შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იასამნისფრად (სრულად)


28-10-2017, 22:48
ავტორი ელპინი
ნანახია 2 132

იასამნისფრად (სრულად)

აივანზე ვზივარ.
ცრემლები თავისით მომდის.
იასამნისფერ ცას გავყურებ და მახსენდება მისი სიტყვები
-ანნა,იასამნისფრად მიყვარხარ-ო.
ყოველ წუთში ორჯერ მიმეორებდა.
არ იყო ნორმალური.
და მეც არანორმალურად მაქცია.
სამყაროს იასამნისფრად ხედავდა და მეც იასამნისფრად დამანახა.

***
02:34
"არ ჩამოხვალ,ხო?".
გული მეკუმშება.
მინდა ეს კედლები დავანგრიო.
ბოქლომით ჩაკეტილი ოთახი გავხსნა და მასთან გავიქცე,მაგრამ რაღაც მაკავებს.
თითქოს არ მინდა,მაგრამ მინდა.
"არა".
გეფიცებით ჩემს ადამიანობას,რომ ასე უხეშად და ლაკონურად მისთვის არასდროს არაფერი მითქვამს.

***
02:54
"გადმომხედე მაინც,ანნა".
არაფრის ღირსი არ არის.
არც ვაპირებ.
მინდა გავიქცე.
ჩავეხუტო.
მაგრამ არა!
"არა".
გული მიკვდება.
მუხლებში თავჩარგული ვტირი.
მინდა დავიცალო.
მაგრამ ვერა,ვერ ვაკეთებ.
მისი სიტყვები მახსენდება
-ემოციური მყავხარ,ანნა!

***
03:14
"ანნა,ერთხელ მაინც".
მეშინია.
მეშინია,რომ ეს გრძნობა მალე ბოლოს მომიღებს,გამანადგურებს.
"არა".
რატომ ხდება ასე?
ვერ ხვდება რომ ასე უფრო მტკენს.
სულიერად მანადგურებს.
ნაბიჯ-ნაბიჯ.
არ მინდობს და ასე ცდილობს მატკინოს.

***
03:34
"ნახე,იასამნისფერი ცა'ც კი ჩვენ გვეხმარება,ანნა".
ფრჩხილები კანში მესობა იმდენად ვუჭერ ხელებს ერთმანეთს.
მართლაც,იასამნისფერი იყო ცა.
ყველაფერი ჩემ წინააღმდეგაა.
"არა".
მინდა მეტი ვუთხრა.
მინდა ბოლო ხმაზე ვიყვირო
-იასამნისფრად მიყვარხარ-მეთქი.

***
04:54
"მალე იასამნისფრად გავაფრენ,ანნა".
კარგი,რა.
იცის,იცის როგორ გამითბოს გული,მაგრამ მაინც ვერ მივდივარ მასთან.
სხეული მეკუმშება.
გული ფორიაქობს.
სულიც.
"არა".
მე ისევ ამას ვწერ,შეიძლება უაზრო პასუხია,მაგრამ ის მიხვდება.
დამიჯერეთ,მართლა.

***
04:14
"ანნა,მაპატიე".
გული მიკვდება.
სხეულზე იარები მისით ჩნდება.
ტირილისგან უკვე თვალები მტკივა და დასიებული მაქვს.
უკვე მეშინია იასამნისფერი ცის.
"არა".
წამით მაინც მინდა დავინახო.
შევიგრძნო.
მის თითებს შევხედო.
ხორბლისფერ და უბრალოდ ლამაზ თითებს.

***
04:34
"ნახე,ცაც იცვლის ფერს.უკვე ვარდისფერია,ანნა."
მანადგურებს.
სულიერად.
ფიზიკურადაც.
არაფერი მიპასუხია.
უკვე ძალა აღარ მაქვს.

***
04:54
კარებზე ზარია.
ვიცი ის იქნება.
მეშინია.
ადგილიდან ვერ ვიძვრი.
"არ შემომიშვებ?".
მან იცოდა.
იცოდა,რომ ასე მანადგურებდა.
ცუდად მოქმედებდა.
-ანნა.
სხეულში სითბო მეღვრება.
ხვდება ჩახუტება,რომ მინდა და თვითონ მეხუტება.
ჩემი ცრემლები მის მხრებს ასველებენ.
-ანნა.
ჩემს სახელს ისევ იმეორებს.
ღმერთო.
რა სასწაული გრძნობაა.
-წადი საბა.ასე მკლავ,მტანჯავ.
აკანკალებული ხმით ძლივს ვლაპარაკობ.
თითები მისი სახისკენ მიიწევს თავისით.
უკან ბრუნდება და მიდის.
სუნთქვა.
მარილიანი სითხე ლოყებს მისველებს.
ყელში მიჭერს უხილავი ბურთი და ვხრიალებ.
აკანკალებული ხელებით ცრემლებს ვიმშრალებ და ისევ აივნისკენ მივდივარ.

***
05:14
"ჯერ არ ყოფილა ცა ასეთი იასამნისფერი".
მეღიმება.
მინდა იმ იასამნისფრრ ღრუბლებს შევეხო,ჩვენ სიყვარულს რომ იტევს.
"ხო".
მტკივა.
საბ,ნუთუ არ გესმის?

***
-აუ,ანა,წამოდი გთხოვ.
უკვე ერთი საათია მაკამ ტვინი გამიღუნა.
-მაკა,დამღალე.არ მინდა ეს პოეზიის საღამოები,ვაა.
უკვე ნერვებმოშლილი გაბრაზებული ვლაპარაკობ.
-ანა,ნერვებს მიშლი.შოკოლადის ნამცხვარს გაგიკეთებ.
იცის ადამიანმა რით უნდა მოიგოს ჩემი გული.
-იცოდე,რო არ გამიკეთო გაგაძევებ ჩემი სახლიდან.
მუქარით ვეუბნები და ოთახისკენ მივდივარ.
-კაი ანა.

-მაკა,რომ არ მომეწონოს აქვე და ახლავე გაგატყავებ.
წუწუნით უკვე ტვინი ვატკინე,მაგრამ არ მიყვარს ეს ხალხმრავლობა.მირჩევნია ჩემთვის სახლში,პლედშემოხვეული ჩაისთან ერთად ჩარკვიანს ვუსმინო.
-ნახავ მოგეწონება ანა.
ხუთი წუთიც და მიკროფონში ხმა ისმის.
"იასამნისფერია ყველგან ბაღები,
იქნებ მე ვხედავ მხოლოდ ამ ფერად,
მოდი,დავფიქრდეთ რა არის ფერები,
და მერე ვნახოთ ვინ რა ფერს ხედავს".
ტანში ჟრუანტელი მივლის.
სასიამოვნოდ მეღიმება.
-ანა,ისე უყურებ ლამისაა მიხვიდე და ჩაეხუტო.
ფხუკუნით მეუბნება მაკა და თავს სასაცილოდ აქნევს.
-ჩუმად მაკა.დამაცადე.
გაბრაზებული ვლაპარაკობ და ისევ სიამოვნებით ვუგდებ ყურს საოცარ ლექსებს.
ღმერთო,რა სასწაულია.
დარბაზში შუქი ინთება და მიზ სახეს გაბადრული ვუყურებ.
ვერც კი შევნიშნე როდის დასრულდა საღამო.
-ანა,წავედით.თხუთმეტი წუთია უკვე დებილივით გაღიმებული იყურები.
მაკას ხმა მაფხიზლებს ჩაფიქრებულს.
-ანნა,შენ იასამნისფერი ხარ.
ყურში ვიღაც ჩამჩურჩულებს და კანი მაშინვე მეხორკლება.
უცნობი სასიამოვნო ხმა მელოდიასავით ჩამესმის.
ეს იყო პირველი სიტყვები და შემდეგ წამოვიდა იასამნისფერების კორიანტელი.

***
05:34
"გაიყინები".
უკვე გავიყინე.
გრძნობებმა გამყინა.
თითები გათოშილი მაქვს.
"არა უშავს."
ისევ ლაკონურად ვპასუხობ და სიმწრის სიცილით მეცინება.

***
05:54
"უკვე ანნა-ს დაძახებას ვეღარ ვბედავ".
გაშტერებული მივჩერებივარ ტელეფონს და ვგრძნობ,მალე გული გაჩერდება.
ვერაფერს ვპასუხობ.
ვიცი გავტყდები და დავიმსხვრევი.

***
06:14
"საათებია იასამნისფერი ქრება ნელ-ნელა".
საბოლოოდ ვითიშები.
ოღონდ ეს არ ეთქვა.
ოღონდ ეს!
რა სასტიკია ეს გრძნობა.
მან იცის,რომ იასამნისფერი არასდროს გაქრება,მაგრამ მაინც მტკენს.

***
06:34
"გეხვეწები რა"
ორად ორი სიტყვა და ვხვდები,უკვე მეტი აღარ შემიძლია.
არსებობა მიჭირს უკვე.
"მოდი".
სხვა აღარაფერი მინდა.
შევიშალე მგონი.

***
06:54
-ანნა,როგორ მეიასამნისფერები.
ჩამეხუტა და იასამნისფერ სამყაროში გავფრინდი.
მეტს ვეღარ გავუძელი.
ჩემამდე უნდა მომეშვა.
-იასამნისფრად მიყვარხარ საბ.აღარ მატკინო ჩემთავს გაფიცებ,რა.
საფეთქელზე მკოცნის და ერთიანად ვიფერფლები.
სხვაა საბა!
აივანზე ვისხედით,პლედებით,ჩაი და ჩარკვიანი.
-ანნა,ჩარკვიანიც იასამნისფერია,ხო?
ღიმილით ვუქნევ თავს და ტუჩებზე მეხება.
მთელი გრძნობით მკოცნის.
ემოციებისგან ვიცლები.

***
07:14
-იასამნისფრად მიყვარხარ ანნა.
-საბ.



საშინლად ვნერვიულობ.
ლამისაა ფრჩხილები დავიჭამო.
მეშინია,არ ვიცი რა გამოვიდა.
მაგრამ დიდი მადლობა ყველას.
მიყვარხართ ძალიან.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი ki si

Hhhi rogori kargi iyooo

 


№2  offline ადმინი ელპინი

ki si
Hhhi rogori kargi iyooo

უღრმესი მადლობა,ძალიან გამახარე❤

 


№3 სტუმარი მოცინარი

ელ, ეს რა იყო? იცი რა მიქენი? ვზივარ და მზად ვარ ღამე გავათენო ორონდ იასამნის'ფერი ცა ვნახო. მეც მინდა იასამნისფრად ვუყვარდე ვინმეს. გული გამითბე. და გამაბედნიერე ????????????????????

უყვარხარ ლიკუნას და ელოდება ახალ შენდევრს ????

 


№4  offline ადმინი ელპინი

მოცინარი
ელ, ეს რა იყო? იცი რა მიქენი? ვზივარ და მზად ვარ ღამე გავათენო ორონდ იასამნის'ფერი ცა ვნახო. მეც მინდა იასამნისფრად ვუყვარდე ვინმეს. გული გამითბე. და გამაბედნიერე ????????????????????

უყვარხარ ლიკუნას და ელოდება ახალ შენდევრს ????

ლიკუ,სიყვარულო❤❤
ვგიჟდები შენზე❤❤
შენთანაც მოვა იასამნისფერი სიყვარული,დაელოდე❤❤
სასწაული მყავხარ შენ❤
დიდი მადლობა❤❤❤❤
ჩემი პატარა ლიკუ❤❤❤

ლიდია
ეეე ^_^ მააგარია, ძალიან მომეწონა ^_^ კაი დასასრულო კაია heart_eyes heart_eyes heart_eyes

არ მინდოდა კარგად დამესრულებინა,მაგრამ მეტი ვეღარ გავბედე :დდდ
უღრმესი მადლობა,ძალიან გამახარე❤❤❤

 


№5  offline წევრი ki si

Sheuqet xalxo bednieri dasasruli iqneba xshirad daweros egeti :D

 


№6  offline წევრი Mtirala

ელპინ,
ხო იცი რას ვფიქრობ?
ვიცი,
მიხვდები.
წინა უკეთესი იყო,
ბევრად.
ჩავარდნები გაქვს,
იმას წერ რასაც გრძნობ,
მაგრამ...
ხომ ხვდები?
ინდივიდუალობა არ დაკარგო, რა.
ანა,
ეცადე იმაზე უკეთესი გამოვიდეს რაც ბოლოს დაწერე,
ერთ ადგილი არ ტკეპნო, რა.
ისე, ზოგადად, კარგი იყო,
მაგრამ ყოველთვის უფრო მეტს ველი შენგან.
"ღამეზე" იმუშავე.
მიყვარხარ,
დიდო!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№7  offline ადმინი ელპინი

ki si
Sheuqet xalxo bednieri dasasruli iqneba xshirad daweros egeti :D

ვაიმეე :დდდდდდდდდ
მოვკვდი სიცილით :დდდდდ
ეჰჰ,ეგ ჩემ მუზას უთხარით :დდ❤❤

Mtirala
ელპინ,
ხო იცი რას ვფიქრობ?
ვიცი,
მიხვდები.
წინა უკეთესი იყო,
ბევრად.
ჩავარდნები გაქვს,
იმას წერ რასაც გრძნობ,
მაგრამ...
ხომ ხვდები?
ინდივიდუალობა არ დაკარგო, რა.
ანა,
ეცადე იმაზე უკეთესი გამოვიდეს რაც ბოლოს დაწერე,
ერთ ადგილი არ ტკეპნო, რა.
ისე, ზოგადად, კარგი იყო,
მაგრამ ყოველთვის უფრო მეტს ველი შენგან.
"ღამეზე" იმუშავე.
მიყვარხარ,
დიდო!

მადლობა პატარა❤❤
როგორ მეშინია,ხომ იცი?
გული მისკდება :(((
მიყვარხარ ძალიან❤❤
"ღამე"?!
ჯერ არ ვიცი :((((❤

 


№8  offline წევრი mimimimo

ეს იყო
და
იყო.
არა
იყო
არის
და
იქნება
არამედ
იყო
და
იყო.
ასე
ლაკონურად.
არ მომეწონა.
შემიყვარდა'სავით.
მოდი'ო
და
გულმა
დუგ-დუგ'ო.
(ვიცინი)
შემიყვარდა'სავით.
წარმატებები!

 


№9  offline ადმინი ელპინი

mimimimo
ეს იყო
და
იყო.
არა
იყო
არის
და
იქნება
არამედ
იყო
და
იყო.
ასე
ლაკონურად.
არ მომეწონა.
შემიყვარდა'სავით.
მოდი'ო
და
გულმა
დუგ-დუგ'ო.
(ვიცინი)
შემიყვარდა'სავით.
წარმატებები!

რისი ღირსი ხარ ახლა შენ?!
უნდა გცემოს კაცმა.
რატომ გამიხეთქე გული?!
უნამუსო ეს.
რო კითხო გულში ვუზივარ -_-
კაი,ხო.
მიყვარხარ :დდდ
დიდი,დიდი მადლობა,საყვარელო❤❤❤❤❤

 


№10 სტუმარი სტუმარი თაკო

....................
ჩემო საოცრება
დებილი ბავშვივით ყურებამდე გაღიმებული ვკითხულობდი მეტი არ მინდოდა ცუდად დამთავრებოდა მერე გენახა შენ
ველი მორიგ ისტორიას ჩემო გიჟმაჟო
უყვარხარ შენ ფერადს
"მიყვარხარ ელპინ"

 


№11  offline მოდერი Eleniko13

ეს მგონი პირველი ნაწერია შენი,
რომელიც წავიკითხე.
დამაინტერესა სხვებშიც ასეთი
იყავი თუ არა და 2-3
გადავიკითხე.
იცი,
რამე ახალი გააკეთე.
აი, გიყვარს სახელებით და რაიმე მოვლენით მანიპულირება.
ყველაფრის გაიასნება რა,
აქ იისფერია,
იქ წითელი მზე იყო,
მარ,
ანნ,
მოდი არ გინდა ეს.
ჩემთვის პირადად ყველა ერთნაირი გახდა მაგის გამო.
ვეღარ დავუმუღამე, ხვდები?
ვერანაირად.
და მოსაწყენი გახდა,
სამის მერე მეოთხეც რომ იგივე იყო.
ნუ აფიქრებინებ ნურავის,
რომ მეტს ვერაფერს წერ.
რომ მეტი ვერაფერი შეგიძლია.
და კიდევ ეს სიკვდილი...
ძალიან აცამტვერებს ყველაფერს.
ასეთ ისტორიებს ცუდი დასასრულები არ უხდებათ.
მე მიყვარს,
მაგრამ გააჩნია სად.
შენ გადამეტებულ, ზღვარგადასულ და
რაღაც არაადამიანურ სიყვარულს აღწერ.
მე რომ არ მომწონს და ჩემთვის რომ
ზემეტად ბანალურია (სიტყვა ბანძს არ გამოვიყენებ)
ისეთს აი.
ვისთვის როგორ,
მე არ მომწონს ასეთი სიყვარული და
დიდი დოზით გაქვს პათეტიკაც,
გეფიცები.
ჯერ სად ხარ, დაიხვეწები ვიცი,
დარწმუნებული ვარ რომ ბევრად უკეთესებს დაწერ და
გელოდები.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№12  offline ადმინი ელპინი

სტუმარი თაკო
....................
ჩემო საოცრება
დებილი ბავშვივით ყურებამდე გაღიმებული ვკითხულობდი მეტი არ მინდოდა ცუდად დამთავრებოდა მერე გენახა შენ
ველი მორიგ ისტორიას ჩემო გიჟმაჟო
უყვარხარ შენ ფერადს
"მიყვარხარ ელპინ"

თაკუ,მადლობა დიდი❤
მიყვარხარ❤

Eleniko13
ეს მგონი პირველი ნაწერია შენი,
რომელიც წავიკითხე.
დამაინტერესა სხვებშიც ასეთი
იყავი თუ არა და 2-3
გადავიკითხე.
იცი,
რამე ახალი გააკეთე.
აი, გიყვარს სახელებით და რაიმე მოვლენით მანიპულირება.
ყველაფრის გაიასნება რა,
აქ იისფერია,
იქ წითელი მზე იყო,
მარ,
ანნ,
მოდი არ გინდა ეს.
ჩემთვის პირადად ყველა ერთნაირი გახდა მაგის გამო.
ვეღარ დავუმუღამე, ხვდები?
ვერანაირად.
და მოსაწყენი გახდა,
სამის მერე მეოთხეც რომ იგივე იყო.
ნუ აფიქრებინებ ნურავის,
რომ მეტს ვერაფერს წერ.
რომ მეტი ვერაფერი შეგიძლია.
და კიდევ ეს სიკვდილი...
ძალიან აცამტვერებს ყველაფერს.
ასეთ ისტორიებს ცუდი დასასრულები არ უხდებათ.
მე მიყვარს,
მაგრამ გააჩნია სად.
შენ გადამეტებულ, ზღვარგადასულ და
რაღაც არაადამიანურ სიყვარულს აღწერ.
მე რომ არ მომწონს და ჩემთვის რომ
ზემეტად ბანალურია (სიტყვა ბანძს არ გამოვიყენებ)
ისეთს აი.
ვისთვის როგორ,
მე არ მომწონს ასეთი სიყვარული და
დიდი დოზით გაქვს პათეტიკაც,
გეფიცები.
ჯერ სად ხარ, დაიხვეწები ვიცი,
დარწმუნებული ვარ რომ ბევრად უკეთესებს დაწერ და
გელოდები.

მიხარია,რომ წაიკითხე.
ვეცდები გავითვალისწინო❤
მადლობა ძალიან დიდი❤❤❤❤

 


№13  offline წევრი modemodka

რა კარგია ! <33333

 


№14  offline ადმინი ელპინი

modemodka
რა კარგია ! <33333

როგორ გამახარე❤❤❤მადლობა,საყვარელო❤❤

 


№15  offline მოდერი ენემი

ელ საოცრება გოგო'ვ <3
მოთხრობა პატარა მაგრამ ყველაფრის მთქმელი იყო,
შენიშვნას მე არ მოგცემ,
რატო?
იმიტო რომ იცი შენი შეცდომები,
იცი როგორ გამოასწორო,
და მე ველი შენს მოთხრობას რომელშიც არც ერთი,
ვიმეორებ!: არც ერთი შეცდომა არ იქნება,
ზედმეტს მოვითხოვ? არა
შეუძლებელს ვამბობ? შეიძლება სხვისთვის,
შენთვის შესაძლებელია ეს ვიცი მე,
და ველი მოთხრობას რომელზეც მე ვიტყვი,
"ეს ნამდვილი ელპინია"-თქო
ენს ძალიან უყვარხარ პატარა ელ kissing_heart kissing_heart

 


№16  offline ადმინი ელპინი

ენემი
ელ საოცრება გოგო'ვ <3
მოთხრობა პატარა მაგრამ ყველაფრის მთქმელი იყო,
შენიშვნას მე არ მოგცემ,
რატო?
იმიტო რომ იცი შენი შეცდომები,
იცი როგორ გამოასწორო,
და მე ველი შენს მოთხრობას რომელშიც არც ერთი,
ვიმეორებ!: არც ერთი შეცდომა არ იქნება,
ზედმეტს მოვითხოვ? არა
შეუძლებელს ვამბობ? შეიძლება სხვისთვის,
შენთვის შესაძლებელია ეს ვიცი მე,
და ველი მოთხრობას რომელზეც მე ვიტყვი,
"ეს ნამდვილი ელპინია"-თქო
ენს ძალიან უყვარხარ პატარა ელ kissing_heart kissing_heart

ენ,იცი როგორ გამახარე?!
არ იცი!
ხოდა,გეტყვი.
აი,ძალიან,ძალიან.
უღრმესი მადლობა.
ვეცდები გამოვასწორო და იყოს ისე ყველაფერი,როგორც გ(ვ)ინდა.
მიყვარხარ.

 


№17 სტუმარი blue girl

ესდღეებია ვერ ვახერხებდი საიტზე ისტორიების კითხვას და როგორცვე შემოვედი შენ ისტორიებს ,,ვეცი" :დდდ ვიცოდი თითოეული სხვანაირად გამათბობდა და დამატკბობდა მარა ამან გადამრია ❤სააოცარიი გოგოხარ შენ ელლპინ ❤ვეღარაფერს ვამბობ!

 


№18  offline ადმინი ელპინი

blue girl
ესდღეებია ვერ ვახერხებდი საიტზე ისტორიების კითხვას და როგორცვე შემოვედი შენ ისტორიებს ,,ვეცი" :დდდ ვიცოდი თითოეული სხვანაირად გამათბობდა და დამატკბობდა მარა ამან გადამრია ❤სააოცარიი გოგოხარ შენ ელლპინ ❤ვეღარაფერს ვამბობ!

ვაიმე, ლურჯო გოგო'ვ, კი გამიკვირდა რომ არ მხვდებოდა შენი კომენტარი, მაგრამ თურმე რა ხდება.
აი, ჩემი არანორმალური ხარ შენ!
ვგიჟდები შენზე.
უდიდესზე უდიდესი მადლობა❤❤
მიყვარხარ❤❤

 


ეს იყო? ვაიმე რა იყო ეს? სასწაული? არა სულაც არა! ალბათ ეს რბილად ნათქვამი იქნება! რა იყო ეს? არ ვიცი! ვერ ვამბობ! საოცრენა? არა არც საოცრება! უბრალოდ სიტყვით აუღწერელი! (მართალია იასამნისფერი ფერი არ მიყვარს თუმცა ეს არაფერია მაიმც მომეწონა)

 


№20  offline ადმინი ელპინი

სულელი მეოცნებე
ეს იყო? ვაიმე რა იყო ეს? სასწაული? არა სულაც არა! ალბათ ეს რბილად ნათქვამი იქნება! რა იყო ეს? არ ვიცი! ვერ ვამბობ! საოცრენა? არა არც საოცრება! უბრალოდ სიტყვით აუღწერელი! (მართალია იასამნისფერი ფერი არ მიყვარს თუმცა ეს არაფერია მაიმც მომეწონა)

აუუუუ, დღეს უნდა გამაფრენინო შენ, ხო?!
რა საყვარლობებს მეუბნები, ნუ
ოქრო ხარ, ანუკი!
დიდი, დიდი მადლობა.❤❤❤
პ.ს. მე მიყვარს იასამნისფერი, მაგრამ ეგ არაფერი...

 


ელპინი
სულელი მეოცნებე
ეს იყო? ვაიმე რა იყო ეს? სასწაული? არა სულაც არა! ალბათ ეს რბილად ნათქვამი იქნება! რა იყო ეს? არ ვიცი! ვერ ვამბობ! საოცრენა? არა არც საოცრება! უბრალოდ სიტყვით აუღწერელი! (მართალია იასამნისფერი ფერი არ მიყვარს თუმცა ეს არაფერია მაიმც მომეწონა)

აუუუუ, დღეს უნდა გამაფრენინო შენ, ხო?!
რა საყვარლობებს მეუბნები, ნუ
ოქრო ხარ, ანუკი!
დიდი, დიდი მადლობა.❤❤❤
პ.ს. მე მიყვარს იასამნისფერი, მაგრამ ეგ არაფერი...

იცი ? შენ ისტორიებს სევდა ეტყობა თუმცა ეს მათ უფრო საიმტერესოს ხდის...ცხოვრება ხომ ოცნებების ამსრულებელი ქარხანა არ არის?! მიყვარხარ

 


№22  offline ადმინი ელპინი

სულელი მეოცნებე
ელპინი
სულელი მეოცნებე
ეს იყო? ვაიმე რა იყო ეს? სასწაული? არა სულაც არა! ალბათ ეს რბილად ნათქვამი იქნება! რა იყო ეს? არ ვიცი! ვერ ვამბობ! საოცრენა? არა არც საოცრება! უბრალოდ სიტყვით აუღწერელი! (მართალია იასამნისფერი ფერი არ მიყვარს თუმცა ეს არაფერია მაიმც მომეწონა)

აუუუუ, დღეს უნდა გამაფრენინო შენ, ხო?!
რა საყვარლობებს მეუბნები, ნუ
ოქრო ხარ, ანუკი!
დიდი, დიდი მადლობა.❤❤❤
პ.ს. მე მიყვარს იასამნისფერი, მაგრამ ეგ არაფერი...

იცი ? შენ ისტორიებს სევდა ეტყობა თუმცა ეს მათ უფრო საიმტერესოს ხდის...ცხოვრება ხომ ოცნებების ამსრულებელი ქარხანა არ არის?! მიყვარხარ

ანუკი, მიხარია, რომ ხედავ ყველაფერს.
მე მიყვარს სევდა და ცუდი დასასრული.
ვფიქრობ, ცხოვრება არც ისე დიდ ბედნიერებას ანიჭებს ადამიანს და ოცნებები უბრალოდ ზედმეტად ხმამაღალი გამონათქვამია.❤

 


№23  offline მოდერი სალანდერი

ანნა, ელ, ან როგორც გირჩევნია.
შენ ისევ ჩემი საყვარელი მწერალი ხარ, არაფერი იცვლება და ვერც შეიცვლება ალბათ.
ეს ისეთია, აი ისეთი მე რომ არ უნდა ვგრძნობდე და მაინც, რაღაცნაირად, იცი შენ.
არ მიყვარს იასამნისფერი, არც "სიყვარული" მიყვარს, არც ამდენი გრძნობები და ემოციები, პათეტიკურია ჩემთვის და მაინც რატომ მოდიხარ ასე ახლოს?
ანნა ან ელ, ტალღებად მოგაქვს რა, მიუხედავად იმისა რომ იქეთ ბევრად დახვეწილი და გაზრდილი ხარ, აქ, პატარა ელ პინიც ბევრს გრძნობს.
მარტო თავისთვის არ გრძნობს თან, სხვებსაც გადასცემს.
მომწონს შენი თვალით დანახული ბანალურობა, მომწონს რადგან შენი თვალებიდან ბანალური არ არის და მეც გადმომეცემა მუხტი.
ანნა, ელ ან როგორც გირჩევნია, უნდა წერო შენ.
ძალიან ბევრი უნდა წერო.

 


№24  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
ანნა, ელ, ან როგორც გირჩევნია.
შენ ისევ ჩემი საყვარელი მწერალი ხარ, არაფერი იცვლება და ვერც შეიცვლება ალბათ.
ეს ისეთია, აი ისეთი მე რომ არ უნდა ვგრძნობდე და მაინც, რაღაცნაირად, იცი შენ.
არ მიყვარს იასამნისფერი, არც "სიყვარული" მიყვარს, არც ამდენი გრძნობები და ემოციები, პათეტიკურია ჩემთვის და მაინც რატომ მოდიხარ ასე ახლოს?
ანნა ან ელ, ტალღებად მოგაქვს რა, მიუხედავად იმისა რომ იქეთ ბევრად დახვეწილი და გაზრდილი ხარ, აქ, პატარა ელ პინიც ბევრს გრძნობს.
მარტო თავისთვის არ გრძნობს თან, სხვებსაც გადასცემს.
მომწონს შენი თვალით დანახული ბანალურობა, მომწონს რადგან შენი თვალებიდან ბანალური არ არის და მეც გადმომეცემა მუხტი.
ანნა, ელ ან როგორც გირჩევნია, უნდა წერო შენ.
ძალიან ბევრი უნდა წერო.

ხომ გითხარი, არ მიყვარს ეს ნაწერი-მეთქი, მაგრამ ჩარკვიანზე ჭკუა მეკეტება
და ზოგადად, სიმღერას როგორც ვგრძნობ, ხომ იცი ეგ.
ახლანდელი გადმოსახედიდან ბანალურობაზე მეტია ეს ყველაფერი ჩემთვის, მაგრამ შენთვის თუ მაინც ემოციების მომტანია, ეგ ბევრს ნიშნავს ძალიან.
და მით უმეტეს, შენ რომ არ გიყვარს ასეთი რაღაცები.
მგონი, ზღვარგადასული სიყვარული ხარ ჩემი უკვე.
ძალიან მიყვარხარ და იმ დებილური სიტყვის თქმა, არ მინდა, მაგრამ მინდა და მაინც გეტყვი რა.
ათასი მადლობა შენ, რომ ხარ!
ანნა-ელ-ს ძალიან უყვარხარ!

 


№25  offline წევრი meocnebe avadmyopi

მე დიდი ბოდიშით
რომ აქამდე არ წავიკითხე
საიტზე არაფერი იდება და დავიწყე შენი პირველი ისტორიიდან უკვე აქამდე დაწერილი ყველა წავიკითხე
თუმცა არც ერთზე კომენტარი არ დამიწერია
აქ დავწერე ალბათ იმიტომ,რომ დამანახე სამყარო სხვა ფერით
იმ სხვა ფერით რომელზეც ვაფრენ
დამანახე სამყარო და თითოეული გრძნობა ჩემ საყვარელ ფერად
უფრო სიყვარული და ტკივილი
უაზროდ მეღიმებოდა და მეღიმება ახლაც
როდესაც ამ კომენტარს ვწერ
ვიცი ვერ ვნახავ
მაგრამ შემორჩეს გადავიკითხავ კომენტარს და გამახსენდება თითოეული გრძნობა რაც კითხვისას განვიცადე
ბევრი წამიკითხია
მაგრამ განსხვავებული იყო
რადგან მე იასამნისფერში ჩავიძირე და უფრო შემიყვარდა
მთელი ჩემი სულით და გულით heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent