შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Empty (ნაწილი პირველი)


4-11-2017, 23:00
ავტორი ელპინი
ნანახია 629

Empty (ნაწილი პირველი)

-მაშო, ვერ ვაპატიებ, ხომ იცი?მიჭირს. არ უნდა გაეკეთებინა მაშინ, რა!
თავი მაშოს კალთაზე მაქვს დადებული და ჩუმად ვლაპარაკობ, ხელებით ცრემლებს ვიმშრალებ.
-ნენუ, უყვარხარ, ხომ იცი, არა?
თმებზე მეფერება მაშო და ვგრძნობ, ვდუნდები.
-მერე? ვუყვარვარ და რა გააკეთა, მაშო?
უკვე გაბრაზებული ვლაპარაკობ და მინდა ემოციებისგან დავიცალო.
-კაი რა! ხომ იცი, თქვენზე უკეთესები არ მეგულება არსად, ნენუ. მაინც შერიგდებით და რატომ იტანჯავთ თავს?
დივნიდან ვდგები და ფანჯარასთან მივდივარ, თამბაქოს ვუკიდებ, მაშინვე ვგრძნობ შვებას.
"შეგეჩვიე იოლად, როგორც თამბაქოს"-ო.
მეღიმება და ცალთვალმოჭუტული მაშოს ვუყურებ.
-გაგახსენდა, ხომ ხედავ? თქვენ ორი?! თან, ცალ-ცალკე?! აი, ასე ცა და დედამიწაც არ არიან გაყოფილები შენ თავს გეფიცები.
მეცინება და თამბაქოს კვამლს ვუშვებ პირიდან, თავს აქეთ-იქეთ ვაქნევ.
ტელეფონზე შეტყობინების ხმაა და მაშინვე მაშოს ვუყურებ თვალებში.
-მიდი, ნახე.
მშვიდად მეუბნება.
თავს მიქნევს და მეც ინსტიქტურად მიმაქვს ხელი ტელეფონისკენ.
"საშინლადაა, ნენუ. უკვე, აღარ ვიცი რა ვუშველო."
თვალებში ცრემლები ჩემდაუნებურად მიდგება.
-მაშკა, სალომეა.
ხვდება მაშო. მასზე უკეთ არავინ იცის, რა ხდება ჩემს თავს ახლა.
-რომ წახვიდე?
მშვიდად მაპარებს და ჩემს პასუხს ელოდება. ვიბნევი ბრინჯივით. განა, მე არ მინდა?
მეორე ღერს ვუკიდებ და ისევ ფანჯრიდან ვიყურები.
-არა, რა! შანსი არაა, მაშო, ხომ იცი?
-ჭირდები, ნენუ.
მეც მჭირდება, მაგრამ ვერა!
ვერა, ვერ ვაპატიებ.
არაფერს ვპასუხობ, თამბაქოს კვამლი თვალებს მიწვავს და ისევ მახსენდება.
"მიჭირს, ნენუ. შენ ცხოვრობ და მე მიჭირს, ვერ ვუძლებ. მხოლოდ შენ გამო!"
-ნენუ, რატომ იწვალებ თავს?
მაშო მეხუტება და ნეტავ იცოდეთ, როგორ ესმის მას ჩემი.
-არა, მაშკა.
ცრემლებს ვიმშრალებ და თამბაქოს ნამწვავს საფერფლეში ვაგდებ. დივანზე მივდივარ და ვწვები.
ტელეფონზე ისევ შეტყობინების ხმაა, უკვე, აღარაფრის თავი მაქვს და თვალებს ვხუჭავ.
-ნახე, მაშო.
"ნენუ, გაგიჟდება მალე. სვამს უაზროდ და ასეთ მდგომარეობაში ჯერ არ მინახავს."
მთელი ორგანიზმი მეწვის და თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
"-ნენუ, რომ გამიჭირდება, ხომ მოხვალ ჩემთან და დამეხმარები?
-მაგას კითხვა უნდა?
-მითხარი, რა, ნენუ.
ორ თითს კისერში იდებს და ხვეწნით მეუბნება.
ვიცინი და არაფერს ვპასუხობ.
-ნენუ, იცოდე, წავალ.
გაბრაზებული მეუბნება.
მეცინება მის ბავშვურობაზე და კისერში ვკოცნი.
-კაი, რა, ნენუ! შეიძლება ასე?!
-მოვალ, ნოე, ხომ იცი? სულ დაგეხმარები!
-ნენუ, მიყვარხარ!
მისი ტუჩები მეხება და მაშინვე ორმაგად იწყება ჩემს ორგანიზმში რეაქციები.
პირობა ვერ შევასრულე, მაგრამ თვითონ არ მომცა ამის უფლება.
და ახლა, თავს დამნაშავედ მაგრძნობინებს.
-ნენუ, ნოე? ნოესგან არა, მაგრამ ამ ერთხელ? ნენუ, თქვენი სიყვარულის გამო მაინც.
-მაშო, წადი, გთხოვ. მარტო მჭირდება ყოფნა.
ტუჩებაკანკალებული ვლაპარაკობ და მთელი სხეული მიცახცახებს.
-თავს მიხედე, ნენუ. ნოეს გაფიცებ რამე არ ჩაიდინო!
კარების ხმა მესმის და მეც ჩასაკეტად ვდგები. ახლა მხოლოდ დალევა მჭირდება გათიშვამდე და ტირილი ემოციებისგან დასაცლელად.
კარადასთან მივდივარ და ვისკი გამომაქვს ორ ჭიქასთან ერთად. დივანზე ვჯდები და ჭიქებში ვასხამ ვისკს. ერთი ხელში მიჭირავს და მეორე ჩემ საპირისპიროდაა.
"-ნენუ, იმ გრძნობას გაუმარჯოს ჩვენ, რომ გაგვაფრენინა და გაგვაარანორმალურა.
არაფერს ვპასუხობ, სასმელს კისერში ვუშვებ და წვას ვგრძნობ."
ახლაც, როგორ მინდა მაშინდელივით აქ იჯდეს და ორიგინალური კი არა, ოთხიგინალური სადღეგრძელოები დალიოს ჩვენ სიყვარულზე.
გათიშვამდე ვსვამ და დივანზე ნახევრად გათიშული, ემბრიონის ფორმაში ვწევარ.
კარებზე ზარია, იმის თავიც არ მაქვს, რომ გავაღო.
კაკუნი, რომ არ ჩერდება გაცხარებული მივბანცალობ კარებისკენ და ვაღებ. მხოლოდ მის მოცინარ სახეს ვამჩნევ და სითბო მაშინვე მეღვრება სხეულში.
-რისთვის მოხვედი?
-არ შემომიშვებ, ნენუ?
-არა!
-რომ მომენატრე?!
-მერე, ნოე?
-კაი, რა, ნენუ!
-არა!
-როდის მერე?
-ამ წამიდან, ნოე.
-გთხოვ.
-არა!
-ვერ ვძლებ.
-ვიცი.
-მიჭირს, ნენუ.
-მეც, ნოე.
-მერე?
-არა-მეთქი.
გათიშულიც კი ცხადად ვგრძნობ მის სურნელს და ნახევრადთვალებგახელილი ვუყურებ.
-ნუ სვამ, რა.
-შენ'ც.
-მაინც არ შემომიშვებ?
-არა.
-კაი, ნენუ.
-კაი.
-ოდესმე მაპატიებ, ნენუ?
-ხარ ღირსი?
ეღიმება.
ზუსტად ისე, მე, რომ მიყვარს.
-ნენუ.
-არა-მეთქი.
-დამპირდი, გახსოვს?
მეცინება.
არაფერს ვამბობ.
-მაშინაც ეგრე ქენი, ნენუ.
ხმას ისევ არ ვიღებ.
-ისევ არაფერს მეუბნები?
პირდაპირ თვალებში ვუყურებ.
-არ მიგატოვებ-ო, ნენუ. გახსოვს?
-კი.
-მერე?
-არა.
-კაი, ნენუ.
-კარგად, ნოე.
-კარგად.
კარებს ვხურავ და იქვე ვიკეცები.



მაპატიეთ, ჩამქოლეთ, მაგრამ ვერ ვწერ "ღამე"-ს.
ნუ, ჯერჯერობით.
ეს კი, ახალი ისტორია.
იმედი მაქვს მოგეწონებათ.
ველი შეფასებებს/შენიშვნებს.
უღრმესი მადლობა ყველას.
ვგიჟდები თქვენზე.скачать dle 11.3




№1  offline წევრი ლიდია

ელ პინ ყოველთვის შეგიძლია ჩემი ატირება და ამის გამო მინდა მოგკლა!!! მომეწონა, ველოდები მეორე ნაწილს და ძალიან მაინტერესებს რა ჩაიდინა ნოემ...
როგორც ყოველთვის, იდეალური ხარ innocent

 



№2 სტუმარი სტუმარი თაკო

აააა ეს ის არის რო მითხარი ხო....
ჩემოგიჟმაჟო ხოიცი როგორ მიყვარს შენი მოთხრობები და ისტორიები
ამას რაც შეხება აღფრთოვანებული ვარ
ველი შემდეგს ჩემო ელპინო
"მიყვარხარ ელპინ"

 



№3  offline წევრი Mtirala

ელპინ,
როგორი გოგო მყავხარ!
და როგორ ძალიან მიყვარხარ.
ისე მგონი ჯობია ისევ პატარა, სრულად ნაწერ ისტორიებზე გადახვიდე,
ასე თავს არ იტანჯავ მაინც.
ხო, ხედავ
დაიწყე ღამე, ვეღარ დაასრულებ.
მაგრამ დაიკიდე.
იმედია გააგრძელებ...
რაც შეეხება empty-ს,
რა ვთქვა არ ვიცი, უბრალოდ ძალიან კარგია.
შენს სტილს არ ღალატობ,
რაც მაგიჟებს :dd
საუკეთესო მყავხარ.
წარმატებები ამ ისტორიაში
და ზოგადად,
დარწმუნებული იყავი მუდამ გვერდში დაგიდგები,
რაც არ უნდა მოხდეს.
მაპატიე,
თუ რამე გაწყენინე.
მიყვარხარ, დიდო.
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№4  offline მოდერი ელპინი

ლიდია
ელ პინ ყოველთვის შეგიძლია ჩემი ატირება და ამის გამო მინდა მოგკლა!!! მომეწონა, ველოდები მეორე ნაწილს და ძალიან მაინტერესებს რა ჩაიდინა ნოემ...
როგორც ყოველთვის, იდეალური ხარ innocent

გუშინ ადრე დავიძინე. დილით ვნახავ კომენტარებს და დილას პოზიტიურად დავიწყებ- მეთქი.
აი, სასწაულებაა.
არსებობს რაღაც, მართლა.
რა ვთქვა?
მცხვენია მხოლოდ მადლობის თქმა.
მაგრამ მაინც უნდა გითხრა.
უღრმესი მადლობა.
ძალიან გამახარე და გამაბედნიერე.
იცი, როგორ მიხარია, რომ მოგეწონა?
აი, სასწაულად.
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა.
❤❤❤❤

სტუმარი თაკო
აააა ეს ის არის რო მითხარი ხო....
ჩემოგიჟმაჟო ხოიცი როგორ მიყვარს შენი მოთხრობები და ისტორიები
ამას რაც შეხება აღფრთოვანებული ვარ
ველი შემდეგს ჩემო ელპინო
"მიყვარხარ ელპინ"

აუ, თაკო, ამ დილით, რაც მითხარი ვიცოდი უკვე, რომ ასეთი კომენტარი დამხვდებოდა აქ.
ჩემო ფერადო
უდიდესზე უდიდესი მადლობა.
ვგიჟდები შენზე❤
მიყვარხარ❤

Mtirala
ელპინ,
როგორი გოგო მყავხარ!
და როგორ ძალიან მიყვარხარ.
ისე მგონი ჯობია ისევ პატარა, სრულად ნაწერ ისტორიებზე გადახვიდე,
ასე თავს არ იტანჯავ მაინც.
ხო, ხედავ
დაიწყე ღამე, ვეღარ დაასრულებ.
მაგრამ დაიკიდე.
იმედია გააგრძელებ...
რაც შეეხება empty-ს,
რა ვთქვა არ ვიცი, უბრალოდ ძალიან კარგია.
შენს სტილს არ ღალატობ,
რაც მაგიჟებს :dd
საუკეთესო მყავხარ.
წარმატებები ამ ისტორიაში
და ზოგადად,
დარწმუნებული იყავი მუდამ გვერდში დაგიდგები,
რაც არ უნდა მოხდეს.
მაპატიე,
თუ რამე გაწყენინე.
მიყვარხარ, დიდო.

შენ იცი, რაც მაწყენინე.
მაგრამ ეგ აქ არ გვინდა, კაი?
ხო, მეც რომ მიყვარხარ, ხომ იცი?
შენი იმედი სულ მაქვს.
და ზოგადად, იმაზე მეტი ადგილი გიჭირავს ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე სხვებს.
და შენ იცი, სხვებში ვის ვგულისხმობ.
ისიც იცი, რა ძვირფასია ჩემთვის ეს სიტყვები.
არა, ამ ისტორიას აუცილებლად დავასრულებ.
წყალი არ გაუვა, მართლა.
და ღამე?
ეგ აღარ ვიცი.
დიდი მადლობა, საყვარელო.
შენ იმ დიალოგებში იმას დაინახავდი, რაც შეიძლება "სხვამ" ვერ დაინახოს.
ძალიან გამახარე.
მიყვარხარ მეც, პატარა.

 



№5 სტუმარი მოცინარი

ელ, გუშინ წავიკითხე, მაგრამ კომენტარის დამწერი არავინ მყავდა (ორივე ხელი ხომ მოვიტეხე :/) ახლა კი მოემზადე!: ეს რა იყო? ინტრიგის მამიდა ხარ! ნეტა ნოემ რა დააშავა? მიყვარს შენი წერის სტილი <3 რაღაცნაირად ბუნდოვანი, ინტრიგული... რომელიც ზოგჯერ მატირებს >:( ძალიან კარგი იყო ეს... როგორც შენ უწოდებ „ნაჯღაპნი“ >:( ანუ შედევრი <3 იმედია არ დააგვიანებ და მალე დადებ, ღამესაც და ამასაც <3 ძალიან ძალიან მოსწონხარ და უყვარხარ ლიკუნას :*
პ.ს. მოუთმენლად ველოდები ახლას!! :*

 



№6  offline მოდერი ელპინი

მოცინარი
ელ, გუშინ წავიკითხე, მაგრამ კომენტარის დამწერი არავინ მყავდა (ორივე ხელი ხომ მოვიტეხე :/) ახლა კი მოემზადე!: ეს რა იყო? ინტრიგის მამიდა ხარ! ნეტა ნოემ რა დააშავა? მიყვარს შენი წერის სტილი <3 რაღაცნაირად ბუნდოვანი, ინტრიგული... რომელიც ზოგჯერ მატირებს >:( ძალიან კარგი იყო ეს... როგორც შენ უწოდებ „ნაჯღაპნი“ >:( ანუ შედევრი <3 იმედია არ დააგვიანებ და მალე დადებ, ღამესაც და ამასაც <3 ძალიან ძალიან მოსწონხარ და უყვარხარ ლიკუნას :*
პ.ს. მოუთმენლად ველოდები ახლას!! :*

ძალიან, ძალიან გამახარე.
აი, უზომოდ შემიყვარდი უკვე, ლიკუ.
მაგარი გოგო ხარ!
მიხარია, ასე, რომ მოგწონდ და მკითხულობ.
ოხ, შედევრამდე ძაან ბევრი მიკლია კიდევ.
და ნაჯღაბნი, როცა აღარ იქნება, მე თვითონ ვიტყვი მაგას.
უდიდესი მადლობა, საყვარელო❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent