შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაცი ერთი ღამისთვის (თავი 4)


28-10-2017, 18:07
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 3 042

კაცი ერთი ღამისთვის (თავი 4)

თავი 4

-ლილუ დე გაიღვიძე_ნაზად უსვამდა ხელს ქერა, კულულა თმაზე პატარას.
დედის ხმის გაგონებაზე თვალები ჭყიტა და ნენეს სხეულს აეკრო, ლილუ ძალიან იყო დედაზე დამოკიდებული, ხასიათით მესაკუთრე და ეგოისტური ელემენტებიც დაჰკრავდა ხოლმე, არ მოსწონდა მისთვის საყვარელ ადამიანებს უცნობები რომ ესიყვარულებოდნენ, სულ ეჭვიანობდა ეზოს ბავშვებზე, თუ კი ნენე რომელიმეს სიყვარულით დაუკოცნიდა ხოლმე ლოყებს.
ნენეს ეშინოდა ლილუს ასაკობრივი კითხვების მამაზე, მაგრამ გოგონას არანაირი კითხვა არასდროს გასჩენია ამ თემასთან დაკავშირებით, ეს ალბათ გარშემომყოფების დამსახურება იყო. ნენე თავიდან ბოლომდე ლილუს უძღვნიდა თავს, ბებია-ბაბუა გიჟდებოდნენ შვილიშვილძე, მამაის როლს ერეკლე ირგებდა, ბიძას გოგო იყო, დიდი ქალივით დაუჯდებოდა ხოლმე და სერიოზულ თემებზე ესაუბრებოდა, ბიძაშვილებზე გიჟდებოდა, ვერავისთან ერთობოდა ისე როგორც მათთან. ლეილა მთელს სითბოს რომელიც მასში იყო ლილუს უთმობდა, შვილივით უყვარდა, რომელიც სამწუხაროდ არადა არ ეღირსა. აი მარიკა სხვა თემა იყო, ლილუ ყველასთან მშვიდი, დამჯერი და გაწონასწორებული გოგონა იყო, მაგრამ საკმარისი ხდებოდა ოთახში მარიკას შემოსვლა რომ გიჟ, გადარეულ და ველურად იქცეოდნენ ხოლმე, ამასაც მეტი ჭკუა არ ჰქონდა, აყვებოდა 4 წლის ბავშვს და უარესად აგიჟებდა ხოლმე, მაგრამ ჯერ საკითხავია რომელი რომლეს ყვებოდა.

ლილუ ბაღში დატოვა, როცა კარგად მოთამაშე დაიგულა სხვა ბავშვებთან მხოლოდ მაშინ წამოვიდა, სამსახურში მისუს ნონა შემოეგება და აცნობა რომ უფროსი იბარებდა. მანაც სასწრაფო წესით დადო ჩანთა მაგიდაზე და ბატონი გივის კაბინეტს მიაშურა.
-მოდი ნენე მოდი
-გამარჯობათ ბატონო გივი
-დაჯექი . ნემე ხომ იცი რომ შენ ჩემი ფირმის ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი ხარ, ამიტომაც გადავწყიტე რომ ეს ამბავი პირადად მეთქვა, მოკლედ ფინანსური პრობლემების გამო ფირმის დახურვა გვიწევს ნენე, ვწუხვარ.
-კი მაგრამ ბატონო გივი ამდენ ხალხია, ამდენი პარტნიორი გვყავს, გამოსავალი აუცილებლად იქნება
-არა ნენე არა, მეორე წელია გამოსავალს ვეძებ მაგრამ ეს უკვე დასასრულია, ვწუხვარ. ახალი სამუშაოს ძებნა აჯობებს რომ ახლავე დაიწყო, დღეს გავაფრთხილებ ყველას მეც.

უფროსის კაბინეტი ხელებ აკანკალებულმა დატოვა, ახლა რა იქნებოდა? არა ზუატად იცოდა რომ ოჯახი დაეხმარებოდა მაგრამ სამსახური აუცილებლად უნდა ეპოვა.
სწრაფად ჩაალაგა თავის ნივთები, საჭირო დოკუმენტებიც აიღო და სახლში ადრიანად წამოვიდა. სივები ყველა ვაკანტურ ფირმებში დააგზავნა, საკმაოდ დიდი გამოცდილება და განათლება ჰქონდა, სამსახურის დაწყება ნამდვილად არ უნდა გართულებოდა, მაგრამ ამიმც არ ასვენებდა დროებით უმუშევრის სტატუსი.
5 საათისთვის სახლიდან გავიდა და ლილუ ბაღიდან წამოიყვანა. მერე კი ბებია-ბაბუას სანახავად წავიდნენ.
სახლში შესული ლილუ ბატონ არჩილს რომ აეკრა სხეულზე იმის მერე აღარც მოშორებია, ისე ჩაეძინა ბაბუას მკლავებში. მოგვიანებით ერეკლეც მოვიდა ოჯახთან ერთად.
-ჩვენი ფირმა დახურეს
-ახლა რა უნდა ქნაა?
-არ ვიცი, სივები უკვე დავაგზავნე, დაველოდები
-რაღაც დანაზოგი მაქვს და მოგცემ
-არა ერეკლე მაქვს მეც, თუ რამე დამჭირდება გეტყვი._მსუბუქად გაუღიმა ძმას და ლოყაზე აკოცა. მერე მძინარე ლილუს მოჰკიდა ხელი და მანქანის უკანა სავარძელზე მოათავსა.
სახლში მისულმა ბავშვს ფრთხილად გახადა და ლოგინში შეაწვინა, ლეპტოპს მიუჯდა და მეილიც შეამოწმა. მხოლოდ ერთი წერილი დახვდა, ხვალ გასაუბრებაზე იწვევდნენ, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფირმიდან, სივს რომ აგზავნიდა მათი გამოხმაურების იმედი დიდად არ ჰქონია, ახლა კი მხოლოდ მათი პასუხი იყო.
სწრაფად გადაივლო წყალი გახარებულმა და ლოგინში შეწვა.
მეორე დღეს ლილუ ტრადიციულად გაამზადა და ბაღში დატოვა. ფირმასაც მალე მიაგნო, ავტომობილის დატოვება გარეთ მოუწია, პარკინგზე მხოლოდ სპეციალური საშვით დაიშვებოდნენ, რომლებიც მხოლოდ ფირმის თანამშრომლებს ჰქონდათ.
მანქანა ჩაკეტა და გზაზე გადადიოდა, თან ჩანთაში აწკრიალებულ ტელეფონს ეძებდა, როცა ზუსტად ფეხებთან წითელმა ბე-ემ-ვე-მ დაუტორმუზა, შიშისგან აკანკალდა, აზრზე მოსვლაც კი ვერ მოასწრო წინ რომ შავგვრემანი ქალი აესვეტა
-შენ რა თვალებში ვერ იყურები? რამის გადაგიარე
თვითონაც იცოდა ნენემ რომ დამნაშავე იყო, მაგრამ შავგვრემანის ტონმა ისე გააღიზიანა ცოტაც და თმებით ითრევდა
-ტონს დაუწიეთ ქალბატონო, გასაგებია, დამნაშავ ვარ, ვაღიარებ, მაგრამ არ გაქვთ ყვირილის უფლება, და ჰო, რამის არა ლამის ჰქვია მაგას.
სწერვულ-კმაყოფილი სახით დატოვა შუა გზაში გახევებული შავგვრემანი და ფირმაში შეკაკუნდა.
მიმღებში გოგონამ უფროსის კაბინეტისკენ ააცილა იქ კი მდივანმა სთხოვა დალოდება.
ინტერესით მოათვალიერა იქაურობა მერე ისევ მდივანს მიუბრუნდა
-თუ იცით ვისი მდივნობის ვაკანტურ ადგილზე ვარ დაბარებული?
-ბატონი მაქსიმესი, უფროსის._სასიამოვნო ღიმილით უპასუხა გოგონამ
-კი მაგრამ თქვენ?
-არა მე ბატონი ალექსანდრეს მდივანივარ, ბატონი მაქსიმეს მარჯვენა ხელია, უბრალოდ ახლა ქალაქში არარის და მე ვეხმარები სანამ ახალ თანამშრომელს მოძებნის.
-კარგით მადლობა_ნენემაც გაუღიმა სასიამოვნო გოგონას და კაბინეტის წინ მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
"კომპანიის პრეზიდენტი-მაქსიმე დადიანი"
თვალი კაბინეტის კარზე წარწერას შეავლო და უფრო დაიძაბა, სმენოდა სვანების ხისტ ხასიათზე.
ცოტახანში მიმღების ტელეფონის ზარიც გაისმა, გოგონამ კი შესვლა სთხოვა.
-ბატონი მაქსიმე გელოდებათ, წამობრძანდით.
უკან აედევნა გოგონას, რომელმაც დაკაკუნების შემდეგ კაბინეტის კარი გაუღო და წინ გაუძღვა.
კაბინეტში შესული იქვე თუ არ მოკვდებოდა არ ეგონა. შავ სავარძელზე უცნობი ნაცნობი იჯდა და გოგონას მიერ მიტანილ საბუთებს ხელს აწერდა, მერე ნენეს ამოხედა
-დაბრძანდით ახლავე მოგხედავთ
ფეხის კანკალით ჩამოჯდა სკამზე, ესეიგი მაქსიმე, 5 წელი ეს კაცი საერთოდ არ გახსენებია, როგორც ჩანს არც მამაკაცი იკალვდა თავს რაგან საერთოდ ვერ იცნო ქალი.
გოგონამ ოთახი სწრაფად დატოვა. მთელი გასაუბრების მანძილზე დაძაბული იჯდა და ხმას ძლივს იღებდა, გულის სიღრმეში უხაროდა რომ მამაკაცს არ ახსოვდა, ძალიან კარგი სამსახური შესთავაზა და არ სურდა უხერხულობის გამო ამაზე უარის თქმა. დეტალებზეც შეთანხმდნენ და კონტრაქტიც გააფორმეს, მამაკაცი ძალიან დინჯად, სერიოზულად და საქმიანად ესაუბრებოდა ნენეს, მისი დაძაბულობა შეატყო, მაგრამ ეს გასაუბრების წინა ნერვიულობას მიაწერა და დიდად ყურადღება არ გაუმახვილებია.
-კარგი ნენე, მგონი ყველაფერზე შევთანხმდით, ხვალ დილიდან გელოდები.
-ნახვამდის ბატონო მაქსიმე.
ხელი საქმიანად ჩამოართვეს ერთმანეთს და კაბინეტი დატოვა ნენე. იქიდან გამოსულმა ღრმად ამოისუნთქა და თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს
-ძაან ინერვიულე ხო?_ღიმილით გადახელდა ანერვიულებულ ნენეს გოგონამ
-კი_დაბნეულმა ააფახუნა წამწამები
-გილოცავ
-მადლობა, მგონი ერთმანეთი ვერ გავიცანით, მე ნენე ვარ
-მე მაკა, სასიამოვნოა
-ჩემთვისაც მაკა, აბა ხვალამდე_მსუბუქი ღიმილით დაემშვიდობა თანამშრომელს და კომპანია დატოვა.

-რააა?_იმხელა ხმაზე იკივლა მარიკამ მთელი კორპუსი შეყარა
-ჩუმად მარიკა სძინავს ლილუს_დაბღვერილმა გახედა დაქალს
-მოიცა ნენე, საერთოდ ვერ გიცნო?_თვალებ გაფართოებული უყურებდა ლეილა
-ვერა ლეი, და ძაანაც მიხარია, ასე მუშაობას ვერ შევძლებდი
-და ახლა შეძლებ ის ვნებიანი ღამეები რო გაგახსენდება?_წარბები ზემოთ აზიდა მარიკამ
-მარიკა გეყოფა.

გოგონები მალევე წავიდნენ, წყალი გადაივლო, ხვალინდელი ტანსაცმელი გაამზადა და ლოგინში შეწვა.
მამაკაცი უფრო გაზრდილი ეჩვენა. აღარც ისეთი ყინულის გამომეტყველება ჰქონდა როგორც მაშინ, ალბათ ქალური ინსტინქტია, მაგრამ მარჯვენა ხელის არა თითს მაინც დააკვირდა, ბეჭედი არ ეკეთა, უფრო უკვირდა რამ გაალღო მისი ეს ყინული თუკი ოჯახი არ ყავდა.
მამაკაცი ფიზიკურად თითქმის საერთოდ არ იყო შეცვლილი, არც ნენე. დიდიად არ გაკვირვებია მაქსიმემ რომ ვერ იცნო, 5 წელი გავიდა, დარწმუნებულია მისნაირი ბევრი ჰყავდა, პირიქით ძალიანც უხაროდა, ეს უფრო აარიდებდა თავიდან დიდ უხერხულობას.
მალევე მოეშვა მამაკაცზე ფიქრებს და ღრმად ჩაეძინა.
................
ესეც მეოთხე თავი♡ ველი თქვენს შეფასებებსскачать dle 11.3




№1  offline წევრი susik-fusik

Eseigi shokshi var dxalian magaria gansakutrebit patara lilu <3
--------------------
A.M

 



№2 სტუმარი სტუმარი თაკო

აი რო დავინახე იცი რა დამემართა
გავგიჟდი სიხარულით მარა პატარა იყო ძან ემ მაქსიმეზე კიდე ნერვები მომეშლა მაშინ ხო ახსოვდა ლოგინში რო ყავდა ჩათრეული ველი შემდეგს მოუთმენლად

 



№3 წევრი naniko mindia

Au rakai iyo. patara tavi iyo .imedia male dadeb momdevnosac ♥♥♥warmatebebi
--------------------
lomidze

 



№4  offline ადმინი შამანი

რამდენი ხანია არაფერი წამიკითხავს.ხოდა..შენი ისტორიით დავიწყე♥

ცოტა გაზარდე რა თავების მოცულობა...♥
აწი მეტი ოდენობით მაქსიმე ისტორიაში :დდ
ჯერ მომწონს :დ ♥
--------------------
ა.ა.

 



№5 სტუმარი tako

Hoo tavebi gazarde da malee dadee

 



№6 სტუმარი Nini

Rogor mixariaa kidev minda

 



№7  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

susik-fusik
Eseigi shokshi var dxalian magaria gansakutrebit patara lilu <3

ძალიან დიდი მადლობა❤

სტუმარი თაკო
აი რო დავინახე იცი რა დამემართა
გავგიჟდი სიხარულით მარა პატარა იყო ძან ემ მაქსიმეზე კიდე ნერვები მომეშლა მაშინ ხო ახსოვდა ლოგინში რო ყავდა ჩათრეული ველი შემდეგს მოუთმენლად

რაქნას კაცმა ბევრი ყავდა ეგეთი, ჩათრეული რა ხოარდაუძალებია???????? მადლობა დიდი❤

naniko mindia
Au rakai iyo. patara tavi iyo .imedia male dadeb momdevnosac ♥♥♥warmatebebi

ვეცდები მალევე დავდო❤ დიდი მადლობა❤

შამანი
რამდენი ხანია არაფერი წამიკითხავს.ხოდა..შენი ისტორიით დავიწყე♥

ცოტა გაზარდე რა თავების მოცულობა...♥
აწი მეტი ოდენობით მაქსიმე ისტორიაში :დდ
ჯერ მომწონს :დ ♥

ძაან ეგოისტურად მიხარია ჩემიდან რომ დაიწყე^__^❤ მადლობა დიდი და გავზრდი აუცილებლად❤

tako
Hoo tavebi gazarde da malee dadee

ვეცდები❤

Nini
Rogor mixariaa kidev minda

მადლობა❤ ვეცდები მალევე დავდო❤

 



№8 სტუმარი ნათო :)))

შემდეგ თავს ვითხოოვ ♡♡ ცოტა გაზარდე რა თავები არ მყოფნის ♡♡♡ ძალიან მომწონს შენი წერის სტილი და წარმატებები ♡♡♡♡♡

 



№9  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

ნათო :)))
შემდეგ თავს ვითხოოვ ♡♡ ცოტა გაზარდე რა თავები არ მყოფნის ♡♡♡ ძალიან მომწონს შენი წერის სტილი და წარმატებები ♡♡♡♡♡

გავზრდი აუცილებლად❤ უუღრმესი მადლობა❤❤

 



№10  offline წევრი Peoplefallformysmile

აი პაწაწუნაა :(

 



№11 სტუმარი skira

albat 2 tvea ar shemovsulvar saitze garkveuli mizezebis gamoo.shemosvlistanave sheni romani amomivarda kvela tavi cavikitxe albat naxevar saatshi da ar meko kidee mindaa gaagrdzele dzaan gtxov ❤️❤️

 



№12  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

Peoplefallformysmile
აი პაწაწუნაა :(

გავზრდი გავზრდი აუცილებლად❤

skira
albat 2 tvea ar shemovsulvar saitze garkveuli mizezebis gamoo.shemosvlistanave sheni romani amomivarda kvela tavi cavikitxe albat naxevar saatshi da ar meko kidee mindaa gaagrdzele dzaan gtxov ❤️❤️

ძაან ეგოისტურად მიხარი როცა მეუბნებიან რომ ჩემი ისტორიით იწყებენ კითხვას და რავქნა!^__^ დიდი მადლობა და გავზრდი თავებს აუცილებლად❤

 



№13 სტუმარი nia

იცოდე მაქსიმეს ცოლი არ ყავდეს თორემ დამარტყამს ინფაქტი. სხვა ყველაფერი მომწონს და დავიჯერო მართლა ვერ იცნო, თუ პატარა ხრიკებს მიმართა?????

 



№14  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

nia
იცოდე მაქსიმეს ცოლი არ ყავდეს თორემ დამარტყამს ინფაქტი. სხვა ყველაფერი მომწონს და დავიჯერო მართლა ვერ იცნო, თუ პატარა ხრიკებს მიმართა?????

რავიცი რავიცი, ვკითხოთ მაქსიმეს და გვეტყვის მერე????❤

 



№15 სტუმარი

აუუ მალეე დადე რა შემდეგიც :( ძააან მომწონსს

 



№16  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

აუუ მალეე დადე რა შემდეგიც :( ძააან მომწონსს

დიდი მადლობა❤ ვეცდები მალევე დავდო❤

 



№17  offline წევრი triniti

მოკლედ ისეთი ინტერესი გამიღვიძე არ მიყვარს ისტორიის წაკითხვა თუ დასრულებული არ არის დავიწყე ეს ისტორია და ვხვდები რომ თავი დავისაჯე ძალიან გთხოვ მალე დადე ტორემ მოლოდინით დამარტყავს გული...რაც შეეხება შენს ისტორიას დძალიან კარგი ხარ მოვიხიბლე ისტორიით...
ინტერესი მომკლავს ის ქალი ვინ არის იქ რომ შეხვდა დარწმუნებული ვარ ტყუილად არ შეახვედრებდი..
იმის გაგების სურვილი მკლავს რა მოხდება როცა იცნობს მაქსიმე ....
მოკლედ გელი სულმოუთქმელად...
და ბოლოს მინდა ავგნიშნო არაჩვეულებრივად წერ მარტივად და გასაგებად ...
kissing_heart

 



№18  offline მოდერი D-roni

სათარმა ჩემი ყურადღება მიიპყრო , ძალიან მომწონს , ყველაფერი ძალიან კარგად გაქვს აღწერილი!
მიუხედავად იმისა , რომ მოვლენებს სწრაფად ანვუთარებ ემოციები მაინც კარგად მოდის და უკმარისობის გრძნობას არ გიტოვებს.
მომწონს განვითარება და შენი წერის სტილიც , კარგია ეროტიულ სცენებს ასე რომ აღწერ , თითქოს ყველაფერი ძალიან ნორმულად გაქცს დაცული , რაც შეეხება მაქსიმეს და ნენეს შეხვედრას ... მართლა ვერ იცნო თუ თავი გამოიყვერჩიტა? :დ
ან ეს ნენე რამ გააცივა კაცო , ეს კაცი ისე აღწერე მე შემიყვარდა და ნენე კიდე ამას ეძახის ყინულის გორგალს ? არა რა , რა ყინული გამოალღო ეს გოგო და მადლობის მაგიერი ესა , ნწნწნწნწ უმადური ! :დ
მოკლედ ძალან კარგი გოგო ხარ მარიამ ასე გააგრძელე და ნენე მოგვიდრიკე ცოტა და დააფიქრე ეს გოგო სიყვარულზე თორე დაბერდა უკვე !
ხო და გაბანალურების ნუ გეშინია , რაც ბანალურია ყველაფერი მაინც სასიყვარულოა ასე რომ იმის გამო ვაიმე ახლა არ გავაბანალუროოო ბავშვს უმამოდ ნუ გაუწელავ ამ პერიოდს , ხო კიდევ ნენემ ცოტა დამნაშავედ იგრძნოს თავი! ერთადერთო რაც არ მომწნს ისაა , რომ როცა ეს დაგეგმა ბავშვის ვარდა ყველაფერზე იფიქრა , გასაგებია რომ იდეალური დედაა და ყურადღებას კი არა არაფერს აკლებს ლილუს მაგრამ რეალურად როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებ ბავშვზეც უნდა იფიქრო და იმაზეც რომ რაც არ უნდა დიდი კომფორტი და კარგი ცხოვრება შეუქმნა მას მამა მაინც სჭირდება ! და არც მაქსიმეა იმის ღირსი რომ სადღავ შვილ ყავდრს და გონს არ იყოს ამასთან დაკავშირებით.
კარგი გოგო ხარ და ვიცი ამასაც გამოასწორებ!
მოკლედ წარმატებები მარიკუნკულა!
უხ კარგა ხანია ამხელა კომენტარი არ დამიწერია :დ

 



№19  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

triniti
მოკლედ ისეთი ინტერესი გამიღვიძე არ მიყვარს ისტორიის წაკითხვა თუ დასრულებული არ არის დავიწყე ეს ისტორია და ვხვდები რომ თავი დავისაჯე ძალიან გთხოვ მალე დადე ტორემ მოლოდინით დამარტყავს გული...რაც შეეხება შენს ისტორიას დძალიან კარგი ხარ მოვიხიბლე ისტორიით...
ინტერესი მომკლავს ის ქალი ვინ არის იქ რომ შეხვდა დარწმუნებული ვარ ტყუილად არ შეახვედრებდი..
იმის გაგების სურვილი მკლავს რა მოხდება როცა იცნობს მაქსიმე ....
მოკლედ გელი სულმოუთქმელად...
და ბოლოს მინდა ავგნიშნო არაჩვეულებრივად წერ მარტივად და გასაგებად ...
kissing_heart

აუუ შენ თავი დაისაჯე და მე ეგოისტურად გამიხარდა ეგ ფაქტი!????❤ უუღრმესი მადლობა და შევეცდები რაცშეიძლება მალე დავდოო❤❤

D-roni
სათარმა ჩემი ყურადღება მიიპყრო , ძალიან მომწონს , ყველაფერი ძალიან კარგად გაქვს აღწერილი!
მიუხედავად იმისა , რომ მოვლენებს სწრაფად ანვუთარებ ემოციები მაინც კარგად მოდის და უკმარისობის გრძნობას არ გიტოვებს.
მომწონს განვითარება და შენი წერის სტილიც , კარგია ეროტიულ სცენებს ასე რომ აღწერ , თითქოს ყველაფერი ძალიან ნორმულად გაქცს დაცული , რაც შეეხება მაქსიმეს და ნენეს შეხვედრას ... მართლა ვერ იცნო თუ თავი გამოიყვერჩიტა? :დ
ან ეს ნენე რამ გააცივა კაცო , ეს კაცი ისე აღწერე მე შემიყვარდა და ნენე კიდე ამას ეძახის ყინულის გორგალს ? არა რა , რა ყინული გამოალღო ეს გოგო და მადლობის მაგიერი ესა , ნწნწნწნწ უმადური ! :დ
მოკლედ ძალან კარგი გოგო ხარ მარიამ ასე გააგრძელე და ნენე მოგვიდრიკე ცოტა და დააფიქრე ეს გოგო სიყვარულზე თორე დაბერდა უკვე !
ხო და გაბანალურების ნუ გეშინია , რაც ბანალურია ყველაფერი მაინც სასიყვარულოა ასე რომ იმის გამო ვაიმე ახლა არ გავაბანალუროოო ბავშვს უმამოდ ნუ გაუწელავ ამ პერიოდს , ხო კიდევ ნენემ ცოტა დამნაშავედ იგრძნოს თავი! ერთადერთო რაც არ მომწნს ისაა , რომ როცა ეს დაგეგმა ბავშვის ვარდა ყველაფერზე იფიქრა , გასაგებია რომ იდეალური დედაა და ყურადღებას კი არა არაფერს აკლებს ლილუს მაგრამ რეალურად როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებ ბავშვზეც უნდა იფიქრო და იმაზეც რომ რაც არ უნდა დიდი კომფორტი და კარგი ცხოვრება შეუქმნა მას მამა მაინც სჭირდება ! და არც მაქსიმეა იმის ღირსი რომ სადღავ შვილ ყავდრს და გონს არ იყოს ამასთან დაკავშირებით.
კარგი გოგო ხარ და ვიცი ამასაც გამოასწორებ!
მოკლედ წარმატებები მარიკუნკულა!
უხ კარგა ხანია ამხელა კომენტარი არ დამიწერია :დ

უხუხუხ! როგორ გამახარა შენმა კომენტარმა!!❤ რასგაიგებ აბა მაქსიმესას იცნო ვერიცნო? იმედია მალე გვეტყვის ჩვენც???? ნენეც ალბათ მიხვდება შეცდომებს და დალაგდება ამბები ალბათ???? უუღრმესი მადლობა შენ და ვეცდები მალევე დავდო❤❤❤

 



№20 სტუმარი სტუმარი megi

Ai dzaaan magarad wer es istoriac dzaaan magaria da imedia male dadeb shemdegsac gelodebi moutmenlad warmatebebi <3

 



№21  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

სტუმარი megi
Ai dzaaan magarad wer es istoriac dzaaan magaria da imedia male dadeb shemdegsac gelodebi moutmenlad warmatebebi <3

უღრმესი მადლობა❤❤

 



№22 სტუმარი სტუმარი ლიკა

დადებ დღესს

 



№23  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

სტუმარი ლიკა
დადებ დღესს

კი ახლა ვდებ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent