შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უ'ყველაფრო (სრულად)


26-10-2017, 00:29
ავტორი ელპინი
ნანახია 1 369

უ'ყველაფრო (სრულად)

და მოულოდნელად მე ვგრძნობდი არაფერს!
წარმოიდგინეთ თავი წარსულის მყუდრო,ცარიელ,ჩაბნელებულ ოთახში.
და დავიწყოთ!
მოეშვით!
არ დაძაბოთ გონება!
-დილამშვიდობის.
-დილამშვიდობის.
ერთი სიტყვა.
ერთი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა.
ერთი სიხარული და ბედნიერება.
მერე რა?
ესეც მნიშვნელოვანია ჩემთვის.
-როგორ ხარ?
-კარგად,თავად?
ორი სიტყვა.
ორი სიტყვით მეტად გახანგრძლივებული სიცოცხლე.
მეტი ემოციები.
მეტი სილაღე.
-ძალიან კარგად გამოიყურები.
-ძალიან დიდი მადლობა.
სამი სიტყვა.
სამი წუთით მეტი.
თხუთმეტი ბგერით მეტი
გაგრძელებული წინადადება.
-ბევრად ძვირფასს ნიშნავ ჩემთვის.
უკვე ოთხი სიტყვა.
ოთხად აჩქარებული გულისცემა.
ოთხად აჩქარებული რეაქციები. ოთხად აჩქარებული სისხლის მიმოქცევა.
ოთხჯერ გაზრდილი სიყვარულის ფორმულა.
-ახლა სამყაროს შენი ფერებით ვხედავ.
ხუთი სიტყვა.
ხუთჯერ გაორმაგებული გულისცემა.
ხუთჯერ აჩქარებული პულსი.
-არ მემეტება დროის ხარჯვა შენ გარეშე.
ექვსი სიტყვა.
ექვსჯერ გულის შეკუმშვა-გადიდება.
ექვსი სიხარულის ცრემლი.
და აქედან დაიწყო!
დღეში ათასი სიტყვა.
ათასი ბედნიერება.
ყველგან ერთად ვიყავით.
არ არსებობდა არცერთი წამი ერთმანეთის გარეშე!
ხო.
წარსულში ვლაპარაკობ.
განა მინდა?!
ასე მოხდა.
დათა იყო.
დათო კი არა,დათა.
არც დავითი.
არც დათკა.
არც დათუნა.
დათა.
უბრალოდ დათა!
ვიმსხვრევი...
ვიშლები...
ვიკარგები...
ბაქტერიებივით ვიფანტები ატმოსფეროში...
-მტკივა.
-მეწვის.
-მეშანთება სხეული.
ასე მგონია ნაკუწებად მაქცევენ მალე.
გამაცამტვერებენ.
გამაქრობენ.
დათა,მენატრები!
შენი სიტყვები მენატრება,დათა.
ყოველდღე ერთით მეტი.
რატომ ხდება ასე?!
ახსნას ვერ ვუძებნი.
რა შემიძლია,გარდა ყვირილისა და ტირილისა?!
მინდა სამყაროს ვაგრძნობინო როგორ მატკინე!
მინდა ვიკივლო,ვიყვირო და შეზარზარდეს ქვეყანა!
მინდა ამ დაუსრულებელ ჰორიზონტზე წამიერად მაინც გამოჩნდე სადმე,დათა.
აჩრდილივით მაინც.
ვიცი,არ შეგიძლია,მაგრამ რომ გთხოვო?!
იცი,სოფიკომ რა მითხრა?
ვიკუ,მალე გააფრენ,გაგიჟდები და ცუდად გახდები-ო.
გავაფრინე!
გავგიჟდი!
დიახ!
სახე გამიშეშდა.
ვიკუ-ო და მეტკინა,დათა.
შენ რომ მეძახდი ის მომენატრა!
სულის ტკივილამდე მტკივხარ,დათა!
ხომ გეუბნებოდი,უშენოდ გამიჭირდება და ვერ გავძლებ-მეთქი?!
კი,გეუბნებოდი.
ხოდა,ვერ გავძელი.
და რა მითხარი?!
მე ყოველთვის შენთან ვიქნები,სადაც არ უნდა ვიყო-ო.
დამტოვე.
არ შემიბრალე!
ამ სამყაროში უსულო ნივთივით მიმაგდე.
თავი ჩემს კალთაში,რომ გედო და სისხლისგან იცლებოდი,მაშინ ფეხქვეშ გამომეცალა სიცოცხლე.
ბოლოჯერ,რომ გამიღიმე მეგონა მეჩვენებოდა.
და ბოლო ცრემლი,რომ შევნიშნე შენს თვალზე,აი,ზუსტად მანდ მოვკვდი,დათა!
ის დღე...
ღმერთო,ზიზღისგან ტანში მცრავს!
ის დაწყევლილი დღე,რომ არა ჩემთან იქნებოდი ახლა.
ვერ მოგისწარი,დათა.
სულ წამებით დამაგვიანდა და ერთმა წამმა თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება!
მე ავირიე!
შევწყვიტე არსებობა.
ჩვენი კაფე მახსენდება.
ბედნიერი,რომ შემოხვიდოდი ხოლმე და მეტყოდი
-ვიკუ,ნახე,როგორ გაამართლა ამ კაფემ ჩვენი იმედები-ო.
მაგრამ მეზიზღება ახლა ის კაფე!
ყველაფერი მეზიზღება დათა შენ გარეშე!
შენმა ვიკუ'მ ყველაფერი დათმო და ახლა ვზივარ ოთხკედელშუა და ჩემს ირგვლივ მხოლოდ სითეთრეა!
ჩემ'თვის არ უნდა გაგეკეთებინა ეს!
ალბათ,მალე ექთანი შემოვა,შპრიცს გამიკეთებს და მეტყვის :
-ვიკა,არ მოვა შენი დათა.დროა რეალობას დაუბრუნდე-ო.
ნეტა შეგახედა როგორი ზიზღით ამბობს ამ სიტყვებს,დათა.
განა რამეს უშავებს ჩემი სიყვარული?!
განა რამეს აკლებს მას?!
არ ვიცი,დათა.
მხოლოდ ის ვიცი,რომ მჭირდები და
უშენოდ უკვე სუნთქვა მეკვრის!
ვხროტინებ,გესმის?!
ვხავივარ.
მეტი აღარ შემიძლია.
ჩემს განადგურებულ,
უყველაფრო,
უსულო სხეულს მეტი აღარ ძალუძს.
არ მინდა მომავალი შენს გარეშე,დათა.
ეგო ყურში ჩამჩურჩულებს რეალობას
-დათა არ დაბრუნდება.
-დათამ მიგატოვა.
-დათა შენთან აღარ არის.
-შენ მარტო ხარ.
ყოველ წამს ვკვდები და ვცოცხლდები!
მაგრამ ვგრძნობ,მალე გაცოცხლებას ვეღარ შევძლებ.
რა უნდათ,დათ?
რას მერჩიან?
ვინმეს რამე დავუშავე?
ხედავ,ჩემი სიყვარული რამდენს აშავებს თურმე.
ვერ ეგუებიან.
"და მაშინ,როცა მე თეთრ კედლებს დავემშვიდობები,ესეიგი შენთან მოვდივარ".
დამელოდე დათა!
იცოდე,სადმე არ წახვიდე!
რაებს ვბოდიალობ?!
საბოლოოდ და ოფიციალურად გიჟად შემრაცხა ყველამ.
მე მოვალ.
მართლა მოვალ.
და ისევ თავიდან დავიწყოთ ყველაფერი,რა.
ვიკუ'მ გააფრინა!
ვიკუ გაგიჟდა!
მერე რა?
ოდესმე ჩვენც დაგვიმონებს სიყვარული ასე!



უკეთესი მინდოდა ყოფილიყო,ბათ...
ველი შეფასებებს.
მიყვარხართ ყველა.
ჩემი ფერადები ხართ თქვენ!скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი თაკო

ჩემი გიჟმაჟო
აიეს მესმის
გამიხარდა ბოლოში დავჯღაბნეო
როარ ეწერა თან მართლა ძან
აიაიაი ძან მაგარი იყო მართლა
მე ძან მომეწონა "მიყვარხარ ელპინ"

 



№2  offline მოდერი ელპინი

სტუმარი თაკო
ჩემი გიჟმაჟო
აიეს მესმის
გამიხარდა ბოლოში დავჯღაბნეო
როარ ეწერა თან მართლა ძან
აიაიაი ძან მაგარი იყო მართლა
მე ძან მომეწონა "მიყვარხარ ელპინ"

ჩემი ფერადი❤
შენ რომ ელპინს სიგიჟემდე უყვარხარ,ხომ იცი?!
ძალიან დიდი მადლობა❤❤

 



№3 სტუმარი მოცინარი

ვიკუ :((( .დათა :((( . თეთრი კედლები. და კაფე. :((((( კაი რა :( რატომ?! ისეთი ისტორიები გაქვს... არც კი ვიცი რა ვთქვა (დავაკომენტო)



პ.ს თვინი შეგიჭამე, მაგრამ, ერთი პააააწუკა ბედნიერი დასასრული. გთხოვ ელ (თუ ელპინ? თუ ანა? როგორ მოგმართო?)

 



№4  offline მოდერი ელპინი

მოცინარი
ვიკუ :((( .დათა :((( . თეთრი კედლები. და კაფე. :((((( კაი რა :( რატომ?! ისეთი ისტორიები გაქვს... არც კი ვიცი რა ვთქვა (დავაკომენტო)



პ.ს თვინი შეგიჭამე, მაგრამ, ერთი პააააწუკა ბედნიერი დასასრული. გთხოვ ელ (თუ ელპინ? თუ ანა? როგორ მოგმართო?)

მოცინარ'ო მაპატიე ისევ,კარგი?!
მითხარი რაც გენებოს,გამლანძღე,გამთათხე,ღირსი ვარ :((((
როგორც გენებოს ისე მომმართე❤
მიყვარხარ და მადლობა დიდი❤❤❤

 



№5  offline წევრი Mtirala

ელპინ,
გცემო?!
მე "ღამეს" ველოდები.
შენ კი ისევ მატკინე,
შენი ისტორიით.
დარწმუნებული ვარ
ჩემს კომენტარს ელოდი.
(ნარცისი მე:)))) )
უნიჭიერესი გოგო მყავხარ.
მიყვარხარ!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№6  offline მოდერი ელპინი

Mtirala
ელპინ,
გცემო?!
მე "გულს" ველოდები.
შენ კი ისევ მატკინე,
შენი ისტორიით.
დარწმუნებული ვარ
ჩემს კომენტარს ელოდი.
(ნარცისი მე:)))) )
უნიჭიერესი გოგო მყავხარ.
მიყვარხარ!

აქამდე რომ არ ჩანდი გაპატიო?!
ნუ,კარგი.
ხო,მართალი ხარ,გელოდებოდი.
"გული"-ს მეც ველოდები,მაგრამ სად ჩანს :(((
მეც მიყვარხარ
პატარა
❤❤❤❤❤

 



№7  offline წევრი მარიკუნაა♥️

"არაფერია იმაზე რთული, ვიდრე იმის გააზრება, რომ ამ დამპალ სამყაროში იმ ერთის გარეშე დარჩი."

მგონი ვთქვი ყველაფერი, ხო?
თუ არ მითქვამს ვერც ვიტყვი.
იმიტორო რთული რამეა.
ესე უაზროდ ვერ დავიწყებ ბოდიალს.
:)
კარგი ხარ, კარგი.
დღითიდღე იხვეწები და ძალიან გაფასებ ამ პროგრესის გამო.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№8  offline მოდერი ელპინი

მარიკუნაა♥️
"არაფერია იმაზე რთული, ვიდრე იმის გააზრება, რომ ამ დამპალ სამყაროში იმ ერთის გარეშე დარჩი."

მგონი ვთქვი ყველაფერი, ხო?
თუ არ მითქვამს ვერც ვიტყვი.
იმიტორო რთული რამეა.
ესე უაზროდ ვერ დავიწყებ ბოდიალს.
:)
კარგი ხარ, კარგი.
დღითიდღე იხვეწები და ძალიან გაფასებ ამ პროგრესის გამო.

მარიამ,კი,ყველაფერი თქვი.
ძალიან დიდი მადლობა.
მეც გაფასებ იმის გამო,რომ სულ ჩემს გვერდით ხარ❤❤❤

 



№9  offline წევრი მარიკუნაა♥️

ისე წინაზე, მაგრად გამიტეხე, კომენტარზე რო არ მიპასუხე:)) მეგონა, რო გეწყინა.
არადა, მახსოვდა რო არ გწყინდა:))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№10  offline მოდერი ელპინი

მარიკუნაა♥️
ისე წინაზე, მაგრად გამიტეხე, კომენტარზე რო არ მიპასუხე:)) მეგონა, რო გეწყინა.
არადა, მახსოვდა რო არ გწყინდა:))

არ მწყენია,მარ❤
არ მწყინს,ხომ იცი?!
მითუმეტეს შენგან❤

 



№11  offline წევრი ლიდია

აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა.
მოკლედ და კონკრეტულად.
heart_eyes

 



№12  offline მოდერი ელპინი

ლიდია
აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა.
მოკლედ და კონკრეტულად.
heart_eyes

ვაიმე,გავგიჟდები.
გავაფრენ ნამდვილად.
ძალიან დიდი მადლობა,საყვარელო❤❤❤❤❤

 



№13 სტუმარი blue girl

gamikvirda da gamixarda boloshi ddavjghabne roar miawere <3 ragha gitxra ar vici. kovel jerze molodins acharbeb.<3

 



№14  offline მოდერი ელპინი

blue girl
gamikvirda da gamixarda boloshi ddavjghabne roar miawere <3 ragha gitxra ar vici. kovel jerze molodins acharbeb.<3

შენ უკვე სერიოზულად მაგიჟებ.
შეიძლება ასე?
არანორმალური ხარ.
აიიიი,ძალიან დიდი,არა,უდიდესი მადლობა❤❤❤
მიყვარხარ❤❤❤❤

 



№15 წევრი mimimimo

ბათ
მატკინე.
აი
რაღაცნაირი
იყო
თან
იყო
და
თან
არა.
მომეწონა.
წარმატებები!

 



№16  offline მოდერი ელპინი

mimimimo
ბათ
მატკინე.
აი
რაღაცნაირი
იყო
თან
იყო
და
თან
არა.
მომეწონა.
წარმატებები!

მარ,დიდი,დიდი მადლობა❤❤
გელოდებოდი და ძალიან გამახარე❤❤

 



№17  offline წევრი londoni

სუნთქვა შეკრული წავიკითხე ბოლომდეე... ძალიან კარგი იყოო. მომეწონაა..წარმატებები!

 



№18  offline მოდერი ელპინი

londoni
სუნთქვა შეკრული წავიკითხე ბოლომდეე... ძალიან კარგი იყოო. მომეწონაა..წარმატებები!

უღრმესი მადლობა!
ძალიან გამახარე❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent