შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Empty (სრულად)


9-11-2017, 18:44
ავტორი ელპინი
ნანახია 1 338

Empty (სრულად)

-მაშო, ვერ ვაპატიებ, ხომ იცი?მიჭირს. არ უნდა გაეკეთებინა მაშინ, რა!
თავი მაშოს კალთაზე მაქვს დადებული და ჩუმად ვლაპარაკობ, ხელებით ცრემლებს ვიმშრალებ.
-ნენუ, უყვარხარ, ხომ იცი, არა?
თმებზე მეფერება მაშო და ვგრძნობ, ვდუნდები.
-მერე? ვუყვარვარ და რა გააკეთა, მაშო?
უკვე გაბრაზებული ვლაპარაკობ და მინდა ემოციებისგან დავიცალო.
-კაი რა! ხომ იცი, თქვენზე უკეთესები არ მეგულება არსად, ნენუ. მაინც შერიგდებით და რატომ იტანჯავთ თავს?
დივნიდან ვდგები და ფანჯარასთან მივდივარ, თამბაქოს ვუკიდებ, მაშინვე ვგრძნობ შვებას.
"შეგეჩვიე იოლად, როგორც თამბაქოს"-ო.
მეღიმება და ცალთვალმოჭუტული მაშოს ვუყურებ.
-გაგახსენდა, ხომ ხედავ? თქვენ ორი?! თან, ცალ-ცალკე?! აი, ასე ცა და დედამიწაც არ არიან გაყოფილები შენ თავს გეფიცები.
მეცინება და თამბაქოს კვამლს ვუშვებ პირიდან, თავს აქეთ-იქეთ ვაქნევ.
ტელეფონზე შეტყობინების ხმაა და მაშინვე მაშოს ვუყურებ თვალებში.
-მიდი, ნახე.
მშვიდად მეუბნება.
თავს მიქნევს და მეც ინსტიქტურად მიმაქვს ხელი ტელეფონისკენ.
"საშინლადაა, ნენუ. უკვე, აღარ ვიცი რა ვუშველო."
თვალებში ცრემლები ჩემდაუნებურად მიდგება.
-მაშკა, სალომეა.
ხვდება მაშო. მასზე უკეთ არავინ იცის, რა ხდება ჩემს თავს ახლა.
-რომ წახვიდე?
მშვიდად მაპარებს და ჩემს პასუხს ელოდება. ვიბნევი ბრინჯივით. განა, მე არ მინდა?
მეორე ღერს ვუკიდებ და ისევ ფანჯრიდან ვიყურები.
-არა, რა! შანსი არაა, მაშო, ხომ იცი?
-ჭირდები, ნენუ.
მეც მჭირდება, მაგრამ ვერა!
ვერა, ვერ ვაპატიებ.
არაფერს ვპასუხობ, თამბაქოს კვამლი თვალებს მიწვავს და ისევ მახსენდება.
"მიჭირს, ნენუ. შენ ცხოვრობ და მე მიჭირს, ვერ ვუძლებ. მხოლოდ შენ გამო!"
-ნენუ, რატომ იწვალებ თავს?
მაშო მეხუტება და ნეტავ იცოდეთ, როგორ ესმის მას ჩემი.
-არა, მაშკა.
ცრემლებს ვიმშრალებ და თამბაქოს ნამწვავს საფერფლეში ვაგდებ. დივანზე მივდივარ და ვწვები.
ტელეფონზე ისევ შეტყობინების ხმაა, უკვე, აღარაფრის თავი მაქვს და თვალებს ვხუჭავ.
-ნახე, მაშო.
"ნენუ, გაგიჟდება მალე. სვამს უაზროდ და ასეთ მდგომარეობაში ჯერ არ მინახავს."
მთელი ორგანიზმი მეწვის და თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
"-ნენუ, რომ გამიჭირდება, ხომ მოხვალ ჩემთან და დამეხმარები?
-მაგას კითხვა უნდა?
-მითხარი, რა, ნენუ.
ორ თითს კისერში იდებს და ხვეწნით მეუბნება.
ვიცინი და არაფერს ვპასუხობ.
-ნენუ, იცოდე, წავალ.
გაბრაზებული მეუბნება.
მეცინება მის ბავშვურობაზე და კისერში ვკოცნი.
-კაი, რა, ნენუ! შეიძლება ასე?!
-მოვალ, ნოე, ხომ იცი? სულ დაგეხმარები!
-ნენუ, მიყვარხარ!
მისი ტუჩები მეხება და მაშინვე ორმაგად იწყება ჩემს ორგანიზმში რეაქციები.
პირობა ვერ შევასრულე, მაგრამ თვითონ არ მომცა ამის უფლება.
და ახლა, თავს დამნაშავედ მაგრძნობინებს.
-ნენუ, ნოე? ნოესგან არა, მაგრამ ამ ერთხელ? ნენუ, თქვენი სიყვარულის გამო მაინც.
-მაშო, წადი, გთხოვ. მარტო მჭირდება ყოფნა.
ტუჩებაკანკალებული ვლაპარაკობ და მთელი სხეული მიცახცახებს.
-თავს მიხედე, ნენუ. ნოეს გაფიცებ რამე არ ჩაიდინო!
კარების ხმა მესმის და მეც ჩასაკეტად ვდგები. ახლა მხოლოდ დალევა მჭირდება გათიშვამდე და ტირილი ემოციებისგან დასაცლელად.
კარადასთან მივდივარ და ვისკი გამომაქვს ორ ჭიქასთან ერთად. დივანზე ვჯდები და ჭიქებში ვასხამ ვისკს. ერთი ხელში მიჭირავს და მეორე ჩემ საპირისპიროდაა.
"-ნენუ, იმ გრძნობას გაუმარჯოს ჩვენ, რომ გაგვაფრენინა და გაგვაარანორმალურა.
არაფერს ვპასუხობ, სასმელს კისერში ვუშვებ და წვას ვგრძნობ."
ახლაც, როგორ მინდა მაშინდელივით აქ იჯდეს და ორიგინალური კი არა, ოთხიგინალური სადღეგრძელოები დალიოს ჩვენ სიყვარულზე.
გათიშვამდე ვსვამ და დივანზე ნახევრად გათიშული, ემბრიონის ფორმაში ვწევარ.
კარებზე ზარია, იმის თავიც არ მაქვს, რომ გავაღო.
კაკუნი, რომ არ ჩერდება გაცხარებული მივბანცალობ კარებისკენ და ვაღებ. მხოლოდ მის მოცინარ სახეს ვამჩნევ და სითბო მაშინვე მეღვრება სხეულში.
-რისთვის მოხვედი?
-არ შემომიშვებ, ნენუ?
-არა!
-რომ მომენატრე?!
-მერე, ნოე?
-კაი, რა, ნენუ!
-არა!
-როდის მერე?
-ამ წამიდან, ნოე.
-გთხოვ.
-არა!
-ვერ ვძლებ.
-ვიცი.
-მიჭირს, ნენუ.
-მეც, ნოე.
-მერე?
-არა-მეთქი.
გათიშულიც კი ცხადად ვგრძნობ მის სურნელს და ნახევრადთვალებგახელილი ვუყურებ.
-ნუ სვამ, რა.
-შენ'ც.
-მაინც არ შემომიშვებ?
-არა.
-კაი, ნენუ.
-კაი.
-ოდესმე მაპატიებ, ნენუ?
-ხარ ღირსი?
ეღიმება.
ზუსტად ისე, მე, რომ მიყვარს.
-ნენუ.
-არა-მეთქი.
-დამპირდი, გახსოვს?
მეცინება.
არაფერს ვამბობ.
-მაშინაც ეგრე ქენი, ნენუ.
ხმას ისევ არ ვიღებ.
-ისევ არაფერს მეუბნები?
პირდაპირ თვალებში ვუყურებ.
-არ მიგატოვებ-ო, ნენუ. გახსოვს?
-კი.
-მერე?
-არა.
-კაი, ნენუ.
-კარგად, ნოე.
-კარგად.
კარებს ვხურავ და იქვე ვიკეცები.
***
თამბაქოს მოწევის სურვილით შეპყრობილი, მაღაზიისკენ სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ თავსხმა წვიმაში და ლამის, გუბურად გადავიქცე ისე ვარ გაწუწული.
მაწანწალა ძაღლივით ვარ ახლა რიგში ჩამდგარი და ლომკისგან გაგიჟებული, უკვე, წვიმის წვეთებს ვითვლი.
ერთი...
ორი...
სამი...
ოთხმოცი...
ასორმოცდაათი...
სამასი...
სამასოცი...
ძლივს ჩემი რიგია.
-ერთი პარლამენტი, თუ შეიძლება.
ტელეფონში წინა კამერა ჩავრთე და ჩემს გაწითლებულ, დასისხლიანებულ ტუჩებს ვუყურებ. ფოტოს ვიღებ და თავს ვირთობ, სანამ ფულს ითვლის მოლარე.
-თამბაქოს სურნელი გაქვს black dress-თან ერთად.
მესმის ხმა ჩემ უკან მდგარის და მაშინვე საოცარი მუხტი გადმოდის სხეულში.
თავს უკან ვაბრუნებ და ვიღიმი. არაფერს ვამბობ. უკან გამოვდივარ მხრებაწურული და სახლისკენ მივდივარ. მაშინვე ვუკიდებ თამბაქოს და უკვე, დამშვიდებული სუნთქვას ვირეგულირებ. ტელეფონს ვრთავ და ფოტოს გაშტერებული ვუყურებ. კადრში ის ბიჭი ჩანს, ღმერთო, რა განსხვავებულია.
სახლში მთელი საათი უაზროდ ჩავშტერებივარ ტელეფონს.
-მაშკა, გამო, რა.
მაშოს ვურეკავ და ველოდები.
ათ წუთში უკვე ადგილზეა.
-ნენუ, რაღაც სხვანაირად ხარ, თუ მეჩვენება?
-მაშკა, ნახე.
ტელეფონს ვაწვდი და სურათს ვაჩვენებ.
-კაი?
-ხო.
-აკვდებით, რა.
-მაშკა.
-ხო.

ახლაც შენახული მაქვს ის ფოტო და ისევ ისე ჩავშტერებივარ, როგორც მაშინ.
ნოე?
ნოემ პირველივე ნახვაზე მოახდინა შთაბეჭდილება.
განა, რამე განსაკუთრებულით? უბრალოდ, ძალიან ჩვეულებრივად.
ტელეფონს ვიღებ და მაშოს ვურეკავ.
-მაშო, მოდი, რა.
ველოდები მაშოს უკვე, ოდნავ შეფხიზლებული და თამბაქოს ვუკიდებ. ფილტვები რა დღეში მაქვს, ალბათ.
-მაშო, მოსული იყო.
-მერე?
-არა-მეთქი.
ცრემლები თავისით წამომივიდა და მაშოს მივეხუტე.
-კაი რა. ძაან იღლით ორივე თავს.
-ვერა, მაშკა, ხომ იცი?
ტკივილიანი ხმით ვეუბნები.
-ერთხელ?
-არცერთხელ.
მაშო დივნიდან დგება და კარადიდან ვისკი გამოაქვს უსიტყვოდ. ჭიქებში ასხამს და მაშინვე ყელში გადამაქვს ცივი სითხე.
ტელეფონზე ისევ შეტყობინებაა.
ხელებით ძლივს ვპოულობ დივანზე მიგდებულ ტელეფონს და დაბურული თვალებით ვკითხულობ.
"ნენუ, ნუ სვამ ამდენს! ჩვენს შვილებს რა ვუთხრა მერე? დედა გალოთდა-თქო?"
მთელი სხეული მეწვის, მხოლოდ ერთი ჩახუტება მჭირდება ახლა.
-აუ, ნენუ, მიდი, წადი, გთხოვ.
მაშოს ხმა მესმის.
უსიტყვოდ ვდგები და მივდივარ არეული ნაბიჯებით, მაგრამ არა ნოესთან, წვიმაში უნდა ვიცეკვო ვალსი უხილავ არსებასთან ერთად.
მოძრაობებს ვაკეთებ და წვიმის წვეთები სახეზე მეცემა. სასიამოვნოდ მეღიმება და ჩემ თავზე მეცინება. საბოლოოდ გავგიჟდი. ოფიციალურად არანორმალური ვარ.
"ვალსს, რომ იცეკვებ მარტო, მე მოვალ შენთან და აგიწყობ ნაბიჯს."
ნოეს სიტყვები მახსენდება და ტანში მცრის.
მაშო ფანჯრიდან ყვირის:
-ნენუ, გაცივდები, რას აკეთებ?
მხოლოდ სითბოს ვგრძნობ ახლა. წვიმა კი არა, თითქოს მზე მაცხუნებს.
ისევ ვცეკვავ, სულ გაწუწული ვარ და სახეს წვიმის წვეთებს ვუშვერ.
სული მტკივა.
გულიც.
ორგანიზმი მეწვის.
-ნენუ, მოვედი.
მისი ხმა მესმის და ცეკვას არ ვწყვეტ. პირიქით, მინდა იცეკვოს ჩემთან ერთად. ერთ ხელს წელზე მადებს და მეორე ხელით ჩემს ხელს იჭერს.
-ნენუ, მე დაპირებებს ვასრულებ, ხომ იცი?
-მერე?
თავი მის მხარზე მიდევს და წვიმის სურნელთან ერთად მის სურნელს ვგრძნობ.
-ვიცეკვოთ.
ტანს მაყოლებს.
-ვალსი.
-ამაღამ.
-ერთად.
-მაგრამ.
-უკანასკნელად.
-მაინც არა, ნენუ?
-არა, ნოე.
-აუ.
-ასე ადვილად ვერა, ნოე.
-თითები მეწვის.
-ჩემი შეხებისგან.
ეგოისტურად ვლაპარაკობ და თითებს უფრო ვუჭერ ხელზე, მინდა უფრო დავწვა, მინდა უფრო ეტკინოს.
-ნენუ, სულ ოდნავადაც არ?
-ვერ.
-მაშინ მხოლოდ ვიცეკვოთ.
-ამაღამ.
-ერთად.
მხოლოდ ამაღამ და თან, უკანასკნელად.
ნოე.
ოხ, ნოე!
-ვერ ვჩუმდები.
-ნოე!
-ვაფუჭებ.
-ვიცი, ყველაფერს.
ვეთანხმები მეც.
-სიყვარულსაც, ნენუ.
-ასე გიჟურად?
-მაინც არ, ნენუ?
-ვერ, ნოე.
-წვიმს.
-გვაწვიმს.
თავს მაღლა ვწევ და წვიმის წვეთებს ვუშვერ სახეს.
-გავცივდებით.
-ახლა, რომ წავიდეთ, არანორმალურობა დაგვეკარგება.
-მე რომ ვთქვი, გახსოვს?
-კი.
"ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვართ არანორმალურები, რომ წვიმაში ვალსს ვცეკვავთ."
-ნოე.
-ხო, ნენუ.
-როდემდე?
-რავი.
მხრებს იჩეჩს და ტანზე უფრო მეკვრის. სხეული უფრო თბება და ტემპერატურა მაღლა იწევს.
-ძაან გიჟები ხართ!
ზემოდან მაშკას ხმა მ(გვ)ესმის.
-მაშენკა?
-ძაან გიჟია.
სიცილით მეუბნება.
-ნოე?
-ყველაფერს აფუჭებს ნოე.
მის თავს საყვედურობს და თვალებზე მკოცნის.
-ამ ერთხელ, რა, ნენუ.
-არა.
-მაინც?
-არა.
-მხოლოდ ვიცეკვოთ.
განაწყენებული ხმით მეუბნება.
-ამაღამ.
-ერთად.
მისი პირიდან წარმოთქმული სულ სხვანაირად ჟღერს.
-და უკანასკნელად.
-ნენუ, რატომ უკანასკნელად?
-არ ვიცი.
-ნენუ.
-ისევ სხვანაირად ამბობ.
-ვიცი.
თავდაჯერებულად მეუბნება.
-წადი, რა, ნოე.
-ნენუ, არ მინდოდა, ხომ იცი?
-წადი, რა, ნოე.
-მაინც არ?
-ვერ.
არაფერს მეუბნება, მიდის და მე მაინც ვაგრძელებ ცეკვას.
-ამოდი, ნენუ.
მაშკას ხმა მესმის ისევ.
ცოტა ხანს ისევ ვცეკვავ, და გაბადრული სახით მივდივარ სახლისკენ.
-თქვენ ორი? თან, ცალ-ცალკე? თევზი და წყალიც არ არიან ეგრე განუყოფლები!
სახლში ჯერ არ მაქვს ნაბიჯი შედგმული, მაშოს ხმა, რომ წვდება ყურთასმენას.
-აუ, მაშო.
-გიყურებდით.
-მერე?
-უნდა შერიგდეთ!
ვდუმვარ, ხმას არ ვიღებ.
-მაინც არ, ნენუ?
-ვერ, მაშკა.
შეტყობინების ხმა მესმის და ძილბურანში მყოფი, ტელეფონს ხელით ვეძებ.
"ნენუ, უკანასკნელად ვიცეკვეთ, ხო?"
არაფერს ვპასუხობ.
"მაინც არ, ნენუ?"
იცის, რომ ვერ, მაგრამ მაინც ითხოვს ჩემგან.
ისევ მოგონება მახსენდება.
"ნენუ, გამთენიისას ცას ვუყუროთ ხოლმე, რა. ამბობენ რომანტიულია-ო".
ვდგები და აივანზე გავდივარ დასაჯდომად.
-გაგახსენდა, ნენუ, ხო?
ეზოდან მისი ხმა მესმის და ადგილიდან არ ვიძვრი. ვიცი, მიყურებს. ხოდა, მიყუროს.
-ამოვდივარ.
ისევ გაუნძრევლად ვზივარ და ცას ვუყურებ.
-წავუ'რომანტიულოთ.
ვიცინი და ვიჩოჩები, რომ ჩამოჯდეს.
-ვილაპარაკოთ, რა.
მუდარიანი მათრობელი ხმა ჩამესმის ყურებში.
-ნოე.
-ხო, ნენუ.
-თამბაქო მოიტანე, რა. კარადაზე დევს.
თავს მიქნევს, დგება და უსიტყვოდ მიდის მოსატანად.
-ნენუ.
-ხო.
-ვერ გადაგეჩვიე.
-არა, ნოე.
-ამ ერთხელ, რა, ნენუ.
ორ თითს კისერში იდებს და პირდაპირ თვალებში მიყურებს.
-არა.
-არ დამივიწყო მაშინ, კაი?
მეცინება და არ ვპასუხობ.
-ნენუ, ნუ მექცევი ასე, რა.
არ ვუყურებ. ვიცი, რომ შევხედო, მაშინვე ვაპატიებ.
-მიპასუხე, ნენუ.
-არ დაგივიწყებ.
უხმოდ დგება და მიდის.
მინდა ვუთხრა დარჩი-მეთქი, მაგრამ ვერა.
"როცა ორ ადამიანს სიყვარული აკავშირებს, მე ზედმეტი ვარ"-ო ყურში ჩამჩურჩულებს ეშმაკი და თითქოს, ისიც მიბიძგებს ნოესკენ.
დავიღალე.
ნოემ დამღალა.
-მაშო, ამოდი ჩემ თავს გაფიცებ.
მაშოს ვურეკავ და წუთებში უკვე ადგილზეა. ჩემ გვერდით, ორივე აივანზე ვსხედვართ.
-იყო, ხო?
-მაშკა, ასე როგორ მიცნობ?
-კაი, რა, ნენუ.
-ძაან მტკივა, მაშკა.
-თქვენზე უკეთესები? აი, არსად გეფიცები.
-ოო, მაშო.
უკვე, გაბრაზებული ვლაპარაკობ.
-მთელი ნუცუბიძე თქვენზე ლაპარაკობს.
-რას?
-ნენუ და ნოე დაშორდნენ-ო.
-ტ*აკი დააყენონ.
-ზოგმა ნოემ უღალატა-ო.
მეცინება.
-ძაან ვღადაობ.
-ხო ვამბობ, არა? შენ და ნოე? ერთმანეთის გარეშე? აი, არ მესმის და არ ვიცი.
-მაშკა, დავიღალე.
-ისე, პირველად სად ნახე გახსოვს, ნენუ?
-რა დამავიწყებს.
-მარკეტში.
-ნენუ, მიყვარხარ-ო, რომ მითხრა და მერე პასუხის მოლოდინში, რომ მიყურებდა სასაცილოდ.
-აი, მაგის მერე, სულ ერთად იყავით და ახლა? კაი, რა, ნენუ.
-მტკივა, მაშკა.
თამბაქოს ვუკიდებ და ყელს მიწვავს კვამლი.
"ნუ მოწევ ამდენს."
ნოეს სიტყვები მახსენდება და უფრო მიჩნდება სურვილი, რომ ბევრი მოვწიო.
მეღიმება.
სხეულში სითბო მეღვრება.
-ნენუ, ჩამოდი, რა.
ეზოდან მესმის ნოეს ხმა და გაკვირვებული მაშკას ვუყურებ.
-ახლახანს არ წავიდა?
-ხო.
-ძალიან აფრენთ.
სწრაფად ვიცმევ მოსაცმელს, წინდებიან ფეხებს ჩუსტებში ვუყრი და კიბეებზე გიჟივით მივდივარ, საღამურებში გამოწყობილი.
-წამო, ვისეირნოთ.
-ასე?
ხელით ვანიშნებ ჩაცმულობაზე.
-არანორმალურები ვართ, დაგავიწყდა?
-არა.
-გახსოვს სამი წლის წინ რა გითხარი?
-ბევრი რამ მითხარი, ნოე.
-ერთი ყველაზე მეტად უნდა დაგემახსოვრებინა.
-"ვერ გადაგეჩვევი, როგორც თამბაქოს"-ო.
-ხო, ნენუ.
-მერე?
-არაფერი, სულ გახსოვდეს, რა.
-მაშკამ ძალიან აფრენთ-ო.
სიცილით ვეუბნები და ჩემს ჩუსტებს ვუყურებ.
-იცის ადამიანმა.
-ნუცუბიძე თქვენზე ლაპარაკობს-ო.
-ვიცი, ნენუ. მე ყველაფერი ვიცი.
-მერე?
წარბს ვწევ და ტუჩაბზუებული ვუყურებ.
-კაი, რა, ნენუ. როდიდან?
-ამ წუთიდან.
-აქამდე არ გაინტერესებდა.
-უკვე, მაინტერესებს.
-ძაან შეიცვალე.
-შენ გამო.
-მაინც არ, ნენუ?
-ვერ, ნოე.
ვსეირნობდით და ხმას არცერთი ვიღებდით. მხოლოდ ისიც იყო საკმარისი, რომ ერთმანეთის გვერდით ვიყავი.
-ნენუ, ნახე, ვარსკვლავებიც აღარაა ცაზე.
-მერე?
-ხელს გვიშლის ყველაფერი.
-ძაან ასერიოზულებ.
-ნენუ, ხომ ვამბობ, შეიცვალე-მეთქი.
-კი, მერე?
-ძველი მჭირდები, ნენუ.
-ხომ იცი, არაფერი შეცვლილა?
-არაფერში რას გულისხმობ?
-ყველაფერს, ნოე.
-მერე?
-აღარაა ისე არაფერი.
-და ახლა რას გულისხმობ არაფერში?
-მხოლოდ ერთი გრძნობის გარდა, ყველაფერს.
-ნენუ, ისევ გიყვარვარ?
მეცინება და არაფერს ვპასუხობ. ყოველთვის ასე ვარ, ვიცი.
-მითხარი, ჩვენ თავს გაფიცებ.
თავჩახრილი მივდივარ და ჩვენ ჩრდილებს ვუყურებ.
-ნენუ, ნუ დუმხარ, გთხოვ.
მეშინია.
იმის მეშინია, რომ ხმაც აღარ მექნება, რომ ვიყვირო მიყვარხარ-მეთქი.
-ძაან მშლი, ნენუ, გესმის?
თვითონაც ასე მიკეთებს. ნაკუწებად მაქცევს და მანადგურებს. ერთიანად კი არა, ნაბიჯ-ნაბიჯ მტკივნეულად, თან.
-მაინც არ, ნენუ?
-ვერ, ნოე.
-მაშინ ვალსი ვიცეკვოთ.
-ბოლოჯერ ვიცეკვეთ უკვე.
-აბა, ტანგო?
-არა.
ცივ არა-ს ვპასუხობ და ხელებს მოსაცმელის ჯიბეებში ვიწყობ გასათბობად.
-კაი.
უკან ვბრუნდებით და სახლში ავდივარ.
-რამე შეცვალეთ, ნენუ.
-მაშენკა, აზრი აღარ აქვს.
-რას, ნენუ?
-ჩვენ სიყვარულს.
-სისულელეს ამბობ, ხვდები?
-მაშო, ვიცი, მაგრამ არა, რა.
-ძაან აფრენთ. აი, სერიოზულად.
-დავიღალე, მაშო.
თავს მაშოს კალთაზე ვდებ და მორფეოსის სამყაროში ვეშვები.
"მე ფრთებს შევისხამ, ვიდრე შენ გვერდით ვიქნები."
ხანდახან ისე არაა ყველაფერი, როგორც მე, შენ და ბევრს გვინდა.
-ნენუ, ყავას დალევ, ხო?
მაშო შემოდის ოთახში.
-უშაქრო.
ნოესაც უშაქრო უყვარს.
ერთად, რომ ვსვამდით ხოლმე, მეუბნებოდა
"შენ ხარ ჩემი შაქარი, ყავას აღარ ჭირდება მეტი"-ო.
ძაან გიჟი იყო.
მეც გამაგიჟა.
-ნენუ, რა ვიპოვე, რომ იცოდე.
გახარებული სახით შემოდის მაშკა ოთახში.
-ნახე.
ხელში ჩემი და ნოეს ფოტოს მაწვდის. ბაკურიანში ვიყავით ახალ წელს. არ დამავიწყდება ის წელი არასდროს.
"-ნენუ, წამო გარეთ გავიდეთ, რა.
სამზარეულოში ვიყავი ნოემ, რომ შემომაკითხა.
-არ მცალია, ნოე, ხომ ხედავ?
-კაი, რა, ნენუ.
-ნოე.
-გთხოვ.
-ორი წუთი და ახლავე.
ბოლოს მაინც ვნებდები და გარეთ გავდივართ.
-აუ, ნოე, მაგრად ცივა.
ტუჩებაკანკალებული ვლაპარაკობდი.
-ნენუ, თოვლში ჩავწვეთ, რა.
-სულ გააფრინე? ძაან სიცივეა და ყინავს.
-ნენუ, ჩვენ არანორმალურები ვართ, ხო?
-უსაზღვროდ.
-სამარადისოდ.
-ყველგან და ყოველთვის.
აუ, მერე იყო ფეიერვერკები და ერთი ამბები.
-ნენუ, ნახე, აი, ის ფრანი ჩვენი სიყვარულივითაა.
ხელით მიმანიშნა ერთ-ერთ ფრანზე.
-ნახე, ყველაზე მაგრად იქ ანათებს და ყველაზე წინ მიფრინავს.
მეცინებოდა და ვეხუტებოდი, გათოშილ ცხვირ-პირს მის მოსაცმელში ვითბობდი."
ის წელი იყო მაგარი, ჩვენ ჩვენი ნაკვალევი დავტოვეთ თოვლზე.
-მაშო, მენატრება.
-ვიცი, ნენუ.
უხმოდ მაწვდის ტელეფონს მაშო, თავს მიქნევს და ოთახიდან გადის. ინსტიქტურად ვეძებ ნოეს ნომერს და ვრეკავ.
ერთი ზარი...
ორი ზარი...
სამი ზარი...
ჯანდაბა, არ პასუხობს. ზუსტად, რომ უნდა გამეთიშა მაშინ აიღო.
-საბოლოოდ გავაფრინეთ!
სიტყვის თქმასაც არ მაცდის და ვგრძნობ, როგორი გაღიმებული წარმოთქვამს ამ ფრაზას.
-ანუ?
-ოფიციალურად არანორმალურები ვართ.
-დოკუმენტი შევადგინოთ?
-იყოს ფორმალურადაც. ჩვენი რა მიდის?
-ნოე.
-ხო, ნენუ.
-შევცვალოთ?
-მე აქამდეც ვცდილობდი, ნენუ.
-ვერ, ნოე, ხომ იცი?
-ჩაისუნთქე, რა.
გამეცინა.
-მიდი, ნენუ.
არაფერს ვამბობდი, ვდუმდი.
-ნენუ.
ახლა უკვე, იმდენად ღრმად ჩავისუნთქე მეგონა ფილტვები შევიწროვდა.
-აი, ეგრე, ნენუ.
-რისთვის?
-იცი შენ.
-რატომ?
-ეგეც იცი, ნენუ.
-როდის?
-ახლა გავიგებთ.
ცხადად ვგრძნობ, როგორ ეღიმება.
-და?
-არც ვერ, არც არ.
-ხო.
გავჩუმდი, ხმის ამოღება აღარ მინდოდა. მესმოდა მისი სუნთქვა და ამითაც ვკმაყოფილდებოდი. უცნაური შეგრძნებები მიპყრობდა და თითქოს, სადღაც გალაქტიკაში ვიყავი. სხვა გალაქტიკაში, იქ, სადაც მე და ნოე ერთად ვიყავით.
-მაინც არ, ნენუ?
არაფერს ვპასუხობ და ტელეფონს ვუთიშავ. ემბრიონივით ოთხად მოკეცილი ვწევარ საწოლზე და ვიცი, რაღაც უნდა შევცვალო. ვგრძნობ ამას. თან, ცხადად.
-ნენუ, კი ხო?
მაშკა შემოდის ოთახში ყავით ხელში და გვერდით მიწვება. ყავის ერთ ყლუპს კისერში ვუშვებ და ცხელი ყავისგან კისერი მეწვის, მაგრამ სიტკბოს მაინც ვგრძნობ. თავს ვუქნევ მაშკას და სწრაფად ვხტები საწოლიდან. ზარდახშას ვეძებ გამალებული უჯრებში და ლამისაა ტვინი ამიფეთქდეს.
-მაშკა, ჩემი ზარდახშა სადაა?
-უჯრაში გედო.
ხელით მანიშნებს და მეც სიხარულისგან ხტუნვას ვიწყებ.
ზარდახშას ვხსნი დაა წკრიალა ხმა მესმის. ნოემ მაჩუქა დაბადებისდღეზე.
"ნენუ, როცა გაგახსენდები და შენ გვერდით არ ვიქნები, ზარდახშა გახსენი და მოუსმინე, ჩვენ სიყვარულზე მღერის"-ო. ნოეს სიტყვები ამომიტივტივდა გონებაში და ამ დროს ტელეფონის ხმაც გავიგე. მაშინვე ვიგრძენი, რომ ნოე იყო.
-ხომ გითხარი?
მეღიმება და ზარდახშას ყურთან ახლოს ვიდგამ, სასიამოვნო მელოდია იავნანას ჰანგებივით ჩამესმის ყურში და თვალები ლამის მიმელულოს.
-ნახე, რა ტკბილი მელოდია აქვს.
-ხო.
მხოლოოდ ერთ სიტყვას ვეუბნები და ვდუნდები მთელი სხეულით.
-ზუსტად ჩვენ სიყვარულზე მღერის, ნენუ, გესმის? მე ვგრძნობ და მესმის.
-მეც ნოე.
-მოგენატრე?
-ჰორიზონტამდე?
-რატომ ჰორიზონტამდე, ნენუ?
-იმიტომ, რომ ჰორიზონტის ხაზი წარმოსახვითია, რომელიც არასდროს მთავრდება.
ვდგები და ზარდახშიანად აივანზე გავდივარ საღამურებით წვიმაში და სიცივეში.
-გაიყინები, ნენუ.
სადღაც აქაა, ახლოს, მხედავს.
-მერე რა?
-არაფერი, ჩამოდი, რა.
ცოტა ხანი ვჩერდები, თითქოს, გონება რაღაცას ხარშავს და ტვინამდე მიაქვს ინფორმაცია. სწრაფად ვიცმევ და ელვის სისწრაფით მივდივარ ქვემოთ.
-ჩამეხუტე, რა.
მისკენ მივრბივარ და ხელებს ისე ვუჭერ მონატრებისგან, მინდა გავგიჟდეთ ორივე.
-ვიცეკვოთ.
ინიციატივას ვიჩენ.
-ვალსი.
ღიმილით მეუბნება და შუბლს შუბლზე მადებს.
-კიდევ ერთხელ.
ღიმილით ვუქნევ თავს და მოძრაობებში ვყვები.
-წვიმაში.
ნოტაციით წარმოთქვამს ერთადერთ სიტყვას.
-ერთად.
უკვე სიამაყით ვამბობ.
-მაგრამ აღარ უკანასკნელად.
გაეღიმა.
მეც გამეღიმა.
მაშკას ხმა გვესმის ზემოდან.
-აი, ხომ გეუბნებოდით, თქვენ ორი? თან, ცალ-ცალკე? ცა და დედამიწაც არ იყოფიან ასე. თევზი და წყალიც. ვალსი და წვიმაც.
ჰაერში მატრიალებს და მის ტუჩებს ვგრძნობ ჩემს ტუჩებზე.
ტანში მცრის, მაგრამ არა სიცივისგან, ბედნიერებისგან.
-366 დღიდან მხოლოდ ერთმა დღემ შეცვალა ჩვენი ცხოვრება.
-ნოე.
-ხო.
-ცაზე მეტად.
იმ დღეს 29 თებერვალი იყო, ნაკიანი წელიწადი და 366-ე დღე მხოლოდ ჩვენთვის არსებობდა.



ლეთს სფიქ.
იყოს სრულადა'ც.
მე მაინ'ც მიყვარხართ, საყვარლებო.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი მარიკუნაა♥️

რა გააკეთა?!
ვერაფერს ვერ ვხვდები:/
კაი რა.
ნუ მაბნევ.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№2  offline მოდერი ელპინი

მარიკუნაა♥️
რა გააკეთა?!
ვერაფერს ვერ ვხვდები:/
კაი რა.
ნუ მაბნევ.

არ მინდოდა ბოლომდე გარკვეულიყო "ყველაფერი".
მადლობა, მარიამ.
ისე, გელოდებოდი.

 



№3  offline წევრი ფერადიი...

სელპაკი მინდა
ხო წაკითხული მქონდა მარა...
ჩემისაოცრებაგოგოხარ
" მიყვარხარ ელ"

 



№4  offline მოდერი ელპინი

ფერადიი...
სელპაკი მინდა
ხო წაკითხული მქონდა მარა...
ჩემისაოცრებაგოგოხარ
" მიყვარხარ ელ"

აუ, თაკო, როგორ გამახარე.
დიდი მადლობა, ფერადო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent