შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხვედრა ბაღში (სრულად)


21-10-2017, 01:10
ავტორი ელპინი
ნანახია 1 713

შეხვედრა ბაღში (სრულად)

პირველად ბაღში ვნახე.
ვუყურებდი მის დას როგორ აცმევდა ქურთუკს და თან ლოყებს უკოცნიდა.
გეფიცებით,იმ წამს წარმოვიდგინე ჩვენი შვილი!
როგორ ვაჭმევდით ხოლმე ფაფას,შემდეგ ვეთამაშებოდით,გავასეირნებდით და კიდევ სხვა უამრავი რამ.
და იმ წამიდან მე მივისაკუთე რამინა!
გაშეშებული,
გაშტერებული,
უ'მოძრაო,
თვალებგაფართოებული ვუყურებდი.
თავიდან ფეხებამდე დამიარა!
ძვალრბილში გაატანა!
სისხლი სიჩქარით გაიარა!
და გულთან მივიდა!
იცით,როგორი ლაღი და ყველასგან გამორჩეული იყო?!
სიარულის მანერა'ც განსხვავებული ჰქონდა.
კი არ დადიოდა,ნაზად დაფარფატებდა.
თითქოს მიწას არც კი ეხებოდა.
აი,ისეთი იყო "უბნის თვალი"-ო რომ იტყოდნენ.
ყველა მასზე გიჟდებოდა.
დიდი.
პატარა.
მოხუცი.
ახალგაზრდა.
დედა.
მამა.
და.
ძმა.
განა რამე განსხვავებული ჰქონდა?!
ჰქონდა კი არა,თვითონ იყო განსხვავებულობა!
ოქრო გოგო იყო რამინა!
ვინმეს რამე სჭირდებოდა?!
რამინა იქვე იყო წამში.
არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას ადამიანი,რომელსაც რამინასგან წყენა დარჩენოდა.
მოხუცებს უყვარდათ რამინა განსაკუთრებით.
სადარბაზოდან გამოვიდოდა თუ არა,მაშინვე ყველა მასზე ალაპარაკდებოდა.
მის სიმშვენიერეზე
და
მის სილამაზეზე.
როგორც სულით,ასევე ფიზიკურად.
ეს პატარა,
სიფრიფანა,
ნაზი,
უფრთო ანგელოზი
გოგონა გახდა
ჩემი ყველა'ფერი
ყველა'ფრის-გან
გამორჩეული.
ის უბრალოდ სრულყოფილება იყო!
მის აჩრდილად ვიქეცი.
უხილავ თანამგზავრად.
უკვე ხუთი თვე მიილევა ისე,რომ მან არც კი იცის ჩემი არსებობის შესახებ და მეც შორიდან ვეტრფი.
განა შემიძლია რამე?!
ბრინჯივით კი არ ვიბნევი და ვდუმდები მისი ნახვის დროს,საერთოდ ვიკარგები და
ვწყდები ამქვეყნიერებას,იმ სამყაროში ვარ,სადაც მხოლოდ რამინაა!
ციდან ჩამოფრენილ ანგელოზს გავს ჩემი რამინა!
და ახლა,
მე მინდა გადავდგა ეს ნაბიჯი,რომელსაც უკვე 152 დღეა ველი.
იცით,გაგიმხელთ და მეშინია.
მართლა!

ინგლისურიდან მოდიოდა და გაყინულ ცხვირს ქურთუკში თავჩარგული ითბობდა.
გვერდით ამოვუდექი.
გეფიცებით,მაშინვე დამიარა!
არა,მოიცა გატყუებთ.
კი არ დამიარა,პირდაპირ მუხტმა დამარტყა და ლამის გამთიშა.
რამინას მუხტმა!
-არ გეშინია ღამით?!
-რისი?შენი თუ "გუდიანების"?
სიცილით მითხრა.
მეგონა მიწა იქვე გამისკდებოდა.
უბრალოდ სიცილი არ ჰქონდა.
მთელი სხეულით იცინოდა,თან ნაზად და ჰაეროვნად.
არ ვაჭარბებ.
და ნუ გგონიათ მარტო შეყვარებული ადამიანები ვხედავთ ასე განსაკუთრებულობას!
-ჩემი არა,ოღონდ ჩემი არ შეგეშინდეს,რა!
ისევ გაიცინა.
-და "გუდიანების" უნდა შემეშინდეს?
-იცი,მე მსმენია ცუდ გუდიანებზე.
თვალი მოვჭუტე და გვერდულად გავხედე.
-კარგი,და შენი რატომ არ უნდა მეშინოდეს?
ორაზროვანი კითხვა იყო.
ნუ,არც იყო გასაკვირი,რომ რამე ეჭვი შეეტანა.
ასე მისთვის უცნობს ნდობას როგორ გამოუცხადებდა?!
-განა შეიძლება ასეთი სიმპატიური ბიჭის შეგეშინდეს?!
სერიოზულად ვუთხარი.
წარბიც არ შემტოკებია.
ისევ გაეცინა.
-განა ადამიანებს არ უნდა გვეშინოდეს ერთმანეთის?!
ჩაფიქრებულმა და სევდიანმა მითხრა.
ყველას ლაღი და მხიარული ეჩვენა,მაგრამ მე რას გამომაპარებდა.
მის უხილავ აჩრდილს.
-რატომაც არა.
ისევ გაეცინა და სადარბაზოში შეაბიჯა.
ეს იყო და ეს!
მე მაინც მიხაროდა.
ის მიხაროდა,რომ გავბედე და ორიოდე სიტყვა მაინც ვუთხარი.
ხვალ ოთხიოდე სიტყვას ვეტყვი.
ზეგ ხუთიოდეს.
იმედი მაქვს რამე შეიცვლება.
წესით უნდა შეიცვალოს!

მათემატიკიდან მოდიოდა.
და მე ისევ გვერდით ამოვუდექი.
-რატომ?!
მიხვდით კითხვის არსს?
დარწმუნებული ვარ,ვერა.
იმიტომ,რომ მარტო მე და რამინას გვესმოდა ერთმანეთის!
-შენი აზრით?!
-არ ვიცი,რომ მცოდნოდა არ გკითხავდი.
თვალი ჩამიკრა და მე რომ მიყვარდა ისე ჩაეღიმა ჩემს რამინას.
-როცა შემომიტევს
სიგიჟე
სიყვარული
ბედნიერება
შენ მახსენდები რამინა.
ხო!
აი,ასე მოულოდნელად განვუცხადე.
ჩემს თავზე მეცინებოდა.
დამფრთხალი ჩიტივით ვიყავი.
შეშინებულ მელიას ვგავდი,რომელიც მონადირეებისგან დაჭერას გაურბის.
-მეშინია,იცი?!
ხმა აუკანკალდა.
ლამის მოვკვდი.
მეგონა ჩემმა სიტყვებმა შეაშინა.
მეგონა სხვა რამ ხდებოდა ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ.
-რისი,რამინა?!
გაკვირვებულმა შეშინებული ხმით ვთქვი.
-ჩემი შუშის თვალი,დათო.
გულში რაღაც ჩამწყდა.
იცით რა მეტკინა?!
ის,რომ რამინას ეგონა მისი შუშის თვალის გამო არ მომეწონებოდა.
არადა რა ლამაზი იყო,თქვენ არც კი იცით!
უბრალოდ ასხივებდა!
მერე რა,შუშის თვალი განა რამეს ცვლიდა?!
ასე უფრო ლამაზი იყო!
ამ დამპალ ცხოვრებას გაორმაგებულად აღარ უყურებდა!
ახლოს მივიწიე და ჩურჩულით ვუთხარი:
"შენ უცნაური და განსხვავებული ხარ,ალბათ მაგიტომ შემიყვარდი"-მეთქი.
ჩემი რამინა!
იმ დღის შემდეგ უამრავი მოგონება მახსოვს.
და მუდამ მემახსოვრება.
რამინა წარუშლელ კვალს დატოვებს ჩემს ცხოვრებაში!
ჩემი ოთახის კედელზეც!
რომელზეც რამინაა გამოსახული,ჩემი ხელით მოხატული.
იმდენი ვიწვალე დახატვაზე.
ყოველ დილით,როცა ვიღვიძებ ვხვდები,რომ "ვიღაცისთვის" საჭირო ვარ და ის გრძნობა მაკავშირებს მასთან,რომელსაც სიგიჟეების კეთება შეუძლია!
ყოველ ღამით,ძილის წინ ვუყურებ რამინას და იმ სიზმრებში ვეშვები,სადაც მხოლოდ მე და ის ვართ!
და ჩვენ ისევ ის გრძნობა გვაკავშირებს,რომელსაც სიგიჟეების კეთება შეუძლია!
გებანალურათ?!
კარგი,ეგ არაფერი.

მზის ამოსვლას ერთად,რომ ვუყურეთ,მაშინ მითხრა
"იცი,ამ დროს ჩემს შუშის თვალშიც აღწევს მზის სხივები და ირეკლავს მის სინათლეს"-ო.
გული მეტკინა.
რომ შემძლებოდა ჩემს თვალსაც "მივცემდი".
ჩანდა ბედნიერი.
მაგრამ სინამდვილეში იყო სულ სხვა.

კვლავ ერთი სევდიანი მომენტი გაიხსენა რამინამ საუბრის დროს.
"ბიჭებმა დამცინეს რას გავხარ და
ტყუილად ილამაზებ თავს"-ო.
-რამი,არ გჭირდება გალამაზება,შენ ისედაც იმაზე მეტი ხარ,ვიდრე სხვა ნებისმიერი.
არც კი იფიქროთ,რომ ეს დასამშვიდებლად ვუთხარი.
არა!
არა!
და
არა!
იმ ვითომ "კაცუნებს" დიდი სიამოვნებით ვცემდი სათითაოდ ახლა,რომ სადმე შემხვდნენ.
ჩემი რამინა!
ვინ იცის მას რამდენჯერ ატკინეს გული!
მაგრამ მაინც არაფერს იმჩნევს.
იმიტომ,რომ განსხვავებულია და ბოლომდე განსხვავებული უნდა დარჩეს!
უნდა შეინარჩუნოს მისი "რამინა"-ობა!
და მე,სანამ ცოცხალი ვარ,ვიქნები მუდამ ამ სინდრომით დაავადებული!
ჩემი რამინა!

"People are strange,when you are stranger"


ისევ მაპატიეთ თუ არ მოგეწონოთ ჩემი ნაჯღაბნი.
მაგრამ მე მაინ'ც ძალიან მიყვარხართ.
უზომოდ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს!скачать dle 11.3




№1 სტუმარი blue girl

რაპატარა ისტორიები გაქვსდა როგორიი ემოციით დამუხტით სავსე ❤ შენზედა შენ ისტორიებზე რო ვგიჟდები ეგ უკვე იცი ❤ ჰოოდა რაც შეეხება ამ ისტორიას არ დაგიმალავ და დასაწყისი უფრო მომეწონა ❤ არც ბოლო იყო ცუდი ან როგორშეიძლებაა შენ ისტორიაზე ადამიანმა ,,ცუდი" თქვას არმესმის მაგრამ აიი საჭმელსს მარილს რომ უზავ მაგრამ ოდნავ დააკლდება ეგეთი შეგრძნება მქონდა. ჰოდაა ამმარილს ვიცირო შემდეგ ისტორიებს დაამატებ :დდდდ მიყვაარხართ შენ და შენი ისტორიები ❤

 



№2  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

იცი როგორი ხარ, აი რაღაცას პატარას თითქოს უმნიშვნელოს დაწერ მაგრამ იმხელა მნიშვნელობა ეძლევა ხოლმე დიდხანს მყვება ემოცია.
ნუ უწოდებ ნაჯღაპნს, დააფასე საკუთარი თავი!
კარგიხარ, ძალიან კარგი

 



№3 მოდერი ელპინი

blue girl
რაპატარა ისტორიები გაქვსდა როგორიი ემოციით დამუხტით სავსე ❤ შენზედა შენ ისტორიებზე რო ვგიჟდები ეგ უკვე იცი ❤ ჰოოდა რაც შეეხება ამ ისტორიას არ დაგიმალავ და დასაწყისი უფრო მომეწონა ❤ არც ბოლო იყო ცუდი ან როგორშეიძლებაა შენ ისტორიაზე ადამიანმა ,,ცუდი" თქვას არმესმის მაგრამ აიი საჭმელსს მარილს რომ უზავ მაგრამ ოდნავ დააკლდება ეგეთი შეგრძნება მქონდა. ჰოდაა ამმარილს ვიცირო შემდეგ ისტორიებს დაამატებ :დდდდ მიყვაარხართ შენ და შენი ისტორიები ❤

ლურჯო გოგო'ვ,ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის.
უკვე მეც ვგიჟდები შენზე.
აუუ,ძალიან გამახარე❤❤❤❤❤

Mariam Shengelia_3
იცი როგორი ხარ, აი რაღაცას პატარას თითქოს უმნიშვნელოს დაწერ მაგრამ იმხელა მნიშვნელობა ეძლევა ხოლმე დიდხანს მყვება ემოცია.
ნუ უწოდებ ნაჯღაპნს, დააფასე საკუთარი თავი!
კარგიხარ, ძალიან კარგი

მარიამ,არ ხარ შენ ნორმალური.
ასეთებს,რომ მეუბნები სიხარულის დეპრესია მეწყება :დდდ
დიდი,დიდი მადლობა❤❤❤
ვგიჟდები შენზე❤❤

 



№4  offline წევრი Mtirala

ელპინ,
მე მომეწონა.
მაგრამ...
მანევრა არა - მანერა.
სევდის ელფერი დაჰკრავდა,
ბაღიც ვერ ვიგრძენი,
ბოლომდე.
თუმცა დასაწყისის
დიალოგები
ძალიან მომეწონა...
ალბათ, იმიტომ
რომ მე
მივხვდი.
არა, გატყუებ,
ბოლომდე ვერ ჩავწვდი, მაგრამ
ამან მომხიბლა ყველაზე მეტად...
ანა,
უნიჭიერესი გოგო ხარ.
ძალიან მიყვარხარ,
დიდო :))
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№5 მოდერი ელპინი

Mtirala
ელპინ,
მე მომეწონა.
მაგრამ...
მანევრა არა - მანერა.
სევდის ელფერი დაჰკრავდა,
ბაღიც ვერ ვიგრძენი,
ბოლომდე.
თუმცა დასაწყისის
დიალოგები
ძალიან მომეწონა...
ალბათ, იმიტომ
რომ მე
მივხვდი.
არა, გატყუებ,
ბოლომდე ვერ ჩავწვდი, მაგრამ
ამან მომხიბლა ყველაზე მეტად...
ანა,
უნიჭიერესი გოგო ხარ.
ძალიან მიყვარხარ,
დიდო :))

პატარა,
შენ რომ ჩემთვის ძვირფასი ხარ,ხომ იცი?!
გამეხარდა ცოტა'თი მაინც,რომ ჩაწვდი ^^
მადლობა შენ იმისთვის,რომ სულ ჩემს გვერდით ხარ!
ძალიან დიდი მადლობა!
მიყვარხარ ძალიან,
პატატა ^^
❤❤❤❤

 



№6 სტუმარი მოცინარი

აჰ! გულს დაუმიზნე პირდაპირ! თითქოს პატარა, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ემოციური და თბილი <3 ძალიან მომეწონა :*

 



№7 მოდერი ელპინი

მოცინარი
აჰ! გულს დაუმიზნე პირდაპირ! თითქოს პატარა, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ემოციური და თბილი <3 ძალიან მომეწონა :*

აუ,მოცინარ-ო,ძალიან დიდი მადლობა❤❤❤
ბევრი მსმენია შენზე❤❤❤

 



№8 სტუმარი სტუმარი თაკო

აუაუაუაუაუ.....
ეს ისტორიებიც კაია მარა...
მე ის მინდა რომ რამე შოკი დაგვიწერო
რო ყოველ თავს დებილივით ველოდო
და ნერვები დავიგლიჯო და
მოუთმენლად ველოდო შემდეგ თავს
ბედნიერი მაშინ ვიქნები როცა ვნახავ მოთხრობის სათაურს 1 ნაწილს და ავტორი შენ იქნებიი და კინარამ გამომჩა
"მიყვარხარ ელპინ"

 



№9 მოდერი ელპინი

სტუმარი თაკო
აუაუაუაუაუ.....
ეს ისტორიებიც კაია მარა...
მე ის მინდა რომ რამე შოკი დაგვიწერო
რო ყოველ თავს დებილივით ველოდო
და ნერვები დავიგლიჯო და
მოუთმენლად ველოდო შემდეგ თავს
ბედნიერი მაშინ ვიქნები როცა ვნახავ მოთხრობის სათაურს 1 ნაწილს და ავტორი შენ იქნებიი და კინარამ გამომჩა
"მიყვარხარ ელპინ"

თაკო,შენზე ოფიციალურად რო ვგიჟდები,ხომ იცი?!❤
ძალიან დიდი მადლობა!❤
აი,უდიდესი.
სტიმულს მაძლევ.❤
მეც არ ვიცი როდის რა იქნება,მაგრამ იმედია ეგეც მალე გ(ვ)ეღირსება❤❤❤
მიყვარხარ,თაკუსი❤

 



№10  offline წევრი mimimimo

სიმპატიური - არა, სიმპათიური.

დასაწყისი მომეწონა
მაგრამ
დასასრულში რაღაც დამაკლდა.
მეტი მინდოდა.
წარმატებები!

 



№11  offline წევრი ლიდია

მეტი მინდოდა რამინას და დათოს საუბრების მხრივ,მაგრამ მთლიანობაში გასაგიჟებელია heart_eyes heart_eyes

 



№12 მოდერი ელპინი

mimimimo
სიმპატიური - არა, სიმპათიური.

დასაწყისი მომეწონა
მაგრამ
დასასრულში რაღაც დამაკლდა.
მეტი მინდოდა.
წარმატებები!

მადლობა მარიამ❤
ბოდიში ხარვეზებისთვის❤

ლიდია
მეტი მინდოდა რამინას და დათოს საუბრების მხრივ,მაგრამ მთლიანობაში გასაგიჟებელია heart_eyes heart_eyes

აუუუ,მადლობა ძალიან დიდი❤❤❤❤გამახარე❤❤❤

 



№13  offline მოდერი zia-maria

მთლიანობაში კარგია,მაგრამ აი რაღაც დამაკლდა თითქოს,ვერ შევივსე იმ გრძნობით როგორც უნდა შევსებულიყავი. kissing_heart

 



№14 მოდერი ელპინი

zia-maria
მთლიანობაში კარგია,მაგრამ აი რაღაც დამაკლდა თითქოს,ვერ შევივსე იმ გრძნობით როგორც უნდა შევსებულიყავი. kissing_heart

არა უშავს. მაინც დიდი მადლობა❤❤ძალიან მიხარია❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent