შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიამი (სრულად)

22-10-2017, 22:27
ავტორი ლიდია
ნანახია 2 571

მარიამი (სრულად)

/9კლასი, თორნიკე/
პირველად მარიამი მაშინ დავინახე, 14 წლის რომ ვიყავი. სხვა სკოლიდან გადმოვიდა ჩემს სკოლაში. კლასი ლამაზი თაფლისფერი თვალებით მოათვალიერა. გრძელი, ტალღოვანი მუქი-ქერა თმა ჰქონდა და სავსე, ვარდისფერი ტუჩები. გვერდები ოდნავ მოსუქებოდა და ისეთი ხელ-ფეხი ჰქონდა, ეტყობოდა, რომ ვარჯიშობდა. ბედმა გამიღიმა, რადგან ადგილი მხოლოდ ჩემ გვერდით იყო თავისუფალი და ისიც ჩემ გვერდით დაჯდა. სანამ ზარი დაირეკებოდა და ქართულის მასწავლებელი კლასში შემოვიდოდა, ლაპარაკი დავუწყე:
-სალამი მარიამ,მე თორნიკე ვარ.
-სალამი.
-ვარჯიშობ?
-ვცეკვავ.
-რას ცეკვავ?
-ჰიპ-ჰოპს. - ძალიან სიტყვაძუნწი გამოდგა.
-დადიხარ?
-არა. ჩემით ვსწვალობ.
-ეე, მაგარია.
-ხო. -თავი ჩახარა და ქართულის წიგნი გადაშალა, შემდეგ მკითხა:
-რომელ გაკვეთილზე ხართ?
-25 გვერდზეა.
ზარი დაირეკა, მასწავლებელი შემოვიდა და სიის კითხვა დაიწყო. მე პირველი ვარ.
-აბულაძე თორნიკე.
-ვარ! - მოუთმენლად ველოდი მარიამის გვარის ამოკითხვას.
-მაისურაძე მარიამი.
-ვარ!-დაიძახა მარიამმა მშვიდი, ნაზი ხმით.
წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. მის თვალებში უდიდესი ტკივილი იკითხებოდა.თავი გვერდზე მიაბრუნა და მთელი დღე ხმა არც ერთს ამოგვიღია. ძალიან ჩაკეტილი ადამიანი იყო. ბავშვებიც არ გაუცნია წესივრად და დასვენებებზეც კლასში იჯდა.
გაკვეთილების შემდეგ, როდესაც ყველა წავიდა კლასში მხოლოდ მე და მარიამი დავრჩით. ის დამრიგებელს ელოდა, ხოლო მე მას.
-არ მიდიხარ? - მკითხა.
-არა.
-რატომ?
-სახლამდე უნდა მიგაცილო.
-არა! წადი!
-რატომ?
-არ გინდა თორნიკე!
-რა არ მინდა?
-არ მჭირდება არავის გაცილება.
-მე უბრალოდ ჯენტლმენობა გამოვიჩინე...
-არა! არაა! უბრალოდ თავი დამანებე და წადი რა! - სახე სიბრაზისგან გამიხურდა.
-კარგი, წავალ! - დავუყვირე და კარები მივაჯახუნე.
სახლში გაბრაზებული მივედი, მთელი დღე მასზე ვფიქრობდი. რატომაა ასეთი უხეში? მე უბრალოდ სახლამდე მიცილება ვთხოვე.. რამე ხომ არ ვაწყენინე? მაგრამ, რა?! უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში...
მეორე დღეს ჩვენს შორის დაძაბულობა იგრძნობოდა. რამდენჯერაც ჩემს მზერას დაიჭერდა, წითლდებოდა, მაგრამ ზედმეტს არაფერს ამბობდა. არ გავდა სხვა გოგოებს, რომლებიც ჩემს გარშემო ტრიალებენ. ტანმაღალი ვარ, ქერა თმა და თაფლისფერი თვალები მაქვს. ბევრი გოგო მეფლირტავება, მაგრამ მე არასდროს მყოლია შეყვარებული. არასდროს მომწონებია გულწრფელად ვინმე. ახლა მარიამი მომწონს, თანაც ძალიან და ისე მექცევა..როგორც არ უნდა მექცეოდეს.. საშინლად მტკენს გულს.
გაკვეთილების მერე ჩუმად გავყევი უკან. გზაში შემომიბრუნდა, როგორც ჩანს დამინახა.
-რა გინდა თორნიკე აქ?
-მოგყვებოდი..
-რატო თორნიკე?
-უბრალოდ...
-უბრალოდ რა? მისმინე, აღარ გამომყვე კარგი?გთხოვ თორნიკე! რატომ დამყვები?
-მომწონხარ მარიამ..
-არ გინდა არა!
-რატომ?
-მე არ მომწონხარ! და აღარ გამომყვე! საერთოდაც,შემეშვი!
ასე დამტოვა ერთ ადგილას მიყინული,ზურგი მაქცია და წავიდა.მეც წავედი სახლში. რატომაა ეს გოგო ასეთი უკარება და უხეში? მისი თვალები და ლოყების სიწითლე სულ სხვა რაღაცას ამბობს, ხოლო პირი სხვას... მისი თითოეული უხეში სიტყვა მე დიდ ტკივილის მაყენებს...
პირველი სემესტრი ისე გავიდა, საერთოდ ყურადღება არ მოუქცევია ჩემთვის. ისევ ისეთი იყო, უკარება, სიტყვაძუნწი, მარტოსული და მოწყენილი. არდადეგებზეც არსად შემხვედრია. უკვე მეორე სემესტრიც დაიწყო და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. სკოლა, მარიამი. ახლა უფრო გალამაზებულა! გავიგე რომ 23 აპრილს დაბადების დღე აქვს და 14 წლის ხდება. მართალია მითხრა მომშორდიო, მაგრამ რამეს მაინც ვაჩუქებ! იქნებ გული მოულღვეს? ან რაიმე მსგავსი? ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე წიგნი მეყიდა. ბიბლუსში ტრილოგი შევიძინე (დელირიუმი,პანდემონიუმი,რეკვიემი), ლამაზად შევაფუთინე და 23ში, ჩემ გვერდით მჯდარ მარიამს მერხზე დავუდე.
-რა არის თორნიკე ეს? - მკითხა და თაფლისფერი თვალები მომანათა.
-საჩუქარია. დაბადების დღეს გილოცავ!
-კი, მაგრამ საიდან გაიგე თორნიკე და რატომ შეწუხდი? არ იყო საჭირო...
-იყო! მიდი რა, გახსენი! - მარიამმა შეფუთვა გახსნა და წიგნები ამოიღო. თვალები გაუბრწყინდა, წიგნები გულში ჩაიკრა და ჩაილაპარაკა:
-ამაზე ვოცნებობდი! - ჩემსკენ უცბად გადმოიწია და ლოყაზე მაკოცა. მთელი დღე ლოყა მიხურდა. მარიამი ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს. მართალია არ ვლაპარაკობდით, მაგრამ მისი თვალები ბევრს ამბობდა. გაკვეთილების შემდეგ ვკითხე:
-შეიძლება სახლამდე მიგაცილო?-ჩაფიქრდა, ცოტა იჭოჭმანა და მიპასუხა:
-კარგი.
გზაში დუმდა. ხმა მე ამოვიღე:
-კიდევ დიდხანს ითამაშებ უკარება გოგონას როლს? - ლოყები აუგიზგიზდა,რაზეც ჩამეღიმა.
-არ ვარ ეგეთი... უხეში და უკარება. ბოდიში ცუდად რომ გექცეოდი...
-არაუშავს. შეყვარებული გყოლია?
-არაა. ბიჭებს არ ვენდობი..
-რატომ?
-არაა საჭირო ყველაფერი იცოდე..
-კარგი, რაც გინდა ის მითხარი მხოლოდ. რატომ ხარ სულ მოწყენილი?
-ოჯახური პრობლემებია რა.. მეტს ვერაფერს გეტყვი. აი მოვედით. პირველ სართულზე ვცხოვრობ.
-კარგი. ხვალამდე. - ვუთხარი და სანამ სადარბაზოში გაუჩინარდებოდა მოვიცადე.
მაშინ, როდესაც სახლში წასვლას ვაპირებდი, რაღაც ხმები მომესმა. მივხვდი, რომ ეს ხმები პირველი სართულის ფანჯრიდან გამოდიოდა,მარიამის სახლიდან. დავაყურადე, ქალის ხმა იყო:
-ეს რა არის?
-წიგნებია დედა. - უპასუხა მარიამმა.
-საიდან გაქვს?
-კლასელებმა გაიგეს, რომ დაბადების დღე მქონდა და მაჩუქეს..
-რაა?! როგორ გაიგეს?! შენ უთხარი არაა?! ხო გაგაფრთხილე, რომ არავისთვის არაფერი გეთქვა შენზე! არავის დამეგობრებოდი! მამაშენმა რომ ნახოს ეს წიგნები სად მიდიხარ? ძალიან მაინტერესებს!!!! - ქალი ბოლო ხმაზე გაყვიროდა.
-ბოდიში დედა.. მე არავისთვის არაფერი მითქვამს.. - ჩარტყმის და შემდეგ ტირილი ხმა მომესმა. გული დამეწვა. აი თურმე რატომ მეუბნებოდა მარიამი არ გინდაო.... ძალიან შემეცოდა. თავიც კი დავიდანაშაულე, რადგან წიგნები ვაჩუქე, მაგრამ მე უბრალოდ მისი გახარება მინდოდა... მინდოდა შევსულიყავი და სახლიდან გამომეყვანა, მაგრამ ეს ალბათ უარეს პრობლემებს შეუქმნიდა. ფანჯრის ქვეშ ვიდექი, როდესაც თავში რაღაც დამეცა. როგორც ჩანს დედამისმა წიგნები გადმოუყარა ფანჯრიდან. წიგნები ავიღე და ჩანთაში ჩავიდე. ჩამოგორებული ცრემლი მოვიშორე და საკუთარ თავს შევახსენე, რომ არ უნდა მეტირა.
-ეს რა გააკეთე????? შენზე ბოროტი ადამიანი არ არსებობს! - დაიკივლა მარიამმა და სახლიდან გამოვარდა. სადარბაზოდან გამოსულმა, რომ დამინახა ერთ ადგილას გაშეშდა. მეც გავშეშდი. მის ცრემლებს ვერ ვუძლებდი.
-ღმერთო, მარიამ! - როცა გონს მოვეგე ვთქვი და მივუახლოვდი. გულში ჩავიკარი და ხელები მჭიდროდ მოვხვიე წელზე. არ შემწინააღმდეგებია, თავი მკერდზე მიმადო და უარესად ატირდა.
-ეს არ უნდა მოგესმინა.. - იმეორებდა განუწყვეტლივ.
-დამშვიდდი.. დამშვიდდი... წამო გავისეირნოთ, კარგი? - თავი დამიქნია. ხელი ჩავჭიდე და სეირნობა დავიწყეთ.
-არ მომიყვები რა ხდება შენს ოჯახში? - ვკითხე ცოტა ხნის შემდეგ.
-დავჯდეთ. - პარკში, სკამზე ჩამოვჯექით და მარიამმა საუბარი დაიწყო:
-2 წლის წინ ჩვეულებრივი ბედნიერი ოჯახი ვიყავით. ბებოსთან ერთად სოფელში ვცხოვრობდით. მამა უმსხვილესი კომპანიის ლიდერი იყო და მდიდრები ვიყავით. არაფერი მაკლდა. სოფელში მოგვწონდა. ძალიან თბილი ბებო მყავს. ისე მოხდა,რომ მამამ კომპანიაზე ძალაუფლება დაკარგა და მის ადგილას ახლა სხვა არის. ყველაფერი დავკარგეთ და აქ გადმოვედით. ბებო სოფელში დავტოვეთ. დაზოგილი ფული სულ დავხარჯეთ. ახლა კაპიკებზე ვცხოვრობთ. მამამ სმა დაიწყო და თითქმის ყოველდღე ცემს დედას. წინააღმეგობასაც ვეღარ ვუწევთ. რომ წამოვიდეთ სად წავიდეთ? ისევ სოფელში? არაფერი გამოვა. ბებიის პენსიაც არაფერს ეყოფა. დედაჩემსაც ნევროზი აქვს უკვე და ჯავრს ჩემზე იყრის... ვერ ვიქნები შენთან ახლოს.. მინდა თუ არა ეს.. ამით შენც დაგაზარალებ. მამაჩემს ისიც აქვს ნათქვამი მეგობარი არ გამაგონოო, შეყვარებულზე ლაპარაკიც ზედმეტიაო. ეშინია, რომ ვინმეს რამეს მოვუყვები და დააპატიმრებენ. ამიტომ გექცეოდი ცუდად, მეგონა შეგზიზღდებოდი დათავს და მანებებდი. სკოლაშიც მხოლოდ იმიტომ მაძლევენ სიარულის უფლებას, რომ წარმატებული ვიყო და შემდეგ ჩემი ფულებით იცხოვრონ. ყველაფერი ყელშია უკვე თორნიკე...
-ძალიან ვწუხვარ. - ვთქვი. მისი ნაზი ხელი ჩემს ხელებში მოვიქციე და ნაზად ვაკოცე.
-წიგნები.. შენ გაქვს?
-კი.. შევინახავ და როცა მოგინდება მოგცემ. აღარ იტირო კარგი? -ვუთხარი და ცერებით ცრემლები მოვწმინდე.
-ბოდიში.. არ მინდოდა ეს ყველაფერი გაგეგო და შეგცოდებოდი. რატომ ხარ ისევ ჩემთან თორნიკე?
-ცხადი არაა?!
-რაა?
-მე შენ მიყვარხარ მარიამ! - წამომცდა უნებურად. არ მინდოდა ეს მეთქვა...
-რატომ?
-იმიტომ, რომ ლამაზი, კეთილი და განსხვავებული ხარ. არ გავხარ სხვებს. ინდივიდუალური ხარ! მიუხედავად იმისა, რომ სულ მაიგნორებდი, ვიცოდი, რომ ოდესმე შენს გულს მოვიპოვებდი..
-მადლობა თონრიკე..
-ნუ მიხდი მადლობას. ახლა რა უნდა ქნა?
-სახლში დავბრუნდები. ერთ-ორ საათში დედას დაავიწყდება ყველაფერი და მეც ჩვეულებრივად მივალ.
-ხო, მაგრამ იქ ვეღარ იცხოვრებ მარიამ. ასე სასტიკად გექცევიან..
-სხვა გზა არაა თორნიკე..
-არ გინდა ჩემთან იცხოვრო? თბილი ოჯახი მყავს, მიგიღებენ. თან ჩემი უფროსი ძმა სასწავლებლად საფრანგეთშია, კაი ხანი არ ჩამოვა..
-არა! მადლობა, მაგრამ არა. დედას ვერ დავტოვებ. სადაც 2 წელი გავუძელი, კიდევ გავუძლებ და მერე ფულს რომ ვიშოვი, დედასთან ერთად წავალ სადმე.. შორს მამასგან.
-იცოდე, რომ ჩემი სახლის კარი შენთვის მუდმივად ღია იქნება.
მარიამს აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ ხელი მომიჭირა ხელზე.
-მარიამ..
-რა?
-ოდესმე ბიჭს შენთვის უკოცნია? - ალმური მოედო სახეზე, ალბათ მეც..
-არა თორნიკე..
-გინდა გაკოცო?
-მინდა თორნიკე.
მეც არასდროს მიკოცნია ვინმესთვის, მაგრამ ინტუიციას მივყევი. მარიამის ტუჩებს ჩემი ბაგეები ნაზად შევახე. ეს შეხება, სულ რაღაც 4-5 წამიანი იყო, მაგრამ ამ დროში ყველაფერი ითქვა. კოცნის მერე მარიამმა მჭიდროდ შემომხვია ხელები და მეც გულში ჩავიკარი. თმებზე დავუწყე ფერება. შემდეგ სახლამდე მივაცილე, ფანჯარასთან ვიდექი, სანამ დავრწმუნდებოდი, რომ ყველაფერი რიგზე იყო და შემდეგ ჩემი სახლისკენ გავყევი გზას...
შემდეგ დღეს მარიამი ნაკლებად სიტყვაძუნწი იყო. ეგ კი არა, დილას რომ მივედი ჩამეხუტა და გადამკოცნა. ჩემზე ბედნიერი ბიჭი არ დაიარებოდა ამ ქვეყანაზე. ძმაკაცები მყავდა, ლადო და ნიკა, მაგრამ მათთვის მარიამზე არაფერი მითქვამს.
/10 კლასი, თორნიკე/
ზაფხულის არდადეგები სოფელში გავატარე. მარიამსაც შევთავაზე წამოსვლა, მაგრამ რათქმაუნდა ვერ შეძლო. არ მინდოდა მისი მარტო დატოვება სასტიკ მშობლებთან, მაგრამ ჩემებმა არ დამტოვეს თბილისში. მეორედ მარიამის ბაგეებს სწორედ მაშინ შევეხე.. 15 ივნისს, სკოლის დამთავრების დღეს. მაგ დღის მერე არ მინახავს. დღეს 15 სექტემბერია და უზომოდ გახარებული ვარ, რადგან მას ვნახავ.
კლასში შევედი და კუთვნილ ადგილას მარიამი დამხვდა. ადგა და ჩემსკენ გამოექანა, მთელი ძალით ჩამეხუტა. ისე მჭიდროდ მიჭერდა ხელებს, ალბათ ეშინოდა, რომ არ დავეკარგე. მაგრამ, ჩემო მარიამ! ასე ადვილად ვერ მომიშორებ! მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს უთქვამს ჩემთვის მიყვარხარო, ვიცი, რომ ასეა! ვიცი რომ ვუყვარვარ. ჩემი დანახვისას ყურებამდე იღიმის და თვალებში ნაპერწკლები უელავს.
მთელი დღე ერთმანეთს ვუყურებდით და სულელებივით ვიღიმოდით. სახლამდეც მივაცილე.
-იცი როგორ მომენატრე ჩემო მარიამ?!
-მეც მომენატრე თორნიკე!
-მოდი რა, კიდევ ჩაგეხუტები! ვერ ვძღები შენი ჩახუტებით.. - თვალები გაუნათდა და ჩამეხუტა, კისერში ვაკოცე და მთელს ტანზე ეკლებმა დააყარა. ჩავიცინე.
-ნუ მაგიჟებ თორნიკე. - თქვა, ისე რომ ჩემი მკერდიდან თავი არ აუღია. ახლა მე დამაყარა ეკლებმა და პამიდორისავით წამოვწითლდი.
-მე კი არა, შენ მაგიჟებ მარიამ.
-მაკოცე, რა. - თქვა და გაოცებისგან პირი დავაღე. ასეთი რამ არასდროს უთქვამს. მეც თავი ავაწევინე და მის ტუჩებს დავეძგერე. ნაზად, მაგრამ ხანგრძლივად.. დამემშვიდობა და სახლში შევიდა. მე სიყვარულისგან გაბრუებული წავედი სახლისკენ. ოთახში დედა და მამა დამხვდნენ, დივანზე იჯნენ და ფილმს უყურებდნენ.
-ოჰო! გაუმარჯოს ჩემს ვაჟკაცს! აბა მომიყევი! - წამოდგა მამა და გადამეხვია.
-რა უნდა მოგიყვე? - გამიკვირდა.
-კარგი რა შვილო! შენი აზრით ვერ ვამჩნევთ? სულ გაბადრული დადიხარ, თვალები გიბრწყინავს! რა ხდება მოგვიყევი! - მითხრა დედამ თბილი ხმით.
-შეყვარებული ვარ! -გამოვაცხადე და მშობლების წინ გავიჯგიმე.
-რა ჰქვია? - მკითხა მამამ.
-მარიამი..
-თვითონ უყვარხარ?
-არასდროს უთქვამს, მაგრამ ვიცი რომ ვუყვარვარ! ამას ვგრძნობ!
-როდის გაგვაცნობ? - წარბები აათამაშა დედამ.
-არვიცი. იცი, ამაზე არ გვილაპარაკია! ვეტყვი და თუ მოუნდება გაგაცნობთ.
მარიამზე ვარ შეყვარებული.
მარიამზე უზომოდ ვარ შეყვარებული!
მარიამი ჩემი პირველი სიყვარულია.
თან როგორი?!
ძალიან, ძალიან გულწრფელი და დიდი!
სიზმრებშიც ის მესიზმრება! სულ ის მელანდება! რომ დავინახავ და ჩამეხუტება, აი მაშინ ჩერდება დრო.
ჩერდება ყველაფერი..
ვრჩებით მხოლოდ მე და მარიამი.
სულ ჩამესმის მისი სიტყვები: „მაკოცე,რა“.
სულ ვგრძნობ ჩემს ტუჩებზე მის ტუჩებს.
სულ ვგრძნობ მის ხელებს ჩემს წელზე შემოხვეულს.
მომდევნო დღეს, როდესაც სახლამდე ვაცილებდი ვუთხარი:
-მარიამ, ჩემს მშობლებს უნდა გაგაცნო!
-რაა?! - თვალები გადმოკარკლა.
-ხო, რა იყო?!
-არ ვიცი..
-რატომ მარიამ?!
-მეშინია..
-რისი გეშინია?
-რომ არ მოვეწონო?
-შემომხედე მარიამ.
მარიამმა შემომხედა და მეც ყველაფერი ვუთხარი..
ყველაფერი რაც უნდა მეთქვა.
-შენ ბრწყინვალე ადამიანი ხარ მარიამი. ძალიან მიყვარხარ. ცამდე მიყვარხარ! არა, ცამდე არა! მის იქითაც მიყვარხარ მარიამ! შენ ყველაზე კარგი ხარი, ყველაზე თბილი, ყველაზე ნაზი. როგორ შეიძლება ვინმეს არ უყვარდე მარიამ?! თუ მე მიყვარხარ, ჩემი მშობლებიც თბილად მიგიღებენ. თუ ვერ შეძლებ, არ მეწყინება. დედას უთხარი, რომ ხვალ სკოლაში რაღაც პროექტის გასაკეთებლად რჩები და სულ ცოტა ხნით წამოდი!
მარიამს თვალები აცრემლებოდა.
-რატო ტირი მარიამ?! რამე გაწყენინე?
-არა, არა, არა! პირიქით თორნიკე! ეს ბედნიერების ცრემლებია! შენ მე მაბედნიერებ თორნიკე! ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ ჩემს ცხოვრებაში! წამოვალ თორნიკე, გავიცნობ შენებს!
გულში ჩავიკარი, შემდეგ სახლში წავედი და მშობლებს გამოვუცხადე:
-ხვალ მარიამს მოვიყვან სკოლის მერე!
დედამაც დაიწყო ათასნაირი კერძის მომზადება. ხვალინდელი დღის მოლოდინში მეც ჩამეძინა..
შემდეგ დღეს, მე და მარიამი ჩემი სახლისკენ მივდიოდით. ხელჩაჭიდებულები. სახლში შევიყვანე და დედა (ელენე) და მამა (ვახო), მას თბილად გადაეხვივნენ. მარიამი გაკვირვებული იყო.. არ ელოდა ასეთ სითბოს. სუფრას მივუსხედით.
-ეს რა ანგელოზი გოგო ჰყვარებია ჩემს ბიჭს! - თქვა დედამ და ნაზად დაუსვა ხელი ლოყაზე მარიამს. მარიამმა შეიფერა.
-დიდი მადლობა თქვენ, ყველას! ასე თბილად რომ დამხვდით და მოგეწონეთ.
1 საათში მარიამი სახლამდე მივაცილე.
დრო გადიოდა და მარიამი უფრო და უფრო მიყვარდებოდა..
და დადგა ის საბედისწერო დღე, რომელიც არ უნდა დამდგარიყო.
24 ნოემბერი.
კვირა იყო. ჩემი სახლის კარებზე ბრახუნი გაისმა. სახლში მარტო ვიყავი და ლოგინიდან წამოვხტი. შარვალი უცბად ამოვიცვი და წელს ზემოთ შიშველი კარები გავაღე. ზღურბლზე მარიამი იდგა. ტიროდა. თვალები დაწითლებოდა. შემოვარდა და ხელები კისერზე მომხვია. კარები მივხურე და მეც მოვხვიე ხელები.
-რა მოხდა მარიამ?
მარიამი არ ჩერდებოდა, განუწყვეტლივ ტიროდა და 10 წუთი არ მომშორებია. მეც მკერდზე მყავდა აკრული და ვამშვიდებდი.
-რა მოხდა მითხარი, რა!
-თორნიკე.. ცუდი რაღაც მოხდა.. - დაიწყო სლუკუნით. ძლივს ლაპარაკობდა. - თორნიკე მამამ დედა მოკლა.. ჩემი თვალით დავინახე, როგორ ჩაარჭო დანა გულში. თორნიკე დედა მოკვდა... მამა ციხეშია. ხვალ სასამართლოა.. ბებო ჩამოვიდა..
-ღმერთო! ჩემი საწყალი გოგო! - ხელში ავიყვანე და ისე დავაწვინე დივანზე. თვითონ არ ინძრეოდა. მე იქვე დავჯექი და თმებზე ფერება დავუწყე. ვცდილობდი ტირილი არ დამეწყო. ან მარიამისთვის როგორ მეთქვა, რომ არ ეტირა? უნდა ეტირა! საქმე ნამდვილად სატირლად ჰქონდა.
-ახლა რა იქნება? - ვკითხე.
-ბებო იცხოვრებს ჩემთან..
-ახლა სადაა ბებო?
-ოფისში, დაკითხვაზე. მე უკვე დამკითხეს და შემდეგ შენთან გამოვიქეცი. მხოლოდ შენთან მინდოდა.
მარიამის თავი კალთაში ჩავიდე.
-მიყვარხარ თორნიკე. - თქვა და ჩაეძინა.
მიყვარხარო მითხრა!
მარიამმა აღიარ, რომ ვუყვარდი!
ჩემი მარიამი! როგორ მეცოდებოდა ახლა! ჩემი ნატანჯი გოგო...
/11 კლასი, თორნიკე/
კიდევ გავიდა ერთი წელი. ასე, სწრაფად! ამ არდადეგებზე მარიამი ჩემს სოფელში მყავდა. ჩემი მშობლებიც არ ყოფილან წინააღმდეგები. მარიამის ბებო კი ძალიან თბილი ქალი იყო. მარიამის მამას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მიუხედავად იმისა, რომ მარიამი ხშირად იღიმოდა და მეუბნებოდა მიყვარხარო, ვიცოდი, რომ შინაგანად განადგურებული იყო! ნაწილებად იყო დაშლილი და მეც, ჩემებურად ვცდილობდი მარიამი ამეწყო.
წყეულიმც იყოს ეს სამყარო!
როცა ყველაფერი ლაგდებოდა, იცით რა მოხდა?!
ის რაც არ უნდა მომხდარიყო!
მარიამის ცხოვრებას ბედნიერს ვერ უწოდებდით!
20 ნოემბერს ბებო დაეღუპა, გულის ინფარქტით. მარიამს ჩააკვდა ხელებში.
ჯერ დედა.. შემდეგ ბებო.
უმნიშვნელოდ ვცდილობდი მის დამშვიდებას. მარიამის ის ნაწილი, რომელიც გავამთელე, კვლავ დაიშალა. საბოლოოდ დაიშალა.
საცხოვრებლად კვლავ იმ საზარელ სახლში დარჩა! არ გამომყვა მე.. მუშაობას დავიწყებ და მწირი შემოსავალი მექნებაო, სულ ამას იმეორებდა.
იცით რა მითხრა 23 ნოემბერს, 15:23-ზე?
არ იცით!
მე ვიცი!
გეტყვით: პარკში ვიჯექით მე და მარიამი. ლაპარაკი მან დაიწყო/
-თორნიკე ზე გიფიქრია ოდესმე?
-არა და არ გაბედო მაგის გაფიქრება?
-ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს თორნიკე..
-შემომხედე! - მკაცრად ვუთხარი, თვალებში ჩავხედე და მთელი ძალით დავაცხრი ტუჩებზე.
-აღარასოდეს თქვა ეგ! გესმის? შენს ცხოვრებას აქვს აზრი! სკოლას დავამთავრებთ და ცოლად მოგიყვან! შვილებს გავაჩენთ! გესმის, მარიამ?
-მესმის თორნიკე. - მითხრა და კიდევ უფრო ძლიერად მაკოცა.
რა ვიცოდი რა მოხდებოდა შემდეგ..
და ეს ბედკრული 24 ნოემბერი!
ეს წყეული ნოემბერი!
ეს სასტიკი ნოემბერი!
მარიამმა პირველად გააცდინა სკოლა 24 ნოემბერს!
პირველად!
შეშფოთებული გავვარდი სკოლის მერე მარიამის სახლისკენ. კარებზე ვაკაკუნე, თურმე ღია იყო. სახლში შევვარდი და მარიამს ვეძახდი.
ყველა ოთახი მოვიარე და ბოლოს სააბაზანოში შევედი.
ახლა რომ უკან დავბრუნებულიყავი, იქ არ შევიდოდი!
მაგრამ, მაშინ შევედი! აბაზანა ცხელი წითელი წყლით იყო სავსე, რომელშიც მარიამის ვენებგადაჭრილი სხეული ესვენა.
არა ეს წითელი წყალი არ იყო!
ეს მარიამის სისხლი იყო, რომელიც გაუჩერებლივ მოდიოდა მისი დაფლეთილი ვენებიდან.
სწორედ მაშინ ვიტირე პირველად.
მაშინ დავიცალე მთელი ემოციებით.
მარიამთან ჩავიმუხლე და 112-ში დავრეკე.
ძლივს მომაცილეს მის სხეულს.
ეს რა მიქნა?
გამანადგურა. მომკლა!. თუმცა, არა! მე კი არა, თავისი თავი მოკლა! ეს როგორ ჩაიდინა? როგორ გაბედა?
არ ვიცოდი მეტირა, მეყვირა თუ ყველაფერი დამემტვრია. ჩავვარდი დეპრესიაში და კაი ხანი არც გამოვკეთებულვარ.. ან, როგორ უნდა გამოვკეთებულიყავი, როდესაც მარიამს სკოლაში ვეღარ ვნახულობდი, ვეღარ ვეხუტებოდი, ვეღარ ვაცილებდი სახლამდე, ვეღარ ვკოცნიდი და ვეღარ ვეუბნებოდი „მიყვარხარ-ს“?
/15 წლის შემდეგ,თორნიკე/
შვილი მეყოლა! შვილი გამიჩინა ჩემმა ცოლმა, ელენემ! უბედნიერესი კაცი ვიყავი. მყავდა ცოლი, შვილი და კარგი ხელფასი.
მაგრამ, არა!
სრულყოფილი ჩემი ცხოვრება არ ყოფილა.
მაშინ როდესაც გავიგეთ, რომ ჩემი მომავალი შვილი გოგონა იყო, ელენემ მკითხა:
-რა დავარქვათ?
და იცით რა ვუპასუხე?
-მარიამი...

რას იტყვით?скачать dle 11.3

№1 სტუმარი სტუმარი GodeMarr

Ar vici rogor magram mtlianad sheagwia kvelgam am nawerma sheecade ufro xshirad dacero da ufro didebi motxrobis dacera daicke ertianad es sheni stilia ert erti kvelaze kargi iko saitze

№2 სტუმარი სტუმარი თაკო

რა გინდოდააააა
რატოოო მაჩხავლე
რატო მატირე
რა დაგიშავე
რას მერჩი ადამიანო
შოკი იყოო
ბუუუუ
ააააა
ღღღღ
რა გინდა ვახ
შოკია შოკი

№3 სტუმარი სტუმარი Vaxo

Au dzaan magari motxrobaa me didad ar miyvars kitkva mara es romwavikitxe damainteresa dzaan da ai ar vici dzaaan emociuri motxrobaa dakiee dawere esetebii❤️❤️

№4  offline წევრი ლიდია

სტუმარი GodeMarr
Ar vici rogor magram mtlianad sheagwia kvelgam am nawerma sheecade ufro xshirad dacero da ufro didebi motxrobis dacera daicke ertianad es sheni stilia ert erti kvelaze kargi iko saitze

დიდიიი მადლობაა heart_eyes heart_eyes მეც ეგრე ვფიქრობ, მოთხრობებს უნდა მივაწვე მთლიანებს smile

სტუმარი თაკო
რა გინდოდააააა
რატოოო მაჩხავლე
რატო მატირე
რა დაგიშავე
რას მერჩი ადამიანო
შოკი იყოო
ბუუუუ
ააააა
ღღღღ
რა გინდა ვახ
შოკია შოკი

ვაიმეე, აი ძალიან გამახარე რომ ასემოგეწონა innocent innocent heart_eyes heart_eyes heart_eyes დიიიდიი მადლობაა heart_eyes heart_eyes

სტუმარი Vaxo
Au dzaan magari motxrobaa me didad ar miyvars kitkva mara es romwavikitxe damainteresa dzaan da ai ar vici dzaaan emociuri motxrobaa dakiee dawere esetebii❤️❤️

ვახუშტი innocent მადლობა ძამი heart_eyes

№5  offline წევრი Lily Morgan

აუ ძაან მაგარი იყოოოო! <3 <3 ამ მოთხრობაში რაღაც ჩემი წერის სტილი აღმოვაჩინე და ძააალიიიანნ მომეწონააა! ^_^ <3 დეთ ვოზ ფაქინგგ ოსმმმ! :დდ <3 <3 <3

№6  offline წევრი ლიდია

FyFaen
აუ ძაან მაგარი იყოოოო! <3 <3 ამ მოთხრობაში რაღაც ჩემი წერის სტილი აღმოვაჩინე და ძააალიიიანნ მომეწონააა! ^_^ <3 დეთ ვოზ ფაქინგგ ოსმმმ! :დდ <3 <3 <3

ეეე, რა მაგარია ^_^ ძალიან გამიხარდა, დიდი მადლობა, გყვარობთ ყველას heart_eyes heart_eyes

№7 სტუმარი mariami

ასეთი უაზრობა ამ საიტზე პირველად წავიკითხე :D და თავი შეურაცყოფილადაც კი ვიგრძენი მარიამი რომ მქვია :D ასეთი კითხვა გამიჩნდა.რამდენი წლის ხარ?

№8  offline წევრი ლიდია

mariami
ასეთი უაზრობა ამ საიტზე პირველად წავიკითხე :D და თავი შეურაცყოფილადაც კი ვიგრძენი მარიამი რომ მქვია :D ასეთი კითხვა გამიჩნდა.რამდენი წლის ხარ?

უი smile არაუშავს, ასეც ხდება ხოლმე. მადლობა, რომ გულწრფელი აზრი გამოთქვი heart_eyes პირად ინფორმაციას არ გავცემ :დ ისე, უფრო განავრცე შენი აზრი. მაინტერესებს, რატომ არ მოგეწონა?

№9 სტუმარი mariami

ლიდია

იმიტომ რომ,თითქოს გინდოდა დრამატული ყოფილიყო მაგრამ ძალიაან უცნაუურად აღწერდი პერსონაჟების გრძნობებს.დედა მოუკვდა და ისე განიცადა თითქოს პერაშკი დაუვარდაა,ან მჭადი დაეწვა :დ ბოლოს რომ მოკალი ხო ეგ საერთოოდ...არ ვიცი რა იყო :D იდეაა კარგია, ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება შემდეგი ისტორიები ( თუ აპირებ კიდევ რამის დაწერას :D ) უფრო იუმორისტულად განავრცე და არა დრამატულად :D

№10 მოდერი zia-maria

საოცარი გრძნობით იყო დაწერილი,აი სხეულის ყველა წერტილიში რომ გაიარა და შეანძრია სულის სიმებიც კი. kissing_heart

№11  offline წევრი ლიდია

რავი, ალბათ როდესაც ამას ვწერდი 1%-ითაც არ ვიყავი იუმორის გრძნობით არღჭურვილი. მინდოდა ისტორიაც ისეთივე ყოფილიყო როგორი ხასიათიც მქონდა და ასე თუ ისე გამოვიდა. რაც შეეხება მარიამის რეაქცის დედის გარდაცვალებაზე. მინდა გითხრა, რომ დედამისი მარიამს ყოველდღე ფიზიკურადაც და ფსიქიურადაც უსწორდებოდა და ამისდა მიუხედავად მარიამმა საკმაოდ განიცადა. იმდენადაც კი, რომ როდესაც არავინ დარჩა ( რათქმაუნდა, თორნიკეს გარდა) თავი მოიკლა.

zia-maria
საოცარი გრძნობით იყო დაწერილი,აი სხეულის ყველა წერტილიში რომ გაიარა და შეანძრია სულის სიმებიც კი. kissing_heart

ვაიმე scream უდიდესიი მადლობა, ძააალიიაააან, აიი ძალიაან მიხარია ასეთი კომენტარების წაკითხვა. მიხარია, რომ მოგეწონათ heart_eyes heart_eyes

№12 სტუმარი mariami

მე გითხარი შემდეგში სცადე მეთქი :D როგორც გინდაა. მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და რჩევაც მოგეცი. რაც შეეხება სხვა მიზეზებს, მკითხველი აფასებს ნაშრომს და არა მწერლის ხასიათს, დადება-არდადების მიზეზს და ა.შ. ვფიქრობ რადგან საჯაროდ გადაწყვიტე შენი ნაწერის გამოტანა,ამბიციაც გაქვს რომ კარგი გამოგივიდეს

№13  offline წევრი ლიდია

კაი კაი :დდ

№14  offline წევრი Ninuca)

Vaime kargi iko dzalian..sulshi chamwvdomi..ametira kdiec cotati am istoriaze..kargi iko❤❤

№15  offline წევრი ლიდია

Ninuca)
Vaime kargi iko dzalian..sulshi chamwvdomi..ametira kdiec cotati am istoriaze..kargi iko❤❤

ძალიან დიდი მადლობა, აი ძალიან heart_eyes heart_eyes

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent