შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივსისხლიანი - {თავი 4}

20-10-2017, 17:23
ავტორი Margaritha Loki
ნანახია 3 299

ცივსისხლიანი - {თავი 4}

ღრუბლიანი და მშვიდი დილა გათენდა, თუმცა დღის შუქი იმაზე უფრო მკვეთრად ანათებდა, ვიდრე მზიან ამინდებში. ქარი აღარ ჰქროდა, ნიავიც კი არ იძვროდა, თითქოს ბუნება რაღაც დიდი მოვლენისთვის ემზადებოდა.
მძინარე ანას ცხვირში ნაცნობმა სურნელმა შეუღიტინა. ფიჭვის და ციტრუსების ცივი სუნი ერთმანეთში ირეოდა და გამოფხიზლების გზაზე დამდგარ გონებას, ძილის შებრუნების საშუალებას არ აძლევდა.
ანა უხერხულად შეიშმუშნა, რბილ საწოლზე მხარი იცვალა და მოულოდნელად შუბლით რაღაცას შეასკდა, ციტრუსების სურნელი კი უფრო ახლოდან შეიგრძნო. გოგონამ წარბები შეჭმუხნა, თვალები გაახილა და ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფმა, ძლივს გაარჩია მის გვერდზე მწოლიარე, წელსზევით შიშველი გაბრიელის ფიგურა, რომელსაც მშვიდად ეძინა, ანა კი მასზე ისე იყო მიკრული ,როგორც ბალიშზე.
გოგონას რამდენიმე წამი დასჭირდა ნანახის გასააზრებლად, მერე კი თითქოს გონება გაუნათდაო, ერთ ადგილას შეშინებული შეხტა, გაბრიელს ძლიერად ჰკრა ხელი და ფეხზე კივილით წამოვარდა. ხმაურზე ბიჭმა წარბები შეკრა, ცალი თვალი გაახილა, თავი წამოსწია და კუთხეში ასვეტილ გოგონას გახედა.
-რა ჯანდაბა გაკივლებს?-იკითხა ჩახლეჩილი ხმით მან.
-რატომ წევხარ ჩემს საწოლში?-კითხვა შეუბრუნა ანამ.
-ეს ჩემი საწოლია!-ამოიზმუვლა გაბრიელმა და მხარი იცვალა.
გოგონამ მიიხედ-მოიხედა, ოთახი მოათვალიერა და ახლაღა მიხვდა, რომ თავის სახლში სულაც არ იმყოფებოდა. საძინებელში მხოლოდ ერთი დიდი საწოლი და ტანსაცმლის კარადა იდგა, სარკმლიდან შემომავალი დღის შუქი კი კედლებზე გაკრულ ჭრელ შპალერს უფრო ნათელს ხდიდა.
ანამ ფეხებზე სიცივე იგრძნო, დაბლა დაიხედა და დაინახა, რომ ორი ზომით დიდი , გრძელმკლავიანი მაისური ეცვა, რომელიც საჯდომს ოდნავ ჩამოცილებული იყო, მისი ტანსაცმელი კი იატაკზე უწესრიგოდ ეყარა.
-სად... რა... რა გააკეთე?-ამღვრეული მზერა მიაპყრო გოგონამ გაბრიელს.
ბიჭმა თავი წამოსწია, საწოლზე წამოჯდა, ზურგით ბალიშს მიეყრდნო და გოგონას უკმაყოფილო სახით შეხედა.
-მიპასუხე!-შეუყვირა ანამ.
-ბიბლიაში წერია, სიკეთეს თუ გააკეთებ უკან დაგიბრუნდებაო და ...- ბიჭმა მაღლა აიხედა, თითქოს ვიღაცას ესაუბრებაო და დაამატა.-აბა, როდის დამიბრუნდება სიკეთე უკან, ღმერთო?
-შენ ნორმალური ხარ?!-დაუკივლა გოგონამ გამწარებული ხმით, ბალიშს ხელი დაავლო, გაბრიელს ესროლა და პირდაპირ თავში გაარტყა, რადგან მიზანს არასოდეს აცილებდა.
სანამ ბიჭი ხმის ამოღებას მოახერხებდა, თავში კიდევ სამი ბალიში მოხვდა და ერთიანად გაბრუვდა.
-სულ გააფრინე?-საწოლზე მუხლებით შედგა გაბრიელი და კიდევ ერთი მოქნეული ბალიში ჰაერში დაიჭირა, მისკენ დაქაჩა, ანა საწოლზე დაანარცხა და ხელები ძლიერად დაუჭირა.- რა ბზიკმა გიკბინა?!
-ხელი... ხელი მტკივა.-სახე მოეღუშა გოგონას და ბრძოლა შეწყვიტა.
გაბრიელს მაშინღა მოაგონდა ანას ჭრილობა, ხელი სწრაფად შეუშვა, საწოლიდან გადავიდა და კარადისკენ გაემართა. გოგონას ძალიან არ უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ თავს ვერ მოერია და მის სხეულს ხარბი მზერა გააყოლა.
ბიჭმა კარადა გამოაღო, მაისური აიღო, გადაიცვა და ანას მიუბრუნდა.
-გაწითლდი!-ჩაიცინა ირონიულად მან .- ეს კარგია... ესე იგი, შენს ძარღვებში სისხლი ჩქეფს და არა გველის შხამი, როგორც მე ვვარაუდობდი.
-ეს შენი მაისურია?-მისი სარკაზმი დააიგნორა გოგონამ და თავის ტანზე მორგებულ სამოსს დახედა.- ტანსაცმელი შენ გამომიცვალე?
-ჰო.
-რატომ?
-სისხლით გქონდა დასვრილი და თან ჭრილობა ხომ უნდა მენახა?!
ანამ მარჯვენა ხელი ასწია და მარცხენა მხარზე მოისვა. იგრძნო, რომ ჭრილობა გადახვეული ჰქონდა და ისე ძალიან აღარ აწუხებდა, როგორც წინა ღამით.
-ერთ საწოლში, რატომ გვეძინა?-ისევ იკითხა მან.
-სახლში მხოლოდ ერთი სავარძელი მაქვს და თუ ვერ შეამჩნიე, საკმაოდ მაღალი ვარ მასში დასაძინებლად, იატაკზე დაწოლას კი ჩემს საწოლში ძილი ვარჩიე.-მიუგო გაბრიელმა.
-არ იყო აუცილებელი ტანსაცმელი გაგეხადა.-ჩაისისინა გოგონამ.
-მხოლოდ მაისური გავიხადე... ჩაცმული ვინ იძინებს?-გაეცინა გაბრიელს.- თანაც მცხელოდა.
-გცხელოდა? ოქტომბრის ბოლოა და გარეთ ათ გრადუსზე მეტი არც იქნება.-შეეკამათა ანა.
-სექსი არ გვქონია, ამის გაგებას თუ ცდილობ.-მიახალა უცებ ბიჭმა და გოგონას გაკვირვებული მზერა , რომ დაინახა, დაამატა.-არ მომწონს გოგონები, რომელთაც პატარა მკერდი აქვთ.
-არც მე მომწონს ბიჭები, რომლებსაც ჩემზე დიდი მკერდი აქვთ. - დამცინავად უპასუხა მან.
-ეს კუნთია! -შეუბღვირა გაბრიელმა.
-ყოველ ჯერზე სარკეში ჩახედვისას, შენს თავს ამით იმშვიდებ?-სარკაზმი მოეძალა გოგონას.
-კუნთია!-გაიმეორა ღვარძლიანი ხმით ბიჭმა.
-როგორც იტყვი.-მხრები აიჩეჩა ანამ.
-შენი ტანსაცმელი გადასაყრელია, მხოლოდ შარვალი გადარჩა და შეგიძლია ჩაიცვა, ნახევრად შიშველმა, რომ არ იტანტალო ჩემს სახლში.- ჩაილაპარაკა გაბრიელმა და ოთახიდან გავიდა.

...
ანამ სწრაფად მოიწესრიგა თავი და საძინებლიდან გამოსული, უკვე მისთვის კარგად ნაცნობ მისაღებ ოთახში აღმოჩნდა. გაბრიელი დახლს მიღმა სამზარეულოს ტერიტორიაზე დაბორიალებდა და რაღაცას ამზადებდა. გოგონამ ბუხრის თავზე დაკიდებულ ჩარჩოს ახედა, რომელშიც მის მიერ შერჭობილი დანა ისევ ხელუხლებლად დაეტოვებინა პატრონს.
ანას გაეღიმა, დახლთან მივიდა და მაღალ სკამზე შემოჯდა.
-საუზმე?-მიუბრუნდა გაბრიელი.
-დილაობით ვერ ვჭამ ხოლმე.-თავი გააქნია გოგონამ.
-ამიტომაც ხარ ძვალი და ტყავი.-გაეცინა ბიჭს.
-ყავას დავლევ, კოფეინი ძალას მომცემს და კიდევ...-გოგონამ მაგიდის მეორე ბოლოში , პატარა თეფშზე დალაგებული, მისი საყვარელი წითელი ვაშლები შენიშნა და მისკენ გადაიხარა, მაგრამ მკვეთრ მოძრაობაზე ჭრილობამ თავი შეახსენა და მაშინვე უკან დაიხია.
გაბრიელმა თეფშისკენ გაიწვდინა ხელი, რომ ანასთვის მიეწოდებინა, მაგრამ გოგონამ არ დაანება.
-მე თვითონ.- თქვა მან, ტკივილს მიუხედავად მაინც მისწვდა ვაშლს და ჭამას შეუდგა.
-ზედმეტად ხარ დამოუკიდებლობას მიჩვეული და არ მოგწონს, როცა გეხმარებიან!-დაასკვნა გაბრიელმა.
-ასე მგონია, რომ მათთან ვალში ვრჩები, მე კიდევ არ მიყვარს როცა ვინმესთან ვალში ვარ.
-და იქნებ ამას უანგაროდ აკეთებს ადამიანი?
-დღეს უანგაროდ არავინ არაფერს აკეთებს.-გაეცინა გოგონას.
-ოჯახის წევრები აკეთებენ.-უპასუხა გაბრიელმა.
-ჯანდიერები არ არიან ჩემი ოჯახის წევრები.-ანა მაშინვე მიხვდა რასაც გულისხმობდა ბიჭი და მოკლედ მოუჭრა.
-ნერსე კვლავ გიჟივით დაგეძებს.-თემა შეცვალა გაბრიელმა.-თუ ვერ გიპოვის, ისევ მე მომადგება დახმარების სათხოვნელად.
-ეს არ დასჭირდება, ყავას დავლევ და ჩემი ფეხით მივალ განყოფილებაში,-გულგრილად ჩაილაპარაკა ანამ,- მომბეზრდა ამდენი გაქცევა და დამალვა.
-არადა გეტყობა, ძალიან მოგწონს ყველა შენზე , რომ ნერვიულობს და სულ ყურადღების ცენტრში, რომ ხარ.
-ადამიანების პოვნის ნიჭი გაქვს, არა?-მის რეპლიკას ყური აავლო გოგონამ, ვაშლის ნარჩენი ნაგვის ურნისკენ გაისროლა და არც ამჯერად აუცილებია მიზნისთვის.
-კარგი მიზანი გაქვს.
-ვიცი.-კომპლიმენტი შეიფერა ანამ, მერე გაბრიელს თვალებში შეხედა და უთხრა.- შენ მითხარი, რომ ზოგჯერ კერძო დეტექტივობანას თამაშობ. ეს მოგწონს, ხომ ასეა? მოგწონს, როცა სხვის საიდუმლობებეს და ცოდვებს იგებ. ასე თავს იმშვიდებ, რომ შენზე ცოდვილებიც არსებობენ.
-შეიძელება.- მხრები აიჩეჩა ბიჭმა.-ამავდროულად კვალის კარგი მაძიებელი ვარ , მომწონს როცა ჩემს ცოდნას საქმეში ვიყენებ და ფუჭად არ იკარგება.
-ანუ სამხილების მოძიებაც შეგიძლია?-ჩაეკითხა გოგონა.
-კი.-თავი დაუქნია გაბრიელმა და ყავით სავსე ფინჯანი ანას წინ დაუდგა, მერე კი თვითონაც სკამზე ჩამოჯდა.
-თუ გთხოვ, ერთი ადამიანის წინააღმდეგ სამხილები მომაძებნინო, დამეხმარები?
-ადამიანს, საქმის სირთულეს და სამხილებს გააჩნია.
-რთული საქმე თუა, უკან იხევ ხოლმე?- ეჭვის თვალით შეხედა ანამ.
-პირიქით, მარტივი საქმეები და ზოგადად მარტივი ადამიანები არ მიზიდავს.- ჩაიცინა გაბრიელმა.
-აბრამოვზე რა აზრის ხარ? ვიცი, რომ ჩემს სახლში ის კედელი ნახე და თუ გაინტერესებს რატომ დავდევ ამ კაცს უკან, შემიძლია მოგიყვე, სამაგიეროდ კი დახმარებას უნდა დამპირდე.
-დავფიქრდები.-უთხრა მან.- მიდი, დაიწყე.
-საიდან დავიწყო?
-სულ თავიდან!
-კარგი,-თქვა ანამ, ღრმად ჩაისუნთქა და უკან ამობრუნებულ ჰაერს სიტყვებიც თან ამოაყოლა,-გაგიკვირდებათ და ეგვიპტის მოქალაქეობა მაქვს ,რადგან კაიროში დავიბადე. ჩემი მშობლები, იოანე და თეკლა მერლანები, არქეოლოგები იყვნენ, რის გამოც სულ მოგზაურობა უწევდათ, რადგან გამუდმებით სხვადასხვა ექსპედიციებში იყვნენ ჩართულები. თორმეტი წლის ვიყავი, როცა ბებიაჩემი, დედაჩემის დედა , ავად გახდა და მის მოსანახულებლად აქ, სანქტუმში დავბრუნდით. რამდენიმე დღეში ის გარდაიცვალა, მაგრამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ბებიამ დედაჩემს ოჯახური რელიქვია, ანტიკური ხანის უზარმაზარი ოქროს ბეჭედი გადასცა, რომლის შესახებაც დედამ იქამდე არაფერი იცოდა და რომელიც ჩვენს ოჯახში თურმე საუკუნეები ინახებოდა. დედა და მამა როგორც გამოცდილი მკვლევარები ბეჭდით დაინტერესდნენ, ანალიზი ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ ის სამი ათას წელზე მეტის იყო და უძვირფასეს საგანძურს წარმოადგენდა. მამა მუზეუმს დაუკავშირდა და ეს ამბავი ამცნო, ცოტა ხანში კი ინფორმაციამ გაჟონა და მალე ამის შესახებ ყველამ გაიგო.
-მეცნობა ეგ ამბავი.-ჩაილაპარაკა ჩაფიქრებული სახით გაბრიელმა.
-აბრამოვი ჩემს მშობლებს იცნობდა, მათი ექსპედიციები ხშირად დაუფინანსებია და მეგობრობდნენ კიდეც. ერთ დღეს, ის ბებიას სახლში მოვიდა, პირადად გვესტუმრა და ჩემს მშობლებს ბეჭდის სანაცვლოდ მილიონები შესთავაზა,-ანა ძალიან ცდილობდა იმ მომენტში ემოციები დაემალა, რის გამოც ტუჩები ზიზღით მოკუმა.-მახსოვს მამაჩემის გაცხარებული კამათი იმ კაცთან, მახსოვს როგორ უხსნიდა მას, რომ ეს ხალხის საგანძური იყო და ვერანაირად ვერ გაყიდიდა...
-ანუ მამაშენმა მილიონებზე უარი თქვა?-იკითხა გაბრიელმა.
-ჰო, მან აბრამოვი უარით გაისტუმრა, დაახლობით ერთი კვირის შემდეგ კი სანქტუმის ისტორიულ მუზეუმში წვეულება გაიმართა, ჩემი მშობლები იქ მიდიდონენ, რომ ბეჭედი მუზეუმისთვის გადაეცათ, გზაში ავარია მოხდა და ისინი დაიღუპნენ...-ანამ უცებ საუბარი შეწყვიტა, სახეზე ეტყობოდა, რომ ყელში მოწოლილი დარდი ახრჩობდა.
-მერე რა მოხდა?-ჰკითხა ინტერესით გაბრიელმა.
-მეც მათთან ერთად უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ გავცივდი და მშობლებმა სახლში დამტოვეს, ავარიის შემდეგ კი ბეჭედიც გაქრა. ნერსე მამაჩემის მეგობარი იყო და გამომდინარე იქიდან, რომ ნათესავები არ გვყავდა, თავშესაფრისთვის არ გამიმეტა და მიშვილა, მერე კი გვარი შემიცვალა.
-აბრამოვი შენს სახლში მოვიდა, როცა ბავშვი იყავი, მამაშენს ბეჭდის მიყიდვა სთხოვა, მან უარით გაისტუმრე, ერთ კვირაში კი ისინი ავარიას ემსხვერპლნენ. შენ მშობლების სიკვდილს აბრამოვს აბრალებ, აი, რატომ უთვალთვალებ ამ კაცს! აი, რატომ გქონდა კედელი აჭრელებული მისი სურათებით!
-მართალი ხარ.-თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა გოგონამ.
-უკანონოდ შეჭრა პოლიციის არქივში, ქალქის საჯარო ბიბლიოთეკაში მოწყობილი სკანდალი, საავადმყოფოს ჩანაწერების მოპარვის მცდელობა , პიროვნებების უკანონოდ თვალთვალი...-გაბრიელმა ემოციების მოზღავავება იგრძნო, როცა მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა და ხმას უნებურად აუწია.-ეს ის დანაშაულებებია, რომლებიც ნერსემ ჩამომითვალა და რომელთაგანაც მან გიხსნა! პოლიციის არქივში, ალბათ შენი მშობლების სიკვდილის შესახებ შეგროვებულ მასალებს ეძებდი, საავადმყოფოში გვამების გაკვეთის შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ბიბლიოთეკაში კი რვა წლის წინანდელ სტატიებს, რომლებიც მერლანების ოჯახს ეხებოდა... უკანონოდ თვალთვალისთვის, ალბათ აბრამოვის ხალხმა ბევრჯერ გიჩივლა. ოლიგარქამდე მისასვლელ გზას სოწრედ მისი ხელქვეითების საშუალებით ცდილობდი! ის კაცი, სასტუმროში წვეულებაზე რომ ესაუბრებოდი, აბრამოვის პირადი ადვოკატია, შენ კი მისი მოხიბვლის და მისთვის ინფორმაციის გამოძალვის მიზნით იყავი იქ, ხომ ასეა?
-ზუსტად!-თავი დაუქნია ანამ.
-მაგრამ მტკიცებულებები არ გაქვს.-თქვა გაბრიელმა, ფეხზე წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და წინა ეზოს გადახედა, ისე თითქოს ვიღაცას ელოდებაო.-და რა არის იმ ბეჭედში ასეთი განსაკუთრებული? რატომ უნდოდა ასე ძალიან ოლიგარქს?
-ანტიკვარების კოლექციონერია და მოგეხსენება, რა მანიაკალური ქცევებით არიან შეპყრობილნი ასეთი ადამიანები.
-თუ ავარიის შემდეგ ბეჭედი გაუჩინარდა, ესე იგი აბრამოვმა წაიღო, მაგრამ შენ რატომ დაგდევს ისევ?
-აბრამოვის ხალხს, ამ ამბის გამო ცოტა ხანს შეჩერება და ჩრდილში ყოფნა მოუწიათ, შმდეგ კი ძებნა დამიწყეს. ნერსემ როცა მიშვილა, გვარი ამიტომაც შემიცვალა და ჩემი კვალი თითქმის გააქრო, რომ აბრამოვის ხალხს არ ვეპოვნე. მაგრამ ქალაქიდან არ გავუყვანივარ, პირიქით ის სწორედ ქალაქის ფრაგლებს გარეთ დამიწყებდა ძებნას და არა მის ცხვირწინ. ალბათ ზუსტად ამიტომ დამდევს, მთელი ოჯახის ამოწყვეტა უნდოდა და ეს რომ ვერ მოახერხა ვერ მოისვენა.
-ესე იგი, ჯანდიერებმა ეს ყველაფერი იციან.-ისე თქვა ბიჭმა, რომ ფანჯრისთვის თვალი არ მოუცილებია.- თუ ნერსემ ვერ მოახერხა ამდენი ხანი სამხილების მოპოვება, შენ რატომ გგონია რომ რაიმეს იპოვი?
-იმიტომ რომ, ნერსე წესებს ემორჩიელბა და მის მიხედვით მოქმედებს, მე კი არა.-ანაც წამოდგა ფეხზე , ბუხართან მივიდა და მის წინ მდგარ ერთადერთ სავარძელში მოთავსდა.
-რვა წელი აბრამოვს ემალებოდი , ახლა რატომ გამოჩნდი?-განაგრძო შეკითხვების დასმა გაბრიელმა.
-ნერსე მაიძულებდა ჩრდილში ვყოფილიყავი, ხმა არ ამომეღო და თვალში არავის შევჩხირვოდი, მაგრამ მეტხანს დამალვა აღარ შემეძლო. სასტუმროში ჩემი ნამდვული სახელით და გვარით იმიტომ კი არ დავრეგისტრირდი, რომ ნერსეს ხალხს დავმალვოდი?-გაეცინა ანას.- არამედ იმიტომ, რომ აბრამოვის ყურადღება მიმექცია და გამომივიდა კიდეც. მე ის ხაფანგში შემოვიტყუე.
-ის ქალაქში დაბრუნდა!
-გგონია აქ მართლა ინვესტიციების განსახორციელებლად ან მისი ქალიშვილის სანახავად არის?-სარკაზმმა იმძლავრა გოგონას ხმაში.- აქ იმისთვის ჩამოვიდა, რომ დაასრულოს ის , რაც რვა წლის წინ დაიწყო.
-კარგი, შენი მსხვერპლი ხაფანგშია, და ახლა რას აპირებ?-მისკენ შემობრუნდა გაბრიელი და ზურგით ფანჯრის ჩარჩოს მიეყრდნო.
-აი, ეგ უკვე აღარ ვიცი და ამიტომაც გთხოვ შენ დახმარებას, თორემ სხვა შემთხვევაში შენამდე ნადვილად არ მოვიდოდი.-ცხვირი აიბზუა ანამ.
-ერეკლეზე რას მეტყვი?-გამჭოლი მზერა მიაპყრო ბიჭმა გოგონას.- მასთან რა გაკავშირებს?
-ერეკლე რამდენიმე თვის წინ გავიცანი...-უხალისოდ გააქნია თავი ანამ.- მეგონა, სრულიად შემთხვევით შევხვდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ აბრამოვის დავალებას ასრულებდა. სწორედ ის მეხმარებოდა სამხილების მოძიებაში, ბიბლიოთეკაში სკანდალის მოწყობაშიც ის დამეხმარა, რომ თანამშრომლების ყურადღება მიგვექცია. იმ ღამით, სწორედ ამის გამო დამირეკა... მითხრა, რომ რაღაც ინფორმაცია ჰქონდა და მეც მასთან შესახვედრად წავედი.
-მან კი გესროლა!
-აბრამოვს ნერვებმა უმტყუვნა და მოულოდნელად ჩემი მოკვლა უბრძანა.
-მაგრამ ვერ მოგკლა, ან არ მოგკლა.-წარბები მაღლა აზიდა გაბრიელმა.- ისე პროფესიონალურად გესროლა, რომ ძვალიც კი არ დაგიზიანა.
-ჩემს მიმართ გრძნობები გაუჩნდა და ვერ გამიმეტა.-თქვა გოგონამ და მის სიტყვებში აშკარა სიამაყემ გაიჟღერა.
-და შენ?-შავი თვალები მიაპყრო გაბრიელმა მას.- შენც გაქვს მის მიმართ გრძნობები?
-ეგ პირადულია!-შეუბღვირა ანამ.
-კარგი, კარგი!-ხელები დანებების ნიშნად ასწია ბიჭმა.-ეგ ურთიერთობა მე არ მეხება.
ანამ პირი გააღო, უნდოდა შეპასუხებოდა, მაგრამ მოულოდნელად კარს რაღაც მძიმე დაეტაკა და ხმაურით გაიღო, ზღურბლზე კი ნერსე გამოჩნდა. კაცს ისეთი მრისხანე სახე ჰქონდა, რომ ანას ცოტათი შეეშინდა კიდეც მისი . ნერსე უსიტყვოდ მივარდა გოგონას, ხელში ჩაებღაუჭა და მაგრად დაუჭირა.
-მტკივა, რას აკეთებ?-ჰითხა გოგონამ და კაცისგან თავის დახსნა სცადა, მაგრამ უშედეგოდ.
-ნორმალური ნათქვამი არ გესმის, არა?-თვალები დაუბრიალა კაცმა.- ჰოდა გაპატიმრებ, ანა!
-მამიკო, შენ ამას არ იზამ!-ხმა ოდნავ დაუთბა გოგონას.
-ეგ ხრიკები აღარ გაჭრის.-შეუყვირა ნერსემ და ანას მაჯებზე ოსტატურად მოარგო ბორკილები.
-შენ დაურეკე, არა?-გახედა ანამ გაბრიელს, რომელიც ისევ ფანჯარასთან იდგა და სახეზე კმაყოფილი ღიმილი ეფინა.
-მივწერე!-ხელში შეათამაშა ტელეფონი ბიჭმა.
-რა საჭირო იყო, ხომ გითხარი მე თვითონ დავბრუნდები-მეთქი?!
-მაპატიე, მაგრამ ძალიან რთულია შენნაირ მატყუარას კაცი ენდოს.- სრული სერიოზულობით უთხრა გაბრიელმა და კარში გამავალ გოგონას ხელი დაუქნია.

ლეო ნერსეს კაბინეტთან იდგა, ჩაფიქრებული და ტრადიციულად მოღუშული სახე ჰქონდა, თან დროდადრო დერეფნის ბოლოს მდებარე კარისკენ იხედებოდა და თითებს ნერვიულად იმტვრევდა.
-ვინმეს ელოდები?-მიუახლოვდა მას კატო.
-ანა იპოვეს და აქ მოჰყავთ... ისევ.-უპასუხა მამაკაცმა უხალისოდ.
-გავიგე მისი მაბები, მართლა გაიპარა საავადმყოფოდან?-ხმას დაუწია ქალმა, რომ თანამშრომლებს მათი საუბარი არ გაეგონათ.- ამბობენ იმ ბიჭთან მივიდა, ვინც მას თავს დაესხაო.
-ჰო.-თავი დაუქნია ლეომ.-მაგრამ ის ბიჭი გაიქცა და ახლა ძებნაშია.
-ეს რატომ გააკეთა?-ისევ ჰკითხა კატომ და წინ ჩამოშლილი ოდნავ ხვეული თმა ყურს უკან გადაიწია.
-არავინ იცის,-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.-ჩემს დას ვერაფერს გაუგებს კაცი.
-თავდასხმის შესახებ რომ გავიგე, მინდოდა მისი საქმე მე ამეღო, მაგრამ მამაშენმა სხვა დეტექტივს გადააბარა. ალბათ, რადგან საქმე მის შვილს ეხებოდა ახალბედას არ ენდო.-ცოტა ნაწყენი ხმით ჩაილაპარაკა ქალმა და თვალები დახარა.
-ჰო, ალბათ.-უპასუხა ლეომ, თუმცა ზუსტად იცოდა, რატომაც არ ჩართო იგი ამ საქმეში ნერსემ.
-და აქ რატომ მოჰყავთ?-ისევ იკითხა კატომ.- დაჭრილია და ამდენს გაუძლებს?
-ჯერ უნდა დაკითხონ, მერე კი მე თვითონ წავიყვან საავადმყოფოში.-ამოიოხრა მამაკაცმა.- აქ ზუსტად მის გამო ვარ.

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, კატოს ბევრი საქმე ჰქონდა, მაგრამ ისე მოსწონდა ლეოს გვერდით ყოფნა და მასთან საუბარი, რომ ასე მარტივად ვერ თმობდა და წასვლასაც ამიტომაც არ ჩქარობდა.
მოულოდნელად დერეფნის ბოლოს ჩოჩქოლი ატყდა და მზერა ყველამ იქით მიაპყრო, კატოს გარდა. ქალი ლეოს ისე მისჩერებოდა, რომ სხვა დანარჩენზე რეაქცია არც კი ჰქონდა.
-ეს... მამაშენია?-იკითხა ჩურჩულით ლეომ და გაოცებისგან გაფართოებული თვალები, შემოსასვლელ კარს მიაპყრო.
კატო უცებ გამოფხიზლდა, უკან მიიხედა და მისკენ მომავალი მაღალი ფიგურა შენიშნა. კაცს თმა მთლიანად თეთრი ჰქონდა, თუმცა სახეზე ასაკი დიდად არ ეტყობოდა. მოდური პიჯაკი ეცვა და მხრებში გამართული, ამაყად თავაწეული მოაბიჯებდა, უკან კი ორი მხარბეჭიანი მამაკაცი მოჰყვებოდა, რომლებიც სავარაუდოდ მისი დაცვის წევრები უნდა ყოფილიყვნენ.
კაცი ღიმილით მიუახლოვდა კატოს, ხელები გაშალა, ჭრელი თვალებით მიაჩერდა და ჰკითხა.
-კატია, მამიკოს არ გადაეხვევი?
-აქ... რა გინდა?-ენის ბორძიკით ჰკითხა ქალმა და მამაკაცს ნაძალადევი ღიმილით გადაეხვია.
-სამი დღეა ქალაქში ვარ, ყველგან დაგეძებ, გირეკავ , სახლში გაკითხავ, მაგრამ არსად ჩანხარ.-თითქოს უსაყვედურა კაცმა შვილს.
-ჰო, ბევრი საქმე მქონდა.-უხერხულად გაიღიმა ქალმა.
ლეო გაოგნებული შეჰყურებდა მის წინ მდგარ მამა-შვილს. იცოდა, რომ კატო იგორ აბრამოვის ქალიშვილი იყო, მაგრამ მათი ერთად ნახვა, მაინც ეუცნაურა.
კაცმა ალმაცერად შეათვალიერა, კარს მიყრდნობილი ლეო და ინტერესით იკითხა.
-ისიც დეტექტივია?
-არა, ის... -ენა დაება კატოს.
-ექიმი ვარ, ლეო ჯანდიერი.-უპასუხა სწრაფად მამაკაცმა და იგორს ხელი ჩამოართვა, მერე კი საკუთარი პირფერობის გაუკვირდა კიდეც, რადგან ასეთები არ სჩვეოდა.
-სასიამოვნოა,-უპასუხა კაცმა, არადა სახეზე ეტყობოდა, რომ ასე სულაც არ იყო.- იგორ აბრამოვი.-გაეცნო ისიც.
-დიახ, მსმენია თქვენზე.-მიუგო ლეომ და გამშრალი ტუჩები ძლიერად მოკუმა, რომ რაიმე არ წამოსცდენოდა.
კაცმა კიდევ ერთხელ შეავლო ალმაცერი მზერა ექიმს, მერე ისევ კატოს მიუბრუნდა და ჰკითხა.
-აბა, ერთად ხომ არ ვისადილოთ?
-ახლა... ვმუშაობ.-დაიბნა ქალი.
-მაშინ დაგელოდები,-მტკიცე ხმით თქვა იგორმა.- აი, აქ დავჯდები და იქამდე დაგელოდები, სანამ ჩემთვის არ მოიცლი.
-არა, იცი რა...- აშკარა იყო, რომ კატოს საუბარი საშინლად უჭირდა.-შესვენება ნახევარ საათში მეწყება, მაგრამ ვფიქრობ არაფერი დაშავდება, თუ ცოტა ადრე გავალ.
-ძალიან კარგი, მაშინ წივიდეთ.-უპასუხა ღიმილით მამამ, ლეოს დაემშვიდობა, თავის შვილს ხელკავი გამოსდო და გასასვლელისკენ გაუძღვა.

როგორც კი აბრამოვები კარს მიღმა გაუჩინარდნენ, ლეომ ისე ამოიოხრა, თითქოს მთელი ეს დრო სუნთქვას იკავებდა. იცოდა, რომ ძალიან მალე ანას განყოფილებაში მოიყვანდნენ და გულში ლოცულობდა, გოგონა სადმე არ გადაჰყროდა ოლიგარქს, თორემ შეიძლებოდა მესამე მსოფლიო ომი იქვე დაწყებუულიყო.

ლეოს ლოცვამ არ გაჭრა, ბორკილებდადებული ანა, სწორედ იმ მომენტში შემოიყვანა ნერსემ განყოფილებაში, როცა შენობას იგორი და მისი ქალიშვილი ერთად ,ხელჩაკიდებულები ტოვებდნენ.
მოულოდნელობისგან ანა ერთ ადგილას გაქვავდა, როცა ნაცნობი სახე პირდაპირ მის ცხვირწინ შენიშნა. გულმა თითქოს ფეთქვა შეწყვიტა, ძარღვებში სისხლმა მოძრაობა, დრომ კი სვლა შეანელა.
ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა, ფიქრობდა, რომ ძალა ეყოფოდა მისი მშობლების მკვლელისთვის თვალებში ჩაეხედა, მაგრამ როცა ეს მომენტი დადგა, როცა მისი ცივი და ჭრელი თვალები ასე ახლოდან დაინახა, მუხლები მოეკვეთა და ნერსეს ძლიერად, რომ არ დაეჭირა ალბათ იქვე ჩაიკეცებოდა.
გაბრიელი სახლიდან გამოჰყვა ნერსეს , მათ უკან იდგა და როცა ანას სახე დაინახა, გულზე საშინლად მტკივნეული ჩხვლეტა იგრძნო. თითქოს უთანაგრძნო და ყველა მისი საქციელი, რომელსაც აქამდე გმობდა, ერთ წამში გაამართლა.
აბრამოვმა მხოლოდ ერთხელ შეავლო მზერა ანას. რა თქმა უნდა, იცნო თუმცა არანაირი რეაქცია არ ჰქონია, უბრალოდ გვერდი აუარა და კარს მიღმა გაუჩინარდა.

...
-გთხოვ, გთხოვ, გთხოვ, უარი არ მითხრა!- გაბრიელი უკან დასდევდა კაბინეტში მოსიარულე ნერსეს და გაფუჭებული რადიოსავით ერთი და იგივეს იმეორებდა.
-არა-მეთქი!-თვალები გადაატრიალა კაცმა.-ლეო ანას ჭრილობას უხვევს, როგორც კი მორჩება უნდა დავკითხო, ახლა არაა ამის დრო, რატომ არ გესმის?!
-ნერსე, შენს შვილს არ ვენდობი და გთხოვ, უბრალოდ მომეცი მისი მშობლების გარდაცვალების საქმის ნახვის უფლება.-ისევ შეევედრა ბიჭი.
-ასეთი რა მოგიყვა, რომ დაგაეჭვა?-მიუბრუნდა კაცი.-შეეშვი ამ საქმეს, გაბრიელ!
-ხომ იცი, რომ ჩემი გონება გაურკვევლობას ვერ იტანს?!-საფთქლებზე თითები მიიჭირა მან.-მე ყოველთვის გეხმარები, როცა გჭირდება და ახლა მე მჭირდება შენი დახმარება. კარგი ალღო მაქვს და ვგრძნობ, რომ ანა რაღაცას მატყუებს! შენ ხომ იძიებდი ამ სქმეს? თან განყოფილების უფროსი ხარ და ხელი ყველაფერზე მიგიწვდება!
-თავიდან მე ვიძიებდი ,მაგრამ ოჯახის ახლობელი ვიყავი, რამდენჯერმე ნერვებაც მიმტყუვნა და საქმეს ჩამომაშორეს.-უპასუხა დარცხვენილი სახით კაცმა და გაჭაღარავებულ თმაზე ხელი გადაისვა.
-სად ინახება მასალები?
-განყოფილების არქივში.-უთხრა ხმადაბლა ნერსემ , მერე უჯრიდან გასაღები ამოიღო, მაგიდაზე დადო და უსიტყვოდ გავიდა კაბინეტიდან.
გაბრიელი მიხვდა, ეს ჟესტი რასაც ნიშნავდა, მაშინვე დაავლო ხელი გასაღებს და არქივს მიაშურა.

ერთი სართულით დაბლა, დერეფნის ბოლოს მძიმე რიკინის კარი მდებარეობდა, გაბრიელი შეუმჩნევლად მიუახლოვდა კარს, გააღო და შიგნით შეძვრა. ოთახს ფანჯრები არ ჰქონდა, მაგრამ ვენტილაციის გავლენით იქ მაინც სუფთა და გრილი ჰაერი ტრიალებდა. ბიჭმა ჭერამდე აღმართულ თაროებს გვერდი აუარა და მათზე მიკრულ თარიღებს დააკვირდა ,მერე მაღლიდან მოზრდილი მუყაოს ყუთი გადმოიღო და უკან, ნერსეს კაბინეტში დაბრუნდა.

გაბრიელმა იცოდა, რომ მაგიდა არ გამოდგებოდა, რადგან დიდი სივრცე სჭირდებოდა, ამიტომ იატაკზე დაჯდა, ყუთი გადმოაპირქვავა და საქაღალდეები, სურათებთან ერთად თანმიმდევრულად დაალაგა.
ფოტოები მართლაც შემზარავი სანახავი იყო. დამწვარ, ძვლებამდე დანახშირებულ ორი გვამს ბიჭმა თვალი აავლო და საქაღალდეებზე გადავიდა. ყველგან თითქმის ერთი და იგივე ეწერა- ცოლ-ქმარი უბედურ შემთხვევას ემსხვეპლა, ფილტვები კვამლით ჰქონდათ სავსე, სხეულები ცეცხლმა გაანადგურა.
გაბრიელი შინაგანად გრძნობდა, რომ საქმე რაღაცაში იყო, რაღაც არ ემთხვეოდა, მაგრამ რა იყო ეს, ამას ვერა და ვერ იგებდა.
დაახლოებით ერთსაათიანი კვლევის შემდეგ, გაბრიელი დაქანცული გამომტყველებით წამოდგა ფეხზე, აპარატიდან წყალი დაისხა და იატაკზე მიმოფანტულ სურათებს ზემოდან დააკვირდა. მოულოდნელად ბიჭის ყურადღება ერთ-ერთმა სურათმა მიიქცია, რომელზეც მაღალი კორპუსი იყო გამოსახული, მეთერთმეტე სართული კი სრულიად დამწვარი ჩანდა.
ბიჭი მისკენ დაიხარა, თხელი საქაღალდედან, რომელიც ჯერ კიდევ არ გაექექა, ეს სურათი გამოაძვრინა და აპარტამენტს მზერა შეავლო, შემდეგ კი საქაღალდე გადაფურცლა და ბინის სხვა ფოტოებიც იპოვა. ანკეტაში ეწერა, რომ მერლანების სახლში გაზმა გაჟონა, აფეთქება და ხანძარიც სწორედ ამან გამოიწვია.
გაბრიელმა თავი ასწია, წამით თვალი კედელს გაუშტერა, მერე კი თითქოს გონება გაუნათდაო, მიღებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ გადაამოწმა და გაბრწყინებული სახით წამოვარდა ფეხზე.
ამ დროს კაბინეტის კარი გაიღო და შიგნით ლეო და ნერსე შემოვიდნენ. მამაკაცები ხმადაბლა საუბრობდნენ ანაზე, მაგრამ როცა იატაკზე მიმოფანტული ქაღალდების გროვა და ოლიმპიადაის გამარჯვებულივით გაჯგიმული გაბრიელი დაინახეს , ერთმანეთს გაკვირვებული სახეებით გადახედეს.
-ანა სად არის?-მაშინვე იკითხა ბიჭმა.
-დასაკითხ ოთახშია.-უპასუხა ნერსემ.
-მასთან უნდა შევიდე!-გამოაცხადა გაბრიელმა.
-ახლა არა!-თავი მკაცრად გააქნია კაცმა.
-თქვენ არ გესმით! -იყვირა უცებ ბიჭმა და ნერსეს შეაჩერდა.- შენი არაბიოლოგიური შვილი უმაღლესი დონის მატყუარაა! ნამდვილი პანდორაა! თითქოს ოლიმპოს ღმერთებმა პანდორასავით ტყუილების თქმის და ცბიერების უანრი მიანიჭეს.
-რაზე ლაპარაკობ?-წარბი შეკრა კაცმა.
-ღმერთო, ახლა თავი ამიფეთქდება!-თავზე ხელები მოიჭირა გაბრიელმა, რადგან ინფომაცია რომელიც თავში უტრიალებდა , ბომბის მექანიზმივით წიკწიკებდა მის გონებაში და თითქოს მართლა აფეთქებისთვის ემზადებოდა.
-რა სჭირს?-გადაუჩურჩულა ნერსემ ლეოს.
-ჭკვიან ადამიანებს ემართებათ ხოლმე.-უპასუხა გულგრილად მამაკაცმა.
-ცუდად ვარ! ახლა... გონებას დავკარგავ... ცუდად ვარ!-ერთ ადგილას შებარბაცდა გაბრიელი და თავი, რომ შეეკავებინა ნერსეს მხარზე ჩაებღაუჭა.
-გაბრიელ დაწყნარდი, არაფერი გჭირს!- თვალები გადაატრიალა ლეომ.
-სუფთა ჰაერზე უნდა გავიდე.-ამოთქვა ბიჭმა, ნერსეს ხელი შეუშვა და კაბინეტიდან უკანმოუხედავად გავარდა.

ჯანდიერებმა ერთმანეთს გადახედეს და წარმოდგენით გაკვირვებულებმა მხრები აიჩეჩეს. ლეომ ეჭვნარევი მზერა გააყოლა გაბრიელს, მერე კი მამამისს მიუბრუნდა.
-მამა!-წამოიძახა უცებ მან.-დასაკითხი ოთახის გასაღები შენ გაქვს?
-კი, რა იყო?-ჰკითხა ნერსემ.
-აბა, გადაამოწმე!
კაცმა ჯიბეები მოიქექა, მაგრამ გასაღები ვერსად იპოვა და შვილს გაოცებული სახით შეაჩერდა.
-გაბრიელმა მოგპარა! -მისი ეჭვები დაუდასტურა ლეომ.-ხშირად გპარავს ხოლმე რაღაცეებს.
-მოვკლავ!-კბილებში გამოსცრა ნერსემ და კაბინეტიდან გავარდა.

...
გაბრიელი, ჯერ პატარა კაბინეტში შევარდა, რომლის კედელშიც ორმაგი სარკე იყო ჩამაგრებული და მის მიღმა მოზრდილი, ნახევრად ჩაბნელებული ოთახი მოსჩანდა. ბიჭი კარის სახელურს სწვდა, ხმაურით გააღო, გასაღებით გადაკეტა და შინით ჩატოვა, რომ მისთვის ხელი არ შეეშალათ.
ხმაურზე ანამ თავი ასწია და მის წინ ასვეტილი გაბრიელი რომ დაინახა, უხალისოდ გადაატრიალა თვალები.
-ისევ შენ?!
-გგონია გამაცურე?-კითხვა შეუბრუნა ბიჭმა.- დახმარება მთხოვე, მაგრამ სიმართლე ბოლომდე არ მითხარი.
-ყველაფერი გითხარი, რისი ცოდნაც შენთვის საჭირო იყო.-აუღელვებლად მიუგო ანამ.
-არა!-დაუყვირა ბიჭმა, მაგიდას ხელებით დაეყრდნო და გოგონას თვალებში ჩახედა.-შენ მითხარი, რომ შენი მშობლები იმ დღეს დაიღუპნენ, როცა მუზეუმში წყვეულებაზე მიდოდინენ და ბეჭედიც თან მიჰქონდათ, მაგრამ ინფორმაცია გადავამოწმე და იცი რა აღმოვაჩინე? თეკლა და იოანე ავარიაში კი არა, ხანძარში დაიღუპნენ. მუზეუმის წვეულება 15 თებერვალს იყო დაგეგმილიო, შენი მშობლები კი წვეულებამდე რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ 11 თებერვლას, ბებიაშენის ბინაში მომხდარ ხანძარს ემსხვერპლნენ. რადგან სახლში იყვნენ და არსად მიდიოდნენ ესე იგი, ბეჭედიც თან ჰქონდათ. თორმეტი წლის ასაკშიც ძალიან ჭკვიანი იყავი, მშობლებმა ამიტომაც განდეს ბეჭედი შენ. სამკაულთან ერთად სახლიდან როგორღაც გამოაღწიე და გადარჩი, მაგრამ ისინი დაიღუპნენ.
-ბევრი გიწვალია ამის გასაგებად.-სარკაზმით ჩაილაპარაკა ანამ.
გაბრიელმა მოუთმენლად დააჭირა კბილები ერთმანეთს და ყბები ისე დაეჭიმა, ლამის სისხლძარები ჩაუწყდა, მერე წყობიდან გამოსული ანასკენ წავიდა. გოგონა ისნტინქტურად წამოდგა ფეხზე , უკან დაიხია და ორმაგ სარკეს გახედა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მის მიღმა ვიღაც იქნებოდა, ვინც დაემხარებოდა.
ამ დროს, კარის სახელურის ჩხაკუნის ხმა გაისმა. ვიღაც ოთახში შემოღწევას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ.
-ვერ გიშველიან.- მაშინვე გამოიცნო მისი ფიქრები გაბრიელმა, ანას ღამესავით შავი , ავადმოელვარე თავლებით დააკვირდა და განაგრძო.- აი, რატომ დაგდევენ ისევ, მათ ბეჭედი სჭირდებათ. შენ არავის ენდობი საკუთარი თავის გარდა, არც ბანკს და არცს სხვა რამეს. ბეჭედი მთელი ეს დრო შენ გქონდა და სულ თან ატარებდი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ უზარმაზარი ოქროს ბეჭედი, ახალგაზრდა გოგოს ხელზე ზედმეტად შესამჩნევი იქნებოდა, შენ მას ვერცხლისფერი საღებავით ღებავდი, რომ უბრალო ბიჟუტერიას დამსგავსებოდა.-გაბრიელმა ღრმად ჩაისუნთქა და სიცილით წამოიძახა.- ღმერთო ჩემო, ამიტომაც იყო შენს მაგიდაზე ვერცხლისფერი საღებავების ცარიელი შუშები და ამიტომაც გქონდა თითებზე მისი კვალი, როცა საავადმყოფოში გნახე. ჯანდიერებმა იციან, რომ სამკაული შენ გაქვს?
-არა, აქამდე არ იცოდნენ.-ხმაში ნერვიულობა შეეპარა ანას და სარკისკენ გაიხედა, რადგან გრძნობდა, რომ ლეო და ნერსე იქ იყვნენ და ყველაფერი ესმოდათ.
გაბრიელმა რამდენიმე წამით უცქირა ანას ფერწასულ სახეს, მერე ხელი ასწია და ფრთხილად ჩამოუსვა თმაზე. გოგონამ მკაცრი მზერა მიაპყრო მას, ინსტინქტურად ხელი მაჯაში წაავლო და მაგრად დაუჭირა. გაბრიელსაც ეს უნდოდა, ყოველგვარი ბრძოლის გარეშე, ოსტატურად წააძრო გოგონას ცერა თითიდან უცნაური ფორმის ბეჭედი, მაღლა ასწია და კარგად დააკვირდა, მერე კი გაწბილებული სახით წამოიძახა.
-კი მაგრამ... მართლა ვეცხლის ბეჭედია... რა შემეშალა?
-ბეჭედი?-სახეზე ყალბი გაოცება და ირონია ერთდროულად გამოესახა ანას.-ბეჭედი გითხარი? ოჰ, რა დაბნეული ვარ! როცა საქმე სამკაულებს ეხება ,ზოგჯერ ყველაფერი ერთმანეთში მერევა, მაგალითად: ბეჭედი, სამაჯური, საყურე, ყელსაბამი...-უკანასკნელი სიტყვა განსაკუთრებით გამოთქვა მან.
გაბრიელი ისევ გოგონასკენ მიბრუნდა და ინტერესით ჩააკვირდა მის ოქროსფერ-ყავისფერ თვალებს.
-ყელსაბამი?-იკითხა გაბრიელმა.
-ჰო, ყელსაბამი.-გაეცინა ანას, მაისურში ჩამალული თასმა ამოსწია და სამკაული ხელში შეათამაშა,- ბებიამ მშობლებს ანტიკური ხანის ყელსაბამი გადასცა, და არა ბეჭედი, ისინი მის დაცვას შეეწირნენ და მეც მას ვიცავ. არ მინდა ამ ნივთის შესახებ ყველამ გაიგოს, ამიტომაც მოგატყუე.
-ჯანდაბა!-ამოიგმინა გაბრიელმა, თავი დახარა და მაგიდას მუშტი გამწარებულმა დაარტყა.-ეს უსამართლობაა, შენ შეცდომაში შემიყვანე!
-არ იდარდო, სამაგიეროდ ვერცხლისფერ საღებავზე ყველაფერი გამოიცანი.-დამცინავად უთხარ გოგონამ.

გაბრიელს ენა ჩაუვარდა. გიჟდებოდა იმ შეგრძნებაზე, რასაც თავსატეხის ამოხსნა ჰქვია. როცა სხვის საიდუმლოს იგებდა და სააშკარაოზე გამოჰქონდა, ეს მას სიცოცხლის წლებს ჰმატებდა, მაგრამ იმ მომენტში ყველაზე დიდი იმედგაცრუება განიცადა და ნერვები ძლივს მოთოკა.
ბიჭი თავს მოერია, უსიტყვოდ გაიმართა მხერბში, კარისკენ მიბრუნდა და წავსლა დააპირა, თუმცა უცებ რაღაც მოაგონდა, ისევ ანასკენ შებრუნდა და ზიზღნარევი ირონიით უთხრა.
-მაისური დამიბრუნე!
-რა?- ღიმილი სახეზე შეაშრა გოგონას და უნებურად თავის ტანზე მორგებულ, გაბრიელის მაისურს დახედა.
-ჩემი მაისურ გაცვია და დამიბრუნე.
-ახლა?
-ჰო, ახლა!
ანამ იცოდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, განრისხებული სახით ჩაავლო მაისურს ხელი, მიუხედავად იმისა, რომ მხარი საშინლად სტკიოდა, მაინც სწრაფად გადაიძრო , გაბრიელს ესროლა და პირდაპირ სახეზე ააფარა, თვითონ კი მხოლოდ ლიფით დარჩენილი, მხრებში უხერხულად მოიხარა და ისევ სკამზე დაჯდა.
-ჯერ კიდევ თბილია.- კაპიტანი ბარბოსას პაროდია გააკეთა გაბრიელმა და ბოროტულად გადაიხარხარა .

-მეჩვენება თუ დიდებული გაბრიელ ლიჩელი, ამ წამს, აღზევების კვარცხლბეკიდან ჩამოაგდეს?-ჩურჩულით ჰკითხა, სარკის მიღმა მდგარმა ნერსემ ლეოს, რომელსაც კარის გაღების მცდელობა უკვე დავიწყებოდა და ოთახში განვითარებულ მოვლენეს ინტერესით ადევნებდა თვალს.
-აბა, მამიკო,-მიუბრუნდა ლეო მამას,- მომხდარის შემდეგ, ისევ გაუშვებ თავუსფლად შენს ქალიშვილის?
-ამჯერად არა!-უპასუხა მკაცრად კაცმა.-უკვე მოვიფიქრე რაც უნდა ვუყო.
-დაცვას დაუნიშნავ?-ჰკითხა ლეომ.
-შენთან გადმოვა საცხოვრებლად!-პირდაპირ მიახალა ნერსემ.
-რა?
-მეორე სართულზე ერთი ბინა ხომ თავისუფალია?-იკითხა კაცმა.- იქ იცხოვრებს, შენ კი მას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევ... სხვა გზა არ მაქვს, დაცვა ან აგენტები რომ ვახსენო, ჯერ მე მომკლავს მერე კი თავს მოიკლავს.
-ის ბინა გაქირავებულია!-შეეკამათა შვილი.
-მართლა?-გაუკვირდა მამას.- და ვინ იქირავა?
-გაბრიელმა!
-გაბრიელს მეორე ბინა აქვს ნაქირავები.
-არა, ისიც მან იქირავა და ყოველ თვე მის ფულსაც იხდის.
-კი მაგრამ, რაში სჭირდება?
-მითხრა, არ მინდა მეზობლები მყავდესო, ხოდა ადგა და იქირავა.-უპასუხა სერიოზული სახით მამაკაცმა.- ნება რომ მისცე, ჩემს ბინასაც იქირავებს და იმ სახლში მარტო იცხოვრებს.
-არ მაინტერესებს, -თავი გააქნია ნერსემ.-ახლა ანას შენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება!
-მართალი ხარ.-ამოიოხრა ლეომ.-რამეს მოვიფიქრებ, მაგრამ ანა გაგიჟდება ამას,რომ გაიგებს.
-გაბრიელიც გაგიჟდება ამას, რომ გაიგებს.-ოხვრითვე უპასუხა ნერსემ.

...
საკმაოდ დიდი თავი გამოვიდა და ინფორმაციულადაც დატვირთული :დდდ იმედია მოგეწონებათ :** იმაზე უფრო მეტად დატექტივი გამომდის ვიდრე ჩაფიქრებული მქონდა, ამიტომაც ვცდილობ გაურკვევლობა არ დაგიტოვოთ და ყველაფერი კარგად ავხსნა, იმედი მაქვს გაწელვას არ დამწამებთ ამის გამო :დდდ ველი მოუთმენლად თქვენს შეფასებებს სიყვარულებოო :**скачать dle 11.3

№1  offline წევრი დელასი

აიი როგორ ველოდებოდიიი heart_eyes საოცარიი იუმორი გაქვს და პერსონაჟებზეე რომ ვგიჟდები, მაგაზე ლაპარაკით აღარ გავბურღავ ტვინს. უბრალოდ ვგიჟდები და მორჩა. ანა არ უნდა მომწონდეს წესით ისეთია, მაგრამ მაინც საინტერესო მეჩვენება და გაბრიელიი .... სახელი და პერსონაჟი სრულ კონტრასტშია. როგორი იდუმალიც თვითონ სახელია, ისეთია პერსონაჟიც relaxed "შენს ძარღვებში მეგონა გველის შხამი ჩქეფდაო" -ამაზე რავიციი რომ არ ვმჯდარიყავი კითხვის დროს, ჩავიკეცებოდიი smile უუჰჰჰ მიყვარს ასეთი დიდი თავები და დაგვიანებაზეცც არ დავძრავ კრინტს. ღირდა ამად და მაგიტოომ!!! აბა შენ იცი, როგორც კი მოვა პატივცემული მუზა ეგრევე შეუდექიი kissing_heart

loading . . .

№2 სტუმარი სტუმარი თეო

სასწაულზე სასწაული ხაარ ! ძალიან
მაგარი ისტორიააა და ყოველჯერზე მოუთმენლად ველი ახალს..ჯერ კიდევ აღფრთოვანების ქვეშ ვარ,იმდენად მგავს პიროვნულას ბატონი გაბრიელი(ცუდად არ გამიგოთ) ;დდ შესანიშნავი ისტორიაა,შეენ ყველაზე ყველაზეე მაგარი მწერალი ხარ და ველი ახალს მარმელადო❤️

№3 სტუმარი ჰეელფ

აუუ ვერ ვრეგისტრირდებიიიი :xxx ან ადმინისტრაციას როგორ დავუკავშირდეეე -_-

№4  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

დელასი
აიი როგორ ველოდებოდიიი heart_eyes საოცარიი იუმორი გაქვს და პერსონაჟებზეე რომ ვგიჟდები, მაგაზე ლაპარაკით აღარ გავბურღავ ტვინს. უბრალოდ ვგიჟდები და მორჩა. ანა არ უნდა მომწონდეს წესით ისეთია, მაგრამ მაინც საინტერესო მეჩვენება და გაბრიელიი .... სახელი და პერსონაჟი სრულ კონტრასტშია. როგორი იდუმალიც თვითონ სახელია, ისეთია პერსონაჟიც relaxed "შენს ძარღვებში მეგონა გველის შხამი ჩქეფდაო" -ამაზე რავიციი რომ არ ვმჯდარიყავი კითხვის დროს, ჩავიკეცებოდიი smile უუჰჰჰ მიყვარს ასეთი დიდი თავები და დაგვიანებაზეცც არ დავძრავ კრინტს. ღირდა ამად და მაგიტოომ!!! აბა შენ იცი, როგორც კი მოვა პატივცემული მუზა ეგრევე შეუდექიი kissing_heart

loading . . .

ვაიმეეე როგორ გამახარე სიყვარულოო :*** უღრმესი მადლობა შენ ამისთვის❤❤❤ ძალიან მიხარია რომ კითხულობ, ასე მოგწონს და შენს აზრს მიზიარებ :*** სახელებზე სრულიად გეთანხმები *_*♡♡ მუზა არის და იმედია მალე დამაწერინებს ახლა თავს :***❤❤❤

№5 სტუმარი Qeti qimucadze

Gavgijdiii. Zaan magari gogo xarr. Vfiqrob situacia ufro chaixlartebaaaa

№6  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

სტუმარი თეო
სასწაულზე სასწაული ხაარ ! ძალიან
მაგარი ისტორიააა და ყოველჯერზე მოუთმენლად ველი ახალს..ჯერ კიდევ აღფრთოვანების ქვეშ ვარ,იმდენად მგავს პიროვნულას ბატონი გაბრიელი(ცუდად არ გამიგოთ) ;დდ შესანიშნავი ისტორიაა,შეენ ყველაზე ყველაზეე მაგარი მწერალი ხარ და ველი ახალს მარმელადო❤️

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ტკბილო :*** ❤❤❤❤❤ როგორ მიხარია რომ პერსონაჟთან მსგავსება იპოვე :დდდდ❤❤❤ ძალიან ვეცდები მალე დავდო ახალი :**

ჰეელფ
აუუ ვერ ვრეგისტრირდებიიიი :xxx ან ადმინისტრაციას როგორ დავუკავშირდეეე -_-

საიტზე რეგისტრაცია დროებით გაუქმებულია მაგრამ ფეისბუქით შეგუძლია დარეგისტრირდე :)) სხვა დროს პმ იკითხე :** ❤❤

Qeti qimucadze
Gavgijdiii. Zaan magari gogo xarr. Vfiqrob situacia ufro chaixlartebaaaa

ძალიან დიდი მადლობა :***❤❤ ვნახოთ ვნახოთ რა მოხდება :დდდდ❤❤❤

№7 სტუმარი მოცინარი

არ არსებობს :@ , აქედან 17:21-ზე გავედი და 17:23-ზე დაიდო. სამართალია ეხლა ეეს?! :@

№8 სტუმარი Kusa13

ჩემო საოცრებაავ :** ახლა გასაგებია ყველაფერი ,სულიდამიმშვიდდა :დდდ ოხ ეს ანა რა წაკლაა რა შეეშალა თურმეე :დ გაბრიელზე კიდევ ვგიჟდებეეეე :დ :დ სასწაული გოგო ხარ ვგიჟდები შენი ისტორიების შინაარსსებზე და სუულ ყველაფერზე რაზეა დაფუძნებული და სხვა მრავალი და ვახ წაარმატებები ჩემო "ლეგენდალურო" გოგონავ :D <33

№9  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

მოცინარი
არ არსებობს :@ , აქედან 17:21-ზე გავედი და 17:23-ზე დაიდო. სამართალია ეხლა ეეს?! :@

აბა მეც მაგას არ ვამბობ?! უსამართლოა ცხოვრება :დდდდ❤❤

Kusa13
ჩემო საოცრებაავ :** ახლა გასაგებია ყველაფერი ,სულიდამიმშვიდდა :დდდ ოხ ეს ანა რა წაკლაა რა შეეშალა თურმეე :დ გაბრიელზე კიდევ ვგიჟდებეეეე :დ :დ სასწაული გოგო ხარ ვგიჟდები შენი ისტორიების შინაარსსებზე და სუულ ყველაფერზე რაზეა დაფუძნებული და სხვა მრავალი და ვახ წაარმატებები ჩემო "ლეგენდალურო" გოგონავ :D <33

უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელოოო ❤❤ გავიბადრე და გავბრწყინდი :**** ძალიან ძალიან მახარებ ყოველ ჯერზე და სასწაულად მათბობ❤❤

№10 სტუმარი მოცინარი

ვაიმე ვაი! აბრამოვი აქაა! ტანანანა! დარწმუნებული ვარ ის ბინა მან იქირავა! ისე ცოტა ინტრიგა დაგეტოვა. მსუქანა თავი იყო! ჩასაყლაპი. კატიას („კაწას“) Mიმართ კარგად ვარ განწყობილი. უუფ ეს ლეოსნაირი ბიჭები რა! ასეთი ანგელოზები ვყავართ გვერდით და ისინი კიდევ საქმე საქმე საქმე! :დდდ
პ.ს. კუნთია კუნთი!

№11  offline წევრი ket-kat

გაბრიელის ზოდიაქო გავიგეთ,, ანა ვინ არის? ქალწული? :დ ძალიან მომწონხარ, გელოდები :)

№12  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

მოცინარი
ვაიმე ვაი! აბრამოვი აქაა! ტანანანა! დარწმუნებული ვარ ის ბინა მან იქირავა! ისე ცოტა ინტრიგა დაგეტოვა. მსუქანა თავი იყო! ჩასაყლაპი. კატიას („კაწას“) Mიმართ კარგად ვარ განწყობილი. უუფ ეს ლეოსნაირი ბიჭები რა! ასეთი ანგელოზები ვყავართ გვერდით და ისინი კიდევ საქმე საქმე საქმე! :დდდ
პ.ს. კუნთია კუნთი!

არ გეპატიება ახლა შენ ეგ ქალაუ :დდდ ცოტა ინტრიგა დამეტოვებია????? გგონია ამით დამთავრდა ყველაფერი??? ჯერ სად ხარ მუაჰაჰაჰაჰაჰა! ეს ბოროტული ხარხარი იყო :დდდდ ჯერ სად ხარ ქალო ინტრიგა აწი უნდა ნახო ეს მხოლოდ მოთელვა იყო და ასე ვთქვათ წვრილმანი კვანძების გახსნა მთავარი ყულფი ჯერ კიდევ წინაა რომლის გახსნაც ასე მარტივი არ იქნება :დდდ დიდი მადლობა სიყვარულოოო :***❤❤❤❤❤

ket-kat
გაბრიელის ზოდიაქო გავიგეთ,, ანა ვინ არის? ქალწული? :დ ძალიან მომწონხარ, გელოდები :)

ძალიან მადლობა დიდი :დდ ❤❤❤❤❤ანას ზოდიაქოსაც გაიგებთ ალბათ :დდდ❤❤❤

Margaritha Loki

არა მგონია ქალწული იყოს :დდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

№13  offline წევრი Mtirala

აუ, მგონი გავაფრინე, მაგრამ ძალიან მომწონს, რომ იგვიანებ და ახლა გეტყვი, რატომ...
იმიტომ,რომ ძალიან გადატვირთული ვარ, მასწავლებლებთანაც დავდივარ და ვეღარ ვასწრებ ხოლმე, ერთდროულად ბევრი თავის წაკითხავს...
ვინც "უსაქმურია" ალბათ გაგიჟდება ამას, რომ ვაბობ, მაგრამ დაიგვიანე ხოლმე ხო?! :დდ
კლასში კინაღამ ჩამომეძინა, ახლაც ძალიან მეძინება (რა დროს ძილია?! :დდ) მაგრამ, კომენტარი რომ არ დავწერო მოვკვდები...
ლეო მომწონს სასტიკად :დდ ისეთი საყვარელია, თან ექიმი... სიმპატიურ ექიმს რა ჯობია, თან კატია ძალიან მოუხდება.
აბრამოვი ძალიან არ მომწონს, ვიღაც-ვიღაცებს ვამსგავსებ და მაგიტომ. :დდ
ახლა გაბრიელი რომ საოცრებააა, მაგაზე აღარ ვილაპარაკებ ბევრს:))
უბრალოდ ანა მოუხდება, ერთმანეთს დახატავს ეს ორი,
მაგრამ ცუდად, რომ დასრულდეს (ანა გადაშენდეს ან რამე :დდდდდ) მართლა არ მეწყინება, იმდენად მაღიზიანებს :დდდ
ისევ პატარა კომემტარია მაგრამ რა გავაკეთო?!
ვერ ვახერხებ... მაგრამ ვიცი რომ შენამდე ყოველი სიტყვა მოდის.
ჩემი თბილი, ტკბილი, ნიჭიერი და ფერადი გოგო ხარ!
როგორიც ხარ, ზუსტად ისე იდუმალად, მხიარულად და ეპიკურად წერ!
ძალიან უყვარხარ,
გულს!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

№14  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Mtirala

ჩემო გოგოოოოოო❤❤❤❤❤ ძალიან გამახარე ტრადიციულად :***❤❤❤❤ ძალიან ძალიან მიყვარხარ მე შენ და უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისთვის❤❤ ძალიან მიხარია რომ ასე მოგწონს :** ვიცი რატომაც გაღიზიანებს ანა :დდდ შენ ზოგადად ჩემი გოგოები გაღიზიანებენ იმიტომ გგონია კაცებს ჩაგრავენ მაგრამ დამიჯერე ასე არაა :დდ გაიხსენე წინა ისტორიები და მიხვდები :დდდ❤❤❤❤ გული ხარ და სიყვარულიი❤❤❤❤

№15  offline წევრი Indigo

მომენტი როცა შენი ჩამოვარდნილი ყბა, საწერ მაგიდას ეხება.
კითხვის დაწყებისას რო დავაღე პირი ჯერ არ დამიკეტია.
რო ვხვდები რა ძნელია დეტექტივის წერა, რამხელა ყურადღებას მოითხოვს...
უბრალოდ wow!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

№16  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Indigo
მომენტი როცა შენი ჩამოვარდნილი ყბა, საწერ მაგიდას ეხება.
კითხვის დაწყებისას რო დავაღე პირი ჯერ არ დამიკეტია.
რო ვხვდები რა ძნელია დეტექტივის წერა, რამხელა ყურადღებას მოითხოვს...
უბრალოდ wow!

აუუუუუუ რა სიყვარული ხარ შენ ჯერ კიდევ არ იცი :***❤❤❤❤ სასწაული სიტყვები მოვისმინე *_* უღრმესი მადლობა შენ ამისთვის ოქროს გოგოვ❤❤❤❤

№17 სტუმარი სტუმარი nako

მომეწონა ატიანი ავტორს ავტორებში მომწონს აზროვნების სისხარტე რაც მაკლია მე მარტალი რომ ხარ და ვერ ხსნი არადა საკმაოდ ნაკიტხი ვარ, ისეტ წინადადებას ვკიტხულობ ხანდახან 10 წელი რომ ვერ მოვიფიქრებ და კიდევ გამიხარდება რომელიმე ავტორი თუ დაწერს ნაწარმოებს და თემად თუ აირჩევს ზოგიერტ სტერეოტიპულ ოჯახურ სიტუაციას გოგოს და ვაჟის გარჩევას,

№18  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

სტუმარი nako
მომეწონა ატიანი ავტორს ავტორებში მომწონს აზროვნების სისხარტე რაც მაკლია მე მარტალი რომ ხარ და ვერ ხსნი არადა საკმაოდ ნაკიტხი ვარ, ისეტ წინადადებას ვკიტხულობ ხანდახან 10 წელი რომ ვერ მოვიფიქრებ და კიდევ გამიხარდება რომელიმე ავტორი თუ დაწერს ნაწარმოებს და თემად თუ აირჩევს ზოგიერტ სტერეოტიპულ ოჯახურ სიტუაციას გოგოს და ვაჟის გარჩევას,

ძალიან დიდი მადლობა :** ❤❤❤ მიხარია რომ კითხულობ და მოგწონს :**❤❤ სტერეოტიპები ძალიან მაღიზიანებს და ეგეთ თემაზე მეც წავიკითხავდი სიამოვნებით :დდდ❤❤❤

№19 სტუმარი Lepoldino

Gabrazebuli var ert-ert personajze magram winaswari dasknvebisgan tavs vikaveb.sashinlad damaintrigebeli tavi iyo.yochaag!!!!

№20  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Lepoldino
Gabrazebuli var ert-ert personajze magram winaswari dasknvebisgan tavs vikaveb.sashinlad damaintrigebeli tavi iyo.yochaag!!!!

ძალიან ძალიან დიდი მადლობა :***❤❤❤❤ ალბათ შენც ანაზე გაბრაზდი :დდ არ გამიკვირდება თუ ეგრეა :დდდდ❤❤❤❤

№21  offline წევრი jina

margo miyvarxar !!! <3 <3 cota cecxli damaklda gabrielis da anas scenebshi

№22  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

jina
margo miyvarxar !!! <3 <3 cota cecxli damaklda gabrielis da anas scenebshi

ვაიჰ სიყვარულოოო მეც heart_eyes კი გეთანხმები ცეცხლი აკლია იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერ შევუხამე სიტუაციას და გადაჭარბების შემეშინდა რის გამოც თავი შევიკავე joy ვეცდები შემდეგში მეტი იყოს laughing heart_eyes heart_eyes

№23  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოჰ მარგო როგორც ყოველთვის მაოცებ და იმედებს არ მიცრუებ... გაბრიელი და ანა უბრალოდ საოცარი წყვილია, ორივე ერთმანეთზე უარესი მატყუარა, აზარტული და ჭკვიანი... უკვე წარმომიდგენია ესენი ერთად თუ იმოქმედებენ რა ამბებს დაატრიალებენ...
შენ ვერც წარმოიდგენ როგორ მოუთმენლად ველი ახალ თავს...

№24  offline წევრი jina

Margaritha Loki
jina
margo miyvarxar !!! <3 <3 cota cecxli damaklda gabrielis da anas scenebshi

ვაიჰ სიყვარულოოო მეც heart_eyes კი გეთანხმები ცეცხლი აკლია იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერ შევუხამე სიტუაციას და გადაჭარბების შემეშინდა რის გამოც თავი შევიკავე joy ვეცდები შემდეგში მეტი იყოს laughing heart_eyes heart_eyes

mainc umagresi da ucecxlovanesi gogo xar :* <3

№25  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

jina
Margaritha Loki
jina
margo miyvarxar !!! <3 <3 cota cecxli damaklda gabrielis da anas scenebshi

ვაიჰ სიყვარულოოო მეც heart_eyes კი გეთანხმები ცეცხლი აკლია იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერ შევუხამე სიტუაციას და გადაჭარბების შემეშინდა რის გამოც თავი შევიკავე joy ვეცდები შემდეგში მეტი იყოს laughing heart_eyes heart_eyes

mainc umagresi da ucecxlovanesi gogo xar :* <3

ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის ❤❤❤

უცნობი ქ
ოჰ მარგო როგორც ყოველთვის მაოცებ და იმედებს არ მიცრუებ... გაბრიელი და ანა უბრალოდ საოცარი წყვილია, ორივე ერთმანეთზე უარესი მატყუარა, აზარტული და ჭკვიანი... უკვე წარმომიდგენია ესენი ერთად თუ იმოქმედებენ რა ამბებს დაატრიალებენ...
შენ ვერც წარმოიდგენ როგორ მოუთმენლად ველი ახალ თავს...

ჩემო გოგოვ როგორ მახარებს ყოველ ჯერზე შენი გამოჩენა ❤❤❤ *_* უღრმესი მადლობა❤❤❤ გეთანხმები არაორდინალური წყვილია და ეშმაკმა იცის რა უტრიალებთ თავში :დდდდდ ❤❤❤

№26 სტუმარი Nam nam

Vaime chemi agvisto :* *_* ar mepatieba ese bolos ro vdeb komentars :( ai xo xvdebi rogor miyvarxar sheni istoriebianad ara :* ravqna momwons anichka :D magari intriga gogoa . Gabo ki zustad isaa vinc am intrigas moarjulebs ) moutmenlad veli am oris sigijeebs ;) male sheufucxune da aante cecxli :d :**

№27  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Nam nam
Vaime chemi agvisto :* *_* ar mepatieba ese bolos ro vdeb komentars :( ai xo xvdebi rogor miyvarxar sheni istoriebianad ara :* ravqna momwons anichka :D magari intriga gogoa . Gabo ki zustad isaa vinc am intrigas moarjulebs ) moutmenlad veli am oris sigijeebs ;) male sheufucxune da aante cecxli :d :**

იიიი ჩემო საყვარელოოო არა უშავს დაგვიანებს მთავარია გამოჩნდი :დდდდ დიდი მადლობა და სასწაულად მიხარია რომ კითხულობ და ელი :***❤❤❤ ვეცდები ვეცდები ძალიან მალე შევუფუცხუნო და ვნახოთ როგორ/რა იქნება :დდდ❤❤❤

№28  offline წევრი BidBif

სასწაული პირდაპირ❤❤❤ რა მაგარი გოგო ხარ❤❤. მეგონა პატარა თავი იქნებოდა მაგრამ შევცდი... ძალიან ძალიან კარგი იყო❤❤. Cool

№29  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

BidBif
სასწაული პირდაპირ❤❤❤ რა მაგარი გოგო ხარ❤❤. მეგონა პატარა თავი იქნებოდა მაგრამ შევცდი... ძალიან ძალიან კარგი იყო❤❤. Cool

უღრმესი მადლობა ❤❤❤ ძალიან მიხარია რომ კითხულობ :*** ამიტომაც მაგვიანდება ხოლმე დიდ და ჩახლართულ თავებს რომ ვდებ :დდდდ❤❤❤

№30 სტუმარი მოცინარი

Margaritha Loki
მოცინარი
ვაიმე ვაი! აბრამოვი აქაა! ტანანანა! დარწმუნებული ვარ ის ბინა მან იქირავა! ისე ცოტა ინტრიგა დაგეტოვა. მსუქანა თავი იყო! ჩასაყლაპი. კატიას („კაწას“) Mიმართ კარგად ვარ განწყობილი. უუფ ეს ლეოსნაირი ბიჭები რა! ასეთი ანგელოზები ვყავართ გვერდით და ისინი კიდევ საქმე საქმე საქმე! :დდდ
პ.ს. კუნთია კუნთი!

არ გეპატიება ახლა შენ ეგ ქალაუ :დდდ ცოტა ინტრიგა დამეტოვებია????? გგონია ამით დამთავრდა ყველაფერი??? ჯერ სად ხარ მუაჰაჰაჰაჰაჰა! ეს ბოროტული ხარხარი იყო :დდდდ ჯერ სად ხარ ქალო ინტრიგა აწი უნდა ნახო ეს მხოლოდ მოთელვა იყო და ასე ვთქვათ წვრილმანი კვანძების გახსნა მთავარი ყულფი ჯერ კიდევ წინაა რომლის გახსნაც ასე მარტივი არ იქნება :დდდ დიდი მადლობა სიყვარულოოო :***❤❤❤❤❤

ket-kat
გაბრიელის ზოდიაქო გავიგეთ,, ანა ვინ არის? ქალწული? :დ ძალიან მომწონხარ, გელოდები :)

ძალიან მადლობა დიდი :დდ ❤❤❤❤❤ანას ზოდიაქოსაც გაიგებთ ალბათ :დდდ❤❤❤

Margaritha Loki
მოცინარი
ვაიმე ვაი! აბრამოვი აქაა! ტანანანა! დარწმუნებული ვარ ის ბინა მან იქირავა! ისე ცოტა ინტრიგა დაგეტოვა. მსუქანა თავი იყო! ჩასაყლაპი. კატიას („კაწას“) Mიმართ კარგად ვარ განწყობილი. უუფ ეს ლეოსნაირი ბიჭები რა! ასეთი ანგელოზები ვყავართ გვერდით და ისინი კიდევ საქმე საქმე საქმე! :დდდ
პ.ს. კუნთია კუნთი!

არ გეპატიება ახლა შენ ეგ ქალაუ :დდდ ცოტა ინტრიგა დამეტოვებია????? გგონია ამით დამთავრდა ყველაფერი??? ჯერ სად ხარ მუაჰაჰაჰაჰაჰა! ეს ბოროტული ხარხარი იყო :დდდდ ჯერ სად ხარ ქალო ინტრიგა აწი უნდა ნახო ეს მხოლოდ მოთელვა იყო და ასე ვთქვათ წვრილმანი კვანძების გახსნა მთავარი ყულფი ჯერ კიდევ წინაა რომლის გახსნაც ასე მარტივი არ იქნება :დდდ დიდი მადლობა სიყვარულოოო :***❤❤❤❤❤

ket-kat
გაბრიელის ზოდიაქო გავიგეთ,, ანა ვინ არის? ქალწული? :დ ძალიან მომწონხარ, გელოდები :)

ძალიან მადლობა დიდი :დდ ❤❤❤❤❤ანას ზოდიაქოსაც გაიგებთ ალბათ :დდდ❤❤❤

არა მგონია ქალწული იყოს :დდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

მე ვიცი ვინცაა! მუაჰაჰაჰაჰჰაჰაჰა! (ეს ბოროტული სიცილი შენ მასწავლე :დ)

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent