შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივსისხლიანი - {თავი 5}


27-10-2017, 14:45
ავტორი Margaritha Loki
ნანახია 3 732

ცივსისხლიანი - {თავი 5}

ოქტომბერი ნელ-ნელა მიიწურა და ნოემბერიც დადგა. ჰაერის ტემპერატურამ იკლო, წვიმებმა და ცივმა ამინდებმა კი ქალაქს მელანქოლიური განწყობა მოჰფინეს.
საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, ნელის დაჟინებული თხოვნით, ანა დროებით მშობლების სახლში გადავიდა. გოგონა ვერასოდეს იტანდა ქალის გადაჭარბებულ ყურადღებას, მაგრამ ჯანდიერებს შორის ის ერთადერთი იყო, რომელსაც წინააღმდეგობას ვერ უწევდა და მის ყველა მითითებას ასრულებდა.
ნელის ძალისხმევის შედეგად, ანა მალე გამოჯანმრთელების გზას დაადგა. ჭრილობამ შეხორცება დაიწყო, მხარს უფრო თავისუფლად ამოძრავებდა და ლეოს თხოვნით, თერაპიის კურსსაც იტარებდა.
სულ მალე, გოგონამ მტკიცედ გადაწყვიტა მშობლების სახლი დაეტოვებინა და უნივერსიტეტის ქუჩაზე დაბრუნებულიყო, მაგრამ ერთ საღამოს, ნერსემ თავისი გეგმების შესახებ უამბო და თანაკურსელებთან თავისუფლად ცხოვრებაც, მაშინვე წარსულს ჩაბარდა.

...
-ანა, გადმოდი მანქანიდან! - უკვე მეხუთეჯერ გაიმეორა ნერსემ და სამების ქუჩის 21 ნომერ სახლს გახედა.
-არ მინდა აქ ცხოვრება.- ისევ იგივე უპასუხა გოგონამ, რაც წინა ჯერზე და ავტომობილის ჩამოწეული ფანჯრიდან, ლეოს სახლი აათვალიერა.- მითხარი, სად წაიღე ჩემი ყელსაბამი და გადმოვალ.
-პოლიციის საცავშია, უსაფრთხოდ.-უპასუხა კაცმა.- როცა ამის დრო მოვა მუზეუმს გადავცემთ, ახლა კი ჯობია არავის არ ეკეთოს კისერზე, რადგან თუ მართლა ისეთი ძვირფასი ნივთია, როგორც შენი მშობლები ამტკიცებდნენ, შეიძლება დაიკარგოს.
-რვა წელი ვინახავდი.-შეეპასუხა ანა.
-რვა წელი, მის გამო დაგდევდნენ.- არც ნერსემ დააკლო.- ნეტავ, აქამდე მცოდნოდა ეგ ამბავი.
კაცის მოღუშული სახის დანახვისას, გოგონას გული შეეკუმშა. არც თვითონ მოსწონდა, მისი მოტყუება, რომ მოუწია და მითუმეტეს, როცა მისი ტყული ასე გამოააშკარავეს, მაგრამ თავს არწმუნებდა, რომ ასე მხოლოდ ჯანდიერების დასაცავდ მოიქცა: რაც ნაკლები ეცოდინებოდათ, მათთვის უკეთესი იქნებოდა.
ანა უსიტყვოდ გადმოვიდა მანქანიდან, საფეხურები სწრაფად აირბინა და სახლის მთავარი კარი შეაღო.

გაბრიელი კიბის საფეხურზე იდგა, ზურგით მოაჯირს მიყრნობოდა და ლეოს რაღაცაზე ეკამათებოდა. ბიჭებმა, როგორც კი გოგონა შენიშნეს, მაშინვე გაჩუმდნენ.
-გააგრძელეთ, ხელს არ შეგიშლით.-თქვა ირონიულად ანამ და დაუპატიჟებლად შეაბიჯა, პირველ სართულზე განთავსებულ ლეოს ბიანში, რომლის კარიც ამჯერად ღიად იყო.
მართკუთხა ოთახი, ისევ ისეთი დახვდა, როგორიც გოგონას ახსოვდა. დაწახნაგებული სარკმელები წინა ეზოს და ქუჩას გაჰყურებდა. შიგნით ბუხარი, ძველებური ტყავის სავარძლები, დაუზიანებლად შემორჩენილი ანტიკვარული ნივთები და პატარა მაგიდა იყო განთავსებული.
ოთახის მეორე ბოლოში, ორი კარი მდებარეობდა. ერთი, პატარა სამზარეულოში გადიოდა, მეორე კი საძინებელში, რომელსაც თავისი სააბაზანოც ჰქონდა.
ანამ ყველაფერი დაათვალიერა და მომენტალურად ღიმილი მოჰგვარა ბუხრის თავზე ნაცნობი ფოტოს შენიშვნამ.სურათზე ის და ლეო იყვნენ აღბეჭდილნი, დათოვლილი მთების ფონზე. ეს ფოტო ორი წლის წინ, შობას იყო გადაღებული, ანას ნამდვილი მშობლების მიერ დანატოვარ აგარაკზე, რომელიც მთებში მდებარებოდა.
გოგონას იქ გატარებული დროც გაახსენდა და ღიმილი მაშინვე დარდმა შეცვალა, თუმცა სწრაფად მოიშორა მისთვის უსიამოვნო ემოციები და ბინიდან თავის თავზე გაბრაზებული გამოვარდა.
მამაკაცები ისევ მისაღებში იდგნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ. ნერსე არსად ჩანდა, როგორც ჩანს უკვე წასულიყო, ლეოს მოღუშულ სახეზე კი აშკარად ეტყობოდა, რომ მთელი დღე გაბრიელის წუწუნის მოსმენა უწევდა.
-ღმერთო, ვისთან დამტოვა ამ კაცმა, თავი ფიფქია მგონია, რომელიც შვიდთან არა, მაგრამ ორ ჯუჯასთან... - ანა წამიერად გაჩერდა, ჯერ ლეოს მაღალ ფიგურას ააყოლა თვალი, მერე კი გაბრიელისას და უკმაყოფლოდ თქვა.- თქვენ ხომ კაცი ვერაფერში გამოგიყენებთ, დაბლები მაინც იყოთ, ვიტყოდი ჯუჯებთან ერთად ცხოვრება მომიწევს-თქო!

გაბრიელმა მის რეპლიკაზე ირონიულად ჩაიცინა, გოგონას კიბის საფეხურიდან გადმოხედა და გაღიზიანიებული ხმით უთხრა.
-თუ ამ სახლში ცხოვრება გინდა, სამი წესი უნდა დაიმახსოვრო, პირველი: არ იხმაურო, მეორე: არ ჩაერიო ჩემს საქმეებში და მესამე: პირველი და მეორე წესი, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო.
-მეც მაქვს ჩემი წესები.-იგივე ტონით მიუგო გოგონამ.- პირველი: შენი პირველი წესი ფეხებზე მკი’დია , მეორე: შენი მეორე წესიც ფეხებზე მკი’დია და მესამე: შენი პირველი და მეორე წესი ერთდროულად ფეხებზე მკი’დია.
გაბრიელმა პირი გააღო, რომ ანას შეკამათებოდა, მაგრამ გოგონამ არ მოუსმინა, სწრაფად აუარა გვერდი და კიბეებს აუყვა.

-დაგენაძლევები, აქ ერთ კვირასაც ვერ გაძლებს.- მიუბრუნდა გაბრიელმა ლეოს.
-დაგენაძლევები, ერთი კვირის შემდეგ, აქედან თავად მოინდომებ წასვლას.-გაეცინა მამაკაცს.
-კარგი, არ გვინდა ნაძლევი, უბრალოდ მოვლენების განვითარებას დავაკვირდეთ.-ჩაილაპარაკა ბიჭმა უხალისოდ.

კიბეზე შემდგარ გოგონას, ბიჭების ნათქვამიდან ერთი სიტყვაც არ გამოჰპარვია, მაგრამ მათ საუბარს ყურადღება აღარ მიაქცია, დარჩენილი საფეხურებიც აირბინა, თავისი ახალი ბინის კარი შეაღო, ზღურბლზე გაჩერდა და გარემოს თვალი მოავლო.
იქაურობა გაბრიელის ბინის იდენტური აღმოჩნდა. დიდი მისაღები ოთახი, რომელიც ბარის დახლის მსგავსი მაგიდით იყო გაყოფილი და რომლის მიღმაც სამზარეულო მდებარებოდა. გაზის ბუხარი, ძველებური სავრაძლები და წიგნის კარადები კი სახლს სიმყუდროვის ელფერს სძენდა.
გოგონამ ყველა კუთხე-კუნჭული შემოიარა, საძინებელი და სააბაზანოც დაათვალიერა, შემდეგ კი სარკმელთან მივიდა და წინა ეზოს გადახედა. ოქროსფერი და წითელი ფოთლებით მოფენილი სამების ქუჩა , მართლაც რომ ულამაზესი იყო. ანას ძალიან მოსწონდა იქაურობა, მაგრამ იმდენად ჯიუტი იყო, რომ ამას ალბათ არასოდეს აღარებდა. გოგონა ფანჯარას მოსწყდა, წინა დღით მუშების მიერ მოტანილ მუყაოს ყუთებს დასწვდა, რომლებშიც მისი ნივთები ეწყო და ამოლაგებას შეუდგა.


...
მეორე დილით, ანამ საყიდლებზე წასვლა გადაწყვიტა. შაბათი იყო და სანამ უნივერსიტეტში დაბრუნდებოდა დრო ჯერ კიდევ ჰქონდა. სახლიდან გამოსული გოგონა მთელი გზა გრძნობდა, რომ უკან ვიღაც მოჰყვებოდა, მაგრამ რადენჯერაც გაჩერდა და მიიხედა ვერავინ დაინახა.
ანას კარგი ინტუიცია ჰქონდა, რომელიც არასოდეს ატყუებდა. თავიდან დაფრთხა, რადგან ერეკლე ისევ ძებნაში იყო და ეჭვი მაშინვე მასზე მიიტანა, თუმცა სავაჭრო ცენტრში შესულმა, ვიტრინის მინის ანარეკლში ნაცნობი ფიგურა, რომ დაინახა მაშინვე ყველაფერს მიხვდა.
გაბრიელი თვალს არ აშორებდა ანას. ფეხდაფეხ მისდევდა და ყველა მის ნაბიჯს აკონტროლებდა. გოგონა კოსმეტიკის და პირადი ჰიგიენის დახლებს შორის შევიდა და მათი თვალიერება დაიწყო, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ იგი მოულოდნელად გაუჩინარდა. ბიჭმა სათვალე მოიხსნა, დაბნეული მზერა გააცეცა და ანას ძებნას შეუდგა.
-ვინმეს ეძებ?- მოესმა უცებ უკინიდან ნაცნობი ხმა.
-ანა!- შესძახა ყალბი ღიმილით გაბრიელმა და გოგონას მიუბრუნდა.-რა დამთხვევაა!
-ჰო, საოცარი დამთხვევაა,- სიყალბითვე უპასუხა მან.- აქ შენც ტონალური კრემის საყიდლად მოხვედი, არა?
-სარკაზმის დეიდა ხარ!-გაეცინა ბიჭს.
ანამ სახიდან სწრაფად მოიშორა ხელოვნური ღიმილი, ღრმად ჩაისუნთქა და გაბრიელი უცნაურად შეათვალიერა. ბიჭი მისმა მზერამ შეაკრთო, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და თაროებს ზურგით მიეყრდნო. ანამ კმაყოფილი სახით ჩაიცინა, გაბრიელთან ძალიან ახლოს მივიდა, მის შავ თვალებს შეაჩერდა და დახშული, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა.
-რატომ მითვალთვალებ?
-მეტი... საქმე არ მაქვს!- ხმა გაებზარა ბიჭს.
ანამ მარცხენა ხელი ასწია და მუცელზე შემოჭდო, მერე მარჯვენა ხელის იდაყვით მას დაეყრდნო, თმა უკან გადაიწია და კისერზე გამომწვევად ჩამოისვა გამხდარი თითები.
გაბრიელი მის ყოველ მოძრაობას აყოლებდა თვალს და პერიოდულად ხმაურით ყლაპავდა ნერწყვს . უჭირდა ანასთვის თვალის მოშორება, უჭირდა და მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო ამის გაკეთება. ყოველთვის თავხედ და გათამამებულ ბავშვად აღიქვამდა, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი თავდაყირა დადგა, ანა კი ყველაზე სასურველ არსებად იქცა ერთ წამში.
-ენა გადაყლაპე?-ფიქრებიდან გოგონას უკმეხმა სიტყვებმა გამოიყვანა.
ანა ისევ მის წინ იდგა, მასთან ძალიან ახლოს და იგივე გამომწვევი მოძრაობით იტარებდა თითებს კისერზე. გაბრიელი ელვის სისწრაფით სწვდა მაჯაში და ისე მაგრად მოუჭირა ხელი რომ, გოგონამ თითების გამოძრავებაც ვერ შეძლო. ანას წარბიც კი არ შეუხრია, ზუსტად იცოდა რატომ ჰქონდა ბიჭს ასეთი რეაქცია, ამიტომ მხოლოდ ირონიულად გაიღიმა და იგივე ტონით უთხრა.
-მიპასუხე!
-რაღაც გეშლება!-კბილებში გამოსცრა გაბრიელმა და გოგონას ხელი შეუშვა.-უკან არ დაგყვები.
-დარწმუნებული ხარ?-ამჯერად უფრო ვნებამორეული ხმით ჰკითხა გოგონამ, გაბრიელს სახე ახლოს მიუტანა და ხელი ფრთხილად გასწია მის უკან მდებარე დახლისკენ.
ბიჭს ანას ბაგეზე თვალი გაუშტერდა. ლამის ჭკუიდან გადავიდე ისე მოუნდა მისი შეხება, თავის შეკავება კი არც კი იცის რა ფასად დაუჯდა.
სანამ გაბრიელი მისი სახის ნაკვთების თვალეირებაში იყო გართული, ანამ დახლიდან ორსულობის ტესტის პატარა კოლოფი აიღო და ფრთხილად ჩაუდო ბიჭს ჯიბეში.
-არ გაისარჯო, უკან მაინც ვეღარ გამომყვები.- თქვა გოგონამ ეშმაკური ღიმილით, გაბრიელს მოშორდა და გასასვლელისკენ გაემართა.
ბიჭმა სიცივე იგრძნო, როგორც კი გოგონამ ზურგი აქცია და ეს საშინლად არ ესიამოვნა. გაბრიელი ადგილს მოსწყდა, ანას უკან აედევნა, უნდოდა დასწეოდა და ეკითხა მისი საქციელი რას ნიშნავდა, მაგრამ ვერ მოახერხა. გოგონამ კარში გასვლა მოასწო, კარის თავზე დამაგრებულმა სენსორმა კი ისეთი წივილი გააბა, რომ კლიენტებს ლამის სმენის ორგანოები დაუხშო.
უცებ კართან ორი მაღალი ტიპი გაჩნდა,რომლებიც სავაჭრო ცენტრის დაცვის წევრები იყვნენ, გაბრიელს წინ გადაუდგნენ დ შეაჩერეს. ბიჭმა გაკვირვებული, კითხვებით სავსე მზერა მიაპყრო გარეთ მდგარ ანას, გოგონამ კი საპასუხოდ მხოლოდ მიშნის მოგებით გაუღიმა და ხელი დაუქნია.

...
სავაჭრო ცენტრიდან გამოსულმა ანამ, ტაქსი გააჩერა და პირდაპირ განყოფილებაში წავიდა.
ნერსე კაბინეტში არ დახვდა. უთხრეს, რომ დალოდებოდა, ისიც მოწყვეტით დაეშვა სკამზე და მისთვის საძულველი მეტრონომის ტიკტიკს მიუგდო ყური.
მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, მარცხენა მხარეს მიაბრუნა თავი და მისთვის უკვე კარგად ნაცნობი დაფა შენიშნა, რომელზეც ისევ იმ ცნობილი ტილოების სურათები იყო გაკრული.
ანა ფეხზე წამოდგა, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და დაფის ყველა დეტალს ფოტოები გადაუღო. არ იცოდა რატომ, მაგრამ ინტუიცია კარნახობდა, რომ ამ საქმესთან რაღაც აკავშირებდა და მზად იყო მისი გამოძიება დაეწყო. იცოდა, რომ ნერსე ამის უფლებას არ მისცემდა, ამიტომ ყველაფრის მალულად გაკეთება გადაწყვიტა.
მოულოდნელად კაბინეტის კარი გაიღო და შიგნით ნერსე შემოვიდა. მის დანახვაზე ანამ სწრაფად დამალა ტელეფონი და გამომდინარე იქიდან ,რომ მამისგან ინფორმაციის მიღება სურდა, მლიქვნელურად გაუღიმა და მიესალმა კიდეც, რასაც არც ისე ხშირად აკეთებდა.
-კარგ გუნებაზე ხარ!-მაშინვე შენიშნა კაცმა.-ასეთი რა მოხდა?
-არაფერი.-მხრები აიჩეჩა გოგონამ და ისევ დაფას მიუბრუნდა.-როგორ მიდის ეს საქმე?
-ცოტა წინსვლა გვაქვს.-ამოიოხრა კაცმა.
-მართლა?-თვალები გაუბრწყინდა გოგონას.-მაინც რა წინსვლა? რა აღმოაჩინეთ?
-გამოცდილმა ხელოვნებათმცოდნეებმა, როგორც იქნა დაასრულეს ნაპოვნი გაყალბებული ნახატების სრული ანალიზი და შემოწმების შედეგად რაღაც აღმოაჩინეს. - უპასუხა ნერსემ, დაფისკენ ხელი გაიწვდინა, სულ ზემოთ მიმაგრებული ერთ-ერთი სურათი ჩამოხსნა და ანას გაუწოდა.- ყველა ნახატის ქვედა ფენაში, ეს სიმბოლო აღმოვაჩინეთ.
გოგონამ სურათს დახედა და ძალიან ახლო ხედით გადაღებულ, ცოტა დაბურულ და უხარისხო სურათში მაინც გაარჩია ლათინური ასო „M”.
-ეს რა არის?-იკითხა მან და სურათი ცოტა შორს გასწია, რომ გამოსახულება უკეთ დაენახა.
-როგორც ჩანს, ჩვენმა მხატვარმა კვალი დაგვიტოვა.
-მხატვარს ნუ ეძახი, ჩვეულებრივი პლაგიატია.- გაღიზიანებული ხმით მიუგო ანამ.- ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია თავისი ფანტაზიით რაღაც შექმნას და სხვისას იპარავს.
-ან უბრალოდ, თავისი ფანტაზიით შექმნილი ნამუშევრები მილიონებად ვერ გაყიდა, სამაგიეროდ კი მონეს და რემბრანდტის ხარჯზე გამდიდრდა.- სარკაზმნარევი ხმით უპასუხა კაცმა და ისევ განაგრძო.- ახლა ამ სიმბოლოზე ვმუშაობთ, თუმცა ჯერ ვერაფერი დავადგინეთ. შეიძლება მისი სახელის ინიციალი იყოს ან გვარის, მაგრამ აშკარაა, რომ ყველა ნახატის შიდა ფენაში ამ სიმბოლოს შემთხვევით კი არა, განდიდების მანიის გამო ტოვებს. უნდა მისი სახელი ცნობილი იყოს, უნდა ისტორიაში შევიდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი გამყალბებელი, რომელმაც პოლიციის და მკვლევარების მოტყუება შეძლო.
-საინტერესოა!- წამოიძახა გოგონამ, სურათი ისევ დაფაზე მიამაგრა და ინტერესით დააკვირდა.
-მაგრამ, აქ ამისთვის არ მოსულხარ, ხომ ასეა?- თემა შეცვალა ნერსემ და გოგონას გამჭოლი მზერით დააკვირდა.
-გაბრიელს შენ უბრძანე, ჩემი თვალთვალი?-იკითხა უცებ გოგონამ და როცა შენიშა, რომ ნერსე უარყოფას აპირებდა, ბრაზით შეუბღვირა.- არც სცადო!
-გაბრიელი ბრძანებებს არასოდეს ასრულებს, მასთან თხოვნა უფრო ჭრის და ჰო, მე მას ვთხოვე შენთვის ეთვალთვალა.
-რატომ? არ მენდობი? გგონია ისევ გავიქცევი?-მიაყარა კითხვები ანამ.- ვიცი რომ ამის მიზეზი გაქვს ...
-ჰო არ გენდობი, მაგრამ ერეკლესი უფრო მეშინია, ჯერ კიდევ თავისუფალია და ხომ შეიძლება გამოჩნდეს?- დაღლილი სახით ამოილაპარაკა ნერსემ და თავის სავარძელში ჩაეშვა.- ამდენმა პრობლემამ ნაადრევად გამაჭაღარავა.
-მამა, თავს თვითონ დავიცავ.- ტონი შეარბილა გოგონამ, რადგან არ უნდოდა კაცი ისევ გაეღიზიანებინა.
-ამიტომაც გაქვს მხარში უზარმაზარი ნახვრეტი.
-აღარ მაქვს, შეხორცდა.
-ანა!
-ნერსე!
-კარგი, ვეტყვი შეგეშვას.-თვალები გადაატრიალა კაცმა და სწრაფად დანებდა, რადგან ისეთი დაღლილი იყო, რომ ანასთან კამათის თავი არ ჰქონდა.
-ძალიან კარგი, ახლა კი ვალდებული ხარ გაბრიელზე ყველაფერი მომიყვე რაც იცი.- მხრებში გასწორდა ანა და ნერსეს ინტერესით შეაჩერდა.
-რა?- გაეცინა კაცს.- რატომ უნდა მოგიყვე? ან საიდან მოიტანე, რომ მასზე რაიმე ვიცი?
-კარგად გიცნობ,-თვალები ეჭვით დააწვრილა გოგონამ,- ზუსტად ვიცი, რომ შენს საქმეებში ადამიანს ისე არ ჩართავდი თუ მასზე ინფორმაციას არ მოიძიებდი და სანდოდ არ მიიჩნევდი.
-მის დოსიეს გაჩვენებ.-კიდევ ერთხელ დაყარა ფარ-ხმალი კაცმა.
ნერსემ ჯიბიდან გასაღები ამოიღო, საწერი მაგიდის უჯრა გახსნა, იქიდან თხელი საქაღალდე ამოაძვრინა და ანას გაუწოდა. გოგონამ საქაღალდე გადაშალა ,რამდენიმე გვერდი გადაიკითხა და უკმაყოფილო სახით თქვა.
-დოსიეში მისი სიმაღლე და ასაკი წერია, მე კი ის მინდა ვიცოდე, რაც აქ არ ჩაგიწერია.
-ბევრი მართლა არფერი ვიცი მასზე.- მიუგო ნერსემ.- სანქტუმში დაიბადა და გაიზარდა, სკოლა აქ დაამთავრა, იმ უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელშიც ახლა შენ სწავლობ, ოღონდ არქეოლოგიის ფაკულტეტზე და არ დაუმთავრებია, მეორე კურსიდან გამოაგდეს.
-რისთვის?-იკითხა გოგონამ
-ლექტორთან რომანისთვის.
-რა?!-გაოგნებისგან თვალები შუბლზე აუვიდა ანას.- და ლექტორი?
-ჩემზე უკეთ მოგეხსენება, რომ უნივერსიტეტს საკმაოდ მკაცრი წესები აქვს, ამიტომ ლექტორიც დაითხოვეს სამსახურიდან.-აუხსნა კაცმა, მერე კი ისევ განაგრძო.- ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა და თითქმის ოთხი წელი გაუჩინარებული იყო. არ ვიცი რას აკეთებდა, მისი თქმით მოგზაურობდა. ბოლო ორი წელია რაც გამოჩნდა: ერთი წელი უსაქმურად დაეხეტებოდა, თითქმის ათი თვის წინ კი ისევ აქ დაბრუნდა და ბინა იქირავა. ლეოსთან სტუმრობისას გავიცანი, მაშინ მკვლელობას ვიძიებდი, მან კი დახმარება შემომთავაზა. ძალიან ჭკვიანია, ფოტოზე ერთი შეხედვით მკვლელობის გახსნაში დამეხმარა
-ეგ როგორ?-გაკვირვება ღიმილში გადაეზარდა ანას, რადგან გრძნობდა, რომ გაბრიელზე საუბარი საოცრად სიამოვნებდა.
-ფოტო ჩვენმა კრიმინალისტებმა გადაიღეს მკვლელობის ადგილას. სურათზე გვამი იყო აღბეჭდილი, თან ისე დაბლიდან იყო გადაღებული, რომ კარადა და მის ქვემოთ ოდნავ დაზიანებული იატაკი ჩანდა, რომელიც ვერავინ შეამჩნია. გაბრიელმა ეს შენიშნა, მაგრამ მაშინვე არ უთქვამს. მეორე დღეს იმ კაცის სახლში ჩუმად შეპარულა, კარადა გადაუწევია, პარკეტის ფილები ამოუყრია და იქ სამხილები იპოვა. გარდაცვლილი ადვოკატი იყო და ერთი დამნაშავე გაამართლა, რომელიც მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, ადვოკატი კი მისი დანაშაულის დამამტკიცებელ საბუთებს სახლში ინახავდა და მის კლიენტს აშანტაჟებდა. სიჩუმის სანაცვლოდ ფულს თხოვდა, მან კი მოკლა.
-ოჰო, მართლა ჭკვიანი ყოფილა!-აღფრთოვანება ვერ დამალა ანამ და ხმამაღლა წამოიძახა, მერე კი ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა.- აბა, ჩემთან რატომ შტერდება?!
-ამიტომაც ვენდობი, ის ყოველთვის უანგაროდ მეხმარება, როცა მჭირდება.
-და მის ოჯახზე რას მეტყვი?
-მამამ ადრე მიატოვა, დედამისი კი... - ნერსე წამით შეყოვნდა, ანას შეხედა და ჰკითხა.- გსმენია რაიმე, ნატალია ლიჩელის შესახებ?
-ეგ ის ქალი არ არის, ჩეკების გამყალბებელი?-მაშინვე გაახსენდა გოგონას, წლების წინ გაგონილი ამბავი.
-ჰო, ეგ არის.-თავი დაუქნია კაცმა.
-მისი შვილია?- განცვიფრებისგან თვალები გაუფართოვდა გოგონას, როცა გვარი ეცნო.
-კი.
-და ასეთ ადამიანს ენდობი?
-ნატალია, რამდენიმე წლის წინ პოლიციას დაეხმარა, ძალიან სახიფათო დამნაშავეების დაჭერაში, ახლა კი ჭკვიანად არის და კანონი იცავს.- მკაცრად მიუგო კაცმა.- გაბრიელი მისი შვილია, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ დედამისის მსგავსია.
ანამ არაფერი უპასუხა, წამით ჩაფიქრდა, მერე კი ცალი წარბი ასწია და ველურად ჩაიქირქილა.
-არ მომწონს ეს სიცილი,- უთხრა ნერსემ.- ახლა რაღა ჩაიფიქრე?
-მასზე ყველაფერს გამოვიძიებ.-მტკიცე ხმით თქვა გოგონამ.-მის ყველა საიდუმლოს გავიგებ, ისეთსაც კი, რომელიც შეიძლება თავადაც არ იცოდეს.
-გაგიჟდი ხომ?-თვალები დაუბრიალა კაცმა.
-სულაც არა!-თავი ჯიუტად გააქნია გოგონამ.- ოპერაცია "ფარდა ავხადოთ გაბრიელ გრეის 50 ელფერს" იწყება! იმ ოთხი წლის განმავლობაში, როცა დაკარგული იყო, ეჭვი მაქვს სულაც არ მოგზაურობდა, ან მოგზაურობდა და კიდევ რაღაცეებსაც აკეთებდა.
-რა გრეი, რა ელფერი... საერთოდ რაზე ლაპარაკობ?-შეეკითხა ნერსე.
-ნახვამდის მამიკო, ბევრი საქმე მაქვს და ვეღარ დავრჩები.- უპასუხა გოგონამ გულგრილად , ფეხზე წამოვარდა და კაბინეტი დატოვა.

ანამ ჩაფიქრებული სახით გაიარა დერეფანში და უკვე გეგმებს აწყობდა, როგორ მოეძია გაბრიელის წარსული და როგორ მოებეზრებინა მისთვის თავი, თუმცა ფიქრები კატოს ძახილმა შეაწყვეტინა. ქალი კართან დაეწია მას, მეგობრულად გადაეხვია და მოიკითხა კიდეც.
-უკვე ისე მივეჩვიე შენს აქ ბორკილებით ნახვას, რომ ასეთ ფორმაში ცოტა მეხამუშები.- სიცილით უთხრა კატომ.
-მე და ბორკილები განუყრელები გავხდით.- სიცილში აჰყვა ანაც.
-შესვენებაზე გავდივარ და კაფეში ხომ არ წავიდეთ?- ჰკითხა კატომ და თხელი შარფი, რომელიც ხელში ეჭირა, კისერზე შემოიხვია.
-თუ გინდა ჩემთან წავიდეთ, კარგ ყავას ვამზადებ და თან ჩემს ახალ ბინასაც ნახავდი, ხომ იცი, რომ ლეოსთან გადავედი?!- სახელი განსაკუთრებით გამოთქვა გოგონამ.
-კარგი, მეც ძალიან მაინტერესებს შენი ახალი ბინა.- ღიმილით მიუგო ქალმა და ხელში მანქანის გასაღები შეათამაშა.


...
ანამ მეგობრულად შეიპატიჟა თავის ბინაში კატო და დაჯდომა შესთავაზა თვითონ კი ყავის მოსამზარებლად გაემართა. ზოგჯერ გოგონას თავისი თავისაც კი უკვირდა და ვერაფრით ხვდებოდა, როგორ მალავდა იმ სიძულვილს, რასაც ქალის და ზოგადად მისი ოჯახის მიმართ განიცდიდა. უკვირდა, როგორ ახერხებდა მისთვის მეგობრად მოეჩვენებინა თავი, მაგრამ ფაქტია კარგად გამოსდიოდა.
კატომ ინტერესით მოათვალიერა ბინა და მოხიბლული დარჩა ანას გემოვნებით. გოგონამ ყავის ფინჯნები ჟურნალების მაგიდაზე დაალაგა და მის წინ მჯდარ სტუმარს გამბურღავი მზერა მიაპყრო.
-იცი, დღეს ლეოს დასვენება აქვს და მთელი დღეა სძინავს.-წამოიწყო გოგონამ საუბარი.
-ანუ სახლშია?-ცოტა არ იყოს, დაიძაბა კატო.
-ჰო, ღამეებს ათევს მისი სამსახურის გამო და დღეს ინაზღაურებს.
კატომ დაბნეული მზერა მოავლო ოთახს და ყავა მოსვა, მერე კი ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა. ანა მის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა და თან რაღაცის სათქმელად ემზადებოდა.
-ვიცი, რომ ლეო მოგწონს!-მიახალა უცებ მან.
-რა... რა სისულელეა!- მაშინვე უარყო კატომ, თუმცა ანას დაჟინებული ცქერა რომ იგრძნო, უღონოდ ამოიხვნეშა და თქვა.- ჰო, კარგი... მართალი ხარ, ძალიან მომწონს.
-ასეც ვიცოდი.- გაეცინა გოგონას.
-ახლა ალბათ ფიქრობ, რომ სულელი ვარ და 29 წლის ქალი თინეიჯერივით ვიქცევი, მაგრამ...
-ასე სულაც ვფიქრობ, მე ის უფრო მაინტერესებს, ამას ლეოს რატომ არ აგრძნობინებ?- ჩაეძია გოგონა.
-არ გეგონოს, რომ თავის დაფასების უაზრო შემოტევები მაქვს, უბრალოდ... ცოტა არ იყოს მისი მეშინია.-სახე მოეღუშა ქალს.
-როგორც ვხვდები, ლეოს შეკრული წარბები არ გაშინებს.
-არა.
-იმედგაცრუების გეშინია?
-ჰო!
-კარგი, თუ არ ვცადეთ , ვერასოდეს გავიგებთ ლეო შენზე რა აზრისაა.- თქვა ანამ, ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ გაემართა.
-რას აპირებ?-უკან გაჰყვა კატო და მაღალ მაგიდას ხელებით დაეყრდნო.
-ხელი მომეცი.-მიუბრუდა ანა და მაგიდიდან შეუმჩნელად აიღო დანა.
-რატომ?
-მომეცი!
კატომ უსიტყვოდ გაუწოდა ანას ხელი, გოგონამ თითები მაგრად ჩასჭიდა, გადააბრუნებინა და ხელის გულზე დანის ბასრი პირი გადაუსვა.
კატომ მოულოდნელობისგან შეიკივლა და ხელი უკან გასწია, მერე კი ტკივილიც იგრძნო და სახე უსიამოვნოდ დამანჭა.
-რა გააკეთე... გაგიჟდი?!- თვალები დაქაჩა ქალმა.
-მაპატიე, მაგრამ ასეა საჭირო.-მშვიდად უთხრა გოგონამ, შემდეგ კარისკენ გაემართა გამოაღო, კიბის თავთან გაჩერდა, ტანჯული სახე მიიღო და ბოლო ხმაზე დაიკივლა.
-ლეოოო!
პასუხი არავინ გასცა.
-ლეო, მიშველე, სწრაფად!
უცებ ქვედა სართულზე ხმაურით გაიღო ბინის კარი და თმააბურძგნული , ფეხშიშველი ლეოც გამოჩნდა. მამაკაცს სპორტული შარვალი და დაჭმუჭნული მაისური ეცვა, თვალებს კი ძლივს ახელდა, როგორც ჩანს მართლა ეძინა. მან სწრაფად აირბინა კიბეები და ანას გაკვირვებული შეაჩერდა.
-რა მოხდა?-იკითხა ლეომ ნამძინარევი ხმით.
-კატომ ხელი გაიჭრა და ვერაფრით ვუჩერებ სისხლს.- მაშინვე შესჩივლა ანამ, ლეოს ხელი უბიძგა და მის ბინაში შეაგდო.
მამაკაცს ძალიან გაუკვირდა იქ კატოს ნახვა, მაგრამ ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამს, მაშინვე მივარდა ქალთან, ჭრილობას დახედა და ჰკითხა.
-ძალიან გტკივა?
-არა.-უპასუხა კატომ.
უცებ ლეოს ზურგს უკან მდგომმა ანას ხელები აიქნია და კატოს ყურადღება მიიპყრო, მერე კი მიმიკებით და ჟესტებით ანიშნა თავი მოეკატუნებინა.
აქამდე გაურკვევლობაში მყოფი ქალი, როგორც იქნა მიხვდა ანა რასაც აკეთებდა, ამიტომ მაშინვე აჰყვა თამაშში, ლეოს შეაჩერდა და საცოდავად ამოიკნავლა.
-ჰო, ძალიან მტკივა ... მთელი ხელი მტკივა.
-კარგი, არ შეგეშინდეს , ჩემთან ჩავიდეთ და ჭრილობას იქ მივხედავ.- ფირუზისფერი თვალები შეანათა მამაკაცმა.
კატოს ისევ სურდა შეწინააღმდეგება , მაგრამ ანამ არ დააცადა, ხელისკვრით წამოაგდო ქალი სკამიდან და ლეოს ორივენი უკან გაჰყვნენ. ექიმი თავის ბინაში შევიდა, სტუმარს არეულობისთვის ბოდიში მოუხადა, ტახტზე დასვა და თვითონ მაშინვე მოარბენინა წამლების ყუთი.
ანა ღია კარში გაჩერდა, ჩარჩოს მიეყრდნო და შორიდან მიადევნა თვალი, როგორ უწმენდდა ჭრილობას მამაკაცი კატოს და როგორ ჩურჩულებდნენ ერთმანეთში, პერიოდულად კი რაღაცაზე იცინოდნენ.
ამ დროს, შემოსასველი კარი გაიღო და შიგნით გაბრიელი შემოვიდა. ანა ისე იყო წყვილის თვალიერებით გართული, რომ მისი მოსვლა ვერც კი გაიგო. ბიჭი უკნიდან მიუახლოვდა გოგონას, ბინაში შეიხედა და უცნაურ სანახაობას რომ წააწყდა, გაკვირვებულმ იკითხა.
-ამაშიც შენი ხელი ურევია, არა?
-რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ღელავ , ძაღლი კოჭლობით არ კვდება.- მისთვის არც კი შეუხედავს გოგონას, ისე უპასუხა.- როგორც ვხვდები კატოს იცნობ!
-კი ვიცნობ, განყოფილებაში შევხვედრილვარ და ისიც ვიცი, რომ აბრამოვის შვილია... - ინსტინქტურად თავი დახარა გაბრიელმა და ჩურჩულით იკითხა.- მაგრამ ვერ ვხვდები, შენ რატომ ცდილობ მათ დაახლოებას?
-რა სისულელეა.- ჩაიცინა ანამ.- დარწმუნებული ვარ, ლეო მას ზედაც არ შეხედავს, რადგან იცის ვისი შვილიცაა, მე კი ამით კატოს დარწმუნება მინდა იმაში, რომ მისი მეგობარი ვარ.
-ყველაზე ბოროტი ადამიანი ხარ... მთელს მსოფლიოში.- ნაწყევტ-ნაწყვეტ ამოილაპარაკა ბიჭმა და გოგონას თმის სურნელი ხარბად შეისუნთქა.
ანამ მაშინღა იგრძნო კისერთან გაბრიელის ცხელი სუნთქვა და მთელს სხეულში სასიამოვნოდ გასცრა, შემდეგ კი მისკენ შებრუნდა. შემოსასვლელში ანთებული ერთი ნათურა, მკრთალად ანათებდა მის სახეს, მის შავ თვალებში კი თითქოს ცეცხლის ალი იკვეთებოდა.
-ასე მალე გამოგიშვეს?- ემოციები ტვინის კუნჭულში სწრაფად მიმალა ანამ და ბიჭს ცივად გაუღიმა.- რა იყო, ორსულობის ტესტის მოპარვისთვის ხალხს აღარ აპატიმრებენ?
-სერიოზულად, ანა?- ხმა გაუმკაცრდა გაბრიელს.- ამის გარდა სხვა ვერაფერი მოიფიქრე? სირცხვილით დავიწვი, როცა ჯიბიდან ტესტი ამომიღეს!
-მადლობა მითხარი, რომ ტამპონის კოლოფი არ ჩაგიდე ჯიბეში, თორემ სირცხვილი მერე უნდა გენახა.- ეშმაკურად ჩაიცინა გოგონამ და ისევ წყვილს მიუბრუნდა.

-მორჩა, დავამთავრე.-ხმამაღლა წარმოთქვა ლეომ და კატოს გადახვეული ხელი შეათვალიერა.- ზედაპირული ჭრილობაა, გაკერვაც კი არ დასჭირდა, მაგრამ თუ სიწითლე ან შეშუპება შეამჩნიო, აუცილებლად მოდი ჩემთან.
-კარგი, გმადლობ .- გაუღიმა ქალმა და წამოდგა.
-მიდიხარ?- წინ აესვეტა ანა.
-ჰო, შესვენებაზე გამოვედი და ისედაც დავაგვიანე.- უხერხულად ჩაილაპარაკა კატომ.
-ამ ხელით საჭეს, როგორ მართავ?-შეეპასუხა გოგონა.
-მე წავიყვან!- წამოიძახა უცებ გაბრიელმა, რადგან ანას გეგმების ჩაშლა უნდოდა.
ანას ბიჭისკენ არც კი გაუხედავს, ისე ასწია ფეხი და ქუსლი გაბრიელს ფეხის თითებზე ძლიერად დააჭირა. ბიჭმა სიმწრით დაიწკმუტუნა და ხმა მაშინვე გაკმინდა.
-არა, მე წავიყვან!- როგორც იქნა ჩაერია ლეო მათ საუბარში და გამოსაცვლელად საძინებელში შევარდა.
კატომ უცნაური მზერით გადახედა ანას. გოგონა მიხვდა, რომ დეტექტივი მისი მადლიერი იყო, და გამარჯვებული სახით გაიღიმა.


...
მოსაღამოვებული იყო, უკვე საგრძნობლად ბნელოდა. გაბრიელი მისაღებ ოთახში მდგარ ერთადერთ სავარძელზე იჯდა, ფეხები მაგიდაზე გაეწყო, ხელში ჩიფხის პაკეტი ეჭირა და გემრიელად ახრაშუნებდა.
მისი გონება ფიქრებს მოეცვა. გაბრაზებული და გამწარებული იყო იმის გამო, რაც ანამ გაუკეთა, თუმცა თავისი თავი უფრო აღიზიანებდა, რადგან გრძნობდა, რომ გოგონას წინაშე რაღაც უცნაური ემართებოდა.
-არა, არა!- თავი ირონიული ღიმილით გააქნია ბიჭმა.- არავისთვის მიმიცია ჩემი გონების დაპატრონების უფლება და არც შენ მოგცემ!
გაბრიელმა ღრმად ამოიოხრა, თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო და კიდევ ერთი ჩიფსის ფირფიტა ჩაიგდო პირში. უცებ ბიჭმა პაკეტზე გამოსახული წითელი წიწაკა შენიშნა და მაშინვე თავში ერთმა იდეამ გაუელვა.
გაბრიელი ფეხზე წამოდგა, სამზარეულოში შევარდა, კარადიდან ჩილის რამდენიმე პარკი გამოიღო და დერეფანში ფეხაკრეფით გავიდა.
ბიჭმა ანას ბინის კარი მოსინჯა და როგორც ვარაუდობდა დაკეტილი დახვდა. მერე ჯიბიდან ხელსაწყოების პატარა შეკვრა ამოიღო, საკეტი გახსნა და ბინაში შეიპარა. გოგონა აბაზანაში იყო, წყლის ჩხრიალის ხმა მთელს ბინაში ისმოდა.
გაბრიელმა ცოტა ხანს მიაყურადა, დარწმუნდა, რომ ანა ჯერ ბანაობის დასრულებას არ აპირებდა, შემდეგ სამზარეულოში შევიდა, გაზქურა აანთო და ზედ პირდაპირ დაყარა წითელი წიწაკები.
მცენარეს სწრაფად მოეკიდა ცეცხლი, ალი წამიერად აბრიალდა, თუმცა როგორც კი გაშავდა, ცეცხლმაც იკლო და წიწაკებმა ხჩოლვა დაიწყეს. გაბრიელმა პარს დაუწია, მხჩოლავი მცენარეები ასე დატოვა და ბინიდან უჩუმრად გავიდა.
სულ მალე, ისეთი სუნი დადგა სახლში, რომ იქ ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ ისნუთქებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ანა სააბაზანოდა გამოვიდა, პიჟამა ჩაიცვა და სველი თმის სარკეში ვარცხნას შეუდგა, თუმცა უცებ მძაფრი სუნი იგრძნო და მაშინვე ხველა აუვარდა.
გოგონამ საძინებლის კარი გამოაღო და ცხვირ-პირში პირდაპირ ეცა დამწვარი წიწაკის სუნი, რის გამოც ხველას კიდევ უფრო უმატა და ლამის სასუნთქი გზები დაეხშო, თვალებიდან კი უნებართვოდ იწყეს ცრემლებმა დენა.
ანა არეული ნაბიჯებით გაემრათა კარისკენ, თუმცა სანამ იქ მივიდოდა, ფეხის ნეკა თითი კარადას მიარტყა და სიმწრისგან დაიკივლა, მერე კი კარი კოჭლობით გამოაღო, დერეფანში გავარდა და რაც ძალა შერჩენოდა დაიყვირა.
-ლეოოო ... მიშველე!
იმ დღეს უკვე მეორედ დაუფრთხეს საწყალ ექიმს ძილი. თმააბურძგნული და თვალებდაქაჩული ლეო ბინიდან გამოვარდა, კიბეები აირბინა და იქვე ჩაკეცილ ანას წააწყდა,
გოგონა ისე ახველებდა, რომ მალე ალბათ შიგნეულსაც ამოაყოლებდა ხველას. სახეზე ერთიანად წითელი იყო, ძალაგამოცლილი კიბის საფეხურზე ჩამოჯდა და ღრმად სუნთქვა დაიწყო.
-ახლა, რაღა მოხდა?!- მხრებში ხელი ჩაავლო ლეომ და ძლიერად შეაჯანჯღარა.
-არ... - თავი გააქნია გოგონამ.- ვიცი... მგონი წიწაკაა...
ამ დროს, მეორე ბინის კარიც გაიღო და გაბრიელი გამოჩნდა. ხელში ისევ ჩიფსების პაკეტი ეჭირა და ისე მშვიდი სახით მიირთმევდა, ვითომც არაფერი მომხდარიყოს.
-რა გჭირთ, ხალხნო?-იკითხა მან და გამაღიზიანებული ხრაშუნით ჩაიგდო პირში ჩიფსის რამდენიმე ფირფიტა.
-შენ...- ისეთი მრისხანე სახით ახედა გოგონამ ,რომ ლამის მზერით გამოღადრა ყელი.
-გთხოვ, წყალი მოუტანე!- უთხრა ლეომ გაბრიელს, თვითონ კი ანას ბინის კარი გააღო, პირზე ხელი აიფარა და შიგნით შევარდა.
ხელის აფარებამ ნადვილად არ უშველა მამაკაცს. როგორც კი შიგნით მოხვდა, მაშინვე მასაც ხველა აუვარდა, თუმცა იმდენი მაინც მოახერხა, რომ ფანჯრები დაეღო და ჩართული გაზქურა გამოერთო.

გაბრიელმა ანას წყლით სავსე ჭიქა მიუტანა და ცოტა არ იყოს ინანა კიდეც მისი საქციელი, გოგონა ასეთ მდგომარეობაში, რომ დაინახა. ანამ აკანკალებული ხელით გამოართვა ჭიქა, დალია და ცოტა ამოისუნთქა, მაგრამ ცრემლდენას ვერაფერი მოუხერხა.
-წიწაკაზე ალერგია გაქვს?- ჰკითხა ბიჭმა.
-არა.- უპასუხა გოგონამ. - მაგრამ... ასეთ სუნში...- ანა უცებ გაჩერდა, გაბრიელს გაოგნებულმა ახედა და ჰკითხა.- შენ რა იცი, რომ წიწაკა იყო?
-სუნზე ვიცანი.- ირონიულად ჩაინია ბიჭმა.
-მოგკლავ!-დაუყვირა გოგონა, ფეხზე წამოიჭრა და მისკენ გაიწია, თუმცა ბინიდან გამოსული ლეო მხრებშის სწვდა და ანა შეაჩერა.- მისი ბრალია! ეს მან გააკეთა!
-ლეო, დააწყნარე ეს ველური კარაკალი!- სარკაზმს არ ღალატობდა გაბრიელი.
-ნეანდერტალელო!
-აფთარო!
-მორიელო!
-ანა-კონდა!
-სახლია თუ ზოოპარკი?! მოკეტეთ ორივემ!- დაიღრიალა მოულოდნელად ექიმმა, მერე ანას მიუბრუნდა და მკაცრად უბრძანა. - ამაღამ ჩემს ბინაში დარჩები, ქვემოთ ჩადი და დამელოდე!
გოგონას არაფერი უთქვამს, კიბეები ხმაურით ჩაირბინა და კარი ისე მიაჯახუნა ლამის მინები ჩამოამსხვრია.

-რა გააკეთე?- გახედა ლეომ გაბრიელს.
-მე არაფერი.-თავი იმართლა ბიჭმა.
-გაზქურაზე წიწაკები ეყარა.- წარბები კიდევ უფრო შეკრა მამაკაცმა.
-ალბათ ზედა თაროდან ჩამოცვივდა.- მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-ანას და მე ცხარე საჭმელები არ გვიყვარს და ის წიწაკას არასოდეს იყიდდა, მითუმეტეს ჩილის. ამ სახლში ცხარეების მოყვარული მხოლოდ შენ ხარ და გინდა მითხრა, რომ მცენარემ ფეხი აიგდა? შენი ბინიდან გამოვიდა, ანასთან შევიდა და გაზქურაც თვითონ აანთო, არა?
-კარგი რა, ექიმი კაცი ხარ და გამუდმებით ახალ ტექნოლოგიებთან გიწევს შეხება, ეგეთები აღარ უნდა გიკვირდეს.- მხარზე ხელი დაჰკრა სიცილით გაბრიელმა.
-არა ხარ ნორმალური.-თავი მობერზებულად გააქნია ლეომ და კიბეებზე დაეშვა.скачать dle 11.3




№1  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

დამავიწყდა მიმეწერა joy იმედი მაქვს მოგწონებათ და კიდევ ერთხელ მომიტევებთ დაგვიანებას heart_eyes ველი თქვენს შეფასებებს ძალზედ heart_eyes kissing_heart

 



№2 სტუმარი მოცინარი

იეეეეს! პირველი ვარ! ცოტა აზრზე მოვალ და დავწერ დისი კომენტარს

 



№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

სიცილისგან თუ არ შევწუხდებოდი არ მეგონა...
ძალიან მაგარი თავი იყო. გაბრიელი უფრო მინდა გააქტიურდეს, თორემ ანამ დაჯაბნა...

 



№4  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

მოცინარი
იეეეეს! პირველი ვარ! ცოტა აზრზე მოვალ და დავწერ დისი კომენტარს

გელოდები ქალაუ :დდდ❤❤

უცნობი ქ
სიცილისგან თუ არ შევწუხდებოდი არ მეგონა...
ძალიან მაგარი თავი იყო. გაბრიელი უფრო მინდა გააქტიურდეს, თორემ ანამ დაჯაბნა...

უიიი ძალიან მიხარია ასეთი მხიარული თავი თუ გამომივიდა ჩემო საყვარელოოო :*** კი გეთანხმები , მეც მინდა გააქტიურდეს და ვეცდები ყველანაირად :დდდ ❤❤❤

 



№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

"-მიუგო გოგონამ.- პირველი: შენი პირველი წესი ფეხებზე მკი’დია , მეორე: შენი მეორე წესიც ფეხებზე მკი’დია და მესამე: შენი პირველი და მეორე წესი ერთდროულად ფეხებზე მკი’დია."
ამაზე ჩავიკეცე იმდენი ვიცინე :დ საღოოოოლ :დ

 



№6  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

ანი ანი
"-მიუგო გოგონამ.- პირველი: შენი პირველი წესი ფეხებზე მკი’დია , მეორე: შენი მეორე წესიც ფეხებზე მკი’დია და მესამე: შენი პირველი და მეორე წესი ერთდროულად ფეხებზე მკი’დია."
ამაზე ჩავიკეცე იმდენი ვიცინე :დ საღოოოოლ :დ

იიიი როგორ მიხარია :დდდდ ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელოოოო❤❤❤❤

 



№7 სტუმარი თა.კო

ჩემი გოგო ხარ მარტო ჩემო❤❤ ქალი ნიჭი ქალი ტალანტ ქალი ჭლუა ;)))
გულის წასვლამდე ვიცინე მართლა სასწაული იყო :)) გაბრიელი არის კაცი პიროვნება უცელქესი❤❤ ძან დააშტერა ანამ ჩაუვარდა ბიჭს გულში :)))❤ გული მიგრძნობს მომდევნო უფრო საოცრება იქნება ❤❤

 



№8 სტუმარი სტუმარი კატო

აი ანას და გაბრიელს ხო უეჭველი ერთად დატოვებ? <3 რო არა მოვკვდებით

 



№9  offline წევრი Mtirala

მარგარეტ,
რა კარგ დროს დადე!
ბოლოში ვიფიარე, რომ გაბრიელი ცუდად მოიქცა,
მაგრამ არა, რა.
ანა, ღირსია.
რაც შეეხება ნახატების გაყალბებას,
ვფიქრობ, რომ გაბრიელის ხელი ურევია.
მაგრამ დარწმუნებული არ ვარ.
ძალიან კარგი იყო,
მაგრამ ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ცოტა მეპატარავა
ეს თავი.
თუმცა... .
უნიჭიერესი ადამიანი ხარ.
ქალი ცეცხლი, ქალი ნიჭი, ქალი კომედია.
წიწაკა გიტრიალებდა სულ თავში, მაგრამ
ცოტა ნაზად გამოგეყენებინა
ეს ცხარე წიწაკა.
აუ ორსულობის ტესტზე,
ძალიან ბევრი ვიღადავე.
ძალიან მიყვარხარ მარგუნია მარგო.

პ.ს. სორი პატარა კომენტარისთვის.
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№10  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

თა.კო
ჩემი გოგო ხარ მარტო ჩემო❤❤ ქალი ნიჭი ქალი ტალანტ ქალი ჭლუა ;)))
გულის წასვლამდე ვიცინე მართლა სასწაული იყო :)) გაბრიელი არის კაცი პიროვნება უცელქესი❤❤ ძან დააშტერა ანამ ჩაუვარდა ბიჭს გულში :)))❤ გული მიგრძნობს მომდევნო უფრო საოცრება იქნება ❤❤

უღრმესი მადლობა სიყვარულოოო :*** ძალიან ძალიან მიხარია რომ კითხულობ და ასე მოგწონს :***❤❤❤❤

სტუმარი კატო
აი ანას და გაბრიელს ხო უეჭველი ერთად დატოვებ? <3 რო არა მოვკვდებით

აი მაგის თქმა ჯერ არ შემიძლია ჩემო კარგო, მაპატიე :((( მადლობა რომ კითხულობ და იმედი ვიქონიოთ რომ ასე იქნება :დდდ❤❤

 



№11  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მომეწონა კი არა გადავირიე, სულელივით ვიცინი. შენ კი ძალიან ძალიან ნიჭიერი და სასწაულად დადებითი გოგო ხარ. როგორ მახარებ რომ იცოდე

 



№12  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Mtirala
მარგარეტ,
რა კარგ დროს დადე!
ბოლოში ვიფიარე, რომ გაბრიელი ცუდად მოიქცა,
მაგრამ არა, რა.
ანა, ღირსია.
რაც შეეხება ნახატების გაყალბებას,
ვფიქრობ, რომ გაბრიელის ხელი ურევია.
მაგრამ დარწმუნებული არ ვარ.
ძალიან კარგი იყო,
მაგრამ ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ცოტა მეპატარავა
ეს თავი.
თუმცა... .
უნიჭიერესი ადამიანი ხარ.
ქალი ცეცხლი, ქალი ნიჭი, ქალი კომედია.
წიწაკა გიტრიალებდა სულ თავში, მაგრამ
ცოტა ნაზად გამოგეყენებინა
ეს ცხარე წიწაკა.
აუ ორსულობის ტესტზე,
ძალიან ბევრი ვიღადავე.
ძალიან მიყვარხარ მარგუნია მარგო.

პ.ს. სორი პატარა კომენტარისთვის.

უიმე ჩემი გოგო :**❤❤❤❤ ძალიან მიხარია რომ მოგეწონა და გახალისდი :დდდ მართალი ხარ უფეო დიდი თავი უნდა დამედო, მაგრამ უნიათო რო იქნები ადამიანი :(( წიწაკა თანაც ჩილი ნაზად როგორ უნდა გამოიყენო არ ვიცი მე :დდდდ მიყვარხარ მე შენი :*** ჩემი გული❤❤

Chikochiko
მომეწონა კი არა გადავირიე, სულელივით ვიცინი. შენ კი ძალიან ძალიან ნიჭიერი და სასწაულად დადებითი გოგო ხარ. როგორ მახარებ რომ იცოდე

ვაიმეეე შენ როგორ გამახარე ახლა ნეტავ იცოდე :*** ძალიან ძალიან დიდი მადლობა სიყვარულოო ❤❤❤ გავწითლდი და გავიბადრე სულ :დდ❤❤❤

 



№13 სტუმარი მოცინარი

გამარჯობა! ეს რა აღმოჩენა გავაკეთე? ძალიან მომეწონე! უი, ხო მე „მოცინარის“ დეიდაშვილი ვარ, მაიძულებდა კომენტარი დამეწერა, და ცოტა აზრზე რომ ვყოფილიყავი ეს წავიკითხე... ბუდავ გვიშველე! მოვკვდი სიცილით. დეტექტივი მძულს, მაგრამ ეჭვი მაქვს შენი წყალობით შემიყვარდება!

 



№14  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

მოცინარი
გამარჯობა! ეს რა აღმოჩენა გავაკეთე? ძალიან მომეწონე! უი, ხო მე „მოცინარის“ დეიდაშვილი ვარ, მაიძულებდა კომენტარი დამეწერა, და ცოტა აზრზე რომ ვყოფილიყავი ეს წავიკითხე... ბუდავ გვიშველე! მოვკვდი სიცილით. დეტექტივი მძულს, მაგრამ ეჭვი მაქვს შენი წყალობით შემიყვარდება!

ვაიმეეეეე ამოვწყდი :დდდდდდდ რა საყვარლები ხართ :დდდდ დიდი მადლობა ორივეს ❤❤❤ მაგ ხელებმოტეხილს გადაეცი მალე გამოჯანმრთელდეს :დდდ❤❤❤

 



№15 სტუმარი მოცინარი

Margaritha Loki
მოცინარი
გამარჯობა! ეს რა აღმოჩენა გავაკეთე? ძალიან მომეწონე! უი, ხო მე „მოცინარის“ დეიდაშვილი ვარ, მაიძულებდა კომენტარი დამეწერა, და ცოტა აზრზე რომ ვყოფილიყავი ეს წავიკითხე... ბუდავ გვიშველე! მოვკვდი სიცილით. დეტექტივი მძულს, მაგრამ ეჭვი მაქვს შენი წყალობით შემიყვარდება!

ვაიმეეეეე ამოვწყდი :დდდდდდდ რა საყვარლები ხართ :დდდდ დიდი მადლობა ორივეს ❤❤❤ მაგ ხელებმოტეხილს გადაეცი მალე გამოჯანმრთელდეს :დდდ❤❤❤

მაიმუნი ეგა! დამაწყდა ნევრები, აქ ეს დაწერე იქ ის დაწერე..! როგორ უძლებთ ამას?! მეც უარს ვერ ვეუბნევი, არა-თქო ვუთხარი და ცხვირით ცდილიბდა კომენტარის დაწერას :დ

 



№16  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

elle...
ჰეეეეი, სიყვარულო!!!!!
დამაკლდა შენი პოსტები და ვიფიქრე აქ მაინც დავუკომენტარებ-მეთქი.
ვერ წავიკითხე აქამდე, მაგრამ ამ დღეებში გპირდები წავიკითხავ და შენი ვარ, ჩემი ხარ :დდდდ ვიცი ესეც ისეთი იქნება, შენ რომ გახასიათებს❤️❤️❤️❤️❤️

ჰიიი სიყვარულოოო :**❤ მიხარია ძალიან რომ გამოჩნდი ნენეჩკა :* გულს ენატრები საიტს ხო საერთოდ ;**❤❤❤იმედი მაქვს ესეც მოგეწონება :**❤❤❤❤

მოცინარი
Margaritha Loki
მოცინარი
გამარჯობა! ეს რა აღმოჩენა გავაკეთე? ძალიან მომეწონე! უი, ხო მე „მოცინარის“ დეიდაშვილი ვარ, მაიძულებდა კომენტარი დამეწერა, და ცოტა აზრზე რომ ვყოფილიყავი ეს წავიკითხე... ბუდავ გვიშველე! მოვკვდი სიცილით. დეტექტივი მძულს, მაგრამ ეჭვი მაქვს შენი წყალობით შემიყვარდება!

ვაიმეეეეე ამოვწყდი :დდდდდდდ რა საყვარლები ხართ :დდდდ დიდი მადლობა ორივეს ❤❤❤ მაგ ხელებმოტეხილს გადაეცი მალე გამოჯანმრთელდეს :დდდ❤❤❤

მაიმუნი ეგა! დამაწყდა ნევრები, აქ ეს დაწერე იქ ის დაწერე..! როგორ უძლებთ ამას?! მეც უარს ვერ ვეუბნევი, არა-თქო ვუთხარი და ცხვირით ცდილიბდა კომენტარის დაწერას :დ

აუუუუ :დდდდ ცხვირით დაწერილი ნეტა როგორი იქნებოდა :დდდდ ❤❤❤

 



№17 სტუმარი მოცინარი

Margaritha Loki
elle...
ჰეეეეი, სიყვარულო!!!!!
დამაკლდა შენი პოსტები და ვიფიქრე აქ მაინც დავუკომენტარებ-მეთქი.
ვერ წავიკითხე აქამდე, მაგრამ ამ დღეებში გპირდები წავიკითხავ და შენი ვარ, ჩემი ხარ :დდდდ ვიცი ესეც ისეთი იქნება, შენ რომ გახასიათებს❤️❤️❤️❤️❤️

ჰიიი სიყვარულოოო :**❤ მიხარია ძალიან რომ გამოჩნდი ნენეჩკა :* გულს ენატრები საიტს ხო საერთოდ ;**❤❤❤იმედი მაქვს ესეც მოგეწონება :**❤❤❤❤

მოცინარი
Margaritha Loki
მოცინარი
გამარჯობა! ეს რა აღმოჩენა გავაკეთე? ძალიან მომეწონე! უი, ხო მე „მოცინარის“ დეიდაშვილი ვარ, მაიძულებდა კომენტარი დამეწერა, და ცოტა აზრზე რომ ვყოფილიყავი ეს წავიკითხე... ბუდავ გვიშველე! მოვკვდი სიცილით. დეტექტივი მძულს, მაგრამ ეჭვი მაქვს შენი წყალობით შემიყვარდება!

ვაიმეეეეე ამოვწყდი :დდდდდდდ რა საყვარლები ხართ :დდდდ დიდი მადლობა ორივეს ❤❤❤ მაგ ხელებმოტეხილს გადაეცი მალე გამოჯანმრთელდეს :დდდ❤❤❤

მაიმუნი ეგა! დამაწყდა ნევრები, აქ ეს დაწერე იქ ის დაწერე..! როგორ უძლებთ ამას?! მეც უარს ვერ ვეუბნევი, არა-თქო ვუთხარი და ცხვირით ცდილიბდა კომენტარის დაწერას :დ

აუუუუ :დდდდ ცხვირით დაწერილი ნეტა როგორი იქნებოდა :დდდდ ❤❤❤

ეგეც გამოცდილია :დ მაიმუნებო თქვენა, ჩემი ნიკით მესიჯობთ მე კი ხელებმომტვრეული ლამის მთელი დღე ლოგინში ვარ! (საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ!)

 



№18 სტუმარი Egutidze????

შოკი ხარ მაეგო heart_eyes აი რა ვთქვა არ ვიცი ^^ მაგარი ხარ ვგიჟდებიბამ ისტორიაზე ვგიჟდები გაბრიელზე innocent და ვგიჯდები შენზე ძალიან მაგარი ხარ იჭკვიანესი და უნიჭიერესიი ველი შემდეგ თაავს იმედია ამჯერად მალე დაგვიდებ blush

 



№19  offline წევრი დელასი

ოჰ ეს ანაა. დღითიდღე უფრო და უფრო მაოცებს თავისი სიგიჟეებით ^_^ თამამად შემიძლია ვთქვა რომ რაც შენი ისტორიები წამიკითხავს იქიდან ყველაზე საინტერესო გოგო-პერსონაჟი ანაა. ეს თავი კიდე რა ვთქვაა არ ვიცი. რაღაც სასწაული იყო.... მე მაგალითად ყველა დეტალზე რომ ვამახვილებდი ყურადღებას ისე ვიყავი. თუნდაც ის სცენა სადაც გაბრიელი დივანში ზის და ჩიფსებს ჭამს :D აი ხო ჩვეულებრივი მომენტია მაგრამ რაღაც ასეთი დეტალები ისე მომეწონება ხოლმე ისტორიის კითხვისას რომ რავიიი :DD სისულელეაა ვიციი )) როგორ გამიხარდაა ამ 5-იანის დანახვა ვერც კი წარმოიდგენ და მიუხედავად ჩემი ცხოვრების ყველაზე საძულველო პერიოდისა, რომელსაც "შუალედური გამოცდები " ქვია მაინც ვერ შევიკავე თავი და ჩავუჯექიი???????? სასწაულიი ხარრ რაა და შენი პერსონაჟებიც ასეთივეები არიან... ყველა მიყვაარს????????????ნუუ განსაკუთრებით ლეო და გაბრიელი ❤❤❤ ეს ორიი ისეაა რომ ვერ ვანსხვავებ ... მოკლედ მართლა ღირდა ეს თავი დაგვიანებად და სხვათა შორის ბევრ რამეს ვსწავლობ და ვგებულობ შენი ისტორიებიდან...

კარგიი ხარ Loca <3 თუ ასეთ დიდ თავებს დადებ სულ დაგვიანებაზე თევზივით გავჩუმდები და კრინტს არ დავძრავ ????????

პ.ს ანა-კონდა განსაკუთრებით კარგად გამოგივიდაა smile

 



№20 სტუმარი Kusa13

ცუდო გოგო შენ როგორ დაიგვიანე ჰაა :(
მარა ძალიაან კარგი თავი იყო როგორც ყოველთვის ძალიან ვიმხიარულეე ^_^ კატო კიდევ მგინია რომ კარგია მამამისთან შედარებით და ვატყობ რომ არაქვს კარჰი ურთიერთობა მამასთან და ეს მომწონს თუ ისე იქნება როგორც მგონია კარგი წყვილიჩანს ლეო და კატო <3 მაგრააამ აიი ამ მორილესა და ანა-კონდასი რა მოგახსენო დაგლიჯავენ ერთმანეთს :დ აუ იმაზე მაგრად ვიცინრ რა ლეომ რო უთხრა ზოოპარკი ხოარარისოო :დდ ჰო ნუ მოკლედ აღარ ვიცი რა გითხრა საოცარი გოგო ხარ შენ საოცარი ნიჭით ვგიჟდები მე შენზეეე :** <<3<3<333

 



№21  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Egutidze????
შოკი ხარ მაეგო heart_eyes აი რა ვთქვა არ ვიცი ^^ მაგარი ხარ ვგიჟდებიბამ ისტორიაზე ვგიჟდები გაბრიელზე innocent და ვგიჯდები შენზე ძალიან მაგარი ხარ იჭკვიანესი და უნიჭიერესიი ველი შემდეგ თაავს იმედია ამჯერად მალე დაგვიდებ blush

დიდი დიდი მადლობა ჩემო საყვარელოოოო :*** საოცარი სიტყვები მითხარი და გამაწითლე სულ :***❤❤❤ ძალიან ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ :***❤❤❤❤❤

დელასი
ოჰ ეს ანაა. დღითიდღე უფრო და უფრო მაოცებს თავისი სიგიჟეებით ^_^ თამამად შემიძლია ვთქვა რომ რაც შენი ისტორიები წამიკითხავს იქიდან ყველაზე საინტერესო გოგო-პერსონაჟი ანაა. ეს თავი კიდე რა ვთქვაა არ ვიცი. რაღაც სასწაული იყო.... მე მაგალითად ყველა დეტალზე რომ ვამახვილებდი ყურადღებას ისე ვიყავი. თუნდაც ის სცენა სადაც გაბრიელი დივანში ზის და ჩიფსებს ჭამს :D აი ხო ჩვეულებრივი მომენტია მაგრამ რაღაც ასეთი დეტალები ისე მომეწონება ხოლმე ისტორიის კითხვისას რომ რავიიი :DD სისულელეაა ვიციი )) როგორ გამიხარდაა ამ 5-იანის დანახვა ვერც კი წარმოიდგენ და მიუხედავად ჩემი ცხოვრების ყველაზე საძულველო პერიოდისა, რომელსაც "შუალედური გამოცდები " ქვია მაინც ვერ შევიკავე თავი და ჩავუჯექიი???????? სასწაულიი ხარრ რაა და შენი პერსონაჟებიც ასეთივეები არიან... ყველა მიყვაარს????????????ნუუ განსაკუთრებით ლეო და გაბრიელი ❤❤❤ ეს ორიი ისეაა რომ ვერ ვანსხვავებ ... მოკლედ მართლა ღირდა ეს თავი დაგვიანებად და სხვათა შორის ბევრ რამეს ვსწავლობ და ვგებულობ შენი ისტორიებიდან...

კარგიი ხარ Loca <3 თუ ასეთ დიდ თავებს დადებ სულ დაგვიანებაზე თევზივით გავჩუმდები და კრინტს არ დავძრავ ????????

პ.ს ანა-კონდა განსაკუთრებით კარგად გამოგივიდაა smile

სიტყვებიც კი არ მყოფნის და არ ვიცი როგორ გითხრა რომ უსაზღვროდ გახარებული და მადლობელი ვარ შენი ასეთი შეფასების :***❤❤❤ ძალიან მიხარია რომ პერსონაჟები და ეს პატარა დეტალები ასე მოგწონს ❤❤ სრულიად მესმის შენი მეც მცირე დეტალები და სცენები მზიზიდავს აი ისეთები ნათლად რომ ცოცხლდება შენს თვალწინ და თუ ეს მე გამომივიდა ძალიან ძალიან მიხარია მაშინ❤❤❤
კი სულ ასეთი ზომის თავები იქნება
ხოლმე ტყუილად არ ვაგბიანებ მიჭირს დიდების წერა და მაგიტომ :დდდდ ❤ ანა-კონდა ძალიან სპონტანურად მომაფიქრდა და ძალზედ მომწონს მეც :დდდდ ❤❤❤

Kusa13
ცუდო გოგო შენ როგორ დაიგვიანე ჰაა :(
მარა ძალიაან კარგი თავი იყო როგორც ყოველთვის ძალიან ვიმხიარულეე ^_^ კატო კიდევ მგინია რომ კარგია მამამისთან შედარებით და ვატყობ რომ არაქვს კარჰი ურთიერთობა მამასთან და ეს მომწონს თუ ისე იქნება როგორც მგონია კარგი წყვილიჩანს ლეო და კატო <3 მაგრააამ აიი ამ მორილესა და ანა-კონდასი რა მოგახსენო დაგლიჯავენ ერთმანეთს :დ აუ იმაზე მაგრად ვიცინრ რა ლეომ რო უთხრა ზოოპარკი ხოარარისოო :დდ ჰო ნუ მოკლედ აღარ ვიცი რა გითხრა საოცარი გოგო ხარ შენ საოცარი ნიჭით ვგიჟდები მე შენზეეე :** <<3<3<333

უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელოოო heart_eyes heart_eyes ძალიან მიხარია,რომ ასე მოგეწონა heart_eyes ამ ჩახლართულობის ცოტა განტვირთვას იუმორით ვცდილობ და თუ გამომდის კიდევ უფრო მახარებს laughing kissing_heart

 



№22  offline წევრი Tamusia Egutidze

შოკი პიკი პანიკა ხაარ <3 რა ვთქვა? ჩემი ფავორიტი ხარ შენ გამაგიჟა ამ ისტრიამ გაბრიელზე შეყვარებული ვარ :დდ მაგარი ხარ ძალიან ველი მოუთმენლად შემდეგ თავსს heart_eyes kissing_heart innocent yum
--------------------
ის ვინც არავის ჰგავს

 



№23  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Tamusia Egutidze
შოკი პიკი პანიკა ხაარ <3 რა ვთქვა? ჩემი ფავორიტი ხარ შენ გამაგიჟა ამ ისტრიამ გაბრიელზე შეყვარებული ვარ :დდ მაგარი ხარ ძალიან ველი მოუთმენლად შემდეგ თავსს heart_eyes kissing_heart innocent yum

ჰიიიი ძალიან დიდი მადლობა სიყვარულოო *_* ♡♡❤❤მიხარია რომ კითხულობ და ელი :*** ძალიან ვეცდები არ დავაგვიანო :დდდ❤❤❤❤❤

 



№24  offline მოდერი Yvavi.

რაღაც სასწაული დიალოგები გაქვს ;დდ ყველა ისტორიიდან სქრინები მაქვს წაკითხული და ვკითხულობ ხოლმე smile smile
ამდენ ხუმრობის მიუხედავად მაინც ისეთი ისტორიებია, ეგრევე ამბობს მარგო ზედმეტად განათლებულიაო :დდ
ჯანდაბა, მათხოვე ტვინი ცოტა ხნით sunglasses
თუმცა არ მინდა, ახალი თავიც მეყოფა heart_eyes

 



№25  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Yvavi.
რაღაც სასწაული დიალოგები გაქვს ;დდ ყველა ისტორიიდან სქრინები მაქვს წაკითხული და ვკითხულობ ხოლმე smile smile
ამდენ ხუმრობის მიუხედავად მაინც ისეთი ისტორიებია, ეგრევე ამბობს მარგო ზედმეტად განათლებულიაო :დდ
ჯანდაბა, მათხოვე ტვინი ცოტა ხნით sunglasses
თუმცა არ მინდა, ახალი თავიც მეყოფა heart_eyes

არა ვარ კარგად :დდდდდდდდ რა კარგად გამაცინე ქალაუ :დდდდ❤❤ ძალიან დიდი მადლობა ასეთი კომპლიმენტისთვის ❤❤❤ მიხარიხარ ძალზედ :**** ვეცდები ყველანაირად რომ მალე დავდო :** ❤❤❤❤❤

 



№26 სტუმარი სტუმარი თამარა

რ ო დ ი ს ი ქ ნ ე ბ ა ?!!!!

 



№27  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

სტუმარი თამარა
რ ო დ ი ს ი ქ ნ ე ბ ა ?!!!!

ზუსტად არ ვიცი :((( მაპატიე დაგვიანება არეულად მიწერია და დალაგებას დრო სჭირდება :(( მადლობა რომ კითხულობ ❤❤❤❤

 



№28  offline ახალბედა მწერალი lullaby

ვვახ რა საინტერესოდ განვითარდა მოვლენებიიი... გაბრიელის დამპლობაზე ვგიჟდები... :დდ ჯერ ნერსეს რომ გამუდმებით რაღაცას პარავს :დდ მერე ენა და ეა ხრიკები. ცოტა ბოროტულად კი გამოსდის მაგრამ :დდ საინტერესოა საბუთებში რა ნახა. ერთი სული მაქვს, ყელსაბამის ამბავი გავიგო. კატოს ჯაშუშობის ამბავს რატომღაც ვერ ვიჯერებ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერც იმას ვხვდები რა ხდება. და ნელა რო ვკითხულობ მაგაზეც ნერვები მეშლება :დდ უკანასკნელ დიალოგზე ცუდად გავხდი. :დდდდდდდ ეს იუმორი ერთხელაც გამგუდავს სიცილში :დდდ პ.ს. პარი რუსული სიტყვაა და ქართული შესატყვისით ჩაანაცვლე ქალბატონო :დდ ❤

 



№29  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

lullaby
ვვახ რა საინტერესოდ განვითარდა მოვლენებიიი... გაბრიელის დამპლობაზე ვგიჟდები... :დდ ჯერ ნერსეს რომ გამუდმებით რაღაცას პარავს :დდ მერე ენა და ეა ხრიკები. ცოტა ბოროტულად კი გამოსდის მაგრამ :დდ საინტერესოა საბუთებში რა ნახა. ერთი სული მაქვს, ყელსაბამის ამბავი გავიგო. კატოს ჯაშუშობის ამბავს რატომღაც ვერ ვიჯერებ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერც იმას ვხვდები რა ხდება. და ნელა რო ვკითხულობ მაგაზეც ნერვები მეშლება :დდ უკანასკნელ დიალოგზე ცუდად გავხდი. :დდდდდდდ ეს იუმორი ერთხელაც გამგუდავს სიცილში :დდდ პ.ს. პარი რუსული სიტყვაა და ქართული შესატყვისით ჩაანაცვლე ქალბატონო :დდ ❤

ვუიმე ქალაუუ *_* რო გავხსენი შეტყობინება და ლალაბაიმ კომემტარი დატოვაო გავბრწყინი და გავანათე :დდდდდ ❤❤❤ ხო, გაბრიელს მართლა დამპლურად გამოუვიდა ეს წიწაკის ამბავი, მაგრამ ერთხელ ვაპატიოთ, უმეტესად ეგ იჩაგრება ხოლმე ;))) ნერსეს რომ რაღაცებს პარავს მაგაშიც გაწვრთნილია და რატომ მიხვდებიერე :დდდ ყელსაბამის ამბავი მახევრად გარკვეულია ახლა რომ ვდებ იმ თავებში, და მთლიანად ალბათ ბოლოსკენ გაირკვევა უფრო :დდდ ❤❤ კატოს ჯაშუშობა დაუჯერებელი და წარმოუდგენელი იყო ჩემთვის თავიდანვე :დდდ❤ მეც ნელა ვკითხულობ ხოლმე და ზუსტად ეგეთი შეგრძნება მაქვს :დდდ თან მაიმტერესებს და თან თვალები რომ მეღლება ვეღარ ვაგრძელებ :(( ნუ ეს ჩვენი ორივეს ტანჯვაა რა :დდდდ მიხარია რომ ამ იუმორის მარცვლებსაც დადებითად იღებ და გამხიარულებს :დდ უღრმესი მადლობა ყოველთვის რომ ახერხებ ჩემს გახარებას იმისთვის :***❤❤
ხო ამ პარზე მეც ვიფიქრე, მინდოდა შემეცვალა, მერე შესატყვისი ვერ გავიხსენე, მერე სულ გადამავიწყდა და დარჩა ასე :დდდდდდ აუცილებლად ჩავასწორებ :***❤❤❤

 



№30  offline წევრი strange soul

კი ვთქვი დაველოდები და რო დაამთავრებ მერე წავიკითხავთქო მაგრამ ვეღარ მოვითმინე და გარკვეული ეჭვები მაქვს გაბრიელთან დაკავშირებით და თუ გამართლდება ყველაზე მაგარი ისტორია იქნება უმაგრესი ხარ მარგო ????❤
თავიდანვე ასეთი ჭკვიანი რომ იყო რაღაც არ მომეწონა მასში თუმცა ძაან საყვარელი ბიჭია, ანას ეგ გამოაპარებს რამეს flushed blush ისე ძალიან კარგი წყვილია ორივე მგონია რომ ანა მოარჯულებს გაბრიელს heart_eyes kissing_heart ვგიჟდები ასეთ ისტორიებზე ზოგადად როცა დეტექტივის კითხვას ვიწყებ ჩემი თეორია თავიდანვე მაქვს ვუღრმავდები ყველა დეტალს და ვცდილობ თითოეული პერსონაჟის სულში ჩავძვრე, მ მორიელის აღმნიშვნელ მგონია ან რაღაც ეგეთის ვაგრძელებ კითხვას და იმედი მაქვს სანამ ბოლოშ ჩავალ მანამდე დაასრულებ წერას scream heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent