შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ თვალებით...! [სრულად]


1-11-2017, 21:01
ავტორი MoonLady
ნანახია 1 752

მხოლოდ თვალებით...! [სრულად]

ნაბიჯი ერთი, ნაბიჯი ორი, სამი, ოთხი...
ხალხმრავალ ტროტუარზე მხიარულად მივაბიჯებ და შენზე ვფიქრობ. ყურსასმენებში ბოლო ხმაზე გაისმის ჩემთვის საყვარელი Don’t let me down-ის ელექტრო-ვიოლინოს ვერსია და მე სახის მრავალფეროვანი მიმიკით გამოვხატავ ხმამაღალი, სულში ჩამწვდომი ნოტების უკვდავ ჟღერადობას. ვფიქრობ შენზე და ვუმზერ გამვლელებს იმ პაწაწინა იმედით, რომ რომელიმე მათგანში მაინც აღმოგაჩენ. მაგრამ არ გამომდის და იცი ? მიხარია, რომ არ გამომდის. მიხარია, რომ არც ერთ მათგანს ჰგავხარ და არც ერთი მათგანი არ გგავს შენ.
შენ
მხოლოდ
ჩემი
ჩემეული
ჩემიანი ხარ.
მობილურზე მესიჯი მომდის და ნაცნობ სახელ-გვარს ვაფიქსირებ. ვერაჩკა მწერს სადა ხარო. რატომღაც წარბებს უსიამოვნოდ ვჭმუხნი და და უპასუხოდ ვტოვებ. განმეორებით ვრთავ მუსიკას და ვიკარგები ვიოლინოს საოცარ ჟღერადობაში, რომელსაც, ლამის, შემშლელ ორგაზმამდე მივყავარ.
თითოეული შენი უზადო ნაკვთი მიდგას თვალწინ, სხეულის რელიეფური მოყვანილობა და დამთბარი მზერა. აბსტრაქტულად გეფერები და ლამის, ასტრალში გავდივარ.
- რამდენჯერ დამეკარგები კიდევ ასე ? - ცალ ყურსასმენს ვეღარ ვაფიქსირებ და მათრობელი მუსიკის ნაცვლად, ვერას ხმა ჩამესმის. აქ საიდან გაჩნდა ?
- ვერა, შემეშვი. - ვეუბნები და ყურსასმენის გამორთმევას ვცდილობ. თუმცა ამაოდ.
- ემი, გონს მოეგე... - სევდაშეპარული ხმით თქვა ვერამ. ვიგრძენი ბრაზმა როგორ ამიტანა და კბილებს შორის ნელა გამოვცერი.
- ხანდახან მგონია, რომ ჩემი ბედნიერება არ გსურს. - აშკარა წყენას ვურევ ხმაში.
- ნუ სულელობ, ემი ! - მიყვირის ის, მაგრამ მე უკვე შორს ვარ.
ისევ ეს ირეალური მელოდია და რეალური შენ.
მხოლოდ შენ მეძახი ემილიას.
ე მ ი ლ ი ა...
ვერასოდეს ვხვდებოდი - რატომ ? თუმცა ეს პაწაწინა განსხვავებაც კი, სხვებსა და შენ შორის, ჩემთვის უძვირფასესია.
ჩვენს საყვარელ ადგილას მივდივარ და შენ გხედავ. ფეხმორთხმით ზიხარ ჩემკენ ზურგშექცევით და გაჰყურებ მომნუსხველ დაისს. საოცარი სანახაობაა ამ წითელი ბურთისა და ლურჯი ზღვის ჭიდილი. აქაფებული ტალღები, თითქოს, უძალიანდებიან ბუმბერაზ ბურთს და თავიანთ სამფლობელოში შეღწევის ნებას არ რთავენ.
შენ გვერდით ვჯდები და მხარზე თავს გადებ. შენ კი პეიზაჟს თვალს არ წყვეტ ისე მხვევ ხელს.
- კიდევ ერთი დღე მიუახლოვდა დასასრულს. - ამბობ მშვიდი ხმით და ცალი თვალით აკვირდები ჩემს რეაქციას. მე კი თვალს გისწორებ და შენს ზღვისებრ მზერას ვითვისებ, თითქოს.
- დღეს არა, რა... - ვედრება გავურიე ხმაში. - ოღონდ დღეს არა.
- ოდესმე, მაინც მომიწევს წასვლა. - თქვი და ყბები კატასტროფულად დაგეჭიმა.
- ოდესმე კი, ოღონდ ახლა არა. - გითხარი და აცახცახებული სხეულით მოგეკარი.
- როგორ არის ვერაჩკა ? - მეკითხები დამცინავი ტონით და თითქოს ცდილობ ჩემი დაძაბულობა არ შეიმჩნიო.
- ისევ...
- ისევ თავისას აწვება ?
- ჰო... - ვთქვი და თავი ჩავქინდრე.
- არ გინდა სახლში ?
- მთვარეს დაველოდოთ...
- სახლში.. -თქვი და აღმოსავლეთისკენ ავიღეთ გეზი.
როგორც კი სადარბაზოში შევედით, ქალბატონი მზეო შემოგვეგება და მომესალმა.
- ლიაჩკა, - მთელი სამეზობლო ასე მეძახდა. - როგორ ხარ შვილო ? - ჩემი ორივე ხელი თავისაში მოიქცია და თვალებში შემაცქერდა. უხერხულობისგან, ოდნავ, შევიშმუშნე და ფრთხილად ვუპასუხე.
- კარგად ვართ, მზეო დეიდა, კარგად. თავად ? - თვალებში თითქოს კითხვის ნიშნები დაეხატაო.
- ხართ ? ვინ ხარ-თ, შვილო ? - მკითხა. მე კი შენკენ მოვაპყარი მზერა და ამით ვანიშნე ქალბატონს. მან დაბნეულად მითხრა გასაგებიაო და ბუტბუტითა და სწრაფი ნაბიჯით გამეცალა.
- რა უცნაური ხალხია ეს მეზობლები. - გითხარი და საკეტს გსაღები მოვარგე.
- შენზე უცნაური ნამდვილად არა. - მითხარი შენ და ბინაში შემოდი.
- ვიტომ რატომ ? - გავიბუტე.
- მე შეგიყვარდი. ამაზე უცნაური ფენომენი რაღა გინდა. - თქვი და დივანზე წამოგორდი.
- რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე ? - დოინჯი შემოვიტყი.
- ჰო არა ?
- დიახ, ამპარტავანი ხარ. - ვთქვი შენ გასაბრაზებლად.
- მოდი ჩემთან. - ექოსავით გაისმა შენი ბოხი ხმა და მეც დაჰიპნოზებულივით ნაბიჯ-ნაბიჯ მოგიახლოვდი.
კარს ბზარი გაუჩნდა და ბზარიდან არარსებული ზღვის სურნელება გადმოიფრქვა. შენ ხარბად ჩაისუნთქე თითოეული ატომი და ამოსუნთქული, ვულკანისებრი, მხურვალებით დაისაკუთრე ჩემი აბსტრაქტული, გაშმაგებით მღელვარე ზღვის სიღრმე...
...
დილით ბედნიერი ვიღვიძებ და... არ გეძებ. დილაობით არ ჩერდები ხოლმე სახლში.
ფრთხილად ვდგები და ფეხის თითებით ვეხები გაყინულ იატაკს. ტანში ჟრუანტელი მივლის და ოდნავ ვკრთები. მხრებზე ფუმფულა ხალათს ვიგდებ და წარმოგიდგენ...
წარმოვიდგენ როგორ მეხები და მგრძნობ. როგორ გეხები და გგრძნობ მე. როგორ ვირგებ მე შენს ტყავს და ვძვრები შენს შინაგან, ყველაზე ბნელ და ჩამთრევ სამყაროში, სადაც მუდმივად მიდის ჭიდილი რამდენიმე „მე“-ს შორის და ეს შენი მეების ჭიდილი იმდენად აღმაფრთოვანებელ სანახაობად მეხატება თვალწინ, რომ სუნთქვაც კი მეკვრის და ყველას და ყველაფერს მავიწყებს...
არასდროს მინახავს იმდენი სულისშემძვრელი ემოცია ერთად თავმოყრილი, რამდენიც შენშია.
შენ ხარ ემოცია.
შენ ხარ გრძნობა.
შენ ხარ ბორდოს’ფერი...
სამწერტილს ჰგავხარო მეუბნები, მე კი თამამად შემიძლია შენ შეგადარო ძახილის, ბრძანების ნიშანს. უსასრულობა ხარო მეუბნები და გპასუხობ, რომ ძახილის ნიშანი და სამწერტილი ერთად განმტკიცებული უსასრულობა გამოდის.
შენ კი გეღიმება.
...
ოცნებაში კი ღამდება.
კუპრივით შავი ღამე კი დაუსრულებელ, შენით აღსავსე სიზმრებში ილევა.
მაგრამ რაღაც მაწუხებს. რაღაც ამოუხსნელი, რაღაც წინათგრძნობისმაგვარი.
დილით ვეება სარკეს ჩავუარე და სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემი ჩასისხლიანებული თვალები.
მე შენით "ვკაიფობ"...
ჩემი
ჩემეული
ჩემიანი...
...
გადის კიდევ ერთი დღე. უეცრად თითქოს გონება მინათდება და კივილამდე ცოტაღა მაკლია. ქურთუკსაც კი არ ვიგდებ მხრებზე, რომ კისრისტეხით ჩავრბივარ კიბეებზე და გავდივარ გარეთ.
მივრბივარ.
თვალთ მიბნელდება, ვეცემი, ვდგები, მაინც მივრბივარ. თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებ, სუნთქვა მეკვრის, მაგრამ კვლავ მივრბივარ, რაც შეიძლება სწრაფად. ამდენი დაცემისგან მუხლები და იდაყვები გადამეტყავა, მაგრამ ტკივილს ვერ ვგრძნობ. არა ! ვგრძნობ, მაგრამ ცალკეული ნაწილების მაგიერ მთელი სხეული მტკივა, სული მტკივა.
სასოწარკვეთამ მომიცვა და კვლავ თვალებს ვაცეცებ...
ყველგან მხოლოდ გაოცებულ სახეებს ვაწყდები.
სიბრალულით აღსავსე სახეები.
გეძებ.
გეძებ და ვერ გპოულობ.
წახვედი ?
ისე, რომ არც კი დამემშვიდობე ?
არა, არა წარმოუდგენელია.
ხელის კანკალით ვიღებ მობილურს და ვრეკავ.

- ემი ? - ისმის გაკვირვებული ხმა.
- ვერა, ვერაჩკა, სად არის ? - ათრთოლებული ხმით ვეკითხები.
- ვინ სად არის, ემი ?
- ის ვერა, ის სად არის ?! - უკვე ვხავი.
- შენ სად ხარ ?
- არ ვიცი, ქუჩაში, რა დროს ეგაა...
- კონკრეტულად ? - დაჟინებით მეკითხება ვერა. გავიხედ-გამოვიხედე და ერთადერთი, რაც ვიცანი, იყო ფანტანები.
- მოცეკვავე ფანტანებთან.
- დამელოდე. - ამბობს და მითიშავს ყურმილს.
გადი წუთი, ორი სამი. მე იქვე, ლომის თავით მოჩუქურთმებულ, გრძელ სკამზე ვჯდები და ველოდები.
თითქოს საუკუნემ განვლო.
მხარზე შეხებას ვგრძნობ და როგორც კი თავს ვწევ, ვერას შეწუხებულ და ბრაზნარევ სახეს ვაწყდები.
- რა ხდება ? - მეკითხება იგი და ჩემ გვერდით ჯდება.
- ვერ ვპოულობ.
- ვის ?
- მას.
- ემი, მომისმინე.
- არა, არ დაიწყო, ახლა არა, გთხოვ...
- როდემდე გაგრძელდება ეს „ახლა არა“ ? რა მდგომარეობამდე მიგიყვანა ხედავ ?
- კი, მაგრამ...
- რა მაგრამ, რა მაგრამ ? -გაცოფდა ვერა. თავის თავს არ ჰგავდა. ადრე არასდროს არ მენახა იგი ასეთი. დამფრთხალმა ავხედე.
- ვერა...
- და ვინ ? ვინ მიგიყვანა აქამდე ? მიპასუხე ! ვინ გაგანადგურა ასე ? ვინ გაგათევინა ტირილში ათას ერთ ღამეზე მეტი ? რას ჰგავხარ ახლა, სარკეში ჩაიხედე ? - მითხრა და ჩანთიდან მომცრო ზომის სარკე ამოიღო.
თმები აბურძგნული, თვალები ჩასისხლიანებული, თვალებს ქვევით ჩასიებული, ტუჩები ფერდაკარგული, ხოლო ლოყები ჩავარდნილი.
ზუსტად ორი დღე.
ორ დღეში ლაღი, მშვენიერი გარეგნობა დაემსგავსა ამას და იცი ? მე არ მინანია. არც ერთი წამით არ მინანია, რადგან მე ბედნიერი ვარ შენთან. რადგან მე შემიძლია იმდენად ძლიერი ემოციის განცდა, რომელიც ამ დონემდე მიწაზე მცემს.
მე ვაღმერთებ ემოციებს.
შენ კი ემოცია ხარ.
შენ ხარ ჩემი ღმერთი.
- და ვის გამო ? - აგრძელებდა ვერა. - იმ ადამიანის გამო, რომელიც ბუნებაში არც კი არსებობს ?! რომელიც მხოლოდ შენს წარმოსახვაშია ? რომლის ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ გაგიგია, ფიზიკურად არ გინახავს და უბრალოდ არ არსებობს ??! შეიგნე, ის არაა. არც იყო, არც არის და არც იქნება. - ყვიროდა ვერა.
ყვიროდა და მე ვხედავდი მის დაჭიმულ, სქელ ძარღვებს კისერთან. ვხედავდი ბრაზისგან როგორ უწითლდებოდა სახე. როგორ გაშმაგებით იქნევდა იგი ხელებს და ცდილობდა დავერწმუნებინე იმ აბსურდში, რასაც იძახდა.
სასტიკმა გულისრევის შეგრძნებამ შემიპრყო. მივხვდი, რომ შენ გარდა მე ვერავინ გამიგებდა. რომ შენ იყავი ერთადერთი, ვისაც ჩემი ესმოდა და მე ვიყავი ერთადერთი, ვისაც ჰქონდა შენი გაგების მცდელობა და რეალური შანსი.
მივხვდი, რომ ვერა უბრალოდ ვერაა.
შენ კი უ’ღმერთოდ ღმერთი.
თავი ვეღარ შევიკავე და გული პირდაპირ ფანტანში ამერია.
შეშფოთებული ვერა ჩემ დასახმარებლად წამოიწია, მაგრამ ხელით ვანიშნე, რომ ჩემგან შორს დამდგარიყო. ტუჩები მოვიწმინდე გრძელმკლავიანი მაისურის სახელოთი. წელში გავიმართე და ცალყბად გავუღიმე.
- ვერა, ვერა, ვერაჩკა. - ხმამაღლა გამეცინა. - მოდი ასე გეტყვი. - ვამბობ და მისკენ ვდგამ ერთ ნაბიჯს. ერთმანეთის პირისპირ ვგავართ და მას ჩემი სუნთქვა ეცემა სახეზე. თავს გვერდით ვხრი და.- სხვებთან რაც და როგორც გსურს ისე ილაპარაკე. ჩემთან მსგავსი აბსურდი აღარ თქვა, ამის ნებას არ მოგცემ. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს საკუთარ თავზე ნამდვილად არ ვაგებ.
- ფანატიკოსი ხარ, ემი. ჭკუას კარგავ, თავს ვეღარ აკონტროლებ, ადამიანად აღარ ვარგიხარ, გამოფხიზლდი !
- ფანატიკოსი ვარ. ჭკუას ვკარგავ, თავს ვეღარ ვაკონტროლებ, ადამიანად აღარ ვვარგივარ და არა ვერა, არ მსურს გამოვფხიზლდე ! ადამიანად აღარ ვვარგივარ, მე ახლა ზე’ადამიანური არსება ვარ, რომელსაც ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია საკუთარი თავის გარდა. - ვთქვი და ყურსასმენებმა კვლავ გამიწიეს კომპანიონობა.
...
მივუყვები ბილიკს, რომელსაც მივყავარ ჩვენს საყვარელ ადგილამდე და შენ გხედავ. სულში სითბო მეღვრება, მაგრამ ვგრძნობ... ვგრძნობ, რომ ეს დღე დადგა, რომ მხოლოდ რამდენიმე წუთი მრჩება ბედნიერების, რომ სულ ცოტაც და აღარ იქნები სულ ჩემთან. რომ წახვალ და მთელ ჩემს არსებას თან წაიღებ წასვლისას. ჩემი სამყარო დაიწყებს ნგრევას, შენ კი ამ ნგრევას შორიდან დაინახავ. არა. იქნებ სულაც არ მოინდომო ამის დანახვა.
უკანმოუხედავად წახვალ.
ფრთხილად გიახლოვდები და შენ გვერდით ვჯდები. შიშისგან მაკანკალებს. ცივმა ოფლმა დამიცვარა შუბლი და გავფითრდი. ყელში მომადგა ვეებერთელა ბურთი, რომლის გადაყლაპვას სრულიად ამაოდ ვცდილობ. მსწრაფლ მოვიწმინდე შუბლი და ხელები ერთმანეთში ჩავმალე.
ცალი თვალით გადმომხედე და ბოხი ხმით მითხარი:
- ოდესმე, აუცილებლად დავბრუნდები.- პასუხად კი დუმილი მიიღე. იცოდი. არაჩვეულებრივად იცოდი რა ხდებოდა მაშინ ჩემში. იცოდი ჩემი თითოეული ატომის მდგომარეობა, მაგრამ მაინც...
რა სასტიკი ხარ, ღმერთო.
რა სასტიკია ჩემი ღმერთი.
ჩემი
ჩემეული
ჩემიანი
ღმერთი.
- მიყვარხარ, იცოდე ! - შემომიბღვირე და შუბლზე მაკოცე. მე კი თავჩაქინდრული ვკბენდი ტუჩს, რომ ცრემლთა ნაკადი, რომელიც თვალებიც ღრმულებს მოასკდა, გამეჩერებინა.
მოხრილი საჩვენებელი თითით ნიკაპს შეეხე და თავი ამაწევინე. შენი ორი სფეროსებრი მომეგება, თავისი მწვანე რადიაცია მომახვია და სულის იმ სიმებს შეეხო, რომელთა არსებობის შესახებ წარმოდგენაც კი არ მქონდა.
თვალის გუგები გამიფართოვდა და ეს-ეს იყო ტუჩები შევაღე რაღაცის სათქმელად, რომ ვიგრძენი ტკივილი მთელ სხეულში. შენი ბუმბერაზი სხეული ჩემსას შემოეჭდო, შენი ხელები მიეკრო ჩემს რაობას და მეც, ჩემი პაწაწინა კიდურები და ფალანგები, რაც ძალი და ღონე მქონდა, შემოგხვიე. გულში გიკრავდი და ვცდილობდი არ გამეშვი...
მაგრამ თანდათან ვიგრძენი როგორ შემსუბუქდა ჩემი ჩახუტების საგანი, ვიგრძენი როგორ დაიშალე ათას პაწაწინა ბრჭყვიალა ნაწილაკად, როგორ გაიფანტე ჰაერში და როგორ გაქრი ისე, თითქოს, არც არსებულხარ...
მუხლებზე დავეცი და ცრემლები ღაპაღუპით წამოვიდნენ თვალებიდან. თითქოს მართონზე არიანო, ერთმანეთს ასწრებდნენ და სახეს თავისი სიცხელით მიწვავდნენ. მციოდა, ძალიან მციოდა. თითქოს, ყველა ფერი წამართვეს, რაც კი გამაჩნდა.
მე აღარ ვიყავი ფერადი.
მე ვიყავი მხოლოდ შავი.
შავი ხარო მეძახდი.
და დამტოვე შავად.
...
გადის დღე.
კვირა.
თვე.
წელიწადი..
და კიდევ ნახევარი.
ვდგავარ კაბინეტში თავაწეული, მუხლამდე გამოყვანილი შინდისფერი კაბით და წვეტიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით. მხრებზე მოგდებული მაქვს შავი პიჯაკი. თმა უკან ცხენის კუდად მაქვს შეკრული, ცხვირზე წამოცმული სათვალე და დაკვირვებული მზერა. ხელში მიჭირავს ბლოკნოტი და თვითონაც არ ვიცი რისთვის. ალბათ მოსმენისგან დაღლილმა გულები რომ ვხატო შიგნით.
ჩემს კაბინეტში შემოდის შავებში ჩაცმული, ტყავის ქურთუკიანი ბიჭი, რომელსაც ვიცნობ. და მრცხვენია...
უხერხულად ვიშმუშნები და ხელით განიშნებ ჩემ წინ მდგომ სავარძელზე. ვგრძნობ, რომ ჩემი დაკვირვებული თვალები თანდათან შეშინებულ ბურთულებად გარდაიქმნება და ბუმბერაზი ხდება.
შენი თვალები გამჭოლია და დაჟინებული. ფეხებიდან იწყებ ჩემს თვალიერებას, სახე არ გეცვლება. თვალებიდან, თითქოს, უხილავი ხელები გამორბიან და მთელ სხეულს მიპარავენ, მთელ ჩემს სხეულს ფლობენ. მე ამას ვგრძნობ, ოფლი მასხამს. კისრიდან წვეთწვეთობით მოდის და მკერდსშუა მეღვრება. შენი თვალები კი წვეთებს მიყვება. არა, არ მიყვება. თითქოს, შენი თვალები მართავენ მას.
ფეხებს ვერ ვაჩერებ და მათ შორის ფეთქვას ჭკუიდან გადავყავარ. მთელი სხეული მიხურს და თითქოს წყლად ვიღვრები. შენი სახე კი კვლავ უცვლელი რჩება, ფეხებსშორის ფეთქვა კი ჩქარდება. მთელ ტანში რაღაც ბურთი იზრდება და ვგრძნობ, რომ სულ ცოტაც და გასკდება.
მეტის მოთმენა უკვე აღარ შემიძლია...
ჩვენი თვალები ერთმანეთს ეჩეხება და ეს ბოლოა...
შენი კმაყოფილი ღიმილი...
მე კი თავს უკან ვაგდებ, თვალების ბურთულები სრულიად მითეთრდება და მთელი ხმითა და სიამოვნებით ვკვნესი...
ხელშეუხებლად, მხოლოდ თვალებით,
როცა გენებოს შენი გავხდები.
უცნაურად და მხოლოდ თვალებით,
შენი შეგრძნებით მე გარდავტყდები.
მწველი მზერით და მაზოხისტურად,
სადისტისაგან დავიფერფლები.
და ვით ფენიქსი თვითგვემისაგან,
მომენტალურად ისევ აღვდგები.
შენ წინ დავჯდები ბლოკნოტით ხელში,
იქ, სადაც ჩავწერ ოთხ ძვირფასს მხოლოდ,
სამი გასროლა და განაჩენი,
რომელთა აზრს შენ გაიგებ მხოლოდ.
შინდისფერი მე მაცვია კაბა,
კისრიდან გზას იკვლევს ეს მწველი წვეთი.
ვნებამორეულს შენ მიწვევ ახლა,
და შენ თვალებს მე მოუთმენლად ველი.
აჩქარებული პულსი და სისხლი,
კისრის ძარღვს რომ მიწვალებს მარად,
ფეხებშუა ფეთქვა და ნისლი,
რომელსაც შენდამი გრძნობა თან ახლავს.
ტკივილნარევი სიამოვნება,
სულს მიხუთავს და ჭკუას მიკარგავს.
შიშნარევი ინტერესი და
სიცოცხლეს შენსას მე აქ ვინახავ.
გულის ჯიბეში მე დავატარებ,
ფერფლს, რომელსაც შენი სიცოცხლე სტანჯავს.
სულის სიღრმეში მე აღმოვაჩენ,
იმას, რასაც არ გეტყვი ახლა.
სამი წერტილი, უკვდავი ბრძანება,
ძახილის ნიშანი და აღმაფრენა,
მუდმივი ტანჯვა და ჯოჯოხეთი,
სამოთხის კარი ჩარაზა ახლა.
სველი სიცხელე, აღგზნებადობა
ღაწვებს მიფაკლავს რას ელი, სწრაფად !
უმოქმედობით შექმნილი ეს გრძნობა,
სულის სიკვდილი, ორგაზმად დაღვრა...!

დგები, მე კი ძალა სრულიად გამომელია. ჩემკენ მოიწევ და ბლოკნოტს მართმევ.
შლი და...
სამწერტილი და ძახილის შინანი გაიძლებს ცალყბად გაიღიმო.
ჩემს ყურთან იხრები და...
- გამარჯობა, ჩემო ჩემეულო ჩემიანო...скачать dle 11.3




№1  offline მოდერი MoonDaughter

ჩემო გოგო ❤️ მთელი ფილოსოფიაა შენი და "მისი" კავშირი და ეს იმდენად დიდ, რაღაც აუხსნელ ემოციას იწვევს ჩემში, რომ შეუძლებელია არ ვირწმუნო... იღბალზე სულ ბევრი ფული მახსენდებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები რომ იღბლიანი "ის" არის, შენ გულს რომ დაეპატრონა და ამდენად აღგაფრთოვანებს... ეს გადამდებია, შენი გრძნობა "მის" მიმართ იმდენად გადამდებია რომ ყველანი ამ სექტის მიმდევრები ვხვდებით... ზოგს ჯერა, ზოგს არ ჯერა, ზოგი ბრაზდება, ზოგი იცინის, მაგრამ ყველა ჩართულია, ყველას აგიჟებს.. გიჟი ხარ შენ და გიჟია "ის", თქვენ ორივე გიჟები ხართ და ჩვენც გვაგიჟებთ ❤️❤️ მიყვარხარ!

 



№2  offline მოდერი MoonLady

MoonDaughter
ჩემო გოგო ❤️ მთელი ფილოსოფიაა შენი და "მისი" კავშირი და ეს იმდენად დიდ, რაღაც აუხსნელ ემოციას იწვევს ჩემში, რომ შეუძლებელია არ ვირწმუნო... იღბალზე სულ ბევრი ფული მახსენდებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები რომ იღბლიანი "ის" არის, შენ გულს რომ დაეპატრონა და ამდენად აღგაფრთოვანებს... ეს გადამდებია, შენი გრძნობა "მის" მიმართ იმდენად გადამდებია რომ ყველანი ამ სექტის მიმდევრები ვხვდებით... ზოგს ჯერა, ზოგს არ ჯერა, ზოგი ბრაზდება, ზოგი იცინის, მაგრამ ყველა ჩართულია, ყველას აგიჟებს.. გიჟი ხარ შენ და გიჟია "ის", თქვენ ორივე გიჟები ხართ და ჩვენც გვაგიჟებთ ❤️❤️ მიყვარხარ!

არ ვიცი რა გითხრა.შენით ვსუნთქავ ეს პერიოდია. შენ ხარ ის ნათელი წერტილი, რომელიც მაძლევს საშუალებას გავარეალურო საკუთარი ილუზია და დიდი მადლობა შენ ამისთვის. სამაგიეროს ალბათ ვერასოდეს გადაგიხდი ❤️❤️❤️

 



№3 სტუმარი BlackCatFromPluto

Gazrdilxar ))

 



№4  offline მოდერი MoonLady

BlackCatFromPluto
Gazrdilxar ))

Happiness seems to be loneliness and loneliness chilled my world ))

 



№5 სტუმარი BlackCatFromPluto

Killed !! ))

 



№6  offline მოდერი MoonLady

BlackCatFromPluto
Killed !! ))

ღრუტ...!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent