შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეშლილთა სიყვარულის ჰანგები (სრულად)


4-11-2017, 22:55
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 3 071

შეშლილთა სიყვარულის ჰანგები (სრულად)

მომეჩვენა, რომ შუაქუჩაში ვიდექი და ნაცნობი მანქანის ანთებულ ფარებს ვხედავდი, რომელიც დიდი სიჩქარით პირდაპირ ჩემკენ მოიწევდა. მისი შუქი თვალს მჭრიდა, თუმცა ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაშიც მოვკარი თვალი ქალის მრისხანე სახეს და მხოლოდ ის ვიფიქრე, რომ ძლაიან ლამაზი იყო.
ნუთ ეს ნორმალურია?
თვალები ბოლომდე არ მქონდ გახელილი, რომ გაკრახმალებული თეთრეულისა და წამლების სუნით ვიგრძენი, უთუოდ საავადმყოფოში ვიქნებოდი. საფეთქლები საშინლად მტკიოდა და ვერ ვინძრეოდი.
- ნუ გეშინია, გადარჩენილი ხარ - მითხრა ექიმმა სიცილით - შენ გვერდით ვინც იდგა, იმას ნაკაწრიც კი არ აქვს.
- გოგონა - ძლივს ამოვთქვი.
- გოგონა კარგადაა - დამიდასტურა ექიმმა.
- ვინც დამეჯახა - მთელი ძალა მოვიკრიბე, რათა ოდნავ ხმამაღლა ამომეთქვა - ლინდა როგორაა?
- ვინც დაგეჯახა? - თვალები გაუფართოვდა ექიმს - ლინდა გვერდითა პალატაშია, შენზე ცუდი მდგომარეობა აქვს. ჰაერში რომ აგტყორცნა, იმის მერე ბოძს შეასკდა და სერიოზულად დაშავდა, თუმც კაარგად იქნება.
ექიმის ნათქვამმა ისე ამაფორიაქა, რომ ნერვიულობისგან ტკივილიც კი შემისუსტდა და ამის შემდეგ, ყოველდღიურად ვიკრებდი ძალას, რათა ჯანმრთელობისთვის ხელი შემეწყო და სიარული, რაც შეიძლება, მალე შემძლებოდა.
მეოთხე დღეს, წოლითი რეჟიმი დავარღვიე.
ხალათისამარა გავედი გვერდზე პალატაში.
ლინდა საწოლზე წამომჯდარიყო, ფანჯარაში იხედებოდა ამოუწურავი სევდით სავსე და ვიცი, ჩემზე ფიქრობდა. თვალები ათასგვარი ტონალობით უგიზგიზებდა. ზოგჯერ მწვანე ჰქონდა, ზოგჯერ ღია თაფლისფერი. მის მზერას ასეთი უჩვეულო ელფერი მხოლოდ მაშინ დაჰკრავდა, როდესაც ჩემზე ფიქრობდა ხოლმე.
გამოიხედა.
სახე სისასტიკითა და აგრესიით აუკაშკაშდა, გიჟივით მიმოიხედა აქეთ-იქით, მემგონი რამე მკვრივ ნივთს ეძებდა, რომ ჩემთვის ესროლა. მე პერიმეტრი დავზვერე, არ მინდოდა, სადმე მედდა ყოფილიყო.
მასთან შევედი.
გარშემო დიადი სკანდალის მოლოდინის არომატი გაუჩნდა ჰაერს.
- ალქაჯი ხარ, ნამდვილი გიჟი, გადარეული, ფსიქიატრიულშია შენი ადგილი - მივაყარე ერთმანეთზე, თუმცა მაინცდამაინც დამაჯერებელი სიბრაზე არ მქონია, რადგან მხოლოდ მისი კეთილდღეობა მადარდებდა იმ წამებში.
არაფერი მიპასუხა, თავი სხვა მხარეს შეატრიალა, რათა ჩემთვის აღარ ეცქირა.
- არ გაგივა ასეთი საქციელი - მაინც არ ვიშლიდი ჩემსას. - სახლში რომ გამოგწერენ, ძალიან ბევრი და სერიოზული სალაპარაკო გველის - ისე დავემუქრე, როგორც პირველკლასელ ბავშვებს ემუქრებიან ხოლმე მშობლები - ანუ არასერიოზულად.
- სალაპარაკო აღარაფერია - მკვახედ მომიგო მან - ერთ სახლში აღარ ვიცხოვრებთ.
- რაა? - აქამდე მეგონა, რომ სერიოზულად მტკიოდა მთელი სხეული, მაგრამ მისი სიტყვების შემდეგ, სულის ტკივილიც დაემატა ამ ყველაფერს და თითქოს, ნამდვილ ჯოჯოხეთურ ტანგოს ცეკვავდნენ ჩემი უბედურების ჰანგებზე ეშმაკები.
- მე შენ არ გაპატიებ - გამომიცხადა მტკიცედ.
- ღმერთო, რა სისულელეზე იეჭვიანე - თავში ხელი შემოვირტყი. - თანამშრომელს ველაპარაკებოდი და ეჭვიანობის ნიადაგზე, ჩემი მოკვლა სცადე. აცნობიერებ მაინც, რა გააკეთე? ციხეში ჩაგსვამ იცოდე! - ამის თქმა იყო და მივხვდი, უკვე ზედმეტი მომივიდა, რადგან მის მშვენიერ თვალებს ცრემლებისგან მოგვრილი სიწითლე შეეპარა.
გაბრაზებული გამოვედი ოთახიდან.
უკან არ მომიხედავს, თუმცა ვიგრძენი, მისი მზერა თან გამომყვა.
ძალიან მიყვარდა ლინდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ თავი კაცი ეგონა და საქმეების გარჩევას მიწყებდა, მაინც მიყვარდა.
ერთადერთი შვილი იყო ოჯახში. როგორც თვითონ მომიყვა, მამამისი ბიჭზე ოცნებობდა და გოგოს გაჩენის შემდეგ, მაინც არ გაიტეხა იხტიბარი. იმის მაგივრად, რომ ბიჭზე ემუშავა ცოლთან, ლინდა დაჰყავდა ფეხბურთსა და კარატეზე,
მამამისი რომ არა, ვერასდროს გავიცნობდი(და ალბათ აღარც „ამაკაპოტებდნენ“).
მშვენიერი შემოდგომის საღამო იყო, ქარი ოდნავ უბერავდა, თუმცა თბილოდა და მიწაზე დაყრილი გამხმარი ფოთლები სასიამოვნოდ ხრაშუნობდა სიარულისას.
ჩემს წინ გოგონა მიდიოდა. ვერ ვიტყვი, რომ მისი სიარულის მანერამ მომხიბლა, რადგან ასეთი წვრილი, გამოყვანილი ტანი და გრძელი თმა რომ არ ჰქონოდა, ვიფიქრებდი, კაცია-თქო.
ზურგჩანთის შეკვრა დავიწყებოდა, საფულე გადმოუვარდა.
რამდენჯერმე დავუძახე, მაგრამ ყურსასმენები ეკეთა და შენც არ მომიკვდე.
საფულე ავიღე, სირბილით დავეწიე და მხარზე ხელი დავადე, რათა ჩემკენ შემოტრიალებულიყო.
გაოგნებული დავრჩი, როცა სრულიად მოულოდნელად, ეს ჩემი ხელი რაღაცნაირად მოგრიხა, თავისკენ გადაქაჩა და გულაღმა დამახეთქა მიწაზე.
- საფულე დაგივარდათ - ვუთხარი სიცილით. რა მაცინებდა, არ ვიცოდი, რადგან ხელი საოცრად მტკიოდა, მაგრამ თვითონ სიტუაცია იყო სასაცილო.
იმ საღამოს, ჯერ ექიმთან ვიყავით, დავრწმუნდი რომ არც მოტეხილი იყო, არც ნაღრძობი. შემდეგ კი ყავაზე დამპატიჟა ბოდიშის მოხდის მიზნით.
ლინდა უცნაური იყო, უცნაური და შესანიშნავი. ზოგჯერ, სრულიად უმიზეზოდ, ისეთი გაბრაზება იცოდა, წყობიდან მეც გამოვყავდი ხოლმე.
გაცხარებულები ისე ვჩხუბობდით, გეგონება დაუძინებელი მტრები ვყოფილიყავით. მოულოდნელად კი მუქარით დანას სწვდებოდა...
წყენის გარდა არაფერი შეეძლო მის მუქარას და არც არასდროს ყოფილა ნამდვილი, გულწრფელი ან ისეთი, რომ აღვშფოთებულიყავი.
ის ზედმეტად იმპულსური, ცვალებადი იყო.
მე ზედმეტად მშვიდი.
იმდენად მშვიდი, რომ მის გამართულ ეჭვიანობის სცენას ფინჯანი ყავითა და სახეზე ოდნავშეპარული ღიმილით ვხვდებოდი.
ლინდა კი ცოფდებოდა და ახალსაჩხუბარ თემასაც წამოაგებდა ხოლმე ანკესზე.
მაინც ძალიან მიყვარდა, რადგან ჩვენი სკანდალი 5 წუთს არასდროს ამეტებდა.
თან შერიგება გვქონდა გორილების გამრავლების სცენის ანალოგიური.
ფიქრებში გართული, ექიმმა გამომაღვიძა და მახარა, რომ ლინდა უკეთ იყო. ძლივს ჩასძინებოდა, თურმე ძალიან ბევრს ტიროდა და როცა მიზეზს ეკითხებოდნენ, პასუხობდა, ავადმყოფი ვარო.
თავი დამნაშავედ ვიგრძენი.
არ მინდოდა, შეშლილი ჰქგონებოდა საკუთარი თავი(მიუხედავად იმისა, რომ იყო).
ძალა მოვიკრიბე და კიდევ მოვინახულე.
უფრო ნაზი იერი ჰქონდა. თმა დაევარცხნა და თავი მოეწერიგებინა. ისიც კი არ ვიცოდი, რა უნდა მეგრძნო. მან ხომ განგებ დამაჯახა მანქანა მხოლოდ იმიტომ, რომ თანამშრომელ ქალს ველაპარაკებოდი?
სამსახურიდან სახლში მივდივარ, სახლიდან სამსახურში, უქმე დღეებს ყოველთვის მასთან ერთად ვატარებდი და ასეთ სიტუაციაში, როგორ შეიძლება საღი აზროვნების ადამიანს, ღალატის ეჭვი გასჩენოდა?
მაგრამ ლინდა ხომ არ იყო საღი აზროვნების.
მე კი მასზე გაბრაზებული ვიყავი, ეს კარგად უნდა დამემახსოვრებინა, თორემ მავიწყდებოდა.
მის თმას მანგოს სურნელი აქვს. (მხოლოდ მაშინ მივხვდი, როგორი სუნი ჰქონდა მანგოს, როცა ლინდას შამპუნს დავხედე და აღმჩნდა, რომ თურმე მანგო ყოფილა ის არომატი, რომელზეც ასე ვგიჟდებოდი... მისი თმის არომატი).
მისი ამოსუნთქვა ალბათ ძველებურად თბილი და სიმყუდროვით გაჯერებულია.
მისი თვალები....
ჯანდაბა!
შემომხედა.
- რა გინდა? - მკითხა აუღელვებლად.
მე კი შევეცადე, მკაცრი გამომეტყველება მიმეღო და როგორმე საკუთარი თავი დამერწმუნებინა, რომ მასზე გაბრაზებული ვიყავი. ამ გოგომ სულ ახლახანს, ჩემი მოკვლა სცადა.
დიახ, მე მასზე გაბრაზებული ვიყავი, აბა რაა!
- თავს როგორ გრძნობ? - მხოლოდ ეს კითხვა ამომიტივტივდა.
მშვენიერი კითხვაა იმ ადამიანის კვალობაზე, ვინც გაბრაზებულია.
- ვემზადები ციხეში წასასვლელად - ჩემივე იარაღი გამოიყენა საბრძოლველად.
ანუ აქეთ უნდა შემომერიგებინა... როგორც ყოველთვის.
ლინდას საწოლის გვერდით, ტუმბოზე ვაშლი იდო დანასთან ერთად. დავტაცე ამ დანას ხელი და მივაწოდე.
- გამომართვი! - ვუთხარი მკაცრად.
- რად მინდა?
- გამომართვი და მომკალი თუ ასე ძალიან გინდა!
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. - სახე ამარიდა.
- რატომ? შენ ხომ ჩემი მოკვდა გინდოდა? გამომართვი მეთქი! - ტონი გავამკაცრე. მერე შემოვატრიალე დანა და გულზე მივიდე - შენ უკეთ იცი რომელი ადგილი აჯობებს. ფილტვში - შეიძლება გადავრჩე, კუჭიც რა ვიცი, იქნებ პროფესიონალი ექიმები ჰყავთ და აზრზე მომიყვანონ. მემგონი გულია ჰო ყველაზე უებარი? - საკუთარ სიკვდილზე ისე ვსაუბრობდი, როგორც სუფრასთან პოლიტიკაზე.
- ხელი გაუშვი - გადაფითრდა. მკლავები აუკანკალდა და ტუჩები აუთრთოლდა ნერვიულობისგან.
- არა, შენ ხომ გინდა? სხვანაირად ხომ ვერ დაძლევ მაგ საშინელი პათოლოგიური ეჭვიანობის განცდას?
- გთხოვ - უკვე ცრემლები შეეპარა ხმაში.
- რას მთხოვ?
- დანა დასწიე, არ შეირჭო შემთხვევით.
- შემთხვევით თუ განგებ? - მისი წამება ყველაზე ნაკლებად მინდოდა, მაგრამ როგორმე ხომ უნდა ესწავლა ჭკუა?
გული საოცრად აუჩქარდა, რაღაცნაირი ხვნეშა აღმოხდა და მკერდზე მიიდო ხელი.
- ლინდა, რა გჭირს? - შევყვირე შემზარავად. დანა დავაგდე და ექიმს დავუძახე.
პალატიდან გამომიშვეს....
მნახველები ცოტა ხნით უნდა ავკრძალოთო.
ხუთ წუთში კი ექიმი გამოვდა და მითხრა, რომ ნერვული შეტევა ჰქონდა.
ყველაფერი კარგად იქნებაო.
ცოტა დავწყნარდი, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი. მისი მოფერება, სახლში წაყვანა და ალერსი მინდოდა.
ვიცი, მხოლოდ მე ავანერვიულებდი ასე და მხოლოდ მე შემეძლო მისი დამშვიდებაც.
მეორე დღეს გამომწერეს. იმ წამსვე სახლში გავიქეცი. ლინდას გარდერობი გამოვქექე - საცვლები, პირსახოცი და კიდევ დანარჩენი ქალური ნივთები ჩავულაგე თავის პატარა ჩანთაში. სახლში მისულს, წესით უნდა ამომესუნთქა შვებით, მაგრამ ლინდას გარეშე ყველაფერი ცარიელი იყო.
ჩვენმა ციხესიმაგრემ წარსულის სხვადასხვა მოგონება ამომიტივტივა ისე, რომ ემოციებისგან მუხლები ამიკანკალდა. მე და ლინდამ საძინებლიდან აივანზე გასასვლელი გამჭვირვალე კარი საღებავებით მოვხატეთ და ყოველ დილას, მზის ამოსვლისას, ცისარტყელას მსგავსი ნათება დაგვნათოდა სახეზე.
სინამდვილეში, არასდროს მდომებია მისი შეცვლა. სწორედ ასეთი გიჟური, არაორდინალური ქცევები მიზიდავდა მასში. ალბათ, იმის გაცნობიერებაც ავამდმყოფობაა, რომ მან მთელი თავისი სიგიჟითა და ფსიქოპატური გამოხტომებით მიმაჯაჭვა, მომხიბლა, თავბრუ დამახვია.
საწოლზე თითქოს კვლავ ჩვენ ვიწექით. შაბათი დილა იყო და მე, როგორც ყოველთვის, ადრე გამეღვიძა. მას კი მომღიმარი სახით მიელულა თვალები. ყოველთვის ეღიმებოდა ძილში., განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ჩემს მკლავებში ჩამარხულიყო.
ამბობდა, რომ სწორედ ჩემი კლავები იყო მისი სასაფლაო და სიკვდილი ყველაზე ბედნიერი მოვლენა იქნებოდა მის ცხოვრებაში თუ კი სამუდამოდ საყვარელი მამაკაცის სხეულის სიმხურვალე გაათბობდა.
ლინდას ნივთები ჩავალაგე და ნახევარი საათიც ვერ გავჩერდი სახლში მისი ხმის გარეშე.
მასთან მივედი.
გაბუტული, დაჩაგრული და შეურაცხყოფილი სახით მიყურებდა.
- ის გოგო თანამშრომელი იყო - აღმომხდა პირველივე ტუცების გახსნისას. როგორმე უნდა გამექარწყლა მისთვის ეს საშინელი ილუზია, თითქოს ვუღალატე. იმასაც ვერ ვიჯერებდი, რომ მე მიწევდა რაღაცეების ახსნა, მისი შემორიგება. ის ხომ არც კი დაფიქრებულა ცხელ გონებაზე ისე დააჯახა საკუთარი მანქანა ჩემსას.
- არ მჯერა - ჯერ ტირილი აუტყდა, მერე შერცხვა და სახეზე ხელი აიფარა.
ლინდას აქამდეც უტირია. მაგალითად, სიყვარული რომ ავუსხენი, საპასუხო გრძნობების გადმოცემის მაგივრად, ცრემლები გადმოჰყარა. მაშინაც მთლი ძალით ჩავეხუტე და დავპირდი, რომ არასდროს ვაწყენინებდი, არასდროს გავუშვებდი.
- ასეთი საშინელი შეყვარებული ვიყავი, რომ არ მენდობი? - ვკითხე განაწყენებულმა.
უდანაშაულო თვალები მორცხვად მომანათა.
თავი გააქნია.
- შენ ყველაზე კარგი ხარ, რაც კი გამაჩნია - თქვა სლუკუნით. - და ვიცი, რომ არაფერს ვიმსახურებ.
- სიყვარულს იმსახურებ.
- თვლი, რომ გიჟი ვარ? - მკითხა ჩახლეჩილი ხმით.
- კი - ვუპასუხე გულახდილად. - მაგრამ ძალიან მიყვარხარ.
თვალებზე სევდის ბურუსი გადაეკრა თავიდან. ზუსტად ისე, როგორც სიმართლეა ყველაზე მწარე, მაგრამ იცოდა, რომ არასდროს მდომებია მისი შეცვლა. ჩემი სიყვარული მისი ეგზოტიკური ბუნების მიმართ, შეიძლება იმითიც იყო განპირობებული, რომ მე ყოველთვის დაბალანსებული და გაწონასწორებული ვიყავი. ამიტომ, ლინდას ჰიპერაქტიულობა აღფრთოვანებულს მტოვებდა.
- ექიმს ველაპარაკე, შენც მალე გაგწერენ და სახლში დავბრუნდებით.
- კიდევ დიდხანს ამიტან?
- ძალიან ძალიან დიდხანს - მის ტუჩებს მსუბუქად ვეამბორე. გამომშრალი და გამაგრებული ჰქონდა, მაგრამ ძველებური არომატი მაინც შერჩენოდა,
- შენ რომ რამე დაგმართნოდა, თავს არ ვიცოცხლებდი - კისერში ხელი შემიცურა და თმაზე მომეფერა. ძალიან მომნატრებია მისი თითების სითბო ეს ბოლო დღეები.
- რაღაც მოგიტანე. შენს ნივთებში დევს.
ლინდამ თავისი ჰიგიენის ჩანთა გახსნა და თვალებგაფართოებულმა გამომხედა.
- მეხუმრები? - ისევ ცრემლი მოადგა.
- მაგაზე როგორ ვიხუმრებ?
პატარა თეთრ კოლოფში დიდი ხნის წინ ნაყიდი ბეჭედი იდო. იქამდე მინდოდა ცოლობა მეთხოვა, სანამ ჩემ მოკვლას დააპირებდა. არც ბრილიანტის თვლები ჰქონია იმ ბეჭედს და არც ალმასის, მაგრამ ამაზე დიდი ბედნიერებით, დარწმუნებული ვარ, ჯერ არც ერთი ბეჭდისთვის არ შეუხედავთ.
- გთხოვ, ოღონდ აღარ იტირო რაა - შევევედრე.
- და ბავშვებს რას მოვუყვებით? რომ სფიქოპატმა დედამ მამამისის მოკვლა სცადა? - ცდილობდა ყელში მოწოლილი ბურთი გადაეყლაპა.
- რამეს მოვიფიქრებთ - ვუპასუხე სიცილით და გულში ჩავიკარი.


ეძღვნება ადამიანს, რომელიც ამ საიტზე გავიცანი (არც ერთი არ იცნობთ, იმედია) და რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს... სხვათაშორის, ჩემს ფარულ ვნებას ვეძახი ხოლმე და ახლა ალბათ ეცინება ამის კითხვისას. მოკლედ, გილოცავ ჩემო დათა :დდდ
P.S. მართლა დათა არ ჰქვია <3скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ლიდია

აუ რა კაი ხარ ენ ჯეინ ^_^ ძალიან მაგარია! heart_eyes

 



№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლიდია
აუ რა კაი ხარ ენ ჯეინ ^_^ ძალიან მაგარია! heart_eyes

აუ დიდი მადლობაა ^_^

 



№3  offline წევრი zia-maria

kissing_heart ძალიან მომეწონა,ძალიან საყვარელი წასაკითხი არის. blush სულ ღიმილით ჩავიკითხე.

 



№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

zia-maria
kissing_heart ძალიან მომეწონა,ძალიან საყვარელი წასაკითხი არის. blush სულ ღიმილით ჩავიკითხე.

ძალიან ძალიან მიხარიაა ^_^

 



№5 წევრი Indigo

როგორ მიყვარს შენ ნიკს რო ვხედავ...
--------------------
მეშინია...

 



№6  offline წევრი naniko mindia

Rac kaia kaia martlac kargi iyo warmatebebi
--------------------
lomidze

 



№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Indigo
როგორ მიყვარს შენ ნიკს რო ვხედავ...

ბედნიერი ვარ თუ ჩემი დანახვა გახარებს <3

naniko mindia
Rac kaia kaia martlac kargi iyo warmatebebi

დიდი მალდობაა <3

 



№8 სტუმარი სტუმარი Lia

Ra sakvali motxrobaa.momewona.kargi dawerilia.❤❤❤

 



№9  offline წევრი BidBif

ამმმ რა გიჟური და საყვარელი იყო❤❤❤ ძალიან ძალიან მომეწონააა❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent