შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვკლათ ახალგაზრდა პრეზიდენტი 18+ (სრულად)


11-11-2017, 01:22
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 3 522

როგორ მოვკლათ ახალგაზრდა პრეზიდენტი 18+ (სრულად)

შუაღამისას აზრზე ვერ მოვედი, რა ხდებოდა ჩემს თავს. უფრო სწორედ, ზუსტად ვიცოდი რაც ხდებოდა, თუმცა ვერ ვიაზრებდი ბოლომდე რეალობას. მის სხეულს ვგრძნობდი სველსა და დაღლილს, ჩემს სხეულზე მოკრულს, რომელიც ჩემს ღირსებაზე წამომჯდარი წრიულ რხევებს აკეთებდა, სიამოვნებისგან კვნესოდა და ვნებიანად ითათუნებდა თავის მკერდზე ჩემს ხელებს.
- ნუ გეზიზღები - ვუთხარი კვნესით.
- მძულხარ - კვნესითვე მიპასუხა. ჭკუიდან გადავყავდი ხოლმე მისი წინა ტანის ხედს, მუქ ხორბლისფერ კანსა და წაბლისფერ თვალებს. ტუჩები ყოველთვის სველი ჰქონდა. ყოველთვის, ისევე როგორც ახლა. უხეშად ჩავავლე თმაში ხელი და ჩემი ტუჩებისკენ მივიზიდე. მთელი ვნებით ვეფერებოდით ერთმანეთს. ბევრ გამოუთქმელ ტკივილსა და ბედნიერებას ვგრძნობდი ერთად, რომელიც თვალების დახუჭვას მაიძულებდა, თუმცა ახლა არ იყო ამის დრო. უნდა დავიმახსოვრო! უნდა ვუყურო, სადამდეც შევძლებ! ის ლამაზი იყო. ისეთი ლამაზი, როგორც ყოველთვის. ყოველი შეხებისას, ყოველი ამოსუნთქვისას. თვალებმინაბული ნელ კრუტუნს აჰყოლოდა. ასეთი წყნარი და ჩემზე მონდობილი იშვიათად მინახავს.
- ნუ გძულვარ - ჩავჩურჩულე ვედრებით. უკანასკნელი სიამოვნების ტალღამ მთელი ჩემი სხეულის შინაგანი სტრუქტურა ერთიანად ააცახცახა. ცხვირზე მკბენდა, კატასავით კრუსუნებდა. ზუსტად ისე, როგორც ჩემს გასაღიზიანებლად თამაშობდა ხოლმე ბინძური კატის თამაშებს. წყნარი, მაგრამ გამომწვევი იყო და ეს ჭკუიდან მშლიდა. ცხვირზე მკბენდა, ხმა აუმაღლა კრუსუნს, მთელი სიცხადით ვგრძნობდი მისი სველი ტუჩების შეხებას ჩემს კანზე. ცხელი იყო და არომატული, როგორც ყოველთვის. ისეთი არომატული, როგორითაც ადამიანი გრძნობს ხოლმე, სახლში ყოფნას. სახლში, სადაც მხოლოდ ისაა, ვისაც მთელი სიძლიერითა და არსებით შენად აღიქვამ. ეს არომატი, რომელსაც ასეთი არარეალური სიცხადით ვგრძნობდი, ჩემს აჩრდილად ქცეულიყო ამ ბოლო პერიოდში. მელანდებოდა ყველგან, სადაც კი ოდესმე ერთად ვყოფილვართ. მელანდებოდა ჩემი გარდერობის გამოღებისას, მელანდებოდა საწოლში სხვასთან ერთად წოლის დროს, მელანდებოდა მაშინაც, როცა საერთოც კი აღარაფერი მქონდა მასთან.
- ნუ გძულვარ - ამოვთქვი კიდევ ერთხელ. შევედრებას ჰგავდა. თითქოს ვევედრებოდი მას, როგორც ღმერთს, გადაერჩინა ჩემი სული. ქალის სხეულს მაგრად ჩავაფრინდი, მისი თავი ხელებში მოვიქციე და თმის არომატს დავეწაფე... ღმერთო! როგორი მწყურვალი ვყოფილვარ. მთელი ცხოვრების მწყურვალი...
- მეზიზღები - ამოიკვნესა. ვგრძნობდი, როგორ მისხლტებოდა ხელიდან. ჯერ თითქოს დაპატარავდა, არომატი დაკარგა მისი სხეულის თითოეულმა უჯრედმა. შემდეგ კი საბოლოოდ გაუჩინარდა ჩემი მკლავებიდან.
- დემნა გაიღვიძე!- ჩამესმა ვიღაცის ხმა.
- არა - გავიქნიე თავი. ის მინდოდა, სხვა ხმა მეზიზღებოდა ახლა.
- დემნა - კიდევ ერთხელ სცადა ვიღაცამ ჩემი გამოფხიზლება. თვალები გავახილე და ძალიან შემრცხვა. - კოშმარი გესიზმრებოდა? - მკითხა სასოწარკვეთილმა ელომ.
- ჰო, კოშმარი - ჩავიჩურჩულე ჩემთვის. „ჩემი კოშმარია ის ქალი“-გავიფიქრე და ფეხზე წამოვდექი. ოფლში ვიხრჩობოდი, თეთრი მაისური სისველისგან ზურგზე მეკრვროდა. სამზარეულოში გავედი სასწრაფოდ, ყელის სიმშრალისგან წვასაც ვგრძნობდი. ცივ წყალს დავეწაფე და შემდეგ სააბაზანოში შესვლა დავაპირე.
- ცუდად ხარ! - თქვა ელომ. თავიდან მეგონა მეკითხებოდა, შემდეგ მივხვდი, რომ შეკითხვების გარეშეც მეტყობოდა, როგორ ვიყავი - ამ ბოლო დროს, ზედმეტი სტრესი გადაიტანე.
- არანაირი სტრესი არ გადამიტანია - ვუპასუხე გაღიზიანებულმა და საშხაპეში შევედი. სტრესი, სტრესი, სტრესი... გარშემო სულ ეს სიტყვა მესმოდა. ეგონდათ, მუშაობისგან ქანცგაცლილს ღამის კოშმარები არ მასვენებდა. სინამდვილეში კი მუშაობისგან ქანცის გაცლა, ერთადერთი თავშესაქცევი საქმე იყო, რომ მასზე აღარ მეფიქრა. ვმუშაობდი იმიტომ, რომ აღარ მეფიქრა. ანუ, იმდენს ვმუშაობდი, ფიქრის დროც აღარ მქონდა.
„ეგ ქალი საშენო არაა“ - გამახსენდა დედაჩემის ნათქვამი, თუმცა მაგას უკან არ დავუხევივარ. რამდენჯერაც მეუბნებობდნენ ხოლმე მსგავს რამეს, იმდენჯერ ჟინი მემატებოდა, რომ „ეგ ქალი“ ჩემი გამხდარიყო ცხოვრების ბოლომდე. დღემდე ჩამესმის ხოლმე მათი რეპლიკები, ვითომ სასიკეთო რჩევა-დარიგებები: „არაა შენი შესაფერისი“, „შენზე უფროსი რა ჯანდაბად გინდა, ქალები ისედაც კაცებზე ადრე ბერდებიან და შეგრჩება მერე ბებრუხანა, ნაოჭებიანი დედაბერი“, „ქმარს გაყრილია? ო ღმერთო, დემნა! დებისმიერი ანგელოზივით პატიოსანი ქალის მოყვანა შეგიძლია, რაღა ეგ უფროსი, ქმარგაშვებული აირჩიე?“.
მეცინებოდა ხოლმე, ვბრაზდებოდი, მასთან მივრბოდი გამწარებილ, ის კი მეკითხებოდა: - რა მოხდა?
- არაფერი, სამსახურში მომეშალა ნერვები - ვპასუხობდი მე. შემდეგ მჯდომარესთან ვიჩოქებოდი და თავს კალთაში ვუდებდი. ცოტახანს თმაზე მეფერებოდა. ჩემზე უკეთესად იცოდა, რაც მამწარებდა ასე ძალიან - ფაქტი, რომ ის ყველაზე მშვენიერი ქმნილება იყო მთელს სამყაროში და უსინათლო, განუვითარებელი ხალხიდან ვერც ერთი მათგანი ვერ ამჩნევდა მის სიდიადეს.
მუქი ხორბლისფერი კანი მახსენდებოა, შავი თმა და მართლაც ლომივით გამოხედვა, რომელიც უმრავლესობას აშინებდა, მე კი პირველი დანახვიდან მომნუსხა. მასთან შეხება მიყვარდა და ხმები, რომელსაც სექსის დროს გამოსცემდა. მისი ბაგეებიდან ნათქვამი „გამარჯობაც“ კი მენატრებოდა ოდესღაც, როცა შორს იყო. ადრე შორს იყო, ახლა კი შორსაც აღარ არის. საერთოდ აღარ არის ჩემს ცხოვრებაში.
ჩემზე ათი წლით უფროსი იყო. თუმცა, ამან მისი წლოვანების გაგებისას არ შემაყოვნა. აზრი აღარ ჰქონდა და არც ექნებოდა ამას მნიშვნელობა... არც ჰქონია.... უკვე გაგებული მქონდა მისი ხმა, ნანახი მქონდა სიგარეტის მოწევის მანერა, როცა პირველი ფლირტისას მთელი კვამლი სახეში შემომაფრქვია საოცრად ამაყი და თავდაჯერებული მზერით. დავინახე მისი სიარული - დახვეწილი, გრაციოზული. მისი სიცილის ხმა გავიგონე და მივხვდი: არავინ და აღარაფერი დამიდგებოდა წინ, სანამ ამ ქალს ხელში არ ჩავიგდებდი....
ცივ შხაპს სახე შევუშვირე. გაცხელებული ტანი სიცივისგან კანკალმა აიტანა და მემგონი ეს სიცივე ზღვაში წვეთი იყო იმ ტკივილთა შორის, რასაც ვიმსახურებდი. ჩემი პიარ მენეჯერის სიტყვები გამახსენდა: „შენ მთავრობაში მიმავალ გზას დაადექი დემნა, საიდანაც უკან დაბრუნება სიკვდილის ტოლფასია. ვერასდროს მიაღწევ წარმატებას, სანამ გვერდით ათი წლით უფროსი ქალი გეყოლება, რომლის სანათესაოც გაურკვეველი რეპუტაციით სარგებლობს მთელს ქალაქში. არ გთხოვ, რომ მოატოვო. მასთან იყავი, თუმცა პრეზიდენტობაზე მოგიწევს უარის თქმა“- ჰოო, ასე იყო... ცხოვრებაში ყველაზე სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც ის ავირჩიე... უკანასკნელი ვით კი მაშინ მოვიქეცი, როცა უარი ვთქვი მასზე.


* * *

როგორ გავიცანი ნინა

მე და ჩემს ძმაკაც ლევანს ერთი ბარი გვქონდა ამოჩემებული. მყუდრო და საყვარელი ალკოჰოლური სასმელებით გადაჭედილი. ლეოსთვის იმიტომ იყო განსაკუთრებული, რომ ვითომ „ელიტაური“ ქალები ხშირად დადიოდნენ ამ ადგილას, რაც მისთვის ახალი სამიზნის ძიებას აადვილებდა.
სანამ მთავრობაში საპრეზეიდენტო კანდიდატებისთვის ასაკობრივი ბარიერის დაწევის განცხადებას შევიტანდი კანონის შეცვლის მოთხოვნით, ლეო უბრალოდ მდიდარი ბავშვობის ძმაკაცი იყო, შემდეგ ჩემი პარტიის დამფინანსებელიც გახდა და ამასთან ერთად, გართობის გარდა, სხვა ჭირისა და ვარამის გაზიარებაც მოგვიწია ერთმანეთისთვის, როგორც მოხუც ცოლ-ქმარს. ზოგჯერ გვინანია ჩვენი ჰეტეროსექსუალობა, სხვა შემთხვევაში იდეალური ოჯახის შექმნის სერიოზული შანსი გვექნებოდა.
ჩემი და ლეოს ურთიერთობა სულ სხვა თემაა. ჯერ ცოტა რომანტიკული ეტაპიდან დავიწყებ, როცა ყველაფერი იდეალურად იყო, სანამ მე და ჩემი ძმაკაცი არ გავაფუჭებდით ყველაფერს, რისი გაფუჭებაც ადამიანს შეუძლია მაქსიმალური რაოდენობით.
ბართან ვიდექით. უკვე რამდენიმე წუთი მივშტერებოდი ბარის ბოლოში, ყველაზე მყუდრო ადგილას მჯდომ ქალებს, რომლებიც სიგარეტის ბოლში გახვეულნი, ხმამაღლა იცინოდნენ ხოლმე, ალბათ თავიანთ ქალურ თემებზე.
- რა ნახე იქ ისეთი, რომ თვალს ვერ.....- ვერ დაამთავრდა ლეომ თავისი თვალებდაქაჩული საყვედური. ხმადაბლა დაუსტვინა თავისთვის, მზის სათვალე ცხვირზე ჩამოიწია, რომ შავ-თეთრი სამყაროდან გამოქცეულიყო და უკეთ შეეგრძნო რეალობა. დაბალ ნოტებზე სტვენასა და თავისი საყვარელი სათვალის მოხსნას, მხოლოდ გამონაკლისებში ბედავდა, ალბათ ეს ერთგვარი ჩვევა იყო, რათა მივეხვედრე, რომ არ იყო მისი მზერის ობიექტი ჩვეულებრივი ქალი, არამედ „არაჩვეულებრივი“.
- не хрена себе - დაამატა, მერე თავისი თმა ისე გადაიწია, ქალების მაგიდისგან თვალი არ მოუშორებია - მოდი ერთდროულად ვთქვათ, რომელს რომელი მოგვწონს და თუ ჩვენი ტრფობის ობიექტები დაემთხვა, ორივე „პაას“ - გამაფრთხილა. კაი მეთქი, თავი დავუქნიე.
- ერთი, ორი და სამი - თქვა ლეომ - რიჟიკა ჩემია
- შავგვრემანი - არ დავაყოვნე მეც.
- მოვყომარდით - გაგვეცინა ორივეს.

* * *
ნინა ბარიდან გამოდიოდა, ავტო სადგომამდე ფეხაკრეფით მივყევი. თან იმაზე ვფიქრობდი, არ შევაშინოთქო. მოულოდნელად უკან შემოტრიალდა, დაჟინებული მზერა მომაპყრო და მერე ხმადაბლა, გაწონასწორებული ხმით მკითხა:
- მთელი საღამოა ბარიდან მითვალთვალებთ და მხოლოდ ახლა გაბედეთ ჩემთან მოსვლა? - ეცინებოდა. ისეთი ლამაზი სიცილი ჰქონდა, მეც ვერ შევიკავე თავი, რომ ღიმილი არ გამპარვოდა სახეზე.
- ახლაც ვერ გავბედე. ხომ ხედავთ? ჩემზე ყოჩაღი აღმოჩნდით. - ვიმართლე თავი - იმედია არ შეგაშინეთ.
- მე? შემაშინეთ? - გულიანად გადაიხარხარა. ახლა დავაკვირდი, რომ ერთი წუთია რაც ველაპარაკები. ორჯერ გამიცინა, თუმცა ორივე სიცილი ირონიული იყო. - დამშვიდდით, მე არაფრის მეშინია. - მანქანის კარები გააღო და ჩაჯდომა დააპირა.
- იქნებ, სადმე გვევახშმა? - ვკითხე იმ იმედით, რომ ცოტახნით მაინც გამიჩერდებოდა.
- არა - გააქნია თავი მტკიცედ.
- ხვალ, რომ გვევახშმა?
- მისმინეთ - მანქანის კარი მიხურა და მომიახლოვდა, თან სიგარეტს მოუკიდა. ბოლში გახვეული ისე მიახლოვდებოდა, თითქოს თამბაქოს სუნით ცდილობდა თავისი სხეულის სურნელის დამალვას, თუმცა ეგ უკვე გვიანი იყო. ჯერ კიდევ ბარიდან გამოსასვლელად გამზადებულს შემეფეთა კარებთან, მე კი კარები გავუღე და მაშინ ვიგრძენი ნაცნობი, თუმცა უცნობი სუნამოს სუნი, რომელიც მის კანში სულ სხვა არომატით ჩამჯდარიყო - რამდენის ხართ? - მკითხა ალბათ იმ იმედით, რომ არასრულწლოვანი აღმოვჩნდებოდი და თავიდან მომიშორებდა. თავიდანვე იმაზე ფიქრი დავიწყე, რამდენი უნდა მეთქვა, მისი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
- 30 - ვთქვი ამაყად. არადა 26-ის ვიყავი.
- მე 36 და ჩემზე პატარა კაცებთან ურთიერთობის არც გამოცდილება მაქვს, არც ნერვები, არც სურვილი. - ისევ მანქანისკენ წავიდა და ჩაჯდა.
- ის მაინც მითხარი, რა გქვია - მივაძახე მანქანის დაძვრამდე.
- ნინა - ბუნკერში, რომ ნაგავს ყრიან, ისე მომიგდო ზუსტად ეს სიტყვები და ალბათ ხვდებით, ბუნკერი ამ შემთხვევაში ჩემი მეტაფორა იყო. ლეოს დავურეკე, რომლის გამოცდილებისა და „“ კაცის ტიტულის მიხედვით, უკვე დაკერილი უნდა ჰყოლოდა ნინას წითური მეგობარი.
- რატო მაცდენ? - მკითხა ძალიან სერიოზული ხმით.
- მაგ გოგოს სახელი და გვარი გაიგე, რომ მაგის დაქალის კოორდინატების, მისამართის, სამსახურისა და მობილურის ნომრის გაგება არ გამიჭირდეს. - მივაყარე ერთი ამოსუნთქვით.
- რა უბედური ხარ ეს ერთი ნახვით შეყვარება და ეგეთი სირ... სულელობები, რომ მანიპულირებს შენზე - მისაყვედურა და აქედან მივხვდი: ლეოს ცხოვრებაც იცვლებოდა ალბათ რაღაცნაირი კუთხით, რადგან იმ გოგოს თანდასწრებით სიტყვა „ს*რის“ თქმაც კი ვერ გაბედა.

* * *

ლევანი

ჩემს წინ წაკუზული ქალის ტ*აკს შევყურებდი და ერთადერთი, რაც მინდოდა, სწრაფად შემეცურებინა მის ხვრელში ჩემი ღირსება. ჩემი მეორე სურვილი კი მხოლოდ ის იყო, რომ არ შემოეხედა ჩემთვის თვალებში.
ამის დედაც, მაგარი შეგრძნებაა. ზოგადად მიყვარს ასეთი შეგრძნებები, როცა მისი საჯდომი ჩემს სხეულს მაგრად ეკვრის, მსუბუქს, მყარს ან ზოგჯერ ფუმფულა დ*ნდულებს ხელებს ვუტყაპუნებ ხოლმე. სწრაფად მოძრაობს და საბოლოოდ კი კვნესას უმატებს. ამპლიტუდის მსგავსი წრფე იქმნება. ერთ მომენტში ყველაზე მაგრად კივის, კივილს აგრძელებს და ბოლოს ცოტა დაწყნარებილი, ნელი კრუსუნით ხვნეშის ხოლმე. ამის შემდეგ ქალი მძულდება....
ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც, როცა ვიღაც უცნობის (რომლის სახელიც უკვე დამავიწყდა) თმას ჩემსკენ ვქაჩავდი. ალბათ უნდოდა, მის მკერდს ხელითაც მოვფერებოდი, თუმცა იმანაც დამაბნია, როგორი თმა ჰქონდა. სხვა ფერისაამეთქი გავიფიქრე და ხელი გავუშვი. მოდუნებული ისე გადაიქაჩა წინ, აღარ ვიცოდი, გამე*ავებინა თუ იმის შემშინებოდა, თავი არ ეგლიჯა მაგიდისთვის.
- ნამდვილი მზე ხარ - წელში გასწორდა ქალი, დაღლისგან განთავისუფლდა.
- რა ვარ? - ვკითხე ეჭვით.
- მზე ხარ - გამეპრანჭა მხიარულად.
- არ ვარ მზე - ვუთხარი დაჟინებით და ქამარი შევიკარი.


როცა ნამდვილი მზე გავიცანი

ბარში ვიყავით მე და დემნა. ვიღაც ქალს ისე ჩააფრინა მზერა, ასე მეგონა თინეიჯერების სენის, ერთი ნახვით შეყვარების ვირწმუნე, ოღონდ სხვის მაგალითზე. ბარის ბოლოში, მყუდრო მაგიდასთან ორი ქალი იჯდა. შავგვრემანს ვერ ვხედავდი, წითურის სახე კი პირდაპირ სახეში მანათებდა.
- ჯერ არ მიხვიდე - გავაფრთხილე დემნა - დააცადე, ცოტახანი მზერით უნდა დაჭამო ორივე. ზუსტად იციან, რომ მიხვალ.
- რა? ჰა? - ვერც კი გაიგო ჩემი სიტყვები.
- და მაინც, რა ნახე იმ შენს შავგვრემანში? მე მხოლოდ ზურგს ვხედავ - ჩავიბურტყუნე და წითურს დავაკვირდი, საიდანღაც მეცნობოდა.
დიდი ლოდინის შემდეგ, წითური ჩემკენ წამოვიდა. მართალია, მე ზედაც არ მიყურებდა, თუმცა მაინც მესიჯად ჩავთვალე. თავის შავგვრემან მეგობარს დაემშვიდობა და ბართან მოვიდა. დემნა ისე მოხერხებულად აედევნა წითურის მეგობარს, თვალის დახამხამება ვერ მვოასწარი, რომ გვერდით აღარ მედგა.
- როგორც ყოველთვის? - ჰკითხა ბარმენმა წითურს.
- ჰო, ორი ნატეხი ყინულით - უპასუხა ლამაზი, მელოდიური ხმით. მართლა მზეს ჰგავდა, თმაც მზესავით უნათებდა.
- მზეო - დავუძახე ქალს. სრული სისწრაფით ჩემკენ შემოტრიალდა.
- ჩემი სახელი საიდან იცით? - მკითხა ეჭვით.
- მოიცადე, მართლა მზე გქვიათ?
- არა, არა - იუარა და მერე გაეცინა - ლილე მქვია.
- და მზეს გეძახიან, გასაგებია - მეც გამეცინა. - შეიძლება მე დაგპატიჟოთ სასმელზე? - უცნაური თვალები ჰქონდა. სხვა შემთხვევაში შავს დავარქმევდი, მაგრამ, წითურებს წითელი თვალის ფერი ახასიათებთ. იმდენად მუქი წითელი, რომ შავი გეჩვენება. ზუსტად ასე მიხსნიან ხოლმე ჩემი საყვარლები(რამდენადაც ვიცი, მეც ასეთი თვალები მაქვს).
- არა, არ შეიძლება - უსიამოვნოდ შეტრიალდა ბარისკენ. - სანამ ჩემს უკან იდექით, ჩემი საჯდომისთვის არ მოგიშორებიათ მზერა. მთელი საღამოა მე შემომყურებთ, პარალელურად კი ორ აქ შემოსულ ქალს გამოართვით ტელეფონის ნომრები
- ის, უბრალოდ ერთი შეხვედრის სიამოვნებისთვის - გამეცინა და გვერდით მივუჯექი.
- აბა, მე ცოლად გინდივართ? - შემომხედა ირონიულად.
- არა, ცოლის მოყვანას არ ვაპირებ. თუმცა, თუ ოდესმე გადავწყვიტე, ნამდვილად თქვენნაირი ქალი იქნება.
- არა, მე ვერ ვიქნები ამ ტანჯვის კანდიდატი.
- მე ტანჯვა ვარ? - ვკითხე სიცილით.
- კი - მიპასუხა პირდაპირ და მარჯვენა წარბი მაღლა ასწია - თან არ მიყვარს წითურები.
- თქვენც ხომ წითური ხართ? - საოცრად გამიკვირდა.
- მერე რა. მე არ მიყვარს წითურებითქო.
- მე მიყვარს - სახე მომეღრუბლა. არ მომწონს ქალები, რომლებსაც საკუთარ თავზე იმხელა წარმოდგენა აქვთ, რომ ვერც კი შეაბამ ნორმალურად.
- თქვენ ნარცისი ხართ და იმიტომ - შემომხედა მაცდური ღიმილით.(ალბათ მიხვდით, მეც წითური ვარ). ბარში ეიმი ვაინჰაუზის “back to black” ჩაირთო. მიყვარდა ამ მომღერლის ხმა, თუმცა ტექსტი არ შეესაბამებოდა ჩემს განწყობას. - დღეს არ მინდა მარტო ყოფნა - შემოტრიალდა ლილე ჩემსკენ.
- მარტო არ იქნები - ვუთხარი წამის მეასედში, საფულეშიც მეყარა პრეზერვატივები და მანქანაშიც თუ სახლამდე მისვლა ეზარებოდა.
- იმას არ ვგულისხმობ, რაც შენ იფიქრე... ოჰ, უკვე შენობით - ისევ წარბი ასწია.
- აბა რას გულისხმობ?
- შენ მეთევზე ხარ - მითხრა ღიმილით.
- მეთევზე?
- ჰო. აქ სათევზაოდ შემოდიხარ. ყოველ დღე ახალ ნადავლს ეძებ. გეტყოდი მონადირე ხარ მეთი, მაგრამ მონადირისთვის ზედმეტად ძვირფასი და არაძვირფასი ხორცი არსებობს. მეთევზე კი უბრალოდ სიამოვნებისთვის თევზაობს, ზოგჯერ მნიშვნელობა არ აქვს, როგორ თევზს იჭერს. მთავარია, რომ იჭერს. ნადავლის ხარისხი მისთვის მეასეხარისხოვანია.
- ანუ შენს თავს თევზთან აიგივებ?
- არა. მე ვერც ანკესს წამომაგებენ და ვერც ტყვია მიმსხვერპლებს. მე უკვდავი ვარ! უბრალოდ, თუ გინდა, რომ შენი ერთფეროვანი ცხოვრება ცოტა გაიხალისო. თევზაობაში შემეჯიბრე. ვინ იცის, იქნებ ნადირობაც ისწავლო ჩემგან. - ისეთი სარკასტული იყო, ლილეს მოკვლა მინდებოდა, თუმცა მისით გაოგნებულს მაინც მეცინებოდა ხოლმე დროდადრო. მეცინებოდა, რომ ასეთი უჩვეულო, ჯადოსნური იყო. მართლაც მზესავით კაშკაშებდა და თუ დისტანციას დაიჭერდი მისგან, შეიძლებოდა გაეთბე კიდევაც. მიახლოებისას კი უთუოდ დაგწვავდა.
იმ საღამოს მაგრად გვისწორდებოდა “back to black”, არადა ლილემაც აღიარა, დეპრესიული ცხოვრება არასდროს მქონია, მითუმეტეს კაცსაც არ მივუტოვებივარო. ნამდვილი გამარჯვება ჰქონდა. ვაღიარებ, ცოტათი დავუთმე, მაგრამ თვალებდაჭყეტილი ვუყურებდი, სამი კაცი და ერთი ქალი, რომ შეაბა, მერე ამაყად გამომხედა. ნათევზავები ტელეფონის ნომრები მაგიდაზე დავყარეთ, ლილე უპირობო გამარჯვებული აღმოჩნდა. მე იმ საღამოს ნადავლი არ მდომებია და შესაბამისად, ფორმაშიც არ ვიყავი, მხოლოდ მზეს ვუცქერდი ხოლმე დროდადრო შორიდან...
* * *
„შენ მართლა მზე ხარ ლილე“ - დავწერე წებოვან ქაღალდზე და მაცივარს მივაკარი. ლილე ახლა შორსაა. მზეც შორსაა. მე კი არ ვიცი, რატომ ვიქცევი ისე, თითქოს მაცივრის გამოსაღებად მისული, წაიკითხავს და კმაყოფილი გამიღიმებს. ან რატომ მინდა, ყველა ქალმა, ვისაც ვ*იმავ, იცოდეს, რომ მე სხვა მზე მყავს, თუმცა ის აღარ მათბობს. ერთხელ ვცადე მასთან მიახლოება და აღარ მახსოვს, მე დავწვი, იმან დამწვა თუ ერთმანეთი ცოცხლად დავმარხეთ.
უცნობი ქალი ისე გავიდა ჩემი სახლიდან, დამშვიდობებაც არ მიცდია მხურვალე კოცნით ან ერთი გემრიელი ტ*აკზე მოთათუნებით. დემნამ დამირეკა, შუა დღე იყო და მე მისი დღის განრიგი ვიცოდი. ხუთ წუთში ქალაქის მერთან ჰქონდა შეხვედრა, ეს კი მე მირეკავდა.
- ოჰ, ბატონო პრეზიდენტო, რა ხდება, არ თქვა, რომ ნერვიულობ და მე უნდა განუგეშო - გამეცინა წინასწარ.
- ლილე ჩამოვიდა - გავიგონე დემნას ხმა და ღიმილი სახეზე შემაშრა.



ლეო

მეორედ, რომ ლილე ვნახე, უკვე ვიცოდი რასაც წარმოადგენდა. გვარად კრუგერი იყო და გერმანელი ბიზნესმენი მამის დატოვილ ქონებას განკარგავდა. თავიდან ვიფიქრე, იდეალურ სხეულიანი „სწერვაა“ მეთქი, რომელიც მდიდარი მამიკოს ქონებას ანიავებს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ კარგი მენეჯერია და ბიზნესშიც გამომდგარა ნიჭიერი. ის ფაქტიც გავაკრივე, საიდან მეცნობოდა. ყოფილი მოდელი აღმოჩნდა და დღემდე უკეთებს საკუთარ პროდუქციას რეკლამას.
ჩემი მეგობარი ლილეს ბიზნესპარტნიორი იყო. პარფიუმერიის განხრით ჰქონდა რაღაც ფირმა. არ ვიცი, მე ცოტა სხვა სფეროს ბიზნესით ვიყავი დაკავებული-უფრო მომგებიანი და ადვილი პრე*ერვატივების ბიზნესი. სხვათაშორის ძალიან ხარისხიანი იყო და ს*რზე ჩამოცმისას არასდროს იხეოდა, რამდენიც არ უნდა გეხახუნა. თან ვისაც ზედმეტად დიდი აქვს (პირადი გამოცდილებიდან ვიცი), ზოგჯერ ორის ჩამოცმა უწევს ხოლმე და მე თვითონაც, რომ შემიქმნა დისკომფორტი, მერე მართლაც რომ ხარისხიანის შექმნა დავიწყე მამაკაცებისთვის და პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის.
ჩემს ბიზნესს არ აქვს საერთოდ მნიშვნელობა. ლილე იყო აქ მთავარი, მაგრამ ისე ვამაყობ ჩემი მოღვაწეობის სფეროთი, დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი... მოკლედ, პირდაპირ იქ მივედი, სადაც პოზიორობდა თავისი ფირმის სუნამოსა და უზარმაზარი ბეწვის ქურქისთვის. დახურული გადაღება იყო, თუმცა, ნეპოტიზმმა თავისი ქნა და ამაყად შევაბიჯე დიდ დარბაზში, სადაც რამდენიმე ადამიანი ქაოტურად ირეოდა, მოშორებით კი ფოტოგრაფი მუშაობდა საწოლზე წამოკოტრიალებულ ბეწვის ქურქიან ლილესთან.
აქამდეც მითქვამს და ამის შემდეგაც ვიტყვი, რომ ლილე ნამდვილი მზე იყო. ზოგჯერ, როცა მაბრაზებდა პანტერასაც ვეძახდი, რადგან გადაღებისას, ყველაზე ცხადად ვიხილე ის, რასაც შემდეგში ამოუცნობი სილამაზე ვუწოდე. ხომ შეიძლებოდა ღვთაებრივ, ზეციერ, არაამქვეყნიურ სილამაზესთან შემდარებინა? მაგრამ ლილე ამოუცნობი იყო, იმ თავისი წითური თმით, რომელიც მზეზე მეტად სისხლს უფრო მოგაგონებდა, აორტის სისხლივით მუქსა და საშიშს, რომელთან თამაშიც არ ღირს, თორემ ერთ წამში საძილე არტერიაგადაჭრილივით მიგინაბავს თვალებს.
ამიტომაც დავარქვი მის სილამაზეს უჩვეულო. ღვთაებრივი და გასაგიჟებელი სილამაზეები აქამდე ბევრჯერ მყავდა ნანახი, მათთან ვწოლილვარ კიდეც და ცოტა ბანალურებადაც კი გარდაიქმნებოდნენ ხოლმე ზოგჯერ. ლილე კი მზე იყო... ხოლო, როცა მზესავით კაშკაშს შეეშვებოდა, გაბრაზდებოდა ან რამეზე გაღიზიანდებოდა, ის ჯოჯოხეთური სილამაზის მატარებლად იქცეოდა, რომელიც პანტერასავით მზად იყო ნებისმიერ დროს გადაესანსლე ისე, რომ შენს ძვლებსაც გემრიელად ჩააკნატუნებდა.
მისვლიდან რამდენიმე წუთში შემამჩნია ლილემ და მართლაც პანტერული თვალებით გააგრძელა პოზიორობა. რამის ამი*გა. რამის არა, მართლა ასე დამემართა, ოღონდ თავი გავაკონტროლე, რომ ბოლომდე არ დავღუპულიყავი. ბოლოს ფოტოგრაფთან მივიდა, სურათები დაათვალიერა და ასე ნახევარსაათიანი ლაპარაკის შემდეგ ჩემსკენ წამოვიდა. შორიდანაც ეტყობოდა, როგორი ხავერდოვანი კანი ჰქონდა, ფითქინა, ატმისფერ ტონში გადაწყვეტილი. გრძელი, ცოტა ზედმეტად გამხდარი ფეხებიც და დარწმუნებული ვარ, მაგ მომენტში ზუსტად თავისი ფეხების დემონსტრაციისთვის არ გამოუცვლია გადასაღები ფორმა. შიშველ სხეულზე ოდნავ მოღეღილი, ხალათივით მოცმული თეთრი ქურქით მომიახლოვდა. მე არ მახსოვს რას ვაკეთებდი, მხოლოდ ლილე მახსოვს იმ მომენტში, მისი თმა, რომელიც ამდენი სითეთრის ფონზე მთელი არსით ბრწყინავდა. ყველაფერს განგებ მიკეთებდა, ზუსტად ვიცოდი. ლილე ადამიანებს ჭკუიდან შლიდა, თავს აყვარებდა და შემდეგ ნაგავივით იშორებდა. მხოლოდ მერე გავიგე, რატომ ეზიზღებოდა ყველა, ვის მიმართაც, გარედან რომ შეგეხედათ, თითქოს კარგად იყო განწყობილი.
- პრეზერვატივებიც ხომ არ წამოგიღია შენი ქარხნიდან, სანამ აქ მოხვიდოდი? - მკითხა მაცდური ღიმილით. შემდეგში ყველაფერს, რომ თავისი სახელი დავარქვი, მაცდურის სახელწოდება გველურმა შეცვალა.
- ყოველთვის ასეთი სარკასტული ხარ? - ვკითხე გაბრაზებულმა - ჯერ არც ერთი ქალის ვინაობის გაგებაზე არ მიწვალია ამდენი.
- ოჰ, ძალიან საწვალებელი ვიყავი - გაეცინა. - დარწმუნებული ვარ, პირველივე შემხვედრმა ნაცნობმა იცოდა ჩემს შესახებ, შენ კი აზრზეც არ იყავი.
- ვაღიარებ კრუგერ - ხელები მაღლა ავწიე. ლილემ ცალი ტუჩით გაიღიმა.
- წავალ, გამოვიცვლი
- ეგრე იარე - შევთავაზე კმაყოფილმა.
- კარგი - როგორც არაფერი, ისე დამთანხმა. თავისი ჩანთა აიღო და მერე ისევ ჩემთან მოირბინა - წამიყვან სახლში?
- ის...მე...- პირველად ამერია ასე ტვინი. სრულიად შიშველ სხეულზე მოცმული ერთი ქურთუკით აპირებდა გამოსვლას, რომელიც უკანალლს ძლივს უფარავდა - რა თქმა უნდა, წაგიყვან - ვუპასუხე ეგრევე. ცოტა თავი ხელში უნდა ამეყვანა, ეს გოგო ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაოცებდა და დაბნეულობისგან ენის ჩავარდა არ იყო მიზანშეწონილი საქციელი ჩემი მხრიდან.
- მომწონხარ - თქვა, როცა მანქანაში ვისხედით. მზერა მისი ფითქინა მუხლებისა და თეთრი დეკოლტისკენ მეპარებოდა.
- მეც მომწონხარ - ვუპასუხე თავდაჯერებული ღიმილით. ლილემ თავისი ჩანთიდან ელექტრო სიგარეტი ამოიღო და ისეთი ბოლი დააყენა, გზას ვეღარ ვხედავდი. თუმცა გემრიელი სუნი ჰქონდა.
- კოქტეილის არომატი აქვს - მომიგო ღიმილით.
- შენს არომატს მაინც ვერ ფარავს. მთელი ეს დრო, მაინტერესებს რა სუნამო გასხია, მაგრამ ვერ მივხვდი. არადა, არომატებში კარგად ვერკვევი.
- ვერც მიხვდები. საფრანგეთში მზადდება ჩემი შეკვეთით. ექსკლუზივია - თქვა ამაყად და საკუთარი თმა დაყნოსა. - სასწაული ხართქო, მინდოდა მეთქვა, მაგრამ მისი თავდაჯერებულობა აღარ გავაძლიერე.
- სასიამოვნო სუნი აქვს - ასეთ დროს, კაცმა უნდა უთხრას სასიამოვნო და არა გასაგიჟებელი. სიმპათიური და არა უმშვენიერესი, თორემ ქალი იფიქრებს, ეს კაცი უკვე დაპყრობილი მყავსო და ქორწილამდე არ მისცემს. - დარწმუნებული ხარ, რომ სახლში გინდა წასვლა?
- რას მთავაზობ? - მკითხა წარბაწეულმა. თან მე არც მიყურებდა, პატარა პარფიუმერიის სარკე ამოეღო და მუქშინდისფერ, ოდნავ შავში გადასულ ტუჩსაცხს ისმევმდა.
- წამო, ბილიარდი ვითამაშოთ. არც ისე კარგად ვიცი, მაგრამ, ყოველ ჯერზე დავტკბები, როცა გადაიხრები ხოლმე მაგიდასთან - ვუთხარი სიცილით, ცოტა გავთამამდი.
- ღმერთო, უკვე არ ვიცი, რითი გასიამოვნო, წინ ისეთი იმედგაცრუება გელის.
- და ვინ, შენ გამიცრუებ იმედს? - გამეცინა. ახლა მე ვიყავი სარკასტული. არც ერთ ქალს არ გაუცრუებია ჩემთვის იმედი. უფრო სწორად, ვერ გაუცრუებია. არასდროს ვუახლოვდებოდი ვინმეს ისე, რომ შემდეგ ჩემს სასოწარკვეთაში ჩაგდების შანსი ჰქონოდათ.
- მე შენ გაგიცრუებ. ნინა შენს ძმაკაცს გაუცრუებს - გამიცინა ლილემ - დღეს უზარმაზარი თაიგული გაუგზავნა ნინას სამსახურში. მემგონი ავადმყოფი გყავს. - მითხრა დემნაზე.
- თაიგული? მართლა ავადმყოფია. ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ ქალს ყვავილები არ უნდა აჩუქოს. მითუმეტეს მაშინ, როცა ერთხელ გყავს ნანახი - ძალიან გავბრაზდი.
- მართალი ხარ. არ უნდა აჩუქოს - სრული სერიოზულობით დამეთანხმა.
- მოიცა - მისკენ მივატრიალე მზერა - და შენ რატომ ფიქრობ, რომ არ უნდა აჩუქოს?
- მაგისთვის რაღაც მიზეზები მაქვს. და შენ რატომ ფიქრობ?
- მეც ჩემი მიზეზები მაქვს - ვუთხარი გაღიზიანებულმა. ცოტახანი წყნარად ვიჯექით. მერე კი ლილეს შევხედე - შენ და ნინა დიდი ხანია დაქალობთ?
- კი. განსაკუთრებით მამაჩემის გარდაცვალებამ დაგვაახლოვა. ჩემი უფროსი და გახდა. - გაეღიმა.
- დემნას იშვიათად მოსწონს ქალი - მერე მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ ვთქვი და შევეცადე გადამესწორებინა - უფრო სწორად...
- დემნას იშვიათად მოსწონს ქალი სერიოზულად. ან იმის თქმა გინდა, რომ დემნას თუ მოსწონს ქალი, სერიოზულად მოსწონს. შენსავით თოჯინებად არ აღიქვამს - წამეხმარა ლილე და რას ვიტყოდი, მართალი იყო. ცოტახანს ორივე გავჩუმდით, მერე ლილე თავის ტელეფონში ათვალიერებდა რაღაცეებს. გაოცებისგან თვალები გაუშეშდა და თავში ხელი წაიშინა.
- მშვიდობაა? - ვკითხე გაკვირვებულმა. ისეთი დაფეთებული იყო, სახეზე ფერი შეეცვალა.
- ჩემი ერთი ნაცნობი - ამოიოხრა უსიამოვნოდ - მოკვდა.
- ვინ ნაცნობი?
- აფციაური - მითხრა ერთი მეცენატის გვარი. მეც ვიცნობდი შორიდან.
- ვასო?
- ჰო, ვასო.
- რამ მოკლა? - ძალიან გამიკვირდა.
- მანქანაში აფეთქებულა.
- გაუჩალიჩეს? - ვკითხე მე.
- არ ვიცი.... მოდი არ გვინდა ამაზე ლაპარაკი - ძალიან შეწუხებული ჩანდა და თვალებს მარიდებდა.
- რამე ურთიერთობა გქონდათ? - დავეჭვდი.
- მესამე წელია, რაც დამდევს... უფრო სწორად, დამდევდა.
- ვიღაცამ ჩამოგაშორა - ვთქვი ხუმრობით. ლილემ ისე დაფეთებულმა შემომხედა, იმ წამსვე მივხვდი, რომ რაღაც არასწორი ნათქვამი გამომივიდა. ნუთუ ისე დასწყდა გული, ხუმრობასაც სერიოზულად იღებდა? - არ მეგონა თუ გაბრაზდებოდი, მაპატიე - ვუთხარი გაკვირვებულმა.
- არაფერია - მიპასუხა ღიმილით. - მემგონი დაწყევლილი ვარ და ყველა, ვინც ამეკიდება, კვდება. ამიტომ, მოდი თავს ნუ შეიწუხებ ჩემი დევნით, არ მინდა, შენც მოკვდე.
-შენი ვ*აგინა დაწყევლილია თუ რა ხდება?
- მარტო ვ*გინაში რომ იყოს პრობლემა, რაღა უჭირს. - მითხრა კატეგორიულად. მე ნამდვილად დავინტრიგდი, თუმცა აღაფაერი მიკითხავს. მერე გაეცინა და განმუხტა სიტუაცია. მე ხმა აღარ ამომიღია, აქეთ-იქით დამყავდა მანქანა, უმისამართოდ, რომ დრო გამეწელა და მომეფიქრებინა, სად წამეყვანა.
- სადმე ვივახშმოდ - თქვა სასხვათაშორისოდ, თან სელფს იღებდა. ვერ ვიჯერებ, ბარში ამ გოგოს დაკერვა ასე გამიჭირდა, ახლა კი თვითონ მიადვილებდა საქმეს.
ერთ ძალიან მყუდრო რესტორანში მივედით, სადაც განმარტოებისთვის თხელი კედლები იყო მაგიდებს შორის. სრულიად მოულოდნელად ლილე კალთაში ჩამიჯდა. არ ვიცოდი, აქვე მე*მარა, იმიტომ, რომ საკუთარ ჰორმონებს საერთოდ ვეღარ ვაკონტროლებდი ამ „ეშმაკი ატარებს პრადას“ გამო, თუ დამეცადა კიდევ ცოტახანი.
- რა მოგართვათ? - გვკითხა მიმტანმა ბიჭმა. თან დიდად გაოგნებული არ ჩანდა ჩვენი ასეთი ქცევით, ალბათ აღარაფერი უკვირდა ან უარესებიც ჰქონდა ნანახი ასე საჯარო ადგილებში.
- რას შეჭამ? - ვკითხე ლილეს. ზედმეტად გატრუნული ვიყავი, ჩემს წვერს ხელებით ეფერებოდა, ტუჩებით ყურს მიწვალებდა.
- შენ შეარჩიე - მიპასუხა კრუტუნით.
- ერთი ბოთლი ქინძმარაული და ორი ფრანგული სტეიკი მოგვიტანეთ. - ვუთხარი მიმტანს, მერე ლილეს შევხედე - რატომ მაგიჟებ ასე? - ტუჩებში მინდოდა მეკოცნა, მაგრამ თავი გასწია. მართლა მზე იყო. სადაც უნდოდა იქ მიგანათებდა თავის სხივებს, შენ კი ვერ გათბებოდი თუ თავად არ მოისურვებდა, რომ გაეთბე.
- მიყვარს, როცა კაცებს ვაგიჯებ. - გაეცინა და თავის მაგიდასთან გადაჯდა. მე კი დამიტოვა ა*დგარი.
- და აღარ წვები მათთან.
- სახლში ვიბ*ატორების კოლექცია ისედაც ბევრი მაქვს კაცების გარეშეც. - მითხრა თამამად. ხმა ჩამივარდა, ისეთი აღგზნებული ვიყავი.
მთელი საღამო მიწვევდა, მაგიჟებდა. ზოგჯერ რაღაც თემებზე გადაჰქონდა ყურადღება. ძალიან ჭკვიანი იყო. ხელოვნებაც კარგად იცოდა და ეკონომიკაც, ყოველი ხმის ამოღებისას მაოცებდა. ბოლოს, როცა რესტორნიდან გამოვედით, წესით ჩემთან უნდა ამეყვანა და საბოლოოდ, სამეკმაყოფილებინა ეს უღმერთო მამაკაცური ჟინი, რომელიც ამ გოგომ საერთოდ უკონტროლო გამიხადა.
- ლეო - ამოიოხრა აფერისტულად და სახეზე ხელები დამადო - ძალიან ვწუხვარ - ვითომ საცოდავად გამოსწია ქვედა ტუჩი წინ. - ჩვენ ერთად ვერასდროს დავწვებით.
- რა სისულელეა - თავიდან უბრალოდ გამეცინა, მერე ცოტა შიშის სიცილში გადამეზარდა. ტუჩებში ნაზად მაკოცა. მინდოდა, ჩემი ენა მის პირში შემეყო და მადიანად ამომესრუტა ლილეს მთელი არომატი, მაგრამ თავი გასწია. შემდეგ ძალიან ნაზად წვერზეც მაკოცა.
- კაცთან არასოდეს დავწვები ლეო - გაეცინა ზედმეტად ბოროტულად.
- ვითომ რატომ? - ვკითხე იმ შიშით, რომ კაცებზე გამწარებული ფემინისტი ან წარსულში მოძალადე ქმრისგან გაწამებული ლესბოსელი იყო, თუმცა ერთის გამოსწორებაც შეიძლებოდა და მეორესიც, პასუხმა კი მთელი ცა თავზე ჩამომანგრია.
- ორგაზმს ვერ განცვიცდი. ჩემს სხეულს მაგისი შესაძლებლობა არსდროს ჰქონდა - მითხრა სიცილით. მე კი ქანდაკებასაცით გაშეშებული ვიდექი, ტუჩებზე ლილეს მუქი ტუჩსაცხის კვალი მქონდა შემორჩენილი და უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის პირველი ქალი იყო, ვინც იმედი გამიცრუა.


დემნა

ზუსტად მახსოვს პირველი ყვავილების თაიგული, რომელიც ნინას გავუგზავნე. საკუთარ თავს ვერ ვუჯერებდი, როგორ ერთ დღეში ამოვიჩემე ქალი, რომელმაც მკაცრად გამაფრთხილა, ჩემთან საქმის დაჭერაც კი არ სცადოო. თაიგული მინდვრის ყვავილებით, გვირილებით, ლურჯი ორქიდეებითა და თეთრი ვარდებით იყო გაწყობილი. არაფერი გრანდიოზული, უბრალოდ ლამაზი შეკვრა იყო თაიგულების ყუთში ჩალაგებული. მე კმაყოფილი, რაღაც სასიამოვნოს მოლოდინში ვიყავი, როცა მდივანს გავაგზავნინე და ღიმილით მითხრა, დაგვირეკეს, რომ პირადად გადაეცა შენგანო.
ზოგადად, ადამიანს თუ არ მოსწონხარ, ვერც ყვავილებით და ვერც ბრილიანტებით ვერ შეუცვლი გრძნობებს, თუმცა ბოლომდე ბრძოლა მახასიათებდა ყოველთვის. ქალებს მოსწონთ მებრძოლი კაცები და წესით, კაცებსაც უნდა სიამოვნებდეთ სასურველი მანდილოსნისთვის თავის მოსაწონებელი ბრძოლის ეტაპები. მე პირადად, პატარა ბიჭად მაგრძნობინებდა ხოლმე თავს. ტყუილია, რომ პეპლები მხოლოდ თინეიჯერი გოგონების მუცელში დაფრინავენ. ჩემს სხეულსაც იპყრობდა ხოლმე გავშვური გრძნობებისა და სიამოვნების ნაკადი, როცა ნინას უსიამოვნო, „თავი დამანებე“ მზერის მიღმა ყურებამდე გაღიმებული გოგონას სახე იმალებოდა. იმ დღეს რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ მომიცვა, როცა ტელეფონზე “unknown number”-მა დამირეკა.
- გისმენთ - ცოტა სოლიდური ტონი შევარჩიე.
- ყვავილები ყველაზე ბანალურია, რისი გაკეთებაც შეგეძლო - მეჩხუბებოდა ნინა. გამეცინა, გამეხარდა მისი ხმის გაგონება. თან იმასაც მივხვდი, სულ ფეხებზე, რომ ვეკიდო დასარეკად თავს არ შეიწუხებდა მეთქი.
- შენს ფანჯრებთან მომღერლების გუნდი მომეყვანა ცეცხლანთებული ფიალებით? - ვკითხე სიცილით.
- ყველაფერი დაივიწყე რაც მე მეხება და თავი დამანებე. ერთხელ მნახე. როგორ შეიძლება, ერთხელ ნანახ ქალს ასე გადაეკიდო. ყვავილები კი აღარასდროს გამომიგზავნო - ჩამყვირა ყურმილში და გამითიშა, მაგრამ მე, რის მე ვიქნებოდი, ყველაფერი რომ არ გამერთულებინა. ავდექი და იმ დღეს კიდევ ერთი ვარდების შეკვრა გავუგზავნე. პასუხმაც არ დააყოვნა და ორივე უკან დამიბრუნა. ცოტა გულიც დამწყდა, თუმცა მაინც არ დავყარე ფარ-ხმალი. ფსონი გავაორმაგე - ანუ ოთხი ბუკეტი გავუგზავნე. იმ დღეს მეტჯერ აღარ შემხმიანებია. როგორც ჩანს, დაიტოვა ჩემი თაიგულები. შეიძლებოდა ბანკერშიც გადაესროლა, თუმცა ყვავილების ასავალ-დასავალი ცოტა მოგვიანებით გავიგე, როცა ჩვენი ურთიერთობა იმ ფაზაში გადავიდა, ყველა შეკითხვაზე, რომ დაუფიქრებლად, გულწრფელად პასუხობენ ხოლმე წყვილები ერთმანეთს.



ლილე

ჰამბურგიდან ჩამოსვლისას, აეროპორტის ესკალატორიდანვე დავინახე ნინა. სანამ წავიდოდი, დიდხანს ვეჯიჯღინე, რომ მარტო არ გავეშვი, თუმცა მოგცილიაო მითხრა, ერთი შემომიბღვირა და სულ ეგ იყო. ფეხებგადაჯვარედინებული იდგა და მიყურებდა როგორ მოვდიოდი მისკენ. „ჯანდაბა, რა ლამაზია“- გავიფიქრე. გარშემო კაცები თვალებით აშიშვლებდნენ, თუმცა ახლოსაც კი ვერავინ ეკარებოდა. არ ვიცი, ეტყობა შუბლზე ჩემთვის შეუმჩნეველი ასოებით ეწერა, რომ მამაკაცთა მოდგმის ატანა აღარ აქვს. ზოგჯერ დაჩაგრულ, გარიყულ და გულნატკენ ფემინისტსაც ვეძახდი ხოლმე. ერთ მომაკვდინებელ მზერას მტყორცნიდა ამის გაგონებაზე, თუმცა გულში რაღაც მტკივნეულად ფხაჭნიდა, რაღაც დიდი ხნის წინ მივიწყებულ ჭრილობას უხსნიდა. ხოდა მეც შევეშვი ასე მიმართვას.
- ჩამოხვედი პატარავ? - ისე ჩამეფსვკნა, მივხვდი, რომ არ იყო ყველაფერი რიგზე.
- ჩამოვედი დიდო - გამეღიმა და მეც ძლიერად გადავეხვიე. ფიქრობდა, რომ მხდალი ვარ... მართალიც იყო. დასასვენებლად გავიქეცი მთელი ამ ამბების შემდეგ. ბევრი ვეხვეწე, რომ ჩემთან ერთად წამოსულიყო, მაგრამ უშედეგოდ. ნინას არასდროს სდომებია რეალობას გაქცეოდა, შეესვენებინა. მე კი მართლაც, რომ სიმხდალემ ამიტანა და თავი გავარიდე. - აბა რა ხდებოდა ჩემს არყოფნაში?
- არაფერი ლილე - ამოიოხრა და მანქანისკენ გავემართეთ ორივენი.- მიხარია, რომ ისევ საქმეში ხარ - არ ვიცი, ამით ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება იგულისხმა თუ ის, რომ სამოდელო ინდუსტრიას ისევ დავუბრუნდი.
- მეც მიხარია - ვუპასუხე და მანქანაში ჩავსხედით. ერთმანეთი ყოველთვის იმას გვახსენებდა, რაც ერთად გადავიტანეთ. გადატანილი კი არც თუ ისე კარგი იყო, ამიტომ დეპრესიული თინეიჯერებივით ვჩუმდებიდით ხოლმე. მაგრამ ეს სიჩუმე იმაზე ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ენაგაუჩერებელი ჭორაობა ახალ ამბებზე. ამ სიჩუმეში თითქოს ორივეს უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის ფიქრების. - ახალი ამბები გვაქვს? - ვკითხე ფრთხილად.
- მე რატომ მეკითხები? - მიპასუხა სიცილით.
- ალბათ იმიტომ, რომ შენი კომენტარი მაინტერესებს. დემნამ კენჭი უნდა იყაროს, გვერდით ვიღაც ქალი ჰყავს, რომელიც, სავარაუდოდ, სამჭმელს უკეთებს, სახლს ულაგებს, ნასკებს ხდის და კვირაში სამჯერ წვება მასთან. - ვთქვი სარკასტულად. მეზიზღებოდა დემნაც და ის ვიღაც ქერათმიანი გოგონაც, რომელიც საერთოდ არ აკმაყოფილებდა დემნას კრიტერიუმებს.
- კვირაში სამდღიან სექსზე გამეცინა - მითხრა და ძალით გაიცინა.
- სამდღიანზე კი არა, სამზე - შევუსწორე - ეს ძალიან ცოტაა. - ნინას ისევ ეცინებოდა. მერე ერთი სიახლე გამახსენდა, რომელიც გერმანიაში ყოფნისას გავიგე. - იცოდი, რომ ის, ვისავც ვერ ვიტან, გაზით გაგუდული იპოვეს საკუთარ ბინაში?
- ვიცი... საბრალო ავთო - თავი გააქნია ხელოვნური სინანულით. - ხომ იცი, რომ არც გამეხარდა, მაგრამ ვიტირე მეთქი, რომ ვთქვა, ვიცრუებ.
- არც მე არ მიტირია - გამეცინა - უბრალოდ... რა ვიცი, ჩემი ყველა მტერი კვდება. იქნებ გრძნეული ვარ?
- მაშინ ლეო რატოა ცოცხალი? - მკითხა ეჭვით. თან მაზოლზე ფეხიც დამაჭირა. მერე რაღაცნაირი სახე მიიღო, ეტყობა მიხვდა, რომ ლეო არ უნდა ეხსენებინა ხშირად, როგორც მე - დემნა.
- ეტყობა ჩემს ქვეცნობიერს ეს სიძულვილი, რომელსაც მის მიმართ ვგრძნობ, ჯერ კიდევ არ აქვს ბოლომდე გააზრებული
- ალბათ. იქნებ მაგიტოა ცოცხალი დემნაც?
- პრეზიდენტი თუ გახდა, დიდხანს არ აცოცხლებენ - გამეცინა ბოროტულად. მერე დემნა გამახსენდა. თავისი ღიაჩალისფერი თმით, ნინას დანახვაზე მისი გაბადრული სახე გამახსენდა, ბავშვური სიცილი, რომელიც ბედნიერებისგან ლოყებს უჩხვლეტდა. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩაიდინა, დემნა არ უნდა მოკვდეს, ალბათ არასდროს!
- ცუდად უყურებს ეს მთავრობა. ისე თვალდახუჭული მიჰყვება ხალხი მაგ ლაწირაკს, თითქოს დიდი ბელადი ყოფილიყოს - გაეცინა ნინას - სერიოზული შანსია, რომ მთავრობას დემნა და მისი ხალხი ჩაანაცვლებს - „მისი ხალხის“ თქმისას აქცენტი ლეოზე გააკეთა.
- ლევანი მინისტრად? - გამეცინა.
- დავიღუპეთ - ნინასაც გაეცინა. - იმ დღეს ლეომ დამირეკა, არ ვუპასუხე.
- რა სასაცილოა. დემნა მე მირეკავს, იმიტომ, რომ შენთან ლაპარაკის ტ*აკი არ აქვს, ლევანი შენ გირეკავს. ნეტა რა უნდოდა?
- ალბათ შენთან დაკავშირება.
- ჰო, ფეისბუქზე დავბლოკე. სხვა „პროფაილიდან“ მომწერა, მაგრამ არ მიპასუხია.
- ყოჩაღი გოგო ხარ. არაუშავს.
- რა უჭირს - ჩემი სასოწარკვეთილი თავი გავიმხნევე - ორგაზმის არ ქონას, მაინც შეჩვეული ვიყავი - ვთქვი მხიარულად. ორივეს გაგვეცინა, თუმცა სატარელი უფრო იყო ჩვენი მდგომარეობა.
ყველაფრის გასაანალიზებლად, რაც გადავიტანეთ, ალბათ რაღაცეების გახსენება მომიწევს. მემგონი, სჯობს იქიდან დავიწყო, ლეოს, რომ ჩემს უორგაზმობაში გამოვუტყდი. ასე მოქცევა ძალიან მიყვარდა. მხოლოდ მე ხომ არ ვიქნებოდი ცხოვრებისგან იმედგაცრუებული, დაუკმაყოფილებელი ქალი? სამიზნეს ვაგიჟებდი, ჭკუიდან გადამყავდა, შემდეგ კი ვეუბნებოდი იმას, რაც ვერასდროს მოხდება - მე არასდროს გავხდებოდი მათი! ეს კი ანადგურებდათ. თავიდან, ალბათ ჩემზე ფიქრში მას*ურბირებდნენ, სხვა ქალებთან ჟ*მაობისას, მე წარმომიდგენდნენ ხოლმე, თუმცა ლეოს შემთხვევა სულ სხვანაირი აღმოჩნდა. არადა, ერთი შეხედვით, მართლა მეთევზე მეგონა, ყოველ დღე ანკესზე წამოცმული ახალი თევზით, რომელიც უძლურად ფართხალებს, თუმცა წასასვლელი არსად აქვს. ლეოს ქალებსაც არსად ჰქონიათ წასასვლელი, გარდა მისი მკლავებისა და ეს აშკარა იყო - მის შარმს ვერსად გაექცეოდნენ, რაც არ უნდა ეფართხალათ.
იმ დღის მერე, როცა ლეომ ჩემი თანდაყოლილი დაავადებისა თუ რა ჯანდაბაც ჰქვია, იმის შესახებ გაიგო, მეგონა საბოლოოდ დამანებებდა თავს. სინამდვილეში კი პირიქით. მეორე დღეს ჩემი სახლის კარებთან დამხვდა ატუზული. ხელში ყვავილების შეკვრა ეჭირა. მე კი აბაზანიდან ახალგამოსული ვიყავი, ტანზე აბრეშუმის ღია იასამნისფერი თხელი ხალათი მეცვა და სულ ეს იყო. შემეცოდა კიდევაც, ისე ვნებაახსნილი მიყურებდა თან ისიც იცოდა, რომ ჩემი ლოგინში ჩათრევა ვერ მოხერხდებოდა.
- ხომ იცი, რომ ყვავილები არ მიყვარს? - ვკითხე სიცილით. ჩვეულებრივი ყვავილი არ იყო, რაღაც უცნაური ხის ყვავილი იყო, ტოტზე აკინძული. ორქიდეასაც ჰგავდა. გარშემო ნაძვის გირჩებით იყო გაფორმებული.
- სილამაზისა და ესთეტიკისთვის არ მიყიდია. ამ ყვავილს ფიჭვის წიწვებთან ერთად წყალი დაასხი და ნახარში გააკეთე. ყოველ დილას უნდა სვა. აბებს მოგიტანდი იმავე რეცეფტით დამზადებულს, თუმცა ბუნებრივი საშუალება მეტ ეფექტს იძლევა.
- დამცინი? - გადავიხარხარე.
- არ დაგცინი, მუკუნა ჰქვია მაგ ყვავილს და ელ-დოპას გამოყოფს - მითხრა სრული სერიოზულობით.
- ეგ რა არის? - კარს გამოვეცალე, ვანიშნე, რომ შეეძლო შემოსულიყო. თან მელაპარაკებოდა, თან სახლს მითვალიერებდა. მე კი ვიცინოდი. ახლა მართლაც, საყვარლად მეჩვენებოდა. სერიოზული, საქმიანი ლაპარაკი ძალიან უხდებოდა.
- ელ-დოპა ძალიან ძლიერი ფსიქო ჰორმონია, რომელიც დოპამინს გამოყოფს. დოპამინი კუნთის გაზრდას, ადამიანის ჯანზე ყოფნას უწყობს ხელს და რაც მთავარია, სექსუალურ ცხოვრებას აძლიერებს. შენს გინეკოლოგთან ვიყავი, შოთასთან. ანალიზებსა და გამოკვლევებს გადავხედე. ელ-დოპის გაძლიერება შენს ტვინს ძალას დაატანს, რომ დოპამინი გამოყოს, სწორედ ეს გჭირდება - სანამ პირდაღებული ვუსმენდი, ჯიბიდან კოლოფი ამოღი კიდევ რაღაც წამლის. - ეს ირმის დაფქული რქებია. ჭამის მერე ერთი ჩაის კოვზი შეჭამე ხოლმე.
- ირმის? ამისთვის ირმებს კლავენ? - თვალები დავაჭყიტე.
- ოჰ, იმ დღეს, რომ გეცვა, იმ ქურქის გამო წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, რამდენი მელა გაატყავეს? გამომივიდა აქ ბუნების დამცველი პარტიზანი,. -მისაყვედურა უკმაყოფილოდ.
- კარგი ჰოო - ნამდვილად ჩამჭრა - უბრალოდ, რაღაც მინდა გკითხო და გულახდილი იყავი.
- გისმენ - თავისი მუქი ფერის თვალები მომაყრო. უფრო სწორად, აქამდე მუქი მეგონა, ახლა კი თვალის გუგის გარე წრე თითქმის ბალახისფერი მოუჩანდა. - ჯანდაბა, შე ქამელეონო - დავიბოღმე. მე ყოველთვის შავი მქონდა ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ერთი ფერის გარეგნობა გვქონდა. ერთ ფერში იმას ვგულისხმობ, რომ ორივენი წითურები და ღია კანისანი ვიყავით.
- რაღაც უნდა გეკითხა - გადაატრიალა თვალები.
- ჩემს გინეკოლოგთან იყავი. არ ვიცი, როგორ და რანაირად გაიგე ვისთან გავდიოდი ადრე მკურნალობას, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ამდენი წამალი მომიტანე, თან ყველაზე იშვიათი და სად იშოვე, მაგაზეც არ მაქვს წარმოდგენა. ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებ, რომ ჩემი საწოლში ჩათრევა გინდა? - ჩემმა კითხვამ ლეო ძალიან გააბრაზა. წამლის ყუთი მაგიდაზე დადო და კარებისკენ წავიდა.
- ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ ორგაზმი ბედნიერება არაა, თუმცა ბედნიერებაც არაფერია ორგაზმის გარეშე. ყველა ქალი იმსახურებს სექსისგან სიამოვნების მიღებას. განსაკუთრებით კი თუ ლამაზი ქალია...შენსავით ლამაზი - ბუზღუნებდა გაბრაზებული.
- კარგი - გამეცინა, თუმცა მაინც ბრაზობდა - მადლობ - ვუთხარი წასვლამდე. - რომც არაფერი გამოვიდეს, მაინც მადლობ.
- არაფერს - შემოტრიალდა ღიმილით.
- ბოლო კითხვასაც დაგისვამ - ბოლომდე მაინც ვერ დავიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა.
- გისმენ.
- ამდენი რამე საიდან იცი? შენ ხომ, რა ვიცი, ბიზნესმენი არ ხარ?
- ჰო, მაგრამ ადრე ექიმი ვიყავი. კარგი ექიმი, მაგრამ დისკვალიფიკაციის მსხვერპლი გავხდი, როცა მეოთხედ შემომისწრეს პაციენტან ჩემს კაბინეტში. - ამის გაგონებაზე გადავბჟირდი.
- მაგარია - ვხარხარებდი ხმამაღლა.
- ლამაზი სიცილი გაქვს, მაგრამ ცოტაც და ცხენივით აჭიხვინდები - მთხრა უკმაყოფილოდ.
- კარგი, კარგი, აღარ დაგცინებ. - ხელები მაღლა ავწიე - პრეზერვატოვების გარდა, ტრეფიკინგის ბიზნესიც ხომ არ გაქვს? - მაინც არ მოვეშვი ცინიზმს.
- არა. მხოლოდ ვიაგრა, პრეზერვატივი, ქალის ტამპონები და რამდენიმე კაზინო.
- „ни хрена себе“ - ამოვთქვი გაოგნებულმა - კარგია, რომ ჯერ არ დაგიჭირეს.
- ჯერ ეს ერთი, ეგ ჩემი გამოთქვაა და „не хрена себе“-ა სწორი ფორმა - შემისწორა - მეორეც, კაზინოს ბიზნესისთვის არავის იჭერენ.
- მთელი ცხოვრებაა „ни хрена себе“- ს ვამბობ და მერწმუნე, ლიტერატურაში ეს ჟარგონი უფრო ჭარბობს.
- კაი, როგორც გინდა - ხელი ჩაიქნია - ხვალ საღამოს შევხვდებით.
- საიდან დაასკვენი, რომ შევხვდებით?
- მე შენი გმირი უნდა გავხდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემთან სიახლოვე გჭირდება - გამომიცხადა თამამად.
- ანუ?
- ანუ ეცადე დღეში ხუთ ღერ სიგარეტზე მეტი არ მოწიო და მხოლოდ ის ალკოჰოლი სვი, რასაც მე შევარჩევ.
- მამაც ხომ არ დაგიძახო? - ვკითხე გაბუსხულმა.
- კი, შენი მამიკო ვარ - თვალი ჩამიკრა მაცდურად.
- დაიკარგე აქედან... მამიკო - მეც მაცდურადვე ვუპასუხე. ერთი ამათვალ-ჩამათვალიერა. ეს ხალათი მზეში ლანდავდა და მაგასაც მეტი რა უნდოდა, გამიცინა და წავიდა. - ჩვეულებრივი ექიმბაში ხარ - მივაძახე, სანამ ბოლომდე დაძრავდა მანქანას.

ნინა
ლილე მიმყავდა სახლში. ორივე მანქანაში ვისხედით და ახლა ყველაზე ცხადი იყო ჩემი დეჟავუ. ზუსტად იგივე სიტუაცია გამახსენდა ორი წლის წინათ მომხდარი: მე საჭესთან ვარ, ლილე გვერდზე მიზის. ტელეფონში რაღაცეებს ჩაჰკირკიტებს და თან ეცინება.
- რა ხდება? - ვკითხე ლილეს.
- ლეო მწერს - მიპასუხა სიცილით.
- ოჰ, ლეო - ამოვიოხრე - ხომ არ ეტყოდი, რომ სჯობს, მისმა ძმაკაცმა ჩემგან თავი შორს დაიჭიროს?
- კაი რაა - შემომხედა მობეზრებული სახით. - მე ორგაზმი იმიტომ არ მაქვს, რომ ფიზიკურად არ მაქვს. შენ კი უკვე ობი მოგედო შენივე ნებით. წადი, გაერთე. მშვენიერი ახალგაზრდა ბიჭია დემნა, ჯან-ღონით სავსე.
- ფუ - გავაქნიე თავი - მეზიზღება ყველა კაცი.
- ვერ ვხვდები, რატომ? - მაშინ ის პერიოდი იყო, როცა ლილეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაკარგული კაცობრიობის რწმენა.
- უბრალოდ ამაზრზენები არიან. - ვუპასუხე ზიზღით. ამ ქვეყნად, ყველა კაცმა გამიცრუა იმედი. მამაჩემმა, რომლის ასავალ-დასავალი 10 წლის შემდეგ არ გამიგია, ჩემი პირველი ქმარი, რომელიც ნამდვილი ღორი აღმოჩნდა. ან ალბათ ძალიან პატარა ვიყავი, როცა გავთხოვდი, იმისთვის, რომ კარგი და ცუდი გამერჩია ერთმანეთისთვის. მხოლოდ ლილეს მამა აღმოჩნდა ნორმალური ადამიანი, რომელმაც სამსახურში ამიყვანა და სიკვდილამდე ერთმანეთის ერთგულები დავრჩით. ერთგულებში ის არ იგულისხმება, თითქოს საყვარლები ვყოფილიყავით. სამსახურეობრივ მოვალეობას პირნათლად ვასრულებდი და ყოველთვის კმაყოფილი იყო. თავის სასიკვდილო დაავადებაზე რომ შეიტყო ირაკლიმ, მხოლოდ ის მთხოვა, მისი გარდაცვალების შემდეგ, ლილეზე მეზრუნა. და მართლაც, დღემდე ვზრუნავ მასზე, ისიც ისეთი საშინელი არ აღმოჩნდა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს ხოლმე. ლილემაც დაიწყო ჩემზე ზრუნვა. ორივემ კარგად ვიცოდით, რომ მამამისი ჩვენი ცხოვრების ერთადერთი ნათელი მამაკაცი იყო. მისთვის მამა, ჩემთვის კი ადამიანი, რომელმაც იმედი დამიბრუნდა. ორივენი რაღაცნაირად ირაკლის დანატოვრად ვითვლებოდით და ამის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობა მეგობრობიდან უფრო მნიშვნელოვნად გადაიზარდა - მე და ლილე ოჯახი გავხდით.
მოკლედ, როგორც ვთქვი, ორი წლის წინაც ასეთივე სურათი იყო. იმ განსხვავებით, რომ ახლა ლილეს ლეოსთან მესიჯების წერას სიკვდილი ურჩევნია.
- ლექსებს მწერს - თქვა ხარხარით ლილემ.
- რაა? ნორმალურია? - გამეცინა.
- არა, შეხედე: „ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი, წუხელ ოცნებას ცისკენ მივყავდი, მე დავდიოდი შენ სახლის ირგვლივ, და შენ, ძვირფასო, სხვაგან იყავი“ - წაიკითხა ლილემ გამოთქმით და ორივეს სიცილი აგვიტყდა. - ღმერთო, კიდევ მწერს.
- კიდე წაიკითხე - ძალიან გავმხიარულდი.
- შენი დასაცინია ამხელა კაცი? - მისაყვედურა და პატარა ბოთლიდან რაღაც ნახარში დალია, რომელსაც ეს დღეები, ყოველ დღე სვამდა.
ლილე სახლში მივიყვანე, მე კი სამსახურში გავედი. ორივეს ერთი სამსახური გვქონდა, უბრალოდ ის ყველაფრის მეპატრონე იყო, მე კი ფინანსურსა და სხვა, კიდევ ცოტა უფრო ბინძურ საქმეებსაც ვაგვარებდი. ლილე ჯერ კიდევ ვარდისფრად ხედავდა სამყაროს, ვერ წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა მტრები ჰყოლოდა. სამაგიეროდ, მე მასთან ერთად ვიყავი, მტრებისა და ბოროტი კონკურენტების საქმეებს მე ვაგვარებდი ხოლმე მასთან შეუთანხმებლად. დაე სცოდნოდა, რომ სამყარო მართლა ვარდისფერი იყო.
იმ დღეს, ნორმალურადაც არ ვიყავი ოფისში მისული, რომ კიბეებიდანვე მეცა ვარდების სურნელი. ჩემი მდივანი იდგა და პირდაღებული მომჩერებოდა.
- არ ვიცოდი, რა მექნა. მოჰქონდათ და მოჰქონდათ - მითხრა დაბნეულმა. ჩემს კაბინეტში შევიხედე. ყველგან ვარდები იყო, ყველანაირი ფერის, ზომის, წონის და საოცარი არომატით.ჩემი ფეხის შესადგმელი ადგილიც კი აღარ იყო. გაოგნებისგან კედელს მივეყრდენი და ცოტახანს, ხმა ვერ ამოვიღე. - უნდა დავაბრუნოთ ესეც? - მკითხა მდივანმა. გაუაზრებლად ვუყურებდი მასაც და ყვავილებსაც.
- არა - ვთქვი არეულმა და თავი გავაქნიე.
- რა ვუყოთ?
- არ ვიცი - ვუპასუხე და სიცილი ამიტყდა.
დიდხანს არ გაგრძელებულა იმ დღეს ჩემი მხიარულება. ავდექი და სამსახურში დავადექი დემნას. ეს ლაწირაკი ბიჭი ძალიან ზედმეტად აქტიურობდა. ნამდვილად არ მინდოდა, პარლამენტარი 10 წლით პატარა ბიჭის საყვარლის ტიტულის აკიდება. თან არ იყო პოპულარობისთვის შესაფერისი დრო. დემნას კაბინეტში ავედი და დაუკაკუნებლად შევაღე კარები. მადლობა ღმერთს, მარტო იყო.
- ნინა - ამოთქვა გაშეშებულმა. თვალები ისე გაუბრწყინდა, თითქოს ბედის საჩუქარი ვყოფილიყავი. წამოდგა და სახეგაბადრულმა დამიწყო ყურებდა.
- ჯანდაბა! რას ნიშნავს ეს ყველაფერი - საშინლად ვბრაზობდი - და, რატომ გადაწყვიტე, რომ შეგიძლია ისე მოიქცე, როგორც გინდა? არ მომწონხარ, დაგიმარცვლო? არ მომ-წონ-ხარ - მართლა პატარა ბავშვივით ვტუქსავდი და იმ წამს საშინლად მოვიქეცი ალბათ, ვერც კი წარმომედგინა, რომ ის ჩემი ცხოვრების სიყვარული გახდებოდა. შეიძლება, წარმომედგინა კიდეც, უბრალოდ ამის იმდენად მეშინოდა, ყველაფერს ვაკეთებდი მოსალოდნელი გრძნობების თავიდან ასაცილებლად.
- დაამთავრე? წყალი, ხომ არ დაგისხა? - მკითხა გახარებულმა.
- შენ დებილი ხარ თუ თავს იდებილებ? ვინ მიგიღო პარლამენტში?
- რა ვიცი, დოქტორის ხარისხი მაქვს დაცული და ალბათ განათლებულიც ვარ - მითხრა სიცილით.
- აღარ გაბედო, ოდესმე ჩემთვის ვარდების გამოგზავნა - საჩვენებელი თითი ავუწიე გაბრთხილების ნიშნად.
- იქნებ საქმე ვარდებშია და სხვა ყვავილი მოგწონს?
- სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ - აქეთ-იქით გავიხედე გამწარებულმა. თეთრი დაფა ჰქონდა ჩამოკიდებული კედელზე და დღის გეგმა ეწერა მარკერით. გაგიჟებული მივვარდი ამ დაფას, იქვე წასაშლელით წავუშალე ყველაფერი და შავი მარკერით დავუწერე: „შემეშვი, ლაწირაკები არ მიზიდავენ“. - კმაყოფილი ხარ? - შევტრიალდი მისკენ და დამცინავად ვკითხე.
- ერთ მშვენიერ დღეს, პრეზიდენტი გავხდები და შენ პირველი ლედი იქნები ნინა - ერთ წამში გადამიწყვიტა ბედი თავდაჯერებული ღიმილით.


* * *

ლეო

ჩემს წინ უცნობი ქალი დგას. დღეს საღამოს გავიცანი და ალბათ იმიტომ ამოვიყვანე ჩემთან სახლში, რომ საკუთარი თავისთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა რა *ლეც ვარ. ქალი ლამაზია, ქერა თმა აქვს და თაფლისფერი თვალები. ტანსაცმელს იხდის, თუმცა, ნაბიჯების მიხედვით თუ გადმოვცემ ამას, ყველასთვის მარტივი გასაგები იქნება.
ნაბიჯი პირველი: უცნობი ქალი წელს ზემოთ იხდის ტანის სამოსს. ნაცნობი ქალის აჩრდილი კი არ მასვენებს. საწოლზე ზის, მისი ფეხები იმაზე უფრო თვალსაჩინო და მიმზისველია ჩემი წამებისთვის, ვიდრე მოჩვენებას შეეფერება.
- ისევ ჩემზე ფიქრობ - მეუბნება წითური ქალის ლანდი. საწოლიდან დგება და მიახლოვდება. მე კი თვალებს ვხუჭავ. არ მინდა მისი დანახვა, აღარ მინდა სხვასთან დაწოლა და მასზე ფიქრი. დავიღალე.
- რამდენი რამე დამრჩა სათქმელი - ვეუბნები თვალებით. ფანჯრის ჭუჭრუტანიდან მზე შემოიჭრა, მოჩვენების სახე ახლა უფრო გამოკვეთილდ ჩანს და მე მახსენდება თითოეული შეხება, თითოეული წამი მასთან გატარებული. მისი სურნელი ჯერ კიდევ ტრიალებს ჩემს ოთახში. მე კი არ შემიძლია მისი სუნამო ვიყიდო, ყოველ მეორე ქალს დავასხა, ვისთანაც ვწევარ და წარმოვიდგინო, რომ მზე ჩემთანაა.
- მაგრამ არაფერი გითქვამს - ეღიმება მზიან ქალს.
ნაბიჯი მეორე: უცნობი ქალი ქამარს მიხსნის, შარვალს მიწევს, შემდეგ დაბლა იხრება, ჩემს ღირსებას ჯერ ხელით ეფერება, შემდეგ კი წუწნის. კვნესას ვიწყებ, არაამქვეყნიურ სიამოვნებას მანიჭებს ეს ყველაფერი თუმცა საკუთარი თავის ზიზღსსაც მმატებს.
- მაინც ჩემზე ფიქრობ - მეუბნება აჩრდილი. სიძულვილით დაჰყურებს ქალს, რომელიც მთელი ვნებით მლოკავს, დროდადრო კი მკერდსაც მიახმარს ხოლმე.
- არ შემიძლია უშენოდ - ისევ უხმოდ ვეუბნები, თვალებით ვეუბნები და ვგრძნობ, როგორი ლაჩარი ვარ. მე ერთხელაც არ მითქვამს მისთვის, როგორ მიყვარდა.
- ხომ ხედავ, მშვენივრად შეგძლებია - მსაყვედურობს და უკან იხევს.
- არ წახვიდე, გთხოვ - ვევედრები ქალს, თუმცა ის აღარ მისმენს. ნაწყენია, გულმოკლული და დამცირებული. ჩემს ცხოველურ სიამოვნებას ვერ ვაკონტროლებ. სასაცილოც კია, რომ სხეული ასეთ ნეტარებაში, სული კი შიგნიდან დამპალი, გახრწნილი ხორცივით ჩამოჰკიდებია ტანს და არ ვიცი, სხეულით დავათრევ სულს თუ სული უკვე აღარ მაქვს. სიამოვნებას ვგრძნობ, დიდ სიამოვნებას და ამ სიამოვნების წიაღში, მე მაინც მახსენდება ჩემი მზე, რომელიც აღარ მათბობს...

* * *

ერთ საღამოს ბარში ვიყავი ისევ, დემნა თავის „საპარლამენტო-საგაუგებრო“ საქმეებზე დარბოდა. პრეზიდენტობის სერიოზული მოთხოვნილება გაუჩნდა მოულოდნელად. მე ვიღაც ქალთან ვიდექი და ეს-ესაა, უკვე ვეღარ ვითმენდი, ისე მინდოდა ერთი მაგრად მომე*ყნა, რომ ლილე შემოვიდა. მწვანე, ტანზე მომდგარი კაბა ეცვა, თოვლივით თეთრი ზურგი მთლიანად უჩანდა, მკერდი კარგი ზომის ჰქონდა, თუმცა სხეულის ყველა ძვალი გამოკვეთოდა სიგამხდრისგან. ვგიჟდებოდი ასეთი აღნაგობის ქალებზე. არ ვიცი რატომ, თუმცა „ხელზე, რომ გვხდება, ისეთ ხორცს“, ლილეს აშოტილი, ასანთის ღერებივით ჩამოთხელებული ფეხები მერჩივნა. ჩემს გვერდით დაჯდა, ისევ ყინულებიანი ვისკი მოითხოვა. ერთი გადაჰკრა, მერე მე და ჩემთან მდგომ ქალს შემოგვხედა.
- კაი ძუ*უები აქვს - ცერა თითით მიმითითა კარგიაო.
- ეს ვინაა? - მკითხა გაღიზიანებულმა ქალმა.
- მაგის ძმაკაცი ვარ - უპასუხა ლილემ, კიდევ დალია და თვალი ჩაუკრა. ისეთი ლამაზი იყო, ბარში ვერავინ სწყვეტდა თვალს. იმ დღეს, აზრზე არ ვარ, იეჭვიანა თუ არ იეჭვიანა, მაგრამ ფაქტია, ისე იქცეოდა, თითქოს ჩემთვის ქალის შერჩევა სიამოვნებას ანიჭებდა.
- ეს ლილე არ არის? - მკითხა იმ ქალმა, წეღან, რომე ერთი სული მქონდა, როდის გავაშიშვლებდი.
- ჰო, იცნობ?
- მოდელია - თვალები დააწვრილა და ისე შეხედა. მინდოდა მეთქვა- ჰო, ძალიან ლამაზია. ქალი, რომ ვიყო, მეც დავიბოღმებოდითქო- მაგრამ თავი შევიკავე.
- ორი წამით დამელოდე - ვუთხარი ქალს და ლილესკენ წავედი. მაგიდასთან იჯდა მარტო, სიგარეტს ეწეოდა და ალკოჰოლს სვამდა.- რა ჯანდაბაას აკეთებ, გითხარი ბევრი არ დალიო მეთქი - ლილეს გაეცინა.
- ეს ქალი არ უნდა გამაზო - მითხრა მხიარულად. - მართლა მაგარი ძუძ*ები აქვს, ერთხელ მაინც კი უნდა ი*მაროს კაცმა.- მის სიტყვებზე ერთი ამოვიოხრე.
- გინდა სამში? - შევთავაზე. მან კი წარბი ასწია და დამიბღვირა.
- ორივეს უნდა გასიამოვნოთ და მე უგრძნობლად ვიდო საწოლზე?
- ვიხუმრე. - ვუთხარი და თავზე ვაკოცე. ძალიან გაუკვირდა ჩემი ასეთი ქცევა.
- მალე დაბრუნდი, მარტო ყოფნა მეზარება - წასვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რა ვქნა, მართლა მაგარი მკერდი ჰქონდა იმ ქალს. მეც გავედი ქალთან ერთად ცოტახნით გარეთ. გზაში იმასაც ვფიქრობდი, რომ ლილე მართლა ჩემი „ძმაკაცია“. სექსი ჩვენ არ გვქონდა და აქეთ მიბიძგებდა სხვებთან დაწოლისკენ.
იმ გოგოს სახლში ან სასტუმროში აყვანა არ დამცალდა. პირდაპირ მანქანაში გადმოვიდა შეტევაზე. რა თქმა უნდა, გული არ დამწყვეტია. წინა სკამზე ვისხედით. უფრო სწორად, ის ჩემზე იჯდა. ტიტანიკი მახსენდებოდა და სიცილს ვერ ვიკავებდი, თუმცა ვაღიარებ, რომ ძალიან აღგზნებული ვიყავი. რბილი ძუ*უები ჰქონდა. მის მკერდში დავაცურებდი ხელებს, სანამ ჩემს *ლეზე იყო შემომჯდარი და ხმამაღლა შფოთავდა, მე დროდადრო თვალებს ვხუჭავდი. სხვა სხეულზე ვფიქრობდი. ლილე უფრო გამხდარი იყო, ლავიწები გამოკვეთილი ჰქონდა და ახლა, ბარში იჯდა ალბათ.. მარტო.
- არ გაჩერდე - ყვიროდა ქალი. მეც არ ვჩერდებოდი. ლილე ბარში იჯდა, ალკოჰოლს სვამდა და მაცდურად იღიმოდა. მისი ღიმილი მართლა მზე იყო. გამახსენდა, რომ მისი კოცნის შემდეგ, სხვისი პირისთვის აღარ წამიტანებია ტუჩები. მემგონი მხეცი ვიყავი. უკოცნელად, მოუფერებლად ისე გავჩრიდი ხოლმე ჩემს ასოს ქალის ვა*ინაში, მარტო აქედან ჩანდა, რომ ინსტიქტებს ვიყავი დამონებული. ქალის ტ*აკს ხელებს ვუფათურებდი, ორივე გვარიანად ვოხრავდით. ქალი ჩემს სახელს კიოდა, მე კი მისი სახელი აღარ მახსოვდა(როგორც უმრავლეს შემთხვევაში ხდება ხოლმე).
- გაა*ავე? - ვკითხე ქალს. უსიტყვოდ დამიქნია თავი, აქამდეც უნდა მივმხვდარიყავი მისი კივილისა და მოჭერის საფუძველზე. „ჯანდაბა! სხვაზე ვფიქრობ“ - გამოვუტყდი საკუტარ თავს. ქალი გვერდით გადაჯდა და შელახული ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო. შემდეგ მანქანიდან გადავედით. დავპირდი დაგირეკავთქო, თუმცა მისი საკოცნელად მოწეული სახე დავაიგნორე. ბარში ხომ ლილე იჯდა და მახსენდებოდა მაშინ, რესტორანში ჩემს გასაგიჟებლად როგორ მეფერებოდა ნაზად წვერზე.
* * *



ნინა

დემნა ჩემს ყოფილ ქმარს არაფრით ჰგავდა. პირიქით, მისი გაცნობის შემდეგ მამაკაცთა მოდგმა სულ სხვაგვარად აღვიქვი. ბავშვური იყო, გულუბრყვილო, ნამდვილი ჯენტლმენი. ფეხი, რომ გადამტრიალებოდა, შეეძლო კილომეტრები ხელში აყვანილს ვეტარებინე. ახლა დემნა ჩემთვის აღარ არსებობს, ღიმილისას ლოყებდაჩხვლეტილი თაფლისფერთვალება ბიჭის სიძულვილი. ან როგორ უნდა მძულდეს? ზღაპრიდან გადმოსულ უფლისწულს ჰგავდა. მიუხედავად იმისა, რომ მე არაფრით ვიყავი პრინცესა, მაინც ზღაპრის გმირივით შევუყვარდი. როგორც თვითონ გამომიტყდა, ერთი დანახვითო. ამიტომაც ვირწმუნე ადამიანების ხელახლდა, დემნას მაგალითზე სიკეთის ვირწმუნე მაშინ.

* * *

ერთადერთი რამ, რაც წინა ცხოვრებისგან შემომრჩა, ბებიაჩემი იყო. სამწუხაროა, რომ დღემდე დედაჩემის სახელს მეძახდა სკლეროზის გამო, თუმცა იმას მაინც მახსენებდა, თურმე ოდესღაც, საკუთარი ოჯახი მქონია. ცივი და საძაგელი ვინმე ვიყავი, მხოლოდ ლილე მიყვარდა... სკლეროზიანი ბებიაჩემიც, აგრეთვე. ყოველწუთიერ პატრონობას, რადგანაც ვერ ვუწევდი, დამხმარე მყავდა დაქირავებული. სამსახური, კიდევ მეორე სამსახური და ყოველდღიური ცხოვრება არ მაძლევდა საშუალებას, რომ ბებიაჩემისთვის მიმეხედა. მისთვის ალბათ სულ ერთი იყო, ყველა ქალს დედაჩემის სახელს ეძახდა და შესაბამისად, დიდად ვერ გვარჩევდა მე და მომვლელს.
ერთხელაც სახლში მისულს, ძალიან ეჭვიანი თვალებით დამხვდა ბებიაჩემი.
- ნატო, შეყვარებული გყავს? (ნატო დედაჩემს ერთქვა)- მკითხა დაწვრილებული თვალებით.
- არა ბებო. არ მყავს - გამეცინა.(მაინც ბებოს ვეძახდი)
- აბა, ეს ყვავილები რატომ გამოგიგზავნეს? - მკითხა და სამზარეულოსკენ გაიშვირა ხელი. გაცეცხლებული შევვარდი. ბებიაჩემს ყველა თაიგული ლარნაკში გადაენაწილებინა. მთელი ოთახი ვარდის სუნად იყო ქცეული.
- შეყვარებული არა ბებო, თაყვანისმცემელი - ამოვიოხრე და ჩემს საძინებელში შევვარდი. ბარგის ჩალაგება დავიწყე. ასე ვიქცეოდი ყოველთვის, როცა ზედმეტად გადავიღლებოდი ხოლმე. დასასვენებლად მივდიოდი ქალაქგარეთ სახლში, რომელიც მხოლოდ ლილემ იცოდა. შეიძლება ისე ჩანდეს, თითქოს გავრბოდი, თუმცა ეს ტყუილია. არასდროს გავქცეულვარ. საქმე ისაა, რომ ჩემი სამსახურის გადამკიდე, არ იყო მიზანშეწონილი საქციელი თუ ცნობად სახესთან ერთად დამაფიქსირებდნენ ან თუნდაც, მისი ტრფობის ობიექტი ვყოფილიყავი. ამიტომ, წასვლა გადავწყვიტე. ერთი-ორი კვირა და იქნებ დავვიწყებოდი ამ ლაწირაკ ბიჭს. ბებიაჩემის მომვლელს დავურეკე, ვთხოვე, რომ მიეხედა. რა თქმა უნდა, სამმაგი ხელფასის მიცემა მომიწია. ის, ხომ გრძელვანიან პერიოდს დაჰყოფდა ბებიაჩემთან ერთად, რაც იმას ნიშნავდა, რომ მხოლოდ მის მოვლაში გაეტარებინა დრო. მეგობრების ამოყვანის უფლებაც მივეცი. ძალიან სანდო ადამიანი იყო, მის დაკარგვას არ ვაპირებდი. მასაც ვუთხარი, სადაც მივდიოდი, ყოველი შემთხვევისთვის და ლილეც გავაფრთხილე.

* * *


ლილე
ლეო კმაყოფილი სახით მომიახლოვდა. სახეზე ერტყობოდა, როგორი დაკმაყოფილებული იყო.
- ამაზრზენი ხარ - დავეჭყანე.
- აღარ დალიო, ისედაც დათვერი - ჭიქა ხელიდან გამომტაცა.
- და შენ რა? - გამეცინა - გუშინ ლექსებს მე მიგზავნიდი, დღეს ვიღაც ქალი იხმარე.
- შენი ხმარების პატივი არ მერგო და, აბა რა მექნა - ჩაიბუტყუნა უხასიათოდ - მოიცა, რა ლექსი? შენთვის ლექსი არ გამომიგზავნია.
- ჰო, აბა რა - გადავიხარხარე - ან უბრალოდ, სხვას უგზავნიდი და შეგეშალა.
- მართლა არ გამომიგზავნია - მიმტკიცებდა დამაჯერებლად. „facebook”-ზე შევედი და ჩვენი მიმოწერა ვანახე. ჯერ წაიკითხა, მერე გაეცინა, მერე შუბლი მოისრისა, თითქოს რაღაც არ ესიამოვნა.
- ჩემი უმცროსი ძმა იყო ალბათ - გვერდით მომიჯდა მაგიდასთან და ჩემი სასმელი დალია.
- ძმა გყავს, თან უმცროსი - ჩავილაპარაკე ღიმილით.
- ჰო, თხუთმეტისაა. ჩემს მშობლებს სიბერეში გაეპარათ - დააყოლა სიცილით - დილას მითხრა, ვიღაც ლამაზი გოგონა შემიყვარდა და მალე გაგაცნობო. ალბათ, შენ გიგულისხმა.
- ოჰოო - ჩავიცინე - და შენ რამდენის ხარ?
- 32-ს, ჰოო, მართლა სიბერეში გაეპარათ
- როგორც ჩანს, შენ სრულებითაც არ გგავს. კარგ ადამიანებს სწრაფად უყვარდებათ.
- ანუ მე ცუდი ვარ? - მკითხა სერიოზულად.
- შენც კარგი ხარ - გამახსენდა ჩემი სახლის წინ წამლებით ხელში და მივხვდი, რომ მართლა კარგია - სხვათაშორის, გინეკოლოგთან ვაპირებ წასვლას.
- იმ ძველთან აღარ მიხვიდე. სუსტია - სერიოზული სახით ჯიბეები მოიქექა, შემდეგ ტყავის საფულე გახსნა საიდანაც ფურცელზე დაწერილი ნომერი ამოიღო.
- გურამ ქოიავა - წავიკითხე ხმამაღლა.
- საქართველოში საუკეთესოა. მე თუ მკითხავ, მსოფლიოს ლიდერი გინეკოლოგია, უბრალოდ ჯერ არ აღიარეს. დღეს საღამოს მე თვითონ ჩაგწერ. ეტყვი, რომ ლილე ხარ.
- ურიგოდ შემიშვებს და სხვა უფრო პრობლემურ ხალხს ალოდინებს? - მარჯვენა წარბი მაღლა ავუწიე.
- ჰო. იმიტომ, რომ სხვა უფრო პრობლემურ ქალებზე ძვირფასი ხარ. - გამომიტყდა.
- ძვირფასი ვარ? - ისევ გამეცინა - ძალიან საყვარლად ხუმრობ.
- არ ვხუმრობ - თქვა უკმაყოფილოდ.ისევ გამეცინა, წამოვდექი და ცოტა შეჟუჟუნებული წავბანცალდი. - ლოთო - მომაძახა.


დემნა
არ ვიცი, რატომ ეგონა ნინას, რომ ასე ადვილად მომიგერიებდა. არასდროს ვნებდებოდი არც კარიერული თვალსაზრისით და მითუმეტეს, არც ნინას უარი არ დამხევდა უკან. მისი სახლის მისამართი გავიგე, ისიც გავიგე, რომ ქალაქში არ იყო. სამწუხაროდ, ლეოთი დაწყებულმა და მინისტრებით დამთავრებულმა, ვერავინ ვერ გაარკვია სად იყო. ამიტომ, ავდექი და სახლში დავადექი. ზუსტად ვიცოდი, ბებიამისის ამბები. კარები უცნობმა ქალმა გამიღო, რომელიც საერთოდ არ ჩანდა ბედნიერი.
- გამარჯობა - მივესალმე თავაზიანად - მე ნინას ახლობელი ვარ
- რომელი ახლობელი? - ეჭვისთვალით შემათვალიერა. ოღონდაც არ ვეცნე და რას არ მივცემდი.
- მისი დაქალის საქმრო ვარ
- ლილეს საქმრო ჰყავს? - თვალები შუბლზე აუფრინდ გაოგნებისგან. -მობრძანდით, მობრძანდით.
- არა, იყოს. უბრალოდ ნინა მაინტერესებს სადაა, ქორწილის თაობაზე რაღაც მინდოდა მეკითხა. ლილეს სიურპრიზს ვუკეთებ და ხო ხვდებით, მისი უახლოესი ადამიანის რჩევა მჭირდება. თან ვერ ვუკავშირდები, გამორთული აქვს ტელეფონი
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა - თავი დამიქნია გოგომ. - ჰო, შეუძლებელია მასთან დაკავშირება.
- კახეთშია - მომესმა შორიდან ბებიამისის ხმა - იქნებ ცოლად მოიყვანო და მომაშორო ეგ გოგო. ცოტა გართობა არ აწყენდა. „სტარაია ძევას“ ხასიათი გაუხდა უკვე.
- აუცილებლად - გამეცინა, მერე მომვლელ ქალს შევხედე - იცით, კახეთი დიდია და...
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა - ისევ გაიმეორა აღელვებით. არ მინდა ნარცისიზმში ჩამეთვალოს, მაგრამ მგონი მოვეწონე. პატარა ქაღალდი მომცა, სადაც ნინას თავისი ხელით ეწერა სოფელი და კონკრეტული მისამართი, რომლის მეშვეობით მიგნება არ გამიჭირდებოდა.

* * *
დღეს ვეღარ ვარ ის ლოყებდაჩხვლეტილი ბიჭი, რომელსაც ნინა მეძახდა ხოლმე. არ მინდა წარმოვიდგინო, რას გრძნობს ჩემს მიმართ. ვიცი, რომ ქალებს ენით აღუწერელი სიძულვილი უჩნდებათ იმ კაცის მიმართ, ვინც მიატოვა. ამბობენ დიდი სიყვარულიდან დიდ სიძულვილამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯიაო და დარწმუნებული ვარ, რომ ნინას მსგავსი ძლიერი ქალი, ჩვენი განშორების შემდეგ სასოწარკვეთა არ გაბატონებულა მის გრძნობებში. მიტოვების წუთებიდან სიძულვილმა დაისადგურა მის გულში იმ დგილას, სადაც ჩემი სიყვარულისთვის იყო გამონთავისუფლებული ადგილი. მე მას ვძულვარ! ეს მანადგურებს, ბოლოს მიღებს.
დედაჩემს გულზე მოეშვა ჩვენი დაშორება, მამაჩემსაც გულზე მოეშვა. ჩემმა დამ არ შეიმჩნია, თუმცა სიხარულით შემოჰკრა ტაში თვალს, რომ მოვეფარე. მე კი ისინი მძულდნენ იმ წამებში. მინდოდა ვინმე მოსულიყო, ერთი მაგრად ეხია ჩემთვის სახეში და ეთქვა: -*ლე ხარ, იდიოტი ხარ და ყველაზე არასწორი არჩევანი გააკეთე.- მინდოდა ვიღაც მენახა, ვინც არ შემიქებდა საქციელს. ასეთი მხოლოდ ლეო მეგულებოდა, თუმცა ისე აღმოჩნდა, რომ ორივემ ერთდროულად გადავდგით ზედმეტად არაკაცული ნაბიჯი და ახლა ჩემთვის შემობღვერის დრო ნამდვილად არ ჰქონდა. ზოგჯერ ხშირად მეფიქრება ხოლმე, ნუთუ კარიერის გამო ბევრ წყვილს მოუხდა მეთქი დაშორება, თუმცა ამას ვერასდროს გავიგებ.
სახლში მოვედი დილას, ელენეს ვარდების თაიგული ჰქონდა ლარნაკში ჩაწყობილი. მაცივრის კარი უხმოდ გავაღე. ალბათ რა შეურაცხმყოფელია ქალისთვის, როცა ხვდები, რომ საყვარელი მამაკაცი შენთან ყოფნისას მუდამ სხვაზე ფიქრობს. მუდამ ნინაზე ვფიქრობდი და ეს არ წყდებოდა. პრეზიდენტობის გამო დავთმე ქალი, რომელზე ფიქრებშიც იმ დროს ვაფლანგავდი, რომელიც კენჭის ყრაში გასამარჯვებელი მუშაობისთვის უნდა დამეთმო. როგორი ალოგიკურია მთელი სამყარო. ლევანი მირეკავდა. ძალიან ხშირად მირეკავდა ხოლმე. განსაკუთრებით კი მაშინ გახშირდა ჩვენი ერთად ყოფნა, როცა ლილეს ჰამბურგიდან ჩამოსვლის ამბავი შევიტყვეთ. არ ვიცი, რისი იმედი ჰქონდა ლეოს. ან მე რატომ მქონდა სადღაც, გულის კუნჭულში გადანახული იმედის სხივი?
ლილეს ჰამბურგში ყოფნისას ორჯერ მივწერე. ძალიან მენატრებოდა მასთან საუბარი, თუმცა, როგორც ლეო და ნინა აღარ მეგობრობდნენ, ისე ვიყავით მე და ლილე. სულ იმაზე მეფიქრებოდა, ნინას სიძულვილის ფონზე, ნეტა ლილეს თუ ვენატრებოდ. ვერ მოვითმინე და წინა კვირას მივწერე: „შენ მართლა მზე ხარ. ეს არასდროს დაგავიწყდეს“. ბანალურია, თუმცა ფაქტია, რომ ის მართლაც მზე იყო.
- რაზე ფიქრობ? - მკითხა ელომ. ჯერ მხრები დამიმასაჟა, შემდეგ გვერდზე მომიჯდა.
- ჩემს მეგობარზე - ვუპასუხე ღიმილით - ლილე ჰქვია და მართლა მზეა.
- ვიცი ლილე - გამიღიმა. მართლა ესმოდა ჩემი. სიგიჟეა, რომ ქალს, რომელთანაც სამსახურის გამო ვწევარ, ჩემი ესმოდა. ლევანმა დამირეკა და იმ წამსვე მოვშორდი ელენეს, გვერდზე ოთახში გავედი.
- სასწრაფოდ ქალაქიდან უნდა გახვიდე - ძალიან აღელვებული ხმა ჰქონდა, ქოშინებდა.
- რატო, რა მოხდა? - ვკითხე სიცილით. როგორც ყოველთვის, რაღაც საოცარ მიზეზს მეტყოდა, რომელზეც მთელი დღე უნდა მეცინა.
- შენი მოკლვა შეუკვეთეს - გამოსცრა შეშინებულმა ლეომ და აქ მივხვდი, რომ სასაცილოდ აღარ მქონდა საქმე.



ნინა

ორი წლის წინ, ზუსტად ეს დღე იყო, როცა ლაგოდეხში ჩავედი დასასვნებელად. ნადირობა ჩემთვის სტრესის მოხსნის ყველაზე მარტივი გზა იყო. მთლიანად სტრესსაც ვერ დავარქმევდი, მთელი წელი შვებულების გარეშე განვლიე ლილესთან ერთად, თუმცა ჩემთან წამოსვლას ლეოსთან ფლირტაობა ამჯობინა, მაგრამ ეგ არაფერი, მარტო ყოფნაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ხოლმე. პლიუს, უდანაშაულო ცხოველთა ჟლეტა და ყველაფერი ჩვეულებისამებრ მიედინებოდა.
პატარა სახლი მქონდა ნაკრძალთან ახლოს. ჩანჩქერის ხმა ჩემს სახლამდეც ატანდა და უფრო მეტად მიწყობდა დასვენებაში ხელს.
ზუსტად მეორე დღეს, როცა ჩემთვის, უკონფლიქტოდ (კონფლიქტი ჩემი თანმდევი მეგობარია) ვსეირნობდი. ლამაზი დღე იყო, თითქოს დასვენებული, გაწმენდილი ვიყავი უარყოფითი ენერგიისგან და ჰოი საოცრებავ! ბრაზი, ნერვიული აშლილობა, სიანჩხლე და მათიანები, ყველა ერთად შემომესია, როცა დემნა დავინახე. იდგა უდანაშაულო თვალებით და სიყვარულით შემომცქეროდა. მე კი ჯერ აქეთ-იქით გამოვიხედე, მაინც ცნობილი სახე იყო და არ მინდოდა, მრავალი მოწმე ჰყოლოდა იმაში თუ როგორ კლავენ.
- გაგიჟდი ხო? გადაირიე? - მივვარდი და ვეჩხუბებოდი.
- აქ რას აკეთებ? - მკითხა გაკვირვებულმა, არადა ძალიან ცუდი მსახიობი იყო, ტყუილი საერთოდ არ ეხერხებოდა.
- კოღოებს ვიჭერ - ვუთხარი გამწარებულმა.
- კარგი რა - ცალი ტუჩით გაიღიმა - მომწონხარ, რა არის ამაში ცუდი?
- კი არ მოგწონვარ, ამომიჩემე! - ამოვიოხრე - მე არ მომწონხარ. ვიღაც გოგო, რომ დაგსდევდეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე, გაგეხარდებოდა? - ამდენი ბრაზის შემდეგ შევეცადე წყნარად ამეხსნა, რომ აღარ მომკარებოდა.
- თუ ის გოგო ლამაზი და საყვარელია, რატომაც არა.
- შენ არ ხარ, ლამაზი და საყვარელი - ამოვთქვი ბუზღუნით.
- მე არც გოგო ვარ - შემომიბღვირა. მერე დაფიქრდა და არ ესიამოვნა რაღაცა - ლამაზი და საყვარელი რატომ არ ვარ, რას მიწუნებ? - მკითხა და თან ბალახებში მორბენალ პატარა ბავშვს გახედა - ნინია შორს არ წახვიდე იცოდე. - მერე მე შემომხედა. პირდაღებული ვიდექი.
- შენია? - ვკითხე გაოგნებულმა.
- ჰო - უხერხულად გამიცინა, მერე ისევ ბავშვს შეხედა. ასე 3-4 წლისა იქნებოდა. გრძელი შავი თმა და დიდი, მწვანე თვალები ჰქონდა.
- არ ვიცოდი - ისევ შოკში ვიყავი. - ცოლი გყავს? ან გყავდა?
- არა, ჩემი არაბიოლოგიური შვილია. ლეოს უპატრონო ბავშვთა ფონდი აქვს. ბავშვები ძალიან უყვარს და სულ დადის ხოლმე თავშესაფარში. იქ გავიცანი ნინიაც. მერე გაირკვა, რომ ნინა გქვია და ორმაგად მომეწონე.
- სიგიჟეა - თავი გავაქნიე და ბავშვს შევხედე. მამამისთან მიირბინა, ფეხზე მოეჭიდა, თან მე მემალებოდა. გაუაზრებლად გავუღიმე. დარწმუნებული ვარ, მალე ამ ბავშვს შევზიზღდებოდი და მამამისიც დამასვენებდა. ზოგადად, ბავშვებს პირველი დანახვიდან არ „ვევასებოდი“ ხოლმე.
- სენი სეყვარებულია? - წყნარად ჰკითხა მამამისს.
- არა - გაეცინა დემნას. მერე მხოლოდ ჩემს გასაგონად ჩაილაპარაკა - ჯერ...
- ვიღაცას ძალიან თავდაჯერებული მამიკო ჰყავს - ვუთხარი ბავშვს.
- ეგ რას ნისნავს? - მამამისს ახედა.
- შ-ს ვერ ამბობ და რ-ს ამბობ? - გამეცინა, მერე დემნას შევხედე. ძალიან მოხიბლული იყო ჩემი სიცილით. ისევ დავსერიოზულდი, ზედმეტად რომ არ დამტკბარიყო. - ნახვამდის დემნა - ვუთხარი და წასვლა დავაპირე.
- იქნებ, ვახშამზე თუ შევხვდებით, აღარ მომეწონო და თავი დაგანებო? - მკითხა ეშმაკურად.
- ძალიან გონივრული ცდაა შენი მხრიდან - ვუპასუხე ცინიკურად - თუმცა, არის რაღაც ჭეშმარიტების მარცვალი. უფრო ახლოდან თუ გამიცნობ, ზედმეტად გადაგწონდები.
- იქნებ გვეცადა? თუ აღარ მომეწონები, მით უკეთესი ჩემთვის. შენზე აღარ ვიფიქრებ ხოლმე. მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ შენ თვითონაც მოგეწონე, მერე რა ვქნათ?
- ეგ არ მოხდება - გამეცინა.
- ვნახოთ... ცხრის მერე ჭამის წინააღმდეგი ხომ არ ხარ? - მკითხა ფრთხილად.
- ღამის პირველზეც ვჭამ თუ მშივდება - ვუპასუხე სიცილით.
- მაშინ ცხრის მერე გეპატიჟები
- გგონია, პირდაპირ შენთან დავრჩები დასაძინებლად თუ რა ხდება? - გავუბრაზდი.
- არა, ცხრაზე ბავშვს ვაძინებ და - ძალიან შემრცხვა უცებ ჩემი გარყვნილი აზრების.
- აა, კარგი. და სად არის შენი სახლი?
- შენი სახლის გვერდით რომ პატარა კოტეჯია, იქ.
- ღმერთო დიდებულო - გადავიხარხარე ხმამაღლა - ჩემს გვერდით სახლი როგორ იშოვე?
- ნაცნობობა ჯოჯოხეთს ანათებსო, ნათქვამია - თვალი ჩამიკრა დემნამ.
- ჯოჯოხეთს ვიცი რაც ანათებს.
- შენ ანათებ - დაამატა. ისევ მაგრად გამეცინა, ძალიან ბავშვური კომპლიმენტები სჩვეოდა ყოველთვის და ალბათ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ მის გვერდით თავს ნამდვილ ქალად ვგრძნობდი.
იმ საღამოს მართლა მივედი დემნასთან. ერთი ბოთლი ღვინო მივუტანე. ისედაც ვაპირებდი წითელი ღვინის გამოწრუპვას. მიუხედავად იმისა, რომ მარტო ლოთაობა მერჩივნა, ჯანდაბას! მაინც დღეიდან აღარ გამეკარებოდა სიახლოვეს ეს პატარა ბიჭი. კარები გამიღო და გამიღიმა. მასთან შევედი. უცნაურია, არ ეტყობოდა ამ სახლს ქალის არ არსებობდა.
- ძალიან ლამაზი ხარ - მითხრა დემნამ. მადლობის ნიშნად თავი დავუკარი და უფრო დაწვრილებით დავიწყე გარშემო ყველაფრის დათვალიერება.
- ძალიან კომფორტულადაა მილაგებული. თან დღეს ჩამოხვედი ჰო?
- ხო, როცა გნახე, ახალი ჩამოსული ვიყავი. იმედია ხორცს ჭამ, ყველაზე მაგარ ჩახოხბილს ვაკეთებ - ისევ გამაოგნა დემნამ.
- ვჭამ კიდეც და ვკლავ კიდეც - ვუპასუხე სიცილით. - ალბათ ხვალ დილასვე გავალ სანადიროდ. - მაგიდასთან დავსხედით, ოღონდაც აივანზე. თან გამალებით ვეწეოდი, იქნებ მწეველი ქალები ეზიზღებოდესთქო. თუმცა, მაინც სიამოვნებით შემომცქეროდა.
- ანუ ნადირობა გიყვარს. მე კი ალბათ გული წამივა, ირმის მკვლელობას რომ შევესწრო - გამომიტყდა დემნა. თან საჭმელი თავისი ხელით გადმომიღო თეფშზე და მე გამეცინა. - მეორედ გაგეცინა გულახდილი და ნამდვილი სიცილით, რატომღაც სულ ირონიულად მიღიმოდი აქამდე. - მისი სიტყვების შემდეგ კი სიცილი შევწყვიტე. ბოლო ნაფასი დავარტყი სიგარეტს და საფერფლეში ჩავაწვი.
- დემნა! - ვუთხარი დაჟინებით.
- რა იყო, სიგარეტის მოწევაც კი გიხდება. ნამდვილი არისტოკრატული გამოხედვა გაქვს ხოლმე: მკაცრი, დაუმორჩილებელი. მართლა ლომი ხარ. თან ნადირობაც გყვარებია.
- ზოდიაქოთითაც ლომი ვარ - გამეღიმა. მერე თავი გავაკანტურე, ჩემს თავს ერთი მაგრად შევუბღვირე „ნუ იკერებითქო!“ - დემნა, რისი იმედი გაქვს? - ვკითხე გულახდილად, ღვინო მოვსვი და მერე მისი გაკეთებული სადილიც დავაგემოვნე. ისეთი გემრიელი აღმოჩნდა, სერიოზულად დავფიქრდი ასეთ ქმარზე. ოჯახში მაგრად წამადგებოდა მისი გაკეთებული სადილი.
- იმის, რაც დღევანდელ პაემანს უნდა მოეტანა. მე გადამწონდები შენი საშინელი ხასიათის გამო. შენ კი პირიქით, მოგეწონებოდი. მერე ნახავდი, რა ცუდიცაა, როცა შენს გრძნობებს აბუჩად იგდებენ - მითხრა სრული სერიოზულობით. მე ლამის საჭმელი გადამცდა, ისე გამეცინა.
- შენთვისვე აჯობებს, აღარ მოგწონდე. ჩემს წინა ქმარს ღამისკოშმარებში ვესიზმრები ალბათ.
- ასეთი რა დაუშავე?
- ბავშვი უნდოდა - ვუთხარი ღიმილით.
- უნაყოფო ხარ? - ისე მკითხა, თითქოს სულ არაფერი ყოფილიყო.
- არა, ბავშვები არ მიყვარს - ვუპასუხე სერიოზულად. ეს გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო. ეტყობოდა, როგორი კეთილშობილი და საყვარელი ადამიანიც იყო დემნა, მე კი ზუსტად მისი ხასიათის საპირისპიროდ უნდა მოვქცეულიყავი. სინამდვილეში, ვერ ვიტყვი, რომ ბავშვებზე ვგიჟდებოდი, თუმცა ისე გამოდიოდა, ბავშვებს უფრო ვძულდი მე, ვიდრე მე ისინი.
- რატო? - სახეზე შეეტყო, გული როგორ დასწყდა.
- რა ვიცი. სულელები არიან. თავისით ვერც კი ჭამენ. - ჩემს ნათქვამზე დემნას გაეცინა, ცალი თვალი ცოტათი მოჭუტა.
- ძალიან სუსტი არგუმენტი იყო იმისთვის, რომ გადამწონდე. აუცილებელი არაა, ჩვენი გემოვნება და ხასიათი ერთმანეთს დაემთხვეს. პირიქით, მიყვარს სირთულეები და ვინ იცის, იქნებ ამის გამოც ამოგიჩემე?
- არ ვიცი, რატომ და რისთვის ამომიჩემე -, თმა გავისწორე და მერე ერთ მხარეზე გადავიყარე. დემნა ისევ შეყვარებული მზერით მიყურებდა. მე კი ღმერთს ვევედრებოდი, ჯერ მაინც ნუ შევუყვარდები, ცოტახანი მაცალოს, მერე იქნებ ვინმე სხვა ქალი შევუგზავნოთქო.
- რამე მომიყევი შენზე, გარდა იმისა, რომ ბავშვები არ გიყვარს - კიდევ შემივსო ღვინის ჭიქა. ცოტა არ იყოს, მრავლისმთქმელი ღიმილი გადამეკრა სახეზე, ყველაფერი, რომ მომეყოლა ჩემს შესახებ, შავ სიაში გადამწერდა.
- მაინც რისი მოსმენა გინდა?
- იმის, რაც წინასწარ გქონდა მომზადებული ჩემს დასაფრთხობად. მაგალითად, როგორ ნადირობ, როგორ იშორებ თავიდან კაცებს, რამდენჯერ წაგირთმევია კანმფეტი ბავშვებისთვის და ა.შ. - ეცინებოდა დემნას.
- კარგი. მოემზადე.
- მზად ვარ - თვალი ჩამიკრა ღიმილით. ძალიან ლაწირაკიც არ იყო. უბრალოდ, თბილი და კულტურული კაცი ჩანდა, რომელიც... კარგი მამაა. ყველაზე მეტად იმან მომხიბლა იმ პერიოდში, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი. კარგი მამა იყო, ზედმეტადაც. ხშირად მინახავს დედის მიერ, ან დედ-მამის მიერ ცუდად აღზრდილი ბავშვები (მე ვარ ამის თვალსაჩინო მაგალითი), დემნა კი მარტოხელა კაცი იყო ბავშვით და ნინიას არაჩვეულებრივად ზრდიდა.
- გინდა ჩემს პირველ სიყვარულზე მოგიყვე? - ეშმაკურად ჩამეღიმა.
- მინდა - ღვინო მოსვა და თვალი თვალში გამიყარა. ღია თაფლისფერი თვალები ჰქონდა. დღემდე მიკვირს, როგორ უეცრად შევუყვარდი ახალგაზრდა, სიმპათიურ, წარმატებულ ბიჭს, რომელსაც ნებისმიერი ქალის შებმა შეეძლო. მან კი მხოლოდ მე ამომიჩემა.
- თოთხმეტის ვიყავი. სამეგრელოში ვისვენებდი ხოლმე დედაჩემის ძმასთან. ბიძამ მასწავლა ყველა არაქალური საქმე, როგორიცაა...
- ნადირობა - ჩამერთო დემნა.
- ხის ჩეხვა - გავაგრძელე მე - აზიდვები, თევზაობა.
- ძაღლებსაც ხომ არ აჩხუბებდი? - მკითხა სიცილით.
- არა, ძაღლებს არა, მამლებს ვაჩხუბებდი. ყოველთვის ჩემი იმარჯვებდა.
- მაინც მომწონხარ - გამომიცხადა მტკიცედ. ერთი ამოვიოხრე და გავაგრძელე ჩემი ისტორია.
- მოკლედ, ერთი მეზობელი მყავდა, ბიჭი. იმას მამამისი ასწავლიდა ნადირობას, მე ბიძაჩემი. ხო და, ამ ჩვენი მამლებივით, ჩვენც გვაჯიბრედნენ. სულ ვუგებდი. ზოგჯერ მეცოდებოდა და ჩემს ნანადირევს ვუნაწილებდი, რომ გაემარჯვა. - დემნა პატარა ბავშვივით იცინოდა. ლოყები ეჩხვლიტებოდა, თვალთან სიცილის ნაოჭები კი რაღაცნაირად ეკეცებოდა (მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ამ რაღაცნაირს, საყვარელი ერქვა). - ერთხელ მისთვის თავის მოწონება განვიზრახე და დიდ ხეზე ავძვერი. სულ კენწეროზე ავედი. ვიფიქრე, თავს მოვაწონებ ჩემი მოხერხებულობითქო. - ცოტა პაუზა გავაკეთე და ღვინო დავლიე.
- მერე ? - მკითხა ამბის ეშხში შესულმა.
- ამოიხედა... ჩიტი ვეგონე - თავი დანანებით გავაქნიე.
- გესროლა? - თვალები გაუფართოვდა გაოგნებისგან.
- ჰო - თან ფეხზე წამოვდექი. რაღაც ლამაზი ღამე იყო, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და გრილი ნიავი. აივნის მოაჯირს მივეყუდე. დემნაც ჩემს გვერდით დადგა ღვინის ჭიქით ხელში. - შრამი გაჩვენო? - იმ იმედით ვკითხე, რომ მაჩვენეო, მეტყოდა. ვერც კი ვხვდებოდი, რა მემართებოდა. მეც პატარა ბავშვს ვემსგავსებოდი მის გვერდით.
- მანახე - ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს 14 წლის ნინას ტკივილი ეტკინა მის სულს. კაბის ბრეტელი გადავიწიე, ოდნავ ზურგით მოვტრიალდი და ბეჭზე ჩემი ნაიარევი ვანახე. ან მე რატომ მომინდა შრამის „გამარიაჟება“, არ ვიცი, მაგრამ მთელს სხეულში ჯერ გვარიანად გამაჟრიალა, როცა კანზე შემეხო. მერე ჩემმა ქვეცნობიერმა გაანალიზა, რომ სხეულზე ეხებოდნენ. მე კი დაბადებიდან თავდაცვითი რეფლექსები მქონდა გამომუშავებული, რომელმაც მაიძულა, მოულოდნელად ხელი ძლიერად მომეჭირა მისთვის და ოდნავ გადამეღუნა. უეცრად მივხვდი, რომ პათოლოგიურად ვიქცეოდი სრულიად უდანაშაულო ადამიანს და ხელი გავუშვი. - გიჟი ხარ? - მკითხა სიცილით.
- მაპატიე, გიჟი ვარ - მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა.
- რამე ბავშვობის ტრავმა გაქ? ვინმე ძალადობდა შენზე და ახლა შეხებას ვერ იტან? - მეკითხებოდა და მაინც იცინოდა. წეღან, ლამის ხელი მოვატეხე და მაინც არ ვძულდი.
- ჰო, ბევრი ტრავმა მაქვს.
- არ მტკენია, უბრალოდ, მეგონა, რომ ხელზე უნდა მომფერებოდი. შემდეგ კი ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, მოულოდნელი იმედგაცრუება ვიწვნიე.
- მაპატიე - ვთქვი ხარხარით.
- არაფერია. უბრალოდ, 14 წლის ბიჭმა, როგორ დაგჭრა?
- მოგატყუე. არ დავუჭრივარ
- ააცდინა?
- არა, მთლიანად მოგატყუე პირველი სიყვარულის ისტორია
- დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნოა - მისაყვედურა უმაყოფილოდ. ძალიან მეცინებოდა. აივნის მოაჯირზე შემოვჯექი და ცოტა გავეპრანჭე. ბარძაყამდე ჩახსნილი „პრარეზიანი“ კაბა მეცვა და გამოვაჩინე მარჯვენა ფეხი.
- გეწყინა?
- ჰო - მითხრა ცხვირჩამოშვებულმა. წინ დამიდგა და თვალი თვალში გამიყარა. - ცხოველების მოკვლა არ მიყვარს, ბავშვებზე ვგიჟდები და ცოტა რომატიკულიც ვარ.
- პარლამენტარს ასეთი სენტიმენტალური ხასიათი არ უხდება - ვუთხარი ირონიულად.
- სენტიმენტალური არ ვარ. უფრო სწორედ, ზედმეტად არ ვარ.
- და მე რითი მოგხიბლე? საერთოდ არ ვჯდები შენს ხასიათში. დავიჯერო, ასეთი ლამაზი ვარ?
- ძალიან ლამაზი ხარ - უფრო ახლოს მოიწია და გვერდზე გადაყრილი თმა მთელ ზურგზე ჩამომიშალა. მისი მკლავები დავზვერე - ძლიერი და მამაკაცური იყო. არაფერიც არ დაშავდებოდა, სულ ერთხელ მაინც თუ მოვექცეოდი მათში. მისკენ გადავიხარე, წელზე ხელი შემომხვია, რომ არ გადავვარდნილიყავი. მე გადავარდნის მეშინოდა, იმის შემოხვევას კი ალბათ, სხვა დანიშნულება ჰქონდა, მაგრამ არა უშავს. თმაზე მოვეფერე ღიმილით. ღია ფერის, ნაზ თმაში შევუცურე თითები და წამით ძალიან მესიამოვნა, მისი ხელების სითბო ჩემს სახეზე, რომ ვიგრძენი. - როგორი ლამაზი ხარ - მითხრა კიდევ ერთხელ.
- მოკეტე - გავაჩუმე სიცილით. ერთმანეთის ტუჩებს მხეცებივით ვეძგერეთ. მხოლოდ მის სიმხურვალეს ვგრძნობდი. მისი ენა ჩემსაში აიბლანდა, ზურგზე ხელი მაგრად მოვხვიე, ის კი წელზე ჩამაფრინდა მთელი სიძლიერით. ფეხებიც შემოვხვიე მის სხეულს და ისე გავუხახუნე ჩემი ტანი მისას, რომ ყურებამდე აღგძნებულს, მხოლოდ ის მინდოდა, როგორმე ჩემში შემოღწეულიყო.
- მამა, რას შვრები - გავიგონეთ ბავშვის ხმა. წამის მეასედში დავეხსენით ერთმანეთს.
- არაფერს - მე ვუპასუხე დაბნეულმა. ჩემს ფორმადაკარგულ კაბას პირვანდელი სახე დავუბრუნე, გავისწორე და აივნის მოაჯირიდან ჩამოვხტი. - უნდა წავიდე - ვუთხარი დემნას.
- დარჩი - მთხოვა წყნარად.
- არა, არა - თავი გავაქნიე. ნინიასკენ დავიხარე და ლოყაზე ხელით მოვეფერე.
- რა ლამაზი ხარ - მითხრა ღიმილით.
- მამაშენს ჰგევხარ - მეც ღიმილითვე ვუპასუხე. - ნახვამდის დემნა - ვთქვი და გარეთ გამოვედი.
- შეხვედრამდე ნინა - მიპასუხა დემნამ მხიარული ხმით.
სახლში მისვლისთანავე ლილეს დავურეკე. ღამის 11 საათი იყო, ეგ ჯერ კიდევ ბარში იჯდა, ვიღაც ხალხის ხმა გამოდიოდა. ლილეც კვდებოდა სიცილით და ალაგ-ალაგ მცემდა პასუხებს.
- ლეოსთან ერთად ვარ - ამიხსნა ხარხარით.
- რაღა მიჭირს - ამოვიოხრე - სახლში წადი მალე
- რა თქმა უნდა, დედიკო - ისევ ხარხარებდა - საყვარელი ტიპი მყავს, თან ძაან. კარაოკეზე რაღაცეებს მიმღერის.
- საყვარელი არა ის. შენს კაბაში უნდამაგას შემოძრომა.
- ეჰ - დანანებით ამოთქვა. მერე მე დემნას ამბები მოვუყევი და მაგრად დამცინა, რომ ეს „მთავასით ქალი“ იმ ბიჭმა დამკერა, ვისზეც ყველაზე ნაკლებად მქონდა მოლოდინი. კიდევ ერთი-ორი მშობლიური დარიგება მივეცი და დავემშვიდობე.
მეორე დღეს ჩემი თავისთვის უნდა შემეხსენებინა, რა სადისტიც ვიყავი, რადგან მთელი ღამე დემნაზე ვფიქრობდი. ზოგჯერ მესიზმრებოდა, რომ კოცნის შემდეგ ერთმანეთს ტანზე ვხიდით, შიშველ სხეულზე მეფერებოდა და ორჯერ განვიცადე ორ*აზმი სიზმარში. თავი ჰორმონებს დამონებული „დამა“ ქალი მეგონა. სალაშქრო ფეხსაცმელი, კაცის გაცრეცილი შარვალი და საწვიმარი ჩავიცვი. ჩემი იარაღების კოლექციიდან ერთი ავარჩიე, რომელიც შედარებით უხმო იყო. ზოგადად, თითქმის ყველა იარაღი უხმო მქონდა.
მწყრებზე დავიწყე ნადირობა. ვიფიქრე, საღამოს გემრიელად შევბრაწავდი ცეცხლზე. შეიძლება, დემნაც დამეპატიჟა თავის პატარა გოგოსთან ერთად. არ ვიცი. ეგეთი აბეზარი ბავშვიც არ ჩანდა, როგორიც სხვები იყვნენ. ჯერ ხის კენწეროზე ჩამოჯდა შებრაწული ჩიტუნა, რომლის ხრაშუნა კანის გემოს, აქედანვე ვგრძნობდი, მერე დაბლა ტოტზე ჩამოვიდა, შემდეგ კი ბუჩქებში დააპირა შეფრენა და სანამ თვალს მოეფარებოდა, სასხლეტს გამოვკარი ხელი. ძირს დაეცა, ბუჩქებში ჩავარდა. პარალელურად კი ვიღაცის „ვაი“ გავიგე. ჯანდაბა! მემგონი ადამიანი დავჭერი. ბუჩქნარისკენ გავექანე და მხარზეხელაფარებული დემნა დავინახე, რომელიც ხელი სისხლით ჰქონდა შეღებილი.
- შენ! - დავიღრიალე და ჯერ გავბრაზდი, რომ ყველგან დემნა იყო,. ყოველთვის კუდში დამყვებოდა, მითვალთვალებდა კიდეც. მერე კი გული გადამიქანდა, რადგან გავიაზრე, რომ სამი ან ოთხი წლის ბავშვის მამა დავჭერი, რომელსაც გუშინ გულიანად ვეზასავებოდი, ღამე კი მთელი რიგი ეროტიკული სიზმრები მესიზმრებოდა მისი მონაწილეობით. მოკლედ, ადამიანური ენით თუ ვიტყვი, დავჭერი კაცი, რომლის მიმართაც არ ვიყავი გულგრილი.

სახლში მივიყვანე დემნა. მადლობა ღმერთს, უბრალო ნაკაწრი იყო და ვერ მივხვდი, მწყერში გაიარა ტყვიამ და პლიუს დემნასაც გაეხახუნა თუ რა ხდებოდა. როგორც კი დავხედე, რომ სასიკვდილო ჭრილობა არ იყო, მწყერსაც დავტაცე ხელი და ისე წამოვედი სახლში.
- როგორ მოხდა, რომ ერთი გასროლით ორი არსება მოინადირე? - მეკითხებოდა სიცილით.
- შენ ისედაც მონადირებული მყავდი - ენა გამოვუყავი ბავშვურად. მერე მივხვდი, რომ არ იყო ახლა ასეთი რამეების დრო და სპირტის ძებნას შევუდექი. - ბავშვი სად გყავს?
- სძინავს, დილის 7 საათია
- ბავშვი მარტო დატოვე? - გავოგნდი
- ჰო, რა მოხდა. 4 წლისაა, იცი რა ჭკვიანია?
- სულელი ხარ - მე თვითონაც შევშინდი - იმედია, არ დავაობლებ - პერანგის გახდა დავუწყე დემნას.
- ოჰ, ოჰ, რა სწრაფი ხარ - მითხრა ვნებიანად.
- არ ვიცი, შენ რა იფიქრე, მაგრამ ჭრილობა უნდა დაგიმუშავო - მხარზე დავუსვი სპირტიანი ბამბა. ხმა არ ამოუღია, არადა, იმდენი სპირტი ჩავაწურე, იგივე იყო, მარილი ჩამეყარა მის ჭრილობაში.
ცოტა კიდევ ვაწვალე, მერე საფენი ჩავუფინე და ბინტით შევუკარი მხარი. დემნა წამოდგა, თითქოს არაფერი აწუხებდა და ჩემი იარაღების კოლექციის ნაწილისკენ მივიდა, რომელიც მაგიდაზე მედო გასაწმენდად.
- სულ შენია? - მკითხა მან.
- სულ? ეს მხოლოდ მცირეოდენია. სარდაფში დანარჩენიც მაქვს.
- რათ გინდა ამდენი?
- შენნაირ აბეზარ ბიჭებს ვიშორებ ხოლმე - ვუპასუხე კეკლუცად.
- ჰო, გამოვცადე შენი მოშორების პრინციპი და მაინც არ გაჭრა - ნამდვილი მეამიტი ბავშვი იყო. დღემდე არ ვიცი, როგორ იქნება იმ ბინძურ პოლიტიკაში, სადაც ყველაფერი ერთმანეთის დაძირვისკენ და განადგურებისკენაა მიმართული. მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, როგორ შეიძლებოდა, ვინმეს დემნას განადგურება სდომოდა. შემდეგ, საკუთარ თავზე გამოვცადე და თავად გავხდი მისი მოშორების ერთ-ერთი გზა.

ლეო

ღამეში ზოგჯერ ორჯერაც მეღვიძება ხოლმე საშინელი შეგრძნებით. დღესაც იგივე დამემართა: ცხადად ვხედავ ჩემს გვერდით, საჭესთან მჯდარ ლილეს, რომელიც ჩემთან ერთად რაღაცას მღერის. ასევე მესამე მომღერალი ადამიანის ხმაც ისმის. ლილე ძალიან ლამაზია. ღამეა, თუმცა მზესავით ანათებს. წითელი ტალღოვანი კულულები მკერდამე აქვს ჩამოშლილი. საშინელი სურვილი მაქვს, გადავიხარო და მკერდის ხაზზე, თეთრ კანსა და მის კულულს ერთდროულად ვაკოცო. მოულოდნელად ლილეს პანიკა ეწყება. ამ პანიკას მის გამომეტყველებაში ვამჩნევ. უკან ვიხედები და ძალიან მეშინია, შემდეგ ისევ ლილეს ვუყურებ. სულ რაღაც წამებში ვასწრებ უკან გახედვასა და შემდგომ გვერდით, ლილესთვის შეხედვას. ლილეს კივილი მესმის. მე კი ხმა მიწყებდა და ამ ყველაფრის ფონზე მხოლოდ ჩვენს წინ მომავალი სატვირთოს ფარეს ვხედავ, რომელიც სრულებითაც არ გავს ლილეს სხივებს.
საშინელი შეგრძნებით გამეღვიძა დღესაც. ავტომატურად ტელეფონს წავატანე ხელი, რომ ლილესთვის დამერეკა, თუმცა ლილე ჩემი მზე აღარ იყო...
* * *

ორი წლის წინ, დემნა ლაგოდეხში გამეპარა ნინას ახლოდან გასაცნობად და ისე აღმოჩნდა, რომ დაქალის გარეშე დარჩენილი ლილეს ერთადერთი მეგობარი აღმოვჩნდი. ძალიან გამიმართლა იმ პერიოდში, რადგან დაკარგული ორგაზმის დაბრუნებაში ვეხმარებოდი სექსუალურ გრძელფეხება მზეს.
ერთ დილას ეგრევე სახლში მივადექი. ისევ ჩვეული ყვავილებით ხელში, ოღონდ ამ ჯერად, საუზმეც მქონდა მისთვის ნაყიდი. კარები გამიღო თუ არა, გაეცინა. უმაკიაჟოდ უფრო გამოკვეთილად უჩანდა ცხვირთან გაბნეული ჭორფლები და ასმაგად ანათებდა.
- სამი წუთია, რაც სააბაზანოდან გამოვედი - თქვა სიცილით და ყვავილები გამომართვა. - გუშინ ბევრი გავლიეთ?
- იმდენი დავლიეთ, რომ აღარც კი გახსოვს ნორმალურად არაფერი.
- მიმღეროდი - თვალებდაწვრილებულმა შესძახა. მის სახლში შევედი და მაგიდაზე დავდე ჩემი ნობათი. - ძალიან კარგად მღეროდი. ოღონდ რას მღეროდი, აღარ მახსოვს.
- აღარც მე - თვალი ავარიდე და ერთ დიდ თეფშე ამოვიღე შემწვარი ქათმის ფრთები. დიახ, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში და ეს მხოლოდ ლილეს შემთხვევაში ხდებოდა ხოლმე.
- ცრუობ - მითხრა ლილემ - შენს დაწერილ სიმღერას მღეროდი... წითურ გოგონაზე და ნეტა ვინ იყო შენი შთაგონების წყარო? - თვალები მოჭუტა, ვითომ ფიქრობდა.
- იქნებ კიდევ დავწერო შენზე მუსიკა თუ დაუჯერებ მამიკოს - ვუთხარი ეშმაკურად.
- თუ არ დავუჯერე მამიკოს? - მომიახლოვდა გამომწვევი ნაბიჯიებით.
- სიამოვნებას ვერ მიიღებ - მსუბუქად შემოვხვიე წელზე ხელი. - რეებს გიზამდი შენ ხომ არ იცი - საკოცნელად მივწიე თავი.
- რამეს, რომ ვგრძნობდე? კაი იქნებოდა... თან ჩემი ძაღლიც რომ არ გვიყურებდეს - გაეცინა ლილეს და წვერზე მომეფერა. ცოტა გავიტრუნე, თუმცა უკნიდან პატარა ძაღლმა დამიყეფა. ალბათ იეჭვიანა. მისკენ მივიხედე. პატარა ჩარლზ სპანიელი იდგა და უკმაყოფილოდ მიყურებდა. მოსვლას ვერ ბედავდა, ეტყობოდა, მაგარი ქვეშაფსია ვინმე იყო.
- ამასთან მღალატობ ხოლმე?
- ღალატის თავიც არ მაქვს ლეო - გაეცინა ლილეს - ნერვებს მიშლის ხოლმე ამის ბეწვები, სულ მაცემინებს, მაგრამ ძალიან მიყვარს, რა ვქნა - შემომჩივლა საბრალო სახით. ძაღლთან მივედი, ერთხელ მოვეფერე და ეგრევე გადამიგორდა გულაღმა. გოგო ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ სანერვიულო არ მქონდა. ლილეს გავხედე. ოდნავ გამჭვირვალე ხალათი მხოლოდ ბარძაყებს უფარავდა. ღამეზე შავი თვალები ჰქონდა, თუმცა მზესავით მინათებდა ყოველთვის ცხოვრებას.
- აღარ შემიძლია - აღმომხდა და მხეცივით ვეძგერე ტუჩებში. კისერზე ხელი მჭიდროდ შემომხვია. ერთხელ მსუბუქად ახტა და ფეხებით წელზე ჩამაფრინდა. ბუმბულივით იყო, გაზაფზულისა და მზის მხივების სუნი ჰქონდა. არასდროს დავფიქრებულვარ მზის სხივების სურნელზე, სანამ ლილე არ შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და ყველა არომატს თავისი სახელი არ დაარქვა.
- სხვაგან შეგყავარ - აღმოხდა სიცილით, თუმცა ტუჩები ერთმანეთისთვის მაინც არ მოგვიშორებია. - მარჯვნივაა საძინებელი - ერთმანეთს კისრებში ვკოცნიდით გამალებული, ხალათი გავუხსენი და მის მკერდს ხელებით ჩავაფრინდი. სხეულის ამ ნაწილში მისი სურნელი ყველაზე მძაფრად გაბატონებულიყო. საწოლზე დავაგდე, ჩემი მაისური სადღაც მოვისროლე და მის კანს ჩავაფრინდი. თან შეუჩერებლად ვკოცნიდი სხეულის ყველა ნაწილზე, ვყნოსავდი რაც შეიძლებოდა სწრაფად. შეიძლება, მაშინაც ვგრძნობდი, რომ დიდხანს უნდა დამმახსოვრებოდა ეს წამები: არომატი, რომელიც აღარავიში არ განმეორდებოდა.
მის ტუჩებს ვგრძნობდი ჩემს მხრებზე, ლავიწებსა და კისერში. ლილე ჩემს სხეულს ისე აკვირდებოდა, თითქოს აქამდე არასდროს ენახა კაცის სხეული. სუნთქვა გაუხშირდა, კისერში თავისი ნაზი ტუჩები შემიცურა და შეუჩერებლად მკოცნიდა.
- შენი სუნი - აღმოხდა ნეტარებით. - შენი სუნი ყველაზე კარგი რამეა, რაც კი ოდესმე მინახავს - იმეორებდა სიამოვნებით აღსავსე, მინაბული სახით. მე კი მიხაროდა, ძალიან მიხაროდა, რადგან მხოლოდ მე არ ვიყავი მის არომატზე გადარეული. მისი მკერდი ტუჩებში მოვიქციე, მთელი ვნებით წავეტანე მკერდის თავებს. ხელი კი ცხელ წერტილში ჩავუცურე და ვცდილობდი, საკმარისზე მეტად აღმეგრძნო. - არა! - წამოიყვირა მოულოდნელად. მე კი ჯერ ვერ გავიაზრე ეს „არა“ რისი მანიშნებელი იყო.
- ნუ მეხები - საწოლზე აფართახლდა. შეშინებულმა ხელებიც და ტუჩებიც მოვაშორე მის სხეულს. სრული სისწრაფით შემოიკრა ხალათი, ფეხები მოკეცა და დაჟინებული მზერა მომაპყრო.
- ლილე, რა მოხდა? - ვკითხე გაოგნებულმა. უკვე ყელამდე ამდგარი მქონდა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ ჰქონია. ლილეს რეაქციამ შემაშინა.
- მინდა, რომ წახვიდე. ახლავე! - გაამკაცრა ტონი.
- სანამ არ მეტყვი რა ხდება, ფეხს არ მოვიცვლი.
- წადი, წადი - დაიყვირა და საწოლიდან წამოხტა. - არ მომწონხარ, არ მიზიდავ. ვერაფერს ვერ ვგრძნობ.
- ტყუილია - შევეკამათე გაღიზიანებულმა - შენს თვალებში ჩანდა, რასაც განიცდიდი. ახლა კი ცრუობ!
- თავიდან მომწყდი. აღარასოდეს დამენახო - დამიყვირა. მინდოდა, ბოლომდე გამომერკვია, რა ხდებოდა მის თავს, თუმცა საშუალება არ მომცდა. მისი სახლიდან გამოვედი. ცხვირზე კი მთელი დღე მისი სურნელი დამთამაშებდა. მისი ნაზი კანის შეხებას ისევ ცხადად ვგრძნობდი. სასაცილოა, თუმცა იმ საღამოს შხაპი არ მიმიღია. მეშინოდა, რომ საკუთარ სხეულზე შემორჩენილი ლილეს სხეულის სითბო გამომეცლებოდა.

* * *

ნინა
იმ დღეს ისე მოხდა, რომ ერთდროულად ძიძის, დედისა და ჭურჭლის მრეცხავის მოვალეობები ვიკისრე. სამაგიეროდ, ძველებური მბრძანებლური ტონი ჯერ კიდევ შემორჩენილი მქონდა და გამდიოდა კიდეც. ნინიას ფაფა მე გავუცხელე, ვაჭამე და მიუხედავად მისი უკმაყოფილო სახისა (საშინელი მზარეული ვარ), ბავშვს მაინც არ უთქვამს უგემურიაო. ძალიან ლამაზი ბავშვი იყო ნინია. სულ იმას ვფიქრობდი, როგორ გაუმართლა დემნას, რომ მისმა მშობლემა მიატოვეს. ჰოო, ზოგადად ის მშობლები, რომელიც საკუთარ ბავშვს თავშესაფარში ტოვებენ, ბრაზს იწვევს ხოლმე. ჩვენ შემთხვევაში კი პირიქით, ნინიასგან დაწყებული და დემნათი დამთავრებული, ყველა მადლიერიც კი იყო.
დემნა ჩუმად იჯდა ტახტზე. თითქოს მისი ბრალი იყო, რომ დაჭრეს (არადა, მართლა მისი ბრალი იყო). დროდადრო კმაყოფილი გამომეტყველებით გამომხედავდა, საპასუხოდ კი საყვედურებით სავსე მზერას ვესროდი.
- ადგომა მინდა - შემომჩივლა ბუზღუნით.
- მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა, ჩემს ტყვიას რომ დაახვედრე შენი მხარი. - ისევ დავტუქსე. - ცხოვრებაში ქმარ-შვილი არ მყოლია და ყველა ბედნიერება ერთ დღეში დამატყდა თავს. არადა, 9 თვე ემზადებიან ხოლმე ქალები ამისთვის. მე კი ორი შვილი შემხვდა მომზადების გარეშე. ერთი 30 წლის, მეორე კი 4-ის...
- მე შენი შვილი არ ვარ - თქვა მკაცრად. ძალიან გამეცინა. ერთი მხრივ, ზედმეტად სექსუალური იყო გაბრაზებული დემნა. ახლა, გაბრაზებულს ვერ დავარქმევდი, თუმცა მისი გაბრაზების ნახვამაც მომიწია მომავალში და ვაღიარებ, ჩემი ხელით შემოვიხიე ტანსაცმელი, სადამ ის იზამდა. მეორე მხრივ კი სექსუალურობასთან ერთად, ძალიან საყვარელი იყო, რადგან ძალიან იშვიათად ბრაზობდა. მისი სიბრაზე კი იმდენად უჩვეულოდ მეჩვენებოდა, რომ სისაყვარლეში გადადიოდა ხოლმე.
- ვიცი რომ არ ხარ - დავამშვიდე.
- ანუ?
- არაფერი ანუ. არანაირი ქვეტექსტი არ უდევს ხოლმე ჩემს წინადადებებს - ვუთხარი და მივუახლოვდი, ისევ პერანგი შევუხსენი.
- ძალიან დიდ იმედებს მაძლევ - გაეცინა დემნას.
- რა იმედებს ბიჭო. დაგჭერი და ეხლა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როგორც გტკივა ხოლმე, თუმცა არ იმჩნევ. - საფენის გამოცვლა მინდოდა დემნასთვის.
- ბავშვი სადაა? - მკითხა წყნარად.
- მეზობლის ბავშვებთან ერთად თამაშობს. სანამ გეძინა, თანხმობა მთხოვა და გავუშვი. ძალიან სასაცილოდ ვიგრძენი თავი. თუ გინდა დავუძახებ, ამოდი, ჭამე და ისევ ჩადიმეთქი, ვეტყვი - ვთქვი და სიცილი ამიტყდა.
- უცნაური იუმორი გაქვს - გააქნია დემნამ უკმაყოფილოდ თავი.
- შენ ძალიან ბავშვური კომპლიმენტებით გამოირჩევი, მაგრამ გეუბნები ხოლმე?
- კი, ყოველთვის პირდაპირ მეუბნები, რომ არ მოგწონვარ, მაგრამ მე კიდევ დიდხანს მემახსოვრება ეს მომენტი - გამომიცხადა სიხარულით.
- რა მომენტი? - გამეცინა.
- გაშლილი თმა გაქვს, საოცარი სურნელი ასდის ამ შენს თმას. ყვავილებიანი კაბა გაცვია, მიუხედავად იმისა, რომ გამოცვლის დრო და ნერვები არ გქონდა, მაინც გაიხადე ის მამაკაცური, სანადირო სამოსი. ნეტავ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? - მკითხა ეშმაკურად.
- შენს შიზოფრენიას, მოჩვენებებს, საკუთარი თავისთვის არ არსებული იმედის მიცემას ნიშნავს - ჩამოვუთვალე სავარაუდო პასუხები. ჭრილობა ისევ სპირტით დავუმუშავე. დიდი არაფერი იყო, მაგრამ მაინც მეშინოდა, ინფექცია არ შეეჭრასთქო.
- მე ვიცი, რასაც ნიშნავს - სანამ მის უკან ვიდექი, მისი სხეულისკენ ოდნავ დახრილი თავით, წელზე მწვდა და ფაქტობრივად კალთაში ჩამისვა. წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, თუმცა არ მინდოდა, რამე სტკენოდა.
- ხელი გამიშვი, თორემ ისევ დაგჭრი - დავემუქრე გაბრაზებულმა - რამდენს ბედავ? - საერთოდ არ მისმენდა. თავიდან გავუძალიანდი და ჩემი ტუჩებისკენ მომავალ სახეზე გვარიანად გავუტყლაშუნე.
- ნამდვილი ალქაჯი ხარ - გაეცინა დემნას. არ შეიმჩნია, რომ ეტკინა. არადა, ქალის კვალობაზე ზედმეტად ჯანიანი დარტყმა მქონდა. მერე შემეცოდა ამდენი ფიზიკური ტკივილის ატანა, რომ უწევდა ჩემი დამსახურებით. თან წინა ღამის სიზმარი გამახსენდა. ისიც გამახსენდა, რომ კაი ხანია, არავინ მყოლია და საკუთარ თავს ვკითხე: რატომაც არა?
რბილ და სასიამოვნო თმაში ხელი შევუცურე. ისეთივე სასიამოვნო იყო, როგორც გუშინ. სახეზე და ყელში ნელა მკოცნიდა. ჩემს კაბას დაეჯაჯგურა, თუმცა თავად გავიხადე. აღარ მახსოვს, ასეთი ფრთხილი და ნაზი ბოლოს როდის ვიყავი. მკერდზე ვგრძნობდი ტუჩების სველ შეხებას, სიამოვნებისგან კვნესას ვერ ვიკავებდი. მთელი სხეულით ვეხუტებოდი. ცალი ხელი კისერზე შემოვხვიე, ცალი კი მხარში ამოვუყარე და ისე, საბანივით გადმოვაფარე ჩემს სხეულს. მხოლოდ ახლა შევატყვე, რომ ლამაზი ტანი, დიდი კუნთები ჰქონდა.
- ვარჯიშობს ბიჭი? - ჩურჩულით ვკითხე.
- კიდევ ბევრ რამეში გაგაოცებ - მიპასუხა კმაყოფილმა. მთელს მკერდზე, ყელში, კისერში, სახეზე ვგრძნობდი მისი ბაგეების შეხებას. მამაკაცური და მიმზიდველი სურნელი ჰქონდა, მაშინ ვიფიქრე, რომ მხოლოდ გამორჩეულებს შეიძლებოდა ჰქონოდათ ასეთი არომატი. ნელ-ნელა ისე ვსველდებოდი, საკუთარი ჰორმონების ასეთი სიჯანსაღე მაკვირვებდა. თვალები დავხუჭე და მის გულისცემას ჩემს გულთან ახლოს შევიგრძნობდი. ჩემში შემოვიდა. ისეთი კვნესა აღმომხდა, სადმე ეს ხმა, რომ მომესმინა, არ დავიჯერებდი თუ ჩემი იყო.
- ნელა ქენი - გავაფრთხილე. ჩემსკენ მომავალი მისი სახე ამჯერად, აღარ შემიჩერებია. მკვრივი, სველი, ამავე დროს ნაზი და დასიასმოვნო ენა ჰქონდა, მომწონდა მისი არომატი. მის ტუჩებში ისე ვკვნესოდი, დაჯერებაც კი მიჭირდა, რომ კაცთან, რომელსაც ლაწირაკს ვეძახდი, ასეთი სექსი მქონდა. არ ჩქარობდა, ნელ-ნელა აკეთებდა ბიძგებს სიამოვნების გასახანგრძლივებლად. ცალი თვალი კარებისკენ მეკავა, მეშინოდა, ბავშვი არ შემოსულიყო, თუმცა დემნას სხეულს სულ სხვა განზომილებაში გადავყავდი და სხვა ყველა ფიქრსა და შიშს მიქრობდა. განზომილებაში, სადაც მხოლოდ სიამოვნების ტალღები მაპობდა შუაზე. - რამხელა გაქ - აღმომხდა გაუაზრებლად. ჯერ მსუბუქად ვუკბინე ყურზე, შემდეგ ტუჩებში ვაკოცე და მისი ენა ჯერ გვარიანად გამომვწუწნე, შემდეგ კბილებში მოვიქციე, ისევ ვუკბინე, თან ენაზე. საბოლოოდ, უკანასკნელი შფოთვაც აღმომხდა. ორგაზმის დროს თმაში გიჟივით ჩავაფრინდი. არ მინდოდა, ოდესმე დასრულებული და ვაღიარებ, საკმარისზე დიდ ხანსაც გაგრძელდა. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს ამ წუთების განმავლობაში. ხელებით მკერდზე მეფერებოდა, თუმცა თვალებს მაინც არ მაშორებდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ხმაამოუღებლად ვიწექით ერთმანეთის გვერდზე. არ ვლაპარაკობდით, მაგრამ ჩვენი გახშირებული სუნთქვა სიტქვებზე ხმამაღალი იყო. დემნა ჩემსკენ გადმობრუნდა, მკლავებში კიდევ ერთხელ მომიქცია და ტუჩებში მაკოცა.
- ბევრს მოძრაობ. არც გაოფლიანება შეიძლებოდა შენთვის - ვუსაყვედურე და მკერდზე დავადე თავი.
- მემგონი მიყვარხარ - მითხრა მოულოდნელად. თავი წამოვყავი, სიცილნარევი მზერით თვალებში ჩავხედე.
- სექსის მერე, მხოლოდ ვაჟიშვილებს უყვარდებათ. რა იყო, პირველი ქალი, ხომ არ ვარ? - ვკითხე დამცინავად.
- 26 წლის ბიჭი ვარ და შენი აზრით, აქამდე ქალები არ მყოლია? - კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა. ორივეს გაგვეცინა. შემდეგ კი მეც გავიაზრე მისი ნათქვამი, თავადაც გაიაზრდა და შურდულივით წამოვხტი ლოგინიდან.
- ჯანდაბა! - დავუღიალე და საცვლები გამალებით ჩავიცვი - შენ ხომ მითხარი, 30-ს ვარო?
- 30-ისას მეძახდი ლაწირაკს და რომ მეთქვა 26-ის ვარ მეთქი, ასესტატი მანახეო, მეტყოდი. - იმართლა თავი.....

* * *

ზედმეტად დიდი დრო გავიდა მის გარეშე. დემნამდე არასდროს მიჭირდა ხოლმე მარტო ცხოვრება, შემდეგ კი მივხვდი, რომ მის გარეშე ყოფა პირველად მომიწია და აუტანელი იყო, როგორც არ უნდა მენუგეშებინა თავი, რომ ნამდვილი ა. შუა ღამეს ისევ კივილის ხმა მომესმა ლილეს საძინებლიდან. წამოვხტი და მასთან მივვარდი.
- ავარია, ავარია - ყვიროდა ლილე. შეშლილი თვალებითა და წაშლილი სახით იმეორებდა.
- ყველაფერი დამთავრდა ლილე, ავარია უკვე მოხდა - არ ვიცოდი, სხვანაირად როგორ მენუგეშებინა გარდა იმისა, რომ ყველაზე უარესი, უკვე მომხდარი იყო.
- დემნა კვდება ავარიაში - შემომანათა ცრემლიანი თვალები.
- დემნა ცოცხალია - დავაწყნარე და ჩავეხუტე. ლილე ატირდა, მე კი სიკვდილის ფასად დამიჯდა დემნას სახელის ხმამაღლა წარმოთქმა. იმ ღამეს მასთან დავიძინე. მშობელივით ყოველ მის ამოსუნთქვას ვდარაჯობდი და დილით, რა თქმა უნდა, მასზე ადრე ავდექი. მე ხომ არც კი მძინებია. საუზმეს ვაკეთებდი, როცა ტელეფონმა დამირეკა. უცხო ნომერი იყო და იმედია, არც დემნა იქნებოდა, არც ლეო.
- გისმენთ - ვუპასუხე.
- მის კორლეონეს ველაპარაკები? - იკითხა უცნობი კაცის ხმამ. ენა ჩამივარდა, ასე, მხოლოდ მეორე სამსახურში მომმართავდნენ ხოლმე.
- დიახ, მე ვარ - ვთქვი თამამად. ამ შემთხვევაში, რაც შეიძლება ამაყი და მკაცრი ხმა უნდა მქონოდა.
- ახალი დავალება გვაქვს. გვეშინია, რომ თავს ვერ გაართმევთ...
- რომ გეშინოდეთ, არ დამირეკავდით - ირონია გავუშვი ხმაში.
- მართალია. პირდაპირ საქმეზე გადავალ - მცირე პაუზა ჰქონდა - ზემდტეად ხელს გვიშლის ერთი მნიშვნელოვანი პიროვნება. პრეზიდენტობის კანდიდატია.
- სახელი და გვარი მითხარით.
- დემნა ნაკაშიძემ ზედმეტი პრობლემები გაგვიჩინა - თქვა ხმამ. მუხლები მომეკეცა. თავი ძლივს შევიკავე, რომ ტელეფონი ხელიდან არ გამვარდნოდა. მთელი სხეული ერთიანად ამიკანკალდა. იმდენად ამიკანკალდა, წამით შემეშინდა, რომ ეს აუტანელი კანკალი სატელეფონი საუბრისას გამოჩნდებოდა.
- ანუ თქვენ გინდათ, რომ.... - ვერ დავასრულე. ხმაშიც სისუსტე და ცრემლები გამეპარა.
- დემნა ნაკაშიზე უნდა მოკლათ - მტკიცედ გამომიცხადა ხმამ.



ლილე

ნინას ბოლოს სამი დღის განმავლობაში ვეღარ ვცნობდი. ისედაც შეგვცვალა ჩვენს ცხოვრებაში მომხდარმა, თუმცა მას ყოველთვის უჩვეულო სიდინჯე ახასიათებდა. ახლა კი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. ვეღარც ჭამდა, აღარც ეძინა. ხელები მუდამ უკანკალებდა. თავიდან ისიც ვიფიქრე, პარკინსონი ხომ არ ემართება მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სისულელეებს ვფიქრობდი.
დილას გამეღვიძა და თურმე ეძინა. ძალიან გამეხარდა მისი ძილის დანახვა. სასაცილოა, თუმცა ასეთი ადამიანური ჩვევებიც გვიხაროდა ერთმანეთში, რადგან გაარაადამიანურებული ვიყავით ამ ბოლო დროს. დღეს გადავწყვიტე, მე გამეკეთებინა საუზმე. ომლეტს ბოსტნეული დავაჭერი და ყველთან ერთად შევწვი. ამასობაში ნინაც გამოვიდა წითელ ღამის პერანგში გამოწყობილი. უცნაურია, ეს პერანგი მხოლოდ დემნასთან თანაცხოვრებისას ეცვა ხოლმე, დაშორების შემდეგ კი მეგონა თავიდან მოიშორა ისე, როგორც დანარჩენი ყველაფერი, რაც ამ ბიჭს უკავშირდებოდა. შავი თმა წელამდე ჩამოჰყროდა და ახალგაღვიძებული სახით, უკმაყოფილოდ შემომყურებდა.
- გემრიელი სუნია - შემაქო და ფანჯარა გააღო. არადა შემწვარი კერცხის სუნს ვერ იტანდა.
- იმედია შეჭამ რამეს - ვუთხარი ღიმილით. ამ ბოლო დროს სულ რაღაც საქმეებზე დარბოდა. როცა ვეკითხებოდი სად მიდიხარ მეთქი, საქმეზეო, ცივად მპასუხობდა.
- შევჭამ, შენს შრომას ვერ მოვისვრი სანაგვეში - გამიცინა და სამზარეულოს ბარის სკამზე ჩამოჯდა.
- დღეს მუსიკის, თეატრისა და ხელოვნების მუზეუმში პიკასოსა და კანდინსკის გამოფენა ეწყობა. წამოხვალ ჩემთან ერთად? - ვკითხე ფრთხილად. ჩემი ახირებების გადამკიდე, გამოფენებზე სიარულიც შეზიზღდა. ოდესღაც “double” წყვილებში დავდიოდით ხოლმე ასეთ ადგილებში.
- წამოვალ - ამოიოხრა უსიამოვნოდ.
მისვლისთანავე ვინანეთ ორივემ, თუმცა ხმა არ ამოგვიღია. ის ნამუშევრები პიკასოს ხელოვნებასთან ცოტა შორს იყო. მის ნაჯღაპნებს დავარქმევდი, უფლება რომ მქონოდა. სამწუხაროა, პიკასოს ჭეშმარიტ შემოქმედებას საქართველოში სამოგზაუროდ არავინ გვანდობს.
კანდინსკის არაუშავდა. მემგონი ვრწმუნდები, რომ ხელოვნებას დავშორდი. ადრე საათობით შემეძლო თვალცრემლიანი მივშტერებოდი მსგავს ნახატებს, თუმცა ახლა თვალების გადატრიალების მეტს ვერაფერს ვაკეთებდი. ნინასაც ეცინებოდა ჩემს ასეთ რეაქციებზე. ერთ-ერთ ნახატზე ცოტა არ იყოს გავშეშდი, თვალები გამიშტერდა.
- რა გჭირს ლილე? - გვერდიდან ნინას ხმა მომესმა. ნახატი კი სხვადასხვა ფერადი გეომეტრიული ფიგურების შერწყმა იყო. სველი, ზიზღნარევი ბურთულა ყელზე მომაწვა. ნინასკენ გახედვის ძალიან შემრცხვა, რადგან თვალები სიკვდილამდე აცრემლებული მქონდა და საბოლოოდ, ვერ კი განვსაზღვრე, ისე ამიტყდა ტირილი. ხელები სახეზე ავიფარე და ვქვითინებდი. ნინას ხელი მხარზე ვიგრძენი. იცოდა, რომ ასეთ დროს, სიბრალული არ იყო ჩემთვის შვება, უბრალოდ ცდილობდა, როგორმე ვენუგეშებინე.
- წამოდი, დალევა არც ერთს არ გვაწყდენდა - უკვე ორივე ხელი მომითათუნა ნინამ ზურგზე. მე კი უხმოდ, ცრემლებისყლაპვით დავუქნიე თავი.

* * *

ლეო
დემნასთან ერთად ბარში შევდიოდი. ამდენი შეხვედრებისა და გასაუბრებების შემდეგ, დავარწმუნე, რომ დალევა არ გვაწყენდა. დემნა ელენესთან და ბავშვთან ერთად იყო, რის გამოც, ნამდვილად არ უნდოდა ალკოჰოლის სუნში გაჯერებულ სივრცეში შეებიჯებინა, თუმცა მაინც ვუმტკიცებდი, რომ უსაფრთხო ადგილი იყო. სულ იმას ამბობდა, პრეზიდენტობის კანდიდატის ბარში დანახვა ცუდი ტონიაო, თუმცა ბოლოს, ისეთი წინათგრძნობა დარმჩა, რომ მაგრად დაიკიდა ყველაფერი და აქეთ მომაწვა წავიდეთ გინდა თუ არაო. აქ შემოსვლისას, ლილესთან განშორების შემდეგ, უცნაური გრძნობა მეუფლებოდა. ეს იგივეა, რომელიღაცა სიმღერის მოსმენისას, რომ ყოველთვის ის კონკრეტული პერიოდი და გრძნობები გახსენდება, როცა ამ სიმღერას უსმენდი. ასე ვიყავი ბარზეც. ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნება მეუფლებოდა: დანაშაულის გრძნობის, სინანულის, მონატრების. ეს უსიამოვნო შეგრძნება კი ძლიერ მიყვარდა, რადგან ჩემში უკვე გვარიანად ჰქონდა ფესვები გადგმული. მუცელი უცნაურად მიხურდა, როგორც პირველი სიყვარულის დანახვისას ემართება ბავშვს, რომელსაც ყველაზე წრფელად უყვარს.
ბარში კარაოკე იყო და ზუსტად იმ ნაცნობ სიმღერას მოვკარი ყური, რომელიც ლილეს მახსენებდა. ეს ადგილიც ლილეს მახსენებდა და მასთან ერთად ეიმი ვაინჰაუზის “back to black”. ჯანდაბა! ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა. მაშინ ორივემ ვაღიარეთ, რომ სიმრერის ტექსტი ჩვენს ცხოვრებას არ შეესაბამებოდა. ახლა კი... უბრალოდ მომღერლის ხმა არ იყო. ანგელოზის ხმა იყო. ჩემი სიყვარულის ხმა იყო და იმ წამს გაშეშებული ვუყურებდი ჯერ პატარა სცენაზე წყნარად მომღერალ ლილეს, შემდეგ კი ჩემსავით გაშეშებულ, ადგილს მიყინულ დემნას, რომლის მზერაც ერთ წერტილს არ შორდებოდა, როგორ მაშინ, პირველად, რომ ნინა დაინახა. ყველაფერი ისეა, როგორც პირველად, რომ შევხვდით. ბუმერანგივით დაბრუნდა მთელი განცდა.
- დემნა - გადავუჩურჩულე დემნას, თუმცა ის ამ სამყაროში უკვე აღარ იყო.
- რა კარგად მღერის ის გოგო - ჩაილაპარაკა ელენემ ღიმილით. ლილეს კი თვალები დაეხუჭა, გარშემო ვერაფერს ამჩნევდა, მხოლოდ მღეროდა:
We only said goodbye with words
I died a hundred times
You go back to her
And I go back to...
ახლა უფრო სულისშემძვრელად, საშინლად, მტკივნეულად და მწარედ მენატრებოდა მისი ხმა.
- წავიდეთ - ვთქვი და უკან გავტრიალდი. დემნაც უხმოდ მომყვებოდა უკვე, თუმცა ნინიას მოულოდნელი წამოძახილი გავიგონეთ:
- ნინაა - დაუძახა აღფრთოვანებული ხმით, ადგილს მოსწყდა და ნინასკენ გაიქცა. ნინამ კი მხოლოდ ახლა შეგვამჩნია ჩვენ. ლილეს მუსიკა შეწყდა, ჯოჯოხეთურმა, ყველაფრის გამომრიცხავმა სიჩუმემ დაისადგურა ჩვენ ოთხში, რომელსაც გარედან ხალხი,ალბათ ვერც შეამჩნევდა. ისმოდა მხოლოდ ნინიას ხმა, ჩანდა მხოლოდ ნინია, რომელიც ნინასკენ გარბოდა მთელი სიხარულით.....
„ჩემი ქაოსი ხარ“ - გავიფიქრე და სულ ეს იყო. უფრო სწორად, ეს ერთ-ერთი ფიქრი იყო იმ წამს ჩემი ყირამალა დამდგარი აზრებიდან.

* * *

ჩვენი პირველი, შედარებით უფრო თამამი ალერსის მერე, რომ ლილემ გამომაგდო, ეგ აღარ იყო ჩემთვის ახალი ამბავი. ახალი მხოლოდ ის იყო, რომ პირველად მითხრა ქალმა უარი. თან ისე მწარედ, აზრზე მოსვლაც ვერ მოვახერხე. თავიდან ვიფიქრე, დავიკიდებდი, როგორც სხვა ბევრი ქალი დამიკიდებია, თუმცა ლილესა და იმ დაკიდებულ ქალებს შორის ის განსხვავებაა, რომ ლილე არ იყო ყველა. არ ვიცი, ამას რას ეძახიან ან როგორ ამჩნევენ. განსაკუთრებული კრიტერიუმები არ არსებობს, უბრალოდ, როცა დრო მოდის, ადამიანი თავისით ხვდება, რომ ცხოვრებაში უკვე ჰყავს ვიღაც, ვინც ყველა არ არის.
იმ დღიდან დავიწყე მისი შეწუხება, თუმცა აღარც ბარში მხვდებოდა, სახლის კარებსაც არ მიღებდა, ტელეფონზეც აღარ მპასუხობდა, სოციალურ ქსელში კი ყოველთვის „მსინავდა“. ნამდვილი ქაოსი იყო. ზუსტად ამ ამბის შემდეგ შეიძინა ლილეს სახელმა მეორე დატვირთვა. დაე ისევ „დავესინე“. ავდექი და მივწერე:
„აქამდე მზე იყავი, მაგრამ ახლა ჩემი ქაოსიც ხარ ლილე“.

* * *

დემნა
ჩემი სახლიდან გავარდნილ ნინას ისე თავპირისმტვრევით გავეკიდე, საერთოდ დამავიწყდა, რომ დაჭრილი ვიყავი.
- ნინა, ასე რატომ ბრაზდები? - მივყვებოდი სიფრიფანა კაბაში გამოწყობილ სიფრიფანა გოგოს, რომელიც გამწარებული მზერითა და ჩქარი ნაბიჯით გარბოდა ჩემგან.
- იმიტომ, რომ მართლა ლაწირაკი ხარ - თქვა უკანმოუხედავად.
- ნინა, მოიცა! - უცებ ჭრილობამაც შემახსენდა თავი. ოდნავ მოვიხარე - ვახ ჩემი - წამოვიკვნესესავით. კი არ მინდოდა, რომ ჩემი სისუსტე ენახა, ან მისი თანდასწრებით დავჭყანულიყავი ტკივილისგან, მაგრამ ცოტა მაინც მომიგრიხა კისერი.
- აფერისტობ! - გულხელდაკრებიფი დადგა ჩემს წინ, მკაცრი მზერით. ანუ, რახან გაჩერდა და ჩემსკენ შემოტრიალდა, მისთვის სულ ერთი არ იყო, მეტკინებოდა თუ არა.
- ეს რა ზედმეტად ტრადიციული მენტალიტეტი გქონია - ნელა წამოვიჭიმე. - რა მოხდა, დიდი ამბავი ათ წლიანი სხვაობა. ჩემთვის არ ნიშნავს ეგ არაფერს და შენთვის რატომ უნდა ნიშნავდეს.
- მოიცა, ანუ შენთვის უნდა ნიშნავდეს და არა ჩემთვის? - ახლა ამაზე გაბრაზდა. სულ ასე ვნანობდი ხოლმე დაუფიქრებელ ლაპარაკს და ასეთი ლაპარაკი, მაინცდამაინც ნინასთან ყოფნისას დამჩემდებოდა ხოლმე. სხვა შემთხვევაში ნამდვილი ორატორი ვიყავი. ნინა გამოჩნდებოდა თუ არა, ჩემი „აიქიუ“ 0-ამდე ქვეითდებოდა.
- კარგი, მაპატიე, მოიცა - აზრებს თავი მოვუყარე - ერთმანეთის კარგად გვესმის. რამდენიმე წუთის წინ გულის გამაჩერებელი სექსი გვქონდა.... აღიარე!
- ცუდი არ იყო - თვალი ამარიდა და ისე მითხრა. ეს კი ნინას ენაზე სრულყოფილს ნიშნავდა.
- ნინა - დავუძახე წყნარი ხმით.
- რა იყო? - უხეშად მიყურებდა.
- ძალიან ლამაზი ხარ - ვუთხარი და ოდნავ შესამჩნევად აეპრიხა ტუჩის კუთხეები.
- სულ ამას რატომ მეუბნები? - მკითხა ცხვირგაბზეკილმა.
- იქამდე უნდა გიმეორო, სანამ არ მიხვდები, რომ, როცა ლამაზს გეძახი, გული გიჩქარდება
- აბსურდულ რამეებს ამბობ - თავი გვერდზე გაატრიალა.
- შენ ჩემთან სექსზეც ასე ამბობდი, მაგრამ ხომ ხედავ, ჯერ კიდევაა შენს სხეულში ჩემი კვალი შემორჩენილი.
- მოკეტე - დამიცაცხანა, როგორც სჩვეოდა. კიდე გამოძებნიდა საჩხუბარს, ნინიას რომ არ მიერბინა მასთან ყვავილების პატარა თაიგულით ხელში.
- სენ დაგიკრიფე - უთხრა და მისცა. ნინა ჯერ დაიბნა. ხან მე მიყურებდა, ხან ნინიას. მერე ღიმილით გამოართვა.
- მადლობ ნინია - ბავშვს ლოყაზე აკოცა და ხელი მოჰკიდა, სახლში შევიდეთ-ს ნიშნავდა ალბათ. იმ წამს არაფერი მითქვამს, თუმცა ნინიას ამ წელს ძალიან სწყდებოდა გული, რომ სამ მარტს დედას ვერ ვუყიდეთ ენძელები. ენძელები ძალიან ბევრი იყო, თუმცა დედა არ გვყავდა. არ დავპირებულვარ, გეყოლება მეთქი. მხოლოდ იმას დავპირდი, რომ მამამისი არასდროს მიატოვებდა, თუმცა, ახლა ზუსტად ვიცოდი, რასაც გრძნობდა ნინია და ის ძალიან ბედნიერი იყო. იმდენად ბედნიერი იყო ამ სარეველაგარეული ყვავილების ნინასთვის მირთმევისას, რომ წამით შემეშინდა კიდეც, არ მინდოდა მოსალოდნელი იმედგაცრუება ეწვნია ჩემს შვილს. ნინას ნამდვილად ვერ მოვთხოვდი ჩემი შვილისთვის დედობა გაეწია. ვერც ერთ ქალს ვერ მოვთხოვდი, რა თქმა უნდა. შემეშინდა, რომ ჩემს პატარა ქალიშვილს მთელი ოცნებები თავზე ჩამოენგრეოდა.
ორი დღის განმავლობაში ჩვენთან ხშირად მოდიოდა ნინა. მე რატომღაც, მივიჩნიე, რომ სჯობდა ცოტა გულგრილი პოზიცია დამეკავებინა. განსაკუთრებით, კი იმის შემდეგ, რაც ნინიას ოთახში მის საწოლზე ვიწექი და ვაძინებდი.
- ნინა დედაა? - მკითხა თავისი მწვანე, ლამაზი თვალებით, რომელიც იმედის ნაპერწკლებით იყო სავსე.
- არა, დედა არა არის - ვუპასუხე და შევეცადე ზღაპრის მოყოლა გამეგრძელებინა.
- ვერც იქნება? სენ ხომ მერე გახდი მამა? თავიდან არ ყოფილხარ. ნინაც რო გახდეს დედა?
- ნინია, ადამიანს ვერ დავაძალებთ, რომ დედა გახდეს - ბავშვს თავზე ვაკოვე - შენ ჩემი სიყვარული ხარ, შენზე უკეთეს შვილს ვერც ერთი დედა ვერ ინატრებს. უბრალოდ, არიან ქალები, რომელთაც საერთოდ არ უნდათ დედობა.
- რატო? - მკითხა მოწყენილმა. მხარზე მომეხუტა და თავი ისე მომადო, თითქოს არ უნდოდა, მისი მოწყენილი სახე დამენახა.
- არ ვიცი - ვუპასუხე უსუსურად. მაშინ მივხვდი, რომ მშობლისთვის ყველაზე მტკივნეული, შვილის კითხვის „არ ვიცით“ პასუხია. მაგრამ მალევე მივხვდი, ეს არ ყოფილა სირცხვილი. გამოგონილი ფილოსოფიებს, ამის თქმა სჯობდა, რადგან ნინიამ ყოველთვის იცოდა, რომ „ყოვლისშემძლე გმირ“ მამასთან ერთად, ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი, ჩემივე სისუსტეებით, რომელმაც ზოგჯერ რაღაც არ იცოდა.
დილას ძალიან გვიან გამეღვიძა. საათს დავხედე და უკვე 12 იყო. გამიკვირდა, რომ ნინია არ დამახტა თავზე ამდენ ხანს. წამოვდექი და მის ოთახში გასვლა დავაპირე, თუმცა სამზარეულოდან მომესმა ბუტბუტის ხმა.
- ცემი თმა სენსას ჰგავს - ეუბნებოდა ნინია ნინას.
- ჰოო - გაეცინა ნინას და საუზმე ბავშვის თეფშზე გადმოდო. უცნაური სურათი იყო. უფრო სწორად, ძალიან ლამაზი სურათი იყო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მესიამოვნა.
- გამარჯობა - ვუთხარი ღიმილით. მხარი აღარ მტკიოდა და ნინას საჭმელების გარეშეც გავუმკლავდებოდი ყველაფერს. იმ პერიოდში მართლა იმის მეშინოდა, რომ ნინა თავს შეგვაჩვევდა, მერე კი დაიკარგებოდა. ჰოო, მარტოხელა დედასავით გამომდის, რომელიც შვილისთვის მამას ეძებს. თუმცა, როცა საქმე შვილს ეხება, მნიშვნელობა არ აქვს, ქალი ხარ თუ კაცი, შეგიძლია დედაც იყო და მამაც თუ საჭირო გახდება. მეორე მხრივ, კი იმის შიშიც მქონდა, რომ ნინას ჩემთან ყოფნა არ უნდოდა. იქნებ აჯობებდა პირველი მე დამენებებინა მისთვის თავი, ვიდრე მას მოვეშორებინე ძალიან უხეშად.
- ნინია დილას ჩემთან მოვიდა - მითხრა ნინამ სიცილით. - თავიდან გვინდოდა, ჩემთან გვესაუზმა, თუმცა მერე ვამჯობინეთ რომ შენც დაგვეპატიჟე. - ამიხსნა ღიმილით. თითქოს ხო არაფერი, მაგრამ ამ ორ უწყინარ წინადადებაშიც მაგრად „მესწერვა“.
- ბედნიერი ვარ, რომ გაგახსენდით - უსიამოვნოთ შევიშმუშნე.
- ხომ არ ბრაზდები, შენი სამზარეულოთი, რომ ვსარგებლობ? - მკითხა ნინამ.
- რა თქმა უნდა, არა - გამეცინა. ნინას ერთი განაზებული ხმა და ეგრევე პატარა ლეკვი ვხდებოდი ხოლმე. - დღეს ჩემი მარი ჩამოდის - ვუთხარი ნინიას ჩემი ბავშვობის მეგობარზე.
- ერთად გავისეირნებთ? - მკითხა გახარებულმა.
- გავისეირნებთ.
- ნინაც წამოვა? - ისევ მე შემომხედა ნინიამ.
- ეგ ნინას უნდა ჰკითხო - ვუპასუხე სერიოზულად. ნინა თვალებდახრილი თავის ყავას დაჰყურებდა. წამით შემომხედა.
- ვინ არის მარი? - მკითხა სასხვათაშორისოდ, თუმცა ენით აღუწერელი ეჭვებიც იგრძნობოდა.
- მეგობარია. თან ხვალ რაღაც საქმე გვაქვს და ერთი დღე დაისვენებს, შემდეგ ერთად ჩავალთ თბილიში.
- წამოხვალ? - არ ცხრებოდა ნინია.
- არა. მამაშენს მეგობართან იქნებ, ისეთი რამეები აქვს სათქმელი, რაც მე არ უნდა ვიცოდე. - უპასუხა ნინამ. ძალიან გამეცინა. უკვე ვგრძნობდი, არ იყო ჩემს მიმართ გულგრილი.

* * *

ლეო

ლილეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ტვინი შევუჭამე. მართალია, ისევ მაიგნორებდა, თუმცა რამდენჯერმე მაინც გამოვიჭირე გარეთ და ვთხოვე, აეხსნა რატომ აღარ უნდოდა ჩემთან ურთიერთობა. მაინც ვერაფერს გავხდი, არაფერს მეუბნებოდა. ბოლოს კი სახლთან დავუდარაჯდი მოძალადე მანიაკივით. გამოანათა თუ არა სახლიდან თავისი ნატიფი, როგორც ყოველთვის მშვენიერი ფეხებით, იმ წამსვე მასთან გავჩნდი.
- ეშმაკმაც დალახვროს! - დამიყვირა.
- შენთან მინდა - მეც დავუყვირე.
- შეუძლებელია! შენ არ ხარ ის კაცი, რომელსაც ქალთან უნდა. შენ ქალებთან გინდა.
- მართალია - ვუთხარი გაბრაზებულმა. იმიტომ დავეთანხმე, რომ მისმა ნათქვამმა გულის სიმღრმეში უსიამოვნოდ ჩამფხაჭნა და ამის დაფარვაც მინდოდა. - მართალი ხარ შე წითურო ალქაჯო, მაგრამ შენზე ფიქრი, რატომ დამჩემდა?
- არ ვიცი. რაც არ უნდა იყოს, არ გამოვდგები შენთვის - ისე მიდიოდა, თვალებშიც კი არ მიყურებდა. არც კი ჩერდებოდა, რომ ადამიანურად დავლაპარაკებოდი. ბოლოს მაჯაში ჩავავლე ხელი, მეორე ხელი მხარზე ჩავბღუჯე და ძალით გავაჩერე - ხელი გამიშვი! რამდენს ბედავ - მიყვირა შუა ქუჩაში.
- როცა მელაპარაკები, თვალებში მიყურე - მზის სათვალეც ძალით მოვსხენი. ჯანდაბა, ძალიან მომნატრებია მისი თვალები.
- არ მინდა შენთან ურთიერთობა - გამიმეორა რობოტივით.
- რატომ? - არ ვეშვებოდი. ლილემ ღრმად ამოიოხრა, შემომხედა და მითხრა:
- დღეს საღამოს გნახავ ბარში და აგიხსნი, რატომაც ვერ ვიქნებით ერთად.


ლეო

ნუთუ იმ საღამოს ლილესთვის ისე უნდა ამეარა გვერდი, რომ არც კი მივსალმებოდი? დემნა ჩემზე უარეს მდგომარეობაში იყო, ეტყობოდა. ნინა ნინიას ეხუტებოდა, ბავშვი ზედაც არ გვიყურებდა. მივლინებიდან დაბრუნებულ დედას ჰგავდა. დემნას შევხედე, თვალებით ვუთხარი რა *ლე ხართქო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ერთნაირი *ლეები ვიყავით ორივე. ლილემ თვალი ამარიდა, სცენიდან ჩამოვიდა და თვალები დახარა, რომ ჩვენი მზერა არ შეჯახებოდა ერთმანეთს. ნინა კი პირიქით მოიქცა. თვალებს არ აშორებდა დემნას, შემდეგ კი ელენეს. ელენემ უხერხულადაც კი იგრძნო თავი ნინას დაჟინებული მზერით, რომელიც ულევ სიბრაზესა და ზიზღს ანთხევდა ყოფილი საყვარლის ახლანდელ ქალზე. სხვა გზა აღარ დაგვრჩა, მისასალმებლად მივედით. მე ნინასკენ, დემნა ლილესკენ. ჩემს მზეს გავხედე, ვერ მოვითმინე. ერთხელ მაინც უნდა დამენახა მისი თვალები, სხვანაირად, არ შემეძლო.
- გამარჯობა - ვუთხარი და შევეცადე გამეღიმა, მარამ, რამდენად გამომივიდა ღიმილი, არ ვიცი.
- როცა მიყურებ აღარ გტკივა? - მკითხა უემოციოდ და პასუხს არც კი დაელოდა - გავედი მე, გარეთ დაგელოდები - უთხრა ნინას და წავიდა. ნინამ უხმოდ დაუქნია თავი, წასულ მეგობარს თვალი გააყოლა, შემდეგ კი ელენეს შეხედა და როგორც გამოცდილ მონადირეს, ისე აუკაწკაწდა კბილები მსხვერპლის დანახვაზე.
- მიხარია შენი ნახვა დემნა - როგორც ყოველთვის, საოცრად ირონიული იყო ნინა.
- მეც მიხარია - დემნას არაფრის თქმა შეეძლო. გარდა იმისა, რომ ნინიასთვის ეცლია, ნინას კალთაზე ჩამოკონწიალება.
- ეს ალბათ ელენეა არა? - ჰკითხა ბედნიერი ღიმილით, თუმცა მხოლოდ შინაური თუ მიხვდებოდა, ამ ბედნიერი ღიმილის მიღმა როგორი სიძულვილი იმალებოდა.
- ჰო, ელენე, ეს ნინაა... ჩემი... - სიტყვებს თავს ვერ უყრიდა დემნა. პირდაპირ ჩართვებში და მიმართვებში ჩემ სიგრძე ენა აქვს ხოლმე, ნინას დანახვაზე კი სადღაც უკვალოდ ქრება მისი კეთილგონიერება.
- მისი ყოფილი - დაასრულა ნინამ სიცილით. ელენესაც გაეცინა, ოღონდ სიმწრისგან და უხერხულობისგან. მე კარებს შევხედე ისევ, იქნებ ლილეს ლალისფერი თმის ლანდს კარების მიღმაც ეპოვა ჩემსკენ მომავალი გზა, თუმცა უშედეგოდ, ვერ დავინახე.
- მაპატიეთ, ორი წამით ამ პომიდვრისფერიანს გავიყვან გვერდით - აღმოხდა ნინას და ხელი მაჯაში ისე ჩამავლო, ქმრის მრისხანებას შეჩვეულ ცოლად ვიგრძენი თავი. მორჩილი მონასავით გამოვედი ცოტა მოშორებით. დემნას თვალები თვალებს აღარ ჰგავდა. აღარ ვიცოდი, რა პასუხი მომემზადებინა სამომავლო კითხვების ზღვისთვის.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ! - ერთმანეთზე მაგრად მიბჯენილ კბილებს შორის გამოსცრა ნინამ.
- მაპატიე, მაგრამ ვერაფერს გავხდი.
- ვერაფერს გახდი? შენ რა ხუმრობ? - მთლად გადამერია ნინა. ამ დაძაბულ მომენტში ოდნავ მეცინებოდა კიდეც. საშინლად მიხაროდა მისი ნახვა და ხმის გაგონება.
- როგორ მომენატრე - პირიდან გამომიფრინდა სიტყვები.
- ანუ დემნას ლილე მოენატრა, შენ მე. რა მაგარია, წყვილები ხომ არ შევიცვალოთ? - მკითხა მკაცრად. მძიმედ ამოვიოხრე.
- მაპატიე. ისე მოვიქცევი, როგორც მთხოვე.... ლილე? - ვკითხე ჩუმად.
- ლილე უკეთაა - მითხრა ღიმილით და ამ ღიმილში ჩააქსოვა მთელი რიგი სიბლალული, რომელსაც ჩემს მიმართ გრძნობდა იმ წამებში.

* * *
ზუსტად ორი წლის წინ იყო, ბარში რომ მივედი ლილეს იმ მიზეზის გასაგებად, რა მიზეზითაც ჩემგან თავს ასე შორს იჭერდა. მაგიდასთან იჯდა. წყნარი და მიმზიდველი. ვერც კი ვხვდებოდი ერთდროულად ასეთი ელეგანტური და თავისი დაქალის მსგავსი ალქაჯი როგორ შეიძლებოდა ბუნებას გაეჩინა.
- ლილე - სწრაფი ნაბიჯით მივედი და მის წინ დავჯექი. - დალევ რამეს? - ჯერ ვიფიქრე, ცოტა გადმოვიპირებთქო.
- ჰო, რამე მაგარს - ნერწყვი გადაყლაპა და თვალები შემომანათა. ვისკი შევუკვეთე, ოღონდ ორმაგი. როგორც მას უყვარდა, ყინულებით.
- რას მიწუნებ? - ვკითხე სიცილით ერთი ჭიქის დალევისა და ხუთწუთიანი დუმილის შემდეგ.
- ჯერ რაღაცას მოგიყვები - ლილეს არ ეცინებოდა.
- გისმენ - გავჩუმდი. მის თვალებს ვუყურებდი, კაშკასა თმასა და ფითქინა დეკოლტეს. როგორ მინდოდა მისთვის მეკოცნა, თუმცა ჯერ ბოლომდე უნდა მომესმინა მეტი სერიოზულობისთვის.
- ერთი კაცი მყავდა ხუთი წლის წინ. თავიდან კარგი ტიპი იყო, შემდეგ კი ზედმეტად პათოლოგი აღმოჩნდა. ყველაფერზე ეჭვიანობდა, დღეში ოცჯერ მირეკავდა, უხასიათო, უინტერესო გახდა. საერთო ენასაც კი ვეღარ ვნახულობდი და ძალიან შემძულდა. ყველგან ვემალებოდი, არ ვიკარებდი. გაბრაზდა და ჩვენს ახლობლებში ჭორი გაავრცელა, თითქოს მის ძმაკაცთან ვუღალატე, დავფეღმძიმდი და აბორტი გავიკეთე. ხომ ხვდები, 22 წლის გოგოსთვის ზედმეტად მტკივნეული იყო ის თემა, თუ რას ფიქრობს ხალხი მასზე. ახლა, რომ რამე ეგეთი დამმართნოდა, მაგრად დავიკიდებდი ყველას აზრს და იმ ბიჭს კიდევ, მაგრად ვაცემინებდი.
- მე ვცემდი იმ კაცს - გავუღიმე. ლილეს გაეცინა - ასეთი ნაბი*ვარი სად ააგდე ამ ანგელოზივით გოგომ?
- რა ვიცი, ანგელოზივით გოგოებსაც გვიყვარდება ხოლმე არასწორი კაცები.
- ცუდი ბიჭები?
- არა. ცუდი ბიჭი შენ ხარ. ის უბრალოდ ბანძი ბიჭი იყო - გამიცინა და მერე ისევ გააგრძელა. - იმ ამბების შემდეგ, რაღაც დაემართა და მოკლეს. არ ვიცი, ვინ მოკლა, დაიხურა ეგ საქმე. მეც ვიყავი დაკითხვაზე, თუმცა, ყოველთვის, როცა ორ*აზმს დავაპირებდი, მისი გახრწნილი გვამი წარმომიდგებოდა ხოლმე.
- ბევრჯერ სცადე?
- ჰო. კაცთან, ქალთან, ვიბროებით - ჩამომითვალა.
- რა იყო გოგო, რამ გაგამწარა. ჯერ ჩემთან მოსულიყავი.
- მოკეტე - შემაწყვეტინა სიცილით. ძალიან მომწონდა ის ფაქტი, რომ მისი გაცინება ყოველთვის შემეძლო. - შენ, შენ.... ჯანდაბა შენ - ამოიოხრა.
- რა დავაშავე?
- მიზიდავ. ძალიან მიზიდავ - გამომიტყდა სევდიანად - პირველად რომ დაგინახე, მაშინვე მიმიზიდე. ძალიან მომეწონე. მიყვარს კაცების გაგიჟება და შემდეგ მათი პირღია დატოვება, თუმცა, შენი გაგიჟების პროცესში ძალიან მომინდი და ამან შემაშინა.
- რა სისულელეა, ეს ხომ მშვენიერია - ვცდილობდი, როგორმე ჩემთან დაწოლაზე დამეყოლიებინა.
- ეს საშინელებაა. შენ თუ ის კაცი ხარ, რომელიც სიამოვნებას მომანიჭებს, უთუოდ შემიყვარდები. შენ კი არავის ერთგული არ ხარ. ამიტომ გთხოვ, ჩემგან თავი შორს დაიჭირე. ისევ გულნატკენი, რომ დავრჩე, ხვდები მაინც, რამხელა ტრავმა იქნება ჩემთვის?
- ვხვდები - თავი დავუქნიე. აღარ მეცინებოდა და მესმოდა. მართლა ძალიან მესმოდა მისი.
- მიხარია - წამოდგა და წასვლა დააპირა. მეც ავდექი.
- შეგიძლია ერთი სურვილი შემისრულო? - ვთხოვე მე.
- რა სურვილი?
- შენს დეკოლტეზე გაკოცებ... გამოსამშვიდობებლად.
- წმინდა პორფილეს ხატს უნდა შეფიცო? - გაეცინა ლილეს.
- კიი, დამაფიცე რა - მეც გამეცინა. ლილემ სახეზე ხელები დამადო, თავისი მკერდისკენ მიმიზიდა. ყელის გავლით მკერდზე ვაკოცე. ყველაზე სექსუალური სუნი ჰქონდა, რაც კი ოდესმე მიგრძვნია. ყველაზე ნაზი კანი ჰქონდა და პირველი გულისცმება იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება, რადგან, აქამდე არასოდეს დავკვირვებოდი ადამიანის გულისცემის რიტმს. - საერთოდ ვეღარ შევხვდებით? - ვკითხე იმედგაცრუებულმა.
- ცოტა გადამწონდე და მერე - თმაზე მეფერებოდა ლამაზი, გრძელი თითებით.
- მეც ძალიან მომწონხარ - გაჭირვებით მოვწყდი მის მკერდს და თვალებში ჩავხედე.
- შენ ქალი არასდროს შეგიყვარდება
- საიდან დაასკვენი? - არ ვიცი, რატომ ვუმტკიცბდი ახლა საპირისპიროს.
- იმიტომ, რომ ყველაზე საშიში კაცი ხარ. კაცი, რომელიც სიყვარულს იღებს, თუმცა არასდროს გასცემს. - მითხრა დინჯად. მწარედ გამეცინა, მის თმას ხელი შევახე. გლუვი და ნაზი ჰქონდა, სურნელოვანი, მზესავით კაშკაშა. - მაპატიე, უნდა წავიდე - მითხრა ყრუ ღიმილით. უსიტყვოდ თავი დავუქნიე და ისიც წავიდა.

* * *

ნინა

იმ დღეს, კახეთში დემნა აღარ მინახავს. უფრო სწორად, დრო და დრო მოვკრავდი ხოლმე თვალს, როგორ დადიოდა ნინიასთან და იმ თავის მეგობართან ერთად. მერე ის მეგობარიც წაუვიდა და სამი დღის განმავლობაში, თითქოს არ მიმჩნევდა. ბოლოს, ალბათ, ვეღარ გაუძლო უჩემობას და ჩემს ეზოში შემოვიდა. იქვე ხესთან ვიდექი, სიგარეტს ვეწეოდი.
- ბავშვი სად არის? - ვკითხე გამარჯობის მაგივრად.
- მეზობლის ბავშვებთან თამაშობს - მითხრა ღიმილით.
- რატომ მოხვედი? - გულხელდაკრეფილი გადავუდექი წინ.
- მომენატრე - მიპასუხა სერიოზულად.
- მოგენატრე - გავიმეორე სარკასტულად. - მემგონი ქალი როცა გინდება, მაშინ გახსენდები
- გამოდის, მხოლოდ ერთხელ მომინდა ქალი? მემგონი მამცირებ -გაეცინა ბავშვურად.
- მოკეტე, ნუ იცინი!
- ნუ ვარ საყვარელი? - ნელ-ნელა მომიახლოვდა. ჯერ უკან წავედი, მერე ხეს მივეყუდე და ისე ახლოს მოვიდა, სუნთქვისაც კი შემრცხვა.
- საყვარელი არ ხარ - თან ჩემს თავს ვაფრთხილებდი, მედგრად იდექი მეთქი.
- შენ ხარ სამაგიეროდ - თმაზე მომეფერა. ხელი ვკარი, არ მოელოდა, რომ ასეთი ჯანიანი ვიქნებოდი. გვერდზე გადგა, თუმცა მხარზე მოიკიდა ხელი უსიამოვნო სახით. მემგონი ვატკინე.
- რამდენიე დღის წინ დამჭერი, დაგავიწყდა? - გამიბრაზდა.
- მაპატიე, მართლა დამავიწყდა.
- ნამდვილი ქაჯი ხარ, საერთოდ, რატო მომეწონე? - ზედმეტად განვარისხე მგონი.
- მე რა ვიცი, ეგ შენს თავს ჰკითხე. წლებია, კაცი არ მომკარებია და უცებ სუპერმენივით, რომ წამოიჭიმე, რა გეგონა?
- და ეგრევე ხელში ჩაგიგდე - გაუეშმაკურდა სახე.
- უნდა მოვწესრიგდე დემნა, საღამოს სასტუმროში მაქვს შეხვედრა და შენთვის არ მცალია.
- როიალ ბატონში? - გაეცინა.
- საიდან იცი?
- მეც მაქვს შეხვედრა. - მომიგო ნიშნისმოგებით.
- გილოცავ, შენღა მაკლდი - დავიწყე ბუზღუნი.
- ლეოს მივყვები. ამბობს, რომ მნიშვნელოვან შეხვედრებზე აუცილებელია ჩემი იქ ყოფნა, რადგან ბევრ საჭირო ადამიანს გავიცნობ მომავლისთვის.
- ოჰ, მაპატიეთ - მაგრად გამეცინა - თქვენ, ხომ მომავალი პრეზიდენტი ბრძანდებით. ისე, ერთი ოცი წლის მერე კი გექნება შანსი. ასაკობრივ ბარიერს ჩამოწევენ და 50-ს, რომ მიუკაკუნებ, გაგეხსნება გზა - ისევ დავცინოდი და იმას კი ვერ ვხვდებოდი, რომ მისი ასაკის მასხრად აგდებით, საკუთარ თავს ვაყენებდი შეურაცხყოფას.
- კაი რა. ჩაცმაში ვერ მომეხმარები?
- მე? შენ? - ძალიან შევიცხადე.
- ხო, რა იყო. აქამდე არ გყევარ შიშველი ნანახი? ხელს ვერ ვშლი ნორმალურად, მემგონი რაღაც დამიზიანე - ისევ ვალში მაგრძნობინა თავი.
- კაი ჰოო - მისკენ წავედი. - ლაწირაკი ბიჭი - ჩავიჩურჩულე ჩემთვის. ეტყობა გაიგო და მოულოდნელად დამიხვავა:
- პედოფილი დეიდა
- მოკეტე - დავუყვირე, მაგრამ მაინც გამეცინა. ლოყებდაჩხვლეტილი ღიმილით შემომხედა. მზე უცნაურად დანათოდა თავზე და მის თმას ოქროსფრად აელვარებდა, თვალებიც კი ოქროსფერი მოუჩანდა. სახლში შევედით, ნელა პერანგი გავხადე.
- შარვალიც ხომ არ გაგხადო? ან რამე დაგიუთავო? - ვკითხე ცინიკურად.
- არა, მადლობ. დაუთავება, გარეცხვა და გაფენა სხვა დროს იყოს, როცა ოფიციალური ურთიერთობა გვექნება - მიპასუხა სრულიად სერიოზულად.
- თავს იდებილებ ხოლმე, თუ მართლა სერიოზულად ამბობ ასეთ რაღაცეებს? - გავბრაზდი.
- კაი რაა - გამიცინა და ჩემსკენ შემოტრიალდა. ერთი პრესი, ორი პრესი, სამი.... პლუს მკლავები, რომლის სურნელი უკვე გვარიანად მქონდა შეთვისებული და თავიც გავაქნიე: „საკმარისია ნინა, საცაა კლიმაქსი დაგეწყება და შენ კიდევ, ამ ლაწირაკის მიმართ გრძნობ ლტოლვას?“
- ჩემს ცოლს არასდროს ექნება ყოველ საღამოს გასაკეთებელი ვახშამი, ჩემი ტრუსები გასაფენი და კიდევ რა ვიცი... ალბათ გავინაწილებთ ხოლმე, ჯერ მე გავაკეთებ, მერე ის - მითხრა შვლის ნუკრის თვალებით. ჰოო, ამ გამოხედვას შემდეგში ასე დავარქვი, რადგან თვითონ ვერასდროს აცნობიერებდა, როგორი საყვარელი, წრფელი და ბავშვივით გულუბრყვილო იყო.
- ბედნიერი, ვის ოჯახშიც შენ შეხვალ - ცოტა დავცინე, არადა მართლა ბედნიერი ქალი იქნებოდა.
- მე შევალ? შვილით და ბარემ ჩავესიძები? - გაეცინა. უფრო მსუბუქად გადავუხვიე ჭრილობა, ვიდრე წინა დღეებში. საოცრად მომინდა, მის თმას ისევ შევხებოდი. - საერთოდ არ მოგწონვარ? - მკითხა მოულოდნელად.
- საერთოდ, რომ არ მომწონდე, შენთან არ დავწვებოდი, მაგრამ მე საშენო ქალი არ ვარ. უბედურებას მოგიტან - პერანგის ღილები შევუკარი, თავი მისკენ მივწიე და მსუბუქად ვაკოცე ტუჩებში. პატარა გოჭივით გამეტრუნა.
- ერთმანეთს კოცნიიიიით? - მოგვესმა ნინიას ხმა რაღაცნაირი ტემბრით. ორივეს გული გადაგვიქანდა. იმიტომ კი არა, რომ კოცნისას წაგვასწრო ბავშვმა, უბრალოდ საოცარი კახური კილო ჰქონდა აკიდებული.
- მემგონი დროა, თბილისში დავბრუნდეთ - თქვა დემნამ სიცილით.
- კოცნიდიიიით? - კითხვა გაგვიმეორა ბავშვმა.
- ჰოო - დაეთანხმა დემნა. მე ნელ-ნელა გაპარვა განვიძრახე.
- შეხვედრამდე პატარა - თმაზე მოვუთათუნე ნინიას ხელი და გავედი, სანამ რამე ჩამჭრელ შეკითხვას დამისვამდა, მაგალითად, როგორიცაა: „მამაჩემს რატო კოცნი შე ბო*ო“. თუმცა, მეორე მხრივ, ოთხი წლის ბავშვმა იშვიათად, რომ სიტყვა ბო*ოს განმარტება იცოდეს. მხოლოდ მე ვიყავი ბავშვობაში ეგეთი უკულტურო და გაუზრდელი არსება.


ლილე

იმ საღამოს კახეთში ჩავედი როიალ ბატონის სასტუმროში. ნინაც იქ იყო და კიდევ რამდენიმე უცხოელი ინვესტორი, რომელთან ერთადაც ახალი „ნეთვორკ“ მარკეტინგის დაარსების გეგმას ვადგენდი, რომელიც ჩემს პარფიუმერულ პროდუქტზე იქნებოდა.
სასტუმროში ნინა შემოვიდა, ჯერ თვალებით მეძებდა, შემდეგ განათებული სახე მომაპყრო.
- ჰაა, მომიტანე კაბა? - მკითხა და გადამეხვია.
- კი, მოვიტანე. - მთელი მისი ბარგი მქონდა წამოღებული, ძალიან პრეტენზიული, არაფერი მოსწონდა ხოლმე ჩემი არჩეული, ამიტომ, მერჩივნა, თვითონ აერჩია. სასტუმროს ნომერში ავედით, გამწარებული იცვლიდა კაბას.
- როგორ მიდის საქმე?
- მშვენივრად. ჯერ ახალგაზრდა კომპანია ვიქნებით და ბევრი არასწორი შეხედულების, არაკომპეტენტური ადამიანის აცილება მოგვიწევს. ჯანდაბა, ძნელი იქნება ნეთვორკი საქართველოში. - ამოვიოხრე და მის წინ, საწოლზე ჩამოვჯექი. - მუქი მელნისფერი კაბა ეცვა, კუპრივით შავი თმა წელზე ჰქონდა ჩამოყრილი. უმშვენიერესი იყო.
- არაფერიც არ იქნება. ძნელი ის იქნება, ლეოს, რომ ნახავ აქ- მომიგო ღიმილით.
- რაა? - აღმომხდა პირდაღებულს.
- ჰოო, ბიზნეს შეხვედრა აქვთ - მიპასუხა ნინამ. მე კი წინასწარ ამიფრინდნენ მუცელში პეპლები. უკვე იმის მეშინოდა, რომ ლეო თავის ახალ „თევზთან“ ერთად იქნებოდა. სხვათაშორის, ასეც მოხდა, ოღონდ თევზის გარეშე. ვაღიარებ, გამიმართლა. საქმიანი ფორმა, მუქი ვერცხლისფერი პიჯაკი და ჰალსტუხი საოცრად სექსუალურს ხდიდა. ასე მეგონა, ჩემს ახალ წამოწყებაში მისი ინვესტიციაც ჩემს შესაბმელად იყო მოფიქრებული. იმ დღეს, დამაჯერა, რომ ჩემი სახელი და გვარი არც კი უკითხავს, ისე გადაწყვიტა ამ საქმეში ფულის ჩადება, თუმცა ბოლოს, როცა უკვე სერიოზული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, გულწრფელად გამომიტყდა, ყველაფერი წინასწარ დაგეგმილ-გათვლილი მქონდაო.
- შენც იმას ხედავ, რასაც მე? - მკითხა ნინამ ეშმაკურად, როცა უკვე შორიდან ვუმზერდით ერთად მდგარ, საუბარში გართულ დემნასა და ლეოს.
- რა სილამაზეა - აღმომხდა უბედური ქალივით. ორივეს გაგვეცინა -ავიდეთ ჩვენს ნომერში და დავლიოთ, სანამ გამიფრენია - ვთხოვე ჩექმებიანი კატის თვალებით. რა თქმა უნდა, უარი არ უთქვამს. ცოტახანში ჭაჭის არყით მთვრალები ერთმანეთს ვეღარ ვცნობდით.
- თავი „სიყვარული ყველას უნდა“-ში მგონია. მოსწავლეს შენ უყვარხარ, მაგის უფროს ძმას მე. - ვუთხარი სიცილით. ნინა გადაბჟირდა.
- თუ სადმე კაცებით სავსე მანქანა დავინახეთ, მოვერიდოთ.
- აქეთ მოგერიდონ, ტყვიას ტყვიაში აჯენ - თითებით იარაღი განვასახიერე და კედელს ვესროლე ვითომ ტყვია.
- ჰო, დემნაშიც ჩავაჯინე. ვნადირობდი, ეგ კიდე დამყვებოდა და ჩიტი მეგონა.
- ამხელა კაცი ჩიტი როგორ გეგონა გოგო - გადავიხარხარე. - თუმცა, დარწმუნებული ვარ, მაგ ისტორიას გაგრძელებაც აქვს. ჰაა, მოხდა მოსახდენი?
- მოხდა, მოხდა - თავი დამიქნია.
- ვაიმე, ღმერთს ყველანაირი სიამოვნება შენთვის ემეტება - თვალები ლამის გადმომცვივდა ბუდიდან. - კაი მაინც იყო?
- უუხ, იცოცხლე - კმაყოფილი სახით ჩაეღიმა.
- დამპალი ხარ - ვუთხარი და წამოვდექი. - უნდა მოვფსა - გამოვაცხადე.
- მე ეზოში ჩავალ, მოვწევ მანამდე.
- კაი.
სანამ ნინა მოვიდოდა, ტუალეტიდან გამოვედი. მართალია, სასტუმროს ნომრებში მოწევა არ იყო ნებადართული, თუმცა მაინც არხეინად გავუკიდე. ოთახში ნაბიჯების ხმა გავიგე და ომახიანად შევძახე.
- მოვიდა ჩემი... უფრო სწორად, დენმას გოგო.
- დემნას გოგო რატომ ვარ? - გავიგონე ლეოს ხმა. ფეხზე შურდულივით წამოვხტი, სიგარეტი ხელიდან გამივარდა და ხანძრისგან, რომ ვყოფილიყავი დაზღვეული, ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ქუსლით ჩავაქვრე.
- აქ რა გინდა? - ვკითხე ალეწილი სახით.
- შენ - მიპასუხა სრული სერიოზულობით, მაგრამ იმ მომენტში ისეთი არეული ვიყავი, სერიოზულობისგან ცოტა შორს ვიჭერდი თავს. ეგრევე სიცილი ამიტყდა მის ნათქვამზე.
- ეგრე ყველა ქალი გინდა - ენა გამოვიყავი.
- დაჯექი და მომისმინე - ნელა მომიახლოვდა ,საწოლზე ჩამომსვა და თვითონ გვერდზე მომიჯდა. დამჯერი მოსწავლესავით მივაპყარი თვალები. - ეს დღეებია შენზე ვფიქრობ. სულ ვფიქრობ, არ წყდება. ვიღაც ქალი დავკერე, ძალიან ლამაზი იყო და მკერდიც შენზე დიდი ჰქონდა, მაგრამ უმეტესად იცი რატომ მომეწონა?
- არა - უგუნებოდ გავაქნიე თავი.
- შენი მსგავსი სუნამო ესხა. ვიფიქრე, ერთი მაგრად გავ*იმავ მეთქი, მაგრამ რამდენჯერაც საკოცნელად მივწევდი მისკენ თავს, იმდენკერ შენ მახსენდებოდი. ბოლოს გამოვუტყდი, შენთან დაწოლა არ შემიძლია, სხვა ქალზე ვფიქრობ მეთქი... მეორეჯერაც ვცადე ვიღაცასთან დაწოლა, მაგრამ იგივე ტექსტის თქმა მომიწია ბოლოს. სხვებთან იმიტომ კი ვეღარ ვწვები, რომ არ შემიძლია. უბრალოდ არ მინდა. მხოლოდ შენ მინდიხარ და თუ ჯერ კიდევ რაღაცას წარმოვადგენ შენთვის, იქნებ გვეცადა. - დაასრულა. თავისი მწვანე, ბალახისფერი თვალებით ჩემს სხეულს ათვალიერებდა. ნამდვილად არ იყო ეს ტექსტი საოცნებო და რომატიკული, რომლის მოსმენაც საყვარელი კაცისგან შეიძლება უნდოდეს შეყვარებულ ქალს, თუმცა ვიცოდი, რამხელა ნებისყოფა სჭირდებოდა ლეოს ამის სათქმელად და ამაზე მეტი არც არასდროს მდომებია არაფერი. ჯანდაბა, ისე მენატრებოდა მისი ღუნღულა წვერი, მზად ვიყავი ხელები შემეხო და საათობით მეფერა. შემდეგ ჩემს სახეზე მეგრძნო, როგორ მიჩხვლეტდა ოდნავ ლოყებს, ყელს, მკერდს, ტუჩებს. თავს ვეღარ მოვერიე, საწოლზე გადავაგდე და ტუჩებში ვეძგერე.

ნინა
სადღაც მიყრუებულ, ჩამქრალ ადგილას ვიდექი ხეზე მიყუდებული და ვეწეოდი. კაცი შვილი არ ჭაჭანებდა, ამიტომ ჩემსკენ მომავალი ნაბიჯების ხმა შორიდანვე გავიგე. დემნა დავინახე. უფრო სწორედ, მისი სიარულის ხმა ვიცანი. უცნაურია, რომ სიარულითაც კი ვგრძნობდი. რას წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დრო, როცა შეიძლებოდა მისი სიკვდილის მთავარი მიზეზი მე ვყოფილიყავი. ჩემი ხელით შემეწირა სიცოცხლე, რომელიც საკუთარს მერჩივნა.
- პატიოსანი ქალი, რომ ხესთან მოსწევს - მითხრა სიცილით.
- არაპატიოსანი ქალი შეგიყვარდა? - ვკითხე ეშმაკურად. სიმთვრალემ ცოტა სითამამეც შემმატა.
- რა კარგ საბრძოლო იარაღად იყენებ ჩემს გრძნობებს.
- რა გრძნობებს?
- მიყვარხარ - მომაძახა პირდაპირ, მკაცრად და ცივად, თუმცა ამ სიცივეში მთელი თავისი ბავშვური ემოცია ჩადო, რასაც ყოველთვის ჭკუიდან გადავყავდი.
- რატომ გიყვარვარ? - ვკითხე და სიგარეტის ბოლი გარეთ გამოვუშვი ტუჩებიდან, პირდაპირ სახეში შევაბოლე.
- იმიტომ, რომ.....არც ერთ ქალზე არ მიფიქრია, იდეალურია მეთქი. შენ კი პირველივე დანახვისას რაღაც საოცრება მიქენი.
- ვიზალური სიმპათიით გამოწვეული ვნება მალე ქრება - მოვუჭერი მოკლედ.
- ვნება? - გაეცინა დემნას. - წესით სექსის მერე უნდა გამქრალიყო.
- რამდენიმე სექსის მერე გაქრება - ვუმტკიცებდი ჯიუტად.
- მიყვარხარ მეთქი არავისთვის მითქვამს, არასდროს! - ხმას აუწია.
- არც კი იცი, რატომ გიყვარვარ.
- იქნებ სწორედ ესაა ნამდვილი სიყვარული. ცივი, მკაცრი, უტაქტო, ირონიული ხარ, თუმცა მაინც შემიყვარდი.
- არ ვიცი - ჩავიჩურჩულე ჩემთვის. დემნა კი სწრაფი ნაბიჯით გამოემართა ჩემსკენ. მხოლოდ სიგარეტის ხელიდან გაგდება მოვასწარი, რომ უკვე მთელი არსით მკოცნიდა ტუჩებში. ხეს მივეყრდენი, ერთი სკუპი გავაკეთე და წელზე შემოვხვიე ფეხები. - დაგვინახავენ - ჩავჩურჩულე ყურში. მისი ტუჩები ჩემს კისერში დასრიალებდნენ. საერთოდ აღარ ჰქონდა მნიშვნელობა დაგვინახავდნენ თუ არა. პერანგი ფრთხილად გავხადე, თუმცა ახლა უფრო მამაკაცური და უხეში იყო, ვიდრე ოდესმე.
- გინდა ავიდეთ ნომერში? - მკითხა ჩურჩულით. ყურის ბიბილოს ენით ვუსველებდი. მხოლოდ „ნწ“-ს თქმა მოვახერხე. საჯდომზე ხელები მაგრად მომიჭირა და საცვალი გამაძრო.
- მითხარი, რომ გიყვარვარ - ვთხოვე კოცნისას. მის მკერდს ხელებით ვეფერებოდი. მკვრივი და სასიამოვნო იყო. საწოლზე წოლა მომინდა, რომ ტუჩებით შევხებოდი მის სხეულს, თუმცა დემნას ჩემში შემოსვლის სურვილსაც ვეღარ ვერეოდი. უკნიდან კაბის ელვა გამიხსნა და მხრებზე მთლიანად გადმომიწია, ლიფი არც მეცვა. გააფთრებული დააცხრა ჩემს მკერდს, მთელი ვნებით გამომწუწნა. სიამოვნებისგან ვკვნესოდი, ვაცნობიერებდი, რომ ცოტა ხმადაბალი ბგერები უნდა გამომეცა, მაგრამ ყოველგვარი კონტროლი დავკარგე საკუთარ თავზე. ტუჩები ყურთან მომიტანა და თავისი ღირსება ჩემში შემოაცურა.
- მიყვარხარ - ჩამჩურჩულა. მისი ქოშინი და ჩემი კვნესა ერთმანეთს ერწყმოდა - მიყვარხარ - მეჩურჩულებოდა გადაბმულად. თმაში უხეშად ჩამაფრინდა, ტუჩები ჩამავლო, ისე ჩამავლო, სუნთქვის საშუალებაც აღარ მქონდა. დაბლიდან მაღლა ამოდიოდა ენით აღუწერელი სიამოვნების ულევი ნაკადი. „არ დამთავრდეს, ჯანდაბა, არასდროს დამთავრდეს“ ვფიქრობდი და მხარზე ვკოცნი ჯერ უხეშად, თითქმის ვბენდი, შემდეგ კი ნაზი შეხებით ვუამებდი მიყენებულ ტკივილს. ორ*აზმმა პიკს მიაღწია. უკვე მეც ფეხებზე მეკიდა მთელი სასტუმრო თუ გაიგონებდა ჩემი უსირცხვილობის ამბავს.
- მიყვარხარ - აღმომხდა სიამოვნების საპასუხოდ. ორივე გაუმაძღარ მხეცებს დავემსგავსეთ. ხორცით გაუმაძღარ მხეცებს, თუმცა ამ გაუმაძღრობის წიაღში, ჭეშმარიტად ვგრძნობდი რაღაც თბილსა და საუცხოო გრძნობას, რომელიც მხოლოდ ვნებაზე არ ყოფილა დაყრდნობილი.

დემნა P.S.

ელენესთან, ნინიასთან და ლეოსთან ვიყავი ბარში, როცა ნინა და ლილე ვნახე. საერთოდ აღარ მახსოვს რას ვგრძნობდი, საერთოდ აღარ მახსოვს, რაზე ვფიქრობდი ან რას ვხედავდი. ჩემმა ქვეცნობიერმა ის სურათი მთლიანად ამომიშალა თავიდან, რომელმაც ყველაზე მძლავრი ემოციური შეტევა გამოიწვია ჩემში. ნინიას დღემდე ნინა ჰგონია დედა. ელენეს ვერ შეეჩვია. უფრო სწორად, შეიძლება ელენე ნინაზე თბილი და კეთილია, თუმცა ნინიას პირველი ნახვისთანავე პროტესტის გრძნობდა გაუჩნდა, დაბღვერილმა შეხედა და დაუყვირა:
- მე შენ დედას არ დაგიძახებ. მე სხვა დედა მყავს - თქვა მკაცრად და ამაყად. ერთი წვეთი ტკივილიც არ შეიმჩნია. მე კი იმ დღეს მივხვდი, რომ გენეტიკა სრულიად უძლურია, როცა საქმე სულიერ კავშირს ეხება. ნინია ნინას გავდა, ნინია ნინას ასლი იყო და ამას წყალი არ გაუვიდოდა. ამ მსგავსებას კი სისხლით ნათესაობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ეს რაღაც სხვა იყო, უფრო დიადი, უფრო ზებუნებრივი, რომელიც ყოველთვის მახსენებდა თუ რა უმწეო არსება ვიყავი სამყაროს წინაშე. ნინია ნინას დედად თვლიდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს მის გარეგნობაზეც კი ისახებოდა ხოლმე.
ბარიდანაც არ ვიყავით გასულები, როდესაც იმედგაცრუებულმა ელენემ მკითხა:
- ეს ის ნინაა ხო? გვასალია.
- ჰო, გვასალიაა - დაუქნიე თავი. წამით ნინას თვალებს ისევ წავაწყდი. ლეოს ელაპრაკებოდა. მანაც შემომხედა... რაღაც უცნაური დავინახე მის თვალებში. აქამდე ამაყად, მართალი ადამიანის პოზიციიდან დამყურებდა ხოლმე. კაპიკად არ აგდებდა ჩემს არსებობას, რადგან ის არარაობა ვიყავი, რომელმაც მიატოვა. ახლა კი სულ სხვაგვარად იყო საქმე. ნინას დამნაშავის თვალები ჰქონდა. უფრო სწორად თუ ვიტყვი, მემგონი სინდისი ქეჯნიდა. არ ვიცოდი რატომ ან რისთვის, მაგრამ ჩემს წინაშე, რაღაც ძალიან მძიმე დანაშაულის გრძნობა დავინახე მის თვალებში... მე კი გამეხარდა, ძალიან გამეხარდა. პირველად გამეხარდა ასე გიჟივით. რაც არ უნდა ჰქონოდა ჩაფიქრებული, რა საშინელებაც აარ უნდა გაეკეთებინა ჩემთვის, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. რომც მოვეკალი, დიდი ხნის შემდეგ ჩვენი სულები ერთმანეთს შეხვდებოდნენ. მის წინ ჩავიმუხლებოდი და პატიებას ვთხოვდი... ჰო, მე ვთხოვდი პატიებას, რადგან ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულს სიკვდილითაც ვერ გამოვისყიდი. სიყვარულის გაყიდვა მკვლელობაზე უფრო უპატიებელი ცოდვაა.

* * *


ლეო

ზოგჯერ წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ლილე ისევ ჩემთანაა. მის კულულს ხელით ვეფერები, მზის სხივი თმაზე დასთამაშებს და მე წარმოდგენაც არ მაქვს ამაზე ლამაზი რა შეიძლება იყოს. ავარიის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ზოგჯერ მეგონა, რომ ლილეს დანახვა აუტანლად მიმაჩნდა, მისი ყურება უბრალოდ აღარ შემეძლო და არ ვიცი, ეს ჩემი წარმოსახვის ნაწილია თუ მართლა ვეღარ ვიტანდი დროის გარკვეულ მონაკვეთში. თუმცა, მას შემდეგ, რაც მივატოვე, ბედნიერება ჩემგან წავიდა. თითქოს მთლიანად ცარიელი გავხდი, აღარ შემეძლო ჩემი სხეულს მთლიანი შეგრძნება და ამას მხოლოდ შემდეგ მივხვდი, რომ სწორედ ის იყო ჩემი სხეულის, სულის მეორე ნახევარი.
სასტუმროს ნომერში ლილე მთლიანად ჩემზე იყო მონდობილი. ჯანდაბა, ლამის დამავიწყდა მისი ტუჩების გემო. ასე ვნებიანად, მთელი მონდომებით არასდროს არავისთვის მიკოცნია. ახლა მივხვდი, რაზეც იყო ხოლმე საუბარი, როცა ამბობდნენ, რომ თუ კოცნისას თვალებს ხუჭავ, ესეიგი შენთვის ძვირფასს კოცნიო. ლილეს სახე ხელებში მოვიქციე. მის არომატულ ენასთან ერთად, თმის სირბილისა და კანის სიგლუვის შეგრძნებამაც გვარიანად გამაბრუა. ზემოდან მოვექეცი და კირსის მიდამოებიდან დაწყებული, კისრის ბოლომდე კოცნით ჩამოვუყევი, ხელით ყურის ბიბილოს მასაჟს ვუკეთებდი ნაზად. შეიძლება ვინმეს გაეცინოს, თუმცა ქალის ეროგენული ზონებიდან, ბიბილო ერთ-ერთია, რომელიც სწორ ო*გაზმამდე მიყვანაში ეხმარება პარტნიორს. თუ რა თქმა უნდა, ქალის დაკმაყოფილება სურს და მხოლოდ თავის თავზე არ ფიქრობს.
ცოტა გაუხეშებულიც ვიყავი და მის კაბას ისე დავეჭიდე, სულ ხევა-პხრეწვის ხმებმა გამოგვაყრუა. ლილე სიცილით სკდებოდა, ასეთი მთვრალი ქალის დაკმაყოფილება მემგონი კიდევ უფრო რთული საქმე იქნებოდა. მასთან ერთად მეც მეცინებოდა.
- შენი სული - თქვა სიცილით.
-რა სული? - გამიკვირდა.
- სუნი - გადაასწორა კისკისითვე. არასდროს დამავიწყდება მისი სიცილის ხმა. ალბათ, სწორედ ასე ხვდება კაცი, რომ შეყვარებულია. ქალის სიცილის ხმა სიამოვნებს და ძალიან დიდ ხანს ჰგვრის ნეტარებას ამ მომენტის გახსენება.
- სუნი კარგია, მაგრამ ცოტა უნდა მოიცადო - ფეხებთან წამოვუჯექი, ფეხსაცმელები გავხადე და აქეთ-იქით მოვისროლე. შემდეგ კი ხელებით მივადექი ლილეს ფეხის გულებს და მანდაც მასაჟების გაკეთება დავუწყე.
- გააფრინე? მეღუტუნება - სიცილით იკეცებოდა.
- დამაცადე - ვუთხარი მკაცრად. სხვათაშორის, აღიარებული ფაქტია, რომ რაც უფრო გახურებულია ქალის ფეხები და მისი ფეხის გულები, 30%-ით მეტს ხდის ალბათობას იმისას, რომ სექსის დროს ო*გაზმს მიაღწევს.
- ვაიმე გიჟი ხარ - დამიყვირა და ცოტახანში ისე გაიტრუნა, ხმა აღარ ამოუღია - არ გაჩერდე რაა - მთხოვა ნეტარი ხმით.
- მიგაკნუტე?
- კიი- თავი დამიქნია და თვალები დახუჭა. ნეტა ახლა არ ჩასძინებოდა ამ მასაჟების გადამკიდე. საცვალი გავხადე და თითები ისე მოვიმარჯვე, თითქოს პაციენტს ვსინჯავდი. კიდევ კარგი, ლილეს თვალები ჰქონდა დახუჭული, თორემ ყველანაირი ვნება ერთ წამში დაეკარგებოდა ისეთი სი*ული სანახავი ვიყავი. თითები ვა*ინაში შევუყავი, ჯერ ნელი, წრიული მოძრაობა დავიწყე, მერე ცოტა ავაჩქარე.
- ჯანდაბა, რას აკეთებ - ამოიკვნესა და ხელზე იკბინა.
- G-spot-ს ვეძებ - ვუპასუხე სეიოზულად. მთელს სხეულზე დაეტყო, რომ სიამოვნებდა. საშინლად მომინდა, იმ წამსვე მივვარდნოდი, თუმცა, ამ შემთხვევაში თავი შევიკავე, რადგან იმ მომენტში მთავარი ლილეს სიამოვნება იყო და არა მე.
- მანდ კარგია, მანდ - დაიკივლა სიამოვნებისგან. - ღმერთო, მემგონი ვგრძნობ.
- მემგონი? - გამეცინა და მის ძუ*უებს შევეხე მეორე ხელით. რამდენიმე წუთში, როცა მივხვდი, რომ გვარიანად სველი იყო, შარვალი და პერანგი გავიხადე, ჰალსტუხი სადღაც ჯანდაბაში მივაგდე. ტუჩებში დავეძგერე ისევ, მთელი სხეულით გადავეკარი მის ტანს და შიგნით შევუდე. ყურში მხოლოდ მისი ჩუმი კვნესა მესმოდა. ორივე ვტკბებოდით ერთმანეთის სურნელით და აუჩქარებლად ვაკეთებდით ნელ რხევებს.
- არადა, მეგონა, მისიონერული პოზა მეზიზღება მეთქი - ჩამჩურჩულა ყურში.
- არადა, ქალისთვის ყველაზე კარგია - ჩუმათ გამეცინა. ორივეს საოცრად გახშირებული გვქონდა სუნთქვა, თითქმის ვქოშინებდით. თმაზე ვეფერებოდი და ყურში ცოტა არ იყოს, ბინძურ რეპლიკებს ვეჩურჩულებოდით ერთმანეთს. ბოლოს, კი როგორც იქნა, გავიგე ის ხმა, რაზეც ლილესთან შეხვედრის დღიდან ვოცნებობდი. ნელა უმატა კვნესას და ბოლოდ ერთი გემრიელი ამოძახილით დააგვირგვინა.
- გავა*ავე - აღმოხდა ყვირილით.
- მეც - ძლივს ამოვისუნთქე მის ტალღებში ნახევრად ჩამხრჩვალმა.მკლავები წელზე შემოვხვიე, თავი მკერდზე დავადე. - ცოტახანს ასე ვიყოთ რაა - ვთხოვე და მის კანს ისევ ტუჩებით შევეხე. განსაკუთრებით ნაზი, ლავიწის ოდნავ დაბლა როა, ის ადგილი ჰქონდა. მიყვარდა ტუჩებით მის მკერდთან თამაში.
- ვიყოთ - გაეცინა ლილეს და წვერებზე მომეფერა. - მთელი ღამე ასე ვიყოთ.
იმ ღამეს, კიდევ ორჯერ გვქონდა სექსი. ლილე ბოლოს ჩემზე უარესი მხეცი აღმოჩნდა და ყველა პოზაში მიხმარა, თუმცა წინააღმდეგი არც მე ვყოფილვარ. საოცარი ღამე იყო. მაშინ, პირველად ვიგრძენი, რომ სექსი არ ყოფილა ყოველთვის ცარიელი ვნების ამონთხევისა და ქალის ძუძუებით თამაშის ნაზავი. ეს უფრო მძაფრი გრძნობაც შეიძლებოდა ყოფილიყო. გრძნობა, რომელიც სექსუალური ლტოლვის ჩარჩოებს სცილდება, რაღაც მეტია. მეტი, ვიდრე უბრალოდ ორი ხორცის ერთმანეთში ხახუნი.


ნინა

სააბაზანოში ვიჯექი. არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ ტანსაცმლის ამარა ჩავესვენე ცარიელ საშხაპეში და ახლა მხოლოდ ჩემს აკანკალებულ თითებს ვაკვირდებოდი. ზოგჯერ რაღაც მომენტებს ვერც კი ვიაზრებ, ისე ვაკეთებ. ზოგჯერ კი უბრალოდ ტვინიდან მივარდება, მეხსიერებაში მეშლება რაღაცეები.
„უნდა მოვკლა, უნდა მოვკლა“ - ვუმეორებდი ჩემს თავს. თუმცა, ფიქრები ბევრს არაფერს ცვლიან. ხმამაღლა უნდა მეთქვა, ხმამაღლა უნდა შემეგნო ჯერ მე, შემდეგ კი კოსმოსში გამეგზავნა ეს სიტყვები, რათა მატერიალიზებული დამბრუნებოდა უკან.
- უნდა მოვკლა - ვთქვი ხმამაღლა. ცოტა მომეწონა საკუთარი სითამამე. ახლა დავფიქრდებოდი, რისთის მიღირდა მისი მოკვლა, შემდეგ კი გამბედაობით ავსებული, უფრო თავდაჯერებულიც გავხდებოდი.
„უნდა მოვკლა! მოვკლა, რათა აღარავინ იარსებობს მისმა მსგავსმა. აღარავის დაეჩხვლიტება ლოყები ღიმილისას. აღარავის გაუნათებს მზე ოქროსფერ თმას, ოქროსფერ თვალებს. მისი სურნელი აღარავიში განმეორდება. აღარავინ შემომხედავს შეყვარებული შველის თვალებით, აღარავინ მეტყვის ბავშვურ კომპლიმენტებს, აღარავის გაუჩერდება გული ჩემი დანახვისას, აღარავინ შემაყვარებს თავს. აღარავინ მაგრძნობინებს თავს ერთადერთად და ეს ყველაზე ადვილი მეთოდი გამოვა, მის დასავიწყებლად. მოკალი, რათა დაივიწყო“-
ჩამოვაყალიბე მთელი მისი მოკვლის მიზეზთა სქემა, მაგრამ გიჟივით გამიფართოვდა თვალები ნინიას გახსენებაზე. ამის დედაც! ნინიას მამა იყო დემნა. მე კი არავინ! დემნას სიკვდილის შემდეგ, ნინიას მეურვე ბებიამისი გახდებოდა, რომელსაც ვეზიზღებოდი და ალბათ, კვირაში ერთხელაც არ მომიხერხდებოდა ბავშვის ნახვა. ჯანდაბა, ჯანდაბა, ამის დედაც.
სააბაზანოდან წამოვფრინდი. სველი ფეხსაცმლის კვალი იატაკკზე დავტოვე სირბილით. ასეთი რამ ვინმე სხვას რომ გაეკეთებინა, ცოცხლად მოვკლავდი, ახლა კი სულ ფეხებზე მეკიდა ჩემი მოპრიალებული „ციკლოვკა“. ტელეფონს დავტაცე ხელი და ნომერი ავკრიფე. ცოტახანს ნომერს ვუყურებდი. ალბათ იმაზე ვფიქრობდი, მიღირდა თუ არა, თუმცა, შემდეგ გადავყწვიტე, რომ ყველაფერი მიღირდა საამისოდ.
- ნინა? - აღმოხდა დემნას. ჯერ საოცრად დაბნეული, ალეწილი ხმა ჰქონდა. წყნარი და აღელვებული. მიჭირს კიდეც იმის გადმოცემა, ამ ერთ სიტყვაში, როგორ ჩააკვეხა ამდენი ემოცია.
- ჰოო, მე ვარ - ვუპასუხე თამამად. ძალიან დაბნეული და აფორიაქებული ვიყავი. წამით ვინანე, რომ ასე დაუფიქრებლად მოვიქეცი. ჯერ სადმე უნდა ჩამომეწერა, რასაც ვეტყოდი, შემდეგ კი უფრო ჩამოყალიბებულს მელაპარაკა. - რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო, სადმე გნახავ თუ გეცლება - ვთქვი მკაცრად. არა, მკაცრად არა, მაგრამ რაღაცნაირად. აი, ალბათ როგორც მიტოვებული, შეურაცხყოფელი, დამცირებული, მაგრამ მაინც შეყვარებული ქალები ლაპრაკობენ ხოლმე.
- კი, კი. კი, რა თქმა უნდა. როდის? სად? - მიაყარა ერთმანეთზე. ეტყობოდა, უკვე ვეღარ ითმენდა. მე კი საკუთარი თავით კმაყოფილი ვიყავი, რომ კვლავ შემეძლო მის გრძნობებში, ხმაში, ქცევაში ასეთი ქაოსის გამოწვევა.
- მოგწერ - ვუპასუხე და იმ წამსვე გავუთიშე. ხმამაღალ სუნთქვას მოვყევი, ტელეფონი ძირს დამივარდა. ხელები ისევ მიკანკალებდა და საკუთარ თავს ვეღარ ვგრძნობდი. ალბათ, სარკეში, რომ ჩამეხედა, ასმაგად დაბერებული, დანაოჭებული ალქაჯი შემრჩებოდა ხელში ამღვრეული თვალებით.
- რა ჩაიფიქრე ნინა თავად თუ ხვდები - წავიჩურჩულე ჩემთვის.



დემნა

ნინას ზარის შემდეგ გაოგნებული, გაშეშებული მივაშტერდი ერთ წერტილს. ზუსტად არ ვიცი, რა წერტილი იყო ასეთი, თუმცა მინდოდა, ყველა გრძნობა ამ ერთ მზერაში გამექარვებინა. მაგრამ არაა ასეთი ადვილი ემოციების დამალვა. „თუ გტკივა, ესეიგი ცოცხალი ხარ, თუ გტკივა, ესეიგი, ისევ ადამიანი ხარ.“-მახსენდებოდა ხოლმე ლილეს სიტყვები.
- ვინ იყო? - მკითხა ელენემ.
- ნინა - ვუპასუხე ერთი ამოსუნთქვით. იმ წამსვე მივხვდი, რომ არ უნდა მეთქვა ეს სახელი. არ მინდოდა ამ სახელის გაგონება საკუთარი პირიდან. იმიტომ არა, რომ არ მიყვარდა. პირიქით, მთელი ჩემი ცხოვრების შეცდომებს სააშკარაოზე გამოჰყრიდა ხოლმე.
- რა უნდოდა?
- ჩემთან ლაპარაკი უდნა - ვუპასუხე ღიმილით.
- მხოლოდ ლაპრაკი? - ჩამეძია ელენე.
- ღმერთო, რა გჭირს - გამეცინა და შუბლი მოვისრისე. - სხვა რა უნდა უნდოდეს? მივატოვე და ახლა გგონია ხვეწნით გამომეკიდება უკან?
- გტკივა, რომ არ გამოგეკიდება? - მკითხა ელენემ. ცოტახანს დავდუმდი. ნეტა, მართლა რა საქმე ჰქონდა ნინას. ფაქტია, რომ ჩემთან შერიგებისთვის თითსაც არ გაანძრევდა. მისი პრინციპები ფეხქვეშ გავთელე, როცა მივატოვე და ახლა რამეს მთხოვს? სიყვარულს ამიხსნის და შემევედრება, რომ დავუბრუნდე? აბსურდია! ჩემი ქვეცნობიერის რომელიღაც კუნჭულიც კი ვერ ბედავდა ამაზე ოცნებას.

* * *

იმ პერიოდში, ერთი კვირა ნინასთან ერთად გავატარე კახეთში. შემდეგ კი თბილისში ჩამოვედით და მქსიმალურად ვცდილობდი ხოლმე, სულ ჩემთან მყოლოდა. ზოგჯერ მეგონა, მისთვის სიყვარული არ არსებობდა. ზოგჯერ კი ისეთი სითბო იღვრებოდა მის თვალებში, მაგრძნობინებდა, რომ სიგიჟემდე ვუყვარდი.
საწოლზე ვიწექით ორივე, უკვე შუადღე იყო. თავი მის მკერდზე მედო და შიშველ მუცელზე ვეფერებოდი. ის კი ჩემი თმებით თამაშობდა.
- შეხვედრა მაქვს, მანამდე ბავშვი უნდა გამოვიყავნო ბაღიდან - ვუთხარი და საათი შევამოწმე იმის შიშით, დრო ხომ არ მეპარებოდა.
- ბავშვს მე მივხედავ... მემგონი ნერვიულობ ხო? - მკითხა ეჭვით და თმიდან ტუჩებზე ჩამომიცურა ხელები.
- ნინიაზე ვნერვიულობ? - ვკითხე სიცილით. არადა, მშვენივრად ვიცოდი, რასაც გულისხმობდა.
- ნუ სულელობ - მაღლა ასწია ცხვირი უკმაყოფილოდ. - არ არის საჭირო იმის უარჰყოფა, რომ პოლიტიკა გიყვარს. თუ გავითვალისწინებთ, მანდ როგორი ბინძური ხალხი ტრიალებს, ზედმეტად შეუფერებელი კანდიდატი ხარ. - მითხრა თამამად.
- ვერ ვხვდები ეგ ნათქვამი კომპლიმენტად მივიღო თუ ხელი ჩავიქნიო კარიერაზე? - ვკითხე სიცილით.
- ლომი ხარ - მიპასუხა ღიმილით, თან ძალიან ვნებიანათაც - ლომი, რომელსაც მგლის შეჭმა შეუძლია, თუმცა, შველი ზედმეტად ესაყვარლება მოსაკლავად. უსუსურსა და უმწეო ცხოველებზეც თუ შეძლებ ნადირობას, მაშინ პოლიტიკისთვისაც იქნები მზად.
- უსუსურ შველში, იმედია, ჩემი კადრების მენეჯერს არ გულისხმობ - თვალები დავუბრიალე.
- დემნა! - შემომიბღვირა ნინამაც - 75 წლის კაცია. იცი მაინც, რამდენითაა გადაცილებული საპენსიო ასაკს?
- თავისი საქმის პროფესიონალია - წამოვდექი უგუნებოდა - 18 წლის შვილი ყავს. რა თავისი ბრალია, რომ სიბერეში გაუჩნდა ერთადერთი გოგო. 160 ლარის პენსიისა და 18 წლის ბავშვის კმაყოფაზე ვერ დავტოვებ სამსულიან ოჯახს.
- უნდა დატოვო! - თქვა მტკიცედ - კანონი ყველასთვის ერთია დემნა. შენი პრობლემა არ არის მისი ოჯახური მდგომარეობა.
- ჩემი პრობლემაა - თითქმის დავუყვირე. ნინამ ღრმად ამოისუნთქა, წამოდგა და შიშველ ტანზე აბრეშუმის პრიალა ხალათი შემოიცვა. მაშინაც კი აღძრავდა ჩემში ვნებას, როცა ასე ძალიან მაცოფებდა.
- რატოა შენი პრობლემა? - მკითხა წყნარად.
- იმიტომ, რომ...- დავფიქრდი - ჩემი კადრია, დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს, ჩემზე გამოცდილია... და, პრეზიდენტი, რომ გავხდები, უნდა ვიზრუნო ხალხზე.
- წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, კარგ პრეზიდენტებსაც რა ბინძური საქმეების გაკეთება უწევთ? ათის გადასარჩენად რომ ხუთის გაწირვა მოგიწიოს, გაწირავ, თუმცა მთელი ცხოვრება დაგტანჯავს სინდისი.
- ასეც უნდა იყოს!
- არ უნდა იყოს დემნა. დეპრესიაში ჩავარდნილი პრეზიდენტი არავის სჭირდება. სირბილეს დაგინახავენ და ეგრევე მოგიშორებს ხალხი. მერე გაგიკვირდება, რომ ამდენი სიკეთის მიუხედავად, მაინც სხვა რამეებს ხედავენ. თუ ათი უმნიშვნელოს გაწირვა მოგიწევს ერთი მნიშვნლოვანისთვის? - მკითხა ეჭვით.
- ათი სიცოცხლის ფასი ვერ იქნება ის ერთი.
- შენ იქნები - მითხრა ღიმილით. - ათამდე დაცვა გეყოლება, რომლებიც ვალდებული იქნებიან საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგიცვან... ჩემთვის მთელი სამყაროს ფასი გაქ. ყველას გავწირავდი შენ სანაცვლოდ, მაგრამ თავად სულ სხვანაირი ხარ.
- რა არის იმაში ცუდი, რომ ხალხზე ზრუნვა მინდა? - ვკითხე ცხვირჩამოშვებულმა.
- საქველმოქმედო ფონდი გააკეთე - ენა გამომიყო ნინამ და სამზარეულოში გავიდა.
- ნუ მეპრანჭები - ვუთხარი სიცილით, მისი გაკეთებული ყავა დავლიე. - უკვე მაქვს ლეოსთან ერთად უსახლკარო ბავშვებისა და დაუნიზმით დაავადებულების ფონდი. მოხუცთა თავშესაფრის გაკეთებაც გვინდოდა. ცოტა ნორმალურის, მაგრამ სახსრები აღარ გვეყო. მაღალი თანამდებობა იმისთვის მინდა, რომ მთელი ქვეყნის ბიუჯეტი ვაკონტროლო. თუ, სადმე, რამე გადამეტებულად დაიხარჯება, ისევ ხალხის ზრუნვისთვის.
- ჯერ ვერ გახდები პრეზიდენტი პატარა ბიჭო - ირონიულად თვალი ჩამიკრა ნინამ - ცოტა დიდი ბიძიები ხდებიან ხოლმე - აგრძელებდა ჩემს გაღიზიანებას.
- ქალბატონო პედოფილო, ეტყობა, აქამდე არ გაგიგიათ, რომ განცხადება შევიტანე პრეზიდენტობის კანდიდატებზე ასაკის დასაწევად - გავუცინე მეც ოდნავ ცინიკურად, თუმცა, ყოველთვის ყალბი ცინიზმი გამომდიოდა. ვერ ვიმეტებდი ხოლმე ნინას. მისკენ წავედი და უკნიდან შემოვხვიე წელზე ხელები.
- დამანებე თავი, ნუ მეხები - უმწეოდ მიტყაპუნებდა ხელებზე ხელებს.
- ნამდვილი პანტერა ხარ - ვუთხარი ყურთან ჩურჩულით. ვიცოდი, რომ ნინას ეშინოდა. შეიძლება ჩემი დაკარგვისაც ეშინოდა და ამიტომაც ცდილობდა ამდენი ნეგატივებით ავევსე საშიში პროფესიის მიმართ.
- ვერ გიტან, დამანებე თავი - ძალიან უსუსურად ცდილობდა ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევას, არადამაჯერებელი იყო. კისერში დავუწყე კოცნა, ხალათი გავუხსენი და მისი მკერდი ხელებში მოვიქციე.
- რატომ მაგიჟებ? - ვკითხე ჩურჩულით. ცოტახანში ხელები მოადუნა, ჩემს ხელებს ნაზად შეახლო, კისერი გადასწია და კრუსუნი აღმოხდა. - ისევ ვერ მიტან? - თითქმის გავაშიშვლე, მაგრამ ხალათი არ გავხადე. მისი სხეულის არასრულყოფილ შეხებასაც კი ჭკუიდან გადავყავდი.
- ვერა, ვერ გიტან - ვნებიანად იკბინა ტუჩზე. კისრიდან მის ტუჩებზე გადავცოცდი და ახლა მეც ვუკბინე ქვედა ტუჩზე. ერთხელ წამოიკივლა, მერე შემოტრიალება დააპირა, თუმცა, ისე მჭიდროდ ვიყავი მასზე შემოხვეული, ვერც კი ინძრეოდა,. - მაინცდამაინც გინდა, რომ უკნიდან მი*მარო? - მკითხა მაცდურად.
- მაპატიე, მაგრამ შენი ტ*აკი მაგიჟებს.
- დატკბი - ხელი ნელა ჩამიცურა შარვალში და ჩემს ღირსებას ჯერ ნაზად მოეფერა, შემდეგ ნელა შეიცურა თავის სხულში - აააჰ - ამოიკვნესა ხმამაღლა. მკერდზე უფრო უხეშად დავუწყე შეხება. ნელა ვაკეთებდი ბიძგებს სიამოვნების გასახანგრძლივებლად. ბოლოს კისერზე ხელი შემომხვია, მთელი ტანით მომიჭირა და ამოიკვნესა. - საძაგელი ბიჭი ხარ, მეშინია, რომ შენნაირ საყვარელ კაცს, მოსაკლავად აედევნებიან.- მითხრა ქოშინით.
- არაუშავს, მდიდარი ქვრივი იქნები - ჩემსკენ შემოვატრიალე და მისი სახე ხელებში მოვიქციე.
- რაში მჭირდება შენი ქვრივობა - გაბრაზდა ძალიან - სიკვდილი თუ გინდოდა, რაღას მაყვარებდი თავს - შეეცადა, ხელები გაეშვებინა ჩემთვის, მაგრამ ახლაც უძლური აღმოჩდა.
- ანუ გიყვარვარ - გამეცინა და ბსუბუქად მაღლა აწეული თმის კოსა ჩამოვუშალე. ვგიჟდებოდი, როცა თმას ვუშლიდი, ვუწეწავდი და მერე ვაწვალებდი ამ კლდესავით ქალს.
- აღარ მიყვარხარ - ისევ ენა გამომიყო. ვერ მოვითმინე და მთელი ძალით ვაკოცე ტუჩებში. ბოლოს, მემგონი ჰაერის უკმარისობა დაემართა, ან ისე მაგრად ჩავეხუტე, მისი ძვლების ჭყარუნის ხმა გაისმა. ცოტა, რომ დავეხსენი, შუბლი ნიკაპზე მომადო. იცოდა, როგორ მომწონდა მისი დიდი, ლამაზი შუბლი. - შენი არ სიყვარული უფრო ძნელია, ვიდრე სხვა დანარჩენი - გამომიტყდა ჩურჩულით. - ახლა გაემზადე და წადი შეხვედრაზე, ნინიას მე გამოვიყვან ბაღიდან.
- ნინა - დავიწყე წყნარად - ხომ იცი, არ ხარ ვალდებული, რომ შვილად ჩათვალო - ვუთხარი პირდაპირ. არ მინდოდა, ძალით ეკეთებინა ეს ყველაფერი.
- წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, რა სისულელეს ამბობ დემნა. კარგად მიცნობ და იცი, რომ ძალით არასდროს არაფერს არ ვაკეთებ. ამიტომ, თუ ნინიაზე ვზრუნავ, ესეიგი მსიამოვნებს... თან, შენ მითხარი, რომ მხოლოდ საყვარელი არ ვარ.
- საყვარელი კი არა, ჩემი მეორე ნახევარი ხარ. - ვუთხარი ღიმილით.
- ჰო და მაშინ, ნინიას გამოვიყვან ბაღიდან. მერე სადმე გავისეირნებთ და შენც რომ დაამთავრებ შეხვედრას, სადმე ვივახშმოთ პატარა ბიჭო.

* * *

ლილე
მიტოვებული ქალის პოზიციიდან არასდროს მიმსჯელია. ზედმეტად მაღალი თვითშეფასება მქონდა ყოველთვის და კაცი არასდროს შემყვარებია. იმიტომ კი არა, თითქოს სიყვარულის უნარს მოკლებული ვყოფილიყავი, უბრალოდ, არც ერთ კაცს არ ვთვლიდი ჩემი გრძნობების ღირსად. შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, როცა სამყაროს მზისფრად ვუყურებდი, გამოჩნდა ლეო, რომელმაც თავი მართლაც მზედ მაგრძნობინა. არ მეგონა, თუ ჩემი მზე ასე სწრაფად ჩაესვენებოდა ან ასე სწრაფად ჩავესვენებოდი თავად მე. ცხოვრება უჩვეულო აღმოჩნდა. ჯერ გგონია, ყველაფერი რიზეა, შემდეგ გამოჩნდება ვიღაცა და თავდაყირა აყენებს ყველაფერს. თუმცა, ეს ქაოსი ცხოვრებას გილამაზებს და გაბედნიერებს. შემდეგ კი ისე სწრაფად გტოვებს ბედნიერება, თითქოს არასდროს ყოფილა შენი.
ავარიის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ჩვენც შევიცვალეთ. მხოლოდ ჩემსა და ნინას შორის არ შეცვლილა ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება. ალბათ, არც ლეოსა და დემნას მეგობრობა ჩაშლილა.
მე და ლეო “sweet November”-ს ვუყურებდით, დივანზე ვიყავით წამოწოლილი. სრულიად შიშველი, მის სხეულზე ვეგდე. ამ ბოლო დროს, რაც ჩემი სექსუალური ცხოვრება გამრავალფეროვნდა, სექსის გარდა ვეღარაფერს ვაკეთებდით. ბოლოს, ცოტა ადამიანურ ჩვევებზე ვკონცენტრირდით და ფილმის ყურება გადავწყვიტეთ, თუმცა მთელი პერიოდი მაინც ჩემს ძუ*უებს აკვირდებოდა ლეო.
- რით ვერ გაძეხი? - ვკითხე სიცილით.
- მალე ჩემი ძმა უნდა მოვიდეს და იქნებ კიდევ ერთხელაც მოგვესწრო? - მკითხა ეშმაკურად, ტუჩებით ჩემი ტუჩები დაიჭირა და ისე დამეწაფა, თითქოს სიცოცხლეს მწურავდა. ლეოს ყოველ შეხებაზე მაჟრიალებდა ხოლმე. მისი ნაზი ტუჩებისა და ზოგჯერ ოდნავ უხეში, ზოგჯერ კი საოცრად ნაზი წვერის ღიტინზეც ვგიჟდებოდი. - შენს მეორე მოტრფიალეს გაიცნობ დღეს - მითხრა კარგახნიანი „ზასაობის“ მერე.
- ძმა უნდა გამაცნო ? - მემგონი ოდნავ ავწითლდი და ავნერვიულდი.
- ჰო, რა იყო? - გაეცინა. ზომიერად დაკუნთული კლავი ზურგზე გადმომადო და ისევ ფილმს გახედა, ვითომ აინტერესებდა. კნუტივით ავკრუსუნდი, ტუჩებდით წვერზე გადავაცოცდი და ეგრევე გავთიშე. - რა დაგიშავე? ჩამეძინება.
- უნდა დაგადნო - ვუთხარი ნაზი ღიმილით. სანამ თმებზე ვეთამაშებოდით ერთმანეთს, ზარმა დარეკა. გიჟივით წამოვდექი, ტანსაცმელი ერთმანეთის მიყოლებით ჩავიცვი. ლეო სიცილით გაიგუდა, მხოლოდ შარვალი ამოიცვა და კარი გააღო. უნდა მეთქვა, სირცხვილია, რამე ჩაიცვი მეთქი, მაგრამ აღარ დამცალდა.
- ვაა, მოხვედით?
- არა, ისევ იქ ვართ - გავიგონე ახალგაზრდა ბიჭის ხმა, რომელიც დედამ შემოიყვანა ლეოსთან. ლაპარაკზე შევატყვე, რომ რაღაც ვერ იყო ისე.
- შენ ლილე ხარ? - მკითხა ქერათმიანმა ბიჭა. დაუნიზმი სჭირდა და ქერათმიანი, ცისფერთვალება იყო, როგორც დედამისი, რომელიც სახეგაბადრული შემომყურებდა.
- ჰო ლილე ვარ, სასიამოვნოა - ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი.
- ეს გიორგია, ჩემი ძმა - მითხრა ლეომ. - ეს კი დედაჩემი მარინაა - გამაცნო ქალიც. თავიდან ცოტა დაძაბული ვიყავი, შემდეგ კი ერთად ვივახშმეთ. აღმოჩნდა, რომ პირველი გოგო ვიყავი, რომელიც ოჯახს გააცნო. მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან მხიარულები და თბილები იყვნენ. ვახშმისას ლეო ისე მიყურებდა ხოლმე, სიგიჟემდე მომინდა, ამ ოჯახის წევრი ვყოფილიყავი.


ელენე

არ ვიცი, როდის გავხდი იმ სამყაროს ნაწილი, რომელსაც დემნა, ნინა, ლეო, ლილე ერქვა. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, ლეო და ლილე რა შუაში არიანო, თუმცა, დრო მჭირდება, რომ ყველაფერი ავხსნა.
დემნა პირველად რაღაც პოლიტიკოსების წვეულებაზე გავიცანი. არ მახსოვს, სხვა სახელი ჰქონდა მაგ თავყრილობას, მაგრამ მე პოლიტიკოსების დავარქვი, რადგან ეგენი ჭარბობდნენ მაშინ. იმ დღეს, ათიოდე კაცმა სცადა ჩემი შებმა. ცოტა არ იყოს, გამომწვევადაც მეცვა, თუმცა ვულგარული არასდროს ვყოფილვარ. ყველა თვალებით მაშიშვლება, მაგრამ მე მხოლოდ ერთს მივაჩერდი. რა თქმა უნდა, იმას, ვისაც არც კი გამოუხედავს ჩემსკენ. დემნა იყო... ნინასთან ერთად. ხალხში არასდროს იქცეოდნენ ზედმეტად, მაგრამ თვალებში ეხატათ დიდი სიყვარული, რომელსაც ერთმანეთის მიმართ გრძნობდნენ. ნინას მწვანე კაბა ეცვა, ოდნავ მოხსნილი დეკოლტით. ასე, მუხლს ოდნავ ზემოთ. წელზე მომდგარი, გამოყვანილი იყო, ქვევით თავისუფლად დავარდნილი, მუხლებს არ უფარავდა. საინტერესოა, რატომ ამოვიჩემე ის კაბა, თან იმ დღეს. მეც არ ვიცი, უბრალოდ, მხოლოდ მერე მივხვდი, რომ დემნამ უყიდია. უცნაურია, ქალები წინასწარ ვხვდებით ხოლმე ყველაფერს და წიანსწარ ვამახვილებთ ყურადღებას იმ დეტალებზე, რაც შემდეგში ჩვენი იმედგაცრუების მიზეზი შეიძლება გახდეს.
დემნა და ნინა ჩემთვის უცნაურები, სხვისთვის კი ალბათ ზედმეტად ლამაზები იყვნენ. შორიდანაც შევამჩნიე, რომ ეს კაცი სხვა ქალის საკუთრება არასდროს გახდებოდა. შეიძლება, სხვასთან გაება რომანი, სხვა ქალი შეერთო, არ ვიცი, რა აღარ ხდება ამ ქვეყანაზე, თუმცა, ვისთანაც არ უნდა ყოფილიყო მომავალში, დემნა მაინც ნინასი იქნებოდა. ეს თავიდანვე ვიცოდი და პრეტენზია არასდროს მქონდა განგების მიმართ.
დემნა ისეთი ბიჭი იყო, დანახვისთანავე, რომ მიიპყრობდა ქალის ყურადღებას, იმავე წამს, მის მსკლავებში მოქცევას მოგანდომებდა. ვინ იცის, შეიძლება ერთი ნახვითაც შემიყვარდა. ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, გიყვარდება მაინცდამაინც ის, ვისაც ფეხებზე ჰკიდიხარ. ნინა კი ძალიან ლამაზი იყო. მუქი ხორბლისფერი კანი და გრძელი შავი თმა ჰქონდა. თითქოს საშუალო სიმაღლისა, თუმცა, სადაც არ უნდა გამეხედა, მაინც მის გრძელ ფეხებს ვხედავდი ხოლმე. არ ვიცი, როგორ ახერხებდა. უცნაურია, რომ მხოლოდ შორიდან ეტრფოდნენ. ვერავინ ბედავდა მასთან სიახლოვის ცდასაც კი. ადამიანები თითქოს რაღაცა ძალის მეშვეობით გრძნობდნენ ნინასგან მომავალ ხიფათს და მიუხედავად იმისა, რომ ეს ხიფათი ზედმეტად მიმიზიდველი იყო, მაინც თავს იკავებდნენ. დემნა ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ეგრევე „ვენი ვიდი ვიცის“ პრინციპი გამოიყენა და გაამართლა კიდეც. იმ დღეს, ყურადღების ცენტრში იყო წყვილი, რომელსაც ყველა გარშემომყოფი ჭორავდა: „არ შეეფერებიან“, „ნინასნაირ ქალს ოჯახში ვერ შევუშვებ“, „ქმარგაშვებული ქალია“ - მესმოდა ყოველი მხრიდან რეპლიკები, რომელიც სინამდვილეში შურით უფრო იყო გაჯერებული. ნინასი შურდათ, რადგან დემნას მსგავსი კაცი არასდროს შეხედავდა იმ დარბაზში მყოფ ნებისმიერ ქალს. ალბათ სასაცილოა, როგორი აღფრთოვანებითაც ვწერ ამ ქალზე. ვაღიარებ, კაცი, რომ ვყოფილიყავი, უგონოდ და უპასუხოდ შემიყვარდებოდა.
ნინას მართლა პანტერას ინტუიცია ჰქონდა. შორიდანვე გრძნობდა მოსალოდნელ საფრთხეს. მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო საშიში იყო ჩემთვის, ვიდრე მე მისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ნინას შეეძლო ჩემი მთელი ცხოვრების დანგრევა, მე კი ახლოსაც ვერ მივეკარებოდი, მაინც საოცარი წინათგრძნობა ჰქონდა. თითქოეული დეტალით, გამოხედვით მაგრძნობინებდა ხოლმე, ჩემი კაცი შენი არასდროს გახდებაო.
საოცრად გამიკვირდა, როცა ის და დემნა დაშორდნენ. დემნას მეგობარი მერქვა უკვე. რატო დაშორდნენ, არავინ იცის. „კარიერისთვის არ გამომადგებოდა ასეთი ქალი“ - მპასუხობდა ხოლმე და ყოველთვის ვიცოდი, რომ კარიერის გამო მე მიმატოვებდა, ნინას კი არასდროს. მათი დაშორება რაღაც უფრო სერიოზულ მიზეზთან იყო დაკავშირებული, რადგან ჩემთან ყოფნის პერიოსდშიც კი სულის მაცოცხლებელი ძალა იყო ნინა დემნასთვის.
ერთხელ დემნას და ლეოს ჩხუბი მოვისმინე. მაშინ უკვე ერთად ვიყავით. დემნას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სამსახურიდან ადრე გამომიშვეს და შუადღისას სახლში ვიქნებოდი.
- რამდენი ხანია რაც იცი? - უყვიროდა ლეოს.
- რა მნიშვნელობა აქვს? რა *ლეობის გამო მიატოვე, ხვდები მაინც? რომ მეთქვა რას იზამდი, უფრო ადრე დაშორდებოდი? - ლეოც არანაკლებ აღელვებული ჩანდა.
- ანუ შენც მღალატობდი, ჯანდაბა! - მაგიდაზე ხელი დააბრახუნა დემნამ.ასეთი გაცეცხლებული არასდროს მინახავს.
- რამდენი ხანია, რაც იცი? - ჰკითხა ლეომ წყნარად.
- გავიგე და მივატოვე - დემნას ხმას ცრემლის კვალი შეეპარა. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემს გვერდით მყოფი კაცი, სხვა ქალს ასე აშკარად და უსირცხვილოდ მისტიროდა.
- როგორ ფიქრობ, სწორად მოიქეცი? - ჰკითხა ლეომ.
- არა - უპასუხა დემნამ წყნარად. არ ვიცი, რა დამემართა იმ წუთებში. მომინდა, რომ მივვარდნოდი და მთელი სიმძლავრით მერტყა მისთვის სახეში, დანა ჩამერჭო გულში, დამესაჭურისებინა, მაგრამ რა აზრი ჰქონდა? მოვკლავდი კაცს, რომელიც ნინას ეკუთვნის და მოკვდებოდა კაცი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა.


ლილე

ერთი წლის განმავლობაში ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ლეოს ოჯახთანაც და თავად ლეოსთან. დედამისი ხუმრობით აფრთხილებდა ხოლმე, ასეთი ლამაზი და პატიოსანი გოგო პირველად ვნახე შენს სიახლოვეს და გაუფრთხილდი იცოდეო. ყველგან თან დავყვებოდი, ყველაზე კარგი კი ის ფაქტი იყო, რომ ერთი ბიზნესი გვქონდა. ლეოს ძმას ხატვა ძალიან უყვარდა და პატარა ბავშვივით მივუჯდებოდი ხოლმე გვერდით, ერთად ვხატავდით. ის სახლებს, ჩიტებსს, ხეებს, მე კი ტანსაცმლის დიზაინს ვქმნიდი.
ერთხელ ლეო ძალიან გაბრაზებული დაბრუნდა სახლში. არ ვიცი, რატომ ჰქონდა ნერვები მოშლილი ასე. ხან მე მებღვირებოდა, ხან გიორგის.
- ნუ ხარ ეგრე - შევედი მის ოთახში და საწოლზე უგუნებოდ მიწოლილ ლეოს მივეხუტე. კისერში ვაკოცე, კისრიდან მის მკლავებზე გადავედი.
- გიო სადაა?
- სძინავს - ვუპასუხე კოცნა-კოცნით. - რომ მოგეფერო, გამხიარულდები?
- რავიცი, შენ მაინც სცადე - ღიმილი შეეპარა სახეზე.
- ჩემი სიყვარული ხარ - წამომცდა და ტუჩებში ვაკოცე. ვგიჟდებოდი მის ტუჩებზე, მის წვერზეც ვგიჟდებოდი, რომელსაც ყოველთვის საკუთარი შვილივით უვლიდა. შეიძლება ჩემს გამოც უვლიდა, ჩემს გამო ჰქონდა ყოველთის ფაფუკი, სურნელოვანი, რადგან მის წვერთან თამაშის მეტს არაფერს ვაკეთებდი ხოლმე.
- შენ კი ჩემი - როგორც იქნა, მთელი არისთ გამიღიმა. მაისური გავხადე და მხრებზე, ლავიწებზე, მკერდზე დავუწყე კოცნა. შემდეგ მუცელზე გადავედი. ახლა, რომ მახსენდებდა, ვხვდები, საყვარელი კაცის სხეულის შეგრძნებაზე უკეთესი არაფერია ქვეყანაზე. ჩემი საყვარელი პრესები და ოდნავ გაბნეული წითური ბაჯგვლები კოცნით ჩავიარე (ბანჯგვლებს მე ვეძახდი ხუმრობით, თორემ, სულ არ იყო ის ბანჯგვლები). გზადაგზა ჩემს ტანისსამოსსაც ვიხდიდი. ქამარი გავუხსენი და მისი მამაკაცური ღირსება ხელში დავიკავე.
- მმ, რა მადიანად გამოიყურება? - ვთქვი სერიოზულად, ტუჩზე ვიკბინე.
- შენ.. მე... ჭკუიდან გადამიყვან - სიამოვნებისგან ვეღარ სუნთქავდა.სანამ ხელებით ვეფერებოდი, სხეულდაჭიმული იწვა და ვგრძნობდი, როგორ ცდილობდა კანკალის შეკავებას, თუმცა მისი სხეული ენით აღუწერ ემოციას გადმოსცემდა. მისი სიამოვნების წერტილი ტუჩებში მოვიქციე, ლეო ეგრევე მოდუნდა და ღრმად ამოიოხრა. ვხვდებოდი ძარღვებში როგორ უდუღდა სისხლი. გულმკერდი ოდნავ წამოსწია, ხელი თმაში შემიცურა.
- ლილე... ახლა.... - ვეღარც დაამთავრდა წინადადება. მის ასოს დავეხსენი, საცვლები გავიხადე და ზემოდან დავაჯექი, ნელ-ნელა, რიტმულად განვაგრძე რხევა. მკერდზე მაგრად მომიჭირა ხელები. ფანჯრიდან შემოჭრილმა მზემ კი ისე გაანათა მთელი ოთახი, ერთმანეთის დანახვა გვიჭირდა. - შენ ხარ ეს მზე - მითხრა თითქმის კვნესით. ვცდილობდი, მთელ ხმაზე არ მეკივლა და მეზობლები არ შემეყარა.
- ქალღმერთი ხარ, დედოფალი ხარ - მეუბნებოდა ლეო.
- იქნები ჩემი ხელმწიფე? - თითი პირთნ ამომუცურა. ტუჩებს შორის მოვიქციე და ნაზად ვწუწნიდი.
- ხელმწიფეც და მონაც - მიპასუხა ქოშინით. როცა, სიამოვნების უკიდურეს წერტილამდე მივედით, მინდოდა, მთელი არსებით მეკივლა მიყვარხარ მეთქი, მაგრამ შემეშინდა. ერთადერთი, რაც წამოვიძახე, მისი სახელი იყო. ლეოს მკერდზე მოშვებით დავეგდე, კმაყოფილი სახით შევხედე.
- გიჟი ხარ - გამიცინა და მკლავები შემომხვია.
- მხოლოდ თქვენთვის - ვუპასუხე ღიმილით. ჩემზე შემოხვეულ მის ხელებს, ზემოდან ჩემი მკლავებიც შემოვხვიე. თვალები დავხუჭე. ყველაზე მეტად ის მიყვარდა ჩემს ცხოვრებაში, როცა ძილის წინაც და გაღვიძების დროსაც, ლეოს სურნელით ვიყავი გარშემორტყმული.
როცა გავიღვიძეთ, უკვე ღამე იყო. ისე გვშიოდა, ადამიანებს აღარ ვგავდით. გიორგისაც ეღვიძა, მანაც გამოგვიცხადა მშიაო და გადაწყვიტეთ, დარტყმული ოჯახივით, შუაღამისას წავსულიყავით რესტორანში. ლეოს ისევ გაფუჭებული ჰქონდა განწყობა, არ მეუბნებოდა რატომ და არც ვეკითხებოდი. საჭესთან მე ვიჯექი. მაინც ვერ ითმენდა, ხელს მუხლზე მიხახუნებდა უხასიათო სახით, მაგრამ მომენტებში მაინც ეპარებოდა ეშმაკური გამომეტყველება.
- ნახე რა დავხატე - თავის ნახატებს ანახებდა გიორგი ძმას.
- აბა მანახე - მიიხედა უკან ლეომ. ცერა თითი დაანახა კარგიას ნიშნად.
- ნუ ხარ გაბრაზებული - დავუცაცხანე.
- ნერვები მომიშალეს - აბუზღუნდა და თავი ფანჯარას მიადო.
- ნახე რა დავხატე - კიდევ აგრძელებდა გიორგი. ლეო არ უსმენდა, ფიქრებში წასულს, არც აინტერესებდა არაფერი.
- მე მანახე გიო - ვუთხარი მის ძმას. გზა თავისუფალი იყო და წამით მივიხედე გიორგისკენ. ამის შემდეგ მხოლოდ წინიდან მომავალი მანქანის ფარების შუქი მახსოვს, რომელმაც მთლიანად გადაფარა ჩემი მეხსიერება. შუქი და საზარელი შეჯახების ხმა. ვიღაცის ყვირილიც, თავის ტკივილი, რაღაც მკვეთრი ხმები, რომლებიც ერთმანეთში ირევა და ლეოს მწვანე თვალები, რომელიც ძველებურად აღარ ანათებს.



ნინა

იმ დღის მსგავსი კოშმარი მადლობა ღმერთს, აღარაფერი განმეორებულა ჩვენს ცხოვრებაში. საავადმყოფოდან დაგვირეკეს, რომ ავარიაში მოყვნენ ლილე, ლეო და გიორგი. მომენტი იყო, როცა მთელმა განვლილმა ცხოვრებამ წამში თვალწინ ჩამიარა და ამ ცხოვრების მთავარ ეტაპებზე არც ჩემი ყოფილი ქმრები და არც დემნა არ იყო. იყო მხოლოდ ლილე... თავისი მზისფერი თმით, ქვესკნელისფერი თვალებით, რომელიც სიცოცხლის სიხარულს მგვრიდა და ლაღი, ბავშვური ღიმილით, რამე თავისთვის საოცნებო ბრენდის ტანსაცმლის შეძენის შემდეგ, რომ დასთამაშებდა ხოლმე სახეზე.
- ღმერთო - დავიყვირე ხმამაღლა. ნინია ცოტა დავაფრთხე, დემნას სულ არ ესმოდა ჩემი ხმა, ისიც თავის შეგრძნებებს მოეცვა და წამიერად ისე მოვწყდით სამყაროს, თითქოს არც არაასოდეს ვყოფილიყავით ცოცხლები.
- გადარჩნენ? - მეკითხებოდა სახეალეწილი.
- ჰოო - ვთქვი ჩუმად, თუმცა ამ სიჩუმეში რამდენი ენით გამოუთმელი კივილი ჩავატიე, არ მახსოვს. ნინია მარტო დავტოვეთ. ალბათ, მაშინ ყველაზე გაუაზრებელი საქციელი იყო თბილისის სახლში ბავშვის მარტო დატოვება.ერთხელ თქვა ჩვენი რეაქციებით შეშინებულმა, რომ წადით, მე დავწვები, დავიძნებო და ისე უსიტყვოდ გავვარდით სახლიდან, იმისი თქმაც დაგვავიწყდა, რომ გაზს არ მიეკაროს, ასანთი არ აანთოს, სიგარეტი არ მოწიოს, თუმცა, რომც მოეწია ოთხი წლის ბავშვს, მაგაზეც არაფერს ვეტყოდით იმ წამებში.
მანქანაში ვისხედით მე და დემნა. მხოლოდ იმის თქმა გავბედე, ცოტა ნელა ატარე მეთქი. ასეთი განერვიულებული არასდროს მინახავს. აქ მივხვდი, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში მხოლოდ ჩემზე არ ვფიქრობდი. ჩემი ღია ხორბლისფერთმიანი და ლოყებჩაჩხვლეტილი ბიჭი იმ წამებში ძალიან ცუდი სანახავი იყო. ისე ნერვიულობდა, ვიფიქრე, ჯანდაბას ყველაფერი! ოღონდ ამას გულის შეტევა არ დაემართოს მეთქი. შემდეგ კი ლილე გამახსენდა. ოღონდ ეცოცხლა და რას არ მივცემდი. მთელს სამყაროს ამოვატრიალებდი, ყველაფერს გავუძლებდი, ბარის ბოლო ადგილას მჯდარი ორი წითური კიდევ ერთხელ, რომ მენახა, როგორ შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში. იღიმოდნენ, იცინოდნენ, კოცნიდნენ და თითქოს ამაზე დიდი ბედნიერება ჯერ არ ენახათ. მართალიცაა, აქამდე არც ერთი ყოფილა შეყვარებული და ღმერთს ვევედრებოდი, ჯერ ნუ დამსჯიდა ცხოვრების ცოდვების გამო. ან მე დავესაჯე, რადგან ლილე და ლეო მხოლოდ ახლა ტკბებოდნენ ნამდვილი სიყვარულით, აქამდე არც ერთს არ გამოეცადა ამ გრძნობის სიძლიერე საკუთარ თავზე. დემნას მუხზე ნელა გავაცურე ხელი. მინდოდა გახსენებოდა, რომ მე ჯერ კიდევ აქ ვარ, მის გვერდით და ასე იქნებოდა, რაც არ უნდა მომხდარიყო.
საავადმყოფოში თავქუდმოგლეჯილები შევვარდით. პირველივე შემხვედრ ექიმს ორივემ კითხვები დავაყარეთ. საქმის კურსში ცოტა ნაკლებად იყო, თუმცა ის თქვა, რომ ორივე ცოცხლები არიანო.
- გიორგი - აღმოხდა დემნას. მხოლოდ ახლა გაგვახსენდა ლეოს ძმა. ალბათ რა ეგოიზმია, როცა მარტო იმაზე ფიქრობ, ვინც გიყვარს. სხვა ყველაფერი გავიწყდება ამ სამყაროში. მთავარი ექიმიც მოვიდა ამ დროს და როცა გაიგო, ვისი მეგობრებიც ვიყავით, დანანებით გააქნია თავი.
- გიორგი ვერ გადარჩა - თქვა დამძიმებული ხმით. მანქანის ფანჯრიდან გადავარდნილა და ასფალტზე ისე მძიმედ დაურტყამს თავი, ადგილზევე გარდაიცვალა. ლეო და ლილე კი ღვედმა გადაარჩინათ. ცრემლიანი თვალებით ვაკოცე იმ წამს დემნას. ამხელა ტრაგედიის შემდეგ, იმას გაიაზრებს ხოლმე ადამიანი, რაც ყველაზე ფასეულია ამ სამყაროში. ისევ ის წყეული ბარი მახსენდება. ისევ ვზივართ ჩვენ ოთხნი და რაღაცაზე ვიცინით, ნინია მახსენდება, რომელსაც დემნას მსგავსად ეჩხვლიტება ხოლმე ლოყები ღიმილისას.....


დემნა

- ნინასთან თუ მიდიხარ, მეც წამოვალ - მითხრა ნინიამ დაჟინებით, როცა შემატყო, რომ ზედმეტად ვემზადებოდი გარეთ გასასვლელათ.
- შენ მერე ნახავ - შევეცადე ძალიან არ დამეწყვიტა მისთვის გული.
- ეხლა მინდა - გულზე ხელები დაიკრიფა და ზუსტად ისე ასწია მარჯვენა წარბი, როგორც ნინა აკეთებდა ხოლმე, როცა უკმაყოფილო იყო. მის წინ ჩავიკუზე, ხელები პატარა მხრებზე მოვხვიე და ჩავეხუტე.
- გპირდები, რომ ნინას ნახავ, ოღონდ დღეს არა - ყელში ვაკოცე. ისე მიყვარდა, როგორც საყვარელი ქალის მუცლიდან გაჩენილი ბავშვი ეყვარებოდა მოსიყვარულე ქმარს. მნიშნელობა არ ჰქონია ჩემთვის, ვისი ბიოლოგიური შვილი იყო. ყოველთვის, როცა ვხედავდი, მასში ნინას მზერას, ნინას თვისებებს ვაწყდებოდი და ეს საკმარისზე მეტი აღმოჩნდა იმის საფიქრალად, რომ დედამისი ჩემი საყვარელი ქალი, ნინა იყო...
ვერ ვიტყვი, მის სანახავად როგორ მივედი. არ მახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ რესტორნის ერთ-ერთ მაგიდასთან ქალი იჯდა ლამაზი, ზურგამოღებული კაბით. ამ ზურგს ვკოცნიდი ხოლმე ყოველ დღე, ყოველ წამს. მასთან შეხების თითოეული დეტალი ზუსტად მახსოვს. მახოვს როგორი არომატი ჰქონდა, ნესტოებში, რომ მეღვენთებოდა მისი სიტკბო და გაყინულ სხეულს არაამქვეყნიური მხურვალებით მივსებდა. რატომ მოვიდა ჩემზე ადრე მეთქი, გავიფიქრე და ისე შემოტრიალდა, თითქოს ჩემს აზრებს კითხულობსო. დაჟინებული, გამჭოლი მზერა მესროლა. აი ისეთი, როგორიც ნინიას გადასდო.
- გამარჯობა - თქვა ღიმილით და წამოდგა. არ ვიცოდი, უნდა გადამეკოცნა თუ არა. ან თუ გადავკოცნიდი, ის არ ვიცოდი, როგორ გავუძლებდი მის სიახლოვეს, თან სიახლოვეს, რომელსაც სრულად ვერ შევიგრძნობდი, რადგან ნინა ჩემი უკვე აღარ იყო.
- მოხდა რამე? - ვკითხე და თვალები ავარიდე. ზედმეტად ლამაზი იყო. მე კი ზედმეტად სუსტი მის წინაშე.
- სალაპარაკო მაქვს - ჩამოჯდა, სკამზე მიმითითა, დაჯექიო და ასეც მოვიქეცი. - შენი საყვარელი ღვინო შევუკვეთე. თუ, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ გიყვარს - ცინიკურად გამიღიმა. არაუშავს, იმ წამს დანა რომც ჩაერტყა ჩემთვის მკერდში, მაგასაც ავიტანდი.
- კი, მიყვარს - ჭიქას შევხედე, ჩამოსხმული იყო უკვე სასმელი. ნინას ჭიქას კი წითელი პომადის კვალი ეტყობოდა. გამეღიმა, პატარა ლოთი მყავსთქო- ვიფიქრე. მერე მივხვდი, ღიმილი უადგილო იყო, ისევ ნინას მივაპყარი თვალები - რა მოდა? - ვკითხე „დაიზმენებულმა“.
- ნინიაზე უნდა გელაპრაკო - პირდაპირ მაჯახა. უკვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ღვინის ჭიქა მაღლა ავწიე.
- შენ გაგიმარჯოს ნინა - წარმოვთქვი ოდნავ ხმამაღლა და ერთი ამოსუნთქვით დავლიე.
- მშვენივრად ხვდები, რაც მინდა - ტონი გაამკაცრა, მარჯვენა წარბი ასწია. ჯანდაბა, ჰაერი აღარ მყოფნიდა. ჰალსტუხი მოვიშვი. დედამისია, აბა რა არის. ნუთუ მათი დაშორების უფლება მქონდა? ოფიციანტმა ისევ შეგვივსო ჭიქები.
- რატომ არ გძულვარ? - ვკითხე გულახდილად. პასუხის მოსმენამდე კიდევ ერთი ჭიქა დავლიე. მეტყობოდა, როგორც ვნერვიულობდი, თუმცა სულ ფეხებზე მეკიდა. ხუთი თითივით მიცნობდა. სულაც სახეგაბადრული, რომ ვმჯდარიყავი, მაინც შეამჩნევდა ჩემს სისუსტეს.
- შენ არ იცი, როგორ მძულხარ - ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა. ჩანთიდან რაღაც ქაღალდს იღებდა. წინ დამიდო. მის სურნელს ახლა ყველაზე მძაფრად ვგრძნობდი, მაგრამ თავი საშინლად მემღვრეოდა. ჰაერი არ მყოფნიდა, ჰალსტუხს კი ისევ ჯიუტად ვაწვალებდი, თითქოს მაგის ბრალი ყოფილიყო.
- მე მიყვარხარ - ამოვღერღე ჩუმად. არ ვიცი, როგორ გამომიფრინდა ეს სიტყვები პირიდან, მაგრამ არ მინდოდა. თავისით მოხდა. შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ამის თქმის უკანასკნელი შანსი მომეცა და უნდა გამომეყენებიდა როგორც შემეძლო, რაც შეიძლებოდა სწრფად.
- მე მძულხარ - მიპასუხა - მაგრამ თუ ხელს მოაწერ, ერთხელ კიდევ მეყვარები - გაეღიმა ეშმაკურად. თუმცა ცინიზმისა და სიეშმაკის ნაზავი უფრო იყო ეს ღიმილი... ვაღმერთებდი ამ ცინიზმს, რომელიც საოცარი სექსუალურობით ავსებდა. საკუთარ სიცოცხლესაც კი დავთმობდი მისი ერთი წვეთი სიყვარული მაინც, რომ დამებრუნებინა... ისევ ძველებური კითხვა მიტრიალებდა თავში: „ნეტავ რატომ დასტამაშებდა თვალებში ასეთი ეშმაკები?“
- რას აპირებ ნინა? - და ხმამაღლა ამოვთქვი სიტყვები.
- შენი აზრით, რას უნდა ვაპირებდე.
- რაღაც საშნელებას. - ვუპასუხე გულახდილად.
- ჰო, გამახსენდა. შენ ხომ ვერ იტან საშინელ ადამიანებს - ისევ ირონიულად გამიცინა. საწერი კალამი ქაღალდზე დადო. თავბრუ ისე მეხვეოდა, თითქოს მთელი ბოთლი არაყი დამელია. ძლივს ძლივობით წამოვდექი და მზერა გავუსწორე.
- რა ჩამიყარე დასალევში? - ვკითხე სერიოზულად.
- საწამლავი... გკლავ - მიპასუხა მტკიცედ. - და მინდა, რომ შენი სიკვდილის შემდეგ, ნინია მე დამრჩეს.
- ნინიასაც ასე ენდომებოდა - გამეცინა და ქაღალდს დავხედე. საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი. ნუთუ მართლა მკლავს? მკლავს? თავბრუსხვევისა და უჰაერობის პარალელურად ისე მეცინებოდა, ჩემი თავის მიკვირდა.
- რა გაცინებს - გაბრაზდა ნინა.
- ჩემი მოკვლა შეძელი? - ვკითხე მხიარულად.
- შენს ადგილას, უკანასკნელ სიტყვებს შევარჩევდი.
- უკანასკნელი სიტყვები - ჩავიჩურჩულე. სადაცაა, დავვარდებოდი, მაგრამ ეგეც ფეხებზე მეკიდა. მთავარია, რომ გულისრევის შეგრძნება ცოტა დამეოკებინა. არც ისეთი კარგია, როცა ცხოვრების უკანასკნელ წუთებში საყვარელ ქალს არწყევ. არა! ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი. ხელი წელზე წავატანე, შემოვხვიე ისე, რომ არ გამიძალიანდა. ჯანდაბა! ნუთუ მართლა მკლავს? თვითონ არ დაულევია ღვინო. მოიცა, მართლა საწამლავი ჩაყარა.... გარშემო მიმოვიხედე. ოფიციანტიც არსად ჩანდა, რესტორანში ჩვენს გარდა არავინ იყო.
- შეგაშეინე პატარა ბიჭო? - თმაზე მომეფერა და ტუჩზე ვნებიანად იკბინა. ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი, რომ მართლა სასიკვდილო განაჩენი გამომიტანა საყვარელმა ქალმა. ჯანდაბა! ახლაც ძველებურად მიყვარს.
- შენ იცი, ჩემი უკანასკნელი სიტყვები
- ის, რომ გიყვარვარ?
- ჰო - თავი დავუქნიე.
- ამაზე აქამდე უნდა გეფიქრა.
- შენ მკვლელი არ ხარ ნინა - გამეღიმა.


ლეო
იმ ავარიის შემდეგ, ბევრი რამე შეიცვალა. ლილე ძველებურად მიყვარდა, თუმცა თვალს ვეღარ ვუსწორებდი. რაღაც პერიოდში მისი დანახვაც კი არ მსიამოვნებდა. რა იქნებოდა, იმ საღამოს, გიორგისკენ მე რომ შევტრიალებულიყავი, ლილეს საჭე არ გაქცეოდა და ყველანი ბედნიერები ვყოფილიყავით? ვერასდროს მივხვდები. იქნებ მაგ შემთხვევაშიც სიკვდილი ელოდა რომელიმე ჩვენთაგანს. დამნაშავე ვარ, რომ ლილე მივატოვე, ვიცი. მას არასდროს არაფერში ვადანაშაულებდი, თუმცა, შეიძლება ვცრუობ და რაღაც მომენტში ისიც დამნაშავე მეგონა. მთელი სამყარო მეზიზღებოდა ხოლმე. მეზიზღებოდა დღე, როცა ლილე გავიცანი, როცა შემიყვარდა. ლილეს არა, უფრო ჩვენს სიყვარულს ვაბრალებდი გიორგის სიკვდილს. რაღა ახლა მომინდათქო ვიღაცის შეყვარება, ვფიქრობდი და ამ დროს სამზარეულოში ხალათშემოსხმულ მზეს ვეხავდი, რომელიც გიშრისფერი თვალებით მიყურებდა. ვერ ვიტანდი, როცა მიყურებდა. თან მძულდა ჩვენი სიყვარული, თან მისი მოფერება მინდებოდა. მინდებოდა მივსულიყავი, გულში მაგრად ჩამეკრა და მეთქვა:
- შენი ბრალი არაა საყვარელო. ძალიან მიყვარხარ....
თუმცა არასდროს მითქვამს. ჩვენი უკანასკნელი დიალოგი ზედმეტად შემზარავი იყო. შეიძლება, იმდენად ძლიერი ვერ აღმოვჩნდი, რომ ტკივილის პარალელურად საყვარელი ქალის სიყვარულიც შემძლებოდა. განა არ შემეძლო? შემეძლო, ოღონდაც ეს სიყვარული საოცრად მფხაჭნიდა, მტკენდა, მანადგურებდა. ჰო და, მეც ვერ გავუძელი მის ყურებას. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა მზე აღარ მინდოდა. ჩემი ხელით მოვღრუბლე, დავბინდე ჩემი ცხოვრება და ახლა მიკვირს, როცა ფანჯარაში აღარ ანათებენ სხივები.
- რაღაცაზე უნდა ვილაპარაკოთ - ვუთხარი ერთხელ ვახშმისას.
- გისმენ - გამიღიმა და თვალები მომაპყრო. ჯანდაბა, ისეთი ლამაზი იყო, არ ვიცოდი რა მეთქვა ან როგორ მეთქვა? როგორ უნდა დავშორებოდი. ამ ცხოვრებამ სიყვარული ძლივს მასწავლა, მაგრამ იმის ინსტრუქცია აღარ მოუცია, როგორ მიმეტოვებინა საყვარელი ადამიანი. მის ღიმილს ცუდი წინათგრძნობდა დასთამაშებდა. ალბათ ხვდებოდა. რა თქმა უნდა, ხვდებოდა. ლილე ყოველთვი ყველაზე ჭკვიანი ქალი იყო, ვინც კი ოდესმე მინახავს.
- მაპატიე - მოვუბოდიშე წინასწარ. მრცხვენოდა, რისი თქმაც მინდოდა. უკვე ვნანობდი, თუმცა უკან დასახევი გზაც აღარ მქონდა. ჩემით მოვიჭერი, ხიდი გადავწვი.
- მორჩა? - მკითხა ცრემლმომდგარმა. ცხვირი ოდნავ შეუწითლდა, თვალის კონტურებიც, აცახცახებული სახით გვერდზე გაიხედა. რცხვენოდა, რომ მე დამტიროდა. არ უნდოდა მენახა, თუ როგორ განიცდიდა ჩეთან განშორებას.
- არაფერში არ გადანაშაულებ, ხომ იცი - შევეცადე ყველაფერი ამეხსნა. ელდანაცემივით წამოხტა და დამიყვირა:
- როგორ არ მადანაშაულებ. ნუ მატყუებ მაინც. თუ რამის *რაკი გაქვს, უბრალოდ მითხარი: „ლილე! ყველაფერი შენი ბრალია და აღარ მინდა შენთან ყოფნა“.
- შენი ბრალი არ არის. - მეც წამოვდექი და მისკენ მივიწიე.
- როგორ არ არის. - ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. ჩემი მზე ცხარე ცრემლით ტიროდა, მე კი ვერაფერს ვაკეთებდი მის დასამშვიდებლად.
- რაც მოხდა, მოხდა! დროს ვეღარ დავაბრუნებთ უკან. მნიშვნელობა არ აქვს ვისი ბრალია. შეიძლება ხვალ ვიღაცის გასროლილი საახალწლო მაშხალა მომხვდეს და მოვკვდე. ის ვიღაცა ჩემი მკვლელი არ იქნება. - ხელით სახე დავუჭირე.
- ანუ მაშხალა ვისროლე? - მკითხა ჩუმი ხმით.
- ყველაფერში საკუთარ თავს ნუ ეძებ.
- თუ ჩემი ბრალი არ არის, რატომ მშორდები?
- უბრალოდ, დროებით მინდა, რომ შევისვენოთ. - ამოვილუღლუღე. ცხოვრებაში ეგეთი *ლე მიზეზი არ მითქვამს და არც ამის შემდეგ არ ვიტყვი.
- ანუ დროებით გინდა მარტო იყო, სხვა ქალებთან იჟ*მაო, მერე მოგწყინდება, დაბრუნდები ჩემთან და ისევ მიგიღებ?
- არა.
- მაშინ რა გინდა?
- ცოტახნით მინდა, რომ... - ვერ დავასრულე.
- ეგ მაინც თქვი. ერთხელ მაინც მოიქეცი გაბედულად და ის მითხარი, რასაც ფიქრობ.
- ცოტახნით მინდა, რომ აღარ გხედავდე - ვუთხარი წყნარად. ამის გაგონებისას, თითქოს რეაქცია არ ჰქონია. თავი დამიქნია და თავის ოთახში გავიდა ბარგის ჩასალაგებლად.
* * *

მეძინა და მეზარებოდა ადგომა, თუმცა ტელეფონის ზარის გაგონების შემდეგ, რატომღაც გულმა მიგრძნო, ვიღაც მნიშვნელოვანი იქნებოდა და როცა ნინას ნომერი დავინახე, გიჟივით წამოვენთე საწოლიდან.
- ნინა - შევძახე ყველაზე ემოციური ხმით, რაც კი ოდესმე მქონია.
- შენი ძმაკაცი მაგარი მალალიტრაშკაა. რესტორან „შედევრში“ ვართ, წაიყვანე. მე ნუ მიმათრევინებ ელენესთან - მითხრა მშრალად.
- მოვდივარ, არ გათიშო ოღონდ - „ლაუდსფიქერზე“ დავაყენე ტელეფონი და თან გამწარებული ვიცმევდი. რამდენიმე წამში გარეთ გავქანდი, მანქანაში ჩავხტი. - მანდ რა გინდოდათ, შერიგდით?
- არა - ისევ ცივად მიპასუხა - რაღაც ცუდი რამეები „გავუჩალიჩე“ - მერე მივხვდი, რომ ჩაეღიმა, ისეთი ინტონაცია ჰქონდა. - მაგარი *ლეა - თქვა არხეინად.
- კიი, კიი - დავუდასტურე იმ წამსვე.
- ახლა უკვე მეტენები - ისევ გაბრაზდა.
- ძალიან მომენატრე და თუ დამაჩმორებ, მაგასაც ავიტან - ვუთხარი სიცილით.
- შენც *ლე ხარ - ჩაიქირქილა საყვარლად.
- ჯერ არ არის დრო? - ვკითხე ჩუმად, სულ სხვა თემაზე გადავუტანე საუბარი მაგრამ მერე შემეშინდა, იქნებ გვისმენდნენ ტელეფონზე.
- არა. მალე მოდი და გეტყვი, როცა დრო იქნება....


დემნა
თვალები გავახილე თუ არა, იმ წამსვე ლეო დავინახე. თავი შუაზე მისკდებოდა და საწოლშიც ტანსაცმლიანი ვეგდე. მადლობა ღმერთს, ფეხსაცმელი მაინც გამხადა ვიღაცამ.
- როცა ვიღვიძებ და შენ გხედავ, მაშინ ვარ ყველაზე ბედნიერი - ვუთხარი სერიოზულად.
- ისეთი *ლე ხარ, წარმოდგენაც არ მინდა. - მიპასუხა არხეინად - ხელი რას მოაწერე ბიჭო?
- მოვაწერე ხო? - წამოვდექი ღიმილით - მართლა ვერ ვარ - გამეცინა. მაგრად მეცინებოდა ჩემს გუშინდელ რეაქციებზე. ნინა მომკლავდა? საერთოდ როგორ ვიფიქრე, რომ ნინას ჩემი მოკვლა შეეძლო.
- გახსოვს, რასაც მოაწერე?
- კი, მახსოვს. ნინამ დაგირეკა, რომ წამოგეყვანე?
- არა, ჟორამ. - ძალიან უკმაყოფილო ჩანდა.
- ნუ იროჟები, დღეს არჩევნებია და ჩვენს კოალიციასთან უნდა მივიდეთ, შხაპს მივიღებ - წამოვხტი საწოლიდან.
- დილის შვიდი საათია სად მიდიხარ? ქალაქს ჯერ არ გაუღვიძია. თან შენ....
- რა მე? - რაღაც ისეთის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ამბობდა.
- თან შენ უნდა გადაგმალო - ამოღერღა - სასიკვდილო განაჩენი გაქ გამოტანილი.
- არჩევნების დღეს ვინ მომკლავს ბიჭო - გამეცინა და სამზარეულოში გავედი. ელენე იჯდა მაგიდასთან გაბრაზებული იყო. ნინია კი ეშმაკური ღიმილით უყურებდა. - მაპატიე, გუშინ ბევრი დავლიე - ვუთხარი ელენეს, ლოყაზე ვაკოცე.
- მხიარულად ხარ?
- კი, ძალიან - გამეცინა. ერთ ქალს იმიტო ვკოცნიდი მხიარულად, რომ გუშინ მეორეს ავუხსენი სიყვარული და ეს ბედნიერებას მანიჭებდა. რაღაც არ მქონდა რიგზე საქმე.
* * *

ნინა
ერთხელ დემნა გაცეცხლებული დაბრუნდა სახლში. ნინიას უკვე ეძინა. ჩვენს ოთახში გამიყვანა. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და ისეთი სახით მიყურებდა, თითქოს ჩემი გაგლეჯვა უნდოდა შუაზე.
- რატო არ მითხარი - დამიღრიალა. პატარა კურდღელივით შევხტი.
- რა არ გითხარი? - ხმა დამიწვრილდა. იმდენი რამე არ მქონდა ნათქვამი მისთვის, შემეშინდა, ერთ-ერთი მაინც გაიგო და ახლა ისე უკანმოუხედავად გაიქცეოდა ჩემგან, თითქოს არც არასდროს მიარსებია მის ცხოვრებაში.
- შენს პირველ ქმარზე.
- რა... რა? - ენა დამება მღელვარებისგან. მუხლები მომეკეცა და უღონოდ საწოლზე ჩამოვჯექი.
- ის, რომ ორი ქმარი გყავდა. პირველი მოკვდა, მეორეს გაშორდი.
- უბრალოდ... მე - მაქსიმალურად ვცდილობდი, თვალები არ ამცრემლიანებოდა, მაგრამ ისევ საშინელი კადრები გამახსენდა, რომელმაც ჩემს საშინელ ადამიანობას ჩაუყარა საძირკველი.
- არ მაინტერესებს ნინა. ასიც, რომ გყოლოდა ეგ არ მადარდებს. ხომ იცი რამაც გადამიყვანა ჭკუიდან?
- რომ მოვკალი? - ვკითხე სლუკუნით.
- რომ დამიმალე იმან. რა ჯანდაბა გჭირს - დამიღრიალა ხმამაღლა. - ესეთი რამე როგორ დამიმალე. ან რატომ მოხდა, რომ ჩემი ბიძაშვილის ცოლის მეზობლის ნათლულის მაზლმა იცოდა და მე არა?
- მეშინოდა, რომ შეგძულდებოდი. ჩემი ბრალი არ ყოფილა. უბრალოდ თავს ვიცავდი, ხომ იცი არა? ხომ იცი?
- არაფერი არ ვიცი. ჩემთვის არაფერი გითქვამს. იმის ღირსადაც არ ჩამაგდე, რომ ვიღაც ჩემი ფეხებისგან კი არა, შენგან გამეგო. არ შემიძლია ასეთი ცხოვრება. ყოველთვის რაღაც ახალს ვიგებ შენზე. ყოველთვის ისე ხდება, რომ ბოლომდე არაფერს მეუბნები.
- გეტყვი.
- გვიანია! - ისევ დამიყვირა - ვიცი, რომ შენი ბრალი არ იყო. ვიცი, რომ თავს იცავდი. შენი წარსული არ მაინტერესებს, არც ის შეცდომები, რომელიც დაუშვი. უბრალოდ ტყუილს ვერ ვიტან და აღარასოდეს გენდობი!

* * *
დემნასგან სახლში დავბრუნდი. მეღიმებოდა, გულში საკუთარ გამარჯვებას ვზეიმობდი. სააბაზანოდან კი უცნაური ხმები გამოდიოდა.
- ლილე - დავუძახე, თუმცა პასუხი არ გაუცია. სააბაზანოში შევედი.
- არ მიყუ...- ვერ დაამთავრა სათქმელი, უნიტაზთან დაკუზული იყო და კატასტროფულად აღებინებდა. დავიხარე, თმები დავუჭირე. ცოტახანში მემგონი დაამთავრა. ვეღარ სუნთქავდა, ძალიან ღონემიხდილი იყო. სახეზე წყალი შეისხა და მეტლახზე დაჯდა. - გავიდოდი, მაგრამ ეჭვი მაქვს, კიდევ მომიწევს უნიტაზში ჩაყუდება - მითხრა გადაფითრებულმა.
- რამემ გაწყინა?
- რამ უნდა მაწყინოს გოგო, არაფერს მე არ ვჭამ - გაეცინა და ისევ მოეღუშა სახე - მოსწევდა კაცი სიგარეტს. თან მადიანად გავიგდებდი ორ ღერს - დანანებით აქნევდა თავს.
- მოგიტანო? - პასუხს არც დაველოდე, წამოვდექი და საწოლისკენ ავიღე გეზი. როცა შემოვედი, მანდ მივაგდე ჩემი თამბაქო.
- ორსულად ვარ - მომაძახა... გაგვშეშდი, გავხმი, გავიყინე.
- რად ხარ?
- ორსულად - გაეცინა ლილეს. ალბათ, იმიტომ იცინოდა, რომ მასზე უარესად გამოვიყურებოდი ამ წამს. მუცელში რაღაც მძიმემ დამიარა, სასწრაოდ გავექანე და მეც უნიტაზში გადავეკიდე თავით. ახლა ლილე მიჭერდა თმას. რამდენიმე წუთიანი პანიკის შემდეგ, ორივე ღონემიხდილები ვისხედით იატაკზე.
- მამა? - ვკითხე ჩუმად.
- შენ ხარ - მიპასუხა სერიოზული სახით.
- ეგრეც ვიცოდი - სიგარეტს გავუკიდე. მე, რომ არ ვიყავი ორსულად, ეგ უეჭველი ვიცოდი. - როდის? - ვკითხე ცოტახანში.
- სამი თვის წინ ბარში შევედი. ლეო იჯდა. ზედმეტად ნასვამი იყო, მე კი ძალიან მენატრებოდა და ვიფიქრე, რომ...... მოკლედ... ვაცდუნე - თქვა და წამი არ იყო გასული, რომ ორივე ხმამაღლა ვხარხარებდით.
- ვაიმე - ძირს ვხოხავდით პირდაპირი მნიშვნელობით.
- ვიფიქრე, მეორე დღეს ამას მაინც არაფერი ემახსოვრება მეთქი ჰო და, ვიხმარე რააა - კისკისებდა ლილე. მემგონი პირველად ვიცინოდით ამ ბოლო პერიოდის მანძილზე ასე ხმამაღლა, ისტერიულად. ცოტახანში ორივე გავჩერდით. ლილეს სახე მოეღუშა და ტირილი დაიწყო. თავი მუხლებში ჩარგო, ხმამაღლა ქვითინებდა.გვერდზე მივუცოცდი, თმაზე ვაკოცე.
- ერთად გავზრდით - ვუთხარი სერიოზულად.
- აქედან გაქცევა მინდა, მხოლოდ შენ მჭირდები. სადმე შორს წავიდეთ. - სახე ამოსწია და თვალებში შემომხედა. - გავიქცეთ აქედან შორს, არ შეიძლება?
- გავიქცევით, ოღონდ ნინიაც ჩემთან იქნება - ვუთხარი ღიმილით.
- ნინა, ნინია დემნას შვილია.
- ახლა უკვე ჩემიც. მისი თანამეურვე ვარ - ვთქვი ეშმაკური ღიმილით. - მარტო შენ კი არ აცდუნებ ხოლმე კაცებს.



ნინა
არჩევნების დღე იყო, როცა დემნას სახლის კარები გავტეხე და შევიპარე. გატეხვას ფორმალურად ვეძახდი, სინამდვილეში უბრალოდ, გასაღები მქონდა. მე ხომ მისი ბინის ყოფილი ბინადარი ვიყავი.
„ეცადე, 3 საათის განმავლობაში გაართო“ - მივწერე ლეოს და პატარა ასაფეთქებელი მოწყობილობა ორ საათნახევარზე დავაყენე. ვიცოდი, მალე ყველაფერი დამთავრდებოდა. შავი ტანისსამოსი მეცვა და მთელ თავზე, სახის ჩათვლით, ნიღაბი მეკეთა. ჩემი საქმე გავაკეთე და გარეთ გამოვედი. არჩევნების დღე უკვე მიწურული იყო მე კი ტელეფონი გამოვრთე ლეოსთან მიწერილი მესიჯების შემდეგ. ცივი ჰაერი სახეზე ისე მომხვდა, თითქოს ღრმა ძილიდან მხოლოდ ახლა გამოვიღვიძე. ვფიქრობდი, რომ უეჭველად დემნამ გაიმარჯვა და ახლა პრეზიდენტია. ჯანდაბა! თუ ჯერ კიდევ პრეზიდენტია, თან ცოცხალი, დიდი გაუგებრობები მელოდა. გზაზე არავინ იყო და ავტოსადგომზე მივედი. ყოველთვის სხვადასხვა ნომრებით ვაკეთებდი ხოლმე საქმეს.
- არ გაინძრე - გამყინა ხმამ, რომელიც აქამდე ყოველთვის მათობობდა, მაგრამ ახლა იმდენად სასტიკი, ჟრუანტელისმომგვრელი აღმოჩნდა, რომ ამოსუნთქვაც ვერ გავბედე. - ხელები მაღლა - გამაფრთხილა. მისკენ შევტრიალდი, ხელები მაღლა არ ამიწევია, სანამ დემნა არ დავინახე ჩემსკენ მომართული იარაღით. დემნა და იარაღითქო, გამეცინა, მაგრამ ნიღაბში არ გამოჩენილა ჩემი ირონიული სახე. ჭიანჭველასაც ვერ მოკლავს ისეთი წმინდაა და შეიძლება ამიტომაც შეგვიყვარდა ერთმანეთი. ადამიანს ის იზიდავს, ვინც კონტრასტში ერგება მის სამყაროს. ყოველთვის შეუფერებელს ვირჩევთ, რომ ჩვენს არსებაში გაჩენილი ნახვრეტები ამოვიქოლოთ.
მისკენ შევტრიალდი, მაგრამ ხელები ჯერ არ მქონდა აწეული. მოულოდნელად გასროლილმა ორმა ტყვიამ ისე გამყინა, თითქოს დემნას კი არა, ეშმაკს ვეთამაშებოდი. რა თქმა უნდა, სხვაგან ისროლა და ჩემს შესაშინებლად გააკეთა, თუმცა გამოუვიდა კიდეც. ისე ავკანკალდი, ჩემი მთელი სხეული ჭიანჭველების ფუსფუსმა მოიცვა ფეხის ტერპებიდან თმის ღერებამდე. ხელები დამჯერად ავწიე მაღლა.
- მოიხსენი ნიღაბი - დამიყვირა ზიზღით. ასეთი დემნა ჯერ არასდროს მყავდა ნანახი. იარაღი აუკანკალებლად, მტკიცედ ეჭირა და ისეთი სასტიკი მზერა ჰქონდა, როგორც არასდროს. - რამდენი ხანია, გითვალთვალებ. მაინტერესებდა, სადამდე შეტოპავტი. მოიხსენი, თორემ თვალის დახამხამებაში მოგკლავ. - დამიღრიალა ისევ. არ ვიცი, სიკვდილი მერჩივნა თუ ამ ნიღბის მოხსნა. ჩემი მოკვლის შემდეგ, მაინც მომხსნიდა და ცხოვრების ბოლომდე იმაზე ფიქრი გააწამებდა, რომ თავისი ნინა მოჰკლა. გააწამებდა ათას კითხვაზე გაუცემელი პასუხი და ერთადერთი, რა მიზეზითაც ეს დაწყევლილი შავი სახე მოვიხსენი, ისევ დემნა იყო. გაშეშებული, გონებადაკრგული სახით მიყურებდა. იმ წამებში იმაზე ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, რომ მდგომარეობიდან გამოსულიყო.
- ნ ნ ნ ი....ნ...ა. - აღმოხდა დანაწევრებულად.
- მაპატიე, მაპატიე - ვეღარ ვსუნთქავდი ნერვიულობისგან.
- ამის დედაც - ჩაილაპარაკა თავისთვის და იარაღი ჩამოსწია - რას აპირებდი, რას აპირებდი? - მიმეორებდა ნერვიულად.
- არ ვიცი - თავი გავაქნიე.
- შენი იარაღი ამოიღე, ვიცი, რომ გაქვს - ისევ დაიღრიალა, მერე ცალი ხელი მკერდზე ისე მიიდო, თითქოს გულის შეტევა ემართებაო. ხელის კანკალით ამოვიღე. - დამიმიზნე - მიბრძანა დაჟინებით.
- რას მეუბნები? - გამოვშტერდი.
- ნუ მეპასუხები. დამნაშავე როცა ხარ, უნდა გაჩუმდე - თავის თავს არ ჰგავდა, ისეთი გაგიჟებული იყო. იარაღი ისევ მომართა ჩემსკენ - შენც დამიმიზნე! - ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა, მთელი სხეულით ვცახცახებდი და თან მეც დავუმიზნე. არა, ალბათ, სამყარო, რომ გადამწვარიყო, მაინც ვერ ვესროდი.
- ერთად უნდა მოვკვდეთ? - ვკითხე ენის ბორძიკით.
- ერთად მოვკვდებით - მიპასუხა დარწმუნებით.
- პრეზდენტი გახდი დღეს? - ეტყობა, როცა გავთანაბრდით და ორივეს ერთმანეთის სასიკვდილო განაჩენი გვქონდა გამოტანილი, საუბარიც შესაბამისად, უფრო იოლი იყო.
- პრეზიდენტი გავხდი - დამიქნია თავი.
- შენი პირობა გახსოვს? - ვკითხე ირონიულად.
- პრეზიდენტი გავხდებოდი, შენ კი პირველი ლედი... ასეც იქნება, ოღონდ, ორივე დახოცილები ვიქნებით - დამემოწმა.
- ერთად დაგვკრძალავენ? - სერიოზულად მაინტერესებდა.
- რა თქმა უნდა.
- მერე ელენე?
- ვინ ელენე? - შემომიბრუნა კითხვა.
- შენი საცოლე. ნუთუ აღარ გახსოვს? - ვკითხე სარკასტულად და მარჯვენა წარბი ავწიე.
- ასეთ რთულ მომენტში უნდა გიმტკიცო, რომ ჩემს გულში მხოლოდ შენ ხარ? - მკითხა პატარა ბავშვის ლოყებჩაჩხვლეტილი ღიმილით, რომელიც ყოველთვის დასთამაშებდა ხოლმე სახეზე, როცა მხედავდა.
- ეგ სიცილი... - ჩუმად ამოვთქვი, შემდეგ კი უფრო ხმამაღლა და ომახიანად შევძახე - მირჩევნია ჩემი ხელით მოგკლა, ვიდრე ეგ სიცილი სხვა ქალს ეკუთვნოდეს.
- რამდენი ადამიანის მკვლელს ეკუთვნის ეს სიცილი? - მკითხა მოულოდნელად. შევცბი, წამიერად უკან დავიხიე და ვიგრძენი, რომ ამდენი ხანი წინ გაშვერილი ხელი დამიბუჟდა. ღრმად ჩავისუნთქე და თამამად ვუპასუხე:
- ბევრის.... ახლა გძულვარ?
- ბავშვებისაც? - ხელი აუკანკალდა.
- არა, ჯანდაბა დემნა! არა, რა ბავშვები - ისე ვიუარე, თითქოს ეს რამეს მიმსუბუქებდა.
- მესროლე! აღარ მინდა შენი ყურება - მითხრა წყნარად. ახლა განსაკუთრებულად წყნარი იყო. ზუსტად ისეთი, გამომშვიდობებისას, რომ არიან ხოლმე საყვარელი ადამიანები.
- შენ თვითონ მესროლე და ვეღარასდროს ვეღარ მნახავ - ვუთხარი და ისევ ცრემლები წამსკდა. ამის დედაც! ნუთუ უკანასკნელად მისი ტუჩები მაინც არ უნდა ვიგრძნო, სანამ ქვასავით გაიყინება ჩემი სხეული?
- ოდესმე მაინც თუ გყვარებივარ? - აცლა უფრო ნაზი, სათუთი გაუხდა ხმა. არ ვიცი, ასე სენტიმენტალურად რატო ვფიქრობდი იმ დროს, თუმცა ვხვდებოდი, რომ სიკვდილი ნელ-ნელა მიახლოვდებოდა და სადაცაა, ხელები უნდა შემოეხვია ჩემთვის.
- მთელი ჩემი არსებით მიყვარდი, სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები და სიკვდილის შემდეგაც მეყ.... - უეცრად გასროლის ხმამ დამიგუბა ყურები, საშინელმა სიმხურვალემ ამწვა მკერდი. სხეულზე დავიხედე, ახლა მივხვდი, რას გრძნობდნენ ჩემი მსხვერპლები და ცოტა არ იყოს, ის ნაბიჭვრებიც შემეცოდნენ. დემნას ვუყურებდი, გაშტერებული იდგა და ქანდაკებასავით გაქვავებული მომჩერებოდა. ნუთუ მესროლა? მაგრამ თუ მესროლა, რატომ..... ყურებში წუილი მესმოდა, ბუნდოვნად ვხედავდი, მაგრამ დემნას ფითქინა პერანგის მხარზე სისხლის კვალი ნამდვილად არ გამომპარვია. ისიც დაჭრილი იყო. ჯანდაბა! ნუთუ ვესროლე? ერთმანეთს ვესროლეთ? ამის წარმოდგენის შემდეგ, ცოტა არ იყოს, გამეცინა და მოწყვეტით დავეცი ძირს, თუმცა დემნამ ამ ჩემს გულში მოხვედრილ ტყვიასავით სწრაფად მოირბინა და მკლავები შემაშველა. ღმერთო, რა ბედნიერებაა, საყვარელი კაცის მკლავებში ვკვდები. არ ვიცი, ვერ ვგრძნობდი ვერც ერთი სხეულის ნაწილს, თუმცა ძალიან მინდოდა, გამღიმებოდა... ჩემი სული, რომ იღიმოდა, ეგ უეჭველად ვიცოდი.

დემნა
გასროლის ხმა გავიგონე. მხარი მოულოდნელად რაღაც საშნელმა შეგრძნებამ ამიწვა. ჯანდაბა! ნუთუ მესროლა? მე რომ არ გამისროლია, ეგ ნამდვილად ვიცოდი, მაგრამ, თუ არ ვესროლე, რატომ აქვს ნინას მკერდს სისხლის დიდი ლაქა?
- ნინაააა! - დავიყვირე ხმამაღლა. მე მიყურებდა გაოგნებული, შემდეგ თავის მკერდს. ხელი ნელა მოიკიდა ჭრილობაზე და სისხლიან ხელის გულს დახედა. მასთან მივირბინე, სანამ წაიქცეოდა, მოვასწარი, რომ ჩემს მკლავებში ჩავარდნილიყო. ნინა მკლავებში მეწვა, ფერდაკარგული, გადაფითრებული, ნისლისფერი დაჰკრავდა მის სახეს. ნინას უკან კი ელენე იდგა ახლადგასროლილი იარაღით ხელში. ცრემლები მოსდიოდა.
- მე... მე... მეგონა, რომ შენი მოკვლა უნდოდა - მითხრა კანკალით. ვერაფერი ვუპასუხე, ნინას ვუყურებდი. ეღიმებოდა, მიკვირდა, რომ ღიმილის თავი მაინც ჰქონდა.
- ნინა არ გაბედო იცოდე! - მეც ვტიროდი. ბევრი სისხლი მოსდიოდა. მის ჭრილობას მაგრად მივაჭირე ხელი, გრეის ანატომიაში თუ სადღაც ჯანდაბაში ვნახე ერთხელ, რომ ექიმის მოსვლამდე ასე აკავებდნენ სისხლს.
- დაჭრილი ხარ? - მკითხა უძლურად - მე გესროლე?
- არა საყვარელო, არა - ვუმეორებდი სულელივით... - ნინა, არ გაბედო იცოდე! არ... - საშინლად ამეტირა. სასწრაფოდ ტელეფონი ამოვიღე და ლეოს დავურეკე. არ ვიცი, ასეთ დროს, მხოლოდ ლეოს ხელებს ვენდობოდი, ლეოს ხელები განკურნავდა ჩემს ერთადერთ სიყვარულს, მჯეროდა....
- ჩემო ხორბლისფერთმიანო და ლოყებდაჩხვლეტილო ბიჭო - ჩურჩულებდა სუსტი ღიმილით.
- ძალიან მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ - ვუმეორებდი გადაბმულად. და შუბლზე, ტუჩებზე, ლოყებზე ვკოცნიდი გიჟივით. ჩემი ცრემლები მის სახესაც ასველებდა.
- მეც მიყვარხარ - მიპასუხა ლეომ სიცილით - რა დალიე, რომ ამხელა პრეზიდენტი კაცი სიყვარულებს მიხსნი?
- ლეო, ავტოფარეხში ვარ - დავუღრიალე მთელი ხმით - ნინა დაჭრილია მკერდში. სასწრაფოდ მოდი.
- შ..შეენ..ს. სახლ..თან? - ისეთი ბლუყუნით მკითხა, ვიცოდი, ახლა ლეოც საოცრად სასოწარკვეთილი იყო.
- ხოო, ჩემს სახლთან. სწრაფად! - ტელეფონი ძირს დავაგდე. ელენესთვის აღარც მიმიხედია, მაგრამ ვიცოდი, რომ გაიქცა ან მსგავსი... მის დაჭერას არც ვეცდებოდი. ახლა ნინა მეჭირა... ჩემი ნინა, რომელსაც ღიმილით მიენაბა თვალები და არც კი ინძრეოდა.
- არც გაბედო - დავუყვირე - ნინა, ნინა - ოდნავ შევანჯღრიე. ხმას არ მცემდა... - ღმერთო, როგორ მიყვარხარ - მთელს ხმაზე ავქვითინდი. ჩემს თავს ვერ ვცნობდი, ვერც ჩემს ხმას ვცნობდი და მივხვდი, რომ ყველაზე საცოდავი ვიყავი, რადგან საკუთარი თავი სიკვდილამდე მეცოდებოდა....
ნინა
მთელი ეს დრო დემნას სიახლოვეს ვგრძნობდი. მესმოდა, როგორ მეხვეწებოდა, არ მოვმკვდარიყავი, თუმცა პასუხის გაცემა მაინც არ შემეძლო. გულს მიქვავებდა მისი განწირული ვედრება, რომელიც ქვითინში გადადიოდა და თავს ისევ დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩავაგდე.
- ღირსი ხარ, რომ მოგკლა - მომესმა უეცრად ვიღაცის ხმა. თვალები გაჭირვებით გავახილე. თითქოს აღარც არაფერი მტკიოდა, ისე წამოვდექი და თეთრ სივრცეში ვიღაც დამბულდორის მსგავს ბაბუას მოვკარი თვალი, გრძელი წვერით.
- შენ ხალხს კლავ? - გამეცინა ირონიულად - არადა, წესით, არ უნდა კლავდე
- გინდა ეგ ცინიზმი სახეზე შეგაშრეს ძალიან მარტივად? - მკითხა და მართლაც შემაშრა სახეზე. - აი შენი მომავალი - თითი გაიშვირა რაღაც ვიდეოსკენ. უფრო სწორად, ვიდეო არ იყო. ჩემი მომავლის რაღაც ნაწილი იყო. საკმაოდ საოცარი, სანატრელი ნაწილი. ლამაზ პენტჰაუზში ვიყავით მე და დემნა, იმხელა ფანჯრები ჰქონდა ოთახებს, მთელი ქალქი ხელისგულივით ჩანდა, თუმცა ნამდვილად არ გვაინტერესებდა იმ მომენტში ქალაქის მშვენება. სრულიად შიშველი ეგდო თეთრ, ფითქინა საწოლზე და მე ზემოდან ვეჯექი. ნუ ვეჯექი კი არა, დემნაზე ვხტუნაობდი, აგრეთვე შიშველი. ძალიან ლამაზი სანახავი ვიყავი უკანა ხედიდან - ოდნავ მუქი კანის ზურგზე შავი თმა ჩამომეყარა და სიამოვნებისგან გადარეული დემნას სახელს ვკვნესოდი. დემნას დანახვა ძალიან მომინდა თავიდან ბოლომდე, ლამის კადრში შევძვერი, ჩემი თავი გამოვათრიე იქიდან და მე მივვარდი ლოყებდაჩხვლეტილ ბიჭს.
- ჩემი მომავალი - ვიკბინე ტუჩზე ვნებიანად.
- ჰო, თუ რა თქმა უნდა, დადგა ეგ მომავალი - ახლა თეთრწვერებიანი კაცი იყო ირონიული. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, რადგან თითქოს ვიღაცამ როლი გამიცვალა და ახლა მე აღარ ვიყავი წლის სწერვა, bitch, ძუკნა, მუკნა და ა.შ.
- ვკვდები? - ვკითხე სასოწარკვეთილმა. მოწყვეტით დავეშვი, სად დავეშვი მეც არ ვიცოდი, მაგრამ იქვე საჯდომთან სკამი მომიცურდა და დროულად ამარიდა თეთრ იატაკზე გაშხლართვას.
- აბა თუ გამოიცნობ?
- დემნა ხანში რომ შევა, უფრო სიმპათიური იქნება ალბათ, თან პრეზიდენტია და შეაბამს მერე ვიღაც ქერა, დიდძუძუებიანი გოგო. ნინიასაც ის გოგო შეუყვარდება - თითმის ავქვითინდი - საერთოდ ლილე რას იზამს? ბავშვს როგორ აღზრდის მარტო?
- შენთან ერთად, ხო სახელოვან მამულისშვილს გაზრდიდა - ისევ მესწერვა ღმერთი.
- გეყოს რაა - შევუბღვირე სლუკუნით - გასაგებია, რომ საზიზღარი ვარ, მაგრამ აბა კარგად დაფიქრდი რა ნაბი*ვრებს ვასაღებდი და მაგათი გასაღებით, რამდენი უდანაშაულო გადავარჩინე?
- 145 - მითხრა დარწმუნებით.
- მაგდენი მოვკალი? - თვალები გამიფართოვდა. ასეთი ცოდვიანი თუ ვიყავი, აღარც მახსოვდა.
- არა, 145 გადაარჩინე, მაგრამ მოკვლები მაინც ცოდვებად გეთვლება. თან ათი მცნებიდან გაქვს მაინცდამაინც ყველა დარღვეული.
- თავი არ მომიკლავს - გამახსენდა და სიხარულით დავიყვირე. - და არც არავინ გამიკერპებია
- ოჰ, მადლობ - გაეცინა თეთრწვერებიანს.
- შენ ყველას ასე აგდებულად უყურებ თუ მარტო მე? - უკვე გავბრაზდი.


ლეო
ოპერაციიდან, რომ გამოვედი, ცალკე დარჭრილი დემნა მელოდებოდა თავის პალატაში, ცალკე აცრემლებული ლილე დავინახე საავადმყოფოს მისაღებში. თვალები ტირილისგან დასიებოდა, თავისი სიფრიფანა ხმკლავები მოეკუნტა და იატაკს მიშტერებოდა.
- ლილე - დავიძახე მისი სახელი. სხვა შემთხვევაში, ხმასაც ვერ ამოვიღებდი, მაგრამ ამ წამს, რაც შეიძლებოდა მალე უნდა მეთქვა, რომ ნინა გადარჩა. თუმცა წამით გავქვავდი... ნინა არ გადარჩენილა.
- რა ხდება - წამოხტა სკამიდან და ისე მომვარდა, იმ წამსვე ვიფიქრე, ნინაზე დარდმა ჩემი სიძულვილი გადაუფარა მეთქი და ახლა ასმაგად მომემატა იმ გულში დაჭრილი გოგოს სიყვარული.
- კომაშია - ამოვილუღლუღე. ლილეს არაფერი უთქვამს. გაქვავდა, გაშეშდა და მერე ისე შეირყა, მიწის ძვისას, რომ ემართებათ ხოლმე შენობებს. ქვადქცეული ხელებში ჩამივარდა. მუხლები უკანკალებდა და ვერ დგებოდა. იატაკზე დავარდნის უფლება მაინც არ მივეცი, სკამზე ჩამოვსვი. თვალებგაშტერებული, კვლავ ერთ წერტილს მიაშტერდა. შემდეგ ხმამაღლა დაიყვირა. ყვიროდა ძალიან ხმამაღლა, იმდენ ხანს, სანამ ჰაერი ჰყოფნიდა. ერთს ჩაისუნთქავდა და ისევ აგრძელებდა ყვირილს.
- ლილე, არ მომკვდარა და კომა ისეთი საშინელება არ არის, როგორც ფილმებში - გულში ჩავიკარი. არადა, მეც ვტიროდი. ვტიროდი გულშიდაჭრილი გოგოს გამო, რომელიც ჩემთვის ერთგული მეგობარი იყო და ახლა თავისი სუსტი, ნახევრადცოცხალი სულით ებრძოდა სიკვდილს. ვტიროდი დემნას გამო, რომელსაც ნინასთან ერთად დავკარგავდი ალბათ, ვტიროდი, რომ იმედი ვერ გავუმართლე და ვერ გადავურჩინე ცხოვრების ერთადერთი სიყვარული... ბოლოს კი, ლილეს გამო ვტიროდი ყველაზე მეტად. უკვე მერამდენედ ვუღალატე.
- დამამშვიდებელი მოუტანეთ - დავუყვირე ქირურგებს. ლილე თითქოს გონზე მოვიდა, ხელები მომაცილებინე და ღრმად ჩაისუნთქა.
- არ მინდა წამალი - უღონოდ გამოსცრა კბილებიდან. - დემნა როგორაა? - მკითხა წყნარად. ვერ მივხვდი, რა მოხდა და რამ განაპირობა მისი ასეთი უეცარი დამშვიდება. თან ისევ ღრმად სუნთქავდა, მთელი ძალით ცდილობდა თავი ხელში აეყვანა.
- ნინაში გაიარა ტყვიამ და დემნას მოხვდა მხარში. ტყვია ამოუღეს და კარგად არის. უფრო სწორად, კარგად იქნება.
- ნინასთან შესვლა მინდა.
- ცოტახანს არ შეიძლება.
- არ მაინტერესებს. - ნინას პალატაში ისე შევარდა, თითქოს ორი წამის წინ პალატაში გადმოყვანილი ქალის მდებარეობას სუნით გრძნობდა. დემნაც უკვე იქ იყო, ხელი ჩაებღუჯა და რაღაცეებს ელაპარაკებოდა. თან ლოყებზე კოცნიდა. ვერ მივხვდი, მემგონი მართლა ორივე ყნოსვით აგნებდნენ.
- როგორ ხარ? - ჰკითხა ლილემ. თავიდან მეგონა, დემნას ეკითხებოდა, მაგრამ მერე ეგეც ნინას ჩამოუჯდა და კიდე რაღაცეები ჰკითხა. თავი სიზმარში მეგონა, ვეღარ ავიტანე ამათი საცოდაობა, ჩემი მეგობრის გონაბადაკარგული, გათიშული სახე და გარეთ გამოვედი. სკამზე დავჯექი ჩემთვის, თავი მუხლებში ჩავირგე.....


ნინა
- კარგი რაა, ოჯახი მყავს მისახედი - ისევ ვევაჭრებოდი დამბულდორის მსგავს ტიპს.
- ოჯახში იმ ბიჭს გულისხმობ, რომელსაც საერთოდ არ შეეფერები და რომელიც დაღუპე?
- დავღუპე? ჩემი ბრალი იყო, რომ შევუყვარდი? - მეც ძალიან გავბრაზდი - ყველანაირად ვცდილობდი, მისგან თავი შორს დამეჭირა. მეც მშვენივრად ვიცოდი, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. ბოლოს გაიგებდა ჩემს შესახებ და გაცოფდებოდა, მაგრამ მაინც არ შემეშვა. სადაც წავედი ყველგან წამომყვა, კახეთში ჩამომაკითხა.
- მარტო კახეთში ჩამოგაკითხა, რეალურად.
- ძალიან გთხოვ რაა. ის მე ვიყავი, დღეში ასჯერ, რომ მიგზავნიდა ყვავილებს? კახეთიდანაც, რომ ჩამოვედით, მაინც თავიდან ვიშორებდი ხოლმე. ეგ კიდე, ხან ჩემი სახლის კართან ამეტუზებოდა, ხან სამსახურში, ხან ლილე ხტუნავდა, რა საყვარელიაო და კიოდა, ხან ლეოსთან ერთად მადგებოდა ბარში და “double date”-ებს მიკეთებდნენ.
- იცი რაა? შენ კი ხარ მოსაკლავი, მაგრამ რომ მახსენდება, როგორ უყვარხარ მაგ ანგელოზივით ბიჭს, ისევ ეგ მეცოდება. - მითხრა თავის კანტურით.
- ოოოხ. რაც გინდა ის ქენი და თუ გინდა მომკალი. - წამოვხტი სკამიდან ნერვებმოშლილი - მე ისედაც არავის ვჭირდები. თავის დროზე, ცოტა ყურადღება, რომ მოგექცია ჩემთვის, იქნებ ანგელოზივით ქალი ვყოფილიყავი მეც.
- მე არ გაქცევდი ყურადღებას? ამდენ ხანს რო დაწანწალებდი და სნაიპერობდი, ვისი დამსახურებით ვერ დაგიჭირეს? კაი ხნის მკვდარი უნდა ყოფილიყავი, მაგრამ ყოველთვის მომწონდი - ისიც გაცხარდა.
- ჰო და თუ მოგწონდი, დამაბრუნე მაშინ დემნასთან და მაკოცნინე ერთხელ - ისევ ტირილი ამიტყდა - ისე მომენატრაა. თან ის საწოლის სცენა, რომ მაჩვენე, მაგის გარეშე რატომ მკლავ, სადისტი ხარ?
- საძაგელი გოგო ხარ - გამოსცრა კბილებიდან და უცებ თავში თითქოს რაღაც ჩამარტყეს. ვერანაირ სინათლეს ვეღარ ვხედავდი გვირაბის ბოლოს და მეგონა, ეს-ესაა, ჯოჯოხეთში ამოვყობ მეთქი თავს, თუმცა ჯოჯოხეთის მაგივრად ჩაძინებული დემნა დამხვდა. სკამზე იჯდა და ჩემს საწოლზე გადმოედო თავი.
- ვაიმე, რა საყვარელია - ამოვიკრუტუნე გულაჩუყებულმა. - დემნა, დემნა - ჩურჩული დავიწყე. თან ხმამაღლა ვერც ვლაპარაკობდი, რომ ცოტა გამეგონებინა ხმა. ბოლოს ძალა მოვიკრიბე და ხელი ძლივს დავადე თავზე. ღიაჩალისფერ თმაზე ვეფერებოდი, მის სურნელს ვიხსენებდი. ერთხელ წვიმაში, რომ მოვყევით და მთელს მანქანაში ჰაერი მისი კანის, თმის სურნელით გაიჟღინთა, იმის მსგავსი სიმძაფრით მომინდა შემეგრძნო კვლავ საყვარელი კაცის არომატი.
- ნინა - ისე თქვა, თითქოს მოჩვენება ვყოფილიყავი. - ნინა, ნინა - მერე დაიყვირა და გიჟვით მომვარდა, სახეზე მკოცნიდა. ხმამაღლა ვიცინოდით ორივე, ერთმანეთს ხელებზე და ტუჩებში ვკოცნიდით. ლილე და ლეოც შემოვარდნენ რამდენიმე ექიმთან ერთად.

ლილე
ათი დღე გავიდა ნინას აზრზე მოსვლიდან და ახლა მივხვდი, ბეწვზე ვყოფილვარ გადარჩენილი, ამდენი ნერვიულობისგან ბავშვი რომ ისევ მუცელში მეჯდა. ყველას გასაკვირად, სკანდალების გარეშე ჩაიარა ყველაფერმა და ახლა დემნაც ჩვეული პრეზიდენტის საქმიან რუტინაში იყო ჩაბმული. თუმცა ცოტა უყურადღებო გამოდგა, რადგან დილიდან საღამომდე, მაინც ნინას შესციცინებდა. ისე, ეგ არაფერი, უარესი პრეზიდენტებიც გვყოლია, რა შედარებაა. ეს ქვეყნის ბიუჯეტზე მაინც არ დაქეიფობდა და პატიოსანი იყო. მეც ნინას ვუვლიდი ხოლმე, ლეოც ნინას უვლიდა. მოკლედ, ნინა მაგარ „პონტში“ იყო, ყველა მაგას დაჰფოფინებდა თავზე, მაგრამ მომენტებში მაინც ახსენდებოდა ხოლმე ჩემი ორსულობა, რაც ყველასთვის უცნობი იყო და პიცას იძახებდა ჩემთვის. მერე ყველა პირდაღებული მიყურებდა რვანაჭრიანს, რომ მარტო მე ვჭამდი. ელენეს რაც შეეხება, ბევრს ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცი მაგის ასავალ-დასავალი. დემნას სახლი აფეთქდა და რამდენიმე დღე ყველას მკვდარი ეგონა. მანამდე დრო მოიგეს, რომ ნინას მოყოლილი ინფორმაციის დახმარებით, ის ხალხი დაეჭირათ, ვინც მკვლელობა დაუკვეთა. მოკლედ, ეგ იყო დიადი ნინას მიზანი - დაეჭერინა ისინი, ვინც დემნას უპირებდნენ მოკვლას. ნინიაც მშვენივრად იყო, დედაც ჰყავდა უკვე და ბედნიერი მამაც.
ბარში ვიჯექი ჩემთვის, განმარტოებით და წითელი ღვინის მაგივრად ბროწეულის წვენს ვწრუპავდი, ჰემოგლობინი მქონდა დაბალი. თან სულ იმას ვწუწუნებდი, რა სიგარეტის სუნად ყარს ყველათქო, არადა ცოტა ხნის წინ, მე ვიყავი კაი სტაჟიანი მწეველი. არ დავმალავ, მაგრამ მშობიარობის მერე რომ მივასკდები, მთელს ბლოკს ერთ საათში ვუტირებ ყოფას. მოულოდნელად საპირფარეშოდან ლეო გამოვიდა ვიღაც ქალთან ერთად. ალბათ, მორიგი ნადავლი იყო. ჩემს დანახვაზე ისე ერთიანად შეცბა, მე ვიგრძენი მის მაგივრად, რომ ხელები აუკანკალდა. იმედია, ტუალეტში არ ჰქონდათ გაჩაღებული არაფერი. ის ქალი ჩემსკენ, უფრო სწორად, ბარისკენ წამოვიდა და ერთი ჭიქა ვისკი შეუკვეთა. ლეოც მოვიდა. უხერხულად გამიღიმა, მე კიდე, ისეთი ირიბი მზერით გავხედე, საკუთარი დაბადება ვაწყევლინე.
- როგორ ხარ? - მკითხა წყნარად. მისი „გოგო“ გაოგნებული მიყურებდა. ალბათ, მიცნო რეკლამებიდან, ან უბრალოდ მისი „icon”-ი ვიყავი.
- ნაყინი მინდა - ვუთხარი მკაცრად.
- რაა? - თავიდან ვერ გაიგო.
- ნაყინი მინდა ძალიან - ისევ დავუბღვირე. - ლუკა პოლარეს მარწყვის ნაყინი მინდა... აუ, კივის ნაყინიც მინდა. - მერე გამახსენდა ყველა, რომელიც მიყვარდა და ერთი ათი სახეობა ჩამოვუთვალე.
- გინდა მოგიტანო? - მკითხა სიცილით.
- კიი - ისევ ვიბღვირებოდი. უთქმელად გავარდა, თვალიც ვერ დავახამხამე და საკუთარ თავს ვერ ვუჯერებდი... ამან, რომ ჩემს ორსულობაზე იცოდეს, ალბათ სხვა პლანეტაზე გაფრინდებოდა და წყალს ჩამომიტანდა. იმ გოგოს მივხედე თავდაჯერებულად. - შენთან სექსს, ჩემთვის მაღაზიაში სირბილი ურჩევნია - ვუთხარი და მეთვითონ გამეცინა.


ნინა

დილას ცოტა დაღლილმა გავიღვიძე. ეს ბოლო დღეები სულ ასე ხდებოდა. ჭრილობა მიხორცდებოდა, სამაგიეროდ მთელს ენერგიას ართმევდა სხეულს. თავი წამოვყავი საწოლიდან და ფრთხილად წამოვჯექი. გვერდზე ოთახიდან ფეხის სწრაფი ბაკუნი მომესმა. მერე ამ ფეხების პატრონმა ჩურჩულით იკითხა:
- შევიდე?
- შედი - უპასუხა ლეომ და ნათქვამიც არ ჰქონდა, რომ ხტუნვა-ხტუნვით შემომივარდა ბავშვი.
- ნინიაა - დავიყვირე და ხელები გავშალე. ეგრევე გამოექანა, საწოლში შემომიხტა და მაგრად ჩამეხუტა.
- როგორ მომენატრე.
- ჩემი პატარა ბარტყი - მოვეხვიე და ისე ჩავებღაუჭე, მერე შემეშინდა, რამეს ხომ არ ვტკენ მეთქი.
- ხო აღარ წახვალ? - მკითხა კრუტუნით.
- აღარსად აღარ წავალ - ვუპასუხე და გრძელ თმაზე მოვეფერე. ასე ვეფერებოდი ცოტახანს, სანამ ორივეს არ ჩაგვეძინა.
როცა გავიღვიძე დემნა იყო გადმოფენილი ჩვენზე. ჯერ გამეცინა, მერე კარგად შევათვალიერე. საწყალი, ესეც იღლებოდა მთელი დღის განმავლობაში და გამოსასვლელი პერანგი, ჰალსტუხი არც კი გაეხადა ისე დაწოლილიყო.
- როგორ ხარ? - მკითხა ძილბურანში მყოფმა.
- არაჩვეულებრივად - ვუპასუხე ნეტარი სახით და მძინარე ნინიას თავზე ვაკოცე.
- ბევრ რამეზე გვაქვს სალაპარაკო - გამოსცრა ჩუმად.
- ვერ ვიტან, როცა სალაპარაკო გვაქვს - ამოვიოხრე და თმაში შევუცურე ხელები.
- რატომ? მაინცდამაინც ცუდ რამეებზე ხომ არ უნდა ვილაპარაკოთ?
- მაშინ შენ დაიწყე ლაპარაკი და მე გავაგრძელებ. ზოგჯერ ჩაგეჩრები ხოლმე.
- მაგალითად, ლილეზე და ლეოზე - თვალები მოისრისა და მკერდზე დამადო თავი.
- მოდი, მაგათმა ჯერ თვითონ ილაპარაკონ და მერე ვილაპარაკოთ ჩვენ - გამეცინა.
- არა, მე ვხვდები რაღაცას და მიკვირს, ლეო, რომ ვერ ხვდება.
- რას ხვდები?
- რავიცი, გუშინ საჭმელს ვაკეთებდი, ლილე მოვიდა, ჰაერი შეისუნთქა და პირზეხელაფარებული ტუალეტში შევარდა. ერთი თხუთმეტი წუთი არ გამოდიოდა.
- კუჭი აეშალა? - ვკითხე სიცილით. ვითომ არ ვიცოდი, რა ხდებოდა.
- ნუ სულელობ რაღაცეებს - დემნასაც გაეცინა.
- how long? - მკითხა მხიარულად.
- how long have you been ugly? - კითხვითვე ვუპასუხე. თან კაი ქართული აქცენტითა და კილოთი.
- აუ ნინა - სიცილს ვერ იკავებდა. - დავსერიოზულდეთ რაა.
- როდის იყო შენ სერიოზული იყავი. თუ, უკაცრავად, ახლა, ხომ პრეზიდენტია ვაჟბატონი.
- შენ პრეზიდენტი მეძახე და კი გამაცალეს სიქა.
- ერთი ორი მილიონი მოიპარე ბიუჯეტიდან და მოვხიოთ სადმე ბავშვიანად.
- არადა, პირველ ლედობას უმიზნებდა, უყურე, როგორი გახდა.
- ვუმიზნებდი არა ის, ეგ შენ მამიზნებინებდი - ხელი ავუქნიე, მერე მივხვდი, რომ ცოტა ხმამაღლა მომივიდა და ჩურჩულით გავაგრძელე ლაპარაკი, რომ ნინია არ გამეღვიძებინა - ისე, ელენე სადაა?
- რა ვიცი ნინა. მე საიდან უნდა ვიცოდე, სადაა ელენე. ოღონდ ახლა შურისძიებებზე და ანგარიშის გასწორებას ფიქრს თუ დაიწყებ, გადავირევი.
- რა შურისძიება - მაგრად გამეცინა - გოგოს სუნამოებით და შამპანურით უნდა ავადგე, რომ დამჭრა, თორე დავხოცავდით ერთმანეთს.
- მე შენ მოკვლას არ ვაპირებდი - გამომიტყდა მორიდებულად.
- არც მე არ ვაპირებდი სროლას, უბრალოდ მაინტერესებდა რამდენ ხანს ვიდგებოდით ესე სულელებივით იარაღაღმართულები, მისტერ და მისის სმიტების ტექსტებით.
- არ ვიცი, მერე დავაგდებდი და მოგვარდებოდი გიჟივით.
- ეგ ნამეტანი პლაგიატობაა - გამეცინა.
- რა ვქნა, ეგრე, ადამი და ევას მერე ყველა პლაგიატები გამოვდივართ. აღარ მქონდეს სექსი?
- არავის დაუშლია - ვუთხარი ვნებიანად და ტუჩზე ვიკბინე. მერე გამახსენდა, რომ ბავშვი გვეწვა. კარგია, საერთოდ რო გამხსენდა.


ლილე

დილას, რომ გავიღვიძე და საშინელმა მუცლის ღრუტუნმა შემომიტია, მაშინ მივხვდი რა საშინელებაა, როცა ერთადერთი საუკეთესო დაქალი დაჭრილია და საუზმეს ვეღარ გიკეთებს. გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე, შხაპი მივიღე, მერე ნინასთან წავედი. იქ მაინც ექნებოდათ რამე საჭმელი.
საკვების თაობაზე არ შევმცდარვარ, მაგრამ ლეოც დამხვდა. ნინას სინჯავდა და თეთრი ხალათი ეცვა, ვითომ ექიმის ილუზიის შესაქმნელად. თან, ფეხმძიმობსას ფილმებში, რომ ჰორმონები უაქტიურდებათ თუ რაღაც ჯანდაბა ემართებათ ხოლმე, მართალი გამოდგა. თეთრი ხალათი ძალიან უხდებოდა იმ რიჟიკა მაიმუნს. რაღაც საშინელი ფანტაზიები გამიღვივდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შევდივარ მის კაბინეტში, ლეოს ვეუბნები: „გამსინჯეთ ექიმო“. და ისიც მსინჯავს, ოღონდ ცოტა სხვანაირად.
- ჯანდაბა - ჩავჩურჩულე საკუთარ თავს და თავი გავაქნიე. უნდა ამომეგდო ეს საშინელი ფიქრები გონებიდან. მაცივარი გავაღე, ბედნიერების პეპლები ამითამაშდა გონებაში იმ წამსვე. გამოტენილი იყო საჭმელებით და მეც ყველაფერს ხელი დავტაცე.
- როდის აქეთ ხარ ასეთი მსუნაგი? - გავიგონე ლეოს ხმა უკნიდან და ისე ტყვიასავით მომხვდა, ლამის შემწვარი ქათმის ბარკალი გადამცდა. წარბშეკრულმა გავიხედე მისკენ. არაფერი ვუპასუხე, მაგრამ ძალიან მინდოდა მეთქვა: „იდიოტო, შენი ნაშიერისთვის ვჭამ ასე ღორივით“. თავი შევიკავე, „ნაშიერი“ ცოტა უსიამოვნო სიტყვაა ჩემი პატარა ბავშვისთვის, რომელიც დიდი ალბათობით, წითური ჭორფლიანი იქნება და ყოველი შეხებისას, მამამისის თავს გამახსენებს.
- ცოტა მოსუქდი თუ მეჩვენება? - გააგრძელა ლეომ. თან უხერხულად გრძნობდა თავს. ეტყობოდა, საუბრის გაბმა სურდა, ღელავდა კიდეც, პერანგის ღილებს ათამაშებდა ნერვიულად.
- რა გინდა? - ვკითხე მკაცრად.
- არაფერი. გიხდება, ორი სამი კილოს მომატებაც არ გაწყენდა პლიუს.
- მე რო მოვიმატო, მერე შენ რა? - მივუგე გაბრაზებულმა. ორს კი არა, ათს მოვიმატებდი ალბათ მალე.
- არაფერი... მოგიხდება - ამოილუღლუღა ცხვირჩამოშვებულმა. მომწონდა, როცა ასეთ უმწეოს ვხედავდი ხოლმე ჩემს წინაშე და მეც უფრო ვთამამდებოდი, რადგან ერთი კი არა, ორი ადამიანი „ესწერვებოდა“ ჩემი სახით.
- მოგიხდება - თლიფინით გავაჯავრე. მემგონი ძალიან ვჩაგრავდი, გაოგნებული მიყურებდა. არადა, მე ვარ დაჩაგრული და განაწყენებული. უცნობი ქალის წერილებში მგონია თავი - გხმარობენ, თან მერე აღარ ახსოვთ. ამის გახსენებაზე ხო საერთოდ მომეშალა ნერვები.
- რა დაგემართა? - მკითხა გაოგნებულმა.
- რა დამემართა? - ქარივით წამოვფრინდი - შენ გგონია, ერთ შოკოლადს მიყიდი და ყველაფერს დავივიწყებ? საძაგელი ხარ, საშინელი ადამიანი ხარ და.... - ამოვისუნთქე და მუცელზე მივიდე ხელი - გული მერევა შენზე - მივაძახე. თან მართლა გული მერეოდა, ეგრევე ტუალეტში გავვარდი. გიჟივით გამომეკიდა, მაგრამ კარი ცხვირწინ მივუჯახუნე, ონკანი მთელი სიმძლავრით მოვუშვი და უნიტაზში ჩავეყუდე.
მიხარია, რომ ნინას სახლში კბილის ჯაგრისი ყოველთვის მაქვს. ცოტა თავი მოვიწესრიგე და გამოვედი. სახტად დარჩენილი ლეო თვალებგაფართოებული შემომყურებდა.
- როგორაა ნინა? - ვკითხე. ცოტა საუბრის გადატანა მინდოდა.
- კარგად, უკვე სიარულიც შეიძლება და მალე სუფთა ჰაერზეც თუ ირბენს ხოლმე, არ იქნება ურიგო.
- მშვენიერია - ისე ჩავუარე გვერდზე, არც შემიხედავს.
- ვიცი, რომ ცუდად მოვიქეცი, დამნაშავე ვარ - აღმოხდა ლეოს. თვალებდაწვრილებულმა გავხედე. ჯანდაბა, მაინც ძალიან საყვარელი იყო ხოლმე.
- ჰო, დამნაშავე ხარ და ყოველთვის, როცა ამას აღიარებ, გგონია, რომ სიხარულით გამოვიქცევი შენთან.
- მოდი, სხვა ოთახში შევიდეთ და იქ ვილაპარაკოთ კაი? - მთხოვა წყნარად.
- არ შეხვიდეთ რააა - გავიგონეთ ნინას ოთახიდან ნინას ხმა. - ჩვენც გვაინტერესებს.
- ნატყვიარს მიხედე შენ - მივაძახე და სხვა ოთახში გავედით, კარები ჩავკეტეთ, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ჭიქები არ ჰქონდათ კარებზე ნინას და დემნას მიდებული.
- ძალიან ცუდად ვიყავი - დაიწყო ლეომ. ვიცოდი, ძალიან ბევრის თქმა უნდოდა, ბოლოს კი ვეღარაფერი თქვა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი? მეც იგივეს ვგრძნობდი.სურვილი მქონდა ერთდროულად მეკივლა, მეტირა, მეცემა, ხელები სახეში მერტყა მისთვის და მერე ჭრილობები დამემუშავებინა. იმეცია, ჩემი ცემის სურვილი მასაც არ გასჩენია, თუმცა დაგროვილი სათქმელი რომ ბოლოს უღებდა, მაგდენს მეც ვხვდებოდი.
- ვიცი, რომ ცუდად იყავი. - შედარებით წყნარად ვუთხარი. - მაგრამ, მე შენ არასდროს გელოდებოდი. იმის იმედი არ მქონია, რომ დაბრუნდებოდი ხელებგაშლილი და მეც გულში ჩაგეკვრებოდი.
- მესმის, მაგრამ მე გელოდებოდი.
- კი, მელოდებოდი. ქალებს არ იკარებდი. - ვუთხარი მკვახედ. არაფერი უპასუხია. - არაუშავს, მეც მყავდა ვიღაც. - დავაწყნარე ძალიან ეშმაკურად.
- ვინ? - ყველა ძარღვი დაეჭიმა სახეზე.
- ერთი იდიოტი. ბარში გავიცანი და დავთვერით, მერე ვი*იმავეთ. ბოლოს ისე მოხდა, მეორე დღეს აღარ ახსოვდა ჩვენი სექსი. - მოვუყევი არხეინად - და მე დავორსულდი - ესეც დავამატე. სასწაულად მომინდა გული გასკდომოდა, მე კი მისი ტანჯვისთვის მეყურებინა, როგორც თვითონ დამტანჯა მთელი ერთი წლის განმავლობაში.
თუმცა, ცოტა შემაშინა მისმა რეაქციამ. უხმოდ ჩამოჯდა სკამზე და გულზე ხელი მიიდო. ვაი, გულის შეტევა ხომ არ ეწყებათქო, ვიფიქრე გადაფითრებული, გაქვავებული რომ მიილია.
- მითხარი, რომ იხუმრე - აღმოხდა ხმის კანკალით.
- არ მიხუმრია. ნუთუ არ შეიძლებოდა დავმთვრალიყავი და ის გამეკეთებინა, რაც მინდოდა? რა ვქნა, ქალებსაც გვაქვს ჩვენი მოთხოვნილებები და ზოგჯერ, ისეთი, კაცებს რომ არც დაგესიზმრებათ - მივახალე სრული სერიოზულობით.
- და ბავშვი? - ჯერ ისევ გაშეშებული იყო. ნეტა ახლა მაინც თუ უნდოდა წიხლქვეშ გავეგდე?
- აღარ ახსოვს, რომ მასთან ვიწექი. ბავშვს მარტო გავზრდი. - ვთქვი ამაყად.
- მე.. მე - ენა დაება. მერე ძალ-ღონე მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა - ჩემთან ერთად. ანუ, მე ვიქნები მამამისი - გააზრებულად, მაგრამ არეული ამბობდა.
- სისულელეა - ვთქვი გამტყდარი ხმით. მივხვდი, უკვე ცრემლები გადამდიოდა ყელში, ცხვირზეც მეწვეთებოდა აურაცხელი რაოდენობით. - სხვის ბავშვს შენ რატომ გაზრდი? - ვკითხე სლუკუნით.
ფეხმძიმობის ბრალი იყო თუ სხვა შემთხვევაშიც ასე ამიჩუყდებოდა გული, არ ვიცი, მაგრამ მზად ვიყავი, რომ მის ფეხებთან განთხეულს მთელს ხმაზე მეღრიალა.
- რა მნიშვნელობა აქვს? თუ მე გავზრდი, ესეიგი ჩემი შვილი იქნება. მეყვარება, იმიტომ, რომ შენ მიყვარხარ - თქვა გაბედულად.
ვიცი, რამხელა ტკივილს გრძნობდა იმ წამებში. მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, სულ სხვანაირად მოიქცეოდა. მიმატოვებდა და ცხოვრებაში აღარასდროს მოუნდებოდა ჩემი ნახვა, მაგრამ ლეო ხომ ყველა არ იყო? მიუხედავად, ჩემი ტყუილით მიყენებული საშინელი ტკივილისა, მაინც ვუყვარდი, ბოლომდე ვუყვარდი ყველანაირი.
- ახლა პირველად მითხარი, რომ გიყვარვარ. - ამოვთქვი ჩურჩულით.
- აქამდე ასჯერ უნდა მეთქვა. ყოველ დღე უნდა მეთქვა. მაშინ, იქნებ, ეგ ბავშვი ბიოლოგიურადაც ჩემი ყოფილიყო. ჩემი ბრალია, ჯანდაბა, ყველაფერი ჩემი ბრალია. - ამოიოხრა და წვერი მოისრისა - ვიღაცა სი*თან არ დაწვებოდი, რომელსაც შენნაირი ქალი დაავიწყდა. მარტო ჩემთან დაწვებოდი... მაპატიე, დაგიჩოქებ, რომ მაპატიო - აღმოხდა ვედრებით და ჩემს წინ ჩაიმუხლა.
შოკში ჩავვარდი, ხელები სახეზე ავიფარე და ხმამაღლა ავტირდი. ისე ვტიროდი, როგორც ყველაზე ცხარე ცრემლით გლოვობენ უმძიმეს ტრაგედიებს.
- შენ ხარ მამამისი შე იდიოტო - ცრემლებისგან ვიხრჩობოდი - მაშინ, ბარში ისეთი მთვრალი იყავი, შენი სახელიც აღარ გახსოვდა და ერთად ვიწექით.
- რაა გოგო? - გიჟივით წამოხტა ფეხზე. - როდის?
- სამი თვის წინ.
- სამი თვის წინ - სუნთქვა გაუხშირდა, რამდენიმე წამში ისე აქოშინდა,, გული ლამის გადამიქანდა შიშისგან. - სახლში, რომ გავიღვიძე მარტომ, შიშველმა....
- ჰო, ეგ დილა იყო. გამოგეპარე, რა თქმა უნდა.
- და ჩემი შვილია.
- ჰო, შენი შვილია.
- ვაიმე - მემგონი ცოტა ცრემლებიანი ხმა ჰქონდა, როცა ეს თქვა, მაგრამ ისე მოულოდნელად გადაუტრიალდა თვალის გუგები და დავარდა გათიშული იატაკზე, რომ მხოლოდ დემნას სახელის დაკივლება მოვასწარი.










ლილე

- ლეო, ლეო - ვაფხიზლებდით მე და დემნა.
ნინა გაჭირვებით წამოდგა საწოლიდან და ოთახში შემოვიდა.
- რა დამართე? - მკითხა გაოგნებულმა.
- საკანცელარიო დანით გამოვჭერი ყელი - ვუპასუხე უგუნებოდ და მითიშულ ლეოს წყალი შევასხი სახეზე.
- მაგით ვერ დაეხმარები - წაიბუზღუნა დემნამ.
- თუ ვერც დავეხმარები. კიდე მე უნდა ვიჭყლიტო ტვინი, რითი დავეხმარო? გაიღვიძე შე დამპალო - მივაძახე ლეოს.
- დაწყნარდით რაა, თავი მტკივა - აბუზღუნდა ნინა.
- უკაცრავად, ჩემი მეგობარი გათიშული გდია და ისევ თქვენ წუწუნებთ? - გაგვიბრაზდა დემნა.
- ჰოო, ჩვენ ვწუწუნებთ - დავუყვირე და ნინას შევხედე - რატომ აპატიე ამას საერთოდ? არ იმსახურებენ.
- რა ვიცი - მხრები აიჩეჩა ნინამაც.
- რა? რა იცი? - გაოგნდა დემნა.
- ჰოო, ჯერ კიდევ უნდა დავფიქრდე, მაგრამ ნინიას გამო, ჯანდაბას, ვიქნები შენთან.
- ღმერთო, მეღადავები? - აიხედა დემნამ ჭერში.
- რა ხდება? - ამოილუღლუღა უეცრად ლეომ.
- ცოცხალია - შევძახე გაბრწყინებული ხმით.
- მკვდარი გეგონეთ და არც ერთი არ ტირიხართ? აი მესმის ცხოვრება. - არ ესიამოვნა.
- ჩემთვის ტირილი არ შეიძლება - შევიფერე ფეხმძიმობა და მუცელზე მოვითათუნე ხელი.
- რას ამბობ, ყოველი სატელევიზიო გადაცემის ყურებისას ტირი ლილე - გამცა ნინამ.
- შენ ჩემი დაქალი ხარ თუ ამათი?
- შენი.
- მადლობ.
- უკაცრავად, იქნებ წყალი მომიტანოთ? - თქვა ლეომ. მე და ნინამ დემნას შევხედეთ.
- კაი, მივდივარ წყლის მოსატანად - წაიბუზღუნა და ოთახიდან გავიდა.
- ანუ ჩემი ბავშვი ხო? - მკითხა ლეომ.
- მეც გავალ - თქვა ნინამ და ეგეც გაიძურწა.
- ჰო, შენი ბავშვი - საყვედურებით სავსე მზერით მივტრიალდი ლეოსკენ.
- ღმერთო, რა ბედნიერებაა - სიხარულით აენთო თვალები.
- ბედიერებას მოგცემ - მეხივით გავსკდი - როცა გინდა მიმატოვებ, როცა გინდა დაბრუნდები, როცა გინდა ისევ მიმატოვებ. სადაა ეგეთი ცხოვრება? უპასუხისმგებლო, უგრძნობი, საზიზღარი კაცი ხარ - ამოვიღე ყველაფერი, რისი თქმაც მთელი ეს დრო, ჰაერივით მჭირდებოდა.
- შეგიძლია გააგრძელო.
- ნახე, მაინც, რომ იღიმის - სიმწრის ტაში შემოვკარი - კარგია ხო? ბრახ და უცებ ბავშვი გეყოლება. ტაშიიიი. როცა გინდა მაშინ დაწვები ჩემთან და როცა მოგინდება, მაშინ დამივიწყებ?
- ლილე, ხომ იცი, რომ არასდროს არ დამვიწყებიხარ. და სადაა, ეს წყეული წყალი?
- მე მეგონა, ლაპარაკობდი და წყლისთვის არ გეცალა - გავიგონეთ კარის მიღმა დემნას ხმა.
- შემომიტანე ჩქარა და მაქედან მოსმენას, აქვე დადექით ბარემ. რა მნიშვნელობა აქვს.
- კაი, რა იყო, რას ბრაზობ - აბუზღუნდა დემნა. ჭიქა ხელში მიაჩეჩა უკმაყოფილოდ ლეოს. - არ მინდა თქვენი არაფერი, გავედი.
- მადლობ - მიაძახა ლეომ და მე შემომხედა. - აბა, რას ვაპირებთ ლილე?
- მე მეკითხები?
- არა, შენს უკან რომ დგას, იმ ლილეს.
- ვხუმრობთ კიდეც? - შევუბღვირე.
- მაპატიე, მაპატიე - წამოდგა საწოლიდან - რა გავაკეთო მითხარი? უშენოდ ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ჩემი მზე ხარ და თუ ჩემს გვერდით არ იქნები, ვერც დედამიწა ვერ გათბება და ვერც ჩემი სიცოცხლე.
- ოჰ, პოეტურიც გაგხადეს იმ დიდიძუძ*ებიანმა საყვარლებმა?
- მე მხოლოდ შენი ძუძ*ები მჭირდება. ერთადერთი ქალი ხარ, რომლისთვისაც არასდროს მიღალატია. შენთან ერთად როცა ვარ, სხვა არ მინდება. არც არასდროს მომინდება. ჯანდაბა, ასეთი უმწეო არასდროს ვყოფილვარ. არავის წინაშე არ ვმდგარვარ, არ ამიხსნია სიყვარული, არ მითხოვია პატიება...
- მომწონს, უნდა გაგასაზიზღროს ამ ცხოვრებამ. - მაინც არ ვცხრებოდი.
- არასდროს წარმომედგინა შვილი, მაგრამ თუ მეყოლებოდა, უთუოდ შენგან უნდა ყოფილიყო. მე სხვა შვილის დედა არ მჭირდება. რაც არ უნდა მითხრა, მაინც იცოდე, რომ ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ მთელს დედამიწაზე, რადგან შენ ატარებ მუცლით ჩემს ბავშვს.
- კაი ახლა - დარწმუნებული ვარ, ლოყები შემიწითლდა სიამოვნებისგან - არა, არა, საზიზღარი კაცი ხარ. - თავი გიჟივით გავაქნიე, რომ სიყვარულის ფანტელები გამეყარა ჩემი მუცლიდან.
- კარგი რაა - მომიახლოვდა ლეო და მე ავტომატურად უკან დავიხიე. ძალიან მეშინოდა, რომ სული წამძლევდა, მის სიახლოვეს ვერ ავიტანდი და წამში ჩავუარდებოდი მკლავებში.
- უკან დაიწიე. ცოტა ხანს დაფიქრება მჭირდება.
- მაინც რამდენ ხანს?
- არ ვიცი. რამდენიც დამჭირდება. იქნებ ცოტა ხნით შემეშვა? უკვე სამი საათია ამ ოთახში ვართ.
- მოგშივდა? - მკითხა ლეომ.
- ჰოო, მომშივდა.
- რამეს გავაკეთებ და ყველამ ერთად ვჭამოთ - სამზარეულოში გავარდა.
- ღმერთო, მეღადავები თუ ეს მართლა ლეოა? - გავიგონე ნინას გაოგნებული შეკითხვა.
- მემგონი ლეოა და ხახვს სჭრის - უპასუხა დემნამ სიცილით.
- უყურეთ ცოტახანს, მალე მობეზრდება - ამოვიოხრე და სამზარეულოში გავედი.
ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ლეოს არ მობეზრებია. ყოველ დილას მაცივარი სხვადასხვა პროდუქტებით და საჭმლით მხვდებოდა გამოტენილი. პირველი ერთი კვირა, რომ ნერვებს მიშლიდა ხოლმე დილის რვა საათზე კარებზე კაკუნით, მერე ავდექი და სახლის გასაღები მივეცი. არ შევმცდარვარ, საძინებლიდან გამოსვლისთანავე მხვდებოდა საუზმის მადისაღმძვრელი სუნი.
- იცი, რაღაც მოგიტანე - შემომიღო ერთ დილას სააბაზანოს კარი.
- ჯანდაბა, ვბანაობ - დავიჩხავლე პანიკაში ჩავარდნილმა. - და ბედი შენი, რომ ვბანაობ, იქნებ უნიტაზზე ვიჯექი?
- არაუშავს, მე შენი ყველაფერი მიყვარს - გაეცინა - თან ჩაკეტავდი კარს სხვა შემთხვევაში. ეტყობა, შემოსვლის შანსი დამიტოვე, არა?
- იდიოტო - ნერვები მომეშალა, რომ ასე მალე გამფაქტა. - რა მომიტანე? ისედაც საკმარისზე უფრო გასიებული ვარ შენ ხელში.
- არაფერიც, ყველაზე ლამაზი მოდელი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს - თქვა კმაყოფილი სახით და ტანსაცმლის პარკი დამიდო აბაზანასთან. თვითონ კი გავიდა. ხელი გადავყავი, ვოცნებობდი, მათრახი და ბუმბულებიანი ბორკილი არ ყოფილიყო.
- ვაიმე, ბრალეტი - წამოვიძახე სიხარულით. ძალიან ლამაზი იყო, წვრილი ძაფით ნაქსოვი, ვარდისფერი. იცოდა, რომ ვარდისფერს ვერ ვიტანდი, მაგრამ ჩახვეული ჰქონდა, ყველაფერი გიხდებაო. ლამაზი კაბაც იყო დამატებით,ღრმად ამოჭრილი, ფრიალა და გრილი, ალბათ ამ ბრალეტზე უნდა გადამეცვა ზემოდან და ეს ერთგვარი ნამიოკი იყო, რომ ნაქსოვი ლიფისამარა არ მეტანტალა შუა ქუჩაში. ბრალს ვერ დასდებ, მიცნობდა კაცი. ამ მოშვებულმა კაბამ კიდევ ერთხელ გამახსენა, რომ შუა ივლისში ფეხმძიმედ ვარ და ვიტირე. ცოტახანს კაცების მოდგმა ვწყევლე ლეოს თამადობით. მერე ჩავიცვი ვაჟბატონის ნაჩუქარი ტანისსამოსი და გარეთ გავედი.
- ყველაზე მშვენიერი ხარ - მითხრა ღიმილით.
- ჰო, მშვენიერი და ორსული - ვუპასუხე გამწარებულმა. მერე მუცელზე ხელი მოვიკიდე, ცოტათი ნამუსმა შემაწუხა ამდენს რომ ვწუწუნებდი. არადა, ნამდვილად მომწონდა, შუა ღამისას ვიღაცის წიხლების ბრახუნით გამოღვიძება.
- დედაჩემს ვუთხარი, რომ ჩემგან ბავშვს ელოდები - გამომიცხადა წყნარად. ლამის ავყირავდი, ფორთოხლის წვენი ისე გადამცდა, მაგრად გადავრჩი, ცხვირიდან რო არ გამოვასხი ნახევარი ჭიქა.
- მერე? - ვკითხე შიშით.
- სიხარულისგან იტირა. ზუსტად ვიცი, სხვა არც ერთი ქალი არ უნდოდა ჩემ გვერდით, შენ გარდა.
- ოჰ - ვითომ ირონიულად, მაგრამ მაინც კმაყოფილმა ვთქვი. რაღაც მომენტში, ჩემს მკერდს ისე მიაშტერდა ლეო, მეგონა თვალებს დაითხრიდა და ძუძ*ებში ჩამიგდებდა. - ჰოო, გამეზარდა. გილოცავ - ვუთხარი გაბრაზებულმა. ბრალეტი ცოტა მაღლა ამოვქაჩე, მაგრამ არ წამომყვა.
- ეგრე დარჩება თუ დაიფუშება? - ძალიან სერიოზულად მკითხა.
- ნუ, რავიცი, მემგონი რჩებათ ხოლმე პირველი მშობიარობის შემდეგ. - მეც ჩამაფიქრა მაგ ამბავმა.
- და მეორეთაც რო დაორსულდები, კიდე გაგეზრდება?
- რა ვიცი ლეო, ჯერ პირველი არ.... - უცებ დავფიქრდი - აუ, საზიზღარი ადამიანი ხარ, დამანებე თავი. ჩემი მკერდის ზომის გასაზრდელად, მზად ხარ, რომ მეორე ბავშვიც ჩამისახო?
- სხვა ქალისგან მაინც არ ვაპირებ ბავშვის ყოლას და ბარემ, სადაც ერთი, იქაც მეორე, მესამე და გავმრავლდეთ ძირფესვიანად.
- სულ შენი გვარის გასამრავლებლად გავჩნდი აბა რაა - დავვიჯუჯღუნე და არ შევიმჩნიე, რომ მესიამოვნა.
- კარგი, წავედი ახლა მე, საღამოს შემოგივლი.
- სად მიდიხარ? - ვკითხე გაბუსხულმა.
- საქმეზე - მოვიდა და ლოყაზე მაკოცა. მართალი ყოფილა ეს ისიოტური სერიალები: ორსულობის პერიოდში სულ მოფერება და ალერსი გინდება ადამიანს. ერთხელ მაკოცა ლოყაზე, მე კიდე ისე მოვდუნდი, ნეტარებისგან ლამის ზღართანი გავადინე იატაკზე.
საღამოს მომწერა, აუცილებლად უნდა წამომყვე სადღაცო. მთელი დღე არც კი ვიცოდი, სად დაეხეტებოდა და ნერვები მქონდა მოშლილი. მაინც დავთანხმდი. ხო ვიცი, ჩემ სასარგებლოდ წამიყვანდა, სადაც არ უნდა წავსულიყავით. სწორედ ეს იყო ამ ცხრა თვის პლიუსი.
- რა ხდება? - ვკითხე მე.
უკვე მანქანაში ვიყავით და სადღაც მივდიოდით.
- სიურპრიზი მაქვს - მიპასუხა ხალისიანად.
- კარგი - მეძინებოდა და თავი ფანჯარას მივადე.
- ამითი გაერთე მანამდე - დონატებით სავსე ყუთი გადმომიდო მუხლებზე.
- ეკლერები მერჩივნა, მაგრამ არაუშავს - ვუთხარი ღიმილით და სამი დონატი ადგილზევე შევჭამე. მანქანა პატარა ეზოში შეიყვანა. ყვავილების ლამაზი ბაღი ჰქონდა ამ ეზოს, შუაგულში კი ბუნგალო იდგა ხის სკამებით.
- სად ვართ? - ვკითხე დაინტრიგებულმა.
- სახლში - მიპასუხა ღიმილით.
ორსალთულიანი სახლი იყო. ისევ ეჭვისთვალით ვუყურებდი ყველაფერს, მაგრამ შესვლისთანავე მივხვდი, რომ ზუსტად იმის მსგავსი იყო, მე და ლეოს, რომ გვიოცნებია, ერთმანეთისთვის უთქმელად.
- ჯანდაბა - ცრემლებით სავსე თვალები მქონდა, როცა სახლში შევედი და დიდი მისაღებიდან დერეფნით ბავშვისთვის მოწყობილ ოთახში აღმოვჩნდი.
- ჯანდაბას ნუ ამბობ ყოველთვის - აბუზღუნდა ლეო.
- მაპატიე - გამეცინა და თვალებიდან ცრემლები გადმოვყარე.
- მეორე სართულიც კარგია. როგორც უკვე აღვნიშნე, სხვა შვილებისთვისაც მოვიტოვე ოთახები - მითხრა ღიმილით - სარდაფში სასმელების ბარია და ლამაზი ბუხარი. ავეჯით არ გადამიტვირთავს. შენი გემოვნებით, რომ მოგეწყო ყველაფერი.
- იდეალურია - ვთქვი სლუკუნით - ღმერთო, არ მჯერა - შემოვტრიალდი ლეოსკენ.
- კარგი, მისმინე - თქვა ჩუმად.
ხელები უკანკალებდა და სახეზე ფერი არ ედო. მივხვდი, საითაც მიჰყავდა ყველაფერი. მეც ისე ავნერვიულდი, იქვე, პატარა სკამზე ჩამოვჯექი გაშეშებული. - ყოველ დღე მაბედნიერებ შენი სიცილით, თმით, სუნით, მაგ გამობერილი მუცლით და ნება მომეცი, რომ სამუდამოდ მეც ვცდილობდე შენს გაბედნიერებას. - ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო. ისეთი საყვარელი და გამოუცდელი ჩანდა, ნებისმიერი ქალი დაუფიქრებლად დასთანხმდებოდა ყველაფერზე - გამომყვები ცოლად? - მკითხა ხმის კანკალით. - მაპატიე, არ ვიცი, სხვანაირად როგორ კეთდება - თქვა და მერე დაიჩოქა.
- არც მე ვიცი - აღმომხდა ტირილნარევი სიცილი - მაგრამ თანახმა ვარ - თითქმის დავიკივლე და სკამიდან წამოვხტი, მის მკლავებს მთელი სიძლიერით ჩავაფრინდი.


დემნა
სამსახურში ღამის თორმეტ საათამდე შემოვრჩი. მაგას კიდევ არაუშავს, მთელი ღამეც გამითენებია. ქვეყანაა ბოლოს და ბოლოს. ნინას საათში ერთხელ ვურეკავდი ხოლმე. სტრესისგან თავის დახსნის უებარი საშუალება მისი ხმა იყო. ნარკოტიკივით მითრევდა, მითრევდა, მერე მისი სახე მახსენდებოდა, სხეული, ღიმილი და ძირითადად, იმიტომ მიწევდა ამდენი ხანი ჩემს კაბინეტში ყურყუტი, რომ დროის ნაწილს ნინაზე ფიქრში ვატარებდი. უკვე წამოსვლას ვაპირებდი, კარებზე კაკუნი, რომ გაისმა.
- შემოდით - ვთქვი ცოტა არ იყოს, მკაცრი, სერიოზული ხმით. დამუღამებული მქონდა „შემოდის“ განსაკუთრებული ტონალობით თქმა და მართობდა ხოლმე ეგ ფაქტი.
- შეიძლება ბატონო პრეზიდენტო? - გავიგე ნინას ნაზი ხმა.
სიცილი ამიტყდა. მან კი კარები გადაკეტა და ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა. ხალათის სტილის შავი კაბა ეცვა, გრძელქუსლიან შავ ფეხსაცმელთან ერთად.
- თქვენთვის ყოველთვის შეიძლება - ვუპასუხე ეშმაკური ღიმილით.
- ნუ გეცინებათ - გამიბღვირა ნინამ - მე თქვენთან შენიშვნებით ვარ მოსული. საშინელი პრეზიდენტი ხართ.
- გისმენთ ქალბატონო, რა ხდება? - როლში შევიჭერი, შეწუხებული სახით ავდექი სავარძლიდან.
- პირველ რიგში, თქვენი მდივანი უნდა გამოცვალოთ. არ მომწონს, შეუფერებლად და გამომწვევად აცვია. სამსახურიდან ნუ დაითხოვთ, უბრალოდ, სხვაგან გადაგზავნეთ. შემიძლია, ჩემი ძველი მდივნით ჩავანაცვლო. შრომისმოყვარე ქალია, შვილიშვილები ჰყავს და ორმოცდაათსაა გადაცილებული.
მის ნათქვამზე გადავიხარხარე.
- ჩუუ - დამიყვირა ნინამ - სერიოზულად მოეკიდეთ ჩემს შენიშვნებს.
- უკაცრავად, მაპატიეთ - ხელები მაღლა ავწიე.
- მეორეც, ძალიან არ მომწონს თქვენი მაგიდა. რაღაც, ზედმეტად ბევრი ქაღალდი ყრია.
- ამას მარტივად მოვაგვარებ - ერთი ხელის მოსმით ყველაფერი ძირს გადმოვყარე. კმაყოფილი ნინა თამამად შემოსკუპდა მაგიდაზე.
- ახლა თქვენი ჯერია - გამიღიმა ნინამ და კაბა შეიხსნა.
- შე გარყვნილო - თვალები ბუდიდან ლამის გადმომცვივდა. კაბის ქვეშ არაფერი ეცვა.
- ჰო, შენ წარმოიდგინე, საკუთარი მანქანა მყავს და ვერავინ დამინახავდა გზაში, რომ ფეხებშუა რაღაც-რაღაცეები მიჩანს.
- ნამდვილი შეშლილი ხარ - გაგიჟებული მივვარდი მის ტუჩებს.
ჰალსტუხზე მთელი ძალით დამეჯაჯგურა. ცალი ხელი წელზე შემოვხვიე, მეორეთი კი მის თმას ჩავაფრინდი, მთლიანად გავუწეწე. საშინლად მწყუროდა მისი სურნელი, მისი სხეულის ყველა დეტალის შეგრძნება. ნინამ ფეხები მაგრად მომიჭირა წელზე, ქამარი შემიხსნა და მაგდიდან ჩემს ასოზე გადმოჯდა. მთელს კაბინეტში მისი განწირული კვნესა ისმოდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა უკანალზე ვჩქმეტდი გამალებით. ნინას ტუჩებისა და მკერდის სითბოს ვერ ვწყებოდი. ისე ძლიერად მიფხაჭნიდა ზურგს, რომ დარწმუნებული ვარ, მის კვნესასთან ერთად, ჩემი ხრიალის ხმაც აღწევდა კარს გარეთ.


ოთხი წლის შემდეგ
დემნა

ზუსტად არჩევნების დღე იყო, როცა ტელეფონმა დამირეკა. ათასი შეხვედრა მქონდა დაგეგმილი ახალ პრეზიდენტან, რომელიც კაცმა არ იცის, ვინ იქნებოდა.
- გისმენთ. რა მოხდა? სასწრაფოდ წამოვალ, ახლავე გამოვვარდები - ვამბობდი მთელი ემოციით, დაფეთებული და განერვიულებული. ტელეფონი დავკიდე, მინისტრებს შევხედე, რომლებიც ცნობისმოყვარეობით შემომყურებდნენ. - კომფიდენციალური საქმეა. დაცვის ბიჭებისა და ყველაფრის გარეშე უნდა გავვარდე. ახსნის დრო არ მაქვს, ძალიან სასწრაფოა - მივაყარე ერთმანეთზე.
- მიდი დემნა.
- როგორ გეკადრებათ, მიბრძანდით.
- აბა რაა ბატონო დემნა - მომაწიეს გზაში თავიანთი თანხმობები, როცა უკვე გაქცეული ვიყავი შენობიდან.
მანქანით წავედი, საცობები იყო და დაახლოებით ერთი საათი დამჭირდა წყნეთში ასასვლელად. დიდი სახლის ეზოში შევედი, მანქანიდან გადმოვედი და კარი გავაღე.
- სად ხარ ამდენ ხანს? - შემეფეთა ნინას უკმაყოფილო გამომეტყველება.
- მაპატიე, მაგრამ არც ისე ადვილია ხუთი მინისტრის წინაშე ისეთი გამომეტყველების მიღება, თითქოს სასწრაფო საქმეზე ვარ გასაქცევი. როცა, სინამდვილეში ცოლი მელაპარაკება იმაზე თუ, როგორი ველური სექსი გველის ამ ღამეს.
- მაპატიე, ცოტა გადავამეტე - ტუჩზე იკბინა მაცდურად.
- ყველაზე გარყვნილი და გაფუჭებული პირველი ლედი ხარ - ტუჩებში ვნებიანად ვაკოცე ცოლს.
- აქ ბავშვები არიან - მომესმა ლეოს ხმა.
- უი, თქვენც მოხვედით?
- აბა მართლა ველური სექსი კი არ გელის ღამე - ახარხარდა ლილე და მერე ტუჩებზე მიირტყა ხელი, როცა პატარა, წითური გოგონა ჩამოეკონწიალა კალთაზე.
- დედიკო სექსი რა არის? - ჰკითხა ბავშვმა.
- მოდი, ეგ სიტყვა გარეთ არ თქვა, კარგი? - სასოწარკვეთამ მოიცვა ლილეს გამომეტყველება.
- მაინც იტყვის, ხო იცი, რა ჯიუტიცაა - გაეცინა ლეოს.
- ნეტა ვის ჰგავს - თვალები გადაატრიალა ლილემ და ცოტახანში გვარიანადაც იკივლა, როცა ბავშვა თმები ჩამოქაჩა მაგრად. - ანა, რას შვრები? - დაუცაცხანა შვილს.
- გვარცხნი - სრული სერიოზულობით უპასუხა ბავშვმა.
- დასხედით ყველა - ხმა აიმაღლა ნინამ - დღეს ჩემი მეუღლისა და მთლიანად ჩვენი ოჯახის ოთხწლიანი პატიმრობისგან დახსნის დღეა - გამოაცხადა საზეიმოდ.
- და ისევ, რომ აირჩიონ? - ჰკითხა თავისი ოთახიდან ამ წამს გამოსულმა ნინიამ.
- მაშინ ქმარს ვეყრები და ჩემთან გადავდივართ საცხოვრებლად - უპასუხა ნინამ ღიმილით.
- ჩართე ტელევიზორი, შედეგებია. - ვთხოვე ნინიას.
ყველანი სმენად ვიქეცით. მარტო ანა დახტოდა აქეთ-იქით, ხან ლეოს ეკონწიალებოდა კისერზე, ხან დედამისის თმებით თამაშობდა.
- ამის დედაც, 45%-ით გაიმარჯვე - დაიყვირა სასოწარკვეთილმა ნინამ.
- ჯანდაბა - აღმომხდა და გაოგნებულმა ცოლს შევხედე. ტელეფონზე რეკვები ატყდა, ალბათ მილოცავდნენ, ქალაქში უნდა გავვარდნილიყავი და სასწრაფოდ მიმართვა ჩამეწერა.
- ახლა, რომ ხალხით გადაჭედილ ქუჩაზე უნდა ვიდგეთ მე და შენ და „რუპორით“ ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე, რომ უნდა გაჰკიოდე, საკმის კურსში ხარ? - მკითხა ნინამ საცოდავად.
- საქმის კურსში ვარ ჩემო მეცხედრევ - ვუპასუხე უგუნებოდ. ლუდის ბოთლი გავხსენი - ძალიან დავიღალე, ცოტას დავფიქრდები, იქნებ გადავდგე.
- ჰო, ცოტა დროის გამონთქავისუფლება ნამდვილად დაგჭირდება ჩემთვის, ნინიასთვის და ბავშვისთვის - მომიგო ნინამ ღიმილით.
- ჰოო, დამჭირდება - ვთქვი გაუზარდებლად და მერე გიჟივით შევხედე ჩემს ცოლს - ვინ ბავშვისთვის?
- რა ვიცი, ზოგჯერ კაცს და ქალს ბავშვი უჩნდებათ ხოლმე - მხრები აიჩეჩა ნინამ. მხოლოდ ახლა შევატყვე, რომ ლუდის მაგივრად, ფორთოხლის წვენს სვამდა და სიგარეტსაც არ ეწეოდა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი გრეტა

ვაიმე ჩემი სიყვარულია ეს ისტორია.
არ ვიცი, ასე როგორ დებ ხოლმე გრძნობებს ან რა გრძნობები გაქვს ამ ერთიციდა გოგოს, მაგრამ ფაქტია, რომ მაგიჟებ და გადაგყევარ ჭკუიდან.
ეს ისტორია იყო ამ საიტზე ჩემი პირველი სერიოზული ისტორია, რომელმაც ბოროტი პერსონაჟიც კი სულ სხვანაირად დამანახა <3

 



№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

გრეტა
ვაიმე ჩემი სიყვარულია ეს ისტორია.
არ ვიცი, ასე როგორ დებ ხოლმე გრძნობებს ან რა გრძნობები გაქვს ამ ერთიციდა გოგოს, მაგრამ ფაქტია, რომ მაგიჟებ და გადაგყევარ ჭკუიდან.
ეს ისტორია იყო ამ საიტზე ჩემი პირველი სერიოზული ისტორია, რომელმაც ბოროტი პერსონაჟიც კი სულ სხვანაირად დამანახა <3

ძალიან დიდი მადლობა <3 შენ გაიხარე

 



№3  offline ადმინი -venus-

ყველაზე "ზე" ისტორიაა???? თავისი 4გიჟი პერსონაჟით, რომლებზეც ვგიჟდები... ♡♡♡♡

 



№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

-venus-
ყველაზე "ზე" ისტორიაა???? თავისი 4გიჟი პერსონაჟით, რომლებზეც ვგიჟდები... ♡♡♡♡

ვაიმეეე, შემოგევლე შეენ <3

 



№5  offline წევრი zia-maria

heart_eyes ეს თავებით ხომ იდებოდა,რა კარგია სრულად რომ დადე. kissing_heart

 



№6 სტუმარი shalo

movedi da movitane

 



№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

zia-maria
heart_eyes ეს თავებით ხომ იდებოდა,რა კარგია სრულად რომ დადე. kissing_heart

ჰოო, მეც მომინდამ, რომ სრულად ყოფილიყო, თან გადავიკითხე კიდევ :დდ
shalo
movedi da movitane

კიი, ნამდვილად მოდიხარ და მოგაქ

 



№8  offline წევრი Tskrialashvili Mariami

სრულად წაკითხული , მაინც სულ სხვააა :დ
მიყვარს ♥
ეს კი კარგია და გაგვახარე ♥
ჩემი დათა და ეშმაკი სად არიან კი მაგრამ ??? (( :დ

 



№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Tskrialashvili Mariami
სრულად წაკითხული , მაინც სულ სხვააა :დ
მიყვარს ♥
ეს კი კარგია და გაგვახარე ♥
ჩემი დათა და ეშმაკი სად არიან კი მაგრამ ??? (( :დ

ვაიმე, დიდი მადლობა საყვარელო <3
აქ არიან, რედაქტირდებიან და მოვლენ მალე ^_^

 



№10  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ათასჯერ რო წავიკითხო მაინც არ მომბეზრდება ^-^ ❤
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 




მოკლედ ბოლომდე არ წამიკითხავს დავიწყე და აუცილებლად დავასრულებ , ვერ მოვითმინე არ დამეწერა და ბოლოსთვის შემომენახა , ხშირად ვკითხულობ მაგრამ იშვიათად ვაკომენტარებ ,
ისეთი გრძნობა მაქვს რომ წიგნს ვკითხულობ , იმდენად მომეწონა რომ სურვილი გამიჩნდა ჩემი HUAWEI სქელყდიანი წიგნი ყოფილიყო და სამსახურში კი არა სოფელში ბუხართან ვმჯდარიყავი და ისე გამეგრძელებინა კითხვა.
კარგად წერ !!!!! ეს არ არის ერთი ბანალური პატარა ისტორია , რაც ყველაზე მეტად მომწონს ! ! ! ვაგრძელებ კითხვას და დანარჩენი ბოლოს:-D

 



№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლილიანა ჩოხელი
მოკლედ ბოლომდე არ წამიკითხავს დავიწყე და აუცილებლად დავასრულებ , ვერ მოვითმინე არ დამეწერა და ბოლოსთვის შემომენახა , ხშირად ვკითხულობ მაგრამ იშვიათად ვაკომენტარებ ,
ისეთი გრძნობა მაქვს რომ წიგნს ვკითხულობ , იმდენად მომეწონა რომ სურვილი გამიჩნდა ჩემი HUAWEI სქელყდიანი წიგნი ყოფილიყო და სამსახურში კი არა სოფელში ბუხართან ვმჯდარიყავი და ისე გამეგრძელებინა კითხვა.
კარგად წერ !!!!! ეს არ არის ერთი ბანალური პატარა ისტორია , რაც ყველაზე მეტად მომწონს ! ! ! ვაგრძელებ კითხვას და დანარჩენი ბოლოს:-D

ჯიგარი ხარ, გაიხარე <3

ლუნი.
ათასჯერ რო წავიკითხო მაინც არ მომბეზრდება ^-^ ❤

არც ამას ბეზრდები :DD

 



№13 სტუმარი სტუმარი დი კო

ვაიმე ეს რა იყოოოო? გავგიჟდი ❤❤❤❤❤❤ მომეწონა ძალიან... ასეთი კარგი რამე არ წამიკითხავს კაი ხანია...შენ გაიხარე ❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent