შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვდიადში დაკარგული #4


8-11-2017, 01:26
ავტორი -venus-
ნანახია 765

წყვდიადში დაკარგული #4

თავი მეოთხე

მთელს სხეულზე ტაომ დამაყარა, აქეთ-იქით თვალების ცეცება დავიწყე, მთლიანად მის დანახვაზე ვიყავი კონცენტრირებული. ნოეს ეს არ გამოპარვია.
- რა ხდება? არ მოგწონს?
- აქარის.
- ვინ? უკან მიიხედა და რომ ვერავინ დაინახა, ისევ მე შემომხედა.
- აჩი.
- აუ მაგას მოვუ**ნავ პატრონს ახლა! გამწარებული წამოხტა, მთელი ოთახი მოიარა, ხელებს იქნევდა და უაზროდ ყვიროდა.
- სად ხარ ჰა? გამოდი დამენახე, რა შეჭამე ტო ტვინი, არ იცი როდის უნდა მოხვიდე ან წახვიდე?
სიტუაცია, რომ არ მცოდნოდა, გავსკდებოდი ალბათ სიცილით, ისეთი სასაცილო სანახავი იყო, სრულიად შიშველი ნოე, რომელიც ოთახში ხელების ქნევით დადიოდა და პოლტერგეიტსს ემუქრებოდა, მაგრამ ყველაფერი ვიცოდი და ვღელავდი, რომ არ გაებრაზებინა, ახლა ნამდვილად არ მაწყობდა აჩის გაბრაზება, მეშინოდა არ გამქრალიყო და ყველაფერი ასე გაურკვეველი დარჩენილიყო.
- ნოე გეყოფა, არ გააბრაზო, არ მაწყობს.
- არ შევე*ი ახლა მაგას? არ დამაცადა ტო, ეგ ვინარის რაა!
- გაჩერდი და ჩაიცვი, თორემ ძალიან გამეცინება ახლა. სიცილს ძლივს ვიკავებდი.
- იცინე და იყავი, თუ გსიამოვნებს, შუა სექსის დროს ვიღაც სი*ის მოვლენა და ჩა*მა იცინე ბატონო, იცინე. გაღიზიანებული იქნევდა ისევ ხელებს. მე კიდევ ზეწარს არ ვიშორებდი სხეულიდან. ძირს პერანგი ეგდო, საწოლიდან ჩავყავი ხელი და ზემოდან გადავიცვი. წამოვდექი და შიშველ ნოეს მივუახლოვდი.
- დაწყნარდი რა. ხმა მოვულბე, ჩავეხუტე, რომ დამემშვიდებინა და გამომივიდა კიდეც.
- აი მაგ შენს აჩია თუ ზაური გადაეცი, რომ ასეთ დროს კიდევ თუ დაბრუნდება და ჩამიშხამებს ყველაფერს, აქ თუ არა, რომ მოვკვდები იქ არ გავახარებ...
- კაი ახლა, რას ბავშვობ.
- შენ ასე გადაეცი, ის თუ ქლიბი არარის მიხვდება. ძალიან მეცინებოდა მის სახეზე, როცა აჩიზე საუბრობდა. ორი წლის ბავში გეგონებოდათ ახლა, მაღაზიიდან ის რომ არ უყიდეს რაც უნდოდა და იბუტებოდა.
- კარგი გადავცემ, ოღონდ ახლა ჩაიცვი.
გატრიალდა და შარვალი ამოიცვა. მე აივანზე გავედი. ვიცოდი,რომ იქ იყო და ყველაფერს ისმენდა.
- ბოდიშით, არ ვიცოდი. დამნაშავესავით ჩაილაპარაკა მან.
- შენ და ეს არ იცოდი? შენ ხომ ყველაფერი იცი. აღიარე, რომ სპეციალუად მოხვედი ამ დროს.
- შესაძლოა. ბოლომდე მაინც არ იტეხდა იხტიბარს.
- მაინც ვერ ვხვდები ვინ ხარ, ან ჩემგან რა გინდა.
- სოფელში როდის წახვალ?
- ალბათ ამ საღამოს.
- სანამ ყველაფერს არ გაარკვევ აღარ გამოგეცხადები, ვიცი, რომ გაარკვევ და აქედან გამისტუმრებ, ამიტომ გამოდის, რომ ბოლოჯერ გხედავ. ბოლოჯერ ვხედავ შენს ლამაზ სახეს: თვალებს, ტუჩებს. ულამაზეს სხეულს, რომელიც ჩემი იყო.
- გეშლები აჩი, გეშლები. სასოწარკვეთილმა ამოვილაპარაკე. მისი ცოდვით აღარ ვიყავი უკვე.
- დამასრულებინე. მინდა იცოდე, რომ ის რაც მოხდა, ის რის გამოც მე ახლა ამ ფორმით ვარ, შენი შიშის და უსუსურობის ბრალია. კი, ვაღიარებ, მეც ლაჩარივით მოვიქეცი, მაგრამ მე ყოველთვის მიყვარდი და ამ სიყვარულის არასოდეს შემშინებია, როგორც შენ. ეს იმიტომ ჩავიდინე, რომ უბრალოდ დავიღალე, ტკივილით დავიღალე, რომელსაც უშენობის გამო განვიცდიდი, უბრალოდ აღარ შემეძლო, მაგრამ ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ, რომ გხედავ და შემიძლია შენი ჩახეუტება. მოვიდა და სილუეტი ჩემს სხეულს აეკრა, ვიგრძენი მისი სითბო, მაგრამ ამ სითბოში, სიცივე ბობოქრობდა, მიწის სუნთან ერთად.
- ყველაფერს გავარკვევ, დამიჯერე, მე არ ვიცი რა კავშირში ხარ ჩემთან, ვფიქრობ რომ გეშლები. მაგრამ გეფიცები ყველაფერს გავარკვევ, ასე დაჟინებით ითხოვ, რომ სოფელში ჩავიდე, სახლში სადაც ბებიაჩემი ცხოვრობდა. ხოდა ასეც იქნება, დღეს საღამოს ჩავალს, მთლიან სახლს გადავქექავ და ვიპოვი, იმას რაც შენ დაგეხმარება...
- მადლობა ნინა... სილუეტი უფერულდებოდა, მაგრამ მის სახეზე ჩამოგორებულ ცრემლის ბურთულას მაინც მოვკარი თვალი. გული ამიჩუყდა, არ ვიცოდი რა მექნა. უკვე მოთმენაც შეუძლებელი იყო. სახლში შევედი და ბარგის ჩალაგება დავიწყე. განცვიფრებული ნოე შარვლის ამარა თავზე დამადგა და გაფართოვებული თვალებით მიყურებდა.
- სად მიდიხარ?
- სოფელში.
- მეც მოვიდვარ.
- ხოდა წადი ჩაალაგე! მისკენ არც გამიხედავს ისე ვუთხარი. ყველაფრისგან დაღლილი ვიყავი. აქამდე სრულიად მშვიდი ცხოვრება მქონდა, არავინ მაწუხებდა, არავის ვაწუხებდი, ვცხოვრობდი ჩემთვის მარტო. 21წლიდან მივეჩვიე მარტო ცხოვრებას. მშობლების დაღუპვის შემდეგ, ბებია მზრდიდა, მაგრამ უკვე ორი წელია რაც მიწას მივაბარე. მას შემდეგ ჩემს სოფელში ფეხიც არ დამიდგავს, მისი გარდაცვალება ისე ცუდად მოქმედებდა ჩემზე, იქაურობის დანახვაც არ მსურდა, მაგრამ ახლა იძულებული ვიყავი გამეგო რა ხდებოდა.
- როდის მივდვიართ? უკვე ჩაცმულმა მომაძახა.
- რაც მალე მით უკეთესი, ერთი სული მაქვს ვიპოვო ის რაღაც.
- ცოტახანი არ დავრჩებით დასასვეენებლად? არ გვაწყენდა.
- ვაიმე, არვიცი, ჯერ ჩავიდეთ რაა.
- კაი კაი, წავედი და ნახევარ საათში ქვემოთ იყავი.
- ჰო მიდი.
მე ჩმოდნის ჩალაგება გავაგრძელე. ყოველ სიტყვას ვიმახსოვრებდი, მის ნათქვამს, არ მინდოდა რამე გამომპარვოდა. საჭირო ჰიგიენის ნივთებიც ჩავალაგე, რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი და უკვე მზად ვიყავი. აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე და ნახევარ საათში ქვემოთ ვიდექი, არც მას დაუგვიანია, ჩემი სადარბაზოდან გასვლა და მისი მანქანის ეზოში შემოყენება ერთი იყო. სწრაფად შევაგდე ჩემოდანი საბარგულში და წინ დავუჯექი. ღვედი გადავიჭირე და მომღიმარი სახით გავხედე.
- Приключение наченается! ტაში შემოვცხე და ნოეს ლოყაზე ვაკოცე.
- გამაგიჟებ შენ ერთხელაც იქნება.
- მე მეგონა უკვე გიჟდებოდი.
- ჰო, ჯერ პროცესში ვარ, საბოლოო შედეგს ვერ მივაღწიე, მაგრამ ასეთი ტემპით თუ გააგრძელე, ქორწილი საგიჟეთში გვექნება, მე ნაპოლეონი ვიქნები და შენ ალბათ რომელიმე პრინცესა.
- აჰ, ეს იუმორი... სარკასტულად, დამახინჯებული ხმით ვთქვი და გავიცინე.
გრძელი გზა გველოდა წინ. წვიმიანი ამინდი იყო, დიდი სიფრთხილით მართავდა მანქანას. საქარე მინიდან ვუყურებდი დასველებულ ბუნებას, რომლებიც ზეიმობდნენ წვიმის მოსვლას. ჩამეძინა...

- ნინ, ნინაა. ფრთხილი ტონი შემომესმა. თვალები მძიმედ გავახილე.
- ჰო, რა? ჩამოვედით?
- არა, ახლა საით? თვალები მოვიფშვნიტე და გარემო მოვათვალიერე, როცა მივხვდი უკვე ჩემს სოფელში ვიყავით, გული მომეწურა. ორი გადასახვევი იყო, მარჯვნივ მივუთითე და სვლა გავნაგრძეთ. განვლილმა წლებმა, თვალწინ ჩამირბინა. ჩემი პატარაობა, როცა მშობლებთან ერთად ჩამოვდიოდით დასასვენებლად, დაუვიწყარი ზაფხული და ბევრი სასიამოვნო წუთი, რაც ჩემს ბავშვობას მახსენებდა. მომღიმარ სახეზე ცრემლები ჩამომიგორდა. გამახსენდა ის საშინელი დღე, როცა ბებია დავასაფლავე. როცა მარტო დავრჩი. მე კი, ახლა მის სახლში, მის თბილ, მყუდრო და მისი სუნით გაჯერებულ სახლში მივდვიარ, იქ სადაც, ის აღარასდროს დამხვდება, აღარასდროს გამიღიმებს, მომეფერება და ჩამეხუტება. აღარასდროს შემომთავაზებს უამრავი სახეობის საჭმელს. სულ, რომ გაჩხინკულს მეძახდა და ძალით მტენიდა ხაჭაპურებს. ვეღარასდროს შევჭამ მის გამომცხვარ „ხაბიძგინებს“, მის გაკეთებულ პიტნის ჩაის, რომელსაც ყოველთვის განსხვავებული გემო ჰქონდა. ადრე ვუბრაზდებოდი.
- „ეე, ბებო ნუ დამყვები და მატენი ამ საჭმელებს. აღარ მინდა ვა! „
ახლა კი, იმაზეც თანახმა ვარ, ყველაფერს შევჭამდი მის გამოწვდილს, ოღონდ მას ისევ ეცოცხლა და ეარსება ამ უბადრუკ დედამიწაზე.
ხელის ზურგით მოვიწმინე ლოყებზე გამეფებული წვეთები და ნოეს გავხედე. მარცხნივ შეუხვიე და გააჩერე. ნაცნობი ეზოს დანახვისას სუნთქვა შემეკრა. გადავედი. ძველი, საღებავ ამძვრალი ჭიშკარი გავღე, ბოქლომი, იქვე ღობეზე ჩამოვკიდე და მანქანას შემოსვლა დავაცადე. ბოლომდე მქონდა იმედი, რომ ახლა გამოვიდოდა ბებია და შემაგებებდა მის დანაოჭებულ სახეს. ჩამეხუტებოდა ისე როგორც არასდროს და შინ შემიყვანდა. მაგრამ იმედი მაშინ გადამეწურა, როცა გასაღებით მეთვითონ გავაღე, ღჭრიალა კარი და დამტვერილი ავეჯი დავინახე.
ყველანაირად ვეცადე ემოციები მეკონტროლა. ბოლომდე ვცდილობდი, რომ არ დავცემულიყავი იატაკზე და მოთქმით არ მეტირა, ამ ორი წლის ნაგროვი ცრემლი, რომელიც მის საფლავზე ვერ გადმოვანთხიე. განა იმიტომ, რომ არ მიყვარდა, არ მეცოდებოდა ან არ მომენტარებოდა. არა! უბრალოდ ხალხში ტირილს ყოვეთვის ვერიდებოდი. ახლა კი უკვე აღარაფერს ჰქონდა აზრი, მაგრამ მაინც ვიკავებდი თავს.
სახლში შევედი. ნოეს ჩემოდნები მოჰქონდა. ახლაღა შევამჩნიე,საბარგულში, რომ უამრავი პროდუქტით დახუნძლული პოლიეთილენის პარკები ეწყო.
- პროდუქტი როდისღა იყიდე?
- რო გეძინა ქალბატონო.
- ოჰ, რა წინდახედული ხარ.
- ჰო, აბა ვიცოდი, შენ ხაჭაპურებს არ დამიცხობ და მშიერი ხოარ მოვკვდებოდით.
- შენ ისეთი ხარ, ხაჭაპურის პროდუქტსაც იყიდიდი. თვალები დავაწვრილე და ისე გავხედე.
- აბა რა! ყველაფერია...
- მოდი რა, ესენი ზემოთ აიტანე. როგორც კი ახვალ მარჯვენა კარში შედი. იქ იქნება ჩვენი ოთახი. მე ცოტას მივალაგებ აქაურობას და მერე შეშაზე გადი რა, იქნებ რამე იპოვო და ბუხარი ავანთოთ, თორემ გავიყინები.
- სულ შენ თავზე ფიქრობ ხო?
- ჰო. მოკლედ მოვუჭერი და დავეჯღანე.
აღარაფერი უთქვამს, სიცილით და თავის ქნევით ავიდა მეორე სართლზე. აივანზე გავედი, ძველი ცოცხი და ნაგვის ასაღები ვიპოვე. გვა დავიწყე, შემდეგ ტილო დავასველე და მტვრები გადავქმინდე. ამასობაში ნოეს მთელი პროდუქტის პარკები შემოეტანა და სამზარეულოში მაგიდაზე დაეწყო. როდესაც სახლის მოსუფთავებას მოვრჩი, ნოე შეშაზე გავაგზავდე , ხოლო მე საჭმლის კეთებას შევუდექი. სანამ ბუხარს აანთებდა, სალათების კეთება დავიწყე. ხოლო შემდგომ კარტოფილიც შევწვი და მაგიდა გავშალე.
- რა ლამაზი ადგილია.
- კი, ძალიან. ყველაზე მეტად აქ მიყვარდა დროის გატარება.
- რატო არ ჩამოსულხარ აქამდე?
- არ შემეძლო. ახლაც მიჭირს, მაგრამ ყველაფრის გარკვევა მინდა.
- მის ოთახში იყავი? შემომაპარა ეს კითხვა და თან თვალებში ჩამაშტერდა. მე თვალები ძირს დავხარე.
- არა, დღეს დავისვენოთ და ხვალ, როცა ცოტა ჩკუაზე მოვალ, მერე შევალ.
- ჰო, ასე აჯობებს... რამეს დატოვებდა ვითომ?
- არ ვიცი, რომ არ დაეტოვა ეს აჩ საიდან გამოჩნდებოდა?
- მაშინ რატომ ახლა? ან აქ? რამე გაკავშირებს მასთან?
- მე არა, მაგრამ ვგონებ ბებიაჩემს უნდა აკავშირებდეს რამე.
- კაი რა! ხო ხედავდი მას, ბებერია? როგორ გამოიყურება?
- არა, ბებერი არარის. 33წლისარის.
- ვა, ჩემხელაა ტო? რამე ზედმეტი ხო არ გითხრა? ხოარ გკერავს? ეგრევე თვალები აუბრიალდა. მე გავიცინე.
- ბიჭო! პოლტერგეიტსია, რა უნდა ეთქვა, არა კი, მითხრა მაგრამ მე არა, ბებიაჩემს უთხრა.
- რანაირად ეგ, რატო მაბნევ?
- ბებიაჩემს გაჭრილი ვაშლივით ვგავარ, ჩემხელა ზუსტად ჩემნაირი იყო, თან მასაც ნინა ერქვა. მის საპატივსაცემოდ დამარქვა მამაჩემმა ნინა.
- აუ ის გონიხარ ?
- სავარაუდოდ. იმიტომ, რომ მე მაბრალებს მის სიკვდილს, მიყვარხარო მითხრა, ანუ ბებიაჩემს.
- სხვას რომ მოეყოლა მაგრად დავცინებდი და საგიჟეთში გავუშვებდი.
- არ ვიცი რა! თავი სერიალში მგონია.
- იმენა Horor story გვაქვს.
- აბა.. გავიცინე და ვახშამის დამთავრების შემდეგ მაგიდის ალაგებას შევუდექი.
დიდ ჯამში წყალი ჩავასხი, ავაქაფე და ჭურჭელი ამოვრეცხე, გასავლებად, სათლიდან ამოვიღე წყალი, გავავლე და შემდგომ ნაჭრით გავამშრალე. უკნიდან ცხელი სხეული ამეკრო. სიამოვნებისაგან გავიტრუნე და თავი უკან გადავწიე. მისი ხელები ჩემს მუცელზე გასრიალებდნენ. წინ ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია და კისერში ცხელი კოცნა დამიტოვა. საშინელს სიმხურვალეს ვგრძნობდი. მისკენ გავტრიალდი. თეფში ხელიდან გამივარდა და დაიმსხვა. მისმა ხმამ ისე არ შემაშინა, როგორც დანახულმა.
- ნინა, რამოხდა? ნოე შემოვარდა და ჩემს დანახვაზე გაშეშდა. - კისერზე რა გჭირს?
- რა მჭირს? ახლაღა მვოედი აზრზე, როცა კისერი ახსენა.
- სისხლი, სისხლი გაქვს. რანაირად მოახერხე? რამე გაგეჭრა? ძირს დამსხვრეულ თეფშზე გადაიტანა მზერა და ყველაფერი მას დააბრალა. არადა სინამდვილეში არც იყო მასე.
პირველად შემაშინა მისმა დანახვამ, პირველად შევკრთი, მაშინაც არ შემშინებია ასე, როდესაც გავიგე, რომ ის პოლტერგეიტსი იყო და არა მოკვდავი. ჩაწითლებული თვალები ჰქონდა, გალურჯებული ტუჩები, საიდანაც სისხლი გადმოსდიოდა, ყელზე 2თითის სისქე ჩალურჯება, რომელიც წესით ბაწარს უნდა გამოეწვია.
- მან, თავი ჩამოიხრჩო. მოულოდნელად ვთქვი. ნოემ სწრაფად ამომხედა, ხელში შეგროვილი ნატეხები, ურნაში ჩააგდო და ახლოს მოვიდა.
- დავწვეთ რა! უკვე დავიღალე ამ ყველაფრით. მოეშვი ამაზე ფიქრს და დავისვენოთ. გპირდები ხვალ მეც მოგეხმარები მოძებნაში...
- ჰო, არ ვიცი სადაცაა ტვინი ამიფეთქდება.
- ჰოდა მოდი განტვირთვის საღამო მოვიწყოთ. მაცდურად აათამაშა წარბები და გამიცინა. კისრიდან სისხლი, სველი ნაჭრით მომწმინდა და ხელში ამიტაცა.
- მასეთ განტვირთვის საღამოს ყოველდღე მიწყობ. მეც გავიცინე.
- მერე, რით არის ეს დღე დანარჩენებზე ნაკლები. ტუჩებში მაკოცა და საძინებელში შემიყვანა.
სრულიად გამანთავისუფლა ყოველგვარი სამოსისან. დედისშობილა ვიდექი მის წინ, ნაზად დააცურებდა სხეულზე ხელს და თან იღმოდა.
- სრულყოფილება ხარ ნინა! ყველაზე მედნიერი ვარ, რომ ეს სრულყოფილება მე მეკითვნის. არაფერი მიპასუხია, მისი სურნელისაგან გაბრუებულმა, რობოტივით დავიწყე მის კოცნა, ფერება და ეს სინაზე ისეთ შიუხეშეში და სიცხოველეში გადაგვეზარდა, დაკბენილ ტუჩების და სხეულის ტკივილსაც ვერ ვგრძნობდით. ჩვენი სხეულები ერთმანეთს შეერწყა და გამაყრუებელი ჰანგები გაისმა. მკერდს გამალებით ეფერებოდა, შემდეგ ტუჩიდან მასზე გადადიოდა კოცნით. მთელს სხეულს მიკოცნიდა და ნელ, განსაზღვრულ ბიძგებს, უხეშ და მომთხოვნ ბიძგებში ზრდიდა. ორგაზმის შემდეგ ორივე მივესვენეთ ერთმანეთს. გიჟებივით ვიცინოდით და მერე ისევ ვკოცნიდით. ბოლოს გზისგან, ამდენი ემოციებისგან და საბოლოოდ სიამოვნებისგან დაღლილებს ჩაგვეძინა...

დილით საშინელმა სიცივემ გამაღვიძა. თავი წამოვწიე და გაღებული ფანჯარა, რომ დავინახე გაბრაზებული წამოვდექი. მივკეტე და თბილ საწოლში, თბილ სხეულთან დავბრუნდი. დახორკლილი კანი წამში დამილაგდა. გაყინული ფეხები მისაში ავხლართე და მალევე ჩავთბი.
- არავდგეთ? წუწუნი დავიწყე. ზოგადად ასე ვიყავი, რომელი საათიც არ უნდა ყოფილიყო და გამეღვიძა, მერე ძილის შებრუნება ყოველთვის მიჭირდა. დიდიხანი კოტრიალიც არ მიყვარდა.
- ნწ.
- ავდგები მე მაშინ.
- ნწ.
- აუ კარგი რაა.
- ნწ.
- გიყვარვარ?
- ჰო. იმის მოლოდინით რომ ახლაც ნწ-ს მეტყოდა გავბედე და ვკითხე.
- ჰო?
- ჰო. მოკლედ მომიჭრა და უფრო ამიკრა სხეულზე.
- ჰოდა ავდგეთ.
- ნწ.
- აუუუ! გავბრაზდი და საპირისპირო მხარეს გადავტრიალდი.
- ჰო, კაი კაი. ადექი. წამოიზლაზნა და საწოლიდან წამოდგა. მეც მას მივბაძე და 10წუთში უკვე ქვემოთ ვიყავით. საუზმე გავამზადე, პიტნის ჩაი და ხაბიძგინები შევწვი. ყველაზე მეტად ბებოს გაკეთებული მიყვარდა, მაგრამ ჩემსასაც არაუშავდა.
- ვა, ყოჩაღ! შეგძლები.
- ჯერ სად ხარ! კაი ჩაქაფულსაც, რომ გავაკეთებ მერე იძახე შენ ყოჩაღ.
- ეგეთებიც იცი?
- მაშ. გავიცინე და ერთი ნაჭერი კიდევ გადავიღე. როგორც შემეძლო ისე ვწელავდი დროს, რომ მის ოთახში არ შევსულიყავი, მაგრამ ვიცოდი მომიწევდა. 1ნაჭერს ერთი საათი ვჭამდი, ნოე კი იჯდა და მიყურებდა.
- ვერ მოემზადე? ყველაფრის მიუხედავად, მაინც ხვდეობდა, რა მჭირდა.
- მაინც დავიწვი ხო?
- კი, პირველივე ლუკმიდან, 20 წუთი რომ ღეჭავდი. გამიღიმა და ჩაი მოსვა.
- შევალ ახლავე, ავალაგო და...
- მიდი შენ, ამას მე მივხედავ.
- მართლა?
- ჰო მიდი, მიდი.
- კარგი...
ნელა წამოვიზლაზნე, სამზარეულოდან მისაღებ ოთახში გავედი და ჰოლს ბოლომდე გავყევი. ყავისფერ კართან შევდექი. ღრმად ჩავისუნთქე და სახელური ჩამოვწიე.
ისევ ისეთი იყო. ძველებური, ორნამენტიანი შპალრით, ყავისფერი ავეჯითა და მუქი ყავისფერი იატაკით. საწოლზე მისი საყვარელი გადასაფარებელი იყო გადაფარებული. ორი მუქი მწვანე ბალიში იდო. მივუახლოვდი და წამოვწექი. მოვიკუნტე და ქვითინი დავიწყე. ყველაფერი თვალწინ დამიდგა, ყველა მისი სიტყვა, მიმიკა, ღიმილი და ხმა. სასოწარკვეთილი ვიყავი, დამნაშავე ვიყავი, ამდენიხანი რომ არ ავსულვარ მის საფლავზე. მის სუნი კიდევ იყო შემორჩენილი. ვტიროდი და გული მეფლითებოდა. „ ღმერთო, ყველაფერს მოგცემ, ოღონდ ცოტახანი ისევ ჩამახუტა მასთან“-თქო გავიფიქრე და ბალიშს მაგრად მოვხვიე ხელები. 15წუთიანი სისუსტის შემდეგ, ცოტა დავწყნარდი. წამოვდექი და ყველაფერი გადავქექე.არსად არაფერი იყო. შემდეგ კარადა გამოვაღე. მისი და ბაბუის ტანსაცმელი დამხვდა. სათითაოდ ყველას დავუსვი ხელი და ღიმილით დავათვალიერე, ისე თითქოს, ყოველი ტანისამოსის დანახვისას, მათში გამოწყობილებს ვიხსენებდი. მხოლოდ ერთადერთი, ერთადერთი მოსაცმელი არ მეცნო. კაცის იყო. ყველაზე ბოლო უჯრაში, ძალიან ღრმად იყო შეკვეხილი. გადმოვიღე და გავშალე. ეს ბაბუის ნამდვილად არ იყო, არ მეცნობოდა საერთოდ. მხარზე გადავიკიდე და ბებიის ოთახი ნაღვლიანი თვალებით დავტოვე.
ნოე აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა. მეც შევუერთდი და ერთი ღერი მოვწიე. სანამ მოწევა არ დავასრულე არაფერი უკითხავს.
- ეგ რაარის?
- მოსაცმელია, არ მეცნობა, არ ვიცი ვისია.
- მისია ვითომ?
- ალბათ, არ ვიცი. საგულდაგულოდ კი იყო გადანახული.
- სხვა?
- ვერაფერი.
- დავიწყეთ?
- ჰო.
სახლში შევბრუნდით და ოთახები დავიყავით. მე ზემოთ ვეძებდი ნებისმიერ რამეს, რაც აჩის ვინაობის დადგენაში დამეხმარებოდა. ნოე კი, ქვემოთ. რმაოდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, სახლი ყირაზე იდგა. უჯრები გადმოღებული, ძველი ფოტო ალბომები გადაშლილი, ავეჯი გადაადგილებული. ნუ მოკლედ, სრული ქაოსი იყო. არაფერი ჩანდა. არაფერი ისეთი, რაც რაიმე მინიშნებას მოგვცემდა.
- გვაბოლებს ეგ ჩემისა?
- ვაიმე, რა ვიციი. ამოვიოხრე და დივანზე დავესვენე.
- გავწყდი წელში.
- მეც. სარდაფში იყავი?
- კი და დახუფული ბანკების და მტვერის გარდა ვერაფერი ვიპოვე.
- ვაიმე. უცებ წამოვიძახე და ნოეც შევაშინე, ისეთი სახით შემომხედა შემეცოდა.
- სხვენი. რა დებილი ვარ. თავში ხელი შემოვირტყი და ზემოთ ავვარდი. მშობლების ოთახიდან იყო სხვენში ასასვლელი. ნოეც ამომყვა, კიბე მიადგა და ზემოთ ამიშვა.

აბლაბუდებითა და მტვრით იყო სავსე იქაურობა. ჩემს ძველ სათამაშოების ყუთსაც წავაწყდი და ნოსტალგია შემომაწვა. მხოლოდ ერთი სარკმელი ჰქონდა, რომელიც ძლივს გავაღე, რომ სინათლე შემოსულიყო, ნათურა გადამწვარი დაგვხვდა.
ძველი კარადები და დამტვრეული სათამშოები იყო გარშემო. ჩემი საქანელა, რომელიც ადრე ბაბუამ ხეზე ჩამომიკიდა, რომ გავიზარდე და ჩამოსვლას მოვუკელი ჩამოხსნეს. ძველი დამტვრეული დივანიც იდგა. კარადები ამოვატრიალეთ, იქაც არაფერი იყო.
- დივანი არ იხსენბა?
- აღარ მახსოვს, რავიცი. აწიე აბა?! დივანს მივუახლოვდით და ნოემ ასწია. თვალები გამიფართოვდა, როცა სხვადასხვა გამოუყენებელ ნივთებთან ერთად, პატარა სკივრი დავინახე.
- ამოიღე, აი ის... თითით მივანიშნე და მანაც გადმოიღო.
- გახსენი რაა... წვალების შემდეგ ნოეს ვთხოვე.
- ჩაკეტილია.
- გატეხე ხოდა. სად ვეძებო ახლა გასაღები...
იქვე რაღაც რკინა იპოვა და ბევრი წვალების შემდგომ, როგორც იქნა გახსნა.
რაღაც ბლოკნოტი იდო, რამოდენიმე სურათი და კულონი, ორქიდეა-ს კულონი, თავის ცეპთან ერთად... ყველაფერს ხელი დავავლე და იმ საშნლად ჩახუთული ადგილიდან გამოვედი. კიბეზე ისე ჩავვარდი, ლამის დავეცი.
- ნელა გოგო, მოგსდევენ?
- ვაიმე, ნელა კი არა ერთი სული მაქვს გავიგო რა ხდება.

ქვედა სართულზე ჩავედი და დივანზე დავჯექი. ბლოკნოტი გვერდზე დავიდე და ფოტოების თვალიერებას მოვყევი. ნოეც ინტერესიანი თვალებით მომიჯდა და ჩემთან ერთად ათვალიერებდა.
- არარსებობს. აჩია! წამოვიძახე, როცა ბებიაჩემის და აჩის ფოტო ვნახე.
- არარსებობს. ეს, ეს რა მართლა ბებიაშენია?
- არა ნოე, უკვდავი და უბერებელი ვარ და 1967 წლის 16 მაისს გადაღებულ ფოტოში მე ვარ ჩემს საყვარელთან ერთად... ფოტოს უკანა მხრიდან წავიკითხე თარიღი და თვალები ავატრიალე.
- იუმორის მამა ხარ.
- ნახე... „ 1967წელი, 16 მაისი. უსაზღვრო სიყვარულით, ნინას აჩისგან“
რამოდენიმე ფოტო იყო, ყველაზე ბებია და აჩი იყვნენ გამოსახულნი.
- ესენი ნახე რაა! ერთ ერთი ფოტოს დანახვაზე წამოიძახა ნოემ.
- ჰო რა იყო, მაშინაც იცოდნენ ტუჩებში კოცნა. აბა ბავშვები ხელის ჩამორთმევით კი არ იბადებოდნენ.
- კაი ერთი, არა პროსტა, მაინც რა. ძველი დრო, ძველი ხალხი ხოაზრზე ხარ. გაეცინა. - ამას არ ნახავ? ბლოკნოტზე მანიშნა.
- ჰო ვნახავ.
ბლოკნოტი გადავფურცლე, ყველა გვერდზე ეწერა, პატარ-პატარა ჩანახატი. ყველაფრის წაკითხვა მინდოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ამას ახლა ვერ ვიზავდი. ნოეს სიხაულით ჩავეხუტე და ვაკოცე.
- ახლა ხომ, მაინც ვიცი, რომ აჩი მეკი არა ბებიაჩემის მიჯნური იყო...
- ჰო, დავმშვიდდი.
- ეჭვიანო.
- მაჭამე რამე, უკვე ბნელდება, შენ კიდე მომკალი მშიერი...
- ვიმე, მოგიკვდი, მე კივერ ვიგრძენი შიმშილის გრძნობა.
- რას იგრძნობდი. მე ძლივს მამჩნევდი.
- კაი ნუ ბრაზობ რა! ხომ იცი მინდა მალე გავარკვიო.
- ჰომ გარკვიე.
- ბოლომდე არა. ეს დღიური უნდა წავიკითხო, იქნებ რამე საინტერესო იყოს. მერე იმაზე უნდა ვიზრუნო, როგორ გავანთავისუფლო მისი სული და გავისტუმრო მატერიალური სამყაროდან.
- მაგაზე ერთად ვიფიქრებთ.
- ჰო, მოდი ახლა ვჭამოთ და დავიძინოთ.
ვახშამი გავამზადე, უსიტყვოდ ვივახშმეთ, მაგიდის ალაგებაში მომეხმარა, ჭურჭელიც დამარეცხინა და გაამშრალა კიდეც.
მეორე სართულზე ავედით. საღამური ჩავიცვი და ცივ ლოგინში, ცხელ სხეულთან ერთად შევწექი. მას ავეკარი და დაღლილს როგორ ჩამეძინა არ მახსოვს...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი თათუ

ვიცოდიიი ვიცოდიიიიი
ბებიასთანაა კავშირში ❤️ კი მეცოდება აჩი,მაგრამ აი დაეხმარება ნინა და ყველაფერი კარგად იქნებაა❤️

 



№2 სტუმარი nino

მაგარიააააააააააააააააააააააააააააააააააა

ყოველ დილას ველოდები სასწრაფოდდდდდდდდდდდდდდდდდ

 



№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე flushed რა იყო ეს ჰა?ახლა წავიკითხე ყველა ერთად და შენ ის მითხარი რა მოითმენს ახალ თავამდე.ძალიან მაგარი ისტორიაა.ველი ახალ თავს. kissing_heart შენი ისტორიებიდან სამწუხაროდ მხოლოდ ,,შემთხვევითი მამა,, ვიცოდი და ძალიან მომწონდა.შეცდომას გამოვასწორებ და აუცილებლად წავიკითხავ სხვასაც.ეს ისტორია კი შეუდარებელი და საინტერესო არის. wink გელი მთელი გულით heart_eyes
--------------------
ლანა

 



№4  offline ადმინი -venus-

La-Na
ვაიმე flushed რა იყო ეს ჰა?ახლა წავიკითხე ყველა ერთად და შენ ის მითხარი რა მოითმენს ახალ თავამდე.ძალიან მაგარი ისტორიაა.ველი ახალ თავს. kissing_heart შენი ისტორიებიდან სამწუხაროდ მხოლოდ ,,შემთხვევითი მამა,, ვიცოდი და ძალიან მომწონდა.შეცდომას გამოვასწორებ და აუცილებლად წავიკითხავ სხვასაც.ეს ისტორია კი შეუდარებელი და საინტერესო არის. wink გელი მთელი გულით heart_eyes

madlobaa ♡♡♡

 



№5 სტუმარი wilson

მადლობა დიდი რომ არ აგვიანებ.ძალიან ბევრს ნიშნავს ეს <3 იცი ძალიამ ამიჩუყდა გული ნინას გრძნობებზე ბებიასადმი.მისი დამოკიდებულება...დღვენადელი ბავშვების ნაწილი ციბად მოიხსენიებს მათ...მეკიდე ჩემი ბაბუ ძალიან მიყვარდა და 1 თვის წინ კინაღამ მის სიკვდილს გადავყევი.კარგი იყო მეგი...ძალიამ თბილი თავი იყო.ნინა და ნოე ჰომ მაგარი წყვილია.<3 ველოდები ახალ თავს <3

 



№6  offline ადმინი -venus-

wilson
მადლობა დიდი რომ არ აგვიანებ.ძალიან ბევრს ნიშნავს ეს <3 იცი ძალიამ ამიჩუყდა გული ნინას გრძნობებზე ბებიასადმი.მისი დამოკიდებულება...დღვენადელი ბავშვების ნაწილი ციბად მოიხსენიებს მათ...მეკიდე ჩემი ბაბუ ძალიან მიყვარდა და 1 თვის წინ კინაღამ მის სიკვდილს გადავყევი.კარგი იყო მეგი...ძალიამ თბილი თავი იყო.ნინა და ნოე ჰომ მაგარი წყვილია.<3 ველოდები ახალ თავს <3

მეც დავკარგე 1წლის წინ ბებია, თან ისე რომ იქ არ ვიყავი და ბოლოს ვერ ვნახე, ალბათ იმიტომ გადმოვეცი ეგ მომენტი ისე როგორც მე განვიცდიდი ბებიის ამბავს ♡ მადლობა რომ კითხულობ და მოგწონს♡♡

 



№7 სტუმარი nino

აუუუუუუუუუუ გავგიჟდები გაგრძელება მინდააააააააააა

 



№8 სტუმარი nino

აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ ორი დღეა გავგიჟდი რაააააააააააა

ამდენი ხანი გაჩერება არ შეიძლება

sob მაინტერესებსსსსსსსს

ეეეეეეეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ, ესე არ შეიძლებაააააააააააა

 



№9  offline ადმინი -venus-

nino
აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ ორი დღეა გავგიჟდი რაააააააააააა

ამდენი ხანი გაჩერება არ შეიძლება

sob მაინტერესებსსსსსსსს

ეეეეეეეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ, ესე არ შეიძლებაააააააააააა

ბოდიშით, ბავშვის გამო ვერ მოვახერხე დაწერა, ხვალ დავდებ. მადლობა მოთმინებისათვის♡♡

 



№10 სტუმარი სტუმარი თათული

ძალიან მომეწონა .მართლა ემოციებში ვარ იმედია მალე დადებ ახალ თავს <3

 



№11 სტუმარი Eleonora1515

Iii ra cudi gogo xar raaa! Raubedurebaa amdeni xnit gakroba :@ yoveltvis ese icit agivardebat tavshi qeba dideba da gkidiat mere :O aba ase vicic gabrazeba gurulma qaleba ;-) male daagde axali tavi tore gveds mogidugav da moginiaveb

 



№12  offline ადმინი -venus-

Eleonora1515
Iii ra cudi gogo xar raaa! Raubedurebaa amdeni xnit gakroba :@ yoveltvis ese icit agivardebat tavshi qeba dideba da gkidiat mere :O aba ase vicic gabrazeba gurulma qaleba ;-) male daagde axali tavi tore gveds mogidugav da moginiaveb

არც თავში ამვარდნია ქება და არც დამიკიდია, 10თვის ბავშვი მყავს, რომელის გადამკიდეც, ვერ მოვახერხე ეს 4დღე დაწერა, დღეს დავდებ. ძალიან გთხოვთ როცა არ იცით სიტუაცია ცილს ნუ გვწამებთ <3 მადლობა, რომ მელოდებით.

 



№13 სტუმარი სტუმარი თათული

დღეს არ დადებ ? :-( :-(

 



№14  offline ადმინი -venus-

სტუმარი თათული
დღეს არ დადებ ? :-( :-(

dacasruleb cotaxanshi da srulad davdeb. bodishit :( ♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent