შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაღმული - ნაწილი 5


1-11-2017, 13:17
ავტორი ჟიზელი
ნანახია 264

დანაღმული - ნაწილი 5

მიწასა და ციურ სხეულებს შორის გამოკიდებული ბამბის ქულების სამფლობელოდან გამოპარული თხევადი ბურთულები მომნუსხველი ქალის დიდრონი თვალებიდან ცრემლად ჩამოღვენთილი მაკიაჟივით ზანტად ჰპოვებდნენ გასაქანს დილის სუსხისაგან შეღონებულ ფანჯრის მინებზე,როცა შემეღვიძა.
მხედველობა დამეწმინდა თუ არა გამოფხიზლებულს, ჩემი პატარა ოთახის სიფრიფანა ფარდებზე გადმოფენილ ჩრდილში მაშინვე ამოვიცანი ტიტე. ათასობით ნაბიჯგამორბენილი, სულის შეხუთვამდე ქანცგაცლილი კაცივით წელში მოხრილიყო და მუხლებზე ხელდაბრჯენილი კედელზე გამოკიდებული თაროებიდან ერთ-ერთს კინაღამ მთელი სახით მიჰკრობოდა,ცალი ხელით კი წიგნებს გადაღმა დიდი მონდომებით ეძებდა რაღაცას. შეამჩნია,რომ გამეღვიძა.
- ძილში იმდენს იღიმოდი, აშკარაა,რომ გულში ბევრჯერ გამივლე,_ წელში გასწორებულმა ჩემი საწოლისკენ აიღო გეზი. სახე ისე უბრწყინავდა გაღიმებულს, თითქოს კილომეტრებზე გადაჭიმული ვენახის ყველაზე მშვენიერ ვაზზე ჩამწიფებული ყურძნის მარცვალი ყოფილიყო, ახლად ამოწვერილი ცეცხლოვანი ბურთი რომ ჩაებუდებინა მთელს შიგნეულობაში და ქარვისფრად აბრდღვიალებულს მასზევე ათამაშებული ათინათებით მოენუსხა მთელი გარემო.გეგონება, წყვდიადში პატარა ღრიჭოდან შემოღწეული ერთადერთი მზის ფერადოვანი სხივი ყოფილიყო, მაგიური ძალა რომ ჩაჰბერეს შემოდგომის უხილავმა,ძლევამოსილმა ღმერთებმა.
- მანდ რას ეძებდი? სხვის ნივთებში ხელების ფათური ცუდ მანერად ითვლება, _ შევუცაცხანე მოხუცი დედაკაცივით.
- ვიღაც ძალიან საინტერესო ადამიანი ცხოვრობდა აქ შენამდე, _ ყურიც არ შეიბერტყა ჩემს სიტყვებზე და ძალიან,ძალიან ახლოს ჩამომიჯდა საწოლის კიდეზე.
- რაც აქ ვარ , სულ ამ კედელს მივჩერებივარ. მგონი შემიყვარდა კიდეც მისი მფლობელი.
- მართლა? მაინც როგორ შეგიყვარდა? _ გახარებულმა მკითხა. სიცილი რომ შეეკავებინა ტუჩებს სასაცილოდ კუმავდა და ამოპრეხილი წამწამებიდან ხალას,მერცხლებივით
მზერას მახვევდა მთლიან სხეულზე.
რაღაც უცნაური,სულ სხვანაირი იყო იმ დღეს.
თითქოს საუკუნოვან ნახატს რესტავრაცია ჩაუტარესო.
ან მისი შემხედვარე, მე მეჩვენებოდა მასში ყველაფერი არაამქვეყნიურად ლამაზი.
თვალები უფრო მუქ მწვანედ შეეზილათ განახლებულ ტიტეზე და ალუბლები დაეჭყლითად ზედ მის ტუჩებზე.
ისეთი ჩემი იყო, სხვასთან ვერ იქნებოდა ასეთი ლამაზი.
სხვასთან ვერ იქნებოდა.
- როგორ და ძალიან, _ ვუთხარი გულმოსულმა.მეგონა,ჩემი სიტყვები ნოებრის წვიმაში ჩაჟიებულის დაამსგავსებდა,თუმცა შევცდი , _ ყველაფერზე ეტყობა, რომ სწორედ ის ერთადერთი ვინმეა ბედისწერამ რომ ჩემთვის გააჩინა.
- გეთანხმები, _ ნიკაპშეჭმუხნულმა შემომაპარა თანხმობა.
- მართლა?
- "ვხედავ ყოველწამს ერთი სუნთქვით როგორ ვმოკლდები..."
- რა? _გამიკვირდა გულწრფელად.
- უშენოდ.
- ტიტე...
- ეს ციტატა რომ მივაწერე ამ კედელზე, მაშინ არ ვიცოდი,ყოველწამს რამ შეიძლება გაგრძნობინოს,რომ სიკვდილისაკენ თითო ამოსუნთქვით მიიწევ,_ სახე მდინარეში დახავსებული ლოდის გადაგდებისაგან გაწბილებული ტალღებივით აემღვრა. ჭექა-ქუხილიანი ცასავით ღელავდა,მაგრამ მტკიცედ განაგრძო,_ ახლა ვიცი... უშენობამ. მხოლოდ უშენობამ და სხვა არაფერმა.
- აქ როგორ?_ მხოლოდ ამის კითხვაღა შევძელი.
- სტუდენტობისას, გაცვლითი პროგრამით ერთი წელი ვიცხოვრე ზემანების სახლში. სხვაგან სად უნდა დამესახლებინე პრაღაში ყოფნისას ,თუ არა აქ ?! ეს ოთახიც ჩემია და ყველაფერი, რაც ახლა აქ არის,საერთოდ ყველაფერი ჩემია,რომ იცოდე,_ სათქმელს მივუხვდი და ხმამაღლა გამეცინა. პატარა ბავშვს ჰგავდა, ყველა სათამაშოს რომ ჯიუტად იჩემებს და გულწრფელი სიბრაზით იცავს თავის ავლა-დიდებას,სხვამ რომ ვერავინ შეჰბედოს წაპოტინება.
- ქარვას გიგავს სახე ,ტიტე. თაფლის წვეთებს გიგავს სახე, _ უნებურად წამოცდენილ სიტყვებსა და თავდაჯერებულ ხელებში მოვიქციე მისი განიერი ყბები და საჩვენებელი თითები წარბებს გადავატარე ისეთი სიფრთხილით,თითქოს მეშინოდა,არ გამქრალიყო ზედმეტი შეხებისაგან. ვეფერებოდი,სახეზე ვეფერებოდი და არ მჯეროდა,_ წვერიც რომ მზის სხივებივით რიჟა გაქვს და კანიც რომ მზეზე დაბრაწული ხორბლისფერი. ქარვას გავხარ ,ტიტე.
- გამაგიჟებ შენ მე,_ ახლა მას გაეცინა ხმამაღლა, _ ქარვის წარმოშობაზე რამდენიმე ლეგენდაა
ცნობილი ,_ჩემი სითამამით შეგულიანებულმა წამოიწყო, _
ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით,უძველეს დროში ორი მზე არსებობდა. მათგან ერთი ისეთი ვეებერთელა და მძიმე იყო,რომ ზეცამ ვეღარ დაიტია და ძირს,უკიდეგანო ზღვაში ჩავარდა. დღესაც კი წითელი ზღვის ტალღებს ნატეხები სანაპიროზე გამოაქვს და ქარვის სახით ატოვებს ოქროსქვიშიან სანაპიროებს. ერთხელ ერთმა ვერცხლისფერ ფარჩაში გამოწყობილმა, უცნაურად მოხუცებულმა ბერძენმა ქალმა მითხრა, ცეცხლოვანი ქვით გაწყობილ სამკაულს სიხარული და სიმშვიდე მოაქვსო მფლობელისთვის .შემთხვევით არაა,რომ ბერძნები მზეს უკავშირებენ მის არსებობას, რადგან მფლობელს უსაზღვრო ენერგიას ჰმატებს ,_ აქამდე შეუმჩნევლად მოკუმული მუშტი გაშალა და ოქროსფერ ჯაჭვზე წამოცმული ქარვის ქვა დამანახა ხელის გულიდან,_ჩათვალე ,რომ ახლა შენი მზე დაგკიდე გულზე და იცოდე,რომ დღეიდან ყველაფრისგან,საერთოდ ყველაფრისგან დაგიცავს.
ცრემლები წამომცვივდა.
კისერზე დაკიდებულ თილისმაზე შერჩენილ მის ხელს დავებღაუჭე და გულიანად ავტირდი.
ალბათ ასე ემართებათ ხოლმე ,როცა აცნობიერებენ ,რომ გულის გასკდომამდე უყვარდებათ ვიღაც.
განა არ იყო აშკარა,რომ ჩემი მზე თავად ტიტე იყო?
შენ ხარ ჩემი ქარვა ,ჩემი მზე და ჩემი თილისმა-მექთი,რომ ვუთხარი,თითქოს გულიდან რაც კი რამ ძვირფასი გამაჩნდა უყოყმანოდ ამოვტუმბე და ხელისგულზე ხანგრძლივ კოცნად დავუტოვე.
- გიყვარვარ? _მკითხა გაფაციცებით.
- ძალიან, _ ამოვისლუკუნე ბედნიერმა. გეგონება,შავაჩრდილოვანი უსახო ვყოფილიყავი "მოჩვენებებით გატაცებულიდან" და ათასი ხარახურისაგან დაცლილი, დავრჩენილიყავი მხოლოდ მე-
ქალი,რომელსაც ტიტე სანიკიძე უყვარდა გულის გაჩერებამდე. დედამიწის გულზე უფრო მხურვალედ და გა-გი-ჟე-ბა-მდე.
- მე კიდევ მარტო შენ კი არა ,ეგ შენი "ძალიან სიყვარულიც" მიყვარს უსაზღვროდ, _ ამოიჩურჩულა ჩემს სახესთან და ფართო მკლავებში ისე მომიქცია,როგორც მაშინ ფრენისას.
მე მარტოსული აღარ ვიყავი.

***

ხელები რომ შემიშვა,გეგონებოდა ახლად პირდაღებული ჭრილობიდან მკურნალი მალამო ამაფხიკესო ორლესული დანის ოსტატურად გალესი სქელი პირით.
არ მინდოდა საამური სითბოს ხავერდოვან ქსოვილებში გახვეულს ჩემი თვალებისთვის მსუბუქად მაინც დამეძალებინა ტიტეს ღრმა გულიდან ამოხედვა ,მაგრამ სახლის მეორე სართულიდან მისის აგნესას გაბმული ძახილი ჩემთვის გაურკვეველ ენაზე არაფრით არ შეწყდა და ჩემი სითბო ფიზიკურად განმიდგა, სულიერად ათასგზის რეინკარნაციის მერეც კი ვერ ჩამომშორდებოდა ვერასდროს.
- რას ამბობს? _ ვიკითხე გაგულისებულმა.
- საუზმისთვის გვეძახის. მე დაბლა ჩავალ, ჩაიცვი და ჩამოდი. დროა ვისაუბროთ იმაზე ,რაც ჩვენს თავს ხდება, _ ისეთი სახით მითხრა, მუცელში ყველაფერი ერთიანად მოიდრიკა და მოიჯღანა.
რომ ჩავედი და დიასახლისმა ჩემი ფორთოხლისფერი და უშველებელი ჩაის ფინჯანი გამოცლილი დაიგულა,მხოლოდ მაშინღა გაიხურა ჭაობისფერი მინებით მთელს სიგრძეზე მოპირკეთებული ხის კარი და ერთმანეთის პირისპირ დაგვტოვა. ტიტეს ბევრი აღარც უყოყმანია,მაშინვე საქმეზე გადავიდა.
- ამ ზაფხულს , ივნისის თვის შუა რიცხვებში, თბილისის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ მოტელში სასტიკი მკვლელობა მოხდა. მსხვერპლს - 46 წლის ნელი რუხაძეს 33 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მამაკაცმა,რომელიც გამოძიების შემდგომ დადგინდა,რომ დაზარალებულის საყვარელი, 27 წლის ვინმე კარლო კლიმეინი იყო. ბრალდებული სასტუმროს დაცვის რამდენიმე ბიჭმა მკველობის ადგილზევე დააკავა მანამდე,სანამ პოლიცია აღნიშნულ ადგილზე მივიდოდა. მამაკაცი დაკავების დღიდანვე ამტკიცებდა,რომ იგი მკვლელი არ იყო და მასზე ხელების შეწმენდა სურდათ,რადგან საჭირო დროს ,საჭირო ადგილას აღმოჩნდა. დანაშაულის ადგილზე ამოღებული ვერ იქნა მკველობის იარაღი. რამდენიმე საათში გამოძიებამ კარლო კლიმეინის ვინაობის გამოკვლევისას აღმოაჩინა , რომ იგი იყო პრაღის ყოფილი მერის - ავგუსტ კლიმეინის ძმიშვილი,დედით ქართველი და საქართველოში ზაფხულის სამი თვის გატარებას აპირებდა ,უკან დასაბრუნებლად დაჯავშნილი ბილეთით თუ ვიმსჯელებდით.
მამაკაცი დაკითხვის პროცესში საერთოდ არაფერზე საუბრობდა,გარდა იმისა,რომ ის მკვლელი არ იყო,თუმცა აბსოლუტურად ყველაფერი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. საქმის გამოძიებას საპროცესო განხრით სათავეში ჩაუდგა პროკურორი - ლაზარე ქარცივაძე.
- მამაჩემი? _ წამოვიძახე სმენადქცეულმა.
- მამაშენი, _თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია ტიტემ და დაძაბულობისაგან უფრო წინ წამოიხარა სკამიდან, _ რამდენიმე დღეც არ იყო გასული, ბატონმა ლაზარემ სუპერმარკეტიდან გამოსვლისას საკუთარ ავტომობილში ორი სახედაბურული,უცხო მამაკაცი რომ აღმოაჩინა. უცნობები ემუქრებოდნენ,რომ თუ კარლო კლიმეინზე სისხლისსამართლებრივ დევნას არ შეწყვეტდა,მაშინ მერი იზრუნებდა,რომ მის ერთადერთ ქალიშვილს დედამიწა ზედმეტად აღარ დაემძიმებინა.
შვილი შვილის წილ.
მკაფიოდ გააგებინეს,რომ თუ კარლო ჩაიძირებოდა,მაშინ შენც რაიმე დაგემართებოდა.
ბატონი ლაზარე არ შეეგუა ამ მუქარას, ჩათვალა ,რომ ისეთი გარეწარი კაცი ,რომელმაც ქალი დანით 33-ჯერ დაჩეხა, გარეთ ერთი წუთითაც არ უნდა გამოსულიყო და თავისუფლება აღარასდროს უნდა ჩაესუნთქა მისი დამპალი ფილტვებით.
საბოლოოდ, დაახლოებით ათი დღის წინ, საქმის არსებითად განხილვაზე, კარლოს თავისუფლების სამუდამოდ აღკვეთა მიესაჯა. ბატონი ლაზარე მუქარის პირველივე წამიდან, საიდუმლო სამსახურის მეშვეობით, თვალყურს ადევნებდა მერის და მისი დამქაშების თითოეულ ნაბიჯს. ჯაშუშების წყალობით აღმოვაჩინეთ,რომ მკვლელობის იარაღი,რომელიც უკვალოდ გაქრა, სწორედ მერის ზედმეტსახელით ცნობილ ავგუსტ კლიმეინს აქვს და ზედ შენი თითის ანაბეჭდებია.მის ხელთაა ასევე შენივე საძინებლიდან აღებული პერანგი,რომელიც მსხვერლის სისხლით არის დალაქავებული. ეს ყველაფერი ,რა თქმა უნდა,მისი პროფესიონალი ხალხის და ჩვენს მართლმსაჯულებაში ვირთხების მომრავლების წყალობით.
- ჩემთვის გადმობრალება უნდათ?_მაგიდის წვერს ჩავებღაუჭე უნებურად. მაშინღა გავაცნობიერე,რომ თავში ხელები წამეშინა.გეგონებოდა გამოუცდელი ქიმიკოსი ათასგვარი ხსნარის ერთმანეთთან შეზავებით დამანგრეველი ძალის აფეთქებებს აწყობდა პირდაპირ ჩემს ტვინში,თანაც ერთი მეორის მიყოლებით.
- ასეა, _ დანანებული,სიყვარულიანი მზერა მომაპყრო ტიტემ, _ სავარაუდოდ იტყვიან,რომ შენ და კარლო..ხომ ხვდები, _ სახეზე შეეტყო,რომ სხვასთან ჩემი გააზრება ამ დროსაც კი ძალიან,ძალიან გაუჭირდა, _ იტყვიან,რომ შენ ღალატის ფონზე კარლოს საყვარელი მოკალი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალე. გავლენიანმა მამამ კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის,რომ ამ საქმიდან სუფთად გამოსულიყავი. კარლოს,იმ ცოფიან არაკაცს,როგორც გითხარი დაკითხვისას არაფერი უთქვამს,ფაქტობრივად პროცესზე თავიც კი არ დაიცვა,ამიტომ რასაც ეტყვიან მერის პირაქაფებული ადვოკატები,იმას იტყვის ახალი ჩვენებისას.
- და მე რომ აქ ვარ? პრაღაში. აქ ,მაგ მერის ცხვირწინ. მე რა, სამუდამო პატიმრობას მომისჯიან იმისთვის,რაც ახლა მესმის პირველად? _ ჩემი პანიკა ,რომელსაც აქამდე მიწაზე მოვათრევდი, წამში ცას მისწვდა,ისე შემეშინდა. ტიტე ადგილიდან არ იძვროდა. მის თვალებშივე ვიგრძენი ,რომ სანერვიულო ჯერ-ჯერობით არაფერი უნდა მქონდა,მაგრამ თავი ვერაფრით გავაკონტროლე.
- სწორედაც,აქ მის ცხვირწინ. მტერს ,რომ ყოველდღე თვალებში უყურებ,სწორედ მაშინ ვერ გამჩნევს, რაც არ უნდა გაცხარებული გეძებდეს. მერი უყაირათო კაცი არ გეგონოს. ეს ნივთმტკიცებულებები თავისივე სახლში,თავისივე კაბინეტში აქვს გამოკეტილი. ოთახის კარი ორი ადამიანის თითის ანაბეჭდით იხსნება მხოლოდ. შენი და რა თქმა უნდა,მისი. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც აქ ხარ.
- თუ სწორედ მივხვდი...კი, მაგრამ მერის სახლში როგორ მოვხვდები ან უფრო მეტიც,კაბინეტთან როგორ მოვხვდები?
- ამაზე გუშინდელიდან უკვე დავიწყეთ ზრუნვა. ავგუსტ კლიმეინს ერთი მარჯვენა ხელი - ბობი დევონშირი ჰყავს.როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დევონშირი საბჭოთა კავშირის პერიოდში ბავშვთა სახლიდან აუყვანია მერს და ყველაფერი იმაზე მოწმობს,რომ ეს კაცი კარლოს და ბობის ერთმანეთისაგან არ ანსხვავებს.მაშასადამე ბობი ,ისევე როგორც კარლო, მის სახლში ცხოვრობს შვილის სტატუსით. თუმცა ამ ორს შორის ერთი განსხვავებაა. კარლო ლოთი,ნარკომანი,მფლანგველი და ჩამოყალიბებული იდიოტია.აი, მერის შავ-ბნელ საქმეებს კი მეძებარი ძაღლივით გამოწვრთნილი დევონშირი აგვარებს და ალბათ ზედმეტმა ძალაუფლებამ მოიტანა ,რომ გიჟდება ქალებზე და განსაკუთრებით მათთვის იმ მდიდრული სახლის ჩვენებაზე ,რომელიც მას იდეაშიც კი არ ეკუთვნის.
- მე რა, ეს დევონშირი უნდა შევაბა?_შევიცხადე მთელი მონდომებით.
- ასეა, _ თავი ჩახარა ტიტემ.
- კი,მაგრამ... არ შემიძლია, მე ვინ უნდა მოვხიბლო? სხვა ქალი,ვინმე თქვენი საიდუმლო აგენტი უნდა მიგეგზავნათ მისთვის, _ბოლომდე არ ვიტეხდი იხტიბარს.თანაც ვერაფრით ვხვდებოდი , რატომ არ დაავალეს ეს ყველაფერი გამოცდილ თანამშრომელს. ჩემი გაშიფვრა ხომ ისეთივე ადვილი იყო,როგორც ერთ უცნობიანი განტოლების.
- ჯერ ერთი, შენზე უკეთესი ქალი მსოფლიოში არ დადის და მერე მეორეც,რაც უფრო ვართულებთ,მით უფრო მეტად მივიწევთ დამარცხებისაკენ,როგორ არ გესმის? - კი მაგრამ...
- თითსაც ვერ დაგაკარებს ცირა.
- კარგი, მჯერა შენი , _ დანებების ნიშნად მკრთალად ამოვიოხრე და დამამშვიდებლად გავუღიმე ტიტეს. მახსოვდა, ჩემი ქარვის თილისმა ჩემთან ერთად იყო.
ყველაფერი უნდა გამეკეთებინა.
ყველაფერს შევძლებდი.
- კიდევ არის ერთი რამ ,რაც არ მითქვამს, _ ღრმად ამოისუნთა თითქმის ბოლოში გასულმა, _ ბობი დევონშირი ქართველია.
- ქართველია?
- ყოველ შემთხვევაში , ავგუსტ კლიმეინმა საქართველოში ყოფნისას იშვილა. კარლო და ბობი ძმებივით იზრდებოდნენ. დევონშირი მისი გულისთვის ყველაფერზეა წამსვლელი.
- მაგალითად , თუ გაიგო ვინც ვარ, წამებში გამომღადრავს ყელს , _ ცინიკური გამომეტყველება ტკიპასავით ავიკარი კანზე,თითქოს ყველაფერი რაც ხდებოდა, საერთოდ არ იყო წუმპიდან ჩემს ამოსათრევად.
- არ დამისრულებია. იმ ბავშვთა სახლს მივაგენით,სადაც დევონშირი რვა წლამდე იზრდებოდა. მოვიძიეთ მისი აღმზრდელები და რამდენიმე ბავშვობის მეგობარი. აბსოულუტურად ყველაფერი,რაც კი მათგან გავიგეთ ამ კაცზე , ზეპირად უნდა ისწავლო. როგორც იტყვიან ხოლმე,მძინარე რომ გაგაღვიძო,არაფერი უნდა შეგეშელოს.
- რატომ?
- შენ დინა იქნები ,მისი ყველაზე ახლო ბავშვობის მეგობარი. დინა არეშიძე - მისი ქართული წარსული.скачать dle 11.3




№1  offline წევრი ჟიზელი

კი მინდოდა ეს მშიშარა გოგო ცოტა ეწუწუნებინა ტიტეს,მაგრამ ამათ ისე შეუყვარდათ ერთმანეთი და ისე გიჟდებიან ერთმანეთზე,მე რა უფლებით უნდა გამეწელა რაღაც-რაღაცების თქმა და გამოხატვა? სიუჟეტი წინ წამოვწიე,ბევრი რამე წამში გაირკვა...აი,ახლა დაიწყება ,თუ დაიწყება... ცოტა მეშინია ამ ყველაფრის დაწერა ჩემზე ორმაგად და სამმაგად დიდი არ აღმოჩნდეს, პირველი ისტორიაა და გამოცდილება ნული მაქვს... აი,ეს ისტორია თუ გავაფუჭე და ჩავაფლავე, ჩავთვალოთ,რომ აღარც დავწერ არაფერს... ისე ვარ ჩაციკლული ამ ყველაფერზე, ქარისთვლიან გულსაბნევსაც კი ვეძებ უკვე,რომ გულზე ჩამოვიკიდო. თუ კითხულობთ ვინმე, ველი თქვენს კომენტარებს.
ჩემთის მნიშვნელოვანია.

 



№2  offline მოდერი ელპინი

აი,ხომ გეუბნებოდი?!
შენ შეძელი!
ყოჩაღ!
გელოდებოდი.
არ წამიკითხავს,მაპატიე ამისთვის :((
უბრალოდ,სათაური რომ წავიკითხე,არ შემეძლო არ დამეკომენტარებინა.
წარმატებები,საყვარელო!

 



№3  offline წევრი ჟიზელი

ელპინი
აი,ხომ გეუბნებოდი?!
შენ შეძელი!
ყოჩაღ!
გელოდებოდი.
არ წამიკითხავს,მაპატიე ამისთვის :((
უბრალოდ,სათაური რომ წავიკითხე,არ შემეძლო არ დამეკომენტარებინა.
წარმატებები,საყვარელო!

არაუშავს,რომ არ წაგიკითხავს. გულშემატკივრობაც კარგი რამეა. დიდი მადლობა ,ელპინ ^^ ????

 



№4  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ გამახარეეე. რა ლამაზი სცენა იყო სიყვარულის ახსნა, მარტო მაგიტომ ღირდა წაკითხვა. თურმე აქ რა ჩახლართული ამბები ხდებოდა, გავერკვიეთ როგორც იქნა.
ამ ისტორიას ნამდვილად არ ემუქრება ჩაფლავება და არც გამოუცდელის ნაწერს ჰგავს. შენ ზედმეტად კარგი ხარ და არასოდეს გაიფიქრო რომ წერა არ შეგიძლია. ვერავის ვერ შეგადარებ, შენ შენ ხარ, ყველაზე ორიგინალური წერის სტილით და უსაზღვრო ფანტაზიით. ვგიჟდები შენზე ჩემო გოგო

 



№5  offline წევრი ჟიზელი

Chikochiko
როგორ გამახარეეე. რა ლამაზი სცენა იყო სიყვარულის ახსნა, მარტო მაგიტომ ღირდა წაკითხვა. თურმე აქ რა ჩახლართული ამბები ხდებოდა, გავერკვიეთ როგორც იქნა.
ამ ისტორიას ნამდვილად არ ემუქრება ჩაფლავება და არც გამოუცდელის ნაწერს ჰგავს. შენ ზედმეტად კარგი ხარ და არასოდეს გაიფიქრო რომ წერა არ შეგიძლია. ვერავის ვერ შეგადარებ, შენ შენ ხარ, ყველაზე ორიგინალური წერის სტილით და უსაზღვრო ფანტაზიით.ვგიჟდები შენზე ჩემო გოგო

შენ როგორ მაბედნიერებ ყოველთვის რომ იცოდე, თუ სურვილი გაქვს ლინქი მიდევს აქ ფეისბუქის ჩემს მონაცემებში და შეგიძლია დამაამატო,გამახარებ ძალიან...თუმცა თუ არ გინდა და ანონიმურობა გირჩევნია, ამასაც გავიგებ.

 



№6  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ჟიზელი
Chikochiko
როგორ გამახარეეე. რა ლამაზი სცენა იყო სიყვარულის ახსნა, მარტო მაგიტომ ღირდა წაკითხვა. თურმე აქ რა ჩახლართული ამბები ხდებოდა, გავერკვიეთ როგორც იქნა.
ამ ისტორიას ნამდვილად არ ემუქრება ჩაფლავება და არც გამოუცდელის ნაწერს ჰგავს. შენ ზედმეტად კარგი ხარ და არასოდეს გაიფიქრო რომ წერა არ შეგიძლია. ვერავის ვერ შეგადარებ, შენ შენ ხარ, ყველაზე ორიგინალური წერის სტილით და უსაზღვრო ფანტაზიით.ვგიჟდები შენზე ჩემო გოგო

შენ როგორ მაბედნიერებ ყოველთვის რომ იცოდე, თუ სურვილი გაქვს ლინქი მიდევს აქ ფეისბუქის ჩემს მონაცემებში და შეგიძლია დამაამატო,გამახარებ ძალიან...თუმცა თუ არ გინდა და ანონიმურობა გირჩევნია, ამასაც გავიგებ.

ვაიმე როგორ გამახარე, ფეისბუქზეც რომ აღმოგაჩინე. როგორ გამომრჩა ეს არც კი ვიცი. და მოლოდინი გამიმართლე კი არა გადააჭარბე❤❤

 



№7  offline წევრი ჟიზელი

Chikochiko
ჟიზელი
Chikochiko
როგორ გამახარეეე. რა ლამაზი სცენა იყო სიყვარულის ახსნა, მარტო მაგიტომ ღირდა წაკითხვა. თურმე აქ რა ჩახლართული ამბები ხდებოდა, გავერკვიეთ როგორც იქნა.
ამ ისტორიას ნამდვილად არ ემუქრება ჩაფლავება და არც გამოუცდელის ნაწერს ჰგავს. შენ ზედმეტად კარგი ხარ და არასოდეს გაიფიქრო რომ წერა არ შეგიძლია. ვერავის ვერ შეგადარებ, შენ შენ ხარ, ყველაზე ორიგინალური წერის სტილით და უსაზღვრო ფანტაზიით.ვგიჟდები შენზე ჩემო გოგო

შენ როგორ მაბედნიერებ ყოველთვის რომ იცოდე, თუ სურვილი გაქვს ლინქი მიდევს აქ ფეისბუქის ჩემს მონაცემებში და შეგიძლია დამაამატო,გამახარებ ძალიან...თუმცა თუ არ გინდა და ანონიმურობა გირჩევნია, ამასაც გავიგებ.

ვაიმე როგორ გამახარე, ფეისბუქზეც რომ აღმოგაჩინე. როგორ გამომრჩა ეს არც კი ვიცი. და მოლოდინი გამიმართლე კი არა გადააჭარბე❤❤

რომელი ხარ , მე რომ არ ვიცი :დ რამდენიმე ფორლაველმა დამამატა ამ ბოლო დროს და

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent