შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაცი ერთი ღამისთვის (თავი 5)


29-10-2017, 21:32
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 3 103

კაცი ერთი ღამისთვის (თავი 5)

თავი 5.

მაღვიძარის ხმაზე სწრაფად წამოფრინდა ნენე და ლილუც გააღვიძა. ცოტახანს მოესიყვარულა შვილს და გამზადებაც დაიწყეს. ლილუ თუ კი რამეში პრობლემატური იყო ეს ერთადერთი ჭამაა. არ უყვარდა პატარას საჭმელი, დედას რომ არ დაეძალებინა ხოლმე ალბათ ჰაერით გამოკვებას ისწავლიდა მაგრამ საჭმელს მაინც არ გაეკარებოდა. განსაკუთრებით დილის საუზმეს ვერ იტანდა. ნენემაც ტრადიციულად ბევრი თხოვნა-მუდარით, ხათრითა და ვედრებით როგორც იქნა ორი ლუკმა შეაჭამა ბავშვს და თვითონაც ცხელ ყავას სწრაფ-სწრაფად ისხაცდა ყელში.
-დედა გუშინ სალომე კაცმა მოიყვანა ბაღში
წარბებ აწეულმა გახედა ნენემ შვილს
-ვინ კაცმა დედი
-მეც ეგ ვკითხე ვინ იყო თქო, მამიკოო მითხრა...დე მე რატო არ მყავს მამიკო?
ლილუს ნათქვამმა ისე დააბნია ყავა გადასცდა და საშინელი ხველა აუტყდა, აქამდეც იცოდა რომ ოდესმე ამაზე ლაპარაკის დრო მოვიდოდა, მაგრამ იმდენი ხანი დუმდა ლილუ ბოლოს იფიქრა რომ ყველაფერს თავიდან აიცილებდა მაგრამ შეცდა. ისეთი მომლოდინე სახით მიაჩერდა დედას ნენემ მოსვენება დაკარგა, ხმ ვერ ამოიღო, სწრაფად მოაცვა ჟაკეტი და მანქანაში ჩასვა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია, დაძაბული მართავდა საჭეს, ლილუ ბაღში დატოვა და სამსახურისკენ აიღო გეზი. რაღა მაინცდამაინც მაშინ გაუჩნდა ლილუს კითხვები როცა მაქსიმე ისევ გამოჩნდა მის ცხოვრებაში, როგოე უნდა აუხსნას ბავშვს ვინაა მამამისი ან რატომ არაა ახლა მასთან ერთად.

მანქანიდან მშვიდი გამომეტყველებით გადავიდა და ლიფტისკენ დაიძრა. უკვე იხურებოდა მამაკაცმა ხელი რომ შემოყო და ლიფტი გააჩერა. ხელში მაქსიმე შერჩა, მის გვერდით კი ის შავგვრემანი ქალი გუშინ კინაღამ რომ გაჭყლიტა.
-გამარჯობა ნენე_სასიამოვნოდ გაიღიმა მამაკაცმა და ლიფტში შევიდა
-გამარჯობათ ბატონო მაქსიმე_მაშინვე იძაბება ამ კაცს რომ ხედავს და რაქნას. არ არის ოფიციალურობას მიჩვეული, ახლა დროა გააგებინოს საკუთარ თავს რომ მამაკაცს მათი ვნებიანი ღამეები საერთოდ აღარ ახსოვს და მხოლოდ საქმე აკავშირებთ. _საქმე და ლილუ_ბოროტად ჩასისინა ალტერ ეგომ.
-შენ ის არ ხარ? გუშინ რამის რომ გაგიტანე_წარბებ აწეული მიუტრიალდა შავგვრემანი ნენეს
-დიახ. გიშინაც ხომ შეგისწორეთ, რამის არა-ლამის_ირონიული ღიმილი აიკრა ნენემ სახეზე, მათი დიალოგის შემხედვარემ მაქსიმემ ტუჩის კითხე ჩატეხა
-მაქსიმე ეს ქალი შენი თანამშრომელია?
-ჩემი დამხმარეა სალი, რამე პრობლემაა?
-მე არ მომწონს_ცხვირი აიბზუა შავგვრემანმა, ნენემ გაფართოებული სახით გადახედა ტუჩებ გაბუშტულ ქალს, ცოტაც და ალბათ მაგ ტუჩებით ითრევდა რომ არა მაქსიმეს ხმა
-როგორ ფიქრობ ძალიან მაინტერესებს შენ რა მოგწონს და რა არა?_შეუვალი იუო დადიანი, ნენეს ის დრო გაახსენდა, ზუსტად ასეთი მკაცრი და ყინული იყო მამაკაცი 5 წლის წინ, როგორც ჩანს შეცდა, მისი შეცვლის ვარიანტი არ იყო, თანაც როგორ უხდებოდა ეს სიმკაცრე. გაბუსულმა შავგვრემანმა უკმაყოფილოდ გადახედა ნენეს და მამაკაცს კისერზე ჩამოეკიდა.
-სადმე გავისეირნოთ რა მაქსიკოოო
-კიდევ ერთხელ ეგრე დამიძახებ და ვეღარასოდეს მნახავ! საქმე მაქვს თქო შენთან გითხარი გასართობად არ დამიბარებიხარ
-ქორწილზე უნდა ვილაპარაკოთ?_ თვალები გაუბრწყინდა შავგვრემანს, ნენემ კი ლამის გულის შეტევა მიიღო, გამოდის შავგვრემანი მაქსიმეს შეყვარებულია, ანდაც უკვე საცოლე.
მაქსიმეს ხმა არ ამოუღია, ნენეს ზრდილობიანად დაემშვიდობა და ლიფტი დატოვა. დაპროგრამებული წავიდა თავის მაგიდისკენ და საბუთებს ჩააჩერდა, რთული დილა აღმოჩნდა საბოლოო ჯამში მაგრამ საქმეების გადამკიდე სხვა რამეზე ფიქრს თავი ვერ მოაბა.
-ნენე ჩემთან შემოდი_მამაკაცის ხმაზე კინაღამ გული გაუსკდა, კაბა შეისწორა და სწრაფად შევიდა კაბინეტში
-საბუთები მზად არის ხო?
-დიახ ბატონო მაქსიმე_იმდენად ოფიციალური და მხოლოდ საქმიანი იყო მაქსიმე ნენეს უკვე ეჭვიც კი შეეპარა ნამდვილად ის იყო თუ არა, მაგრამ მის სახის ნაკვთებს რა დაავიწყებდა.
საბუთები მიაწოდა და შემდეგ ბრძანებას დაელოდა.
-ზურასთან გადარეკე, რესტორინის მფლობელთან, მაკა დაგაკვალიანებს, შეხვედრა დანიშნე დღეს 7ზე და დეტალებზე შესათახმებლად წავიდეთ
-წავიდეთ? მეეც?
წარბაწეულმა გადახედა მაქსიმემ ნენეს_კი ნენე ჩემი ასისტენტიხარ და შეხვედრებზე იქ უნდა იყო
-უბრალოდ სამუშაო დღეს 6ზე ვასრულებ
-როცა საჭიროა მთელი ღამეც შეიძლება აქ გავათენოთ, როცა კომოანიას დასჭირდება, რამე პრობლემაა?
-უბრალოდ შვილი მყავს ბაღიდან წამოსაყვანი, არ ვოცოდი ასე გვიან თუ მომიწევდა
-არაუშავს მამამისს დაურეკე და წამოიყვას, ახლა კომპანიისთვის ხარ შენ საჭირო
მამაკაცის სიტყვებზე მწარედ ჩაეცინა ნენეას და სკამიდან წამოდგა, კარისკენ დაიძრა როცა მამაკაცის სიტყვები დაეწია და ადგილზე გააშეშა
-ნენე, ადრე ერთმანეთს შევხვდერილვართ?_დაეჭვებულმა შეავლო ქალს თვალი და ფეხზე წამოდგა
-რაა?...ისა...არა..არამგონია_ისე აბლუყუნდა ნენე საეჭვოა მაქსიმემ მისი ნათქვამიდან რამე თუ გაიგო
-ძალიან მეცნობი მაგრამ ვერ ვიხსენებ_ორი წუთით ისევ თვალი მოავლო ქალის ლამაზ სახეს, ბოლოს თითქოს დანებდაო და სკამისკენ მიტრიალდა_კარგი წადი, იმედია გავიხსენებ.
აკანკალებული მოტრიალდა კარისკენ _იმედია ვერასოდეს გაიხსენებ_თავისთვის ჩაიქირქილა და მაგიდას მიუჯდა. მარიკას გადაურეკა, ბავშვის გამოყვანა სთხოვა, ისიც სიხარულით დათანხმდა ლილუსთან ყოფნას.
საღამოს ზუსტად 7 საათზე რესტორნის მაგიდასთან ისხდნენ და პარტნიორს ელოდნენ. დიდხანს არ მოუწიათ, მალე გამოჩნდა კომპანიონიც. შეხვედრა წარმატებული გამოდგა, მალევე მოაწერეს ხელშეკრულებას ხელი და ისევ მარტო დარჩა უფროსთან. მაქსიმე წინ ჩამოუჯდა ნენეს და მომლოდინე თვალებით მიაშტერდა.
ხმის ამოღებას აპირებდა უკვე ნენეს ტელეფონი რომ აწკრიალდა.
-გისმენთ
-დედიკოო....სად ხარ...
-სამსახურის საქმეზევარ დე, რასშვები შენ ხოარაბრაზებ მარიკა დეიდას?
-არა, მარა დეიდა არდამიძახოო, ნუ უსმენ დედაშენსო.
-კაი დე ჭკვიანად იყავი და მოვალ მალე.
-მიყვარხარ დედიკო
-მეც მიყვარხარ ლილუ.
გაღიმებული სახით მიაჩერდა ნენეს. სუსტი წერტილი იყო მაქსიმესთვის ბავშვები, სუსტი წერტილი რომელსაც ვერასდროს აისრულებდა, უფრო სწორად ეგონა რომ ვერ აისრულებდა...
-რამდენი წლისაა ლილუ?_ღიმილით კითხა ნენეს და მომლოდინე თვალებით მიაშტერდა
-4ის._ამილახვარს ხმა აუკანკალდა, წამით იმ აზრმაც კი დაუარა რომ იცნო მამაკაცმა, მერე წარმოიდგინა როგორ სდებდა ბრალს ბავშვის დამალვის გამო, როგორ ანიჭებდნენ მეურვის სტატუსს მაქსიმეს და როგორ ვერასდროს ნახავდა საყვარელ შვილს. უაზრო ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია და ისევ მაქსიმეს მიუბრუნდა.
-კარგია შვილი. გაუმართლა შენს ქმარს_მამაკაცის ტონი თბილი და მეგობრული იყო, ასეთი ცვალებადი ხასიათის ადამიანი ჯერ ნენეს არ ენახა.
-ქმარი არ მყავს
-ხო ნუ ბავშვის მამას, რამნიშვნელობა აქვს
აღარაფრის ახსნა დაუწყია, დაე ეგონოს რომ გაცილებულია, ან რაიმე მსგავსი, არ არის საჭირო ლილუს თემის დადიანთან განხილვა, თანაც ყოველწამს შეიძლება გაიხსენოს მაქსიმემ, ამიტიმ თვალში რაცშეიძლება ნაკლებად უნდა მოხვდეს მამაკაცს.

კაფედან მალევე გამოვიდნენ და სახლის გზას გაუდგნენ ორივე.
-მოიცა ანუ იცის რომ გიცნობს მაგრამ საიდან არა?_თვალებ დაქაჩული მიაშტერდა მარიკა მეგობარს.
-დღეს მითხრა მეცნობიო, რომ გამიხსენოს მერე რავქნა, სხვა ფირმებიდანაც არ მოდის ეს პასუხები თორემ გადავიდოდი სადმე სხვაგან.
-დაეტიე სადაც ხარ, ეგ კაცი ბედია!_თავაწეულმა ჩაილაპარაკა მარიკამ და დაქალს გაეჯგიმა
-ბედი არა ისკიდე, არც კი ვახსოვარ, საცოლე ყავს თუ შეყვარებული რავი ვერ გავიგე ნორმალურად.
-ჰაა?_თვალებ გაფართოებული მიაჩერდა დაქალს
-ხო, ქორწილიო დღეს ლიფტში ამბობდნენ, ნორმალურად ვერ გავიგე_დივნიდან სარკის წინ გადაინაცვლა ნენემ_კისერზე ეკიდებოდა ის ქალი, არადა მე უფრო ლამაზი ვარ და მაინც არ ვახსოვარ_ხელები გამოკვეთილ წელზე შემოიწყო და თავის სილამაზეში დარწმუნებუმა ნაძალადევად გაიღიმა, ამ ქმედევაზე მარიკას სიცილი აუტყდა
-და შენ ამბობ რომ გაგიხარდა როცა გაიგე რო არახსოვდი? ნელა ქენი არ გასკდე ეჭვიანობისგან
-ეჭვიანობა არა ის_საკუთარი საქციელისგან დაბნეულმა სწრაფად დაიკავა მარიკას გვერდით ადგილი_უბრალოდ მეშინია, სიმართლე რომ გაიგოს რა იქნება?
-ჯერ ერთი თუ არ ეტყვი ვერც გაიგებს, და მეორე აქამდე ვცდილობდი არაფერი მეთქვა რადგან მაქსიმე არ იყო შენს ცხოვრებაში მაგრამ ხომ არ ფოქრობ რომ არასწორად იქცევი?
-კარგი რა, დარწმუნებულივარ არ დააინტერესებს, ქალების მეტი არაფერი უნდა
-მაგ ისუსური არგუმენტრბით უნდა იმართლო თავი ლილუსთანაც მთელი ცხოვრება? ბავშვს მამა სჭირდება ნეენ!
-მე კარგად ვუვლი ლილუს_ცოტა ნაწყენმა ჩაილაპარაკა
-მე არ მითქვამს რომ ვერ უვლი, მაგრამ ცხოვრებაში ყველას თავისი ადგილი აქვს, მითხარი არჩილის ადგილს ვინმე შეგიცვლიდა ოდესმე?
-ვერასოდეს_დაუფიქრებლად წამოაყრანტალა მერე კი მეგობრის "ხომ გეუბნებოდი" მზერას გაუსწორა თვალი.

მეორე დღეს სამსახურის ამბებმა მშვიდად ჩაიარა. მეორე უფროსიც გაიცნო, ბატონი ტატო დადვანი_ მაქსიმეს პარტნიორი და უახლოესი მეგობარი, გაცნობისას გაოგნდა, როგორ შეიძლებოდა ამ ჯმუხი კაცის მეგობარ ეს მხიარული, ქერა და ლაღი მამაკაცი ყოფილიყო.
საღამოს კორპორატიული იმართებოდა, კლუბში, კომპანიას 5 წელი უხდებოდა რაც ტატო და მაქსიმე ჩაუდგნენ სათავეში ამიტომ ყველა თანამშრომელი იქ იყო მიწვეული. მოსაწვევს რომ გახედა უსიამოვნოდ გასცრა ტანში, ის კლუბი იყო სადაც მაქსიმე 5 წლის წინ პირველად ნახა. ლილუ ამჯერად დედ-მამასთან დატოვა, თვითონ კი გარდერობს შეესია მარიკასთან და ლეილასთან ერთად.
5 წელია ასეთ გარემოში არ ყოფილა, ამიტომ მსგავსი საღამოს კაბებიც ღრმად აქვს გარდერობში დამარხული. ყველა კუნჭულს მიაგნო მარიკამ რაც კი შეიძლებოდა და ბოლოს წითელი კაბა აარჩია. სწორედ ის კაბა რომელიც მაქსიმესთან პირველი შეხვედრისას ეცვა.
-შანსი არაა_კატეგორიული იყო ამილახვარი
-ნენე გეყოფა, სახეზე ვერ გაგიხსენა და კაბა გაახსენდება?_უქზროდ აატრიალა თვალები მარიკამ
-მართალია რა, თან ეს ყველაზე მეტად გიხდება_ლეილაც არ ნებდებოდა.
ბოლოს სულ ძალით ჩააცვეს წითელი მოკლე, ტანზე მომდგარი კაბა რომელიც მისი მკერდის სიმშვენიერეს უსვამდა ხაზს. წითელი ფერის პომადაც გადაუსვეს, ქუსლებზე შეაყენეს და კლუბამდეც მიიყვანეს.
იქ შესულს ძველი მოგონებები აეშალა, ცოტაც და წამოსვლას აპირებდა როცა მაკას სახე დაინახა
-ვაუუ ნენე, რა ლამაზი ხარ_გაოცებას ვერ მალავდა მაკა
-მადლობა მაკა, შენც ულამაზესი ხარ
ძალიან მოსწონდა ეს გოგო, სასიამოვნო და მხიარული იყო.
-წამო დავსხდეთ ჩვენც.
მიუხედავად იმისა რომ ჯერ ახალი იყო თანამშრომლების უმეტესობას მაინც კარგად იცნობდა, საქმე მალე აახლოებს ადამიანებს. ცოტახანში კლუბის კარები ტატომ და მაქსიმემ შემოაღეს. 2 საათი ცოტა ოფიციალური გარემო იყო, მერე ცოტა დალიეს და ხალხი საცეკვაოდ აიშალა.
-წამო ნენ ვიცეკვოთ_სიცილით მივიდა ტატო მასთან და მეგიბრულად მოხვია ხელი, ნენეც უპრობლემოდ გაყვა.
მიუხედავად იმისა რომ სულ რამდენიმე დღეა რაც ერთმანეთს იცნობენ ძალიან დამეგობრდნენ, მამაკაცი ძალიან თბილი და მხიარულია, რასც მის ძმაკაცზე ვერ ვიტყვით, სასმელმაც კი არ უშველა ოდნავ მაინც რომ გაეღიმა.
-არ მოგწონს ხო კლუბები?_სიცილით ჩაილაპარაკა ტატომ და ნენე დაატრიალა
-ეგრე მეტყობა?_მანაც სიცილით ახედა ორითავით მაღალ სილუეტს
-კიი ტო
-სიმართლე გითხრა ზოგადად კლუბზე მეტად კონკრეტულად ეს კლუბი არ მომწონს.
-ხოო? რას ერჩი?
-ცუდი მოგონებები
-მაქსიმეს კლუბია
-მართლა?
-კი მართლა. მარა აქ ხშირად არ ვართ ხოლმე საქმეები და რაღაც ხო ხვდები, ადრე უფრო ვიყავით ხოლმე აქეთ.
მალევე დაიკავეს ადგილები. თვალებით შავგვრემანს ეძებდა მაგრამ არსად არ იყო
-მაქსიმემ საცოლე არ დაპატიჟა?_გაბედულად და სასხვათაშორისოდ ჰკითხა გვერდზე მჯდომ ტატოს
-ვინ საცოლე ტოო_ლამის გადასცდა მომარჯვებული პიცა
-რავიცი შავგვრემანი გოგო როა სალი ჰქვია მგონი, ლიფტში შემხვდნენ იმდღეს და ქორწილიო
-კაი რა ნენ, რა ქორწილი, პროსტა ყავს რა, ბიზნეს წრეში საჭიროა ლამაზი ქალი გვერდით, ოფიციალურობის ამბავია, მარტო მე მაქვს უფლება კენტად ვიხეტიალო
-ოჰ, ფორევა ელონი ხარ?_ბავშვური ტონით ჩაილაპარაკა ნენემ, რაზეც ორივეს სიცილი აუტყდა.
მთელი ამ დროის განმავლობაში ყურადღებით აკვირდებოდა მაქსიმე ნენეს. იცოდა, ზუსტად იცოდა რომ ეს ქალი სადღაც ნანახი ჰყავდა.

2საათში ვეღარ გაუძლო ამ დაღლილობას ნენემ და წასვლა გადაწყვიტა. თანამშრომლებს დაემშვიდობა და უფროსობის ძებნა დაიწყო. თვალები მოავლო კლუბს და მაქსიმეს დაჟინებულ მზერას გადააწყდა ბნელი კუთხიდან, სწორედ იქ იყო სადაც პირველად დაინახა. ადგილზე გაიყინა, დეჟა ვუს გრძნობა ჰქონდა, ბოლოს როგორც იქნა ნაბინი გადადგა მაქსიმესკენ რომელსაც ტატო რაღაცას ესაუბრებოდა, თუმცა ეს ნენეზე იყო მოშტერებული.
-მე მივდივარ, ნახვამდის_ხმის კანკალით წარმოთქვა ნენემ და ტატოს გადახედა
-უკვე ტოო?_ფეხზე წამოდგა ტატო
-ჰო ტატო, ძაან დავიღალე.
-წამო გაგიყვან თუ გინდა
-არა არა ნასვამი ხარ, ტაქსით წავალ
-ჰო ნასვამი ვარ_კმაყოფილმა ჩაიღიმა და ნენე გადაკოცნა.
-ნახვამდის ბატონო მაქსიმე.
სწრაფად გამოეცალა იქაურობას, უკვე კლუბიდან გადიოდა მამაკაცის ხმა რომ დაეწია
-ნენე
აკანკალებული გატრიალდა და მისკენ მომავალ მაქსიმეს მიაჩერდა
-გისმენთ
-მე წაგიყვან, წამოდი
აღარც დალოდებია ქალის პასუხს ისე გაუძღვა წინ, ნენეც დასჯილი ბავშვივით უკან მიჰყვა. მანქანის კარები გამოუღო და ქალი ჩააჯინა.
მთელი გზა ხმა არ ამოუღით მხოდ მისამართი უთხრა ნენემ. დანიშნულების ადგილას რომ მივიდნენ, მადლობა გადაუხადა, გადასვლას აპირებდა მამაკაცის ხმამ ადგილზე რომ გააშეშა.
-ჭავჭავაძეზე რატო აღარ ცხოვრობ?
აკანკალებული მიტრიალდა მაქსიმესკენ
-რაა?_ლუღლუღით ძლივს წარმოთქვა
-გამახსენდი ნენე, იგივე კაბა, იგივე კლუბი, იგივე სახე და იგივე დაბნეულობა. მხოლოდ ასაკ და მისამართია სხვა. _დაჟინებით აათვალიერა ქალი
-მე წავალ.
გადასვლას აპირებდა მკლავში რომ მომიდა ხელი მაწსიმემ
-კარგად მახსოვს ის ღამეები, დარწმუნებულივარ შენც_ვნებიანად ჩურჩულებდა მამაკაცი, წამებში 5 წლის წინანდელ მაქსიმედ გადაიქცა
-თქვენ თუ არ გახსოვდით მე რატომ უნდა მეცნეთ მაშინვე?_ნიშნის მოგებით უპასუხა და მამაკაცს მიაჩერდა
-ეჰ ნენე, ნენე....._ირონიულად ჩატეხა ტუჩია კუთხე_ქალები პირველ მამაკაცს არ ივიწყებენ_ხელი შიშველ ფეხზე აუსრიალა და მის დახორკლილ კანზე სასიამივნოდ ჩაიცინა
-მე წავალ._ამჯერად მოახერხა და ხელიდან დაუხსლტა დადიანს. სწრაფად ავიდა სახლში წყალი გადაივლო, აკანკალებული სხეულის დამშვიდებას ცხელი წყლით ცდილობდა, ახლა რა იქნებოდა? ან რატომ აზრად არ მოუვიდა მაქსიმეს რომ შეიძლებოდა მისი შვილის მამა თვითონ ყოფილიყო.
თავი ათასი აზრით გამოეტენა, ბოლოს დამაწყნარებელი დალია და მშვიდად ჩაეძინა ბალიშზე მიხუტებულს.

_____
ესეც მეხუთე თავი♡ ისე გამახარა თქვენმა კომენტარებმა ვერ აგიღწერთ???? იმედია მოგეწონებათ, ველი თქვენს შეფასებებს❤❤❤скачать dle 11.3




№1  offline წევრი mia15

კი ძალიან კარგია მონეწონა.ველი შემდეგ თავს.

 



№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კაი გემრიელობა გამოვიდა. აი ისეთია მთელი დღის დაღლილობას რომ გიხსნის და სასიამოვნოდ გთენთავს. მომწონს და მალ-მალე რომ დებ, უფრო მომწონხარ

 



№3  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

mia15
კი ძალიან კარგია მონეწონა.ველი შემდეგ თავს.

მადლობა❤

Chikochiko
კაი გემრიელობა გამოვიდა. აი ისეთია მთელი დღის დაღლილობას რომ გიხსნის და სასიამოვნოდ გთენთავს. მომწონს და მალ-მალე რომ დებ, უფრო მომწონხარ

დიდიიი მადლობაა❤❤

 



№4  offline წევრი Firefly

მომწონს მაქსიმეე .საოცარი წყვილი იქნება ♥ერთი სულიმაქ შემდეგს როდის წავიკითხავ.უმაგრესი ტავი იყო
--------------------
M.T

 



№5  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

Firefly
მომწონს მაქსიმეე .საოცარი წყვილი იქნება ♥ერთი სულიმაქ შემდეგს როდის წავიკითხავ.უმაგრესი ტავი იყო

დიდიიიი მადლობა❤

 



№6 წევრი naniko mindia

როგორ არუნდა მოეწონოს ადამიანს ასეთი კარგი ისტორია ♥♥♥♥♥ძალიან მაგარია მარიამ ♥♥♥გილოცავ და წარმატებას გისურვებ .ველი მომდევნოს
--------------------
lomidze

 



№7  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

naniko mindia
როგორ არუნდა მოეწონოს ადამიანს ასეთი კარგი ისტორია ♥♥♥♥♥ძალიან მაგარია მარიამ ♥♥♥გილოცავ და წარმატებას გისურვებ .ველი მომდევნოს

ძალიან ძალიან დიდი მადლობა❤

 



№8  offline წევრი tatiko.1995

dzan magari gogo xar momwons chemi maksimee dzaan ❤️❤️

 



№9  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

tatiko.1995
dzan magari gogo xar momwons chemi maksimee dzaan ❤️❤️

მადლობაა❤❤

 



№10 სტუმარი სტუმარი სხვანაირი დედამიწელი

ყველაზე კარგი თავი იყო. ყოჩაღ.ოღონდაც ცუდად ნუ დაასრულებ ... გთხოვ.
წარმატებები

 



№11  offline წევრი susik-fusik

Momwons tan dzalian veli shemdegs )
--------------------
A.M

 



№12  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

სტუმარი სხვანაირი დედამიწელი
ყველაზე კარგი თავი იყო. ყოჩაღ.ოღონდაც ცუდად ნუ დაასრულებ ... გთხოვ.
წარმატებები

მადლობა❤

susik-fusik
Momwons tan dzalian veli shemdegs )

მადლობა❤

 



№13 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან კარგიაა ველიდები შემდეგსსსს

 



№14 სტუმარი სტუმარი თაკო

ვაიმე ვერც მე ვერ აგიღწერ როგორ გამიხარდა ახალი თავი იმხელა ხმაზე ვიყვირე დადო თქო ყელი მეტკინა
აუ რა საინსტერესოა ინტრიგა დაგვიტოვა და წავიდა მალე დადე შემდეგი

 



№15  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

სტუმარი მარიამი
ძალიან კარგიაა ველიდები შემდეგსსსს

მადლობა❤

სტუმარი თაკო
ვაიმე ვერც მე ვერ აგიღწერ როგორ გამიხარდა ახალი თავი იმხელა ხმაზე ვიყვირე დადო თქო ყელი მეტკინა
აუ რა საინსტერესოა ინტრიგა დაგვიტოვა და წავიდა მალე დადე შემდეგი

დიდიი მადლობაა❤

 



№16  offline წევრი triniti

Vaimee xom amartya axla gulma male dade shemdegi veli sulmoutqmelad..dzalian magri xar am istoriazw vgijdebiii

 



№17  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

triniti
Vaimee xom amartya axla gulma male dade shemdegi veli sulmoutqmelad..dzalian magri xar am istoriazw vgijdebiii

ძალიან დიდი მადლობა❤ ყველანაირად ვეცდები დღეს საღამოსვე დავდო❤

 



№18 სტუმარი ანნნაა

აუუ უმაგრესია ღმერთოო გააგრძელე გთხოოვ

 



№19  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

ანნნაა
აუუ უმაგრესია ღმერთოო გააგრძელე გთხოოვ

მადლობაა❤ დავდებ ცოტახანში ახალ თავს❤

 



№20 სტუმარი ნათო :)))

ოქრო გოგო ხარ ♡♡♡ მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ♡♡♡♡

 



№21  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

ნათო :)))
ოქრო გოგო ხარ ♡♡♡ მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ♡♡♡♡

მადლობაა❤❤ ავტვირთე კაი ხანია და რითვერ გაიარა ავტორიზაცია. დაიდება იმაედია მალე❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent