შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედს იქით (ნაწილი1)


2-11-2017, 12:12
ავტორი თუკა
ნანახია 6 662

ბედს იქით (ნაწილი1)

ბედს იქით...
ცხოვრება ულმობელი რამაა, ხანდახან ისეთი ნაბიჯების გადადგმა გვიხდება რაც ყველაზე ნაკლებად გვინდა, ან საერთოდ არ გვინდა.მაგრამ ყველაფერს ვერ განსაზღვრავ, წინ ვერ გაიხედები, ვერ გათვლი ყველა ნაბიჯს.. ხანდახან როცა გგონია რომ კარგად იქცევი სწორად ისაა შეცდომა..ყვეაფერს ვერგათვლი. ცხოვრება ერთი დიდი მოულოდნელობაა.. ამ მოულოდნელობების მსხვერპლნი ვართ , როგორც უნდა ისე გვატრიალებ, ისე გვადგმევინებს ნაბიჯებს და ჩვენც როგორც მარიონეტები ისე მივყვებით დინებას. ხელს ვერ ვუბრუნებთ...ყველაზე ძლიერი, ყველაზე ულმობელი და ხშირად ყველაზე გაუსაძლისი ცხოვრებაა....
არც მე დამინდო, არც ჩემი ოჯახი, არც ჩემი გრძნობები და ერთი ხელის მოსმით დამინგრია ყველაფერი რაც გამაჩნდა.... ფეხქვეშ გამიგდო როგორც მაწანწალა ძაღლი, როგორც ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანი და მთელი ტკივილი ერთიანი ძალით დამატაკა.. გული ისე დამიფლითა რომ ნაწილების აკრეფვაც კი გამიჭირდა დიდი ხნის მერეც კი..
სიცილით დავდიოდი ლონდონის ქუჩებში დაქალებთან ერთად გახარებული და ტანსაცმლით გავსებულ პარკებს ჰაერში ვიქნევდი... ჩემი სიცილი მობილურის ზარმა შეწყვიტა. ლამის მბრძანებლური ტონით მითხრა მამაჩემმა სახლში მივსულიყავი სასწრაფოდ . ღიმილი სახეზე შემეყინა, გაოცებულმა გადავხედე დაქალებს და მანქანისაკენ წავედი, ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა მათ შორის მეც.
მანქანა სახლის კართან გავაჩერე და ღიღინით შევედი ეზოში... ერთი სული მქონდა ახლად შეძენილი კაბები გამესინჯა ... მისაღებში დედა და მამა დაღვრემილი სახით ისხდნენ, გვერდით კიდევ რამოდენიმე ასაკოვანი კაცი ეჯდათ და გამწარებულები საუბრობდნენ რაღაცაზე, მამაჩემმა დამინახა თუ არა მაშინვე მანიშნა მაღლა ადიო, თავდახრილი ავედი ჩემს ოთახში და პარკიდან ტანსაცმელი გადმოვყარე... გახარებული ვიდებდი გულზე ხან ერთ და ხან მეორე კაბას..რამოდენიმე საათის მერე მამაჩემი გაღიმებული შემოვიდა ჩემს ოთახში და საწოლზე ჩამომიჯდა...უკვე დასაძინებლად ვემზადებოდი რომ დამიძახა და თავისკენ გადმომატრიალა
– ქეთი, ორ დღეში საქართველოში ვბრუნდებით.. მიზეზი არ მკითხო, ცხოვრებამ ასე მოიტანა..
– ვერ გავიგე. რას ნიშნავს საქართველოში ვბრუნდებით მამა, აქ ყველაფერი მაქვს .იქ რა უნდა გავაკეთო??
– გააკეთებ ყველაფერს რასაც აქ აკეთებ შვილო, რანაირად ელაპარაკები მამას...
– მე ვსწავლობ.. დაგავიწყდა? არ მინდა საქართველოში.. თბილისში ბოლოს ორი წლის ვიყავი მამა, რა ვაკეთო იქ , აქ მეგობრები მყავს, ჩემი სახლი მანქანა.
– ქეთევან ზედმეტ ლაპარაკს მორჩი , აქ ყველაფერს ვყიდით, სახლსაც, აგარაკსაც, შენს და ჩვენს მანქანებსაც და მივდივართ, საუბარი დასრულებულია, საქმე ასე ითხოვს..
– რას ნიშნავს ვერ გავიგე ეს ყველაფერი რას. გაცოფებული წამოვხტი საწოლიდან და მამაჩემს წინ პერანგით დავუდექი... არსად არ წამოვალ. შენ და დედა წადით.. მე აქ ვრჩები მამა. უკვე თვრამეტი წლის ვარ , მინდა წამოვალ მინდა არა. მამა აქ ჩემი საქმე მაქვს, ვსწავლობ მამა, არ გესმის???
– მორჩა ლაპარაკი მორჩა– გამწარებულმა მიყვირა მამაჩემმა და მკლავში ხელი მტაცა ორ დღეში საქართველოშ ვბრუნდებით არ გეკითხები რა გინდა და რა არა, სწავლას იქ განაგრძნობ, გავკოტრდი გესმის? მხოლოდ საქართველოში დაგვრჩა ბიზნესი, შეუშვი ამ თავში.. გაიგე შვილო... აქ არაფერი აღარ გაგვაჩნია ქეთი, აღარაფერი..– დამარცვლით მითხრა და ოთახიდან გავიდა.
გახევებული ვიდექი შუა ოთახში და არ ვიცოდი რა მეთქვა, მეყვირა თუ მეტირა, უნდა წავსუიყავი იქ უცხო მხარეშ, ყოველმხრივ უცხო მხარეში... მომენტალურად ყველაფერი დამიტრიალდა თავში.. რა მქონდა იქ და რა მქონდა აქ, ვინ მყავდა იქ და აქ. ჩემი მეგობრები, ჩემი სახლი, მანქანა, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით მეკარგებოდა.. გონებაზე ძლივს მოვედი სირბილით დავეშვი და მისაღებში შევვარდი გიჟივით. ჩემს მშობლებს წინ დავუდექი და რაც შემეძლო მშვიდი სახით გავხედე ორივეს..
– მგონი მაქვს უფლება ვიცოდე რა ხდება ხო ასეა დედა?– მშვიდად ვკითხე და სკამზე დავჯექი..
– რატომ არ გძინავს ქეით?– ლმობიერი სახით გამომხედა და ხელზე ხელი ნაზად დამადო..
– დედა, ახლა ამისი დრო არ არის, ეს კეთილი სიტყვები მერე დაგვჭირდება დე, ახლა მითხარით რა ხდება?ასე მოულოდნელად რა მოხდა რომ მივდივართ? რატომ გაქვთ ასეთი სახეები ამიხსენით რა...
– ქეით.. ისევ დედაჩემა გადადგა პირველი ნაბიჯი..
– არავითარი ქეითი, დღეიდან ეს ქეთია, ქეთევანი, ისე როგორც დავარქვით, მორჩა გადაწყვეტილია ყველაფერი, რამდენიც გინდა იტირო და იყვირო უკან ვბრუნდებით შვილო..
– კი მაგრამ რატომ მამა? რატომ??
– წეღან უკვე გითხარი რომ გავკოტრდი–თქო.. მთელი ჩვენი თანხა, ქონება ,ყველაფერი დაყადაღებულია, არაფერი გაგვაჩნია.. მისმინე, მკლავებში მტაცა ხელი და სავარძელში დამსვა– ნულზე დავჯექით შვილო, ეს ბიზნესია , საქმეში ყველაფერი ხდება რატომ ვერ იგებ შვილო... ჩვენი დიდებული მეფური ცხოვრება აღარ არსებობს.. აქ ლონდონში აღარაფერი გვაკავებს.
– ესეიგი საქართველოში ვბრუნდებით? იქ რა გაგვაჩნია მამა? რა გველის იქ?
– იქ ყველაფერი გვექნება ჩემო ლამაზო, შენ ამაზე არ იდარდო.. ქართველ ბიზნესმენთა ასოციაცია დაგვეხმარება აქედან უმტკივნეულოდ წავიდეთ, და წავიღოთ ყველა ნივთი რაც გვინდა, იქ ისევ გველოდება ჩვენი ლამაზი სახლი ეზოთი, ჩვენი აგარაკი...
– კიდე?
– კიდე რა გინდა შვილო ? შენ გგონია პარიზში მიმყავხარ საცხოვრებლად??? ეს თბილისია, სადა და ლამაზი ქალაქი სადაც ადამიანად ვიქეცი..მორჩა. ხვალ გაემზადებით და ზეგ წავალთ...
– ასე მგონია თორღვა რომ გიხარია შენი გაკოტრება და თბილისში დაბრუნება..– ნამტირალევი ხმით უთხრა დედაჩემმა და მამას გახედა..
– ქალო შენ ხომ არ გადაირიე.. საწყენი რა არის, იქ ჩემი ფესვებია.. და სხვათაშორის შენიც წერეთლის ქალო. როგორც ვიცი ლონდონში არ დაბადებულხარ...
– როგორც გინდა ისე იყოს.. ყველაფერს გავამზადებთ.... მაგრამ როგორ აპირებ ყველაფრს წაღებას? თანხა, ოქროული.. როგორ თორღვა..
– დამშვიდდი თამარ, ნერვები დაიოკეთ ორივემ დედამაც და შვილმაც.. გითხარი ბიზნესმენთა ასოციცია მეხმარება თქო, მათი თავჯდომარე ახალგაზრდა ჭკვიანი კაცია.. შამანაურმა უკვე ყველაფერი მოამზადა, ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება...
**
ორი ღამე თეთრად გავათენე, ტირილში თვალები დამსიებოდა, ცხვირი გამბუშტვოდა და ტუჩები დამწითლებოდა...დილით ძილბურანში მყოფს გამომეღვიძა და ისევ ფანჯრის რაფაზე ვიჯექი...ვერ წარმომედგინა რომ უცხო მხარეში მივდიოდი საცხოვრებლად. არ ვიცოდი რას მიმზადებდა ბედი, რას ელოდა ჩემგან, რას მოითხოვდა... კარები ფართოდ გავაღე და აივნიდან დამშვიდებულ ქუჩას გადავხედე, როგორ მიყვარდა ეს ვიწრო ქუჩა, თავისი სიმშვიდით, სადაც გაზაფხულზე მუდამ ყვაოდა მრავალფერი ყვავილები, სადაც დილით ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებდა.... თვალებიდან წამოსული ცრემლები მოვიწმინდე და ოთახში შევბრუნდი... ჯინსის შორტებზე თეთრი უბრალო მაისური გადავიცვი და კედებში ჩავყავი ფეხები რომ მამაჩემმა მომიკაკუნა მზად ვიყავი თუ არა ამის გასაგებად.. უზარმაზარი ჩემოდნები ჩვენთვის სპეციალურად გამოგზავნი მანქანაში ჩააწყეს და სპეც–რეისით თბილისის მიმართულებით ავიღეთ გეზი...
აქამდე ბევრჯერ მიმოგზაურია მაგრამ ახლა საშინლად მახრჩობდა ცრემლები ყელში, გული გამალებით მიფართხალებდა და ლამის იყო გამსკდომოდა.. დედაჩემმა ფრთხილად დამადო ხელი ხელზე და ცრემლი მომწმინდა..
– ქეთი, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. დამიჯერე, აქ უფრო ბედნიერი იქნები, მაინც შენი სამშობლოა შვილო, მაინც ჩვენი ხახია, მათ ჩვენ ვგავართ და ჩვენ ისინი...
– იმედია დედა, იმედია, ძლივს ამოვიკნავლე და ფანჯარაში გავიხედე...
გული ტკივილისაგან მეფლითებოდა, უკან ვიტოვებდი ყველაფერს, ჩემს მეგობრეს, სწავლას, ჩემს ოთახს რომელიც ასე მიყვარდა. მაგრამ უნდა ამეტანა, უნდა გამეძლო, სხვა გზა არც მქონდა, არც გამაჩნდა ამის მეტი არაფერი.. შიგადაშიგ ღრმად ვსუნთქავდი..მამაჩემის ბედნირ თვალებს რომ ვხედავდი უარესი მემართებოდა..სურვილი მიჩნედებოდა მივვარდნოდი და დამეხრჩო ...
გადაღლილი, გადაქანცული და ძალა გამოცლილი გამოვედი თბილისის აეროპორტიდან.... მაშინვე ვიგრძნი როგორ დამეძგერა ვირაცა ჩემოდანში და მაგრა მაკოცა ლოყაზე..
– ქეთუშააააა, ხმამაღლა ჩამძახა ყურში და ჩემს გაოცებულ მზერაზე მაგარი მუჯლუგუნიც მითავაზა...
– უკაცრავად...– გაოცებულმა გავეცი პასუხი და წასასვლელად მოვემზადე რომ მკლავში მომიჭირა ხელში...
– ბიძაშვილს ვერ გცნობ გოგო?? მე ვარ დათო, მეე, შემომხედე...
– დათო??? ვაიმე დათო.. ვეღარ გიცანი. ჩემოდანს ხელები გავუშვი და მაგრად ჩავეხუტე, ეს ერთადერთი რაღაც იყო რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, ახლა თითქოს ძალა მომემატა დათოს სახით, ახალი იმედი მქონდა..ასე მეგონა დათო შეძლებდა ჩემს დახმარებას..
– ვააა, ამას ვის ვხედავ ახლაც ჩემს საუბარში როხროხით ჩაერთო მამაჩემი და დათოს გადაეხვია..
მამა რომელიც ჩემთის მუდამ კერპი იყო ახლა ჩემში მხოლოდ გაღიზიანებას და ტკივილს იწვევდა. ვიცოდი რომ ესეც გადამივლიდა მაგრამ ახლა ძალიან მტკიოდა..ჩემი ცხოვრება ომს გავდა და ამ ომის შუაში ვიდექი.. არ ვიცოდი რომელ მხარეს იქნებოდა წასვლა სამართლიანი, ისეთი გრძნობა მქონა რომ ჯვარედინზე ვიდექი და ყოველ მხარეს ბურუსი იდგა.
**
ჩვენი სახლი ისევ ისე იდგა. ყველაფერი ისევ ისე დაგვხვდა როგორც მაშინ თექვსმეტი წლის წინათ დავტოვეთ... მთელ დღეებს ჩემს ოთახში ვატარებდი და ხმას არავის ვცემდი თუ რაიმე არ მჭირდებოდა, დედაჩემს საჭმელიც ოთახში ამოქონდა.. ხასიათი გამიფუჭდა, აღარც ნერვები მქონდა.. უკვე ერთი თვე ხდებოდა რაც თბილისსში ვცხოვრობდით და მისი დათვალიერების სურვილიც არ გამჩენია, დეპრსია დამეწყო.. მხოლოდ ტირილი მამხნევებდა..
საოცრი დღე იყო, ისე ცხელოდა სულს ვერ ვითქვავდი... ეზოში ვიჯექი და მუსიკას ვუსმენდი რომ დათოს შეხებამ შემაკრთო, ყურსასმენები ყურებიდან გამომაძრო და გამიღიმა..
– რაო დათო, რა ხდება ასე ძალიან რა გიხარია??– გაოცებულმა კითხე და დაჯექი თქო სკამზე მივანიშნე..
– რა და, შენი სწავლის საქმე მოვაგვარე ლამაზო.. შენი საბუთები გადმოიგზავნა უკვე, მთელი ნაცნობობა ჩავრიე და უნივერსიტეტში მეორე კურსზე დაგსვით... რადგან იქ სწავლა დამთავრებული გქონდა. და სწავლობდი უკვე ასე მოგიწია..
– მართლა? კარგია, ალბად უნდა მიხაროს მაგრამ არ მიხარია დათო.. აქედან წასვლა მინდა, იქაურობა მომენატრა..ჩემი მეგობრები, ჩემი სახლი,თუმცა იქ აღარაფერი გაგვაჩნია.. ოდესმე აუცილებად დავბრუნდები იქ დათო..
– გინდა გითხრა რაღაც? თქვენი სახლი ვიღაც ქართველ ბიზნესმენს უყიდია, სხვათაშორის მანვე ჩამოგიყვანათ თბილისში.. მოიცადე. რა გვარია ტო..გუშინ მამაჩემს ეუბნებოდა მამაშენი,
– შამანაური?
– შენ რა იცი ეე?
– მამაჩემა ახსენა იქიდან რომ მოვდიოდით.. რაში მაინტერესებს დათო, ვიღაც შამანაური ჩემს სახლში, ჩემს ოთახში ნებივრობს და მე აქ ამ თბილისში სევდით გული მიკვდება დათო..
– კარგი რა, ასე ნუ ამბობ, მოიცა ტო, მე რომ თბილისში ვცხოვრობ ცუდი ტიპი ვარ? რითი მჯობიან შენი ბრიტანელი მეგობრები..
– რა საყვარელი ხარ, არაფრით გჯობიან, შენ ჯობიხარ ყველას დათო, მაგრამ მე იქ გავიზარდე.. აქ რომ მეცხოვრა იქნებ იქ წასვლა გამჭირვებოდა.. ახლა კი აქ ცხოვრება მიჭირს დათო, ყველაფერი უცხოა და სხვანაირი, რა გავაკეთო როგორ მოვიქცე. წესიერად არც კი ამიხსნეს ისე დამტცეს ხელი და აქ წამომიყვანეს, მხოლოდ ის გავიგე რომ ლოდონში ბიზნესი ჩაიძირა.. ისიც კი არ ვიცი რის ბიზნესს ეწეოდა მამაჩემი..
– რა საჭიროა ცოდნა ქეთი.. ახლა უნდა წავიდე პაემანი მაქვს ,, ჩემს ერთადერთ სიყვარულთან– ღიმილით მითხრა და ლოყაზე მაკოცა.. ხვალ უნივერსიტეტეში მიდიხარ ქეთი– კარებში გასვლისას დამიძახა და ხელი დამიქნია..
**
ბატონი თორღვა დილიდან კაბინეტში იყო ჩაკეტილი თავის ძმასთან ერთად და გაკოტრების საკითხებს განიხილავდა, ასე ერთი ხელის მოსმით დაკარგა ყვეაფერი, ეს არც ისე მარტივი გადასატანი იყო.. სულ რაღაც ერთი თვის წინ ის ერთ–ერთი მდიდარი ბიზნესმენი იყო, მაგრამ ახლა რა გააჩნდა? აღარაფერი, იმ ბიზნესის მხოლოდ მცირედი ნაწილი ქონდა და რამდენი ხნით ესეც არ იცოდა..
– ერთი გზა არსებობს მხოლოდ ,ბატონ გაგას უნდა დაელაპარაკო. ის დაგეხმარება ძმაო..
– რას მთავაზობ მიშა? ვიღაც ოცდაექვსი წლის ღლაპს დახმარება ვთხოვო?
– ეგ ოცდაექვსი წლის ღლაპი იყო ლონდონის რომ უვნელად ჩამოგიყვანათ და აქ თბილისში ეს მაინც შეგინარჩნა რაც გაგაჩნია თორღვა, ცოტა იაზროვნე. ის მარტო არაა, მის ზურგს უკან უმდიდრესი მამა და პაპა უდგას.. ეს დიდი ხნის ბიზნესია.. კარგად იცი რომ დახმარება მხოლოდ მას შეუძია ..
– იქნებ მართალი ხარ.. იქნებ ჯობდეს რომ დრეს საღამოს ვახშმად მოვიპატიჟოთ, შენი ცოლი და შვილიც მოიყვანე, აქ ეზოში გავაშლევინებ სუფრას.. დანარჩენ აქციონერებსაც დავპატიჟებ და იქნება მეშველოს რაიმე მიშა, თორემ ციხე არ ამცდება.. მერე მართლა დავიღუპები..ვნერვიულობ, მეშინია, ასე არაფერზე მინერვიულია მიშა, დახმარებას რის სანაცვლობ შემომთავაზებს.. რა უნდა მივცე?
– აუცილებელია რაიმე მივცეთ სანაცვლოდ?? ჯერ დაელაპარაკე გაესაუბრე.. იქნება იმაზე კარგი ადამიანია ვიდრე შენ გგონია.. მამამისი ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ადამიანია, თუმცა გაგა ასეთი არაა... მასთან რამოდენიმეჯერ მქონდა შეხვედრა და სასიამოვნო ახალგაზრდააა.
– იმედია მიშა, იმედია...
**
უკვე შვიდი ხდებოდა დედაჩემი რომ ჩემს ოთახში შემოვიდა და საოლზე ჩამომიჯდა...
– ამჯერად რა ხდება? გაბრაზებულმა მივახადე და ტელევიზორის გადასართველს ვტაცე ხელი...
– არაფერი გარდა იმისა რომ ნახევარ საათში სტუმრები გვეყოლება, და შენც უნდა იყო დაბლა, წესიერად ჩაიცვი, ჩვენი ბედი მათ ხელშია.. თუ ყველაფერი კარგად იქნება შესაძლოა უკან დავბრუნდეთ, თუ დაგვთანხმდებიან ქეთი. მხარდი დაგვიდგებიან..
– რა თქვი?– ძლივს ამოვიკნავლე და დედაჩემს ჩავეხუტე. უკან დავბრუნდეთ? არ მჯერა დე, გეხვეები მითხარი რომ ეს სიზმარი ცხადად ახდება.
– ქეთი, გთხოვ, წესიერად მოიქეცი , დათოც მოვა მალე, გთხოვ მამაშენი არ შეარცხვინო, ხო იცი თორღვა შენზე გიჟდება, მისი სიამაყე და სახელი ხარ. ასე რომ შენი ქცევა მამაშენის სინდისს წარმოადგენს...
– დამშვიდდი, ასეთი უტვინოც არ ვარ დედა.., ყველაფერი კარგად იქნება. .
დედაჩემი ოთახიდან გავიდა თუ არ საწოლიდან წამოვხტი და კარადა გამოვაღე... ახლა ისეთი ბედნიერი ვიყავი ყველა დ ყველაფერი მიყვარდა.. მივხვდი რომ მამაჩემი ჯერ კიდევ ზრუნავდა ჩემზე. ჯერ კიდევ ვადარდებდი ისევ ისე როგოც ადრე... ნაცრისფერი კაბა გადმოვიღე და გაღიმებულმა მივიდე სხეულზე.. მგონი მიხდება, გუნებაში გავიფიქრე და სააბაზანოში შევვარდი...
მისაღები ოთახიდან ხმაური ამოდიოდა, უკვე ყველას მოეყარა თავი.. დარწმუნებული ვიყავი მე მელოდნენ, თმები გავიშალე, ჩემს მაკიაჟში უკანასკნელი შტრიხები შევიტანე და კიბეებზე ნელა დავეშვი...მისაღებიდან ეზოში გამალავ კართან მგდარმა მამაკაცმა ჩემი ყურადღება უმალ მიიპყრო.. წელში გამართული იდგა განიერი მხარ–ბეჭით და ნერვიულად ისწორებდა პერანგის საყელოს... მედიდურად საუბრობდა. და შიგადაშიგ რაღაცის ასახსნელად ნატიფ ხელებს იყენებდა.. მამაჩემი კი მის მონაყოლზე გულიანად იცინოდა... დამინახა თუ არა მამამ ხელით მანიშნა მოდიო.. თავდახრილი მივედი მათთან, და ისე მივესალმე უცნობ ადამიანს დარწმუნებული ვარ არც გაუგონია...
გაცნობის მიზნით ხელი გამომიწოდა და მხოლოდ მაშინ შევხედე სახეზე.. გაწვდილი ხელი ადგილზე გამეყინა და გაოცებულმა ავხედე ჩემს წინ მდგარ მამაკაცს.. შავი თვალ–წარბი.. ხორბლისფერი კანი. ოდნავ მოშვებული წვერი და ღიმილი... ოცნებიდან მისმა ხმამ გამომარკვია.
– კარგად ხართ?– იმდენად მოულოდნელად მკითხა რომ შევცბი..
– დიახ, კარგად ვარ.. მე, უბრალოდ თავბრუ დამეხვა მეტი არაფერი...
– წყალს მოგიტან ახლავე, სწრაფად მითხრა მამაჩემმა და ზურგი მაქცია, თითქოს ერთი სული ქონდა თავი დაეძვრინა მისგან..
– თუ გინდათ დაჯექით.. დაისვენეთ..– მშვიდად მითხრა და ხელი მომხვია რათა დივნამდე მივეყვანე..
– მადობთ, ძალიან თავაზიანი ხართ.. მე ქეთი ვარ..ალბად უკვე იცით..
– ვიცი. მე კი ... როგორც კინოებში ხდება სწორედ ამ დროს აწკრიალდა მისი ტელეფონი გაღიმებულმა შემომხედა და ბოდიში მომიხადა...
დინავზე დავჯექი თუ არა ღრმად ამოვისუნთქე.. როგორ მცხვენოდა ჩემი საქციელის გამო, რას იფიქრებდა ეს კაცი,უნახავივით მივაშტერდი, კიდევ კარგი თავი მაინც დავიძვრინე რა.– ჩემს თავზე ვბრაზობდი და თითებს ნერვიულად ვიმტვრევდი..მამაჩემის მოტანილი ჭიქა წყალი სულმოუთქმელად გამოვცალე და ეზოში გავალ თქო ჩუმად ვუთხარი...ხელი მაგრად მომიჭირა მკლავში და სუფრისაკენ წამიყვან... გვერდით მომისვა და ყველა იქ მყოფთ სუფრასთან მოსვლა სთხოვა.. ერთი მხრიდან მე ვეჯექი მეორე მხრიდან კი მიშა ბიძა.. თვალებით ვეძებდი იმას ვინც წამიერად მოახერხა თავი დაემახსოვრებინა ჩემთვის.. ხუთი წუთიც არ დამჭირვებია რომ ეზოდან ოთახში შემოვიდა, დაგვიანებისათვის ბოდიში მოიხადა , მობილური ჯიბეში ჩააცურა და ჩემს წინ სკამდე მოთავსდა...
– უკეთ ხართ?– ისევ მოულოდნელად მკითხა და გამიღიმა..
– დიახ მადლობა, უკეთ ვარ. ალბად სიცხის ბრალია.. არ მიყვარს სიცხე..
– არც მე . ჩუმად მითხრა და მზერა ამარიდა..
– ყველამ კარგად ვიცით აქ რატომაც ვართ შეკრებილები მეგობრებო, ომახიანად აიწყო მამაჩემმა და ხელზე ხელი დამადო.. ჩემი ცხოვრება რომ სხვა ფაზაში გადავიდა ესეც ყველას მოგეხსენებათ, ახლა ყველაზე მეტად მჭირდება თქვენი გვერდით დგომა, ჩემი საქმიანობა ლონდონში ნულამდე დავიდა. ხოლო საქართველოში ჩემი აქციების ისევ 100%–იანი მფლობელი ვარ.. როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის აქციები გაყიდულია, მე მხოლოდ ერთ რაღაცას ვითხოვ თქვენგან.. გვერდში დგომას და გაგებას.. კარგად იცით ახლად გამომცხარი ბიზნესმენი არ ვარ. ამ ყველაფრის მოსაპოვებლად ოცი წელი დავხარჯე და მემაყება ეს ყველაფერი. მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული რომ, ჩემი შვილის საყვარელი ნივთი, ხატი რომელიც მის საძინებელში ეკიდა მას აღარ ეკუთვნის, ვერ წამოვიღეთ.. ის აქციები რომელიც ბატონმა გაგამ იყიდა იმასთან შედარებით არაფერია... მამაჩემს გაოცებულმა ავხედე აცრემლებულმა.. ბატონმა გაგამო? ესე იგი ის აქ იყო, ის ვინც სახლიდან გამომაგდო და აქ უცხო მხარეში ძალით ჩამომიყვანა.. წვენით სავსე ჭიქას აცრემლებული თვალებით დავხედე დასალევად.
– ამაზე ნუ სწუხხართ, ბატონო თორღვა, თუკი ეს ხატი თქვენი ქალიშვილისათვის ასეთი ძვირფასია აუცილებად დაგიბრუნებთ..
– ძალიან დამავალებთ, თუკი ეს ტქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს ბატონო გაგა, მე ბედნიერი ვიქნები თუ ეს ხატი ისევ ქეთის ოთახში დაიდებს ბინას..
– ახ, ესეიგი თქვენ ხართ ის ლეგენდარული ბატონი გაგა რომელმაც ჩვენი სახლი იყიდა, იქიდან გამოგვყარა და ახლა კიდევ გმირული საქციელი უნდა ჩაიდინოს და ხატი ჩამოაბრძანოს?
– ჯერ ეს ერთი პატარა ქალბატონო– კარგად მისმინე, სხლიდან არ გამომიგდიხარ. თქვენ სახლი რატომ ვიყიდე ეს შენ არ გეხება და თუ სურვილი არ გაქვს ხატის დაბრუნების მე არ მაქვს პრეტენზია. მე ბედნიერი ვიქნები თუ იმ ხატს ჩემს სახლი დავაბრძანებ....
– რას ლაპრაკობ ქეტევან? მამაჩემა მკლავში მტაცა ხელი და მაგრამ მიჩქმიტა.. ენა დაიმოკლე ...
– ენა რატომ უნდა გავაჩუმო იმიტომ რომ ამ სახლიდან არ გაგვყაროს?? სხვა რა შეუძლია ამისთანებს ??
– ჩემსკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა, სამიდან წამომაყენა და შავი თვალებით ჩამხედა აცრემლებულ თვალებში,–ბედი შენი რომ გოგო ხარ, თანაც უტვინო და კიდევ მადლობა თქვი რომ მამაშენს ვცემ პატივს თორემ რასაც გავაკეტებდი კარგად ნახავდი.... ისე ბატონო თორღვა ამ გოგოს ცოტა ენა დაუმოკლეთ ან კულტურა ასწავლეთ თორემ იცოდეთ შორს ვერ წახვალთ... მადლობა ვახშმისათვის.. – ომახიანად თქვა და კარებისაკენ წავიდა...მისმა სიტყვებმა ჭკუიდან ამწია... მაშინვე უკან დავედევნე და გასასვლელ ჭიშკრთან დავეწიე..
– ერთი წუთით ბატონო გაგა– ხმამაღლა დავუძახე, დამოულოდნელად შედგა, თუმცა არ შემობრუნებულა, მაშნვე შემოვურბინე და მის წინ გავჩერდი... ის ჩემზე ბევრად მაღალი იყო. ზედ არ მიყურებდა, მისი მზერა სადღაც შორს უსასრულობაში იკარგებოდა...
– რა გინდა თქვი და გამატარე– მითხრა და მაშინვე ტელეფონის ანტებულ ეკრანს დააშტერდა.
– შენ რა გგონია დედამიწა შენს გარშემო ბრუნავს? ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ხარ, რომელსაც თავში აქვს ავარდნილი თავისი სტატუსი და ფული, შენნაირები სიცოცხლის ბოლოს ჯოჯოხეთში ხვდებიან.. შენნაირები უფალს არ უყვარს, უგრძნობი და გულღრძო ადამიანი.... მოულოდნელად წამიჭირა ყელში ხელი და კარებზე მთელი ძალით მიმახეთა, ზურგში გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი.. თანდათან მიჭერდა ხელს და ვგრძნობდი როგორ მიჭირდა სუნთქვა..
– ეხლა მისმინე გოგო, კბიელებშ გამოსცრა და ხელი გამიშვა..ჯოჯოხეთში მოვხვდები თუ სამოთხეშ ეს შენ არ გეხება, როგორი ადამიანი ვარ აქაც მაგარი ფეხებზე შენი აზრი მაგრამ იცოდე, დღეის ამას ისით მე შენი მტერი და შენს ბოლომდე გასანადგურებლად უკან რ დავიხევ, ქეთევან, ჩემს კაცობას გეფიცები შენს სიამაყეს მიწასთან დავცემ და ფეხით გადავუვლი, და თუ ამას არ გავაკეთებ მაშინ მე გაგა შამანაური არ ვიქნები.. (1)

ნაწილი მეორე
სახლში ისე შევედი ტანში ჯერ კიდევ მაჟრიალებდა, შეშინებული თვალებით ვუყურებდი მამაჩემს. კიბეებისაკენ ავიღე გეზი რომ დათო წინ გადამეღობა... მკლავში მტაცა ხელი და კიბის ქვეშ მდებარე კარადაში შემათრია..
– ქეთო რა ხდება? რა გინდა გაგასგან??
– არაფერი უზრდელი ვირია. დამემუქრა აზრობ დათ?
– მისმინე, გაგა სტრანნი ტიპია რა, ჯერ კიდევ პატარამ გადაიტანა დიდი ტკივილი და იცოდე მის ჭრილობას მარილი არ მოაყარო ქეთო.. ისე ისიც იცოდე რომ სამართლიანი ადამიანია, მასთან რამდენჯერმე მქონდა საქმიანი შეხვედრა და თუ შენ არაფერი დაუშავე არ გავნებს ტო.. რა პონტში დაგემუქრა..
– სიმართლე გითხრა შეურაწყოფა მივაყენე, ვუთხარი რომ მისნაირები მხოლოდ ჯოჯოხეთში ხვდებიან და რომ გულღრძო ადამიანია..
– ეეეე, ქეთო კაი რა.. შენ ხო არც იცნობ გაგას, რა იცი როგორია ტო..
– ესღა მაკლდა ეხლა რომ მაგ ტიპის დაცვა დაგეწყო რა.. მომშორდეს აქედან, მაღიზიანებს ადამიანები რომლებსაც თავში აქვთ ავარნილი თავიაანთი სტატუსი..
– ქეთო, იცოდე , რომ მაგ თავში ავარდნილზეა დამოკიდებული მამაშენის ცხოვრება და ბიზნესი ასე რომ ჯობია ენა დაიმოკლო და ჭკუა დაიგრძელო... ხვალ დილით გამოგივლი და უნივერსიტეტეში წაგათრევ..
– კაიი. ჩუმად ვუტხარი და კარადიდან გავედი.. კარს იქით დედაჩემი გველოდა .. მის დანახვაზე ორივე შევკრთით და სიცილით ავუყევით ჩემი ოთახისაკენ ამავალ კიბეს..
**
დილით სევდიან გამწყობაზე გამომეღვიძა, თავი არ მქონდა ადგომის , ისევ დაძინებას ვაპირებდი რომ დედაჩემი შემოვიდა და თავზე დამადგა ადექიო.. თავზე გადავიფარე საბანი და გავიტრუნე, თუცა არც ამან გაჭრა..
– ქეთო გაიღვიძე.. იმხელა ხმაზე ჩამყვირა ყურში რომ გაფითრებული სახით წამოვჯექი საწოლშ..
– დედა რა გაყვირებს მღვიძავს, მღვიძავს ხო ხედა არა.. რა გინდა ამ დილა ადრიან რისთის ამოხვედი ჰა??
– იმისთვის ამოვედი რომ დათო მოვიდა უნივერსიტეტეში უნდა წაგიყვანოს შენ კიდევ ნებივრობ ქალბატონო , ადექი ჩაიცვი მალე, ნახევარი საათი გაქვს დრო, ტლიკი არ გამაგონ, მალე.... გასვლისას მომაძახა და კარები გაიჯახუნა..
გამწარებულმა ვისროლე ბალიში იატაკზე და შიშველი ფეხები საწოლიდან გადმოვყავი, ბარბაცით წავედი ვანისაკენ და სააბაზანოს კარები ნელა მივკეტე... წყლის ქვეშ გავიტრუნე, ნერვები დამიმშვიდდა, მაგრამ არც ახლა მაცადა დედაჩემმა ცხოვრებით ტკბობა.. მაშინვე მომიკაკუნა კარზე, სასწრაფოდ გამოდიო,, ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე და სველი ფეხებით გავედი ოთახში, ზუსტად ვიცოდი კიდევ ერთი ჩხუბი ამას მოყვებოდა მაგრამ იმდენად მეძინებოდა არც ეს მადარდებდა..
– ქეთო, საუზმე აქაა.ტანსაცმელიც მზადაა, მიდი მალე გაიშრე თმა და გაიქეცი..
– დედა რა იყო , ჯარში კი არ მივდივარ რაა.. დამელოდება დათო, მეორეც სულ არ მინდა წასვლა, ნერვები არ მაქ რა...
– ნეტა რისი ნერვები გაგაჩნიათ ახანდელ ახალგაზრდებს ერთი ეს ვიცოდე რა. გოგო შენხელა რო ვიყავი სიცოცხლე მიხაროდა, შენ კიდევ სუნთქვაც გეზარება და ყველაფერი გესიკვდილება..
– ტიპიური დედის სიტყვებია რა... ყოელ დღე ერთი და იგივე დავიღალე.. .. არ მინდა შენი დაყვედრებული საუზმე, ბუზღუნით ვუთხარი დედაჩემს და კიბეებზე დავეშვი..
დათო ლოდინისაგან გადაღლილი მელოდებოდა. მაგრამ არაფერი უთქვამს, შემომხედა თუ არა გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა... გზაზე მაქსიმალურად ვდუმდი, ვიცოდი ერთი სიტყვა რომ მეთქვა მაშინვე ლექციას წამიკითხავდა გაგაზე , ამიტომ მხოლოდ ვიღიმოდი და დრო და დრო რადიოში გასულ სიმღერას ვყვებოდი..
– ქეთო, ასე ჩუმად უნდა იყო? რა კარგად მღერი თურმე, მე კიდევ არ ვიდოდი..
– რა უნდა იცოდე, ბოლოს როდის გნახე ის არ მახსოვს და...
– როდის და გუშინ– სიცილით მითხრა და ცხვირზე მომიიჭირა..
– დათ გკითხავ რა..– დუმილი ისევ მე დავარღიე და დათოს თვალები ვუფახუნე.. რა ტკივილი აქვს ასეთი გადატანილი გაგას?
– არ ვიცი ქეთო.. ერთხელ მოვკარი ყური მამაჩემთან იყვნენ მოსულები და მაშინ თქვეს, უდიდსი დარტყვა მიაყენესო, მაშინ პატარა იყო. მგონი ახლა ოცდაექსვი წლის უნდა იყო, ყველაფერი სადღაც ექვსი წლის წინათ მოხდა ..
– რა საინტერესოა ასეთი რა უნდა მომხდარიყო, რომ ასე გაბოროტდა ჰა?
– არ ვიცი ქეთო, მაგრამ რას გადაეკიდე ამ ბიჭს, გაბოროტებული არაა. მამაჩემი სულ აქებს კარგი ბიჭიაო, პროსტა მაგარი მკაცრი მამა და პაპა ყოლია... თუმცა მამამის მაგრად უდგას და მთელი ბიზნესი თავის ხელიში მოაქცია, აზრობ რა მაგარი პიროვნულობა აქვს.?
– აუუუ, კაი რა. მაგასაც თუ ძლიერი პიროვნულობა ქვია რა..
– აუ შენ ისე არ გევასება ეგ ტიპი, კარგს არაფერს იტყვი რა... მიდი ეხლა გადადი, მოვედით.. ჰა შენ საბუთები, ცხრილი და კიდევ მეორეზე ადი და რექტორის კაბინეტი იკითხე, რომ შეხვალ უთხარი ვინც ხარ და ვსიო, დამირეკე და მოგაკითხავ გოგო გაიგე? არ დაიკარგო არ მაძებნინო თავი– ჯიბრზე მითხრა გასაბრაზებლად და გაშლილ თმებზე მომქაჩა.
– უაზროვ– მაშინვე მივუგდე საპასუხო სიტყვა და მანქანიდან ბუზღუნით გადავედი, კიდევ მინდოდა რაღაცის თქმა მაგრამ დათო უკვე წასულიყო...
**
თორღვა და მიშა ოფისში ისხდნენ და ბჭობდნენ როგორ შეიძლებოდა მათი საქმის გამოსწორება. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, არც ბიზნეს ემუქრებოდა რამე მაგრამ რაღაც არ ასვენებდა თორღვას, უნდოდა ბოლომდე ყველაფერი დაებრუნებინა, საქართველოში მაინც აღედგინა ყველა დაკარგული აქცია. ამისათის კი თანხა სჭირდებოდა, თანხა რომელიც არ გააჩნდა..თორღვა ყოველთვის საქმიანი ადამიანი იყო, ბავშობიდან უყვარდა რისკი და ფულზე თამაში, მერე ერთ დღესაც გაუმართლა და დიდი ბიზნესი ჩაიგდო ხელში... ერთ დღეს უბრალოდ ნათამაშებმა კარტმა მილიონერი გახადა... ახლა ვეღარ ეგუებოდა იმ ძველ სტატუსს, ისევ ფული და ფუფუნება უნდოდა.... მიშა მუდამ ლაღი და სანდო ადამიანი იყო, ძმებს შორის სხვაობა ხუთი წელი იყო და თორღვა ყოველთვის უფროსობდა.. აბა ემხვარების ოჯახში ვინ არ შეასრულებდა უფროსის სიტყვას... მერე მიშა დაოჯახდა, უბრალო მასწავლებელი შეირთო ცოლად და ამაზე უარესად გადაირია ოჯხი, ჩვენ როგორ შეგვეფერება უბრალო პედაგოგიო. თუმცა ლენამ მალევე შეაყვარა ყველას თავი თავისი კეთილი თვალებით და თბილი ქცევით... მერე თორღვას ჯერი იყო, მამამ სასწრაფოდ გამოუძებნა თავისი თანამშრომლის შვილი და უმალ დააქორწილებს ახალგაზრდები, თამარი სხვა პრინციპების გოგო იყო, ისიც რისკიანი და ულმობელი ხდებოდა როცა საქმე ფულს ეხებოდა...
– ხედავ სადამდე მიმიყვანა ჩემმა რისკიანობამ?– მოულოდნელად თქვა თორღვამ და ძმას გაუღიმა...
– შენ მუდამ ასეთი იყავი ძმაო.. მე არასოდეს მყოფნიდა გამბედაობა რაიმე გამეკეთებინა..
– ახლაც უნდა გავრისკო მიშა. უკვე გავრისკე.. გუშინ ნუგზარს დავთანხმდი შეთანხმებაზე.უფრო სწორად ის დამთანხმდა ჩემი აქციების 30% მივეცი დღეს თანხას მომიტანს და მერე თავიდან დავატრიალებ ყველაფერს...
– მოიცადე ეს როგორ თორღვა. რა შეთანხმებაა განა ასეთი, ხელი მოუწერე? ოფიციალურად გააკეთეთ ეს საქმე??
– რა თქმა უნდა..
– იმედია ძმაო იმედიაა..– გაავებულმა თქვა მიშამ და ფანჯარაში გადაიხედა..
**
მთელი ძალით დაახეთქა იატაკზე გაგამ საფერფლე და დიმას შეხედა... არაფერი უთქვამს, გამწარებული იკვნეტდა ტუჩებს...
– რა გჭირს ტო. რა დაგიშავა ამ საფერფლემ? გაგა, შემომხედე...– მაგიდაზე ორივე ხელით დაეყრდნო დიმა და გაგას თვალებში ჩააშტერდა...
– ლაწირაკი, თავზე გასული გოგოა, უსუნდისო ვიყო თუ არ გავანადგურო დიმა რა.. ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევ.. გუშინ ყველას თვალწინ შემარცხვინა, შეურაწყოფა მომაყენა მერე კიდევ ურცხვად გამომეკიდა და ბოროტი ადამიანი მიწოდა, შენი ადგილი ჯოჯოხეთშიც არაააოოო.
– ასეთი რა დაუშავე გაგა?
– შენ წარმოიდგინე და არაფერი დიმა, პირველად ვნახე, რო გაიგო მათი სახლი მე ვიყიდე ლონდონში მაშინ დაიწყო ყველაფერი... არ შევარჩენ, არც ერთ სიტყვას არ შევარჩენ.. ყველაფერს ცრემლებით ვაზღვევინებ..გეფიცები დიმა მარიამის ხსოვნას გეფიცები..
– მაშინებ ძმაო, ასეთი გაბრზება ვის გაუგონია .. მთლად სისხლის აღების წესს ნუ გააღვიძებ შენში , რას უპირებ მაინც ამ გოგოს...
– მოვიფიქრებ , რაიმეს მოვიიფიქრებ დიმა.. ვანახებ როგორ უნდა მომექცეს, კულტურას ვასწავლი მაგ თავხედს.. არადა ძალიან ლამაზია..
– ჰააა? შენ ვინმე თქვი ლამაზიაო? ეტყობა მართლა ლამაზია , ან შენ ხარ ცუდად. ნუ ეხლა ასეთ გაბრაზებულ გულზე თუკი მისი სილამაზის აღქმის უნარი გაგაჩნია ზნაჩიტ ლამაზია რა..
– მართლა ასეა ხო იცი ტყუილის თქმა არ მიყვარს... ძალიან ლამაზი გოგოა დიმა.საუცხოო გარეგნობა აქვს... უბრალოდ მისი თვალები ზღვასავით აიმღვრა როცა მეჩხუბებოდა კიდევ უფრო გაულურჯდა.. რო განახა წვრილ და სათუთ თითებს როგორ იქნევდა... როგორც ჩანს მისი თითები არაა მიჩვეული საქმის კეთებას, მე მივჩვე, რას იტყვი?
– მოიცა ეგ როგორ? რას ქვია მიაჩვევ ..
– ლამაზი საყვარლის ყოლა კარგი განცდაა არააა?
– გაგა საკმარისია. ხუმრობა სიგიჟეში გადაგივიდა...
– და მერე ვინ გითხრა რომ ვხუმრობ ჰაა?– გაბრზებულმა იყვირა გაგამ და სკამიდან წამოხტა.. ამ ქვეყანაზე მხოლოდ ერთი ადამიანი არსებობდა ვისაც ასე ლაპარაკი შეეძლო ჩემთან და ისიც აღარაა, არავის აქვს უფლება გესმის დიმა არავის...
**
ფეხების თრევით მივედი რექტორის კაბინეტამდე და კარზე ფრთხილად დავაკაკუნე... სასიამოვნო ხმამ მაშინვე მამცნო მასთან შევსულიყავი. ჩემდა გასაკვირად უზარმაზარ ტყავის სავარძელში ყველაზე დიდი ოცდახუთი წლის ახალგაზრდა იჯდა და გაოცებული მიყურებდა.
– რით შემიძლია დაგეხმაროთ?– შთამბეჭდავად მკითხა და დაჯექიო სავარძელზე მანიშნა..
– თქვენ ხართ რექტორი?–გაოცებულმა ვკითხე და სავარძელში ჩავეშვი...
– რაიმე პრობლემაა? რა არ მოგეწონათ ჩემი?
– ასაკი– დაუფარავად ვუთხარი და , მის სახეზე გაოცება შევნიშნე..
– რას ნიშნავს ასაკი, ჩემს ასაკს შეეშვით და მითხარით ვინ ბრძანდებით..
– ქეთევან ემხვარი, გუშინ იყო მოსული თქვენთან ჩემი ბიძაშვილი დათო , ჩემი საბუთები მოიტანა..
– ასეთი არაფერი ვიცი, ხლა აქედან მიბრძანდით და როცა ჩემს ასაკს დააფასებთ მერე მობრძანდით..
– უკაცრავად?– ძლივს ამოვიკვანვე და წამოდგომა დავაპირე რომ მხარზე ხელის შხება ვიგრძენი...
– იჯექი შვილო. ლევან წამოხტი მაქედან, რამდენჯერ გაგაფრთხილე რომ ეს გოგონა მოვიდოდა და წესიერად მიგეღო? მერე თბილი თვალებით შემომხედა და გამიღიმა ჩემი ასაკი კარგია რექტორობისათის? ღიმილით მკითხა და ჩემს საბუთებს თვალი გადაავლო.. ქეთევან, ესეიგი მეორე კურსზე უნდა დაჯდე.. აუდიტორია იცი?
– არა,პირველად ვარ აქ..
– აბა აქამდე მთვარეზე ცხოვრობდი?– პირში ჩამეჩარა ლევანი
– არა ლონდონში– გაცოფებულმა მივახადე და სკამიდან წამოვდექი..
– ლევან მორჩი ლაპარაკს.. ეს ბიჭი ვერ დავაჭკვიანე, მაგრამ შვილია და ვუძლებ.. მიდი ეხლა მიაცილე აუდიტორიამდე და ყველაფერი ანახე. მამას მოკითხვა გადაეცი ჩემგან, ერთ დროს ძალიან დამეხმარა....
– ნახვამდის..
გარეთ გამოვედი თუ არა დოინჯ შემორტყმული დავუდექი წინ და წარბი გაბრაზების ნიშნად ავწიე მაღლა....
– ეხლა მომისმინე ბატონო ლევან სულ ფეხებზე ვისი შვილი ხარ და ვინ ხარ, მაგრამ ერთი იცოდე, ჩემთან ასეთი ხურობა არ გაბედო მეორეჯერ... ვერ ვიტან უზრდელ კაცებს...
– მომეწონა, კარგი გაკვეთილი იყო, სამაგიეროდ მე მიყვარს ლამაზი ქალები ქეთევან– ღიმილით მიპასუხა და ხელზე ხელი ნელა დამადო, ალბად ჩემს რეაქციას ელოდებოდა.. მაშინვე გავაშვებინე ხელი და გაბრაზებული გავუყევი დერეფანს... რამოდენიმე წუთის სიარულის მერე აუდიტორიასთან გამაჩერა და ღიმილით მახარა აქ უნდა ისწავლოო. უხმოდ დავუკარი თავი და კარზე ფრთხიად დავაკაკუნე.. აუდიტორია გადაჭედილი იყო სტუდენტებით, ყველას მზერა მაშინვე მე მომაწყდა, გაქცევას ვაპირებდი რომ ლევანმა ხელი მომკიდა და შიგნით შემიყვანა, როგორც ჩანდა ლევანს ყველა კარგად იცნობდა და მით უმეტეს გოგონების ნაწილი, მის დანახვაზე დაიღვენთნენ..
– ბატონო კოტე , შემოგეჭერით, ეს ახალი სტუდენტია, მამამ გაგაფრთხილად დილით. ქეთევან ემხვარი..
– აა , კი ლევან შვილო.. მართალი ხარ. შენ მართლა თორღვა ემხვარის ქალიშვილი ხარ?– გამომცდელი მზერით მკითხა და ხელი გამომიწოდა საბუთები მომეციო...
– დიახ ვარ.. ახლა შემიძლია დავჯდე??
– დაჯექი... ქეთევან, ლონდონში სწავლობდი ესეიგი.. ხო არ ვცდები?
– არა არ ცდებით ბატონო კოტე..
– მაშ რატომ დაბრუნდით ამ ბედკრულ საქართველოში..
– ბედკრულია თუ არა ეს არ ვიცი მაგრამ მამაჩემმა ასე მოინდომა და დავბრუნდით. ახლა შემიძლია დავჯდე??– ცოტა არ იყოს გაბრაზებულმა ვუპასუხე და გეზი ცარიელი სკამისაკენ ავიღე...
ლექციები ერთმანეთს იმდენად უინტერესოდ მიყვებოდა რომ არ შემრცხვენოდა ერთ გვარიან ძილს გამოვაცხობდი, მაგრამ ყოველი ახალი ლექტორი ერთი და იგივე კითხვას მისვავდა და მეც იძულებული ვიყავი მღვიძებოდა...
– დაიღალე არა? მოულოდნელად მკითხა გვერდით მჯდარმა გოგონამ და გამიღიმა, მე ლიკა ვარ..
– მართლა დავიღალე, ალბად მთელი კვირა ასე უნდა ვილაპარაო ერთი და იგივე არა???
– არა დამშვიდდი, ყველა ლექტორი გაიცანი თითქმის, ნუ ერთი –ორიღა დარჩა მათ ხვალ უპასუხებ და მორჩება შენი პოპულარობა...
– კარგია, იმედია მართლა მორჩება, ვერ ვიტან როცა უამრავ კითხვას მისვავენ...
– აქ არავინ გყავს მეგობრები არაა? ვიცი რთულია. მეც სამი წლის წინათ დავბრუნდი და ძლივს შევეჩვიე აქაურ ცხოვრებას და მეგობრებს...
– მართლა?!– ძლივს ვიღაცა ჩემნაირი ვიპოვე..შეიძლება ვიმეგობროთ?
– ამას როგორ მეკითხები ქეთი, რა თქმა უნდა შეიძლება... ლევანს მოეწონე არაა?
– ვინ ლევანს?–ააა, იმ ცანცარას? საზიზღარი ბიჭია. დილით თავი რექტორად წარმიდგინა და მერე დაისაჯა ამის გამო, ხოდა ეხლა ასე დამდევს ეტყობა პატიებდა უნდა...
– არა მართლა საყვარელი ბიჭია, ძალიან კარგი ტიპია. მაგრამ იცოდე ძალიან ბაბნიკია, ნუ ქალების მუსუსს ვეძახით ქეთი,თავი არ შეგაყვაროს..
– დამშვიდდი ლიკა.. ასე იოლი არაა ჩემი გულის მოგება...
**
მანქანა ჭიშკართან მიყენა გაგამ და დიმას გადახედა.. ეზოდან ხმაური ისმოდა, გოგონების სიცილი გარემოს აყრუებდა..
– ისევ აქ არიან ტოო, წაიღეს ტვინი რაა. – ნერვებ დაწყვეტილმა თქვა გაგამ და მანქანიდან გადავიდა..
– თუ ძმა ხარ, ეზოში არ გაჩერდე რა, დატევით უთხრა დიმამ და გაგას გაუღიმა, ეგრევე კაბინეტში ავიდეთ რა, ამ ჭიჭღინა ლიფსიტების ნერვები არ მაქ დღეს...
ეზოში შევიდნენ თუ არა პატარა ტანის გოგონა გაგასკენ გაიქცა და კისერზე ჩამოეკიდა... მაგრად კოცნიდა ლოყაზე და მთელი ძალით ეხუტებოდა..
– კაი რა ბელა რა, ბელუსიი, ჩემო პაწაწინა აბა გაიწიე იქით, აუუ გოგო ნახე რა მიქენი, დამასველე რა....
– რა ჯუჯღუნა ხარ.. რა მოხდა მერე ერთი თვეა საკუთარი და არ გინახავს და ისიც კი არ გესიამოვნა რომ დაგასველე.. ცუდოო
– კაი ხო, მოდი, მოდი გაკოცო,, ჩემი ბავშვი ხარ. პატარა და საყვარელი კუსკუსა ბავშვი.. მერე უნდა წაგიყვანოთ მე და დიმამ, ცოტა ხანში ოღონდ ეს შენი სვეცკი დაქალები გაყარე აქედან ბელუსი...დიმა რა ვუყოთ ამ გოგოს, ოდესმე გაიზრდება?? დაიცა ტო, ეს რაღაცა რატომ გაცვია ეეე...– გაბრაზებულმა მოკიდა ხელი დას გაგამ და აუზისაკენ წაიყვანა... ეხლა ან ამ წყალში ჩადი ან არადა რაღაცა ქენი რა წესია ეს შიშველი სიარული...
– გაგა შეეშვი, აბა შარვლით ხო არ ივლით შეეშვი ბიჭო. უფრო საინტერსო საქმე გვაქვს.. წამოდი...
– დიმ, მადლობა– ბედნიერმა გასძახა ბელამ და გაუღიმა..
– არაფერს ლამაზო....
– ეხ დიმა დიმა, რო იცოდე როგორ მიყვარხარ– ჩუმად ჩაილაპარაკა და მოწყენილი ჩახტა წყალში... (2)

ნაწილი მესამე

კარგა ხნის ლოდინის მერე ბელამ ფრთხილად მიუკაკუნა ძმას კაბინეტის კარზე და შიგნით შევიდა...წვენით სავსე ჭიქები მაგიდაზე დააწყო და ძმას ფეხზე ჩამოუჯდა..
– სად მიგყავარ გაგა?
– ატაში– ხუმრობით უთხრა დას და გაშლილი თმები მოუჩეჩა... რა პატარა იყო ტო და რა დიდი გოგოა არა? შენ ვერასოდეს გაგათხოვებ, სულ აქ უნდა ყავდე შენს ძმას რომ სულ დაამშვიდო ხოლმე ისე შენ რომ იცი, სულ მოეფერო და აკოცო..
– რა ეგოისტი ხარ ძმაო– გოგო იმისია რომ უნდა გათხოვდეს...
– კარგი თანახმა ვარ, ოღონდ მაგარი ბიჭი უნდა იყოს ის ვინც ჩემს ლამაზ დაიკოს წაიყვანს, ყველას კი არ ვანდობ, უნდა დამანახოს რომ ძალიან უყვარს.. უნდა გამოვცადო, ვენდობოდე...
– ოოოოო, ასეთი სად უნდა ვიპოვო ეხლა? მე უნდა გავყვე ცოლად თუ შენ ვერ გავიგე რააა..
– ტლიკინი არ გამაგონო ბელუსი.. მე ვიცი როცა უნდა გათხოვდე, ჯერ პატარა ხარ.. სულ პატარაა...
– ხო როგორ არა, ჯერ აღუ არ მითქვამს რამ დამაპატარავა 21 წლის ვარ.. და სხვათაშორის უკვე მიყვარს..
– ვინ გიყვარს გოგო?– ემოციურად დაიძახა და ბელა კალთიდან გადმოაგდო,, მალე თქვო.... დიმას სახეზე ფერი ეცვალა, თითქოს გულში რაღაც ჩაუწყდა, ყველა იმედი ერთიანად გაატანა წყალს...
– ერთი ბიჭი, მიყვარს გაგა, რა მოგივიდა, არ იცის რომ მიყვარს.. ვერც ვეტყვი.. მცხვენია,
– მე ვეტყვი, მითხარი ვინაა... ცალმხრივად გიყვარს? გოგო გაკლია? ასე უნდა იტანჯო ახლა? რამდენი ხანია ასე იტანჯები მითხარი...
– სამი წელია...– თავდახრილმა თქვა ბელამ და ისევ დიმას გახედა...
– სამი წელია ჩემს დას ვიღაცა უყვარს და მე არ ვიცი??? სამი წელია ვიღაცა ნაბო***რის გამო გული გტკივა და არ მეუბნები???
– კაი რა გაგა, რომ გითხრა რას გააკეთებ, თუ არ ვუყვარვარ ესეიგი არ ვუყვარვარ...მიხვალ და მოსთხოვ ჩემი და შეიყვარეო??მოვრჩეთ გთხოვ, უარესად ნუ მატკენ გულს. სად მივდივათ მითხარი...
– რესტორანში შეხვედრაზე, ჯინსით არ წამოხვიდე.. კაბა ჩაიცვი, დროა ბიზნესში ჩაერთო, რაღაცა მაინც გაიგო ... ჩამოვიდნენ ჩვენები?
– არა, მამამ დარეკა ორ დღეში ჩამოვალთო... სეირნობენ პარიზის ქუჩებში და რატომ წამოვლენ ნეტავ....
უკვე რვა საათი ხდებოდა როცა დათო და ქეთო რესტორანში შევიდნენ და წინასწარ მომზადებულ მაგიდასთან გვერდიგვერდ დასხდნენ, რაღაც არ ასვენებდა ქეთოს, რაღაც გულს უღრღნიდა.. ლევანი თუ გაგა, რომელი არ ასვენებდა მის გულს, რა აფორიაქებდა ასე?? რა სტკიოდა ასე? უნდოდა კიდევ ლონდონში დაბრუნება?? იქნებ უნდოდა კიდეც მაგრამ აქ თბილისშიც იყო რაღაცა მისი ნაწილი , რომელიც არ აძლევდა უფლებას დაეტოვებინა ყველა და ყველაფერი....
რა უფრო ხიბლავდა?!– გაგას უხეშობა თუ ლევანის ყურადრება... არაა, სასაცილოა და ჯერ კიდევ ახსოვდა შამანაურის თვალები, მისი ზრუნვა, როგორ დასვა დივანზე, მერე მოიკითხა კიდეც.. იქნებ დათო მართალი იყო გაგას ცუდად თვითონ მოექცა.. რას გრძნიბდა მის მიმართ?– სიბრალულს? თუ სიმპატიას, ჯერ კიდევ გარკვევას ცდილობდა თავის გრძნობებში როცა ნაცნობმა ხმამ, ელვასავით დაუარა მთელს ტანში და მაგიდასთან მდგარ შამანაურს ახედა..
– მოგესალმებით– ომახიანად წარმოსთქვა და დათოს ხელი გაუწოდა. შემდეგი უკვე ქეთო იყო.. გაწვდილ ხელზე ისე ძალიან მოუჭირა გაგამ რომ ძლივს შეიკავა თავი ქეთიმ დაყვირებისაგან...დიდი ხანი ხომ არ გალოდინეთ ქალბატონო ქეთევან? ირონიით მომმართა და თვალებში ჩამაშტერდა..
– არა. ბატონო გაგა მაგრამ უფრო პუნქტუალურიბა არ გაწყენდათ...
– როგორც ვხედავ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ვერ ეწყობა, სანამ ომის ფრონტად გადააქცევენ ამ მაგიდას მშვიდად ვისაუბროთ– ღიმილით თქვა დიმამ და გაგას პიჯაკის ჯიბეზე დაქაჩა ....
– თანახმა ვარ – მაშინვე დაეთანხმა შეცბუნებული დათო და ქეთოს გახედა..
– მოკედ დიდი ხანია ასე მშვიდად არ გვისაუბრია დავით ხო ასეა?– აბა რა არის ჩვენი შეხვედრის მიზეზი? რაღაც შემოთავაზებაზე მესაუბრებოდა მამაშენი და ბიძაშენი, სიმართლე გითხრა ბოლომდე ვერ გავიგე..
– სწორედ ამიტომ ვართ აქ, მოკლედ სიტუაცია ასეთია გაგა..კარგად იცი თორღვას ბიზნესის საქმე როგორც წავიდა.. გუშინ ნუგზარისათვის მუცია აქციების 30% თანხის სანაცვლოდ, თუმცა მე პირადად ეჭვი მეპარება მის ქცევაში, ასე მგონია რაღაცას მალავს.. ეს ნუგზარი არასოდეს მომწონდა...
– ნუგზარი? მაგას როგორ ენდო? კარგით რა ხალხო რა, სულ ბოლომდე გაგიჟდა ამხელა კაცი?
– სიტყვები შეარჩიე როცა მამაჩემზე ლაპარაკობ– გაცოფებული ჩავერთე ლაპარაკში..
– შენ კიდევ ენა დაიმოკლე და პირში ნუ მეჩხირები როცა მე ვლაპარაკობ– ვალში არც ის დამრჩენია და მაშინვე გავჩუმდი..
– დავით, ახლა დაურეკე თორღვას და უთხარი რომ აქციების გადაცემის შეთანხმება გააუქმოს.. თქვემ ხო აზრეც არა ხართ ვინაა ნუგზარი სინამდვილეში. როგორ გგონია რატომ გავაძევეთ ასოციცაციიდან??? არა ერთი ბიზნესმენი გადააგდო...
– გააძევეთ? . მოიცა გაგა რას ამბობ? ჩვენ არ ვიცოდით ეს..
– ხოდა ახლა იცი, მიდი დარეკე და გააფრთხილე.
დათომ ბოდიში მოიხადა და მაგიდიდან წამოდგა... გაგას გვერდით მჯდარი ბიჭი თვალს არ მაშორებდა და უფრო უხერხულად ვგრძნობდი თავს... გაგამ ჯერ ბელას შეხედა მერე დიმას და გაიღიმა..
– ხო მართლა, არც კი გაგაცანი , ეს ჩემი დაა ბელა.. ეს კიდევ დიმაა, ჩემი მარჯვენა ხელი, ძმა და ყველაზე სანდო ადამიანი.. ეს კი როგორც მიხვდით ამპარტავანი ქეთევან ემხვარია.. დიდი ბიზნესმენის თორღვას ერთადერთი ქალიშვილი....
– შამანაურო, ირონიას მოეშვი თორემ კარგად იცი ვალში არ დაგრჩები....
– არც მე ქეთევან, არც მე.. ესეც ხო გაიგე უკვე... ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მე მაწყობს და მჭირდება.. გაგაფრთხილე რომ განანებდი და ასეც მოვიქცევი, საქმეს ისე გაგიხდი, მუხლებზე დავარდნილი მთხოვე შველას...
– ოოო, რა დიდი ფანტაზიის უნარია, ღმერთმანი წერა არ გიცდიათ? ისე გამიგონია მთის ხალხს წერა უყვარსოოო...
– მართალი ხარ, წერაც უყვართ და შურის ძიებაც...
– საკმარისია, მორჩა..– ისევ დიმამ განმუხტა ურთიერთობა და გამიღიმა.. როგორ მოეწყეთ აქ ქეთი, სწავლა განაგრძე ისევ?– ისე მოულოდნელად მკითხა დიმამ გამეღიმა..
– მაპატიეთ გამეცინა. თქვენი მეგობრისაგან განსხვავებით ნამდვილი ჯელტმენი ხართ, ყურადღებიანი... მადლობა. უკვე მქონდა საინტერესო პირველი დღე უნივერსიტეტში...
– ძალიან კარგი... რა ფაკულტეტეზე სწავლობთ თუ საიდუმლო არ არის?
– საერთაშორისო ურთიერთობებზე...
– რა კარგია, მე ეგ დავამთავრე სულ ახლახანს– გაღიმებულმა მითხრა ბელამ და მეც გავუღიმე...
– რა ბედნიერებაა როცა ნამდვილ ადამიანებთან საუბრობ, ზოგიერთი ისეთი ცხოველია..
– ქეთევან, ნერვებზე ნუ თამაშობ თორემ ნამდვილ ცხოველ რამოდენიმე წამში დაინახავ... და არ გირჩევ..
– შენი არ მეშინია...– კბილებში გამოვცერი და ცალყბად გავუღიმე...
– მოულოდნელად მტაცა მკლავში ხელი და მტელი ძალით მომიჭირა, თუ დამჭირდება შეგეშინდება კიდეც... ასე რომ ნუ მაიძლებ რა.. იმას ნუ გამაკეთებინებ რაც ჯერ არავისთის გამიკეთებია...
– რა არ გაგიკეთებია? საინტერესო იქნება ამისი მოსმენა.. დარწმუნებული ვარ, ბევრი გიცემია. ბევრს დამუქრებიხარ, ბევრიც მოგიკლავს შენი თავის გადასარჩენად.... – ჩემს ბოლო სიტყვებზე ფერი დაკარგა, მაშინვე გამიშვა ხელი და ,მთელი ძალით შეკრული მუშტი მაგიდაზე დაარტყა. ბელასაც ფერი ეცვალა მაშინვე , ძმას მაგრად მოუჭირა ხელი და მის დამშვიდებას ამოაოდ ცდილობდა...
– შენ რა იცი რას ნიშნავს სიკვდილი??– ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა, დიმა და ბელაც მაშინვე წამოდგნენ და დაჯდომას ეხვეწებოდნენ. სკამიდან ძალით წამომაყენა და ორივე მკლავში მომიჭირა ხელები. რა იცი რას ნიშნავს როცა შენს ნაცვლად სხვას კლავენ? მითხარი გიგრძვნია რა ტკივილია როცა შენი გულის ნახევარს ფლითავენ? როცა ხელებში ჩაგაკლავენ შენთვის ძვირფას ადამიანს! შენ რა იცი რას გრძნობ და განიცდი მაშინ როცა შენც სიკვდილი გინდა და მის უკანასკნელ სიტყვებს მხოლოდ შენ ისმენ,, როცა შენი ცრემლები მის გაყინულ სახეს ეცემა და აღარაფერს ამბობს სწორად მაშინ როცა ყველაზე ძალიან გჭირდება მისი ერთი გაღიმებაც კი.... როცა მიწას შენი ხელით მიაბარებ და ყოველ საღამოს ადიხარ მის საფლავზე. რა იცი რა განცდა და ტკივილია ეს, მითხარი რა იცი–თქო? მთელი ძალით მანჯღრევდა , ვგრძნობდი გონება გათიშული ქონდა და ხმას არ ვიღებდი, მხლოდ ცრემლები მისველებდა სახეს, როგორც ჩანდა მის ტკივილს გადავაბიჯე.. დიმამ ძლივს გააგლიჯა ხელიდან ჩემი თავი და გაგა აივანზე ძალით გაათრია... ხალხი ჩვენ გვიყურებდა, ვერავნ ვერაფერს ხვდებოდა.... გახევებული ვიდექი ერთ ადგილას,, ბელამ ოდნავ შემახო ხელი და საპირფარეშოში გამიყვანა, საკუთარი ხელით მომბანა პირი და თავისკენ შემატრიალა..
– ქეთი, ასე ნუ მოიქცევი, გემუდარები, ისევ წარსულში ნუ დააბრუნებ ამ მიყენებული ტკივილით .. შენ გაგას არ იცნობ, მის სულს არ იცნობ, არ ვიცი რა დაგიშავა, თუკი რაიმე დანაშაული აქვს შენს წინაშე მითხარი და მე გამოვასწორებ.
იმ წუთებში ისე მრცხვენოდა დანა პირს ვერ მიხსნიდა. გული მომიკვდა, ასეთი უგრძნობი და ცუდიც არ ვიყავი რომ ადამიანის ტკივილი ასე გადამეთელა.. თვალებიდან წამოსული ცრემლები მოვიწმინდე და თავი დავხარე.. ბელას ხელი გავაშვებინე და მაგიდასთან დავბრუნდი... გაგა და დიმა ისევ აივანზე იდგნენ, მათკენ წავედი და დიმას მარტო დარჩენა ვთხოვე. გაოცებულმა შემომხედა მაგრამ არაფერი უთქვამს .. კარები დაკეტა თუ არა მაშინვე გაგასკენ წავედი და მკლავზე ხელი მოვკიდე.. სისხლიანი და ტირილისაგან აწითლებული თვალებით შემომხედა
– მაპატიე არ ვიცი შენი ტკივილის შესახებ; მხოლოდ ის ვიცი რომ უაზროდ გატკინე გული.. ძალიან გთხოვ მაპატიე. გამიზნულად არაფერი გამიკეთებია...
– შენ არაფერი იცი, საერთოდ არაფერი, შენ არ ხარ ის ადამიანი ვინც სხვის ტკივილს გაიგებს აიტანს, იგრძნობს, შენ ერთი უაზროდ თავზე გასული გოგო ხარ, რომელსაც თავის დაცვა მხოლოდ მწარე სიტყვებით შეუძლია. გულწრფელად მეცოდები ქეთი..
– ასე არაა. გაგა , მართლა, ბოდიშს გიხდი, მართლა ვნანობ...
– ინანე, იქნება ასე მაინც ეშველოს შენს სულს...– პირში მომახალა და აივანზე მარტო დამტოვა...
**

დილით მაღვიძარას ხმამ გამომაღვიძა, სახლში რარაც ხდებოდა, პირველი სართულიდან უამრავი ადამიანის ჩხუბის და კამათის ხმა ამოდიოდა.. ტანზე ჩავიცვი , ჩანთას ხელი ვტაცე და დაბლა დავეშვი... მისაღებშ ყველას თავი მოეყარა.. მათ შორის შამანაურსაც, დამინახა თუ არა მზერა ამარიდა და ისეთი გამომეტყველება მიიღო, გეგონებოდათ რაიმე საზიზღარი დაენახა..ბოლო საფეხურზე ჩამოვექი და ჩანთა გვერდძე დავიდე.. ჩემსკენ ზურგით იდგა.მხრებში გაშლილი ამაყად მოძრაობდა, დარწმუნებული ვიყავი გრძნობდა ჩემს მერას მაგრამ არაფერს აკეტებდა.. მე კი სულელივით ვიჯექი და გაშტერებული ვუყურებდი, მოსვენებას არ მაძლევდა იმაზე ფიქრი თუ ვინ ყავდა გარდაცვლილი გაგას , ვინ იყო ის ადამიანი ასე ძალიან რომ სტკიოდა მისი დაკარგვა.. ალბად შეყვარებული ან საცოლე.. გულში გავიფიქრე და ჩემს ტავზე გამეცინა, რაში მაინტერესებდა გაგას ტკივილი, საერთომ ამ ადამიანიტ რატომ ვიყავი გატაცებული ამასაც ვერ ვხვდებოდი, ერთი უხეში კაცი იყო რომელსაც ტავში ქონდა აარდნილი ყველა ტავისი ქცევა და სიტყვა..
– მე გუშინვე გავაფრთხილე დათო რომ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვით ბატონო თორღვა, აი ხომ ხედავთ შედექი სახეზეა, ჯობდა გეკიტხათ, ერთხელ რატომ არ დაინტერესდით რატომ გავაძევეთ ნუგრაზრი ასოციაციიდან..
– მე არც კი ვიცოდი შვილო, დათოსგან გავიგე და როგორც ვხედავ უკვე ყველაფერი გვიანია..
– მართალი ბრძანდებით , ყველაფერი დაგვიანდა, იმიტომ რომ ამჯერადაც ჭკუით გაჯობათ ნუგზარმა, დოკუმენტი რომელიც ხელში მიჭირავ, სიმართლეს ასახასვ, აქ წერია რომ თქვენი ნებით აძლევთ მას 30% პროცენტს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვთ პარტნიორობის გარდა... რატომ არ წაიკითხეთ რაზე აწერდით ხელს. თქვენ ხომ გუშინ არ დაგიწყიათ ეს საქმანობა...
– არ ვიცი გაგა, თავი როგორ ვიმართლო, მხოლოდ ის ვიცი რომ თანდატან ვეცემი.. რაიმე გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს... ვინე ხომ იქნება ისეთი ვინც დამეხმარება...
– რა თქმა უნდა ბატონო თორღვა , მე სიამოვნებით დაგეხმარებით.. თქვენ მითხარით როგორ და მზად ვარ.. მერე ირონიულად გამომხედა და მისი სიყვები გამახსენდა „ საქმეს ისე გაგიხდი მუხლებზე დავარდნილი მეხვეწებოდეო“... ოღონდ ცალკე ვისაუბროთ, მხოლოდ მე და თქვენ..
– თანახმა ვარ, მაშინვე დაეთანხმა მამაჩემი და გაგას ხელი ჩამოართვა..
– დღეს საღამოს მობრძანდით ჩემთან. თუ წინააღდეგი არ ხართ..
– არავითარ შემთხვევაში, თანახმა ვარ, მოვალ და ვისაუბოთ... მამაჩემს თავაზიანად დაემშვიდობა, მის ზრდილობაში ეჭვი არ მეპარებოდა, კიბეებიკენ წამოვიდადა ჩემს წინ გაჩერა..
– დღეიდან ჩემი დრო იწყება, შენ ჩემში მიძინებული ცხოველი გააღვიძე და განახებ რა შემიძლია...
თავი დავხარე და ცრემლები დავმალე, მისი სახის , მისი შავი თვალების მეშინოდა... მეშინოდა რომ შეეძლო რაიმე დაეშავებინა ჩემთვის...მეშინოდა რომ მართლა შეასრულება დანაპირებს და აუტანელ ტკივილს მომაყენებდა... კიბეებზე დაგდებულ ჩანთას ხელი დავტაცე და ეზოში გავვარი, მაშინვე დამეწია და მკლავში ხელი მტაცა..
– სად მიდიხარ, გაგიყვან...
– არსად.
– სად მიდიხარ–თქო გკითხე და მეორეჯერ ნუ მამეორებინებ ყველაფერს, ასე ნუ თრთი რა, არაფერს დაგიშავებ, მანიაკი კი არ ვარ გოგო, სიცილით მითხრა და მანქანის კარი გამიღო.. ჩაჯექი და თქვი სად მიდიხარ...
– უნივერსიტეტში– ძლივს ამოვიკნავლე და თვალებში ჩავხედე...
– რა იყო გეშინია?– ისე დარწმუნებით მკითხა უარესად ამიტანა შიშმა.. არ მოგკლავ დამშვიდდი, არც შეგეხები, შენნაირი ქალები არ მაინტერესებს, არ მიზიდავ, რომ მიზიდავდე ცოლად თუ არა საყვარლად მაინც წაგიყვანდი, მაგრამ რაღაცნაირი ხარ, აი ბებიაჩემი როგორც იტყვის მარილი გაკლია ქეთევან..
– ვერ გავიგე? საყვარლად წამიყვანდი?? მოიცადე ცოლობაზე უარს ამბობ და საყვარლად წამიყვანდი? – შენ მართლა ავადმყოფი ხარ და ვერ გაგიგია საწყალო შენ...არა როცა ვიფიქრე რომ ადამიანი კი არა ნამდვილი ცხოველი იყავი არ შევცდი, მართლა ასეთი ხარ, ნარცისიზმით დაჯილდოვებული ცხოველი ხარ..
– ოოო, კარგად მიხვედრილხარ. სწორია... აბა წავედით– მშვიდად მითხრა და გაზის პედალს ფეხი მიაჭირა.. გზაზე გიჟივით მიქროდა და შიგადაშინ მიმზერდა... შენ იცი მანქანის მართვა?– უეცრად მკითხა და გამომხედა..
– ვიცი...
– მერე რატომ არ დადიხარ მანქანით?
– სამწუხაროდ ჩემი მანქანა შენ იყიდე და ლონდონში დარჩა...
– მართლა? ეგ არ ვიცოდი, რა მანქანა გყავდა?
– ემელი, შავი ფერის.. ბოლო მოდელი....ასეთი როგორშიც ახლა ვზივართ
– ოოო, გემოვნება კარგი გქონია ქეთევან.. შენი მანქანა ორ კვირაში დაგიბრუნდება თუკი ერთ შემოთავაზებაზე დამთანხმდები..
– რაზე,, საყვარობაზე?? – ღიმილით ვუთხარი და ავხედე..
– არა, სანამ საყვარლად გაგიხდი, მანამდე უნდა შეგამოწმო, რაში ვარგიხარ და რაში არა....
– უზრდელი ადამიანი ხარ, შენს ქცევას და სიტყვებს წყობიდან გამოვყავარ, მე მგონია რომ ზედმეტად მამცირებ... აბა რა გინდა თქვი....
– უნდა ვნახო როგორ მართავ მანქანას, აი წარმოიდგინე მე და შენ ერთად ვართ სადღაც და მე დავლიე, სახლში ხომ უნდა წამომიყვანო არა? ესეიგი უნდა გენდობოდე.
– მე და შენ ერთად ვართ სადმე? შენ რა უბერავ?– ემოცია ვეღარ დავმალე და გაოცებულმა შევხედე..
– ხომ გითხარი რომ საყვარლად გაგიხდი..
– გაგა საკმარისია. გამიჩერე მანქანა უნდა ჩავიდე. გამიჩერე–თქო...
– კარგი , მაპატიე, მართლა მაინტერესებს როგორ მართავ, გავცვალოთ ადგილები? უნივერსიტეტამდე მივიდეთ და თავისუფალი იქნები...
– და ამის სანაცვლოდ ჩემს მანქანას დააბრუნებ საქართველოში?
– უპრობლემოდ ....
– კარგი შამანაურო, თანახმა ვარ, ოღონდ იცოდე სიტყვას შეასრულებ...
– მე ყოველთვის ყველაფერს ვასრულებ.... ქეთი... (3)

ნაწილი მეოთხე
უნივერსიტეტის წინ გაჩერებაზე გავაჩერე მანქანა და გაგას გავხედე... გავუღიმე და ჩანთაზე ვანიშნე მომაწოდე –თქო..
– ჰა როგორი იყო?? აბა თქვი . გამომწვევად ვკითხე და თვალები ავუფახუნე...
– არა უშავდა, წავა რა... არა ვიხუმრე, მართლა კარგად მართავ.. ესეიგი მანქანა დაიმსახურე. სიცილით მითხრა და კარები გააღო გადასასვლელად.. ერთმანეთთს მოულოდნელად შევეჯახეთ .. სახე იმდენად ახლოს მომიტანა რომ დაბნეულობისაგან ჩანთა ხელიდან გამივარდა..მის ასაღებად ორივე ერთად დავიხარეთ.. გაშლილი თმები სახეს მიფარავდა, ნელა გადამიწია თმები სახიდან და გამიღიმა...
– ჩემი წასვლის დროა,– ძლივს ამოვიკნავლე და მზერა ავარიდე...
– შენი წასვლის დროა, მანაც ჩემი სიტყვები გაიმეორა და ჩანთა გამომიწოდა...მამაშენს მოსვლა შეახსენე დღეს.. ჩუმად მითხრა და ჩანთა გამომიწოდა.. მეტი აღარ შემოუხედავს ისე შემოუარა მანქანას და სწრაფად გადაქოქა...
სირბილით ავედი კიბეებზე და აუდიტორიაში შევვარდი, გაოცებული მზერა მომაპყრო ყველამ და ერთიანად გაიცინეს... მივხვდი ყველა მიყურებდა, გეზი პირდაპირ ლიკასკენ ავიღე და გვერდით მივუჯექი..
– ქეთი, ის ბიჭი შენი შეყვარებულია?? ეგ ხო ბიზნესმენია შამანაური...
– ეგაა. არა მამაჩემის პატრნიორია, ახლახანს გავიცანი, გზები კარგად არ ვიცი და მომიყვანა, რატომღაც ლიკას წინაშეც კი თავი ვიმართლე...
– ხო მართლა ლევანმა უკვე მილიონჯერ გიკითხა... როგორც სჩანს ყურებამდეა შეყვარებული შენზე... ისეთი თვალებით გეძებდა რომ .
– კაი რა ლიკა,, ყველა გამოჭერაზეა მგონი... მერე დასვენებაზე ვნახავ რა უნდა.. ყველა იდიოტი მე უნდა გადამეკიდოს შამანაურის თამადობით...
მომაბეზრებელი ლექციის მერე, გასვლაც არ მაცადა ისე შემოვარდა აუდიტორიაში და ჩემს წინ გაჩერდა...
– რა გიხარია ნეტა ვიცოდე– გაბრაზებულმა მივახალე და გასვლა დავაპირე რომ დამიჭირა..
– შენი დანახვა...
– რას მელაპრაკები, ჩემი დანახვა დედაჩემს არ უხარია და შენ რატომ გიხარია?
– იმიტომ რომ მომენატრე....– დაუფარავად მითხრა და გაოცებულმა ავხედე..
– ლევან , თამაშს მოეშვი. არ მიყვარს ცანცარი ხო გაგაფრთხილე..
– მე არ ვცანცარებ, დავიჯერო აქამდე არავის მონატრებიხარ? მე მართლა მომენატრე ქეთი, გუშინ ჩემს გულს საუკუნო დაღი დაასვი და ისე გაუჩინარდი ვეღარ გიპოვე..შეიძლება დღეს ყავაზე დაგპატიჟო??
– დღეს არ მცალია ლევან, სახლში მალე უნდა დავბრუნდე, ხვალ რომ დამპატიჟო არ გინდა??
– მინდა, რა თქმა უნდა... დამშვიდობებისას მე და ლევანმა ნომრები გავცვალეთ და კიბეებს დავუყევი, ეზოში განცაკლევებით მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე. მამაჩემის და გაგას შეხვედრა მაფიქრებდა, გონებიდან არ ამომდიოდა ჩვენი საუბარი მანქანაში, კიბეებზე, მითხრა ახლა ყველაფერი ისე იქნება როგრც მე მინდაო, მერე ლმობიერი გახდა.. მერე მის თვალებში რაღაც შევნიშე.. არა არა, ეს ბიჭი მეთამაშება.. საკუთარი თავზე გაბრაზებული წამოვხტი სკამიდან და კარებისაკენ სწრაფად წავედი....
**
მამაჩემი სახლში საკმაოდ გვიან მოვიდა, სახეზე ფერი არ ედო, მაინც მიღიმოდა.. გვერდით დამიჯდა და ლოყაზე მაკოცა...
– დღეს ხო იცი სადაც ვიყავი? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე... ქეთევნ, ახლა დოკუმენტზე მომიწერ ხელს, რის მიხედვითაც გაგას მიერ მოცემული თანხა შენს სახელზე გადმოფორმდება..
– მეხუმრები? რატომ ჩემს სახელზე? დედას სახელზე რომ იყოს?
– არა, ასეა საჭირო ქეთევან, სულ რაღაც ორი დღე იქნება შენს სახელზე მერე გამოვიტანთ და მორჩა.. გგონია რომ მამაშენი რაიმე ცუდს დაგმართებს?
– ეგ არც მიფიქრია, დარცხვენილმა ვუთხარი და თავი დავხარე. მომეცი ეგ შენი დოკუმენტები და წავალ დავიძინებ მერე..პირველად შემეპარა ეჭვი მამაჩემის ქცევაშ მაგრამ ხელი მაინც მოვაწერე, ისე ზერელედ გადავხედე, თანხა მართლა იყო მითითებული, თითქოს რაღაც ისეთს ვეძებდი რაც გამოიჭერდა მამაჩემს მაგრამ გულის სიღრმეში საოცრად მცხვენოდა საკუთხარი თავის.. საძინებელში ავედი თუ არა მაშინვე დათოს დავურეკე და ყველაფერი გამოვკითხე, ვგრძნობდი რომ რაღაც იცოდა და არ მეუბნებოდა, რაღაც წესრიგში არ იყო, რის სანაცვლოდ მისცა ამხელა თანხა გაგამ მამაჩემს ვერაფრით ვხვდებოდი... ჩემი მანქანის ჩამოყვანა, ხატის ჩამობრძანება ეს ყველაფერი საოცარ ეჭვს მიჩენდა... ბალიშს ჩავეხუტე და ფიქრებმა წამიღეს..
**
შამანაურების ოჯახში ყველას ეძინა გაგას და დიმას გარდა... ეზოში ხეივნის ქვეშ იჯდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ რაღაცაზე... თან გამარჯვების მიზნით ლუდის ქილებს ერთმანეთს უჭახუნებდნენ..მერე თითქოსდა ეჭვი შეეპარა დიმას რაღაცაში და გაგას ირონიით გახედა..
– რო გადაგაგდოს ტო? ამაზე არ გიფიქრია?
– ვერ გადამაგდებს, კოზირი მიჭირავს ხელში ძმაო, შენ მე სულელი გგონივარ?
– მოიცა ხუმრობის დრო არაა, და მაინც რომ გადაგადოს რას იზავ?
– დიმა, მისმინე, როგორც ჩანს კარგად ვერ იცნობ შენს ძმა. მე მისთვის ფული არ მისესხებია, მე მას საჭირო თანხა მივეცი..
– მოიცადე, მოიცადე, ეს როგორ გავიგო..
– ლამაზად და მშვიდად– სიცილით გასცა პასუხი გაგამ ძმაკაცს და მხარზე ხელი დაკრა. აი მისმინე, გარიგება ასეთი იყო, მე თორღვას ვაძლევდი საჭირო თანხას მხოლოდ ერთი პირობით თუკი ის მის ერთადერთ ქალიშვილს ხელს მოაწერინებდა ერთ მნიშვნელოვან საბუთზე..
– რა საბუთზე ადამიანო , თქვი ნუ დამღალე...
– გახსოვს გითხარი, იმ გოგოს არ შევარჩენს ჩემს დამცირებას თქო.. ისიც ხო გითხარი მოვლილი და ნატიფი თითები აქვს და უნდა მოვარჯულო თქო..
– შანსი არაა– აღელვებულმა თქვა დიმამ და ფეხზე წამოხტა... საყვარლობა შესთავაზე..
– ნწუ, ამჯერადაც შეცდი.. რა წუთსაც დოკუმენტზე ხელს მოაწერს, იმ წუთიდან ჩემი ოფიციალური ცოლი გახდება...
– შენ ბიჭო გამო****დი?? ამას რისთის აკეთებ? ასეთი რა დაგიშავა ამ გოგომ?
– არ შევარჩენ და მორჩა.. კარგად იცი როგორიც ვარ. ცხოვრებამ გამაბოროტა, ცხოვრებამ არ დამინდო და არც მე დავინდობ არავის, ერთხელ , ორჯერ სამჯერ, მილიონჯერ გადავყლაპე თავზე ლაფის დასხმა, მაგრამ საკმარისია. საკმარისიააა დიმა ...
– კაი დამშვიდდი, ვიცი რასაც გრძნობ, მარტო შენ არა კარგად იცი მეც როგორ მაკლია მარიამი, იცი როგორც მიყვარდა... ახლაც ხშირად მახსენდება მისი ლამაზი თვალები,, ლურჯი უკიდეგანო, მიუწვდომელი, მახსენდება მისი სიცილი....
– არ გინდა გთხოვ, არ გამახსენო ასე,არ გამახსენო რომ ჩემს გვერდით აღარაა,რომ ვერ მეფერება, არ მკოცნის თვალებზე, არ გამახსენო დიმა თორემ არ ვიცი სასოწარკვეთისაგან რას გავაკეთებ.... რო იცოდე როგორ მენატრება, თითქმის ყოველ ღამე ვუყურებ მის სურათს, ვუყურებ და ვიხსენებ მის თმებს, თვალებს,გაცრეცილ კანის ფერს,, როგორ მსჯიდა როცა ცუდად ვიქცეოდი და როგორ უხაროდა ჩემი სიხარული.. მის გარეშე არაფერი ვარ, ძალა არ მაქ, გეფიცები დიმა, მის გარეშე ადამიანი აღარ ვარ, გრძნობები გამიბათილდა.. ტკივილი გამიასმაგდა.იცი რი იყო ჩემთვის მარიამი? სულის ნაწილი, მისი თვალები მეუბნებოდა რა იყო სწორი და რა არა.. ახლა ეს ბოლო 6 წელია სულ შეცდომებს ვუშვებ, სიზმარშიც კი აღარ მოდის ჩემთან , არ მსჯის.. არ მეჩხუბება დიმა, რო იცოდე როგორ მენატრება მისი ტიტინა ხმა, მისი ჩხუბი... უაზრო ზარები და მილიონჯერ მოკითხვა, სად ვარ, რას ვაკეთებ, როგორ ვარ...
– დამშვიდდი გთხოვ რა, კაი ძაო, ვიცი გტკივა და შენ ეს ყველაზე მეტად გტკივა, მაგრამ უნდა გაუძლოთ... ის შენი ნაწილი იყო, შენი მეორე მე...
გული კი არა ცხოვრება სტკიოდა გაგას, სიტყვა არ მოიძებნებოდა რომელიც მის ტკივილს გამოხატავდა..ვერვინ უთანაგრძნობდა... ვერვინ შეძლებდა ამ ტკივილის გადატანაში დახმარებოდა რომელიც აგერ უკვე წლები იყო გრძელდებოდა... მხრზე ხელის შეხებამ შეაკრთო და ზურგს უკან გაიხედა..
– მამა, გაოცებლმა დაიძახა და ფეხზე წამოდგა.. რატომ დაბრუნდით ასე მალე? ხვალ გელოდით....
– დედაშენს მოუნდა დაბრუნება აიჩემა გაგას ვჭირდებიო.. რავივი დედის წინათგრძნობაა თუ რა ხდებაა.
– მე კარგა ვარ მამა, არაფერი მჭირს. მიდი დაისვენე, ხვალ სალაპარაკო მაქვს შენთან..
– ემხვარზე და მის წალიშვილზე?? გგონია რადგან საქართველოში არ ვიყავი ვერაფერს გავიგებდი? მითხარი ერთი იმ ფულის სანაცვლოდ რა გამოართვი თორღვას??
– მისი ქალიშვილი..
– ვერ გავიგე? ! რას ნიშნავს მისი ქალიშვილი....შენ ხო არ გადაირიე ბიჭო?? ასე საქმეს ვინ აკეთებს? რა უთხარი შენ შვილი მჭირდება ღამე გასართობადო და დაგეთანხმა?
– არა ვუთხარი რომ მისი შვილი მიყვარს და დამთანხმდა, რა წუთსაც ხელს მოაწერს ქეთი დოკუმენტს იმ წუთიდან ჩემი ცოლი გახდება, და მის ქმრობას მაშინ გამოვიყენებ როცა დამჭირდება.. ჯერ გაერთოს..
– მითხარი ერთი დიმა, შვილო, ეს ბიჭი სულ გადაირია არა?? რაებს ბოდიალობ ბიჭო???
– მართალი ხართ ლექსო ბიძია, მეც მაგას არ ვამბობ.. გაგიჟდა...
– შემეშვით რა, კარგად ვიცი რასაც ვაკეთებ და ვამბობ.. მორჩა ლაპარაკი, წავედი დავიძინე.. დიმა მოდიხარ?
– არა სახლში წავალ გვიანია,,
– ეეეე, გვიანია რომ არის იმიტომ გეუბნები დარჩი თქო. მიდი დაურეკე შენებს გააფრთხილე მაინც, და ამოდი მერე რა, მაგარი მეძინება....
**
ძილი არ ეკარებოდა თორღვას, ეზოში იჯდა და ვისკის მიირთმევდა.ცოლის ძახილი არც გაუგონია...
– თორღვა საყვარელო მოხდა რამე? რამდენი ხანია გეძახი და არ მპასუხობ..
– მოხა თამარ მოხდა. არ ვიცი რაც გავაკეთე სწორია თუ არა მაგრამ , ახლა გვიანია აღსარება... იცოდი რომ შამანაურს ჩვენი გოგო შეყვარებია?
– რას ლაპარაკობ თორღვა, არაჩვეულებრივია, გადასარევია. მაგაზე კარგ ქმარს ვერ ვუპოვით ქეთოს. მერე რატომ თვლი რომ ეს ცუდი ქცევაა?
– საქმე იმაშია რომ, გაგამ ფულის სანაცვლოდ ქეთაზე დაქორწინება მომთხოვა.. ორივემ ვცოდით რომ ქეთო ამის წინაღმდეგი იქნებოდა, ის დოკუმნტები ხელი რომ მოვაწერინე, მოკლედ ქეთო მისი ცოლია.. კანონიერი ცოლია გესმის? არც კი ვკითხე შვილს, იქნებ სხვა უყვარდა, სხვისი ცოლობა უნდოდა..
– რას ლაპარაკობ თორღვა.. ეს როგორ ჩაიდინე? თუმცაღა ცუდიც არაფერია ამაში.. გაგა არაჩვეულებრივი ახალგაზრდაა.. ძალიანაც კარგი თუ ასე მოიქეცი , არ იცი შენი შვილის ამბავი? ცოცხალი თავით არ გაყვება არავის თუ ჭკუიდან არ გადაიყვანს მისი სიყვარული.. ეს კი გადასარევი გამოსავალია, ნუ ნერვიულობ.. როდის ეტყვი ქეთოს?
– გაგამ მითხრა მე თვითონ ვეტყვი როცა საჭიროდ ჩავთვლიო ჯერ საიდუმლოდ უნდა შემინახოთო, მშობლებთან უნდა დალაპარაკება ...
– გასაგებია, აშკარა იყო გაგას რომ ჩვენი გოგო მოეწონა, მაგრამ ეს ქეთო ისეთია მისგან ვერაფერს გაიგებ, თუმცა უნდა მოწსონდეს გაგა მასაც..
– ღმერთმა ქნას რომ ბედნიერები იყვნენ...
**
რვ საათზე მობილურის ზარმა გამომაღვიძა.. თვალები გამიფართოვდა, საოლზე წამოვჯექი და ისე ვუპასუხე..
– იცი მაინც რომელი საათია ლევან? გააფრინე?
– ვიცი, მინდოდა პირველს მემესურვებინა შენთვის დილა მშვიდობისა.. ქეთი, ძალიან მომენატრე, მართლა.. მალე მოდი რა.. მოდი დრეს არ შეხვიდე ლექციებზეე..
– გადაირიე? არა უნდა ასე არ გამოვა. სამი ლექციის მერე დაბლა გნახავ და ყავაზე დამპატიჟებ ხო ასეა?
– ასეა....ქეთი.. გითხრა?
– მითხარი ლევან, ნახევრადძილბურანში მყოფმა გავეცი პასუხი და საქოლზე გადავწექი.
– მიყვარხარ. ერთი დანახვით შემიყვარდი... სანამ გონს მოვეგე და პასუხი გავეცი უკვე გათიშა, მის სიტყვებზე და ქცევაზე გამეღიმა... საწოლიდან წამოვდექი და ფანჯარა გამოვარე. თითქოს წვიმას აპირებდა.. ჩედა უნებურად დავიწყე მასზე ფიქრი, ლევანს ქონდა რარაც ისეთი რაც ცხოვრებას გილამაზებდა, გიხალისებდა.. რარაც ისეთი რაც უნდა ქონოდა მამაკაცს, ქალის გულის მოსაგებად... მომწონდა მასთან საუბარი, მასთან ახლოს ყოფნა.. მომწონდა მისი ხმის გაგონება და მისი სუნთქვია მოსმენა..ჩემს თავზე გამეცინა, კარადიდან ტანსაცმელი გადმოვიღე და სააბაზანოში სიმღერ–სიმღერით შევედი....
**
ლევანი უნივერსიტეტის კიბეებთან მელოდა, დამინახა თუ არა ჩემსკენ წამოვიდა და მაგრად მაკოცა ლოყაზე... გულში ისე ჩამიკრა გეგოებოდა დიდი ხნის უნახავი შეყვარეული ვიყავი, გაოცება ვერ დავმალე და პირი დავაღე..
– ბუზი შეგიფრინდება– სიცილით მითხრა და ხელკავი გამომდო..
– მოიცადე, სად მიგყავარ ლექციაზე ავიდვარ მე ლევან გამიშვი..
– არავითარი ლექცია ქეთი, ერთი დღე მაინც დამითე, ვინ იცის ხვალ აღარც კი ვიყო ცოცხალი, მაცადე შევიგრნო შენტან ყოფნის ბედნიეება...
– გააფრინე ხო? შენც სიკვდილზე ალაპარაკდი უკვე? კი მაგრამ ჩემი ლექცია..
– არაუშვა ერთი გაცდენით არაფერი მოგაკლდება.. წამოდი ულამაზეს ადგილას წაგიყვან..
– აუ კაი რა, წვიმას აპირებს თან.სულელი ბავშვივით უხაროდა ჩემი მის გვერდით ყოფნა... მოულოდნელად გამომიწოდა ყელსახვევი და მტხოვა თვალებზე აიფარეო.. გულის სიღრმეში ცოტა შევშინდი კიდეც მაგრამ არაფერი მითქვამს.. კარგა ხნის სიარულის მერე მანქანის გაჩერება ვიგრძენი.. ლევანის ხელის შეხება ჩემს მხარზე და შევკრთი..
– მოიცადე გადმოგიყვან– აღტაცებულმა მითხრა და ორ წამში ვიგრძენი მანქანის კარის გაღების ხმა...გაახილე თვალები ჩუმად მიჩურჩულა ყურთან და ყელზე მაკოცაა
– ლევან . აქ რა გვინდა? გაოცებუმა დავიძახე და ავხედეე... აქ რტომ მომიყვანე ? ნ ეს კოცნა რას ნიშნავს? შენ მე ვინ გგონივარ? გგონია რადგან ლონდონში ვცხოვრობდი ყველაფერზე დაგთანხმდები??
– მოიცადე ქეთი რა სისულელეებს ლაპარაკობ ? მე ასეთი რაღაც აზრადაც არ მომსვლია თავში ამას როგორ გაკადრებ, დაუჯერებელია, მაგრამ მართლა შემიყვარდი მაშინ როცა კაბინეტში შემოხვედი უკვე ვცოდი რომ მიყვარდი, რარაც საიცარი ხარ, განსაკუთრებული, არ ვიცი. მზად ვარ გელოდო რამდენი წელიც გინდა, რამდენი დროს გინდა გავიდეს სულ მეყვარები...
– კარგი რა ერთ კვირაში როგორ მოახეზე ჩემი შეყვარება ლევან. დღეს პირველად ვართ ერთად მარტოები და ასე გონია ცოლობას მტხოვ უკვე..
– თუ თნახმა იქნები რატომაცარა ქეთი , მზად ვარ დრესვე წაგიყვანო ცოლად...
– აუუუ, ნერვები არ ამიშალო ეხლა..ამ ტყეში რისთვის მომიყვანე ჯობია ეგ მითხრა..
– აქ მინდოდა მეტქვა როგრო მიყვარხარ მაგრამ არ მაცადე...ქეთი შენ რას ფიქრობ ჩემზე?
– ლევან რა რთულ რაღაცეებს მეკიტხები როგორ შემიძია მიყვარდე როცა ახლახანს გაგიცანი, წესივრად არ გიცნობ, არ ვიცი ვინ ხარ რას წარმოადგენ, არ ვიცი მე ასე მარტივად არ მიყვარდება. დამიჯერე საკმაოდ რთული ადამიანი ვარ...
– კარგი ასე იყოს.. წამოდი ტყეში გავისერნოთ მაშინ, ჰაერიც კი სხვანაირია შიგნით იქნება გონება გაგეხსნას და იქ შეგიყვარდე...
ხელი ჩამკიდა და ტყეში ძალით შემათრია, ბავშობიდან მეშინოდა ტყის, არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემში საოცარ შიშს იწევდა , დაბურული ტყე, ფოთოლთა შრიალი და შიგადაშინ ტოტების მტვრევის ხმა გულს მიხეთქავდა... მთელი დრო ლევანი ლაპარაკობდა და მე ვდუმდი, გაფითრებული ვუყურებდი გზას, მეშინოდა რომ რაიმე მწერს დავაბიჯებდი ფეხს.. და ამის გაფიქრებაზეც კი გული მისკდებოდა... მოულოდნელად ზურგს უკან ტოტების მტრების ხმა გავიგონე და ლევანს მთელი ძალით ჩავეხუტე.... თვალები დავხუჭე და სუნთქვაც კი შევწყვიტე..
– კარგად ხარ? ქეთი, გაახილე თვალები რა.. – შეშინებული მეხვეწებოდა ლევანი და გულში მთელი ძალით მიკრავდა..
– მეშინია, აქედან გამიყვანე რა. ტყეში სიარული არ შემიძლია მეშინია.ვერ ვსუნთქავ ლევან გამიყვანე... ხუთ წუთში გარეთ მიწაზე ვიჯექი და ლევანი წლით მისველებდა ხელებს და პირს...
– კარგად ხარ?მგონი გადაგიარა არა?
– ხო არა მიშნავს, თქმაც ვერ მოვასწარი ფობია მაქვს, ტყის მეშინია, დაბურული ადგილების ზოგადად..
– მაპატიე მე არ ვიცოდი...– დარცხვენილმა მითხრაა და ჩემი ხელები ხელებში მოიქცია...
**
ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ტკივილი და ხშირად ეს ტკივილი გაუსაძლისია, ხშირად გვაუძულრებს, მიწასტანგვასწორებს და მერე ფეხზე წამოსადგომად უამრავი დრო ვგჭირდება, ამ დროის განმავლობაშ კი ვნადგურდებით, ადამიანობას ვკარგავთ, ცხოველები ვხდებით და სხვებსაც ვანადგურებთ.. ალბად ასე ვცდილობთ დავფაროთ ის რაც გვტკივა, ასე ვცდილობთ გამოვისყდოთ ის დანაშაული....
ზუსტად ასე იყო ახლა გაგა შამანაური, რომელსაც ვერ მოენელებინა ექვსი წლის წინათ მიყენებული ჭრილობა, რომელმაც საუკუნო დაღი დაასვა , არაკაცად აქცია, ყველას და ყველაფრის ფეხქვეშ გათელვა ასწავლა....(4)

ნაწილი მეხუთე..
საწოლზე გადაწვა გაგა და მარიამის ხმამ წამიერად გაუელვა გონებაში...
– სულ როგორ უნდა მალოდინო? ადამიანი არ ხარ? ბოლოს და ბოლოს ამხელა ბიჭი ხარ, უკვე ოცი წლის ხარ.. კარგი რა გაგა რა..
– ჩემო ლამაზო და დახატულო.. ჩემო ერთადერთოოო...
– დალიე ადამიანო? ფუ რა ამაზრზენი ხარ რააა..ფუუ. გადი გულს მირევს ეს სუნი..
– მე გირევ გულს გოგო? მე ასეთი საყვარელი, ლამაზი. სიკეთის განსახიერება.
– აუუუ, ამდენის დაევა რატომ იცი გაგა, იმ დებილ დიმასთან ერთად იყავი ხო? ნუ მიქნევ თავს ინდაურივით... ერთმანეთზე უნდა გადაგკვანძოთ და ორივე დაგახრჩოთ ლუდში. მაგრამ რომ ვერ გიმეტებ, აუტანელო შენ.... მერე საგულდაგულოდ დაწყობილი ქოჩორი აუჩეჩა გაგას მარიამმა და მთელი ძალით აკოცა ლოყაზე..
ცრემლები თავისით დაედინა.. ნეტა შეძლებოდა და ყველაფერს გამოასწორებდა.. შეძლებოდა და მარიამს თავის მთლიან თუ არა ნახევარ სიცოცხლეს მისცემდა, როგორ სჭირდებოდა ახლა მისი თვალების დანახვა... იმ ლურჯი თვალების დანახვა გაგას ასე ძალიან უყვარდა, ასე ძალიან რომ აფასებდა, საგულდაგულოდ რომ უვლიდა და ზრუნავდა...
– გაგა კარგად ხარ?– დიმას შეხებამ გამოარკვია და რეალობაში დააბრუნა..
– ცუდად ვარ, ძალიან ცუდად, ჩემი ბრალია რომ დღეს მარიამი აღარ მყავს.. ჩემი ბრალია მისი სიკვდილი .. ისიც რომ ამ ქვეყნად არ დადის ჩემი ბრალია..მენატრება დიმა.. გული მეგლიჯება მისი მონატრებით...
– ადექი, წამოდი საფლავზე წავიდეთ...ვიცი სიგიჟეა შუაღამეა მაგრამ უნდა წავიდეთ რომ დამშვიდდე..
საათი ღამის სამს უჩვენებდა. სასაფლაო მკვეთრად იყო განათებული. თუმცა განათებული გზა სულაც არ სჭირდებოდა გაგა შამანაურს მარიამის საფლავის საპოვნელად.. თვალდახუჭულიც კი მიაგნებდა მის თბილ მიწას... მუხლმოდრეკილი დაეცა საფლავზე და ბღავილი დაიწყო . დაჭრილი ხარივით ბღაოდა მანამდე სანამ ძალა არ გამოეცალა სანამ სისუსტე არ იგრძნო.. ორივე ხელი მიწით გაივსო და გულზე მაგრად მიიკრა...
– მაპატიე, გეხვეწები მაპატიე რომ ჩემს გამო მოკვდი..მე ყოველთვის აუტანელი და ცუდი ვიყავი,, შენ კი ჩემი მფარველი ანგელოზი.. მაპატიე მარიამ...ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო... რატომ , რატომ წამართვა უფალმა შენი თავი. მე ხომ შენით ვცოცხლობდი, ყოველ დღე შენი დანახვა მიხლისებდა ცხოვრებას, შენ იმედს მაძლევდი რომ კარგი ვყოფილიყავი, ძალას მმატებდა შენი სუნთქვა..რა ცუდად ვარ რო იცოდე.. მის მერე ექვსი წელი გავიდა და მე ისევ მტკივა უშენობა.. ახლაც გუშინდელი დღესავით მახსოვს შენ ბოლო სიტყვები... ახლაც მახსოვს როგორ დალიე სული ჩემს მკლავებში.. ჯერ კიდევ მახსოვს შენი თეთრი კანი... ჩემო ანგელოზოო. როგორ მინდა ერთხელ , სულ ერთხელ შემახო ხელი და მითხრა ისე როგროც ადრე ამბობდი. „გაგა ყველაფერი კარგად იქნება, იმედი არ დაკარგო“.. მაგრამ მე დავკარგე იმედი მარიამ გესმის? იმედი აღარ მავს.. შენი წასვლით ყველაფერი დავკარგე.. გემუდარები სიზმრად მაინც მოდი,, დამენახე , გემუდარები... უფალმა იცის რამდენჯერ ვცადე თავი მომეკლა, მაგრამ ვერ გავბედე, მუდამ შენი თვალები მაგონდებოდა... ლაჩარი ვარ... –ბოლო ხმაზე ხაოდა გაგა და მარიამის სურათს მთელი ძალით ეხუტებოდა...
– საკმარისია გაგა , დამშვიდდი, გთხოვ ძმაო ნუ მაშინებ რა.. მგონია ჯობია ფსიქიატეს გაესინჯოოო
– რა ფსიქიატრი მარიამის არსებობას დამავიწყებს? მის არსებობას სიკვდილიც კი ვერ დამავიწყებს დიმა.. არ არსებობს არავინ ვინც ამას შეძლებს...
– ვიცი, ვიცი და მაგას არც არასოდეს გეტყვი.. უბრალოდ მართლა ვნერვიულობ შენზე ასე ცუდად რომ ხარ.. ადექი საკმარისია უკვე მერამდენედ გამოიტირე ასე, წავიდეთ დაისვენე..
– წავიდეთ ეს თუ შვებას მომცემს წავიდეთ.. მთელი ძალით დაეყრდნო შამანაური ძმაკაცს.. ეს ორ მეტრიანი კაცი ტკივილს დაეპატარავებინა. თვალებიც უფრო გაშავებოდა.. თმები წინ შუბლზე ჩამოყროდა და შიგადაშინ ღრმად ოხრავდა, გული ჯერ კიდევ უთრთოდა ტირილისაგან გადაღლილს.. გაგა მანქანის კარს მიეყუდა და დიმას ალმაცერად გახედა... გახსოვს მისი ბოლო დაბადების დღე??
– მახსოვს..
– მისი საოცნებო ტელეფონი ვუყუდე, მთელი დღე მკოცნიდა ამის გამო, გულში მიხუტებდა დიმა.. ასეთი და დანაშული მაქვს რომ მარტო დავრჩი..მახსოვს ამხელა გოგოს როგორ უხაროდა, ცქმუტავდა, მთელი დღე მღეროდა.. მაგრამ ეს სიხარულიც ბოლო იყო... სიკვდლიდ წინ რამოდენიმე დღით ადრე მთხოვა.. მანქანის ტარება მასწავლეო,, მე ვუთხარი რომ აუცილებლად ვასწავლიდი და მერე მას რომ მოხდენოდა ისეთ მანქანას ვაჩუქებდი... მაგამ ვერ ვაჩუქე... დიმა.. მხოლოდ აქ და შენთან შემიძია ვიყო სუსტი, ვერავის დავანახებ როგორ მტკივა.. არ მაქ ამის უფლება.. შენ იცი რას ვგრძნობ.. რა მტკივა...მანაც იცოდა რა მტკიოდა... სიკვდილის წინ თვალებიდან წამოსული ცრემლები მომწმინდა და მითხრა „შენ ჩემი მე იყავიო“...მანქანაზე მიყუდებული ჩაიკეცა გაგა და მუხლებზე დავარდა.... არაა, არაა გავგიჟდები მეტს ვეღარ გავუძლებ ამ დარდით და ტკივილით ცხოვრებას. ვეღარ ავიტან..ის ჩემი ყველაფერი იყო... ჩემი სიცოცხლის გამო თავისი გაწირა...რატომ დიმა? რატომ?? გამწარებული ურტყავდა მუშტებს მიწას გაგა და ბღაოდა...
– იმიტომ რომ შენი მისია არ დასრულებულა გაგა, მისი კი დასრულდა.. მისი მისია ამ ქვეყნად ამოიწურა გაგა.. ის შენი მფარველი ანგელოზია დაიმახსოვრე, მას მუდამ ყვარდი და ახლაც ეყვარები.....
**
– ვა ქეთო– განწირული ხმით დამიძახა საყვარელმა ბიძაშვილმა და მუჯლუგუნი მითავაზა ფერდში...
– დათო რა ჯანდაბა დაგეტაკა ამ დილა უთენია? – კარგად ვარ,ყოველ შემთხვევაში აქამდე ვიყავი.. ახლა გვერდი მტკივა...
– ვააააა. შენ რა სლაბი ხარ ტო...– მამაშენი სადა???მიპატიჟება უნდა გადავცე.... სხვათაშორის შენც მობრძანდები ქალბატონო, ქეთევან..
– სად ? ამჯერად რომელი დიდებული გვეპატიჟება..
– ოოო, ამჯერად ნადიმზე თვით ალექსანდრე შამანაური გვიხმობს.. ერთადერთი ვაჟის დაბადების დღე ქონია და, სურპრიზს უწყობს,, არ ყვარელია უფლისწულს დაბადების დღის აღნიშვნა და უნდა შემოვიტყუოთო..
– გოიმი..რა ჯობია დაბ დღის გადახდას ფუუ რა ამაზრზეი ტიპია რა..
– მორჩი გოგო. ამაზრზენი კი არა მთელი თბილისის გოგოები მაგაზე იჭრიან და იხოკავენ შენ კიდე გოიმიო... რ აქვს გოიმის. განათლებული. სიმპატიური. ჭკვიანი, ფულიანი. სახლიანი, მანქანიანი..
– გულიანი არის? გული თუ აქვს...
– აქვს .. აქვს. ჯერ გაიცანი ეე.. რა პონტში ბაზრობ ეგრე ტო.
– რა სიტყვებით ლაპარაკობ ზოლმე ვერ ვიგებ რა.. შენც იმასავით ვირი ხარ– გაბრაზებულმა მივახალე და სკამიდან ავდექი..
– მე მოგითმენ მაგრამ იცოდე გაგა მაგის გამო ენას ამოგაძრობს.. ასე რომ სიტყვები აკონტროლე, ბოლოს ხო ნახე რაც მოგივიდა..
– აუტანელი ადამიანი ხარ დათო... ჯიბრზე ვუთხარი და ოთახში ავბრუნდი...
**
რვა საათი ხდებოდა როცა ყველამ მათი აგარაკის ეზოში გაშლილი სუფრის გარშემო მივიყარეთ თავი.. გაოცებისაგან პირი დავაღე, ასეთი ლამაზი ეზო არასოდეს მენახა. ყვავილების ხეივანი, ფანტანი.. ვარდებით მოფენილი კუთხეები.. ყვეანი იქ ვიყავით გაგას და დიმას გარდა.. ბელამ დამინახა თუ არა მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა და გადამკოცნა..
– აბა როგრო ხარ ქეთი?– არ გელოდი აქ, მეგონა აღარ მოხვიდოდი...
– როგორ გონია ვინმეს აინტერესებს ჩემი აზრი ბელა? უნდა წამოხვიდეო და წამოვედი... სხვა რა გზა..
– ასე ნუ ამბობ რა.. გაგას რეაქციის ძალიან მეშინია. ვიცი რომ მამას არ უნდა გაეკეთებინა ასეთი რამე, მაგრამ არ დამიჯერა... მეშინია რომ გაგა ნერვებს ვერ მოთოკავს როგორც ყოველთვის..
– ასე რატომ ეჯავრება თავისი დაბადების დღე?
– ამაზე მას თავისი მიზეზები და აზრები აქვს.. ქეთი, ერთი შეხედვით გაგა ძალიან ძლიერი და ენერგიული ადამიანია, უშფოთველი ჩანს და ლაღი. მაგრამ სინამდვილეში ის ძალიან მგრძნობირეა ქეთი, ნუ გამოიყვან წყობიდან.. ჯერ კიდევ არ გამოსულა ტკივილიდან...
– ამას ძალით არ ვაკეთებ ბელა დამიჯერე... თვითონ ცდილობს ჩემს ნერვებზე თამაშს.. მაშინვე გამოვყავარ წყობიდან და მეც ვეღარ ვაკონტროლებ თავს ბელა..
– ვეცდები გაგასაც იგივე ვუთხრა ქეთი. არ მინდა ერთმანეთს ასე ცოცხლად ჭამდეთ...გაგა ასეთი არაა და არც შენ ხარ...
– არ ვიცი რა გითხრა.. აი ახალი ფეიერვერკი ახლა იწყება.. შენი ძმა დგას გაფითრებული სახით.... – ბელას ღიმილით ვუთხარი და მაშინვე გავეცალი მოსალოდნელი საფრთხის მოლოდინში...
გაოცებული იდგა გაგა და სიტყვას ვერ ძრავდა.. მთელი ძალით უჭერდა დიმა მკლავზე ხელს რომ არაფერი გაეკეთებინა მეგობარს..წუხანდელი ღამის მერე დიმას ყველაზე მეტად ეშინოდა გაგას წყობიდან გამოსვლის...
– რა ჯანდაბა ხდება აქ? ამიხსნით ვინმე?–ბოლოს მაინც იღრიალა გამწარებულმა და დედამისისაკენ წავიდა...
– გაგა, დედიკო, დღეს ხომ შენი დაბადების დღეა... და ვიფიქრეთ რომ...
– ცუდად იფიქრეთ. ბოო ექვსი წელი არ გადამიხდია დაბადების დღე და ახლა საიდან მოიგონეთ ეს ცირკი....
– ასე ნუ ლაპარაკობ შვილო– საუბარში ბატონი ლექსო ჩაერთო და გაგა გულშ ჩაიკრა. ეს შენი დღეა.. გასაგებია შენი მტკივნეული მიზეზები, ეს ტკივილი ჩვეს გვტკივა მაგრამ წარსულის ტკივილით ვერ ვიცხოვრებთ, ბედნიერები ვერ ვიქნებით.. წარსული წარსულად უნდა დატოვო, მომავალს უნდა შეხედო ფართო თვლებით.. წარსულშ ყურება მხლოდ ტკივილს მოგიტანს...
– თქვენ საერთოდ არაფერი გესმით.. არაფერი.... რა იცით მე როგორ მტკივა? მე რას განვიცდი? რომელიმე თქვენგან სტკივა ასე? არააა. ტქვენ ყველაფერი წამიერად დაივიწყეთ მე კიდევ ეს ვერ გავაკეთე.. არ შემიძლია.. არააა. არ არსებობს მიზეზი მამა, ვერანაირი ბედნიერება ვერ დამავიწყებს მარიამს... ეს ცირკი როგორც მოაწყეთ ისე გაუძეხით..– გამწარებულმა მიაყრა სიტყვები ერთმანეთს გაგამ და სახლში სწრაფი ნაბიჯით შევიდა...
ყველა გაოცებული და გაჩუმებული უსმენდა გაგას, ზოგმა იქნებ იცოდა კიდეც ნამდვილი მიზეზი, მე კი ინტერესით ვკვდებოი ისე მაინტერესებდა გამეგო ვინ იყო მარამი.. ასეთი ვინ იყო გაგასთის რომ ასე სტკიოდე მიუხედავად ამდენი წლებისა.. როგორ მინდოდა მასტან მივულიყავი და მეთხოვა მოეყოლა რა აწუხებდა. ბოლოს მაინც გავბედე და სახლში შევედი.. გაგას ძებნა არ დამვიწყებია, მისაღებში იჯდა და ვისკის სვავდა, დამინახა თუ არა ფეხზე წამოდგა და მომესალმა... მერე გმჭოლი მზერით ამათვალიერა და გამიღიმა, ცერა თითი მაჩვენა კარგად გამოიყურებიოო...
– დალევ რამეს?– ისე მკიტხა გეგონებოდათ სულ არ ყოფილიყოს გაბრაზებული რამოდენიმე წამის წინათ..
– არა, მადლობა. მინდოდა მეკითხა როგორ იყავი... პირველად ვნახე ადამიანი რომელსაც ასე ეჯავრება თავისი დაბადების დღე..
– რას იზავ, ყველანი ერთნაირები ვერ ვიქნებით..ამის მიზეზი მაქვს მაგრამ არ მკითხო, არ მინდა ამაზე საუბარი....აი შენ კი არ გელოდი აქ ქალბატონო ქეთევან, შენი ნახვაც დიდი სურპრიზი იყო ჩემთის.. ხო მართლა საბუთებზე ხელი მოაწერე? გადმოვრიცხო თანხა?
– კი მოვაწერე, გაგა ასე რატომ იქცევი, არ შგეძლო ეს ტანხა მამაჩემის ანგარიშზე გადმოგერიცხა?
– მოიცადე ხელი მოაერე უკვე ყველა დოკუმენტს? ასე მალე?
– ხო რა იყო მანდ რთული, მოვაწერე და მორჩა.. რაღაც უაზრო საბუთები იყო დარწმუნებული ვარ.
– არც წაიითხე ადამიანო? რა საოცარი გგო ხარ, იქნება სიკვდილზე აწერდი ხელს...
– კარგი რა. გეტყობა ხუმრობის ხასიათზე ხარ..სიკვდილია და იყოს სიკვდილი, ადრე თუ გვიან ყველა კვდება.. ყველა ადამიანი მაინც უფალთან მიდის, ზოგი ანგელოზად , ზოგი ალბად ეშმაკად. ზოგიც არაფრად... ზოგი ამ ცხოვრებაშიც არაფერია.. როცა ადამიანი თავის მისიას ამოწურავს ალბად დრო დგება წასვლის, ასე არააა? – გაგას ავხედე თვალები ცრემლით ქონდა სავსე.. მის წინ დავიმუხლე და თავი ავაწევინე... არ გინდა მითხრა რა გაწუხებს? ვინაა მარიამი გაგა?
– არ მინდა ამაზე ლაპარაკი.. ის იყო ჩემი ნამდვილი მე... მის სიკვდილთან ერთად მეობაც დავკარგე– ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს და დივნიდან წამოდგა...
ჩვენი საუბარი ისევე უცნაურად დამთავრდა, როგორც დაიწყო... გაგას ქონდა რაღაც ისეთი რაც სულს მატკიებდა.. მისი ხელის შეხება სულს მიფორიაქებდა. გულს მიფლეთავდა.. ქონა რაღაც მიზიდულობის ძალა , რაც უფრო შორს გავრბოდი მისგან უფრო მეტად მიზიდავდა ახლოს... კიდევ მინდოდა მეკითხა როგორ მოკვდა მარიამი –თქო მაგრამ ჩვენი მშვიდი საუბარი ჩემმა მობილურმა შეწყვიტა.
– ჩემი ლამაზი გოგო როგორაა?– მთელი ხმით ჩამძახა ლევანმა
– ლევან, კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? საიდანგაგახსენდი აბა?
– მომენატრე.. ქეთი ძალიან მენატრები..მართლა.. მინდა დაგპატიჟო სადმე, გეფიცები ტყეში არა...– სიცილით მითხრა და ჩემს პასუხს დაელოდა..
– ლევან , როგორ გიყვარს ჩემი გაოცება.. დაუჯერებელია რომ გენატრები.. რა ვქნა არ მეჯერება, იქნება ისიც მითხრა რომ ძალიან გიყვარვარ..– ახლაღა გამახსენდა რომ გაგა ჩემს ზურგს უკან იდგა და მისი ხშირი სუნთქვა ზურგს მიწვავდა...
– მიყვარხარ. რა არ იცი? ძალიან მიყვარხარ...
– ლევან იქნებ სხვა დროს გველაპარაკა, ახლა სტუმრად ვარ და ბევრს ვერ გელაპარაკები უხერხულია.. სახლში რომ მივალ დაგირეკა და ვილაპარაკოტ მერე, ამ შენს ამოუხსნელ სიყვარულზე...
ტელეფონი გავთიშე თუ არა გაგამ თავისკენ შემატრიალა და დაეჭვებულმა მკიტხა ვინ იყო... დაუფრავად ვუთხარი სიმართლე.. არ ვიცი იმ წამს რა დაემართა მის თვალებს, აემღვრა. ნახშირივით შავ თვალები უკიდეგანო სიწითლემ მოიცვა დაალბად ადგილზე მიმახრჩობდა დიმა რომ არ შემოსულიყო დროულად.
– რა ხდება აქ? გაგა ქეთი მშვიდობა გაქვთ?– რა გჭირთ ეეე. ხმას არ იღებთ...
– თუ გინდა რომ მშივიდობამ ბოლომდე შეინარჩუნოს თავისი ადგილი ეს გოგო აქდან გაიყვანე რა.
– არა ვერ გავიგე რა დავაშავე ასეთი , რაიმე განსაკუთრებული ვთქვი?? შენ უნდა გკითხო როდის დაველაპარაკო შეყვარებულს?
– აუუუ, როგორ მთხრი ნერვებზე გოგო– სწრაფი ნაბიჯით გამოემარა ჩემსკენ მაგრამ ამჯერად დიმა გადამეღობა..
– გაგა მორჩი, აქ ხლა ამისი დრო არაა. ზედმეტია ეს ქცევა. გოგო შეყვარებულს დაელაპარაკა შენ რა შუაში ხარ... დავინახე როგორ დაუმშვიდდა სახე დიმას სიტყვებზე, თითქოს ნარკოტიკიით მოქმედებდა მიდი სიტყვები გაგაზე..
– ქეთი, უმჯობესია თუ გახვალ, კარგს იზავ დამიჯერე ახლა გაგას გამწარება არც ერთს გვაწყობსს...
ოთახში სიმყუდროვე ირძნო თუ არა გაგა მაშინვე მივარდა დიმას და პერანგის საყელოში წაატანა ხელები..
– ეს გოგო ჩემი ცოლია და არ მივცემ უფლებას თავზე აიჯ***ას...
– და მერე იცის რომ შენი ცოლია?ამას რა უფებით სთხოვ ჰა? გოგო აზრზე არაა ისეთ რაღაცეებს აკეთებ და მერე გიკვირს რარაცას რომ გაკადრებს? კაირ ა გაგა რა..
– მომეშვი რა. გაბრაზებულა აუქნია ხელი ძმაკაცს გაგამ და უკან არ მოუხედავს ისე მიაძახა. თუ მოვინდომე დღესე დავიტოვებ აქ , მაგრამ ჯერ დრო არ მოსულაო...(5)


ნაწილი მეექვსე.
დღეები ისე უცებ მიკვებოდნენ რომ ვერც კი გავიგე როგორ გაიარა ექვსმ თვემ.. გაგას იშვიატად ვხედავდი, ისიც რაიმე შეხვედრაზე თუ გამიყოლება მამაჩემი, სამაგიეროდ ლევანთან ურთიერთობა ისე ავაწყე რომ ამას არც ველოდი.. ყოველ დღე საოცარ საჩუქრეს მიკეთებდა, დრეში უთვალავჯერ მირეკავდა და მწერდა რომ ვუყვარდი... მის მიმართ მეც მქონდა გრძნობდა , ოღონდ ამის აღიარებას ასე მარტივად ვერ ვახერხებდი... ბოლოს ლევანმა არჩევანის წინაშე დამაყენა ან ვეტყოდი რომ მიყვარდა ან საერთოდ ჩამომშორდებოდა, აი ასე გამომტეხა გრძნობაში, თუმცა ხშირად ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ ხოლმე, ნუთუ ასე მალე მოვახერხე ლევანის შეყვარება,, მის მიმართ თითქოს არ მქონდა ის მუხტი რად უნდა მქონოდა საყვარელი მამაკაცის მიმართ,, არ მიზიდავდა მისი სხეული, მისი ტუჩები , მასთან უბრალოდ კარგად ვგრძნობდი თავს.. დედაჩემი მუდამ მეუბნებოდა ჯობია ქმარს უყვარდე ვიდრე შენ გიყვარდესო.. ეტყობა ბავშობაში კარგად ჩაჭიდლმა ამბავმა თავისი გაიტანა და ლევანს სყვარულზე დავთანხმდი....
კაფეში კარგა ხნის ჯდომის მერე, ძალიან მარტივად მივიღე გადაწყვეტილება ჩემი მშობლებისათვის გამეცნო ლევანი...
– დედა.. მამა, სად ხართ?– ნაცნობი განწირული ხმით დავიძახე და ორივე მათგანი მისაღებშ გამოვიდა..
– რა ხდება ქეთო?– გაოცებულმა მკითხა მამაჩემმა და ჩვენსკენ წამოვიდა...
– მა, მინდა ლევანი გაგაცნოთ ჩემი შეყვარებული....
– ვერ გავიგე?– გაოცებულმა დამიბრუნა მამაჩემმა კითხვა და შემომხედა.
– ჩემი შეყვარებული მამა. მე და ლევანს ერთმანეთი გვიყვარს, ვიცი გაოცდი, მაგრამ მიეჩვევი, არაფერია... ლევანს ხელი მოვკიდე და დივანზე დავსვი.. დაჯექი აქ, ახლავე მოვალ.... ავდექი თუ არა მამაჩემი გვერდით მიუჯდა და საამოდ დაუწყო ლაპარაკი. მამას მუდამ შეეძლო რთული სიტუაციების განმუხტვა...
– დედა, რა სჭის მამას? ასეთი გასაოცარია რომ შეყვარებული მყავდეს? ვერ გავიგე რა დაგეტაკათ? მეგონა გაგიხარდებოდათ თქვენ კიდევ სახეები ჩამოგტირით რა უბედურებაა რა, შეყვაებულის მოყვანაც არ შემიძლია ამ სახლში. გამწარებული გავედი მისაღებში და ლევანს გვერდით მივუჯექი...
– ქეთი, იმჯობესი წავიდე. უკვე გვიანია, მართალია მე და ბატონი თორღვა სასიამოვნოდ ვსუბრობდით მაგრამ ასე ჯობია.
– რას ამბობ შვილო, იყავი. ჩვენ ამითი არ ვწუხდებით. ცოტა ცუდად გამოგვივიდა შენი დახვედრა. ძალიან მოულოდნელი იყო ქეთოს ეს სიტყვები ჩვენთვის..
– მესმის, ალბად გოგოს გათხოვება ყველაზე რთული რამაა. მაგრამ ესეც ხომ ცხოვრების ნაწილია.... არ მინდა იფიქროთ რომ თქვენი შვილის მოტაცებას ვაპირებ უბრალოდ, მინდა იცოდეთ რომ მასთან ოჯხის შექმნის სურვილი მაქვს....
– ეს ძალიან რთული საქმეა ლევან შვილო, მომენტალურად დაიბნა მამაჩემი და შემომხედა...ოჯახის შექმნა ეს ასე მარტივად არ ხდება. უმჯობესია კარგად დაფიქრდეთ, აწონ–დაწონოთ ყველაფერი და მერე მიიღოთ ასეთი გადაწყვეტილება...
– მართალი ხართ ბატონო თორღვა.. მადლობა ... ახლა დაგემშვიდობებით...
ლევანი გავაცილე თუ არა, გაცოფებული შევვარდი ოთხში სადაც ჩემი მშობლები რაღაცას გამალებით საუბრობდნენ....
– რა ხდება აქ? ეს რა დახვედრა მოაწყეთ ?? –დოინჯ შემორტყმული დავუდექი წინ სავარძელში მოკალატებულ მამაჩემს და წარბო გაბრაზების ნიშნად ავზიდე ზემოთ..
– ქეთევან, ამ ბიჭს მეტად აღარ შეხვდები გასაგებია? მეორეჯერ არ გამამორებინო...
– ვითომ რატომ? შეყვარებულიც თქვენ უნდა ამირჩიოთ??? მიყვარს მე ლევანი და შევხვდები...
– იძულებულს ნუ გამხდი გეჩხუბო, ამ ბიჭს მეტად აღარ შეხვდები... და მორჩა. შენ სხვას გაყვები ცოლად, სხვისი ცოლი იქნები .. ოღონდ ამისი არა...
– ვერ გავიგე– გაოცებულმა დავიძახე , უკვე ტირილის პირას ვიყავი... მამა რას მელაპარაკები აზროვნებ მაინც? მე მიყვარს ლევანი, მინდა მისი ცოლიგავხდე, მისი შვილების დედა, შენ კიდე მეუბნები ცოლად სხვას გაყვებიო.. რატომ? იმიტომ რომ ბიზნესმენიც შვილი არააა? თუ რა დაუწუნე?
– არაფერი დამიწუნებია, არც ოჯახიშვილობა, არც ქონება და არც გარეგნობა, უბრალოდ გეუბნები და ვცდილობ აგიხსნა რომ ამ ბიჭს ცოლად რ გაყვები..
– რატომ??– ისტერიულად დავიძახე და მაგიდაზე მაგრად შეკრული მუშტი დავურტყი მამაჩემს...
– იმიტომ რომ უკვე სხვისი ცოლი ხარ!!!– გამწარებულმა დამიღრიალა მამაჩემმა და ფეხზე წამოხტა.. სხვისი ცოლი ხარ, შეუშვი ამ სულელ თავში... გასაგებია?? უკვე ექვსი თვეა სხვისი ცოლი ხარ , სხვისი საკუთრება მაგრამ არაფერს ვამბობდით, ასე იყო საჭირო.. ახლა დაანებე მაგ ბიჭს თავი სანამ ლამაზია , თორემ არ დაინდობენ და იმ ბიჭის ცოდვა კისერზე აგეკიდება შვილო...
– სხვსი ცოლი ვარ? გაორებული ვლაპარაკობდი და ცრემლები ტავისით მომდიოდა თვალებიდან, ძალა გამოცლილი დავეცი იატაკზე მუხლებზე და სახე ხელებში ცავრგე. ვისი ცოლი ვარ? ვისი ცოლი ვარ მამა? როგორ რანაირად ვარ სხვისი ცოლი? ამიხსენი გამაგებინეთ ვინმემ რამე!!! გიჟივით მომემატა ძალა, მაგიდაზე დალაგებული დედაჩემის საამაყო სუვენირები იატაკზე მოვისროლე.. ყველაფერი დავამტვრიე რაც ხელში მომხვდა... ვისი ცოლი ვარ??
– ლამის სირბილით წამოვიდა მამაჩემი ჩემსკენ, ორივე მკლავში ხელი მტაცა და მტელი ძალით შემანჯღრია– საკმარისია შენი ისტერიკა, მორჩაა.– გამწარებულმა მიყვირა და სული გამეყინა...
– მამა ვისი ცოლი ვარ,– ძლივს ამოვიკნავლე და სლუკუნს ვუმატე..
– შამანაურის. ხოდა თუ არ გინდა უარესად შარში გახვიო ეგ ბიჭი გელაპარაკები შეეშვი –თქო...
– იმ ცხოვეის ცოლი როგორ ვარ??? ამიხსენი გამაგებინე, მე რა ნივთი ვარ? ასე უბრალოდ გამყიდე? რაზე? რა თქმა უნდა ფულზე ხო ასეა? იმ მილიონებზე გამყიდე მაშინ რომ ხელი მომაწერინე არაა???
– არა , არააა. არ გამიყიდიხარ, გაგამ თვითონ მითხრა ქეთი მიყვარს და ცოლად შევირთავო.. ხოდა მეც დავთანხმდი, ვიცი წინდაუხედავად მოვიქეცი მაგრამ სხვა გზა არ იყო.. ის აუცილებლად მოითხოვდა სამაგიეროს..
– სასაცლო ხარ, მეცოდები გესმის? მეცოდები მამა.. სამაგიერ ჩემით გადაუხადე? ფულში გამცვალე ხო ასეა? გინდოდა თუ არა ეს ცალკე თემაა, შენ მე ფულში გამცვლე, ერთი არ მკითხე, ჩემზე არ იფიქრე.. ხო ხედავ რომ სხვა მიყვარს წადი და უთხარი რომ ცოლად არ გავყვები...
– შენ უკვე მისი ცოლი ხარ.. ოფიციალური ცოლი ხარ ქეთო..
– მოვკვდები და მაგის ცოლი არ გავხდები . მახინჯი უარგისი, მძულს მეზიზრება... არაკაციაა... არ მინდა მამა გემუდარები....
– საკმარისია ისტერიკა..– გაშლილი ხელი სახეში გამარტყა მამაჩემმა და თითქოს გონებაზე მოვედი... ირბილით ავედი საძინებელში და მაშინვე ლევანს დავურეკე...შევთანხმდით რომ შუაღამისას აუცილებლად გავიპარებოდით და შორს წავიდოდით ერთად..
**
შუაღამე იყო, ვარსკვლავბი აქა–იქ ბზინავდა ცაზე, მთვარეც ღრუბლებს შორის მიმალულიყო.. ფეხაკრეფით გავიპარე ეზოში და უზარმაზარ ღობეს ძლივს გადავაბობღდი. კარებს იქით ლევანი მელოდა.. დავინახე თუ არა შვება ვიგრძენი სირბილით წავედი მისკნ და მაგრად ჩავეხუტე გულში.
– ლევან წამიყვანე ძალიან შორს რა...
– რა მოხდა ქეთო, ასეთი რა გითხრეს შენებმა..
– მითხრეს? მითხრეს კი არა გააკეთეს ლევან. მამაჩმს შამანაურზე გავუთხოვებივარ.. წარმოგიდგენია? არ მინდა, იმ ცხოველთან ერთად ვერ ვიცხოვრებ ლევან...
– კარგი დამშვიდდი, საკმარისია ტირილი, შენს თავს შეხედე რას დაემსგავზე.. თვალები დაგისივდა.. წამოდი.. გურიაში ბებიაჩემთან, იქ ვერავინ მოგვანებს, თუ გინდა სულ იქ დავრჩეთ ოღონდ შენ იყავი ჩემს გვერდით...მანქანაში სწრაფად ჩავჯექით და ევის სისწრაფით მოწყდა მანქანა ადგილს...
თორღვა ემხვარი რარაცამ შეაკრთო ძილში და მაშინვე ფეხზე წამოიჭრა, ცოლის მაშინვე შეაღვიძა, მიდი ერთი ნახე ქეთო რას აკეთებს რაიმე არ აუტეხოს თავსო... ძლ ბურანში მყოფი თამარი ზლაზვნით შევიდა ქეთოს ოტახში და იქიდან ყვირილით უხმობდა ქმარს ქეთო გაიპარაო..
ყველანი მისაღებში იჯდნენ.. მიშა და დათო ხმას ვერ ირებდნენ..ლენა კატაბალახას წვეტებით ასულიერებდა რძალს..
– ბოლოს და ბოლოს თქვი ძმაო, რა მოხდა ასეთი თუკი ქეთინო გაიპარა, გათხოვდა ესეიგი...
– რას ლაპარაკობ მიშა, აზრზეც არა ხარ.. ქეთო უკვე გათხოვილია...
– მოიცადე ეს როგორ ბიძია? როდის გათხოვდა რო?
– იმ თანხის სანაცვლოდ შამანაურმა მასზე ქორწინება მომთოვა, მითხრა რომ უყვარდა ჩვენი გოგო , ხოდა მეც უარი არ ვუთხარი.. ქეთომ არაფერი იცოდა.. დღეს კიდევ ვიღაც ბიჭი მოგვიყვანა ჩემი შეყვარებულიაო.. რა უნდა მექნა, სიმართლე ვუთხარი.. ეს სულელი კიდე გაიპარაა...
– გაგას დაურეკე თორღვა, უნდა იცოდე, მხოლოდ ის იპოვის ქეთოს, უთხარი რომ მისი ცოლი სხვასთან ერთად გაიქცა, იცოდე მისი სახელის შელახვას ასე მარტოვად არ შეგვარჩენს– ტირილით მოთქვამდა თამარი და ქმას ემუდარებოდა..
– თამარი მართალია თორღვა, გაგას დაურეკე..
– შუაღამეა ხალხო...
– ვინ იცის დილით უკვე გვიანი იყოს, ტელეფონი აირე და დაურეკე– არ ეშვებოდა მიშა...
ხელის კანკალით აკრიფა თორღვამ გაგა შამანაურის ნომერი და ზარის გასვლას დაელოდა... ეტყობოდა ძილიდან ვერ გამოსულიყო, ისე გასცა პასუხი თორღვას..
– გაგა , ვიცი ღამეა გაწუხებ მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს...
– ბატონო თორღვა, ახლაღა გიცანით , ნომერზე არც დამიხედავს მოხდა რამე? ხომ მშვიდობაა.
– არა შვილო, მშვიდობა არაა.. ქეთო, გაიგო რომ შენი ცოლია , იმ ბიჭთან ერთად გაიპარაა... შენ ეს უნდა იცოდე..
– რა გააკეთა?– გამწარებულმა იყვირა გაგამ და მობილური მეორე ყურზე გადაიტანა ნერვიულად... იმ ახვ**თან ერთად გაიპარა, ესეიგი მართალი ვიყავი... რამდენი ხანია ?
– ალბად ორი საათი იქნება გასული...
– ის ბიჭი ვინაა იცნობთ??
– როგორც ვიცი ლევანი ქვია.. რექტორის შვილია..
– გასაგებია... ამას ასე არ დავტოვებ, ერთი შვილი გაბარიათ და იმასაც ვერ მოუარეთ. ფუ ამის დედაც მო***ან...
გამწარებულმა დაახეთქა გაგამ ტელეფონი საწოლზე და სკამზე გადაფენილ შარვალს დასწვდა.. მეორე ხელი ისევ მობილურს დასტაცა და დიმასთან დარეკა...
– რა ხდება ძმაო?– შეშფოტებულმა უპასუხა დიმამ და ახალი ამბის გაგებას დაელოდა...
– რა და ქეთი გაიპარა იმ ტიპთან ერთად, გითხარი რა ცუდი ტიპია თქო... მალე. ნახევარ საათში გავდივართ.. ჰაერშ ავწევ მაგ ნაგვებს მაგათ...
– დამშივდდი , ახლავე შენთან ვიქნები.. ამაზე არ იდარდო, ვიპოვით და წამოვიყვანთ...
– ვიპოვი, აუცილებლად ვიპოვი და მერე თავის თავს დააბრალოს რაც მოუვა ამ უტვინო გოგოს...
**
ნერვიულად სცემდა ბოლტა გაგა შამანაური აბაშიძის თხუთმეტში მდებარე საცხოვრებლი სახლის სადარბაზოში, და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა, არა ვერაფრით ინელებდა რომ ერთმა გატუტუცებულმა გოგომ ასეთი რაღაც გაბედა, ს რომ ვინმეს გაეგო შამანაურს დაცინვა არ ასცდებოდა.. ქალი რომელსაც მისი ცოლი ერქვა სხვა კაცთან ერთად გაიპარაა.. გამწარებულმა დაკრა კიდევ ერთხელ კრინის კარს მუშტი და შეშინებული შეკრთა დიმა... მეორედ დასარტყმელად მოღერებული მუშტი ძმაკაცს დაუჭირა და ზარის ღილაკს მიაჭირა თითი... ნამძინარევმა და ჯერ კიდევ გინზე ვერ მოსულმა გაუღო არები ბატონმა შალვამ და გაოცებული მზერა მიაპყრო ბიჭებს...
– რა ამბავში ხართ?– გამწარებულმა უთხრა გაგა და დიმას და კარების დაკეტვას შეეცადა რომ შამანაურმა კარი ძალიტ შეანგრია და შიგნიტ შევიდა..
– ახლავე პლიციას გამოვიძახებ, თუ ჩემს სახლს არ დატოვებთ...
– ირონიული სახით ჩაეშვა გაგა შან ტყავის სავარძელში და ფეხი ფეხზე შემოიდო... არ გამაცინოთ რექტორო შალვა.. პატრული აქაა უკვე ამოდი ასე რომ გამოძახება არ დაგჭირდებათ, ორი წუთი არ იქნებოდა გასული რომ რამოდენიმე პატრულის თანამშრომელი და გაგას დაცვა მისარებშ განლაგდნენ. შალვამ ფერი დაკარგა და მხოლოდ ახლა ამოიოხრა რა ხდებაო.. ხალათის ქამრის შეკვრით გამოვიდა შალვას მეუღლე საძინებლიდან და შეშინებულმა იკივლა..
– რა ხდება ხალხო აღარ იტყვით?– ძლივს თქვა და სკამის კუთხეზე ჩამოჯდა..
– სადაა თქვენი ერტადერთი ვაჟი?
– ლევანი გურიაში წავიდა დღეს... რა მოხდა?
– ახ ესეიგი გურიაში წავიდა, და სავარაუდოდ ჩემი ცოლიც გაიყოლა არა?? ის თუ იცით ჩემს ცოლთან ერთად რომ გაიქცა?
– ვინაა თქვენი ცოლი ჯერ ეგ მითხარი შვილოო – დაძაბულმა ამოღერღა შალვამ და გაგას გახედა..
– ქეთევან ემხვარი, დარწმუნებული ვარ გეცნობათ, თქვენი სტუდენტია...
– შენი ცოლია? რას ლაპარაკო შვილო.. პირველად მესმის...
– მაგრამ თქვენმა შვილმა ეს იცოდა.. როგორც ჩანს არ დამიჯერა რომ მიწაში ჩავაწვენდი და იძულებულს მხდის საფლავი ჩემი ხელით გავუთხარო...
– გაგა დამშვიდდი – ვიპოვით...
– როგორ მთხოვ დავმშვიდდე, ბიჭო, ჩემი ცოლია, ის ჩემი ცოლია.. და ვიღაცა ახვა***თან ერთად წავიდა ...
– ბატონო გაგა დამშვიდდით, აუცილებლად ვიპოვით თქვენს მეუღლეს...
– ვიპოვით აუცილებლად ვიპოვით და მერე რაც მოხდება მე აღარაფერი დამაბრალოთ...არავის ვაპატიებ ჩემი სახელის შელახვას....
– თავი ვინ გგონია.– გამწარებული ეძგერა შალვა გაგას პერანგი საყელოში და თვალებში ჩააშტერდა.. ვინა ხარ, ასეთი რას წარმოადგენ, ერთი თავზე გასული ბიჭი ხარ, რომელსაც კულტურაც არ გააჩნია თავზე უფროსთან საუბრისას რომ გამოიყენოს... ჩემი შვილის რა გიკვირს, თუკი შენი ცოლი თვითონ გაყვა .. შენი ცოლი თუა შენ უნდა დაგეჭირა... ჩემს ლევანს რომ რაიმე დამართო.
– რაა?? რაიმე რომ დავმართო რა?? გგონია შემეშინდება??? ჩემს არანაირ ძალას არ გამოვიყენებ ისე გამოვჭრი ყელს თქვენს ვაჟკაც... ასე რომ ახლა უმჯობესია მისამართი თქვა იმ დედა აფეთქებული გურიის თორემ არ ვიცი რას გავაკკეთებ..
– ბატონო შალვა, საუბარში პოლიციის წარმომადგენელი ჩაერთო და შალვას მკლავზე ნელა მოკიდა ხელი, მისამართი გვითხარით ახლავე უნდა გავიდეთ, თუკი დღეს ვერ შევძლებთ ბატონი გაგას მეუღლის პოვნას, მაშინ თქვენი შვილი ადამიანის გატაცების გამო იქნება დაკავებული.
**
მთელი გზა ჩხუბობდა გაგა და იგინებოდა ქეთოს საქციელის გამო... ამაოდ ცდილობდა დიმა მის დამშვიდებას..
– ხელებს დავამტვრევ, თუ დამჭირდა ფეხებსაც, ენასაც ამოვაძრობ ამ უტვინო გოგოს დიმა.. ხო შეეძლო მოსულიყო და დამლაპარაკებოდა,ადამიანურად, მაინც და მაინც ისე უნდა წამოვათრიო იქიდან როგორც ცხოველი? გაფიქრებაც არ მინდა იმის რომ იმ ტიპი შეეხებოდა..
– შენი ვერ გავიგე ეს გოგო გიყვარს თუ ეჯავრება ჰა?? ხან ერთს ამბობ, ხან მეორეს გაგა.. დამშვიდდი და მიდი ჩაიძინე ცოტა. მალე ჩავალთ და გაგაღვიძებ...
– რა ჩავიძინო ეე. ამ საქციელის გამო არ ვიცი რას ვუზავ.. ერთი შვილი ებარა მამაისს და ეს ერთი ლაწირაკი გოგო ვერ დაივა, ფუ ამის დედაც რა..ყველაფერი რატომ უნდა გართულდეს... მოულოდნელად შეეკრა სუნთქვა და დიმას მანქანის გაჩერება სთხოვა...
– კარგად ხარ? მეგობარს აღელვებული მიუახლოვდა და წყლით სავსე ბოთლი გაუწოდა..
– ისევ ყველაფერი მეორდება დიმა, ისევ ისე როგორც მარიამის შემთხვევაში, ახლა ქეთი, ახლა ქეთისაც რომ იგივე დაემართოდ მართლა ვეღარ გავუძლებ . გეფიცეი,, ყვლაფერი ტვინში მიტრიალებს, სისხლში მაქვს გამჯდარი ეს ტკივილი...
– დამშვიდდი, ის რაც ერთხელ მოხდა მეორეჯერ აღარ მეორდება.. ცუდზე არ ვიფიქროთ.. წამოდი სულ ცოტაღა დარჩა. სულ რაღაც ათი წუთიც და უკვე მითითებულ მისამართზე ვიქნებით.. მომდევნო ბრძოლა იქ გველოდება.. წამოდი გაგა უკან დაცვა და საპატრულო სამი ეკიპაჟი მოგვყვება.. ნუ ვალოდინებთ...
მწვანედ შეღებილი უზარმაზარი ჭიშკრის წინ გაჩერდა მანქანა და სწრაფი ნაბიჯით შევარდა გაგა შიგნით. სირბილით მიყვებოდა დიმა და დაცვა. მათ კარგად იცოდნენ გაგას ხასიათი... ყველას ეშინოდა რომ წყობიდან მალე გამოვიდოდა და საოცრებას დაატრიალდება... სახლის კარებს წიხლი დაკრა და შიგნით შევარდა.. რიჟრაჟი იყო... ასაკოვანი ქალი და მამაკაცი ეზოში მდებარე ბოსტანში ფუსფუსებდნენ... გაგას საქციელი დაინახეს თუ არა მაშინვე სირბილით შეყვნენ შიგნით.. კედელზე დაკიდებული თოფი კედლიდან ჩამოხსნა კაცმა და გაგას დაუმიზნა...
– გურიისათვის შესაფერისი კუთხური ონტონაციით მიმართა აეხსნა რა ხდებოდა..
– არაფერი ხდება ისეთი ძია კაცო, სიტყვის თქმა დაასწრო დიმამ ძმაკაცს და მოხუს მხარზე თბილად დაადო ხელი.. ლევანს ვეძებთ თქვენს შვილისშვილს.. გოგოსთან ერთად უნდა მოსულიყო..
– კი ბატონო. სძინავთ...
– საინტერესო დასანახი იქნება როგორ სძინავს იმ ახვა**ს ჩემს ცოლთან ერთად... კიბეებზე გიჟივით ავარდა გაგა , მოხუც და ფერწასულ კაცს კი დიმა და პატრულის თანამშრომლები გასაგები ენით უხსნიდნენ სიტუაციას...
ახალი ჩაძინებული ვიყავი და სიზმარშიც კი ვიღაცეებისაგან გავრბოდი რომ მოულოდნელად ვიგრძენი როგორ დამტაცა ვიღაცაც ხელი და საწოლიდან კი არ წამომაყენა წამომაგდო..შეშინებულმა გავახილე თვალები და კანკალმა ამიტანა როცა ჩემს წინ ორ მეტრიანი შამანაური დავლანდე.
– გეგონა თავი დაიძვრინე ჩემგან? ქალბატონო ქეთევან. შენ ჩემი ცოლი ხარ, აი ამ ვაჟბატონს კი ადამიანის გატაცებისათვის დააკავენებ თუ ბევრს იფართხალებ...
– ლევანს გავხედე, ხელებზე უკვე ბორკილები ედო და კიბეებზე მშვიდად ჩაყავდათ პატრულის თანამშრომლებს..
– გაგა წავედით.– ჩუმად დაუძაცა დიმამ და შემომხედა..
– ჩადი და მოვალთ. ჯერ ცოლს უნდა ავუხსნა სიტუაცია..
– ახლა ამისი დრო არაა გაგა, წავედით..
– დიმა ჩადი –თქო ამის დედა მოტ***ან და ჩამოვალთ... დიმას ხელი კრა კარებს იქით გააგდო და მტელი ძალით მიუჯახუნა კარი.. მესმოდა როგორ ჩადიოდა დიმა კიბეებზე და უფრო მიტანდა შიში..
ჩემსკენ გაღიმებული გამოემართა. მკლავში ხელი მომკიდა და საწოლზე დამსვა, გვერდით მომიჯდა და ირონიულად ამათვალიერა..
– როგორც ჩანს ჩემს ცოლთან სექსი ვერ მოასწრო იმ ნაგავმა, ხოდა ძალიან კარგი... ახლა რასაც გეტყვი კარგად მომისმინე ქეთევან თორემ არაკაცი ვიყო ფეხებს დაგამტვრევ.. ადგები და ხმაურის გარეშე ჩაჯდები მანანაში ისე რომ იმ ყ*ს ზედაც არ შეხედავ, მთელი გზა ჩუმად იჯდები და ისე როგორც ცოლს შეეფერება ხვალიდან ჩემი ცოლის სტატუსი გექნება... თუ ბევრს ილაპარაკებ მაგ შენს ლევანს სამუდამოდ ციხეში დავალპობ როგორც ნაგავს შეეფერა... შენზეა დამოკიდებული მისი ბედი. ყველაფერი გასაგებია?
– გასაგებია– ძლივს ამოვიკნავლე და ცრემები გადმომცვივდა... (6)

ნაწილი მეშვიდე
მხოლოდ ახლა დავფიქრდი რა წამიერი ყოფილა ცხოვრება და ამ ცხოვრებაში ბედნიერების და ტკივილის აღქმა... საშინელებაა როცა მიდიან და მიგათრევენ, შენს საკუთარ ცხოვრებას ხელიდან გაგეჯავენ და სულის გარეშე გტოვებენ, ზუსტად ვიცოდი გაგას გვერდით ბედნიერება არასოდეს მეღირსებოდა და სიმართლე რომ ვთქვა ამისი სურვილიც არ გამაჩნდა... ცხოველით მექცეოდა, ძალით მიმათრია და მანქანაში ჩამტენა, ლევანისაკენ წამით არ გამიხედავას , სხვისი არ ვიცი მაგრამ მე მართლა მეშინოდა შამანაურის სიტყვების... ახლა გურიიდან თბილისამდე საკმარისი დრო მქონდა მეფიქრა, ყველაფერზე დავფიქრებულიყავი ამეწონ–დამეწონა და მეთქვა რა იყო მართალი და რა არა.. ახლა ყველაფრის მეშინოდა, ვიცოდი ვერც დათო გადამარჩენდა და ვეღარც მამაჩემი, ცრემლები არ ჩერდებოდა. მამაჩემი მართალი იყო, ჩემს თავს ვინ ჩივის ლევანიც შარში გავხვიე. თუმცა ზუსტად ვიცოდი რომ შამანაური სიტყვას შეასრულებდა და ლევანს არ დააჭერინებდა. მე ხომ შევასრულე პირობა და ლევანი არაფრად ჩავაგდე როცა განწირული მეძახდა... სარკეში გამომხედა დიმამ და დაბალ ხმაზე მკითხა კარგად ვიყავი თუ არა, მშვიდად დავუქნიე თავი და ცრემლები მოვიწმინდე... ეს ერთადერთი ნორმალური ადამიანი იყო გაგას გარშემო და ძალიან მაოცებდა როგორ მეგობრობდა მასთან,, ვერავინ გადამაფიქრებინებდა იმ აზრს რომ გაგა ნამდვილი ცხოველი იყო , რომ მილიონი ნიღაბი გააჩნდა, მამაჩემთან ლმობიერი და ზრდილობიანი ხოლო ჩემთან ნამდვილი ნაგავი იყო მწარე ენით...
თვალები რომ გავახილე უკვე ეზოში ვიყავით.. მანქანის გარედან ნაცნობი ხმა მესმოდა ყურებში ... კარები გავარე და დედაჩემის დანახვაზე ტირილს ვუმატე...სირბილით წავედი მისკენ და გულში ჩავეხუტე..
– დეეე, გემუდარები არ დამტოვო აქ რა გემუდარები დედააა.– მთელი ხმით და გულით ვტიროდი, არავინ იცოდა როგორ მტკიოდა ახლა.. დედიკო წამიყვანე აქედან, გეხვეწები , მოვკვდები აქ დედა.... დედაჩემი გულში მიკრავდა და თმაზე მეფერებოდა.
– იქნებ რამოდენიმე დღე წამეყვანა გაგა, დამშვიდდება ყველაფერს ავუხნი..– ძლივს გაბედა დედაჩემა თქმა და გაგას გახედა..
– ქალბატონო თამარ მე თვითონ ავუხსნი ყველაფერს.. მინდოდა ჯერ ყველაფერი გამეკეთებინა და სიმართლე მერე მეთქვა, მინდოდ ა ყველაფერი ლამაზად მომხდარიყო , ამან კი რაც გააკეთა ხო ნახეთ, ექვსი თვე ვემზადებოდი მისთვის სიყვარულის ასახსნელად და ფეხებზე დამიკიდა.. ქეთო ჩემი ცოლია და დღეიდან ამ სახლში იცხოვრებს...
– როგორც გინდა შვილო... ტირილით გასცა დედაჩემა პასუხი და მამაჩემს გახედა..
წელზე ხელი მომხვია და სახლისაკენ წამიყვანა, მთელი ძალით ვუძალიანდებოდი მაგრამ ისე ვყავდი დაჭერილი ვერაფერს ვახერხებდი.... ამაოდ ვეხვეწებოდი ხელი გაეშვა.. ახალი ოჯახის წევრები უკვე მელოდნენ, ჩემს დანახვაზე პირი დააღეს, ტირილისაგან დასიებული თვალები. გაწეწილი თმები, ჯინსი და კედები ალბად საოცარი დასანახი რძალი ვიქნებოდი... გაგამ პირდაპირ სავარძლისაკენ წამიყვანა და ჩამსვა, ბელას ჭიქა წყალი სთხოვა და ოჯახის შუაში ჩადგა.. გულის რევის შეგრძნება მქონდა მის დანახვაზე, თავი მართლა მეფე ეგონა ისე იდგა წელში გამართული, თავზე გვირგვინი და ხელში კვერთხიღა აკლდა..
– რა ამბავია შვილო,– გაოცებულმა კითხა მამამისმა და ჩემსკენ წამოვიდა. რა დაემართა ამ გოგოს ასეთი.. გაგა ამიხსენი–თქო..
– არაფერია მამა, დამშვიდდი.. მე მგონი აქ სიმართლე მხოლოდ მე და შენ და ქეთოს მშობლებმა იციან... ქეთო ჩემი ცოლია.. ოფოციალური ცოლია ასე რომ პატივისცემას მოვითხოვ თქვენგან ....მის სიტყვებზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ისე ამბოდა ოფიციალრი ცოლიაო ვონმეს ეგონებოდა ხელის გულზე ვყავდი ნატარები..
– რანაირადაა შენი ცოლი შვილო, როდის მოიყვანე? გაგა ეს რა ქცევაა– გაბრაზებული ჩაერთო ქალბატონი მერი..
– დედა ეს დიდი ამბავია მერე აგიხსნი, ახლა რაც მინდა გაიგოთ მხოლოდ ისაა რომ ქეთო ჩემი ცოლია და მორჩა. მერე გაღიმებულმა გამომხედა და ისევ ბელას სთხოვა ოთახში ავეყანე..
ფეხებს ძლივს მივათრევდი... გული მეპარებოდა, მამაჩემს გავხედე და მიხვდა როგორ ცუდად ვიყავი, გულში ჩამიკრა და შუბლზე მაკოცა , ჩუმად მეჩურჩულებოდა ყურში „ ქეთო მამიკო, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, გაგას ხვალ დაველაპარაკები, მხოლოდ ერთს გთხოვ მის ნერვებზე არ ითამაშო, რაც უფრო გაუგებ უფრო მეტ თავისუფლებას მოგცემს შვილო“
მეორე სართულზე მდებარე უზარმაზად საძინებელში შემიყვანა ბელამ და საწოლზე ჩამომიჯდა...
– ქეთო , რატომ არ მითხარი თუ ჩემი ძმა და შენ შეყვარებულები იყავით..
– გგონია ვიცოდი? გგონია ეს ყველაფერი ვიცოდი ბელა? მეც დღეს გავიგე, გავიქეცი , შენმა ცხოველმა ძმამ კი მიპოვა და ძალით მომათრია აქ, გემუდარები დამეხმარე..
– მოიცადე, რას ამბობ, არ იცოდი ? აბა მისი ცოლი როგორ ხარ ?
– რაღაცაზე მომაწერინეს ხელი, მითხრეს საჭირო თანხაა ბიზნესისათვისო, გამასულელეს ბელა, გეხვეწები დამეხმარე რა, უთხარი შენ ძმას გამიშვას ...
– სულ გაგიჟდა ეს ბიჭი, ისე ლაპარაკობდა შენზე მეგონა მართლა უყვარდი, ეს რა თამაშია, ვის გაუგია სხვისი ბედით თამაში...
– ეს რანაირი ბედია ბელა, რანაირი... მარტო რომ ტკივილი მოაქვს .. არა ეს ბედი არაა, გაგა ჩემი ბედი არ შეიძლება იყოს, ეს ადამიანი იმდენად ცივი და ამაზრზენია რომ აშკარად ჩემს ბედს იქითაა...
– კარგი დამშვიდდი ნუ ტირი, რამეს გავაკეთებ...
რამოდენიმე წუთში ოთახში დიმა შემოვიდა და ჩემს წინ ჩაიკუნტა..
– არ ვიცი რა გითხრა ქეთო. ძალიან ვწუხვარ იმის გამო რაც მოხდა... ასე არ უნდა მოქცეულიყავი... გაგას არ ვამართლებ და ეს მანაც კარგად იცის. მაგრამ გაქცევა არ იყო კარგი გამოსავალი, ხომ იცოდი რომ მაინც გიპოვიდა ქეთო....
– გეხვეწები დამეხმარე რა– ამ ცხოველთან ვერ დავრჩები, დიმა, გთხოვ, ამასთან ვერ ვიცხოვრებ არ შემიძლია.. როგორ შემიძლია მისი ცოლი ვიყო როცა სხვა მიყვარს...
– არ გაბედო გესმის? გაგასთის მაგისი თქმა არ გაბედი , თორემ არ იცი რას გააკეთებს, შენი თავი თუ არა ის ბიჭი მაინც დაინდე გოგო. ვერ დაინახე რომ ძლივს გადავარჩინე ციხეს.. გინდა რომ მოკლას? ქეთო იაზროვნე შენ ხომ პატარა არ ხარ?!
– მიკვირს ასეთ კარგ ადამიანს ასეთი ცხოველი ძმაკაცი რომ გყავს..
– გაგა ცხოველი არაა, შენ მას საერთოდ არ იცნობ, შენ მისი ნამდვილი სახე არ იცი როგორია და ამას იმიტომ ამბობ.. მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ძმა ბედნიერი იყოს, რომ მას არ ვაწყენინო, მე ჩემს ერთადერთ სიყვარულზეც ვიტყვი უარს... – დანანებით თქვა დიმამ , ჯერ ბელას შეხედა და მერე მე... ახლა წავალ დაწექი შენ, დაიძინე, იმ გიჟს არ დაელოდო, ჯობია გეძინოს ქეთო.. მანამდე მიდი შხაპი მიიღე, უკეთ გახდები, ამაღამ მეც აქ ვრჩები, ნურაფრის შეგეშინდება გაგა ცხოველი არაა, ხელზე მაკოცა და ოთახიდან ორივე ერთად გავიდა...
**
უკვე შუადღე იყო რომ გამომეღვიძა, გაგას ჩემს გვერდით ეძინა. ნახევრად გაეხადა ტანზე, შარვლით იწვა.. მისი შშველი სხეულის დანახვაზე შევკრთი...დაკუნთული ხორბლისფერი კანი , საოცარად მიზიდავდა... ძლივს გადავყლაპე ნერწყვი და ფეხიშველი შევედი სააბაზანოში.... მყარად მქონდა გადაწყვეტილი .. წყალი მოვუშვი, და იქვე დადებულ ბრიტვას დავტაცე ხელი... რამოდენიმე წამის განმავლობაში ვფიქრობდი როგორ გადამეჭრა ვენები.. ახლა ვხვდები რომ ეს ყველაზე რთული მომენტია ადამიანის ცხოვრებაში, ადგე და შენივე სიცოცხლეს მოუღო ბოლო.. ხელი მიკანკალებდა... თვალები დავხუჭე და ბრიტვა ხელზე დავიდე, ღრმას ვსუნთქავდი გული ისე მიცემდა მალე საგულედან ამომვარდებოდა.. ის იყო საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე რომ უეცრად ვიგრძენი როგორ ჩამარტყა ვიღაცამ ხელში.. თვალები გავახილე და ფეხზე წამოვხტი... მკლავში ხელი მაგრად მომიჭირა გაგამ და ოთახში გამიყვანა, მთელი ძალით მომიქნია საწოლზე და თავზე სულთამხუთავივით დამადგა. ორი თითით ნიკაპი ამიწია და მკვლელის თვალებით ჩამაშტერდა.
– ის არ იკმარე რომ იმ ახვ**თან ერთად გაიქეცი, ამაზე ლაპრაკს გადავურჩი, ახლა გინდა თავი მოიკლა და ამაზე ალაპარაკო ხალხი გოგო??? ისე მეგონა უფრო ჭკვიანი იქნებოდი, და შენ საერთოდ არ გქონია ჭკუა, როდის იყო ქალები ჩემნაირი კაცისათვის თავს იკლავდა...– იმდენად დააჯერებლად მითხრა რომ მეც კი შემეცოდა ჩემი თავი მოსაკლავად..
– მართალი ხარ. ნაგვების გულისთვის სიცოცხლეს არ უნდა მოუღო ბოლო...
– მართალი ხარ, მეც მაგას გეუბნები.. ახლა ჩემი ცოლი ხარ.. და ისე მოიქცევი როგორც მე გეტყვი.. რადგან აღარ გეძინება.. შეგიძლია საქმეს შეუდგე... ხელები გამომიშალე ერთი– სიცილით მითხრა და ტუჩები ისე გამობერა წინ ახლა რომ მოდაშია სურათის გადაღებისას, გაკვირვებულმა ავხედე და ხელები გავუწოზე.. ლამაზი ხელები გქონია, ჩაიცვი და დაბლა ჩამოდი შენს ხელებს სქმე უნდა გამოვუძებნო...
– არ მესმის რას ამბობ..
– ჩაიცვი და ჩამოდი –თქო,, ჯერ საქმეს გააკეთებ, მერე შენს სახლი წავათ ტანსაცმელს მოვიტანთ...
– არსად ჩამოსვლას არ ვაპირებ, საქმეს შენ თვითონ აკეთე...
– ქეთევან ნუ ეცდები წყობიდან გამომიყვანო, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. ამ ჯერად ვერავინ და ვერაფერი გიშველის...
– საინტერესოა რას მიზავ, ჩემზე ძალას იხმარებ?
– გულიანად გადაიხარხარა და მხრებზე ხელები დამაწყო.. ხომ გითხარი როგორც ქალი არ მაინტერესებ–თქო..ფერმკრთალი ხარ და სულაც არ ხარ მიმზიდველი...
– ნამდვილი ნაგავი ხარ, თუ შენი ცოლი ვარ წესიერად მელაპარაკე რა..
– ოხ ამ გახსენებაზე ეს კარგი რაღაც შემახსენე, ჩემი ცოლი ხარ, მიდი სამზარეულოში ჩაცუნცულდი და კვერცხი შემიწვი...
– მე???– გაოცებულმა ავაფახუნე თვალები.
– მე რა თხა ხარ???, შენ აბა მეზობელს ვთხოვო ? ცოლი ვარო, ასე ნუ მელაპარაკებიო, ხოდა აი როგორ თავზიანად გთხოვს ქმარი რომ საუზმე მოუმზადო..
– მე მართლა არ ვიცი გაგა... არ ვიცი გამომივა თუ არა.
– ცადე, ერთხელ არ გამოგივა მეორედ გამოგივა, ყველაფერი სწავლითაა აბა როგორ.
– მოგწონს რომ მამცირებ??– თვალები ცრემლებით ამევსო და საწოლზე დავჯექი...
– დამცირება არაა ქმარს საჭმელი მოუმზადო. და თუ შენ ასე თვლი ეს შენი პრობლემაა, შენი ხელები ამდენი კრემებისაგან უკვე პრიალებს...დროა ცოტა ოჯახის საქმესაც მიეჩვიოს..
– აუტნელი ხარ , გეფიცები აუტანელი კაცი ხარ..
– რას მელაპარაკები რამე ახალი მითხარი ქეთო... ათ წუთში სამზარეულოში იყავი თორემ ამოვალ და იცი რაც მოხდება– სიცილით მომაძახა და პერანგის ღილების შეკვრით გავიდა..
**
ტანზე სწრაფად ჩავიცვი და სამზარელოში შევედი, გაგა სკამზე ფეხებ აკეცილი იჯდა და მელოდებოდა, წინ ყავით სავსე უზარმაზარი ფინჯანი ედგა და ჩემს ჯინაზე რუპავდა..
– ყავა გინდა?– ისე მკითხრა დავეჭვდი რა მეპასუხა, მოტყეება ვერ ვიკადრე და ტავი დავუქნიე.. ხოდა მიდი მერე გაიმზადე რას მიყურებ ეე.– სიცილით მითხრა და მაცივარზე მანიშნა დაპირებული კვერცხი იქ დევსო..
– არ ვიცი მე ამის გაკეთება, დასჯილი ბავშვივით ვუთხარი და კვერცხით ხელში დავდექი მის წინ..
– ისწავლე. წარმოიდგინე რომ საყვარელ ქმარს საუზმეს უმზაებ ქეთო...
– საყვარელი რო იყო იქნებ მესწავლა კიდეც– ჩემდა უნებურად ვუთხარი და უეცრად მე თვითონვე შევკრთი..
– მაშინ ცხოველ და აუტანელ ქმარს მომზადე საუზმე მალე– მთელი ხმით მიყვირა და ფეხზე წამოდგა... ყვირილზე ბელა შემოვარდა და გაგას მკლავში მოქაჩა რა გაყვირებსო...ჩემ ცოლს ვასწავლი როგორ უნდა შეწვას კერცხი ბელუსი, პრობლემააა???? როგორც ჩანს კიდევ ბევრი რამის სწავლა მოუწევს ამ ახალგაზრდას..
– გაგა საკმარისია, შეეშვი ამ გოგოს, ცოდოა, ვერ ხედავ როგორ თრთის? კარგი რა რო არ გიცნობდე უსინდისო ვიყო ვიფიქრებდი რომ მართლა ცხოველი ხარ...
– შენ არ იცი ბელა თორემ მე დიდი ხანია ცხოველი ვარ..
– ასე არაა, არაააა. – ხმამაღლა უყვირა ძმას და თვაალები დაბრიალა, არავის ნდომებია ცხოველი ყოფილიყავი და არც ახლა უნდა არავის. თუ შენი ცოლია პატივი ეცი ისე როგორც ჩვენ მოგვთხოვე, და მანამდე სანამ ამ ოხერ კვერციხ შეწვას აიძულებ, სახლში წაიყვანე და ტანსაცელი წამოღე, ვერ ხედავ როგორ აცვია??
– ნერვიულად მოისრისა შუბლი და მერე ნიკაპი გაგამ , ბელას ანიშნა ოთახიდან გადიო..მერე ჩემსკენ წამოვიდა, ხელში შეყინლი კვერცხი გამომართვა და ხელები დამბანა.... შეგაშინე ვიცი, მხოლოდ იმას გთხოვ რომ ცოლობა გამიწიო ქეთო.. მხოლოდ ამას...
– ყველანაირად?– იმდენად მოულოდნელი იყო ჩემი კითხვა მისთვის რომ გაშრა..
– რას გლისხმობ ამაში? გაინტერესებს სიტყვა ყველანაირში შევა თუ არა ჩემთან სექსი???
– კარგად მიხვდი...
– და შენ როგორ გგონია შევა ამ ყველაფერში სექსიც??
– თუ შენს ხასიათს გავითვალისწინებ შევა, და ალბად პირველი ადგილიც ეკავება..
– კიდევ შეცდი ჩემში, არ შევა, ჯერ –ჯერობით მაინც..მერე ვნახოთ რა როგორ იქნება.. ხო მართლა უმჯობესია კარგად მოიქცე, და არ ეცადო ჩემი ნერვების დწყვეტა, დღეიდან მე და შენ მარტოები ვიცხოვრებთ..
– ეს როგორ ? დანარჩენები სად მიდიან?
– სხვა სახლში, ეს სახლი მხოლოდ ჩემი და ჩემი ერთადერთი ცოლის განკარგულებაშია, – ორინიით მითხრა თავზე მაკოცა და წელში გამართლი აყვა კიბეებს თან ხელით მანიშნა წამოდიო,ისე რომ უკან არც კი მოუხედავს...

**
სახლში ერთი უბრალო ნივთიც კი არ დამიტოვებია, ჩემს მშობლებზე გაბრაზებულმა მათთან გაჩერება არ ვინდომე და სწრაფად დავბრუნდი გაგასთან ერთად... ჩემოდნების ამოლაგებას მთელი დღე მოვანდომე, ფეხზე ვეღარ ვიდექი .. ძალა აღარ მქონდა, უძილო და გადაღილი ვიყავი, თითქოს ეს ყველაფერი არ მეყოფოდა რომ გაგამ მაინც შემაწვევინა კვერცხი და ყოველ ნახევარ საათში ყავას მადუღებინებდა... ვიცოდი ასე ჯინაზე მექცეოდა, უნდოდა ნერვები ბოლომდე ამთხროდა, ჯერ კიდევ შემეძლო სიმშვიდე შემენარჩუნებინა..
საწოლის ბოლოზე ჩამოვჯექი და გადავწექი , თვალების სახუჭვას და გაგაზე ფიქრების შორს გაყრას ვაპირებდი ჩემი ერთიბეწო თავიდან რომ გაგას მხარეს პატარა სადგამდე დადგმულმა გოგონას სურათმა მზერა მომწყვიტა...
ფეთიანივით წამოვხტი და სურათის ასაღებად დავიხარე.. საოცრად ნაზი და სიფრიფანა ნაკვთები ქონდა, ზუსტად ჩემნაირი ლურჯი თვალები და წაბლისფერი თმები... არაფრის მთქმელმა აზრებმა დამიწყეს თავში ტრიალი ....
– ახლა გასაგებია, ხმამაღლა და გასაგებად დავუწყე ჩემს თავს ლაპარაკი, ეს გოგო ფერებში მგავდა, ახლა ვხვდებოდი რატომ მომიყვანა ცოლად და რატომ მსჯიდა მე ასე, ალბად იმიტომ რომ მარიამი მოუკლეს მე კი ცოცხალი ვიყავი,, ამიტომ შურს ძეობდა ჩემზე ... ხმამაღლა ვიცინობი ჩემს თავზე, ჩემს ბედზე და ჩემს ცხოვრებაზე...სურათი იღლიაში ამოვიდე და კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე... დავინახე როგორ საუბრობდნენ რაღაცაზე გაგა და დიმა ეზოში.. კაბინეტში შევედი და მაგიდაზე დადებულმა ვისკიმ მზერა წამართვა. ლოთივით მიკანკალებდა ხელები... ჭიქა ბოლომდე ავავსე და მოულოდნელად შეკვრთი როცა კედლიდან იგივე ადამიანის სურათი მიმზერდა... მოთმინების ფიალა გამიწყდა... ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. ბოლოს ვიგრძენი როგორ ამერია თვალებში ყველაფერი, თავშიც რაღაცა რიგზე არ იყო... სურათს ხელი დავავლე და მისაღებში გავედი.... ფეხი მერეოდა... კიბებზე ასვლას ვაპირებდი რომ გაგა და დიმა სახლში შემოვიდნენ და გაოცებულებმა შემომხედეს..
– ქეთო გაემზადე მივდივართ– მშვიდად მითხრა და ჩემს ხელებზე გაეყინა მზერა... მივხვდი რომ მალე ვულკანივით აფეთქდებოდა და მეც ეგ მინდოდა..
– უი, რას უყურებ ძვირფასო ქმარო, მარიამის სურათს??
– შენ რა დალიე გოგო, მთვრალი ხარ?– ჩემსკენ წამოვიდა და სურათის წასართმევად წამოიღო ხელი მაგრამ ზურგს უკან დავმალე და გავუღიმე...
– არ მოგცემ, უნდა ვნახო ერთი ვინაა ეს მარიამი ასეთი, ასე რომ მგლოვობ.. მითხარი ძალიან გიყვარდა?
– საკმარისია ქეთო, სურათი ადგილზე დადე და დაიძინე– მშვიდად მითხრა დიმამ და გამიღიმა..
– ნწუ, არა–თქო, მითხარი ერთი მარიამის სიკვდილი ასე ძალიან რატომ გეტკინა? ვინ იყო შენი ეს გოგო?? ცოლად ამიტომ მომიყვანე რომ ეს გოგო მგავს? ამიტომ მტანჯავ ასე რომ მე ცოცხალი ვარ და შენი მარიამი მკვდარია?? იქნება ასეთი უგულო და ბოროტი რომ ხარ, იმიტომაც წაგართვა ღმერთმა შენი მარიამი... გიყვარდა არააა? მეც მიყვარდა, მეც მიყვარდა და ახლაც მიყვარს მაგრამ მის გვერდით ვერ ვიქნები, აი შენც ხომ არ გყავს მარიამი გვერდით.... ალბად საჭირო იყო და იმიტომ გამოგაცალა უფალმა– კბილებში გამოვცარი და გაგას თვალებში ჩავაშტერდი... ახლა პირველად დავინახე გაგას თვალებში არანორმალური მხეცი,, ცხოველივით მომვარდა ზედ და ორივე ხელი გადამიგრიხა, ძალით გამომგლიჯა სურათი და სახეში მაგრად მოქნეული სილა გამაწნა...
– არ გაბედო მარიამზე რამის თქმა თორემ მოგკლავ.... ცალი ხელი ყელში წამიჭირა და რომ არა დიმა ნამდვილად მომკლავდა..
– საკმარისია გაგა, გეხვეწები გაუშვი..
– სიკვდილის ღირსი არააა? რაებს ბაზრობს დიმა აზრზე ხარ?რას იძახის ხვდება მაინც?? მიდი ეხლა მალე ოთახში აეთრიე გოგო და თვალებში არ გამეჩხირო თორემ ხერხემალში გადაგამტვრევ.... პირზვე ავიფარე მაგრად ხელები და საძინებელში გიჟივით შევვარდი...
– სიმართლე უთხარი გაგა, ცოდოა. ძალიან მეცოდება, უთხარი მარიამის შესახებ სიმართლე მოუყევი...
– სიმართლე დიმა? სიმართლე ისაა რომ არარაობა ვარ, ამას არც მოყოლა და არც თქვა არ სჭირდება...
**
შუაღამისას თავის ტკივილმა გამომაღვიძა... პირიც მიშრებოდა. გაგა ჯერ კიდევ არ იწვა, საათი ღამის ხუთს უჩვენებდა. ტანზე ხალათი შემოვიცვი და კიბეებზე ჩავედი... ხეივნის ქვეშ იჯდა და ეტყობოდა რაღაცაზე ფიქრობდა. მაცივრიდან ცივი მინეალური წყალი გამოვიღე და ეზოში გავედი.. ჩემმა ნაბიჯებმა შეაკრთო...
– რატომ არ წვები?– რაც შემეძლო მშვიდად და თბილად ვკითხე და მხარზე ხელი დავადე... მხარი ამიქნია იმის ნიშნად რომ ხელი ამეღო... გაგა წამოდი დაწექი, გვიანაა უკვე... გვერდით მივუჯექი და მისი სახის დანახვაზე გული ნაწილებად დამეფლითა.. ალბად ამაზე მეტად განადგურებული სახე ვერ ექნება ადამიანს ვიდრე გაგას ქონდა.. წინ ჩემი დარჩენილი ვისკი ედგა და ბოთლიდანვე სვავა..
– ახლა კმაყოფილი ხარ? ხო ხედავ რომ ტირილიც შემძლებია, ხო დამინახე დასუსტებულიც, ბედნერი ხარ?– გამწარებულმა მომახალა და ადექიო მანიშნა..
– მარიამის გამო ხარ ასე? მაპატიე.. მარიამი...– სიტყვის თქვა ვერ მოვასწარი რომ ფოცხვერივით წამოხტა მაჯაში ხელი მტაცა და კაბინეტამდე სირბილით შემიყვანა.
– ხო მარიამის გამო ვარ ასე, ესაა ის მარიამი მე რომ მის გამო სიცოცხლეს დავთმობდი, ეს იყო ადამიანი იყო რომელიც ჩემს სულს უგებდა ქეთო, გულს კი არა....
– მე არ მინდოდა...
– არა მისმინე..... მკლავში მაგრად მომიჭირა ხელი და მისი თვალებიდან გადმოცვენილი ცრემლები ხელებზე დამეცა.. მე და მარიამი ერთ დღეს, ერთ წელს და ერთ რიცხვში ერთი და იგივე საავადმყოფოში დავიბადეთ... მე და მარიამი გვერდიგვერდ ვიწექით... მერე როცა გავიზარდეთ და ერთმანეთს დაგვაშორეს, შუაღამეს ჩუმად გავრბოდი იმისათის რომ ჩემი მარიამისათის ლოყაზე მეკოცნა.. მეთქვა რომ ის ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო და იყო.. მე და მარიამი ერთნაირად ვხედავდით კარგს და ცუდს... ჩვენ ერთი მეობა გვქონდა, ერთი სურვილი, ერთი გული, მარიამმა ყოველთვის იცოდა რა მიხაროდა მე და მე მუდამ ვიცოდი რა სტკიოდა მარიამს.... იმ ავბედით დღეს როცა ჩემი და, ხელებში ჩამაკლეს მხოლოდ და კი არა ჩემი მეობა დავკარგე... იმ დღის მერე ობოლი ვარ.. მხოლოდ მარიამს ესმოდა ჩემი გესმის?? მხოლოდ მარიამს ვუყვარდი ისეთი როგორიც ვიყავი ქეთო.... ჩემი მარიამი ერთადერთი იყო ამ ქვეყანაზე და ის აღარასოდეს განმეორდება... როცა ცუდად ვიყავი მარიამი მეჯდა გვერდით... მაშინაც იგრძნო საფრთხე ჩემზე ადრე მივიდა. ჩემი მოკვლისათვის გამიზნული ტყვია მოხვდა, ჩემმა მარიამმა ჩემს ხელში დალია სული... ჩემი მარიამი მხოლოდ ჩემი იყო... იმ დღეს მხოლოდ ტყუპის ცალი კი არა ცხოვრება მომიკლეს, იმედი მომიკლეს.. სისხლი გამომიწურეს.... იმ დღეს ცხოვრებამ არარაობად მაქცია.. იმ დღეს დავკარგე ყველაფერი, არავის ისე არ ყვარებია ჩემი მარო როგორც მე მიყვარდა..
– ცრემლებს ვერ ვიკავებდი..– მაპატიე გემუდარები, სულელი ვარ, აუტანელი გოგო ვარ. ვიფიქრე რომ მარიამი შენი შეყვარებული იყო...
– ახლა იცი რომ მარიამი ჩემი და იყო, ახლა ისიც იცი რომ დის მკვლელი ვარ.. ჩემი ერთადერთი გამგები დის.... – ორივე ხელით დაეყრდნო მაგიდას და ხმამაღლა დაიწყო ბღავილი... მთელი ძალით ჩავეხუტე და დავინახე როგორ მოდუნდა, როგორ მოლბა ჩემს მკლავებში და პატარა უსუსურ ბავშვად იქცა.. (7)скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი terooo

თუუკააა...
ეს გოგო ნერვებს მიშლის...
ეს ბიჭი კი პარიმატია...
არც ერთი ადამიანი არ ფასდება და გასასამართლებლად არ კმარა ის ხასიათი რასაც ბატონი გაგა სჩადის.
ტკივილი საბუთი არ არის ქცევისა თუ რა შეგემთხვა

 



№2 სტუმარი სტუმარი maia

es nawarmoebi wakitxuli maqvs mavram axla ufdo didi tavebi devs .kargia magram axali daweret ra .veli axal istoriebs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent