შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ, შენ არ ხარ


8-11-2017, 01:18
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 566

შენ, შენ არ ხარ

სანდროს აბაზანიდან გამოსვლა და ჩემი ბაჩოს კალთაში ჩახტომა ერთი იყო.
- ოღონდ ეხლა გადამარჩინე და შენ ძმობას ვფიცავარ, ხათოს ნომერს გითრევ. მუდარით გავხედე ბაჩოს ისიც ხათოს სახელის,  გაგონებისას ეგრევე ფეხზე წამოხტა, სანდროს წინ გადაუდგა და ხელებ გაშლილი ემუდარებოდა.
- ჩემი ხათრით დღეს არაფერი უქნა, ნომერი გამიგოს და შემდეგ მოკალი თუ გინდა. სიცილნარევი ტონით ამბობს ბაჩო, სანდროც წამებში უბრუნდება მის ადგილს და ირონიული ღიმილით მაჯილდოვებს.
 მეც მალევე მოვშორდი ბაჩოს და ჩემს ამღერებულ ტელეფონს დავხედე, უცხო ნომერი მირეკავდა მივხვდი ვინც იქნებოდა ამიტომ მალევე ვუპასუხე.
- გისმენ ნუკა.
- თათა შენ მთხოვე რომ გაკვეთილების შემდეგ დამერეკა, ხომ მშვიდობა?
- მაინდამაინც ომი უნდა იწყებოდეს დას რომ დაურეკო? განაწყენებული ვეუბნები მე რადგან ნამდვილად მეწყინა.
- არა რასამბობ.
- მოკლედ თუ ქალბატონი შორენა და ბატონი ჯუმბერი ნებას დაგრთავენ, შეგიძლია დღეს ჩემთან ამოხვიდე? სახედამანჭული ვამბიბ მათ სახელებს.
- ჯუმბერი არქვია მაგას, ჯუბა ქვია რამდენჯერ უნდა შეგისწორონ. სიცილით მეუბნება ჩემი და და მეც მეცინება.
- მე ჯუმბერი მირჩევნია. მოხვალ თუ არა?
- კი, კი მოვალ.
- მისამართი ხომ იცი?
- კი როგორ არა.
- კარგი მაშ გელოდები. ტელეფონს ვთიშავ და ისევ მისაღებში ვბრუნდები, სადაც ჩემი ადგილი უკვე სანდროს დაეკავებია, მის ადგილას კი ელენე იჯდა.
- მოკლედ ჩემს სახლშიც რომ არ მოიძებნება ჩემი ადგილი. მომაბრზრებლად ავატრიალე თვალები და ბაჩოს კალთაში ჩავუსკუპდი.
- რა მძიმე ხარ ქალო. სერიოზული გამომეტყველებით მეუბნება ბაჩო.
- ერთის მაგივრად ორი გიზის და რა გეგონა აბა?
- ორი? ეგ როგორ? გაკვირვებული მეკითხება ბაჩო.
- ორსულად ვარ ბაჩუკი. ბაჩოს გაკვირვებული სახისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და მზერა ელენესკენ გავაპარე, რომელიც ფერდაკარგული მიყურებდა.
- ორსულად? ერთიანად შემოძახეს ბაჩომ და სანდრომ.
- კი მაგრამ ეგ როგორ? გაკვირვებული და გაოგნებული მეუბნება სანდრო.
- ამხელა კაცს მე აგიხსნა ქალი როგორ ორსულდება? ვითომც არაფერიო ისე ვეუბნები სანდროს.
- არა ეგ კი ვიცი მაგრამ ვისგან?
- ჩემი მეზობელი თალიკოსგან, ვისგან უნდა ვიყვე შეყვარებულისგან.
- არ არსებობს, შენ და შეყვრებული? ეჭვნარევი მათვალიერებს ბაჩო.
- ხო რა პირველად გაიგე ჩემგან, რომ შეყვარებული მყავს?
- ეგ კი ვიცოდი მაგრამ, არ მეგონა მართალი თუ იყო.
- მართალია, მართალი. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და კარის გასაღებად მივდივარ, სადაც ეხლახანს ატყდა ბრაახუნი.
- შემოდი ნუკ. კარის გაღების თანავე შევძახე ჩემს დას.
- მომენატრე თათ. ბედნიერი გადამეხვია ჩემი და.
- მეც ძალიან მომენატრე საყვარელო.
მონატრებულ დაიკოს ძლიერ მოვხვიე ხელები და როგორც ყოველთვის საყვარელ ადგილას ვაკოცე.
- მოდე, მოდი აქ ცივა მისაღებში შედი.
მალევე მოვშორდი და მისაღებისკენ მივუთითე, კარი მივკეტე და მეც უკან მივყევი.
 - ნუკა როგორ ხარ? ფეხზე წამოდგნენ ელენე და ბაჩო შემდეგ კი ჩემს პატარა დაიკოს გადაეხვიენ.
- კარგად თქვენ? თბილად მოიკითხა ორივე.
- ნუკ ეს სანდროა ჩვენი მეგობარი, ესენი კი ბაჩოს მეგობრები არიან ეს ნუკა თათას და.
სათითაოდ გააცნო ელენემ სამეგობრო ნუკას.
- რამეს დალევ? მასპინძლობა ისევ ელენემ ითავა.
- მხოლოდ წყალს. მორცხვად თქვა ჩემმა დამ.
- აბა რა ხდება შენკენ მომიყევი? ინტერრსით მივაჩერდი ჩემს დას და ისევ ბაჩოს კალთაში მოვთავსდი.
- რავი ისეთი არაფერი, შორენა და ჯუბა ერთი თვით ქალაქიდან გავიდნენ, მე კი ძიძასთან დამტოვეს.
- ძიძასთან? გაკვირვებული ვეკითხები ნუკას.
- ხო ნინოსთან, ხომ გახსოვს ადრე ჩემი ძიძა რომ იყო? ეხლა კი სახლის საქმეებს აგვარებს.
-  აა ხო გამახსენდა. გინდა ნინოს დაურეკე ეს ერთი თვე ჩემთან დარჩი, თუ ნებას დგრთავენ რათქმაუნდა.
- მართლა? კი როგორ არა ეხლავე დავრეკავ. წამსვე წამოხტა ფეხზე და სამზარეულოში გავიდა.
- ძალიან გგავს, ტყუპებივით ხართ.
მეუბნება ბაჩოს ძმაკაცი კაკი, რომელიც მოსვლისთანავე თვალს არ აშორებდა ნუკას.
- კი ძაან.
- რამდენი წლისა? ინტერესით მეკითხება ბიჭი.
- 17-ის ხდებაა მალე.
- ჯერ პატარა ყოფილა. ორაზროვნად ამბობს ის.
- შენ პატარა ეძახე და რამდენი თაყვანისმცემელი ჰყავს იცი? სიცილით ამბობს ბაჩო.
- შეყვარებულიც ჰყავს ბაჭუკი უკვე შენგან განსხვავებით. ხარხარით ვეუბნები მეგობარს, ნეტა გენახთ როგორ დაებერა ძარღვები კაკის. სინამდვილეში ბაჩოს გამწარება მინდოდა და ტყუილი  ვთქვი.
- კაკი რამდენი წლის ხარ?
- 24-ის.
- უი არც ისე უფროსი ყოფილხარ.
- უფროსი? ვისზე? დაბნეული მეუბნება ის.
- წავედი მე უნდა დავისვენო, ხალხნო ეს ციმბირული სელაპი რომ წავა გამაგებიეთ. კაკის კითხვა დავაიგნორე და სანამ რაიმე თავში მომხვდებოდა თავში,თავი ჩემს ოთახს შევაფარე.
ძალაგამოცლილი დავემხე საწოლზე, მართალია ბაჩოს გავუმხილე "ორსულობა" თუმცა არ ვიცი ამ ყველაფერს მამა როგორ მიიღებს.
პრინციპში რა რეაქცია ექნება, მამას ის უფრო"გაუტყდება" აქამდე რომ მასთან შეყვარებულზე სიტყვა არ დამიძრავს.
თუმცა არ ვაპორებ მათთვის სიმართლის თქმას, ვეტყვი და რაც იქნება ის იქნება.
ფიქრებიდან ტელეფონის ხმას გამოვყავარ, ეკრანს დავხედე და ისევ უცხო ნომერი იყო.
- გისმენთ.
- ბებერო შენ ხარ? მესმის მეორე მხარეს ბიჭის ხმა.
- რომელი ხარ?
- არ არსებობს ვერ მცნობ შე იდიოტო, ნუთუ ჩემს გარდა ვინმე ბებეროს გეძახის?
- მართლაც რომ არ არსებობს, გოგსიკ შენ ხარ შე დაბრედილი? კივილით ჩავძახე მონატრებულ მეგობარს.
- მე ვარ ჩემო ლამაზუკა, ძალიან მომენატრე თათ.
- მეც, მოიცა შენ რა ქართული ნომრით მირეკავ ჩამოხვედი? ეხლაღა გამახსენდა და დავხედე ნომერს.
- კი დღეს ჩამოვედი, მოკლედ ჩვენს ბარში გელოდები და მოდი. ჩემს პასუხს აღარ დალოდებია ტელეფინი გამითიშა. რეტდარტყმულივით წამოვარდი ფეხზე და გარდერობში რასაცქვია შევძვერი.
გოგსიკა ჩემი ძმობილია როგორც ქუთაისლები იტყვიან ხოლმე ჩემი "ძუძუმტეა" მასზე ერთი დღით უფროსი ვარ. ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, ერთ საწილში ვიწექით, სულ მისი ტანსაცმელი მეცვა ხოლმე. ორი წლისწინ კი გერმანიაში წავიდა ღმერთმა იცის იქ რას აკეთებდა, ეს რათქმაუნდა ხუმრობით. გოგსიკა ანუ გიორგი გოგსაძე მომღერალია, რადგანაც საქართველოში არ დააფასეს ბედი გერმანიაში სცადა. იქ კი საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, როდესაც იქ ერთ-ერთ პროექტში მეორე ადგილი აიღო მხოლოდ შემდეგ აღიარეს საქართველოში.
მანამ სანამ გოგსიკას გაცნობდით მე გამოწყობა მოვასწარი, ტყავის ქურთუკს ხელი დავავლე და ოთახიდან გავედი.
- მე მივდივარ.
- საად? ინტერესით მეკითხება ელენე.
- ვიღაც უნდა ვნახო ელე?
- ვინ? მისას მაინც არ იშლის და სანამ რამეს არ მათქმევინებს არ გაჩუმდება.
- გოგსიკა.
- გოგსიკა? მოიცა გიგსიკა აქ არის? ელენეს მაგივრად ეხლა სანდრო მეკითხება.
- არა გერმანიაში, იქ უნდა ჩავაკითხო. აქ არის აბა სად იქნება?
ნუკ წამოხვალ შენ? ეხლა ჩემს დას მივუბრუნდი და იმას ვეკითხები.
- ჩვენც წამოვალთ, ძაან მოგვენატრა გიორგი.
სათქმელი დასრულებული არ ჰქონდა ბაჩოს როდესაც ყველანი წამოიშალენ და ერთმანეთის მიყოლებით გალაგდნენ კარში.
- ესენი ვინმემ დაპატიჟა? ვეკითხები გაოცებულ ელენეს რომელიც გაშტერებული მისჩერებოდა ცარიელ კარს.
- ადე, ადე შენც წამოდი. ჩემკენ მოვქაჩე ელჩო და სავარძლიდან წამოვაგდე.
სახლის კარეი მთელი ძალიათ მოვიხურე და სირბილით დავეშვი კიბებზე, ერთი სული მქონდა მონატრებულ მეგობარს როდის ჩავეხუტებოდი. მანქანაში მე ელენე ბაჩო და ნუკა მოვთავსთიდ, დანარჩენები თავიანთ ავტომობილებში განაწილდნენ.
როდესაც პრავდას გავცდიდი ბეტონებთან მკვეთრი მოძრაობით მოვუხვიე რათა ზაოდის ხიდისკენ წავსულიყავი, ვერ დავიმახე როგორ აინთო ფანარზე წითელი და ავარიული სიტუაცია შევქმენი. ხიდს უკვე საკმაოდ გაცილებული ვიყავი როდესაც პარლამეტთან ახლოს პოლიციამ გამაჩერა.
- აი აქ დაგერხა დოლიძის ქალბატონო. მესმის ზურგს უკან ბაჩორ რეპლიკა.
- მოკეტე შე კრეტინო, ელენე ღვედი ხომ გიკეთია. პოლიციის მოსვლამდე ელენეს გავხედე.
- კი, კი. მანაც მალევე მიპასუხა.
-  გამარჯობა. კაპიტანი ლევან ტაბიძე თქვენი საბუთები თუ შეიძლება. ერთიანად მომაყარა სათქმელი საკმაოდ სიმპატიურმა პოლიციელმა.
- ინებეთ. ჩანთიდან ჩემი მართვის მოქმობა და აიდი ბარათი ამოვიღე, შემდეგ კი პოლიციელს გავუწოდე.
- ვიცი რომ მკვეთრი მოძრაობით მოვუხვიე, ისიც ვიცი რომ წითელი ვერ შევნიშნე და ავარიული სიტუაცია შევქმენი. ყველაფერი ჩამოვარაკრაკე დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით.
- უი მართლა, იცით პირველად შემხვდა თქვენნაირი ადამიანი? გაკვირვებული მეუბნება ის.
- ჩემმნაირი როგორი? დავიბენი უცებ.
- ჩვენ მხოლოდ იმის გამო გაგაჩერეთ რომ გაგვეფრთხილებინეთ. სიცილით მეუბნება ის.
- გაგეფრთხილებიეთ და რისთვის?
- უკანა ნათურა არ გიმუშავებთ.
- აი რატომ არის ცუდი დოლიძის ქალბატონო ენა წინ რომ გისწრებს? სიცილით მეუბნება ბაჩო.
- მოკეტე შე კრეტინო, თორე დაგტოვებ შუა გზაში და მერე ვნახოთ სად იბოდიალებ. მუქარით ვეუბნები მე და ჩემს გვერდით მდგომ პოლიციელს სიმწრით ვუღიმი.
- მიხარია რომ თქვენ თვითონ აღიარეთ დანაშაული, სიმართლე გითხრათ სწორედ მაგიტომ გაგაჩერეთ. მაგრამ უკანა ნათურა მართლა არ გიმუშავებთ.
- გასაგებია.
- აქ დამელოდეთ, თქვენს მონაცემებს გადავამოწმებ და დავბრუნდები.
პოლიციელის წასვლის შემდეგ უკან მოვტრიალდი და ბაჩოს გემრიელად ვუთავაზე.
- სად გარბოდი ერთი რომ გარბოდი, ნელა ვერ იარე. გოგსიკას ნახვას ისედაც ხომ მოასწრებდი, თან ჯარიმასაც არ "აირტყავდი"
მაინც თავისას აგრძელებს ბაჩო და ბოლო ხმაზე ხარხარებს.
- ქალბატონი თათული რადგანაც ეს თქვენი პირველი დარღვეევა მხოლოდ 100 ლარით დაჯარიმდებით. მესმის პოლიციელის ხმა და მეც მისკენ ვტრიალდები, საბუთებთან ერთად ჯარიმის ქვითარსაც მაწვდის.
- ბატონო პოლიციელო, შეიძლება რაღაც გთხოვოთ? მუდარით ვეუბნები ბიჭს.
- დიახ როგორ არა.
- შეიძლება ეს ბიჭი ფსიქიატრიულში წაიყვანით, კონკრეტულად კი ასათიანში. დღეს დილით გამოიქცა და ვერაფრით ვერ მოვიცილე. სერიოზული გამომეტყველებით ვეუბნები ბიჭს რაზეც მას სახეზე ფერი ეცვლება.
- ცრუობს ბატონო პოლიციელი, ეს თვითონაა გამოქცეულუ. წამსვე პასუხობს ბაჩო.
- ბედნიერი მგზავრობ. მომაჯადოვებლად მიღიმის ბიჭი და მალევე ცილდება იქაურობას.
- ნახე რა სიმპატიური ბიჭი გამიქციე, საიდან მოვძებნო ეხლა ეგ რა იდიოტი ხარ ბაჩო. გაბრაზებულმა დავქოქე მანქანა და იქაურობას გავეცალე, სულ რაღაც თხუთმეტ წუთში უკვე დანიშნულების ადგილას ვიყავი. მანქანა იქვე დავაპარკინგე და გიჟივით შევარდი ბარში, შესვლისთანავე თვალებით ვეძებდი ჩემს ბიჭს თუმცა ვერსად ვერ დავლანდე.
ბოლოს დავინახე როგორ ეკიდებოდა ერთი გოგო კისერზე და მეც იქითკენ გავიქეცი.
- გოგსიკ. ბოლო ხმაზე ვიკივლე მე, ისიც წამსვე ჩემსკენ შემოტრიალდა და ხელები გაშალა.
- ჩემი ქაჯანა. მეუბნება როდესაც ერთიანად შევახტი სხეულზე.
- ძალიან მომენატრე შე საზიზღარო. ბედნიერი ვეხვეოდი მონატრებულ სხეულს და ერთიანად ვისუნთქავდი მის სურნელს.
- აბა დატრიალდი დამენახე, როგორ შეცვლილხარ თათ. სხეულოდან მომიშორა და მის წინ მატრიალებდა.
 არაფერი არ არის იმაზე დიდი ბედბიერება როდესაც მონატრებულს ჩაეხუტები, ნეტავ იცოდეთ როგორ მიჭირდა მთელი ეს ორი წელი მის გარეშე.
 თქვენ შეგიძლით იცხოვროთ ჰაერის გარეშე? სწორედაც რომ არ შეგიძლიათ. სწორეს ესე ვარ მეც გოგსიკა ჩემთვის ჰაერზე უფრო მნიშვნელოვანია.
- წამო ვინ გაგაცნო. მაჯაში ხელი ჩამავლო და ერთ-ერთი მაგიდისკენ რასაცქვია წამათრია.
- თათუ გაიცანი ეს ქრისტინეა ჩემი შეყვარებული. თითქოს გული გამიჩერდა, ძარღვებმა სისხლის მიწოდება შეცყვიტეს. წამით სუნთქვაც კი შევწყვიტე, ვერ ვიჯერებდი რომ გოგსიკას შეყვარებული ჰყავდა. სიმართლე რომ გითხრათ ამის დაჯერება არც მინდოდა.
- რა? რა შეყვარებული? დაბნეული ვლუღლუღებდი რაღაცეებს.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა, გიო შენზე ბევრს მიყვებოდა. ფეხზე წამოდგა გოგო და ბედნიერი ღიმილით გამომიწოდა ხელი.
- ვერ გეტყვი რომ გავგიჟდი ისე გამიხრდა შენი გაცნობა, სამწუხაროთ თუ საბედნიეროდ აი მე შენზე არაფერიც არ მსმენია და არც არაფერი გამიგია. მისი გამოწვდილი ხელისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, გველივით წავკბინე და ნუკას გვერდით ადგილი დავიკავე.
- თათ ესე არ შეიძლება. ჩუმად გადმომიჩურჩულა ელენემ, თუმცა როდესაც ჩემი ცრემლკანი თვალები დაინახა წამსვე მოკეტა.
ვერ ვეგუებოდი იმ ფაქტს რომ შეიძლება გოგსიკას ვინმესთან გაყოფა დამჭირდებოდა. ვიცი პატრა ბავშვივით ვიქცევი თუმცა, აბა თქვენ წარმოიდგინეთ თავი ჩემს ადგილას.
ბიჭი რომელიც ყოველთვის ძმობას მიწევდა, ბიჭი რომელიც ყოველთვის როცა რამე ამტკივდებოდა ჩემთან იყო, ბიჭი რომელიც ჩემს გამო ყველაფერს გაკეთებდა და ბიჭი რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს როგორია ვინმეს გაუყო.
საშინელი ეგოისტი ადამიანი ვარ ვიცი, თუმცა რა ვქნა რომ ვერ ვეგუები გოგსიკას გოგოებს.
შეიძლება ეხლა ვინმემ იფიქროს რომ ეს და-ძმურ სიყვარულზე მეტიაო მაგრამ, გოგსიკა მართლა როგორც ჩემი ძმა და საუკეთესო მეგობარი ისე მიყვარს.
- თათ დალევ რამეს? ფიქრებიდან ისევ ელენეს ხმას გამოვყავარ.
- კი რამე უალკოჰოლოს. ეხა რომ ალკოფოლი შემეკვეთა ჩემი არაორსულობის ამბავიც გასკდებოდა და მე კიდევ ჯერ გოგსიკა უნდა გავამწარო.

ბარიდან მალევე წამოვედი, ყელში ამომივიდა მათი ტყლარწვების ყურება. მალე გულიც კი ამერეოდა ამიტომ სჯობდა მალე გავცლოდი იქაურობას. მთელი ამ ხნის განმავლობაში რაც იქ დავყე ხმა არ გამიცია არცერთისთვის, მხოლოდ მათ ყველა მოძრაობას და ქმედებას ვაკვირდებოდი.
სახლში შემოსვლის თანავე აბაზანისკენ გავიქეცი და რაც შემეძლო  ცხელი წყლის ქვეშ დავდექი, გული საშინლად მტკიოდა როგორც მათგან გავიგე უკვე ორი წელია ერთად არიან. მე კიდევ ეს ყველაფერი დღეს გავიგე, თითქოსდა ნაწილობრივ მაცლიდნენ სხეულიდან ხორცებს, გული საშინლად მჩხვეტლდა.
სხეული საკმაოდ რომ გამიწითლდა, ონკანი გადავკეტე ჩემი ფუმფულა ხალათი მოვიცვი და ჩემს ოთახში დავბრუნდი.
სახის დამატენიანებელს ვისვამდი როდრესაც ოთახში ელენე და ნუკა შემომივარდნენ.
- რაშვები? აჟიტირებული მეუბნება ნუკა.
- ბრიფინგზე გამოსასვლელად ვემზადები. ენას ვუყიფ და უკანალის ქნევით გავდივარ სამზარეულოში. ყავისთვის წყალი დავადგი, შემდეგ ფინჯანში ორი კოვზი ყავა და ერთი კოვზი შაქარი გადავანაწილე. უკვე ადუღებული წყალი ფინჯანში ჩავასხი და მისაღებ ოთახში სავარძელში მოვთავსდი.
- რას აკეთებთ მაქ? შევძახე ჩუმად მოჩურჩულე ნუკას და ელენეს.
- ისეთს არაფერს დაბნეული მეუბნება ნუკა. იქვე დაგდებულ ჩემს ტელეფონს დავწვდი და ჩემი ნახევრად დავიწყებული ფეისბუქის გვერდი გავხსენი, გახსნისთანავე ამომიგდო ელენეს და ნუკას რაღაც ვიდეო.
ვერ მივხვდი რატომ ეწერა ვიდეოს თავზე LIVE ინტერესმა მძლია და გავხსენი. ამას რას ხედავს ჩემი თვალები ჩემს ტანსაცმელში გამოწყობილი, ელენე და ნუკა ხალხს თავს აწონებენ და კომპლიმენტებს იღებდნენ.
- ეს რაღა ჯანდაბა? ჩემთვის ჩავიბურტყუნე და კომენტარებს დავხედე. ხომ არაფერი ვიდეო არ იყო რაღავეებს ბოდიალობდნენ, მაგრამ ვერ მივხვდი რატომ ყავდათ სამასამდე მნახველი.
ფეხზე ძალიან ფრთხილად წამოვდექი და ოპახისკენ ფეხაკრებით წავედი, უკვე კართან მისულმა მთელე სისწრაფით შევხსენი კარი რასაც ელენეს და ნუკას კივილი მოყვა.
- რა ჯანდაბას აკეთებთ? ან ეს ჩემს ტანსაცმელში რომ გამოწყობილხართ, ან ეს იდიოტობა რა ჩაგირთავთ? თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ?
- მოკეტე ქალო ყველას ესმის შენი კივილი. ჩუმად გადმომიჩურჩულა ელენემ.
- რა ჯანდაბას ბოდიალობთ მაქ? მეც ტონს დავუწიე და ჩურჩულით ვეუბნები.
- ეს LIVE რა ჯანდაბა?
- მოდი ნახე ყველა გვიყურებს და კომენტარებს გვიწერენ.
- ეგღა მაკლია ეხლა მაქ გამოვეკვეხო. გაბრაზებული მოვბრუნდი უკან, უკვე კარიდან გასვლას ვაპირებდი როდესაც აივნიდან ხმა მომესმა სადაც ჩემს სახელს იძახოდნენ.
- ეს ვინღა ჯანდაბა? აივნის კარი გამოვხსენი და ქვემოთ გადავიხედე.
- - თათული საყვარელო ჩამოდი. მესმის  ქვემოდან ჩემი იდიოტი თაყვანისმცემლის ლადოს ხმა.
- ღმერთო შენ მომკალი ეხლა, რა ჯანდაბა გინდა ბიჭო?
- ჩამოდი თორემ მე ამოვალ. მუქარასავეთ ისმოდა მისი ხმა აშკარად ნასვამი იყო თორემ ამდენს ვერ გამიბედავდა.
- ეხეხლავე მოვარ ლადიკო.
უკან შემოვბრუნდი და სამზარეულოსკენ წავედი.
- შენთუ სეირი არ გაჩვენო განახებ. მაცივრიდან გუშინწინდელი ბორში გამოვიღე და ისევ უკან აივანზე დავბრუნდი.
- თათ ვინ არის ეს. მეუბნება აივანზე მდგომი ნუკა.
- ლადო სად ხარ ვერ გხედავ? ნუკასთვის პასუხი არ გამიცია და ლადოს ჩავძახე.
- აქ ვარ საყვარელო. მანაც მალევე ამომძახა და ლამპიონის შუქზე უფრო კარგად დავინახე მისი სხეული.
- ეს ჩემგან. ქვაბს თავი მოვხადე და ერთიანად გადავასხი თავზე, ერთი ქვაბი ბორში.
- ცივი ბორშისთვის ბოდიში საყვარელო. ხარხარით ჩავძახე ქვემოთ.
- ფუ ამის დე******ეცი ეს რა ქენი ტო? მესმის ქვემოდან მისი გინების ხმა.
- შემდგომში თუ ვჟკაცობას გადაწყვეტ იცოდე ბორშის მაგივრად ქვაბს გესვრი. ჩემს ამ საქციელზე გემრიელად გამეცინა და ოთახში დავბრუნდი.






ბოდიში დაგვიანებისთვის, ასევე ბოდიში შეცდომებისთვის. ეს თავიც სიცხიანმა დავწერე. ვიცი ძალიან ბევრი შეცდომა მექნება რისთვისაც ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი.
ველოდები თქვენს კომენტარებს, თუ რაიმე არ მიგწონთ გამიზიარეთ თქვენი აზრები ❤❤❤

რაც შეეხება ფოტოს ფოტოზე თათა და ელენე არიან, ნუ ჩემი წარმოსახვით რათქმაუნდა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

პატარაა თავი იყო მაგრამ გეპატიება. ;)

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

Anuki96
პატარაა თავი იყო მაგრამ გეპატიება. ;)

თუ არ მოვკვდი :დ უფრო დიდ თავს დავდებ ❤

 



№3  offline აქტიური მკითხველი Anuki96

Gogona rmigraciidan
Anuki96
პატარაა თავი იყო მაგრამ გეპატიება. ;)

თუ არ მოვკვდი :დ უფრო დიდ თავს დავდებ ❤

ვიმახსოვრებ!!

 



№4 სტუმარი mariami

male dadeb xo ? dzaan momewona

 



№5  offline წევრი gogona migraciidan

Anuki96
Gogona rmigraciidan
Anuki96
პატარაა თავი იყო მაგრამ გეპატიება. ;)

თუ არ მოვკვდი :დ უფრო დიდ თავს დავდებ ❤

ვიმახსოვრებ!!


მე პირობებს ვასრულებ:დ

mariami
male dadeb xo ? dzaan
momewona


რაცშემიძლია მალე დავდებბ

 



№6 სტუმარი მოცინარი

სიხარულოო <3 სიცხე თუ გაქვს გეპატიება პაწუკა თავი :'( მალე გამოჯანმრთელდი რა! ახალი ისტორია რომ დაიწყე, მაგაზე გეტყვი, ჯობია ჯერ ეს დაასრულო, და მერე ის გააგრძელო კარგი? თორემ მერე ერთმანეთში ირევა და შენც იშვიათად დებ ხოლმე >:(

 



№7 სტუმარი გაფრენილიიიი

მალე დადეე!!!!!!!!!!

 



№8 სტუმარი მოცინარი

ქალბათონო :) იქნებ დადოთ ახალი <3

 



№9  offline წევრი მოცინარი

რატო არ დეებ :/

 



№10  offline წევრი gogona migraciidan

გოგონა შავი თვალებით
რატო არ დეებ :/

ავტვირთე უკვეე

მოცინარი
სიხარულოო <3 სიცხე თუ გაქვს გეპატიება პაწუკა თავი :'( მალე გამოჯანმრთელდი რა! ახალი ისტორია რომ დაიწყე, მაგაზე გეტყვი, ჯობია ჯერ ეს დაასრულო, და მერე ის გააგრძელო კარგი? თორემ მერე ერთმანეთში ირევა და შენც იშვიათად დებ ხოლმე >:(


მაპატიე საყვარელო დაგვიანების გამო უკვე ავტვირთე ახალი თავი

გაფრენილიიიი
მალე დადეე!!!!!!!!!!


დავდე უკვეე

 



№11  offline წევრი მოცინარი

არ დევს ახალი :/

 



№12  offline წევრი gogona migraciidan

გოგონა შავი თვალებით
არ დევს ახალი :/


ეხლა აიტვირთა

 



№13 სტუმარი სტუმარი Lia

Kargi tavia .cota gaadide.❤❤❤

 



№14  offline წევრი gogona migraciidan

სტუმარი Lia
Kargi tavia .cota gaadide.❤❤❤

❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent