შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკი ქალია (9)


29-10-2017, 23:33
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 128

ეშმაკი ქალია  (9)

შუაღამისას ლილიანს გაეღვიძა.
დათა გვერდზე არ ეწვა.
ისტერიულად მოავლო ხელი მთელს საწოლს და როცა დარწმუნდა, რომ მამაკაცი მართლა არსად იყო, საშინელმა კანკალმა აიტანა. ფეხზე წამოდგომასაც ვერ ბედავდა, მხრები უსუსურად უკრთოდა და ღრმად სუნთქავდა.
- სინათლე, სინათლე - შესძახა საკუთარ თავს, მაგრამ განძრევაც ვერ მოახერხა. ციებცხელებასავით შეესია სხეულზე ათასგვარი ჭიანჭველა, რომელიც ყოველი სიბნელის ჟამს გადმოვიდოდა ხოლმე წარსულიდან და მოსვენებას არ აძლევდა.
მწერები შეუჩერებლად დაცოცავდნენ ქალის ტანზე.
ლილიანს კივილიც კი არ შეეძლო.
ფეხის ხმა გაიგონა, ელდანაცემივით შემოტრიალდა უკან და საშინელი, ხმაჩამწყდარი კვნესა აღმოხდა პირიდან.
- რა გჭირს? - ჰკითხა ოთახში შემოსულმა დათამ.
-შუქი - დაიხრიალა ქალმა უსუსურად.
დათამ ეგრევე აანთო სინათლე.
- ლილიან, რა გჭირს? - საბანში გაახვია და მკერდზე მიიხუტა აკანკალებული.
- სიბნელე როცაა და მარტო ვარ, ყოველთვის მოდიან. - უპასუხა ჯერ კიდევ ღამის კოშმარში ჩარჩენილმა ლილიანმა. - მემგონი, მხოლოდ შენი ეშინიათ.
- ვის ლილიან?
- აჩრდილებს... ბევრნი არიან და ძლიერები არიან, ხმაურიანები. - თითქმის ბოდავდა თვალებგაშტერებული ქალი.
- სანამ მე ვარ, ვერავინ მოგეკარება - უფრო მაგრად ჩაიხუტა დათამ.
- არასდროს წახვიდე, როცა სიბნელე იქნება იცოდე!
- არა საყვარელო.
- სიგარეტი მომაწოდე რაა.
დათამ პირდაპირ მოკიდებული სიგარეტი გადასცა მის მაგეებს და საფერფლეც დაუდო.
- წყალი ხომ არ გინდა?
- არა, მომიწექი.
კაცი გვერდით მიუწვა.
ლილიანი შედარებით დაწყნარდა, მამაკაცის პერანგს მაგრად ჩაბღუჯა ხელები და მისი ნიკაბი თავის შუბლს გაუხახუნა.
- აქ ყოფნა უცნაურია - გამოუტყდა ქალი.
- რატომ?
- დიდი ხანია, რაც მშობლების სითბო არ მიგრძვნია. ისიც არ მეგონა თუ ვინმესთვის სასურველი რძალი ვიქნებოდი.
- შენ ყველაზე სასურველი ხარ - სახე დაუკოცნა დათამ.
- აი, ამიტომაც გამოირჩევი: შენთვის სასურველი ვარ. მაშინაც კი, როცა ვერც ერთი სულიერი ვერ ბედავდა დედამიწაზე ჩემთან დაახლოებას, შენ ეს ისე მოახერხე, რომ თავადაც არ გაგიცნობიერებია. ზოგჯერ, ვერ ვხვდები, როგორ შეგიძლია იყო ასეთი კარგი და თან ჩემთან ყოფნის სურვილი არ გეკარგებოდეს. ეს მართლა ის შემთხვევაა, როცა დემონი და ანგელოზი საყვარლები არიან.
- რა ვქნათ, ანგელოზებსაც გვაცდუნებენ ხოლმე ზოგჯერ. - თქვა დათამ ღიმილით, ლილიანის სიგარეტის არომატით გაჟღენთილი საფერფლე იატაკზე გადადო. - შუქი ჩავაქრო?
- ჩააქრე, მაგრამ შენ არ დამტოვო!
- არა, რა თქმა უნდა.
ოთახში წყვდიადმა დაისადგურა, მაგრამ ლილიანს აღარ ეშინოდა, რადგან მაკაცის ტუჩები ნაზად ეხებოდნენ მის ბაგეებს. ქალი იმაზე ჩაფიქრდა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად აქამდე მხოლოდ სიბნელის ეშინოდა, ახლა კი, როდესაც დათას მკლავებში მოქცეული ჩაისუნთქავდა მის სურნელს, სიბნელე დაძლეულ ფობიად რჩებოდა. ოდესმე თუ თვალს დახუჭავდა, გაიხსენებდა ცისფერთვალება ბიჭს თავისი ორი პატარა გოგონათი და ეს გახსენება მხოლოდ წარსულის მოგონება იქნებოდა, ამაზე საშინელი სიკვდილიც კი ვერ იქნებოდა ქალისთვის. დათასთან განშორება გამხდარიყო მისთვის ყველაზე საზარელი კოშმარი.
მჭირდროდ, ძალიან მჭიდროდ და სიყვარულით მოჰხვია მკლავები კაცს. არასდროს უნდა გაეშვა! ყოველთვის მასთან ერთად უნდა ყოფილიყო, რადგან მის გარდა სხვა ხსნა სამყაროში არ არსებობდა.
დილას ლილიანი ნიტას ზარმა გააღვიძა. ასე 8 საათი იქნებოდა.
- მოხდა რამე? - ძლივს აიდგა ენა ძილბურანში მყოფმა.
- როდის ჩამოხვალთ? - ჰკითხა დაღონებულმა ბავშვმა.
- არ ვიცი, რა მოხდა?
- არაფერი. მოვიწყინეთ - გამოუტყდა ბავშვი.
- დათა, დათა - შეანჯღრია ლილიანმა მძინარე ნათა.
- რა იყო?
- როდის ჩავდივართ თბილისში? ბავშვებს მოენატრე.
- შენც მოგვენატრე - აღიარა ნიტამ - იმიტომ გირეკავ შენ.
ლილიანს კმაყოფილი სახით გაეღიმა, დათას პასუხს აღარ დალოდებია.
- მეც მომენატრეთ, დღეს საღამოს ან ხვალ დილას ჩამოვალთ.
თავდაჯერებული ღიმილით შეხედა ქალმა დათას.
- მეც მოვენატრე ბავშვებს და მე მირეკავენ...
- ძალიან კარგი. დღეს საღამოს ჩავიდეთ.
- ხვალ დილას, კაბაზე წავიყვან.
- სკოლა აქვს ნიტას ხვალ დილით, სოფის ბაღი.
- გააცდენინე, არაფერი დაშავდება.
- მემგონი ბავშვებს მირყვნი იცი?
- მამა ნახე, დედინაცვალი ნახე, შვილი ისე გამონახეო, ნათქვამია - თვალი ჩაუკრა ლილიანმა.
- მართლა დარტყმული ხარ - სიცილით აკოცა ქალს დათამ. - არადა, მინდოდა ყველაფერი კარგად დამეთვალიერებინა შენთვის. სოფელში პირველად ხარ, ცოტა გაგაცნობდი ფლორასა და ფაუნას.
- მოდი, არ გვინდა რაა. ბუნებაზე ალერგია მაქვს და თან ოდნავ ტალახიან, სველ მიწას როცა ვუყურებ, გარეთ თავის გაყოფის სურვილი არ მიჩნდება. მაგრამ წვიმიანი მიწისა და ბალახის სურნელი ნამდვილად მომწონს, მაგის ფონზე სექსმაც გაასწორა. უბრალოდ, ამ ალერგიას ვერ ვამარცხებ.
- რაღაცას აჭარბებ მგონი - ცალი წარბი ასწია დათამ.
- მართლა... გეოგრაფიული ენა მაქვს თან და ბოსტნეულის ჭამისასაც კი მტკივდება ხოლმე - ენა გამოუყო ლილიანმა.
- არადა, თითქოს ძალიან მოხერხებული და ოსტატური ენაა - ეშმაკურად გაეცინა დათას.
- ეგ იმიტომ, რომ შენზე არ აქვს ალერგია - ტუჩებში აკოცა ქალმა ენის დახმარებით.
- ბედნიერი კაცი ვყოფილვარ.
- ჰო, გაგაიმართლა.
- აბა რას ვშვრებით, მიგვყავს ხბო? - ჰკითხა დათამ და შუბლი მიადო შუბლზე.
- არა, აქ დარჩეს პატარა პეპელა, ოღონდ შენებს უთხარი, რომ არ დაკლან კაი?
- ვეტყვი.
ლილიანი კაცის მკლავს მაგრად ჩაებღაუჭა.
იმაზე დაფიქრდა, კიდევ როდის ნახავდა დათას მშობლებს. იქნებ აღარასდროს მოუწევდა მათთან შეხვედრა, რადგან რეალურად ეს მთელი სიყვარული თავიანთი შეთხზული თითქოს ფარსი იყო. მაგრამ წყვილი იმდენად იჭრებოდა როლში, რომ რეალური სამყარო მიაჩნდათ წარმოსახვითად. თავად კი ,ისეთი შეგრძნება ეუფლებოდათ, გეგონება მთელი ცხოვრება ასე ჰქონდათ გატარებული - ერთი სარეცელის განაწილებით.
საღამოს, როცა მის მშობლებს გამოემშვიდობა, ისევ სევდიანი განწყობა დაეუფლა. უკვე დიდიხანი გავიდა მას მერე, რაც მშობელი აღარ ჰყოლია და ამ ბოლო რამდენიმე დღეს რაღაც დედმამისეული სითბო გადაჰკრავდა. ლილიანი ცხოვრებაში პირველად მიხვდა, რას ნიშნავდა ქალური ბედნიერება, როდესაც საყვარელ მამაკაცზე მიკრული თვალს ხუჭავდა და საოცნებო აღარაფერი რჩებოდა, რადგან მისი ცხოვრების ოცნება ამ მამაკაცის სურნელის სამუდამო მისაკუთრება გამხდარიყო. თავს სუსტადაც კი გრძნობდა. სწორედ ისეთ სუსტად, როგორიც შეყვარებული ქალია - სამყაროს გადადგამს, შეუძლებელს შეძლებს, გაუჩენელს გააჩენს, მაგრამ თუ საყვარელს დაჰკარგავს, ყველაზე უმწეო, დაუცველი, უბედური ხდება. ამისი ეშინოდა ლილიანს მთელი ცხოვრება - უმწეობის.
- მოდი ჩემთან ავიდეთ - შესთავაზა დათამ, როცა უკვე ლილიანის სახლთან იყვნენ მისულები.
- ძალიან დაღლილი და მოუწესრიგებელი ვარ.
- ჩემთან მიიღე შხაპი და ჩემთან მოწესრიგდი, ჩემს ბრიტვასაც გათხოვებ.
- ნამდვილი ჯენტლმენი ხარ - გადაიხარხარა ქალმა.
- ამოხვალ?
- ბავშვები სახლში არიან?
- ჰო, რა იყო?
- არაფერი, მომენატრნენ - გამოუტყდა ქალი.
- წავიდეთ?
- წავიდეთ. - უპასუხა ქალმა ღიმილით.
ბავშვებმა მამა თითქოს ვერც დაინახეს. პირდაღებული გაშეშდა დათა, როცა მის ჩასახუტებლად გაშლილ ხელებს გვერდზე ჩაუქროლეს გოგონებმა და ლილიანს შეახტა ორივე. კალიასავით გამხდარმა ქალმა ძლივს აიყვანა ორი ბავშვი ერთად.
- უცნაური სანახავია - მოესმათ თათას ხმა.
- ვაა, თათუ - გაეცინა დათას და თავის დას გადაეხვია - შენ მაინც ჩაგეხუტო.
- ლილიანს ოდნავ შერცხვა ამ სიტუაციის. ჯერ მშობლების გაცნობა, ახლა დის. უკვე რაღაც ზედმეტად სერიოზული ოჯახური გარემო იქმნებოდა ხოლმე.
- ეს ლილიანია - უთხრა დათამ თავის დას.
- ჰო, ძნელია ლილიან დადვანი არ იცნო... სასიამოვნოა, მე თათა - ქურდულად შეათვალიერა თათამ თავისი ძმის მოჩვენებითი საცოლე, რომელიც ამ ბოლო დროს, ძალიან ჰგავდა ნამდვილს. - ახლა უნდა წავიდე, სადილი გაგიკეთეთ და იმედია, მოშიებულები ხართ.
- დარჩი და ერთად ვივახშმოდ - სთხოვა დათამ.
- არა, სახლში მეუღლე მელოდება და ცოდოა.
- კარგი, მომიკითხე გიორგი - ისევ აკოცა დას.
- სასიამოვნო იყო - დააყოლა ლილიანმა მაქსიმალურად კეთილი ღიმილით. ცოტა შეუჩვეველი იყო ადამიანების ზრდილობიანი ფორმით გაცნობას. როგორც წესი, უკმაყოფილო თვალებს ააყოლ-ჩააყოლებდა ხოლმე და მხოლოდ თავის სახელს ამბობდა.
ეს მაშინ, როდესაც სულ ერთი იყო, მასზე ვინ რას იფიქრებდა.
ახლა აღარ იყო სულ ერთი.
არ იცოდა რატომ, მაგრამ უნდოდა, რომ ყველა დათასიანს ჰყვარებოდა.
- ლილიან იცი, მომენატრე - გამოუცხადა სოფიმ.
- მეც მომენატრე - ფუმფულა ლოყაზე აკოცა ბავშვს და ნიტას მოჰკიდა ხელი, ტახტზე ჩამოჯდა ორივესთან ერთად. სოფი კალთაში გადაუგორდა. - რა ხდება სკოლაში, ხომ არ გაბრაზებენ?
- არა - გაეცინა ნიტას და ყურთან მიუტანა ქალს ტუჩები - ყველამ დაიჯერა, რომ დედაჩემი ხარ და მაგრად მეტენებიან.
- ძალიან კარგი - გადაიხარხარა ლილიანმა.

* * *

ორშაბათ დილას ლილიანი ბავშვებთან და ნანიკოსთან ერთად გავიდა საქორწინო კაბის დასათვალიერებლად.
- მართლა უნდა აარჩიო? - ჰკითხა ნიტამ, სანამ ნანიკოს შეხვდებოდნენ.
- სხვა გზა არ მაქვს, საყვარელო. ყველა ჟურნალში ხომ უნდა დაწერონ, რა ფირმის იქნება?
- რა ფირმის გინდა?
- არ ვიცი. მაგათ ჯინაზე, ალბათ ახალბედა ფირმისგან ვიყიდი, რომელიც ჯერ საერთოდ არ იცის არავინ.
- და მამას მართლა რომ გაჰყვე, არ შეიძლება? - ჰკითხა ბავშვმა.
ლილიანი წამით გაჩუმდა.
- არ შეიძლება? - კითხვა გაიმეორა სოფიმ.
- არ ვიცი, მართლა არ ვიცი - ბავშვივით დაიბნა ქალი.
- ორშვილიანი კაცი არ გინდა? - ჰკითხა მოულოდნელად ნიტა.
ლილიანი ძალიან შეცბა. მისკენ მოიხედა თვალებგაფართოებულმა და შემდეგ ისევ გზას დაუბრუნა მზერა.
- ნიტა, ასეთი რაღაცეები საიდან მოგაქვს ხოლმე?
- როგორი ასეთი?
- როგორი და ძალიან ბრძნული რაღაცეები, რომელიც 6 წლის ბავშვმა არ უნდა იცოდეს წესით... თუმცა ფაქტი, რომ დათას თქვენ ჰყევხართ, საერთოდაც არ მაბრკოლებს. პირიქით, მეგონა ვერ გავუგებდით ერთმანეთს, მაგრამ ხომ ხედავ, რა კარგად ვართ?
- ჰო, კარგად ვართ - დაუდასტურა ნიტამ.
- ლილიან, შენთან რომ გადმოვჯდე შეიძლება? - ჰკითხა სოფიმ.
- არა საყვარელო, პატარებისთვის წინ ჯდომა არ შეიძლება. ღვედი არ გაიხსნა, კარგი?
- კარგი.
ნანიკოს რომ გაუარეს, კარგა ხნის დაყუდებული იყო მათ მოლოდინში და ისეთი ოვაციებით შეხტა მანქანაში, თითქოს თავისი კაბის ასარჩევად მიდიოდნენ.
- აბა, ბედნიერი ხარ? გიციმციმებს თვალები? დაფრინავენ მუცელში პეპლები? - კითხვები ერთმანეთს მიაყარა ნანიკომ.
თვალებგაფართოებულმა ლილიანმა ნიტას შეხედა.
- არა, შედარებით ცივილიზებულად განვიცდი სიყვარულს - უპასუხა სიცილით.
- კარგი რაა. ნამდვილი ბედის საჩუქარი გყავს, თან კიდევ ორი უსაყვარლესი პატარა მოჰყვება - აღფრთოვანებული ნანიკო ხან სოფის ეძგერა საკოცნელად, ხან ნიტას.
- ლილიან, შენ ასეთი ალერსიანი რატომ არ ხარ? - იკითხა ნიტამ.
- დღეს ძალიან ჩამჭრელი კითხვებით ხარ - გაეცინა ლილიანს - სამაგიეროდ, ერთხელ გაკოცებ ხოლმე და უფრო დაფასებული იქნება ჩემი ალერსი, ვიდრე ყოველწამს რომ მოგახტე.
- მე მომახტი ხოლმე. კარგი სუნი გაქვს და ნაზი კანი - გამოუცხადა სოფიმ.
- ამათ როგორ არ ყლაპავ ხოლმე? - გადაირია ნანიკო.
- არ ვიცი. ამის შემდეგ, მივახტები ხოლმე.
ერთ-ერთ მაღაზიასთან რომ მივიდნენ, ლილიანმა ორშვილიანი დედასავით ჩაბღუჯა ხელი ბავშვებს და მაღაზიაში შევიდა ნანიკოსთან ერთად.
- რა კარგი სურნელია - მაღაზიაში გაფრქვეული ფითქინა კაბების სურნელი ბედნიერად ჩაისუნთქვა ნანიკომ.
- მოდი, მამაზე ეს გავათხოვოთ და ჩვენ შენთან ვიცხოვრებთ - ჩასჩურჩულა ნიტამ ლილიანს.
- კარგი იდეაა საყვარელო, მაგრამ ის მომენტი ამოვჭრათ, მამაშენზე რომ სხვას ათხოვებ, თორემ ბოროტ დედინაცვლად გარდავისახები.
- კარგი, ბოდიში. მაშინ უბრალოდ გავათხოვოთ.
- ეგ სჯობს.
- ლილიან, ეს ჩაიცვი რაა? - ყველაზე აფუებულ, კორსეტიანსა და მთელ სივრცეში გადაშლილ კაბაზე მიუთიტა სოფიმ.
- ჩავიცმევ თუ ასე გინდა, მაგრამ მემგონი ზემდტეად მხიარული კაბაა ჩემნაირი შიზოფრენიკისთვის.
- ნამდვილად - დაემოწმა ნანიკოც.
ლილიანმა ათამდე კაბა მოისინჯა, მაინც უკმაყოფილო იყო და წუწუნებდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ახლა პირველად და უკანასკნელად უნდა ჩაეცვა საქორწინო კაბა, რადგან ამის შემდეგ აღარასდროს დასჭირდებოდა.
დათასთან აიყვანა ბავშვები დამწუხრებული სახით, გეგონება ქორწილი მართლა ჩაეშლებოდა უკაბოდ.
- რა იყო, პანაშვიდიდან მოდიხარ? - ჰკითხა დათამ სიცილით.
- ყველაფერი მოუხდა და არაფერი მოეწონა. - ჩაუშვა ნიტამ.
- ნერვები მეშლება - აწუწუნდა ლილიანი - არაფერი არ მომწონს. ყველაფერი ისე მაქვს, აი როგორც თმა რომ კონდინციონერის გარეშე მარტო შამპუნით დავიბანო და მერე ფენით გავიშრო, თან ფორმაც არ მივცე.
- ანუ?
- ანუ აფუებული. საშინელი აფუებული კაბებია. ყველა საშინელია, მაგათი დედა ვატირე. არადა, ყველას აინტერესებს, რა ფირმის მეცმევა. - ბუზღუნებდა პატარა ბავშვივით ცხვირჩამოშვებული.
- სხვათაშორის, შენთან ერთი ორიგინალური და სასიამოვნო შემოთავაზება მაქვს.
- გისმენ ორიგინალურო და სასიამოვნო შემოთავაზებიანო სექსუალურო ბიჭო, რომელსაც მალე საძინებელში შევათრევ.
- ბავშვები არიან გოგო! - თვალები დაუბრიალა კაცმა.
- ბავშვებო, რამე დასკვნა გამოიტანეთ ჩემი წინადადებიდან? - ჰკითა გოგონებს.
- არა - გულახდილად უპასუხა სოფიმ.
- მე კი, მაგრამ ამაზე ფიქრი არ მინდა.
- ბოდიშ საყვარელო. ჩემი ბრალი არაა, რომ ზედმეტად დაბრძენებული ხარ. - მერე დათას შეხედა - აბა, რისი თქმა გინდოდა?
- მე დაგიხატავ კაბას, მე შევაკერინებ. შენ თუ რამეს გკითხავენ, ეტყვი რომ საქმრო ზრუნავს კაბის დიზაინზე და წარმოდგენა არ გაქვს, როგორი იქნება.
- ანუ ქორწილამდე კაბას ვერ ვნახავ? - გადაიხარხარა ლილიანმა.
- ჰო, ამბობენ პატარძალმდა ქორწილამდე თუ ნახა, ცუდის ნიშანიაო.
- ნამდვილი გენიოსი ხარ, მაგარია, ყველაფერში უკუღმართები ვჩანვართ და ძალიან მახარებს ეს ამბავი - დათას ტუჩებში აკოცა გახარებულმა ქალმა. მერე გაახსენდათ, რომ ბავშვებიც იქ იდგნენ და ცოტა უხერხულად დაეხსნენ ერთმანეთს.
- ყველას ნორმალური ოჯახი ჰყავს ჩემს კლასში, მე კიდე გიჯების ბანდა შემხვდა - ამოიოხრა ნიტამ - მაგრამ ძალიან მახარებს ეს ამბავი - ლილიანის მიმიკებით გადაიყარა გვერდზე თმა და გაეცინა.
* * *

მომდევნო დღეს, ლილიანი სახლში მარტო იყო. ბავშვები ყოველდღიურ რუტინას ჩაბმოდნენ, დათა რაღაც საქმეზე გასულიყო (ცოცხალი თავით არ უთხრა ლილიანს, სადაც მიდიოდა). ცოტა არ იყოს, მარტოობას გადასჩვეოდა ქალი და მზრუნველი მეუღლესავით ელოდა, როდის დაბრუნდებოდა დათა შინ.
- თქვენს სახელზე ამანათია - დაუძახა ნელიმ.
- ხელი მოაწერე და მომიტანე, მეზარება გამოსვლა - უთხრა მთქნარებით. სინამდვილეში კი ხალათსა და აბურდულ თმაში არ უნდოდა რომ ფოსტალიონს ენახა.
- ინებეთ - დიდი, თეთრი ლენტებით შეფუთული მუყაოს ყუთი დადო ნელიმ მაგიდაზე, რომელსაც წერილიც მოჰყვებოდა.
„საქორწინო საჩუქარი ყველაზე მშვენიერ ქალს“ - ეწერა წერილში.
- ან დათი მეხუმრება, ან ჩემი და დამცინის - გაეღიმა ლილიანს და ყუთი მოუთმენლად გახსნა. მეხსიერების ბარათი იყო მხოლოდ. ქალმა კარგად მოავლო თვალი გამომგზავნს, მაგრამ არსად იყო მითითებული არც ვინაობა, არც მისამართი.
ლილიანმა ლეპტოპში შეაერთა და ნახა, რომ რამდენიმე ჩანაწერი იდო ფაილში.
ვიდეო გახსნა.
ნაცნობი დღე, ნაცნობი სიტუაცია და ნაცნობი ხმა მოესმა მოულოდნელად.
- ნამდვილი წერო ხარ ასანთის ღერებით - დასცინოდა კაველო.
მთვრალი ლილიანი კი ბავშვივით დახტოდა და რაღაც საოცარ მოძრაობებს აკეთებდა.
- წერო კი არა, შენი მთავარი მოდელი ვარ ხისთავიანო! - კისკისებდა ლილიანი.
- მთავარი მოდელი? უკაცრავად? - კადრში ქერათმიანი, მაღალი გოგონაც გამოჩნდა აპრეხილი ცხვირითა და მწვანე თვალებით. - ხვალ მე ვხსნი და შენ ხურავ ქალბატონო!
- არა, მე ვხსნი და შენ ხურავ! - ლამის იკივლა ლილიანმა.
- წინაზე ხომ შენ გახსენი? ახლა მე ვხსნი! - არ ეშვებოდა ქერა გოგონა.
- ვაიმე ანნა, თავი არ მაცემინო!
- კარგი, ჯეირანი... ხუთი ხელი იცოდე. - გაბრაზდა ანნა. - თუ მოგიგე, მე გავხსნი.
- ღმერთო, მე არაფერს მეკითხებიან და ესენი ჯეირანს თამაშობენ - გაგიჟებული შესცქეროდა კაველო ორ სულელ გოგოს.
- მორჩა, ჭაში ჩავარდი მესამედ! - სიხარულის ყიჟინა შემოსცხო ანნამ და ბავშვივით ახტუნავდა. - ლილიანი ხურაავს, ლილიანი ხურაავ, მე კიდე ვხსნიიიი - თან მღეროდა, თან ცეკვავდა.
ლილიანმა ხელის კანკალით გამორთო ჩანაწერი.
- ქალბატონო, წყალი ხომ არ მოგიტანოთ? - ჰკითხა მისი გადაფითრებული სახის დანახვისას ნელიმ.
- წადი - ჩაიჩურჩულა ლილიანმა.
- რაა?
- წადიიი - ახლა უკვე დაიღრიალა და წამოხტა.
ნელი სახლიდან გავარდა.
ლილიანმა კივილით დაანარცხა ლეპტოპი იატაკზე.
ნახევარ საათში დათა მოვიდა. სახლის კარი ჩაკეტილი დახვდა. გაუკვირდა, წესით ლილიანიც სახლში უნდა ყოფილიყო და ნელიც. საბედნიეროდ, გასაღების ასლი ჰქონდა და შევიდა.
გაოცდა...
ყველაფერი დალეწილიყო ჭურჭლით დაწყებული და ხის მსუბუქი ავეჯით დამთავრებული.
- ლილიან - დაუძახა შეშინებულმა კაცმა.
პასუხი არავის გაუცია.
მთელი სახლი მოირბინა გაგიჟებულმა, ქალი ტელეფონს არ პასუხობდა, სახლშიც არავინ იყო.скачать dle 11.3




№1  offline წევრი miyvarxar1992

უი აქ ვინ გამოჩნდაა,სად დამეკარგე ქალბატონოო.კარგიი.იყოოოოო ძაან❤❤

 



№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

miyvarxar1992
უი აქ ვინ გამოჩნდაა,სად დამეკარგე ქალბატონოო.კარგიი.იყოოოოო ძაან❤❤

დიდი მადლობა ქალბატონო :დდ შევეცდები რო ძაან მალე დავდო შემდეგი. ეს კვირა სასტიკი და დაუნდობელი მქონდა, შრომისუნარიანობა დავკარგე

 



№3  offline წევრი miyvarxar1992

ენ ჯეინი
miyvarxar1992
უი აქ ვინ გამოჩნდაა,სად დამეკარგე ქალბატონოო.კარგიი.იყოოოოო ძაან❤❤

დიდი მადლობა ქალბატონო :დდ შევეცდები რო ძაან მალე დავდო შემდეგი. ეს კვირა სასტიკი და დაუნდობელი მქონდა, შრომისუნარიანობა დავკარგე

ისეთი დამაინტრიგე და გამიქრე ჩემი ეშმაკი რომ არა ვიცი რაა.დაგელოდები მთავარია ვიცი რომ დადებ

 



№4  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ვაიმე ნიტა და სოფი რა ძალიან საყვარლები არიან მაბოდებს მე მაგათზე <3
ოო აი დათა ხო ჩემი საოცნებო კაცია :დ
ლილიანის თავს რახდებაა დამაინტერესააა??? ((
და შენზე ხო საერთოდ მეკეტება ენ ჯეინ <3
#გყვარობ :* ♥

 



№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Tskrialashvili Mariami
ვაიმე ნიტა და სოფი რა ძალიან საყვარლები არიან მაბოდებს მე მაგათზე <3
ოო აი დათა ხო ჩემი საოცნებო კაცია :დ
ლილიანის თავს რახდებაა დამაინტერესააა??? ((
და შენზე ხო საერთოდ მეკეტება ენ ჯეინ <3
#გყვარობ :* ♥

ენ ჯეინიც გყვაროოოობ და დიდიი დიიდიი მადლობა შეფასებისთვის ჩემო კარგოოო <3

 



№6  offline მოდერი sameone crazy girl

მე მიკეთებ ამას? ახლა იმაზე მაფიქრე ამ შიზოფრენიკმა ქალმა რა აუტეხა თავს რა მოიფიქრა თავისი გიჟი გონებით და რა გააკეთა .არა ეს მინდოდა ახლა მე? sob sob მალე რომ არ დადო და ასე დააგვიანო იცოდე გადაგემტერები no_mouth no_mouth rage rage

 



№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

sameone crazy girl
მე მიკეთებ ამას? ახლა იმაზე მაფიქრე ამ შიზოფრენიკმა ქალმა რა აუტეხა თავს რა მოიფიქრა თავისი გიჟი გონებით და რა გააკეთა .არა ეს მინდოდა ახლა მე? sob sob მალე რომ არ დადო და ასე დააგვიანო იცოდე გადაგემტერები no_mouth no_mouth rage rage

ვაიმე ვაიმეე, შენ როგორ გადაგიმტერო და ვეცდები იქნებ როგორმე მალე დავდო დასასრულიც, თორემ შუალედურები მიწევს ამ კვირაში :დდ

 



№8  offline წევრი triniti

Vaime es ra iyo metqi damshviddatqo da vbednierobdi es ar aris ewori saqcieli sad gawyvite istoria male dade axali tavi ra ver vitmen..dzalian sainteresoa erti amosuntqvit wasakitxi

 



№9  offline ადმინი -venus-

ვაიმეე, ლილიანს რო რამე დამართო მოგკლავ :დდ. საოცრება რო ხარ რათ უნდა ამას ლაპარაკი ♡♡

 



№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

triniti
Vaime es ra iyo metqi damshviddatqo da vbednierobdi es ar aris ewori saqcieli sad gawyvite istoria male dade axali tavi ra ver vitmen..dzalian sainteresoa erti amosuntqvit wasakitxi

ვინ გაგაბედნიერებს ჩემო ტრინიტ ამ მთავრობის ხელში :დდდ

-venus-
ვაიმეე, ლილიანს რო რამე დამართო მოგკლავ :დდ. საოცრება რო ხარ რათ უნდა ამას ლაპარაკი ♡♡

მადლობაა <3 ვერ დაგპირდები ვერაფეეეერს <3

 



№11  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ჩემი გაგიჟება გინდა მგონი.
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლუნი.
ჩემი გაგიჟება გინდა მგონი.

დიახაც, მწადია შენი გაგიჟება :დდ

 



№13 სტუმარი Takks28

დღეს იქნება ახალი თავი❓????????

 



№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Takks28
დღეს იქნება ახალი თავი❓????????

არა, დღეს ვერ იქნება. არ ვიცი, როდის დავდებ, შუალედურები მაქვს

 



№15  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

მმმმ საინტერესოა ძალიანნ .....მომეწონაა

 



№16 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალლიანნ მომეწონა ველოდები შემდეგსსს

 



№17 სტუმარი თიკა

დადეთ მალე რა

 



№18 სტუმარი სტუმარი მარიამი

რატოარ დადეეე??დადე რა გთხოვ

 



№19  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი მარიამი
რატოარ დადეეე??დადე რა გთხოვ

ჯერ ვერ დავდებ, გამოცდები მაქვს.

თიკა
დადეთ მალე რა

როგორც კი შევძლებ, დავდებ
ნარჩიტა
მმმმ საინტერესოა ძალიანნ .....მომეწონაა

დიდი მადლობაა <3

 



№20 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუუ აბა როდის დადებ.?

 



№21  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი მარიამი
აუუ აბა როდის დადებ.?

ასე ზეპირად ვერ გეტყვი. დღეს მარტო 3 გამოცდა ვწერე, ხვალ კიდე ერთი მაქვს და მოვიშორებ და ჩავუჯდები ადამიანურად

 



№22 სტუმარი სტუმარი

ახალ თავს როდის დადებ? :(

 



№23 სტუმარი mariami

როდის დადებ ახალ თავს ?

 



№24 სტუმარი სტუმარი თაკო

აუუ როდის დადებბ??

 



№25  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი
ახალ თავს როდის დადებ? :(

mariami
როდის დადებ ახალ თავს ?

სტუმარი თაკო
აუუ როდის დადებბ??

ბავშვებო, მადლობა ერთგულებისთვის და მოთმინებისთვის. ახალ თავს რამდენიმე დღეში დავდებ და ეს იქნება უკვე საბოლოო თავი, ანუ სრულად ავტვირთავ მთელ ისტორიას <3

 



№26 სტუმარი ჰაი

მმალეეე რაა მალეეე მალეეე მალეეეეეეე!!! უმაგრესია

 



№27 სტუმარი Qეთი

აუუუ დადეე მალე ძალიან გთხოვვვ აღარ შემიძლია უკვე

 



№28  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Qეთი
აუუუ დადეე მალე ძალიან გთხოვვვ აღარ შემიძლია უკვე

ჰაი
მმალეეე რაა მალეეე მალეეე მალეეეეეეე!!! უმაგრესია

ვაიმე თქვენ შემოგევლეთ <3 მაქსიმალურად ვეცდები, რომ დღეს თუ არა, ხვალ საღამოს დავდო. პირობას ვდებ, თავი წამაჭერით თუ არა

 



№29  offline წევრი ))♡

აუ მალე დადე რა გთხივვვ ????????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 



№30 სტუმარი სტუმარი თაკო

დღეს იქნება ბოლო თავი❓❓❓

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent