შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედს იქით (ნაწილი3)


2-11-2017, 12:17
ავტორი თუკა
ნანახია 4 244

ბედს იქით (ნაწილი3)

ნაწილი მეთხუთმეტე
შიშისაგან ხელ–ფეხი ამიკანკალდა, გაგას ზურგს უკან ამოვეფარე და თავი დავხარე, მეშინოდა.. საშინლად მეშინოდა იმის რაც შეიძლებოდა აქ მომხდარიყო..... დათომ გამბედაობა გამოიჩინა და ლევანთან რაც შეიძლება ახლოს მივიდა.. ხელკავი გამოსდო და ეზოშ გაყვანა დაუპირა რომ გაგიჟებული შემოტრიალდა ლევანი, პირდაპირ მაგიდისაკენ წამოვიდა და გაგას წინ დაუდგა...
– გაინტერესებს რა მოხდა იმ ღამე გურიაში? რატომ არ კითხე შენს ცოლს იმ ღამის შესახებ...
– იმ ღამეს არაფერი მომხდარა და ეს ორივემ კარგად ვიცით...
– ასეა, მე არ ვამტკიცებ ამას რომ ის ჩემთან იწვა.. მე არ მივეცი ამის უფლება.. ქეთოს სურვილი ქონდა ამის, როგორ გონია რატომ? რატომ მეხვეწებოდა მასთან დავწოლილიყავი ერთხელ მაინც კითხე? მიდი კითხე ბატონო გაგა, კითხე შენს ცოლს რატომ მეფერებოდა, რატომ მახრჩობდა კოცნით და ალერსით...
– ხმა ჩაიწყვიტე , გეტყობა საკმარისი არ მოგხვდა შენ , კარგად ვერ გცემეს.. მადლობა თქვი იმ შემთხვევის გამო რომ ცხვირ–პირი არ დაგალეწე, მოდიხარ და თავი კაცი გგონია? გგონია ასეთ სისაძაგლებს თუ იტყვი დაგაფასებენ?არ არსებობს მიზეზი რის გამოც ქეთოსთან მაჩხუბებ ლევან. მე არ ვარ თვრამეტი წლის ბიჭი, რომელიც უაზრობაზე ეჭვიანობს და შუძლია შეყვარებული მიატოვოს, კარგად მავს გააზრებული ყველაფერი, კი ქეთო პატარაა მაგრამ მე დიდი ვარ. ახლა კი სანამ წყობიდან არ გამოვსულვარ წადი..
– არა... არსად არ წავალ... მინდა სიმართლე თქვას, მინდა მოგიყვეს როგორ მეხვეწებოდა იმ ღამეს ერთად გავიპაროთო, როგორ დამირეკა შუაღამისას .. ათქმევინე მიდი.. შენ ხო საქვეყნოდ ცნობილი შამანაური ხარ...პატივსაცემი ბიზნესმენი, რომელმაც მსოფლიო გააოცა, ალბდ შენი ცოლიც ასევე გაგაოცებს... მოულოდნელად მტაცა მკლავში ხელი და გვერძე დამიყენა.. გაგას ავხედე, სახეზე ირონია გამოსახვოდა, მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა, ორივე ხელი ჯიბეებში ჩაეწყო და მშვიდად უსმენდა ლევანს.... უთხარი შენს ქმარს სიმართლე...
– არ მესმის რაზე მელაპრაკები..და საერთოდ არ მესმის რისთვის მოხვედი აქ? რას გადამეკიდე ადამიანო?
– რას გდაგეკიდე? გოგო მთელი უნივერსიტეტის და სოფლის დასაცინი გამხადე, და ახლა მეუბნები რომ გადაგეკიდე? მაშინ კარგად მხსნიდი სიყვარულს..
– ლევან ასე ნუ დაეცემი გთხოვ, ასე ნუ დაკარგად კაცობას.. მე შენ გითხარი რომ შეცდი, ბოდიში მოგიხადე.. პირველი ნახვისტანავე შემიყვარდა გაგა, მაგრამ თავს არ ვუტყდებოდი, შენში გამოსავალი დავინახე..მაპტიე...
– ესეიგი გამოსავალი ვიყავი არა? შენაირ ქალს ქალი ქვია? იცი შენნაირ ქალებს რა ეწოდება? ბო.. სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო რომ გაგას მოქნეული მუშტი სახეში მოხდვდა და იატაკზე დაეცა...
– გაგაფრთხილე, სანამმშვიდად ვარ წადი თქო,, არასოდეს გაბედო ჩემი ცოლის შეურაწყოფა, ამის უფლება არავის აქვს.. ასე რომ სანამ უარესად მიცემიხარ წადი.. დავით გაიყვანე ეს აქედან რა...
– წავალ, ოღონდ იცოდე, შენი ცოლი ისეთი არაა შენ რომ გგონი....

ცრემლებით სავსე თვალებით ავხედე გაგას და სირბილით ავედი კიბეებზე.. ყველა ხვდებოდა სინამდვილეში რაც ხდებოდა, მაგრამ ყველა დუმდა.. ბოლოს თორღვამ მამაშვილურად დადო მხარზე ხელი და დაჯექიო ანიშნა..
– ეს ყველაფერი ჩემი ბრალია.. მე ვაიძულე ქეთო.... დარწმუნებული ვარ, ქეთოსთის ხელი ძალით რომ არ მომეწერინებინა გაგა მას ისედაც შეუყვარდებოდი.. ის სულ პატარაა, ახაი გარემო, ახალი ხალხი, ყველაფერი შეუცვალა მის გარშემო...
– გასაგებია ბატონო თორღვა, ახლა უფლება მომეცით ჩემს ცოლს ცალკე დაველაპარაკო....
**
მესმოდა როგორ ამოდიოდა კიბეებზე, მძიმე და ნელი ნაბიჯებით..არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა მისთის... ახლა პირველად მეშინოდა საკუთხარი ქმრის.. შემოვიდა თუ არა მკლავში ხელი მტაცა და სააბაზანოში შემიყვანა, მივხვდი ჩხუბს აპირებდა და არ უნდოდ დანარჩენებსაც გაეგოთ ხმა..
– ესეიგი ლევანს ეხვეწებოდი რომ შენტან სექსი ქონოდა არა?
– არა მისმინე ასე არაა, მე აგიხსნი, ძლივს ამოვიკნავლე და ზურგი ვაქციე... სარკეში ვხედავდი მის გაავებულ სახეს,, ვგრძნობდი რომ საშინლად იყო გაბრაზებული, რომ ამ წუთებში შეეძლო მოვეკალი კიდეც...
– ამიხსნი, აბა რას იზავ ამის დედა მოვ***ან, ჩემი ცოლი სხვას სთხოვდა დაწოლა, ესე გაგიჭირდა გოგო? ჩემს შეხებაზე სანთელივით დნებოდი, და იმასთან დიდი გული გქონდა? მაგრად მომიჭირა ხელი მკლავზე და ტკივილისახან ხავილი აღმომხდა...გეტკინა არა? მეც ესე მეტკინა, როცა ამდენი ხალხის წინაე მიწასთან გამასწორე.
– გაგა ასე არააა. დამიჯერე.. აგიხსნი , მაშინ გავიქეცი, შენს წინააღმდეგ წავედი, მეშინოდა რომ რაიმეს მავნებდი, მეგონა თუ ლევანთან დავწვებოდი
– გეგონა ეგ გამოსავალი იყო?? შენ უკვე ჩემი ცოლი იყავი....– ბოლო ხმაზე მიღრიალა და მუშტი სარკეს დაარყა, წამში ჩამოიშალა სარკე იატაკზე და ნამცეცებად მიმოიფანტა,,, ხელიდან სისხლი სდიოდა...
– გაგა ხელი მაჩვენე, გტკივა?
– ხელი არა , სული მტკივა.... ქალი რომელიც ასე შევიყვარე... სხვა ყოფილა.. მეგონა შენთვის რამეს ნიშნავდა პირველი ღმე, პირველი მამაკაცი , და ამიტომ დავიხიე უკან, თორემ თვითონ იცი შანსი რამდენჯერ მქონდა, და უფლებაც.... მაგრამ მე არ ვიკადრე... ლევანი მართალია.. უკანასკნელი ქალივით მოიქეცი ქეთო... თვრამეტი წლის გოგო რომელიც ასე სთხოვს კაცს მასთან დაწოლას რა უნდა იფიქრო მასზე???
– ასე ნუ ამბობ. მე ხომ არ ვყოფილვარ მასთან....
– არ ყოფილხარ იმიტომ რმ მან გითხრა უარი... ის ნამდვიი კაცი ყოფილა, ხელი არ გახლო.. არ ვიცი რა ვტქვა, შეურაწყოფილი კი არა განადგურებული ვარ..ალბად მოგისწარი თორემ მასთან გაატარებდი უამრავ ღამეს...წადი ..– ძალა გამოცლილმა მითხრა და ზურგი მაქცია....
– მაგდებ? გემუდარები ასე ნუ მომექცევი...
– ქეთო, წადი. სანამ კიდე რამე მიკადრებია....წადი...
– გაგა ჩვენ სულ ახლახანს ვიქორწნეთ. ჩხუბი ხომ ყველას მოსდის...
– ეს ჩხუბი არააა. მინდა რომ წახვიდე, მარტო მინდა ყოფნა.. შენს გარეშე.. არ ვიცი სად შევცდი.. ის ასე ძალიან რომ შემიყვარდი თუ იქ იმისგან რომ წამოგიყვანე... წამოდი ჩავიდეთ–
ჩუმად მითხრა და კარები გამიღიო გადიო,, სლუკუნით გავედი ოთახში და კარებს მივეყუდე, აუღელვებლად მივიდა კარადასთან და პატარა ჩემოდანი გადმოიღო... ჩააალაგეო მშვიდად მითხრა მეც დავემორჩილე.. მერე ჩემოდნის ელვა სწრაფად შეკრა და კიბეებზე ჩავიდა.. უკან ტირილით მივყვებოდი და ვემუდარებოდი არ გავეშვი.... ყველა წასულიყო ბელას სუფრის ალაგებაც კი მოესწრო... ჩემოდნის დანახვაზე დიმა გიჟივით მივარდა გაგას და ხელში სტაცა ხელი..
– რა ხდება ძმაო, ხო მშვიდობააა.
– ჩემოდანი იატაკზე დადგა და დიმას გაავებულმა ახედა... მშვიდობაა აბა რა.. ისეთი მშვიდობა მეტს რომ ვერ ინატრებს კაცი.. მერე ბელას გახედა ხელით ანიშნა მოდიო... ქეთო სახლში წაიყვანე..
– მშობლებს რა ვუთხრათ??
– არაფერი, უთხარი რომ მე ასე გადაწვყვიტე.... დროებით მაინც.. წაიყვანე სახლში....
– შენ რა გაფრინე ბიჭო?– საუბარში გაავებული ჩაერთო დიმა და მამას მხარზე ხელი დაკრა..გამო***დი? ცოლს უშვებ რომელიც სულ ორი დღეა მოიყვანე??? ხალხი რას იტყვის?
– ფეხებზე ხახი რას იტყვის, როდის მადარდებდა ხალხის სიტყვა რომ ახლა მადარდებდეს,, ცოლი ჩემია. რასაც გადავწყვიტავ ისე იქნება.. წაიყვანე...
– გაგა გთხოვ, ასე ნუ მომექცევი რა... გთხოვ.. არ მინდა წასვლა.. არ გამიშვა, მე ხომ არაფერი დამიშავებია გემუდარები... არ შემხებია....
– ჭკუიდან ნუ მწევ გოგოოოო– გაავებულმა მიღრიალა და მაგრად მომკიდა ხელები მკლავებში... ფეხებზე ცოლი რომეიც სხვას სტხოვდა მასტან სექსს. თქო გაიგე????? ნუ მაიძულებ ქეთო, უარესი გავაკეთო.... თორემ ამასაც ფეხებზე დავიკიდებ იცოდე.... წადი და როცა საჭიროდ ჩავთვლი მე თვითონ მოვალ შენთან.... შენ რომ თავიდანვე გყვარებოდი როგორც წერან თქვი, ამას არ გააკეთებდი... იქნებ ჯობია იმ სირთან წავიდე და მადლობა გადავუხადო იმიტომ რომ ჩემი ცოლი ქალიშვილი დატოვა.... ამის დედაც მოვტ***ან, ეს რა შარში გავყავი თავი.....
– კარგი, როგორც გინდა,, წავალ.. წავალ და იცოდე რომ მიყვარხარ.. და მე ცუდი არაფერი გამიკეტებია...
– მოკეტეე.... ამაზე მაშნ გეფიქრა იმას რო კოცნიდი და ეფერებოდი.. დიმა წაიყვანე ეს აქედან თორემ ჩემს ქცევაზე პასუხს აღარ ვაგებ უკვე......
**
მთელი ღამე აივანზე გავატარე... ვერაფრით ვიძინედი, რა დამაძინებდა როცა ასე მტკიოდა ყველაფერი.. არ ვიცოდი როგორ გამომესწორებინა დაშვებული შეცდომა... როცა მეგონა რომ ბედნიერება ხელში მეჭირა, მაშინ დამენგრა ყვეაფერი... მაშინ დავეცი მოცელით მიწაზე.... ჩემს გვერდით აღარ იყო კაცი რომელიც ასე სიგიჟემდე მიყვარდ. რომლის შეხებაზეც ვკრთოდი, ვდნებოდი.. სული მელეოდა... ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გამინადგურდა... ახლა ვბრაზოდი ჩემს თავზე, იმ დღეს ვწყევლიდი როცა ლევანს დავურეკე.. როცა მასთან ერთად გავიპარე...
მაგრამ უკვე გივან იყო.. ბედნიერების კარი ჩემთვის იმაზე მალე დაიკეტა ვიდრე წარმომედგინა, სულ რაღაც ორიოდე დღეში დამენგრა ოჯახი...
არ შემეძლო იმაზე ფიქრი რომ ვეღარ ვნახავდი.. მისი გაავებული სახე მხოლოდ იმაზე მიმანიშნებდა რომ ის არ მოვიდოდა ჩემს წასაყვანად, რომ მას არარ სჭირდებოდა ცოლი რომელაც დაამცირა, რომელმაც მისი სიამაყე შელახა..მაგრამ მე ის მიყვარდა მიუხედავად ამ ტკივილისა უფრო და უფრო მიყვარდებოდა... სული მიკიოდა მის გარეშე.. გვერდით დედაჩემის სითბო ვიგრძენი და ტავი მხარზე დავადე...ისე როგორც ბავშობაში რამის ტკენის შემთხვევაში ახლაც ავტირდი..
– ის მოვა დე, არ იტრო, აუცილებლად მოვა. გაბრაზებულია კაცებს ახასიატებთ მსგავსი საქციელი...
– არ მოვა დედა..არ მოვა.. მიმატოვა,,ვიცი რომ არ მოვა.. უკან არასოდეს დამაბრუნებს.. მის გარეშე მოვკვდები დედა.. დამეხმარე რა..მის გარეშე ვერ ვსუნთქავ, ძალა არ მაქ, გაგას გარეშე არაფერი ვარ.. მეშინია მის გარეშე...
– ასე ძალიან როგორ შიყვარე ქეთო...
– არ ვიცი, მართლა არ ვიცი, მსი თვალები , მისი ხელები ტუჩები.. მოვკვდები რომ მიმატოვოს მოვკვდები დედა.. ვერ გადავიტან....
– მოვაა, ის აუცილებლად მოვაა...
უკან მიბრუნებულ დიმას სახეზე ფერი ეცვალა, სახლი სავსე იყო სხვადასხვა ფასონის, ფორმის და წონის ქალებით.. განადგურებული სახით იჯდა გაგა და სახეზე ეტყობოდა როგორ სტკიოდა ქეთოს გარეშე ყოფნა....
– გართობა დასრულებულია.. დაიშალეთ.... ხმამაღლა იყვირა დიმამ და გაგას ანიშნა არც გაბედო ხმის ამოღებაო.. მერე ძმაკაცს გვერდით მიუჯდა და ხელი გადახვია... ახლა მე ვილაპარაკეთ და შენ მომისმინე.. ვიცი ეს რატომაც გააკეთე... ვიცი როგორ გკივა და შენს ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი, ჩვენს ძმბას გეფიცები არ გამტყუნებ გაგა, ვიცი რას ნიშნვს კაცისთვის ასეთი რამის მოსმენა, ამდენი ხალხის წინაშე... მაგრმ ისიც ხო იცი ქეთოს როგორ უყვარხარ.. ხო იცი შენ რახარ მისთვის.. გაიხსენე როგორ იტანდა და ითმენდა შენს საქციელს, შენს დამცირებას... განა არ შეგეძლო სახლიდან არ გაგეშვა? ცალკე დაგეძინა, არ დალაარაკებოდი ოღონდ არ დაგემცირებინა, მისი მშობლებისათვის არ დაგენახვებინა რომ გაუშვი.... ცუდადაა, ძალიან ცუდადა გაგა.. შენ ოცდაშვიდის ხარ ის კი ცხრამეტის დღეს გახდა.. და ეს დღე ასე დაამახსოვრე.. განა სულ არ გეცოდება????
– არ შემიძლია.. გესმის? ამის გადატანა არ შემიძლია დიმა... შენ არ იცი რას ნიშნავს ეს.... შენ არ იციი.....როგორ გგონია რატომ ვაიძლე თორღვა ამ დოკუმენტზე მოეწერა ხელი ქეთოს... იმიტომ რომ მიყვარდა, უკვე მაშინ მიყვარდა, როცა ვემუქრებოდი რომ გავამწარებოდი,, მაშინაც მიყვარდა როცა ვაიძულებდი ჩემთვის საჭმელი მოემზადებნა და ჩემი ფეხსაცმელები ერეცხა... მიყვარდა დ მინდოდა ეს დამემალა...... მთელი გულით და არსებით მიყვარს.. მაგრამ ამას ვერ გადავიტან... ჩემს კაცობას ვერავის გავათელინებ..
– ვიცი.. დამიჯერე ვიცი, და გაფასებ.. ვიცოდი რომ სულ გიყვარდა,, ვიცოდი მაგრამ ახლა ამის დრო არაა გაგა.. ცოდოა..დამიჯერე, ფერი არ ედო, მთელი გზა ტიროდა....
– ამის დედაც მოვ***ან ,, მეც ვიტირო რომ დაინახო როგორ მტკივა????? არ მინდა მისი დანახვა არ მინდა. მისი ხმის გაგებაც არ მინდა.. მარტო მინდა ყოფნა...
– კარგი იყავი მარტო , მაგრამ იცოდე აქ ქალების მოყრა გამოსავალი არაა.... ახლაც დამაგიეროს უხდი და ამცირებ ამით???
– კარგი, მართალი ხარ...არ ვიცი რას ვაკეტებ , მის გარეშე გული მტკივა. მაგრამ გპირდები რომ გავუძლებ...გადავიტან და დავივიწყებ...
– მოიცადე, ეს რას ნიშნავს...
– იქნებ ჯობდეს გავშორდეთ...
– შენ გამო***დი???? რა გაშორდე ბიჭო, რაზე ლაპარაკობ. გინდა მოვდეს?? გაგა ცოდოაა ცოდოაა, გესმის???? მოვდება შენს გარეშეე... ცხოვრებას უნგრევ... ცოტა იაზროვნე...
– არ ვიცი დიმა არ ვიციიი– გაბაზებულმა იყვირა გაგამ და ვისკის ჭიქა კედელს მიახალა... უნდა ვიფიქრო....
– იფიქრე, ოღონდ იცოდე.. თუკი გაყრის გადაწყვეტილებას მიიღებ ჩათვალე რომ მე შენსგვერდით არ ვიქნები, ჩავთვლი რომ ძმა რომელიც აქამდე მყავდა სულ სხვა უგულო და არაკაცი ყოფილა....დიმამ ზურგი აქცია ძმაკაცს და კარებში სწრაფი ნაბიჯით გავიდა...
**
დილით ჩვეულებრივ წავიდა სამსახურში გაგა და მდივანს მაგარი ყავა სთხოვა.... ახალი საქმის კეთებაში ჩაკლა თავისი ტკივილი.. მთელი დღის განმავლობაში თავი არ აუწევია, ახალ საქმეს მტეი ენერგიით და მონდომებით იწყებდა.. კარზე მოულოდნელმ კაკუნმა თავი ააწევინა.. მის წინ მამამისი შეშფოთებული სახით იდგა.... პირდაპირ მის წინ წავიდა და სავარძელში ჩაეშვა..
– რას აკეტებ შვილო, აზროვნებ? ცოლი გაუშვი? იმ არაკაცის სიტყვების გამო გაუშვი ცოლი?
– მამა, ეს ჩემი ცხოვრებაა და არავისთან განხილვას არ ვაპირებ.. ჩემი და ქეთოს საქმეა, ჩვენ ასე მოვილაპარაკეთ...
– თქვენ არა??? თქვენკი არა ეს შენი გადაწყვეტილებაა, დილით მასთან ვიყავი, თორღვამ შეშინებულმა დამირეკა, ახლა მთხოვა, შენთან დარეკვა არ უნდოდა... წუხელს მერე დივანზე ზის და ხმას არ იღებს ადამიანო, გული არ გაქ? შენ აქ მშვიდად აკეთებ საქმეს და ის ბავშვი იქ კვდება უშნობით..
– გითხარი რომ ეს ჩვენი საქმეა...არავის ჩვრევ ჩემს ცხოვრებაში, არც შენ და არც თორღვას... ქეთო ჩემი ცოლია, ჩვენ თვითონ მოვრგდებით რა გავაკეთოთ და როგორ..
– როდის გახდი ასეთი უგულო? სულ რაღაც გუშინ ომობდი ბეას სიყვარულის გამო და შენ რა ადვილად დაკარგე.. მეცოდება ის გოგო მეცოდება , თორემ რაც გინდა გიქნია..
– ხვალ ლონდონში მივფინავ. როცა ჩამოვალ მერე დავილაპარაკებთ, მარტო მინდა ყოფნას, ყველას გარეშე... უთხარი რომ მივდივარ..
– ცოლი შენია ბატონო გაგა, გინდა უთხარი და გინდა არა. შენს ცხოვრებაში არ ვერევი...– გაცოფებულმა მიახალა შვილს და კაბინეტის კარი ისე გაიჯახუნა რომ ფანჯრებმა ზრიალი დაიწყეს...
**
უკვე ღამის ათი ხდებოდა როცა გაგამ გაუბედავად მიაჭირა თითო ემხვარების სახლის ზარის ღილაკს.. მის დანახვაზე ქალბატონ თამარს სახე განათდა, სიძე მაშინვე სახლში სემოპატიჟა ..
– ქალბატონო თამარ ქეთოს ნახვა მინდა, იქნებ დაუძახოთ...
– სძინავს შვილო.. ვერ იყო კარგად...
– კარგით მაშინ მე თვითონ ავალ. სასწრაფო საქმე მაქვს...
– გაგა, მინდა რაღაც გითხრა როგორც ჩემს შვილს... კრგად იცი როგორ მიყვარხარ. შენი სიძეობა ჩემზე მეტად არავის გახარებია.. ჩემი ქეთოს საქციელს არ ვამართლებ მაგრამ ძალიან გთხოვ მოსიარულე მკვდრად ნუ გადამიქცევ, არ ვიცი ასე ძალინ როგორ შეგიყვარა ამ ერთიციდამ, მაგრამ შენს გარეშე ცხოვრებას ვეღარ ხედავს..
– ვიცი, მაგრამ ვერ დაგპირდებით რომ რაიმე შეიცვლება დღესვე... ცოტ დრო მჭირდება.. ავალ ქეთოსთან..
**
მისი ნაიჯების ხმას კილომეტრიდან ვგრძნობდი, მისი ხმის გაონებაზე გული ამიჩქარდა... თვალები დავხუჭე რომ ცრემლები დამემალა... მომიახლოვდა , ნელა დამისვა თმაზე ხელი და შუბლზე მაკოცა... საწოლზე ფრთხილად დამიჯდა და სახეზე დაყრლი თმები გადამიწია... ნელა გავახილე თვალები და ცრემლებს გასაქანი მივეცი..ნერვებს ვერ ვთოკავდი. ამის ძალა აღარ მქონდა...
– ქეთო.... ისევ ისე დამიძახა ჩურჩულით და მზერა ამარიდა... მე ხვალ დილით ლონდონში მივფრინავ...
– რატომ?– მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი და ტირილს ვუმატე....
– საქმე ასე მოითხოვს.. არ ვიცი როდის ჩამოვალ.... შენ აქ იყავი, თუ გინდა სახლში წადი... არ ვიცი როგორც გინდა....
– გასაგებია... საწოლიდან წამოვდექი და მაგიდას ხელი მაგრად დავაბჯინე რომ არ დავცემულიყავი.... გასაგებია ყველაფერი... ვიცი რატომაც მიდიხარ. მე გამირბიხარ, ჩემტან შეხვედრას გაურბიხარ... ასე მალე როგორ მოახერხე ჩემი შეძულება..
– მე შენ არ მძულხარ... მიყვარხარ ქეთო... სწორედ ამიტომ მივდივარ, მარტო მინდა ივყო.. ცოტა ხნით გამიგე...
– გიგებ.. მერე ჩამოხვალ და გაყრას მომთხოვ და მეც დაგთანხმდები მხოლოდ იმიტომ რომ წინაღმდეგობას ვერასოდეს გიწევ. მხოლოდ იმიტომ რომ შენი თვალები ასე შევიყვარე...
– მაპატიე..უნდა წავიდე – ტკივილით სავსემ მითხრა.. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და სამახსოვროდ ვნებიანი კოცნა დამიტოვა...
ვიგრძენი როგორ დამიცარიელდა სხეული... ის მიდიოდა ჩემგან, ჩემი ცხოვრებიდან ჩემი სხეულიდან მიდიოდა... ვიცოდი რომ უკნ არ დაბრუნდებოდა, მე მას იმაზე კარგად ვიცნობდი ვიდრე ეგონა,, მიუხედავად მისი სიყვარულისა, მისი უკიდეგანო გრძნობისა ის მაინც მტოვებდა..ვიცოდი რომ მის გარეშე ყოფნას ვერასოდეს შევეგუებოდი და ეს დდი ტკივილი გულში უნდა ჩამეკლა.. სამარადისოდ უნდა დამეტოვებინა ჩემშ,, არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექი ასე გახევებული.
თვალები რომ გავახილე გაკაშკაშებულ პატარაში ვიდექი და თავზე შეშფოთებული სახით მედგა დედაჩემი და მერი დეიდა.. ორივე ტიროდა... ვტიროდი მეც მათთან ერთად.... ვტიროდი ჩემს ტკივილს , ჩემს უიღბლობას..
– წავიდა.. მაინც წავიდა, ვიცი რომ აღარასოდეს დაბრუნდება დედა, ხომ გითხარი აუცილებლად წავა –თქო..
– ასე არაა შვილო, დამიჯერე სამისათის წავიდა, ცოტა დრო მიეცი... დამიჯერე გაგას ძლიან უყვარხარ, მალე ჩამოვა.. ჩამოვა და ერტად იქნებით..
– არააა, ნუ მატყუებთ .. არ მინდა აქ ყოფნა, სახლშ წამიყვანეთ... მარტო დამტოვეთ.... გადით აქედანნნ, ვერ გიტანთ, ყველანი მძულხართ მეზიზღებით.. თქვენი ბრალია ეს ყველაფერი, ის რომ გავიპარე ის რომ გაგა დავკარგე, მძულხართ ყველანიი– განწირული ვკიოდი და ნებაზე მიმაგრებულ წვეთოვანს გიჟივით ვიგლეჯდი...(15)
**


ნაწილი მეთექვსმეტე
დიმა და გაგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისხდნენ და დანა არც ერთს არ უხსნიდა პირს... ოც წუთში გაგას თბითმფრინავი ლონდონისაკენ აიღებდა გეზს და ვინ იის რამდენი ხნით დატოვებდა გულის ნაწილს აქ... მეგობარს თბილად დაუსვა ხელი დიმამ მხარზე და სევდისაგან განადგურებული თვალები მიაპყრო გაგამ..
– ასეთი არასოდეს მახსოვხარ.. მაშნაც კი როცა მარიამი დავკარგეთ ასეთი სახე არ გქონდა.. რა ხდება გაგა. ახლა ქეთოსაც კარგავ? ვხედავ როგორ გიჭირს წასვლა ნეტა ახლა რომ მოვიდეს რას იზავ...
– არ მოვა...
– რა იცი? და რომ მოვიდეს? კიდე ზურგს აქცევ? მიატოვებ? ჩვენ ძმობას გეფიცები ძალიან მეცოდება გაგა... წრმოიდგინე მის ადგილას შენი და რომ ყოფილიყო, გოგო გაიმეტეს ხელი მოაწერინეს, ცოლად მოიყვანე და რა ექნა... მისიც გაიგე....
– ამას ვერ ვიგებ... არა იმას არ ვიზახი რომ ჩემზე გაბრაზებული არ უნდა ყოფილიყო.. მე მხოლოდ იმას ვერ ვიგებ რომ მასთან დაწოლას სთხოვდა სხვას... როცა ჩემს უბრლო ხელსი შეხებაც კი შიშისაგან კრთოდა...
– რ ვიცი რა ვთქვა... ძალიან მტკივა გული.. თითქოს წარსული თავიდან დაიწყო გაგა.. მალე დაბუნდი რა...
– არ ვიცი დიმა, იქნებ ჯობდეს ცოტა ხნით მაინც ვიყო შორს,უნდა დავფიქრე.უნდა მივიღო საბოლოო გადაწყვეტილება... გთხოვ, ეს წერილი ქეთის მიეცი...უთხარი რომ მიუხედავად ყველაფრისა მიყვარს.... დროა... უნდა წავიდე ძმაო.. დიმა, ქეთოს გაბარებ, ვიცი ბელასაც და ქეთოსაც ისე არ დატოვებ... ყოველ დღე დაგირეკავ, ოღონდ რამოდენიმე დღე მაცადე....
– ასე იყოს.. წადი ძმაო.. უფალი გფარავდეს.. შემატყობინე რომ ჩახვალ.....მაგრად გადაეხვია ძმაკაცს გაგა და თვალზე ჩამოგორებული ცრემლი ჩუმად მოიწმინდა....
**
ოთახებს შორის აჩრდილით დავბორიალებდი და სევდის ჯარი დამყვებოდა უკან.. რა საჭირო იყო ტირილი და ცრემლების ღვრა, გული ხო ისედაც ტიროდა.... დავდიოდი თოვლიან ბილიკებზე და ტკივილი ყინვად მრჩებოდა გულში..... დავდიოდი უაზრობ, დავხეტიალობდი უმისამართოდ და მხლოდ მის თვალებს ვხედავდი ყველგან....
ფანჯრის რაფაზე მაღამდებოდა და მათენდებოდა... ტკივილს ვერ ვუძლებდი..ამხელა სევდას ვერ ვიტანდი.. მის გარეშე ეს სახლი ისეთი ცარიელი იყო.. ისეთი არაფრის მთქმელი და უკიდეგანო რომ მეშინოდა არ დავკარგულიყავი.....
გარეთ ბარდნიდა... როგორც წესი ახლა რარა დროს თოვლის მოსვლა იყო, მაგრამ მასაც სტკიოდა ჩემთან ერთად.... გაჩეჩილ თმებზე ქუდი დავიხურე და მძღოლს მანქანის გამოყვანა ვთხოვე.... უხმოდ მივყვებოდი გზას.. მიდიოდი იქით საითც წამიყვანდა... ბოლო გაჩერება სასაფლაო იყო.... ერ კიდევ მოყინულ მიწაზე ძლივს მივდიოდი და საწლავის მოაჯირებს ვეყრდნობოდი.... მისმა თვალებმა სევდა უფრო ამატკია.. მუხლებზე დავეცი და უხმოს დავიწყე ბღავილი..აქ არავისი მცხვენოდა. არავის ესმოდა ჩემი ტირილი, აქ ვერავინ გამაჩუმებდა... ხელები მიწას დავკარი და ლამის მუდარით ავხედე მის სურათს...
– ვიცი, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით, მაგრამ მე ხომ შეგიყვარე იმ მოგონებებით მარიამ... ვიცი შენი სული ისევე შფოტავს ახლა როგორც ჩემი.. დამეხმარე მარიამ.. დამეხმარე თორემ მეტს ვეღარ გავუძლებ , დამეხმარე მარიამ, თორემ გული გამისკდება ამ გაუსაძლისი ტკივილისაგანა. მის გარეშე ძალიან ცუდად ვარ... რატომ, რატომ შევიყვარე ასე ძალიან? როგორ მინდა ახლა , მისი სუნთქვ ვიგრძნო, მისი სხეულის სურნელი და მისი ხმა გავიგონო.. მარიამ დამეხმარე რა... – ბოლო ხმაზ ვბღაოდი და სახეზე ჩამოგოგრებული ცრემლები მის საფლავს ეცემოდა.....
არ მახსოვს როგორ მივედი სახლში... ეზოში მიწაზე ვიჯექი როცა დიმას ხელის შეხებამ შემაკრთო... ხელი მომხვია და სახლში შემიყვანა... თავზე მაკოცა და მაგრად შემომხვია ორივე ხელი ..სითოს შეგრძნებაზე ისევ ტავიდან გამახსენდა ტკივილი, თავიდან დამიარა სხეულში სევდის ყველა ფერმა, ყველა განცდამ....
– ასე ნუ იქცევი ქეთო, მაშინებ.. გეხვეწები ...
– აღარ მოვიქცევი..– ჩუმად ვუთხარი და განზე გავიწიე..დაგირეკა? მითხარი როგორააა?
– რომ გითხრა კარგად თქო , მატყუარა ვიქნები..ცდილობს გაუძლოს ... შენც უნდა გაუძლო ქეთო. დამიჯერე ჩამოვა.. მე ხომ ვიცნობ ჩემს ძმას ქეთო....
– არ მჯერა. ის აღარასოდეს ჩამოვა დიმა, ეს ორივემ კარგად ვიცით.. მას აქ ჩამოსვლის მიზეზი არ აქვს...
– აქვს, მას შენ უყვარხარ– კარებში მდგარმა ლექსო ბიძიამ ხმხმაღლ დამიძახა და ყვეანი ოტახში შემოვიდნენ..
– ასე არააა, ნნუ მატყუებთ, რომ ვყვარებოდი ასე ადვილად არ წავიდოდა... არ დამტოვებდა....
– ეს წასვლა მისთის ადვილი არ იყო ქეთო. მისმინე შვილო, გაგა ცოტა რთული და პრნციპული ადამიანია,მაგრამ უპასუხისმგებლო არააა. ჩამოვა დამიჯერე... ძალიან უყვარხარ.. ჯერ კიდევ მანამდე უყვარდი ვიდრე ცოლად მოგიყვანდა. მე ხომ ვიცნობ ჩემს შვილს...
– სამაგიეროდ მე არ ვიცნობ კაცს, რომელსაც ჩემი ქმარი ქვია.... როგორ დავიღაე ამ ლოდინით ლექსო ბიძია. ყოველ დღე უაზრო ლოდინით დავიღალე.. ყოველ დღე უარესად მტკივა მის გარეშე ყოფნა.... მისი ღიმილის და თვალების გარეშე ვერ ვცოცხლობ...
– ერთად გადავიტანთ ყველაფერს, დამიჯერე სულ მალე ეს ყველაფერი დამთავრდება და ერთად იქნებით....
– მე უკვე არაფრის მჯერა.....– ტილით ვთქვი უკანასკნელი სიტყვები, კიბეებს ნელა ავუყევი მაღლა და დანარჩენები მისაღებში დავტოვეთ....
კუთხეში მდგარ სავარძელში იჯდა ქალბატონი მერი და ცხარე ცრემლით ტიროდა ქეთოს სიტყვებზე.. ის ყველაზე კარგად იცნობდა საკუთხარ შვილს. იცოდა რომ ქეთო მარტალი იყო, რომ გაგა არ დაბრუნდებოდა. მაგრამ უნდა გადაეტანინებინა მისთის..
– არ მესმის , რის მიღწევას ცდილობს ამითი გაგა. გასაგებია გაბრაზდა, იკამათეს მაგრამ ეს ასვლა რაღაა ლექსო– სასოწარკვეთილი იძახდა მერი და ქმარს გაოგნებული სთხოვდა პასუხს...
– არ ვიცი მერი, რა გითხრა ვერ გამიგია მე თვითონ.. არ მინდა დავიჯერო რომ ის აღარასოდეს ჩამოვა აქ...
– ქეთო მეცოდება , მის შემხედვარეს გული მიკვდება ლექსო, როგორ ვანუგეშო, რა ვუთხრა? რა გავაკეთო??
– იქნებ მშობლებთან წაგვეყვანა ბავშვებო რას იტყვით?– გმოსავის პოვნაში დაკარგულმა წარმოსთქვა ლექსომ და ბელას და დიმას გახედა..
– მამაა არ მიდის... ვეხვეწე გუშნ. იძახის აქ ყველაფერი მის თავს მახსენებდო.. ხანდახან მგონია რომ გადამეტებითაც კი უყვარს,, ღამე მის მაისურში გახვეულს სძინავს... გვერდით მისი სურათი უდევს.. სიტყვები არ მეყოფა გამოვხატო როგორ მტკივა მისი ტკივილი მამა.. რა გავაკეთო არ ვიცი, არც გარეთ მომყვება. არც დედამისთან.. დღეს მარიამის საფლავზე ყოფილა... დაცვა ჩუმად გაყოლია.. რამე რომ დაემართოს მერე როგორ აპატიებს თავის თავს გაგა არ ვიცი...
– არ ვიცი შვილო, რამ გააგიჟა ასე ეს შენი ძმა ვერ გეტყვი...

**
ყოველდღიური ნაცნობი რუტინა განვახორციელე.. გაგას მაისური ჩავიცვი და მის მხარე საწოლში შევწექი,, როგორ მტკიოდა მის გარეშე ყოფნა არავინ იცოდა,, ამას მხოლოდ მე ვგრძნობდი...ეს მხოლოდ მე მტკიოდა.. მხოლოდ მე მიკიოდა სული. მხოლოდ მე ვნატრობდი ყოველ ღამე სიკვდილს.... ცრემლებმა ნაცნობი გზა მონახეს და ნიკაპთან ნაკადული შექმნეს...
კარზე ნელა მომიკაკუნა დიმამ და ჩემსკენ წამოვიდა.. თმაზე ნაზად გადამისვა ხელი და გამიღიმა...
– ქეთო, რა გითხრა.. არ ვიცი.. ისიც არ ვიცი ასე რატომ გამწარდა გაგა... ძალიან მტკივა ეს ყველაფერი.. მეც კი იშვიადათ მირეკავს, მეშინია თავს რამე არ აუტეხოს...
– ის ძლიერია დიმა. ყველაფერს გადაიტანს... ის ძლიერია– ჩუმად ვბუტბუტებდი და მის სურათს გულში ვიკრავდი...
– ასე ნუ ხარ გეხვეწები რა...– ჩვენი საუბარი დიმას ტელეფონის ზარმა შეწყვიტა, ბოდიში მომიხადა და ოთახიდან გავიდა.. ვიცოდი გაგა იყო, ვიცოდი და ორივე ხელი მაგრად მივიჭირე გულზე...
ნერვიულად სცემდა ბოლთას დიმა დერეფანში და, როგორ უნდოდა სიტყვა ჩაეგდო მისთვის...
– კარგი საკმარისია წამით მაინც მორჩი ამ დედა მოტ***ულ საქმეზე ლაპარაკს და მისმინე.. შენი ცოლი ცუდადააა, ფეხებზე გკიდია? როდის გახდი ასეთი უგულო გაგა. როდის შეიცვალე ამიხსენი??? რა დაგემართა გული გაგეყინა? რა მოხდა ასეთი რომ ასე არაკაცივით ექცევი. ადამიანს აღარ გავს. მეცოდება, ვერაფრით ვეხმარები... გაგა გული მტკივა ასეთს რომ ვხედავ, დაბრუნდი რა საკმარისია, უკვე თვე ხდება რაც მანდ ხარ...
– დავბრუნდები....
– როდის როდის დაბრუნდები ქეთოს დასაფლავებაზე? ჯერ რა გაჩქარებს დაელოდე როდის გაიმეტესთავის თავს სასიკვდილოდ. იყავი ბრძანდებოდე მანდ.. ერთხე მაინც დაელაპარაკე... დაურეკე. უთხარი რომ გიყვარს. უთხარი რომ გენატრება....
– ვერ ვეტყვი დიმა...
– რატომ აღარ გიყვარს?
– პირიქით , მისი ხმა რომ გავიგონო თავს ვერ შევიკავებ... მისი ხმა ყველა მოგონებას ერთიანად აშლის ჩემში.... შეგიძლია შენ უთხრა ჩემი სიტყვები??
– შემიძლია.. ახლავე დამელოდე, არ გათიშო.... სახე გაბადრული შემოვარდა დიმა ოთახში და საწოლზე დამიჯდა... გაგა რეკავს, უნდა რომ რაღაც გითხრა... მაგრად მომიჭირა ხელზე ხელი და გაგას სიტყვების მოსმენაში გაისუსა....
– ალბად გაყრისათვის მამზადებს არა? უთხარი რომ თანახმა ვარ...
– „ქეთო. წუთითაც არ დამვიწყებიხარ... არ არსებობს მიზეზი რომელიც შენს თავს გადამაყვარებს...“– კიდე რა ვუთხრა უფროსო? ხალისიანად ჩასძახა დიმამ და გამომხედა... ქეთო , მითხარი რა ვუთხრაა...
– უთხარი რომ დაველოდები.. დღეები,თვეები, წლები, ოღონდ ვიცოდე რომ მოვა...
– მისი სიტყვები უკვე გაიგე გაგა.. მალე დაგვიბრუნდი ძმო.... დიმამ ხელზე მაკოცა და მარტო დამტოვა... კიბეებზე ჩამალავი უეცრად შედრკა და გაოცებისაგან ხმაც კი დაკარგა...
– დიმა მისმენ?– ლონდონში აღარ ვარ.. შვეიცარიაში ვარ, არ მინდოდა თქმა. აქ ახალ საქმეს ვიწყებთ.. აქ მომიწევს დარჩენა... უთხარი რომ უცილებლად მოვალ....დიმა მისმენ თქო?
– გისმენ, ძლივს გასცა პასუხი ძმაკაცს .. გასაგებია... არ მინდა ვიფიქრო რომ ეს ოცდაშვიდი წელი მე სხვა გაგას ვიცნობდი... თავს გაუფრთხილდი.... უხმოდ ჩაიდო მობილური ჯიბეში და კიბეებზე სირბილით დაეშვა..ბელას თვალით ანიშნა გავიდეთო და ეზოში გაჩერებულ მანქანაში სიგებით ჩაჯდა...
– რა ხდება დიმა, მშვიდობაა???
– შენი ძმა გამოსირდაააა!!!!! შეიცარიაში წასულა, ეს გოგო ჩვენთვის მოიყვანა ცოლად? მეშინია რომ რაიმე დაემართება ამდენი ნერვიულობისაგან ბელა, რა გავაკეთო.... იქნებ ჯობდეს ჩავაკითხო....
– ჯობია... ჩადი და აუხსენი სიტუაცია.... მისმინე, რაიმე მოიმიზეზე, სამსახურიდან, ასე მარტივადაც წახვალ და მალეც....
– მართალი ხარ.. ყურებით ჩამოვათრევ იმ სულელს....
**
ერთი კვირის შემდეგ, როგორც იქნა დიმამ თავი მოაბა საქმეს და საგათენებოდ გაღიმებული სახით დაეშვა ბერნის აეროპორტში... გაგას მოძებნა დიდ სირთულეს არ წარმოადგებდა.. მითითებულ მისამართზე გააჩერა ტაქსი და ჩემოდნით ხელში შევიდა სასტუმროში...
რამოდენიმე წუთის მერე შამანაურის ნომრის გვერდით მდებარე ნომერშ თავისი ნვთები მოათავსა და კარზე ფრთხილად მიუკაკუნა ძმაკაცს... თვალების ფშვნეტით გააღო გაგამ კარი და მის წინ გაღრეჭილ დიმას გაოცებულმა შეხედა..
– შენ აქ საიდან ეეე....
– საქართველო არ იკადრე და საქართველომ გიკადრა ძმაო.. შემომიშვი.. თუ მარტო არ ხრ?
– მოდი მოდი,,, ჯერ გადამეხვიე მაინც ძმაო... შემოდი მოდი.. ვაა რა მაგარი გამახარე რო ჩამოხვედი დიმა. ძმა ხარ რააა..მოდიი , საუზმეც აქ მოვატანინოთ ... რა ხდება საქართველოში მომიყევი რა....– ელვის სისწრაფით გაიძახოდა გაგა და დიმას სიტყვის ტქმას არ აცდიდა..
– მოდი პირდაპირ ის მკითხე რაც გაინტერესებს. მიკიბვ–მოკიბვის გარეშე.. გინდა გითხრა ქეთო როგორა??? ცუდად. ეს მაშინაც გითხარი და ახლაც გეტყვი... ძალიან ცუდადაა.. გაგა ყველაფერს საზღვარი აქვს... საკმარისია მისი ტანჯვა და წამება..
– ვიცი.. ვიცი რომ ცუდად მოვიქეცი. ლონდონში ჩავედი თუ არა ამას მაშინვე მივხვდი დიმა, მისი გულის ცემა აღარ მესმოდა, არც მისი ხმა.. მაგრამ სიამაყეს ვერ გადავაბიჯე, უკან ვერ დავბრუნდი... ვიცი რომ არაკაცივით ვექცევი ქალს რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. რომელიც ისე მენატრება ლამისაა აქედანაც კი ფეხით წავიდე თბილისამდე.. შენ იცი რად დამიჯდა მის გარეშე ამ დღეების გატარება?
– მაგრამ შეგეძლო დაგერეკა გაგა.. შენი ხმა მაინც გამეგო...
– არ შემეძო არააა...– მისი ხმა რომ გამეგო ვერ მოვთოკავდი ნერვებს . ვეტყოდი რომ უკან ვბრუნდებოდი... ვერ შევძელი. ლევანის სიტყვები მოსვენებას არ მაძლევდა.. ქალს რომელსაც პატივისცემით ექცეოდი, რომელიც ამდენი თვე ჩემს გვერდით იწვა, ერთხელაც არ შევხებივარ დიმა, თითიც კი არ დამიდია და ამ დროს იმ ახვ**რი ღიმილით მეუბნება როგორ სთხოვდა მასთან სექსს..
– კარგი დამშვიდდი.. სიმართლე გითხრა შენს წასაყვანად ჩამოვედი...
– წასაყვანად? მოიცა მე რა ბავშვი ვარ დიმა? რა ხდება? გგონია რადგან აქ ჩამოხვედი, და ლექცია წამიკითხე ხალზე გამოგყვები თბილისში????? არააა. გასაგებია? უკან წასვლაზე არაფერი მითხრა...
– გასაგებია– აუღელვებლად გასცა პასუხი დიმამ და ოთახიდან გავიდა....

**
გაზახფული თვალს მიკრავდა და ფანჯრიდან მზის ოდნავ გამთბარი სხივები მელამუნებოდა. ადგომის თავი არ მქონდა, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა... მიუხედავად ამ გაუსაძლისი ტკივილისა მე მაინც უნდა მეცხოვრა, მეცოცხლა, სისხლ დაშრეტილს . გულ წასულს, სევდიანს და ტკივილიანს.... ფანჯარა გამოვაღე და რაფაზე შემოვჯექი, ეს იყო ჩემი გასართობი, ღამით მთვარესთან დღე კი ფოთლებთან ჩურჩული... სადაც იყო ხეები ყვავილობას დაიწყებდნენ, კვირტები გაშლას ჩემი გული კი აღარასოდეს იყვავილებდა.. უკვე დიდი ხანი იყო რაც სიხარულის შეგრძნება დაკარგა.... მძულდა და მიყვარდა მისი სახე. ხმა. მისი ნატიფი თლილი თითები და მისი თვალები...
თითზე წამოცმულ ბეჭედს დავხედე, უნებლიედ გამეცინა.. ყველა სიტყვამ ერთიანად გაირბინა გონებაში.... გამხდარ და გაცრეცილ თითებზე ბეჭედიც კი კარგავდა სილამაზეს... კიბეებზე ნელა დავეშვი... მისაღებიდან დედაჩემის და მერი დეიდას ხმა მესმოდა.. გულში გავიფიქრე ესენიღა მაკლდენ სრული ბედნიერებისათვისო–თქო რომ. მათმა ნათქვამა სიტყვება სულში ისარივით დამიარა...ხელები პირზე ავიფარე ხომ ხავილი არ აღომხდენოდა ჩემი მისავათებული სხეულიდან და ოთახში შევვარდი... მისი სურათი ჩემს წინ მდგარ უზარმაზარ სარკეს გაუქანე და ნამცეცებად ვაქციე.... სწრაფად გადავიცვი ტანზე და ოთახიდან გავარდი.. –სად მიდიხარო ძლივს მომაძახა დედაჩემმა რომ მანქანაში ჩავჯექი და ეზოდან გიჟივით გავვარდი.. გამიზნულად მივდიოდი იქ სადაც ყველაზე ნაკლებად მესაქმებოდა.... სადაც ჩემი ადგილი არ იყო.....უნივერსიტეტის შენობასთან მთელი ძალით დავადგი მუხრუჭს ფეხი და შიგნით სირბილით შევედი...
რექტორის კაბინეტში დაუკითხავად შევაჭერი და გაოცებული მზერა მომაპრო გვერდი–გვერდ ჯდარმა მამა–შვილმა. ნელა მომიხლოვდა ლევანი და ცალკე ოთახში გამიყვაა, წინააღმდეგობა არ გამიწევია. სკამზე დაჯექიო მიმითითა მაგრამ ზედ არ შემიხედავს...
– გაინტერესებს რატომ მოვედი ხო ასეა? ვცი გაინტერესებს... გეტყვი ლევან.. გეგნა შენი სიტყვების მერე თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი??? გეგონა მოვიდოდი და პატიებას გთხოვდ რომ გული გატკინე... არააა. შევცდი, უარესი უნდა გამეკეთებინა. შენ მე ცხოვრება დამინგრიე, მისაწთან გამასწორე ლევან... აი შემომხედე ვგავარ მე ცხრამეტი წლის გოგოს რომელსაც სიყვარული უხარია? არააა, არ ვგავარ, იმიტომ რომ სიყვარული დავკარგე, ქმარი რომელიც მაღმერთებდა, ქმარი რომლის გულისთვისაც სიცოცხლს დავთმობ მიმატოვა. ვერ აიტანა შენი ბინძური სიტყვები... ვერ აიტანა ის რომ ყველას წინაშე დაგვამცირე... უკვე რამდენი ხანია წავიდა.. წავიდა და ვიცი რომ აღარასოდეს დაბრუნდება.. და მინდა იცოდე რომ მე ვნანობ.. ვნანობ ყველა დღეს რაც ერთად გავატარეთ, ვნანობ რომ გაგიცანი და ჩემს ცხოვრებაში შემოგიშვი.. გიხაროდეს ლევან... დღეს მე ადამიანს აღარ ვგავარ . და ეს შენ გააკეთე...
– ქეთო მომისმინე..
– რა საჭიროა მეტის თქმა. მე ყველაფერი გითხარი რაც მინდოდა.. გაიღიმე ლევან მე უბდური ვარ.. უბედური... !– გამწარებულმა ვუყვირე და ოთახიდან გავედი....

**
ღამის თორმეტი საათი იყო, ყველას მისაღებში მოეყარა თავი, მაგრამ ქეთო არსად ჩანდა.. ბერვიულად სცემდა ბოლტას თორღვა და გულზე ხელს იჭერდა დრო და დრო... დივანზე უგონოდ მიწოლილ თამარს სასწრაფოს ექიმები გულის ცემას და წნევას უზომავდნენ.. ბელუსი ცრემლებს ვერ იკავებდა... ვერ გადაეწყვიტა დაერეკა თუ არა დიმასთვის...
– რომელ საათზე გავიდა?– იქნებ ვინმემ მიპასუხოთ , გაცოფებულმა იყვია დათუნამ და თამარს ეცა... ბიცოლა თქვი, როდის გავიდა ქეთო სახლიდან...
– დილით შვილო... ასე თერთმეტი იქნებოდა.... გიჟივით გავარდა...
– ღმეთო ეს რა დღეში ვართ... გაგას უნდა დავურეკოთ სხვა გზა არ გვაქვს, უნდა იცოდეს რომ მისი ცოლი დაიკარგა..
– რა აზრი აქვს შვილო.. იქიდან მაინც ვერაფერს უშველის, ტყუილად ავანერვიულებთ...ცოდოა ისიც.
– გასაგებია ბიძია, მაგრამ აინც– თავისას არ იშლიდა დათო....
მოთინების ფიალა აევსო ბელას და ეზოში ფეხაკრეფით გაიპარაა... ღრმად ჩაისუნთქა და დიმას ნომერი აკრიფა..
– ჩემს ცხოვრებას და ერთადერთ სიყვარულს გაახსენდა თავისი რაინდი?– ომხიანად ჩაძახა დიმამ ტელეფონში და გაგას გახედა...
– დიმ.. მისმინე, ჩემი ძმა სადააა??
– იმის სათქმელად ამირეკა რომ გაარკვიო გაგა სადაა? აგერაა სად იქნება... რა ხმა გაქვს ბელა მოხდა რამე...
– მოხა.. გაგა დამალაპარაკე რა...
– გოგო რა მოხდა თქო, თქვი.....
– გითხარი ჩემი ძმა დამალაპარააკე –თქო და რატომ მაყვირებ ამიხსენი, ისედაც ძლივს ვრეკავ ხო.... მიეცი ტელეფონი მაგ ვირს...
– აჰა ვირო ტელეფონი, ასე გიწოდა ბელამ...
– ბელუსი რა ხდება? როდის აქედან მეძახი ამ სახელს შენ მე?
– როდიდან და დრეიდან, იმიტომ რომ ნამდვილი ვირი ხარ, ხის თავიანი ხევსური ვიცი ხარ გაგა.... შენი ცოლი დაიკარგა. დილით თერთმეტზე გავიდა და ვერ ვპოულობთ ...
– მოიცადე ეს როგორ– განადგურებულს აღმოხდა შამანაურს და სკამზე ჩამოჯდა,, როგორ თუ ვერ პოულობთ?
– აი ასე.შენ მანდ მიდი იგულავე. ეს გოო აქ სიკვდილის პირად მიატოვე.... ახლა დაიკარგა კიდეც. ახლა აღარ ილახება შენი სახელი? ახლა აღარ ხარ ამაყი? მთელმა საქართველომ გაიგო ძამიკო რომ ცნობილი შამანაურის ცოლი დაიკარგა....
– მოკეტე და მისმინე.. აეროპორტში ვართ , მე და დიმა საქართველოში ვბრუნდებით... მაგათ უთხარი ტრ***კი გაატოკონ და მოძებნონ, სახლში ჯდომა არაფერს მისცემთ...მოულოდნელად გაახსენდა გაგას ქეთოს ქცევა... ცეცხლ მოკიდებულივით წამოენთო ფეხზე ა ბელას ყურმილში ჩასძახა მამა დამალაპარაკეო....
სირბილით შევიდა ბელა ოთახში და მამამისს ტელეფონი მიაჩეჩა....
– გისმენ შვილო....
– მამა.. მანდ რო ზიხარ თვითონ მოგაგნებს ქეთო???? მისმინე.. მარიამის საფლავზე ადი... მალე,, გეხვეები მამა. ვიცი იქ იქნება, გული მიგრძობს...გეხვეწებ ი მიასწარი რა.. ათ წუთში გამოვფრინდებით , და იცოდე ჩემი ცოლი სახლში დამახვედრე ....
– ცრემლ მორეულმა მიადგო ტელეფონი დივანზე ალექსანდრემ და ოჯახის წევრებს თვალი მოავლო... ხომ ვამბობდი რომ სიგიჟემდე უყვარს ამ სულელს. აეროპორტშია ბრუნდება,, დათო, თორღვა გავდვივართ. გაგა ირწმუნება მარიამის საფლავზე იქნებაო....
**
ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ძალა. თვალებში ყველაფერი მიორდებოდა.. სისხლი მეყინებოდა... უზარმაზარმთვარეს ავხედე და გავუღიმე... თან ლოთი კაცივით არაყს ბოთლიდან ვწრუპავდი.... მე ზოგადად მშიშარა ადამიანს სიკვდილის არ მეშინოდა, ერთადერთი ჩემი შიში მისი დაკარგა იყო, და ის უკვე აღარ მყავდა...საფლავზე გადავწექი და მის მიერ დატოვებული წერიი გავშალე, რომელიც კითხვისა და ცრემლებისაგან გაცრეცილიყო..
„ იცოდე რომ მუდამ მეყვარები... მუდამ ,მუდამ ქეთო... არასოდეს დამავიყდება ჩვენი პირველი შეხედრა, შენი თვალები,, მერე კოცნა და შეხება... ჩვენი სიყვარული. მაგრამ უნდა წავიდე.. თუ მართლა გიყვარვარ არ მომძებნო და არასოდეს დამირეკო.. მიყვარხარ იცოდე“....
ცრემლები თავისით მდიოდა... საშინლად მციოდა.. ჯერ კიდევ გაყინული მიწა გვერდებს მიყინავდა... ნუთუ არ გცივა აქ მარიამ– ეს ბოლო სიტყვები იყო რაც ჩემს ბაგეებს აღმოხდა და გონება დავკარგე.... (16)
**

ნაწილი მეჩვიდმეტე...
ცხოვრებაში ყველაფერი ხდებაო, მამაჩემი სულ ამას მეუბნებოდა.. ადამიანი რკინაა, ყელაფერს გაუძლებს და გადაიტანსო.. არ არსებობს ტკივილი რომელსაც დრო ვერ გადაღლისო....
იქნებ მართალიც იყო, იქნებ დროს შეძლებოდა კიდეც ყველაფრის დავიწყება, მე ხომ დავივიწყე , ჩემი მეგობრები, დავივიწყე რომ დამამცირეა, მაგრამ მისი თვალები მისი ხმა ვერ დავივიწყე.. ვიცი რომ ეს სიყვარული კი არა უკვე სიგიჟე იყო...
მაგრამ მე არ ვიყავი რკინა.. ყოველთის ყველას ძლიერი და ამტანი ვეგონე.. მე კი მუდამ მინდოდა ვინმეს ზრუნვა და სითბო მეგრძნო.. მინდოდა ჩემზეც ეზრუნა ვინმეს...მამაჩემს მუდამ საქმე ქონდა, დედა მუდამ ქველმოქმედებაში იყო, ანდაც სალონში ატარებდა უმეტეს დროს.. მე კი ვოცნებობდი, მაშინაც კი როცა ლონდონის ქუჩებში მეგობრებთან ერთად ვიცინოდი, იმ ერთადერთზე ვოცნებობდი რომელიც მეყვარებოდა..
მერე რა მოხდა კარგად იცით.. მე ის ვიპოვე, მაგრამ ჩემი საკუთრების გაანალიზებაც ვერ მოვასწარი ისე მაე დავკარგე...
ახლა გაყინული საფლავის მიწაზე ვიწექი და ვერაფერს ვგრძნობდი..ვინმეს რომ ეკითხა რას ვაკეთებდი არ ვიცოდი, ახლა ვიწექი აქ და ცხოვრება სულ ერთი იყო ჩემთის... სულ , სულ ცოტაც და ჩემი გულიც ისევე გაიყინებოდა როგორც სხეული მეყინებოდა.. ვგრძნობდი როგორ დადიოდა ყინვა და ჯერ კიდევ ცივი ქარი ჩემში.. როგორ უნდოდა ჩემი წაყვანა , თავის მარწუხებში მოქცევა, და მე სულაც არ ვიყავი წინააღმდეგი.. მუხლები ცხვირთან მივიტანე და გავიტრუნე, ადგომის თავი და ძალა არ მქონდა.. არც მინდოდა,აქ ისე კარგად ვიყავი. ის მშვიდად.....
**
სირბილით შეცვივდნენ სასაფლაოზე სამივენი და მათ წინ მდგარი სანახაობით გაოცებულები დარჩნენ... თორღვა გიჟივით მივარდა შვილს და ხელში აიყვანა...
– ქეთო, ჩემო გოგონა გაიღვიძე.. გაახილე თვალები მამა... ლექსო არ სუნთქავს.. გაყინულია ლექსოო,, შვილი მიკვდებაა...– განადგურებული ბღაოდა თორღვა და ქეთოს მანქანისაკენ მიარბენინებდა....
– დამშვიდდი, ახლა მივალთ საავადყოფოში... არ იდარდო, ყველაფერი კარგად იქნებაა...
– რო მცდნოდა, ეს ყველაფერი ქეთოს ამდენ ტკივილს მოუტანდა, რომ მცოდნოდა შვილი მომიკვდებოდა, ხლს არ მოვაწერინებდი... როგორ დავტანჯე
– დამშვიდდი რა ბიძია.. ქეთო კარგად იქნება მე ვიცი, ეს ისეთი ჯიუტი და თავნება გვყავს ჯერ უნდა გვანერვიულოს და მერე გაგვიცინოს....
– უკვე გვანერვილა შვილო... საკმარისია.. მისი ტანვით გული მისკდება...
– არ იდარდო.. გაგაც ჩამოდის,,, ყველაფერი ისევ კარგად იქნება..
– რო არ ვიცოდე როგორ უყვარს ჩემ შტერ შვილს ქეთო ვიფიქრებდი ასე განზრახ იქცევა –თქო.. სულელია.. ამხელა ბიჭი ... ახლა მთავარია ქეთო იყოს კარგად და გაგას მე გავუსწორდები თორღვა....
– დამშვიდდი ლექსო, მე მესმის მისი. მიუხედავად ქეთოს გაისაძლისი ტკივილისა მესმისი მესმის... როცა ეს გარიგება შემომტავაზა, მაშინვე ვიცოდი როგორ უყვარდა ქეთო.. ვიცოდი რომ ბედნიერები იქნებოდნენ და ამიტომ დავთანხმდი... ახლა ყველაფერი შეიცვლება, მარტო ქეთო მყავდეს კარგად და ყველა დანაპირს ავუსრულებ...

**
ისევ თავიდან მეორდებოდა ყველაფერი, ბედი სასტიკად ეთამაშებოდათ ორივეს.... მათ ცხოვრებაში ყველაფერი ორჯერ ხდებოდა. დაკარგვაც, დაბრუნებაც მოპოვებად. მხოლოდ სიყვარული იყო ერთი..
სამ კიბეს ერთნაირად ადგამდა გაგას ნაბიჯს დერეფანში სირბილით შევიდა და თავმოყრილ ხალხს თვალი მოავლო.... ბელა სირბილით წავიდა ძმისკენ და გულში ჩაიკრა...
მიხვდა ყველაფერი არც ისე კარგად იყო... მამამისს გახედა. ბატონ ალექსანდეს შუბლი შეეკრა, ისე როგორც ნამდვილ მთის კაცს ეკადრებოდა.. სახეზე ნაკვდით კი არ უტოკავდა... გაგასკენ წავიდა და სახში გაშლილი ხელი გაარტყა, ყველას გაოცების ხმა აღმოხდა..
– რას აკეთებ ლექსო..– თორღვა მაშინვე დაუჭირა ხელი და განზე გაიყავანა...
– დავიმსახურე– ხმამაღლა და ამაყად ჩაილაპარაკა გაგამ და კედელს მიეყუდა....
– საკმარისიააა...– გაბრზებულმა იყვირა ლექსომ და გაგას პერანგის საყელოში სტაცა ხელი... როცა მითხარი რომ მოტყუებით შეირთე ცოლად, ხმა არ გაგეცი, არ გეჩხუბე... როცა ვხედავდი როგორ აწვალებდი არც მაშინ გითხარი რამე... გურიიდან ცხოველივით ჩამოათრიე და მისი ტანჯვა დაიწყე.. ყველა ვდუმდით... მერე შენი წყალობით ავარიაში მოყვა... მერე ბედნიერების უფლება მიეცი... მერე მიატოვე.... ეს გოგო შენი სათამაშოა?? ვინ მოგცა უფლება მისი ბედით ასე ითამაშო???? იცი მაინც რა გადავიტანეთ სანამ შენ იქ იყავი და ერთობოდი?? იცი მაინც რა რთული საყურებელი იყო ყოველ დღე მისი თავიდან სიკვდილი? ხელებში გვეფერფლებოდა..... ჩვენს თვალწინ კარგავდა სიცოცხლის ფერს და აზრს.. არაკაცივით მოიქეცი. ჩემი შვილი რომ არ იყო, გეფიცები მამა–შვილობას ცხვირ–პირს დაგილეწავდი...
– საკმარისია ლექსო... გაუშვი ხელი.. გაუშვი–თქო... მე ვიცი გაგას კაცობა, მე ვიცი როგორ უყვარს ქეთო... – ჩხუბის განეიტრალება ისევ თორღვამ მოახერხა... წამოდი შვილო დავილაპარაკოთ– შეძლებისა დაგვარად მშვიდად უთხრა გაგას და ეზოში ჩაიყვანა...
– მამააჩემი მართალია– ხმადაბლა წარმოთქვა გაგამ და სიმამრს ახედა.. მართალია არაკაცი ვარ,, მივატოვე ქალი რომელიც ჩემი ცხოვრების აზრად ვაქციე... არავინ იცის მე იქ როგორ ვიყავი.. თავის მართლების უფლებაც კი დავკარგე.. ჩემი ეჭვიანობის გამო ქეთო სიკვდილის პირას მივიყვანე... ნეტა შემეძლოს ყველაფერი უკან დავაბრუნო. ვუთხრა რომ სიცოხლეზე მეტად მიყვარს. შემეძლოს გულშ ჩავიკრა და თვალები დავუკოცნო.. რა ვქნა თორღვა ბიძია, ძალიან მიყვარს...რაც არ უნდა ილაპარაკონ და დააბრალონ მიყვარს..
– ვიცი შვილო...შენს სიყვარულში ეჭვი არც მეპარეა. მაგრამ იცოდე მე მამა ვარ, შენი ცოლის მამა. ცოლის რომელიც ჩემთის ყველაფერია გაგა. კარგად იცი მის გარდა არავინ გაგვაჩნია მე და თამარს.. ასე როგორ გაიმეტე. ამ ტკივილისთის როგორ გაიმეტე ასე მარტივად.. ის ჯერ სულ რაღაც ცხრამეტი წლისა...
– ვიცი და ვნანობ, ძალიან მტკივა გული.. მითხარით როგორააა?
– ცუდად. ფილტვების ანთება აქვს. მაღალი სიცხეები აქვს.წვეთოვანზე და აპარატზეა მიმაგრებული შვილო.. ექიმი ამბობს რომ მიუხედავად მაღალი სიცხისა ორგანიზმი ტემპერატურას ვერ ინარჩუნებს. მთელი დღე საფლავზე იწვა, მარიამის გვერდით , ხელში კი ეს ეჭრია. დაკუჭული ქაღალდი გაუწოდა გაგას და ცრმლები გადმოსცვივდა.. იმის თქმაც კი მეშინია რომ შეიძლება ქეთო დავკარგოთ.. არსებობს საშიშროება რომ გულმა ვერ გაუძლოს...
– ხელის კანკალით გამოართვა გაგამ აღალდი, და მისი სიტყვები ამოიკითხა... ჩემი სულელი გოგო.. ჩემი სულელი.... ჩუმად ჩურჩულებდა.. ჩემი ბრალია. როგორც მარიამის ქეთოს სიკვდილიც ჩემს კისერზე იქნება....– ნერვებმა აჯბეს და ისტერიულად იყვირა... სწრაფად წამოხტა ფეხზე მანქანა გიჟივით გააქოლა იქითკენ სადაც არავინ ეგულებოდა...
სირბილით ავიდა თორღვა მისაღებში და დიმას უყვირა,
– გაყევი იმ გადარეულს თორემ თავს რაიმეს აუტეხავს და მერე ორივეს დავარგავთ.აიჩემა მარიამის სიკვდილივით ესეც ჩემი ბრალიაო.. გიჟივით გავარდ შვილო.. მიდი დაეწიე დიმა, იპოვე...თორემ უბედურება არ აგვცდებააა...
– მაგრად მიიჭირა ალექსანდერემ გულზე ხელი და კედელს მიყუდებული ჩაიკეცა.... ჩემი ბრალია, ზედმეტი მომივიდა.. მე ხომ ვიცოდი მისი ტკივილის შესახებ და დავუმატე.. მე ხომ ვიცოდი როგორ უყვარს ქეთო და მის სიკვდილში დავადანაშაულე.. ახლა თუ გაგას რაიმე დაემართა ჩემი ბრალი იქნება.. და მერე ქეთო შემიძულებს მხოლოდ იმიტომ რომ გაგა წავართვი.....
სიჩქარის მაჩვენებელი 150–ს უჩვენებდა, შამანაური კი არ მიდიოდა, მიფრინავდა გზაზე და ქეთოს სახე თვალებიდან არ შორდებოდა. ერთმანეთში ერეოდა ყვეაფერი. როგორ შეეძლო ასე უგულო ყოფილიყო, როგორ შეეძლო სე გაემეტებინა სკუთარი ცოლი სკვდილისათვის.... ნუთუ მართლა არ ქონდა გული... ნუთუ მართლა ასეთი ცივი იყო... დიმაც გიჟივით მიყვებოდა უყან თუმცა გაგა მისი ფარების ანთებას და სიგნლას არაფრად მიიჩნევდა... თბილისს გასცდა, სევდა და ტკივილი ყელში უჭერდა ხელებს..
გაგასთვის ცხოვრება ერთი დიდი წუმპე იყო და ამ წუმპეში ისე ღრმად ქონდა ფესვები გადგმული რომ უკან ამოსვლას ვერ ახეხებდა.. ამ წუმპეში ის უგულო ადამიანი იყო– უბრალოდ ნაგავი, რომელის ადგილის ბოლოს სანაგვეზე იყო.. რომელსაც ერთ დღეს ყველა მიატოვებდა.... დრო და დრო საჭეს მაგრად ურტყავდა ხელებს და ბოლო ხმაზე ყვიროდა რომ არაკაცი იყო, ცოლის მკვლელი.... ამაოდ ცდილობდა დიმა მის შეჩერებას.... ცარიელ ტრასაზე სიჩაქრეს უფრო მოუმატა. მაგრამ მოულოდნელად გადაურბინა წინ ძაძლმა.. მთელი ძალით დააჭირა მუხრუჭს ფეხი გაგამ... მანქანამ წამში რამოდენიმე ბრუნი განახორციელა და გზის მარჯვენა მხარეს ნ განცალკევებით მდგარ ხეს შეასკდა...
გიჟივით გამორბოდა დიმა ძმაკაცის დასახმარებლად..ძლივს გამოაღო ჩაჭედილი კარები და გაგა მაქანიდან გადმოათრია...
– გაგა, გაგააა.– მაგრად შემოკრულმა სილამ გონზე მოიყვანა.. გამო**დი? რას აკეთებ ბიჭო????
– შემეშვი... შენ არ გეხება ეს.. ნუ გამიტ***ეთ რა.. ჩემი დარდიც მეყოფა, არ მინდა არავის ჭკუის დარიგება, ისედაც ვიცი რომ არაკაც ვარ, ისედაც ვიციი დიმა... ნაგავი ვარ.. არა იქნება ნაგავი უფრო ფასეული იყოს ვიდრე მე ვარ.... უკანასკნელი ადამიანი ვარ, სიკვდლის კი არა ჩაქოლვის ღირსი ვარ.. ხედავ რა ხდება? ჩემმა ეჭვიანობამ მიწასტან გამასწორა, ქეთო კვდება, ჩემი ქეთოო.. ჩემი ცოლი დიმა... მუხლებზე დაეცა გაგა და მუშტებს მაგრად ურტყავდა მიწას...
– ადექი ასე არაა... ქეთოს უყვარხარ, გელოდებოდა.. სულ შენზე ფიქრობდა... იცი როგორ ენატრებოდი...
– ხოდა ამიტომ ვარ არაკაცი ზუსტად ბიჭო..... შემეშვი რა, შენ მაინც შემეშვი დიმა....ჩემნაირების ადგილი ჯოჯოხეთშია..
– ასე არაა ძმაო, შეცდომას ყველა ვუშვებთ და მერე ამ შეცდომებზე ვსწავლოთ.. შენ ძლიერი ხარ გაგა. ქეთოს გულისთვის უნდა იყო ძიერი, მის გამო უნდა შეძლო.. აჰაა იმდენი ილაპარაკე პატრულიც მოგვადგა... ორი საპატრულო ეკიპაჟი ჩვენს წინ გაჩერდა და წარგვიდგნენ. გაგას დანახვაზე სახეზე ღიმილი მოედოთ. როგორც ჩანდა უკვე ეცნოთ ვინც იყო...
– ბატონო გაგა თავს როგორ გრძნობთ...
– არ ვიცი...
– თავი ხომ არ დარტყით. ჩვენ მოგვიწევს ჯარიმა გამოგიწეროთ. სიჩარეს გადააჭარბეთ როგორც სჩანს...
– პრობლემა არააა.. – მშივდად საუბრობდა და თვალს არ ახამხამებდა...
– ბატონო გაგა ნასვამი ხართ??
– ბოლოს მოთმინების ფიალა აევსო დიმას და მეტად მზრუნველი პატრული გვერდით გაიყვანა... ნასვამი არაა.. სულ ახლახანს დავბრუნდით შვეიცარიიდან. მისი მეუღლე ძალიან ცუდადააა, სიკვდილს ებრძვის , იქნება ცოტა ადროვოთ ადამიანს გონზე მოსვლა, ეგ ჯარიმა კიდევ დაწერეთ თუ წერთ რა..
– გასაგებია... ოთხივემ ერთმანეთს გადახედა.. მერე გაგას ხელი მოაწერინეს და გამოჯამრთეება გვისურვეს....
– მაგარი ჯარიმა ავირტყით ეეე.... შენც და მეც... სიჩქარეს გადავაჭარბეთ , კამერამ მგონი ვერც მოასწრო ჩვენი ნომრების დანახვა ისე ჩავიქროლეთ... წამოდი წავიდეთ, ეს ჯართი აქ დატოვე, აღარც ივარგებს... სამაშველო გადაიტანს, შენ კი კაგად გაგიტეხავს შუბლი ძმაო...წამოდი...
**
გაგას დანახვაზე ყველა შედრკა, ფერი დაკარგეს... შუბლიდან წამოსულ სისხლს გვარიანად ეთამაშა მის სახეზე და თეთრი პერანგიც შეეღება... სანამ ვინმე რაიმეს იტყოდა თქმა დიმამ დაასწრო ყველას.“ გაგას ექიმტან შევიყვანო“ და ძმაკაცი კაბნეტში შეუშვა...
– ჩემი ცოლის ნახვა მინდა– გადაჭრით თქვა გაგამ და ექიმს ახედა..
– თქვენს მეუღლეს დასვენება სჭირდება ბატონო გაგა. თანაც ჯერ გონზე არ მოსულა..
– ვიცი მაგრამ, უნდა იცოდე რომ მემასთან ვარ, უნდა იგრძნოს რომ ჩამოვედი და არ მივატოვე. ძალიან გთხოვთ ექიმო...
– არ შემიძლია, ისედაც მძიმედა...
– გთხოვთ.. ნუ დამიშლით თუნდაც უკანასკნელად ვნახო ჩემი ქეთო ცოცხალი..
– კარგით, ოღონდ სულ ხუთი წუთით.. დამიჯერეთ მისთვის საზიანოა უცხო სხეულის მოხვედრა ახლა.. პირბადე აიღეთ და ხალათი ჩაიცვით....
ცრემებს გაგას შავი თვალები ისე დაებინდა რომ დანახვა უჭირდა, წამწამები არ აძლევდა უფლებას ცრემლებს კუნწულებად დაკიდებოდა და შვება ენახათ....საოცარ ტკივილს გრძნობდა გულში.. ცერა თითებით ცრემლები მოიწმინდა და ქეთოსკენ დაიხარა და გაცრეცილ ტუჩებზე ნელა აკოცა..
– ქეთო...ჩემო იმედო.... რო იცოდე როგორ ენატრებოდი შენს დებილ ქმარს ქეთო... ჩემი სიყვარული არასოდეს ყოფილა ასეთი წმინდა და ძლიერი როგორც დღესაა ჩემო ანგელოზო.. არ ვიცი რა გამიკეთე ასეთირომ შენს გარდა სხვა ქალს ვერ ვუყურებ.. არა გგონია მინდა სხვა?– არა, შემიძლია შენი თვალები სხვისაზე გავცვალო? ჩემო ერთადერთო... შემიძლია მტელი დღეები ვიჯდე აქ და მოგიყვე როგორ შემიყვარდი.. ერთ დღეს გეტყვი, გეტყვი როგორ დაიდე ჩემს გულში ბინა და ვიცი შენ რომ გიხდება ისე გადაიკისკისებ, როგორ მენატრება შენი ტიტინა ხმა ქეთო... ვიცი ცუდად მოგექეცი, წავედი გაგეცალე, გული გატკინე მაგრამ შენ არ მასცვენებდი, აჩრდილივით დამყვებოდი თან ქეთო....ღამით რომ ჩემტან ერთად იძინებდი და დილით რომ შენი შეხება მაღვიძებდა იმ აჩრდილივით ქეთ....შენ მხოლოდ შენ მოგანდე ჩემი გული... შენამდე არავინ მყვარებია, ეს შენ დაიდე ჩემს გულში ბინა და შენი სიყვარულით გამათბე....მაპატიე , თუ შეძლებ მაპატიე ჩემი ეს ქცევა... მაპატიე რომ სასიკვდილოდ გაგიმეტე... გეხვეწები თვალები გაახილე რა.... გაახილე თვალები და მითხარი რომ ცხოველი ვარ... ისე როგორც აქამდ მეუბნებოდი ქეთო..... გაგას თვალიდან წამოსული ცრემლები ქეთოს ხელებზე ეცემოდა და თითებს შორის იკარგებოდა... ნელა მოიქცია ქეთოს ხელი ხელებში და მხურვალედ აკოცა... იცი ახლა პატარა რო ვიყო რას გავაკეტებდი?– ხმამაღლა ვიტირებდი... ხელები როგორ გაცრეცვია ჩემო ლამაზო. როგორ გამხდარხარ.. როგორ შევძელი, როგორ გაგიმეტე ამისათვის არ ვიცი.. ქეთო... ჩემო ქეთო.... ჩემო ერთდერთო... მიყვარხარ... მალე დამიბრუნდი რა.... მალე მალე ქეთო.... ჩვენი თაფლობის თვე გველოდება .. ჩვენი სიყვარულის ღამეები და დღეები ......გპირდები რომ არასოდეს მიგატოვებ მეტად, ყოველ დილით ტუჩის კუთხეში კოცნით გაგაღვიძებ და რამის გულზე მიკრულს დაგაძინებ ოღონდ ახლა ეს ტკივილი გადაგვატანინოს უფალმა.....მოულოდნელად იგრძნო გაგა ხელზე ხელის მოჭერა... გაოცებულმა ახედას ქეთოს... თვალები ეხილა... ლურჯი უძირო თვალებიდან კი უწყვეტ ნაკადად მოსდიოდა ცრემლები....
**
ლამის მთელი თვე საავადმყოფოში გავატარე, გაგა წუთით არ მტოვებდა.. გულის სიღრმეში მისი ზრუნვა და სიყვარული ძალიან მსიამოვნებდა, მაგრამ უკან მოტოვებული ტკივილით სავსე თვეები არ მაძლევდა საშუალებას ბოლომდე ბედნიერი ვყოფილიყავი..... მისმა წასვლამ ჩემს ნერებზე იმაზე მეტად იმოქმედა ვიდრე მეგონა.... დილით ადრე შემოვიდა ექიმი და მახარა დრეს უნდა გაგწეროთო.. ოდნავ გავიღიმე და გაგას გავხედე.. გვერდით ბედნიერი სახით ედგა დედაჩემი ... გაგასთან მარტო დარჩენა ვთხოვე და ვანიშნე აქ დაჯექი –თქო...
– მე . მე მინდა რომ აქედან სახლში წავიდე...
– რა თქმა უნდა ქეთო...– ღიმილით მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
– შენ ცუდად გაიგე.. მე მშობლებთან მინდა დაბრუნება... შნთან ყოფნა აღარ მინდა....
– ვერ გავიგე..
– კარგად გაიგე ყველაფერი.. შენ ისე ადვილად მიმატოვე , ერთხელაც არ დაგირეკავს და არ გითქვამს რომ ენატრებოდი,, შენს სამო უკვე ორჯერ გადავურჩი სიკვდილს, ალბად მესამე გარანტირებული იქნება გაგა..მინდა რომ მშობლებთან დავბრუნდე და ზუსტად ისე დაიტანჯო როგორც მე..
– მოიცადე შურის ძიება გინდა?
– არა, შენი დანახვა აღარ მინდა.. გეგონა როცა მოგინდებოდა ჩამოხვიდოდი და მე ფეხებში ჩაგივარდებოდი? ცდები შამანაურო.. საკმარისია რაც მტანჯე..მე შენს გამო ავიტანე, ტკივილი, დამცირება... მაგრამ შენ მე ვერ გავიგე, არ დამიჯერე... ახლა მე აღარ მინდა შენთან ერთად...
– კარგი.. ასე იყოს.. წაგიყვან მშობლებთან...
– არა. მამაჩემი თვითონ წამიყვნს... არ მინდა იქაც ვხედავდე შენს თვალებს.. ახლა ყველაზე მეტად მარტო ყოფნა მინდა... შენს გარეშე ცხოვრებას მივეჩიე ...
– მართალი ხარ.. მეტის ღირსი ვარ. შეგიძლია დამსაჯო..
– არ გსჯი.. მე უბრალოდ მინდა უშენოდ ვიყო... მე უბრალოდ მინდა რაც შეიძლება მალე აღარ გერქვას ჩემი ქმარი..
– გაყრას მთხოვ?
– დიახ...
– გასაგებია–– გამწარებულმა მითხრა და გიჟივით გავარდა პალატიდან...
ქარივით გავარდა შენობიდან გაგა და ვერც კი დაინახა როგორ ჩაუქროლა ბელას და დიმას... მაშინვე მიხვდა რაღაც წესრიგში არ იყო... ბელა ზემოთ აუშვა თვითონ კი გაგას გაეკიდა.. რომელიც გამალებით ურტყავდა წიხლებს მანქანის საბურავებს...
– ეეე, მორჩა, მორჩა, ხალხლი გვიყურებს , დამშვიდდი რა მოხა ძმაო..
– გაყრა უნდა...
– რა გაყრა უნდა ვის უნდა, რას ლაპარაკობ..
– ვის ენდობე შენც კი რა.. ქეთოს. გაყრა უნდა.. ხოდა ღირსიც ვარ. ამ ცხოვრებაში ეს ერთი სიყვარული მებადა და ისიც ვერ შევინარჩუნე..
– მოიცადე, გაყრა უნდა რა არის.. ახლა ხო აქ ხარ, ჩამოხვედი..
– ახლა აქ ვარ. მაგრამ მანამდე ვიყავი???? არ ვიცი რატომ ველოდი რომ ჩამოსულს კისერზე ჩამომეკიდებოდა.. თუ ჩემი კაცობა შეილახა მისი სიამაყეც ხო გავანადგურე დიმა.. ორივე ხელი საფეთქლებზე მიიჭირა და იდაყვებით დაეყრდნო მანქანას..რასაც ვეძებდი ის ვიპოვე. დავკარგე..
– ასე არაა, მოიცადე რა. გაბრაზებულია .. აცადე დამშვიდდება და ერთად იქნებით.
– ვაცდი.. მითხრა მინდა ისე გტკიოდეს როგორც მე მტკიოდაო.. რა იცი მე როგორ მტკიოდა... არავინ იცით, იმიტომ რომ თქვენ მარტო ქეთოს ხედავდით...
გაცოფებული იგინებოდა და მუშტებს ურტყავდა მანქანას შამანაური..
– ჩემი ბედის დედაც მოვ***ან, ვინ ჯანდაბამ დამანათლა ამდენი ტკივილი ... კიდევ რამდენი უნდა ვიტანჯო, შვიდი წელი საკმარისი არ იყო???? მაგრამ ვერ დამაჩოქებს ვერავინ.... გაცოფებული ჩაჯდა მანქანაში და გიჟივით გავარდა საავადმყოფოს ეზოდან... დიმა კი ერთ ადგილას გახევებული დატოვა... (17)
**
ნაწილი მეთვრამეტე...

მთელი გზა მამაჩემის ტვინის ბურღვას ვუსმენდი, სხვა და სხვა ხერხით მიხსნიდა რომ ცუდად მოვიქეცი, რომ ასე არ უნდა მეკრა მისთვის ხელი..
– მამა, საკმარისია რა.. ხელი თვითონ მკრა, რა ეგონა მოვიდოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა? არა , ცდებით ყველანი თუ ასე ფიქრობთ. მეც ადამიანი ვარ ,რომელსაც გააჩნია გრძნობა, რომელსაც სტკივა და უხარია..
– კაცი საქმეზე იყო წასული და შენ კიდევ რას აბრალებ.. ასე არ ხდება შვილო, ეს ოჯახია, უნდა დაუთმო.. უნდა გაუგო, ის კაცია, რა თქმა უნდა გაბრაზდებოდა..
– მამა დავიღალე რააა– გამწარებულმა ვიყვირე და თავი გვერძე გავატრიალე.. ოჯახი იმას არ ნიშნავს რომ მხოლოდ მე დავთმო. მხოლოდ მე გავუგო.. იწვალოს, სტკიოდეს.. მივიდეს სივდილამდე და მეც მივალ ღიმილით როგორ მომნატრებიხარ თქო...
– ქეთევან ისე იქცევი გეგონებოდეს სულ ერთი იყოს შენთის გაგა...
– სულ ერთია, დიახ სულ ერთია... მე ის შევიყვარე, მან კ მიმატოვა...
– შენ ქმარს საერთოდ არ აფასებ.. გგონია თუ გაეყრები უკან გამოგეკიდება? კი ერთი თვე გიმლოვებს და მერე ფეხებზე დაგიკიდებს ქეთო. იტყვის ესეიგი აც ვყვარებივარო. ნუ ივიწყებ რომ მოუხედავად იმისა რომ ცოლი ყავს, შამანაურის პოპულარობა ქალებს ვგულისხმობ, არც მაშინ ჩამქრალა, ქეთო ჯან, ტვინი გაატოკე ბიძაშვილო... გამიხსენებ მერე ქმარს რომ დაკარგავ... ისე აგაცლიან ცხვირ წინ ფუკასავით. დაგტოვებენ მშრალე.. არ დაგავიყდეს რომ ის მუდამ ყურადღების ცენტრშია და არვის მისცემს უფლებას მასზე ცუდი თქვან ან დაწეონ– ღიმილით ჩამომირაკრაკა ჩემმა ბიძაშვილმა და ხელი მომხვია..
დათოს სიტყვები გულში მხვდებოდა და გულის სიღრმეში ვიცოდი რომ მართალიც იყო, მაგრამ მეც გამაჩნდა ჩემი თავმოყვარეობა და რადაც არ უნდა დამჯდომოდა გაგას გამწარება მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი.თუნდაც დამეკარგა, თნდაც წასულიყო ჩემგან... მინდოდა მასაც ისე სტკენოდა გული როგორც მე მტკიოდა, ისიც ისე გამწარებული როგორც მე მამწარებდა..
**
მაგიდის გარშემო ბარში იჯდნენ გაგა და დიმა, განადგურებული სახე. ჩაწითლებული და ამღვრეული თვალები... ეს იყო ახლა ყველასათვის ცნობილი შამანაურის გამოსახულება.. მეგობარს მაგრად დაკრა ხელი მხარზე და გაუღიმა..
– გაგა საკმარისია, წავიდეთ, ფეხზე ვერ დგახარ, გუშინ მანქანა დავლეწეთ დღეს რას ვაპირებთ?
– სიკვდილს...
– დიდი ხანია გადაწყვიტე??
– მას მერე რაც ქეთომ გადამიყვარა..
– არ გადაიგიყვაა ადამიანო, რატომ აიკვიატებ ხოლმე ა. რა ჯიური რაღაცა ხარ.. შენი გამწარებ უნდა, ხოდავამაყობ ქეთოთი, რომ გამწრებს კიდეც..
– მე ვერავინ გამამწარებს.. იმაზე მეტად ვიდრე გავმწარდი ძმაო.. მითხარი ერთი, შენ არ აპირებ ჩემი დის ცოლად მოყვანას??
– არა.. შენმა შემხედვaრემ გადამიარა უკვე..
– არ გაბედო გაიგე? საყელოში სტაცა ხელი დიმას და ლამის სკამიდან გადმოაგდო. ჩემი დის შეცდენა არ გაბედო თორემ სიფათს აგახევ, მასტან იწექი?– იმდენად მოულოდნელად კ გაიელვა შეკიტხვამ რომ დიმამ კინაღამ ვისკი გადმოასხა პირიდან...
– შენ ხო არ უბერავ ტო.. რას მელაპარაკები.. გაგა მთვრალი ხარ, ვიცი ცუდად ხარ მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეს რა.. წამოდი სახლში დაიძინე, დაისვენე...
– არა... არ მეძინა დიმა, რა დამაძინებს ეხლა მე.. ქეთოსთან წამიყვანე..
– გაგა..
– ის ჩემი ცოლია და მაქვს უფლება ვნახოოო–გაბრაზებულმა დასხცო მუშტი მაგიდას და ვისკიში მოკალათებული ყინულები შეთამაშდნენ...
– კარგი ასე იყოს, ადექი მიგიყვან, მაგრამ იცოდე თუ ქეთოს შენთან ლაპარაკი არ ენდომება არ იყვირებ და არც იჩხუბებ..
– შენც მნახე რა ეხლა. რო მაგაზე ვიჩხუბო. არ ენდომება და მორჩა. კარგად იცი მე არავის არაფერს ვეხვეწები დიმა. ის ჩემი ცოლი თუკი საჭიროდ ჩათვლის რომ მარტო იყოს და ქმარი არ მიწოდოს არაკაცი ვიყო თუ წინააღმდეგობა გავუწიო.. იყოს... უბრალოდ მინდა ვიცოდე რა ლოგიკით მოძრაობს.
– იმ ლოგიკით რა ლოგიკითაც შენ მიატოვე..
– შენ ჩემი ძმაკაცი ხარ თუ იმისი ტოო..
– შენი მაგრამ სიმართლეს გეუბნები რა გავაკეთო....
კარზე ზარი დარეკა თუ არა შულით მიეყუდა და ოხვრა დაიწყო, დიმა ამაოდ ცდილობდა მის გონზე მოყვანას... შეშფოთებული სახით გამოაღო კარი ბატონმა თორღვამ და გაგას დანახვაზე ფერი ეცვალა..
– რა მოხდა შვილო, ხო მშვიდობაა???
– ჯერ არ ვიცი. სიმამრო.– ღიმილით უთხრა გაგამ და ეზოში შეფრატუნდა.. ჩემი ცოლის სანახავად მოვედი...
– გაგა ნასვამი ხარ? – არ გეკადრება..
– აუუ, თქვენს ჭკუაზე არ დამარიგოთ თორემ გავგიჟდები რა. მთელი საღამოა ტვინს მიჭამს დიმა..
– შვილო ჭკუაზე არ გარიდებ მაგრამ, შენი საქმიანობიდან გამომდინარე ცოტა ფრთხილად უნდა იყო. ყველგან არის ვირაც ვინც ელოდება შენზე ცუდ ამბავს..
– ხოდა იყვნენ რააა. . ეს ამბები.. ქეთოს ნახვა მინდა, და წავალ მერე.. მართლა მომენატრა...
– ადი თავის ოთახშია, ნელა ადი ოღონდ არაფერი დალეწო. თამარს სძინავს, მე და დიმა აქ ვისაუბრებთ..
– არის უფროსო.. ხმამაღლა დაიძახა და მოულოდნელად მიიფარა პირზე ხელი ყვირილის გამო.... მის ბავშურ ქცევაზე ორივეს გაეცინა და სკამზე ჩამოჯდნენ..
როგორც იქნა ოთახამდე მიაღწია და ნელა მიაკაკუნა კარზე... ქეთოს ხმამ უფრო დაათრო, უფრო დაუძაბა ვენები კანზე, გული აუთრთოლა...ფრთხილად შეაღო კარები . მოულოდნელდ გადააწყდა მათო თვალები ერთმანეთს და იქ სიტყვები ზედმეტი იყო.. გაგას ნაბიჯები ერეოდა, თავს ვერ იმაგრებდა... ძლივს მიაღწია საწოლამდე და ქეთოს კალტაში თავი ჩაუდო...
– იცი როგორ მომენატრე?– მაგრამ , გოგო.. გინდა მომკლა?
– არა მე არ გკლავ, ცოტა აგერსია ჩამოვიჩინე და Tავი ავაწევინე... რატომ მოხვედი გაგა , რა გინდა ჩემგან?
– რა უნდოდა მინდოდეს ადამიანო, ჩემი ცოლი ხარ, მიყვარხარ. შენ მინდიხარ ..
– იქ რო წახვედი მაშნ არ ვიყავი შენი ცოლი? ისე მარტივად დამთმე, და გამიმეტე...
– შენ ვერასოდეს გაიგებ რას ვგრძნობდი მე... ეს სულ სხვა შეგრძნებაა ქეთო.. შენ ქალი ხა და როცა ასეთ რამეს იგებ ცოლზე დამიჯერე ძალიან მძიმე დარტყმაა...
– ხოდა მორჩეს ყველაფერი ჩვენს შორის... მე არ შევცვლილვარ , მე ისევ ის ქეთო ვარ რომელიც ლევანს დაწოლას ეხვეწებოდა...
– მეტი არ გაბედო მაგის თქმა.– გაბრაზებულმა მიღრიალა და საწოლიდან წამოხტა... არ გაბედო გასაგებია? შენ ჩემი ცოლი ხარ, ჩემი ქეთო, ჩემი ღირსება, რაზე მელაპრაკება...
– გაბრაზდი არა? მაგრამ ასეა... ისევ ის ქეთო ვარ.... ჩემი წარსული არ შეცვლილა, არც ლევანი გამქარალა არც გაპარვა, არც ის ღამე...
– ჭკუიდან მშვლი, ჩემს მოთმინებას ცდი???– აღარ მაქ მოთმინების უნარი ამის დედაც მო***ან.. –გაცოფებულმა მიყვირა და მის გვერდით მდგარ სარკეს მუშტი დაკრა....
– ეს სარკეების დალეწვა მოდაშია? – ჯიბრზე ავ ვტყდებოდი... თვალი გავაპარე მისი ხელისკენ საიდანა თქრიალით მოსდიოდა სისხლი.... მანახე ხელი..
– შემეშვი.. ნუ მეთამაშები... მიდი ჩაალაგე სახლში მივდვიართ... მკლავში მტაცა სისხლიანი ხელი და კარადასტან მიმიყვანა..
– მე არსად მოვდივარ, ჩემი სახლი ესა...
– ჩვენს სახლში მივდივარ ქეთო...
– ჩვენ სახლი არ გვაქვს, ის შენი სახლია..
– ესეიგი არ მოდიხარ არა? ხელს მკრავ ხო ასეა?
– როგორც გინდა ისე ჩათვალე, უბრალოდ იცოდე რომ მე შენი თოჯინა არა ვარ....
– არც მე ვარ შენი სათამაშო,, დაიმახსოვრე ამ დღის მერე ვერარ მნახავ,, მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიის კაცს ქალს რო მუხლებში უვარდება.. მე ჩემი გავაკეთე, შენ უარი მითხარი, რადგან ყველაფრის დამთავრება გინდა ასე იყოს...
– ხოდა ძაიანაც კარგი.. წაეთრიე და ნუ მოხვალ მეტი, მძულხარ....გაიგე? მთელი გულით მძულხარ, არ მიყვარხარ, აღარ მიყვარხარ, შენზე ტკივილმა გამიქრო ყველაფერი..
– მადლობა..– კბიებში გამოსცრა და კარები გაიჯახუნა...
ძალა გამოცლილი დავეცი მუხლებზე და სახე ხელებში ჩავრე. არავინ იცოდე როგორ მტკიოდა გული.... რად მიღირდა მისგან შორს ყოფნა, მისთვის ხელის კვრა..მისი ტკივილის უარყოფა...
გაცოფებული გავარდა გაგა სახლიდან და სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო თორღვამ ისე გაიჯახუნა რკინის ჭიშკარი.. მთელი გზა ნერვიულად ისვავდა ხელს შუბლზე..ბოლოს ძმაკაცს გაუღიმა და მხარზე დაკრა ხელი..
– არ იდარდო, ყველაფერი გაივლის,, მალე გაივლის ეს ტკივილიც ძმაო...
– გაგა მაშინებ.. რა მოხდა არ იტყვი?
– გამომაგდო, ჩემი ნახვა არუნდა. არც ჩემთან ყოფნა უნდა, ვთხოვე სახლში დაბრუნდი –თქო.. არაო.. მისი სახლი თურმე იქ ყოფილა, ხოდა იყოსსს.– მოულოდნელად იღრიალა და დიმას სახე ეცვალა..
– შენ ბიჭო სამკურნალო ხარ რა... რა გულს მიხეთავ ტო... გითხარი გაბრაზებულია–თქო, აბა რა გეგონა..
– რა მეგონა? არ მეგონა რომ ასე მალე შემირიგება , თუმცა არც იმას ველოდი თუ მეტყოდა რომ აღარ ვუყვარვარ და ვძულვარ..
– მოიცა რა, შენც ხო იცი რომ ეს ასე არააა..
– ვიცი მაგრამ დიმა.. სახლში მიმიყვანე, და ხვალიდან აღარ იქნები ჩემი მძღოლი..
– არაუშვას ვიყო.. რა პრობლემაა..
– პრობლემა ისაა რომ შენთან ერთად ვერ ვაკეთებ ყველაფერს, ქეთო წავიდა და ახლა შენ მყავხარ ცოლივით ტო... ნაბიჯი ვერ გადამიდგამს უშენოდ ეე...
– მისმინე, ვიცი გაბრაზებული ხარ. მგრამ სისულელეებს ნუ ჩაიდენ რა.. მოვედით, მიდი გადადი და დაიძინე... იცოდე სახლში არავინ მოყარო, თორემ არ ვიცი რას გიზავ...
– ეხლა ვინმესთან ძიძგილობის თავი მაქვს მე? გათიშლი ვარ...
– ძმა ხარ რა.. ამიტომ მიყვრხარ გაგა....
– ადიოს დიმააა..– სიცილუთ დაიძახა გაგამ და ძლვს შეაღწია ჯერ სახლში მერე კი საძინებელში...
**
დილით ადრიანად გამოაღვიძა მუსიკის ხმამ. ძლივს მონახა კარადაში სპორტული ტანსაცმელი და ჩაცმა–ჩაცმით ჩავიდა დაბლა.. ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე შევიდა სამზარეულოში და სკამზე დაჯდა..
– აუუ ნუნუ ღადაობ ?
– ვაიმე, შენ სახლში ხარ ჩემო ბიჭო? მედიტაციას ვაკეტებდი...
– აუუ ქალო, რა მედიტაციას აკეთებდი ტო მძინავს. იმხელა ხმაზე გაქ ეს შენი მედიტაცია რომ ორი სართულის ზემოთ ამოდის .. მიდი რა მიდი, ყავა გამიკეთე....
– ჩემი გოგო სადაა? სძინავს?
– შენი გოგო დედამისთანაა, ვშორდებით...
– დედა მომიკვდეს თავი, დედა რატომ ვარ ცოცხალი.. ეს რა გაიგეს ჩემმა ყურებდა– ქოთქოთს არ წყვეტდა ნუნუ..
– რა იყო ნუნუჩკა, მე ვშორდები შენ ხო არა...
– რას ამბობ შვილო. როგორც სცვევია სამჯერ გადააფურთხა და კარსაც მიუკაკუნა... რა დროს გაშორებაა სულ ახლა არ იქორწინეთ?
– რა ვიცი, ქალებს გაგებ რამე?
– ნუ ამბობ ასე გაგა, ქეთოს ძალიან უყვარხარ....
– აუ საერთოდ მაგარი დავიღალე რა.. ყავა მომიდუღე შენ ნუნუ. მერე გამოდი და ჩავარტყათ..
– ვის ჩავარტყათ შვილო, ცხოვრებაში არავინ მიცემია და...
– აუუუ ქალოოო. არაყი ან ვისკი ეეე. ეს ვინ ხარ ვა....სიცილს ვერ იკავებდა გაგა ..
– მაგაზე კი არ გეტყვი უარს..
წუხანდელი სიმთვრალის გამო, თავი უსკდებოდა... იცოდა ახლა არც ყავა და არც წამალი უშველიდა. მხოლოდ ქეთო იყო მისი ტკივილის მოხსნის საშუალება, ქეთო რომელიც არ რეკავდა, არც სწერდა ....გაჩუმებულ ტელეფონს დახედა და გაეღიმა..წავიდოდა, რა თქმა უნდა დღესაც მივიდოდა და სთხოვდა უკან დაბრუნებას,, უყვარდა.. სსინლად უყვარდა ცოლი და ამას არც ურყოფდა.. როგორ უნდოდა ახლა მის მხაზე დაედო თავი და მის თმებში ცხვირი ჩაერგო.... საათს დახედა ჯერ ათი იყო... მოგონებებმა თავისით დაიწყეს გონებაში ამოტივტივება. გაახსენდა იქ ლონდონში როგორ დაბორიალობდა ოთახიდან ოთახში და ყველგან ქეთოს სუნს გრძნობდა. როგორ ეძინა მის საწოლში და მის ბალიშს ეხუტებოდა... ოთახის კუთხეში შემთხვევით დავარდნლ ქეთოს ცხვირსახოცს როგორ უფრთხილდებოდა.... ახლ კი ამ ყველაფერს ფასი დაეკარგა.. ახლა ეს ყველაფერი ისე ენატრებოდა. შეეზლო ხელი მოეკიდა და ძალით წაეყვან ძალიან შორს ყველასა და ყველაფრისაგან...
სიმღერ–სიმღერით შევიდა ნუნუ გაგასთან და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დაუდო...
– შვილო,შენთვის არასოდეს არაფერი მითქვამს, მაგრამ მუდამ შვილივით მიყვარდი... წადი და დააბრუნ შენი ცოლი. ნაწყენია ეს ხომ ბყნებრივია.. გაბრაზებულ გულზე უამრავ რარაცას ვამბობტ ხოლმე, მერე ვნანობთ და ამის გამოსწორების საშუალება აღარ გვეძლევა... მიდი და მიეცო საშუალება გამოასწოროს ის რაც დააშავა, თუმცა შენც უნდა აღიარო რომ ცუდად მოექეცი, გოგო კინაღა ხელებში ჩაგვაკვდა გაგა. ეს სახუმარო საქმე ხომ არაა....
– ვააა ნუნუ. შენ რა მაგარი აზრები გქონია.. წავალ წავალ, აბა ისე დავტოვებ ჩემს გოგოს? ცოტა გონს მოვალ და გავალ...მანქანა მაქვს გამოსაყვანი ცენტრიდან მერე მივალ და ვტხოვე დაბრუნდეს..
– ხოდა კარგსაც იზავ შვილო.. ის პატარა შენ დიდი ხარ. ცხრამეტი წელი ბევრი ნუ გეგონება გაგა, შენს ცოლს ჯერ კიდევ უქრის.. ბავშურად აზროვნებს..
– ვიცი ნუნუ, არ ინერვიულო... ყველაფერი კარგად იქნება...
**
საგანგებოდ გამოპრანჭული გაეშურა გაგა ქეთოსაკენ, გამიზნულად გონდა გადაწყვეტილი რადაც არ უნდა დაჯდომოდა ქეთო უკან წამოეყვანა. მთელი გზა გონებაში ხატავდა როგორ წაიყვანდა ქეთოს სამოგზაუროდ, როგორ აუხსნიდა სიყვარულს კიდევ ბევრჯერ .. უნდოდა ეთქვა რომ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა მაგრამ მის გარეშე ვერ იცოცხლებდა, რომ უნდოდა ბევრი–ბევრი შვილი ყოლოდა მისგან....
კარი ღია იყო ეტყობოდა სახლში არავინ იყო... თეთრი ვარდებით ხელში მიაბიჯებდა გაგა ეზოში როცა მოულოდნელად შედრკა, სახეზე ფერი დაკარგა, პრიალა ქაღადში შეხვეულ ვარდებს მთელი ძალით უჭერდა ხელს.. მის წინ მშვიდი სახით იჯდა ლევანი და ქეთო .. გამწარებულმა დაახეთქა ყვავილები მიწაზე და კარისაკენ წავიდა .. მაშინვე გაეკიდა ქეთო და გაგას მკლავში სტაცა ხელი..
– გაგა მისმინე ყველაფერს აგიხსნი..
– ..
– გაგა გეხვეწები აგიხსნი ყველაფერს, ისე არაა შენ როგორც ფიქრობ.
– და შენ რა იცი მე როგორ ვფიქრობ ჰა? სულ ე ხარ? მხოლოდ ეს შეგიძლია ქეთო?? ესააა ჩემი ცოლი, ქალი რომელიც მიყვარს??? ამისთის მოვედი აქ ამ დედა მოტ***ული ყვავლებიტ ხელში რომ ამ სირთან დამენახე გოგო????– მაგრად მომიჭირა მკლავში ხელი და საპირისპირო მხარეს მომიქნია...
– გაგა გეხვეწები მომისმინე.. აგიხსნი... ისე არაა. ლევანი მხოლო მოსაკითხად მოვიდა.. გეხვეწები ,, გაგა ხოიცი როგორ მიყვარხარ..
– არ ვიცი გაიგე??? არ ვიცი.... გონია ეს ხანი რაც იქ უშენოდ ვიყავი მე არ მტკიოდა? აი ამიტომ წავედი მაგრამ შენ მართალი იყავი გუშინ შენ არ შეიცვალე.. შენ ისევ ის ქეთო ხარ. მე კი ისევ ის გაგა, რომელიც უკან არასოდეს გამოგეკიდება.... იმ დროის მანძილზე მხოლოდ შენზე ვფიქრობდი, მხოლოდ შენ გნატრობდი, გვერდით არავის ვიკარებდი, გგონია ეს მარტივი იყო? და შენ რა გააკეთე? მოვედი მხოლოდ იმიტომ რომ წამეყვანე, მხოლოდ იმიტომ რომ ეს დედა მოტ***ული ბილეთები მომეცა და პრიზში წამეყვანე...
– გთხოვ მისმინე, არაფერი ხდება..
– –თქო გოგო. გაიგე??? გამეცალე ქეთო სანამ რაიმე გატკინე, გადი და აღარასოდეს დამენახო.. შენი ხმის გაგონებაც კი არ მინდა, მცხვენია რომ ასეთი ცოლი მყავს..
– გაგა გეხვეწები, მომისმინე..
– უკვე მოგისმინე. შენდეგ მოსმენაზე ადვოკატით მოდი... იმიტომ რომ შენნაირ ცოლს გვერდით არ გავიჩერებ...
– გეხვეწები, მიყვარხარ.. მხოლოდ მომისმინე....
– გაგა , ყველაფერი სხვანაირადაა– ჩხუბში ლევანი ჩაერთო, რამაც უფრო მეტად გამოიწვია გაგას გაცოფება..
– შენ საერთოდ, ხმა არ ამოიღო, თორემ ძვლებში დაგამტვრევ.... შენ კიდევ რაც შეიძება მალე დაცალე ჩემი სახლი შენი ნივთებისაგან. იძულებულს ნუ გამხდი გადავყარო...
მტელი ძალით მიადგა გაზს ფეხი გაგამ და არც ერთ შუქნიშანზე არ გაუჩერებია... მანქანა ოფისის შენობის წინ ..ორივე ხელი მაგრად დაკრა საჭეს და შუბლით დაეყრდო... მთელი გული უხურდა.. ეჭვიანობისაგან, სიბრაზისაგან, დამცირებსაგან,, ყელში ბურთივით ეჩხირებოდა სევდა...სწრფად გადავიდა მანქანიდან და ლამის სირბილით შევარდა კაბინეტში... მაგიდაზე დადებული ქეთოს და მისი ქორწინების სურათი კედეს შეახეთქა..
– რა ხდება გაგა?– რა გჭირს ეეე.. მოიცა – მაჯაში სტაცა ხელი დიმამ და მაგიდიდან აღებული საფერფლე უკან დაადებინა..
– ქეთოსთან ვიყავი. ვშორდებით...
– გაგა შეიცვლის აზრს,ა სე ნუ იქცევი,
– მე არ შევიცვლი ტო მეე..მივედი მინდოდა პარიზში ამეყვანა, ის კიდევ იმ ახვ**ან ერთად იჯდა და გუგულებივთ ლაპარაკობდნენ..
– არ მჯერა, იმას რა უნდოდა იქ..
– მაგარი დიმა, ჩვენს ადვოკატს უთხარი განცხადება შეიტანოს გაყრაზე... დანახვა , ხმის გაგება და მიახლოვებაც კი არ მინდა მისი.... ხედავ თურმე საჭირო იყო ჩემი იქ წასვლა... არ უნდა ჩამოვსულიყავი, არ ვცდებოდი დიმაა...
– მოკეტე რა... ცუდად ფიქრობ ვიცი ეჭვანობა გაბრმავებს მაგრამ ქეთო ისეთი არაა რომ სხვა კაცთან გიღალატოს.. არ იცნობ შენ ცოლს?
– როგორც ჩანს არ ვიცნობ დიმა, მეგონა ვიცნობდი.. ვცდებოდი...
– გაგა დაფიქრდი რა, გაყრა გამოსავალი არააა..
– ახლა იქნება...
**
ლევანი გავაცილე თუ არა მაშინვე ტანზე ჩავიცვი და გაგასტან წავედი, სახლში არ დამხვა, ვიცოდი სამსახურში იქნებოდა.. სანამ ნუნუსთან ჭორაობას მოვრჩი, მისი მანქანის საბურავების ხმაც გავიგონე და საძინებელში ავედი. არ მინდოდა ნუნუს თანდასწრებიტ დავემცირებინე.. არადიდად ტანსაცმლის გადმოლაგება დავიწყე თუ არა შემოვიდა... შეკრთა, არ მელოდა... თავდახრილი წავედი მისკენ ...ხელებზე ხელი მოვკიდე და საწოლზე დავსვი, მის წინ ფინია ძაღლივით ჩავიკუნტე... ხელები მუხლებზე დავადე და ცრემლების დასამალად თავი გვერძე გავატრიალე..
– ვიცი გაბრაზებული ხარ.. ვიცი გული გეტკინა, იეჭვიანე მაგრამ ყველაფერი სხვანაირად იყო, უბრალოდ მოსაკითხად მოვია..
– არ მაინტერესებს... – წამოსდგომას შეეცადა მაგრამ არ გავუშვი.
– მომისმინე, მხოლოდ ამას გთხოვ, მერე ჩავალაგებ და წავალ.. იმ დღეს სანამ საფლავზე ავიდოდი ლევანთან ვიყავი, უნივესიტეტში, – ჩემს სიტყვებზე გაოგნებულმა შემომხედა მაგრამ არაფერი თქვა.. ვეჩხუბე, ყველაფერში დავადანაშაულე. და ამის მერე წავედი მარიამთან... გაიგო რომ დავიკარგე და მოსაკითხად მოვიდა...
– გასაგებია, ახლა გამატარე... მეჩქარება...
– გაგა გეხვეწები.. სად მიდიხარ?
– საყვარლებში.. შენი ტავი უნდა დამავიწყონ. უნდა დავივიწყო ის ყველა აზრი რომელის მინდოდა შენთვის მეთქვა... ის ოცნება რომ შვილი გვეყოლება, შენნაირი და ჩემნაირი, ის რომ მე და შენ პარიზში წავიდოდიოთ.. მეზიზრება ეს ყველა განცდა რაც შენთან მაკავშირებს ასე როგორ დამამცირე.. მე შენგან შორს წავედი მაგრამ ერთხელად არ მიღალატია. შე კიდევ..
– არც მე მიღალატა გაგა..
– ეს იგივეა გოგო.... – გამწარებულმა მიყვირა და ხელი მკრა.. მცხვენია რო ჩემი ცოლი გქვია.. წადი და მეტი არ დამენახო რა....
– მაპატიე.. –ძლივს ამოვიკნავლე და ოთახიდან სირბილით გავედი...
**
ვგრძნობდი რომ ამჯერად დამნაშავე მე იყავი. ისიც კაგად მესმოდა რომ მასთან დასაბრუნებელი გზა აღარ მქონდა.. მინდოდა დამესაჯა, გული მეტკინა მისთვის მაგრამ დამნაშავე ისევ მეგამოვედი, გაგას კი საშინლად მოვუკალი გული.... ჩემს ფიქრებში ვიყავი გარული დედაჩემი რომ შემოვიდა და გაღებულ ფანჯარაში გვერდით დამიდგა.
– არ დაურეკავს?– ჩუმად მკითხა და ხელზე ხელი დამადო..
– არა... იმ დღის მერე არა დედა.. არ ვიცი რა გავაკეთო...
– დაგირეკავს ქეთო.. გადაუვლის..
– ასე არაა, ჭროლობაზე მარილი მოვაყარე, ცუდად მოვიქეცი, სახლში არ უნდა შემომეშვა, არ ვიფიქრე რომ მე გათხოვილი ქალი ვარ,..
– დამშვიდდი, ყველაფერი რომ წინასწარ იცოედს ადამიანმა მაშინ ღმერთი იქნებოდა. შერიგდებით ..არ იდარდო რა...
– არა. მითხრა გავეყაროთო. მისი სიამაყე იმაზემეტად დიდია ვიდრე შენ გგონია, არ მისცემს თავის თავს უფლბას რომ მოვიდეს ჩემამდე...
– სიყვარული ყველანაირ სიამაყეს მოერევა შვილო, ჯერ პატარა ხარ. მოვა დრო და ყველაფერს გაიგებ... შენ ის თქვი ხვალ სად ავღნიშნოთ ჩვენი ქორწინება დე?
– დედა, რესტორნების მეტი რა არის.. რედისონი არ მარიოტი დააჯავშნინეთ დ ეგაა.. დეე... კარებთან მიმავალ დედაჩემს აცრემლებულმა დავუძახე და ცრემბელი ვეღარ დავმალე.. მოვა?
– ალბად მოვა შვილო, მამაშენს უარს ვერ ეტყვის.. ხო იცი მისი ა ხასიათი, რაც არ უნდა ილაპარაკ, უფროსის პატავისცემა და ზრდილობა არ ეშლება ამ ბიჭრს რა ქნას თუ ცლი შეხვდა თავქარიანი....
**
ცალი თვაით დახედა გაგამ აწკრიალებულ მობილურს და ნახევრად მძინარემ უპასუხა..
– გაგა შვილო გაგაღვიძე ალბად...
– არაუშვს ბატონო თორღვა ხდება რამე?
– დღეს ჩემი და თამარის ქორწინების ოცი წლის იუბილეა, ძალიან გთხოვ უარი არ მითხრა მოსვლაზე. მშობლებს მე დავურეკავ დიმას და ბელას თავად უტხარი..
– რა თქმა უნდა ბატონო თორღვა, მოვალთ. შეხვედრამდე.. გვერდით მწოლიარე ქერას ქალის დანახვაზე შეცბა და განზე გახტა....აუუ ,არ მითხრა რო წუხელ არ იყავი .
– არა მარტო ვიყავი არამედ, გავერთეთ კიდევ..
– კარგი არააა საჭირო დაწვრილმანება,, მიდი ადექი და წადი..შარვალი მომაწოდე ფულს მოგცემ– ზიზღით ახედა გაგამ მის წინ მდგარ ქერას და თავით ანიშნა წადიო....
ბალიშზე თავი დადო და გაიტრუნა.. თავთან დადებულ ქეთოს სურათს ახედა და შერცხვა, შერცხვა იმიტომ რომ ჯერ კიდევ უყვარდა ცოლი..შერცხვა რომ ქეთოს ადგილას სხვა ქალი ეწვა, რომ მთელი ღამე მას ეალრსებოდა, და ცოლზე ფიქრობდა... როგორ სტკიოდა გული არავინ იცოდა. ახლა ყველაზე მეტად უჭირდა, ამის გადატნა.. მასტან განშორება გაყრა... მისი თვალების გარეშე ცხოვრება... როგორ სძულდა ცხოვრება, რომელიც ასეთი ულმობელი და სასტიკიიყო. რომელიც ასე იმეტებდა მათ ტანჯვისათვის. განა შეეძლო ბედს ასე ეთამაშა გაგათო? ასეთი უგულო ყოფილიყო? არა ეს ყველაფერი სცდებოდა ბედის საზრვრებს, ეს ყველაფერი არა ამ ქვეყნიური იყო.. გულზე მაგრად მიიჭირა ხელი და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა....
**

შავ შარვალ–კოსტმში გამოწყობილმა შემოაბიჟა გაგამ დარბაზში და გული გამიჩერდა, მინდოდა მისკენ სირბილით წავსულიყავი და კისერზე ჩამოვკიდებოდი... მინდოდა მეტქვა რომ საშინლად მიყვარდა, დამინახა თუ არა მზერა ამარიდა, მაშინვე მშობლებტან მივიდა, ყვავილები და ყუთით რაღაც გადასცა და აივანზე გავიდა... მამაჩემმა დამინახა თუ არა ყველაფერს მიხვდა, ხელი მომხვია და აივანზე გამიყვანა... გაგას მეგობრულად დაუსვა ხელი მკლავზე..
– ორივემ მისმინეთ, თქვენი გაფუჭებული საქმის ტქვენ იცით მაგრამ დრეს აქ , ამდენი ხალხის წინაშე თქვენ ცოლ–ქმარი ხართ. რომელსაც ერთმანეთი უყვართ... ნუ გასი ამ საკიტხს საჯაროს.. ეს ჩხუბი მერე იყოს... აქ წესიერად მოიქეცით . გაგა შენ ხო კაცი ხარ. იფიქრე მამაშენის და საერთოდ ჩვენს რეპუტაციაზე...
– კარგით ბატონო თორღვა, მართალს ბრძანებთ.. არავინ უნდა იცოდე ჩვენი ურთიერთობის შესახებ.... ხელი მომხვია და დარბაზში შემიყვანა..ჩვენს დანახვაზე დიმას და ბელას სახე გაებადრათ..
– შერიგდით?– გახარებულმა იკითხა ბელამ და ლოყაზე მაკოცა.
– არა, აქ ასეა საჭირო..
– ავადმყოფები ხართ რა.. – გაცოფებულმა ტქვა დიმამ და ბელა საცოკვაოდ გაიწვია...
– გაგა დამელაპარაკე რა, ასე ჩუმად თუ იქნები ვერაფერს მიხვდებიან?
– არ მადარდებს ქეთევან რას მიხვდებიან და რას არა.. მე მხოლოდ გაყრაზე ვფიქრობ...
– ასე გეჩქარება ?
– კი ასე.... ცრემლები გადმომცვივდა და ზურგი ვაქციე... ორივე ხელი შემომხვია მხრებზე და თავისკნ შემატრიალა... მთელი ძალით მიმიკრა ზედ და შუბლზე მაკოცა...არ ვიც უშენოდ ოგორ უნდა ვიცოცხლო მაგრამ ამასაც ვისწაცლი..ნეტა ასე ძალიან არ შემყვარებოდი..
– არ მიმატოვო რა, ძლივს ამოვთქვი და თავი მკერდზე დავადე.. გაგა მიყვარხარ, დავივიწყოთ ყვეაფერი და არ დამტოვო , მოვკდები გაგა...
– არ მოკვდები შენ ლევანი გყავს...
– ლევანი არაფერ შუაშა აქ, მე შენ მჭირდები, მინდაშვილი გვყავეს, არა ბევრი შვილი მინდა... შენნაირები და ჩემნაირები .რო იცოდე როგორ მიყვარხხარ გაგა...
– ნუ მეუბნები რომ გიყვარვარ თორემ უფრო მიჭირს უშენობა...ვერაფერი გამომდის, ყველაფეი ხელიდან მიცვივა.. ნუ მტანჯავ ასე ქეთო...
– გაგა..შენთან მინდა, შენი თვალები, ტუჩები შენი ხელები ენატრება ჩემს გულს და სხეულს.. შენთან სითბო და ალერსი ოცნებად მექცა..
– გაჩუმდი რა.. გაჩუმდი ქეთო.. პირზე ხელი ამაფარა და თვალები დახუჭა, მივვდი როგორ უდუღდა სიხლი... ნელა ჩამოვაღებინე ხელი და თვალებში ჩავხედე..
– მინდიხარ..– ალერსიანი ხმით ვუჩურჩლე ყურში და ოდნავ შევეხე მის ტუჩებს... მოულოდნელად დაყვირების ხმამ ყველა შეაკრთო...
– შამანაურო– მთელი ძალით ყვიროდა დარბაზში შემოვარდნილი მაღალი მამაკაცი.... გაგამ გაკვირვებული მზერა მიაპყრო.... გეგონა დამემალე? გეგონა რომ არაფერი გამომივიდოდა რადგან საბჭოს წევრობიდან გამაგდე და ხელი არ მოგვიწერე... გავკოტრდი.. ახლა ბედნიერი ხარ?. გიხარია ? ამას ასე არ დავტოვებ ..
– რაზე ლაარაკობ თემო , არ მესმის...
– გაგაგებინებ ახლავე– სასოწარკვეთილმა იყვირა და პიჯაკის ჯიბიდან ამოღებულმა იარაღმა სამჯერ გაისროლა.... ვიგრძენი როგორ გამეცალა ხელებიდან გაგა... ვიგრძენი რომ ჩემი სულიც თან მიქონდა... ვიგრძენი რომ იმ წუთში გაგასთან ერთად მეც მომკეს.. (18)


ნაწილი მეცხრამეტე
დავინახე როგორ დავარდა ჩემს ფეხებთან გაგა და პირიდან უყვეტ ნაკადად გამოსდიოდა სისხლი... გიჟივით დავვარდი მუხლებზე და მისი სახე ხელებში მოვიქციე.... ვგრძნობდი რომ ჯერ კიდევ სუნთქავდა, ჯერ ისევ ჩემტან იყო...
– სასწრაფოს დაურეკეთ მალე..– განადგურებული ხმით ყვიროდა დიმა და გაგას ამაოდ ურტყავდა სახეში გონზე მოსასვლეად... იმათ ვერ დაველოებიტ, ჩვენ წავიყვანოთ.... ვინმე დამეხმარეთ მანქანამდე გამაყვანინეთ.. იმათ ლოდინში ხელიდან გამეცლება ჩემი ძმა... მის გარეშე არაფერი ვარ..... ფრთხილად მოვათანსეთ მანქანაში და მისი თავი კატა ჩავიდე.... არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა სიტყვებიც კი არ მქონდა ამ ტკივილის გამოსახატავად...
მანქანის სავარძელზე მიწწოლილს ფერი არ ედო სახეზე... სისხლით მოსვროდა მთელი სხეული და ხელები.... აკანკალებული ვეფერებოდი რო თვალები გაეხილა, მაგრამ არაფერს გრძნობდა... გაგა გეხვეწები.. გთხოვ ასე მეტად აღარ დაგსჯი.. გეხვეწები რა.. არ დამტოვო.. გონს მოდი... გაგა რატო მიკლავ გულს ასე, ჯერ მიმატოვე მერე დაბრუნდი ახლა კიდე მტოვებ.გევედრები ასე ნუ გამწირავ რა... მიყვარხარ სულელო... მიყვარხარ. ყველაზე მეტად მიყვარხარ ამ ქვეყნად... მოგატყუე მინდოდა გამწარებულიყავი.. მინდოდა შენს გტკენოდა... გაგა... ასე არ გამწირო გევედრები– ძალა გამოცლილი ვევედრებოდი და სიხლიან სახეს ვუკოცნიდი...
ვგრძნობდი როგორ ვკარგავდი თანდათან, ძალას კარგავდა მისი სხეული, სუნთქვას ამცირებდა.... დიმას ამაოდ ვევედრებოდი მალე ევლო.... მის ხელს გულში მაგრად ვიხუტებდი და ვგრძნობგი როგორ მიყვარდა ეს საძაგელი კაცი რომელმაც ასე მატკინა გული....ხელებში მაკვდებოდა , სახე ეცრიცებოდა, ტუჩებიც გალურჯებოდა...
– ბევრ სისხლს კარგავს დიმა...– განადგურებულმა ვიყვირე ..
– მივედით უკვე იქ ვართ.. ორი წუთიც მოითმინე ძმაო.. არ გაბედო გესმის? ჩემი მარტო დატოვება არ გაბედო....
**
ახლა ზუსტად ვიცოდი რომ წუთი სოფელი იმაზე ხანმოკლე იყო ვიდრე მე მეგონა.. იმაზე ულმობელი ცხოვრება და მტრული ვიდრე წარმომეგინა... რატომ ხდება ასე რომ ჯერ მოვიპოვებთ და მერე ერთი ხელის მოსმით ვკარგავთ ყველაფერს.... არ შემეძლო გაგას დაკარგა არ შემეძლო.. ყველაფერს დავთმობდი მხოლოდ გაგას ვერა... ჯერ ხომ კიდევ არ მქონდა სხეული გაჟღენთილი მისი სითბოთი.. ჯერ ხომ კიდევ არ მომბეზრებია მასთან ყოფნა, ჯერ არ ვიყავი დაღლილი მისი სიჯიუტით.....
ახლა მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა მისი სახე დამენახა, მისი თვალები, ღიმილი.... როგორ მენატრებოდა ეს ყველაფერი არავინ იცოდა .. როგორ მჭირდებოდა მის გვერდიტ ყოფნა.. ისე როგორც თევზს წყალი და ადამიანს ჰაერი სჭირდება.. ახლა ვიხრჩობოდი, ვიგუდებოდი მის გარეშე ჰაერი არ მყოფნიდა..... კედელს მივეყუდე და ჩავიკეცე.. დიმა მაშინვე მომვარდა და მაგრად ჩამიკრა გულში..
– მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ დიმა. სლუკუნით ვუთხარი და ტირილს ვუმატე...
– ვერც მე.. მაგრამ ხო იცი ჩემი ძმა მაგარია, ასე მარტვად არ მიგვატოვებს ქეთო...დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება...
– მაგრამ რატომ არ გამოდიან ექიმები? სად არიან ამდენ ხანს?რატომ არ გვეუბნებიან როგორაა გაგა?
– მოითმინე გეხვეწები, ჯერ ისევ ოპერაცია მიმდინარეობს, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ყველაფერს გავარკვევთ...ყველაფერზე პასუხს ვაგებინეთ იმ ახ***რს... სიტყვა დასრულებული არ გვქონდა რომ დანარჩენ ოჯახის წევრებთან ერთად პოლიციის რამოდენიმე თანამშრომელი და გამომზიებელი წარგვიგდა წინ....
– ქალბატონო ქეთო , შეგიძლიათ წუთი დაგვითმოთ? მხოლოდ რამოდენიმე კითხვას დაგისვავთ? თავაზინად მთხოვა გამომძიებელმა და მეც უკან გავყევი..... სათითაოდ დაკითხეს ოჯახის ყველა წევრი, მაგრამ სიმართლე მხოლოდ გაგამ იცოდა, რატომ იძია ასე შური თემომ ეს ყველასათვის შავბნელი საქმე იყო...
ლამის ხუთ საათიანი ლოდინის მერე საოპერაციოდან გამოვიდა ექიმი რომელის გადაღლისაგან ადამიანს აღარ გავდა... მუდარით ჩავხედე თვალებში.. მხარზე ხელი დამადო და გამიღიმა..
– უვნებელია. ტყვიას არ დაუზიანებია შინაგანი ორგანოები, სულ რამოდენიმე მილიმეტრით აცდა გულს.. ბედი ქონია ბატონ გაგას... ახლა ძალიან მძიმედაა, მისი სახნის უფლება არავის გექნებათ დღეს მაინც, ჯერ კიდევ ველოდებით გართულებებს...
– აბა კარგად არისო?– სასოწარკვეთილი ჩქერთო მერი დეიდა საუბარში..
– ქალბატონო მისი მდგომარეობა ჯერ–ჯერობით სტაბილურია თუმცა ძალიან მძიმეა.. არ დაგიმალავთ და გეტყვით რომ ოპერაციის დროს და მანამდეც პაციენტს დიდი რაოდენობით სისხლი აქვს დაკარგული... ძალიან სუსტად არის... ჯერ კიდევ ველოდებით შინაგან სისხლდენას, თუ ეს რამოდენიმე საათი მშვიდბით გადავიტანეთ მაშინ უფალს მადლობა ვუთხრათ....
– გონებაზე როდის მოვა – ძლივს ამოვიკნავლე და დიმას დავეყრდენი..
– ვერ გეტყვით, ეს მის ორგანიზმზეა დამოკიდებული..
ექიმს ზურგი ვაქციე და შუბლით მივეყუდე კედელს,, ვგრძნობდი როგორ მიცარიელდებოდა სხეული მის გარეშე, ვგრძნობი რომ მასთან ერთად მეც ვკვდებოდი.. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ გაგა კარგად ყოფილიყო...
– წამოდი სახში წაგიყვან– ჩუმად მითხრა დიმამ და ცრემლები მომწმინდა.. აქ ყოფნით ვერფერს შევცვლით...
– არ მინდა, იქ რა მინდა.. გაგასთან მინდა..
– ქეთო, ჩემო საყვარელო. ასეთი კაბით ხომ ვერ იქნები აქ, ნახე შენც სისხლიანი ხარ.. წამოდი სახლში გამოიცვალე და მერე დილით გპირდები ისევ წამოგიყავნ..
– მპირდები?
– გპირდები ქეთო... წამოდი.. – ხელი მხარზე მომხვია დიმამ და საავადმყოფოდან გამიყვანა. მანქანაშ ისე ჩავჯექი ჯერ კიდევ არ ვიყავი გონზე.... სად მიგიყვანო მშობლებტან?
– არა , ჩვენს სახლში წამიყვანე, იქ სადაც გაგას სუნამოს სუნია და მისი ნივთები მის სითბის მაგრძნობინებს...
– კარგი, როგორც გინდა.....
მისაღებში შევედი თუ არა შვება ვიგრძენი, აქ ყველაფერი მისი სურნელით იყო გაჟღენთილი...მის თავს მაგონებდა.. როგორ მენატრებოდა მისი მხურვალე სხეული, რომელიც ჩემსგაყინულ სხეულს ათბობდა უცებ.. მაგიდაზე დადებული ვისკის ბოთლი კედელს მივახეთზე და შუა ოთახში იატაკზე დავჯექი..... ხმაურზე მაშინვე გამოვიდა ნუნუ და ჩემს დანახვაზე შეკრთა..
– რა მოხდა დედიკო?ქეთო , რა მოხდა შვილო...
– გაგა, ნუნუ დეიდა.. გაგა დაჭრეს.. მიკვდება.. – ისე წამოვროშე რომ არც კი დავფიქრებულვარ...
– მომკვდეს თავი.. ჩემი ლამაზი ბიჭი. ვინ გაბედა შვილო, ეს ვინ გააკეთა...
– არ ვიცი ვინ იყო. სამჯერ ესროლა.. ძალიან მძიმედაა,, უამრავი სისხლი დაკარგა, ნუნუ დეიდა მის გარეშე რა უნდა ვაკეთო..
– ნუ ამბობ შვილო ასე, ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ სულ სულ მალე მოვა შენთან და ისევ ბედნიერები იქნებით...
– წავალ ვილოცებ. წავალ უფალს შევთხოვ რომ გაგა დააბრუნოს და თუ უნდა მე წამიყვანოს....
სამლოცველო ოთახის კარი შევაღე თუ არა, სულში სისუფთავე და სიწმინდე ვიგრძენი.... ვიგრძენი როგორ მომეცა ყველაფრის იმედი... ხატების წინ მუხლი მოვიყარე და ჩაუმად დავიწყე ჩემთვის ბუტბუტი..
– „ უფალო იესო ქრისტე, გემუდარებითდამეხმარეთ, მომეცით ძალა რომ შევძლო ამის გაძლება.. გევედრებით არ წამართვათ გაგა, მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ, მის გარეშე ადამიანი არ ვიქნები,, მჭირდება .. ძალიან მჭირდება.. ასეთი დიდი ტკივილისათვის არ გამიმეტოთ უფალო... მე წამიყვანეთ, მაგრამ გაგასმიეცით ცხოვრების უფლება..
მე ხომ არასდეს არაფერი მითხოვია ტქვენთვის... როცა ლონდონიდან ძალით წამომიყვანეს ავიტანე, აქ ძალით გამათხოვეს და ამასაც შევეგუე.. მერე მიმატოვებ და ისიც ავიტანე, მხოლოდ იმიტომ რომ მიყვარს... გევედრებით მარტოს ნუ დამტოვებთ. გაგას გარეშე არაფერი ვიქნები, მიყვარს.. მტელი ჩემი ცხოვრება მასზეა დამოკიდებული, შემიბრალეთ და დამინდეთ უფალო იესო ქრისტე..“
მერე ბრანცალით წამოვდექი და კედელ–კედელ ავედი მაღლა.. ძლივს გავიძრე კაბა ტანიდან რომელიც გაგას სიხლით ზედ მიმკვროდა.. ამის დანახვაზე ტავიდან განმიახლდა ტკივილი სულში...საცვლების ამარა დავედგე საწოლზე და მის ბალიშს ჩავეხუტე... თვალი ჩემს თავთან დადებულმა ჩვენმა სურათმა მომწყვიტა. სულზე დავიდე და ხმამაღლა ავქვითინდი..განა შეეძლო ბედს ასე ძალიან გავემწარებინე? ცხოვრებაში ხომ არსებობენ ადამიანი რომლებიც ჩვენთვის სულის და სხეულის ნაწილები არიან. ჩემს ცხოვრებაში ასეთი მხოლოდ ერთი იყო.. ჩემი სულის ნაწილი იყო, რომელიც მავსებდა, მიუხედავად მისი სიშორისა ჩემად ვთვლიდი... მაგრად ვუჭერდი სურათს ხელებს და ტირილს ვერ ვწყვეტდი, არ შემეძლო, გული უნდა დამეცალა ამ ტკივილისაგან, სევდა უნდა გამეშვა შორს, ჩემი თავისათვის რწმენა უნდა ჩამენერგა რომ გაგა არასოდეს მიმატოვებდა... ბლო ტირილი ისტერიკაშ გადამივიდა, ოთახში ყველაფერი დავლეწე, გამახსენდა სულ რამოდენიმე დღის წინ როგორ სდიოდა ხელიდან სისხლი გაგას სარკის გატეხვის გამო.... მე მასავიტ ძლიერი არ ვიყავი.. შემეძო მეყვია, მეჩხუბა, დამემტვრია ოღონდ ასე არა როგორც გაგას... კარადიდან მისი მაისური გამოვიღე გუში ჩავიკარი და ხალიჩაზე მოვიკეცე ძაღლის ლეკვივით..
დილით ზუსტად იგივე პოზაში გამეღვიძა, ისევ იატაკზე ვიწექი, გვერდები საშინლად მტკიოდა.. გატოკების თავიც კი არ მქონდა... დაბლიდან საუბრის ხმა მოდიოდა, მივხვდი ჩემები იყვნენ.. სწრაფად ჩავიცვი ტანზე, თმა ცხენის კუდივით გამოვიკვანძე და კიბეებზე სირბილით დავეშვი...
დამინახა თუ არა ლექსო ბიძია ფეხზე წამოდგა და გულში ჩამიკრა..
– კრიზისი გადავიტანეთ. ახლა მხოლოდ გონზე მოსვას დაველოდებით...შენ როგორ ხარ შვილო..
– ცუდად..ამაზე ცუდად ვერ ვიქნები ლექსო ბიძია. არ ვიცი ასეთი რა დანაშაული მაქვს რომ მხოლოდ ტკივილი მოდის ჩემთან, მაგინტივით ვიზიდავთ მე და გაგა ტკივილის.. ხან ერთი ვკვდებით ხან მეორე. ბედნიერება როდის გვეღირსება?ალბად არასოდეს ხო? მერე ისევ ჩემი ჯერია და ასე მონაცვლებით შევეჭიდებით სიკვილს სანამ ბოლოს რომელიმეს ბოლოს არ მოგვიღებს..
– გაჩუმდი შვილო, რაებს ლაპარაკობ– გაცოფებულმა შემანჯღია ლექსომ და გულზე მიმიკრა.. რა დროის სიკვდილია. ეს ბიზნესის გამო მოხდა.. გაგას უარი უთქვას ფულის მიცემაზე, თემო გაკოტრდა, და ესაა მიზეზი..
– და ამიტომ ადამიანს უნდა ესროლო? არაა ეს რა გამოსავაია. მაშინ რად გვინდა ასეთი ბიზნესი თუკი გაგას მომიკლავს? რად მინდა სისხლში გასვრილი ფული....
– დამშვიდდი ქეთო.. გაგა არასოდეს ყოფილა ასეთი, ის ყველაფერს ანონიერად აკეთებს და ეს კარგად იცი, ეს თემოს უნდოდა ფულის გათეთრება და ამას მოყვა ეს ყველაფერი...
– მითხარით , დაიჭირეს?
– დაიჭირეს, არ ინერვიულო, აბა იქიდან ვინ გაუშვებდა.. დაიჭირეს დამალე გაასამართლებენ განზრახ მკვლელობის მუხლით..
– ხოდა ძალიან კარგი.... გაგასთან მინდა. წამიყვანეთ რა...
– ახლა არაა ქეთო უნდა დაისვენო...
– გაგასთან მინდა –თქო.. თუ არ წამიყვანთ ჩემი მანქანით წავალ.. მინდა მის გვერდით ვიყო..... ვიცი რომ მივალ, გონებაზე მოვა,, ჩემი ნახვა ენდომება მე რმ იქ არ დავხვდე რას იფიქრებს, ეგონება რომ მივატოვე. გეხვეწებით წამიყვანეთ..
– კარგი, დამშვიდი. ახლა შენი ცუდად გახდომა არაფერში გვჭირდება.. წავიდეთ წამოდი...ლექსომ გულზე მიმიკრა და ეზოში გამიყვანა...
გარეთ წვიმა სახურავზე გაბრაზებული თქარუნებდა... ხეებს კვირტები გამოეღოთ და სადაც იყო თავს მოიწონებდნენ ფერადი და სურნელოვანი ყვავილებით.... აცრემლებულმა ავხედე ჩვენს ეზოში მდგარ ხეს და ოდნავ შევეხე ხელით მის ჯერაც ბავშურ კვირტებს.... ლექსო გაოცებული მიყურებდა.. მაგრამ ხმას არ მცემდა.... ვიცოდი რომ არ უნდოდა ჩემი სიხარულის ჩაკვლა..
– აი ნახეთ.. უკვე ნადვილად გაზახფულია... გაგას ძალიან უყვარს ეს პერიოდი.. სულ ამბობდა ჩვენი ეზო ასეთ დროს ძალიან ლამაზიაო, არ მჯეროდა ახლა დავიჯერე... აი უყურეთ , უყურეთ მზემაც კი გამოანათა... მერედა როგორ მიყვარს ეს ყველაფერი ერთად. ხო თბილა მაგრამ მე რატომ მცივა ლექსო ბიძია? ასე ძალიან რატომ მაკანკალებს მის გარეშე.. სისხლი გამეყინა მიდი შეხების გარეშე.. რას წარმოვიგენდი ასე ძალიან თუ შემიყვარდებოდა ეს ჯიუტი შამანაური.... ახლა კი , მის გარეშე ადვილივერ მიპოვია.. ხომ კარგად იქნება? ხომ გამოვა მდგომარეობიდან? – მუდარით ვკიტხე ლექსოს და ცრემლები გადმოსცვივდა...
– რა თქმა შვილო შვილო.. როცა ერთ ადამიანს მეორე ასე ძაიან უყვარს ამ გრძნობას სიკვდილი ვერ მოერევა.. რა ვიცოდი გაგას ასე ძალიან თუ უყვარდი. ვერც იმას წარმოვიდგენდი ოდესმე ასე თუ შეგიყვარდებოდა...
– არ მინდოდა, გეფიცებით მაგრამ თვითონ მოხდა ეს ყველაფერი.. იცით ის სულ სხვანაირაია.. როცა მარტოები ვიყავით , როგორ გითხრათ მიუხედავად იმ კაათისა და ტკივილისა მაინც ვგრძნობდი მისგან სითბოს... მიუხედავად იმისა რომ მისი კანონიერი ცოლი ვიყავი, ხელიც არ უხლია, არ მომკარებია.. მოთმინებით მელოდა... მე სულელს კი უკვე მიყვარდა.. ერთი ზედმეტად ჯიუტი და გათამამებული გაგა შამანაური....
**
რეანიმაციის გვერდით მდგარ სკამზე მტელი დღე გავატარე, ხმას არ ვირებდი, ანდა რა უნა მეტქვა მხოლოდ ლოცვის და უფლის იმედად ვიყავი დარჩენილი.. ამაოდ მეხვეწებოდა დიმა ერთი ლუკმა მაინც შემეჭმა რაიმე.. უკვე ათი საათი ხდებოდა, როცა რეანიმაციის პალატიდან ექიმთა მთელი ნაკადი გამოვიდა , გულმა რეჩხი მიყო, ძლივს ავდექი ფეხზე , ნერვიულობისაგან თავბუ მესხმოდა და გონება მებინდებოდა..
– ქალბატონო ქეთო, მოგვლოცავს,ამჯერად ნამდვილად გადავრჩით.. თქვენი მეუღლე გონებაზე მოვიდა...
– მადობა ღმერთს.. თორემ მოვკვდი ნერვიულობით..
– გეტყობათ.. ექთანს გაყევით პირბადეს და ხალათს მოგცემთ და ცოტა ხნით შედით მასთან. გონზე მოვიდა თუ არა თქვენ გიკითხათ..
ფრთხილად შევღე რეანიმაციის კარები..დამინახა თუ არა ხელით მანიშნა მოდიო,, ტირლს ვერ ვიკავებდი, ყელში ბურთივით მეჩხირებოდა ცრემლები... ბოლოს მაინც ავსუკუნდი... მისკენ დავიხარე და მაგრად ვაკოცე ჯერ კიდევ გაცრეტილ ტუჩებზე, რომელსაც წამლის სუნი და გემო ასდიოდა..
– ქეთო.. რა კარგია რომ აქ ხარ...
– სუ აქ ვიყავი... ახლაც აქ ვარ და სულ აქ ვიქნები...
– უთხარი რა იმ ექიმს ეს რარაცა გამომაცალოს ცხვირიდან თორემ გავიგლეჯავ..
– გაგა გთხოვ.. რა დროს მაგაზე ფიქრია, წვეთოვანია.. მალე მოგხსნიან, მოითმინე ჩემს გამო. ჩვენს გამო...
– ჩვენს გამო?? როცა მინდა ბედნიერებას და სიყვარულს დაგპირდე მაშინ რატომ ირევა ყველაფერი?
– ალბად ბედია.. ასეთი ბედი გვაქვს...გახსოვს ერთხელ გითხარი, ჩვენი ურთიერთობა ბედის საზღვარს სცილდება –თქო.. რო იცოე როგორ მანერვიულე სულელო. მოულოდნელად გადავედი ჩხუბზე.. კინაღამ მოვკვდი, როცა გავიფიქრე რომ დაგკარგავდი..... უშენოდ ვერ ვიცოცხლებ გესმის?
– ასე გიყვარვარ?
– ამაზე მეტად... უშენოდ არ შემიძლია.. ერთი სული მაქვს ჩაგეხუტო.. გითხრა რომ შენი ალერსი ყველა ნეტარებაზე მაგარია..
– ჩემი სულელი ცოლი... ჯერ კიდევ ვერ გაგზარდე...რაღაცას გეტყვი... ოღონდ არავის უთხრა და არ დამცინო.. მე ის ვნახე... ცრემლები თავისით გადმოსციცდა გაგას და ყურს უკან დაიმალა.. მარიამი.. მითხრა ჯერ ადრეა ჩემთან მოსვლაო.. სასაცილოა მაგრამ მართლა ვნახე.. ისევ ისეთი ლამაზი იყო როგორც მაშინ...როგორ მომნატრებია თურმე..
– ჩუუ, გთხოვ ახლა არ გინდა. ახლა ყველაფერი კარგად იქნება, ხო ხედავ მარიამი შენთვის მოვლენილი ანგელოზი იყო.. იქიდანაც კი გიცავს... ყველაფერი კარგად იქნება..მითხარი გტკივა რაიმე??
– კი გული, უშენობით ...
– კარგირ ა, მე შენტან ვარ..
– არა მართლა მტკივა, ეტყობა ჭრილობაა... დაჭიმული მაქვს და ვერ ვმოძრაობ...
– რა საჭიროა მოძრაობა...
– აბა როგორ მოგფერები...
– მე მოგეფერები ხოლმე..– სიცილით ვუთხარი და თავი მკერდზე დავადე..
**
ერთ კვირაში გაგას საწოლში წამოჯდომის ხოლო სამ დღეში ადგომის უფლება დართეს.... სიხარულით აღსავსემ ავირბინე კიბეები როცა ექიმმა მითხრა თქვენი მეუღლე გავწერეთო.. პალატაში არც თუ ისე სასიამოვნო სიტუაცია დამხვდა მაგრამ არაფერი შემიმჩნევია. მის მეგობრებს და ჯგუფელებს თავი მოეყარათ მის სანახავად..დამინახა თუ არა ნინომ საწოლიდან წამოდგა და ფანჯარასთან დადგა..
– ექიმმა მითხრა რომ გაგწერეს... ღიმილით ვუთხარი გაგას და ტუცებში ვაკოცე..
– მართლა?მაგარია, მომენტრა ჩემი საწოლი და გვერდით შენ..
– გაგა , სირცხვილია... თუ ნებას მომცემთ გაგას უნდა ჩავაცვა – ღიმილით მივმართე მის მეგობრებს და სიმაღლის მიხედვით გავიდნენ ოტახიდან.. ამას აქ რა უნდოდა? ამ გოგოს გაგა..
– სანახავად მოვიდა.. რაო ჩემი ცოლი ეჭვიანობს?
– თანაც როგორ.. საწოლზე ჩამოვუჯექი და ჩანთიდან მაისური ამოვაძრე.. ახლა ამას ჩაგაცმევ , მერე შარვალს კაი?
– და რომ არ ჩამაცვა და პირიქით შენც გაიხადო?
– აუტანელი ხარ... გავიხდი სახლში და ჩვენს ოთახში... მაისური გავხადე თუ არა დაკუნთულ სხეულზე ზედ მიმიკრა და გული ამიფართხადა... ასე ნუ მექცევი რა, ძლივს ამოვღერღე და გაგა მოვშორდი.... აჰა შარვალი თვითონ ჩაიცვი, შენეი ნერვები აღარ მაქ. – სიცილით ვუთხარი და სოპრტული შარვლი ვესროლე..
მანქანაში ჩავსი თუ არა შვება ვიგრძენი, ახლა ბედნიერი ვიყავი, ახლა ვგრძნობდი რომ ჩემი ქმარი ჩემს გვერდით იყო.. ჩემი სიყვარული ჯერ კიდევ ა დამთავრებულიყო, რომ კაცი რომელის ასე ძალიან მწამდა. ახლა გვერდით მეჯდა და თვალებით მჭამდა...
უამრავ ხალხს მოეყარა თავი სახლში. მათ დანახაზე როგორც სჩვევია გაგას ხასიათი წაუხდა და ყურში მიჩურჩულა მალე წავლენ თუ არა.. გამეცნა ვიცოდი საითაც უმიზნებდა.. გაღიმებულმა მივათრიე სავარძლამდე და ფრთხილად დავსვი..
– ხო გაიგე ექიმმა რა თქვა, ბევრი არ იმოძრაოო.
– მაგაში რას გულისხმობ ქეთო? ბევრი მოძრაობა სულ არ სჭირდება იმ საქმეს..
– გაგა, წესიერად ილაპარაკე...
– გოგო გინდა მოვკვდე, უკვე რამდენი თვეა არ მოგკარებივარ. ვკკვდები ვაა... ჩემი ცოლი მინდა სხვისი ხო არა.. თავს ვერ ვაკონტროლებ, ახლა აქდან თუ არ ადგები აქვე გეცემი,– ღიმილით მითხრა და მაისურის ქვეშ ხელი შემიცურა.. გიჟივით წამოვხტი სავარძის სახელურიდან და სიცილით შევვარდი სამზარულოში..
ალბად ამ ღამეს ორივე იმაზე მეტად ველოდით ვიდრე ქორწილის ღამეს... სააბაზანოდან გამოსულმა, კარგად გავიჭირე აბრეშუმის ხალათის ქამარი.. ახლა უფრო მეტად ვღელავდი ვიდრე მაშინ... ზურგიდან მომეპარა და ცხვირი თმებში ჩამიყო.. ნელა მაკოცა კისერში და ხალათის ქამრისაკენ ქურდივით გააპარა ხელები... უშფოთველად ვიდექი.. ვიგრძენი როგორ გადამაძრო მხრებიდან ხალათი და პერანგიც მიაყოლა...თავისკენ შემატრიალა და შიშველ სხეულზე მიმიკრა.. ვგრძნობდი რომ ამ კაცს შეეძლო ჩემი ჭკუიდან გადაყვანა... ვგრძნობდი რომ მტელი გულის და სულით ვუყვარდი.. ხელები კისერზე შემოვხვიე და ფეხის წვერებზე ავიწიე ....
– შენ ჩემი ქალი ხარ, ჩემი ქალი და მუდამ ასე იქნება... შენი სიახლოვე მაგიჟებს ქეთო.. ჩუმად მებუტბუტებოდა ყურში და საწოლისაკენ მივყავდი (19)



ნაწილი მეოცე
დილით გამოღვიძებულს გაგა გვერდით არ დამხვდა,, საოცარმა შიშმა ამიტანა..შიშველ ტანზე ხალათი შემოვიცვი და დაბლა სართუზე ჩავედი... გაგა არსად ჩანდა, შეშფოტებული შევვარდი სამზარეულოში. იმის გაფიქრებაც კი მზარავდა რომ გაგას შეეზლო ციხეში წასულიყო თემოსთან... ნუნუ ღიღინით ამზადებდა საუზმეს...
– ნუნუ დეიდა გაგა არ გინახავთ?
– დილით ადრე გავიდა შვილო, მოხდა რამე??
– არა, უბრალოდ საქმე მქონდა.. ხომ არ უთქვამს სად წავიდა?
– არა შვილო, რატომ გაქვს ასეთი სახე ჩემო მარგალიტო....– მაშინვე სკამზე დამსვა და წყლით სავსე ჭიქა მომაწოდა...
– სად უნდა წასულიყო.. ცრემლები მომაწვა, გული ისე მიფართხალებდა რომ ასე მეგონა გასკდომას ლამობდა...
მოულოდნელად გავიგე მანქანის ხმა, და ეზოში სირბილით გავედი, გაგა ყვავილებით ხელში მოაბიჯებდა სახლისაკენ, დავინახე თუ არა, გულს მოეშვა, ღრმდ ამოვისუნთქე და და მისკენ გავიქეცი...
– რა მოხდა ქეთო?– შეშფოთებულმა მკითხა და ხელები მომხვია...
– ვინერვიულე, არ ვიცოდი სად წახვედი, მეგონა რომ ,.. მე მეგონა რომ, ტავს ვერ ვაბავდი სიტყვებს..
– გეგონა თემოსთან წავედი ხო??? დამშვიდდი, ასეთი სულელიც არ ვარ რომ მასთან წავიდე.... ხო მართლა მამაჩემმა დარეკა მოდიან.. მიდი ჩაიცვი..ალბად რაღაც ხდება. საქმეზე უნდა ვილაპარაკოთო და..
– კარგი რაა.. ერთი დღე ხო შეიძლება მშვიდად ვიყოთ მე და შენ, დავიღალე სულ ხალხია რა...
– მშვიდად ყოფნაში რას გულიხსმობ ჩემო დედოფალო... წუხელ შეუდარებელი იყავი....ვნებიანი და სიყვარულით აღსავსე– ჩურთან მიჩურჩულა და ყელზე მაკოცა..
– ასე ნუ მელაპარაკები, მცხვენია....
– არ უნდა შეგრცხვეს, შენ ჩემი ცოლი ხარ..
– წამოდი წავიდეთ სადმე რა. შორს ამათგან..
– წავიდეთ, ოღონდ ჯერ ბელას და დიმას მივხედოთ, რამდენი ხანი უნდა იარონ კიდე ასე..
– გაგა... ჩუმად დავუძახე და ხელები კისერზე შემოვხვიე..
– რაო , გისმენ , რამე უნდა მთხოვო?
– შენგან შვილი მინდა.. მინდა ბავშვი გვყავდეს რომელიც ძალიან გვეყვარება... ჩემი და შენი ნაწილი. ერთი განცდით და ემოციით აღსავსე ერთი სიყვარული რომ ექნება ისეთი შვლი მინდა..
– ჩემი ლამაზი ცოლი, როგორ გაზრდილა, აზრებიც კი შეცვლია..
– მე ეს სულ მინდოდა ... გინდა რაღც გითხრა? მაშნ პირველად რომ დაგინახე, შენმა სიახლოვემ გამხდა ცუდად.. ისე ტავაზიანად მომექეცი ვიფიქრე, ნეტა ასეთ კაცს ვუყვარდე–თქო.. მართალია მერე გამაბრაზე მაგრამ..
– იმიტომ რომ თავხედობდი და ჯიუტობდი ქეთო.. ხო იცი ჩემთვის პატივისცემა პირველ ადგილზეა...
შუა საუბარში ვიყავით როცა დაცვის უფროსი შემოვარდა სირბილით და გაგას აუწყა თქვენთან ბატონი ნუგზარი ითხოვს შეხვედრასო... დაცვას მაშინვე შემოვყა ნუგზარი, სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა გაგასკენ და პერანგის საყელოში ხელი სტაცა..
– არ შეგარჩენ გაიგე? ჩემი შვილის ასე გაუბედურებას...
– სწრაფად ჩემოიშორა ნუგზარი გაგამ და განზე გასწია, ახლა კარგად მისმინე რა... შენმა შვილმა შეცდომა შეცდომაზე დაუშვა,, ჯერ ფულის გათეთრება მოუნდა, მერე მესროლა.. და რა გეგონათ ხელებ ჩაშვებული დავჯდებოდი და გიყურებდით???
– შენ ის გააუბედურე...
– და მე რომ მომკვდარიყავი ჩემი ოჯახი და ჩემი ცოლი არ იქნებოდა უბედური? ბატონო ნუგზარ, თქვენ კარგად იცით ჩემი ხასიათი და ქცევა.. ასოციაციიდან იმიტომ გაგაძევეთ რომ იგივე მოინდომეთ, ახლა კიდევ მოდიხართ და უსინდისოთ იცავთ თქვენს შვილს??
გაგა ისე იყო საუბარში გართული რომ ლიკას მოსვლა არც კი შეუმჩნევია.. სამარეულოში შევიყვანე და გაზქურაზე ყავის მადუღარა შემოვდგი..
– ესეიგი ყველაფერა ჩაიარა, შერიგდით? აქამდეც მინდოდა მოსვლა მაგრამ როცა გაგას ამბავი გავიგე გული ძალიან მეტკინა..
– ნუ გამახსენებ , ძლივს გადავურჩით სიკვდილს. კინაღამ გული გამისკდა, როცა გაგა ჩემს ფეხებთან სისხლიანი დავინახე ლიკა. არ მეგონა ოდესმე ასე ძალიან თუ შემიყვარდებოდა ვინმე...
– რაც არ გგონია ზოგადად ყველაფერი ხდება ხოლმე...
– ასეა, არ ვიცი მის გარეშე როგორ უნდა ვიცოცხლო, წუთით რომ მშორდება მაშინაც კი საოცარი დანაკარგის შეგრძნება მეუფლება..
– ქეთო. აქ საერთოდაც სხვა საქმეზე მოვედი.. ჩვენმა ჯგუფა გადაწყვიტა რომ საქმე შევიკრიბოდ, ანუ ქეიფის სტილში რაღაც და შენ რას იზავ? იცი რექტორიც იქნება, ლევანიც და დეკანიც..
– მე , არ წამოვალ ლიკუნა ხო იცი, ისედაც ჩემი და გაგას დაშორებამ ნახევარი სიცოცხლე წამართვა.. არ მინდა ლევანის გამო კიდევ ვიჩხუბოთ...
– არა, რატომ. ჩემი ცოლი აუცილებლად წამოვა, ამისთის რა არის საჭირო მხოლოდ ის გვითხარით– ღიმილით თქვა გაგამ და ზურგიდან მომეხვია.. სწრაფად გავაშვებინე ხელები და მისკენ შევტრიალდი..
– არ მინდა წასვლა, ხო გესმის, კიდევ ერთ ჩხუბს და კამათს ვეღარ გადავიტან ...
– მერე ვინ გითხრა რომ ვიჩხუბებთ? მე შენ გენდობი.. წახვალ, მერე მოგაკითხავ და წამოგიყვან..
– გაგა არ მინდა რა, მეშინია..
– რისი გეშინია გოგო, ლევანისი?! ცადოს მარტო და მოგიახლოვდეს... ძვლებშ გადავამტვრევ..
– გთხოვ..
– მეც გთხოვ, არ მინდა ამ ყველაფერს ლევანის გამო გამოაკლდე, გითხარი წახვალ თქო და ესეიგი ასეც იქნება... წავალ საქმეს მივხედავ, თუ რამეა კაბინეტში ვიქნები... მერე საღამოს გავიდეთ და რამე იყიდე ახალი . აუღელვებლად მითხრა და ყავა მანიშნა ადუღდაო...გაგა გავიდა თუ არა ლიკას წინ სკამზე დავჯექი და გაოგნებულმა შევხედე...
– მაგარი ქმარი გყავს ქეთო რა.. როგორ ესმის შენი..
– ეს შენ გგონია რომ ესმის ლიკუ, სინამდვილეში ძალიან მეშინია, ზუსტად ვიცი რო მოულოდნელად მომადგება, რომ ნახოს რას ვაკეთებ და ვისთან ვარ..
– ეჭვიანია?
– ლევანის მიმართ ძალიან.. ძალიან მეშინია, ძლივს მოვაგვარეთ ურთიერთობა. არ მინდა ამ სისულელის გმო ისევ ვიჩხუბოთ.. საერთოდ ისიც კი არ ვიცი რატომ დავუახლოვდი ლევანს,, და გაპრვა რაღამ მომაფიქრდა, დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, დღეს ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა..
– ხო მაგრამ შენ ხომ არ იცოდი რომ შეგიყვარდებოდა...
– არ ვიცოდი, მგრამ ახლა ხო ვიცი რომ მიყვარს... იცი როგორ ვარ? ცარიელ ქვევრს რომ ჩასძახებ და ექოს გაძლევს, ჩემი სხეულიც ასეა, მხოლოდ გაგას სახელს იძახის, მის სახეს თვალებს ვიმახსოვრებ....
– არ ვიცი , მე ასე შეყვარებული არასოდეს ვყოფილვარ..
– დამიჯერე იქნები და მერე გაგახსენდება ჩემი სიტყვები..
– ასე იყოს, წავალ ახლა,, შენი არ იყოს მეც მაღაზიებში გავივლი , დღეს გაგა სახლში გავს და მარტოს დაგტოვებ მასთან....
**
კაბინეტში ფრთხილად შევედი. გაგა მარიამის სურათის წინ იდგა და ცრემლით ავსებოდა თვალები.. ძლიერ ბეჭებზე შემოვეხვიე და მხარზე ვაკოცე.... მივხვდი რომ მიუხედავად ამ დიდი ბედნეირებისა მაინც როგორ სტკიოდა მარიამი..
– ის სულ სხვა იყო არა?– ჩუმად ვკითხე და გავუღიმე...
– ის სულ სხვაიყო, მართალი ხარ..მას ისეთი ვუყვარდი როგორიც ვიყავი ქეთო.. არასოდეს მეუბნება რომ უნდა შევცვლილიყავი, უბრალოდ მარიდებდა ცუდს და კარგს მარჩევინებდა..
– გაგა, სულ მინდოდა მეკითხა, რა მოხდა მერე როცა მარიამი ლუკას დააშორა მამაშენმა?
– გულში გლოვობდა დაკარგულ სიყვარულს, არ ვიცი მაშინ რატომ არ მეყო გამბედაობა, მარიამისთვის ხელი ცამეკიდა და ლუკასტან ერთად გამეპარებინა.. ვიცოდი როგორ სტკიოდა და ვერაფერს ვაკეტებდი, მის თვალებში იმხელა სევდა და ტკივილი იყო ქეთო, ღამე ჩუმად მოდიოდა ჩემს ოთახში და საათობით ვლაპარაკობდით.. ჩვენი აზრები იმდენად იდენტური იყო, ხმამაღლა გვეცინებოდა და პატარა ბავშვებივით ვხტოდით...მახსოვს ერთ ზაფხულს სოფელში წაგვიყვანეს მე და მარიამი უკვე ვდიდობდით და პატარებტან ტამაში ვიუკადრისეთ, სამაგიეროდ არაჩვეულებრივი აზრი მოგვივიდა თავში... იქვე დადებულმა მწვანე საღებავმა თვალი მოგვწყვიტა... გართობის მიზნით , გზაქურა და მაცივარი თავიდან ბლომდე შევრებეთ. ახლაც მახსოვს დედაჩემის განირლი კივილი და მარიამის აცრემლებული თვალები... მაშინ პირველად ვივაჟკაცე და მის გასარტყმელად მოქნეული დედაჩემის ხელი სახეში მომხვდა.... ოჯახში ერთი ბიჭი ვიყავი და ვინ გაბედავდა ჩემს ცემას... მამაჩემს სალოცავად ვყავდი ლამის.... მე კი არ მეტკინა. გამიხარდა კიდეც ქეთო... ჩემი და დავიცავი.. საგამიეროდ ღამე აცრემლებული მომიჩოჩდა მარიამი და ჯერ კიდევ გავარვარებულ ლოყაზე მაკოცა... მივხვდი მას სტკიოდა ჩემს მაგივრად...
– არ ვიცი, გაგა, როცა თქვენს ისტორიას ვისნემ ასე მგონია რომ მარიამი ამ ქვეყნად მხოლოდ შენს დასაცავალ იყო მოსული..
– იქნებ ასეც იყო..როცა უნივერსიტეტში ჩავაბარეთ მხოლოდ მაშინ გაიყო ჩვენი გზები..მე ბიზნესის საქმე ავირჩიე მან ფსიქოლოგობა არჩია. წარმოუდგენელია მაგრამ ყოველი ლექციების მერე მარიამი ჩემთან მოდიოდა რომ სახლში ერთად დავბრუნებულიყავით... ტავიდან ყელას შურდა ჩემი.. რამოდენიმეს ჩემი შეყვარებულიც კი ეგონა,, მე კი სიამაყით გავაცანი ყველას რომ ეს გოგო ჩემი და იყო, რომელიც მსოფლიოს მერჩივნა. იცი ქეთო, ახლა უფალი რომგამომეცხადოს და მიტხრას, მარიამის ნაცვლად შენი სიცოცხლე უნდა წავიღოო, არც დავფიქრდები ისე მივცემ ოღონდ ის ბედნიერი იყოს...
– მერე მე? ჩემზე არ ფიქრობ? როგორ გგონია შენ თუ არ ხარ მარიამის გარეშე ბედნიერი, მარიამი იქნებოდა? დარწმუნებული ვარისიც ასე იგლოვებდა მთელი ცხოვრება ძმას რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა....
– ჩვენი და–ძმობის ბავშობიდან შურდა ყველას.. სულ იმას იძახდნენ განუ....ბეი ხართო, განა რა უნდა მოხდეს რომ ერთმანეთს დაშორდეთო, მაგრამ ხო ხედავ ყველაფერი ხდება.. ჩვენ დავშორდით , მაშინ როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მისი გვერდით ყოფნა.. მაშნ როცა კაცად ჩამოყალიბების გზაზე ვიქედი... სასაცილოა მაგრამ მარიამს ხშირად ვხედავდი ცხადად თუ სიზმრებში, სულ მეუბნებოდა რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი.... მარიამის დაღუპვის შემდებ, ჩვენი საქმე უკან წავიდა.მე საყრდენი გამომეცალა გვერდიდადნ მამაჩემს კი საყვარელი ქალიშვილი...ხანდახან ისიც კი მგონია, მამა ასე ძალიან რომ ანსხვავებდა ბელას და მარიამს იქნება უფალმა დაგვსაჯა თქო.. ბელა პატარა იყო მაგრამ ხშირად ტიროდა ამის გამო მშობლებს არ ვუყვარვარო, ვცდილობდი ბელას ტანდასწრებით მარიამისთვის ზედმეტი სითბო არ მეჩვენებინა, მას ვერასოდეს ავუხსნიდი რომ მარიამი ჩემთის სული იყო...მერე ერთ დღეს, მახსოვს ცხადად როგორ ჩამესმა მარიამის ხმა, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ძლიერი, რომ მე მქონდა ძალა ყველაფერი შემეცვალა მისი ხათრით მაინც...მერე დავიწყე წინ –წინ სიარული და შევძელი..მან შემაძლებინა, იქიდანაც კი ძალით მავსებდა ქეთო.. ახლა შენ მყავხარ, ახლა შენი იმედი მაქვს, ვიცი რომ ჩემი ცოლი ძალიან ძლიერია და თუ მის ქმარს რაიმე დაემართება ხელს არ ჩაიქნევს...
– გაგა ვინ იყო ის კაცი? რა უნდოდა, იმ ბიჭის მამა იყო რომ გესროლა??? ძალიან მეშინია, ძალიან.. არ მინდა ასეთ საქმეში იყო გარეული...
– ქეთო, მე არაფერში ვარ გარეული, ძალიან კი უნდოდათ ჩემი გარევა მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.. ამიტომ ვერ ისვენებენ.. ტყუილად იმუქრება, მაინც არ დავთანხმდები .. ასეთი სულელი არ ვარ რომ საფრთხეში ჩაგაგდოთ. თანაც ჩემი სტიქია სულაც არააა მილიონერი ვიყო, ჩემი სტიქია შენ ხარ და ჩვენი პატარა რომელიც მინდა მალე გვეყოლოს... მთელი ძალით მიმიკრა ზედ, ისე ძალიან რომ ძვლებს მტვრევის ხმა ქონდათ...ვგრძნობდი მისი სხეულის სითბოს, როგორ მინდოდა მისი სითბო და სიახლოვე არავინ იცოდა, გაგას ქონდა რაღაც ისეთი რასაც ჭკიდან გადავყავდი, რაღაც ისეთი რაც ნამდვილ მამაკაცს უნდა ქონოდა... თვალები დავხუჭე და მაგრად ვაკოცე ტუჩებში... მოულოდნელად შემომსვა მაგიდაზე და ხალათის ქამარში მტაცა ხელი რომ კარზე კაკუნმა შეგვაკრთო . სიცილით გავხედე გაგას და მაგიდიდან ჩამოხვტი... ლექსომ ღიმილით შემოაბიჯა კაბინეტში დათავზე მაკოცა..
– ხელი შეგიშალეთ?– ჩუმად მკითხა და გამიღიმა..
– ოდესმე დამაცდით იქ ვაკოცო და მოვეფერო ჩემ ცოლს სადაც მომინდება ტო? ცხოვრება შემაძულეთ რა. თქვენს დაუსწრებლად ვერაფერი გამიკეტებია...
– კი მაგრამ რას აკეთებდი შვილო..
– ბავშვსს– ხმამაღლა ჩასძახა გაგამ და კაბინეტდან გავიდა..
– არმიაქციოთ ყურადღება რა– დარცხვენიმა ვუთხარი საყვარელ მამამთილს და გავუღიმე...
– ვერაფერს ვიტყვი გაგა მართალია. არასოდეს გაცდით მარტო ყოფნას, მუდამ სხვის პრობლემაზე უცევს ფიქრი..
– არაუშვა სმისი დროც გვექნება..– ლექსომ ხელი მომხვია მხარზე და მისაღებში გავედით... ბოდიში მოვიხადე და საძინებელში ჩასაცმელად ავედი. ტანზე ხალათი გავიხადე და მაიკისათვის შემოტრიალდი რომ მოულოდნელად მეცა გაგა და საწოლზე დამახო...
– რას აკეთებ ადამიანო?– გაოცებულმა ვუთხარი და ადგომა დავაპირე რომ არ გამიშვა..
– შენთან მინდა არ ადგე რა.. ქეთო.ამდენი ხანია ჩემი ცოლი ხარ და ვერ მოგისურვილე, დღითიდღე მკლავს შენი სურვილი, რო იცოდე როგორ მინდიხარ, თავს ვერ ვიკავებ..
– გაგა სირცხვილია, გვეოდებიან..
– არ მაინტერესებს ყველას აზრი ფეხებზე ,მე შენთან მინდა.,არ შემიძია თავა ვერ ვერევი... თმები ცა მხარეს გადამიწია და ვამპირივით მეძგერა კისერში.. მისი სხეული იმდენად მუბიქად მეხებოდა რომ სიამოვების მორევში ვიკარგებოდი,, თვალების გახლის თავი არ მქონდა, მთელი ძალით ვეკვროდი ზედ და სიამოვნების ხმას შიგადაშინ გამოვცემდი....
**
ნაწილი ოცდაერთი

მისაღებში დაბრუნებულებს უკვე ყველა გველოდა. დიმა და ბელა გვრიტებივით ისხდნენ ერთად..
– აბა ხალხნო და ჯამაათნო, რას ვაკეთებთ?– ემოციებისაგან დაცლილმა დაიძახა გაგამ და სავარძელში ჩაეშვა... ჩემი დიდი თხოვნა და სურვილი იქნება რაც შეიძლება მალე დავაქრწილოთ ეს ორი მოსიყვარულე ადამიანი..
– ასე რატომ ჩქარობ შვილო– მერი დეიდამ გაოცებულმა გახედა გაგას და სახეზე ნერვიულობა დაეტყო....
– იმიტომ რომ მხოლოდ მერე შევძებ გადავკეტო სახლის კარი და ჩემს ცოლთან მარტო დავრჩე.. იმიტომ რომ შვილი მინდა, რაც ჯერ თქვენს შეგნებამდე ვერ დავიდა...
– გაგა ასე ნუ ხუმრობ შვილო, ვერ ხედავ რომ შენს ცოლს აწითლებ?
– არ ვხუმრობ. სრულ ჭეშმარიტებას ვღაღადებ.. ერთი სული მაქვს ეს თქვენი ქორწილის თარიღი დავთქვათ და მერე აქედან გაბარგდეთ...
– გაგა მართალია, რაც დაქორწილდა ერთი დღე არ დავტოვებთ მარტო... – ღიმილით თქვა დიმამ და ძმაკაცს ხელი მოხვია.. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ისე ავსებდა... ორივე ერთმანეთზე ლამაზი და სანდომიანი მამაკაცი იყო.. ალბად უცხო თვალს გაუჭირდებოდა კიდეც მათ შორის არჩევანის გაკეთება.. ორივე მაღალი, მხარ– ბეჭიანი და მამაკაცური... საერთოდან ამის მერე სადმე ნეიტრაურ ადგილას შევხვდეთ ერთმანეთს და ამათ ვაცადოთ ამ ბავშვის გაკეთება.. ჰა რძალო მართალი ხარ?
– მე მაგ საქმეში ნუ ჩამრევ– სიცილით ვუთხარი და მხარი გავკარი...
– ხო როგორ არა,, აბა ბავშვს მარტო მე ვერ ვაკეთებ და...
– გაგა კარგი– სახეზე გაბრაზება დამეტყო, მაშნვე ჩემსკენ წამოვიდა და ორივე ხელი შემომხვია.. ჩემი ბუზღუნა, ბრალიანი და გადარეული ცოლი... მიყვარს ხალო....– ხმამაღლა დაიძახა და შუბლზე მაკოცა... მაშ ასე თანახმა ვარ ზუსტად ერთ კვირაში დავნიშნოთ ქორწილი....
– ერთ კვირაშ?– აღელვებული ჩაერთო საუბარში ბელა და გამომხედა... ერთ კვრიაშ რა უნდა მოვასწრო რაა გაგა....
– მოასწრებ ბელა, კაბას ხვალ აარჩევ. დანარჩენი მამაშენს მიანდე, მტავარია შეთანხმდეთ ჯვრისწერა სად გინდათ.. ქორწილი კი როგორც ხდება ჩვენს ეზოში იქნება...
– მოიცა მოიცა, ეს როგორ... გაგა , არავითან შემთხვევაში, ქორწილი აქ გადავიხადო?– შანსი არაა ძმაო, ხალხი რას იტყვის...
– აქ არააა. გითხარი ჩემს სახლში ვეღარ მოხვლთ ასე –თქო.. ქორწილი გავაკეთოთ წყნეთის სახლში, უზარმაზარი ეზოა და ამაზე ბევრად ლამაზი...
– კარგი. მაგაზე კიდე შეიძლება ვიფიქრო.... სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა ეზოს მხრიდან დაცვა და გაგას ყურშ რაღაც უთხრა, დავინახეთ როგორ ეცვალა ფერი და სახეზე უცნაური ღიმილი მოედო.... ორ წუთში მისაღებში, მაღალი , მხარბეჭიანი , მწვანეთვაება ბიჭი შემოვიდა და გაგას მეგობრულად გადაეხვია, დანარჩენებს თავდახილი მიესალმა და დიმასთან ერთად კაბინეტში გავიდნენ....
– ეს ვინ იყო? ჩუმად ვიკითხე და ბელას დავქაჩე...
– ეს ჩვენი დაცვის უფროსი იყო...
– მარიამს რომ უყვარდა???
– ხოოო ქეთო...– ისე ჩუმად მითხრა ძლივს გავიგე...

**
ქეიფის დღეს ისეთი სახით გამომეღვიძა, მოულოდნელად გავიფიქრე იქნებ ჯობდეს არ წავიდე თქო.. გაგა უკვე სამსახურში წასულიყო.. ლიკუნამ მაშინვე დამირეკა და აზრი მკითხა გადავიფიქრე თუ არა... გულის სიღრმეში ძალიან კი მინდოდა უარი მეთქვა მაგრამ ეს გაგასთვის აალი ეჭვიანობის სცენის მოწყობის საბაბი იქნებოდა, მეტყოდა ალბად გაურბიხარო.. ზუსტი მისამართი ვკითხე ლიკას და სააბაზანოშ შევედი....კარგზე კაკუნმა შემაკრთო, ნუნუმ გახარებულმა მახარა დედაშენი მოვიდა და მალე ჩამოდიო.. წყალი გადავკეტე და სირბილით ჩავედი დაბლა. დედაჩემი და ნუნუ ისეთი გახარებულები სუბრობდნენ რომ მათი საუბრის შეწყვეტა ვერ ვიკადრე.. დედაჩემს ზურგიდან ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე...
– ქეთო, აღელვებულმა მომმართა და დივანზე ჩამომსვა.. შენ დღეს მდიხარ ჯგუფეებთან ერთად? და ლევანიც იქ იქნება ასეა?
– ასეა..
– მერე , შენს ქმაზე არ ფიქრობ?
– დედა, ისე ნუ მელაპარკები გეგონება ეს მე მინდოდეს, გაგამ აიჩემა, ლევანის გამო არ უნდა მოიკლო არაფერიო, წაგიყვან და ამოგიყვანო. უარი ვუთხარი მაგრამ ვერ გავუძალიანდი...
– ეს არაა კარგი საქციელი, არ უნდა წახვიდე. ქეთინო გული მეკუმშება იქ რომ რაიმე მოხდეს და გაგამ გაიგოს..
– რა უნდა მოხდეს დედა რა? ჩემი ქმარი მიყვარს, მთელ ცხოვრებას მირჩევნია... მის გამო დავთმობ ყველაფერს.. ასე რომ ლევანი ოდნავაც არ მადარდებს....
– მე არ მითქვამს არ გიყვარს თქო. რა თქმა უნდა გიყვარს მაგრამ მეშინია, გაგა ცოტა ფიცხი ბიჭია.. რავიცი შვილო პრობლემები არ შეგექმნათ...
– დედა გთხოვ რა.. ისედაც ვნერვიულობ და შენ უარესს მიკეთებ? აი , იმდენი ილაპარაკე მირეკავს. აწკრიალებულ ტელეფონს დავხედე და სახეზე ღიმილი მომედო...
– ჩემმმა ულამზესმა ცოლუკამ გამოიღვიძა?– არ გინდა დღეს ჩემთან მოკუსკუსდე ?
– მანდ? ოფისში ამბობ? რატომ ხდება რამე?
– ხდება...ახალ პროექტს მოვაწერეთ ხელი და მინდა აქ იყო.. მერე გაგიყვან სახლშ მოემზადები და რესტორანში წაგიყვან..
– შენ რატომ არ გინდა წამოსვლა?
– ქეთო, იმ ბიჭის დანახვა ცუდად მოქმედებს ჩემზე, მირჩევნია შორს ვიყო, მანამდე მე და დიმა ბარში დავჯდებით, შენ არ იდარდო, რომელ საათზეც გინდა იმ დროს მოგაკითხავ..
– მიყვარხარ.. ნეტა ასე ძალიან როდის შემიყვარდი ჰა? ჩავიცვავ და წამოვალ ახლავე...
– გელოდები ჩემო ლამაზო.... დედაჩემს ენა გამოვუყავი პატრა ბავშვივით და გავუღილე...
– რაო ქმარს მოენატრე?
– აჰაა, და თანაც როგორ, ისე ძალიან რომ ოფისში მოდიო, აბა რა ვქნათ სახლში არაფერს გვაცდით და, იქ მაინც წავიდეთ..
– ქეთო. კარგია რომ ეს საკიტხი ახსენე. მინდოდა რაღაც მეთქვა, ოღონდ არ გაბრაზდე შენ რომ იცი ისე.. იქნება ცოტა ხანი თავი დაგეცვა ორსულობისაგან...დაამთავრებ, და მერე გეყოლება შვილები..
– დედა ნუ მაცინებ, რაც შეიძლება მალე მინდა, შვილი, ჩვენი შვლი, წარმოიდგინე რა საყვარელი და პატარა იქნება,, გაგასნაირი ლამაზი..
– ხო და ასეთი ჯიუტი თუ იქნება კარგად გავზრდით..
– მაცდენ დედაჩემო მაცდენ.. – ხმამაღლა ვუთხარი , ლოყაზე ვაკოცე და კიბეებზე სირბილით ავედი..
ნუნუმ და დედაჩემმა ერთმანეთს გახედეს და მხრები აიჩეჩეს..
– აი ცუდი რა ვუთხარი ნუნუ, არ ჯობია ცოტა ხანი შეირგოს ...ჯიუტია, ბავშობიდან ასეთი იყო, ვერაფერს შეასმენდი, ახლაც ასეთია.. ისე ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ მინახავს...
– თქვენ გაგა უნდა ნახოთ , თამარ. როგორი ბედნიერია, ბოლოს ასეთი მარიამის და თავის დაბადების დღეზე იყო, მის მერე უკვე შვიდი წელია სახეზე ღიმილი აღარავის დაენახა, ქეთოსთან ამ მტრობამ მასში ახალი გრძნობები გამოაღვიძა. ამდენი წელი დიმა მაოდ ცდილობდამის გონებაზე მოყვენას, მარიამის სიკვდილმა მის ცხოვრებას შავი ბზარი დააყოლ თან , რა გითხრათ თამარ, ქეთოს უნდა ვუმადლოდე რომ ჩვენი ბიჭი ასპარეზზე დააბრუნა...
– რას ამბობთ, ერთად ძალიან კარგები და ლამაზები არიან,, როცა თორღვამ გაგას მოლაპარაკების შესახებ მითხრა მაშინვე მომეწონა მისი გადაწყვეტილება, ვიცოდი რომ გაგა შეძებდა ქეთოს გაბედნიერებას მიოუხედავად ამ ტკივილისა რაც გადაიტანეც...
**
მანქანა შენობის წინ ავტოსადგომზე გავაჩერე, ამაყად გადმოვედი მანქანიდან და ტანზე შემოტმასნილი კაბა გავისწორე... გასაღები პატარა ჩანთაში ჩავაგდე და შიგნით შევედი, მიუხედავად იმისა რომ გაგასთან სამსახურშ აქამდე ნამყოფი არ ვიყავი, უმალ ყველამ მიცნო.. ნელა ავუყევი კიბეებს , ვფიქრობდი როგორ შთაბეჭდილებას დავტოვებდი მათ თანამშრომლებზე..კიბეებზე სირბილით ამავალმა ბიჭმა თავი ვერ შეიკავა და მთელი ძალით დამატაკა, მოულოდნელად გამივარდა ჩანთა ხელიდან.. ფიქრებიდან გამოვერკვიე, ჩემს წინ მაღალი ქერა მამააცი იდგა ჩემი ჩანთით ხელში და უაზროდ მიღიმოდა..
– უკაცრავად, ძალიან დიდ ბოდიშ გიხდით, ხომ არაფერი გატკინეთ?
– არაფერია დამშვიდით...
– ხომ არ შემიძლია რამით დაგეხმაროთ გოგონა?– ისე მომმართა რომ თვალი არ მოუშორებია..
– არა მადლობთ, გზას თვითონ გავაგნებ... არ შეწუხდეთ– ვეცადე თავაზიანობა გამომეჩინა, მამაკაცს მხარი ავუქციე და კიბეებზე ავედი.... სწრაფი ნაბიჯით გამასწო წინ და პირველივე დერეფანში შევიდა სანამ შევიდოი.. არანორმალურია ეს უპატროო გუნებაშ გავიფიქრე და მობილური ამოვიღე რომელიც არაფრით ჩუმდებოდა...
– ლიკა , არ მესმოდა დიდი ხანია მირეკავ?
– სად ხარ გოგო აქამდე? მაგარი ამბავი მაქვს... დღეს ხო მოდიხარ?
– კი მოვდივარ,მისმინე ახლა ვერ დაგელაპარაკები გაგასთან ვარ სამსახურში, ექვსზე შევხვდებით..
გიორგი გიჟივით შევარდა კაბინეტში დადიმას ორივე ხელი დაუკრა მაგიდაზე...
– მე ის ვნახე..
– ვინ გიო?– გაოცებული მზერა მიაპყრო დიმამ და ახედა..
– გოგო რომელიც შემიყვარდება...
– კაი ნუ მაცინებ,,, მეგონა რამე მოხდა..სად ნახე კიბეებზე თუ ლიფტში..
– კიბეებზე დიმა, დავეჯახე, ძალიან ლამაზია, საოცრად ლამზია,, ანგელოზს გავდა...
– კარგი ეხლა რა ნახე ადამიანი თუ ნახატი..
– ანგელოდი თქო...
– ოოოო როგორ დამღალეთ შენ და გაგამ ამ მაღალფარდოვანი სიტყვებით... მოვიდა ხალხი?
– რავიცი მოვიდოდა, დიმ შენ ხო არ იცი ვინ იყო ის გოგო?
– მომეშვი გიორგი , რა ვიცი მე, აბა რა გითხრა, იმედია ამჯერადაც არ იქნება ვინმეს ცოლი ან და. შენ ხო სულ ასეთები მოგწონს..
– დამცინი კიდეც რა... ამოდი გავიდეთ თორემ ბოსი გაბრზდება...
კარზე ნელა მივაკაკუნა და შეიგნით შევედი... ისე დაიძახა გაგამ მობრძანდითო არც ი შემოუხედავს რა თქმა უნდა მდივანი ან რომელიმე თანამშრომელი ვეგონე..
– შეიძლება ბატონო გაგა?– სიცილით ვუთხარი და უმალ შემომხედა..
– ჩემი გოგო მოსულა.. –სიხარულით წამოდგა ფეხზე და ჩემსკენ წამოვიდა, ხელები წელზე შემომხვია და ზედ მიმიკრა, მისმა სითბომ დამაბორიალა და გავიტრუნე..როგორ მიყვარდა მისი გულის ცემის მოსმენა,, როგორ მიყვარდა მისი ხშირი სუნთქვა თმებზე რომ მეხებოდა...
– ბევრ ხახს ელოდები?– ისე ვკითხე თავი არ ამიწევია..
– არა, მხოოდ თანამშრომლები...
– იმ თანამშრომლებიდან რამდენთან იწექი?
– ჰა?– ასეთ კითხვას არ ელოდა და განზე გამწია..ყველასთან, ჯიბრზე მითხრა და მაგიდისაკენ გაეშურა რომ მკლავში ხელის ტაცება მოვასწარი და გავაჩერე....
– გამიმეორე.. ესეიგი ყველასთან იწექი? უფასო ქალები ხროვა გყავს თუ როგორაა შენი საქმე?
– ვაიმე ქეთო, არ მანანებინო რომ დაგირეკე.. არავისთან ვწოლილარ გოგო, შენ მე ვინ გგონივარ. თანამშრომლებთან სექსი აკრძალულია.
– ავადმყოფო..
– ავადმყოფი მე კი არა შენ ხარ... ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობ, მგონი იმ კლამზეც კი რომლითაც ვწერ..
– რა თქმა უნდა მას ხომ ეხება შენი თითები. იმ საქმეზეც ვეჭვიანობ რომელზედაც ფიქრობ, და იმ სკამზეც რომელზეც ზიხარ..
– ეხლა სანამ ნერვები მომშლია, გავიდეთ.. სასწრაფოდ შემოტრიალდა და კარისაკენ წამათთრია და მოულოდნელად ვკარი ხელი და კარებზე მივაეთქე..
– შენ გგონია ასე გამექცევი? შენ მარტო ჩემი ხარ.. იცოდე სიკვდილიც კი ვერ წამართმევს შენ თავს..ჩემი ხარ თქო. და მხოლოდ მე უნდა მეხებოდე, ჩემზე უნდა ფიქრობდე.. მე გენატრებოდე..... ხელები კისერზე შემოვაწყე და ვნებიანი კოცნით დავაჯილდოვე....
– როგორ ადვილად შეგიძლია იმოქმედო ჩემს სუსტ წერტილებზე ადამიანო, ახლა ისე მაგიჟებ ლამისაა შემომეჭამო რა..ქეთოოო, რა მოითმენს საღამომდე..
– მერე არ მოითმინო, კარებს გადავკეტავ. მერე ხელებს შემომაწყობ წელზე და მერე ნელა–ნელა..
– არა... არც იოცნებო დამთავრება... ღიმილით მითხრა და გასაჩუმებლად მაკოცა... ახლა ამის დრო არაა, თანაც აქ ყველა კაბინეტშ კამერაა. დიდი სურვილი გქვს დაცვის ყველა წევრმა შიშველი გნახოს.
– ჰა? მერე აქამდე არ უნდა გეთქვა?.... წამოდი მალე....
გაბრაზებულმა გავწიე განზე და კარებში გავედი ... სიცილით მომყვებოდა უკან და გაშლილ თმებზე მეთამშებოდა... სხდომათა დარბაზში სიცილით შევედით და ყველამ მაშინვე ყურადღება მოგვაპყრო, გაგამ გასაგებად ჩაახელა და ყველამ თავი დახარა... დიმასკენ ოდნავ გავაპარე მზერა და მივხვდი ისიც ჩვენს დღეში იყო... მისკენ წავედი რომ გაგამ დამიჭირა და ხელი შემომხვია... არც იოცნებოო თვალებით მანიშნა და თვაის გვერდით გამაჩერა..
ხელი ჩამკიდა გაგამ და ოდნავ შემაღლებულ ადგილას ამიყვანა.... ერთი შამპანურით სავსე ბოკალი მე გამომიწოდა მეორე თვითონ აიღო და გამიღიმა..
– დღეს ძალიან ბდნიერი ვარ. ჩვენი შრომა დაფასდა და ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არაა. მთელი დღეების განმავლობაში მუშაობდით..ვიცი რომ ეს ძალიან რთული იყო, მითუმეტეს მაშინ როცა აქ მარტოები დაგტოვეთ დიმას იმედზე , ყველას მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათის რომ ჩემს გვერდით იდექით...მე ბედნიერი ვარ რომ მყავს თქვენნაირი თანამშრომლები სამსახურში და სახლში მყვს ჩემი საყვარელი ცოლი.. რომელიც ერთი სულით მელოდება ხოლმე... მადლობა ყველას, მაგრამ მინდა ეს გამარჯვება ქეთოს მივუძღვნ,ა. რომ არა ქეთო მე ამას ვერასოდეს მოვახერხებდი. მიდი თბილი თვალები და მისი ენერგეტიკა მეხმარება ყველაფერი შევძლო...
დარბაზში ერთხმად დაუკრა ყველამ ტაში.... გაგამ მაგრად შემომხვია ხელები და შუბლზე მაკოცა.... დიმა და ის ბიჭი გაღიმებული მოდიოდა ჩვენსკენ...
– არ ვიცოდი ასეთი ლამაზი ცოლი თუ გყავდა გაგა. ღიმილით თქვა და ხელი გამომიწოდა გასაცნობად....ისე წეღან კიბეებზე დავეხაჯე შენს მეუღლეს და ბოდიში ვერც კი მოვუხადე წესიერად...
– არაუშვა გიორგი , რა პრობლემაა... გიორგი ჩვენი ფირმის ადვოკატია...უმალ გამაცნო გაგამ და მეგობარს მხარზე ხელი დაკრა. მე რომ ვიცი შენი ამბავი ჩემი ცოლიც მოგეწონებოდა ტო. შენ ხო ყველას ცოლი მოგწონს....
– ნუ დამცინი რა,, შენღა მაკლდი, წეღან ამანაც ამაგდო რა. დიმაზე გვანიშნა და მხარი გახრა, მის გვერდით მდგარ მოფხუკუნე დიმას..
– ეს ისე იცინის უეჭველი გავარტყი არა, ქეთო მოგეწონა? მაგრამ იცოდე ის მარტო ჩემია...
– უკვე მარცხვენ, შენი ცოლი ჩემი დაა.. ხო იცი..
– კაი გეხუმრე გიო, დამშვიდდი, ერთხელ შეხვდები უქმრო ქალს და ის მოიყვაე ძმურად რა...
– თქვენთან ლაპარაკი შეუძლებელია– ბუზღუნით თქვა გიორგიმ და ჭიქის შესავსებად გავიდა....
გაგას ხელი შემოვხვიე წელზე და აივანზე გავიყვანე... მიხვდა რომ რარაც წესრიგში არ იყო... ბოკალი გამომართვა და მოაჯირზე შემოდგა... თავი ამაწევინა და გაშილი თმები სახიდან გადამიწია...
– რა ხდება ქეთო? რამე მოხდა?
– მისმინე, რარაცას გკითხავ და გულახდილად გამეცი პასუხი რა... დრეს დედაჩემი იყო, მითხრა შვილის ყოლისაან თავი შეიკავეთ ჯერ პატარა ხარ ისწავეო, დარწმუნებული ვარ ეს წინა შეხვედრაზე ერტად მოილაპარაკეს ... გაგა. არ მინდა ლოდინი, მინდა შვილი მალე გვეყოლოს, შენ როგორ ფიქრობ მე ცუდი დედა ვიქნები? ვერ შევძლებ შვილის გაზრდას ?
– ჩემო სულელო, შენ საუკეთესო დედა იქნები, ყველაზე კარგი, თბილი მოსიყვარულე.. მზრუნველი დაერთგული.. მე მინდა მალე გვეყოლოს შვილი. შენნაირი ლამაზი , შენნაირი ჯიუტი ცელქი და მოუსვენარი.. არავის აზრი არ მადარდებს....
– მიყვარხარ , რომ ასეთი ხარ.. მიყვარხარ რომ მუდამ გესმის ჩემი...
– იცი რომ მე და შენ მალე ლონდონში მოგვიწევს წასვლა??
– რატომ? კარგი რა... რა გვინდა იქ.... არ მინდა...
– ქეთო დაგავიწყდა შენ რომ მე ორმხრივი მოქალაქეობა მაქვს, რა გავაკეთო იქაც საქმე მაქვს... მოიცადე შენ ხომ ლონდონის მკვიდრი ხარ..... ანუ ინგლისის მოქალაქე ხო ასეა..
– არაა სამწუხაროდ შენმა გენიალურმა სიმამრმა იმდენი მოიფიქრა რომ გააუქმა ჩვენი ორმხირი მოქალაქეობა, შეეშნდა რომ გავექცეოდი..
– ოოო. ყოჩაღ სიმამრს.... აბა რო გაცეულიყავი მე რა მეშველებოდა გოგო ჰა... დაგინახე თუ არა მაშინვე ვიფიქრე რომ ცოლას მოგიყვანდი, რომ აუცილებად ჩაგორდებოდი ჩემი ლოგინის მეორე მხარეს...
– რატო გაქ ასეთი გაფუჭებული აზრები მუდამ??? სულ სექსი გელანდება....
– რა ვქნა ქეთო, ისეთი ტკბილი ხარ რომ სხვანაირად არაფერი გამომდის....
**
შვიდი ხდებოდა რომ გაგას რესტორანთან მიმიყვანა.. გული ისე მიძგერდა რომ სუნთქვაც კი მიჭირდა, არ ვიცოდი როგორ რა გამეკეთებინა, გაგას მუდარით გავხედე.. ვიცოდი ამას ჯინაზე აკეტებდა,, იცოდა რომ იქ ლევანი იქნებოდა, ორი ვარიანი იყო, ან უნოდა დაენახებინა რომ არ მზღუდავდა, ან უბრალოდ მიზეზს ეძებდა მის კიდევ ერთხელ საცემად.. როგორც ყოველთვის ახლაც ხელი შემომხვია წელზე და კიბეებზე ერთად ავედით..მაგიდამდე მიმაცილა და ყურში მიჩურჩულა , „ არ იჩქაროო“. ოდნავ თითქმის შეუმჩნევლად მაკოცა ტუჩებში და წელზეი გამართული გავიდა რესტორნიდან.. ლიკა მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა და სკამზე ძალით დამსვა..
– ცუდად ხარ?
– არ მინდა აქ ყოფნა, ლიკუ გეფიცები.. არ მინდა.. მეშინია, ვნერვიულობ რაში ჭირდება ამას რომ მიკეთებს...
– დამშვიდდი ადამიანო, რას გიკეთებს, ბევრი შენს ადგილას ბედნიერი იქნებოდა..
– მაგრამ მე არ ვარ. მეშინია რომ შეიძლება გაგას რაიმე დაემართოს..
– გაგას რა უნდა დაემართოს, როგორ ფიქრობ ლევანი მის შეშინებას შეძლებს??
როგორც ხდება მალე ჩვენი სუფრა ნამდვილ ღრეობად გადაიქცა,, უზარმაზარი სადღეგრძელოები. სანათესას ჩამოთვლა არავის დავიწყებია.. მეც ვითომდა ინტერესით ვუსმენდი ღიპიან თამადას და მალი–მალ ლიკუნას მუჯუგუნს მშვიდად ვიტანდი...
– იმედია ცეკვაზე უარს არ მეტყვი– მოულოდნელად მითხრა ლევანმა და ხელი გამომიოდა...
– სიამოვნებით გეტყოდი უარს ამდენი ხალხის წინაშე რომ შენი შერცხვენა მინდოდეს, თუმცა ამას არ გააკეთებ....
– ხოდა ძალიან კარგი– ღიმილით მითხრა დასკამიდან წამომაყენა...
მის ხელებს ვგრძნობდი ელზე და სული მტკიოდა, მინდოდა ხელები ძალით გამეგლიჯა და გავქცეულიყავი .. ლევანს ეს არ გამოპრვია, ეტყობოდა სასმელი კარგად მოკიდებოდა.. თანდათან ძიერად მიჭერდა ხელებს და მკერდზე მიკრავდა..
– ლევან ასე ვერ ვსუნთქავ იქნებ ცოტა გაიწიო– ბოლოს მოთმინების ფიალა ამევსო და ვუსაყვედურე...
– ხო? დარწმუნებული ვარ შენი ქმარი უფრო ძალიან გიჭერს ხელებს ცეკვის დროს...
– ის ჩემი ქმარია კარგად აღნიშნე, და მე მსიამოვნებს მისი სხეულის შეგრძნება...
– ადრე ხო ჩემის გსისმოვნებდა....
– მე და შენ ერთად არ ვყოფილვართ ასე რომ შენი სხეულის სითბო არასოდეს მდომებია.... და თუ იმ ღამეს თვლი გურიაში ერთად გატარებს, მაშინ გეტყვი რომ ეგ ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემი ცხოვრების...
– ხო? წარმოუდგენელი ქალი ხარ, მახსოვს როგორ მკოცნიდი, მეხვეოდი, როგორ მეფერებოდი,, ეტყობოდა რომ ძალიან გინდოდი...
– ის ყველაფერი წარსულია, მისმინე, შენი უაზრობის გულისათვის კინაღამ ოჯახი დამენგრა თანაც ორჯერ ასე რომ ახლა აღარ ვაპირებ იგივეს გაკეთებას.. ხელი გამიშვი უნდა დავჯდე..
– არა, სანამ მუსიკა არ დამტავრდება ხელს არ გაგიშვებ, პირიქით შენი თმები სურნელით დავტკბები... ვიგრძენი როგორ ჩააცურა ერთი ხელი საჯდომზე დამისვა...მოთმინების ფიალა ამევსო... ჯალით დავაღწიე თავი მის მკლავებს და სახეში გავარტყი...
– ავადმყოფი ხარ ლევან.. მანიაკი და ვერ გაგიგია... შემეშვი გასაგებია.... ორ წამში გაჩნდა ლიკა ჩემთან და საპირფარეშოში გამათრია.....მიხვდა კარგად არ ვიყავი, მთელი სხეულით მაკანკალებდა,, ჩანთიდან მობილური ამოაძრო და გამომიწოდა გაგას დაურეკეო...
უკან დაბრუნებულს ლევანი დამშვიდებული დამხვდა, ისევ ჩემსკენ მოდიოდა რომ მოულოდნელად დავინახე რესტორნის კარში შემომავალი გაგა, მისკენ გავიქეცი და კისერზე ჩამოვეკიდე...
– ქეთო რა მოხდა.. ისეთი ხმით დამირეკე რომ შემეშინდა... მოხდა რამე...
– არაფერი.. უბრალოდ ცუდად ვარ, აქ ყოფნა აღარ მინდა რა....ჩანთას ავიღებ და მოვალ გაგა წამიყვანე გთხოვ...
– კარგი დამშვიდდი, წამოდი ერთად ავიღოთ, ვიცი რაღაც მოხდა და არ ამბობ.... დანთის დასახრელად დავიხარე რომ მოულდნელად იცნო ჩემმა ლექტორმა გაგა, რომელიც აქამდე თამადობით ირთობდა თავს ახლა გაგას ჩამოეკიდა მკლავზე...
– ქეთევან რატომ არ ვიცოდი შენი ქმარი თუ იყო შამანაური?
– ბატონო კოტე, უკაცრავად რომ საქმის ყურში ვერ ჩაგაყენეთ...
– ცუდად მოიქეცი.... ძალიან ცუდად. ახლა მესმის რატომ გადაიტანეთ საბუთები....
– ბატონო კოტე აღარ გადავიტანეთ, მე და გაგამ გადავწყვიტეთ რომ უკეთესია ყველას ჯინაზე ვისწავლო აქ...
– ხოდა მშვენიერი... ქეთევან.... არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ. იმდენი კარგი მესმის თქვენზე ბატონო გაგა...
– გაგა დამიძახეთ ბატონო კოტე.... კიდევ უარობებს დიდხანს ეჩურჩულებოდა ჩემს საყვარელ ქმარს კოტე და დარწმუნებული ვარ როგორც ლექციაზე წინა მერხს ახლა ისე აფურთხებდა გაგას პიჯაკსაც..
– ქეთო, რა ლამაზი ქმარი გყოლია– მოულოდნელად ყველამ ერთი და იგივე მითხრა და გამიღიმეს...
– ასეა. ჩემი ქმარი ყველაზე ყველაზე კარგია... მაგრამ ახლა თუ არ გავაცალე კოტეს კაი ხანს არ მორჩება საუბარს.. ლიკუნას ვანიშნე გავდივართ თქო და გაგასტან მივედი...
– ბატონო კოტე, მე ვიცი თქვენ როგორ აფასებთ ჩემს მეუღლეს მაგრამ ახლა უნდა დაგტოვოთ...ძალიან გვეჩქრება სახლში გველოდებიან...თავაზიანად მივმართე და გაგას კარრებისაკენ ვუბიძგე...
**
დიმა ჯერ კიდევ ბარში გველოდებოდა ბელასთან ერთად ... უხასიათოდ შევაბიჯე და ბელას აივანზე გაყოლა ვთხოვე... მიხვდა რაღაც წესრიგში არ იყო..ორ წუთში მოვუყევი ყველაფერი და ბელას სახეზე გაოცება აღებეჭდა...
– ავადაა ეგ ბიჭი? თუ შარს ეძებს? კიდევ კარგი გაგა მანდ არიყო ქეთო, იმის წარმოდგენაც კი მეშინია რა შეიძლება მომხდარიყო.... წინადადების დასრულება ვერ მოასწრო ბელამ რომ გაავებული გამოვარდა გაგა აივანზე და მკლავში ხელი მტაცა....
– რა ქნა ლევანმა ახლა ენ მომიყევი მიდი, კარგი მოჭიკჭიკე ყოფილა შენი მთვრალი დაქალი... ესეიგი ხელი დაგისვა არა...
– არა მოიცადე, ასე არააა . გაგა მისმინე... ასე არააა. ყველაფერს აგიხსნი. ეს ისე შემთხვევით მოხდა...
– შემთხვევით გისვავდა ხელებს გოგო? დედას მოვუ***ავ მაგ ნაბიჭ**რს.. კიდევ იგივეს აკეტებს თავი უნდა მაცემინოს მაინც და მაინც რა.. ღორივით უნდა გამოვჭრა ყელი რომ შეგეშვას. იმედი მქონდა არაფერს გააკეთებდა, მაგრამ მაინც ვეჭვოდი, არაკაცი.... ვიგრძენი როგორ დამიარა სხეულში ცივმა ტალღამ, ფეხებამდე ჩააღწია და მიწა გაომაცალა... გულზე მაგრად მივიჭირე ხელი .ეხლა იცი რას ვიზავ , წავალ და მ რესტორნიდან ძაღლივით გამოვათრევ მაბ სირს...ჩემს შიგნით შეყვანად აპირებდა რომ მწუხარე თვალებით ავხედე და აივანზე გონწასული დავეცი....(21)скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ამდენი ტანჯვა აღარ კმარა? ეყოფათ... უკვე ორსულად იქნება გული მიგრძნობს

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.