შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კამელიები (თავი 5)


7-11-2017, 23:12
ავტორი An_Gel
ნანახია 1 386

კამელიები (თავი 5)

ცხოვრება მარტივი რამაა, თუ ნებისმიერ მოვლენას შესაფერის ემოციას დავახვედრებთ ფარად. პრობლემა ერთადერთია: ამის გააზრებას მხოლოდ მაშინ ვახერხებთ, როცა გამოუვალ და უსაშველო მდგომარეობაში ვიმყოფებით უკვე.
მაშინ, როცა კუთხეში აღმოვაჩენთ საკუთარ თავებს, გვგონია, ხსნა აღარ არსებობს და ყველაფერი განწირულია დასასრულისთვის, ის კარი იხსნება, რომელიც იქამდე დაფარული იყო ჩვენი თვალთახედვისთვის. ყველაფერი კარგავს ფერსა და სიმძაფრეს. ყველა პრობლემა, განსაცდელი და ტკივილი პატარავდება, იფუშება, იწრიტება და ნელნელა უტოლდება ნულს.
როცა გვგონია, მეტს ვეღარ გავუძლებთ და დროა დავნებდეთ, ჩვენი გონება გაციებას იწყებს. კარგავს გრძნობებს, თიშავს გულს და ხდება პრაგმატული.
მერე ყველაფერი მარტივია...

*_*_*_*

ანა რამდენიმე საათის განმავლობაში გაუნძრევლად იჯდა დივანზე. ხელში მობილური ისე ძლიერ ჰქონდა ჩაბღუჯული, თითქოს ვინმე წარმთევას უპირებდა. მზერა მაგიდაზე მდგარი ყვავილებისთვის გაეშტერებინა და ფიქრობდა.
ფიქრობდა... იაზრებდა... აანალიზებდა...
ყველაფერი ერთ წამში დატრიალდა მის ირგვლივ და იმგვარად მოექცა მისი აღქმის არეალში, როგორც რეალურად უნდა ყოფილიყო.
უკვე ყველაფერი ესმოდა. ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი და ისიც იცოდა, რას იზამდა შემდეგ.

მაშინ გამოერკვა, როცა ოთახში მის წინ მდგარი იაგო შეამჩნია. მამაკაცი ისე უხმოდ და შეუმჩნევლად შესულიყო სახლში, როგორც ახასიათებდა.
ხმას არ იღებდა. კედელთან იდგა და აკვირდებოდა ქალს. მისი გაფითრებული, უფრო სწორად კი, გადარეცხილი სახის გამომეტყველებით ხვდებოდა, რომ ყველაფერს მოჰფენოდა ნათელი.
ანა წამოიწია და თვალებში შეხედა ქმარს. წამით მოეჩვენა, რომ საერთოდ ვერ იცნო. უყურებდა და სრულიად სხვა პიროვნებას ხედავდა; სხვა თვალებსა და ცხვირ-პირს. არა მას, რომელსაც ღრმა ბავშვობიდან იცნობდა; არა ნამდვილ იაგო გურიანს.
მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა გურიანს. თითქოს უხმოდ ცდილობდა ქალის გონებაში შეღწევას და აზრების წაკითხვას.
რამდენიმე ხანს თვალებში უყურეს ერთმანეთს. ემზადებოდნენ მომავალი დიალოგისთვის. მერე ანამ დაარღვია სიჩუმე.

-ადრე დაბრუნდი?! - ორივესდა გასაკვირად, ისეთივე უემოციო და გაწონასწორებული ხმით დაილაპარაკა, როგორითაც გურიანი ლაპარაკობდა.
-ბევრი საქმე არ მქონდა. - ნელა დაიძრა მამაკაცი და სავარძელთან გაჩერდა.
-უცნაურია. - ხელოვნურად გამყინავი და უსიამოვნო ხმა ჰქონდა ყიფშიძეს.
-რა არის უცნაური? - კომფორტულად მოკალათდა იაგო, ფეხი-ფეხზე გადაიდო და ღიმილით ჰკითხა ცოლს.
მისმა უბრალო და არაფრით გამორჩეულმა ქცევამ თითქოს საბოლოოდ ახადა ფარდა მამაკაცის რეალურ სახეს. მისი ღიმილი იმდენად ავი და ეშმაკური ეჩვენა ანას, შიშიც კი იგრძნო.
ქორწინების შემდეგ არასდროს ჰქონიათ ასეთი მომენტი. და ახლა უკვე ორივე ხვდებოდა, რომ ერთმანეთის პირისპირ მეგობრები კი არა, მტრები ისხდნენ.
-შენ ყოველთვის ბევრს მუშაობ. - მხრებში გაიმართა ქალი და ყელი მოიღერა.
-იმდენს, რამდენიც საჭიროა. - მხრები აიჩეჩა გურიანმა.
-უფრთხილდები შენს კომპანიას, გასაგებია. - მისთვის სრულიად უცხო და არაორგანული როლი შეითავსა ყიფშიძემ და ირონიულად გაიღიმა.
ამ ჟესტმა სიმართლე გასცა. ერთმა მარტივმა სიტყვამ კი, რომელმაც იაგოს მიაკუთვნა კომპანია, მამაკაცი მიახვედრა, ანამ ყველაფერი იცოდა.
-ყველა ბიზნესს ჭირდება მოფრთხილება. - ძველებურად გააგრძელა საუბარი გურიანმა.
-ანუ არ უარყოფ?! - არ უნდოდა ემოცია, მაგრამ გაკვირვება მაინც დაეტყო ხმაზე ქალს.
-ადვოკატს ელაპარაკე, ნათელია. რა უნდა უარვყო? - უფრო ფართე და უფრო ცინიკური ღიმილი გამოესახა სახეზე მამაკაცს.
-არც თავს იმართლებ?!
-რის გამო?
-სულ მცირე იმის, რომ მომატყუე.
-ტყუილი ყველა ქორწინებაშია, ძვირფასო, აქედანვე შეეგუე ამ ფაქტს. - ხელები სახელურებზე ჩამოაწყო იაგომ, რამაც მეტად ელეგანტური პოზა მიანიჭა.
უყურებდა ანა ქმარს და საერთოდ ვერ ცნობდა მასში მეგობარს. მის წინ დახვეწილი მანერების მქონე, მდიდარი და თავდაჯერებული მამაკაცი იჯდა. ის ჯიუტი, უბრალო და გულღია იაგო გურიანი კი სადღაც ჩაკარგულიყო მის მაცდურსა და ირონიულ ღიმილში.
-მეგონა, ჩვენ არ ვიქცეოდით ისე, როგორც ცოლ-ქმარი.
-შენც ხომ მატყუებ? რა არის ამაში ამდენად შემაშფოთებელი? - მარტივად, მშვიდად და გასაგებად ლაპარაკობდა იაგო.
-როდის გატყუებ?! - მეორედ ვერ დამალა ემოცია ანამ და პროტესტის ნიშნად ტონს აუწია.
-ყოველთვის, როცა მიყურებ და თვალთმაქცობ, თითქოს მე მხედავ.
იაგოს სიტყვები იმდენად მოხვდა გულს, დიდი მონდომებით შეკოწიწებული თავდაჯერებულობა და მოთმინება შეურყია. მიხვდა, რასაც გულისხმობდა გურიანი და თვალები აეწვა.
-ვერ დამაბრალებ დამიანესთან ღალატს! ჩვენ ყველაფერი ფიქტიურად გვაქვს და შენ კარგად იცოდი, რომ არაფრის იმედი უნდა გქონოდა.
-და ისევ ცოლივით ლაპარაკობ. - გაეცინა იაგოს.
-აბა რას ითხოვ ჩემგან?! - გაბრაზდა ანა. - სამაგიეროს მიხდი, ხომ ასეა?! მაგრამ რისთვის, თუ ჩემგან ცოლობას არ ითხოვ?
-მე შენ სამაგიეროს არ გიხდი. - მშვიდად აღნიშნა იაგომ.
-რატომ შეიცვალე ასე? რატომ გიყურებ და ვეღარ გხედავ?!
-იმიტომ, რომ სხვას ხედავ ჩემ მაგივრად. - გაეღიმა მამაკაცს.
-ხო, სხვას! ვიღაც თავმომწონე, თავდაჯერებულ, გალანტურ კაცს, რომელიც არ არის ჩემი ბავშვობის მეგობარი. ვიღაც კაცს, ვინც მატყუებს, შეურაცხყოფას მაყენებს და მძარცვავს! შენ არ ხარ ის იაგო, რომელსაც მე ვიცნობდი და ვენდობოდი მთელი გულით. შენ არ ხარ ის, ვისაც ცოლობაზე დავთანხმდი.
-რა არ მოგწონს ჩემში? - ყალბი გაკვირვებით დაიხედა ტანსაცმელზე გურიანმა. - განა დამიანე იმიტომ არ შეგიყვარდა, რომ ასეთი იყო? - დახვეწილი, ელეგანტური და როგორ თქვი? - გალანტური.
-მე დამიანე იმიტომ შემიყვარდა, რომ კარგი ადამიანი იყო. არასდროს შემიხედავს მისი ტანსაცმლისთვის; არასდროს დავხარბებივარ მის ქონებას და შენ ეს იცი!
-შენ გგონია, რომ არ დახარბებიხარ. - ჩაეცინა მამაკაცს.
-არ მოგცემ ასე ლაპარაკის უფლებას! მე და დამიკოს გულწრფელი სიყვარული გვაკავშრებდა, რომელიც ყველანაირ მატერიალურზე მაღლა იდგა! - ყველაზე ძვირფასის დაცვაზე რომ მიდგა საქმე, ყველანაირი თავშეკავებულობა დაკარგა ანამ და ფაფარაშლილ ლომს დაემსგავსა, გამძვინვარებული. - მიყვარდა იმიტომ, რომ კეთილი, გულღია და მხიარული ადამიანი იყო. იმიტომ, რომ ყოველთვის მაგრძნობინებდა, რამდენად ძვირფასი ვიყავი მისთვის. მის ღიმილში ჩანდა, რას გრძნობდა, როცა მიყურებდა. დამიკო საუკეთესო იყო! იდეალური! არც კი გაბედო მისთვის თავის გატოლება. შენ საერთოდ არ ყოფილხარ ადამიანი! ღირსების ნატამალიც არ გაგაჩნია. ყოველთვის მეგონა, გულჩათხრობილი ადამიანი იყავი, მაგრამ ჩემთვის და დამიანესთვის არაფერს დაიშურებდი. ახლა ვხვდები, რომ უბრალოდ გულღრძო ხარ და ყოველთვის გშურდა მისი! - ცრემლები ღაპა-ღუპით ცვიოდა უკვე, მაგრამ არ ჩერდებოდა. ლაპარაკობდა ხმამაღლა და გამეტებით, რათა იმდენივე ტკივილი მიეყენებინა იაგოსთვის, რამდენიც მან მიაყენა.
გურიანი კი მშვიდად იჯდა, ფეხს აქანავებდა და თითებს სახელურებზე ათამაშებდა. აღრფთოვანების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ვითომდა, ცოლისგან ლანძღვას კი არა, ქება-დიდებას ისმენდა დიდი მონდომებით.
როგორც კი გაჩუმდა ანა და შეშლილი სახით მიაჩერდა მამაკაცს, პასუხის მოლოდინით, თავი დააქნია. თითქოს ყველაფერში დაეთანხმა ცოლს და საუაროც არაფერი ჰქონდა.
ფეხები გაასწორა, მერე წამოდგა და უსიტყვოდ შებრუნდა თავისი საძინებლისკენ. ყიფშიძეს კინაღამ ყბა ჩამოუვარდა, მისი საქციელით გაოგნებულს. ვერ დაიჯერა, რომ იაგო ამდენად უტიფარი შეიძლებოდა ყოფილიყო.
-სულ ეს არის?! - წამოიძახა ანაზდად.
-კიდევ გინდა რამის თქმა? - გაეცინა გურიანს.
-არც კი შემეწინააღმდეგები?! ვითომ არაფერი ყოფილა, ისევ ძველებურად უნდა გავაგრძელოთ თანაცხოვრება?
-გაყრა გინდა? - ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და ისე დადგა.
-დამიკოს ნაშრომის მითვისებას არ დაგანებებ!
-ანუ არ გინდა. ძალიან კარგი. - გაეღიმა მამაკაცს.
-ძალიან კარგი?! შენ არ გინდა, რომ გავეყაროთ?!
-პირობა მოგეცი, რომ არასდროს გაგეყრებოდი, მე კი ყოველთვის ვასრულებ სიტყვას.
ანას ჯერ მსუბუქად ჩაეცინა, მერე კი ნერვული ხარხარი აუტყდა.
-რა თქმა უნდა, ასრულებ. - ღიმილით უთხრა, როცა სული მოითქვა.
-ანუ შევთანხმდით, რომ არ ვეყრებით? - ისევ აუღელვებლად აგრძელებდა იაგო.
-არც იოცნებო, რომ ჩემი შვილის უზრუნველყოფილ მომავალს დაგანებებ! - ზიზღით გამოცრა ყიფშიძემ.
-ესეიგი შევთანხმდით, როგორც იქნა. - გამხიარულდა მამაკაცი და ტაში შემოკრა. - შენი ნებართვით, ახლა წავალ და დავისვენებ. - საძინებლისკენ გაიშვირა ცერა თითი.
-რა უტიფარი ყოფილხარ. საერთოდ არ მცნობიხარ თურმე. - თავისთავის ჩაილაპარაკა გულმოსულმა და სახეზე ხელები აიფარა.
-გვაკვირვებენ ადამიანები, ამაში ახალი არაფერია. - ისე სასხვათაშორისოდ თქვა გურიანმა, თითქოს საკუთარ თავს არც გულისხმობდა.
-ეს ყვავილები რისი ნიშანია? შენი დაცინვის? - თითებშორის დარჩენილი ნაპრალებიდან შეამჩნია ანამ მაგიდაზე მდგარი კამელიები და მაშინვე მიახალა ქმარს კითხვა.
იაგოს გაეღიმა. ყიფშიძის გაფითრებული სახიდან სიწითლეშეპარულ ყვავილებზე გადაიტანა მზერა და ისე თქვა:
-სიმბოლურია; ჩვენ ძალიან შეგვეფერება.
-ნუთუ?! - ჩაეცინა მამაკაცის მრავალმნიშვნელოვანი პასუხებით დაღლილს.
-ცოტნეს ბაღიდან გამოყვანის დრო უწევს. გზაში დიდი ხანი გჭირდება და ჯობია ახლავე წახვიდე. - საათზე დაიხედა გურიანმა და უცებ შეცვალა სალაპარაკო თემა.
-თითქოს შენ გადარდებდეს.
-შენ ვერასდროს გაიგებ, მე რა მადარდებს და რა არა. - ყველაზე ნაკლები ირონიით და მეტი სერიოზულობით წარმოთქვა სიტყვები გურიანმა და თვალები გაუსწორა ცოლს. მისი მწვანე ირისები ისე ციმციმებდნენ, ანას უკვე მეორედ დაეუფლა შიშის გრძნობა მისი ყურებისას. იყო გურიანის მზერაში რაღაც იდუმალი, ბოროტი და ორაზროვანი ერთდროულად.
ნელა წამოდგა ქალი. ფრთხილად, თითქოს ყოყმანით მიუახლოვდა ქმარს და გაციებული ხელები მკლავებში ჩასჭიდა. მისი ქმედება იმდენად უცნაური და უცერემონიო იყო, იაგოც კი დააბნია რამდენიმე წამით.
-რატომ აკეთებ ამ ყველაფერს, იაგო? რატომ იქცევი ასე? - ბრაზი და ცინიზმი გადაცლოდა ყიფშიძის ხმას და დარჩენილიყო მხოლოდ სასოწარკვეთილება.
გურიანს გაეღიმა. ხელები მოაშორებინა ცოლს და მხოლოდ ამის შემდეგ გასცა პასუხი.
-როგორც შენ თქვი, იქნებ გულღრძო ვიყავი ყოველთვის?!
-არ მინდა მაგის დაჯერება. გთხოვ, იაგო, ნუ დამაჯერებინებ, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ სამს გვქონდა შურზე და ბოღმაზე იდგა.
-და თუ არასდროს ვყოფილვართ სამნი?! თუ მხოლოდ შენ იყავი და დამიანე?!
-ყველაზე უნამუსო კაცი ყოფილხარ, თუ მაგ სიტყვების გჯერა! - გულის არეში აუტანელი ტკივილი იგრძნო ანამ და სიმწარე, რომელმაც ცხვირში მოუჭირა.
-ყველაზე უნამუსო, გაბოროტებული, თაღლითი, ეშმაკი და დაუნდობელი კაცი ვარ. - უცებ შეეცვალა გამომეტყველება და ხმა მამაკაცს. იმდენად ცივად და ყრუდ დაილაპარაკა, თითქოს მის ნაცვლად ვინმე სხვა ლაპარაკობდა. - და შეეგუო დროა; ასეთ კაცს შენი ქმარი ქვია. - როგორც კი თქვა, მაშინვე შებრუნდა, საძინებლის კარი შეხსნა და გაუჩინარდა.

*_*_*_*

ცოტნე ბაღიდან გამოიყვანა თუ არა, ცაცხვების ქუჩისკენ გაემართა. გზად ბაიას დაურეკა და დიდი ხვეწნის შემდეგ დაარწმუნა, რომ უნდა შეხვედროდნენ.
დედას ისე გულთბილად შეხვდა, როგორც არასდროს. დიდხანს ეხვეოდა და ამ ჟესტით თხოვდა პატიებას. ხვდებოდა ლელა, რომ შვილიც უკვე მის აზრზე იყო და ამიტომაც, თავადაც ღიმილით ეხუტებოდა.
ბაიას მოსვლის შემდეგ სამივენი მისაღებ ოთახში დასხდნენ. ცოტნე ბაბუასთან გაუშვეს, სათამაშოდ, თავად კი ფინჯან ჩაისთან ერთად გადაწყვიტეს ყველაფრის განხილვა.
ორივე ანას მისჩერებოდა. მისი მიტკლისფერი და უძარღვო სახე ისედაც მრავლისმეტყველი იყო, მაგრამ სიტყვიერადაც უნდა მოესმინათ, რას ფიქრობდა.
-თქვენ მართალი იყავით. - როცა პირველი ყლუპი მოსვა ყიფშიძემ და გამბედაობის ილუზიის მოკრებვა შეძლო, დაილაპარაკა. - იაგოს არ უნდა გავყოლოდი ცოლად.
-რადგან მაგას მიხვდი, რაღა გვიჭირს?! - ირონიულად ჩაიცინა ბაიამ; მისი ქმედება მსუსხავი ჭინჭარივით მოედო ანას გულს.
-გამაცურა და მთელი ქონება თავის სახელზე გაიფორმა. თუ გავშორდები, თეთრიც არ შეგვრჩება მე და ცოტნეს. - მთელ ძალისხმევად დაუჯდა ქალს ამ სიტყვების წარმოთქმა, მაგრამ იცოდა, სხვა გზა აღარ ჰქონდა. როგორც კი ეს თქვა, ამღვრეული მზერა წამოსწია და მოსაუბრეებს მიაჩერდა სასოწარკვეთილი.
-ღმერთო, ოღონდ ეგ არა! - წამოიყვირა ლელამ, ხელი შემოირტყა და ქვედა ტუჩი კბილებშორის მოიქცია.
-ეგ როგორ გააკეთა?! შენი თანხმობა როგორ მოიპოვა?!
-ქორწინების კონტრაქტში ჩადო პუნქტი, რომლისთვისაც მე ყურადღება არ მიმიქცევია. - სირცხვილისგან ალისფერი აუვიდა სახეზე.
-და ის ბებერი ვაჟა რას აკეთებდა?! როგორ მისცა იაგოს შენი მოტყუების უფლება?! - გაბრაზდა ლელა.
-ჩვენს დროში არაფერი გაგიკვირდეთ, ლელა დეიდა. ალბათ ფულზე გაიყიდა ვაჟაც. - ჩალიფერთმიანმა მეგობრის მაგივრად გასცა პასუხი.
-ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ნულზე ვზივარ. - ამოიოხრა ანამ და დაღლილი თვალები მოიფშვნიტა.
-და რას აპირებ?!
-ბრძოლას. - იყო კატეგორიული, მისი გამომეტყველებისთვის შეუფერებელი, მაგრამ მტკიცე პასუხი. - რაც უნდა მოხდეს, არ გავეყრები, სანამ ქონებას არ დავიბრუნებ და იაგოს ვაზღვევინებ ჩადენილს!
-ვერ გცნობ, ანა. - გაოცებით ჩაეცინა ლელას.
-ჩემი სისუსტით, მიმნდობლობითა და მეამიტობით ისარგებლა. მეგონა, ერთადერთი იყო, ვინც არ მიღალატებდა და სწორედ მანდ შევცდი. თურმე სისულელე ყოფილა იმის მტკიცება, რომ თავგამეტებული და უანგარო ადამიანები არსებობენ. იაგო ბავშვობის მეგობარი იყო. ვფიქრობდი, რომ ჩემზე კარგად არავინ იცნობდა და თურმე ძალიან ვცდებოდი. მასაც ჰგონია, ყველაზე კარგად მიცნობს და უსიტყვოდ დამიმორჩილებს - ისიც შეცდება. - თითქოს ცივსისხლიანი, გონებამახვილი და დაუნდობელი ადამიანი ლაპარაკობდა და არა ქვრივი ქალი, ტკივილისგან დაბეჩავებული.
ბაიამ და ლელამ ერთმანეთს გადახედეს გაოცებით. ჩაის ფინჯნები ხელში შეყინვოდათ დაბნეულობისგან. ვერცერთი მიხვდა, რა უნდა ეთქვა, მაგრამ ორივემ იგრძნო, მათ წინ იმ წუთებში იქმნებოდა სრულიად ახალი, სახენაცვალი და უფრო შეუვალი ქალი. ქალი, რომელიც აღარ დაიხევდა უკან; რომელსაც უამრავი ტკივილი ჰქონდა გადატანილი და მზად იყო, დაუფიქრებლად ებრძოლა ყველაზე წმინდას დასაცავად.
თვალებში უყურებდა დედა შვილს და ამჩნევდა მათში რაღაც უცხოს, ახალსა და განსხვავებულს. თითქოს შიშისმომგვრელს, აღმაფრთოვანებელსა და საფრთხილოს.
-თუ ასე დაბეჯითებით ამტკიცებ, რომ მის წინააღმდეგ საბრძოლველად მზად ხარ, რაღაც უნდა მოგცე. - ბაია მიხვდა, რომ უნდა გამოცოცხლებულიყო. ჩაის ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა, წამოდგა და ჩანთა აიღო. - ორი კვირის წინ მოვიძიე ეს ინფორმაცია. - ტყავის შავი, საშუალო ზომის ჩანთიდან თაბახის რამდენიმე, დასტეპლერებული ფურცელი ამოიღო და მეგობარს გაუწოდა.
-ეს რა არის? - გაკვირვებით დახედა უკვე ხელებშიმოქცეულ ქაღალდებს ყიფშიძემ.
-ეს შენი ქმრის ცხოვრების ამსახველი დეტალებია, გასული ხუთი წლის განმავლობაში.
-რა დეტალები? ან შენ სად მოაგროვე?
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს?! პატარა გამოძიება ჩავატარე და ბევრი რამ გავიგე შენი „უფრთო ანგელოზის“ შესახებ. ხომ იცი, როგორი ძვირფასი ხართ ჩემთვის შენ და ცოტნე? ყველანაირად ვცდილობდი, დამამტკიცებელი საბუთები შემეგროვებინა, რომ იაგო მხოლოდ თაღლითი იყო და მეტი არაფერი.
-მერე რა ნახე, ბაია? არის რამე საინტერესო მაგ ფურცლებში? - ინტერესით გადმოეკარკლა თვალები ლელას.
-არის, რა თქმა უნდა. - თავმომწონე იერი დაემჩნა ჩალისფერთმიანს. თმა ხელის მოხდენილი მოძრაობით უკან გადაიყარა, კისერი წაიგრძელა და ანას მიუჯდა გვერდით. - ხუთი წლის წინ იაგო რომ ლისაბონში წავიდა სამუშაოდ, ეს ყველამ ვიცით. ისიც არავისთვისაა საიდუმლო, რომ იქ ავეჯის დამამზადებელ ქარხანაში მუშაობდა. მაგრამ რატომ წავიდა მაინცდამაინც პორტუგალიაში ან იმ ქარხანაში როგორ აღმოჩნდა, იცით?
-დამიკო ამბობდა, რომ ნაცნობი დაეხმარა. ამას რა მნიშვნელობა აქვს? - დაბნეული მისჩერებოდა ანა მეგობარს.
-ნაცნობი მსუბუქი სიტყვაა. - ირონიულად ჩაეცინა ქალს. - ქარხანა, რომელშიც იაგო მუშაობდა, უმაღლესი ხარისხის ხისგან ამზადებდა ავეჯს. მისი მფლობელი ვინმე ერნესტო ფერეირა იყო. მისი სახელი გეუბნება რამეს, ანა?
-არა, არაფერს. უნდა მეცნობოდეს?
-არ ვიცი, თავად განსაჯე. - წარბები აწკიპა ბაიამ, რამაც მის სახეს მეტად ეშმაკური გამომეტყველება მიანიჭა. - გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ ბატონ ერნესტოს, რომელსაც ლისაბონში, ბიზნესისდა მიუხედავად, უბრალო მეწარმის სახელი ჰქონდა, ქართველი ცოლი ჰყავდა. სოფია ფერეირა - ასეა მოხსენიებული ოფიციალურ დოკუმენტებში, მაგრამ მცირე გამოძიების შედეგად მისი ქალიშვილობის გვარიც დავადგინე. ქორწინებამდე გვარად ბოლქვაძე იყო და აქ ცხოვრობდა, თბილისში.
-ამ ყველაფერს რა კავშირი აქვს იაგოსთან, ბაია?! - მოთმინება წკიპზე ეკიდა ანას.
-ის კავშირი აქვს, რომ ნაცნობი, რომელმაც შენი ქმარი ლისაბონში წაიყვანა და იქ სამსახურში მოაწყო, სწორედაც ეს ქალია.
-კიმაგრამ... საიდან? როგორ?
-ამ საკითხთან მე ჩემი ვარაუდები მაქვს, მაგრამ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი. ჯერ არ დამისრულებია თხრობა, ყველაზე საინტერესოსთვის მოემზადეთ. - გაეღიმა ჩალისფერთმიანს და განაგრძო. - ერნესტო ფერეირა მკვდარია; თითქმის წლინახევრის წინ გარდაიცვალა ინსულტით. მაგრამ აბა გამოიცანით, ვინ სახელდება მის ერთადერთ მემკვიდრედ?!
-მისი ცოლი, არა? - შიშით ძლივს დაილაპარაკა ყიფშიძემ და უეცრად გულზე მარყუჟის წაჭერა იგრძნო. გონებაში ავმა აზრმა გაუელვა და სიცივე მოგვარა მთელ სხეულს.
-იაგო გურიანი.
-რას ამბობ?! - შეყვირა ლელამ.
-ვერ გავიგე, რა იაგო გურიანი? - თვალთ დაუბნელდა ანას.
-ფერეირას ერთადერთი მემკვიდრე შენი ქმარია, ანა. - ყრუდ, შორიდან ჩაესმა მეგობრის ხმა.
-რა სისულელეა! - რამდენიმე წამი აცადა საკუთარ თავს შოკის გადასაყლაპად, მერე კი წამოიძახა. - რა იაგო?! რას ამბობ, რა შუაშია იაგო?! შეცდომა იქნება!
-ძალიან კომპეტენტური პირები ჩავრიე გამოძიებაში, შეცდომა არ არსებობს. - გადაჭრით განაცხადა ბაიამ.
-ვინ კომპეტენტური პირები? ვინ ჩარიე ამ ამბავში ან საიდან იცნობ ასეთ ხალხს?!
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს? - აიმრიზა ჩალისფერთმიანი. - მთავარი სულ სხვა რამაა! არ გესმის, რა გითხარი? შენი ქმარი მდიდარი კაცია, მდიდარი! ყველა მოგვატყუა, თითქოსდა ისევ ისეთი ჯიბეგაფხეკილი დაბრუნდა და ჩვენც გვებრალებოდა. სინამდვილეში კი, საკმაოდ შემოსავლიან ბიზნესს ფლობს იმ თავის ლისაბონში.
-ღმერთო, რა აბსურდია! - გმინვა დასცდა ყიფშიძის ქვრივს და სახეზე ხელები ჩამოისვა.
-მეტსაც გეტყვი, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ის ქალი, სოფია თუ სოფიო, თბილისში იმყოფება ამჟამად. - თვალებში ეშმაკები აუთამაშდნენ ბაიას.
ანას ცუდად ენიშნა მეგობრის ნათქვამი. გონებაში რამდენიმე კვირის წინ ნაყიდი ბინა ამოუტივტივდა და ერთბაშად იმდენი რამ გაივლო თავში, სუნთქვა გაუძნელდა.
-აქ არის?! - ძლივს იკითხა და ორივე ხელი ყელზე წაიჭირა.
-და შენ საიდან იცი ეს ყველაფერი ასე ოპერატიულად?! - ლელა მიაჩერდა ქალს.
-კერძო დეტექტივი დავიქირავე. - მცირე ყოყმანის შემდეგ გამოტყდა ბაია.
-რა ქენი? - შესძახა გაოცებულმა ანამ. - გადაირიე?
-კიდევ მე გადავირიე? ასეთი კაცის ხელში იყავი და უქმად ვმჯდარიყავი?!
-რომ შეემჩნიე? რომ დაენახე? - გაუაზრებლად წამოიყვირა ყიფშიძემ და ვერც მიხვდა, როგორ იგულისხმა ბავშვობის მეგობარი საშიშ, საფრთხილო ადამიანად.
-არაფერი შეუმჩნევია. - მშვიდად შეაწყვეტინა ბაიამ ლაპარაკი მეგობარს. - მე კი ყველაფერი გავიგე, რაც მჭირდებოდა.
-ღმერთო, შენ გვიშველე! - საზურგეს მიეფინა ლელა არაქათგამოცლილივით.
-მითხარი, ბაიკო. - მთელი ტანით შებრუნდა გვერდით მჯდომისკენ ყიფშიძე, მკლავებში ჩააფრინდა და ცრემლიანი თვალები გაუსწორა. - საყვარლები არიან?! - სასოწარკვეთილი, უთავმოყვარეო ქალის ხმით დაილაპარაკა.
-ალბათ უკვე იცი, რომ რამდენიმე კვირის წინ ბინა იყიდა. ხოდა, იმ ბინაში ხვდებიან ყოველ საღამოს. - სიბრალული გამოსჭვიოდა ბაიას თვალებიდან და სწორედ ამან გაანადგურა ყიფშიძე.
სმენა დაეხშო, გამოსახულება დაებინდა. მოეჩვენა,რომ ირგვლივ ყველაფერმა იცვალა ფორმა. თითქოს სამყარო მას გამოეყო, ან ის გამოეყო სამყაროს. უცხო სხეულად აღიქვა თავი. ადამიანად, რომელსაც ვერავინ ხედავს ან ამჩნევს.
ბაიას მზერა ძლივს გაარჩია. ქალი ისე უყურებდა, როგორც უპრინციპო, საბრალო არსებას.
სუნთქვა შეეკვრა. თავი ისე იგრძნო, როგორც აკვარიუმში გამოკეტილმა თევზმა.
ძლივს მოიკრიბა გამბედაობა. ცრემლით სავსე თვალები მუჭებით შეიმშრალა და ჩუმი ხმით დაილაპარაკა:
-მომეცი იმ ბინის მისამართი.
-გაგიჟდი?! არავითარ შემთხვევაში. - მტკიცე უარი მიიღო მეგობრისგან.
-ბაიკო, მომეცი იმ ბინის მისამართი! - უემოციო და შემზარავად ცივი ხმა ჰქონდა.
-არ მოგცემ-მეთქი, ანა, გადაირიე? იქ უნდა მიუვარდე და კონცერტები დაუდგა, როგორც უთავმოყვარეო ქალმა?! - ჩანთას ჩააფრინდა ბაია და მკერდზე მიიკრო.
-მაინც გავიგებ! მითხარი, თორემ სხვისგან გავიგებ და უფრო შევირცხვენ თავს!
-ნუ სულელობ, ანა! შენ იქ არ წახვალ.
-ბაია, მიეცი მისამართი. - ხმამაღალი კამათი მეგობრებს ლელას მშვიდმა და უღონო ხმამ შეაწყვეტინათ. - წავიდეს და დარწმუნდეს საბოლოოდ.
-ლელა დეიდა...
-მომეცი! - წამოიყვირა ანამ და ბაიასაც სხვა გზა აღარ დარჩა. ჩანთა გახსნა და იქიდან პატარა, მოყვითალო ფერის ფურცელი ამოიღო. - აი, ეს არის. - ყიფშიძეს გაუწოდა უკმაყოფილო სახით.
-დედა, ცოტნე შენთან იყოს ამ ღამით. - უცებ მიახალა ქალს, წამოხტა, ჩანთა აიღო და ისე უცებ გავარდა, სიტყვის თქმა აღარ დასცალდა არავის.
-როგორ გაუშვით ასე მარტივად?! ახლა ხომ წავა და ისე დაიმცირებს თავს,როგორც რომელიმე მდაბიო ქალი. - როგორც კი კარის გაჯახუნების ხმა გაიგო, ლელას ჰკითხა წყრომით ბაიამ.
-ჩემს შვილს იაგო არ უყვარს, მაგრამ მის დასაცავად ყველას წინააღმდეგ იბრძოდა. ახლა წავიდეს და ყველაზე მწარედ გამოსცადოს მცდარი არჩევნის შედეგები. სხვანაირად ვერასდროს გაიგებს, რას ვითხოვდით მისგან მე და შენ. - სიტყვას ღრმა ოხვრაც დააყოლა ქალმა. მერე წამოდგა, ჩაის ფინჯნები ლანგარზე დააწყო უნუგეშო სინელით და სამზარეულოსკენ გასწია.

*_*_*_*

სანამ იმ სადარბაზოში შევიდოდა, რომლის ბინაშიც, სავარაუდოდ, ქმარი ელოდა საყვარელთან ერთად, ფიქრობდა, ჰქონდა თუ არა ცხოვრებაში მომენტი, როცა იმაზე უფრო უმწეოდ და შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს. მაშინაც კი, როცა დამიანეს ასაფლავებდა, ამდენი სისუსტე მუხლებში არ უგრძვნია. მაშინ პატივსაცემი ქალი იყო და ქმარსაც ღირსეულად გლოვობდა. ახლა კი უმნიშვნელო, უპრინციპო ადამიანი, რომელიც ზურგით ედგა მთელი მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს და მისჩერებოდა სიცარიელეს.

სანამ კარზე დააზარუნებდა, იაგოს სახეს იხსენებდა გონებაში; იხსენებდა და ვერაფრით გაიხსენა. იმ მამაკაცის სახე, რომელსაც ექვსი წლიდან იცნობდა, ვერაფრით აღიდგინა გონებაში. თითქოს ხედავდა გურიანს, მაგრამ იმდენად შორს მდგარს და იმდენად ბუნდოვანს, ვერ ცნობდა.
გულისცემამ ყურებში ატეხა ხარხარი, როგორც კი ღილაკს მიაჭირა თითი. არაფერი გაუგია: არც ზარის ხმა, არც ნაბიჯების. იდგა და სუნთქვაშეკრული ელოდა მომენტს, როცა ქმარი სხვის სახლში გაუღებდა კარს, როგორც მასპინძელი.
„ქმარი“ - ამ სიტყვას ყველაზე მძაფრად მაშინ მიანიჭა მნიშვნელობა, როცა მის გვერდით „მოღალატის“ ეპითეტმაც იჩინა თავი.

საკეტის გაჩხაკუნების ხმა რომ გაიგო, უკვე იცოდა, აღარ ინერვიულებდა. გრძნობდა, როგორ გათიშა სხეულმა გული და დატოვა მხოლოდ გონება; ცივი, პრაგმატული გონება.
კარი გაიღო და მასაც, ყველაზე ალოგიკურად, ღიმილი გამოესახა სახეზე.
იაგო იდგა ზღურბლზე. მისი ქმარი იაგო, მისი ბავშვობის მეგობარი.
ყიფშიძის დანახვისას წარბები შეჭმუხნა მხოლოდ. მათ შორის ნაოჭი გამოეკვეთა. არც გაკვირვება, არც სირცხვილი მოიძებნებოდა მის გამომეტყველებაში.

-აქ რას აკეთებ შენ?! - ანასთვის უკვე ჩვეული ტონი ჰქონდა.
-სხვას ელოდი? - საკუთარ სხეულში სისუსტე დათრგუნა ქალმა, თავი წამოსწია, მზერა გაუსწორა მამაკაცს და ჩაიცინა კიდეც.
-არავის ველოდი. - ყველაზე უბრალო და ამავდროულად ყალბ დიალოგს ფეხი აუწყო იაგომ.
-აქ ვილაპარაკებთ? - სადარბაზოს მოავლო მზერა ანამ. მამაკაცი თითქოს ამ სიტყვებს ელოდა, ხელი კრა კარს და ფართოდ გაუღო სტუმარს. აუღელვებლად მოქმედებდა და თვალებს წამითაც არ აცილებდა ცოლს.
ყიფშიძემ ზღურბლზე ფეხის გადადგმისას იგრძნო კანკალი და ჩანთას ისე მოუჭირა ხელები, თითქოს თავს საყვედურობდა.
ცივი, არასტუმართმოყვარე აურა ტრიალებდა სახლში, რომელიც მისაღებიდანვე იუწყებოდა, რომ საკმაოზე ბევრად დიდი იყო. დიდი მისაღებით, ფართო ფანჯრებითა და ელეგანტური, ორნამენტებიანი ფარდებით.
მოეწონა გარემო - საკუთარ თავს ვერაფრით დაუმალა. თუ ყიფშიძეების სახლში არ უნდა ეცხოვრათ, ალბათ სწორედ ასეთ ბინაში იცხოვრებდა სიამოვნებით. იმდენად სწრაფად გაიელვა ამ აზრმა მის გონებაში, ურჩმა ქვეცნობიერმა გაამწარა.

-რატომ მოხვედი აქ? - ოთახის თვალიერებაში გართულმა, ზურგსუკან გაიგო გურიანის ხმა და მისკენ შებრუნდა. ახლაღა დააკვირდა, ისევე მოწესრიგებულად და ოფიციალურად ეცვა მამაკაცს, როგორც სამსახურში. ამ შენიშვნამ ასიამოვნა, თუმცა საკუთარ თავს არ გამოუტყდა.
-მინდოდა მცოდნოდა, რაში დაიხარჯა ჩემი შვილის ფული. - იმ წამს საკუთარი თავი სძულდა ანას, ამდენად ყალბი რომ უნდა ყოფილიყო.
-მერე მოგეწონა?
-ძალიან ცივია და ცარიელი. - გაეღიმა ყიფშიძეს. - ერთი კაცისთვის ზედმეტად დიდი. - თქვა და აღარ დატოვა მათ შორის საიდუმლო.
იაგოს მიმიკაც კი არ შეცვლია. ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და ამოიოხრა.
-ვიცოდი, რომ ოდესმე მოხვიდოდი აქ.
-და შენ დამხვდებოდი, როგორც მასპინძელი; ცუდი მასპინძელი, სხვათაშორის.
-ამ სახლში არ მყავს ცოლი, რას ვიზამთ. - გაეცინა მამაკაცს მხრების ჩეჩვით.
-გულწრფელად მითხარი, დღეს მელოდი?!
-დღეს, როცა საძინებელში დამტოვე და ცოტნეს ბაღიდან გამოსაყვანად წახვედი?
-დღეს, როცა გავიგე, რომ თაღლითი ხარ. - მოურიდებელი იყო ანა.
-ადამიანების საიდუმლოებს ერთი გენიალური თვისება ახასიათებთ: დომინოს ქვებივით არიან მიწყობილი ერთმანეთზე და თუ ერთი მჟღავნდება, ყველა დანარჩენიც მას მიყვება. განურჩეველად ერთმანეთში კავშირისა.
-ძალიან მშვიდი და გონებამახვილი ხარ იმ კაცის ბარობაზე, რომელსაც ღალატზე წაასწრეს. - გულისრევის შეგრძნება მძაფრად დაეუფლა მთელ სხეულს, რადგან ამ სიტყვების წარმოთქმისას იმაზე მშვიდი იყო, ვიდრე ლოცვისას არიან ადამიანები.
-„წაასწრეს“ ძალიან უხეში სიტყვაა. - ყოველგვარი ირონიის გარეშე აღნიშნა იაგომ.
-ცოტა გვიან უნდა მოვსულიყავი?! - ბრაზი მოერია ქალს.
-ცოტა ადრე უნდა მოსულიყავი ჩემთან და სულ სხვანაირად. - გაეღიმა გურიანს და მოელვარე თვალები გაუსწორა ცოლს.
-აქ არის?!
-თქვენ ერთმანეთს არ შეხვდებით.
-მინდა ვიცნობდე! ბოლოსდაბოლოს, ქალია, რომელიც ჩემი ქმრის საყვარელია.
-შენც კარგად იცი, რომ მაგ წინადადების მნიშვნელობა ღალატი არ არის.
-აბა რა არის?! მითხარი, ძვირფასო იაგო, შენ ხომ ყველა მოვლენაზე შენებური აზრი გაქვს? თუ მძარცვავ, დანაშაული არ არის; თუ მამცირებ, შეურაცხყოფა არ არის; თუ სხვა ქალი გყავს, არც ეგ არის ღალატი?
-რისი ღალატი?! იმ ურთიერთობის, რომელიც არარსებულია?
-გგონია, იმის გამო გისაყვედურებ, საყვარელი რომ გყავს?! - გაიოცა ანამ. - მე და შენ ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ გვაქვს და ვერასდროს მოგთხოვ ამ კუთხით ერთგულებას. მაგრამ ქალაქის შუაგულში შენი ქალისთვის სახლის ყიდვა და ყველას დასანახად მასთან სიარული ის შეურაცხყოფაა, რომელსაც არ დაგანებებ!
-აი თურმე რა. - გაეცინა გურიანს. - მთავარია შენი სახელი დარჩეს შეუბღალავი, არა?!
-შენი პირადი ჩემი საქმე არ არის. არასდროს მოგთხოვ ასეთ აბსურდულ თავგანწირვას. მაგრამ როგორც მე გცემ პატივს, ისე მოვითხოვ შენგანაც! მე ჩვენი შეთანხმების თითოეულ პუნქტს პირნათლად ვასრულებდი, შენ კი ყველა მათგანი დაარღვიე.
-დრამა არ არის საჭირო. მე უკვე გითხარი, რომ თუ არ მოგწონს, შეგიძლია გამეყარო.
-რა თქმა უნდა, გინდა,რომ გაგეყარო. მთელი ჩემი ქონება უკვე შენია და ახლა მხოლოდ დაბრკოლებას წარმოვადგენ ახალ მსხვერპლამდე.
-ახალ მსხვერპლამდე? - გაკვირვება ვერ დამალა იაგომ.
-გეგონა, ვერ მიგიხვდებოდი?! - ცბიერება გადაეკრა სახეზე ანას. - შენ და შენს საყვარელს ბიზნესი გაქვთ. ხალხს ატყუებთ და მათ ქონებას ითვისებთ. ასე გამაცურეთ მეც და ის პორტუგალიელი კაციც. რა ერქვა? ერნესტო?
-ხო, ერნესტო; ერნესტო ფერეირა. - ჩაეცინა გურიანს. ყიფშიძეს მოეჩვენა,რომ მისმა ნათქვამმა მამაკაცი გაამხიარულა. - მაშ ეგეც გცოდნია.
-შენ მე მართლა სულელი გეგონე? ყველაფერს მომწყვიტე და დასაკარგავში წამიყვანე საცხოვრებლად, მაგრამ მეც მყავს ადამიანები, რომლებიც არ დაუშვებენ ჩემს ტყუილში ცხოვრებას.
-შენს ბაიკოს გრძელი ენა აქვს. - თავი გააქნია იაგომ. - თუმცა, როგორც ყოველთვის, არასაკმარისად გრძელი, რომ ყველაფერი ეთქვა.
-კიდეც არის რამე სათქმელი?! - თვალები გაუფართოვდა ქალს.
-არ ვიცი, იქნებ არის?! - გაეღიმა გურიანს ირონიით. - იქნებ იმაზე უარესიც ვარ, ვიდრე შენი მეგობარი ამბობს?! - თქვა და ნელი ნაბიჯით დაიძრა ცოლისკენ.
-აღარაფერი გამიკვირდება შენგან. - ინსტიქტურად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი უკან, მაგრამ მაშინვე გაჩერდა, როგორც კი გაიაზრა, შინაგან კანკალს ყიდდა.
-ბატონმა ერნესტომ როგორ დაასრულა სიცოცხლე, მოგახსენა შენმა ბაიკომ?! - მაშინვე გაჩერდა, როგორც კი შეამჩნია, რომ დააფრთხო ყიფშიძე. - თუმცა, ალბათ არ მოხვიდოდი აქ ეგ რომ ეთქვა. - თავადვე დაამატა მზაკვრული ტონით.
ფეხები მოეკვეთა ანას. მოეჩვენა, რომ სიმაღლიდან გადმოვარდა მოწყვეტით და ზათქით დაეცა მიწაზე. ყველა ძვალმა იგრძნო დაცემა; თითოეულმა უჯრედმა.
რამდენიმე წამით გაეთიშა გონება. თითქოს აზროვნება შეწყვიტა იაგოს სიტყვების მოსმენის შემდეგ. თითქოს უზარმაზარი კარი გაიჯახუნა ვიღაცამ მის შიგნით და მისგან გავიდა.
უკვე მერამდენედ გრძნობდა მარტოობას, მაგრამ ამჯერად ყველაზე უცხოდ, ცივად და აშკარად.

როცა გამოერკვა, ყველაზე ახლოს მდებარე სავარძელს ჩაფრენილმა აღმოაჩინა თავი. იაგო ისევ მშვიდად იდგა და ყურადღებით აკვირდებოდა მის რეაქციას. მოეჩვენა, რომ საუკუნე გავიდა, სანამ მისი სიტყვები გაიაზრა და მიხვდა, ვინ იდგა მის წინ.
რამდენიმე მძიმე ნერწყვი ერთმანეთის მიყოლებით გადაგზავნა სასულეში. დახველება მოუნდა, მაგრამ თვალები მაგრად დახუჭა და საკუთარ თავს ზედმეტი ქმედება აუკრძალა. მხოლოდ ჩაახველა; ძალიან ჩუმად და ძლივსგასაგონად. თითქოს ყელს იწმენდდა, სანამ დაილაპარაკებდა.
თავი ისევ წამოსწია. ერთი შეხედვით, ისევ ისე მამაცურად, მაგრამ გურიანს არ გაჭირვებია იმ სიფერმკრთალიც დანახვა,რომელიც ასე აშკარად აჩნდა მთელ სახეზე შეცბუნებულ ქალს.

-ის კაცი... შენ და იმ ქალმა... მოკალით?! - საკუთარმა ხმამ გააოცა. ისეთი ცივი, უემოციო და სასხვათაშორისო ტონი ჰქონდა, თითქოს მარტივ, ყოველდღიურ თემაზე ლაპარაკობდა.
იაგოს ჩაეცინა, მაგრამ იმდენად სუსტად, ანას არც შეუნიშნავს. ქვედა ტუჩი ოდნავ წინ გადასწია, თვალები მოჭუტა და თავი გადააქნია.
-ყველაფერი შესაძლებელია. - ყველაზე ბუნდოვანი პასუხი გაიმეტა ცოლისთვის.
-მეც მომკლავთ? - ხმა დაუწვრილდა ყიფშიძეს. წამოკივლებაც ვერ შეძლო, ისე დათრგუნა უსუსურობამ.
-გეშინია?! - ავი ღიმილი გამოესახა გურიანს.

ეშინოდა. ახლა უკვე გააზრებულად და რეალურად.
ეშინოდა არა ფსიქოლოგიურად ან მატერიალურად - ფიზიკურად.

-შენ არ ხარ იაგო. რა უქენი ნამდვილ იაგოს?! - იმდენად გულწრფელად და შეშინებულმა იკითხა, მამაკაცს ხარხარი აუვარდა.
-ისიც მოვკალი ალბათ და სადღაც გადავაგდე. ფული არ ჰქონდა, რომ მიმეთვისებინა და გარეგნობა წავართვი. რას იტყვი, გყავს სიმპათიური ქმარი?!
-როდის გახდი ასეთი?! როდის... რატომ... როგორ ვერ ვამჩნევდით?
-და იქნებ ამჩნევდი? იქნებ ამიტომაც აირჩიე დამიანე?
-შენ ყოველთვის ერთ წრეზე ბრუნავ! - წამოიყვირა ანამ. - მაინც იმ წერტილს უბრუნდები, რომ დამიანე გარჩიე. ამიტომ აკეთებ ყველაფერს, ხომ ასეა?! ჩემი ფული არაფერში გჭირდებოდა, მხოლოდ შურისძიება.
-აქვს მაგ აზრს არსებობის უფლება. - ბრძენი პროფესორივით აღნიშნა გურიანმა.
-გეყოს კაცობა, შემომხედე თვალებში და იმართლე თავი! - როცა მიხვდა, აღარაფერი ჰქონდა დასაკარგი და ცოცხალიც შეიძლებოდა ვერ გასულიყო სახლიდან, იმაზე უფრო შეურაცხადი გახდა, ვიდრე საკუთარი თავი წარმოედგინა.
-რომელი საქციელის გამო ვიმართლო თავი? ძალიან ბევრია. იმის გამო, რომ მოგატყუე და გაგძარცვე? რომ გღალატობ და აბუჩად გიგდებ ყველას დასანახად? იქნებ იმის გამო ვიმართლო თავი, რომ არ მადარდებს, რას იფიქრებ ჩემზე?!
-ყველაფერი სულერთი იქნება, სანამ არ მეტყვი, რომ მკვლელი არ ხარ!
-და თუ ვარ?! - ღიმილით მიუახლოვდა იაგო ქალს და იმ სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა, რომლის საზურგესაც მთელი ძალისხმევით ჩაფრენოდა შეშლილი.
-ხარ?! - მთელი სხეული კანკალმა აიტანა, როცა მამაკაცის არსებობა ასე ახლოს იგრძნო.
გურიანს სიტყვა არ გაუღია. მხოლოდ გაიღიმა.
ამ ქმედებამ იმდენი სიბოროტე და ღვარძლი გადმოღვარა მისი თვალებიდან, ანამ იგრძნო, რომ დაიხრჩობოდა თუ არ გასცილდებოდა იქაურობას.
-წადი. - თითქოს მის სურვილს მიხვდა გურიანი, ერთადერთი სიტყვა უთხრა ქალს და ხელი გასასვლელისკენ აიქნია.
მამაკაცის შემზარავად ირონიაშეპარებულ, ავ მზერას ვერ გაუძლო. სწრაფად დაიხია უკან, მერე კი აჩქარებული ნაბიჯით გაიქცა სახლიდან ისე, რომ ერთხელ არ მიუხედავს უკან.

*_*_*_*

კარის გაჯახუნების ხმით მიხვდა, რამდენად შეშინებული გავარდა ანა სახლიდან.
ჩაეცინა. თავი გააქნია და ამოიოხრა, როგორც ხშირად ჩვეოდა, ცოლის საქციელების შეფასებისას.
წამოდგა და იმავე სავარძელში უფრო კომფორტულად მოთავსდა. ფეხები ჟურნალების მაგიდაზე შემოაწყო და თვალი უნებურად გაუშტერა ორნამენტებიან ფარდას.

-წავიდა?! - დაბალმა, ოდნავ ბოხმა ხმამ ჩაფიქრების საშუალება არ მისცა.

კარში ქალი იდგა. ორმოც წლამდე, წარმოსადეგი გარეგნობის, წელში მედიდურად გამართული და დოინჯშემორტყმული. ისე უღიმოდა იაგოს, თითქოს მას კიარა მის სათაყვანებლად შეყრილ ხალხს გადაჰყურებდა აივნიდან.
წელამდე სწვდებოდა წაბლისფერი თმა, რომელიც მისი გარეგნობის ნახევარს ფასობდა. ღიმილისას გრძელი, მოვლილი თითების მათში შეცურება და თითქოს უნებლიედ აჩეჩვა ახასიათებდა. არადა მისი თითოეული მოძრაობა გარეგნობის უკეთ წარმოჩინებას ემსახურებოდა. უყვარდა, როცა მამაკაცებს იწვევდა, ეკეკლუცებოდა, ნუსხავდა მერე კი მშრალზე ტოვებდა.

ამჯერადაც აირია ქალმა წაბლისფერი კულულები და თან მამაკაცისკენ დაიძრა. ნაბიჯებზეც ეტყობოდა, რამდენად უყვარდა საკუთარი თავი. გურიანს ყოველთვის ეღიმებოდა, როცა ამდენად თავმომწონეს უყურებდა.

-მეგონა იჩხუბებდით. - დივანთან შეჩერდა, მოხდენილი მოძრაობით დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო. ნებისმიერი მამაკაცისთვის ერთი სიამოვნება უნდა ყოფილიყო მისთვის თვალის დევნება, მაგრამ იაგო არც კი უყურებდა.
-ჩვენ არ ვჩხუბობთ. - თითები შეატყუპა და ნიკაპთან მიიტანა.
-რა ცივილური ურთიერთობა გქონიათ.
-საქმიანი. - შეუსწორა ქალს და მხოლოდ მაშინ გახედა.
-არადა, რომელი ქალი აიტანს ქმრის საყვარელს?! ნამდვილად ქალია? - სიცილის ნიშნად ღვინისფერი ტუჩები შეხსნა და ბროლისფერი კბილები გამოაჩინა.
-ამაყი ქალია. - გაეღიმა მამაკაცს.
-გაგშორდება? - ზურგით წინ გადაიხარა ქალი და მტევნები ჯვარედინად დაიკრიფა მუხლზე.
-უნდა, რომ გამიძლოს. ცდილობს, არ შემეპუოს, არ გაგიჟდეს, ცივი გონება შეინარჩუნოს და მაჯობოს.
-გაჯობოს? შენ?! - ჩაეცინა გაკვირვებულს. - სულ არ გიცნობს?!
-არა, არ მიცნობს. - თავი ოდნავ გააქნია იაგომ. - სწორედ ეგ ღუპავს. ეგონა, მასზე უკეთ არავინ მიცნობდა, რადგან ბავშვობის მეგობრები ვიყავით. ფიქრობდა, რომ თვალდახუჭულს შეეძლო მომნდობოდა; სწორედ მანდ შეცდა.
-იდუმალი იაგო... - ღიმილი მოეფინა სახეზე ქალს, რამაც თითქოს მეტი ბრწყინვალება შემატა მის პირ-სახეს. - ჩემი ამოუცნობი და კითხვისნიშნებით აღსავსე კაცი. - ნელა წამოდგა, მაგიდას შემოუარა და მამაკაცთან ახლოს ჩამოჯდა, კიდეზე. - ყველაზე რთულ მომენტებში მე ვიყავი შენ გვერდით, მაგრამ დღემდე სიურპრიზებით მანებივრებ. მას რისი იმედი ჰქონდა?! - წვერზე გადაატარა თითები, მერე მკერდამდე ჩაასრიალა და ჰალსტუხის გახსნას შეუდგა.
-გითხარი, მეამიტია-მეთქი. - ვნებამორეული ხმით დაიჩურჩულა გურიანმა.
-ამდენად?! - შავი მატერია დივანზე ისროლა მარტივი მოძრაობით, მერე კი ხელი მუხლიდან ზევით აასრიალა მამაკაცის ფეხზე.
-ჰო, ამდენად. - ღიმილი შეეპარა იაგოს.
-გინდა ამაზე ლაპარაკი? - ჩაეღიმა ქალს და უფრო ახლოს მიუტანა სახე გურიანს.
-ამჯერად არავითარი ლაპარაკი. - სიმშვიდე უცებ დაკარგა იაგომ, ხელები მოხვია ქალს და ტუჩებზე დააცხრა.

თვალგაუხელლად მოიქნია ხელი, მაგიდაზე მდგარი ერთადერთი ლარნაკი მოისროლა და უხეში ბიძგით გადააწვინა. ხელის ერთი მოძრაობით შეუხსნა ხალათის ქამარი და შიშველ თეძოებზე აასრიალა თითები.
ქალს ინიციატივა არ დაუკარგავს. სწრაფად გაუხსნა ღილები მამაკაცს და პერანგიც ჰალსტუხის გზას გაუყენა.

-უნამუსოც ხარ ყველაფერთან ერთად. - როცა მამაკაცმა ტუჩები გაუთავისუფლა და ყელისკენ გაიკვლია ტუჩებით გზა, ოხვრით დაილაპარაკა და გაიცინა. მერე მკლავები კისერზე შემოაჭდო, თავი ააწევინა და თავად წაეტანა ტუჩებზე.

*_*_*_*

მთელი გზა სახლამდე ფიქრობდა, რომ მიმართულება უნდა შეეცვალა და დედასთან წასულიყო. ვერ იჯერებდა, რომ იმ სახლში ბრუნდებოდა, სადაც იაგო აიძულებდა ცხოვრებას. ვერასდროს წარმოიდგენდა თუ ამხელა შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდებოდა, მაგრამ ამაზე მეტად ის ვერ წარმოედგინა, რომ ყველაფერს გადაყლაპავდა.
გადაყლაპავდა - უკვე დარწმუნებული იყო. მისგან დამოუკიდებლად ხდებოდა ყველაფერი. გონება წყვეტდა, რა უნდა გაეკეთებინა და როგორ. თითქოს ის ვეღარც აკონტროლებდა საკუთარ ქცევებსა და აზრებს. მხოლოდ ემორჩილებოდა იმ ინსტიქტს, რომელიც გადარჩენისკენ მოუწოდებდა.

როგორც კი სახლის კარი ზურგსუკან მიხურა, იქვე ჩაიკეცა, თავი მუხლებში ჩარგო და ატირდა. ისე ინსტიქტურად და ისე მოთქმით, ვერაფრით შეძლო თავის შეკავება.
ტირილი ჰგავდა ერთადერთ საშუალებას დაცლილიყო ემოციებისგან და გაემჟღავნებინა მის შიგნით ჩაბუდებული ტკივილი.
ვერც იაზრებდა, რამდენად უსუსურად გამოიყურებოდა შემოსასვლელში, იატაკზე მჯდარი და მოტირალი.
არც ადარდებდა; აღარ ადარდებდა, რომ ტიროდა და ტიროდა ფიქტიური ქმრის გამო.
ეჩვეოდა თანდათან, ნელ-ნელა და მტკივნეულად არასწორი ადამიანის არსებობას მასთან ამდენად ახლოს. ეჩვეოდა მცდარი არჩევნის შედეგებს; ეჩვეოდა იმედგაცრუებასა და დამცირებას; ცრემლებს, რომელიც სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა მის თვალებში და ტკივილს, რომლის მუდმივ თავშესაფრადაც აქცია თავი.

საკუთარი თავი ყველაზე მეტად იმიტომ შეძულდა, სახლში მოსვლის შემდეგ ყოველ წამს რომ ელოდებოდა იაგოს. ელოდებოდა მის გამოკიდებას, ახსნა-განმარტებას, თავის მართლებასა და ბოდიშს.
მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გამოჩენილა გურიანი. არც ერთი საათის შემდეგ, არც ორის ან სამის. იმ ღამით საერთოდ არ გამოჩენილა. და ამ საქციელით საბოლოოდ აგრძნობინა ანას, რომ მისთვის არარაობა იყო; ცარიელი ადგილი.

როგორც კი ამ აზრმა მის გონებამდე მიაღწია, თავი წამოსწია, შერჩენილი ცრემლები მაჯებით შეიწმინდა და ტაატით წამოდგა.
თავბრუ ეხვეოდა, ნამთვრალევს ჰგავდა არეული ნაბიჯითა და შეშუპებული თვალებით. სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავი ვერ იცნო.
ქალი, რომელიც სარკიდან უმზერდა არ იყო ანა ყიფშიძე. ვერ იცნო გაუბედურებული, ნაწამები და დატანჯული სახე; ჩამომჭკნარი ნაკვთები და უსიცოცხლო გამომეტყველება.
დამიანეს გლოვისას არ ყოფილა ასეთი.
მაშინ, როცა საყვავრელ მამაკაცს ედგა სასახლის თავთან, არ გამოიყურებოდა ასე განადგურებულად და უიმედოდ.
გველის კბენას ჰგავდა ამ აზრის დაშვება მისთვის. თითქოს არსაიდან შეუჩნდა ქალს და შხამივით მოუწამლა ყველა უჯრედი.
და თითქოს ყველა სარკე მის ირგვლივ, რომელიც მის უბედურ არსებას ირეკლავდა, ჩაიმსხვრა. დაინგრა სივრცე, რომელშიც რამდენიმე თვე იცხოვრა.
გონს მოეგო. მიხვდა, რას აკეთებდა და ვისთვის. ვის გამო ღვრიდა ცრემლებს მაშინ, როცა დამიანეს სხეული ჯერაც გაუნელებელი იდო მიწაში.
ვინ იყო იაგო იქ, სადაც არსებობდა დამიანე?! - მან კი თითქოს ერთ დონეზე დაიყვანა ორივე და გარკვეული დროით გააერთიანა კიდეც. თითქოს ზღვარი წაშალა ორ მამაკაცს შორის; მასსა და გარდაცვლილს შორის მესამე, უცხო ადამიანი ჩააყენა.
იყო კი იაგო გურიანი ამდენად ახლოს?! განა ვინ იმსახურებდა მასსა და დამიანეს სიყვარულს შორის ჩადგომას?! - არავინ; არავინ და არაფერი ამქვეყნად.
თითქოს ყველაფერმა დაკარგა სიმძაფრე და ნანახ სიზმარს დაემსგავსა, რომელიც წყალს უნდა წაეღო.
თვალები გაუსწორა საკუთარ გამოსახულებას და თავადვე შენიშნა ახლად აღმოცენებული სხივი; სულ სხვა მუხტის მომტანი.
აღარ ჰქონდა ცრემლიანი თვალები...

იმ ღამით უცხო ადგილში, უცხო სახლში მყოფმა, უცხო ადამიანს სარკიდან, ნაცნობმა ადამიანმა შეჰფიცა, რომ ასე აღარ გაგრძელდებოდა.
დაღლილი ნაკვთებიდან რიგ-რიგობით ალაგდა ტკივილი, სასოწარკვეთილება და უთავმოყვარეობა.

სარკესთან სხვა ქალი იდგა;
ყიფშიძის ქვრივი.



ცოტა ადრე უნდა დამედო დღეს, მაგრამ მხოლოდ ახლა მოვიცალე და დავდე. იმედი მაქვს, ძალიანაც არ გალოდინეთ.
მადლობა, რომ კითხულობთ და სტიმულს მაძლევთ.
მიყვარხართ და მიხარიხართ <3 скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი უცნობი ნაცნობი

სამწუხაროა მაგრამ ყველაფრს ხაზი გადაუსვი, მეგობრობას სიყვარულს, არ იყო საჭირო ასე ყველაფერზე ხაზის გადასმა და მატერიალური მხარის ყველაზე მაღლა დაყენება

 



№2  offline ახალბედა მწერალი aNuGi

მე მჯერა იაგოსი!

იქამდე დავწერ, სანამ ამის აუცილებლობას ვიგრძნობ ციკო,
გენდობი და შეუდარებელი ხარ შენ! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 



№3 სტუმარი ნაინა

მეც ძალიან მომწონს,იცი როგორ ვნერვიულობ და განვიცდი?თითოს ჩემს თავს ხდება

 



№4 სტუმარი სტუმარი nako

ძალიან ძალიან მაგარია Fინალს ვერ გამოვიცნობ მგონი

ალბატ სჰეუყვარდება იაგოს მარტლა

 



№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

კითხვას რომ მოვრჩი, მერე ვიგრძენი, როგორ მტკიოდა შუბლი უსიამოვნო შეჭმუხვნისგან.

თავიდანვე ვერ გავერკვიე იაგოში და მისი წარმოთქმული "ძვირფასო" გულს მირევს. არ ვიცი, რა მიზეზი აქვს (სხვა) ისეთი, რომ გაბოროტებულია, და ისეთი, რომ გამხელის შემდეგ ყველაფერი ეპატიება. (ჩემგან არასოდეს)
და თუ ეს საზიზღარი ბოღმა და შურია იმის გამო, რომ ანას დამიანე უყვარდა, მაშინ არაფერი მაქვს სათქმელი. ამ შემთხვევაში ის უბრალოდ არაკაცია და მორჩა.

ვცდილობ შევაკოწიწო მისი თეთრი მხარეები, მაგრამ არაფერი გროვდება. ალბათ ჩემთვისაა არასაკმარისი.

ანაზე არ ვიცი, რა ვქვა... არ მებრალება და თან მებრალება... ვნახოთ რას იზამს შემდეგში.

შენ კი ქალბატონო ავტორო, ძალიან სწორი ხარ ყველა წინადადებასა და ყველა გრძნობაში <3

 



№6  offline ახალბედა მწერალი An_Gel

უცნობი ნაცნობი
სამწუხაროა მაგრამ ყველაფრს ხაზი გადაუსვი, მეგობრობას სიყვარულს, არ იყო საჭირო ასე ყველაფერზე ხაზის გადასმა და მატერიალური მხარის ყველაზე მაღლა დაყენება

თქვენი გაღიზიანება მესმის. მესმის კი არა, უნდა მიხაროდეს კიდეც ალბათ. ეს ნიშნავს, რომ ჩემს დაწერილს ადეკვატური რეაქცია მოჰყვა. თუმცა, არაფერია ისე მარტივად (ჩემი აზრით) როგორც ჩანს.
მადლობა კომენტარისთვის. მიხარია, რომ კითხულობთ heart_eyes heart_eyes
aNuGi
მე მჯერა იაგოსი!

იქამდე დავწერ, სანამ ამის აუცილებლობას ვიგრძნობ ციკო,
გენდობი და შეუდარებელი ხარ შენ! <3

მოკლედ, შენ და იაგო ვერ დაგაშორეთ, რა!! :დდდ
იცი შენ, რაც დამმართა შენმა გამჭრიახმა თვალმა (მაგ ოხერხმა თვალმა,მაგან!! :დდდ)
რომ მორჩება ყველაფერი, იმედია კმაყოფილი დარჩები და ეს ყმაწვილი იმედს არ გაგიცრუებს relaxed
ნაინა
მეც ძალიან მომწონს,იცი როგორ ვნერვიულობ და განვიცდი?თითოს ჩემს თავს ხდება

ძალიან დიდი მადლობა. მიხარია, რომ ასე გრძნობთ და ასე განიცდით ამ პერსონაჟების ამბავს. საბოლოო ჯამში, გაიხარებთ იმედია. თქვენც და ეს გმირებიც joy heart_eyes heart_eyes

სტუმარი nako
ძალიან ძალიან მაგარია Fინალს ვერ გამოვიცნობ მგონი

ალბატ სჰეუყვარდება იაგოს მარტლა

ფინალს არ ვიცი, გამოიცნობთ თუ არა :დდ შეიძლება შემდეგ თავებში უფრო გაგიმარტივდეთ იაგოს განზრახვების ამოცნობა, არ ვიცი.
უღრმესი მადლობა შეფასებისთვის. heart_eyes kissing_heart kissing_heart
lullaby
კითხვას რომ მოვრჩი, მერე ვიგრძენი, როგორ მტკიოდა შუბლი უსიამოვნო შეჭმუხვნისგან.

თავიდანვე ვერ გავერკვიე იაგოში და მისი წარმოთქმული "ძვირფასო" გულს მირევს. არ ვიცი, რა მიზეზი აქვს (სხვა) ისეთი, რომ გაბოროტებულია, და ისეთი, რომ გამხელის შემდეგ ყველაფერი ეპატიება. (ჩემგან არასოდეს)
და თუ ეს საზიზღარი ბოღმა და შურია იმის გამო, რომ ანას დამიანე უყვარდა, მაშინ არაფერი მაქვს სათქმელი. ამ შემთხვევაში ის უბრალოდ არაკაცია და მორჩა.

ვცდილობ შევაკოწიწო მისი თეთრი მხარეები, მაგრამ არაფერი გროვდება. ალბათ ჩემთვისაა არასაკმარისი.

ანაზე არ ვიცი, რა ვქვა... არ მებრალება და თან მებრალება... ვნახოთ რას იზამს შემდეგში.

შენ კი ქალბატონო ავტორო, ძალიან სწორი ხარ ყველა წინადადებასა და ყველა გრძნობაში <3

ისეთი გმირია იაგო, რომ ვერ გეტყვი, უნდა გძულდეს, უნდა გიყვარდეს, უნდა გჯეროდეს მისი თუ არ გჯეროდეს. ყველაფერი რომ მორჩება, მერეც ბევრი ვერ/არ აპატიებს ასე მგონია და შენც თუ ერთ-ერთი მათგანი იქნები, სრულიად გავიგებ ამ ფაქტს. საერთოდ, ჩემი მთავარი მიზანიც ის არის, რომ ეს პერსონაჟი არავინ გააიდეალუროს.
რაღაცები შეიძლება შეიცვალოს, რაღაცებში შეიძლება გაამართლოთ იაგო, მაგრამ ყველაფერს ვერ "წავართმევ". არის ისეთი რამეები, რასაც გააზრებულად აკეთებს ეს პერსონაჟი და ამის შედეგები მეც კარგად ვიცი, მანაც.
ანა მართლა ისეთი პერსონაჟია, რომ ვერ გაიგებ, რა დამოკიდებულებას გიჩენს. joy მაგრამ ასეთია და მგონია, რომ ლოგიკურია მისი "ასეთობა"
მადლობა, რომ არ გავიწყდება ხოლმე შეფასებების დატოვება. (თანაც ასეთი მრავლისმთქმელი შეფასებების) heart_eyes
პ.ს. შეკრული შუბლი ნაოჭებს აჩენს და ნუ დაანებებ ამ საძაგელ კაცს ნაოჭების გაჩენას,არ ღირს. joy joy heart_eyes

 



№7 სტუმარი სტუმარი თამო

არვიცი რა ვთქვა იაგოზე ვეღარ ვიგებ რას უნდა ველოდო უკვე მისგან ავირიე ძალიან.მეეჭვება მის საქციელს ახსნა მოეძებნოს თან ისე რო გამართლდეს.რა იქნება სიმართლე მართლა ზალიან მაინტერესებს ასე უღალატა იაგომ და გაწირა ანა?თან თუ მდიდარი იყო ანას ქონება რატო წაართვა.

 



№8  offline წევრი SillyGirl

არრ ვიცი რა ვთქვა
თითქოსამ თავში იაგოს ყველა მხრეს გადაესვა ხაზი
თუმცა მაინც არ მჯერა რომიაგო ასეთია
მჯერა მისი მაინც
მგონია რომ ყველაფერს თავისი ახსნა ექნება
უბრალოდ ვერ იქნება ასეთი იაგო
მიხრია ანამ ძალების მოკრება რომ გაადაწყვიტა.
ძალიან დიდი ემოციები იყო ამ თავში
ის ყველაფერი რაც დაწერე და გადმოეცი მართლა შემეხო შინაგანად.
სასწაიულად წერ ,აი ისე რომ ყველაფერს ვგრძნობ!
მიხარია ამისტორიიის კითხვა რომ დავიწყე !
<3
ველოდები ახალ თავს ^_^

 



№9  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

პირველი რაც ვიგრძენი ამ თავში იმედგაცრუებაა იაგოს მიმართ თუმცა ეს გრძნობა ნელ-ნელა გაფერმკრთალდა ანას ბინიდან წასვლის და იაგოს ამოოხვრის გამო. ვნახოთ წინ რა გველის. ვფიქრობ იაგოს ცხოვრების ლოზუნგად "მიზანი ამართლებს საშუალებებს" იქცა და ასევე ცხოვრობს. მის სიყვარულში ანას მიმართ ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ აქ რაღაც ისე ვერ არის. ეს სოფიო ძალიან უცნაური ქალია დარწმუნებული ვარ ბევრ რამეში იქნება დამნაშავე და აქ მხოლოდ იაგოს ბრალეულობა არ არის. ეჭვი დამიანეს უდანაშაულობაშიც კი შევიტანე, თუმცა მოვლენებს წინ არ გავუსწრებ და დაველოდები ახალ თავს.
ადამიანი ყველანაირად დადებითი ან უარყოფითი ვერ იქნება, იაგოსაც ასევე ორივე მხარე აქვს და ველოდები მის დადებითი თვისებების წარმოჩენას აქამდე მხოლოდ უარყოფითს უსვამდი ხაზს ვფიქრობ დროა ნელ-ნელა კარტები გაიხსნას...
შენ კი ჩემო კარგო სასწაული მწერალი ხარ, ყოველ დღე უფრო და უფრო გაფასებ და მეამაყები. ძალიან მაგარი ადამიანი ხარ მიყვარხარ გულში ჩემო კარგო. ასე გააგრძელე შენ უბრალოდ უფლება არ გაქვს წერას შეეშვა, შენი მხრიდან ეს ყველაზე დიდი დანაშაული იქნება...

 



№10 სტუმარი Qeti qimucadze

Vfiqrob rom damiane arcise ... iyo rogoradac schans. Yvelaferi rac brcyinavs oqro ararisss. Iago tamashobs. Scored amitomaa ase zlieriii. Is kargi adamiania. Ratomgac amis vmjeraa. Da metkineba chemi naqebi intuicia rom gamicuddes. Vnaxott. Magram cota ufro vmale tudadeb gagvaxarebbb

 



№11 სტუმარი სტუმარი Chikochiko

როგორი გაოცებულ-გაოგნებული დავრჩი. წინა კომენტარში ვიძახდი, ძლივს მოვიპოვე იაგოს ნდობა თქო და თურმე აქ რეები ხდება. ვერაფერს ვფიქრობ, რა შეიძლება მოხდეს მომავალში და რა კუთხიტ უნდა განავითარო მოვლენები. ჯობია დავჯდე და ველოდო ახალ თავს. ის, თუ მე რამდენად მომწონს იაგოს სახეცვლილება, მემგონი განხილვად არ ღირს. აქ კიდევ ისეთები მოხდება, ჯობია არაფერი ვთქვა:დდ სიტყვებიც არ მყოფნის შენი ნიჭიერების შესაფასებლად. ყოჩაღ, ყოჩაღ, ყოჩაღ!!!!!

 



№12  offline მოდერი TeddyBear

გუშინ ღამით წავიკითხე ხუთივე თავი და გეფიცები ვიტირე.
იმდენად ყელში მიჭერდა იაგოს თითოეული ქცევა რომ ვეღარ ვიკავებდი თავს.
ანა, ძალიან ნიჭიერი და ძლიერი მწერალი ხარ. საინტერესო სიუჟეტებითა და პერსონაჟებით გამოირჩევა შენი ისტორიები ❤
სხვა არ ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ!
შემდეგ თავს მოუთმენლად ველი ❤

 



№13 სტუმარი No oon

Erti kitxvamaq marto....Rato?

 



№14  offline ახალბედა მწერალი An_Gel

ღამენათევი, ორი გამოცდის შემდეგ, სახლში ლასლასით რომ მოხვალ და ერთადერთი რაზეც ოცნებობ რამდენიმედღიანი ძილია, შემოვდივარ აქ (რეფლექსის დონეზე უკვე) და რას ვხედავ?! - თქვენს საოცარ კომენტარებს! ისეთი ძლიერი მამოძრავებელი მუხტი ხართ, როგორიც არავინ და არაფერი სხვა. არც კი ვიცი, რა ქვია იმ გრძნობას, თქვენ რომ ჩემში აჩენთ.
აგრიეთ, ამას ვხვდები და მოველოდი კიდეც. პირველ თავში "მხსნელად" მოვლენილი იაგო არც ისე კარგი ჩანს აგერ უკვე მეორე თავია. რთულია ხოლმე მთავარი გმირის "ცუდობის" დაჯერება მითუმეტეს, როცა სასიყვარულო ამბებშიც გინდა მისი "ჩაბმა", მაგრამ რას ვიზამთ?! იდეალური არავინაა და მეტიც, ყველა ადამიანი კარგიც არაა.
იაგოზე მეტს აუცილებლად გაიგებთ, მაგრამ ისიც უნდა გითხრათ, რომ მისი საშინელი საქციელების "მაქსიმუმი" ეს არ არის. მგონია, რომ თქვენც იმ გზას გაივლით მასთან მიმართებაში, რასაც ანა გადის. ანუ, ვერ მიხვდებით, რა გრძნობას იწვევს ეს ადამიანი თქვენში. საბოლოოდ ანა რას გადაწყვეტს, ამას გავიგებთ, აი თქვენი პირადი დამოკიდებულება კი თქვენთვის მომინდია და იმედი მაქვს, ბოლო თავის შემდეგ არ დარჩებით გულნატკენები.
როგორ მახარებთ, როცა მეუბნებით, რომ "კატერინაზე" არ გავჩერებულვარ და ერთ ადგილს არ ვტკეპნი. ამის მოსმენა ყველაზე სასიხარულოა ჩემთვის. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემ გვერდით ხართ, რომ მიზიარებთ აზრს, რომ განიცდით,ღელავთ, არ მოგწონთ ან მოგწონთ. ყველაზე დიდი სტიმული ხართ ჩემთვის!!! heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



№15  offline მოდერი sameone crazy girl

"სარკესთან სხვა ქალი იდგა
ყ ი ფ შ ი ძ ი ს ქ ვ რ ი ვ ი "

 



№16  offline ახალბედა მწერალი elle...

მგონი ორი თავია კომენტარი არ დამიწერია.
საშინლად არეული ვარ და არ მინდოდა რამე არასწორად მოემტანა შენამდე. თუმცა, ამ თავის შემდეგ თავის შეკავება გამიჭირდა და კი ხედავ, ვბრძანდები აქ :დ

არ ვიცი.
მართლა არ ვიცი რამ უნდა გადაწონოს იაგოს პიროვნება მაშინ, როცა საოცრად მომწონდა და ახლა უკვე არ ვიცი ამ გრძნობას რა ჰქვია. ერთი ვიცი, რომ გაჭედილი ვარ "მოწონება-არ მოწონებას" შორის და მაინც ვიხრები იმისკენ, რომ გული ამირია მისმა საქციელებმა ამ თავში. მე ვიცი, რომ შენ მის ადეკვატურ სახეს დაგვანახებ, მე ვიცი, რომ მის გარკვეულ საქციელებს გადაფარავ რაღაც-რაღაცებით, მაგრამ პირადად ჩემთვის, ვერაფერი გადაფარავს მის სახეს ამ თავში. რადიკალური ვარ საშინლად. თან საშინელება მჭირს - შეიძლება ელემენტარულს ჩავეციკლო და მის იქეთ ვერ დავინახო რაღაცები. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ვიღაცისთვის ელემენტარული "ალერსი ამ ქალთან" ჩემთვის არის არანორმალურობა! დანარჩენს მოევლება, ამან კიდევ მისი პიროვნება რამდენიმე ნაბიჯით კიარა, თითქმის სტარტამდე დახია უკან იაგო. წინა თავებში თუ მისი მძიმე ამოოხვრა, დაძახებული "ძვირფასო" მიფარავდა ყველაფერს, ახლა, როგორც ლალაბაიმ აღნიშნა, გულს მირევს. მე ვერასდროს შევძლებ მისი გამართლებული სახის დანახვას.
ანას რაც შეეხება, თავიდანვე აღვნიშნე, რომ არასწორი იყომათი საქციელი და სწორედ მისმა არასწორობამ მოიყვანა აქამდე.

ანა,
შენზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩამოყალიბებული მწერალი ხარ!
უფრო მეტად შემიყვარდი მას შემდეგ, რაც იაგოს ასეთი სახხე დაგვანახე! მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟი არ მხიბვლავს ამ ეტაპზე, შენ ეს გამოგივიდა! ამ მომენტით ბევრი რამე გამოგივიდა და მომავალში დარწმუნებული ვარ უფრო მეტი გამოგივა! ვგიჟდები შენს ჩამოყალიბებულ, გააზრებულ წინადადებებზე! ყველას რომ თავისი მიზეზი აქვს და არასდრო არის უაზრო სიტყვების გროვა. აბსოლუტურად ყველა სიტყვა რაღაცის მომტანია და შენ ხომ აზრზე არ ხარ რა მაგარი გოგო ხარ ამისთვის.
შენ მარტო მწერალი კიარა, საოცრება მწერალი ხარ და ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი აქაურობას შორის.

მე გელოდები.
იცოდე, 100%-იან ნდობას გიცხადებ და აბა შენ იცი!

 



№17  offline აქტიური მკითხველი La-Na

მოკლედ დღეს წავიკითხე ყველა თავი ერთად.მეგონა ბოლომდე მოვითმენდი,მაგრამ.... wink ის პერიოდი რაც ამ ისტორიას ვკითხულობდი და იაგო ნელ-ნელა შეიცვალა,ცივი გახდა,მაინც არ მინდა სინამდვილე აღმოჩნდეს.რატომღაც მგონია სხვა მიზეზი უნდა იყოს,ან მე მინდა ასე ძალიან რომ სხვა მიზეზი იყოს.ოო როგორ ველი ახალ თავს ხომ ვერ წარმოიდგენ.მეგონა "კატერინას" შემდეგ სხვა შენი ისტორია,იმ ემოციას არ გამოიწვევდა ჩემში რასაც ის,მაგრამ მწარედ შევცდი,ყველა სიტყვა,ყველა მოქმედება თუ ცრემლი ისე მოვიდა ჩემამდე როგორც ისტორიაში გადმოსცემ.ძალიან მაგარი გოგო ხარ kissing_heart როგორც კატერინას,ისე სულმოუთმენლად ველი ახალ თავს უკვე heart_eyes
--------------------
ლანა

 



№18  offline ახალბედა მწერალი An_Gel

sameone crazy girl
"სარკესთან სხვა ქალი იდგა
ყ ი ფ შ ი ძ ი ს ქ ვ რ ი ვ ი "

რაო, მოგხიბლე?! relaxed relaxed joy joy
elle...
მგონი ორი თავია კომენტარი არ დამიწერია.
საშინლად არეული ვარ და არ მინდოდა რამე არასწორად მოემტანა შენამდე. თუმცა, ამ თავის შემდეგ თავის შეკავება გამიჭირდა და კი ხედავ, ვბრძანდები აქ :დ

არ ვიცი.
მართლა არ ვიცი რამ უნდა გადაწონოს იაგოს პიროვნება მაშინ, როცა საოცრად მომწონდა და ახლა უკვე არ ვიცი ამ გრძნობას რა ჰქვია. ერთი ვიცი, რომ გაჭედილი ვარ "მოწონება-არ მოწონებას" შორის და მაინც ვიხრები იმისკენ, რომ გული ამირია მისმა საქციელებმა ამ თავში. მე ვიცი, რომ შენ მის ადეკვატურ სახეს დაგვანახებ, მე ვიცი, რომ მის გარკვეულ საქციელებს გადაფარავ რაღაც-რაღაცებით, მაგრამ პირადად ჩემთვის, ვერაფერი გადაფარავს მის სახეს ამ თავში. რადიკალური ვარ საშინლად. თან საშინელება მჭირს - შეიძლება ელემენტარულს ჩავეციკლო და მის იქეთ ვერ დავინახო რაღაცები. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ვიღაცისთვის ელემენტარული "ალერსი ამ ქალთან" ჩემთვის არის არანორმალურობა! დანარჩენს მოევლება, ამან კიდევ მისი პიროვნება რამდენიმე ნაბიჯით კიარა, თითქმის სტარტამდე დახია უკან იაგო. წინა თავებში თუ მისი მძიმე ამოოხვრა, დაძახებული "ძვირფასო" მიფარავდა ყველაფერს, ახლა, როგორც ლალაბაიმ აღნიშნა, გულს მირევს. მე ვერასდროს შევძლებ მისი გამართლებული სახის დანახვას.
ანას რაც შეეხება, თავიდანვე აღვნიშნე, რომ არასწორი იყომათი საქციელი და სწორედ მისმა არასწორობამ მოიყვანა აქამდე.

ანა,
შენზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩამოყალიბებული მწერალი ხარ!
უფრო მეტად შემიყვარდი მას შემდეგ, რაც იაგოს ასეთი სახხე დაგვანახე! მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟი არ მხიბვლავს ამ ეტაპზე, შენ ეს გამოგივიდა! ამ მომენტით ბევრი რამე გამოგივიდა და მომავალში დარწმუნებული ვარ უფრო მეტი გამოგივა! ვგიჟდები შენს ჩამოყალიბებულ, გააზრებულ წინადადებებზე! ყველას რომ თავისი მიზეზი აქვს და არასდრო არის უაზრო სიტყვების გროვა. აბსოლუტურად ყველა სიტყვა რაღაცის მომტანია და შენ ხომ აზრზე არ ხარ რა მაგარი გოგო ხარ ამისთვის.
შენ მარტო მწერალი კიარა, საოცრება მწერალი ხარ და ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი აქაურობას შორის.

მე გელოდები.
იცოდე, 100%-იან ნდობას გიცხადებ და აბა შენ იცი!

ისეთი კომენტარების დაწერა გიყვარს, ჯერ რომ გაბადრული ვკითხულობ და მერე საგონებელში ვვარდები, როგორ გაგრძნობინო საპასუხო სიხარულის მეასედი მაინც. საოცარი გოგო რომ იყავი, ვიცოდი, მაგრამ შეფასებაც ასეთივე გცოდნია! heart_eyes
რაც შეეხება იაგოს, ველოდი რომ ასე აიცრუებდით მასზე გულს და არც გამკვირვებია. გამვკირვებია კი არა, ამ ეტაპისთვის ასეც მინდოდა. მერე ვნახოთ :დდ თუ ბოლოშიც ვერ მიიღებ და არ მიიღებ, არც ეგ იქნება პრობლემა. ყველას რატომ უნდა უყვარდეს ან მოსწონდეს ეს პერსონაჟი?! გულისრევის შეგრძნებები ჯერ ადრეა, ჩემი აზრით, დააცადეთ ბატონ იაგოს, არც უმაგისობა იქნება :დდდ
აი, ისეთი კომპლიმენტები მაჩუქე, იმდენი სითბო და სიხარული, უღრმესზე უღრმესი მადლობა უნდა გადაგიხადო! თავად ხარ საოცარი და უნიჭიერესი მწერალი და ორმაგად მიხარია შენგან დადებითი შეფასების მოსმენა. მიხარია, რომ კითხულობ heart_eyes heart_eyes heart_eyes
La-Na
მოკლედ დღეს წავიკითხე ყველა თავი ერთად.მეგონა ბოლომდე მოვითმენდი,მაგრამ.... wink ის პერიოდი რაც ამ ისტორიას ვკითხულობდი და იაგო ნელ-ნელა შეიცვალა,ცივი გახდა,მაინც არ მინდა სინამდვილე აღმოჩნდეს.რატომღაც მგონია სხვა მიზეზი უნდა იყოს,ან მე მინდა ასე ძალიან რომ სხვა მიზეზი იყოს.ოო როგორ ველი ახალ თავს ხომ ვერ წარმოიდგენ.მეგონა "კატერინას" შემდეგ სხვა შენი ისტორია,იმ ემოციას არ გამოიწვევდა ჩემში რასაც ის,მაგრამ მწარედ შევცდი,ყველა სიტყვა,ყველა მოქმედება თუ ცრემლი ისე მოვიდა ჩემამდე როგორც ისტორიაში გადმოსცემ.ძალიან მაგარი გოგო ხარ kissing_heart როგორც კატერინას,ისე სულმოუთმენლად ველი ახალ თავს უკვე heart_eyes

ლანა, მიხარია, რომ ამ ისტორიის წაკითხვაც დაიწყე და მოგწონს. შენი ეჭვები საბოლოო ჯამში გაირკვევა, სწორია თუ არა და იმედი მაქვს, არ დარჩები უკმაყოფილო. ისე კი, მახარებს ის ფაქტი, რომ იაგოს ამდენად ენდობი. მადლობა ძალიან დიდი კომპლიმენტებისთვის heart_eyes heart_eyes kissing_heart

 



№19 სტუმარი სტუმარი Everything

ვიცოდი რაღაც საშინელება მოხდებოდა.????

 



№20  offline ახალბედა მწერალი An_Gel

სტუმარი Everything
ვიცოდი რაღაც საშინელება მოხდებოდა.????

იაგოს იდუმალი ბუნება გაფიქრებინებდათ ალბათ მაგას :დდდ მადლობა, რომ კითხულობთ heart_eyes

 



№21  offline ახალბედა მწერალი sopiko

ო, ბოჟე!
აი, ეს მესმის.
ანა, შენი მისამართი დამიწერე, ყავა დავლიოთ და თან ამ ისტორიაზე ვისაუბროთ, თორემ იმდენი მაქვს სალაპარაკო, წერა მეზარება ;დდ
მოკლედ, იაგო არის საზიზღარი კაცი და მე სულ საზიზღარ კაცებთან როგორ მაქვს საქმე საიტზეც და რეალურ ცხოვრებაშიც ვერ ვხვდები ;დდ
შენ იაგოს სახით შექმენი საოცარი პერსონა. იმდენად საინტერესოა მასში ძრომიალი, მისი ბუნების კვლევა, ხასიათის, თავისებურებების შესწავლა, რომ მარტო ამიტომ ღირს ''კამელიების'' კითხვა. თავიდან ძალიან დადებითად განვეწყვე. მისივე ''ძვირფასოთი'' ჩემს საყვარელ მამაკაც პერსონაჟთან, ''ქარწაღებულნიდან'' რეტთან გავაიგივე და ვიფიქრე, იმედს არასდროს გამიცრუებს_მეთქი. ბოლო თავში ამის ყველანაირი შანსი მომისპო. ვერასოდეს ვაპატიებ ასეთ სითავხედეს. ქალი ღირსებისთვისაა დაბადებული. თუ მას შეულახავ, ვეღარაფრით გააჩერებ. ამ თავით მე იაგომ ღირსება შემილახა, თავმოყვარეობა, ჩემს ქალურ სიამაყეზე ფეხით შესდგა. თითქოს ჩემშიც ამოიმართა ყიფშიძის ქვრივი. მეც ჩამოვდექი ანას გვერდით იმ სარკესთან და ყელის ტკივილამდე მომინდა ყვირილი, მოგკლავ_მეთქი.
მე მჯერა, რომ ანა მართლაც მოკლავს იაგოს თავისი შემდგომი საქციელებით, ქმედებებით.
ძალიან იდუმალი იყო იაგოს ფრაზა, მაინც როგორი უნამუსო ხარო თუ რაღაც. ამან მიმახვედრა, ჯერ რამდენი რამ დაგვრჩა გასაგები და რომ შენ დიდი ინტრიგანი ვინმე ხარ ;დდ
ყოველ ნაბიჯზე შენი ლექსიკით და თხრობის მანერით თავს მამახსოვრებ.
შეუდარებელი ხარ!
წარმატებები, ''ჩემო ძვირფასო''!

 



№22  offline ახალბედა მწერალი An_Gel

sopiko
ო, ბოჟე!
აი, ეს მესმის.
ანა, შენი მისამართი დამიწერე, ყავა დავლიოთ და თან ამ ისტორიაზე ვისაუბროთ, თორემ იმდენი მაქვს სალაპარაკო, წერა მეზარება ;დდ
მოკლედ, იაგო არის საზიზღარი კაცი და მე სულ საზიზღარ კაცებთან როგორ მაქვს საქმე საიტზეც და რეალურ ცხოვრებაშიც ვერ ვხვდები ;დდ
შენ იაგოს სახით შექმენი საოცარი პერსონა. იმდენად საინტერესოა მასში ძრომიალი, მისი ბუნების კვლევა, ხასიათის, თავისებურებების შესწავლა, რომ მარტო ამიტომ ღირს ''კამელიების'' კითხვა. თავიდან ძალიან დადებითად განვეწყვე. მისივე ''ძვირფასოთი'' ჩემს საყვარელ მამაკაც პერსონაჟთან, ''ქარწაღებულნიდან'' რეტთან გავაიგივე და ვიფიქრე, იმედს არასდროს გამიცრუებს_მეთქი. ბოლო თავში ამის ყველანაირი შანსი მომისპო. ვერასოდეს ვაპატიებ ასეთ სითავხედეს. ქალი ღირსებისთვისაა დაბადებული. თუ მას შეულახავ, ვეღარაფრით გააჩერებ. ამ თავით მე იაგომ ღირსება შემილახა, თავმოყვარეობა, ჩემს ქალურ სიამაყეზე ფეხით შესდგა. თითქოს ჩემშიც ამოიმართა ყიფშიძის ქვრივი. მეც ჩამოვდექი ანას გვერდით იმ სარკესთან და ყელის ტკივილამდე მომინდა ყვირილი, მოგკლავ_მეთქი.
მე მჯერა, რომ ანა მართლაც მოკლავს იაგოს თავისი შემდგომი საქციელებით, ქმედებებით.
ძალიან იდუმალი იყო იაგოს ფრაზა, მაინც როგორი უნამუსო ხარო თუ რაღაც. ამან მიმახვედრა, ჯერ რამდენი რამ დაგვრჩა გასაგები და რომ შენ დიდი ინტრიგანი ვინმე ხარ ;დდ
ყოველ ნაბიჯზე შენი ლექსიკით და თხრობის მანერით თავს მამახსოვრებ.
შეუდარებელი ხარ!
წარმატებები, ''ჩემო ძვირფასო''!

სოფიკო, შენი კომენტარები გამოგიტყდები და ძალიან მიყვარს და მაინტერესებს ყოველთვის იმიტომ, რომ ერთ-ერთი მათგანი იყავი, ვინც იაგოს პერსონაჟით თავიდანვე დაინტერესდა და ამ ისტორიის მსვლელობისას არავინ იცვლის ფერს ისე, როგორც ის.
აი, უდიდესი სიამოვნებით დავლევდი შენთან ერთად ყავას და ყველაფერს მოვისმენდი, რაც ამ ისტორიაზე გინდა, რომ მითხრა.
"ქარწაღებულნი" ჩემი უსაყვარლესი წიგნია. რეტ ბატლერი მამაკაც პერსონაჟებს შორის ხუთეულში მყავს. შეიძლება ამის დამსახურებაცაა, ჩემი კაცი პერსონაჟები ირონიულობით, ორაზროვნებით და მზაკვრობით რომ გამოირჩევიან :დდდ
გეთანხმები, ქალი სათაყვანებელი ქმნილებაა ჩემთვისაც. და მითუმეტეს საყვარელი ქალი. ( ყოველშემთხვევაში, იაგო ამბობს, რომ საყვარელი ქალია ანა) შენი სიტყვების შემდეგ უნდა გითხრა, რომ შენს შეფასებას განსაკუთრებით დაველოდები მეშვიდე თავი მერე. რატომ, ამას მეშვიდე თავს რომ წაიკითხავ, მერე მიხვდები :დდ
მიხარია, რომ ანასი გჯერა. თვითონ ეპარება საკუთარ თავში ეჭვი, მართალია, მაგრამ უნდა მოუგოს ეს ბრძოლა იაგოს. სხვა გზა უბრალოდ არ აქვს.
სულ ბოლოს, ძალიან დიდი მადლობა რომ არ გადაგიხადო, არ გამოვა ისე. ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს, რომ მადლობელი ვიყო. მახარერებს ის ფაქტი, რომ მოგწონს, რომ სალაპარაკოს გიჩენს ეს ისტორია, რომ გულშემატკივრობ ანას და იმედს გიცრუებს იაგო.
მოკლედ, მადლობა შენ ყველაფრისთვის!
იმედი მაქვს, ბოლომდე მოგეწონება ეს ისტორია და არ გაგიცრუვდება იმედები heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent