შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაცი ერთი ღამისთვის (თავი 1)


23-10-2017, 21:40
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 3 644

კაცი ერთი ღამისთვის (თავი 1)

სამსახურიდან დაღლილმა შეაბიჯა შინ, ჩაბნელებული სახლი გაანათა და მოწყვეტით დაენარცხა დივანზე. ფეხები მოკუმა და ოთახში გიჟივით დაიწყო თვალების ცეცება. აგიჟებდა ეს სიჩუმე, უკვე ვეღარაფერს უხერხებდა საკუთარ თავს, ხვდებოდა რომ მალე შეიძლებოდა ფსიქიატრიულის პაციენტის იარლიყი აეკრა.
თავიდან მოსწონდა მარტოობა, ზოგადად ხომ ეგრეა, 20 წლის ახლაგაზრდებს თავისუფლება სწყურიათ, სწორედ ამ მიზეზით დატოვა 12 წლის წინ მშობლების სახლი, ამაყად გამოაცხადა უკვე 20 წლის ვარ და მარტოც მივხედავ ჩემს თავსო, მისი ძმა, ერეკლე გადაირია, რასქვია მარტოო, ჯერ 20 წლის ხარო, მარტო ვერ იცხოვრებო, იქით დედამისს, მანანას აუწია წნევამ, შვილი სახლიდან გარბისო. ერთადერთი მამამ გაუგო, ბატონმა არჩილმა ცოლ-შვილი წინ დაისვა დაა მკაცრად გამოუცხადა რომ რადგანაც მის პატარა პრინცესას ასე სურდა, ესეიგი ასეც მოხდებოდა. ბატონი არჩილის სიტყვა კანონი იყო, რაც არ უნდა ოცდამეერთე საუკუნე ეძახათ მაინც ასე თუ ისე ტრადიციული ოჯახი იყო, თანამედროვე ელემენტებით, ნენე კი უფრო და უფრო მეტად ცდილობდა ამ თანამედროვეობის შეტანას.
მოკლედ დიდი აჟიოტაჟის შემდეგ გადაწყვიტა მარტო ცხოვრება და ასეც მოიქცა. ბინა ჭავჭავაძეზე, მისი მშობლების სახლისგან საკმაოდ მოშორებით შეუძინეს, ესეც მისი მოთხოვნა იყო, თავი კი იმით იმართლა უნივერსიტეტთან ვიქნები ახლოსო. სიმართლე ითქვას მის მერე მარტო არც ყოფილა, მარიკა და ლეილა მუდამ გვერდით ყავდა, ამ სამს უნივერსიტეტის მეგობრობა აკავშირდებათ, მას შემდეგ 12 წელი გავიდა, ახლა სამივენი 32 წლისები, ზრდასრული, ჩამოყალიბებული ქალები არიან, თუმცა გარკვეულ წილად არცერთია ბოლომდე შემდგარი.
ლეილა 7 წელია რაც გათხოვდა, მაგრამ პრობლემების გამო ვერ ორსულდება, მეორე წელია მკურნალობის კურსებს გადის, ჯერჯერობით უშედეგოდ.
მარიკა....მარიკა ალბათ ნებისმიერი "ღრუზინისთვის" დასაწუნი სარძლო იქნებოდა, თავისუფალი ქალია, არ აქვს ოჯახი და არც აპირებს რომ ჰყავდეს, მხიარულია, ყველაფერს მსუბუქად უყურებს, მაგრამ არა უპასუხისმგებლო, უბრალოდ ცდილობს ყველგან ეძებოს პოზიტივი, კაცები რომ ჰკითხო ჭირივით ეზიზღება, ფიქრობს რომ არავინაა იმის ღირსი მთელი ცხოვრება დაუკავშიროს, ამიტომ მოკლევადიანი ურთიერთობებით კმაყოფილდება და მაქსიმალურ სიამოვნებასაც იღებს ამით.
ნენეს შემთხვევა ცოტა განსხვავებულია. რომ ჰკითხო სიყვარულის გჯერა თუ არაო, პასუხს ვერ გაგცემთ, არ იცის, აღარ იცის. ადრე სჯეროდა, როგორც ყველა ახალგაზრდა ქალს სჯეროდა რომ გამოჩნდებოდა ოცნების პრინცი და იცხოვრებდნენ დიდხანს და ბედიერად, მაგრამ მოლოდინები არ გამართლდა. სულ ორჯერ უყვარდა, ორივეჯერ საშინლად გაუცრუეს იმედები, ახლა ცოტა შეშინებულიცაა, მაგრამ მაინც სჯერა რომ სადღაც არის ვიღაც, ვინც მისთვისაა შექმნილი. მაგრამ იმასაც კარგად აცნობიერებს რომ ასე სადღაც შექმნილობით ოცნებას ვერ აისრულებს და დედა ვერ გახდება. ჰო, ნენე ბავშვობიდან ოცნებობს მშობლის სტატუსობაზე, ნელნელა იმასაც ხვდება რომ ცოტაც და ოცნებას ვეღარ აიხდენს, უკვე 32 წლისაა, ცდილობს თავი დაიტვირთოს და მის ირგვლივ გამეფებულ მარტოობაზე არ იფიქროს, მაგრამ როგორც კი სახლის კარს გააღებს და გამაყრუებელი სიჩუმე ხვდება გული უსკდება. რამდენჯერ უფიქრია მშობლებთან დაბრუნებაზე, მაგრამ ხვდება რომ მისი ეს ნაბიჯი უფრო ცუდად იმოქმედებს, ისედაც დედამისი სულ იმის ძახებაშია როდის უნდა გათხოვდეო.
სველი ქურთუკი სწრაფად გაიძრო და თავი დივნის კიდეზე ჩამოდო, უკითხავად იწყეს ცრემლებმა დენა, ისევ ეს მარტოობის შეგრძნება.
მოვდივართ სახლში, ყავას ვიდუღებთ და ცარიელ ოთახში ვსხდებით, 'მაგრამ ყოველი ჩვენგანი თავად წყვეტს ეს მარტოობაა თუ თავისუფლება'. ნენესთვის თავისუფლება იყო, მაგრამ წლებს მარტივად შეუძლიათ მისი მარტოობად გადაქცევა, არა მეგობრები ყავს, ოჯახისწევრებიც, მაგრამ ვერასდროს ვერავინ შეგივსებს საკუთარი ოჯახის ადგილს.
"I know I have friends, but I feel like I have noone to talk to about the shit that goes on in my head"
ბოლო დღეებია უაზროდ აეკვიატა შვილის ყოლის იდეა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, სულ რომ მსოფლიო წინ გადაეღობოს დარწმუნებულია რომ დედა გახდება.
ცრემლები შეიმშრალა და თავის გოგოებს გადაურეკა, ისინიც 2 წუთში მათთან გაჩნდნენ, გვერდზე პადიეზდში არიან, ალბათ აქ გადმოსვლის მიზეზიც უნივერსიტეტზე მეტად ეს იყო.
-შვილი უნდა გავაჩინო_მკაცრად ჩაილაპარაკა ნენემ და მეგობრების რეაქციას დააკვირდა
-მაგისთვის კაცია საჭირო_უდარდელად გადაილაგა ფეხიფეხზე მარიკამ და დაქალს მიაშტერდა
-ვიცი, კაცი ერთი ღამისთვის_მტკიცე იყო ამილახვარის სიტყვები.
-აი ეს ჩემი გოგოა!_გახარებულმა შემომრა ტაში მარიკამ.
-მაინც დაგიმსგავსა ხო?_დანანებით გაიქნია თავი ლეილამ
-არა ლეი არაფერ შუაშია მარიკას ტიტინი აქ, უბრალოდ შენც ხო ხედავ არა? არაფერი გამომდის, ვერ ვპოულობ ამ პრინცსს და რა ვქნა, უკვე 32 წლის ვარ, დროზე თუ არ დავორსულდი სულ ისე დავრჩები
-შენი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ რომ არ ვიცოდე გეტყოდი დებილი ხართქო_ღიმილით წარმოთქვა ლეილამ და მეგობარს ლოყაზე მაგრად აკოცა
-აბაა კაცს როდის ვარჩევთ?_არ ცხრებოდა მარიკა
-მალე მალე.

სულაც არ იყო ნენე პატარა და ქარაფშუტა გოგო რომელმაც არ იცის რა უნდა ცხოვრებისგან, ზუსტად ფლობდა ინფორმაციას საკუთარ თავზე და საკუთარ სურვილებზე, იცოდა რომ დედობა სურდა და ისიც ზუსტად იცოდა რომ ამ სურვილს აუცილებლად აისრულებდა.
მაგრამ იმასაც ხვდებოდა რომ მის ამ გადაწყვეტილებას ყველა ისე ადვილად ვერ მიიღებდა როგორც ეს მისმა გოგოებმა გააკეთეს.
მშობლებისთვის თქმა არ სურდა ჯერ, ამიყომ მეორე დღეს ერეკლესთან დალაპარაკება გადაწყვიტა.
-ერე რაღაც მინდა რომ გითხრა მაგრამ არ ვიცი როგორ
-როდის მერე მელაპარაკები მიკიბმოკიბულად?
-ერე, შვილი მინდა გავაჩინო
-მოიცა...ორსულად ხარ ნენე?
-არა არა, ჯერ არა
-კიმაგრამ, ვინმე თუ გყავს რატომ მალავ?
-არ მყავს ერეკლე არავინ, და ზუსტად მაგიტომაც, უკვე 32 წლის ვარ, ცოტახანიც და ვეღარ შევძლებ ბავშვის ყოლას, და რავქნა მერე? მთელი ცხოვრება მარტო ვიყო?
-მარტო არ ხარ ნენე
-ერეკლე, ოჯახი სხვაარის, ვერავინ გამიწევს მის მაგივრობას, წარმოიდგინე სალი და ბავშვები რომ არ გყავდეს, ვინ შეგიცვლის მათ ადგილ ცხოვრებაში?
-ანუ რას აპირებ?_არ ცხრებოდა ერეკლე
-მესმის ძმისთვის არ არის ადვილი მოსასმენი, მაგრამ შვილი მინდა ერე, უნდა გავაჩინო ვინმესგან. ის ფაქტი რომ საჭირო ადამიანი ვერ ვიპოვე ვინც ჩემს გვერდით იქნება არ ნიშნავს რომ დედობის ღირსი არ ვარ, ხომ იცი სულელურად და ზედაპირულად გადაწყვეტილებებს არ ვიღებ, ახლა კი შენი და მშობლების გვერდში დგომა ყველაზე მეტად დამჭირდება.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ერეკლეს თვალი არ მოუშორებია ნენესთვის, ბოლოს ადგა და სახლი უხმაუროდ დატოვა.
ამილახვარი დივანზე გაწვა და კიდევ ერთხელ ამოაყოლა მთელი ემოცია ცრემლებს, რა ქნას მტირალაა, ყველაფერზე გული უჩუყდება, მაგრამ ეს ეხლარება ემოციებისგან მალე გაიწმინდოს, შველის კიდეც, 15 წუთიანი ტირილი და მერე ტვინში ყველაფერი ლაგდება.
შხაპი მიიღო და ცივ საწოლში შეწვა.
უკვე დაძინებას აპირებდა ერეკლესგან მესიჯი რომ მოუვიდა: "კაი კაცი აარჩიე ნენე, ჩემი დის შვილი ლამაზი უნდა იყოს! მე შენთან ვარ". ძმის სიტყვებმა იმხელა სტიმული მისცეს ახლა ეგონა რომ მსოფლიოს გადადგავდა, "მიყვარხარ ერეკლე" სწრაფად დაუბრუნა ძმას მესიჯი და ტკბილად გადაეშვა მორფეოსის სამყაროში.
მეორე დღეს უფრო რთული რამ ელოდა, კაცი უნდა ეპოვა, კაცი ერთი ღამისთვის!
ისიც იცოდა რომ პირველივე სექსზე დაორსულების შანსი მინიმალურია, მაგრამ იქნებ რამე გამოსულიყო, თუარა და მეორედაც სცდიდა.
გოგოებს გადაურეკა, ხელი დაავლო, ლამაზად გამოიპრანჭა და კლუბისკენ წავიდა. გეგმაში მხოლოდ იქაურობის შეთვალიერება ჰქონდა. არ უნდოდა ძალიან დაეჩქარებინა მოვლენები.
მესამე ჭიქას ცლიდა როცა ბარის ბნელი კუთხიდან მწველი, მაგრამ მაინც შესამჩნევად ცივი მზერა იგრძნო. მამაკაცის კუპრივით შავ თვალებს რომ გადააწყდა მთელს ტანში ბუსუსებმა დააყარა, ეკალივით ესობოდა ამილახვარს უცნობის მზერა, მაგრამ მაინც ჯიუტად არ აშორებდა თვალს.
-ეიიი ნენე_მარიკამ სახესთანა ხლოს აუფრიალა ხელი_ორი საათია გელაპარაკები_ნაწყენმა დაბრიცა ტუჩები
-ხო...ისა...მაპატიე რაიყო
-რაგჭირს შენ
-არა არაფერი, რას მეუბნებოდი?
-რას და აქ გამისაშტერებლად კი არ ხარ მოსული, შეათვალიერე ვინმე თორე მე ვერ დაგაორსულებ_ბოლო ხმაზე გადაიკისკისა მირანდამ რასაც ლეილას დაქაჩული თვალები მოჰყვა.
ნენემ ალკოჰოლი კიდევ გადაუშვა ყელში და საცეკვაო მოედნისკენ მარტო გაემართა, არაყმა გამბედაობა შესძინა და სექსუალურად ამოძრავებდა სხეულს, სიგარეტის კვამლისგან ცხვირი ეწვოდა და გინება ებინდებოდა, მაგრამ ეგ გათიშვა არაფერიყო იმასთან შედარებით რაც წინ ელოდა.
მამაკაცის მხურვალე სუნთქვა რომ იგრძნო ყელში თავზე ჩამოემხო ყველაფერი. უცებ მიტრიალდა და ხელში შავი თვალების პატრონი შერჩა. გაუბედავად მოხვია ხელები კისერზე და კეფაზე დააწყო, მამაკაცმაც საპასუხოდ სხეულზე აიკრა ქალი და ყურადღებით შეათვალიერა სახის ნაკვთები.
ნენე ნამდვილად გამორჩეული ქალი იყო, მუქი ქერა თმა, დიდი ცისფერი თვალები, პატარა, კურნოსა ცხვირი და ზომაზე დიდი სისხლისფერი ტუჩები უმშვენებდნენ სახის ფითქინა კანს.
მამაკაცის მკაცრმა გამოხედვამ ადგილზე გააშეშა, საშინლად მოეწონა მისი ხორბლისფერი კანი და ძლიერი მკლავები რომლებსაც ნენეს ზურგზე რიტმულად ათამაშებდა. ყველა ნაკვთი უმკაცრესი ჰქონდა უცნობს, ოდნავ მოზრდლ წვერშიც გარკვევით ეტყობოდა გამოყვანილი ყვრიმალები და სქელი ტუჩები.
-წავიდეთ?_ყურთან ბოხი და ხრიწიანი ბარიტონი მოესმა ნენეს, დაპროგრამებულმა დაუქნია თავი და მამაკაცის გამოწვდილ ხელში თავისი თითები ახლართა. გოგონებს ხელით ანიშნა რომ მიდიოდა, მარიკამაც ცერის აწევით მოუწონა მხრებ განიერი და სიმპატიური ერთი ღამის პარტნიორი.
მანქანის კარი ჯენლტმენურად გაუღო და მალევე ავტომიბილი დიდი ეზოში შეაყენა, რატომღაც ფიქრიბდა რომ სასტუმროში მივიდოდნენ, მაგრამ უცნობმა ამითაც გააკვირვა. ღიმილი აიკრა სახეზე და ისე გადავიდა მანქანიდან, მაგრამ მოკლე კაბის ბოლოებს ნერვიულად ეთამაშებიდა, რაც მამაკაცის მზერას არ გამოჰპარვია.
მონუსხული იყო ნენე უცნობით, პირველად ხედავდა ასეთ მამაკაცს, რომლისგანაც სიცივეც და ვნებაც საოცრად მოდიოდა.


----
ხო ხედავთ დიდხანს ვერ ვჩერდები თქვენს გარეშე :დდდ
ველი თქვენს კომენტარებს, მაინტერესებს თქვენი აზრი ღირს თუარა გაგრძელება დ აროგორ მოგწონთ? <3
პ.ს. ბანალურად არ წარიმართება მოვლენები, ვეცდები მაინც! მესმის დაწყება მობანალუროა მარა არა! ვინც წინა ისტორიებს კითხულობდით კიიცით რომ პირველითავი მაქვს ხოლმე პატარა და მერე ვზრდი!
ველი მოუთმენლად თქვენს შეფასებებს <3 <3 <3скачать dle 11.3




№1  offline წევრი tamuna.s

ძალიან კარგია, გააგრძელე ოღონდ ეს დაორსულება და ორსულობის დამალვები არ გინდა რა, ყოველ მეორე ისტორიაში ერთი და იგივეა. wink

 



№2  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

tamuna.s
ძალიან კარგია, გააგრძელე ოღონდ ეს დაორსულება და ორსულობის დამალვები არ გინდა რა, ყოველ მეორე ისტორიაში ერთი და იგივეა. wink

არა არა მაგიტო ვთქვი არ დავმალავ????????????

 



№3 სტუმარი Nini

Gaagrdzele kargia ogond ar daadviano da sheecade koveldge dado

 



№4 სტუმარი ნათო :)))

არ მეყო. ძალიან კარგი იყო და მალე დადე რა

მოუთმენლად დაველოდები

 



№5  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

Nini
Gaagrdzele kargia ogond ar daadviano da sheecade koveldge dado

ყოველდღე დადებას ვერ დაგპირდებით მაგრამ ვეცდები დიდი თავები დავდო ხსირად❤

ნათო :)))
არ მეყო. ძალიან კარგი იყო და მალე დადე რა

მოუთმენლად დაველოდები

მადლობა❤

 



№6 სტუმარი Mariami

Vaime mariam ra kargia ase male rom dagvibrundi.miyvars me sheni istoriebi. Unda gaagrdzelo aucileblad ara ra.

 



№7  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

Mariami
Vaime mariam ra kargia ase male rom dagvibrundi.miyvars me sheni istoriebi. Unda gaagrdzelo aucileblad ara ra.

ძალიან დიდი მადლობა ❤ გავაგრძელებ

 



№8  offline წევრი tatiko.1995

dzalian kargi da sainteresoa yochag chemo tkbilo velodebi shemdeg tavs moutmenlad ????????????

 



№9  offline წევრი naniko mindia

Mariam umagresi xar kargia rom dabrundi warmatebebs gisurveb ♥♥♥♥gulit da sulit velodebi meore tavs
--------------------
lomidze

 



№10  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

არ გააბანალურო რა.
ნუ რთავ ვიღაცეების ციტატებს, შენს ნაშრომს ხიბლს უკარგავს და 100% ით შენი აღარაა.
ცოტა უაზრო ქცევა იყო მისგან.
შვილი თუ გინდა უცნობისგან გააჩნინო, სწორედ რო კლუბში არ უნდა წახვიდე. ან მთვრალები, ან ნარკომანები. და ნორმალური ბავშვი მაგათ არ გამოუვათ :დდრა თქმა უნდა მცირე დეტალია, მაგრამ თვალში საცემი. მთელ ტესტებს და გამოკვლებებს აკეთებენ რო ბავშვის მამას რაიმე ნაკლი არ ჰქონდეს და შვილს არ გადაედოს დნმის მიხედვით. ნენესსაქციელი ხო ძაან ქარაფშუტობა იყო.
კიდევ 1 რამ რაცარ მომეწონა, მისი აღწერა იყო. უნახეთ რაიმე ნაკლი ან ჩვეულებრივ გოგოდაღწერე. უკვე მე 5 ისტორიას ვკითხულობ ამ კვირაში მსგავსი აღწერილობით: ქერა თმა, ლურჯი/ცისფერი თვალები, კურნოსა ცხვირი და სისხლისფერი ტუჩები. თან რო ყველა სისხლისფერსიყენებს ზედსართვად. ძაან ბანალურიადა არ გამოიყენო აწი. არ არი საჭირო ყველა ისტორიაში ლამის მოდელი პერსონაჟები გყავდეთ. რეალობის ხიბლს უკარგავთ.
ძირითადად ისტორია საინტერესოა ჯერ-ჯერობით და რავიცი. .. იმედია მალე დადებ და არ გააფუჭებ
აბა შენ იცი.
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№11  offline წევრი tamuna.s

დღეს დადებ?

 



№12  offline წევრი ლუკკიანეცცი

ნენე ვითომ ჩამოყალიბებული 32 წლის ქალია და ტვინში აზრად მოუვიდა მარტოხელა დედა გახდეს, შვილი გააჩინოს ისიც კლუბში შემხვედრი მთვრალი ან ვინიცის კაიფში მყოფი მამაკაცისგან? კაი რა. (თან ძმას რო ეუბნება შვული მინდა ქმრის გარეშე'ო'ბოჟე მოი:დ) ასეთმა "ქერა, ცისფერთვალება, კურნისა და დიდტუჩებამ" 32 წლის მანძილზე დავიჯერო ვერავინ ნახა? ან პრველივე სექსზე დაორსულება იშვიათიაო რა იგულისხმე ქალიშვილია თუ...?
აი ეს მარიკასნაირი ქალების "ღრუზინ" ოჯახში არ შეშვება რა იყო? (მეზიზღება ეგ სიტყვა)
ნუ რავთქვა საერთო ჯამში? დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ალბათ საინტერესოდ? ვნახოთ, ვნახოთ...

 



№13 სტუმარი სტუმარი თაკო

აუ გამიხარდა ასე მალე რომ დაგვიბრუნდი ტან ზალიან...
საინტერესო ცანს გაგრზელე აუცილებლად ნუ ახლა თუ შენი წინა ისტორიასავით შოკი გამოდგა ესეც სიამოვნებით წავიკითხავ ბოლომდე

 



№14  offline წევრი kiko

ერთ-ერთ ისტორიას გავს ძაან იმედია ისე არ იქნება და განსხვავებული იქნება
წარმატებები

 



№15  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

Mariami
Vaime mariam ra kargia ase male rom dagvibrundi.miyvars me sheni istoriebi. Unda gaagrdzelo aucileblad ara ra.

მადლობა დიდი❤ ავტვირთე ახლა და დაიდება მალე❤

სტუმარი თაკო
აუ გამიხარდა ასე მალე რომ დაგვიბრუნდი ტან ზალიან...
საინტერესო ცანს გაგრზელე აუცილებლად ნუ ახლა თუ შენი წინა ისტორიასავით შოკი გამოდგა ესეც სიამოვნებით წავიკითხავ ბოლომდე

ძალიან ძალიან დიდი მადლობა❤❤❤

naniko mindia
Mariam umagresi xar kargia rom dabrundi warmatebebs gisurveb ♥♥♥♥gulit da sulit velodebi meore tavs

უუღრმესი მადლობა ნანიკო❤❤ დავდე ახლა მეორე თავი და აიტვირთება მალე❤❤❤❤

tatiko.1995
dzalian kargi da sainteresoa yochag chemo tkbilo velodebi shemdeg tavs moutmenlad ????????????

მადლობა დიდიი❤ დავდე ახლა და აიტვირთება მალე❤❤❤❤

 



№16  offline წევრი triniti

ეხლა დავიწყე კითხვა დასაწყისი დზალიან მომწონს ....

 



№17  offline მოდერი ელპინი

მარ,მე დაგპირდი წავიკითხავ-მეთქი,ხომ გახსოვს?!
წავიკითხე.
ნუ,შენ რომ სასწაულება მყავხარ,ხომ იცი?!
მაგრამ რამდენიმე შენიშვნასაც გეტყვი :((
პადიეზდი არა,სადარბაზო.
მირანდა-ო და მარიკა უნდა ყოფილიყო,ნუ,ეგ ისეთი არაფერი.
პუნქტუაციას მიაქციე ცოტა ყურადღება,თორე ნაწერს მაინც უკარგავს ხიბლს!
ბევრს არა,ცოტას.
მომეწონა ძალიან.
ბანალური?
უკვე,იმდენი წერს,შესაბამისად ცოტა'თი მაინც იქნება აზრი მიმსგავსებული.
ეგ არაფერი!
იცოდე,მე შენგან ბანალურობებს არ ველი!
კაი გოგო მყავხარ.
მიყვარხარ,მარ!

 



№18  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

ელპინი
მარ,მე დაგპირდი წავიკითხავ-მეთქი,ხომ გახსოვს?!
წავიკითხე.
ნუ,შენ რომ სასწაულება მყავხარ,ხომ იცი?!
მაგრამ რამდენიმე შენიშვნასაც გეტყვი :((
პადიეზდი არა,სადარბაზო.
მირანდა-ო და მარიკა უნდა ყოფილიყო,ნუ,ეგ ისეთი არაფერი.
პუნქტუაციას მიაქციე ცოტა ყურადღება,თორე ნაწერს მაინც უკარგავს ხიბლს!
ბევრს არა,ცოტას.
მომეწონა ძალიან.
ბანალური?
უკვე,იმდენი წერს,შესაბამისად ცოტა'თი მაინც იქნება აზრი მიმსგავსებული.
ეგ არაფერი!
იცოდე,მე შენგან ბანალურობებს არ ველი!
კაი გოგო მყავხარ.
მიყვარხარ,მარ!

ჩემი ანა❤
ჩემი ელპინი!❤
ვიცი ვიცი, არეული იყო პირველი თავი❤ მეორეც ცოტა :დდდდ
შემდეგ თავებში შედარებით გამოსწორებულია იმედია უფრო მოგეწონება❤
მიხარია რომ შეასრულე პირონა ან❤
მახარებს შენი კომენტარები❤ და მიყვარხარ მე შენ❤

triniti
ეხლა დავიწყე კითხვა დასაწყისი დზალიან მომწონს ....

მადლობა❤

 



№19  offline წევრი konstantine13

სიმართლე,რომ გითხრა დამაინტერესა. არმომეწონა ბევრი რაღაც, მაგრამ ყველაზე მეტად ერთი და იგივე სიტყვების ხშირად ხმარება არ მხვდებოდა ყურზე კარგად.
"კაი კაცი აარჩიე ნენე, ჩემი დის შვილი ლამაზი უნდა იყოს! მე შენთან ვარ"
ამაზე ბევრი ვიცინე კარგია მომწონს და აუცილებლად გავაგრძელებ კითხვას. დახვეწილობას ველი შემდეგ უკვე არსებულ თავებში. <3

 



№20  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

konstantine13
სიმართლე,რომ გითხრა დამაინტერესა. არმომეწონა ბევრი რაღაც, მაგრამ ყველაზე მეტად ერთი და იგივე სიტყვების ხშირად ხმარება არ მხვდებოდა ყურზე კარგად.
"კაი კაცი აარჩიე ნენე, ჩემი დის შვილი ლამაზი უნდა იყოს! მე შენთან ვარ"
ამაზე ბევრი ვიცინე კარგია მომწონს და აუცილებლად გავაგრძელებ კითხვას. დახვეწილობას ველი შემდეგ უკვე არსებულ თავებში. <3

როცკითხულობ ახლა მეც მეცინება???? ხომგითხარი პირველი გავები სულ სისულელე გამომდის :დდდ
£იმედია უფრო მოგეწონება❤

 



№21 სტუმარი სტუმარი ლანა

აუ გარგძელე რა ძალიან დამაინტერესა.

 



№22  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

სტუმარი ლანა
აუ გარგძელე რა ძალიან დამაინტერესა.

დასრულებულია ეს ისტორია უკვე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent