შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედს იქით (ნაწილი 4 დასასრული)


2-11-2017, 12:19
ავტორი თუკა
ნანახია 4 252

ბედს იქით (ნაწილი 4 დასასრული)

ნაწილი ოცდამეორე
თვალები რომ გავახილე უკვე ჩემს საწოლში ვიწექი და ყველა გარშემო მეხვია, შეშინებულ მზერას არ მაშორებდა გაგა და მაგრად მიჭერდა ხელს ხელზე..
– უკვე იყავი მასთან? მითხარი რა გაკეთე, სცემე? მოკალი, გაგა მიპასუხე...
– ქეთო დამშვიდდი, არაფერი გამიკეთებია, არსად წავსულვარ....
– ხედავ რა დღეში აგდებ ამის ნერვებს გაგა– დატევით უთხრა დიმამ და ძმაკაცს ალმაცერად გახედა... ხანდახან მართლა მეცოდება ეს გოგო შენს ხელში. ცოტა იფიქრე მასზეც. ბავშვივით იქცევი.. ბელას ანიშნა ოთახიდან გავიდეთო და მარტოები დაგვტოვეს...
– ასე ნუ მექცევი გთხოვ, არ წახვიდე გაგა, მეტს ვეღარ გავუძლებ...
– აბა შევარჩინო ის რომ ჩემს ცოლს ხელებს უფათურებს? გინდა გავჩუმდე?
– მაგასაც ეგ უნდა, რომ ნერვები მოგვიშალოს, რომ გვაჩხუბოს და ერთმანეთს დაგვაშოროს..იცოდე მე უშენობას მეტად ვერ გავუძლებ, ვეღარ გადავიტან.. ორჯერ მოვკდი ისედაც შენი მიტოვებით და მეტჯერ ნუღარ მატკენ გულს..
– კარგი, ამჯერად შენ გაიმარჯვე, მაგრამ იცოდე, ძალიან ბევრი მუშაობა დაგჭირდება იმისათვის რომ ეს აზრები გამაფანტინო..რამე მოიფიქრე, მაკოცე, ჩამეხუტე ან გამათბე... ოღონდ ასე ნუ შემაშინებ მეტად და გული ნუ გაგეპარება ქეთო....
– მაპატიე.შემეშინდა რომ წახვიდოდი და რაიმე დაგემართებოდა, გაგა უშენობას ვერ გადავიტან..
– უჩემოდ არ იქნები, ვერასოდეს მომიშორებ იცოდე... დაისვენე შენ, წავალ წყალს გადავივლებ მანამდე..
– და მეც რომ შემოგყვე? რას იტყვი? ერთად გადავივლოთ წყალი..
– რა მაცდური წინადადებაა... ბუმბულივით ამიტაცა ხელში და სააბაზანოსაკენ სიცილით აიღო გეზი....
**
ისე ვიყავი გაგას მკლავებში მოქცეული რომ გამოღვიძებულმა გატოკებაც ვერ შევძელი, სხეულის თითოეული ნაკვთი დამბუჟებოდა.. ყველაფერი მტკიოდა, იძლებული გავხდი გამეღვიძებინა , ჩემმა შეხებამ შეშმუშნა და თვალები ოდნავ გაახილა..
– ქეთუსა , რატომ მაღვიძებ? ცუდად ხარ?
– ადგომა მინდა და ისე მიჭერ ხელებს ვერ ვდგები, იქნებ გამიშვა როგორმე..
– რატომ უნდა ადგე, იწექი რა, ჩემს გვერდით იწექი , ლამაზად და საყვარლად..
– გაგა არ გეხუმრები, მართლა მინდა ადგომა, რაღაცა მტკივა, ვერ ვხვდები რა, ეტყობა გუშინდელმა ნერვიუობამ შედეგი გამოიღო...
– გოგო, ასე ყველაფერზე თუ ინერვიულე ავად გახდები, შეიძლება მაგ ს გამო ასე ინერვიულო????
– მაგის გამო არა შენს გამო ადამიანო, როდის შეიგნებ მაგას? შენ ჩემი ქმარი ხარ, ჩემი ცხოვრება შენ მიყვარხარ, შენზე ვზრუნავ...
– ხოდა თუ ჩემზე ზრუნავ, წადი და გემრიელი საუზმე მომიმზადე, ისე როგორც მაშინ როცა გაიძლებდი რაღაცეების კეთებას?
– და რატომ მაიძულებდი მაინც ვერ გავიგე...
– იმიტომ რომ უნდა გაგერძნო რომ ჩემი ცოლი იყავი, სიტყვა ცოლი რა მხოლოდ ლოგინში გამოიხატება? მასე ლოგინში ყველა ჩაგიწვება ქეთო, ცოლი ყურადღებასთან, ზრუნვასთან ასოცირდება ხო ასეა...
– ასეა. ესეიგი ამიტომ მაიძულებდი დამეწვა ხელები ..
– ასეა.. მეტი გზა არ გქონდა... წადი ეხლა ჩაცუნცულდი და მეც მოვალ... მაგრად მომხვია ხელები და თავზე მაკოცა...
ხალათი მოვიცვი და კიბეებზე ნელა ჩავედი... სამზარეულოში შესვლას ვაპირებდი როცა ისევ ის სიმპატიური მამაკაცი შემოვიდა და თავაზიანად მომესალმა..
– დილა მშვიდობისა, თქვენ ალბად ქეთო ხართ არა? გაგას მეუღლე..
– დიახ.– ძლივს ამოვღერღე და გაოცებულმა შევხედე..
– მე ლუკა ვარ. ადრე აქ ვმუშაობდი ...
– ვიცი ბატონო ლუკა... ყველაფერი ვიცი.. ალბად გაგასთან გაქვთ საქმე ახლავე დავუძახებ...
– დიახ თუ არ შეწუხდებით. ძალიან სერიოზული საქმე მაქვს...
– დაბრძანდით და ახლავე ვეტყვი რომ მოხვედით...
საძინებელში ორ წუთში შევბრუნდი და ჯერ კიდევ ლოგინში მოგორავე გაგას გავხედე..
– ადექი , ლუკა მოვიდა, შენი ნახვა უნდა..
– ლუკა? რა ხდება ტო...
– არ ვიცი, ადექი.. მიდი მალე, მეც ჩავიცვავ და ჩამოვალ, საუზმეზე დავპატიჟოთ...
ფეხაკრეფით ჩავედი კიბეებზე, სანამ მისაღებისაკენ ჩამავალ კიბეს დავუყვებოდი შევყოვნდი და მათ საუბარს ყური დავუგდე, ჩემი გულის ბაგა–ბუგი უფრო კარგად მესმოდა ვიდრე მათი ხმა.. კიბის საფეხურზე შეუმჩნევლად ჩამოვჯექი და გონება დავძაბე..
– გაგა მისმინე, თუ იმ კვალს დავადგებით რომელზეც წინაზე ვისაუბრეთ , მაშინ ვიპოვით ვისი შეკვეთით დაინიშნა ის შეხვედრა როცა მარიამი მოკლეს...
– არ მჯერა რომ ამდენი წლის მერე შევძლებთ ჩემი დის მკვლელი დავსაჯოთ...
– არა ჩვენ არ დავსჯით, პოლიცია მიხედავს, მისმინე შენ ხომ არასოდეს გისვრია არავისთვის, ხელებს ნუ გაისვრი, მთავარია იმ ადამიანს მივაგნოთ რომელმაც მარიამი მოკლა.. ვისი შეკვეთით დაგინიშნეს იმ მიყურუებულ ადგილას შეხვედრა. ვინ იყო, რა მიზნები ამოძრავებდა..
– არ ვიცი ლუკა, ამაზე ფიქრმა ჭკუიდან გადამიყვანა. როგორ მინდა მის მკვლელს თვალებში ჩავხედო და ვკითხო რას ერჩოდა მარიამს... მინდა რომ სისხლისაგან დაიცალოს ისე როგორც ჩემი მარიამი, ისე სტკიოდეს როგორც მას სტკიოდა..
– ამაზე ნუ ფიქრობ, არ მანენებინო რომ აქ მოვედი, მეგონა ეს ყველაფერი უკვე გადახარშული გქონდა..არ მინდა ასე ფიქრობდე, მაშინებ, ჩვენ მხოლოდ პოვნა გვევალება, მკვლელის სისხლში ხელებს არ გავისვრით გაგა იცოდე. ასე თუ გაგრძელებ მარტო წავალ მასთან შესახვედრად...
– კარგი ჩუმად ვარ, თავს მოვერევი მანამდე...ძალიან მტკივა მარიამის სიკვდილის გახსენება...
– და მე როგრო მტკივა იცი? მასთან გამომშვიდობებაც კი არ მაცადეს შენმა მშობლებმა, ქალი რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა სულში ჩამიმარხეს. მის მერე არავისკენ გამიხედავს... მე ის ახლაც მიყვარს.. მჯერა რომ ოდესმე , როცა ჩემი დრო მოვა, იქ მაინც ვიპოვი მარიმს..
– ნეტა შემეძლოს ყველაფერი უკან დავაბრუნო..ნეტავ შემეძლოს და მაშინ ვერავინ შემაჩერებდა თქვენი ბედნიერებისათვის ბრძოლაში.. ვნანობ რომ ვერაფერი გავაკეთე, ვნანობ რომ ასე უგულოდ მოვიქეცი...
– ალბად ასე იყო საჭირო..
– არა არ იყო ლუკა. ჩემი და რომელიც ასე მიყვარდა დღეს ჩვენს გვერდით აღარაა, როგო დავიჯერო რომ ასე იყო საჭირო.. მარიამის გარეშე ძალიან მიჭირს...
– მაგრამ შენ გაგიმართლა, გვერდით გყავს ცოლი რომელიც ასე გიყვარს და უყვარხარ... მე ესეც ვერ მოვასწარი,, მერჩივნა მე წავეყვანე უფალს და მარიამი ყოფილიყო აქ... ნეტა მისგან რაიმე მაინც მქონდეს დარჩენილი..
ცრემლები უწყვეტად ჩამომდიოდა თვალებზე, სირბილით ავედი მაღლა და მარიამის ოთახში გაუბედავად შევაბიჯე, ჯერ კიდევ იდო მისი საწოლის თავთან მდგარ პატარა მაგიდაზე მისი ჯვარი და სურათი.... ორივეს ხელი ვტაცე და უკან ჩავბრუნდი... ჩემს დანახვაზე გაგას ფერი ეცვალა, ვერ მიხვდა რა ხდებოდა ან რის გაკეთებას ვაპირებდი... ლუკასკენ წავედი და გვერდით მივუჯექი.... გაშლილ ხელებში ჯვარი და სურათი ჩავუდე...
– ეს შენია, შენ გაქვს ამისი უფლება რომ ესენი სულ გვერდით გქოდეს.. შენმა სიტყვებმა ისე მატკინა გული რომ არც კი ვიცი რა როგორ უნდა ვთქვა... მაგრამ წაიღე, მარიამის ხსოვნის გამო, ეს ჯვარი არ მოიხსნა, ვიცი მარიამსაც გაუხარდებოდა.. ვიცი ენდომებოდა რომ ეს ჯვარი თან გქონოდა და დაეცავი.. შენ იმდენად გიყვარს, იმდენად გწამს მისი ჯერ კიდევ. ასეთი სიყვარული უფლის ჯილდოა...
– კი მაგრამ ეს ჯვარი ხომ გაგამ აჩუქა მარიამს, არა ქეთო ამას ვერ ავიღებ...
– აიღებ, რა მნიშვნელობა აქვს ვინ აჩუქა, ხო ასეა გაგა? მისკენ შევტრიალდი , მის სახეზე ნაკადულად სდიოდა თვალებს ცრემლები, თავი უსიტყვოდ დამიქნია.. შენია. შენ გეკუთვნის, მარიამისგან არაფერი დაგრჩა, ჩვენ კი ყველაფერი გვაქვს, ის მუდამ იცოცხლებს შენს გულში..
– ეს ყველაზე დიდი საჩუქარია რაც კი ოდესმე ვინმეს უჩუქებია... ძლივს გადაააბა სიტყვები ერთმანეთს უხმოდ დაგვტოვა მე და გაგა...
მისკენ წავედი და გულში მაგრად ჩვეხუტე.. იცოდა მეც ისევე მტკიოდა როგორც მას... მისი ტკივილი და ჩემი ერთი იყო.. მაგრად ვუჭერდი ხელებს... მერე განზე გამწია და გამიღიმა...
გამიღიმა და ხელმოხვეული წამიყვანა სამზარეულოსაკენ....
**
ცხოვრების უმობლობაზე და ეგოიზმზე არა ერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ასე რატომ გვათამაშებს ამას მაინც ვერ ვხვდები..... გვრთმევს ყველაზე ძვირფასს, ხელიდან გვაცლის, გვასუსტებს, და როცა საბოლოოდ დგვაჩოქებს– თუ მოინდომა მერე ჩვენს ფეზე წამოდგომას იყებს, თუ ამისი სურვილი კიდევ შემორჩა ხელს გვიწვს და გვიღიმის..
მაგრამ ვაიდა ამ პერიოდში სულიარად გაგტეხა, მაშინ რაღაუნდა ქნას? ხანდახან იმაზე მეტად მძიმეა ვიდრე ეს ჩენ რომელიმეც გვგონია.. ისეთი გაუსაძლისი და აუტანელია რომ გული მერევა მასზე.. იმდენად დიდი ზიანის მოყენება შეუძლია რომ გულს გვიგლეჯს...
მახსოვს ერთხელ ამოვიკითხე „ ყველაფერი დროულად მიდის მასთან, ვისაც დაცდა შეუძლია“–ო მაგრამ საქმე რომ ასე ადვილად იყოს, რაღა გვიჭირს, დაიცადო ასეთი ადვილია?? და ხანდახან ეს ცდაც რომ ამაო არის....
მაგრამ მაინც ადამიანი რკინაა და ყველაფერს იტანს, ქვაც არის რომ შეუძლია გადაიტანოს საყვარეი ადამიანის სიკვდილი.. იცხოვროს და განაგრძოს ღიმილი თუნდაც ტკივილზე აფარებული.... ითამაშოს ისე თითქოს არაფერი მომხდარა და ხელი ახალ იმედებს გაუწოდოს...
ამ ყველაფერზე ფიქრი ისე მტკიოდა, გეგონებოდა მეც იგივე მელოდა, მეც მართმევდა ყველაფერს ამაზს ცხოვრება, მაჩოქებდა და გულზე მატყობდა ტკივილის ნაფეხურებს...
ცხოვრება ხომ მწარე რეალობაა და როცა გვგონია რომ წელში გავიმართეთ , ბედნიერების მწვერვალზე ავედით სწორად მაშინ ვეცემით მოწყვეტით.. მაშინ ვნადგურდებით და სიცოცხლის უნარი გვერთმევა....
**
დღეებმა ისე მალე გაირბინეს რომ ვერც კი შევნიშნეთ როგორ მოვიდა ქორწილისათის დაგეგმილი დღე... ყველაზე მეტად მაინც გაგა ნერვიულობდა.. დას ათხოვებდა და ეს მითსვის წარმოუდგენელი იყო, მიუხედავად იმისა რომ ბელ ჩვენთან ერთად არ ცხოვრობდა გაგას მაინც ეგონა რომ მისგან შორს მოუწევდა ახლა ყოფნა...
ნერვიულად სცემდა ბოლთას ოთახს და მისი ყურებით უკვე გულის რევის შეგრძნება მიჩნდებოდა,, ბოლოს მოთმინება დაკარგული ვედი და სავარძელში ჩავსი..
– ნუ ნერვიულობ ასე, არაფერი ხდება, როცა ჩვენი ქორწილი იყო მაშინ ხომ არ ღელავდი, რა დაგემართა გაგა..
– არ ვიცი, საოცარი განცდა მაქვს..
– ვიცი რა განცდაც გაქვს, ამ განცდას მარიამი ქვია.. გარეგნულად ძლიერი ხარ, თუმცა შინაგანად განიცდი რომ ვერ შეძელი მარიამი თეთრ კაბაში გენახა.. ვიცი რომ ეს გაწუხებს მაგრამ ეს წარსულია, ბელა მომვალაია, ახლანდელია.. ასე რომ დღეს არ ვიფიქროთ მარიამზე, დღეს ბელას ბედნიერების დღეა..
– ნეტა უშენოდ რა მეშველებოდა..
– მეც მაგას არ ვფიქრობ? როგორ უნა ყოფილიყავი უჩემოდ ჰა?
– კაი ახლა, მასეც ნუ შეიფერებ....
– მინდა კიდევ ერთხელ ვიქორწინო შენზე..
– გაფრინ ხო? ერთხელ არ გეყო?
– არა, არ მეყო მე და შენ არსად წავსულვართ... ახლა ეს ქორწილი რომ ჩაივლის მე და შენ წავალთ დაპირებულ ლონდონში.. და რამდენი ხნითაც გინდა იმდენი ხნით ვიქნებით იქ...
– მიყვარხარ, ასეთი რომ ხარ, ხანდახან ბავშურიც კი....
**
ეს ყველაფერი იმდენად ამაღელვებელი იყო, თვალზე ცრემლი არ მიშრებოდა... ვხვდებდი რომ ახლაყველაზე მეტად გვერდი გვერდ მდგარ გაგას და ლუკას უჭირდა... ვხვდებოდი და მათტან ერთად მეც მტკიოდა ეს ტკივილი.. ბოლოს ყველამ წყნეთის ეზოში მოვიყარეთ თავი და ისე როგორც შამანურება ეკადრებოდათ ულამაზესი სუფრა გაიშალა.... გადაღლილმა გავხედე გაგას და სახლში შევედი. ფეხსაცმელები კუთხეში მივყარე და დივანზე ავიკეცე ფეხები... მისმა მოულოდნელმა შეხებამ შემაკრთო და თვალი ნელა გავახილე.. აწეული თმები ჩამომიშალა და მაკოცა....
– იცი რა?– საოცრად მიყვარხარ, ძალიან ძალიან ქეთო.. შენი კანი, თმები, თვალები, ტუჩები, არ ვიცი ყველაფერი იმდენად მიყვარს რომ მათ გარეშე არაფერი ვარ... მიყვარს როცა მძინარს დაგყურებ , როგორ უშფოთველად ძინავს პატარა ბავშვვით, როცა ცუდ სიზმარს ნახულობ როგორ შფოტავ და ზედ მეკვრები.. მიყვარს ყველაფერი რაც შენს თავს მახსენებ, ის დღეებიც კი მიყვარს როცა ვჩხუბობდით,, როცა გემუქრებოდი რომ შენზე შუს ვიძიებდი, მაშინ ხომ თანდათან მიყვარდებოდი... მომწონდა როგორც კრთოდი ჩემს შეხებაზე, როგორ გიკანკალებდა ხელები ერთ პატარა და სულელო გოგოს, როგორ მიხდიდი ბოდიშს როცა თავს დამნაშავედ გრძნობი...
– ბედნიერი ვარ რომ მყავხარ... –ძივს ამოვიკვავლე და ბედნიერების ცრემლები დავმალე, შენ ჩემი საკუთრება ხარ, ჩემი მეგზური, ჩემი საყვარელი, მეგობარი. ჩემი ქმარი, სიყვარული და ყველაფერი, არასოდეს მიმატოვო და სულ დამიცავი რა.. მპირდები?
– გპირდები...– ხელში ამიყვანა და გულზე მიმიკრა... არ გავძალიანებივარ, მასტან ყოფნა ყველაფერს მერჩივნა, არც ქორწილი, არც სტუმრები, ამ წუთში არავინ გვახსოვდა არც ერთს.. საძინებლის კარი ფთხლად გადაკეტა და საწოლზე დამსვა.. გვერდით აღელვებული მომიჯდა და თმაზე დამისვა ხელი... მკერდზე დაყოლებული შესაკრავი ნელა გამიხსნა და შიშველ სხეულზე ხელი დამისვა... სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა უმალ დამიარა და ხელები კისერზე შემოვხვიე... მისი გავარვარებული ტუჩები ჩემსკოცნას არ წყვეტდა.. მინდოდა უფრო და უფრო მეტად შემეგრძნო მისი სითბო და სიყვარული... მისი სხეული,, ასე მეგონა ეს დრე უკანასკნელი იქნებოდა ჩვენი ერთად ყოფნისა...
– გაგამ ღრმად ამოისუნთქა და შიშველ მკერდზე თავი დამადო... ქეთო, რაღაცას გეტყვი. ხვალ მე და ლუკა ლონდონშ მივფრინავთ, ორ დღეში შენ ჩამოდი. არ მკითხო რატომ საქმე გვაქვს..
– ვერ გავიგე? მოიცადე, ხო მიტხარი რომ ერთად წავიდოდით.. არ მინდა, გთხოვ, მეშინია, უშენოდ რა გავაკეთო . კიდე უნდა მიმატოვო ხო ასეა? კიდე მარტოს მტოვებ..
– არა, არა, ასე არაა. ჩემო საყვარელო.. მართლა საქმე გვაქვს მოვაგვარებთ და ჩამოხვალ ...
– ვიცი რა საქმეც არის, იმ ადამიანის კვალს მიაგენით მარიამი ვინც მოკლა ხო ასეა.. თქვენს საუბარს მოვუსნე, გემუდარები არ წახვიდე... ვიცი რომ დაგკარგავ, გტხოვ არ მიმატოვო...– მთელი ხმით ვტიროდი და გაგას ამაოდ ვეხვეწებოდი არ საულიყო.. ის კი ვერაფრით ახეხბდა ჩემს დამშვიდებას.. ვიცი რომ წახვალ, ვიცი და ეს მაშნებს, ისიცვიცი რომ ეს ბლო იქნება, გული მიგრძნობს გეუბნები, გაგა გემუდარები ასე ნუ გამიმეტებ რა... გთხოვ.. მიყვარხარ..
– დამშვიდდი ქეთო, ხოლოდ ორ დღეზეა საუბარი, არაფერი მოხდება. ნერვებს ნუ აყვები, კარგზე იფიქრე, იქ ერტად ვიქნებით სულ სულ, ხოდა ვერავინ შეგვიშლის ხელს... მერევიფიქრებთ გამრავლებაზე და გაძლიერებაზე...
– გინდა ამ სიტყვებით გული მომილბო რომ წასვლის უფლება მოგცე? არა , გაიგე? არსად არ წახვალ.. ვიცი მე შენი იქ წასვლა რასაც ნიშნავს...
– ცდები... ორივე ხელი მხრებში ჩამავლო და შემანჯღრია გონებაზე მოსასვლელად, ასე არააა. ცდები –თქო... ორ დღეში ჩამოხვალ... რომ არ ჩავიდე, რომ არ ვიპოვო ჩემი სული ვერასოდეს იქნება ბედნიერი გესმის ეს? ვერ მოვისვენებ ქეთო..
– ამას ვეღარ გავუძლებ, ვერ გადავიტან, ძალა არარ მაქ გაგა,,, ჯერ 19 წლის ვარ, არ გეცოდები მაინც? არ შემიძია მეტი არაა.... კიდევ ერთხელ შენს დაკარგვას ვერ გადაიტან– გამწარებულმ ვუყვირე და საწოლზე მიფენილ კაბაში სწრაფად გავუყარე ხელები...
გიჟივით გავიქეცი ეზოში და თვალებით დავუწყე ძებნა დიმას, ვიცოდი რომ მხოლოდ მას შეეძლო ჩემი შველა.. ცრემლები უწყვეტად მდიოდა... საცეკვაოდ მომზადებულ სცენაზე ჩახუტებულები ცეკვავდნენ დიმა და ბელა... ჩემი სახის დანახვაზე ფერი ეცვალა, ბელა მამაისს გადაულოცა და ლამის სირბილით წამოვიდა ჩემსკენ.. ხელი მომხვია და სახლის უკანა ეზოში გამიყვანა..
– რა ხდება ქეთო?
– გეხვეწები უთხარი რომ არ წავიდეს.. დამიხმარე რა.. ლონდონში მიდის, მარიამის მკვლელი უპოვიათ ლუკას და მაგას. ვიცი რომ ვეღარ ვნახავ.. გეხვეწები დამეხმარე რა..
– მოიცადე, რაზე ლაპარაკობ... ვერ ვხვდები, მე რატომ არაფერი ვიცი..
– გთხოვ, უტხარი, დაეაპარაკე რა.. შენ შეგიძლია მისი აზრის შეცვლა.. გთხოვ უტხარი გაგას რომ არ წავდეს, მოვკვდები დიმა, მეტს ვეღარ ავიტან, ვერგავუძლებ...
– კარგი დამშვიდდი, წამოდი შევიდეთ შიგნით.. სადაა ეს გადარეული???
– შიგნითაა... – წელზე ელი მომხვია რომ არ დავცემულიყავი და ძლივს შემიყვანა შიგნით, წყლით სავსე ჭიქა გამომიწოდა და სავარძელში ჩამსვა.... კიბეებზე ჩამომავალ გაგას მკლავში ხელი სტაცა და ჩემს წინ დააყენა...
– შენ გინდა ეს გოგო მოკლა ნერვიულობით? თავში ჭკუა არ გაქქ? გასაგებია რომ შურის ძიება გინდა, გასაგებია გვესმის,, ჩვენც გვტკივა მარიამის სიკვდილი ჩვენც, მაგრამ ერთი საქმის გასაკეტებლადმეორეს ნუ გააფუჭებ,. ვერ ხედავ რა დღეშია შენი ცოლი? ცუდადაა... ჭკუა არ მოგეკიტხება გაგა...შეიცვალე, მეც კი არ გამანდე ის რომ ლონდონში მიდიოდი, გეგონა ვერაფერს გავიგებდი... ამას აქ ვის იმეზე ტოვებ? რა იცი იქ რა ხდება. როგორ გგონია, ის თუ გაიგეთ ვინ მოკლა მარიამი, მას არ ეცოდინება რომ იქ ჩადიხართ? ასეთი უტვინო ხარ? გინდა შენი ცოლი ნერვიულობით აქ მოკვდეს? რისთვის მოიყვანე ეს გოგო? კითხე ერთი დღე მაინც თუ იყო ისეთი რომ არ ენერვიულა, რომ არ ეტირა.. კითხე მიდი... ასე ნუ მიყურებ თითქოს დამნშავე მე ვიყო...
– მე იქ მაინც წავალ, ერთადერთი რაც შემიძლია შემოგტავაზო ჩემთან ერთად წამოსვლა... მე შენ იქ დამჭირდები..
– წამოვალ, მაგრამ იცოდე არ მოგცემ უფლებას ქეთო ასე დატანჯო... საკმარისად აწამდე და მიწასტან გაასწორე, აღარაა საჭირო მეტი ტკივილი და ცრემლები გაგა შეიგნე, ოცდაშვიდი წლის ხარ ჩვიდმეტის ხო არა..
– სწორად ამიტომ ვიქცევი ასე რომ ჩვიდმეტის აღარ ვარ დიმა. ჩვიდმეტისამ იმენი შეცდომა დავუშვი რომ მხოლოდ ათი წლის მერე შემიძლია მისი გამოსწორება....
ჩემს წინ დაიხარა და ხელებზე მაკოცა... თვალებიდან წამოსული ცემლები მომწმინდა და ტუჩებში მაკოცა..
– გპირდები რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით ქეთო..
– ვიცი რომ მეტჯერ ვეღარ გნახავ, ვიცი და ყოველ წუთს ვკვდები,– თითქოს გამიზნულად ვიმეორებდი ერთი და იგივე სიტყვებს.. (22)


ნაწილი ოცდამესამე....
მთელი ღამე ეზოში სკამზე გავატარე , გაგა გვერდით მეჯდა და ამაოდ ცდილობდა ჩემს დამშვიდებას... ცხოვრება ისეთი ულმობელი რაღაც იყო თავს და ბოლოს ვერ ვუგებდი... სლუკუნით ავხედე გაგას და ზედ მივეყუდე..
– არ წახვიდე რა. მეშინია, გეფიცები ასე ცხოვრებაში არაფრის შემშინებია როგორც ახლა..
– ქეთო გთხოვ!!!–ხმაში სიმკაცრე გაერია, წინასწარ რატომ იტანჯავ თავს.. ხო იცი რომ არაფერი მოხდება..
– ნეტა ვიცოდე რომ არაფერი მოხდება, ნეტა ვიცოდე და ჩუმად ვიქნებოდი.. ხედავ დიმაც კი შენთან ერთად მოდის.. დღეს ქორწილი ქონდა, ცოლის მოფერებაც ვერ მოასწრო ისე ჩაალაგა ჩემოდნები გაგა...
– ვიცი ,მაგრამ სხვა გზა არ გამაჩნია, ამას თუ არ გავაკეთებ მთელი ცხოვრება დავიტანჯები...
– აღარ ვიცი როგორ გთხოვ რომ დარჩე, რომ არ წახვიდე, ძალაც არ მაქვს, გეფიცები. დავიღალე, მეტი აღარ შემიძლია.
– დამშვიდდი , გპირდები რომ ეს ბოლო ნერვიულობა იქნება. ორ დღეში ჩამოხვალ და სულ ერთად ვიქნებით მერე..
– ღმერთმა ქნას ..ახლა ჩამეხუტე რა, თუნდაც უკანასკნელი იყოს ეს ჩახუტება, გამათბე და თუნდაც ტყუილი იყოს დამპირდი რომ ორ დღეში გულში ჩამიკრავ, დამპირდი რომ აეროპორტში დამხვდები და ისე მჭიდროდ შემომხვევ ხელებს როგორც ახლა..
– გპირდები ქეთო.. გპირდები..
**
გაცილებაზე უარი მითხრა, იცოდა ჩემი რეაქცია იცოდა რომ ტირილს ვერ მოვერედი, რომ უარესად მეტკინებოდა გული... იქნებ გულის სიღრმეში თვითონაც გრძნობდა რომ ეს ბოლო ნახვა იქნებოდა ჩვენი... სამივენი გვერდი–გვერდ იჯდნენ თვითმფრინავში და სამივე დუმდა. ბოლოს დიმამ დაარღვია სიმშვიდე და გაგას მუხლზე ხელი დაადო.
– რა იქნება რო ჩავალთ? რა იქნება თუ ქეთო მართალი აღმოჩნდება და შარში გავეხვევით.. იმის წარმოდგენაც არ მინდა რომ ბელას ვეღარ ვნახავ..
– სისულეეებს ნუ ლაპარაკობ, არაფერი მოხდება.. დარწმუნებული ვარ, მალე დაფქვავს სიმართლეს, მერე შენ თბილისში დაგაბრუნებ ქეთო კი აქ ჩამოვა...
– ოცნება მაინც უფასოა და ვიოცნებოთ.... გულის სიღრმეში მეშინია რომ ეს დღე უკნასკნელი იქნებება ჩვენთვის...
– უნდა ვაღიარო რომ მეც..
– თუ სროლა დაგვჭირდება, მე გავაკეთებ ამას– საუბარში უცებ ჩაერთო ლუკა და მეგობრებს გახედა.. მე არავინ მყავს. თქვენ კი ოჯახები გყავთ, ჩემი მარიამის მკვლელს მე გავუსწორდები, არ მინდა რომ თქვენ გაერიოთ ამაში... მთავარია ვიპოვთ.. დარწმუნებული ვარ უკვე იცის რომ ჩავივართ..ჩასვლიდან ორ საათში შეხვედრა გვექნება, ძველ დამწვარ ქარხანაში... ტანში ჟრუანტელი მივლის როცა ვფიქრობ რომ ბოლოს დს ბოლოს დავინახავ მის სახეს ვინაა..
ლონდონის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა თვითმფრინავი. სამივეს სახეზე ცხელმა ალმა გადაკრა, სამივე მათგანს უდუღდა სისხლი და გული უკრთოდა,, გონება კი მოსვენებას არ აძლევდა გაუსაძილი ფიქრებით..
ქეთოს სიტყვების გახსენებაზე გული ეწვებოდა გაგას, რომ ვეღარ ენახა მისი ლურჯი თვალები, რომ ვეღარ შეხებოდა მის ფუმფულა თმებს.. მის ტკბილ ტუჩებს... მაგრამ მეორე მხარეც არ აძლევდა მოსვენებას, გონება ექაჩებოდა მარიამის მოკვლისათვს სისხლი აიღეო... სხვა გზა არ ქონდა. ეს უნდა გაეკეთებინა, სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, უბრალოდ არ შეეძლო...
სახლში მისვლა და მხოლოს ტანზე გამოცვლა მოასწრეს როცა მათი ტელეფონი აწკრიალდა და შეხვედრის ადილი კიდევ ერთხელ შეახსენეს.. ლუკამ გაფითრებულმა გადახედა მეგობრებს და დროაო ანიშნა... სწრაფად ჩაჯნენ მანქანაში და დადგენილი ადგილისაკენ აიღეს გეზი....
დამწვარი ქარხანა იმაზე უფრო საშიში აღმოჩნა ვიდრე ეს მათ ეგონათ. ჩამსხვრეული მინები, ჩამონგრეული კედლები.. ჯერ კიდევ დამწვარი გუდრონის სუნ, ეს ყველაფერი ყელში ებჯინებოდა გაგას და სისხლს კიდევ უფრო უდუღებდა.. შენობაში ამაყად შეაბიჯეს გეგონებოდათ რომელიმე კონფერენციაზე ან სხდომაზე მიდიოდნენ, ცენტრში გაჩერდნენ რომ მათ ზურგს უკნიდან ტაშის დაკვრის ხმა მოესმათ..
– ესეიგი სამი მუშკეტერი უკვე აქაა? ხო მართლა და მეთაური სად დაკარგეთ...
– სწრაფად შეტრიალდა სამივე და გაოცებისაგან პირი დააღეს... მოიცადე შენ აქ რას აკეთენ ნუგზარ– კბილებში გამოსცრა გმწრებულმა გაგამ და მისკენ წავიდა..
– მანდ გაჩერდი და კარგად მისმინე ლაწირაკო– იარაღი გადატენა და გაგას დაუმიზნა.. ახლა გინდა მოგიყვე რა როგორ მოხდა? გითხარი რომ არ შეგარჩენდი ჩემი შვილის გაუბედურებას, შენ ის ციხეში დააჭერინე.... ახლა გონება დაძაბეთ სამივემ.. შვიდი წლის წინათ , შეხვედრა ჩემმა შვილმა დაგინიშნა, მაგრამ შენ არც კი დაინტერესდი ვინ იყო.. იმდენად უაზრო იყავი ბავშობიდან რომ გეგონა ყოველთვის ყველა შენს ნაცვლად გააკეთებდა საქმეს.. შენი და კი შენზე მილიონჯერ ჭკვიანი და გაბედული იყო... ის უმალ მიხვდა რომ შარში იყავი გახვეული....
– რაზე ლაპარაკობ შენ ახ**რო.????
– დღეს სიმართლეს გაიგებ.... ლაჩარი და მშიშარა იყავი გაგა. საკუთარი დაც კი ვერ შეაჩერე. მარიამი შენზე ადრე მიხვდა საქმის არსს. დამირეკა და დახმარება მთხოვა.. მითხრა გაგა შარშია და მამას არაფერი უთხრათო.. ეს სწორედაც რომ ჩემს წისქვილზე ასხავდა წყალს.... შენ კი აღარ გახსოვდა შეხვედრის არც ადგილი არც დრო... როცა გაგახსენდა უკვე გვიანი იყო... შენი და თქვენზე ადრე მოვიდა, როცა იქ დამინახა მიხვდა რომ ცუდად მოიქცა, მიხვდა რომ ჩაიჭრა.. არააა. ის შენსავით არ გაქცეულა, ის თამამი გოგო იყო, და მხოლოდ ამიტომ დამწყდა გული რომ ჩემმა ტყვიამ იმსხვერპლა, წინ დამიდგა, თავისი გამომწვევი მწერა მომანათა და მითხრა, „ჩემ ძმას თუ ხელს ახლებ, მოგკლავო“– ვიცოდი ამის გამკეთებელი იყო.. გარეგნულად მშვიდი და ლამაზი მარიამი სულით მეამბოხე იყო... მე მას ვაფასებდი, მე ის მიყვარდა.. ის კარგი გოგო იყო...
– რას ლაპარაკობ, ადამიანო... არაფერი მესმის... შენ გაბედე და ესროლე ჩემს დას? შენ მოკალი ჩემი მარიამი....
– ასეა, თუმცა არ მინდოდა, მინდოდა შენ მომკვდარიყავი, შენ გაგა... მარიამის სიკვდილი დიდი ცოდვა იყო.. თუმცა მალე მივხვდი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე , რომ მისმა დაკარგვამ მიწასთან დაგცა,,, შენთვის ნასროლი ტყვია შენმა დამ მიიღო გულში და წამებში გაქრა ამ ქვეყნიდან.. შენ კი არარაობად იქეცი, არაკაცად იქეცი... როგორ ფიქრობ ახლა შენც ცოლს რომ იგივე გავუკეთო როგორი იქნება..
– არ გაბედო გესმის?!! ჩემი ცოლის სახელიც კი არ ახსენო...
– მიყვარს ლამაზი გოგოების სიკვდილის ყურება... საწყალი მარიამი სულ პატარა მოკვდა ხო ასეა?– გამწარებული გაქანდა გაგა მისკენ და ერთი მოქნევით მიწაზე დასცა... მიწაზე დაგდებული იარაღი აიღო და ნუგზარს შუბლზე დაადო...
– როგორ ფიქრობ ასე რომ მოკლა ვერ იგრძნობ არა??? ნელ–ნელა რომ მოკვდე უმჯობესი იქნება,, ისევე დაიცლები სიხლისაგან როგორც ჩემი და. ისევე გეტკინება, არა უარესად.... პირველი გასროლა ხელში იყო.... გაავებული მივარდა დიმა ძმაკაცს და ტყუილად ეხვეწებოდა არ მოეკლა....
– გაგა გაუშვი. უკვე დაჭრილია, ჩვენს ხელშია... მისმინე, წუთი–წუთზე პოლიცია მოვა ყველაფერი ჩაიწერა ლუკამ, გაუშვიიიი.
– არაა–თქო გაიგე??– მაგრად ჰკრა ხელი დიმას და გვერძე გადააგდო... ამას ასე არ დავტოვებ... შემდეგი გაროლა სად იყოს ნუგზარ? ისე ლამაზად მოყევი ჩემი დის სიკვდილი, ისე უემოციოდ გეგონებოდა ცეკვს სცენას ღწერდი.. შენ იცი მე რად დამიჯდა ეს შვიდი წელი? ყოველ წუთს ვეხვეწებოდი უფალს ძალა მოეცა ჩემთვის... მაგრამ არაფერი გამომდიოდა....
– დააგდე იარაღი და გაუშვი– ზურგს უკან მჭახედ მოესმა პოლიციის ხმა გაგას და ტანში გააჟრჟოლა.. დააგდე იარაღი გიმეორებ.... მაგრამ არ ესმოდა.. არა უფრო სწორად არ უნდოდა რომ გაეგო... გონებაში გზა ჯვარედინზე იდგა, ერთი მხარე მის გაშვებას სთავაზობდა მეორე მოკვლას...
– იცოდე , ახლა თუ არ მომკლავ. მთელი ცხოვრება ინანებ რომ კიდევ ვერ დაიცავი შენი და.... აზრი არ აქვს მე ცოცხალი ვიქნები თუ არა, ჩემი შვილები მაინც იძიებენ შურს, შენ მაინც დაგიჭერენ, შენ ცოლს კი უშენოდ სიცოცხლე არ უწერია....მესროლე და გავათაოთ აქ ყველაფერი, მიდი მესროლე....
– გაგა რა დაუჯერო, დააგდე იარაღი, ჩვენ ასე არ მოგვილაპარაკებია, დააგდე გაგა, მაგასაც ეგ უნდა რომ მკვლელად გაქციოს...
– ან ახლა არ არასოდეს , შვიდი წელიწადი ველოდე ამ წამს.. ასე ვერ დავასრულებ, შვილი წელი მესიზმრებოდა როგორ ვკლავდი ამ ნაბიჭ**რს... ეს მე უნდაგავაკეთო, მხოლოდ ასე დაისვენებს ჩემი სული .....
ერთ მძიმე გასროლას მეორე მოყვა.... მერე იყო, ხელებზე ბორკილების დადება და პოლიციაში დაკითხვაზე წაყვანა ,მერე იყო ისევ თავიდან ტკივილის გახსენება, ისევ ნაცნობი სიტუცია, ისევ გონების დაძაბვა, კითხვები რატომ?– რისთვის? – კითხვები რომელზეც სამივეს ერთი და იგივე პასუხი გააჩნდა, თუმცა მათ შორის მკვლელიმ ხოლოდ ერთი იყო სამაგალითო გაგა შამანაური.... წინასწარ დაკავების საკანში სამივენი იატაკზე იჯდნენ და დანა პირს არ უხსნიდათ...
– ჩემი ბრალია, თქვენ გაგიშვებენ, ის ჩემი და იყო, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი დამიჯერეთ არ შემეძლო.. ვიცი ახლა დამიჭერენ მაგრამ ახლა სული მშვიდად მაქვს...
– ყოჩაღ მაგარი ხარ, მერე შენი ცოლი???? ამაზე იფიქრე?
– ის დამიცდის... ვიცი რომ დამიცდის..
– ეგოისტი ხარ შამანაური...ეგოისტი...კი დაგიცდის სიკვდილის ფასად, ესეიგი მართალი იყო როცა გეუბნებოდა არ წახვიდეო.... ეს რატომ გააკეთე გაგა რატომ...
– ასე იყო საჭირო, არ ვნანობ გასაგებია? არც ერთი წამით არ ვნანობ რომ მოვკალი...

**
მე და ლექსო ბიძია დივანზე ვიჯექით, თავი მის მხარზე მედო და ჯერ კიდევ ვსლუკუნებდი..გული ისე მიფართხალებდა რომ მეშინოდა არ გამსკდარიყო..
– მოდი ახლა მე და შენ მულტფილმებს ვუყუროთ– ისე მოულოდნელად მითხრა რომ გამეცინა.. როცა გაგა იბუტებოდა ბავშობაში ასე ვირიგებდი.. და იცინოდა, ახლა შენც ასე გაგაცინებ....
გადასართველს ხელი დაავლო და ორივე ადგილზე გავიყინეთ..... ექსკლუზიურ ამბავს ქართველი ჟურნალისტი პირდაპირ მკვლელობის ადგილიდან გვაწვდიდა „ როგორც უკვე ცნობილია ნუგზარ ჩარკვიანის მკვლელობისათვის დაპატიმრებულია ახალგაზრდა და წარმატებული ქართველი ბიზნესმენი გაგა შამანაური, ასევე მიდი ორი მეგობარი დიმიტრი თვაური და ლუკა ჟღენტი..“ – ფეხზე გიჟივით წამოვხტი და მუხლებზე დავვარდი, მეტი არაფერი გამიგონია...მეტი აღარაფერი მიგრძვნია. მხოლოდ ტკივილი მიჭამდა გულს, ყურებში რაღაც მიგუგუნებდა , ვგრძნობდი სახეში გარტყმულ სილას მაგრამ არც ეს მტკოდა, ვგრძნობდი როგორ მაჯანჯღარებდა მტელი ძალით და ძალა არ მქონდა....
თვალები რომ გავახილე პირველი რაც დავინახე სავადმყოფოს გაკაშკაშებული შუქი იყო.... ვენაზე წვეოთოვანი მედგა. თავთან დედაჩემი და დედამთილი მედგა, ორივემ ერთხმად მკითხა როგორ ხარო, მაგრამ ხმა არ გამიცია, განა არ მინდოდა, არა უბრალოდ არ შემეძლო. ძალა არ მქონდა, არც გრძნობა, ასე მეგონა მთლიანად მოვწყდი ქვეყნიერებას და მხოლოდ ერთი წინადადება დადიოდა თავში, „მკვლელობსათვის დაპატიმრებულია“ – ესეიგი მოკლა, მაინც მოკლა, ამას ცდილობდა ამდენი წელი და ისე მოკლა ხელიც არ აუკანკალდა..– გონება მეუბნებოდა რომ ჩემს ქმარს არ ვიცნობდ, გული და გონებას მტრობდა, მარწმუნებდა რომ ეს უბრალოს იმ ტკივილის სანაცვლოდ იყო რაც მან გადაიტანა....
თეთრ ხალათიანი მამაკაცი თავზე დამადგა და როგორ ხარო მშვიდად მკითხა..
– გადასარევად– ირონიით ვუპასუხე და თვალები დავხუჭე..
– გტკივათ რაიმე.? გინდათ წამალი..
– კი სული მტკივა.. ამას წამალი არ შველის, ერთადერთი რაც მინდა ეს სახლში წასვლაა.. მამას დაუძახეთ, და ლექო ბიძიასაც.. ორივე სიმაღლის მიხედვიტ შემოვიდა და ჩემი საწოლის ფეხებტან გაჩერდა... ვიცი ახლა გგონიათ რომ შევიშლე მაგრამ ასე არაა. ვიცოდი რომ იქ წასვლა ამით დამთავრდებოდა, ვიცოდი და ამიტომ ვტიროდი.. ახლა აქედა გამიყვანთ და ლონდონში პირველივე რეისით წავალთ.. თქვენ ხომ თავი ორივეს ბიზესის მგლები გგონიათ ხოდა, არ ვიცი იქირავეთ თვითმფრინავი და წამიყვანეთ იქ სადაც ჩემი ქმარია.. შეიძლება თქვენთვის ის მკვლელია , მაგრამ ის ჩემი ცხოვრების ნაწილია, თუნდაც ოცდაათი წელი დამჭირდეს მაინც დავუცდი, თუნდაც სიკვდლის პირას სულ წუთით მოვახერხო მისი ნახვა ამადაც მიღირს.... ასე რომ ახლა ამ ექიმს უთხარით გამწეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითონ მოვაწერ ხელს ყველაფერს, ფეხებზე დავიკიდებ თქვენს აზრს და მაინც წავალ...
ყველა უხმოდ მიყურებდა... ბოლოს ისევ მამაჩემმა გადმოდგა ჩემსკენ ნაბიჯი და შუბლზე მაკოცა..
– ასეთი რომ ხარ იმიტომ მიყვარხარ, ჩვენ ყველას გვჯერა მისი, ახლა უნდა ვეცადოთ იქიდან გამოვაძვრინოთ... მაგრად შემოვადე მამაჩემს ხლები მეჭებზე და ტირილს ვუმატე...
**
სახლში შევედით თუ არა მაშინვე სევდა მომეძალა. ამ სახლში თვრამეტი წელიწადი ვიცხოვრე და ახლა როგორი უცხო იყო ჩემთვის.. მისაღებში დივანზე უწესრიგოდ ეყარა გაგას ნივთები. აცრემლებულმა დავიჩოქე და მისი სვიტერი გულში ჩავიკარი..
– მისი სუნი აქვს, ჯერ კიდევ აქვს მისი სუნამოდ სული, მისი სხეულის სითბო ჯერ კიდევ შერჩენია..
– დამშვიდდი, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება,, ახლა ჩვენი ადვოკატიც მოვა, იქნება მისი ნახვის უფლება მოგვცენ...
– აუცილებლად უნდა ვნახო მამა.. უნდა იცოდეს რომ მე არ მივატოვებ.. არ ვიცი უფალი რატომ გვსჯის ასე, მართლა არ ვიცი .. ამდენი ტკივილი ერთი ადამიანისათვის რთული გადსატანია, მაგრამ ვერ დამაჩოქებს , ვერ მომდრეკავს..
– ვიცი, შენ ხომ ჩემი შვილი ხარ და ყველაზე ძლიერი კაცის ცოლი.... ჩვენს საუბარში მოულოდნელად ჩაერია მისაღებში შემოსული ადვოკატი და გასაცნობად გამომიწოდა ხელი...
– მითხარით რა ხდება, გაგა როგორაა. იყავით მასთან?
– ახლა მისგან მოვდივარ..თავს სამივე კარგად გრძნობს, დიმას და ლუკას გამოუშვებენ ,წუთი –წუთზე აქ იქნებიან, გაგას კი დააკავებენ, ჯერ გამოძიება მიმდინარეობს....
– ანუ დაიჭერენ? ციხეში გადაიყვანენ?
– მან დანაშაული აღიარა. თქვა რომ განზრახ ესროლა ნუგზარს, მისი დახსნის საშუალება არ არებობს ქალბატონო ქეთო.. საფეთქლებზე მაგრად მივიჭირე ხელი და იატაკზე დავჯექი.. თავი მისკდებოდა, მგუგუნებდა ყველაფერი, სისხლიც კი მაგყინვოდა ორგანიზმში...
– მინდა რომ მასთან წამიყვანოთ, ხომ მაქვს ამისი უფლება? მომცემენ მისი ნახვის უფლებას? მითხარით რამდენი წელიწადი შეიძლება მიუსაჯონ?
– მოგცემენ, ვეცდები ავიღე დაშვება.. ამის ცოდნა რა საჭიროა...
– მინდა ვიცოდე,,, ეს უნდა ვიცოდე...
– შვიდიდან – თხუთმეტ წლამდე ...
– ნერვიულად გავწიე განზე მაისურის ყელი, შუბლზე დაყრილი ოფლი ხელის გულით მოვიწმინდე და ფეხზე წამოვდექი... მე ამას გავუძლებ, გადავიტან.. იმ იმედით რომ გამოვა, ერთ დღეს მოვა ჩემთან.. დაველოდები..
– მას ამის ცოდნა გაახარებს, ახლა მხარდაჭერა ძალიან სჭირდება....
კარზე აწკრიალებულმა ზარმა, ადგილზე შემაკრთო.. თავდახრილი შემოვიდა დიმა ოთახში და გადამეხვია, ხელები მაგრად შემოვხდიე და ბაპატარა ბავშვებივით ორივე ხმამაღლა ავტირდით...
– მაპატიე გთხოვ, ვერ დავიცავი, არაფრად ჩამაგდო,, არ მომისმინა ქეთო.. ვიცი ამისთვის გამოაყოლე აქ ჩემი თავი, მაგრამ მისმა სიჯიუტემ არ დამინდო... ვერ დავიცვი ჩემი ძმა ვერ დავიცავი...
– დამშვიდდი, შენი ბრალი არაა. ყველაფერს მოვაგვარებთ.. რაიმე გამოსავალს ვიპოვით დიმა, დამშვიდდი ახლა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ ყველამ..
– რომელი სიმშვიდე, პროკურორს ველაპარაკე, გაგას ორმხირვი მოქალაქეობა აქვს, რადგან დანაშაული აქ ჩაიდინა, სასამართლო აქ გაიმართება და აქ გადაიყვანენ ციხეში. აქ ვერაფერს გავწყობთ, საქართველოში მაინც ყველა გვიცნოს..
– მოიცა ეს როგორ? მართლა ასეა?– გაოცებულა ავხედე ადვოკატს .მართლა აქ გაასამართლებენ?? ესეიგი საქართველოში ვერ გადავიყვანთ?
– სამწუხაროდ ასეა. ბატონ გაგას აქ გამოუტანენ განაცენს, აქვს დააპატიმრებენ, უნდა მოვახერხოთ რომ სასჯელი რაც შეიძლეა მსუბუქი იყოს.
– გასაგებია... დიმა– ადი ბელა მაღლაა წევს, კვდება შენზე ნერვიულობით..დაენახე რომ ცოცხალი ხარ..
**
აცრემლებული ველოდებოდი გაგას განცალკევებულ ოთახში და და მალულად გამოპარულ ცრემლებს ჩუმად ვიწმენდდი, შემოვიდა თუ არა ჩემს დანახვაზე შეკრთა თავი დახარა და კედელს დამნაშავესავით მიეხუტა... მისკენ წავედი და მაგრად ჩავიკარი გულში...
– ვიცი ეს რატომაც გააკეთე,გეფიცები არ ვნანობ რომ ჩემი ქმარი ხარ, მე ვამაყობ შენით...
– მკვლელით? ახლა მკვლელი ვარ, ხვდები ამას?
– არ ხარ... ჩემთვის შენ ისევ ჩემი გაგა ხრ, მოსიყვარულე და ერთგული ქმარი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. დაგელოდები, რამდენი ხანიც გინდა დაგჭირდეს, ოღონდ ვიცოდე რომ მოხვალ, ყოველ დღე მოვალ აქ და გნახავ, ყოველ დღე მოგწერ წერილს სადაც გეტყვი თუ როგორ მიყვარხარ...
– ქეთო მისმინე, არც კი მაქ უფლება დალოდება გთხოვო, მე ისე მოვიქეცი რომ..შენზე არ ვიფიქრე, ტკივილისათის გაგიმეტე. არარაობა ვარ..
– ამას თხოვნა არ უნდა, შენ ჩემი ქმარი ხარ. დაგელოდები ეს იცოდე, აქ გადმოვალ ლონდონში, დიმა და ბელაც აქ იქნებიან.. ერთად ვიბრძოლებთ რომ ყველაფერი გადავიტანოთ...
– ჯერ სულ ცხრამეტი წლის ხრ ამის დედა მოვ***ან, მე თუ თხუთმეტი წელიწადი მომისაჯეს აქედან რომ გამოვალ შენ ოცდათოთხმეტი წლის იქნები , მე კი ორმოცდაორის... რა გამოდის მტელი ცხოვრება უნდა მელოდო? ამისთვის ვერ გაგიმეტებ... თუ მეტყვი რომ გაყრა გირჩევნია გავიგებ..
– არასოდეს გაიგე? არასოდეს გაგეყრები, ამას არ გავაკეთებ, არ გეგონოს იმიტომ რომ მეცოდები, იმიტომ რომ მიყვარხარ... უშენოდ ვერ ვიარსებებ, შენ ჩემი ცხოვრების მიზანი ხარ, შენს გარეშე ყველაფერს დავკარგავ გაგა .. დაგელოდები და ეს იცოდე...
– სასამართო ხვალ იქნება, რადგან დანაშაული ვაღიარე უმოკლედ დროში დაინიშნა, ზუსტად ვიცი რომ დიდი ხანი მომიწევს აქ ჯდომა და ციხის კედლების ხეხვა...როგორ გთხოვო რომ გტკიოდეს რომ ასე დაიტანჯო მითხარი ქეთო.. ჩემო ერთადერთო წინ დაუხედავად მოვიქეცი მაგრამ მისმა სიტყვბამ ჭკუიდან ამწია, ის ისე მიყვებოდა მარიამის სიკვდილს, ვერ გავუძელი ქთო.. ისეთი ხალისით ამბობდა როგორ კვდებოდა ჩემი და. ჩემი სიცოცხლის ნახევარი იქ დავტოვე იმ გადამწვარ ქარხანაში, მაგრამ ვიცი რომ ახლა ჩემი სული სიმშვიდეს იპოვის...
**
სახლში განადგურებული მივედი, ძალა არ მქონდა არც დაუბრის არც ჭამის, დივანზე წამოვექი და არ ვიცი რამდენი საათი ვიწექი ასე გაუტოკებლად. გონბაში უკვე ციხიდან მის გამოსვლას ვსახავდი, ნეტა როგორი ვიქნებოდი ოცდათოთხმეტი წლის ასაკში, შევიცვლებოდი თუ არა, ნეტას გაგას თუ გაუნელდებოდა გრძნობა ჩემს მიმართ... არააა მჯერა რომ უფრო და უფრო მეტად შევუყვარდებოდი, ყოველ დღე მივიდოდი მასთან, ყოველ დღე ჩავუნერგავდი ახალ იმედს რომ მასთან ვიქნებოდი... მხოლოდ იმაზე მწყდებოდა გული რომ მისგან შვილი არ მყავდა, როგორ მინდოდა აქ ჩემს სხეულში მისი ნაწილი ყოფილიყო, მე უფრო ძლიერი და თავდაჯერებული ვიქნებოდი.. უფრო მეტად მომენატრებოდა, მივიყვანდი ჩვენს შვილს და ვანაებდი როგორი კარგი იყო მამამისი, როგორ ეყვარებოდა და იამაყებდა მისით....
დედაჩემის შეხებამ შემაკრთო და ცრემლები თვალის უპეებში გაუჩინარდა..
– ცუდად ხარ?– ჩუმად მკითხა და გვერდით მომიჯდა..
– განადგურებული.. ამაზე ცუდად ვერ ვიქნები...
– მესმის...
– არ გესმის, არც შენ და არც არავის.. ვიცი რომ ყველანი ამტყუნებთ გაგას, რომ დამნაშავედ მიგაჩნიათ მე კი ვიცი როგორ სტკიოდა, როგორ განიცდიდა.. მე ვააყობ მისით მიუხედავად იმისა რომ ის არაკაცი მოკვდა, მე მაინც მიყვარს ჩეი ქმარი და მთელი ცხოვრება დაველოდები..
– როდის გაიზარდე ასე ძალიან ქეთო.. როდის დედა. ასეთი ძიეი როდის გახდი შვილო... ასეთ მძიე დარტყმაც მეც კი ვერ გადავიტანდი...
– ეს ადვილია თუ იცის, რომ გისოსებს მიღმა მდგარი კაცი შენზე გიჟდება.. მე ის მიყვარს.. ყველაზე და ყველაფერზე მეტად... იმიტომ რომ ის ჩემი ქმარია..
– მე მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. მჯერა რომ ამ ტკივილსაც გადაიტანთ...
– ღმერთი არ მტოვებს დედა. არც მარიამი მტოვებს..მე მჯერა რომ ერთ დღეს მოვა... კარს გავარებ და მეტყვის, მე მოვედ ქეთო... (23)



ნაწილი ოცდამეოთხე..
დილით უთენია ძალა გამოცლილს გამომეღვიძა. ფაქტიურად არც მძინებია. ფანჯარასტან ვიდექი და ნისლში ჩაფლულ ლონდონის ქუჩებს გადავყურებდი.. ადრე ბავშობაში როგორ მიყვარდა ეს სახლი, ეს გარემო, ახლა სევდას მგვრიდა. ახლა სულს მატკიებდა.. როგორ მინდოდა გამენგრია ეს გისოსები ჩემს სულს რომ კუმშავდა, მეთქვა რომ ყველაფერს გადავიტანდით ერთად.. ფანჯარა გამოვაღე და ღრმად ჩავისუნთქე გრილი ჰაერი.. გაზაფხულზე ულამაზესი იყო ჩემი ეზო, ჩემი ქუჩა. როგორ მინდოდა ამ ყველაფრისათვის ჩვენი დამერქმია, გაშლილი თმები თითზე გადავიხვიე და აცრემლებულმა დავხედე, ნეტავ თმაში ჭაღარა თუ მექნება როცა გაგა გამოვა–თქო ჩემდა უნებურად გამეფიქრა და კუნწულა ცრემლი ლოყაზე ჩამომიგორდა... მამაჩემის თბილი ხელი ვიგრძენი მკლავზე და მისკენ შევტრიალდი..
– ამასაც გადავიტანთ ქეთო, მთავარია შენგაუძლო...
– ჩემ ტავზე არ ვფიქობ მამა, გაგაზე ვღელავ, იქ ციხეში რომ გატყდეს, რომ ვერ გაუძლოს..
– გაგა ასეთი არაა. მას უამრავი რამის გადატანა შეუძლია შვილო, ის ძლიერია... მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ არ უნდა მოე..
– რა თქმა უნდა შენც ასე ფიქრობ მამა. იცი როგორ განიცდის ამას? მაგრამ მის ადგილას შენ რომ ყოფილიყავი რას იზავდი ? მე რას გავაკეთებდი გინდა გითხრა? მეც ასევე მოვკლავდი,... ამის მეშინოდა მუდამ, მაგრამ ახლა ეს უკვე გამოუსწორებეია. ახლა გვერდით უნდა ვედგე მამა.
– ვიცი, მართალი ხარ. ვიცი ახლა როგორ ცუდად იქნება... ორ საათში სასამართლო გაიმართება.. იმედი მაქვს რომ უმაღლეს სასჯელს არ მისცემენ..
– უფლის იმედი მაქვს მამა. მხოლოდ უფლის...
სამზარეულოში ყველას მოეყარა თავი... ჯერ კიდევ არ ვიყავი გონზე მოსული, ჯერ კიდევ ვერ ვანალიზებდი საბოლოოდ რა ხდებოდა.. კუთშეხი განცალკევებით მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და გვერდი–გვერდ მჯდარ დიმას და ბელას შევხედე. მოულოდნელად გადამეყარა დიმას თვალები და ბელას მაშინვე გაუშვა ხელი, ჩემსკენ წამოვიდა და გულზე მაგრად მიმიკრა...
– როცა პირველად გაგამ მითხრა რომ მოტყუებით მოგაერინა ხელი, ვიჩხუბეთ ვუთხარი რომ არაკაცი იყო.. მერე როცა ერთად გნახეთ მივხვდი უკვე შენი სიყვარულის ტყვეობაში იყო.. მისი თვალები მუდამ იმაზე მეტს ამბობდა ვიდრე საჭირო იყო... როცა ცუდად გექცეოდა მერე ნანობდა. ამბობდა რომ შენი ღირსი არ იყო... მისი ნამდვილი სახე და გრძნობები მაშინ დავინახე როცა მანქანა დაგეჯახა, მე ვნახე ის გარეთ ქეთო, მე ვნახე როგორ ტიროდა.. მე ვნახე როგორ სტკიოდა... ის იმაზე მეტად მგრძნობიარეა ვიდრე თავს გვაჩვენებს.. მუდამ ასე იყო ბავშობიდან...
– მის გარეშე ვერ ვიცცხლებ– ტკივილისაგან ამოვიკნავლე და მაგრად შემოვაჭდე ხელები დიმას..
– მის გარეშე არ იქნები. გპირდები რომ სულ ერთად იქნებით სულ.... ახლა მისი ცოტა რამე შეჭამე, თორემ ადამიანს არარ გავხარ.... მერე გავემზადოთ და წავიდეთ....
– კარგი... უბრალოდ მინდა მჯეროდეს რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა...
**
სასამართო დარბაზში მხოოდ ოჯახის წევრები ვიჯექით.. განაჩენს ყველა ერთად ველოდებოდით... თავდარილი იჯდა გაგა და ქურდულად აპარედა ჩემსკენ მზერას,, მისი თვალები მეუბნებოდა ძიერი უნდა იყოო. მაგრამ არ შემეძლო.. ყოველ წუთას უფრო და უფრო ინადგურება თავს.. მოსამართლის შემოსვლას ჩემი გულის ფანცქალი და გაფითრება მოყვა, გაგას შეუმჩნეველი არ დარჩენია, დარწმუნებული ვარ იცოდა რა და როგო მოხდებოდა, სახეზე ნერვი არ უტოკდებოდა, არაფერს განიცდიდა, ასე მეგონა შეგუებულიც კი იყო ამ ფაქტს...
მერე რა მოხდა?– მერე, ყრუდ მესმოდა მოსამართლის განჩენი, მიუხედავად გაპროტესტებისა გაგას მაინც სამეტი წლით პატიმრობა მიუსაჯეს....არაფერი გაითვალისწინეს, ანდა რა იყო გასათვალისწინებელი როცა დანაშაული თვითნ აღიარა, თვითონ ყოვეგვარი ძალდატანების გარეშე ყვებოდა როგორ ქონდა გამიზნული რომ აუცილებად გააკეთებდა ამას....
არ ვიცოდი რა უნდა მეგრძნო. მტელი სხეული დაჭიმული მქონდა ტკივილისაგან, თვალზე ცრემლი არ მიშრებოდა... სულში მიფათურებდა ხელებს უკიდეგანო დაშორება... მასტან შეხვედრისათვის მხოლოდ ხუთი წუთით დამასაჩუქრეს.. მთელი ძალით ცავეხუტე... ისე როგორც მას სჩვევია, ხელები წელზე შემომაჭდო და თაზე მაკოცა..
– მაპატიე.. რომ ასე გამოვა. მაპატიე რომ ცამეტ წლიანი ტკივილისათვის გაგიმეტე. მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი ქეთო.. შენ ერთადერთი ქალი ხარ რომელიც მაძლებინებს და ენერგიით მავსებს..
– იცოდე რომ მიყვარხარ.. შენს გარდა არავინ მჭირდება გაგა. დაგელოდები, რამდენი წელიც საჭიროა, ყოველ დრე დავუცდი შენი ნაბიჯების ხმას, ყოველ წამს დაველოდები როდის გავიგებ ყურთან შენს სუნთქვას... ყოველ ღამე სიზმრად გნახავ და ყოველ დღე ვილოცებ შენზე..
– არ გინდა ქეთო.. ასე ნუ მეუბნები, უფრო ნუ დამამძიმებ... გეხვეწები არ მოხვიდე ყოველ დღე, თორემ მე არ გამოვალ სანახავად. ყოველ დღე რომ დაგიანხე მერე მივეჩვევი, და თუ ერთ დღეს ერთი უბრალო მიზეზის გამო ვერ მოხვალ სანახავ მეგონება რომ გადამიყვარე...
– ასე არ იფიქრო, არ არსებობს მიზეზი რომელიც შენს ტავს გადამაყვარებს, ეს მე მილიონჯერ გითხარი....
– ახლა წადი, დაისვენე,, მერე თბილისში დაბრუნდი, თუ გიყვარვარ ეს გაკეთე.. ჩემს მაგივრად მიხედე საქმეს.. შენ განდობ ყველაფერს.. მინდობილობას დიმას გამოვატან, დღიდან შენ ხარ ჩემი მარჯვენა ხელი, თვალიც და ყურიც.. მიხედე საქმეს ქეთო ისე რომ ვიამაყო შენით...
– ამას მართლა მეუბნები? მე საქმის არაფერი გამეგება...
– გაგეგება ქეთო. შენ იმაზე ჭკვიანი ხარ ვიდრე მე მგონია... ყველა დაგეხმარება. დიმა, გიორგი, მამაჩემი.. შენ ამას შეძლებ..
– და რომც შევძლო, აქ დაგტოვო? აქ მიგატოვო? არა.. აე ვერ გავაკეთებ, ასეთი ეგოისტი ვერ ვიქნები..
– ცდები, ეგოისტი მე ვიქნები თუ აქ დარჩენას და ყოველ დღე ჩემს ნახვას მოგთხოვ.. დამშვიდდი აქ ცუდად არ მომექცევიან.. ასეთ ხალხს როგორიც მე ვარ თავისი ადგილი აქაც აქვს... ამაზე არ იდარდო.. და კიდევ ერთს გთხოვ თუ გიყვარვარ ქეთო, არ ეცადო ჩემს გადაყვანას საქართველოშ, მე ეს არ მჭირდება. როცა ასე შორს ვიქნები შენგან მეტად მოტივირებული იქნები და წარმატებას უმა მიაღწევ..
– ვერ გავიგე ჩემთან დაშორებას ცდილობ თუ რას აკეთებ?
– ვცდილობ ჩემმა ცოლმა ჩემი ადგილი დაიკაოს და წარმატებით მართოს... იცოდე რომ მიყვარხარ და მუდამ მეყვარები. მხლოდ შენზე ვიფიქრებ... ახლა კი გთხოვ რომ უახლოეს დღეებში წახვიდე აქედან....
**
გაოგნებული ვიჯექი ჩაბნელებულ მისაღებში და ვერაფრით ვხსნიდი გაგას გეგმას.. ბელას შემოსვლამ შემაშინდა და შევკრთი, ჩაის ფინჯნები მაგიდაზე დააწყო და დივანზე ფეხები აიკეცა...
– ახლა რა იქნება ქეთო...
– არ ვიცი, ვერ ვხვდები შენი ძმა რის მიღწევას ცდილობს. უნდა რომ თბილისში დავბრუნდე, უნდა რომ მისი საქმე გავაგრძელო... მითხრა მინდობილობას დიმას გამოვატანო.. უნდა რომ მისგან შორს ვიყო და მის თბილისში გადავყავანე არ ვიწვალო...
– იქნებ მართლა ასე ჯობდეს ქეთო...
– არა, ბელა არააა... ასე როგორ უნდა ჯობდეს. სხვა და სხვა ქვეყნებში ვიქნებით, მასთან საუბარს მხოლოდ ტელეფონით ან წერილით შევძლებ. ასე როგორ უნდა გავძლო მითხარი.. შენ გაძლებდი ასე დიმას გარეშე???
– რა ხდება ქეთო? – მთქნარებით შემოვიდა დიმა და კარების კიდეს მიეყუდა...
– გაგას ვკარგავ, ამაზე მეტი რა უნდა ხდებოდეს, არ ვიცი როგორ მოვიქცე.... ყოველთვის მეშინოდა რომ ერთ დღეს მას დავკარგავდი და ამაში წვლილი შენც და ლუკასაც მიგიძღვით. ორივემ იცოდით რომ ის წასვლის მერე გაგას ვერ შეაჩერებდით. ეს დიდი ხანია იცოდი დიმა, ჯერ კიდევ იმ დღეს მიხვდი ამას როცა მარიამი გაყინულ მიწას მიაბარეთ... იცოდით რომ თავს ვერ მოთოკავდა, იცოდი რომ ისე გაჯიუტდებოდა მკვლელის დანახვაზე როგორც არასოდეს და მას მაინც მოკლავდა.. თქვენ კი მაინც წამოიყვანეთ. განა სხვა გზა არ არსებობდა?? ახლა რა გამოვიდა?? ხელები გაგაზე ჩამოიწმინდეთ ყველამ.. თქვენ მშრალზე გამოხვედით მიუხედავად იმისა რომ მონაწილეები იყავით.. ის ვაჟბატონ უკვე თბილისში დადის. რატომ თვითონ არ ესროლა მანამდე სანამ გაგა ესროდა? რატომ არ დაასწო? – არაა უნდოდა ეს გაგას გაეკეთებინა.. უნდოდა რომ ის მშრალზე გამსულიყო. მისი სული მშვიდადაა ახლა , მარიამის მკვლელი მკვდარია, ჩემი სული მშვიდააა? ერთხელ მკითხეთ ჩემს სულ რა სჭირს? გულს ვინ ჩივის სული დამეფლითა ხალხო... რისი გულისთვის ვეწვაე ამდენი, იმისთვის რომ ცამეტი წელიწადი ქმარს ვერ ჩავეხუტო, ვერ დავადო მხარზე თავი და ვერ ვიტირო როცა რაიმე მეწყინება???? ესაა ჩემი ბედი??? არაა.. ყველაფერი გაუსაძლისია, ჩემ ბედს ბედი არ ქვია.. ჩემი ცხორება ერთი დიდი ჭაობია და მითრევს....– მუხლებზე დავეცი და მოკუმშული მუშტები მაგრად დავკარი იატაკს..... ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა დიმა და თაი ამაწევინა. სახე ცრემლებს დაესველებინათ... ტირილისაგან სულს ვერ ვითქვავდი....
– ასეა, არ გამტყუნებ, ჩვენი ბრალია, ვიცოდი რომ გაგა ამას გააკეთებდა, ხელი უნდა შემეშალა.. რამენაირად უნდა წამერთმია იარღი, მაგრამ ისე ვიყავი გაოცებული ვერაფერი მოვიმოქმედე დამიჯერე, ვნანობ, ახლა რომ შემეძლოს და დრო უკან დავაბრუნო ასე არ მოვიქცეოდი.. ვცემდი , ვეჩხუბებოდი, მაგრამ ადამიანს არ მოვაკვლევინებდი....
– მის გარეშე რა გავაკეთო დიმა? როგორ მოვიქცე? ძალიან ცუდად ვარ, გული მტკივა, არა სული, თუ სხეული, ყველაფერი მტკივა, ადამიანს აღარ მქვია, დღეიდან მოსიარულე მკვდრი ვარ.... როგორ გავუძლო ამხელა დარტყმას განა ასეთი რა დავაშავე ღმერთო ჩემო..– ბოლო ხმაზე ვბღაოდი და გამარებული ვურტყავდი მუშტებს დიმას...
**
ერთ კვირიანი ხვეწნის მერე გაგამ მაინც დამითანხმა თბილისში დავბრუნებულიყავი... დიმაკი ბელასთან ერთად დროებით ლონდონში დარჩა...
სახლში მისულმა უფრო მკვეთრად ვიგრძენი როგორ მტკიოდა მის გარეშე ყოფნა. მისი სუნთქვის გარეშე დაძინება... ჩვენი საძინებელი ისეთი დიდი და დაუსაბამო მომეჩვენა რომ სასოწარკვეთამ შემიპყრო, ამხელა სახლში მხოლოდ მე და ნუნუ ვიყავით. რომელიც რვაზე დგებოდა და ცხრაზე იძინებდა...
რომანტიკოსად ვიქეციმხოლოდ მასზე მოგონებები მაცოცხებდა... დღეები გადაბმულად ვიჯექი მისაღებში დივანზე და ყველა მის სიტყვას, ქცევას გონებაში აღდგენას ვუკეტებდი, როგო მინდოდა როგორც კომპიუტერს მეც მქონდოდა ისეთი პროგრმა რომელიც ყველაფერს გადატვირთავდა მაშინ შევძლები ვყოფილიყავი ბედნიერი, მაშნ შემეძლებოდა შემეგრძნო გაგას სითბო, რომელიც ასე სიკვდილამდე მენატრებოდა....
ქაქანით შემოვიდა დედაჩემი და მერი დეიდა სახლშ და სურსათით სავსე ცელოფნები სამზარეულოში დააწყეს...
– როგორ ხარ ჩემო საყვარელო – ჩუმად მკითხა დედამ და ტავზე ხელი გადამისვა...
– ვცოცხლობ– ისე ვუპასუხე არც დავფიქრებულვარ...
– რატომ გაცვია ეს შვილო? გინდა რომ ნერვიულობით მოვკვდეთ? თავს იტანჯავ. გაგამ რომ იცოდეს ასე იქცევი....რა არის ეს ქეთო, რა დაწერე ამდენი??? კალენდარია?
– ხო.. და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს გადათვლილი წამეტი წლიდან ჯერ მხოლოდ 3 კვირა გავიდა..კიდევ რამდენი დამრჩა ხედავთ? როგორ ფიქრობთ ცამეტი წელიწადი არ მეყოფა მისი ტანსაცმელი ყოველ დღე რომ ვიცვალო?
– შენ შეიშალე ხო? გაგას ასეთი არ მოეწონებოდი შვილო...
– არც მე მომწონს ასეთი ქეთო, და არც ასეთი გაგა... აღარ შემიძლია გესმით? ვერ ვუძლებ? რა გავაკეთო, თავი მოვიკლა? არც ესაა გამოსავალი, გაგა მაინც იქ დარჩება.. როგორ მოვიქცე... დიმას ველაპარაკე დილით ზეგ წავალ და ვნახავ. ცოტა ხნით იქ დავრჩები, მითხრეს რომ მასთან ერთად ღამით დარჩენის უფლებას მომცემენ თურმე ასეთი ოთახები ყოფილა.... როგორ მენატრება მასთან ყოფნა, მისი ჩახუტება ....
– როგორ მტკივა გული ასე რომ გიყურებ შვილო– ნეტა შემეძოს გაგა დავაბრუნო და მე მის ადგილას წავიდე...
– მის ადგილას სხვა არავინ წავიდა მერი დეიდა.. როგორც დაიწყო ისევე დაასრულა... ეს მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი იყო....მგონი ძილშიც ამაზე ოცნებობდა რომ მარიამს მკვლელს თვითონ გასწორებოდა და ასეც მოხდა..მაგრამ როგორც ყოველთვის შეეგზე არც ახლა იფიქრა...
– ეს გავს მის საქციელს.. ბავოშბიდან ასეთი იყო. მოუსვენარი, ჯიუტი. ხანდახან აუტანელიც კი იყო. როცა ვეტყდოი არ გატეხო –თქო ჯინაზე ტეხდა. რამდენჯერ გამოგვექცა ბაღიდან ქეთო რო იცოდე. სკოლაშიც იგივეს აკეთებდა მაგრამ მარიამი აკავებდა ხშირად..ის მისთვის მხოლოდ ტყუპის ცალი კი არა სიცოცხლის ნახევარ იყო.... მე ვიცი მათ როგორ უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა არ მინდოდა ადამიანის სისხლში გაესვარა ხელები ჩემს შვილს. არ მინდოდა მკვლელი გამხდარიყო....– ჩუმად ჩურჩულებდა მერი დეიდა და გულში მიხუტებდა...
**
ნაადრევად ვალაგებდი ჩემოდანს წასაღებად , ისე მიმიხაროდა გაგასთან თითქოს ციხეშიკი არა ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში მივდიოდი.. ისე მენატრებოდა მისი შავი თვალების დანახვა სუნთქვა მეყინებოდა მათ გახსენებაზე...
საწოლზე მიგდებულმა ტელეფონმა გაუწყვეტელი რეკვა მორთო. გული ამიჩქარდა , სუნთქვა გამეყინა, რაღაც ცუდი იყო ამას ისედაც ვგრძნობდი....ტელეფონს სწრფად ვუპასუხე, ყურმილს იქით დიმას შეცუნებული ხმა დამხვდა...
– ტელევიზორი ჩართე, CNN-ზე გადართე , მალე ქეთო.... კიბეებზე სირბილით ჩავედი და ტელევიზორის წინ იატაკზე დავჯექი... ეს რა ხდებოდა, რა სანახაობა იყო ჩემს თვალწინ..
– ეს ხომ ციხეა? გაგას ციხეა?– გაოგნებულმა ჩავყვირე ყურმილში და ცრემლები გადმომცვივდა.. დიმა რა ხდება ამიხსენი....
– ხანძარია... არ ვიცი შეიგნით რა ხდება, შენ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება ქეთო, ბილეთბი გადაცვალე და ამაღა წამოდი... არ ვიცი უნდა განუგეშო თუ რა უნდა გავაკეთო....
– მოიცადე , არ მესმის დიმა.. შენ გინდა თქმა რომ გაგა შესაძლოა?
– შესაძლო ყველაფერია..გეხვეწები მალე ჩამოდი.....
**
ეზოში ნერვიულად დავბორიალობდი დიმა რომ შემოვიდა და უხმოდ დაჯდა ჩემს წინ მდგარ სკამზე, ნერვიულად მოსიარულეს მაჯაში მტაცა ხელი და მოწყვეტით დამაგდო სკამზე... მივხვდი რაც ხდებოდა, მაგრამ სახეზე ავადმყოფური ღიმილი ავიფარე... ღრმად ამოისუნთქა , უფრო მაგრად მომიჭირა ხელი მაჯაზე და თვალებში ჩამხედა... თაფლისფერი თვალებიდან გადმოვარდნილი ცრემლები თითებს შორის მიმოიფანტა ....ყელში მიჭერდა რაღაც აუტანელი.... მინდოდა გავქცეულიყავი და ძალა არ მქონდა.
– არა... მითხარი რომ არა... დიმა გევედრები მითხარი რომ ეს ტყუილია, მითხარი რომ ჩემი გაგა ცოცხალია. რომ არ მომკვდარა, რომ არ მიმატოვა მითხარი გევედრები. თუ ღმერთი გწამს , მომატყუე ოღონდ მითხარი რომ არ შევიშალო.... არაა, არააა არ მჯერაა.... არაააა...ჩემი გაგააა, არ მჯერააა... ღმერთო რატომ.....– მთელი ძალით გავაგლიჯე დიმას ხელი და სახლში შევვარდი.. ყველაფერს იატაკზე ვყრიდი, ვამტვრევი, ვლეწავდი.... შუა ოთახში დავემხე და არაადამიანურად დავიწყე ბღავილი, მთელი გულით და სულით ვტიროდი..... მასთან წამიყვანე– უკანასკნელად მანახე...
– არ შემიძლია–ძლივს ამოღერღა დიმამ და მზერა ამარიდა... ქეთო, ის დაიწვა.. მისი ცხედარი ვერ იპოვეს...
– არააა ღმერთოოო , რატომ? რატომ ღმერთო... ასე ძალიან რატომ მიმეტებ რატომ?? არაააა, მისი ცხედარიც არ მაქვს.... მისი ნახვაც კი ვერ მოვასწარი, ვერ მოვასწარი მეთქვა როგორ მიყვარდა... ვერ შევძელი უკანასკნელად მეთქვა როგორ მწამდა... რატომ? რატომ.....მისი საფლავიც კი არ დამრჩა სახსოვრად, ღმერთო რა დავაშავე რა....– ფრთხილად წამოვიდა დიმა ჩემსკენ და ფეხზე წამომაყენა.....
– კარგად ხარ?– ვიცი ამისი კითხვა უდროოა მაგრამ როგორ ხარ ქეთო, ფერი არ გადევს...
– გაგასთან მინდა...– ჩუმად ძივს ამოვღერღე და დიმას მკლავებში უგონოდ ჩავესვვენე...(24)
**


ნაწილი ოცდამეხუთე..
ჩემი ცხოვრების ერთი ნაწილი მაშინ დასრულდა როცა მარიამის გვერდით გაგას საფლავს მიწა მივაყარე... მხოლოდ მაშინ გავაანლიზე საბოლოოდ რომ მე ის დავკარგე.. მხოლოდ ახლა მივხვდი როგორ ძალიან მიყვარდა და მტკიოდა... ახლა მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა რომ ცხოვრება ერთი დიდი ნაგავი იყო... რომ ცხოვრებას არ გააჩნდა თავი მაგრმ გააჩნდა ბოლო, რომ ულმობელი და უსასტკესი იყო.. რომ წამებში ჩამომაქცია თავზე მთელი ქვეყანა.....
ასე მეგონა ერთ ადგილას ვიყავი გახევებული და ჩემი ცხვრება არ იცვლებოდა. რომელი უფრო მარტივი იყო სიკვდილი თუ სიცოცხლე?!– ჩემს თავზე გამეღიმა და პასუხი უმალ მოვნახე... სიცოცხლე ეს ერთი დიდი პროგრამაა რომელსაც უფალი გვიმზადებს, თავისი ტკივილით, ბედნიერებით და განცდი.. აი სიკვდილი კი წამიერია, ვინ იცის დღეს ვართ და ხვალ კიდევ ვიქნებით თუ არა..ვინ იცის რა საჩუქარი შეგვხვდება ბედისაგან
მახსოვს ხშირად პატარა რომ ვიყავი ბებიაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, ადამიანს თვითონ ქმნის თავის ბედსო... ხელი უნდა წაუკრა რომ ისე მოაწყო როგორც გსურსო.. ახლა თქვენ გეკითხებით და მითხარით.– განა იყო ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამე რასაც მე გადავაკეთებდი? რისი შეცვლაც შემეძლებოდა?– მიპასუხეთ კი იყო, ლევანთან ერთად არ უნდა გპარულიყავიო.. და ეს რომ შემეცვალა განა ახლა გაგა იქნებოდა ჩემს გვერდით?
ვიცი ამ კითხვაზე პასუხი თქვენც იგივე გაქვთ რაც მე..– არა, ის მაინც იგივეს გააკეთებდა რაც გააკეთა...
როცა გაგას საფლავს უკანასკნელად მივაყარე მიწა ათრთოლებული ხელებით, მივხვდი რომ მის სახეს უკვე ვეღარასოდეს დავინახავდი, რომ ვერარასოდეს გავიგონებდი მის ხმას..ჯერ კიდევ ამაღლებულ საფლავის მიწას მუხლებით დავეცი და ორივე ხელი შემოვხვიე მის გაყინულ სურათს..
– ახლა მასწავლე უშენოდ როორ ვიყო? ახლა მითხარი გაგა. შენ ხომ ამბობდი ძლიერი ხარ.. ხედავ არ ვარ ძლიერი? ვერ ვუძლებ, ვერ ვიტან.. მეტი ძალა არ მაქვს. გული მტკივა, ღმერთო როგორ მტკივა გული რომ ასე გამიმეტე... ხედავ? მის გვერდით ხარ.. ახლა შენი დის გვერდით განისვენებ.. ნეტა იცოდე როგო მენატრები და როგორ მჭირდები გაგა... ნეტა იცოდე....მუჭაში მოქცეული მიწა გულზე მივიკარი და ხმამაღლა ავქვითინდი.. ფრთხილად წამომაყენა დიმამ და გულში ჩამკრა...
– უნდა გაუძლო, შენთვის თუ არა თქვენი შვილისათვის მაინც...
– რაზე ლაპარაკობ დიმა? მისგან არაფერი დამრჩა, ფასიანი გაღალდების და გაყინული სახლის გარდა..
– ცდები.. კონვერტი გამომიწოდა და გამიღიმა.. არ მინდოდა ჯერ მომეცა მაგრამ ვერ შევიკავე თავი... სახლოვრად შვილი დაგიტოვა... მისნაირი , ან შენნაირი....
– მაგრად , მაგრად მოვუჭირე დიმას ხელები და სასიკვდილოდ გამეტებული ცხოველივიტ დავიბღავლე..როგრ მინდოდა ეს ბავშვი ერტად გაგვეზარდა.. როგორ მინდოდა ეს მისთვის მეხარებინა....
– დამიჯერე , მასაც უხარია.....
– ამას ნუ მეუბნები, გთხოვ, მისი სახის ნახვაც კი ვერ მოვასწარი დიმა, უკანასკნელადაც ვერ გამოვემშვიდობე.....
– ამაზე ნუღარ იფიქრებ, ახლა უნდა იყო ძლიერი შენი შვილის გამო... უფალმა ერთი წაგართვა მაგრამ მეორე დაგიტოვა ქეთო.. ერთად გადავიტანთ ყველაფერს.. ის მარტო არ იქნება, გეფიცები რომ არასოდეს გამოვარჩევ ჩემი შვილებისაგან .. ისევე მეყვარება როგორც ჩემი ნაწილი..
**
იმის მოყოლას არ დავიწყებ როორ გადიოდა დრო მის გარეშე, ტკივილში და სევდაში, არ მოგიყვებით როგორ ვიწექი მთელი დღეები საწოლზე და ტირილში მაღამდებოდა და მათენდებოდა..ჩემი მუცელი თანდათან იზრდებოდა, იბერებოდა, ჩემი გულის ქვეშ პაწაინა სათუთი გული ფეთქავდა... ყოველ ღამე ვხედავდი გაგას სიზმრად როგორ მეფერებოდა როგორ მოდიოდა ჩემთან, როგორ მეუბნებოდა რომ არ დავვიწყებივარ, მერე ოფლში გაწურულს მეღვიძებოდა და დილამდე თვალს ვერ ვხუჭავდი...
არ მოგიყვებით როგორ ტკივილით გავატარე ცხრა თვე... არც იმაზე საუბრით მოგაწყენთ თავს როგორ მტკიოდა და ხშირად ვერ ვუძლებდი გაგას გარეშე ყოფნას. როგორ ვამტვრევდი ყველაფერს და როგორ ვბღაოდი როცა მარტო ვიყავი....
მერე ჩემს ტავში ახალი მე ვიპოვე, არა უფრო სწორად ვაიძულე რომ ეს მე გამეღვიძებნა.. როცა იანვრის ერთ თოვლიან დღეს ჩემმა პატრა სახეზე თავისი თითები მომადო, მივხვდი რომ უკვე დედა ვიყავი.. მივხვდი რომ ეს ტკივილი ეს განცდა ყველაფერი უკან უნდა მომეტოვებინა წარსულში...
გულში ჩავიკარი პატარა მარიამი და პირველი ცრემლები დავაყარე ზედ... როცა გულზე დამაწვინეს ვიგრძენი რომ მასში ყველაფერი ის იყო რაც იყო გაგაში... ვიგრძენი როგორ ძალიან გავდა მამას .... მერე თითქოს იმედი მომეცა რომ მარიამში გაგას ვიპოვი. კვირაში ორჯერ მაინც ავდიოდი მის საფლავზე და მარიამს ვუყვებოდი როგორი კარგი იყო მამამისი.. ამასობაში დრო ისე გამექცა ვერც გავაცნობიერე.. ერთ დილით გამოღვიძებული მივხვდი რომ ჩემი შვილი გაზრდილიყო, რომ ჩემი მარიამი დღეს თხუთმეტი წლის ხდებოდა...
**
ლოყაზე მაგრად ვაკოცე და თმები მოვუჩეჩე. უმალ გაახილა მამამისისვით შავი თვალები და გამიღიმა...
– დღეს ჩემი დღეა ხო ასეა???– ბედნიერმა წარმოთქვა და საწოლში წამოჯდა..
– ასეა. რამეს ინებებ ქალბატონო?
– კი.. მინდა ჩემი ოთახი მქონდეს. დეეე გთხოვ რა.. მამიდას ოტახში გადავალ...
– არაა.. არააა, ამზე უკვე ვილაპარაკეთ...
– ვიცი გეშინია დე, მაგრამ გთხოვ გადავალ.. არ მინდა შენს გვერდით წოლა.. მინდა ჩემი ოთახი..
– ამ სახლს იმ ოთახის გარდა კიდევ სამი საძინებელი აქვს.. რატომ გინდა იქ?
– იმიტომ რომ იმ ოთახში კარგად ვგრძნობ თავს....გეხვეები .. არაფერი მინდა სხვა... დედიკო გეხვეწები რა, ჩემო ლამაზო დედიკო...
– კარგი, მაგრამ იცოდე, მარიამის სურათებს ჩამოვიღებთ და კაბინეტში ჩავიტან..არც მის ნივთებს შეეხები.. შევთანხმდით?
– კარგი.... ბედნიერმა შემომხვია ხელები და გაინაბა...დეე.. მამა როგორი იყო.?
– ამის მოსაყოლად სიტყვები არ მეყოფა მარიამ.. ის ჩვენ არ გვგავდა, ის სხვანაირი იყო...
– და რომ მოვიდეს?
– მარია, რა სისულელეებს ამბობ შვილო. მამაშენი ამ ქვეყნად აღარ არის... ამაზე არ ვილაპარაკოთ. დღეს ნუ დავიტანჯავთ თავს.... წადი ნახე ნინიკომ თუ გაიღვიძა... მერე გავიდეთ და ტორტი მოვიტანოთ..
სწრაფად ჩავიცვი ტანზე და სახლიდან გიჟივით გავვარდი..მივდიოდი იქ სადაც ტავს ყველაზე კარგად ვგრძნობდი, სადაც ყველაზე ახლოს მყავდა ადამიანი რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა...სსაფლაოს კიდეზე ჩამოვჯექი და მაგრად მივიფარე პირზე ხელი....
– დილა მშვიდობისა ჩემო საყვარელო..დღეს ჩვენი შვილი თხუთმეტი წლის ხდება.. რამდენჯერ მიოცნებია ეს დღე ერთად აგვეღნიშნა გაგა... ჩუმად ვესაუბრეოდი ჩემს ტკივილზე და ცრემლებს ვერ ვერეოდი... დღეს პირველად მკითხა შენზე.. დღეს უშენობა იგრძნო... იცი სულ შენ გგავს, შენნაირია . ისე დადის და საუბრობს როგორც შენ.. შენნაირი თვალები აქვს უძიროდ შავი და სევდიანი... გუშინ შემთხვევით დავინახე როგორ ეხუტებოდა შენს სურათს . ძალიან გვაკლიხარ გაგა....მის სურათს ხელი დავუსვი... ნერვიულად მოვისრისე შუბლი და გავიტრუნე.. მობილურის ზარმა შემაკრთო..
– სად გაუშინარდი ამ დილა უთენია გოგო?– დიმას შეშფოტება ვერ დაემალა..
– იქ სადაც მშვდად ვარ...
– გასაგებია სადაც ხარ, მარიამი მე მიმყავს საქმეზე ქეთო.. ასე 2–3 საათში მოვალტ, არ იდარდო..
– ხდება რამე? სად მიგყავს?
– მინდა მამაისზე მოვუყვე ... მაე მოვალთ...
– კარგი ოღონდ არ დაიგვინოთ ძალიან, ხუთ საათზე სტუმრებს ველოდებით...
**
– აქ რატომ მომიყვანე დიმა ბიძია– ინტერესით სავსე თვალები ააფახუნა მარიამმა და დიმას ახედა... გინდათ რომ აქ ვისრიალოთ მე და შენ?
– მარიამ , შენ ხო დიდი გოგო ხარ, როგორ ფიქრობ აქ საასრიალოდ მოგიყვანე? მინდა ერთი დიდი და ლამაზი საიდუმლო გაგანდო, მქონდეს შენი იმედი? იცოდე ამ საიდუმლოდ გათქმა იგივეა რაც ადამიანი მოკვდეს..
– რატომ ბიძია?
– მოგიყვები და შენ მომისმენ, დამპირდი რომ დედას არაფერს ეტყვი... ეს მისთვის საზიანოა, ჯერ–ჯერობით მაინც..
– გპირდები...
– ამ საიდუმლოს აგერ უკვე თხუთმეტი წელიწადია ვინახავ და გადავწყვიტე შენ გაგანდო შვილო... ჯერ კიდევ მაშინ როცა შენ დაბადებულიც არ იყავი.. შენი მამიკო. – გვითხრეს რომ ციხეში უბედური შემთხვევის დროს გარდაიცვალა... ზუსტად ერთ თვეში, ჩემს ტელფონზე ზარის ხმა გაისმა, რომელმაც ერტ დროუად გამაბედნიერა და შემაშინა.. ძალიან ნაცნობი და ახლობელი ხმა ლონდონში ჩასვას მთხოვდა... არც დავფიქრებულვარ ისე ჩავედი... როგორ გითხრა, ის ვინც ჩემს წინ იჯდა. ზუსტად ის იყო, ვინც ოცდაშვილი წელიწადი მიცავდა.. ახლა ჩემი ჯერ იყო მისი დაცვისავს სიცოცხლე უნდა დამეთმო...
– მამა იყო? – აცრემლებული თვალებით ახედა მარიამმა დიმას და პასუხის მოლოდინში სული გაეყინა..
– მამა იყო. გაოცებული ვუყურებდი მანამდე სანა ხმა არ ამოიღო... ვიჩხუბე, ვიყვირე არ ვიცი ალბად ვიტირე კიდეც როცა ჩემს წინ ცოცხალი დავინახე .. პასუხი მოვთხოვე იმის სანაცვლოდ რომ ასე გაგვიმეტა...
– ეს რატომ გაკეთა? დედას რატომ არ დაურეკა? ასეთი ბოროტი როგორ იყო?
– ბოროტი არ იყო შვილო, შენ ჯერ არაფერი იყო... მან შენი დედიკო დაიცვა..ქეთოს გადასარჩენად მხოლოდ ერთი გზა არსებობდა, გაგა უნდა გამქრალიყო მისი ცხოვრებიდან... ასე იქნებოდა სიმშვიდე მხოლოდ მის გარშემო, წინააღმდეგ შემთხვევაში დედაშენს მოკლავდნენ, გაგაზე შურს ასე იძიებდნენ და მეც ვერ დავიცავდი მას.. მისი დაცვა მხოლოდ მამაშენს შეეძლო და ეს ციხიდანაც კი გააკეთა.. მერე ძლივს ვუთხარი რომ შენ გაჩნდებოდი, მერე ორივემ ბევრი ვაგინეთ ცხოვრებას და ბედს. მაგრამ გაგას უნდოდა ეს ყველაფერი საიდუმლოდ შემენახა..არ უნდოდა ქეთოს სცოდნოდა.. მითხრა როცა დრო მოვა თვითონ ვიპოვიო....
– ამას რატომ მიყვები ბიძია? სადაა მამა ახლა? იცის როგორ ვარ? იცის როგორ მიყვარს?
– იცის შვილო, ყოველ თვე ვუგზავნიდი შენს სურათებს.. ის კი ჩუმად გეფერებოდა იქიდან.. იცის რომ დღეს შენი დაბადების დღეა, ჯერ პატარა ხარ , როგორ გიტხრა ყველაფერს ვერ მოგიყვები რომ გაიგო.... მოვა დრო დამამაშენს გაამართლებ..
– მაშნ მიტხარი სადაა, თუ ვენატრები სადაა? რატომ არ მოვიდა ჩემტან??– ლით შეხედა მარიამმა და ცხვირსახოცი მოიმარჯვა..
– შენს უკან დგას.. შენს მონატრებას ვეღარ გაუძლო და მოვიდა... – შეშინებული წამოხტა მარიამ ფეხზე და ტირილს უმატა..
მის წინ იდგა მამა რომელის ნახვასაც ასე ნატრობდა, შავი ყელიანი სვიტერი . გრძელი შავი ქურთუკი, შუბლზე არეულად დაყრილი თმები ისე ამშვენებდა...მარიამმა ტირილს უმატა და სირბილით წავიდა გაგასკენ..მაგრად შემოხვია ხელები შვილს გაგამ და მისდა უნებურად დაიწყო ტირილი..
– ჩემი ლამაზი გოგო, ჩემი მარიამი, ღმერთო რას მოვესწარი, ნუთუ დადგა ეს დღეც როცა გულში გიკრავ, როცა გეხები და გეფერები... როგორ მენატრებოდი რო იცოდე.. როგორ ველოდი შენთან შეხვედრას....
– მამა...–ტირილისაგან დავასვასებულმა ძლივს წარმოთქვა მარიამმა და გაგას კისერზე ჩამოეკიდა...
– მარიამ... ჩუმად უჩურჩულა შვილს და სკამზე თავის და დიმას შუაში ჩასვა.. შენ ხო დიდი გოგო ხარ? არ ტქვა რომ მნახე.. ჯერ ამის დრო არაა.. დედას არაფერი უთხრა გეხვეები..
– კი მაგრამ რატომ? დედა იცი როგორ ცუდადააა?? დარწმუნებული ვარ დრესაც იქ წავიდა შენს საფლავზე.... ესეიგი ის საფლავი ცარიელია? ეს როგორ ? კი პატარ ვარ მაგრამ ყველაფერი არ მესმის..
– არცაა საჭირო შვილო. მხოლოდ ერთს გთხოვ, ცრემლები შეიმშრალე, და დედასტან არ გამთქვა... მე თვითონ დაგირეკავ ხოლმე... იცოდე ჯერ ადრეა ამისი თქმა..ჯერ დრო არ მოსულა....
– კარგი, კიდევ ხო მნახავ? ახლა ხო აღარასოდეს მიმატოვებ??? ხომ გიყვარვარ მამა?
– მიყვარხარ, ჩემი პრინცესა ხარ. ულამაზესი და სიფრიფანა გოგო. იცოდე მამას სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ.. ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენს დასაცავად გავაკეთე, მაგრამ ნეტა იცოდე რად დამიჯდა ეს თხუთმეტი წელი უთქვენოდ...
**
– ხო არ იცი ეს შენი ქმარი სად გაუჩინარდა?– ქოთქოთით შევედი მისარებში და დივანზე მოწყვეტით დავჯექი..
– ისევ საფლავზე იყავი? ისევ იტირე არა? საკმარისია ქეთო... თხუთმეტი წელი გავიდა...
– რომ არა ის უბედური შემთხვევა გაგა უკე ორი წლის გამოსული იქნებოდა.... ვერ ვეგუები იმ აზრს რომ...
– მისმინე ახლა სხვა რამეზე მინდა საუბარი..გიორგის და შენს შორის რა ხდება?
– მოიცა რაზე მეკიტხები, რა უნდა ხდებოდეს?
– რა და უყვარხარ.. დიმასთვის უთქვამს .. მისმინე.. ის კარგი ბიჭია იქნება...
– არ გაბედო.. ამის ტქმა არ გაბედოო ბელა თორემ არარასოეს გაგცემ ხმას.. ადამიანი ერტხელ იბადება, ერთხელ უყვარდება და ერთხელ კვდება...ჩემთვის სხვა არასოდეს იარსებებს..
– კი მაგრამ ჯერ ოცდათოთხმეტი წლის ხარ..მითხარი ასე უნდა დაიმარხო ეს სილამაზე??
– ჩემი სილამაზე და სიყვარული გაგასთან ერთად დავმარხე.. ჩემს გვერდით სხვა კაცი არასოდეს იქნება.. მე ის მიყვარს მიუხედავად იმისა რომ ცოცხალი აღარაა... მე ის მიყვარს ბელა.. მიყვარს... სირბილით ავედი კიბეებზე და საწოლზე პირქვე დავემხე.... ტირილით დავიმშვიდე ნერვები როგორც ეს აქამდე ხდებოდა ხოლმე .. მერე დაწითლებული და დასიებული თვალებით დავდექი სარკის წინ და თხუთმეტი წლის წინათ ნათქვამი საკუტარი სიტყვები გამახსენდა.. ჭაღარა არ მაქვს, ამდენი წელი გავიდა, სამაგიეროდ გული მაქვს დაქუცმაცებული...კომოდზე მდგარ გაგას სურათს ხელი დავავლე და გულზე მივიკარი.... ყოველი წუთი მენატრება რაც შენტან ერტად გავატარე, ჩვენ ხომ ასე ცოტა ხანი გვქონდა ერთმანეთის მოსასურვილებლად... რატომ წამართვა მარიამმა შენი თავი გაგა? რატომ არ დაგტოვა ჩემთან?– სიცილით შემოვადა ოთახში მარიამი და ჩემს დანახვაზე სახეზე ბედნიერება შეეყინა...გვერდით მომიჯდა და მხარზე დამადო ტავი...
– იცი მეც მენატრება მამა.. მე ვიცი ის როგორი იქნებოდა დე...
– ტკივილიანი თვალებით გავხედე და სიმწრის სიცილით გავუღიმე შვილს რომელიც ამდენი წელი მხოლოდ სევდიან დედა ხედავდა..
– როგორი დე? მაინც როგორი წარმოგიდგენია მამა?
– ძალიან საყვარელი...ძალიან ძალიან.. ალბად თმაში ჭაღარა ექნებოდა , ის ხომ ახლა ორმოცდაორი წლის არის.. ალბად ეცმებოდა, შავი პალტო, შავი სვიტერი და ჯინსი... აი ასეთი ღიმილით შემომხედავდა როგორიც მე მაქვს დე.. და მეტყოდა. მარიამ მოვედი.... მე შენთან მოვედი და აღარასოდეს მიგატოვებო.... ცრემლების დასამალად ტავი გვერძე შევაბრუნე.. მაგრამ მარიამი არ მეშვებოდა.. დე რომ მოვიდეს? ცოცხალი რომ იყოს აპატიებ დე?
– რატო გაქვს ასეთი კითხვები შვილო, გინდა ჭკუიდან შემშალო? გაბრზებული წამოვდექი და კარისაკენ წავედი...
– და მაინც რომ მოვიდეს აპატიებ??
– ნეტა მართლა შეეძლოს მოსვლა მარიამ... ღიმილით გავეცი პასუხი და სააბაზანოში შევედი...
**
შავ ფეხსაცმელში ნაძალადევად ჩავყავი ფეხები და ირონიული მზერა ვესროლე ჩემს თავს... მხრებზე შავი ფერის შალი მოვიხვიე და დაბლა ჩავედი... ხალხს უკვე მოეყარა თავი.. ვისკის ჭიქით მდგარ დიმას თვალი მოვკარი თუ არა თვალებით ვანიშნე გამომყოლოდა...
კაბინეტის კარი შიგნიდან გადავკეტე და გაოცებული მზერა მესროლა..
– დღეს რა უამბრე მარიამს გაგაზე? რაც მოვიდა იმის მერე უაზრობებს მეკიტხება.. აიჩემა მამა რომ ცოცხალი იყოს თუ აპატიებო?
– ქეთო. კარგად გესმის რომ მას მამა ძალიან სჭირდება... თავისი წარმოდგენები გააჩნია მამაზე, იოცნებოს პატარაა..
– პატარა რომ არის სწორედ ამიტომ არ მინდა უარობაზე იფიქროს დიმა ვერ ხვდები? დაიტანჯება... ის არ მეყოფა რომ მე აღარ ვვარგივარ შინაგანად? ახლა მარიამის გდავრიო?
– მართალი ხარ დაველაპარაკები.. ისე მართლა მეც მინდოდა შენთან საუბარი..ჩვენ ხო დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ , კარგად იცი ჩემთვის დასავით ხარ...
– ხდება რამე?
– ხდებოდა. სანამ კარზე ეს კაკუნი შემაწყვეტინებდა საუბარს– სიცილით მითხრა და კარი გააღო... გაღიმებული იდგა გიორგი და თვალს არ მაშორებდა...
– შეიძლება შემოვიდე? თქვენთან მინდოდა საუბარი. კარგია რომ ორივე აქ ხართ.. მოკლედ ყველაფერს მოკლედ ვიყვი და ნათლად.. მერე ჩემსკენ წამოვიდა და ჩემი ხელი ხელებში მოიქცია.. უკვე რამდენი წელია მიყვარხარ.. მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე, თუ შენს გაგაჩნია ჩემს მიმართ რაიმე გრძნობა..
– აი ეს ხდებოდა, ეს მინდოდა მეთქვა ქეთო– ჩუმად მითხრა დიმამ და ოტახიდან გასვლა დააპირა...
– ვერ გავიგე? შენ რა დაგავიწყდა რომ მე უკვე გთხოვილი ვარ? განა ამდენ წელიწადში ვერ შენიშნე ჩემს თითზე საქორწილო ბეჭედი? – გაცოფებულმა ვუტხარი და ბეჭდიანი ხელი თვალებთან ავუფრიალე... მე ქმარი მყავს, რომელიც მიყვარს ... არ მინდა ამზე ლაპარაკი, საერთოდ არ მინდა არაფერი, მომბეზრდა ეს ცირკი ყველში ამომივიდა.. ჩემთვის ხოლოდ ერთი მამაკაცი არსებობდა და ეს ჩემი ქმარი იყო.. როგორ ბედავ და მეუბნები რომ გიყვარვარ და მითუმეტეს ცოლად გამოგყვე?
– ქეთო დამშვიდდი, მაპატიე. არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა...უბრალოდ. უმჯობესია გავალ.– დანაშაულის გრძნობიტ გაჟღენთილმა მითხრა და კაბინეტიდა გავიდა... მანამდე ვიდექი ერთ ადგილას გახევებული სანამ დიმამ ხელი არ მომკიდა და დივანზე ძალით არ დამსვა..
– გავაფრთხილე რომ არ ეტქვა, არ დამიჯერა. მაპატიე რომ ვე დაგიცანი, ეს ნერვიულობა ვერ აგარიდე....
– როგორ დავიღალე.. როგორ მენატრება თუნდაც ერთი წამით ვიყო ბედნიერი....გეხვეწები გადი მარიამთან და ცოტა ხნით დამტოვე მარტო....
**
ტელეფონის ეკრანზე დაყენებულ მის სურათს დავხედე, სავარძელში ჩავჯექი , ფეხები ავიკეცე და ჩუმად დავუწყე საუბარი გაგას..
– გული ისე მეფლითება ასე მქონია ნაფლეთებსაც კი აქუცმაცებენ..მე და შენ ასე შორს რატომ აღმოვჩნდით სიყვარულისაგან?– რა დანაშალი მიგვიძღის ასეთი გაგა?!ისევ ის დღე მინდა სიყვარული რომ გვმოსავდა სიმშვიდით...სადაც ყველაფერი იყო შენი – მიწაც, ზღვაც და მეც ...ჩვენი იყო დღეც და ღამეც...ახლა ისე დავეხეტები უგზო–უკვლოდ როგორც მათხოვარი კარდაკარ...წყევლასავით დამყვება შენზე ფიქრები,, ტკივილი და განცდა... მოუნანიებელი ცოდვასავით დამყვება ჩვენი გაცნობის დღე... ეს ცხოვრებ რა დაუნდობელი და მტანჯველია.. სასაცილო არაა?–გზადაგზა მოვდივარ შენსკენ და ასე მგონია ხან ვშორდები და ხან ვუახლოვდები უფალს შენს ძიებაში... შენსკენ მოვდივარ, შენსკენ მოვიწევ... იცი ახლა როგორია ჩემი ცხოვრება?– გარშემო წყეული ქალი ზუზუნებს..სულში შავ ხელებს მიფათურებენ... მშიერი მგლებივით მეხვევა ხალხი და ვერ ვიგერიებ..დაღლილობისაგან თვალები მეხუჭება.თვალდახუჭულს კი მხოლოდ ის დღეები მახსენდება როცა ჩვენს გარშემო ლურჯი ცა ვარსკვლავებით იყო მოფენილი.. როცა დღე მოკაშკაშებულ ცაზე მზე ანატებდა და თეთრი ღრუბლები გვიკრავდა თვალს.. ეს ყველაფერი იქით იყოს და რო იცოდე როგორ მენატრები...“ (25)

ნაწილი ოცდამეექვსე
იმ ღამით პირველად დამესიზმრა გაგა სადაც მთხოვდა პატიებას და მაგრად მხვევდა ხელებს წელზე.. ოფლში გაწურულს გამომეღვიძა. ოთახში სინათლე ავანთე და საწოლის თავთან დადებულ გაგას სურათს გავხედე... ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე და მარიამის ოთახისკენ გავედი.. დრეს პირველად ეძინა ჩემს გოგოს ჩემს გარეშე...მის წინ მუხლებზე დავდექი და შავ თმებზე ხელი გადავუსვი....
– ღმერთო ჩემო როცა გძინავს როგორ გავხარ მამას მარიამ, შენი შეხება მაშინებს კიდეც... შენი ყურება კიდევ უფრო მანატრებს გაგას...–ჩუმად ვეჩურჩულებოდი და თავზე ვკოცნიდი...
როგროც მჩვევია ახლაც ჩვეულ დროს ავდექი. გარეთ საშინლად თოვდა... ეზოში გავედი და თეთრ ქათქათა ფანტელებს ხელის გულები გავუწოდე....გამახსენდა როგორ მიყვარდა ბავშობიდან თოვლი.... ისე როგორც ამას დიდი ხნის წინათ ვაკეთებდი შუა ეზოში დავიხარე და საჩვენებლი თითით გული დავხატე... დიმას ხმამ მოულოდნელა შემაკრთო და წელში გავსწორდი...
– აბა რძალო, ჯერ კიდევ ბავშობ არა??
– კარგია რო ვიღაცა მაინც არის ისეთი ვინც გაზრდას არ მთხოვს და ასეთი ვუყვარვარ როგორიც ვარ...
– მისმინე ქეთო.. წამოდი ერთად წავიდეთ სამსახურში, თან გზაზე ვილაპარაკოთ...
– კარგი . წავიდეთ... მაგრამ მარიამი რომ სკოლაში მყავს წასაყვანი??
– ბელა წაიყვანს.. მარიამსაც კი ნიკუშასაც... მერე სამსახურში მოვა...
გზაზე ორივე ვდუმდით თუმცა ვიცოდით რომ დიმას რარაც ქონდა სათქმელი... ბოლოს მკლავზე დავადე ხელი და გავუღიმე...
– ქეთო.. ის რაც გუშინ მოხდა გიორგიზე ვამბობ, ცუდად ნუ გაუგებ... მას იმდენი წელიწადია უყვარხარ, ოდესმე ხო უნდა ეთქვა...
– ვიცი, მასზე არ ბრაზობ, მაგრამ ჩემს გვერდით სხვა მამაკაცი ვერ იქნება დიმა, დამიჯერე, ამისი არც ძალა მაქვ ა არც სურვილი, მიუხედავად ამდენი წლისა გაგა მაინც ჩემი ქმარია...
– ეხლა მეც მარიამივით ბავშურად გკითხავ.. და რომ მოვიდეს გაგა ერთ დღეს და გიტხრას რომ შენს გამო მოიგონა სიკვდილი, აპატიებ?
– თქვენ მგონი ყველანი გაგიჟდით . ეს რა კიტხვებია დიმა?
– უბრალოდ მითხარი რას გააკეთებ, არ ვიცი მეც მარიამივით ამეკვიატა ეს კიტხვა...
– არ ვაპატიებ.. ამას არავითარი მიზეზი არ გაამართლებს ეს იცოდე... და გთხოვ, მეტჯერ ამაზე ნუ მკითხავ ნურაფერს...
**
ოფისში შესულმა მაშინვე კაბინეტს მივაშურე და შავ ტყავის სავარძელში ფრთხილად ჩავეშვი... დიმას და მარიამის აზრებს ჭკუიდან გადავყავდი... ვერ ვხვდებოდი რაში სჭირდებოდათ ეს ყვეაფერი. ჩემი ნერვებზე თამაში. ჩემი ტკივილი, ის რის მოშუშებასაც ვსწავლობდი ახლა უფრო გაუსაძლისი ხდებოდა..
საბუთებში თავჩარგული ვმუშაობდი როცა ჩემი მდივანი გაფითრებული სახით შემოვიდა და აცახცახებულმა მითხრა თქვენთან სტუმარი მოვიდაო... ფერი მეცვალა მისი სახის დანახვაზე, იმდენიც ვერ მოვისაზრე უბრალოდ მეკითხა ვინ იყო.. ფეხზე წამოვდექი და კარისაკენ წავედი რომ ინსტიქტურად ვკარი ხელი მაგიდაზე დაწყობილ დასტა ქაღალდებს და იატაკზე მიმოვფანტე.... გაავებულმა დავიწყე მათ მოკეფა რომ მოულოდნელად გავიგე კარის ხმა. თავი არ ამიწევია მხოლოდ მის შავ გაპრიალებულ ფეხსაცმელს ვხედავდი,, ნელა ავაყოლე თვალი მის სხეულს , მოულოდნელობისაგან გიჟივით წამოვხტი ფეხზე და კედელს ავეკარი.... უზარმაზარი ნერწყვი ძლივს გადავყლაპე და თვალები დავხუჭე ვითომცა მოჩვენების გასაგდებად. თუმცა თვალებ გახელილს ის ისევ იქ დამხვდა...
– ქეთო...– ჩუმად ისევ ის ხმა ჩამესმა ყურში.. ის ხმა მე რომ მტელი ცხოვრება მიყვარდა... ქეთო– ცუდად ხარ?– განადგურებულმა მკითხა და ხელი მომკიდა მლავზე. ეს ბოლო წვეთი იყო იმისა რომ კინაღამ შევიშალე...
– არ მჯერა....– ძლივს ამოვიკნავლე და იატაკზე დავეცი....
გონებაზე რაღაც აუტანელმა სუნმა მომიყვანა, თვალები რომ გავახილე თავზე დიმა მედგა... ცრემლები გადმომცვივდა.. ტუჩი ამიცახცახდა და მაგრად ჩავეხუტე....
– ხო ხედავ შენც და მარიამმაც შედეგს მიარწიეთ, მგონი შევიშალე.ის რასაც ამდენი წელი ვუძლებდი ახლა ცხადად მელანდება დიმ... ძალიან ცუდად ვარ, სახლში წამიყვანე რა... ვგიჟდები, არაა ნამდვილად ვგიჯდები.. მოგუგუნე ყურებზე ხელები ავიფარე და ფეხზე წამოვდექი რომ ჩემს მაგიდასთან, სავარძელში მოკალათებული დავინახე.. ერთი ნახტომით გავჩნიდ დიმას უკან და მის ზურგს ამოვეფარე. მერე მუდარით ავხედე მითხარი რომ არ ვგიჟდები თქო..
– ქეთო... – მე ვარ...ცოცხალი და უვნებელი.. შენთან დავბრუნდი –
ისე ამაყად გამომიცხადა ეს სიტყვები გეგონებდათ თხუთმეტი წლის კი არა ხუთი წუთის წასული იყო.... მთელი სხეული დამეძაბა მისი ხმის გაგონებაზე როცა გავანალიზე რომ ცოცხალი იყო.. ჩანთას ხელი დავავლე და კიბეებზე სირბილით დავეშვი.... მანქანა ელვის სისწრაფით მოვწყვიტე ადგილს, ყურადღება არ მიმიქცევია არც ერთი შუქნიშნისათვის.. ახლაც კი მიკვირს როგორ მვაღწიე მშვიდობით სასაფლოამდე.. ჯერ კიდევ საშინლად თოვდა..ცივი ქარი სახეში მაყრიდა თივლის ნამქერს და ფილტვებს მიყინავდა.. სირბილით მივედი საფლავის კიდემდე და მოულოდნელად ისე შეშინებულმა დავიხიე უკან....
– ღმერთო ეს რა ხდება. ვგიჯდები თუ რა არის? ეს ხომ წარმოუდგენელი, გასაოცარია.....
– არა ეს სიმართლეა შენ არ გიჟდები–ხავერდოვანი ხმა ჩამესვა, უკან დავიხიე, მოყინულ თოვლზე ფეხი ამისრიალდა და მოწყვეტით დავეცი მიწაზე.. ასაყენებლად ხელი გამომიოდა და ჩემი მოყინული თითები თავის ხელებში მოიქცია...არაფერს მეტყვი??
– თვალებს ვერ ვუჯერებ, ეს ყველაფერი, არააა სისულელეა არა??? არც კი ვიცი რა უნდა გავაკეთო ასეთ დროს?
– მისმინე ყველაფერს აგიხსნი ქეთო. ჩემ სიყვარულო დამშვიდდი...
– ნუ მომმართავ ასე.... წარმოუდგენელია ასთი ცივი და გულქვა როგორ ხარ??? იცი აქ რა დღეები გავტარე? თხუთმეტი წელიწადი დაგტიროდი აქ ადამიანო.... მკვდარი მეგონე, ამ საფლავტან ვიძინებდი და ვიღვიძებდი... იცი რა გადავიტანე?? იცი რამდენჯერ ვინატრე სიკვდილი?– და მხოლოდ ერთი რამ მაფერხბდა ჩემი შვილი..... იცი რამდენჯერ მქნდა მისი დაკარგვის საშიშროება ნერვიულობის გამო? შენ კიდევ ცოცხალი და უვნებელი ყოფილხარ? არ მჯერა რომ ის გგა რომელიც ასე სიგიჟემდე მიყვარდა ასეთი ცივი იყო.. არა ის სხვანაირი იყო.. ჩემი გაგა, ჩემი ქმარი თბილი და მოსიყვარულე იყო.. შენ კიდევ არ ვიცი ვინ ხარ ასეთი ცივი. რგორ გაძელი ამდენი წელი უჩვენოდ? იცოდი რომ შვილი გყავდა?
– დიმა ყოველ კვირა მიგზავნიდა თქვენს სურათებს. შენტან ერთად მეც ვკვდებოდი ქეთო.. როცა მარიამი დაიბადა მაშინ მეც თავიდან დავიბადე...
– იცოდი ესეიგი? ასეთი ცივი იყავი იმის მოუხედავად??ესეიგი დიმამ იცოდა, ამდენი წელი როგორ დამიმალა.... იცოდი რომ მარიამი კინაღამ ხელებში ჩამაკვდა? იცოდი რა დრე გამოიარე მის გადასარჩენად? იცოდი და მაინც არ მოხვედი....
– დიმას მე ვტხოვე დამალვა.. ვიცოდი მაგრამ ვერ მოვიდოდი ქეთო. მე ცამეტი წელი სრულად მოვიხადე სასჯელი.. ცამეტ წელიწადში არც ერთი დღე არ ყოფილა შენზე რო არ მეფიქრა და არ მომნატრბოდი .. ამ თხუთმეტ წელიწადში ყოველ დღე ვკვდებოდი ქეთო.. იცი რა რთული იყო ჩემთვის ასე შორს ყოფნა? ან იმის გატამაშება რომ ცოცხალი აღარ ვიყავი? მაგრამ სხვა გზა არ მქონდა....
– სხვა გზა რ გქონდა?– არ მჯერა გესმის ნაგავი ხარ...–გამწარებული ვუყვიროდი და მუშტებს ვურტყავდი..როგორ გამიმეტე ასე? შენივე ხელით გამიტხარე საფლავი გაგა. აქ ზუსტად ამ ადგილას გავიგე რომ შვილი გვეყოლებოდა... ყოველ დრე ამოვდიოდი უზარმაზარი მუცლით და ათას სისულელეს გელაპარაკებოდი,, ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები ტკივილში გამატარებინე, ისეთი რა მიზეზი უნდა გქონოდა რომ ეს ყველაფერი გავართლო. ასეთი არ არსებობს. გაგა... არ მინდა შენი დანახვა..ის მაინც წარმოგიდგენია რამდენლა დარტყმა იქნება ეს მარიამისავის??
– მარიამი უკვე ვნახე გუშინ, იცის რომ ცოცხალი ვარ, ავუხსენი , და გამიგო...
– მაგარია. გადასარევია– ნერვიულად შემოვკარი ტაში და საფავის კიდეზე ჩამოვჯექი... დიმას იცოდა, მარიამსაც ცოდნია, გამოდის მარტო მე ვიყავი დებილი რა? ახლა მესმის რატომ მეკიტხებოდა ორივე ცოცხალი რომ იყოს რას იზავო? იცი რას ვუპასუხებ ახლა რო მკითხონ? შევაფურთხებ და ზედაც არ შევხედავ–თქო...
– ქეთო ასე ნუ მომექცევი...
– არ მომიახლოვე... შენი სეხებაც კი მზარავს.. კაცი რომელსაც ამდენი წელი ვმგლოვობდი, ახლა გამომეცხადა. დანარჩენი ორი წელი სად ჯანდაბაში იყავი? ერტხელ მაინც მოგეწერა რომ კარგად იყავი, აგეხსნა წერილით აგეხსნა ეგ შენი სიმართლე და მე გავიგებდი....
– ცდები.. ყველაფერი ასე მარტივად არ იყო.. მაცადე აგიხსნა...
– აღარ მაინტერესებს, სიმართლე მხოლოდ ერთია, ჩემი ქმარი რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა თხუთმეტი წლის წინათ მივაბარე ამ მიწას და ის აღარასოდეს გაცოცხლდება ჩემთვის.... ზურგი ვაქციე და სირბილით წავედი მანქანისაკენ....
**
სახლში განადგურებული მივედი. როგორც ჩანდა ყველამ ყველაფერი იცდა უკვე, სიხარულს და ბედნიერებას ვერ მალავდნენ, მისაღებში ყველას მოეყარა თავი და მე მელოდნენ, მათკენ გახედვის სურვილიც არ მქონდა. კიბეებზე სწრაფად ავირბინე, ოთახში შევვარდი და ცრემლებს გასაქანი მივეცი...სახე ბალიშში ჩავრგე და ხმამაღლა დავიწყე ჩემ ბედზე მოთქმა..
– შეიძლება შემოვიდე?– დამნაშავესავით მკითხა დიმამ და საწოლზე ჩამომიჯდა, ვიცი რომ გამართლება არ მაქვს, მეც ისეთივე ნაგავი ვარ როგორც გაგაა, მე უფრო მეტად არა? ვუყურებდი შენს ტანჯვას და არაფერს ვამბობდი. ქეთო მაპატიე, მართლა გულით გთხოვ პატიებას, ეს ყელაფერი თქვენს გამო გააკეთა.. დამიჯერე ქეთო, რამდენიმე თვე ვეხვეწებოდი სიმართლე ეთქვა, ბოლოს ჩემი თვალით დავრწმუნდი რომ გაგა მართალი ხარ...
– არ მაინტერესებს დიმა.. მაგან თუ არ იცის შენ ხო იცი რა გადავიტანე.. შენ არ გეჭირა ჩემი ხელი ხოლა მარიამი ცუდად გვყავდა? შენ არ მახარე რომ შვილი მეყოლებოდა? შენ არ მიმაყრევინე მისი საფლავისათვის უკანასკნელი მიწა? ახლა ასე როგორ მეუბნებით რომ ცოცხალია, და თანაც ამ ყველაფერში მე და მარიამს გვადანაშაულებთ....
– ყველაფერს აგიხსნი,, მომეცი საშუალება....– ოთახში შემოსული გაგა კედელს მიეყუდა და დიმას გახედა მარტო დაგვტოვეო.... დიმა გავიდა თუ არა მშვიდად დაიწყო საუბარი და ოდნავ გამიღიმა ისევ ისე როგორც ადრე..
– ასე ნუ მიღიმი გაიგე?– ნუ ცდილობ გონება ამირიო.... იმ ყველაფერს ვერ დავივიწყებ რაც გამოვიარე....
– არაფრის დავიწყებას არ გთხოვ ქეთო ,, მომისმინე რა...ჩემსკენ წამოვიდა რომ საწოლიდან წამოვხტი და ფანჯარასთან გავჩერდი.. ზურგი ვაქციე არ მინდოდა დამენახა მისი სახე, თვალები, ისედაც გონებას მირევდა ეს ყველაფერი... ორ წუთში ვიგრძენი მისი მოახლოვება, ხელები ისე როგორც ადრე წელზე შემომხვია და ცხვირი კისერში ჩამიყო, ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ძალა. როგორ ვკარგავდი აზროვბენას.. ახლა რომ არ გავქცეოდი, ყველაფერს გავაფუჭებდი...ნელა შემატრიალა თავისკენ და შუბლზე მაკოცა.. დახუჭული თვალებიდან ცრემლები მდიოდა..გახევებული ვიდექი ერთ ადგილას და სუნთქვაც კი მავიწყდებოდა.... აცახცახებული თითები ნელა ჩამომისვა სახეზე... მის სუნთქვას ვგრძნობდი და უარეად მინდებოდა მისი ჩახუტების სურვილი....რო იცოდე როგორ მენატრებოდი. დამიჯერე ვერ ვუძლებდი..შენი მონატრება მკლავდა ქეთო.. ეს სახე, ეს თვალები, ტუჩები.. ჩემი პატარა და ლამაზი ტუჩები, როგორ მჭირდებოდა...
– ხელი მკარი... სიკვდილისათვის გამიმეტე გაგა– სლუკუნით ვუთხარი და თვალები გავახილე..
– მაპატიე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა... ნახე მე არასოდეს მომიხსნია ეს ბეჭედი ხელიდან, მე ვიცოდი რომ შენ მელოდი ქეთო..
– და სხვა ვინმე რომ მყოლოდა?
– მაშინ არ გამოვჩნდებოდი, მაშინ მოგცემდი ბედნიერების უფლებას..მაგრამ ვიცი რომ ჩემს მეტი არავინ შეგხებია.. ეს ყველაფერი ჩემია... მხოლოდ ჩემი...
– არაკაცი ხარ. ნაგავი. მთელი გულით მძულხარ– ჩუმად ვჩურჩულებდი და თან ვტიროდი.. თავისკენ მიმიზიდა და გულზე მიმიკრა..მხოლოდ ახლა გავაანაზილე რომ ნამდვილად ის იყო, მისი კანის სურნელი იყო, ის ადრე რო მაგიჟებდა...ცალი ხელი ტუჩებზე გადავუსვი,მეორე თმაში შევუცურე...მაშინვე ღიმილი მოედო სახეზე, მიხვდა როგორ მომნატრებოდა, მიხვდა რომ სურვილს ვეღარ ვერეოდი.... ფეხის წვერებზე ავიწიე და ტუჩებში ვაკოცე, არ გაოცებულა, ისიც ხო ამაზე ოცნებობდა ამდენი წელიწადი.... მაგრად მომქაჩა გაშლილ თმაზე და შავი პიჯაკი მხრებიდან გადამაძრო...ეს აღარ იყო ის გაგა, ნაზი და ალერსია, ახლა მასში ვირაც სხვა მონატრებით და ჟინით აღსავსე თვალები ბუდობდა... პირდაპირ იატაკზე დამაწვინა და პერანგის ქვეშ ნელა შემიცურა ხელი.... შიშველ სხეულზე მისი თითების შეხება საოცარ სიამოვნებას მგვრიდა.... ხელები კისერზე შემოვხვიე და ჩემსკენ მოვიზიდე რომ ოტახში სირბილით შემოვარდ მარიამი.. სწრაფად წამოვჯექით ორივენი და მარიამს გავხედეთ...
– მამა მოსულაა– მთელი ხმით იყვირა და გაგას ჩაეხუტა.. აქ რატომ ზიხათ? რას აკეთებდით?დედა კარგად ხარ? შენს პერანგს რა სჭირს.. მერე სახეზე სიწითე მოედო და პირზე ხელი აიფარა. გაბრაზება დამეტყო სახეზე...
– სათითაო კითხვები დასვი..და სანამ შემოხვალ დააკაკუნე... გაცოფებული წამოვდექი და სააბაზანოში შევედი.. სარკედან საოცრად ბედნერი და ამავე დროს იმედ გაცრუებული, სასოწარკვეთილი ქალი მიმზერდა... სახეზე ცივი წყალი შევისხი და პერანგი ისევ შარვალში ჩავიტანე..
– დედას აკოცე?– ისე მოულოდნელად იკითხა მარიამმა, გაგას დაძაბულობისაგან ნერწყვი გადასცდა..აკოცე ხო ასეა? მამა..
– მარიამ უხერხულობაში მაგდებ...
– თქვი რომ აკოცე და გავჩუმდები...
– კარგი.. ვაკოცე.. გაჩუმდები ახლა??– ღიმილით მიიკრა შვილი მკერდზე გაგამ და ტავზე აკოცა.. რო იცოდე როგორ ვოცნებობდი ამ დღეზე. სიზმარშიც კი მელანდებოდა ეს წუთები მარიამ.. უკვე იმხელა გოგო ხარ. ვერ ვნახე როგორ გაიარე პირველად, არც ის ვიცი პირველად რა თქვი.. რა გტკიოდა , რა გაუხებდა, შენზე არაფერი ვიცი....
– ეგ არაფერი მამა. დროა სხვა ბავშვიც მოვიყვანოთ ოჯახში, წეროს მივცე შეკვეთა თ ბაზარში წახვალ?–სიცილით თქვა მარიამმა და გაგას მაგრად მოუჭირა ხელები. დაგეხმარები მა, გპირდები.... ძალიან მიყვარხარ....
**
სული რომ მოვითქვი მისაღებში ჩავედი და კიბის ბოლო საფეხურთან გავჩერდი... ლექსო ბიძია გახარებული წამოვიდა ჩემსკნ და გულში ჩამიკრა.. ვიცოდი ახლა ყველა ბედნიერი იყო, გგონიათ მე არ ვიყავი? მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუმცა ამდენ წლიან ტკივილს თავისი კვალი დაემჩნია ჩემი გულის ნაწრალებში..
– ახლა ისევ ერთად იქნებით– ბედნიერმა მითხრა და ხელი მომხვია..
– ამ სახლში ცხოვრებას და მარიამთან ურთიერთობას არ დავული, მაგრამ ჩვენ ერთად არ ვიქნებით ეს კარგად იცის გაგამ, ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ...
– არა ამაზე არ გვილაპრაკია– ერთი ნახტომით გაჩნდა ჩემთა და მკლავში მტაცა ხელი... ლექსოს პირდაპი გაგლიჯა ჩემი თავი და ეზოში თოვლში გამათრია. აქ იმიტომ არ დავბრუნებულვარ რომ შენს გარეშე ვიცხოვრო.. გასაგებია? გიტხარი აგიხსნი –ტქო და ასეც იქნება... სიმართლეს გეტყვი, მაგრამ იცოდე ჩემს შვილს ვერ წამართმევ. მე და შენ ერთმანეთი გვიყვარს, მიუხედავად ამდენი წლისა ისევ ისე მივილტვიტ ერთმანეთისაკენ როგორც ადრე.. ვიცი რომ შენს ცხოვრებაში არ ყოფილა სხვა მამაკაცი..
– შენს ცხოვრებაში ხო იყო სხვა ქალი? არ თქვა რომ არავინ იყო...
– გოგო– გამწარებულმა მიყვირა და უფრო ეტად მომიჭირა ხელი.. იყო.. უამრავი ქალი იყო. მაგრამ არა სიყვარული... რა გინდა გაიგო მქონდა თუ არა სექსი სხვა ქალებთან?– მქონდა...მოისვენე ახლა? მაგრამ შენი სიყვარული არ გამნელებია... სხვა ქალი არ შემყვარებია იმიტომ რომ მე არავისში ვეძებდი შენ თავს ქეთო. შენ შეუცვლელი ხარ...
– მაგრამ მე აღარ მიყვარხარ. ახლა როცა ჩემს წინაშე დგახარ და ასე ამაყად იმართლებ თავს, ვგრძობ რომ ის სიყვარული აღარ მკავშირებს .. გამინელდა...
– იტყუები ...ვიცი რომ იტყუები... ვიცი რომ ისევე გინდა ჩემთან ყოფნა როგორც ადრე გინდოდა.
– და რომც მინდოდეს არ ვიქნები. ასეთი პასუხი გაკმაყოფილებს? კაცმა რომელმაც ასე გამამწარა, მიწასტან გამასწორა, ჩემში ყველაფერი ქალური ჩაკლა, მის გვერდით ვერ ვიქნები..
– ქეთო არ დავნებდები ამ სულელურ სიტყვებს..
– ნება შენია, სახლიც შენია და შვილიც შენია, ასე რომ ნებისმიერ ოთხში დაბინავდი, შვილთან იყავი გაერთე, ოღონდ არ მომეკარო. შეგიძლია სამსახურშიც დაბრუნდე. მე არც ამაზე გამაჩნია პრეტენზია...
– აუტანელი გოგო ხარ.. მაგრამ მაგარჯულებ ისევ ისე როგორც ადრე ქეთო..
– ტყუილად ნუ დაიხარჯები გაგა. ის ქეთო შენ რომ გიყვარდა შენვე მოკალი..სლუკუნით ვუპასუხე და სახლში შევედი (26)

ნაწილი ოცდამეშვიდე..
მთელი საღამო ისე გავატარე თითქოს ჩემი ცხოვრება ერთი დიდი კოშმარი ყოფილიყოს..როგორც ყოველთვის ძილის წინ მარიამს ვაკოცე და ოთხში გაგასთან ერთად დავტოვე... ნუნუს უკვე ეძინა. სამზარეულში შევედი , ჩაიდანი შემოვდგი გაზქურაზე და დაფიქრებული დავეყუდე მაგიდას. მოულონელად ვიგრძენი მისი ხელები ჩემს ზურგზე და შეშინებული გვსწორდი...
– რატომ არ გძინავს?– ისე ვკითხე გეგონებოდათ გაგა ორმოცდაორის კი არა 2 ლის ყოფილიყო...
– მე მარიამი არ ვარ, თანაც ერთი საქმე დაგვრჩა დასამთავრებელი...
– ჩვენ არც არაფერი დაგვიწყია გაგა. რა უნდა დავამთავროთ? გაიწიე იქით... გაბრაზებული შევტრიალდი ჩაიდნისკენ და გაზი გავთიშე..
– რა ჩაი აღარ გინდა?
– მადა დამაკარგინე... შენ ხო მარტო სექსი გადარდებს, წადი და მონხე ვინმე, მე რას მელაქუცები..
– ამ მწარე ენას ამოგაგლიჯავ ქეთო... მე შენთან მინდა, ვიცი რომ შენც გინდა ჩემთან...
– ცდები, მე შენგან განსხვავებით ხამი არ ვარ . და კიდევ ერთი ვინ გითხრა რომ მომენატრე ან შენთან დაწოლა მინდა? როგორ გგონია ამდენი წელიწადი კაცის გარეშე ვიყავი? ცხრამეტი წლის მიმატოვე.. მაშინ როცა ყველაზე მეტად მინდოდა სითბო. ასე რომ .. –სიტყვის დამთავრება არ მაცალა ისე წამიჭირა ხელი ყელში და კარადაზე ამაკრა...
– ბო*ი შვილი ვიყო მოგკლავ.. ახლა ისე მოგახრჩობ ხელი არ ამიკნკალდება.. წყობიდან ნუ გამოგყავარ გოგო...არ გაბედო მაგისი თქმა მეორედ თორემ მოგკლავ...
– გამიშვი გაგა მეტკინა.. მეტკინა.
– უნდა გეტკინოს,გეტკინოს რომ მიხვდე რა გადავიტანე მე ამდენ წელიწადში, როცა ოთხ კედელში ვიყავი გამოკეტილი... ერთხელ მაინც დაფიქრდი რატომ მოვიგონე სიკვდილი, გგონია მე არ მტკიოდა?
– არ მაინტერესებს... შენი გრძნობები შენთვის შემოინახე, გულცივი ადამიანი ხარ, აი ზუსტად ისეთი მაშინ პირველად რომ დაგინახე და ვიფიქრე სრული ნაგავია–თქო..
– რაც გინდა ის მიწოდე , მაგრამ ვიცი რომ მოგენატრე ვიცი როგორ გინდა ჩემთან...
– ცდები, მომეშვი, ავადმყოფი ხარ. წესიერი დამიანი ამდენი ხანი ვერ გაძლებდა– ბოლო ხმაზე ვუყვირე და საძინებელში გავიქეცი...
კარები მივკეტე თუ არა ორ წუთში შემომყვა უკან და მკლავში მტაცა ხელი... მისი სხეულის ოდნავ მოახლოვებაც კი ცეცხლს მიკიდებდა გულზე.... თვალები დავხუჭე რომ მისი სახე არ დამენახა.. თანდათან ვგრძნობი მის გახშირებულ სუნთქვას სახეზე... ფრთხილად შემეხო პერანგის საყელოზე და თავისკენ მომქაჩა, გაძალიენების თავი არ მქონდა, სხეულში სისხლი მიდუღდა. გახევებული ვიდექი და ვნებას ვენდობოდი.... პერანგის ღილები ნელა გამიხსნა და მოშიშვლებულ მხარზე მაკოცა...გული ამიჩქარდა და თვალები ნელა გავახილე..
– არ გინდა გაგა, ხო ხედვ გაძალიანების ტავიც არ მაქვს...
– შენტან მინდა, ვიცი რომ შენც იგივეს გრძობ, ვიცი ქეთო... მიყვარხარ რა გავაკეთო....ისევ ისე გამიღიმა, როგორც ადრე, ამ ღიმილმა ისევ წარსულში დამაბრუნა, დამავიწყა ის თხუთმეტი წელიწადი ტირილში რომ გავატარე.. ნელა დავუსვი ხელები ბეჭებზე და გავაანალიზე როგო მომნატრებია მისი დაკუნთული სხეული.. თვალებიდან ცრემლები ჩამომიგორდა , მერე მისკენ გავიწიე და მთელი ძალით მივიკარი გულზე...
– რა გავაკეთო რომ ისევ მიყვარხარ..– ასეთი აუტანელი, ავადმყოფი მატყუარა, და მაინც მიყვარხარ.... გაცხოველებული ჟინი მომერია მისი სიახლოვის... ტუჩებზე გაავებული დავეძგერე და ჩვენი ვნება ერთ მთლინობად ვაქციე..... მეხებოდა მისი სხეული, მისი ხელბი და ვგრძნობდი რას ნიშნავდა ყოფილიყავი ბედნიერი საყვარელი მამაკაცის გვერდით..მისი ათრთოლებული ტუჩები, მოშიშვლებულ ყელს მიკოცნიდა და ტავს ვერ ვეროდი არ მეთქვა როგორ მინდოდა მასთან ყოფნა...
**
დილით ადრიანად გამომეღვიძა, მძინარე გაგას გადავხედე ისთი შეგრძნება მქონდა თიტქოს გვერდით სხვა მამაცი მექვა და ქმარს ვღალატობდი... ნახევრად შიშველ ტანზე რამოდენიმე ნატყვიარი ემჩნეოდა... ათრთოლებულა დავუსვი ხელი და მივხვდი რომ კიდევ ერთი ტკივილი ქობდა გადატანილი ჩემს გარეშე... შრამი მკლავზე და ყელის მიდამოში... აცრემლებული შევეხე ჭროლას, რომელიც თითქოსდა ახალი შეხორცებული იყო... პატარა ბავშვივით უშფოთველად ეძინა. გაღიმებული დავიხარე მისკენ და შუბლიდან თმები გვერძე გადავუწიე.. ჩემმა შეკებამ ერთიანად შეაკრთო და სწრაფად წამოჯდა საწოლში..
– მაპატიე, შენი შეშინება არ მინდოდა...
– არუშავს, უბრალოდ გადავეჩვიე ნორმალურად ცხოვრებას– ისეთი ხმით მითხრა გული საშინლად მეტკინა..
– ეს ჭრილობები როდის გაგიჩნდა? ციხეში თუ მერე...?
– მერე.. ციხის მერე. როცა თქვენს დაცვას ვცდილობდი..ამაზე მერე ვილაპარაკოთ როგორც ჩანს მარიამი მოდის.... – წინადადება ვერც კი დაამთავრა გაგამ რომ მარამი ტირილით შემოვარდა..
– მამა წავიდა....– მერე საწოლში მწოლიარე გაგას გაუღიმა და ჩვენს შორის ჩახტა... მამიკო, მთელ სახლში გეძებე.. აქ გეძინა?
– მარიამ!– დატევით ვუთხარი და თვალები დავუბრიალე...
– კარგით რა, მე ხომ პატარა აღარ ვარ, ვიცი ეს ყველაფერი..
– მარიამ–თქო...
– კარგი, ჩუმად ვარ.. სკოლაში ვინ წამიყვანს?– დიმა ბიძიას სძინავს ჯერ...
– წადი გიო და ნიკუშაც გაღვიძე და წვიდეთ .. მანამდე მეც ავდგები...
– მეც წამოვალ, მინდა ვნახო სად სწავლობს ჩემი შვილი – აუღელვებლად მითხრა და სავარძელზე გადაფენილ შარვალს დაავლო ხელი..
**
კაბინეტში ნერვიულად ვცემდ ბოლთას და არ მასვენბდა იმაზე ფიქრი თუ საიდან ქონდა გაგას ამდენი ჭრილობა სხეულზე... მისი სიტყვები, თქვენ გიცავდითო, ყურებში მიგიგუნებდა და თავიდან არ ამომდიოდა.. ნუთუ ეს ყველაფერი ჩემს გამო დაემართა, ახალი ტკივილი უჩემოდ გადაიტანა. მარტო ებრძოდა სიკვდილს..
კარზე კაკუნმა გამომაფხიზლა. ოთახში გაგა და დიმა სიმაღლის მიხედვით შემოლაგდნენ და ორივე მშვიდად ჩაეშვა სავარძელში.. გაგას ცივი მზერა ვესროლე და მაგიდის კიდეზე ჩამოვჯექი..
– მისმინე, ის რაც წუხელ ჩვენს შორის იყო, არაფერს ცვლის. ეს უბრალოდ წამიერი სისუსტე იყო..
– იქნება ამაზე მარტოებს გველაპარაკა?
– მე დიმასი არ მცხვენია... და იცი რატომ? როგორც ძმა ისე მედგა გვერდით ამდენი ხანი და დასამალი არაფერი მაქვს...
– ქეთო. მე გავალ. ისაუბრეთ და მერე შემოვალ..– ირონიით აღსავსე მზერა მესროლა დიმამ და ლოყაზე მაკოცა...
– ესეიგი შენ და დიმა კარგად უგებთ ერთმანეთს არა?
– რა იყო მაგაზეც ეჭვიანობ?
– და რო გითხრა ვეჭვიანობ–თქო..
– მაშინ გეტყვი რომ ავადმყოფი ხარ... გუშინდელი სექსი არაფერს ცვლის– სწრაფად მივაყარე სათქმელი ერთმანეთს და ფანჯრისაკე შევბრუნდი...
– არაფერს ცვლის? გუშინ მომეჩვენა რომ ჩემი შეჭმა გინდოდა..
– ჯერ ეს ერთი, ეს გუშინ იყო.. უბრალოდ ვნებას ვერ მოვერიე მეტი არაფერი...და მეორეც უტაქტო იყავი და დარჩი კიდეც...
– მისმინე, ის რაც წუხელ მოხდა ჩემში დიდი ემოცია დატოვა, შენს დათმბას არ ვაპირებ.. მიყვარხარ და მინდა ყოველ ღამე ასე მეძინოს შენთან ერთად..ქეთო, ეს განა ასეთი რთულია?
– ასეთი რთულია? საშინელებაა ეს გაგა. ამდენ წლიანი ტყუილის ასე პატიება გაუსაძლისია... დამიჯერე, ძალიან მწარეა, ამდენი წელიწადი ადამიანის სიკვდილს ტიროდე და მოულოდნელად გაიგო რომ ცოცხალია... ამას ერ ახსნის ის რომ მიცვდი.. მერჩივნა შენთან ერთად მომვკვდარიყავი , ოღონდ მცოდნოდა რომ ცოცხალი ხარ...
– არააა გოგო არააა– გაბრაზებულმა მიყვირა და საფერფლე კედელს მიახალა.. მე ის ვიყავი ციხეში . ვერ დაგიცავდი არ გესმის? ტვინი ხო გაქ ამ პატარა თავში ჰა?– კბილებში გამოსცრა და თავზე მომიკაკუნა... ყოველ დღე იმ იმედით ვიღვიძებდი რომ დიმას ხმა გამეგო და ეთქვა რომ ცოცხალი იყავი.... თემო ცხიდან მალევე გამოვიდა. იქ მომაკითხა– დამემუქრა რომ სამაგიეროს გადამიხდიდა იმ ტკივილისათვის რომ მამამისი მოვკალი... ყოველ დღე მოდიოდა ვიღაცა და მიხსნიდა როგორ მოგიღებდნენ ბოლოს შენ და მარიამს.. რა უნდა მექნა მითხარი? იმის უფლებაც კი არ მქონდა რომ მისთვის ცხვირ–პირი დამენგრია... გული მეგლიჯებოდა იმაზე დარდით როგორ იყავით, რას აკეთებდით.. შენ არ იცი მასეთი ხალხი წამსვლელი რაზეა.. ჩემზე შურის საძიებლად ყველაფერს იკადრებდნენ ქეთო...ყოველ დრე მეშინოდა რომ მოგკლავდნენ.მერე მოვიფიქრე რომ ასე აჯოებდა. თუკი ჩემი სკვდილის სცენას გავითამაშებდი ასე უფრო იოლად შემეძლებოდა მათ კვალზე გასვლა.. ამ ყველაფერში დიმა და ლუკა მხმარებოდნენ...
– თავი მძაფრ სიუჟეტიან კინოში მგონია გეფიცები, ციხე, სიკვდილი, გაცოცხლება, მოკლედ რა, ცხოვრება კი არა ზღაპარია...ეს ჭრილობები საიდან გაქვს?.წეღან მითხარი როცა შენს დაცვას ვცდილობდიო. რა მოხდა მომიყევი, ერთხელ მაინც გამარკვიე ყველაფერში წესიერად..
– ქეთო. რატომ გინდა ეს ყველაფერი იცოდე.. ამიხსენი რატომ? რას შეცვლის?
– შეცვლის... მინდა ვიცოდეეე...
– ციხიდან რომ გამოვედი მაშინ მარიამი ცამეტი წლის იყო.. ერთ დღეს უცნობის წერილი მომივიდა მარიმის სურათით, მეუბნებოდა როგორ გამამწარებდა შვილის ტკივილით... იმ ფოტოზე შენ და მარიამი ლონდონში იყავით. ეტყობა ჯერ კიდევ გითვალთვალებდათ ვიღაცა.. რამდენჯერ მოვსულვარ შენს სახლტან იმ იმედიტ რომ გამოიხედავდი, იმ იმედით რომ ერთხელ მაინც მოგკრავდი თვალს ქეთო.. შენი სიყვარული მკლავდა... შენი მონატრება შინაგანად მანგრევდა..მაშინვე დიმას დავურეკე და ჩამოსვლა ვთხოვე..
– აახ, ახლა ვხვდები რატომ ჩამოქანდა ის გიჟივით და თბილისში წამათრია.. მომატყუა რომ ფრანგები ჩამოდიოდნენ და შეხვედა გვქონდა, ესეიგი ეგ იყო მიზეზი? სიმართლე გითხრა კი გამიკვირდა თვითონ რომ დარჩა მაგრამ მიტხარი, ეს გამართლებს? გამართლებს რომ ამდენი წელი მიმატოვე? არ არსებობს მიზეი რომელიც გაგამართლებს გაგა.. არ არსებობს გესმის? არ მჯერა რომ ეს ყველაფერი ასე მარტივად შეგიძლია ახსნა.. არ მჯერა...
– გინდა წავიდე?
– ჩემთვის სულ ერთია აქ იქნები თუ დარჩები, უბრალოდ მე ვერ გაპატიებ, ვერ მიგიღებ ისე როგორც ქმარს. შეგიძლია იცხოვრო აქ, იყო შვილის გვერით მაგრამ იცოდე, ამ ყველაფერს ეს ერთი ღაემე ვერ დამავიწყებს..
– და ბევრი რო გაჩუქო?
– არ მეცინება ადამიანო არაა... ავადმყოფი ხარ? მე შენ ამდენ წლიან ტკივილზე გელაპარაკები და შენ რას ამბობ.. გგონია კაცის უნახავი ვარ?
– ეს არც მიკადრებია, თუმცა ასე გამოგივიდა... ეს რასაც მიხსნი ყველაფერი გასაგებია, მიცავდი, არ მწერდი მაგრამ ხომ შეგეძლო ტყუილის მერე მოგეწერა და გეთქვა რომ არგად იყავი..
– არ შემეძლო არააა– რატომ მიშლი ნერვებს უარესად? რო შემძლებოდა არ მოგწერდი? მე რა ბედნიერი ვიყავი?
– იქნებ იყავი კიდეც..
– ნუ მიშლი ნერვებს გოგო.. თავს ვეღარ მოვთოკავ და მოგკლავ....იცოდე. ამდენი წელი მხოლოდ იმაზე ვფიქროდი რომ ერთ დღეს გულში ჩაგიკრადი და ვიტყოდი რომ მხოლოდ ჩემი ხარ...
– სულ ტყუილად, წუხელ ჩამკკარი გულში, ეგეც ზედმეტი იყო– ჯინაზე მივახალე და ოთახიდან გავედი...
**
გაბრაზებული შევედი დიმასთან და ჩანთა მაგიდაზე დავუხეთქე..
– ამიხსენი რა უნდა შენს ძმაკაცს, ახლა რადგან მკვდრეთით აღსდგა , რადგან ეს ღამე ჩემს საწოლში გაატარა გონია რომ ყველაფრის უფლება აქვს?
– რაზე ლაპარაკობ ქეთო?– გაოცებულმა ამომხედა და ფეხზე წამოდგა...
– როცა გაგიცანიტ შენ და გაგა ისე გავდით ერთმანეთს ხასიათით, მერე ყველა ტკივლის დროს გვერდით მედექი, შენ გადამატანინე და ახლა გიყურებ დიმა, გიყურებ და ვხვდები რომ საერთოდ არ გიცნობდი, შენც ზუსტად ისეთივე ხარ როგორიც გაგაა, პირველი შთაბეჭდილება მუდამ მართაია არა? გგნია მასზე ნაკლებად ხარ დამნაშავე? არ ვიცი ვინ ხარ, მიყურებდი როგორ ვიყავი, და არაფერი ტქვი, ჩუმად გეთქვა რომ ცოცალი იყო, გეგონა გავამხელდი? ასე ნუ მიყურებ ნუ!– საუბარი ისტერიკაში გადამივიდა საუბარი და გამწარებულმა ვუყვირე... ყოველ დღე ვკვდებოდი, შენ არ იყავი რომ საავადმყოფოში წამიყვანე? შენ არ იყავი რომ მემუქრებოდი საგიჟეტში გამოგკეტავო??გული არ გაგაჩნია? ამ ყველფერს ასე მარტივად იტანდი??
– დამნაშავე ვარ– თავდახრილმა მითხრა და მზერა ამარიდა..
– მე ვტხოვე...– საუბარში შამანაური ჩაერთო და თავისკენ შემატრიალა..
– მერე ვინ მოგცა უფლება სხვისი ბედით ასე ითამაშო?? მიპასუხე.. ღმერთი ხარ? თუ კანონებს შენ აწესებ? ვინ ხარ საერთოდ. არ ვიცი ვინ ხართ ასეტები.. გიყურებთ და მძულხართ. იმ ყველა ტკივილის გამო... იმ ყველა დაკარგული ცრემლის იმ ყველა თავის მოკვლის მცდელობის გამო... უგულო ცხოველები ხართ....
– მიყვარხარ– იხტიბარი არ გაიტეხა ისე მითხრა გაამ და ტავისკენ მიმიზიდა...
– ესეთი სიყვარულის დედაც ვატირე. მიმიფურთხებია ამ სიყვარულისათის.. რომელსაც მარტო ტკივილი მოაქვს.. ერთადერთი რაც არ სიყვარულმა დამიტოვა ეს მარიამია, და მერჩივნა მკვდარი ყოფილიყავი ვიდრე ასე გამომცხადებოდი...
– გერჩივნა?
– მერჩივნა, ხო მერჩივნა– გამწარებულმა ვუყვირე. ჩანთას ხელი დავავლე და მხარი გავკარი. კიბეებზე სირბილით ჩავედი და მანქანა გიჟივით მოვწყვიტე ადგილს...
**
სახლში ისე შევვარდი მისაღებში მჯდარი დედაჩემისათის ყურადღება არ მიმიქცევია... კარადიდან პატარა ჩემოდანი გადმოვიღე და ტანსაცმელი ჩავყარე. მერე მარიამს დავურეკე. და გავაფრთხილე. რამდენმე დღე მამასთან დარჩენილიყო, რა თქმა უნდა სიხარულით დამტანხმდა, ისე რომ არც უკიტხავს სად მივდიოდი... გაშლილ თმებზე შავი ქუდი ჩამოვიფხატე და კიბებზე დავეშვი... კართან დამიჭირა დედაჩემმა ჩემოდნის ხელიდან წართმევას შეეცადა მაგრამ გავუძალიანდი და გაბრაზებულმა ავხედე..
– ქეთო სად მიდიხარ? რა ხდება?
– მივდივარ, თხუთ მეტ წლიწადში მოვალ უკან, როცა ჩემი შვილი უკვე ოცდაათის იქნება . ბოდიშს მოვიხვდი, და ტავს გავიმართებ...
– ცუდად იქცევი, გაგა ასე იმიტომ მოიქცა რომ...
– რატომ?? რატომ??– სასოწარკვეთილმა ვიყვირე და ხმაურით დავახეთქე ჩემოდანი იატკზე.. ერთხელ მაინც გამამართლე დედა, მითხარი რომ სწორად ვიქცევი, მიუხედავად ამდენი ტკივილისა მაინც მას ამართლებთ, მას უჭერთ მხარს.. მე როგო მტკიოდა არ იცი? მე რა გადავიტანე ეს არ განაღვლებთ? გგონი მოვიდა და ბედიერება მომიტანა?? არაა!– გასაგებია? არა..! მარტო ყოფნა მინდა რამოდენიმე დღე, მარიამს მიხედე... არ დამირეკო და არ მეძებოთ...
– ქეთევევან..
– რა , ქეტევან რა? ტკივილის უფლებაც არ მაქვს? ვტიროდი ნუ ტირიო... მტკიოდა ნუ გტკივაო... ახლა დასვენება მინდა და არ დაისვენოო, მინდა ვთქვა რომ არაკაცია და პირში ბურთს მჩრდი. საკმარისია....
ჩემოდანს ხელს დავტაცე საბარგულში ჩავაგდე და მანქანა გადავქოქე... მთელი გზა ვფიქრობდი რას მაგონებდა ჩემი ცხოვრება.. ერთ დიდ არეულობას? არა უფრო დიდ და გამოუვალ ბაზარს გავდა, სადაც ყველაფერს ფასეულსაც დაბალი ფასი ქონა, ან უბრალოდ იყიდებოდა უფასოდ, ჩემი გრძნობებიც ასე იყო.. არავის არაფერს ვტხოვდი, სამაგიეროს ყველა მე მთხოვდა ყველაფერს, ვგრძნობდი რომ თანდათან ბრძოლის უნარს ვკარგავდი.. ამდენმა წელიწადმა ჩემშიც შეცვალა ყველაფერი, იმხელა დაღი დამასვა რომ ვერასოდეს მოვშუშებდი....
მანქანა ბაზალეთის სასტუმროსთან გავაჩერე და შიგნით შევედი, ეს ის ადგილი იყო სადაც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებდი მაშინ როდესაც მტკიოდა... აქ ისეთი სიმშვიდე სუფევდა გული მიჩქარდებოდა უფრო და უფრო მეძალებოდა ტირილი..
ისევ ნაცნობი გარემო, ისევ ნაცნობი ხალხი და მე.. ყველა ღიმილით მხვდებოდა, ცოტა ხომ არ იყო ამდენი წლის განმავლობაში ყოველ შაბათ–კვირას დავდიო აქ... ფანჯრები გავაღ და მოლიცლიცე ტბას გადავხედე. აი ზუსტად ასე ლიცლიცებდა ახლა ჩემი გულიც. მობილურის წრიპი არაფრად ჩავთვალე. ხმა გავუთიშე და ბალიშის ქვეშ ამოვდე, ვიცოდი ან დედაჩემი იყო ან გაგა.. ახლა არავის დანახვა არ მინდოდა, უნდა მეფიქრა რა და როგორ გამეკეთებინა, ახლა ისე ძალიან მტკიოდა სული რომ ვერაფერი მომარჩენდა.. როგორ მინდოდა ყველაფერი უკან დაბრუნებულიყო და არჩწვანის საშუალება მოეცა გაგას ჩემთვის.. თუმცა ვიცოდი რომ მაინც იგივეს გაკეთებდა.
**
ჩართულ ტელევიზორთან გვერდიგვერდ იჯდა მარიამი და გაგა ორივე საოცრად უინტერესო მულტფილმს მიშტერებოდა... მოულოდნელად წამოხდა გაგა და მარიამის წინ მუხლებზე დადგა.
– მარია , მამიკო, სად დადიოდა ხოლმე დედა როცა ცუდად იყო?
– არ ვიცი მამა..
– დაფიქდი გევედრები, დაძაბე გონება და გაიხსენებ..
– ვიცი...– გახარებულმა შემოკრა ტაში მარიამმა და მამას ლოყაზე აკოცა. დედა ბაზალეთზე იქნება. ის დავდიოდით ხოლმე ძალიან ხშირად...
უკვე ვიწექი და დაძინებას ვაპირედი რომ კარზე კაკუნმა შემაშინა.. შეშფოტებულმა ვიკითხე ვინ იყო და მარიამის ხმამ ლამის გული შუაზე გამიპო.. ჩემს წინ იდგა ორი აბსოლუტურად ერთნაირი ადამიანი და ორივე მიღიმოდა..
– აქ რას აკეთებ? და საერთოდ რა იცოდი აქ რომ ვიყავი– გაბრაზებულმა ვუტხარი გაგას და ზურგი ვაქცე..
– მარიამმა ჩაგიშვა.. მიხვდა რომ აქ იქნებოდი შენთან ლაპარაკი მინდა ქეთო.. მოდი დაბლა ჩავიდეთ , ეზოში, მარიამი აქ დავტოვოთ და ვილაპარაკოთ...
– ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს...
– გვაქვს. მე მაქვს, შენ მომისმინე, მე ვილაპარაკებ.. გთხოვ..
– კარგი. ჩადი და ჩამოვალ– ჩუმად ვუთხარი და ვანისაკენ ავირე გეზი...(27)
**

ნაწილი ოცდამერვე
ტბის პირას მიწაზე იჯდა და მელოდა ნელა მივუახლოვდი და გვერდით მივუჯექი. სევდიანი თვალებით შემომხედა, ვეცადე ჩემს მზერაში სიყვარულის გარდა ყველაფერი დაენახა... ოდნავ ტუჩის კუთხეში გამიღიმა და ჩემი ხელები თავის გავარვარებულ ხელბში მოიქცი..
– შენ რომ რაიმე დაგმართვნოდა მოვკვდებოდი, ყველაფერი მხოლოდ შენს გამო გავაკეთე. ვიცი გამართლება არ მაქვს, მაგრამ მეგონა რომ თუკი შენს გვერდით არ ვიქნებოდი ვერ დაგიცავდი.. როგორც იტყვიან ახლა პერიმეტრზე სიმშვიდეა, არავინგემუქრება, ყველასტან მივაღწიეთ იმ შედეგს რაც გვინდოდა ქეთო.. როცა შენტან დაბრუნება გადავწყვიტე ვიცოდი რომ ყველაფერი არც ისე ადვილი იქნებოდა. ვიცოდი რომ ეს უფრო დიდ ტკივილს მოგიტანდა ვიდრე ჩემი სიკვდილის გათამაშება, მაგრამ დამიჯერე მართლა არ შემეძო სხვანაირად. შენ არ იცი ასეთ ხალხი როგორიც თემოა და მისნაირები რაზე არიან წამსვლელები. დაგავიწყდა იმდენ ხალხი რომ მესროლა? ჩემზე შურის საძიბელად ყველაფერს გააკეთებდა.. როცა მიხვდა რომ მე ცოცხლებში აღარ ვიყავი შეგეშვა. ასე უთქვამს, მაგას თავისი ტკივილიც ეყოფაო..
– მისმინე, დავიღალე რაც დაბრუნდი სულ თავს იმართლებ, მართლა დავიღალე გაგა. სიმშვიდე მინდა, ყურადღება სითბო.. დავიღაე გესმის? ეს თხუთმეტი წელიწადი ისეთი ძლიერი ვიყავი რომ ახლა ძალა აღარ დამრცა პატიების, ამ ტკივილის გადატანის...
– კარგი, ასე იყოს.. არი არ აქვს ამ საუბარს და ტავის მართლებას, მართალი ხარ.. ჯობია წავიდე...
– მარიამიც გაიყოლე.. შენთან თუ იქნება მშვიდად ვიქნები..
– არა. მე უკან ვბრუნდები ქეთო. ლონდონში მივდივარ.. ბილეთი უკვე ავიღე.. მაინც მინდოდა დაგლაპარაკებოდი , მინდოდა გცოდნოდა ჩემი აზრი, და თუ შენ თვლი რომ არაფერი შეიცვლება მაშინ ჯობია დავბრუნდე.. არ მინდა აქ მიყურებდე და გული გტკიოდეს, დამიჯერე ჩემთვისაც ძალიან რთულია შენს გვერდით ასე ყოფნა, ასე მგონია ის დღეები მეორდება როცა არ გაღიარებდი...
– ანუ უკან ბრუნდები?– ლონდონში მიდიხარ? გაგა მარიამზე არ ფიქრობ?
– მარიამს როცა მოუნდება ჩავიყვან, ან შენ ჩამოიყვან, შენ მითხარი რომ ჩემს გვერდით ცხოვრება არ გინდა, მე ეს გავიგე, მაგრამ გთხოვ შენც გამიგე რომ ასე მეგობარივით ვერ ვიცხოვრებ გვერდით ოთახში, არ შემიძლია ქეთო,, მიყვარხარ და მართლა არ შემიძლია....
– კარგი. ასე იყოს, მარიამს მე დაველაპარაკები.. ისე ძლიერად შეგიყვარე რომ ახლა პატიებაც კი მიჭირს გაგა.. მიჭირს და ძალა არ მყოფნის.. წადი ასე ჯობია, მეც დრო მექნება შენც მშვიდად იქნები...
– მშვიდად რამდენად ვიქნები არ ვიცი, უშენოდ, როცა ვაანალიზებ რომ უკვე ციხის გისოსებს გამოცდი და ისევ უშენოდ ვარ, თავი ისე ციხეში მგონია ქეთო...

თვალები ცრემლით ამევსო და მზერა ავარიდე. საშინლად მტკიოდა ყველაფერი, გული კი არა ცხოვრება და ის განვილი წლები მტკიოდა რაც მის გარეშე გავატარე, ის ყველაცრემლი და დარდი მაწუხებდა რაც მას დავადევნე.. ის დღეები მკლავდა სიკვდილს რომ ვცდილობდი და მერე გონებაზე ისევ მარიამის პახების დარტყმას მოვყავდი... თავისით გადმომცვივდა ცრემლები და სკულუნი დავიწე. მაგრად შემომხვია ხელი და გულზ მიმიკრა..
– შენი ბედნიერების გამო, მხოლოდ იმიტომ რომ შენ მშვიდად იყო, არსად გაიქცე, შვილი არ მიატვო მე წავალ. წავალ და ახლა მე დაგელოდები თხუთმეტი წელიწადი და იქებ მერე მაპატიო და შემირიგდე.. შენი ცხოვრების საუკეთესო წლები ტკივილში გაგატარებინე და ვნანობ.. ახლა უკან რომ დავბრუნდე არც იმ კაცს მოვკლავდი,, პოლიციას მივანდობდი მის სიცოცხლეს მაგრამ მაშნ ას ცავთვალე საჭიროდ სისხლი მიდუღდა და ასე მოვიქეცი...
– მაგრამ მე შენ არასოდეს დამიდანაშაულებიხრ იმის გამო რომ შური იძიე,მე სენა ტყუილმა დამცა მიწაზე გაგა... მუყვარხარ ამას როგორ ვუარყობ, რომც მინდოდეს გული არ მომცემს ამის უფლებას მაგრამ არ შემიძლია შენს გვერდით წოლა... აცრემლებული თვალებიდან წამოსული ცრემლები ცერა თითებით მოვწმინდე და დაუფიქრებლად ვაკოცე გაბერილ ქვედა ტუჩზე. ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მამაკაცი იყავი და ასეც იქნება, მაგრამ მაპატიე...
სწრაფად წამოვხტი მიწიდან, პირზე ხელი ავიფარე და სასტუმროში ტირლიტ შევვარდი.. მარიამს ტანსაცმლიანს ეძინა ჩემს საწოლზე, ჩემმა შესვლამ შეაშინა და მაშნვე გამოიღვიძა.
– დედიკო, დეე ნუ ტრიხარ რა.. აღარ მინდა იტირო.. მინდა ბედნიერი იყო, გთხოვ, რაც ჩემი დედიკო ხარ იმის მერე ტირიხარ, არ მახსოვს რამეზე გაგეცინოს დედა.. გეხვეწები აპატიე მამას..
– შენ პატარა ხარ, ყველაფერს ვერ იგებ მარიამ..
– ვიგებ დე , პატრ აღარ ვარ, უკვე დიდი გოგო ვარ, ვიცი რომ გიყვარს მამა. მასაც უყვარხარ და მაინც არ ხართ ერთად.. მომეცი უფლება მეც ვიყო ბედნიერი მეც მყავდეთ გვერდით ორივე.. წესიერი ოჯახი გვქონდეს სადაც არ იქნება სულ ტირილი... დე.. ამდენი წელი ტიროდი რომ მამა მკვდარი გეგონა, ახლა ხომ ცოცხალია, ახლა ხო შეიცვალა ყველაფერი დე... გეხვეწები აპატიე...
– ვერა მარიამ.. მამაშენი წავიდა..ლონდონში ბრუნდება დღეს საგათენებოდ.. ზაფხულის არდადეგებზე გაგიშვებ და სამი თვე იქნები მასთან, ისიც ჩამოვა ხოლმე. როცა მოგესურვება მაშნ ნახავ მამას..
– შენი ბრალია, რომ მამამ მიმტოვა, გესმის? შენს გამო მიდის, მამიკო.. იმიტომ რომ გაბოროტდი... როცა გკითხე ცოცხალი რომ იყოს რას იზავდი თქო გახსოვს რა მითხარი? ნეტა იყოსო.. აჰაა ცოცხალია, მოვიდა.. და რა გააკეთე? დავიჯერო ასე მარტივად კრავენ ხელს საყვარელ ადამიანს? მაშნ მე მინდა რომ არასოდეს არავინ შემიყვარდეს დედა.... არავინ გესმის? მამას უყვარხარ.. შენც გიყვარს. ახლა ხო შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ...
– არ შეგვიძლია არაა... ძალა არ მაქ მარიმ,, გეუბნები პატარა ხარ და ყველაფერი არ გესმის–თქო..
– კი შეიძლება პატარა ვარ, თუმცა ერთი რარაც იმაზე კარგად გავიგე ვიდრე შენ დედა... ეს თხუთმეტი წელიწადი მამამ ჩვენს დაცვას შეალია, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ ცოცხლები ვყოლიფიყავით თავისი თავი გაიმეტა და იმ გისოსებში გამოკეტა.. ჩვენ ჰაერზე დავდიოდით მე და შენ ორნი ვიყავი,, მამა? მამა სულ მარტო იყო,,, თვეში ერთხელ ხედავდა დიმა ბიძიას და ჩვენი სურატებით ცოცხლობდა. ხო დააშავა რომ დაგვემალა, დააშავა რომ ამდენი გვატრია მაგრამ ესეც ხო ჩვენს გამო იყო... არ მჯერა რო ასე მარტივად კარი ხელი მამას.. განა შენ არ ცდილობდი მის გულის მოგებას როცა არაფრად გაგდებდა?
– შენ რა იცი? მანდ რა ყველაფერი მოგიყვა??
– მომიყვა დე. მომიყვა რომ მცოდნოდა რა ბევრი რაღაც გამოიარეთ ერთად, როგორ სტკიოდა უშენოდ და როგორ გაწვალებდა. მომიყვა და მიხაროდა რომ ასეთი ძლიერი იყავი მაშინ თვრამეტი წლის, და ახლა ასეთი სუსტი ხარ დედა ოცდათოთხმეტი წლის.. მინდა შეგეძლოს პატიებდა, ჩემს გამო მაინც...
სვიტერი გაიხადა და ტირილით შეწვა ლოგინში. მისმა სიტყვებმა ისე მატკინა გული, მხოლოდ ახლა მივხვდი როგორ სტკიებია მარიამს და არასოეს ამბობდა, როგორ განიცდიდა ჩემს სიტილს, ტკივილს და არ აცენდა, თურმ როგორი დათრგუნული იყო ამ ყველაფრისაგან და მაინც იღიმოდა.. ლექსო ბიძია ამბობდა ხოლმე მამიდას გავს, მარიამიც ასეთი იყო, როცა გულს ვატკენდით მაინც ამაყად იცინოდა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, იქნებ მართალი იყო ჩემი გოგო, იქნებ მართლა უნდა მესავლა პატიება ამ ყველაფრისა, მაგრამ თავს ძალას ვერ ვატანდი... ვერ ვაიძლებდი, ეს უზარმაზარი ტკივილი რომელიც ჩვენს შორის იდგა უფსრულს ქმნიდა და მშინებდა...

**
მეორე დღეს სახლში ისე დავბრუნდით მარიამს ხმა არ გაუცია.. მაშნვე გიორგის და ნიკას ოთახისაკენ აიღო გეზი , არც მე შემიწუხებია ზედმეტი საუბისაგან... სამზარეულოში შევედი და ბელას ჭიქიდან ყავა მოვპარე..
– წავიდა არა?– ტკივილით სავსემ ვკითხე და თვი დავხარე..
– წავიდა.. მითხრა რომ აღარ ჩამოვა.. ვიცი რომ გტკივა, ვერ გაგამტყუნებ ქეთო, მაგრამ ჩემი ძმაც მეცოდება.. არავინ ვიცით რისი გადატანა მოუხდა..
– ვიცი . მაგრამ თავს ვერ ვერევი,, ხედავ? არ მელაპარაკება მარიამი, წუხელ მე დამადანაშაულა, მითხრა არ გინდა ბედნიერი ვიყოო. მამას ჩემს გამო შეურიგდიო.... ქმარი რომელიც ასე გამოგეცხადება . ძალიან რთულია რა ვქნა ვერ ვუხსნი ამას ...
– მეცოდება, მარიამი ყველაზე მეტად მეცოდება... ბიჭებისთვის უთქვამს. მინდა მეც ისეთივე ოჯახი მქონდეს როგორიც თქვენ გაქვთო... უნდა რომ შენ და გაგა ერთად გნახოთ... ძალიან მაწუხებს მისი ქცევა ქეთო.. ფსიქოლოგიურად მას ძალიან უჭირს და ვერ ვეხმარებით...
– მას მარტო გაგ დაეხმარება...მარტო მაშინ იქნება ბედნიერი თუ ერთად გვნახავს..
– აღარ გიყვარს???
– მეხუმრები? იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე მაშინ მიყვარდა ბელა. მაგრამ ძალიან მტკივა.. ამ ტკივილს ვერ ვერევი ვერანაირად, თავს ვერ ვაიძლებ.. იცი , ვიცი რომ ამას არ უნდა ვამბობდე მაგრამ , როცა შემეხო მეგონა ეს ყველაფერი პირველად ხდებოდა.. მეგონა რომ მისი ალერსი მომკლავდა, ისე ძალიან მინდოდა მასთან ყოფნა და მისი სითბო... სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.. ახლა როცა ვიცი რომ აქ აღარაა საოცრად დავცარიელდი....
– წადი და დააბრუნე ქეთო.. მის გარეშე ვერც შენ იცოცხლებ და არც მას შეუძლია შენს გარეშე.. თქვენი ბედი ცაში კი არა ცის და ბედის იქითა დაწერილი...
– იქნებ ასეცაა. იქნებ, ერთ დღეს მოვეევი თავს და წავალ მასთან მაგრამ ჯერ უნდა გადავიტანო, ეს ყველაფერი უნდა გადავლახო... ბელა..
**
ისევ გაზაფხული მიღებდა კარს.. მოყინული ხელების გასათბობად ხელები ცხელ ჩაიას ფინჯანს შემოვხვიე და ეზოში გავედი... უნებურად გამახსენდა ის დღეები როცა გაგა დაჭრილი იყო... მაშინაც გაზახფული იდგა.. ყელში ბურთივით მეჩხირებოდა სევდა.. ჩაი მოვსვი და ამ ერთმა ყლუპმა მთელი გული ჩაიტანა თან.. მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი და ამღვრეული თვალებთ ავიხედე..
– შენთან სალაპარაკოდ მოვედი – დამწუხრებულმა მითხრა მამაჩემა და წინ დამიჯდა, მერე უკვე ასაკში შეპარული ხელი მუხლზე დამადო და გამიღიმა.. ეს ყველაფერი რაც შენ გადაიტანე ჩემი ბრალია. მხოლოდ მე უნდა დამადანაშაულო.. მე გაიძულე ამ უღელ შებმოდი.. მე ვიყავი ამის მოთავე, ახლა როცა ასე ძალიან გტკივა, ახლაც ვერაფერს ვაკეთებ როგორც მაშინ ვერ ვაკეთებდი ვერაფერს.. ახლაც ხელ–ფეხ შეკრული ვარ , როგორც მაშინ ვიყავი.. როგორ მინდა ყველაფერი უკან დავაბრუნო, რც ლონდონიდან წამოგიყვანდი და არც გათხოვებას გაიძულებდი...
– მამა. შენი ბრალი არააა. მე არაფერს ვნანობ, მემარიამი მყავს რომელიც ცხოვრებას მიხანგრძლივებს. და თქვენ მყავხართ. აქ გულის სიღრმეში გაგაც მყავს , ის გაგა რომელიც ყველაზე მეტად შევიყვარე მუდამ ჩემს გვრდითაა.. რაც არ უნდა უკან დავაბრუნოთ წარსული მაინც იგივეს გააკეთებდა გაგა. მაინც იძიებდა შურს და მაინც მოიტყუებდა სიკვდილს.. ასეა მამა, მე მას იმაზე კარგად ვიცნობ ვიდრე საჭიროა..
– მას ძალიან უჭირს . გუშინ მარიამის საუბარი მოვისმინე. რომ არა მარიამის სიტყვები შენთან ლაპარაკს არ დავიწყებდი.. მას ძალიან უჭირს.. ვხედავ შენც როგორ გტკივა, კი შეცდომა დაუშვა, კი ვერ პატიობ მაგრამ უნდა ეცადო.. უჯდა შეძლო ქეთო.. თქვენი კეთილ დღეობისათვის გაგამ ეს მსხვერპლი გაიღო..თქვენს გამო დათმო ცხოვრების ის წლები რომელიც თქვენს გვერდით უნდა გაეტარებინა.. როგორ გგონია არ შეეძლო ყოველ თვე ეტარებინე აქთ–იქით? მაგრამ ის უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე მე ეგონა, მან დათმო თავისი მეობა, რა ვიცით როგორ უჭირდა , რა ვიცით როგორ სტკიოდა?? როცა მარიამი ეუბნებოდა როგორ ენატრებოდა და მასთან ყოფნა უნდოდა გული მეტკინა, ქეთო შენი შვილის და შენი ბედნიერება შენს ხელშია ..
მერე ადგა და უხმოდ დატოვა ეზო.. ახლად აყვავილებულ ხეებს ავხედე,, ტყემალს უკკვე გაეშალა ვარდისფერი ყვავილები და საამო სურნელს აფრქვევდა.. ჩაი ბოლომდე გამოვცალე და ცრმებს არ მივეცი საშუალება ჩემი გული ისე ეტკინათ...

**
კარი ჩემი გასარებით გავაღე და ჩაბნელებულ მისაღებში მწოლიარეს გვერდით მივუჯექი.. რა თქმა უნდა არ მელოდა. ფრთხილად დავუსვი ხელი სახეზე და ლოყაზე ვაკოცე. შეკრთა, შეცბა, ვერ გაეგო ცხადი ვიყავი თუ სიზმარი. უმალ წამოჯდა და თმაზე მომეფერა.. მერე გამიღიმა..თავისკენ მიმიზიდა და გულში მაგრად ჩამიკრა... ირონიით აღსავსე მზერა მომაპყრო და მითხრა
– ომი დამთავრდა? ასე ნუ მიყურებ თორემ შემიყვარდები....
– შენ არ იდარდო ხო იცი მაგიური მზერა და დამცაბი ბიოველი გამაჩნია. მე თუ არ მინდა არაფერი მოხდება...
– რა აბსურდია ქეთო. რა აბსურდია...
– იცი?!– ასე გულწრფელი არასოდეს ვყოფილვარ..საშინლად დავიღალე, ომი საკუთარ თავთან ყველაზე რთული და საზარელი ომია.დამღალა ამ ომმა.სამყაროს ყველა ომმა დამღალა, ასე მგონია ყველა ომის ეპიცენტრი მე ვარ... შენმა თვალებმა ჩემში პოეტი გააღვიძა.. იცი გიყურებ და რისი სურვილი მაქვს? ყველა შერიგებაზე ვწერო ლექსები... და მაინც ასე რატომ მიყურებ თითქოს პირველად მხედავდე..
– გიმახსოვრებ...
– დამიმახსოვრე? ახლა გამიშვებ?
– არასოდეს, არასოდეს გაგიშვებ, ერთხელ თუ მოგხვიე ხელები მერე აღარ გაგიშვებ.. ჰმ. შეგიყვარდი არა? აბა მითხარი ახლა სადა შენი მაგიური მზერა და დამცავი ბიოველი?? ახლა გიყურებ და ვგრძნობ რომ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შემიძლია მოგიახლოვდე.. აი მაგალითად ასე, ღიმილით მითხრა და ტუჩებზე მაკოცა..
– შეიშალე?
– შემიძლია მხრებზე ხელი მოგხვიო...
– არა..
– და აი ასე ჩაგხედო თვალებში...
– სასაცილო ხარ, მერედა რას ხედავ მაგ თვალებში?
– ვხედავ ჩემს შეშილ თავს . ვხედავ შენ როგორ შეიშალე. როგორ გინდა რომ გაკოცო...
– მე..
– ვიცი, მეტყვი რომ აქ ამისათის არ მოსულხარ.. მაგრამ მე ხომ მინდა გაკოცო.. რა იცი იქნებ ერთ დღეს ჩემმა სიცოცხლემ შენი სიკვდილი აისხლიტოს?
– უკვე აისხლიტა გაგა ხო ასეა..
– აქამდე როგორ ვერ შეგამჩნიე რომ ძალიან ლამაზი ხარ.. იმ თავიდანვე გქონდა რაღაც ქარიზმა, რამაც ჩემი გარდატეხა მოახდინა.... ისე მიყურებ მაინც გძულვარ არა?
– არა სიძულვილის კი არა სიყვარულის დროა.. ორივეს მხოლოდ სიყვარლი გვინდა..
– ქეთო.. როცა ახლა აქ ზიხარ ჩემს გვერდით და ჩემს მხარზე გიდევს თავი ასე მგონია რომ ჩვენი ცხოვრება იმო იყო .. და ახლა ამ ომის უკანასკნეი ტყვია უნდა გავისროლოთ რომელიც ყველა ტკივილს დაასამარებს... მინდა რომ ამ ტყვიამ ყველა ომი დაასრლოს..
– ახლა გიყურებ და ამ მზერის გამო შემიძლია მოგკლა...
– სასაცილო ხარ. შენ მეტისმეტად ქალური ხარ, იმის გამო რომ ადამიანი მოკლა..და მაინც რა საოცარი სიცილი გაქვს, ეს ყველაზე მეტად მენატრებოდა იმ გულისამრევ გისოსებს შორის...ახლა სიკვდილზეც კი თანახმა ვარ თუკი შენ იქნები ჩეს გვერდით... თუკი ეს სიცილი ამ ომს დაამთავრებს ჩვენს შორის..
– მაგრამ მე არ მნდა გაგა რომელტანაც არ მექნება ომი.. მე ის გაგა მიყვარს რომელიც აუტანელია, ბუზღუნაა და რომელსაც სიგიჟემდე ვუყვარვარ.. არ იცი ომი, არ ვიცი ტკივილი, არც სევდა, ახლა მხოლოდ სიყვარული მინდა... აი იცი როგორი? მაშნ რომ გვქონდა, ძალიან დიდი ხნის წინათ.. მოდი ის თხუთმეტი წელიწადი ჩვენი ცხოვრებიდა ამოვაგდოთ და იმ დღიდან გავგრძელოთ როცა მე და შენ უკანასკნელად გვეძინა გვერდიგვერდ.. იმ დღიდან გავაგრძელოთ ჩვენი სიყვარული... ერთხელ მაინც ვაჯობოთ ბედს. ერთხელ სანამ ისმოგვერევა ჩვენ მოვერიოთ გაგა. გთხოვ აღარსად გამიშვა, მაკოცე, მომეხვიე და მითხარი რომ გიყვარვარ..
– ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ.. მისი ცხელი სუნთქვა მთელს სახეზე მედებოდა და ვნების ქარ–ცეცხლში მაგდებდა.. სულს მიხუთავდა და გულს მიფორიაქებდა..
**
ადამიანსი ბედი რომ ზეცაში წყდება, ეს ისედაც კარგად ნაცნობი ამბავი და ამაში გასაოცარი არც არაფერია.. უბარლოდ ხნდახან მეტი დაფიქრება გვმართებს– თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ როცა ჩვები ბედნის გზა–ჯვარედინზე აღმოვჩნდებით სწორი არცევანი გავაკეთოთ, მერე წლების მერე უკან მოხედვისას ისეთი ტკივილი არ დავინახოთ რომელიც საშუალებას მოგვცემს რომ ცხოვებაისევ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ...
ხანდახან საჭიროა სანამ დაგვაჩოქებს ჩვენ დავაჩოქოთ ბედი, ვაიძულოთ რომ ჩვენი სურვილისამებრ მართოს ის ყველა ქმედება რომელიც ჩვენ გივინდა... რთულია მაგრამ თუნდაც ერთხე მაინც უნდა შევუბრუნოთ ხელი, ზურგი ვაქციოთ და გავექცეთ ...
მხოლოდ ერთი დიდი მიზეზის გამო შევძელი რომ ერთ ლოყაში გარტყმული ბედის სიმწარისათის მეორე ლოყაც არ მიმეშვირა, და ეს დიდი მიზეზი სიყვარული იყო... დიდი ხანი მაჩოქებდა და ბოლოს მე ვძლიე.. საბოლოოდ გავანადგურე მიდი სიძლიერე, კუთხეში მივიმწყვდიე და მიწასთან გავასწორე.. არა ხომ ვამბობდი ჩვენი სიყვარული ბედში კი არა ბედს იქით არის თქო, ხოდა ასეთ იყო...ახლა ბედი ვეღარ მერევა როცა მე ასეთი ძლიერი ის კი ასეთი სუსტია, როცა მე გვერდით დიდი გრძნობა მაქვს და მას აღარაფერი დაჩოქების გარდა...
„მე შენ მიყვარხარ,არა იმიტომ ვინც ხარ შენ,არამედ იმიტომ რომ ვინ ვარ მე როცა შენს გვერდით ვარ.“ –გაბრიელ გარსია მარკესი..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Es istoria ido ukve wakitxulic maqvs .... axali istoriit rodis dagvibrundebii tuka?

 



№2  offline ადმინი თუკა

uchveulo
Es istoria ido ukve wakitxulic maqvs .... axali istoriit rodis dagvibrundebii tuka?

ახალს ვწერ და მალე დავბრინდები. მკითხველებმა მომწერეს და ამიტომ დავდე თავიდან
--------------------
4love.ge

 



№3 სტუმარი Ucnobi

თუკა
uchveulo
Es istoria ido ukve wakitxulic maqvs .... axali istoriit rodis dagvibrundebii tuka?

ახალს ვწერ და მალე დავბრინდები. მკითხველებმა მომწერეს და ამიტომ დავდე თავიდან

აუ თუკა თამაშის ორივე მხარეს დადე

 



№4  offline ადმინი თუკა

Ucnobi
თუკა
uchveulo
Es istoria ido ukve wakitxulic maqvs .... axali istoriit rodis dagvibrundebii tuka?

ახალს ვწერ და მალე დავბრინდები. მკითხველებმა მომწერეს და ამიტომ დავდე თავიდან

აუ თუკა თამაშის ორივე მხარეს დადე

დავდებ ხვალ აუცილებლად..
heart_eyes
--------------------
4love.ge

 



№5 სტუმარი სტუმარი Pawu

Es ra iyoooooo.gadavirie raa , imdeni vitire ro ar vici.umagresia

 



№6 მოდერი zia-maria

დიდი ხნის ინ წაკითხული ისტორია,რა სასიამოვნოდ წავიკითხე და ამ კითხვაში ისე გავიდა დრო,თავზეც დამათენდება სადაცაა.საოცრება ხარ თუკა.

 



№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან მომეწონა

 



№8 სტუმარი სტუმარი Mmmm

Yoveltvis gansakutrebulad miyvarda es istoria ❤️❤️❤️

 



№9 სტუმარი Teo.

Isev igive gancda da igive emociebi dameufla,ukve dazepirebuli istoria isev tavidan wavikitxe.axal istorias velodebi tan dzalian.imedimaqvs male gagvaxareb.

 



№10 სტუმარი Tako

Pirvelad wavikitxe es istoria saocrebaa pirdapir,bevri vitire magaram amad girda

 



№11  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Es gebii amm istoriit visiamovnee.. dzalian dzalian momeconaaa sheudarebeli iyooo namdvilad rogorc shen shegeferebaa velodebi axal iatoriasss didi motminebitt asevee aset kags da sheudarebelss

 



№12  offline აქტიური მკითხველი terooo

მე ამ ნაწერში გული და სული ერთად დავტოვე

 



№13  offline ადმინი თუკა

დიდი მადლობაა ყვას, მართლა არ ველოდო ამდენი ხნის მერე კიდევ თუ გახსოვდათ ეს ისტორია და ასე მოგეწონებოდათ კიდევ.
--------------------
4love.ge

 



№14 სტუმარი სტუმარი bela

saocari istoria iyo zalian isiamovne

 



№15  offline ადმინი თუკა

სტუმარი bela
saocari istoria iyo zalian isiamovne

უღრმესი მადლობააა. გაიხარეე
--------------------
4love.ge

 



№16 სტუმარი სტუმარი Sofi

სიყვარულის ისტორიებს ვკითხულობ....ერთმანეთზე ძლიერად შეყვარებული ორი პერსონის....დაწყება კარგი სცენარია ....ქეთის მხრიდან უკვე ფარულად გათხოვების ხელმოწერის ჩათვლით...ბოლოც ლოგიკურად კარგი იყო....მაგრამ მონატრებაზე გულის წასვლა ...ნერვიულობებზე გონის დაკარგვა და საავადმყოფოს კაშკაშა შუქი....ზოგჯერ ტრაგიზმი გადამეტებულად....ლაღი ისტორიას კარგი.დეპრესია და სტრესი თუ დაგვმართა რათ მინდა

სტუმარი Sofi
სიყვარულის ისტორიებს ვკითხულობ....ერთმანეთზე ძლიერად შეყვარებული ორი პერსონის....დაწყება კარგი სცენარია ....ქეთის მხრიდან უკვე ფარულად გათხოვების ხელმოწერის ჩათვლით...ბოლოც ლოგიკურად კარგი იყო....მაგრამ მონატრებაზე გულის წასვლა ...ნერვიულობებზე გონის დაკარგვა და საავადმყოფოს კაშკაშა შუქი....ზოგჯერ ტრაგიზმი გადამეტებულად....ლაღი ისტორიის წაკითხვაა კარგი.დეპრესია და სტრესი თუ დაგვმართა რათ მინდა

 



№17 სტუმარი სტუმარი მაკა

მშვენიერიააგრამ მომეჩვენა რომ გაწელილია და ზეეტი ემოციებია...ზოგიერთ ადგილი მღთლა ზედმეტია...ისე ერთიანობაში კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent