შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Empty (ნაწილი მეორე)


5-11-2017, 20:05
ავტორი ელპინი
ნანახია 731

Empty (ნაწილი მეორე)

***
თამბაქოს მოწევის სურვილით შეპყრობილი, მაღაზიისკენ სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ თავსხმა წვიმაში და ლამის, გუბურად გადავიქცე ისე ვარ გაწუწული.
მაწანწალა ძაღლივით ვარ ახლა რიგში ჩამდგარი და ლომკისგან გაგიჟებული, უკვე, წვიმის წვეთებს ვითვლი.
ერთი...
ორი...
სამი...
ოთხმოცი...
ასორმოცდაათი...
სამასი...
სამასოცი...
ძლივს ჩემი რიგია.
-ერთი პარლამენტი, თუ შეიძლება.
ტელეფონში წინა კამერა ჩავრთე და ჩემს გაწითლებულ, დასისხლიანებულ ტუჩებს ვუყურებ. ფოტოს ვიღებ და თავს ვირთობ, სანამ ფულს ითვლის მოლარე.
-თამბაქოს სურნელი გაქვს black dress-თან ერთად.
მესმის ხმა ჩემ უკან მდგარის და მაშინვე საოცარი მუხტი გადმოდის სხეულში.
თავს უკან ვაბრუნებ და ვიღიმი. არაფერს ვამბობ. უკან გამოვდივარ მხრებაწურული და სახლისკენ მივდივარ. მაშინვე ვუკიდებ თამბაქოს და უკვე, დამშვიდებული სუნთქვას ვირეგულირებ. ტელეფონს ვრთავ და ფოტოს გაშტერებული ვუყურებ. კადრში ის ბიჭი ჩანს, ღმერთო, რა განსხვავებულია.
სახლში მთელი საათი უაზროდ ჩავშტერებივარ ტელეფონს.
-მაშკა, გამო, რა.
მაშოს ვურეკავ და ველოდები.
ათ წუთში უკვე ადგილზეა.
-ნენუ, რაღაც სხვანაირად ხარ, თუ მეჩვენება?
-მაშკა, ნახე.
ტელეფონს ვაწვდი და სურათს ვაჩვენებ.
-კაი?
-ხო.
-აკვდებით, რა.
-მაშკა.
-ხო.

ახლაც შენახული მაქვს ის ფოტო და ისევ ისე ჩავშტერებივარ, როგორც მაშინ.
ნოე?
ნოემ პირველივე ნახვაზე მოახდინა შთაბეჭდილება.
განა, რამე განსაკუთრებულით? უბრალოდ, ძალიან ჩვეულებრივად.
ტელეფონს ვიღებ და მაშოს ვურეკავ.
-მაშო, მოდი, რა.
ველოდები მაშოს უკვე, ოდნავ შეფხიზლებული და თამბაქოს ვუკიდებ. ფილტვები რა დღეში მაქვს, ალბათ.
-მაშო, მოსული იყო.
-მერე?
-არა-მეთქი.
ცრემლები თავისით წამომივიდა და მაშოს მივეხუტე.
-კაი რა. ძაან იღლით ორივე თავს.
-ვერა, მაშკა, ხომ იცი?
ტკივილიანი ხმით ვეუბნები.
-ერთხელ?
-არცერთხელ.
მაშო დივნიდან დგება და კარადიდან ვისკი გამოაქვს უსიტყვოდ. ჭიქებში ასხამს და მაშინვე ყელში გადამაქვს ცივი სითხე.
ტელეფონზე ისევ შეტყობინებაა.
ხელებით ძლივს ვპოულობ დივანზე მიგდებულ ტელეფონს და დაბურული თვალებით ვკითხულობ.
"ნენუ, ნუ სვამ ამდენს! ჩვენს შვილებს რა ვუთხრა მერე? დედა გალოთდა-თქო?"
მთელი სხეული მეწვის, მხოლოდ ერთი ჩახუტება მჭირდება ახლა.
-აუ, ნენუ, მიდი, წადი, გთხოვ.
მაშოს ხმა მესმის.
უსიტყვოდ ვდგები და მივდივარ არეული ნაბიჯებით, მაგრამ არა ნოესთან, წვიმაში უნდა ვიცეკვო ვალსი უხილავ არსებასთან ერთად.
მოძრაობებს ვაკეთებ და წვიმის წვეთები სახეზე მეცემა. სასიამოვნოდ მეღიმება და ჩემ თავზე მეცინება. საბოლოოდ გავგიჟდი. ოფიციალურად არანორმალური ვარ.
"ვალსს, რომ იცეკვებ მარტო, მე მოვალ შენთან და აგიწყობ ნაბიჯს."
ნოეს სიტყვები მახსენდება და ტანში მცრის.
მაშო ფანჯრიდან ყვირის:
-ნენუ, გაცივდები, რას აკეთებ?
მხოლოდ სითბოს ვგრძნობ ახლა. წვიმა კი არა, თითქოს მზე მაცხუნებს.
ისევ ვცეკვავ, სულ გაწუწული ვარ და სახეს წვიმის წვეთებს ვუშვერ.
სული მტკივა.
გულიც.
ორგანიზმი მეწვის.
-ნენუ, მოვედი.
მისი ხმა მესმის და ცეკვას არ ვწყვეტ. პირიქით, მინდა იცეკვოს ჩემთან ერთად. ერთ ხელს წელზე მადებს და მეორე ხელით ჩემს ხელს იჭერს.
-ნენუ, მე დაპირებებს ვასრულებ, ხომ იცი?
-მერე?
თავი მის მხარზე მიდევს და წვიმის სურნელთან ერთად მის სურნელს ვგრძნობ.
-ვიცეკვოთ.
ტანს მაყოლებს.
-ვალსი.
-ამაღამ.
-ერთად.
-მაგრამ.
-უკანასკნელად.
-მაინც არა, ნენუ?
-არა, ნოე.
-აუ.
-ასე ადვილად ვერა, ნოე.
-თითები მეწვის.
-ჩემი შეხებისგან.
ეგოისტურად ვლაპარაკობ და თითებს უფრო ვუჭერ ხელზე, მინდა უფრო დავწვა, მინდა უფრო ეტკინოს.
-ნენუ, სულ ოდნავადაც არ?
-ვერ.
-მაშინ მხოლოდ ვიცეკვოთ.
-ამაღამ.
-ერთად.
მხოლოდ ამაღამ და თან, უკანასკნელად.
ნოე.
ოხ, ნოე!
-ვერ ვჩუმდები.
-ნოე!
-ვაფუჭებ.
-ვიცი, ყველაფერს.
ვეთანხმები მეც.
-სიყვარულსაც, ნენუ.
-ასე გიჟურად?
-მაინც არ, ნენუ?
-ვერ, ნოე.
-წვიმს.
-გვაწვიმს.
თავს მაღლა ვწევ და წვიმის წვეთებს ვუშვერ სახეს.
-გავცივდებით.
-ახლა, რომ წავიდეთ, არანორმალურობა დაგვეკარგება.
-მე რომ ვთქვი, გახსოვს?
-კი.
"ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვართ არანორმალურები, რომ წვიმაში ვალსს ვცეკვავთ."
-ნოე.
-ხო, ნენუ.
-როდემდე?
-რავი.
მხრებს იჩეჩს და ტანზე უფრო მეკვრის. სხეული უფრო თბება და ტემპერატურა მაღლა იწევს.
-ძაან გიჟები ხართ!
ზემოდან მაშკას ხმა მ(გვ)ესმის.
-მაშენკა?
-ძაან გიჟია.
სიცილით მეუბნება.
-ნოე?
-ყველაფერს აფუჭებს ნოე.
მის თავს საყვედურობს და თვალებზე მკოცნის.
-ამ ერთხელ, რა, ნენუ.
-არა.
-მაინც?
-არა.
-მხოლოდ ვიცეკვოთ.
განაწყენებული ხმით მეუბნება.
-ამაღამ.
-ერთად.
მისი პირიდან წარმოთქმული სულ სხვანაირად ჟღერს.
-და უკანასკნელად.
-ნენუ, რატომ უკანასკნელად?
-არ ვიცი.
-ნენუ.
-ისევ სხვანაირად ამბობ.
-ვიცი.
თავდაჯერებულად მეუბნება.
-წადი, რა, ნოე.
-ნენუ, არ მინდოდა, ხომ იცი?
-წადი, რა, ნოე.
-მაინც არ?
-ვერ.
არაფერს მეუბნება, მიდის და მე მაინც ვაგრძელებ ცეკვას.
-ამოდი, ნენუ.
მაშკას ხმა მესმის ისევ.
ცოტა ხანს ისევ ვცეკვავ, და გაბადრული სახით მივდივარ სახლისკენ.
-თქვენ ორი? თან, ცალ-ცალკე? თევზი და წყალიც არ არიან ეგრე განუყოფლები!
სახლში ჯერ არ მაქვს ნაბიჯი შედგმული, მაშოს ხმა, რომ წვდება ყურთასმენას.
-აუ, მაშო.
-გიყურებდით.
-მერე?
-უნდა შერიგდეთ!
ვდუმვარ, ხმას არ ვიღებ.
-მაინც არ, ნენუ?
-ვერ, მაშკა.


მეორე ნაწილიც.
იმედი მაქვს მოგეწონებათ/მოგეწონათ.
მიყვარხართ ჩემო ფერადებო.
თქვენი ელპინი/ანა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი მოცინარი

ააააააააააააააააააააააარ არსებოოოოოოოოოობს! წავალ წავიკითხავ და მოვალ ;დდ

 


№2 სტუმარი სტუმარი თაკო

არამქვეყნიურად მომწონს ელპინო
ძან გიჟონა და რომანტიკობა
"მიყვარხარ ელპინო"

 


№3 ადმინი ელპინი

მოცინარი
ააააააააააააააააააააააარ არსებოოოოოოოოოობს! წავალ წავიკითხავ და მოვალ ;დდ

გელოდები❤❤

სტუმარი თაკო
არამქვეყნიურად მომწონს ელპინო
ძან გიჟონა და რომანტიკობა
"მიყვარხარ ელპინო"

თაკუ, ძალიან გამახარე.
დიდი მადლობა.
ვაფანატებ შენზე ფერადო.
❤❤❤

 


№4  offline წევრი Mtirala

ელპინ,
დიალოგები მკლავს!
ვერ კი არა არ,
არ უნდა ნენუს შერიგება,
არა.
არ მესმის და ვერც ვერასდროს გავუგებ.
შენ ხომ გესმის ჩემი?!
ნოე,
ნოე,
ნოე...
არა, არა, არა...
ჩემთვის ნოა'ა.
ხო, ნოა.
იდეალური, თავის მინუსებთან ერთად.
ეს ისტორია კი სიგიჟეა,
როგორ მომწონს...
თავის ნენუ'თი და ნოა'თი, მაშკა'თი, ვალსით და წვიმით.
ვბოდებ, ანა, შენზე.
მიყვარხარ,
დიდო!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№5 სტუმარი მოცინარი

ელ... რა გითხრა? შენებურად, საოცრად თბილი, გიჟური, ინტრიგული იყავი... ნოემ რა ქნა ნეტავ?... ვითომ უღალატა? არ ვიცი... წინასწარ ვერ განსაზღვრავ რას მოიგონებ კრეატიულო... ძალიან ძალიან ძალიან საოცრება ხარ! აი, ხომ წავიკითხე, აზრზე არ ვარ რა გითხრა... სათაური შეეფერება ზუსტად... მართლა არაფერია სათქმელი. მიყვარხარ <3

 


№6 ადმინი ელპინი

Mtirala
ელპინ,
დიალოგები მკლავს!
ვერ კი არა არ,
არ უნდა ნენუს შერიგება,
არა.
არ მესმის და ვერც ვერასდროს გავუგებ.
შენ ხომ გესმის ჩემი?!
ნოე,
ნოე,
ნოე...
არა, არა, არა...
ჩემთვის ნოა'ა.
ხო, ნოა.
იდეალური, თავის მინუსებთან ერთად.
ეს ისტორია კი სიგიჟეა,
როგორ მომწონს...
თავის ნენუ'თი და ნოა'თი, მაშკა'თი, ვალსით და წვიმით.
ვბოდებ, ანა, შენზე.
მიყვარხარ,
დიდო!

აი, როგორ მეშინია, ხომ იცი?
მარტო შენ იცი!
და მერეც მარტო შენ გეცოდინება.
იყოს ნოა შენი.
მე არ მაქვს პრობლემა.
მიხარია ასე რომ მოგწონს.
ნენუ?
შეიძლება არ უნდა კიდევაც.
არც მე ვიცი.
შენზე უკვე, სერიოზულად ვგიჟდები და ვაფანატებ.
უძალიანმაგრესი გოგო ხარ!
უღრმესი მადლობა.
მიყვარხარ პატარა.
❤❤

მოცინარი
ელ... რა გითხრა? შენებურად, საოცრად თბილი, გიჟური, ინტრიგული იყავი... ნოემ რა ქნა ნეტავ?... ვითომ უღალატა? არ ვიცი... წინასწარ ვერ განსაზღვრავ რას მოიგონებ კრეატიულო... ძალიან ძალიან ძალიან საოცრება ხარ! აი, ხომ წავიკითხე, აზრზე არ ვარ რა გითხრა... სათაური შეეფერება ზუსტად... მართლა არაფერია სათქმელი. მიყვარხარ <3

არც მე ვიცი, რა გააკეთა ნოემ.
იცი, როგორ გამახარე?
აი, ძალიან, ძალიან.
სიტყვებს ვერ ვპოულობ.
ძაან გაგიჟებული ვარ ახლა.
აი, უდიდესზე უდიდესი მადლობა.
ძალიან მიხარია.
ლამისაა ვიტირო.
ვგიჟდები შენზე მოცინარ'ო.
მიყვარხარ❤❤❤

 


№7 ადმინი ელპინი

ლიდია
დავიტანჯე
მოვკვდი
გავნადგურდი
შეარიგე რა ელპინ
ცუდად ვარ ისე მომწონს

აუუუ, აი, გავაფრინე სიხარულისგან.
შეიძლება ასე?
ძაან დიდი მადლობა.
ვგიჟდები შენზე.
❤❤❤❤❤

 


№8  offline წევრი mimimimo

გინდოდეს
და
ვერ?
ტყუილია, რა
არ უნდა და
ვერ'ც
და
არ'ც
ნოე
ნენუ
ვერ ვხვდები
ვერ
თუ
არ
და
ასე
გაურკვევლად
ჯერ
ვერ
ან
არ
დამიწერია
კომენტარი.
წარმატებები!

 


№9 ადმინი ელპინი

mimimimo
გინდოდეს
და
ვერ?
ტყუილია, რა
არ უნდა და
ვერ'ც
და
არ'ც
ნოე
ნენუ
ვერ ვხვდები
ვერ
თუ
არ
და
ასე
გაურკვევლად
ჯერ
ვერ
ან
არ
დამიწერია
კომენტარი.
წარმატებები!

:დდდდდდდდ
რა გავიგო ახლა? :///
მაგრამ მადლობა დიდი❤❤❤
მიხარია, რომ კითხულობ❤❤❤

 


№10  offline წევრი Mariam Shengelia_3

რა საოცრება მყავხარ ანნ❤
მაგიჟებ და მაფრენინებ
ძალიან ძალიან მომწონს!!!!❤

 


№11 ადმინი ელპინი

Mariam Shengelia_3
რა საოცრება მყავხარ ანნ❤
მაგიჟებ და მაფრენინებ
ძალიან ძალიან მომწონს!!!!❤

მარ, გელოდებოდი და იმედი მაინც მქონდა, რომ დროს გამონახავდი.
უდიდესი მადლობა, ძალიან გამახარე❤❤
მიყვარხარ, მარ❤❤❤

 


№12  offline წევრი მარიკუნაა♥️

რა გააკეთა ეგეთი.
რას ახვეწნინებს,
არ უნდა ამ გოგოს და
ვსიო.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№13 ადმინი ელპინი

მარიკუნაა♥️
რა გააკეთა ეგეთი.
რას ახვეწნინებს,
არ უნდა ამ გოგოს და
ვსიო.

რა ვიცი :დდდ
მადლობა, მარიამ❤
შენ იცი, როგორ გელოდებოდი❤

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.