შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სამყარო


4-11-2017, 23:40
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 316

ჩემი სამყარო

- მითხარი! ოდესმე ისეთი შეგრძნება გქონია, თითქოს სამყარო შენთვის ცარიელია ?
- კი
- არ გიფიქრია იმიტომ, რომ შენს ცხოვრებაში ღმერთი არ არის ?
- არა
- არცერთხელ ?
- იცი მარი! ბავშვობაში ღმერთის მართლა მწამდა, მაგრამ ყველა ბავშვი იზრდება და აი მეც გავიზარდე, ჩემს თავს ვუთხარი სანტა კლაუსი ? არ არის მტკიცებულება, კბილის ფერია ? არ არის მტკიცებულება, და ღმერთიც იგივეა არ არის მტკიცებულება, შემდეგ კი ფიქრობ რომ გჭირდება თუარა ეს წარმოსახვითი მეგობრები
- შენი აზრით ღმერთი გართობაა ? ფიქრობ უფრო ადვილია მისი არ გჯეროდეს ვიდრე გჯეროდეს არა ?
- შენთვის აშკარად იოლია
- არა მაშო! გჯეროდეს რთულია, ღმერთი განსაცდელს გიგზავნის ხანდახან გთხოვს მის გამო მოკვდე კიდეც, ფიქრობ რომ ეს ადვილია ?
- მორწმუნეებისთვის კი, ამაშია მთელი პრობლემა მე თავს ვერ ავიფეთქებდი ვერტმფრენში, ხოლო 11 სექმტებრის ბიჭებმა ააფეთქეს და მათ რწმენა ჰქონდათ
- საინტერესოა ღმერთმა ასე რაზე გაგაბრაზა. შეხედე მან როგორ შექმნა სამყარო რამდენი სილამაზეა მასში
- ტკივილი, დაავადებები, გენოციდი, მიწისძვრები, ცუნამი, ამ განსაცდელის დროს რას აკეთებს შენი ღმერთი ? უმეტესობას ჯოჯოხეთში უშვებს?
- მათ არა ვინც მეორედ დაიბადა
- ხო ძველი ბაბტისტური სიმღერა.
- ღმერთი ისე უნდა მიიღო როგორც გადამრჩენელი და ეს ერთადერთი მოთხოვნაა
- კარგი მაშინ ათეისტები, ბუდისტები, ინდუსები, მუსლიმები, ყველანი დაწყევლილები არიან ხო ?
- მათ ღმერთი უნდა მიიღონ
- და კათოლიკები არ აღიარებენ მეორედ დაბადებას?
- ხო
- დამთანხმდი რომ ეს სიგიჟეა.
- არა ეს სიგიჟე არ არის, ღმერთი თავისუფალი არჩევანის უფლებას გაძლევს, მის გარეშე თოჯინები ვინქებოდით და ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა ამაშია მისი მთელი სილამაზე, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება მოხვდეს სამოთხეში ან ჯოჯოხეთში, ნებისმიერი შეიძლება გადარჩეს, ეს შენი არჩევანია.
- და ჩინელ ბავშვზე რას იტყვი, რომელსაც ავტობუსი დაეჯახა და გადარჩენაზე არც არაფერი სმენია, სადაა მისი არჩევანის უფლება ?
- ამიტომ უნდა გაითვალისწინო ღმერთის სიტყვები და გადაარჩინო ხალხი
- ბოდიში, რომ მეცინება უბრალოდ მაოგნებს ეს ფანატური დამოკიდებულება, აქედან მოდის ყველა რელიგიური ბრძოლა და იმის მტკიცებულებაც კი არ არის არსებობს თუარა.
- და მე მტკიცებულებას ყველგან ვხედავ
- ისინიც და ერთხელაც ერთ-ერთი მათგანი მასიურ აფეთქებას მოაწყობს და მერე უკვე როცა ძალიან გვიანი იქნება დავფიქრდებით თუ სადამდე მიგვიყვანა ამ რწმენამ, ჯანდაბა ყველანი მოვკვდებით ბოლოს.
- იცი მე ამ ყველაფერს სხვანაირად ვხედავ
- და რანაირად ხედავ?
- ეს ჩემთვის ცარიელი სიტყვები არ არის. სავადმყოფოებში დავდივარ, ბავშვებს ვნახულობ. გუშინწინ მომაკვდავი ბავშვი ვნახე მისი მშობლები ავტოკატასტროფის დროს დაიღუპნენ თვითონაც ძალიან ცუდად იყო, და მკითხა არსებობს თუარა სამოთხე, მე კი ვუპასუხე რომ არსებობს იქ შენი დედა და მამა არის, საათ ნახევრის შემდეგ გარდაიცვალა სახეზე ღიმილით. შენ რას ეტყოდი ჩემს ადგილზე ? ბოდიში მეგობარო მტკიცებულება არ არსებობს ?
- არა ! ალბათ მეც ისევე მოვიტყუებოდი როგორც შენ , და იცი მას რას არ ვეტყოდი არავითარ შემთხვევაში ? აი რას, ბოდიში მეგობარო მაგრამ ჯოჯოხეთში წახვალ რადგან მორწმუნე არ ხარ.
- ღმერთო აპატიე ამ ადამიანს უგუნურება და ცოდვები, ვფიქრობ იმაზე მეტად იტანჯება ვიდრე თვითონ ჰგონია ახლა კი მას შენი სიყვარული და მხარდაჭერა სჭირდება
- შეწყვიტე მარი! ბოდიში მაგრამ შენ ჩემზე არაფერი იცი, ამიტომ მოდი მე არ მჭირდება შენი დახმარება, არც რწმენა და არც სხვა ჯანდაბები არ მჭირდება.

უკვე მერამდენედ მომდის კომფლიქტი ჩემს ბავშვობის მეგობართან, ერთი და იგივე თემაზე. თუმცა როგორც პატარა ბავშვს ვერაფერს შეეაგნებინებ ეგრეა ეგეც. ხომ იცით სამი წლის ბავშვი რომ დაიჩემებს, გინდა თუ არა ეს სათამაშო მინდაო და არ გადაიფიქრებს, სანამ არ უყიდი სწორედ ეგრეა მარი. თუ რაღაც ჩაიფიქრა ვერაფრით გადააფიქრებინებ, ეხლაც მაიძულებს ეკლესიაში წავყვე.
თუმცა არ ვაპირებ მის ხუშტურებზე სიარულს, უნდა მიხვდეს რომ გაიზარდა.
ვერ გავაგებინე რომ არ ვაპირებ ეკლესიის კართან დგომას და ღმერთისთვის რამის თხოვნას.
აღარვარ ის პატარა ბავშვი ყველასი და ყველაფრის რომ სჯეროდა.

- შენ თუ გინდა წადი მე შემეშვი. მარის ლაპარაკს ყურადღებას აღარ ვაქცევ, ფეხზე ვდგები და მეორე სართულზე ჩემს სამხატრო ოთახში ვიკეტები.
- მაინც მოგტეხავ მაგ რქებს. კარის მოკეტვის თანავე მესმის მისი ხმა, პასუხს არ ვუბრუნებ მუსიკას ბოლო ხმაზე ვრთავ და ვიწყებ იმას რაც ყველაზე მეტად მშველის.
ხატვა ჩემთვის ყველაფერია, სურ რაღაც სამი წლის ასაკში დავიწყე და აგერ უკვე 20 წელია ვხატავ.
მახსოვს პატარა რომ ვიყავი მამა მეუბნებოდა  გადამივლიდა ჩემი გატაცება თუმცა, 23 წლის ასაკშიც იმ აზრზე ვარ რაზეც ადრე. ხატვა ჩემთვის ყველაფერია, სწორედ ხატვის საშუალებით გადავიტანე ის ტკივილი რაც ცხოვრებამ მომაყენა.

აღარ ვტირი იცით? შევეჩვიე ყველაფერს. შევეჩვიე მარტო ცხოვრებას, შევეჩვიე მშობლებისგან შორს ყოფნას. საყვარელი ადამიანის სიკვდილსაც შევეჩვიე.  ყოველიმე ამის შემდეგ კი მარი მთხოვს მას ეკლესიში გავყვე, მთხოვს უფლის სიყვარული  თავიდან ვისწავლო, მთხოვს უფალს პატიება ვთხოვო.
თუმცა რას ვერ ვხვდები იცით? პატიება რატომ ვითხოვო როდესაც მან მკრა ხელი როდესაც ძალიან მიჭირდა. სად იყო უფალი მუხლდაჩოქილი რომ ვთხოვდი საყვარელიადამიანის გადარჩენას. რატომ მიმატოვა? რატომ არ დამიდგა გვერდით? როდესაც ძალიან მიჭირდა. რატომ მკრა მან ხელი მაშინ როდესაც მისი გვერდით დგომა მჭირდებობა.

ფერთა გამა ესი ის არის რაც ყველაზე მეტად გადმოცემს ჩემს შინაგან მდგომარეობას. მხოლოდ ტილოზე შემიძლია გადმოვცე ის ემოცია რასაც
ვგრძნობ.

ფერებს, წარსულიდან ვუღიმივარ...

მე მაშო გასვიანი ვარ 23 წლის, მყავს მამა შოთა გასვიანი და დედა ნანა ლომთაძე. დედისერთა ვარ ამიტომ მშობლებისგან ყოველთვის განებივრებული ვიყავი, ჩემი ერთი სიტყვა ოჯახში კანონი იყო. რაც არ უნდა მეთქვა მშობლები ყოველთვის მთანხმდებოდნენ, მაშინაც როცა ოცი წლის ასაკში მარტო ცხოვრება გადავწყვიტე, არცერთ არ გაუპროტესტებიათ რადგან იცოდნენ ჩემს სიტყვას არ გადავიდოდი.
 როგორც უკვე გითხარით მხატვარი ვარ, ორ დღეში ჩემი ნახატების გამოგოფენაა სახელწოდებით " ჩემი სამყარო"
 ალბათ გაგიკვირდებათ რატომ "ჩემი სამყარო"
ეს გამოფენა ჩემს გარდაცვლილ შეყვარებულს ეძღვნება.
სამი წელი მოვანდომე გამეკეთებინა რამე მის საპატივცემულოდ და რაღაც გამომივიდა...
 ფიქრებიდან ტელეფონის ხმას გამოვყავარ, ეკრანს დავხედე და უცხო ნომერი იყო.
- ალო.
- გამარჯობა ქალბატონო მაშო, გადაცემიდან გაწუხებთ.
- დიახ გისმენთ.
- გავიგეთ რომ შოთა გასვიანის ქალიშვილი გამოფენას აწყობს და გადაცაში გვინდა თქვები მოწვევა, თუ რათქმაუნდა სურვილი გაქვთ? ნერვები მომეშალა რადგან მათ ჩემი გამოფენა კი არ ანაღვლებთ არამედ, ის რომ შოთას შვილი აწყობს გამოფენას.
- თქვენ ჩემი გოფენა გაინტერესებთ თუ პოლიტიკოსი შოთა გასვიანის ქალიშვილის გამოფენა?
- რათქმაუნდა თქვენი გამოფენა, უბრალოდ მამათქვენი მაგალითად მოვიყვანე.
- გასაგებია. გამოფენაზე ჟურნალისტები დავპატიჟე და შეგიძლიათ იქ მობრძანდეთ.
- ეგ ვიცით მაგრამ ჩვენ ექსკლუზივი გვინდა.
- კარგით მოვალ. ვიცოდი არ მომასვენებდნენ ამიტომ დავთანხმდი.
- ძალიან კარგი, ჩაწერა ერთ საათში იწყება თუ შეძლებთ მოსვლას. მისამართს ესემესის სახით გამოგიგზავნით.
- კარგი. მეტი არაფერი მომისმენია ტელეფონი გავთიშე და სამხატვრო ოთახი დავტოვე, მომზადებისტვის დიდი დრო არ დამიხარჯავს. ჩვეულებრისამებ ჯინსის მოკლე შორტი, შავი მისური, იმავე ფერის ბოტები და ჯინსის პერანგი მოვიცვი. თმა ცხენის კუდად შევიკარი, ზურგზაგს გასაღებს და ტელეფონს ხელი დავსტაცე შემდეგ კი ოთახი დავტოვე.
- სად მიდიხარ? მესმის სამზარეულოდან მარის ხმა.
- რომელიღაც გადაცემიდან დამირეკეს, გამოფენასთან დააკავშირებით და მიმიწვიეს.
- მერე ესე მიდიხარ ქალო? ტელევიზიაში მიგიევიეს შენ კიდევ ბომჟივით გაცვია. გაკვირვებული ათვალიერებდა ჩემს ჩაცმულობას.
- იცი დამღაალე უკვე. მისი ლანძღვისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია ზურგს უკან კარი მთელი ძალით მოვიკეტე და კიბეებზე დავეშვი.
ჩემს რაშს მოვაჯექი და მთელი სისწრაფით მოვწყდი იქაურობას.
მოტო მამამ მიყიდა 18 წლის რომ გავხდი, მის მერე სულ ის მოტო მყავს არასოდეს არ გამომიცვლია.
თუ რამე გაუფუჭდება ხოლმე ჩემი ხელით ვაკეთებ, ახლოს არავის არ ვაკარებ ოდნავ შეხების უფლებაც არავის აქვს.
დანიშნულების ადგილას მალევე მივედი, ჩემი რაში იქვე დავაყენე და დიდ მინის კარში შევედი. შესვლისთანავე ყველას ყურადღება ჩემკენ მოიმართა, გაკვირვებული მათვალიერებდა ყველა. ნეტა რას მომჩერებიან ჩემნაირ ჩაცმულს პირველად ხედავენ. მათ სახეებს ყურადღებას არ ვაქცევ პირდაპირ მიმღებში მჯდომ გოგონასაკენ მივდივარ.
- გამარჯობა რით შემიძლია დაგეხმაროთ. დაზეპირებულ ტექსტ მეუბნება ის და ალმაცერად მათვალიერებს.
- რომელიღაც გადაცემის ჩაწერაზე დამპატიჟენ.
- რომელი გადაცემის?
- ეგ რომ ვიცოდე რა მიჭირს. ირონიით ვეუბნები სათქმელს და ჩანთიდან ტელეფონს ვიღებ.
- თქვენი სახელი.
- მაშო გასვიანი. ჩემი სახელის და გვარის გაგებისას ყველანი ფეხზე წამოფრინდნენ.
- აქეთ წამობრძანდით ქალბატონო მაშო. ჩემკენ მარვნივ მდგომმა გოგომ სანდომიანდ გამიღიმა და ერთერთი ოთახისკენ მიმითითა, სადაც როგორც შემდეგ გავიგე საგრიმიორო იყო.
-მე მაკიაჟს არ ვიკეთებ. გავაპროდესტე როდესაც მიმითითეს მაკიაჟის გასაკეთებლად.
- მაშო შენ მაკიაჟი ნამდვილად არ გჭირდება თუმცა, კამერებს სჭირდება. მეუბნება ჩემთვის უცნობი გოგონა.
- არა მეთქი. კატეგორიული იყო ჩემი ტონი.
- კარგი როგორც გინდა. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია იმავე გოგონამ.
- კარგი მაშ აქეთ წამობრძანდით.
- ეხლა კი სტუდიაში ვთხოვ შემოვიდეს, ძალიან ლამაზი საყვარელი და ნიჭიერი გოგონა. გთხოვთ მიესალმოთ მაშო გასვიანი. მესმის სტუდიდან ქალის ნაზი წკრიალა ხმა და მეც იქეთკენ წავედი.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა, მიხარია რომ პორველად ჩემი გადაცემიდან გაიცნობს ხალხი ვინ არის მაშო გასვიანი. თბილად გადამეხვია ქალი და იქვე სავარძლისკენ მიმითითა.
- გმადლობთ. მოკლედ ვეუბნები სათქმელს და ჩემს ადგილს ვიკავებ.
- როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა არცერთ სატელევიზიო გადაცემას არ ადევნებ თვალს? ინტერესით მეკითხება წამყვანი და საყვარელ ყვავილებიან ჭიქაში ჩემთვის საყვარელ ალუბლის კომპოტს ასხავს.
- სიმართლე გითხრათ მართალია, აქამდე არცერთი გადაცემისთვის არ მიყურებია. და არც ის ვიცი ეხლა რომელ გადაცემაში ვარ, ხო მართლა რა გაცინებთ. დაბნეული ვეუბნები ქალს რადგან ჩემს ნათქვამზე სიცილი აუტყდა.
- სერიოზულად? დაბნეული მეუბნება ის.
- სერიოზულად.
- გასაგებია. მე თეა გელაშვილი ვარ და ეს ჩემი გადაცემა.
- სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც. ღიმილით მეუბნება წამყვანი. რატომ არ გინდა ხალხმა გაიგოს ვისი შვილი ხარ? ცოტა არიყოს დამაბნეველი ჩანდა მისი სიტყვები.
- სიმართლე რომ ვთქვა ხალხმა ისიც ვერ გაიგო მე რა მინდა. მე უბრალოდ არ მინდა, რომ ხალხი როგორც შოთა გასვიანის შვილს კიარა არამედ როგორც კარგ მხატვარ მაშო გასვიანს მიცნობდეს. უბრალოდ არ მინდა ჩემს კარიერაში მამის სახელი და გვარი დიდი დოზით ფიგურირებდეს..
- გასაგებია, ანუ შენ გინდა შენი ნიჭი დააფასონ და არა მამაშენის გავლენა?
- დიახ რათქმაუნდა, იმას რასაც მე ვაკეთებ დაფასება უნდა. მე არ ვამბიბ რომ საუკეთესო მხატვარი ვარ, არც იმას ვამბობ რომ ვინმეს ვედრები. უბრალოდ მე მხოლოდ ის მინდა რომ მე როგორც მე დამაფასონ და არა როგორც კარგი პოლიტიკოსის შვილი.
- ვინ არია შენი საყვარელი მხატვარი?
ანუ ვისმა შემოქმედებამ მოახდინა შენზე შთაბეჭდილება?
- ნუ ესე კონკრეტული საყვარელი მხატვარი არმყავს თუმცა, ძალიან მომწონს ნიკო ფიროსმანის შემოქმედებები. ასევე ვან გოგი, ვან გოგის ბევრმა ნახატმა მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება.
- როგორც გავიგე ძველ მუსიკებს უსმენ არა?
- დიახ, ძალიან მიყვარს ბეთხოვენი ამიტომ მხოლოდ მის შემოქმედებას ვუსმენ.
- და განსაკუთრებით რომელი?
- მთვარის სონატა.  და იცით გასაკვირი რა არის? არასოდეს არ მომისმენია  ქართული სიმღერა, თუმცა ამ ბოლო დროს ჯგუფი 1/4 - ის ნუ ცდილობ ამოვიჩემე.
- და თუ არასოდეს არ უსმენ ამ სიმღერას სად მოუსმინე?
- ჩემის სადარბაზოსთან ბიჭები მღეროდნენ და იქედან ვიცი.
- გასაგებია. ეხლა კი მოგვიყევი შენს გამოფენაზე, რა ქვია გამოფენას?
- გამოფენას "ჩემი სამყარი" ქვია. იქნება გამოფენილი ყველა ჩემი ნახატი,  უფრო დიდი დოზით კი ბოლო ოთხიწლის ნახატები ფიგურირებენ.
- და ყველაზე მეტად რისი ხატვა გიყვარს?
- ყველაზე მეტად ალბათ უფრო ფერთა გამის, რადგანაც სწორედ იქ ყველაზე კარგად შემიძლია გადმოვცე ჩემი შინაგანი სამყარო.
- როგორც ჩემთვის ცნობილო გახდა, გამოფენას გარდაცვლილი შეყვარებულის საპატივცემულოდ აწყობ.
- დიახ, გამოფენის დღეს დიტოს გარდაცვალების 3 წლის თავია და მინდა სწორედ იმდღეს გაიხსნას გამოფენა.
- ვიცი შენთვის ძალიან ძნელია თუმცა შეგიძლია მოგვიყვე რა მოხდა იმ დღეს?
- სიკვსილამდე ერთი კვირით ადრე რაღაც უაზრობაზე მოგვივიდა ჩხუბი, ზუსტად არმახსოვს რაზე მგონი ვიღაც გოგოსთან დაკავშირებით. ხო, ხო გამახსენდა. ეს გოგო დიტოს სკოლის შეყვარებული იყო, ნუ ბავშვობის თუმცა არც დიდობაში არ ასვენებდა გოგო. როდესაც გავიგე ძალიან გავმწარდი, შემდეგ გავიგე რომ ეს გოგო დიტოზე იძახოდა ჩემი ბიჭია და რაღაცეები. ჩემზე ამბობდა რომ ნა*ა ვიყავი.
- როგორც ვიცი შენ სწორედ ესგოგო ცემე ბარში ხო?
- დიახ, სწორედ ეგ გოგო. თუმცა იქ მიზეზი სულ სხვა რამ იყო, ეს გოგო არ მხოლოდ დიტოს ეკიდებოდა კისერზე არამედ ჩემს ბავშვობის მეგობარსაც.
როდესაც ბარში ვიყავით სწორედ იქ გამაცნო ჩემმა ძმაკაცმა  ეს გოგო მისი შეყვარებულის ამპულაში. აქ კიდევ ვეღარ მოვითმინე და თმით ვითრიე.
- ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვა მაგ ამბავს არა?
- კი საკმაოდ ცუდი თუმცა მიზეზი არავინმა იცოდა.
- და თუ იცოდი როგორი ადამიანიც იყო რატომ იჩხუბე დიტოსთან?
- დიტოსთან სწორედ იმ ჩხუბის გამო მომივიდა მომფლიქტი, მას არ მოეწონა ჩემი საქციელი. მე კიდევ იმაზე გავმწარდი რომ ის გოგო დაიცვა და  სწორედ ამის გამო ვიკამათეთ.
- რა მოხდა სიკვდილის ღამეს?
- 28 აგვისტოს მარიობას დიტოს ძმაკაცის შვილი დაიბადა, ყველანი საავადმყოფოში იყვნენ. გვინ ღამეს როდესაც სახლში ბრუნდებოდნენ ავარია მოხდა. გარდაცვალებამდე ორი წუთით ადრე კი ესემესი მომწერა.
" მე მინდა სამყარო სადაც ყველაფერს შენი სუნი აქვს, არ მინდა სამყარო სადაც შენ ჩემი არ გერქმევა და არ მინდა სამყარო სადაც ყველაფერს შენ შეეხები თუმცა მე არ მექნება შეხების უფლება. მე მინდა სამყარო სადაც თავად შენ იქნები ჩემი სამყარო"
როდესაც ესემესი წავიკითხე გადავურეკე, მხოლოდ იმის თქმა მოვასწარი რომ ძალიან მიყვარდა.
შემდეგ იყო რაღაცის გამაყრუებელი ხმა, შემდეგ კი აღარაფერი მახსივს.
- როგორც ცნობილი გახდა ეს იყო მოწყობილი ავარია?
- დიახ მოწყობილი იყო, თუმცა მიაწერეს როგორც ავარია და საქმის გამოძიება დახურეს.
- მაგრამ თქვენ საქმე ბოლომდე მიიყვანეთ.
- დიახ რადგან ვერ დავუშვებდი უსამართლობას, ეს არ იყო უბრალო ავრია ეს იყო მკვლელობა. ჩემი მეგობრების და დიტოს ოჯახის გვერით დგომით ეს საქმე გამოიძიეს და დამნაშავეც დაიჭირეს.
- ჩვენთვის არ არის ცნობილი ვინ იყო მთავარი დამნაშავე.
- მთავარი დამნაშავე, მოდი ესე ვეტყვი მკვლელობის დამკვეთი ის გოგო იყო ვის გამოც მე და დიტოს კომფლიქტი მოგვივიდა. იმასაც ვიტყვი რომ დაგრგმილი არ იყო დიტოს მკვლრლობა იქ სხვა ვინმე უნდა ყოფილიყო, თუმცა დიტო უდროო დროს უდროა დგილას მოხვდა.
- და ვინ იყო მთავარი მიზანი?
- მიზანი მე ვიყავი, ის ავტომობილი რომელშიც დიტო იჯდა ჩემი იყო. დიტომ დაბადებისდღეზე მაჩუქა, თუმცა რადგანაც ვიჩხუბეთ უკან დავუბრუნე. თან მე არ მიყვარს ავტომობილები ყოველთვის ჩემი მოტოციკლეტით ვმოძრაობდი.
- გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ესეთი გულახდილობისთვის, პირველი ადამიანი ხარ რომელიც არაფერს მალავს და მის პირად ცხოვრებაზე ყველაფერს ამბობს.
- მადლობა თქვენ.
- ეხლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
- ეხლა საერთოდ არაფერი, ამ ეტაპზე მხოლოდ ჩემი გამოფენა და მხატვრობა მაინტერესებს. ასევე ვმოგზაურობ საქართველოს გარშემო და ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული, ყოველთვის საჭირო ადგილას ვჩნდები ხოლმე და საოცარ ფოტოებს ვიღებ.
- მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- მამასთან? ძალიან კარგი ნუ ხშირი კონტაქტი არ მაქვს, ჩემი საქმისა და მისი პროფესიიდან გამომდინარე.
- არასოდეს ჩარეულხარ მის საქმიანობაში?
- არა არასოდეს, მამამ იცის როგორ უნდა მოიქცეს. თუ რამე არასწორს გააკეთებს, მე პირველი ვიქნები ვინც მას შენიშვნას მისცემს და გააკრიტიკებს.
- და ის თუ ერევა შენს ცხოვრებაში?
- არა რა სისულელეა, მამა მენდობა და იცის რომ მე დაუფიქრებლად არანაირ ნაბიჯს გადავდგამ.
- რამოდენიმე წლისწინ როდესაც ინტერნეტ სივრცეში ვიდეო გამოჩნდა, სადაც შენ და შენი მეგობარი ელგებეტე ადამიანებზე საუბრობდით, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ვიდეოს და ასევე დიდი სკანდალიც.  მამამ ამის შესახებ არაფერი გითხრა?
- არა რათქმაუნდა რადგანაც ეს ჩემი აზრია, მე ვარ ადამიანი რომელსაც მისი აზრი გააჩნია და არავის აქვს უფლება მე ამის შესახებ გამაკრიტიკოს.
მე იქ არ მითქვამს რომ ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი, მე უბრალოდ ის ვთქვი რომ არავის აქვს უფლება მათზე იძალადონ, არავის აქვს უფლება ისინი სიცოცხლეს გამოასალმონ.
მე მხარს ვუჭერ მათ, რადგან მათ ჩემთვის არაფერი არ დაუშავებიათ. მე არ მაქვს მათი საწინააღმდეგო, პირიქით ისინი თუ თავს უსაფრთხოდ და კარგად იგრძნობენ მე პირველი ვიქნები ვინც მათ გვერდით დადგება.
- როგორ გგონია ამ განცხადების შემდეგ რა რეაქცია ექნება მამაშენს, ან იმ ხალხს ვინც მამაშენს მხარს უჭერერს?
-თუ ადამიანი ჭეშმარიტად აზროვნებს ის მე დამეთანხმება, ხოლო რაც შეეხება მამას ეს მისი გადასაწყვეტია დამეთანხმება თუ არა.
- მე მაინც მგონია რომ ამ გადაცემის შემდეგ დიდი აურზაური ატყდება.
- მერე რა.
- არ გეშინია?
- რისი? სიმართლის? მე სიმართლის არასოდეს მეშინია. ყოველთვის იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ, თუნაც ამით სხვას გული ვატკინო.
- რას ეტყვი ხალხს?
-  ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ თავს ცუდად ცხოვრების უფლება მისცეთ.
- ძალიან დიდი მადლობა ესეთი გულახდილობისთვის.
- მადლობა თქვენ.

გადაცემის დასრულების  შემდეგ პირდაპირ სახლში წამოვედი, მგონი იმაზე ცუდი წარმოდგენა დაგრჩათ ჩემზე ვიდრე უნდა დაგრჩენოდათ.
მაგრამ რა ვქნა ეს არის ჩემი აზრი სწორედ ესე ვფიქრობ.


დავიწყე ახალი ისტორიის წერა " შენ, შენ არ ხარ" -ს მალევე გავაგრძელებ თუმცა რატომღაც მიმდოდა ჯერ ახალი ისტორია დამეწყო.
ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა, ერთს მეორე ემატებოდა და ამიტომ დიდ ბოდიშს გიხდით ვინც იმ ისტორიას ელოდებოდით.
იმედია მოგეწონებათ ახალი ისტორია, გამიხარდება თუ თქვენს აზრს გამოთქვამთ.❤скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent