შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ღრუბლები (სრულად)


18-10-2017, 23:59
ავტორი ელპინი
ნანახია 1 256

შავი ღრუბლები (სრულად)

კისრისტეხვით მივრბოდი.
გეგასთვის მინდოდა მიმესწრო.
ჩემი გეგასთვის
და
ჩემი ზევსისთვის.
ვერ მივუსწარი!
ვერ დავემშვიდობე!
ვერ ჩავეხუტე!
ვერ ვაპატიე!
მუხლებზე დავეცი და უზარმაზარი მინიდან ატირებული ვუყურებდი,როგორ აფრინდა თვითმფრინავი და წავიდა
ჩემი გეგა!
ჩემი გურეშიძე!
ჩაშავებულ ცას შავი ღრუბლები ტალღებად აჩნდა,მზე მკრთალად ანათებდა ქალაქს და ძლივს ასხივებდა შავ ღრუბლებს შორის,მალე გაწვიმდებოდა კიდეც.
ტაქსი გავაჩერე აეროპორტთან,მძღოლს ვუთხარი "ნებისმიერი მიმართულებით იარეთ"-მეთქი,თავი ფანჯარას მივადე,ვტიროდი და ფანჯრიდან ვუყურებდი ქალაქს.
იმ ქალაქს,სადაც მე და გეგა უამრავ ბედნიერ წუთს ვატარებდით ერთად,მაგრამ ერთმა შემთხვევამ გაანადგურა ყველაფერი.
ვერ გავუძელი!
მე,გეგას "ელე"-მ ვერ გავუძელი გეგასგან მოყენებულ ტკივილს.
ავდექი და წამოვედი!

<<<<>>>>
"ელენე,ჩემთან მოდი,საქმე მაქვს"-ო.
გამიკვირდა.
ელენე-თი არასდროს მომმართავდა გეგა,იშვიათად.
სულ გულის ფრიალით გავემართე გეგასკენ.
მაგრამ წამში ცა თავზე ჩამომექცა!
ვიკივლე გეგა-მეთქი და გონება დავკარგე,ძირს უსულოდ დავეცი.
-ელე,
ჩემო პატარა,
ჩემო თეთრო დედოფალო,
გამოფხიზლდი,რა.
ასე აუხსნელს ნუ დატოვებ ყველაფერს,ელე.
მჭირდები შენც,ხომ იცი?!-ხმით ტიროდა გეგა და მის ელეს გულში იხუტებდა,თმებზე ეფერებოდა და კოცნიდა.
სოფო "სიამოვნებისგან" დამცინავად იღიმოდა,ყველაზე უგულო არსება იყო დედამიწაზე,სხვისი გრძნობები ფეხებზე ე*იდა და არ აინტერესებდა.
უკვე მერამდენე ადამიანს დაუნგრია ცხოვრება და რაღა მაინც და მაინც გეგას და ელეს გადაეკიდა?!
მაგრამ შური რას არ გააკეთებინებს ადამიანს!
გეგამ ხელში აიყვანა ელე და დივანზე დააწვინა,სააფთიაქო ყუთიდან ნიშადურის სპირტი ამოიღო და ელეს ცხვირთან შეასუნთქა.
გამოფხიზლდა ელე და გეგამ მაშინვე გულში ჩაიკრა.
-ჩემო ელე,როგორ შემაშინე-თმებზე კოცნიდა და მის სურნელს ისუნთქავდა გეგა.
-მომშორდი,გეგა,რა.
ჩვენ სიყვარულს გაფიცებ,ნუ მიმეტებ ამისთვის.
ჩემ თავს გაფიცებ გამიშვი,გეგა.
ვერ გავუძლებ ამას!-ვტიროდი,ჩემი გეგა მტკიოდა.
მიყვარდა,მაგრამ ვერ ვაპატიებდი!
-ელე,აგიხსნი,რა.
არ დამტოვო,ელე-ტყუილად ეხვეწებოდა გურეშიძე,იმდენად ატკინა მის ელეს,ახლა მისი თავი სძულდა.
-რისთვის მომიყვანე,გეგ?!
ეს,რომ მენახა?!
ვიღაც ქალთან,რომ იყავი ეს რომ მენახა?!-სასოწარკვეთილი ხმით ვლაპარაკობდი.
-ელე,მე არ მომიყვანიხარ.
-აბა ეს შეტყობინება ვისია?-ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და შეტყობინება ვაჩვენე.
-ელე,ჩვენს სიყვარულს გეფიცები
და
ყველაზე წმინდას,
შენს თავს
მე არ მომიწერია.
აგიხსნი ყველაფერს,ელე,რა-ეხვეწებოდა გეგა,მაგრამ ელენეს არ უნდოდა მისი მოსმენა.
სოფო გამოვიდა ოთახიდან ხალათშემოხვეული და ამაზე სულ გააფრინა ელენემ.
-გეგა,ამას რა ახსნა უნდა?!მაპატიე,ჩემი ბრალია.ალბათ ის ვერ გაგრძნობინე,რაც ამ ქალმა.
შენ გადამაბიჯე!
ჩემი თავმოყვარეობა ფეხქვეშ გათელე!
ამდენხნიანი სიყვარული დაივიწყე!-ტკივილიანი ხმით ვლაპარაკობდი და მუჭით ცრემლებს ვიწმენდდი.
გონებაში მიტივტივებდა ყველა ის წუთი,რაც გეგასთან გამეტარებინა.
მეწვოდა სხეული!
ჩემი თავი მეცოდებოდა და არარაობად მივიჩნევდი!
-გეგა,ვინ არის ეს გოგონა?-ისე გაკვირვებული ლაპარაკობდა სოფო,ვითომ არ იცოდა ვინ იყო ელენე და საერთოდ,მას არ მიუწერია ელესთვის შეტყობინება.
-სოფო,წადი საერთოდ.რამდენჯერ აგიხსნა?!ის,რაც წლების წინ იყო წარსულს ჩაბარდა და გუშინდელზე პასუხს მოგთხოვ!
მძვინვარე ვეფხვს გავდა გეგა,ლამის იქვე მოეკლა სოფო.
-შენ არ მეუბნებოდი ელენე არ მაინტერესებს და მხოლოდ შენ მინდიხარ-ო?-გაოცებული სახე მიიღო სოფომ.
-მაპატიეთ,მაგრამ ამ მარაზმის მოსმენას არ ვაპირებ,ნამდვილად.
მშვიდობით,გეგა.
ბედნიერებას გისურვებ!
თქვენ არ იცით რამდენად მიჭირდა ამ სიტყვების თქმა და როგორ მტკიოდა გული!
ოღონდ ეს სიტყვები არ მეთქვა და სხვა ყველაფერი!
კიბეები სწრაფად ჩავირბინე და გულზე ხელს ვიჭერდი ტკივილისგან სახემოღრეცილი.

გაეკიდა გეგა,მაგრამ ვერ მოასწრო.
მისი ელე,მისი ანგელოზი და მისი თეთრი დედოფალი,როგორ ატკინა მას გული.
სახლში გაგიჟებული შემოვარდა და სოფოს მივარდა,მკლავებზე ხელი მოუჭირა.
-რა გინდა,ამიხსენი.რა მიიღე,მითხარი!დაკმაყოფილიდი?!ნასიამოვნები ხარ?!ახლავე გაეთრიე აქედან და თვალით არ დამენახო ცხოვრებაში,თორემ გეფიცები,ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ-ნერვები კისერში ასხამდა გეგას და თავს იკავებდა.
-შენ თვითონ მითხარი,წამოდი ჩემთან ბინაში,შენ მინდიხარ-ო და ჩემგან რაღას ითხოვ,გეგა?-სასოწარკვეთილი სახე მიიღო სოფომ და თვალები აუცრემლიანდა,ვარსკვლავი უნდა დაედგათ მისთვის მსახიობობაში.
-სოფო,თავიდან მომწყდი და მწყობრიდან ნუ გამოგყავარ.გეფიცები,მე არ ვიყო გეგა გურეშიძე,სადმე ზედმეტად გადამეყრები და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ-ხელი მოკიდა და სახლიდან გააგდო გეგამ სოფო.
კედლის კუთხეში ჩაჯდა და ტიროდა.
მისი ელე უკვე ენატრებოდა და გული უკვდებოდა.
ხმით ტიროდა!
ბიჭი იყო,მაგრამ მერე რა?!
ყველგან,სადაც არ უნდა გაიაროს,სახლის ყველა კუნჭულში ელე ელანდება და ის წუთები,რომელიც მასთან ერთად აქვს გატარებული.

<<<<>>>>
-გეგ,გეფიცები ახლა აქ რომ იყო,ჩემს გვერდით იწვე,თმებზე მეფერებოდე და საფეთქელზე მკოცნიდე ამისთვის სამყაროს გავცვლიდი,მაგრამ მე,შენმა ელემ რა გავაკეთე?!
რა ჩავიდინე?!
არ გენდე!
გესმის?!
მაგრამ ვერ გენდე,არ კი არა.
როგორ მინდა ახლა ჩემი მართლა გესმოდეს.
ვერ დავიჯერე შენი სიმართლე!
შევცდი მწარედ!
გეგ,დამიბრუნდი,რა.
ასე როგორ შეიძლება?!
შენი ელე არ გენატრება?!
იდიოტი ვარ,ჩემი ბრალია.
სულელი გოგო ვარ,იმ წამს სოფოსთან ერთად რო დაგინახე ყველა ჩვენმა ერთად გატარებულმა წამმა თვალწინ ჩამირბინა და ტვინში სისხლი ჩამექცა.
რა არ ვიფიქრე,მაგრამ არასწორად მიფიქრია,თურმე.
მაპატიე,რა.
მინდა ხმა მოგაწვდინო,მაგრამ შენ დამტოვე.
შენ გაიქეცი გეგა!
რისი შეგეშინდა?!
ხედავ?!
კიდე მე გადანაშაულებ,რა სულელი ვარ,ღმერთო.
მაპატიე,გეგა.
მჭირდები,შენც ხო იცი,არა?!
ლამის მონატრებისგან გავგიჟებულიყავი.
ფრთებმოჭრილ პეპელას ვგავდი.
სად გინახიათ პეპელა ფრთების გარეშე?!
ასე ვიყავი ახლა მეც გეგას გარეშე!
ვენები დასკდომას მქონდა.
ცა თავზე ჩამომექცა!
ის ცისფერი და თეთრი ღრუბლები შავმა და ნაცრისფერმა ფერმა ჩაანაცვლა.
რა უსამართლოა ცხოვრება!
ცხოვრებას რას ვერჩი?!
გეგაა უსამართლო!
არ დამინდო!
ფეხქვეშ გათელა ის გრძნობები!
ყველა'ფერი დაივიწყა!
წყალს გაატანა!
მოკაშკაშე სანთელი ჩააქრო და მბჟუტავი კვარით ჩაანაცვლა!
მენატრება.
სულის ტკივილამდე მენატრება!
გულის გაჩერებამდე მენატრება!
შეიძლება დავავიწყდი კიდეც.
ვაიმე,ელე,რა სისულელეს ფიქრობ?!
იმ გრძნობებს ასე უცებ როგორ დაივიწყებდა?!
გავგიჟდი,აბა ამას ნორმალური ადამიანი იტყოდა?!
ნუ,მე მაინც თავს ვიმშვიდებ.
სხვა გზა არ მაქვს!
ვიცი,არ იყავი დამნაშავე მომხდარში და მე არ გენდე!
მაგრამ მაინც ვერ გპატიობ!
მეც სულელი ვარ,გეგა.
შენმა ელე-მ გააფრინა!
ხო,შენს გამო!
არ ხარ დამნაშავე,მაგრამ მაინც ვერ გპატიობ!
და იცი რას?!
იმას,რომ წახვედი და მარტო დამტოვე.
ალბათ,ფიქრობთ რა შუაში იყო გეგა,შენ არ მოუსმინე და არ აახსნევინე ყველაფერი-ო.
კარგით.
გეთანხმებით ამაში,მაგრამ გეგა მაინც არ უნდა წასულიყო,რა!
თუ გინდათ დამადანაშაულეთ!
ჩვენი სიყვარული ისეთი გულწრფელი იყო!
"იყო"!
ნეტავ ახლანდელ დროში დაბრუნდება ეგ სიტყვა?!
გეგა გურეშიძე.
შენს წასვლას არ გაპატიებ და შენს გაფრენას!
ვერც იმას გაპატიებ,რომ ვერ მოგისწარი!
ვერც იმას გაპატიებ,რომ არ მეჩხუბე ამახსნევინე ყველაფერი-ო!
მეზიზღები,გეგა!
იმის გამო მეზიზღები,რომ ასე მტკივნეული სიყვარული დამიტოვე და მთელი ცხოვრება მარტო დამტოვე!
ახლა იცი რა გამახსენდა,გეგ?!
ჩემს აივანზე პლედებში გახვეული,რომ ვიჯექით,აისს ვუყურებდით,დიდი წითელი ბურთი როგორ ამოიწვერა მთის კალთებს შორის და მაშინ მითხარი
"შენ ჩემი აისი ხარ,მაგრამ არა დაისი"-ო.
კიდევ რა გამახსენდა იცი,გეგ?!
გიჟებივით,რომ დავხტოდით და ვცეკვავდით წვიმის დროს ქალაქში.წვიმამ რო გადაიღო, ცისარტყელა გამოჩნდა ცაზე და მაშინ მითხარი
"ჩემს ცხოვრებაში იმდენი ცისარტყელა ხარ,რამდენიც ჯერ არ ამოკაშკაშებულა ცის თაღზე"-ო.
კიდევ რა გამახსენდა იცი,გეგ?!
პირველად სიყვარული როგორ ამიხსენი.
სკოლის დერეფანში ვიდექი და შენც გვერდით დამიდექი.
ვიცოდი რაღაც უნდა გეთქვა,გუმანით ვგრძნობდი და შენც დაბნეული მელაპარაკებოდი.
"მიყვარხარ ელე"-ო!
ახლოს მოიწიე და ლოყაზე მაკოცე.
რა დამავიწყებს მაგ მომენტს.
დარცხვენილი პატარა ბავშვივით რომ იდექი ჩემს წინაშე თავდახრილი და ხანდახან შენებურად ჩაიღიმებდი.
კიდევ რა გამახსენდა იცი,გეგ?!
მაისური,რომ მაჩუქე შენი ფოტოთი დახატული და მითხარი
"მე რომ შენგან წავალ,ეს მაისური ჩაიცვი და გაგახსენდები ხოლმე"-ო.
ახლაც ეს მაისური მაცვია და სარკეში ვუყურებ ჩემს თავს არარაობად გადაქცეულს და უ'გეგ'ობის სინდრომით დაავადებულს!
მიჭირს ყველაფრის გახსენება
და ვიცი მეტკინება,თან!
კარგი,ჯანდაბას!
მე ამ მომენტებს მაინც გავიხსენებ!
და იქამდე ვიტირებ,სანამ ბოლო ცრემლი შემაშრება თვალზე!
ვიცი,არ დაბრუნდები,მაგრამ რომც დაბრუნდე მე "ღალატს" კი არა,ჩემგან წასვლას არ გაპატიებ,გეგ!
შენი ღიმილი მენატრება!
შენი შავი კუპრივით თვალები მენატრება!
და გეგ,
შენი ყავა და შოკოლადიანი ბლინები მენატრება.
რა გემრიელს აკეთებდი ხოლმე.
ალბათ იფიქრეთ რა უნდა ბიჭს სამზარეულოში-ო,მაგრამ გეგა სხვა იყო!
დიახ,იყო!
არასწორად არ გაგიგიათ!
ელესგან გაფრინდი,გეგ!



მე ისევ დავჯღაბნე.
არ არის სრულყოფილი,ვიცი,მაგრამ მაინც დავდე.
იყოს.
მიყვარხართ მე თქვენ ძალიან.
მადლობა უდიდესი.скачать dle 11.3




№1  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

თვალები გამიფართოვდა დასასრულზე. რამე ქენი! გააგრძელე! რა ვქნა, ჰეფი ენდის მოყვარულივარ, არ დამიტოვო ასე რა
საოცარი გოგო ხარ კიდევ ბევრჯერ გრტყვი♡

 



№2 სტუმარი სტუმარი თაკო

ვაიმეეე
მეთქი ან ეხლა იქნება
ბოლოში გეგასთან დიალოგი ან ეხლა
ამან კიდე რა ქნა
ბედნიერი დასასრული მინდოდა
უიმე....
თუ გაპატიო...
ის ორი მოთხრობა ხო მატირე გამხეთქე
ტირილით და ეხლა კიდე
გეგა არ დაგვიბრუნა
გაგრძელე მეორე ნაწილო უნდა
"მიყვარხარ ელპინ"

 



№3  offline მოდერი ელპინი

Mariam Shengelia_3
თვალები გამიფართოვდა დასასრულზე. რამე ქენი! გააგრძელე! რა ვქნა, ჰეფი ენდის მოყვარულივარ, არ დამიტოვო ასე რა
საოცარი გოგო ხარ კიდევ ბევრჯერ გრტყვი♡

აუ,მარიამ,ბოდიში ცუდი დასასრულისთვის.
ძალიან დიდი მადლობა❤❤❤

სტუმარი თაკო
ვაიმეეე
მეთქი ან ეხლა იქნება
ბოლოში გეგასთან დიალოგი ან ეხლა
ამან კიდე რა ქნა
ბედნიერი დასასრული მინდოდა
უიმე....
თუ გაპატიო...
ის ორი მოთხრობა ხო მატირე გამხეთქე
ტირილით და ეხლა კიდე
გეგა არ დაგვიბრუნა
გაგრძელე მეორე ნაწილო უნდა
"მიყვარხარ ელპინ"

თაკო შენ'ც მაპატიე.
იქნებ დამეწერინოს კიდეც მეორე თავი,ვნახოთ.
მადლობა,თაკო.
მეც მიყვარხარ❤❤❤❤

 



№4 სტუმარი სტუმარი თაკო

იმედია დაგეწერინება

 



№5  offline მოდერი ელპინი

სტუმარი თაკო
იმედია დაგეწერინება

იმედი მაქვს მეც❤❤❤

 



№6 სტუმარი blue girl

აუუუ გააგრძელეე რაა ❤ ასეთ სიყვარულს ვერ ექნება დასასრული სადააც ერთად არარიან როცა უყვართ❤ დააძლევინე ეელეს ტკივილი და მიეცი ძალა რომ აპატიოს გეგას შეცდომა რომელიც ნებისმიერმა შეიძლება დაუშვას❤ჰეფიეენდი გვინდააქ ხალხს :დდდ ფაქტიურადდ მედავასრულეე ისტორია (ჩემიჭკუით) მარაა შენრო დაასრულებ და დაგვატკბობ ეგ სულ სხვა იქნება ხოიციი❤ წარმატებები შენ

 



№7  offline მოდერი ელპინი

blue girl
აუუუ გააგრძელეე რაა ❤ ასეთ სიყვარულს ვერ ექნება დასასრული სადააც ერთად არარიან როცა უყვართ❤ დააძლევინე ეელეს ტკივილი და მიეცი ძალა რომ აპატიოს გეგას შეცდომა რომელიც ნებისმიერმა შეიძლება დაუშვას❤ჰეფიეენდი გვინდააქ ხალხს :დდდ ფაქტიურადდ მედავასრულეე ისტორია (ჩემიჭკუით) მარაა შენრო დაასრულებ და დაგვატკბობ ეგ სულ სხვა იქნება ხოიციი❤ წარმატებები შენ

ლუჯო გოგო'ვ,უკვე შემიყვარდი ძალიან❤
არ მინდა ამ ისტორიის გაგრძელება,მაგრამ ვნახოთ,მეც არ ვიცი❤
ძალიან დიდი მადლობა და მიხარია ძალიან,რომ მკითხულობ და მოგწონს❤❤❤❤

 



№8  offline წევრი Mtirala

ელპინ,
დროთა განმავლობაში იხვეწები,
ნუ შეცდომებს ყველა ვუშვებთ, ეს გამოსწორებადია...
ბედნიერი დასასრული დააკვდებოდა,
მაგრამ ასეც
კარგია...
მე ცუდ დასასრულებზე, კი მაქვს გართულება
მაგრამ არაუშავს.
მთავარია ისტორიას მოუხდა,
თუმცა შენგან უფრო ვრცელ ისტორიებსაც ველი,
უკვე.
ანა,
ეს ბევრად მეტი იყო,
ვიდრე შენი ბოლო ორი ისტორია...
ხო, იცი როგორ მიყვარხარ?!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№9  offline მოდერი ელპინი

Mtirala
ელპინ,
დროთა განმავლობაში იხვეწები,
ნუ შეცდომებს ყველა ვუშვებთ, ეს გამოსწორებადია...
ბედნიერი დასასრული დააკვდებოდა,
მაგრამ ასეც
კარგია...
მე ცუდ დასასრულებზე, კი მაქვს გართულება
მაგრამ არაუშავს.
მთავარია ისტორიას მოუხდა,
თუმცა შენგან უფრო ვრცელ ისტორიებსაც ველი,
უკვე.
ანა,
ეს ბევრად მეტი იყო,
ვიდრე შენი ბოლო ორი ისტორია...
ხო, იცი როგორ მიყვარხარ?!

აუ,პატარა'ვ(რა უშნო მიმართვაა :დდ) შენზე რომ ვგიჟდები,ხომ იცი?❤❤❤
ძალიან,ძალიან დიდი მადლობა❤❤❤❤❤
მიყვარხარ!❤❤❤

 



№10  offline წევრი mimimimo

გეგა ეცადა
და
მაინც მას ადანაშაულებს?
ალბათ
თავის გასამართლებლად.
განსხვავებული იყო
და
მტკივნეული.
წარმატებები!

 



№11  offline მოდერი ელპინი

mimimimo
გეგა ეცადა
და
მაინც მას ადანაშაულებს?
ალბათ
თავის გასამართლებლად.
განსხვავებული იყო
და
მტკივნეული.
წარმატებები!

მარ,მიხარია რომ დაინახე ყველაფერი.
ძალიან დიდი მადლობა????????????

 



№12  offline წევრი ლიდია

აუ გული ძალიან მეტკინა... ვტირივაარ... დავიტანჯე, ეს რა იყო, ჰა?! ღმერთმანი.... ძალიან მაგარია.. ვერ ვუძლებ შენს სევდიან ისტორიებს! ვერა! open_mouth sob

 



№13  offline მოდერი ელპინი

ლიდია
აუ გული ძალიან მეტკინა... ვტირივაარ... დავიტანჯე, ეს რა იყო, ჰა?! ღმერთმანი.... ძალიან მაგარია.. ვერ ვუძლებ შენს სევდიან ისტორიებს! ვერა! open_mouth sob

ძალიან,ძალიან მიხარია❤
ღმერთო,რა ეგოისტი ვარ❤
მაპატიე ცრემლებისთვის❤❤❤
მადლობა,ლიდია❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent