შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ, შენ არ ხარ 2თავი


23-10-2017, 19:20
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 681

შენ, შენ არ ხარ 2თავი

ოთახში შესულმა პირდაპირ სააბაზანოსკენ მივაშურე. შხაპის ქვეშ ყველაფერზე ერთად დავიწყე ფიქრი.
ერთი ადამიანი არ შემხვედრია ისეთი, ვინც ისეთად მიმიღებდა ბოლომდე, როგორიც ვარ. ყველა ცდილობს შენში რაღაც შეცვალოს და თავისნაირი გაგხადოს. მე კიდე ჩემნაირი ვარ და რა ვქნა, არაფრის გულისთვის და ვერავის გულისთვის ვერ შევიცვლები…
მამა ყოველთვის ცდილობდა შევეცვალე. დედა კი სიმართლე გითხრათ დედასთან, დედაშვილური საუბრები არასოდეს მქონია. არასოდეს უკითხავს დედაჩემს ჩემთვის როგორ ვიყავი შინაგანად. მხოლოდ მოკითხვით შემოიფარგლებოდა და სულ ეს იყო. მისი მეორე მეუღლე და ნუკა ყოველთვის ყველაზე და ყველაფერზე წინ ეყენა, არასოდეს დაინტერესებულა ჩემი მდგომარეობით. ზოგჯერ მოვარდება ჩემს სახლში, რაღაც-რაღაცეებს შეცვლის, ერთი ორი სიტყვით გამომლანძღავს და შემდეგ ერთი თვით იკარგება ხოლმე.
სიმართლე გითრათ მივეჩვიე კიდეც ამ ყველაფერს, დიდად არც მე ვიკლავ თავს მისი მოკითხვით. უკვე 7 წელია მასთან სახლში სტუმრად არ მივსულვარ.
ფიქრებში წასულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ გამიწითლა კანი ცხელმა წყალმა. იქვე საკიდზე გადაკიდებული ჩემი ხალათი შიშველ სხეულზე მოვიცვი და სარკის წინ დავდექი. სარკეში ჩემს ანარეკლს თვალი გავუსწორე და უნებურად, ჩამოვისვი ხელი სახეზე. თითის ბალიშებით ვხაზავდი სახის ყველა ნაკვთს. რაც ასაკი მომემატა მით უფრო ვემსგავსები დედაჩემს, მე კიდევ არ მინდა მას ვგავდე. ხშირად მეუბნებიან რომ შორენას ასლი ვარ, საპასუხოდ მხოლოდ სახეს ვმანჭავ და გზას ვაგრძელებ.
შორენა არასოდეს ყოფილა საუკეთესო დედა, ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს მიტოვებას. მიუხედავათ იმისა რომ მან ნუკა მაჩუქა რომელიც ძალიან მიყვარს, ის იარა რაც მისმა წასვლამ გამოიწვია ჩემს გულში ყოველთვის მოუშუშებელი იქნება.
სარკეში ჩემს ანარეკლს თვალი ავარიდე და ისევ ოთახში დავბრუნდი. ძალიან დაღლილი ვიყავი ამიტომ ეგრევე საწოლში შევწექი და მალევე გადავეშვი სხვა სამყაროში.

დილით როგორც ყოველთვის ადრიანად გამეღვიძა, დილის პროცედურებს მალევე მოვრჩი.  ლურჯი ჯინსი, თეთრი ფერის მაისური, შავი მაღლები ჩავიცვი  ჩანთა სათვალე და ცისფერი მანტო ავიღე და მისაღების გავლით სამზარეულოში გავედი.
- დილამშვიდობის ოჯახობა. ხალისიანად შევძახე მარის რომელიც ქურასთან ფუსფუსებდა, შემდეგ კი მამას და ალექს გავხედე.
- ხომარ გაგაღვიძე თათ? მორიდებულად მეუბნება მარი.
- არაა მივეჩვიე ადრე ადგომას, ყოველთვის ესეთ დროს ვიღვიძებ. - ალექს შენ როგორ ხარ სიცხე აღარ გაქვს? მარიდან მზერა ჩემს ძმაზე გადავიტანე რომელიც გემრიელად შეექცეოდა ბლინებს.
- კი უკვე კარგად ვარ.
- კარგია. შუბლზე ვკოცნი საყვარელ ძამიკოს შემდეგ კი ჩემს ადგილს ვიკავებ. - აუ მარ შენს გაზრდა გახარებას ყავა დამისხი რა გთხოვ. მუდარით ვეუბნები მარის და თან საყვარლად ყელს ვუწევ, ისიც მალევე მიდებს წინ უკვე გამზადებულ ყავას.
- თათა დღეს ალექს სკოლაში წაიყვან?
- სკოლაში დღეს? ცოტა არიყოს გაკვირვებული ვეკითხები მამას რადგან დღეს შაბათია.
- ჩვენ შაბათსაც ვსწავლობთ. აციმციმებული თვალებით მეუბნება ჩემი ძმა.
- ძაან მონდომებულები ხართ თქვენ, ზოგი 12 წელი ანდომებს იმის სწავლას რასაც თქვენ ერთ წელში სწავლობთ. სარკაზმით ვეუბნები ჩემს ძმას შემდეგ კი ყავის წრუპვას ვაგრძელევ.
- წამიყვან თუ არა?  ბრაზით ავსილი თვალებით მიყურებს ბატონი დოლიძე.
- წაგიყვან ხო ოღონდ ნუ შემჭამ. არც მე დავაკელი სიბრაზე.
- მართალია ბევრმა სიყვარულმა ბევრი ჩხუბი იცისო. ერთმანეთის გულისთვის თავსაც გასწირავთ მაგრამ, ერთმანეთის ცოცხლად შეჭმაც შეგიძლიათ. სიცილით ამბობს მამაჩემი და ბლინის ერთ ნაჭერს პირისკენ იქანებს.
- დამთავრდა სკოლა უკვე. ფეხზე წამოხტა ჩემი ძმა და გასასვლელისკენ გაიქცა.
- თათა ალექსი ახალ სკოლაში სწავლიბს. ფეხზე წამოდგომას ვაპირებდი როდესაც მამის სიტყვების გაგებისას, ისევ უკან დავბრუნდი.
- სად?
- იქ სადაც ნუკა. თავდახრილი მეუბნება მამა.
- კი მაგრამ რატომ? მამისგან პასუხი რომ ვერ მივიღე მარისკენ გავიხედე.
- იქ უფრო კარგი სწავლება თათ.
- გასაგებია. მამას და მარის დავემშვიდობე, ჩანთა ავიღე შემდეგ კი ალექსთან ერთად დავტოვე სახლი.
- უკან დაბრძანდით ვაჟბატონი. ვეუბნები ალექს როდესაც დავინახე როგორ იკავებდა ადგილს წინა სავარძელზე.
- კარგი ჰო. გაბუსხული მეუბნება ის
- ღვედი. საქარე მინიდან გამოვხედე, ხელებ გადაჯვარედინებულ ალექს.
მალევე მივედით ალექსის სკოლასთან, მანქანა დავაპარკინგე და სკოლის ეზოში ალექსთან ერთად შევედი.
ყოველი მხრიდან ვგრძნობდი მზერას ბავშვებიდან, ჩემი ძმა კი ამაყად თავაწეული მომყვებოდა გვერდით. მის ამ საქციელზე გამეღიმა, ალექს ხელი ჩავკიდე და სკოლის კარები შევხსენი.
- ეს ჩემი კლასია, შემოდი ჩემს მასწავლებელს გაგაცნობ. მეორე სართულზე მყოფ ერთ-ერთი ოთახისკენ მიმითითა და შიგ შემიძღვა.
- დილამშვიდობის ნათია მას. ჩემს წინ მდგომ, მაღალ სუსტ ასე 30 წლამდე მასწავლებელს მიესალმა ალექსი.
- დილამშვიდობის. მანაც თბილად მოიკითხა ალექსი, შემდეგ კი მზერა ჩემკენ გამოაპარა.
- თქვენ ალბათ თათული ხართ? თბილი ღიმილით მაჯილდოვებს ქალი და ხელს მიწვდის.
- დიახ. ხელს ვართმევ და ალექს ვუყურებ.
- ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა, თქვენზე ძალიან ბევრი რამ გვსმენია. რამოდენიმეჯერ ალექს თავისუფალი თემა მივეცი და სულ თქვენზე წერს, მინდა გითხრათ რომ ალექსი თქვენით ძალიან ამაყობს. ერთიანად ჩამოარაკრაკა ქალმა სათქმელი და თბილი მზერით დამაჯილდოვა.
- მეც მიხარია თქვენი გაცნობა, კარგით მე დაგტოვებთ ხელს აღარ შეგიშლით.
- საყვარელო სად არის ნუკას კლასი? ალექსისკენ დავიხარე და ყურში ჩავჩურჩულე.
- მესამე სართულზე, კიბიდან ხელ მარცხნივ პირველი კარი. სახე დავუკოცნე ჩემს პატარა ძმას და ოთახი დავტოვე.
კიბეს მესამე სართულისკენ ავუყევი, უკვე კიბის ბოლო საფეხურზე ვიდექი როდესაც ვიღაცის სხეულს მთელი ძალით შევასკდი, რომ არა მისი ჩქარი მოქმედება სიმწრით ავლილ კიბეებზე დავგორდებოდი. გაბრაზებულმა და გაცეცხლებულმა ავწიე თავი ზემოთ, როდესაც იქ ნაცნობი სახე ამოვიცანი ბრაზი უფრო მომაწვა ორგანიზმში.
- სხვა ვინ თუ არა შენ. ბრაზით შევხედე სანდროს.
- თვალებში არ იხედები? არც მან დამაკლო სიბრაზე.
- კიდევ მე მეუბნები შე იდიოტო, რას ფიქრობდი აქეთკენ რომ მოდიოდი? მაგ ტელეფონში ყურებას სჯობს წინ იხედო იქნებ სად მიდიხარ. ნეტა სულ არ ვმდგარიყავი აქ, ისე დაგორდებოდი და მოიტეხავდი მაგ კისერს. მეც მეტი რა მინდოდა იქნებ გაგესხა ტვინი, შენს დაკრძალვაზე ლობიოს მაინც შევჭამდი. თან ხომ იცი ლობიოზე ვგიჟდები, უფრო მეტად გავგიჟდებოდი მას შენს ქელეხში თუ შევჭამდი. ერთიანად მივაყარე სათქმელი, მისი გაკვირვებული სახისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. ხელის ერთი მოძრაობით გავწიე გვერდით და გზა გავაგრძელე.
ალექსის მითითებულ ოთახთან შევჩერდი, სახე დავალაგე და კლასში შევედი. ოთახი ბავშვებით იყო გადატენილი, ჯგუფ-ჯგუფად იყვნენ დაყოფილები. ერთმა ადგილმა განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღები, გოგოების და ბიჭების ჯგუფი ერთ მერხთან იყვნენ შეკრებილები და გაცხარებით საუბრობდნენ, ჩემთვის გაურკვეველ თემაზე.
- ჰეი შენ ვის ეძებ? მესმის გვერდიდან გოგოს ხმა, მისკენ გავიხედე და რაღაცნაირი ზიზღი დამეუფლა მის მიმართ. იმხელა ხმაზე აღალჭუნებდა კევს რომ ყურები მატკინა.
- შენ ვინმემ დახმარება გთხოვა გოგონი? ირონიით აღსავსე ვეუბენი მას და ოთახს ვათვალიერებ.
- რომ ჩამომდგარხარ ჩემს კლაში და აცეცებ მაგ თვალებს. ვის ეძებ რომ გეუბნები გამეცი პასუხი.
- ზრდილობა სახლში ბუხრის თავზე დაგრჩა ხო? ანუ ეს კლასი შენია შენ შეისყიდე თუ რა თემა აქ? მერედა შენ ვინ გეკითხება მე ვის კლასში შევალ და ვის მოვძებნი. უზრდელი რომ ხარ აქამდე არავის უთქვამს თუ მე მხვდა ეს ბედნიერება წილად? უნებურად ავუწიე ხმის ტონალობას, არასოდეს დამიკარგავს თავი მაგრამ ამ გოგომ ჭკუიდან გადამიყვანა. ვიგრძენი როგორ მიყურებდა 25თამდე ადამიანის თვალი და ცოტა არ იყოს თავი უხერხულად ვიგრძენი.
- თათა. მესმის ნუკას ხმა და თავს მისკენ ვატრიალებ, რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა როდესაც ჩემს წინ მდგომს გავხედე. არაფრით განსხვავდებიდა ჩემგან, მასაც ისევე ქერა გრძელი თმები აქვს როგორც მე, ზუსტად ჩემნაირი დიდი ტუჩები, პატარა ცხვირი და დიდი თვალები. მხოლოდ იმ განსხვავებით რომ მას მუქი ლურჯი თვალის ფერი აქვს მე კიდევ შავი. ჩანთიდან ჩემი სავიზიტო ბარათი ამოვიღე და ნუკას მივაწოდე.
- გაკვეთილების შემდეგ დამირეკე. მის პასუხს აღარ დავლოდებილვარ ისე გავეცალე იქაურობას.
თავი საშინლად ვიგრძენი, როდესაც ნუკა ბოლოს ვნახე 13წლის  ბავშვი იყო ეხლა კი 16 წლის ქალია. არასოდეს მდომებია შორენას დავმსგავსებოდი თუმცა, ეხლა მივხვდი რომ მას ვგავდი უყურადღებო და თავი ცუდად ვიგრძენი. ჩქარი ნაბიჯებით დავტოვე შენობა და მანქანაში ჩავჯექი.
მალევე მივადექი ჩემს საყვარელ უბანს, მანქანა ბინის წინ დავაყენე და მეექვსე სადარბაზოში შევედი. ლიფტში შევედი და ველოდები როდის გაჩერდება სასურველ სართულზე, მანაც არ დააყოვნა ხმაურით შეიხსნა პიფტის კარები. ჩანთაში გასაღებს ვეძებდი როდესაც გვერდითა ბინის კარი გაიხსნა და ჩემი მეზობელი მაყვალა ბებო გამოვიდა.
- დილამშვიდობისა თათა. თბილად მომესალმა ქალი.
- დილამშვიდობის მაყვალა ბებო, როგორ ბრძანდებით?
- კარგად შვილო შენ? გუშინ კექსი გამოგიცვე აი ის შენ რომ გიყვარს, გვიანი იყო გამოვედი გიზარუნებდი თუმცა კარი არ გამიღე, ხო მშვიდობა შვილო? მესიამოვნა მისგან წამოსული სითბო და ცოტა ოდენი შიშიც. მაყვალა ბებო საერთოდ არ გავს იმ მეზობლებს, ჭორაობა და სხვისი ცხოვრების განსჯა რომ უყვართ. პიროქით ის სულ მეუბნება რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ჩვენ, ადამიანებს არანაირი უფლება გვაქვს ერთმანეთი განვსაჯოთ.
- ბოდიში რომ განერვიულეთ, გუშინ მამამ დამირეკა და მასთან დავრჩი. მალევე გავარკვიე სიტუციაში, მისკენ მივბრუნდუ და საყვარელი ფუმფულა ლოყები დავუკოცნე.
- გამისკდა გული მეთქი რამე მოხდათქო. აქ დამელოდე ეხლავე გამოგიტან კექსს. ქარბორბალასავეთ შევარდა სახლში, სულ მალე უკან კექსით ხელში დაბრუნდა.
- დიდი მადლობა. კექსი გამოვართვი ისევ დავუკოცნე სახე და სახლისკენ მოვბრუნდი, ხმაურით შევხსენი კარი. ჩანთა და მანტო იქვე საკიდზე მოვათავსე, ფეხსაცმელებსაც თავისი ადგილი მოვუჩინე და სამზარეულოშეი გავედი. ყავისთვის წყალი ჩაიდანში მოვათავსე, ჩემი საყვარელი ფინჯანი გადმოვიღე მასში კი შაქარი და ყავა გავანაწილე. მაყვალა ბებოს მოცემული ჯექსი თეფშზე გადმოვიღე. უკვე ადუღებული წყალი ფინჯანში ჩავასხი და მისაღებში ტელევიზორის წინ მოვთავსდი. როგორც კი ფეხები პატარა მინის მაგიდაზე შემოვაწყვე, მხოლოდ მასშინ ვიგრძენი დაღლილობა. ტელევიზორის პილტს დავწვდი და რუსთავი ორი ჩავრთე, სადაც არც მეტი არც ნაკლები იდიოტ, დეგენერატ სანდრო გვაზავას აჩვენებდნენ.
ჭურნალისტი გაცხარებით საუბრობდა რაღაც თემაზე, ხმა ბოლომდე დაწეული იყო ამიტომ არაფერი არ მესმოდა. ხმას ცოტა ავუწიე და დაიწუო.
- ერთი კვირის წინ სამშობლოში ცნობილი არქიტექტორი სანდრო გბაზავა დაბრუნდა, მან დღეს ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ საუკეთესო ფირმასთან. დღეიდან ბატონი სანდრო,  გიგა ახობაძის ფირმის მთავარი წამყვანი არქიტექტორი იქნება. თვალები შუბლზე ამივიდა, პირი ღია დამრჩა. რაო ვისთანო? ღმერთო ჩემო ამ ფირმის გარდა ფირმა ვერ ნახა. რა უბედურება ყველგან ამას როგორ უნდა ვხედავდე. ფეხზე გიჟივით წამოვარდი და ბოთლას ვცემსი ოთახში. ნამდვილად ჩემს გასამწარებლად დაიწყო იქ მუშაობა, ბეფიცები მე დაგასწრებ და გაგამცარებ. აი ნახავ სისხლი თუ არ გაგიშრო, განანებ საერთოდ აქ რომ ჩამოეთრიე. როგორ შეუძლია ამ მეგრელ წიწაკას წამებში მომიშალოს ნერვები, ეს აფერისტი ესა, ეს ვეშაპი, დინოზავრი, ეს თეთრი ზვიგენი. ჭკუიდან უნდა გადამიყვანოს და გამოსდის კიდეც, არა მართლა მოვკლავ ჩემი ხელით მივახჩობ.  გონს ჩახველების ხმას მოვყავარ, როდესაც კარებისკენ მივიხედე შიშით ჰაერში შევხტი.
- ვაიმე გული, რა ჯანდაბას აკეთებ აქ ელენე? გამისკდა გული, ან ზარი ვერ დარეკე? ან კარი როგორ გააღე? სანდროზე გაბრაზებული ჯავრი ელენეზე ვიყარე.
- სხვათაშორის ერთი საათია ვაზარუნებ, კარი რომ არ გამიღე გამახსენდა რომ შენი გასღები მქონდა და კარიც გავაღე. და საერთოდ რაგჭირს რას იგესლები? ბრაზით ანთილი თვალები შემომანათა მან, მხოლოდ ეხლაღა მოვავლე თვალი ელენეს უკან მყოფ ოთხ ბიჭს.
- ეს ბიჭები ვინები არიან? ან რაამბავია ოთხი ერთი მაინც წამოგეყვანა, თუ თქვენ ჯგუფური გირჩევნიათ? ისეთი გამწარებული ვიყავი ვერც კი ვხვდებოდი რას ვლაპარაკობდი, გონს მხოლოდ ხელზე ჩხვლეტას მოვყავარ შემდეგ კი საშინელ ტკივილს ვგრძნობ.
- მეტკინა ცხოველო, კარგი ჰო ვიხურე. შემოდით ბიჭებო თავი ისე იგრძენით როგორც სტუმრად, ძაანაც ნუ გაშინაურდებით. ბოლო ფრაზას გამოკვეთილად ვამბობ და კარის დასაკეტათ წავედი.
- ჩვენც მოვედით. უკვე ნახევრად დაკეტილ კარში თავი ბაჩომ შემოყო, ხმაურით მაკოცა ლოყაზე და მისაღებში შევიდა. მის უკან სანდრო რომ დავინახე აი აქ მართლა გადამეკეტა, რაღაცის სათქმელად დაღებული პირი ღია დარჩა როდესაც უეცრად სანდრომ შუბლზე მაკოცა და ბაჩოს უკან მიჰყვა.
კარი ხმაურით მივკეტე და უკან მივბრუნდი.
- ელენე შენს სტუმრებს შენვე გაუმასპინძლდი. ძველ პოზიციას დავუბრუნდი და ინტერესით მოვავლე თვალი ყველას.
- რას მივაწერო თქვენი სტუმრობა?
- რა სტუმარმოყვარე ხარ თათა. ირონიით მეუბნება სანდრო.
- სტუმარსაც გააჩნია, აი ამ ბიჭებზე გართულება არმაქვს მაგრამ აი შენ რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ. თუ უნდა მომულოცო ჩემს სამსახურში ხშირად რომ შეგხედავ? ცინიზმს არ ვიშურებ მე.
- ძალიან მიხარია ერთ კომპანიაში რომ ვიმუშავებთ  აღფრთოვანებული ამბობს ის.
- უჰ არ იკითხო მეც ისეთი გახარებული და ბედნიერი ვარ, სიხარულით როგორ მოგიგრიხო კისერი არ ვიცი.
- რას დაევთ ბიჭებო? სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს ელენე.
- ლუდი. ერთიანათ წამოიძახა ყველამ, ელენეც წამსვე დატრიალდა და სამზარეულოსკენ წავიდა.
- ეხლავე დავბრუდები. სამზარეულოში ელენეს მეც გავყევი სანდროსთვის განკუთვნილ ლუდის ქილაში, ერთი ჭიქა არაყი ჩავასხი და ცოტაოდენი წიწაკაც ჩავამატე. შემდეგ კი ჩემი ხელით ჩამოვურიგე ყველას თავიანთი კუთვნილი ლუდი.
- მადლობა. ტუჩის კუთხე ჩატეხა სანდრომ და ერთი მოყუდებით
გამოცალა ქილა.
- ესეც ასე. ხელები ერთმანეთს გავუხახუნე და ბედნიერი სახით დავუბრუნდი ადგილს.
როდესაც ქილა ბოლომდე ჩაცალა, ხველება აუტყდა და თვალებიდან ცრემლები გადმოცვივდა. ირონიული ღიმილ გადაკრული სახით მივაწოდე, წყლით სავსე ჭიქა სადაც უკვე მოვასწარი მარილის ჩაყრა.
- მო. გკ . ლავ. მარცვალ მარცვალ მეუბენბა ის და სააბაზანოსკენ გარბის. მე კი ბედნიერი სახით ვაგრძელებ ყავის სმას.
- აბა რა ეგონა რომ მეიაზოვებოდა. გახარებული ვამბობ და ბედნიერი სახით ელენეს ვუყურებ.



არ ვიცი რა დავწერე მგონი კარგი გამოვიდა, დიდი ბოდიში შეცდომების გამო. იმედია მოგეწონებათ ველოდები თქვენს კომენტარებს, ძალიან დიდი ხანი ვიწვალე დასაწერად. მუზა ისე გამექცა ვერაფრით მოვიფიქრე როგორ დამეწერა. მადლობა თქვენ ვისაც მოგწონთ და აკომენტარებთ, მიყვარხართ ჩემო მარწყვები.❤❤скачать dle 11.3




№1 სტუმარი მოცინარი

კარგი გოგო ხარ! მოუხედავად იმისა რომ დააგვიანე :P გეტყობა უკვე წერაში წინსვლა :* მალე დადე შემდეგი რა <3

მაგრამ ასე ერთი შეხედვით რომ აითვალწუნა ეს გოგო, რა იყო ეს? :დდ, საერთო ჯამში უუუკარგესი თავია და შენ უკეთესი

 



№2 სტუმარი ლილეე

აუ მალეე დადერაა

 



№3  offline წევრი gogona migraciidan

მოცინარი
კარგი გოგო ხარ! მოუხედავად იმისა რომ დააგვიანე :P გეტყობა უკვე წერაში წინსვლა :* მალე დადე შემდეგი რა <3

მაგრამ ასე ერთი შეხედვით რომ აითვალწუნა ეს გოგო, რა იყო ეს? :დდ, საერთო ჯამში უუუკარგესი თავია და შენ უკეთესი

მიხარია რომ მოგეწონა ჩემო კარგო, ვაგვიანებ ვიცი მაგრამ მიზეზებიც მაქვს.
მამა მყავდა ძალიან ცუდად და წერის თავი და ნერვი არ მქონდა რაზეც დიდი ბოდიშს გიხდი. რამოდენიმე დღეში აუცილებლად ავტვირთავ, უფრო დიდს და საინტერესოს❤❤

ლილეე
აუ მალეე დადერაა

სულ მალე დავდებ ჩემოკარგო, ბოდიში დაგვიანებისთვის❤

 



№4 სტუმარი თევზი

ფეიზე რაფერ ხარ?

 



№5  offline წევრი gogona migraciidan

თევზი
ფეიზე რაფერ ხარ?

არავარ ფეისზე

 



№6 სტუმარი სტუმარი Lia

Ukargesia❤❤❤

 



№7  offline წევრი gogona migraciidan

სტუმარი Lia
Ukargesia❤❤❤


მადლობა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent