით არ იზამდა ამას.
- მე სხვა არ ვარ. მე მე ვარ და მე ეს არ მჭირდება. ნორამაც იცის, რომ თუ მე მტკიცებას დავიწყებ, ე.ი. არათუ არასაკმარისად, საერთოდ არ ვარ თავში დარწმუნებული. - ტუჩის კუთხე თავისით წამოიწია და ცალყბად გამაღიმა.
- სიტყვა სიყვარული... - ყოყმანით წამოიწყო მან.
- ძალიან პატარაა არა ?
- ძალიან ! - ჩემთვის მოულოდნელად წამოიძახა მან და მაიძულა სახეზე აღმებეჭდა გაოცება. როგორც კი მან ჩემი რეაქცია შეამჩნია იმწამსვე თავი ჩაქინდრა და დაიმორცხვა. სასტიკად საყვარელი მეჩვენა იგი ამ მომენტში.
- ე.ი. მგონი არა ?
- ვერ გავიგე. - დაიბნა.
- მგონი არ მყვარებიაო, ცდები.
- საიდან დასკვნა ?
- ლოგიკურად ვერ მიხვალ დასკვნამდე, რომ სიტყვა სიყვარული გრძნობის აღსაწერად ზედმეტად პატარაა. ეს უნდა იგრძნო.
- რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ ?
- წელიწადნახევარია.
- და ნამდვილად გაქვთ იდეალური ილუზია ? - ისე დაჟინებით მეკითხებოდა ვიგრძენი როგორ დამიარა ბრაზმა თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილებამდე.
- გვაქვს !
- დარწმუნებული ხარ ? - მიმეორებდა იგი, მე კი მოთმინება მელეოდა.
- რა ჯანდაბა ხდება, ალბა ? რატომ მეკითხები ? - კბილებს შორის გამოვცერი მე და უნებურად დავაფიქსირე, რომმ იგი მე კიარა, სივრცეს უყურებდა ჩემ უკან. ნელი მოძრაობით შევაბრუნე თავი მისი მზერის არეალისკენ და.
ჯობდა არ შემებრუნებინა.
ნორა და.. დომენიკა ? მწარედ გამკრა გულში. რა ბანალურია ღმერთო. ზე-ბანალური. რატომ ვუყვები ამ ბანალურ ისტორიას ფურცელს, მერამდენედ უნდა წაიკითხოს ხალხმა მსგავსი სიტუაციისგან გამოწვეული ნგრევა სულში ?
ნგრევა ? არა. პირიქით. რაღაც უზარმაზარი წამოიმართა ჩვენ შორის. თითქოს დიდი, სქელი კედელი მსწრაფლ გაჩნდა და.. რა და ? და არაფერი.
ავდექი. უემოციოდ, დაზომბებულივით ავდექი. ბარბაცით გავუყევი ბნელ ბილიკს და არც მახსოვს როგორ ამოვყე თავი თბილისში. შეგრძნება მქონდა თითქოს ბილიკს გამოვყევი, მაგრამ ამ ფაქტის არარეალურობა სასაცილოდაც არ მყოფნის. მაგრამ ეს შეგრძნება... მე მჯერა შეგრძნებების !
...
იდეალური ილუზია დაგვეშალა თითქოს.
იდეალური ილუზია გარეალურდა თითქოს.
...
მერამდენე დღე გადის ? მერამდენე კვირა და თვე ?
ტელეფონი გათიშული. საცხოვრებელი ადგილი შეცვლილი. სამყაროსთან კონტაქტი ნოლი და..
ალბა.
რა ამაზრზენია, საკუთარ თავზე გული მერევა.
„- ჩვენ შევქმნათ იდეალური ილუზია. - ერთი თვის შემდეგ მომადგა კარს ალბა.
- შემეშვი. - ბალიშში თავჩარგული ვპასუხობ.
- მსურს შევქმნა იდეალური ილუზია შიშველ სულთან და ემოციებთან, შენთან ერთად. - თქვა მან და მე წამოვდექი. სრულიად უემოციო სახით გავხედე და ტყვიასავით დამძიმებული ხელი მისი მიმართულებით გავიშვირე. საჩვენებელი თითით მოვუხმე ჩემკენ. ნელი ნაბიჯით წამოვიდა, რბილ საწოლზე ჰაეროვნად გადმოიწია და ფართო მაისურის ქვეშ მოშიშვლებული მკერდი ამაღელვებელ სანახაობად გაიშალა ჩემ თვალწინ. მაგრამ ვერაფერი ვიგრძენი.
თითქმის ვერაფერი.
ის უცნაური შეგრძნება რაც მისი პირველი ნახვისას დამეუფლა. მხოლოდ ის ვიგრძენი. მივხვდი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, რა სასწაულიც არ უნდა ჩაედინა წითურს, ის ჩემ ქერას ვერასოდეს შემიცვლიდა.
მაგრამ მე ეს გავაკეთე.
დავეუფლე მის უმანკო სხეულს. იცით როგორ ? ჩახუტებით.
მე არ მქონდა უფლება შევხებოდი მის უმანკოებას. მე მიყვარდა სხვა, მე ვსუნთქავდი სხვისი ამონასუნთქი ჰაერით, მე ვრეალიზდებოდი მხოლოდმ სხვის სხეულზე.
არ შემეძლო და არ ვქენი. საკუთარ თავს არ ვუღალატე.
ალბა იყო ჩემი „ბავშვი“. ბავშვი, რომელსაც თავს ვევლებოდი და დღითიდღე ვხედავდი როგორ სუსტდებოდა.
ის იყო მეგობარი. ჩემთვის მეგობარი. მას კი ჩემთან იდეალური ილუზია სურდა. მე კი ეგოისტურად არ ვიმჩნევდი და ვტანჯავდი მას მეგობრობის მძიმე წნეხით, რომელიც მას ანადგურებდა. ვხედავდი ამას, მაგრამ არ შემეძლო მისი გაშვება.
მჭირდებოდა.
ძალიან მჭირდებოდა....

..


ალბამ კი რამდენიმე კვირის შემდეგ გასეირნება მთხოვა. რის ვაივაგლახით დამითანხმა და როგორც კი ტბასთან მოვკალათდით, რამდენიმე ფრაზა გავცვალეთ და გაქრა.
ერთი
ორი
სამი საათი.
ლოდნი მომბეზრდა და წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ზურგიდან ვიგრძენი როგორ შემეხო ჩემთვის ნაცნობი ხელები, როგორ გაეთამაშა ნესტოების კედლებს ნაცნობი არომატი, როგორ ჩამეღვარა სხეულში ჩვეული სითბო, როგორ ვიგრძენი ზურგით მკერდის ასვლა-ჩამოსვლა, რომლის შეუწყვეტლობისათვის სიცოცხლესაც კი გავიღებდი.
არაფერი გვითქვამს.
წვიმამ ყველაფერი თქვა ჩვენ მაგიერ.
წვიმს და წვეთები ჩვენ სამყაროში ეცემა...
აქ სულ წვიმს...
გვიყვარს წვიმა, ერთი სრულყოფილი ორგანიზმივით ერთიანად გვიყვარს.
მე და მას.
ჟაკლინს და ნორას.
ჩვენ არ ვართ მეგობრები.
ჩვენ ვერ გვიწოდებ შეყვარებულებს.
ჩვენ სხვა ვართ.
ერთიანი უცხო სხეული...
ჩვენ
ჟაკლინი და ნორა
ნორა და ჟაკლინი
ვართ.
ალბა კი...
ალბა აღარ არის აქ.
ალბა აღარაა მატერიალურ სამყაროში.
ალბა შეუერთდა აბსტრაქტულობას, შიშველ სულსა და ემოციებს.
ალბა ჩემშია.
ალბა ჩვენშია.
ალბა ღმერთია.
...
- ჟაკლინ... - წამოიწყო ნორამ.
- ბატონო. - გავძახე სამზარეულოდან. მისი ნაბბიჯების ხმა მომესმა, შემდეგ კი ის ჩემ წინ აისვეტა.
- გახსოვს ის ტატუ ?
- მახსოვს. - წარბი შევკარი მე. მან ქერა, ფაფუკი თმები გადაიწია და კისერი მაჩვენა. წარწერამ შემძრა.
„ ჰეროინი ხარ, მე ელესდი ვარ, იდეალური შევქმნათ ჩვენ შერწყმა. “
...
ჟაკლინ
ტატუ
ისევ.
...скачать dle 11.3




№1 სტუმარი Lukienko

ამოვყე არა ამოვყავი.
კარგია.
პატარა და მოკლე
მაგრამ ბევრის მთქმელია...
ასე ვფიქრობ მე.
უკეთესიც შეგიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ.
გამოგდის წერა

 



№2  offline მოდერი MoonLady

Lukienko
ამოვყე არა ამოვყავი.
კარგია.
პატარა და მოკლე
მაგრამ ბევრის მთქმელია...
ასე ვფიქრობ მე.
უკეთესიც შეგიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ.
გამოგდის წერა

გმადლობ ^-^ heart_eyes

 



№3 სტუმარი სტუმარი Balu

Gagrzeleba aqvs kide. dz kargad gadmocemt situaciebs.????

 



№4  offline მოდერი MoonLady

სტუმარი Balu
Gagrzeleba aqvs kide. dz kargad gadmocemt situaciebs.????

გმადლობთ <3 გაგრძელება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ აქვს...

 




სასწაული იყო<3<3<3

 



№6  offline მოდერი MoonLady

შემოდგომის-ფერი
სასწაული იყო<3<3<3

გმადლობ ^-^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent