შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოგი ჭირი მარგებელია (სრულად)


2-11-2017, 23:21
ავტორი ლიდია
ნანახია 3 451

ზოგი ჭირი მარგებელია (სრულად)

ვაჩე დადვანი.
ასაკი: 27 წელი.
სიმაღლე: 1.78
გარეგობა: ყინულივით ცივი, ცისფერი თვალები. მუქი ქერა თმა და ოდნავ კეხიანი ცხვირი. სავსე ცივი ტუჩები.
ხასიათი: მკაცრი, არაფერს დაგითმობთ და სიტყვას არ შეგარჩენთ. ბრაზიანი, მაგრამ ძალიან თბილი.
პროფესია: ოჯახური ბიზნესი.
საცხოვრებელი ადგილი: თბილისი.

***

ვიკა აბრამია
ასაკი: 26 წელი.
სიმაღლე: 1,70
გარეგნობა: თბილი, მზიფერი თვალები. ღია ქერა თმა და სწორი ცხვირი. სავსე ვარდისფერი, თბილი ტუჩები.
ხასიათი: კეთილი, ლაღი, მხიარული. მაინც დაჰკრავს მეგრული აფეთქებები, თუ გაბრაზდა მტრისას. არ იმჩნევს, მაგრამ ძალიან ემოციურია.
პროფესია: ოჯახური ბიზნესი.
საცხოვრებელი ადგილი: თბილისი.

***

ვაჩე და ვიკა.
ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან.
ვაჩე სვანი, ვიკა მეგრელი.
ორივე ოჯახურ ბიზნესში არიან ჩაფლულები.
მოხდა ისე, რომ ვიკას მამის კომპანიამ გაკოტრება დაიწყო. ვაჩეს მამამ მას გარიგება შესთავაზა.
გარიგება ასეთი იყო: ორი კომპანია გაერთიანდებოდა და მამები კომპანიას შვილებს, ვიკას და ვაჩეს დაუტოვებდნენ.
ახლა კი მამებს ყველაზე რთული ელოდათ. შვილებისთვის უნდა აეხსნათ, რომ კომპანია მარტო კი არა, არამედ პარტნიორთან ერთად უნდა ემართათ.

*ვიკასთან სახლში*
-გაიღვიძა მამას გოგომ? - შვილი გადაკოცნა ბატონმა არჩილმა.
-კი მამ.
-დაჯექი. რაღაც მინდა გითხრა.
-გისმენ. - ყავა მოსვა გოგონამ, ფეხი ფეხზე გადაიდო და ყური დაუგდო მამას.
-შვილო, ჩვენი კომპანია კოტრდება. მარტო ვერაფერს ვიზავთ. ასე რომ, გარიგება დავდეთ მეორე კომპანიასთან. ორივე კომპანია გაერთიანდება და ერთად ჩაუდგებით სათავეში შენ და ჩემი კოლეგის, ბატონი ზვიადის ვაჟიშვილი.
-რააა?! მამაა!
-ვიკა! ეს გარიგება უკვე შედგა! წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია გაკოტრდება. მეტი სიტყვა აღარ გავიგო. ხვალ ზვიადის ბიჭს, ვაჩეს გაიცნობ.
-კარგი მამა.
დანაღვლიანებული ავიდა გოგონა თავისი ოთახისკენ.

*ვაჩესთან სახლში*
-ვაჩე, შვილო! მოდი სალაპარაკო გვაქვს.
-ხო მამა.
-მოკლედ, ჩემი კოლეგის კომპანია კოტრდება და გარიგება შევთავაზე. უნდა გავაერთიანო ორივე კომპანია და მას სათავეში შენ და ბატონი არჩილის ქალიშვილი, ვიკა ჩაუდგებით.
-კაი რა! რატომ? მარტო ვერ ვმართავდიი?!
-შვილო! ეს ელემენტარული მეგობრობა და პატივისცემაა! ვერ მივცემ იმ კომპანიას ჩაძირვის უფლებას. თან ასე უფრო დიდი შემოსავალი გვექნება.
-რა გაეწყობა ახლა, ჯანდაბას!
-ხვალ გაგაცნობ ვიკას. მოემზადე ფსიქოლოგიურად და არ შეაშინო ის მზეთუნახავი გოგონა!
განრისხებული ვაჩე თავის ოთახში შევიდა და საწოლზე მძიმედ დაენარცხა.

*მომდევნო დღე, ვიკას სახლში*
არჩილმა ფრთხილად დააკაკუნა შვილის ოთახის კარზე. თანხმობის შემდეგ მასთან შევიდა.
-აბა ხო იცი დღეს ვაჩე უნდა გაგაცნო! ლამაზად გამოეწყვე ვიკა და ეცადე პარტნიორს შეეწყო.
-კარგი.
არჩილი ოთახიდან გავიდა. ვიკა მთელი ღამე ნერვებმოშლილი იყო. არა, არაა ბოროტი და არ უნდა მთელი კომპანია თავისი იყოს, უბრალოდ არ უნდა მეწილე ჰყავდეს, თანაც ბიჭი!
მაგრამ, რა გაეწყობა! ლამაზი, წითელი, მუხლებამდე გაშლილი კაბა ჩაიცვა. თმები გაიშალა და მამასთან ერთად ბატონი ზვიადის კომპანიისკენ გასწიეს.

*ვაჩეს სახლში*
ვაჩე დილით ადგა. მოწესრიგდა. თეთრი „საროჩკა“, ლურჯი პიჯაკი და ამავე ფერის შარვალი ჩაიცვა.
არ უნდოდა კომპანიას მეწილე ჰყოლოდა. უნდოდა მხოლოდ თვითონ ყოფილიყო უფროსი. მაგრამ, ახლა ვერაფერს შეცვლის. ზვიადი რასაც იტყვის ისაა კანონი და ვერაფერი შეაჩერებს მის სიტყვას.
ვაჩესაც არ ჰქონდა სხვა გზა. მამასთან ერთად კომპანიისკენ წავიდა. სულ არ უნდოდა ვიკას გაცნობა..

*კომპანიაში*
ერთმანეთს შესასვლელში შეხვდნენ. ბატონმა არჩილმა და ბატონმა ზვიადმა მეგობრულად ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი.
-ვიკა, გაიცანი ვაჩე. ვაჩე, ეს ვიკაა, ჩემი ქალიშვილი.
-სასიამოვნოა. - ვიკამ გულწრფელად გაიღიმა და ხელი ჩამოართვა ვაჩეს. საკმაოდ ცივი ეჩვენა ბიჭი. სიმპატიური, მაგრამ ცივი.
-სასიამოვნოა. - აი ვაჩეს ღიმილი ნამდვილად არ იყო გულწრფელი. გოგონა ზედმეტად ბუნებრივი და თბილი ეჩვენა.
ზვიადის კაბინეტში მოაწერეს ხელი ყველა საჭირო საბუთს და მამებმა შვილებს გადაულოცეს კომპანია.
-ახლა ჩვენ წავალთ. არ დახოცოთ ერთმანეთი. გაიცანით უკეთ და შეთანხმდით რაღაც საკითხებზე. - გაიცინა ზვიადმა და არჩილთან ერთად დატოვა კაბინეტი.
ვიკა ვერაფერს ამბობდა. ბიჭის სიცივე და გულგრილობა ამუნჯებდა. იქვე სკამზე იჯდა, ვაჩეს წინ და კანკალებდა.
ბიჭი მას ძალიან აშინებდა.
-რა გაკანკალებს? - თვალებში შეხედა მკაცრი მზერით და ცივი ხმით უთხრა.
-არ ვიცი, ალბათ შემცივდა.
-მომიყევი შენზე რამე. - ბიჭი ვიკას წინ, სავარძელში მოთავსდა.
-მე ვიკა აბრამია ვარ. 26 წლის.
-სხვა?
-სხვა? კონკრეტულად რა გაინტერესებს?
-როდის დაიბადე, მეგობრები თუ გყავს?
-26 ოქტომბერი. მეგობრები მყავს, რათქმაუნდა. თავად რას მეტყვი? - ვიკამ თავი დაიმშვიდა და ვაჩეს თვალი გაუსწორა.
-მეგრელო მორიელო. - უხეშად ჩაიცინა ბიჭმა.
-უკაცრავად?
-მეგრელი ხარ, თან მორიელი ზოდაიქოთი. მტრისას! - ვიკა სადაცაა ატირდებოდა, ტუჩები გამობუშტა და თავი დახარა. რა შეურაცყოფაა!
-კაი არ იტირო ახლა. მე ვაჩე დადვანი ვარ. 27 წლის. 20 აგვისტოს დავიბადე. ხო, მეგობრები მეც მყავს.
-სვანო ლომო. - თავისი თავით კმაყოფილმა ვიკამ ჩაიცინა.
-ხო, უნდა მიფრთხილდე მეგრელო მორიელო.
-იგივეს თქმა მინდოდა.
-კარგი. წადი ახლა. ამის გვერდზე ოთახი შენი კაბინეტია. შედი, მოთავსდი და ცოტახანში რაღაც საბუთებს გამოგიტან.
ვიკა თავის ახალ კაბინეტში გავიდა. იქაურობა სადა და ლამაზი იყო. კედლები ცისფრად იყო შეღებილი. ფანჯარა დიდი და დეკორატიულად მორთული, ხოლო მაგიდა და სავარძელი კომფორტული. ოთახში წყლის და ტკბილეულის აპარატებიც იდგა. გოგონას გაეღიმა.
ცოტახანში ვაჩე შევიდა მის კაბინეტში.
-კაკუნი არ გასწავლეს? - კითხა წარბებშეჭმუხნულმა გოგონამ.
-აწი გავითვალისწინებ. აი საბუთები, გადახედე და ხვალ 10-ზე აქ იყავი. არ დაიგვიანო.
-არ დაგავიწყდეს, რომ უფროსი მარტო შენ არ ხარ.
-ნამდვილი მეგრელი მორიელი ხარ. - თვალი ჩაუკრა ვაჩემ და კაბინეტი დატოვა.
რა თავხედია!
ვაჩეს გოგო მოეწონა, სითბოს ვერ გამოხატავდა უბრალოდ. გადაწყვიტა ეწვალებინა. მაგრამ, სვანი ლომი და მეგრელი მორიელი...
ეს ძალიან რთული საქმეა.
ვიკამ საბუთებს გადახედა, მოსაწესრიგებელი მოაწესრიგა და შემდეგ სახლში დაბრუნდა. მოუყვა მამას კომპანიის მდგომარეობა და დაიძინა.
ვაჩემ ვიკას კაბინეტში შეიხედა, მაგრამ გოგონა უკვე წასულიყო. გული დაწყდა და თავადაც სახლში წავიდა. დამღლელი დღის შემდეგ ჩაეძინა, იცოდა, რომ შემდეგი დღეები უარესი იქნებოდა.
მომდევნო დღეს ვიკა და ვაჩე დროზე მივიდნენ სამსახურში. ბიჭმა გოგონას კაბინეტის კარებზე დააკაკუნა და თანხმობის შემდეგ შევიდა.
-გამარჯობა მეგრელო მორიელო.
-სალამი სვანო ლომო.
-აქ რაღაც საბუთებია. რაღაცები შევცვალე, გადახედე და თუ რაიმეს წინააღმდეგი ხარ, ჩემ კაბიენტში შემოდი.
დღესაც მკაცრი და ცივი იყო დადვანი.
გოგონამ გადახედა ვაჩეს „რეფორმებს“ და ვენები ბრაზისგან დაეჭიმა. სამსახურიდან გაუთავისუფლებია არჩილის ხალხი. ბიჭის კაბინეტის კარები შეგლიჯა და გაბრაზებულმა საბუთები ესროლა.
-შენ გააფრინეე???! - დაუღრიალა ბიჭმა.
-მე?! კიდე მე გავაფრინე?! შენ, რა სულელი ხარ? რატო გაათავისუფლე 49 ადამიანი? თან მარტო მამაჩემის კოლეგები! სასწრაფოდ დააბრუნე ისინი!
-ისინი დავტოვე ვინც მინდოდა და მაგ 49-ს სხვა 49-ით შევცვლი! - ვაჩემ ტონს უფრო აუწია.
-არ მაინტერესებს! თავხედი ბიჭი ხარ! ჩემ გარეშე ვერაფერს იზავ!! - არც ვიკა ჩამორჩა.
-ვიზავ და ვქენი უკვე! არ დაივიწყო, რომ მამაჩემი დაეხმარა თქვენ გაუბედურებულ კომპანიას და რომ არა ის ახლა ქუჩაში ეგდებოდი! - გოგონასთვის ეს უკვე ზედმეტი იყო. თვალები ცრემლებით აევსო და თავის კაბინეტში შევარდა.
მაგიდის წინ დაემხო და მწარედ ატირდა. როგორ ბედავს ამდენს ეს ბიჭი?! რა ემოციურია, თავის თავზე ეშლება ვიკას ნერვები. კედელს მიეყუდა, მუხლები მკერდთან მიიტანა და ხელები შემოხვია. კაბინეტის კარებზე კაკუნი გაისმა. ყურადღება არ მიაქცია, კაკუნი არ წყდებოდა და მოთმინებადაკარგულმა ვაჩემ კარი დაუკითხავად შეაღო. მოკუნტული გოგონას დანახვისას გული დაუმძიმდა.
-გაეთრიეე!!! ახლავეე!! - იყვირა გოგომ და ბიჭს იქვე დაგდებული კალამი ესროლა.
-დამშვიდდი რა! მეგრელი მორიელი ხართქო ტყუილად კი არ ვიძახი. რა გატირებს ამხელა გოგოს ან რა კალამს მესვრი?! ბავშვი ხარ, რა. - ვაჩეს უნდოდა თბილად გამოსვლოდა, მაგრამ ხმა მაინც ცივი და მკაცრი ჰქონდა.
-სასაცილოდაც არ გყოფნი ხო?! თავი დამანებე ვაჩე, გადი..
ვაჩემ ის კალამი, რომელიც ვიკამ ესროლა კედელს მიანარცხა და იღრიალა:
-ფუ ამის! - შემდეგ კაბინეტიდან გავიდა და გაოგნებული გოგონა ისევ მარტო დარჩა....
შემდეგ დღეს ვიკა სამსახურში რომ მივიდა, წინ ვაჩე გადაეღობა.
-დავაბრუნე ის ხალხი.
-რა ქენი? - ძალიან გაუკვირდა გოგონას.
-ის 49 თანამშრომელი დავაბრუნე.
-კაია. - უემოციოდ ჩაილაპარაკა და კაბინეტში შევიდა. ბევრი ტკბილი ჭამა. ბიჭი არ შეყოლია, ფიქრებს გაყვა და საკუთარ თავს გაუბრაზდა გოგონას ატირებისთვის.
ვიკამ კი გადაწყვიტა, რომ დადვანისთვის ყურადღება არ მიექცია, თავი დაეფასებინა და მისგან თავი შორს დაეჭირა.
ასე გავიდა 3 თვე. კამათში, ჩხუბში, ტირილში.
ვიკას მთელი არსებით ეზიზღებოდა ვაჩე. ვერანაირად ეწყობოდნენ ერთმანეთს. მაგრამ, გოგონა ვერაფერს უხერხებდა იმ გრნობას რასაც წყნარი ვაჩეს დანახვისას გრძნობდა. თითქოს მოსწონდა კიდეც, მაგრამ ამას თავის თავთანაც არ აღიარებდა.
ვაჩეს კი ვიკა უყვარდა! მთელი არსებით უყვარდა. მაგრამ არ ამბობდა არაფერს, გრძნობებს სიმკაცრეში და სიცივეში ატარებდა.
ერთმანეთს იზიდავდნენ ცეცხლი და წყალი, ლომი და მორიელი, სვანი და მეგრელი.
წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ასეა.
ვაჩე გრძნობს, რომ შეიძლება თავისი გულწრფელობა მორიელის წყლის სიღრმეში ჩაკარგოს.
ვიკაც გრძნობს, რომ თუ ლომის ცეცხლს უკონტროლოდ გავრცელების საშუალებას მისცემს, ამან შეიძლება მათი „ურთიერთობა“ გააქროს. მორიელი კი თავს ძალიან უფრთხილდება.
ამიტომაა, რომ ისინი ერთმანეთს არაფერს არჩენენ, ყველაფერზე დაობენ და ვერ თანხმდებიან. ორივეს სურს ლიდერობა და დომინირება. მათ დიდი ძალისხმევა სჭირდებათ ჰარმონიის მისაღწევად.
ვაჩემ სამსახურში თავის ასისტენტად ახალგაზრდა, სექსუალური და ლამაზი გოგონა აიყვანა. ვიკამ იმდენი იეჭვიანა, სახლში იტირა კიდეც. ერთხელ, როდესაც ვიკას ბიჭის კაბინეტში საბუთები უნდა შეეტანა, კარები გააღო და უსიამოვნო სანახაობა გადაეშალა წინ. ვაჩეს ასისტენტი კედელზე აეყუდებინა და ვნებიანად კოცნიდა. ვიკა იმდენად გაბრაზდა, რომ ლამისაა ეყვირა. თავი დაიმშვიდა, ხმამაღლა ჩაახველა. ვაჩე გოგონას გაოგნებული მოშორდა და ვიკას დამნაშავის სახით შეხედა.
-დაკაკუნება არ გასწავლეს? - მაინც ცივი იყო დადვანი.
-შენ არ გასწავლეს რომ არ შეიძლება სამსახურში, კაბინეტში ქალის მიყვანა?! - იყვირა ვიკამ და განაწყენებულმა მიიჯახუნა კარები. შენობა დატოვა და მანქანით სახლამდე მივიდა. სწრაფად ჩაალაგა ბარგი, მშობლები გააფრთხილა და სოფელში, სამეგრელოში წავიდა. ცოტახანი განტვირთვა არ აწყენდა.
თვალებით არ ამოსდიოდა ის სცენა. ტიროდა და საკუთარ თავს ეჩხუბებოდა ამის გამო. მორიელი ხომ არ არის სუსტი! მაგრამ, ემოციურია... ვაჩე რომ შეუყვარდა ეს იცის და ამის გამოა ცუდ ხასიათზე. როგორ შეიყვარა ამ თბილმა, მეგრელმა მორიელმა, ცივი, სვანი ლომი?
სოფელში ბებოს მიესიყვარულა,გოგონამ წაიხემსა და საძინებლისკენ გაემართა. ტელეფონზე ურეკავდა ვაჩე. ყურმილი აიღო და ვაჩეს ცივი ხმა მოესმა:
-სად ხარ მეგრელო მორიელო?
-რა გინდა? - უხეშად მიუგდო პასუხი.
-სამსახურიდან გაქცეულხარ. სად წახვედი?
-სოფელში ვარ. რამდენიმე დღით არ ვიქნები. დავისვენებ. დრო გექნებათ შენ და შენ გოგოს, ოღონდ ჩემ კაბინეტს არ შეეხოთ. - ვიკამ ტელეფონი გაუთიშა და რამდენჯერმე უარყო ვაჩეს ზარი. შემდეგ მესიჯი მოუვიდა:
„მიბრაზდები მეგრელო მორიელო?“
„ნუ მეძახი ასე“
„ადრე მოგწონდა“
„არასდროს მომწონდა“
„კაი, რა! რატო წახვედი სოფელში?“
„ხო გითხარი? დასვენება მინდა. დაგიმარცვლო?“
„გავიგე რომ დასვენება გინდოდა. ვისგან, ჩემგან?“
„დიახაც!“
„იეჭვიანე?“
„ბატონო?!?!?!“
„იეჭვიანე არაა?!“
„ნუ მაცინებ რა!“
არადა ვიკამ მართლა იეჭვიანა.
ვაჩე მიხვდა ამას და გაეღიმა. იმ გოგონას მალევე მიანება თავი. მას მხოლოდ ვიკა უყვარდა. გადაწყვიტა გოგონასთვის გრძნობების შესახებ ეთქვა, მაგრამ როგორ და როდის არ იცოდა.
„ცოტახანში ყველაფერი შეიცვლება ვიკა.“
„ნამდვილი ჭირი ხარ რა!“
„ზოგი ჭირი მარგებელია“
გოგონას აღარაფერი მიუწერია. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ურევია სიმართლის მარცვლები, მაგრამ არა ვაჩეს შემთხვევაში.
ორი დღის შემდეგ გოგონამ ვაჩე დაინახა თავისი სოფლის სახლის ზღურბლზე და გაოცებისგან წყლიანი თასი გაუვარდა ხელიდან. ბიჭმა ზედმეტად გულწრფელად გაიღიმა. ვიკა სულ მთლად დაიბნა. ვაჩეს მიუახლოვდა და თვალები დაუჭყიტა.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
-შენთან მოვედი.
-ხო, მაგას ვხედავ! მაგრამ, რატომ?! თბილისში არ გყოფნის ჩემი გამწარება?
-არ მყოფნის! მომენატრე.
-წადი და იმ გოგოს მიაკითხე მერე!
-ეჭვიანო მეგრელო მორიელო! - გაიცინა ბიჭმა და გოგონასთან იმდენად ახლოს მივიდა, რომ ვიკას სუნთქვა შეეკრა.
-არ მომეკარო უტაქტოვ!
-წამო გარეთ, გავისეირნოთ. წესივრად დავილაპარაკოთ.
-სალაპარაკო არაფერია სვანო ლომო!
-ნებითა შენითა ან ძალითა ჩემითა!
-გაააეეეეთრიიიიეეეე!!!! ესეეც დაგიმარცვლო?
ვაჩემ გოგონა ხელში აიტაცა და მანქანისკენ წაიყვანა.
-რას აკეთებ?!?!?! დამსვი! ცხოველო დამსვი! დამსვი დამსვი მალე!! ცუდად გავხდები ვაჩე, ცუდად გავხდები. თავდაყირა ვარ, ვაჩე ცუდად ვხდები. - გოგონა ატირდა. მართლა ცუდად გახდა. პანიკური შეტევა დაეწყო. ვეღარ სუნთქავდა.
ტირილის გაგონებისას ვაჩემ გოგონა ჩამოსვა და შეხედა. მიხვდა მართლა ცუდად იყო და ანერვიულდა.
-ნუ ტირი რა ვიკა..
-ვაჩე.. ვერ ვსუნთქავ.. - ნაწყვეტ-ნაწყვეტ, სლუკუნით თქვა გოგონამ.
-რა ვქნა რომ გამოკეთდე?
-პანიკური შეტევა მაქვს.. არ ვიცი. არ ვიცი... - გოგონამ ტირილს მოუმატა და ლამისაა გაგუდულიყო.
ვაჩემ არ იცოდა რა ექნა. გოგონას სახე ხელებში მოიქცია და მთელი ძალით დააცხრა მის ტუჩებს. გოგონაც გაინაბა და პანიკური შეტევაც შეუწყდა. როგორც კი ვაჩემ მას ტუჩები მოაშორა, ვიკა აკივლდა.
-როგორ გაბედე?! უზრდელო!!
-მეგრელო მორიელო მე გადაგარჩინე გაგუდვას!
-ხო.. მადლობა, მაგრამ.. მაგრამ..
-მაგრამ რა?
-არაფერი. დაივიწყე. წადი თბილისში, მეც ჩამოვალ მალე. ის გოგო გელოდება ალბათ.
-ეე, რას გადაეკიდე ამ გოგოს?! არავინაა ჩემთვის გაიგე?
-შენთვის ყველა არავინაა!
-არაა ასე ვიკა.
-რა გინდა აქ?
-მომენატრეთქო ხო გითხარი.
-მერე??
-რა მერე? მიყვარხარ ვიკა!
-კაი ხუმრობაა! არადა წამით დავიჯერე, რომ მართლა მოგენატრე.
გული დაწყდა გოგონას, ეგონა რომ ვაჩე იტყუებოდა, სახლისკენ შებრუნდა და მხარზე შეხება იგრძნო. ბიჭმა მოაბრუნა ვიკა და თვალებში ჩახედა.
აღარ ჰქონდა ცივი თვალები, აღარც მისი საუბარი იყო უხეში.
-არაა ხუმრობა. მიყვარხარ ვიკა!
-არ.. არ მჯერა.
-როგორ დაგაჯერო?! მიყვარხარ! მიყვარხარ გესმის???
-კიდევ გაიმეორე რა! - გაუხარდა გოგონას.
-მიყვარხარ ვიკაა! - დაიყვირა ბოლო ხმაზე, გოგოს გაეცინა და ვაჩეს მოეხვია.
ყურთან მიუტანა ტუჩები და ჩასჩურჩულა:
-მეც მიყვარხარ ვაჩე.
ბევრს ჩხუბობდნენ შემდეგ, მაგრამ მაინც რიგდებოდნენ. ვაჩე ისეთი თბილი იყო გოგონასადმი..
მართლაც! ზოგი ჭირი მარგებელია....
_______________________________________

არაა ჰეფი ენდები ჩემი სტილი :დდ მაგრამ აი ასე მოხდა.. როგორ შეაფასებდით? ^_^ სულ რაღაც 2საათის ნაშრომია..скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Dzaan uazrobaa

 



№2 სტუმარი სტუმარი თაკო

ახლა რომ გოთხრა გედვირეიეთქო მოგატყუებ მარა ცუდიც არ იყო

 



№3 სტუმარი ana

ბანალური,აზრს მოკლებული,დაულაგებელი და ზედმეტად "მიფუჩეჩებულის" შთაბეჭდილება დამიტოვა.არანაირი ემოცია არ გაქვს გადმოცემული,ზედმეტად სწრაფად განვითარდა ყველაფერი,თითქოს ბავშვის დაწერილი ნაჯღაბნია,არც პერსონაჟების ხასიათი გაქვს გადმოცემული,ეს უაზო ტირილი და მამებისადმი აშკარად შეუფერებელი მორჩილება.კიდე ძალიან ბევრს დავწერდი თუმცა ალბათ არ ღირს.თუ აპირებ რომ წერა განაგრძო გირჩევ გაითვალიწინო რაღაცები,მეტი ემოცია დაგვანახო,ფიქრები,ქმეებები რავი უამრავი რამ არის რაც მოთხრობას სინტერესოს გახდის თუნდაც ბანალური იყოს.ხშირად იდება აქ ბანალური მოთხრობები,თუმცა იმდენად საინტერესოდ აქვთ ყველა გრძნობა,გარემოება თუ პერსონაჯების ფიქრები გადმოცემული რო არ მეკარგება წაკითხვის სურვილი და მეტიც მოუთმენლად ველოდები ხოლმე ახალ თავებს.წარმატებები <3










 



№4 სტუმარი Teo

Morieli da mtirala? :d ras gvkadreb .d maggogos zodiaqo ashkarad tsudat shearchie..tsudiaraa magram mshralia.archans emotsiebi.

 



№5 სტუმარი სტუმარი Lika

Mets velodebodi megona ganavrcobdi magram araushavs carmatebebi

 



№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

კოხტა და ლამაზი იყო <3

 



№7  offline წევრი ლიდია

uchveulo
Dzaan uazrobaa

მადლობა რომ წაიკითხე ❤️

სტუმარი თაკო
ახლა რომ გოთხრა გედვირეიეთქო მოგატყუებ მარა ცუდიც არ იყო

ხო არაუშავს შემდეგში უკეთესი იქნება, მადლობა ❤️❤️

ana
ბანალური,აზრს მოკლებული,დაულაგებელი და ზედმეტად "მიფუჩეჩებულის" შთაბეჭდილება დამიტოვა.არანაირი ემოცია არ გაქვს გადმოცემული,ზედმეტად სწრაფად განვითარდა ყველაფერი,თითქოს ბავშვის დაწერილი ნაჯღაბნია,არც პერსონაჟების ხასიათი გაქვს გადმოცემული,ეს უაზო ტირილი და მამებისადმი აშკარად შეუფერებელი მორჩილება.კიდე ძალიან ბევრს დავწერდი თუმცა ალბათ არ ღირს.თუ აპირებ რომ წერა განაგრძო გირჩევ გაითვალიწინო რაღაცები,მეტი ემოცია დაგვანახო,ფიქრები,ქმეებები რავი უამრავი რამ არის რაც მოთხრობას სინტერესოს გახდის თუნდაც ბანალური იყოს.ხშირად იდება აქ ბანალური მოთხრობები,თუმცა იმდენად საინტერესოდ აქვთ ყველა გრძნობა,გარემოება თუ პერსონაჯების ფიქრები გადმოცემული რო არ მეკარგება წაკითხვის სურვილი და მეტიც მოუთმენლად ველოდები ხოლმე ახალ თავებს.წარმატებები <3
პატივს ვცემ შენს აზრს და რჩევას, მადლობა. მაგრამ ერთი რაღაც , ხასიათები იყო თუ იყო გადმოცემული ????????❤️❤️











Teo
Morieli da mtirala? :d ras gvkadreb .d maggogos zodiaqo ashkarad tsudat shearchie..tsudiaraa magram mshralia.archans emotsiebi.

ხო უემოციო ნაწერია... :/ მეც მორიელი ვარ და საკმაოდ მტირალა და ემოციური

სტუმარი Lika
Mets velodebodi megona ganavrcobdi magram araushavs carmatebebi

მადლობაა ❤️❤️ უბრალოდ ვეღარაფერი დავწერე

ანი ანი
კოხტა და ლამაზი იყო <3

ერთადერთი ვისაც მოეწონა :D მადლობა ძალიან ძალიან დიდი ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



№8  offline წევრი Lokeba

უფრო განავრცე,მაშინ გამოვა კარგი ^^

 



№9  offline წევრი In ga

არა რაა! წერა არაა შენი ჩემმა მზემ :დდდდდდდდდდდ

 



№10  offline წევრი ლიდია

Lokeba
უფრო განავრცე,მაშინ გამოვა კარგი ^^

Madloba ❤️❤️

In ga
არა რაა! წერა არაა შენი ჩემმა მზემ :დდდდდდდდდდდ

Kai gasagebia magram ase uxeshad rato wert ? :D ar shegidzliat rchevis saxe miscet komentars? Madloba azristvis iqneb sxva motxrobebsqc gadaxedo :D ❤️

 



№11 სტუმარი სტუმარი მარი

მე მომეწონაააა❤️❤️❤️❤️

 



№12  offline წევრი ლიდია

სტუმარი მარი
მე მომეწონაააა❤️❤️❤️❤️

ეე, დიდი მადლობა ^_^ ^_^

 



№13 სტუმარი თამარ გიგიბერია

ორი საათის ფიქრისთვის ნორმალურია ეცადე მეტი დრო დაუთმო გმირებს და შინაარსის ემოციურად გავრცობას მომეწონა ცუდი არ იყო უბრალოდ თავიდან გადაწერე და უფრო შინაარსობრივი გახადე ისე ქენი რომ მათი ჩხუბი თვალებით ცოცხლად შეჭმას გავდეს ცრემლები ძან ასუსტებს უფრო მკაცი გახადე გოგოს ბიჭმა კიარ დაუთმოს არამედ მან მოერიოს და გადარიოს ბიჭი

სიამოვნებით წავიკითხავ ახალ ნაშრომს წარმატებები

 



№14  offline წევრი ლიდია

თამარ გიგიბერია
ორი საათის ფიქრისთვის ნორმალურია ეცადე მეტი დრო დაუთმო გმირებს და შინაარსის ემოციურად გავრცობას მომეწონა ცუდი არ იყო უბრალოდ თავიდან გადაწერე და უფრო შინაარსობრივი გახადე ისე ქენი რომ მათი ჩხუბი თვალებით ცოცხლად შეჭმას გავდეს ცრემლები ძან ასუსტებს უფრო მკაცი გახადე გოგოს ბიჭმა კიარ დაუთმოს არამედ მან მოერიოს და გადარიოს ბიჭი

სიამოვნებით წავიკითხავ ახალ ნაშრომს წარმატებები

ძალიან დიდი მადლობა გავითვალისწინებ აუცილებლად ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent