შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Empty (ნაწილი მესამე)


6-11-2017, 21:28
ავტორი ელპინი
ნანახია 481

Empty (ნაწილი მესამე)

შეტყობინების ხმა მესმის და ძილბურანში მყოფი, ტელეფონს ხელით ვეძებ.
"ნენუ, უკანასკნელად ვიცეკვეთ, ხო?"
არაფერს ვპასუხობ.
"მაინც არ, ნენუ?"
იცის, რომ ვერ, მაგრამ მაინც ითხოვს ჩემგან.
ისევ მოგონება მახსენდება.
"ნენუ, გამთენიისას ცას ვუყუროთ ხოლმე, რა. ამბობენ რომანტიულია-ო".
ვდგები და აივანზე გავდივარ დასაჯდომად.
-გაგახსენდა, ნენუ, ხო?
ეზოდან მისი ხმა მესმის და ადგილიდან არ ვიძვრი. ვიცი, მიყურებს. ხოდა, მიყუროს.
-ამოვდივარ.
ისევ გაუნძრევლად ვზივარ და ცას ვუყურებ.
-წავუ'რომანტიულოთ.
ვიცინი და ვიჩოჩები, რომ ჩამოჯდეს.
-ვილაპარაკოთ, რა.
მუდარიანი მათრობელი ხმა ჩამესმის ყურებში.
-ნოე.
-ხო, ნენუ.
-თამბაქო მოიტანე, რა. კარადაზე დევს.
თავს მიქნევს, დგება და უსიტყვოდ მიდის მოსატანად.
-ნენუ.
-ხო.
-ვერ გადაგეჩვიე.
-არა, ნოე.
-ამ ერთხელ, რა, ნენუ.
ორ თითს კისერში იდებს და პირდაპირ თვალებში მიყურებს.
-არა.
-არ დამივიწყო მაშინ, კაი?
მეცინება და არ ვპასუხობ.
-ნენუ, ნუ მექცევი ასე, რა.
არ ვუყურებ. ვიცი, რომ შევხედო, მაშინვე ვაპატიებ.
-მიპასუხე, ნენუ.
-არ დაგივიწყებ.
უხმოდ დგება და მიდის.
მინდა ვუთხრა დარჩი-მეთქი, მაგრამ ვერა.
"როცა ორ ადამიანს სიყვარული აკავშირებს, მე ზედმეტი ვარ"-ო ყურში ჩამჩურჩულებს ეშმაკი და თითქოს, ისიც მიბიძგებს ნოესკენ.
დავიღალე.
ნოემ დამღალა.
-მაშო, ამოდი ჩემ თავს გაფიცებ.
მაშოს ვურეკავ და წუთებში უკვე ადგილზეა. ჩემ გვერდით, ორივე აივანზე ვსხედვართ.
-იყო, ხო?
-მაშკა, ასე როგორ მიცნობ?
-კაი, რა, ნენუ.
-ძაან მტკივა, მაშკა.
-თქვენზე უკეთესები? აი, არსად გეფიცები.
-ოო, მაშო.
უკვე, გაბრაზებული ვლაპარაკობ.
-მთელი ნუცუბიძე თქვენზე ლაპარაკობს.
-რას?
-ნენუ და ნოე დაშორდნენ-ო.
-ტ*აკი დააყენონ.
-ზოგმა ნოემ უღალატა-ო.
მეცინება.
-ძაან ვღადაობ.
-ხო ვამბობ, არა? შენ და ნოე? ერთმანეთის გარეშე? აი, არ მესმის და არ ვიცი.
-მაშკა, დავიღალე.
-ისე, პირველად სად ნახე გახსოვს, ნენუ?
-რა დამავიწყებს.
-მარკეტში.
-ნენუ, მიყვარხარ-ო, რომ მითხრა და მერე პასუხის მოლოდინში, რომ მიყურებდა სასაცილოდ.
-აი, მაგის მერე, სულ ერთად იყავით და ახლა? კაი, რა, ნენუ.
-მტკივა, მაშკა.
თამბაქოს ვუკიდებ და ყელს მიწვავს კვამლი.
"ნუ მოწევ ამდენს."
ნოეს სიტყვები მახსენდება და უფრო მიჩნდება სურვილი, რომ ბევრი მოვწიო.
მეღიმება.
სხეულში სითბო მეღვრება.
-ნენუ, ჩამოდი, რა.
ეზოდან მესმის ნოეს ხმა და გაკვირვებული მაშკას ვუყურებ.
-ახლახანს არ წავიდა?
-ხო.
-ძალიან აფრენთ.
სწრაფად ვიცმევ მოსაცმელს, წინდებიან ფეხებს ჩუსტებში ვუყრი და კიბეებზე გიჟივით მივდივარ, საღამურებში გამოწყობილი.
-წამო, ვისეირნოთ.
-ასე?
ხელით ვანიშნებ ჩაცმულობაზე.
-არანორმალურები ვართ, დაგავიწყდა?
-არა.
-გახსოვს სამი წლის წინ რა გითხარი?
-ბევრი რამ მითხარი, ნოე.
-ერთი ყველაზე მეტად უნდა დაგემახსოვრებინა.
-"ვერ გადაგეჩვევი, როგორც თამბაქოს"-ო.
-ხო, ნენუ.
-მერე?
-არაფერი, სულ გახსოვდეს, რა.
-მაშკამ ძალიან აფრენთ-ო.
სიცილით ვეუბნები და ჩემს ჩუსტებს ვუყურებ.
-იცის ადამიანმა.
-ნუცუბიძე თქვენზე ლაპარაკობს-ო.
-ვიცი, ნენუ. მე ყველაფერი ვიცი.
-მერე?
წარბს ვწევ და ტუჩაბზუებული ვუყურებ.
-კაი, რა, ნენუ. როდიდან?
-ამ წუთიდან.
-აქამდე არ გაინტერესებდა.
-უკვე, მაინტერესებს.
-ძაან შეიცვალე.
-შენ გამო.
-მაინც არ, ნენუ?
-ვერ, ნოე.
ვსეირნობდით და ხმას არცერთი ვიღებდით. მხოლოდ ისიც იყო საკმარისი, რომ ერთმანეთის გვერდით ვიყავი.
-ნენუ, ნახე, ვარსკვლავებიც აღარაა ცაზე.
-მერე?
-ხელს გვიშლის ყველაფერი.
-ძაან ასერიოზულებ.
-ნენუ, ხომ ვამბობ, შეიცვალე-მეთქი.
-კი, მერე?
-ძველი მჭირდები, ნენუ.
-ხომ იცი, არაფერი შეცვლილა?
-არაფერში რას გულისხმობ?
-ყველაფერს, ნოე.
-მერე?
-აღარაა ისე არაფერი.
-და ახლა რას გულისხმობ არაფერში?
-მხოლოდ ერთი გრძნობის გარდა, ყველაფერს.
-ნენუ, ისევ გიყვარვარ?
მეცინება და არაფერს ვპასუხობ. ყოველთვის ასე ვარ, ვიცი.
-მითხარი, ჩვენ თავს გაფიცებ.
თავჩახრილი მივდივარ და ჩვენ ჩრდილებს ვუყურებ.
-ნენუ, ნუ დუმხარ, გთხოვ.
მეშინია.
იმის მეშინია, რომ ხმაც აღარ მექნება, რომ ვიყვირო მიყვარხარ-მეთქი.
-ძაან მშლი, ნენუ, გესმის?
თვითონაც ასე მიკეთებს. ნაკუწებად მაქცევს და მანადგურებს. ერთიანად კი არა, ნაბიჯ-ნაბიჯ მტკივნეულად, თან.
-მაინც არ, ნენუ?
-ვერ, ნოე.
-მაშინ ვალსი ვიცეკვოთ.
-ბოლოჯერ ვიცეკვეთ უკვე.
-აბა, ტანგო?
-არა.
ცივ არა-ს ვპასუხობ და ხელებს მოსაცმელის ჯიბეებში ვიწყობ გასათბობად.
-კაი.
უკან ვბრუნდებით და სახლში ავდივარ.
-რამე შეცვალეთ, ნენუ.
-მაშენკა, აზრი აღარ აქვს.
-რას, ნენუ?
-ჩვენ სიყვარულს.
-სისულელეს ამბობ, ხვდები?
-მაშო, ვიცი, მაგრამ არა, რა.
-ძაან აფრენთ. აი, სერიოზულად.
-დავიღალე, მაშო.
თავს მაშოს კალთაზე ვდებ და მორფეოსის სამყაროში ვეშვები.




მაგარი გითხრათ ახლა. ეს სამი თავი წინასწარ მქონდა დაწერილი და ახლა რა მ(გვ)ეშველება არ ვიცი.
დიდი მადლობა ყველას.
ძალიან, ძალიან მიყვარხართ.
ვაფრენ თქვენზე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ფერადიი...

დადადა.....
ვიღაც შუაზე გაიწყვიტება და ეს ნენუ იქნება
მოკლა ბიჭი
ამოაძრო სული
ეგ გაფუჭებული
ხოიცი როგორ მიყვარხართ ელპინო
შენ შენი ისტორიები და შენი გმირები
ისც კარგად იცი რომ მეფანატინება
და ვაბოდებ შენზე
ეს ისტორია უკვე მაგიჟებს ისედაც გაგიჟებული ვარ
ნერვუიული სისტემა მომესპო ამათ შემყურეს
შემდეგს ველი იმედია
(გვ)ეშველება
"მიყვარხარ ელპინ"

 



№2  offline მოდერი ელპინი

ფერადიი...
დადადა.....
ვიღაც შუაზე გაიწყვიტება და ეს ნენუ იქნება
მოკლა ბიჭი
ამოაძრო სული
ეგ გაფუჭებული
ხოიცი როგორ მიყვარხართ ელპინო
შენ შენი ისტორიები და შენი გმირები
ისც კარგად იცი რომ მეფანატინება
და ვაბოდებ შენზე
ეს ისტორია უკვე მაგიჟებს ისედაც გაგიჟებული ვარ
ნერვუიული სისტემა მომესპო ამათ შემყურეს
შემდეგს ველი იმედია
(გვ)ეშველება
"მიყვარხარ ელპინ"

აი, ეგრევე შენი ნიკი, რომ წავიკითხე, როგორ გამეხარდა არც კი იცი!
ვგიჟდები შენზე ფერადო.
ძალიან, ძალიან მიხარია და მაბედნიერებს შენი სიტყვები!
მეც რომ მიყვარხარ და ვაბოდებ შენზე, ხომ იცი?
აი, უდიდესზე უდიდესი მადლობა, საყვარელო.

 



№3  offline წევრი ფერადიი...

ფერადიი...
საიდანაც მომდინარეობს ქე იცი
ჩემო გიჟო????????

 



№4  offline მოდერი ელპინი

ფერადიი...
ფერადიი...
საიდანაც მომდინარეობს ქე იცი
ჩემო გიჟო????????

ხო, და რომ ვიცი, მაგიტომ გამიხარდა❤❤

 



№5  offline წევრი მარიკუნაა♥️

ამ სიტყვებით თავმოყვარეობაზე აბიჯებს და
მეზიზღება ეს გოგო.
მძულს.
ვერ ვიტან.
რაც არ უნდა გაეკეთებინა
უთხრას ან წადი, ან მოდი.
ან ეჩხუბე, ან შეურიგდი.
ეს ცეკვა და რაღაცეები ჭკუიდან შლის ამ ბიჭს და ეს გოგო განგებ უკეთებს ამ ბიჭს ამ ყველაფერს.
და ამ მაშკას დანიშნულებას ვერ ვხვდები:)
"შენ და ნოე ცალ-ცალკე?"
ეს ფრაზა ამოვიდა ყელში.
აშკარად არანაირი წყვილი არ ყოფილა.
რომ ყოფილიყვნენ, ესე არ იქნებოდნენ.
თუ იყვნენ,
გამოაჩინე წესიერად!

პ.ს. გთხოვ, ჩემს ნერვულ სისტემაზეც იფიქრე, როცა შემდეგ თავს დაწერ://
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№6  offline მოდერი ელპინი

მარიკუნაა♥️
ამ სიტყვებით თავმოყვარეობაზე აბიჯებს და
მეზიზღება ეს გოგო.
მძულს.
ვერ ვიტან.
რაც არ უნდა გაეკეთებინა
უთხრას ან წადი, ან მოდი.
ან ეჩხუბე, ან შეურიგდი.
ეს ცეკვა და რაღაცეები ჭკუიდან შლის ამ ბიჭს და ეს გოგო განგებ უკეთებს ამ ბიჭს ამ ყველაფერს.
და ამ მაშკას დანიშნულებას ვერ ვხვდები:)
"შენ და ნოე ცალ-ცალკე?"
ეს ფრაზა ამოვიდა ყელში.
აშკარად არანაირი წყვილი არ ყოფილა.
რომ ყოფილიყვნენ, ესე არ იქნებოდნენ.
თუ იყვნენ,
გამოაჩინე წესიერად!

პ.ს. გთხოვ, ჩემს ნერვულ სისტემაზეც იფიქრე, როცა შემდეგ თავს დაწერ://

გავითვალისწინებ, მარიამ.
მადლობა დიდი❤❤

 



№7  offline წევრი Mtirala

ელპინ,
მხოლოდ ჩვენ ვიცით, რა.
აფრენ,
სიგიჟე ხარ.
ვერ თუ არ?
ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია.
ნოა,
ჩემი ბიჭი.
შენ
ჩემი გოგო.
ვგიჟდები თქვენზე.
და მარტო ჩვენ ვიცით ვინ დავიკიდოთ...
ეს ბოლო ისე.
მიყვარხარ,
დიდო.
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№8  offline მოდერი ელპინი

Mtirala
ელპინ,
მხოლოდ ჩვენ ვიცით, რა.
აფრენ,
სიგიჟე ხარ.
ვერ თუ არ?
ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია.
ნოა,
ჩემი ბიჭი.
შენ
ჩემი გოგო.
ვგიჟდები თქვენზე.
და მარტო ჩვენ ვიცით ვინ დავიკიდოთ...
ეს ბოლო ისე.
მიყვარხარ,
დიდო.

დილით ვნახავ-მეთქი, ხომ გითხარი.
აი, ჯერ არცერთი დილა ასე პოზიტიურად არ დაწყებულა.
ბაჯაღლო მყავხარ, რა, რა თქმა უნდა შენს ნოასთან ერთად.
ვაფრენ შენზე, პატარა.
მიყვარხარ.

 



№9  offline წევრი mimimimo

არ მომწონს.
ვერც
არ
გავიგე
ვერც
ვერ
გავიგე.
უყვარს
მესმის
მაგრამ
ამდენი ხვეწნა?
ზედმეტია
ნოეს ადგილას
მე მივატოვებდი
ამოვიდოდა ყელში
ამდენი თხოვნა.
სიყვარულიც ვიცი
და
პატიებაც
მაგრამ
თუ არ უნდა
რაღას ეხვეწება?
იმედია შემდეგი უკეთესი იქნება.
წარმატებები!

 



№10  offline მოდერი ელპინი

mimimimo
არ მომწონს.
ვერც
არ
გავიგე
ვერც
ვერ
გავიგე.
უყვარს
მესმის
მაგრამ
ამდენი ხვეწნა?
ზედმეტია
ნოეს ადგილას
მე მივატოვებდი
ამოვიდოდა ყელში
ამდენი თხოვნა.
სიყვარულიც ვიცი
და
პატიებაც
მაგრამ
თუ არ უნდა
რაღას ეხვეწება?
იმედია შემდეგი უკეთესი იქნება.
წარმატებები!

არაუშავს.
მიხარია, რომ მკითხულობ.
დიდი მადლობა.
ვეცდები უკეთესი გამომივიდეს.
❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent