შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კამელიები (თავი 6)


11-11-2017, 14:30
ავტორი An_Gel
ნანახია 1 071

კამელიები (თავი 6)

*_*_*_*

ცას ჯერ კიდევ ცივი ფერი ეკრა. თენდებოდა. დიდი, რუხი ღრუბლები ზანტი მოძრაობით მიიწევდნენ ერთმანეთისკენ, ჯგუფდებოდნენ და ხდებოდნენ უფრო გოროზი; წვიმისთვის ამზადებდნენ ქალაქს.

კარის ხმამ შეაფხიზლა ანა. მაგიდაზე ჩამოდებული თავი წამოსწია და ოთახში მიმოიხედა ნახევრად მოჭუტული თვალებით.
საათს შეხედა, შვიდი სრულდებოდა. ძილის საათს შეასრულებდა, საკეტის ხმას მისი თვლემა რომ არ დაერღვია.
ნაბიჯების ხმა გაიგო და მხოლოდ მაშინ გამოერკვა სიტუაციაში; იაგო მოდიოდა მისაღები ოთახისკენ.

ოთახში ჩუმად შემოვიდა. თავდახრილი მოაბიჯებდა და მარჯვენა ხელით მარცხენაზე გაკეთებულ საათს იხსნიდა.
თავი რომ წამოსწია და დივანზე მჯდომარე ყიფშიძე აღმოაჩინა, გაკვირვება ვერაფრით დამალა. თვალის გუგები შესამჩნევად გაუფართოვდა, წარბები კი ოდნავ აეწია.

-დილამშვიდობის. - კითხვისნიშანი დაკრავდა მის სალამს. ანა მიხვდა, რომ იმ დილით დივანზე კი არა, სახლში აღარ ელოდა ცოლის დანახვას გურიანი.
-ვერ ვიტყოდი, რომ მშვიდობიანია. - უემოციოდ გამოელაპარაკა ქალი ქმარს და წამოდგა.
-ჰო, ცუდი ამინდია. იწვიმებს, ალბათ. - გაეღიმა იაგოს და ფანჯრისკენ იბრუნა პირი. როგორც ყოველთვის, ახლაც იმას აპირებდა, რაც ყოველთვის უბადლოდ გამოსდიოდა - თავის მოკატუნებას, თითქოს არაფერი ხდებოდა.
-ამინდი არ მიგულისხმია. - ცივი ნოტები მოზღვავდა ყიფშიძის ხმაში.
-ვიცი. - ღიმილი გაუფართოვდა გურიანს და პიჯაკი გაიხადა. - გასარეცხია. - ცოლს გაუწოდა. - გამირეცხავ, იმედია. - ირონიად ჩამოეღვენთა სახე.
მთლიან სხეულში დაუდგრომელი კანკალი იგრძნო ყიფშიძემ. ხელისგულები მოექავა, იმდენად უნდოდა ლაზათიანი სილის გაწნა მისთვის, მაგრამ სარკიდან მომზირალი ქალი გაახსენდა მაშინვე და ამან თითქოს დაამშვიდა.
-რა თქმა უნდა, მივხედავ. - პიჯაკი გამოართვა მამაკაცს და მკლავზე გადაიკიდა.
მეორედ გადაკრა გაკვირვებამ სახეზე იაგოს. აფეთქებას ელოდა და მშვიდი ღიმილი მიიღო საპასუხოდ. ვერ მიხვდა, რა თამაშს ეთამაშებოდა ქალი და ამან თითქოს პოზიციები შეუსუსტა.
-აბაზანაში გავიტან, მერე კი საუზმეს მოგიმზადებ. ხომ დამელოდები?! - აგრძელებდა ლაპარაკს ანა. ახლა უკვე მხიარული ნოტებიც შეიმჩნეოდა მის ტონში.
-უნდა მომწამლო?! - ირონიული ღიმილი დაბნეულმა, ოდნავ სიმწრით ჩაცინებამ ჩაანაცვლა.
-ნუ ზომავ შენი საზომით.
-აბა რას მივაწერო შენი ასეთი ფერიცვალება? - უკან მიჰყვა აბაზანისკენ საქმიანად წასულ ცოლს.
-ჩვენ ორს შორის თუ ვინმემ იცვალა ფერი, ეს შენ ხარ. მე უბრალოდ გარიგების ჩემს ნაწილს ვასრულებ პატიოსნად.
-მაშინაც კი, თუ მე არ ვასრულებ ჩემსას?! - გაეცინა გაკვირვებულს.
-შენ არ გესმის, იაგო. - აბაზანის კარი შეხსნა ანამ, მაგრამ შესვლამდე მიუტრიალდა გურიანს. - მე არ ვარ ის, ვისაც რაღაცების დამტკიცება სჭირდება ამ ურთიერთობაში. ჩემთვის სულერთია, რას იზამ, რას გააფუჭებ ან რის დაშავებას ეცდები ჩემთვის. დამიკოს სიკვდილის სიმძიმე მაწევს მხარზე, შენზე სადარდებლად განა მაქვს დრო?! - ბოლო სიტყვების წარმოთქმისას ამაყად გაუსწორა მზერა მამაკაცს, რათა ის სიმწრის ნაპერწკლები ენახა, რომელიც ვერაფრით შეაკავა იაგომ.
-ანუ სულ ერთია, შენი შვილის ქონება და უზრუნველყოფილი მომავალი?! - ეჭვი გაკრთა გურიანის მწვანე ირისებში.
-ჩემმა შვილმა მამა დაკარგა, რას წაართმევ ამაზე უფრო ძვირფასს?! - ტკივილმა დაამანჭინა სახე ქალს, მაგრამ ვიზუალურად ეს ჰგავდა ღიმილს.
-გუშინ არ ფიქრობდი ასე და ერთ ღამეში რა შეიცვალა?
-მივხვდი, რომ ძალიან შემეშალა და იმ სიმაღლეზე დაგაყენე, რომელზეც ერთადერთ ადამიანს ეკუთვნოდა დგომა. - შეუძლებელი იყო, არ შეგემჩნია ყიფშიძის მონდომება ყოფილიყო შეუვალი, მტკიცე და სასტიკი.
როგორც კი მშვიდად აგრძნობინა ქმარს ის ღვარძლი, რომელიც მისი სიტყვებიდან იღვრებოდა, ზურგი აქცია და ცხვირწინ მიუხურა აბაზანის კარი.

გამშრალი და გახევებული დარჩა იაგო. ერთხანს ვერ მიხვდა, ვის ელაპარაკებოდა. გააოცა იმ უკუკავშირმა, რომელიც ანასგან მიიღო. როცა უკვე თითქმის დარწმუნებული იყო, მათი ცოლ-ქმრული ურთიერთობა კედლისთვის ბურთის სროლას ემსგავსებოდა, მაშინ დაინგრა მათ შორის არსებული ბარიერი და ღია ბრძოლა გამოცხადდა.
რამდენიმე წამით დაკეტილ კარს უყურებდა გურიანი. თითქოს მისი გავლით ქალის ცრემლიან თვალებს ხედავდა. მერე ჩაიცინა, საათი ხელში შეათამაშა და თავისი საძინებლისკენ გაემართა.
უცნაური განცდა შეუჩნდა სხეულში. თითქოს გულიც უფრო აუჩქარდა და მისი ცემა მკაფიოდ ჩაესმა. საწოლზე ჩამოჯდა, ზურგით გადაწვა და ხელები გაშალა. ჭერს გაბადრული ღიმილით გაუშტერა მზერა, როგორც შეყვარებულ გოგონებს შეშვენით ხშირად. მერე ამოიოხრა და მას მოაყოლა ჩუმი სიცილი, რომელიც ნელ-ნელა გადაიზარდა ხარხარში.
მიხვდა, აზარტის ჟინს ჰყავდა ატანილი. ყიფშიძისგან საპასუხო ქცევის მიღებამ ერთგვარი ადრენალინი მოგვარა. თითქოს მეტი ინტერესი გაუჩნდა და ხალისი იმ ურთერთობის, რომელსაც ცოლ-ქმრობა ერქვა.
სიცილს რომ მორჩა, ისევ წამოდგა. პერანგის ღილები სწრაფად შეიხსნა და კუთხეში მოიფრიალა უდარდელად. კარადიდან ახალი, საგულდაგულოდ დაუთოვებული პერანგი გამოიღო, კმაყოფილი ღიმილით შეათვალიერა და ჩაცმას შეუდგა.

*_*_*_*

კაბინეტში იჯდა და მდივნის მოტანილ საბუთებს ჩაჰკირკიტებდა, როცა კარზე მსუბუქმა კაკუნმა დაარღვია საქმიანი განწყობა ოთახში.
თანაშემწე გოგონამ რიდით შეუღო კარი და უფროსს მოახსენა, თქვენი ნახვა სურთო.
-ვინ არის, არ კითხე? - ფურცლებიდან თავი აიღო იაგომ.
-ბატონი დამია... თქვენი სიმამრი, ბატონო იაგო! - დამფრთხალმა წამოიძახა გოგონამ და შეშინებული თვალები მოარიდა გურიანს.
-შემოვიდეს! - ცივად უბრძანა მდივანს და მზერით აგრძნობინა, რომ უნდა გამქრალიყო.
გოგონა ჩუმად გაიძურწა კაბინეტიდან, სამაგიეროდ შუახნის მამაკაცი შემოვიდა ოთახში უხეში, ხმაურიანი ნაბიჯით და მაგიდასთან აესვეტა სიძეს.

-შუადღემშვიდობისა, დავით. რამ მოგიყვანა ჩემთან? - მშვიდად მიესალმა იაგო კაცს და ხელით დაჯდომა ანიშნა.
დათომ რამდენიმე ხნით თვალებში უყურა გურიანს, მერე გარემოს მოავლო დამცინავი მზერა და აღნიშნა:
-მოწყობილხარ, არა?!
-ყველაფერს ეჩვევი ადამიანი. - იყო პასუხი მხრებისჩეჩვის თანხლებით. - ჩაის ან ყავას ხომ არ მიირთევ?
-ცაცხვის ჩაი გაქვს? - სავარძელში ისე მოკალათდა მამაკაცი, იაგო მიხვდა, დიდხნიანი საუბარი ელოდათ.
-მხოლოდ ჩვეულებრივი.
-ეჰ, არ მინდა. - ხელი აიქნია ღიმილით სტუმარმა. - დამიანეს ჰქონდა ხოლმე ცაცხვის ჩაი ყოველთვის; სპეციალურად ჩემთვის. რომ მოვიდოდი, ხუმრობას არ ღალატობდა და მეუბნებოდა, ცაცხვების ქუჩიდან მოსულს, ცაცხვის ჩაი უნდა დაგალევინოო.
-სამწუხაროა, რომ დამიანე არ ვარ. - გაიღიმა იაგომ ტუჩის კიდით.
-მართლა ძალიან სამწუხაროა, იცი?! მართლა ძალიან მწყდება გული! - სიმკაცრე გაერია დავითს ხმაში. - ასეთი იმედგაცრუება ბევრი არ მახსენდება ცხოვრებაში.
-რას ვიზამთ, ძალიან მაღალი სტანდარტები დამიწესა დამიკომ. - ხელები მაგიდაზე ჩამოაწყო გურიანმა და გულისწყვეტით აღნიშნა.
-შენთვის დამიანეობა არავის მოუთხოვია! არ გვინდა ახლა ეს თავის მართლება.
-თავს არ ვიმართლებ, დათო.
-ქალიშვილის ბედი რატომ განდე, როგორ ფიქრობ?! - საზურგეს მიეყრდნო კაცი, რათა უკეთ დაკვირვებოდა სიძეს. - გგონია, მისი შერცხვენის უფლებას მოგცემ?!
-მე არავის ვარცხვენ. - აუღელვებლად შეაწყვეტინა ლაპარაკი იაგომ.
-აბა რას აკეთებ? მაშინ ამიხსენი, იაგო, რა ჰქვია შენს საქციელს?!
-რომელ საქციელს?
-რომელი ერთი ჩამოგითვალო?! - წამოიყვირა მამაკაცმა და ხელები გაშალა.
-თუ ბინის ყიდვას გულისხმობ, უარვყოფ იმას, რომ იქ საყვარელს ვაჩერებ.
-და საყვარელი რომ გყავს, იმასაც უარყოფ?
-დავით, კარგი რა. - ჩაეცინა გურიანს. - კაცები ვართ ორივე და ვიცით, რა ხდება, როცა ცოლისგან სათანადოს ვერ იღებ. - თქვა და იმდენად ეშმაკური მზერით შეხედა, დავითს სახე აეშალა და თეთრი ფერი დაედო.
-ყველას დასანახად?! ასე აშკარად?! არავის რიდი უნდა გქონდეს?!
-გითხარი უკვე, იმ ბინაში არ ვხვდებითთქო.
-აბა რატომ იყიდე?!
-ჩემს მშობლებს ვუყიდე, მაგრამ უარს მეუბნებიან იქ გადასვლაზე. ჰგონიათ, დამიკოს ფულით შევიძინე ეგ სახლი.
-ეგრე არ არის?! - გაკვირვებით აზიდა წარბები მამაკაცმა.
-მე ჩემი ღირსება გამაჩნია. - მშვიდი იყო, მაგრამ ზედმიწევნით კატეგორიული. - ჩემი ფულით ვიყიდე; მხოლოდ ჩემით.
-მაშინ ჩემს შვილსა და შვილიშვილს რატომ აიძულებ სადღაც დასაკარგავში ცხოვრებას?! - მუჭი მსუბუქად დაკრა მაგიდას გაბრაზებულმა.
-იმიტომ, რომ ასე ვთვლი საჭიროდ. ანა ჩემი ცოლია და ჩვენ გადავწყვეტთ, რა ჯობია. მე ვერევი შენს ქორწინებაში?! პატივი მეცი და ნურც შენ ჩაერევი უხეშად ჩემსაში.
-ჩემი შვილია ანა; ერთადერთი ქალიშვილი, არ გესმის?! როგორ ვუყურო მის ტანჯვას განზე გამდგარმა?!
-თქვენი ქალიშვილი საყვარელ მამაკაცს გლოვობს. ვერც მე დავეხმარები, ვერც ვინმე სხვა. გათენებამდე ტირის, იცი?! დამიანეს სურათი თავქვეშ აქვს ამოდებული და ეფერება, როცა კი თავისუფალი დრო აქვს. მე რომ მიყურებს, მას ხედავს ძალიან ხშირად. მხოლოდ მაშინ არა, როცა მისთვის სასურველად არ ვიქცევი; მხოლოდ მაშინ მხედავს მე.
-შენ არ იცი, როგორი ქმარი იყო დამიკო ანასთვის, იაგო. არ იცი, რა იყვნენ ერთმანეთისთვის...
-და ვერც ვერასდროს გავიგებ. დამიანე ვერ ვიქნები, ვერასდროს.
-გახსოვს, რა გთხოვე? ნურასდროს წარმოიდგენ, რომ ანა შენი ცოლია-მეთქი.
-მე ამ პირობას ვასრულებ. არასდროს გადავდივარ მასთან ზღვარს.
-ქონება წაართვი! ღირსება წაართვი! რა პირობაზეა ლაპარაკი?! - ბრაზის მეორე ტალღამ შემოუტია დავითს. ფეხზე წამოდგა და ხელისგულებით დაეყრდნო მაგიდას.
-მაგრამ მაინც ჩემთანაა. თქვენ რატომ ღელავთ?!
-როგორ მიბედავ, ბიჭო?! შენ მე შენი ტოლი ხომ არ გგონივარ?! გეყოლება შვილი და მიხვდები, რა სისულელეს მეკითხები!
-შეიძლება, მაგრამ სანამ არ მყავს, გეკითხები. - მოურიდებლად გაუსწორა თვალები სიმამრს იაგომ.
-ნაძირალა ხარ, იაგო! - ანაზდად წასცდა სიტყვები მამაკაცს. - ყველაფერს შეიძლება ეშველოს: დამიკოს დანატოვარის ცოლ-შვილისთვის წართმევას, შენს საყვარლებს, ანას შელახულ რეპუტაციას - ყველაფერს. მაგრამ ის, რომ ნაძირალა ხარ, ფაქტია და ვეღარაფერი შეცვლის. - მხრებში გასწორდა დავითი და ამრეზით შეათვალიერა სავარძელში მჯდომი. - მე მეტს ვეღარაფერს გეტყვი. რომელიმე საყვარელი გაგიჩენს შვილს და მიხვდები, რა უმწეო ხარ, როცა მისი დაცვა გინდა და არ შეგიძლია. მე მეგონა, შენს სიცოცხლეს გერჩივნა ანას სიცოცხლე და იმიტომ მოგანდე მისი ბედი დაუფიქრებლად. თურმე ნაძირალა ყოფილხარ, პირწავარდნილი. ვერ ვაიძულებ ჩემს შვილს, ისე მოიქცეს, როგორც მე და დედამისს მიგვაჩნია სწორად, მაგრამ შენ იცოდე, რომ ცარიელი ადგილი ხარ ჩვენთვის და ამ შეურაცხყოფას არ გაპატიებთ! - ბოლო სიტყვების თქმის შემდეგ, გადაფურთხება უნდოდა მთელი ტანით, მაგრამ შეაკავა თავმოყვარეობამ. ისე შებრუნდა და წავიდა, თითქოს მართლა ცარიელ ადგილს ტოვებდა. სიტყვის თქმა არ დააცადა გურიანს, თუმცა კი არც ჰქონდა რაიმე სათქმელი.

კიდევ დიდხანს იჯდა იაგო დამიანეს სავარძელში. ისევე ამაყად, თავმომწონედ და მშვიდად,როგორც ყოველთვის, მაგრამ თვალს ვერ აშორებდა იმ კარს, საიდანაც დათო გავიდა. იმდენხანს უყურა, სანამ თვალები აეწვა და გამოფხიზლება აიძულა.
მარჯვენა ხელით მოისრისა ქუთუთოები, მაგიდისკენ გადაიხარა და ხელებში ჩარგო სახე.
გაჩენილი აზარტის ჟინი მაშინვე გაუქრა; გულისთქმაში ჩაიკარგა და დატოვა გაციებული სხეული.
როცა საბოლოოდ გამოფხიზლდა, მუჭები გამეტებით დასცხო მაგიდას, წამოვარდა და გაშმაგებული გავარდა კაბინეტიდან.

*_*_*_*

საძინებელს ალაგებდა ანა. ძველი სახლიდან წამოღებულ ნივთებს ყუთებში აწყობდა და სხვენში ასატანად ამზადებდა; მათი ადგილი იაგოს ნაყიდ პატარა სახლში აღარ გამოიძებნებოდა.
ორი ზარდახშა ჰქონდა ყიფშიძეს. ერთი, უფრო მოზრდილი, მამის და მომცრო, დამიანეს ნაჩუქარი. ყველაზე ძვირფასსა და საყვარელ საკმაულებს ინახავდა მათში.
სევდანარევი ღიმილით ათვალიერებდა ძვირადღირებულ აქსესუარებს, ყელსაბამებს, ბეჭდებსა და საყურეებს. კვირაში ერთხელ მაინც უწევდა რომელიმე მათგანის გაკეთება და ქმართან ერთად წვეულებაზე წასვლა. ახლა ყველა გამოუსადეგარი იყო; მტვრიანი სხვენისთვის განწირული. იაგო ხომ არასდროს წაიყვანდა მას წვეულებაზე?! არასდროს გამოაჩენდა მას საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.
დამიანეს ნაჩუქარი ზარდახშა ხელისკანკალით გადასწია; წარსულის გამოკეტილი აჩრდილების შეფხიზლებას ჰგავდა მისი გახსნა. თითოეულ სამკაულს თავისი ისტორია ჰქონდა - ყველა მათგანი გარდაცვლილ ქმარს უკავშირდებოდა.
ყველაზე ბოლოს ვერცხლისფერი სამაჯური მოხვდა თვალში. უბრალო, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული, მაგრამ ძალიან ძვირფასი. მისი დანახვისას ცრემლები ვერ შეიკავა ანამ და ისედაც თვალზე მომდგარს, ღაწვებზე აპოვნინა სარბიელი.
მოგონებები უღრანი ტყიდან წამოშლილი ნისლივით ნელა მიეპარნენ ქალს, გარს შემოეხვივნენ, გააბრუეს და თავიანთ მარწუხებში მოაქციეს.

*_*_*_*

დარბაზივით დიდ, მაგრამ თბილი ფერებით განათებულ, მყუდრო ოთახში მომთენთავი სიწყნარე სუფევდა. აქა-იქ, მხოლოდ რამდენიმე მაგიდაზე თუ ისხდნენ ახალგაზრდები, იშვიათად შუახნის ასაკისანი და არასდროს მოხუცები.
ფანჯარასთან, კუთხეში, ერთმანეთის პირისპირ გოგო-ბიჭი იჯდა. ხელები ერთმანეთზე გადაეჭდოთ და თვალებში ისე შესციცინებდნენ ერთმანეთს, არავისთვის იყო რთული გამოსაცნობი, რომ შეყვარებულები იყვნენ.
ბედნიერებას ასხივებდნენ. უფრო მეტად კი სიმშვიდეს, რომელიც მათი თანაბარი სუნთქვითაც იგრძნობოდა.

-გაგითბა ხელები? - ღიმილით ჰკითხა ბიჭმა გოგონას და ხელისგულები გადაატარა თითებზე.
-კი. - სახეგაბადრულმა დაუკრა თავი.
-ხოდა დაიმახსოვრე, ყოველთვის ჩემი ღუმელივით ხელები არ გეყოლება. ხელთათმანები ატარე!
-დამიანე, ნუ მექცევი ბავშვივით! - გაბრაზდა გოგონა და შეყვარებულს შეუბღვირა.
-ბავშვობაში არ იქცეოდი ასე; ბევრად თადარიგიანი იყავი. - გაეცინა ყიფშიძეს.
-ქორწილზე ვფიქრობ დღე და ღამე, ნუ მთხოვ სხვაზე კონცენტრირებას.
-გაყინული პატარძალი არ მჭირდება მე. - განაგრძობდა სიცილს. ანა წამოიწია და მკლავზე უჩქმიტა ბიჭს. - უსაშველოდ მწარე ხელი გაქვს, ანა! - მაშინვე დამანჭა სახე მოცინარმა და მტკივანი ადგილი დაიზილა.
-შენ კი მწარე ენა! - ცხვირი თავმომწონედ აპრიხა ანამ.
-კარგი, მოდი ახლა შემოგირიგებ. - გაეღიმა დამიანეს და მაგიდაზე პატარა, ბორდოსფერი ქისა დადო.
-ეს რა არის? - გაკვირვებით დახედა საჩუქარს გოგონამ.
ყიფშიძემ თავი შეხსნა თალისას და ხელისგულზე მოიქცია ვერცხლის სამაჯური.
-ხელი მომეცი. - ღიმილით უთხრა ანას, ეს უკანასკნელიც მკვირცხლად დაემორჩილა. - ეს ჩემგან, მომავალო მეუღლევ. - ხელზე შეაბნია და იქვე აკოცა.
-ძალიან ლამაზია. - თითები გადაატარა სამაჯურს გოგონამ და სახეგაბრწყინებულმა აღნიშნა.
-იაგო დამეხმარა არჩევაში. უბრალოა, მაგრამ ასეთი მინდოდა შენთვის.
-იაგო დაგეხმარა?! - შემცბარივით იკითხა ანამ.
-ხო, მან ამარჩევინა.
-მართლა ძალიან მომწონს. - ღიმილით დახედა ვერცხლის სამკაულს გოგონამ.
-არ მინდა, ჩემი წარმომავლობა რამეს ნიშნავდეს ჩვენთვის, ანა. ამიტომაც ავარჩიე ასეთი სადა. - ხმა დაუსერიოზულდა მამაკაცს და თითქოს მოიწყინა. - ბავშვობიდან მიცნობ, შენთან ერთად გამოვიარე ყველაფერი. ჩემ გვერდით იდექი, როცა მშობლებს ვასაფლავებდი. შენთან შეძლებული გვარის გამგრძელებელი არ ვარ, შენთან უბრალო დამიკო ვარ, ჩვეულებრივი ბიჭი. ვიცი, რომ რთულია წარმოიდგინო, როგორ შეიძლება იყოს ჩვენი ცხოვრება უბრალო. ბიძაჩემი ცალკე მექაჩება, ნათლიაჩემი ცალკე, მაგრამ შენთან ნამდვილი დამიანე ვარ; მხოლოდ შენთან და იაგოსთან. ეს სამაჯური. - მკლავზე ცხელი ხელისგული დაადო ანას. - ჩვენი უბრალოების სიმბოლო მინდა იყოს. მარტო შენთან ვგრძნობ თავს თავისუფლად, ანა; მარტო შენთან არ ვიხრჩობი.
-დამი... ჩვენ ყოველთვის ასე ვიქნებით, გპირდები. შენი ოჯახის გარშემო მოტრიალე ინტრიგები ვერ მოგვერევა. - გული ყელში მოებჯინა გოგონას, ცრემლი - თვალზე.
-ვიცი, რომ ყოველთვის ჩემთან იქნები, მაგრამ მე?! - სევდიანი ღიმილი მოეფინა სახეზე ყიფშიძეს; თითქოს ტკივილი გადმოეღვარა თვალებიდან და მაგიდაზე დაიღვენთა წვეთ-წვეთად.
-დამიკო, ნუ ამბობ მაგას! - ბრაზი მოერია ანას.
-გარანტიას ვერ მოგცემ, ანა; ეს ვერ მოგცემს გარანტიას. - საჩვენებელი თითი მკერდთან მიიტანა დამიანემ და რამდენჯერმე მიირტყა გულზე.
-გარანტიები არ მჭირდება. ვიცი, რომ სიბერემდე ჩემ გვერდით იქნები!
-ჩემი გული შენ ხარ. - თვალები აემღვრა მამაკაცს. - დამპირდი, რომ ყოველთვის კარგად იქნები და მასაც არაფერი დაემუქრება.
-ცუდად როგორ უნდა ვიყო, როცა შენი ცოლი გავხდები მალე?!
-არა, მინდა, დამპირდე. თუ მე რამე მომივა, იაგო იზრუნებს შენზე და მინდა, შეეგუო ამას.
-დამიკო, იაგო ყოველთვის ვერ იქნება ჩვენ გვერდით. - გული მოეწურა ანას.
-მაშინ იქნება, როცა მე ვეღარ ვიქნები. - გაეღიმა დამიანეს.
-ნუ ლაპარაკობ მაგას, გთხოვ! რამდენიმე თვეში ქორწილი გვაქვს, რატომ ლაპარაკობ ასე?! სიტყვა აღარ თქვა ამ თემაზე, თორემ გეფიცები, ძალიან ვიჩხუბებთ მე და შენ!
-კარგი, აღარ ვიტყვი. - გაეცინა ყიფშიძეს.
-და ნუ იცინი! გიკრძალავ ამ თემაზე ხუმრობასაც კი.
-ჯერ ცოლი არ ხარ და უკვე მბრძანებლობ? - მაინც იცინოდა მამაკაცი.
-რაც გინდა ის დაარქვი, მაგრამ მინდა კარგად დაიმახსოვრო, - წამოდგა ანა, მაგიდას მოუარა და გვერდით მიუჯდა საქმროს. - არავინ იქნება იმ ადგილას, სადაც შენ ხარ. - ყელზე მოხვია ხელები და აიძულა, თვალებში ეყურებინა. - და არც არავინ დაგვჭირდება.
-სანამ ჩემი გული შენ ხარ... - გაეღიმა ყიფშიძეს, მკლავზე აკოცა გოგონას, მერე კი ხელები მოხვია.

*_*_*_*

-ეგ სამაჯური მე ვაყიდინე. - ცივმა და უცხო ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან. საწოლზე ჩამომჯდარი, სამკაულს ჩაფრენილი და მოტირალი აღმოაჩინა საკუთარი თავი. იაგო კი კართან იდგა და მშვიდად ადევნებდა თვალს.
-ვიცი. - ზიზღით გამოცრა კბილებს შორის. მაშინ, როცა ქმარს იხსენებდა, ყველაზე აშკარად გრძნობდა გურიანის უცხო სხეულობას.
-ყველაზე უბრალო ჭირდებოდა და ვინ ერკვეოდა ამაში ჩემზე უკეთ?! - ჩაიცინა მამაკაცმა და რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლს.
-ყველაზე მეტად გენდობოდა, იცი?! - ცრემლები მოიწმინდა ანამ და მრისხანებით აღსავსე თვალები გაუსწორა გურიანს. - ყველაზე მეტად შენ ეიმედებოდი!
-ვიცი. - ისეთივე ზიზღით ჩაილაპარაკა იაგომ.
-ბოლო დროს განსაკუთრებით უჭირდა; მე აღარ ვიყავი საკმარისი. - ლაპარაკს აგრძელებდა ქალი და თვალს არ აცილებდა მამაკაცს. - ყოველ დღე უფრო მეტად ჭირდებოდი და შენ არ იყავი! ყველაზე მეტად ეიმედებოდი და მაინც არ იყავი! საავადმყოფოში რომ დააწვინეს, უკვე იცოდა, იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდა და მაშინ ყველაზე აშკარად ეტყობოდა შენი დანაკლისი.
-იმას ნუ მიყვები, რაც ისედაც კარგად ვიცი. - ყბები დაეჭიმა გურიანს.
-გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე მისი და ნათლიამისის დიალოგს მოვუსმინე შემთხვევით. ეხვეწებოდა ნათლია, შევატყობინოთ იაგოს შენი ამბავიო, მაგრამ უარობდა დამიკო. უნდოდა, თვითონ გაგხსენებოდა. ერთხელ მაინც!
-არ მინდა, ამის მოსმენა...
-ერთხელ მაინც გაგხსენებია?! დაგირეკავს?! იცი, როგორ გელოდებოდა?! - არ იცი!
-არც შენ იცი!
-როგორ არ ვიცი?! - გაეცინა ანას. - როგორ არ ვიცი, როცა მეც იმავეს ვგრძნობდი?! - თქვა და მამაკაცს მიუახლოვდა.
სახე აელეწა იაგოს. ყველაფრის მოსმენას მოელოდა იმის გარდა, რაც მოისმინა.
-მეც და ისიც გელოდით და გვჭირდებოდი. იმიტომ, რომ ერთმანეთის ყოლა აღარ იყო საკმარისი. ამის მოსმენა გინდოდა? - ხელისგულები მკერდზე დააწყო ერთ ადგილზე გახევებულს. - დამიკო ყოველთვის მიმტკიცებდა, რომ მისი ავადმყოფობა მოგვერეოდა და შენ ამარა დამტოვებდა; მე კი საპირისპიროს ვუმტკიცებდი იმიტომ, რომ არავინ მჭირდებოდა მაშინ, როცა ის მყავდა. მართალი ის აღმოჩნდა. - ხმა გაუტყდა ყიფშიძეს და დარცხვენით დაიჩურჩულა. - შენ საჭირო გახდი, მაგრამ მაშინ კი არა, როცა მისი სხეული უკვე ცივ სასახლეში ესვენა?! - ბევრად ადრე, იაგო; ბევრად, ბევრად ადრე. - ცხელმა ცრემლებმა ხელახლა დაუნამეს სახე. - რატომ ვერ მაპატიე მისი სიყვარული?! რატომ ვერ გვაპატიე ერთმანეთის სიყვარული?! რატომ დაგვსაჯე ასე და რატომ მსჯი დღემდე?! - ხმამაღალი ქვითინი აუვარდა ქალს, შუბლით მიებჯინა გურიანის სხეულს და მხრები აუცახცახდა.
თვალები შუშის გაუხდა მამაკაცს. თითქოს გაიყინა, როცა ყიფშიძის შეხება იგრძნო. ვერ მიხვდა, რა უნდა გაეკეთებინა, იმდენად ეუცხოვა მისი შეხება. თითქოს ძლიერი დარტყმა მიიღო, რომელმაც წარსულში გადააგდო. იმ დროში, როცა სულ სხვა იყო თვითონ და სულ სხვა ურთიერთობა ჰქონდა ქალთან, რომელსაც ახლა მისი ცოლი ერქვა. თითქოს ძველებურად იყვნენ; ლაღად და თავისუფლად. ორი მეგობარი, ტკივილის გამზიარებლები.
და როცა იგრძნო, წარსულის მარწუხები უკან, წარსულ დროში აიძულებდნენ დაბრუნებას, თითქოს საპირისპირო რეაქცია გამოავლინა და უხეშად მოიშორა ცოლი.
ხელი კრა მსუბუქად და საწოლზე დასვა. თავადაც დაიხარა, მკლავებში ჩაეჭიდა ქალს და თვალებში ჩახედა.
-ჩემი წასვლა მხოლოდ შენი გადაწყვეტილება იყო და ძალიან კარგად იცი შენ ეს!
-ჩემი გადაწყვეიტლება?! - ელდანაცემივით გაშეშდა ანა. - მე გაიძულე, დამიანეს დახმარებაზე უარის თქმა?! შეგეძლო, მისი წინადადება მიგეღო! შეგეძლო, დახმარებოდი და გვერდით დადგომოდი, როგორც ყველაზე სანდო კაცი, მაგრამ არ გააკეთე და ახლა მე მაბრალებ?!
-მისი დახმარება მიმეღო და თან მისი ცოლი მყვარებოდა, ჰო?! - ცივად შეუშვა ყიფშიძეს ხელები და სიმწრით ჩაიცინა. თვალები ზიზღით აევსო, მაგრამ ტკივილი მაინც გამოსჭვიოდა მისი მზერიდან.
-გიყვარდი და აღარ გიყვარვარ?! გიყვარდი და ასე მექცევი?!
-შენ არჩიე ასე...
-და გძულვარ? - ხმა გაუწყდა ყიფშიძეს. - ყველაფერს გადაუსვი ხაზი იმიტომ, რომ ის ვარჩიე?
-ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც გვერდით გიდგას.
-მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გინდოდა ასე! იმიტომ, რომ მე გარჩიე სხვებს. სანაცვლოდ რა მივიღე?!
-შენთვის არასდროს არაფერი დამიძალებია, ძვირფასო. - გაეღიმა იაგოს და ხელით ლოყაზე მიეფერა ქალს. იმაზე უფრო თბილი ხმა ჰქონდა, ვიდრე ოდესმე. - მხოლოდ შენმა გულისთქმამ მოგიყვანა ჩემამდე.
-რა თქმა უნდა, მომიყვანა! - წამოიყვირა გამწარებულმა და ხელი აუქნია მამაკაცს. - მეგობარი იყავი ჩემი, ყველაზე ახლო და ყველაზე... - გაჩერდა. ვერ მოიფიქრა, რა უნდა ეთქვა. - რატომ მაიძულებ ამის ახსნას, იაგო? - ამოიოხრა მერე დაღლილმა. - რატომ მაფიქრებინებ, რომ ფარსი იყო ჩვენი ამდენწლიანი ურთიერთობა? მე და შენ ხომ ანა და იაგო ვიყავით... ანა და იაგო... ადამიანები, რომელთაც ყველაზე კარგად ესმოდათ ერთმანეთის.
-და შენ მაინც დამიანე აირჩიე...
-ამისთვის ბოდიშს არ მოგიხდი!
-მოდი შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთს ბოდიშს არ ვუხდით. - გაეღიმა გურიანს.
-ყოველთვის ასე ვიყავით. - დაიჩურჩულა ძალაგამოცლილმა ყიფშიძემ და ხელისზურგები აიფარა თვალებზე. - არასდროს ვუხდიდით ერთმანეთს ბოდიშს იმიტომ, რომ საპატიებელი არაფერი გვქონდა. ახლა იმდენია, რომ დავიწყოთ ეს ქორწინება არ გვეყოფა.
-შენ გგონია, რომ არაფერი გვქონდა საპატიებელი მაშინ. - ხმა კიდევ უფრო გაუცივდა მამაკაცს და თითქოს ის გულწრფელობაც დაკარგა, რაც იმ საღამოს პირველად გამოავლინა თვეების განმავლობაში. - გგონია, არასდროს გიტკენია ჩემთვის?! არაფერი მწყენია, არა, შენგან?!
-თუ შენ გჭირდებოდა, რომ არჩევანი გამეკეთებინა, გავაკეთე. არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, თუ შენ გეტკინა.
იაგომ თავი წამოსწია და ღიმილით შეხედა ცოლს. ანას მოეჩვენა, რომ ნაღვლიანი მზერა ჰქონდა გურიანს.
ტუჩები ერთმანეთს დააშორა, რათა დაელაპარაკა, მაგრამ გადაიფიქრა. თითქოს ჩათვალა, რომ აზრი არ ჰქონდა. ხელი ჩაიქნია და წამოდგა. ყიფშიძემ გაფაციცებით გააყოლა თვალი.
-რაც არის, არის. აღარ ღირს ამაზე ლაპარაკი. - სიმშვიდე და თავდაჯერებულობა დაიბრუნა ხმაში მამაკაცმა.
-მსჯი, მაგრამ ბოლომდე იმასაც არ მეუბნები, რატომ. - ბრაზი ყელში მოაწვა ქალს და კინაღამ დაახრჩო.
-მე არავის ვსჯი. - სახე მოექუფრა წამომდგარს. - მხოლოდ იმიტომ მოვედი, რომ მეთქვა, ბარგი ჩაალაგო. - სასხვათაშორისოდ განაცხადა, როგორც ახასიათებდა და ნახევარი ტანით შებრუნდა კარისკენ.
-რად მინდა ბარგი?! - წარბები შეკრა გაკვირვებულმა.
-გინდოდა, დიდი, ნათელი და ფერადი სახლი ქალაქის ცენტრში? - ხოდა გადავდივართ. - მხრები აიჩეჩა მამაკაცმა. - და ამ სამკაულების მტვრიან თაროზე შემოდებას ნუ იჩქარებ. - ოთახს მოავლო მზერა და მშვიდად დაამატა.
-რას ნიშნავს, გადავდივართ?! - წამოდგა გაოცებული. - იმ ბინაში ფეხს არ დავადგამ!
-იმ ბინაში არ მივდივართ. - ჩაეცინა გურიანს.
-აბა პრინციპებს უღალატე და დამიკოს ფულის გამოყენება გადაწყვიტე? - შეეცადა ანა, რომ ყოფილიყო ქმარივით ირონიული.
-დროა შეიგნო, ძვირფასო, რომ მე არაფერი მჭირდება, რაც დამიანეს ეკუთვნოდა. - მწვანე სფეროები თითქოს ალისფრად შეეღება, რაც განრისხებას მიაწერა ქალმა. მხრებში გაიმართა იაგო, ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და ისევე აუღელვებლად დატოვა ოთახი, როგორც შემოვიდა.

*_*_*_*

ახალი სახლი ზომით სამჯერ მაინც აღემატებოდა წინას. სიმდიდრითა და პომპეზურობით არაფრით ჩამოუვარდებოდა ყიფშიძეების საცხოვრებელს. ანას არ ესმოდა, რა საჭირო იყო ამდენად ძვირფასი სახლის ყიდვა მაშინ, როცა თვეების განმავლობაში სოროსავით სახლში აცხოვრა იაგომ. მერე კი მიხვდა, რომ გურიანს თავისი ქონებისა და ძალაუფლების დემონსტრირება სურდა.
ყველაფერი ისე მოეწყოთ, თითქოს იაგო ბავშვობიდან ასეთ გარემოში იზრდებოდა და არ შეეძლო ფუფუნების გარეშე ცხოვრება. ზედმეტად გადამლაშებულიც კი ეჩვენა ყიფშიძეს ახალი გარემო, მითუმეტეს ძველის ფონზე.
დიდი ფაჯნრები - სახლის პირველი თავისებურება იყო, რომელიც ქალს მოხვდა თვალში. იაგოს მიმართ ნდობა რომ არ ჰქონოდა დაკარგული, იმასაც იფიქრებდა, მის მოსაწონად იქნა ამგვარი ფასადი არჩეული.
მეორე სართულს დიდი ვერანდა ესაზღვრებოდა; იმდენად დიდი, მისი ერთი ნაწილი შუშაბანდიან ორანჟერეას ეკავა. როცა პირველად აღმოჩნდა ანა აივანზე, სუნთქვა შეეკვრა წამით, როცა მისი ოცნება ამდენად ახლოს და თავისად დაიგულა. ყვავილები ხომ მისი სისუსტე იყო?!
ფერებს, რომლის სიმრავლითაც ახალი საცხოვრებელი გამოირჩეოდა, კიდევ უფრო მძაფრად აღიქვამდნენ თვალები ძველის კონტრასტით. რუხი, უსიცოცხლო და უშნო კედლები სხვადასხვა ოთახში, სხვადასხვა ფერს ჩაენაცვლებინა და ყველა მათგანი იმდენ სიცოცხლეს ასხივებდა, მათთვის შეხედვაც საკმარისი იყო ბედნიერებისთვის.
არ უნდოდა საკუთარი თავისთვის ფუჭი იმედი მიეცა ან რაიმე ისეთი ეფიქრა, რაც არ შეესაბამებოდა რეალობას, მაგრამ მის შიგნით გაჩენილ სიცოცხლეს, რომელსაც ახალი გარემო აღვივებდა მასში, ვერაფერს უხერხებდა.
ყიფშიძეების სახლში არასდროს გრძნობდა თავს ასე თავისუფლად. იქ თითქოს მუზეუმში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ დამიანე უფლებას აძლევდა, ყველაფერი ისე მოეწყო, როგორც თავად სურდა, მაინც შებოჭილი იყო არჩევნისას.
ეს სახლი კი საოცნებოს ჰგავდა. ყველა დეტალი იმ სიზუსტით იყო შერჩეული, რომელიც დიასახლისის გემოვნებას მოერგებოდა.
მზის გულზე თითქოს ოქროსფრად იღებებოდა სახლი. განსაკუთრებული ხიბლი კი საღამოობით, შებინდებისას ჰქონდა. ხალხი იტყოდა, რომ გურიანი ოქროს სახლში აცხოვრებდა ცოლს და ისიც ამაყად მოიღერებდა ყელს, შეიფერებდა „კარგ ქმარს“ , მილოცვებსა და შურით აღსავსე მზერებს. დააჯერებდა საკუთარ თავს, რომ ზღაპარში მოხვდა და ისეთი ცხოვრება მიიღო, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდა.
მაგრამ ყველაფერი ხომ ტყუილი იყო?! არაფერს ჰქონდა ფასი: არც უზარმაზარ ფანჯრებს, არც დიდ ვერანდას ორანჟერეითურთ, არც ოქროსფერ სახლს, მზის ჩასვლისას, უზადოდ რომ მოსჩანდა ბაღიდან.
ყველაფერი ფუჭი იყო და არარსებული. ფანდი, რომელიც მასსა და იაგოს ხალხისგან საზღვრავდა.

*_*_*_*

-დედა, იაგომ ახალი სახლი რომ იყიდა, ნახე? - ლაპარაკით შეაბიჯა სამზარეულოში პლანშეტმომარჯვებულმა გოგონამ და დედას ჭურჭლის რეცხვა შეატყვეტინა.
-რა სახლი?! აბა მანახე. - ხელები შეიმშრალა თამილამ, ყელზე ჩამოკიდული სათვალე მოირგო და მოციმციმე ეკრანს დააჩერდა.
-ნახე, რა მდიდრული სახლია. შენი შვილი აღარ ხუმრობს. - ჩაიცინა ნუკიმ.

„ბიზნესმენი დამიანე ყიფშიძის ქვრივმა და მისმა ამჟამინდელმა მეუღლემ ახალი სახლი შეიძინეს“

სტატიის თავზე დიდი ასოებით დაერთოთ სათაური. მის ქვევით კი აღნიშნული სახლის ფოტოალბომის ნახვა იყო შესაძლებელი.
ქალი თვალებდაწვრილებული ათვალიერებდა სურათებს. როგორც კი დაასრულა, ნირწამხდარმა ახედა ქალიშვილს და ოხვრით გააქნია თავი.

-რა სირცხვილია! - სათვალე მოიხსნა და ხელი ლოყაზე მიირტყა შემცბარმა.
-რატომ არის სირცხვილი?! ნახე, რა სახლია. - დედის რეაქციით გაკვირვებული გოგონა ისევ ეკრანს დააკვირდა იმაში დასარწმუნებლად, რომ სწორი სტატია აჩვენა ქალს.
-რას ამბობ, ნუკი?! ვის რად უნდა ეგ სახლი?!
-შენი და მამასი ვერაფერი გავიგე. ჯერ ამბობდით, ისე შორს რას გადახვეწა ის საწყალი გოგოო. ახლა ასეთ გარემოში უნდა აცხოვროს და ამბობ სირცხვილიაო. რაღა ქნას ჩემმა ძმამ?!
-ახლავე დაურეკე იაგოს და უთხარი, მანამ მოვიდეს, სანამ მამაშენი დაბრუნებულა!
-სამსახურში იქნება ახლა, როგორ მოვა?
-არვიცი, არვიცი, მოვიდეს როგორც უნდა. - ხელები გაასავსავა თამილამ. - ისე ვატყობ, მამაშენის სიკვდილი მონდომებია შენს ძმას და არ მივცემ მაგის უფლებას.
-რას ამბობ დედა... - გაპროტესტება დააპირა გოგონამ, მაგრამ ქალმა არ დააცადა.
-დაურეკე-მეთქი! - თვალები ისე ააბრიალა, როგორც ჩვეოდა და ნუკიმაც დანებების ნიშნად ჩამოუშვა მხრები. პირი კარისკენ იბრუნა და საძინებლისკენ გასწია, რათა დედის მოთხოვნა შეესრულებინა.
სამჯერ ცადა ძმასთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს მოკლე შეტყობინება მიიღო მისგან, დაკავებული ვარ და ვერ დაგელაპარაკებიო.
თავს არ გამოუტყდა, მაგრამ გაბრაზდა. უნებლიედ გააბრაზა ძმის ქედმაღლურმა დამოკიდებულებამ, რომელიც აშკარად გამოსჭვიოდა უბრალო ტექსტში.
მერე დაფიქრდა და მიუხედავად იმისა, რომ არ უნდოდა, ქვეცნობიერად უპოვნა მშობლების იაგოსადმი დამოკიდებულებას გამართლება.



არც ისე მნიშვნელოვანი თავია, მაგრამ შემდეგი იქნება ემოციურად და შინაარსობრივად უფრო დატვირთული.
ძალიან მახარებთ თქვენი კომენტარებით. უზომოდ მიხარია, რომ მყავხართ heart_eyes heart_eyes скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი TeddyBear

საოცრება ხარ ანა!
სიგიჟემდე მომწონს ეს ისტორია ❤
არ ვიცი რატომ მაგრამ იაგოს პერსონაჟი მიზიდავს. რაღაც მელანქონიური დაჰკრავს, მასაც და ანასაც.
არ ვიცი, კითხვისას იმდენ რამეს ვგრძნობ სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
ანასა და იაგოს საუბარში იმდენი დავინახე და ვიგრძენი რომ კიდევ მინდოდა მათი საუბარი გაგრძელებულიყო.
შენ სულ უნდა წერო ანა!
შენს ნაწარმოებებსაც უნდა აუვიდეს წიგნის სურნელი ❤

შემდეგ თავს გულაჩქარებული ველოდები ^^❤
კიდევ ერთხელ გეტყვი ,რომ ძალიან მიმზიდველი და იდუმალი პერსონაჟი გყავს იაგოს სახით ❤

 



№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

,,მე რომ მიყურებს, მას ხედავს ძალიან ხშირად. მხოლოდ მაშინ არა, როცა მისთვის სასურველად არ ვიქცევი; მხოლოდ მაშინ მხედავს მე. ,, მარტო ამ სიტყვების შემდეგ ვერ დავკარგავ იმ რწმენას რომ იაგო ისევ ისეთია,როგორიც ადრე.ძალიან კარგი იყო, მაგრამ ზოგჯერ მინდა იაგოს ერთი მოვსცხო აზრზე მოსასვლელად.მაინც არ მომწონს ასე რომ ექცევა ანას, თუმცა დარწმუნებული ვარ მალე გავიგებთ მიზეზს ❤❤❤❤❤❤
--------------------
ლანა

 



№3 ახალბედა მწერალი An_Gel

TeddyBear
საოცრება ხარ ანა!
სიგიჟემდე მომწონს ეს ისტორია ❤
არ ვიცი რატომ მაგრამ იაგოს პერსონაჟი მიზიდავს. რაღაც მელანქონიური დაჰკრავს, მასაც და ანასაც.
არ ვიცი, კითხვისას იმდენ რამეს ვგრძნობ სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
ანასა და იაგოს საუბარში იმდენი დავინახე და ვიგრძენი რომ კიდევ მინდოდა მათი საუბარი გაგრძელებულიყო.
შენ სულ უნდა წერო ანა!
შენს ნაწარმოებებსაც უნდა აუვიდეს წიგნის სურნელი ❤

შემდეგ თავს გულაჩქარებული ველოდები ^^❤
კიდევ ერთხელ გეტყვი ,რომ ძალიან მიმზიდველი და იდუმალი პერსონაჟი გყავს იაგოს სახით ❤

აი, შენს კომენტარებზე ყოველთვის მესმოდა რომ ამბობდნენ, განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გამოირჩევაო. ხოდა ახლა ძალიან ეგოისტურად ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ისტორიაზეც ვხედავ ამ უთბილეს კომენტარებს. heart_eyes
იაგოს პერსონაჟი რომ გიზიდავს, ძალიან მიხარია ეგ ფაქტი. ეს ალბათ ის პერსონაჟია, რომელშიც ყველაზე ღრმად შევაღწევ და თუ ამ ადამიანის მიმართ სიმპათიებს არ გრძნობ, გაჭირდება ისტორიის ნახევარი სათქმელის გაგება და შესაბამისად, მოწონება.
ანას და იაგოს დიალოგები თითქოს სულ ასეთია. უამრავი რამ აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი, როგორც ყველაზე ახლო და ამავდროულად ყველაზე უცხო ადამიანებს, მაგრამ მაინც ყოველთვის ჩერდებიან და არასდროს ამბობენ სათქმელს ბოლომდე. ასე რომ, შენი დანაკლისის მესმის.
ისე მახარებ, მარიამ, და ისე მიხარია, რომ კითხულობ და მოგწონს, არ ვიცი, როგორ გადმოგცე ჩემი ემოციები. მადლობა ძალიან დიდი heart_eyes heart_eyes
La-Na
,,მე რომ მიყურებს, მას ხედავს ძალიან ხშირად. მხოლოდ მაშინ არა, როცა მისთვის სასურველად არ ვიქცევი; მხოლოდ მაშინ მხედავს მე. ,, მარტო ამ სიტყვების შემდეგ ვერ დავკარგავ იმ რწმენას რომ იაგო ისევ ისეთია,როგორიც ადრე.ძალიან კარგი იყო, მაგრამ ზოგჯერ მინდა იაგოს ერთი მოვსცხო აზრზე მოსასვლელად.მაინც არ მომწონს ასე რომ ექცევა ანას, თუმცა დარწმუნებული ვარ მალე გავიგებთ მიზეზს ❤❤❤❤❤❤

ლანა, აქაც გაგიმეორებ, რომ მიხარია იაგოს პერსონაჟს ასე მარტივად რომ არ განსჯი და ხედავ უფრო მეტს, ვიდრე ეს პერსონაჟი იძლევა საშუალებას. მიზეზებს ნელ-ნელა გავიგებთ და იმედია ისე გამომივა ყველაფერი, როგორც ჩაფიქრებული მაქვს. მადლობა, რომ ყოველთვის ერთგულად მკითხულობ heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



№4 სტუმარი სტუმარი თამარა

ანა მიხვდება, რომ შეცდა როცა დამიანე აირჩია და არა იაგო! იმიტომ, რომ ბედნიერი მაშინ იყო და იქნება, როცა ეცოდინება, რომ იაგო მასთან არის!

იაგო სასწაულია ! იზრუნო იმ ქალზე ვინც სხვა აირჩია ძალიან ძნელია. ანა უნდა მიხვდეს, რომ იაგო დამიანე არ არის, უნდა გაიაზროს ისიც, რომ შეცდა და თავისუფლად სუნთქვა იაგოსთან შეუძლია.

იაგოს ასეთ ქცევას ახსნა აქვს და ველოდები შემდეგ თავებს.
ოღონდ ესენი ერთად არ დატოვო რაა, როცა ამდენი რამე ხდება იქ ერთად ყოფნა წარმოუდგენელია.

პ.ს. შენ შეუდარებელი ხარ !

 



№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ამ თავმა ბევრი რამ დამანახა იაგოს გმირში. მთლად ისეც არ ყოფილა, როგორც ანას გონია. დაველოდები მომდევნო თავს

 



№6 სტუმარი ნაინა

საოცარი ხარ შენც და შენი ნაწარმოებიც, ყოველ ჯწრზე ახალ ახალნრაგაცეებს აღმოაჩნ,პანდორას ყუთივითააა იდუნალებით სავსე, ყოჩაღ საყვარელო მუთმენლად მოველი ახალ თავს

 



№7  offline მოდერი sameone crazy girl

კიდევ ერთხელ გავიმეორებ რადგან განმეორება ცოდნის დედააო ამბობენ "იაგოო მიყვარს და მინდა !!!"

 



№8  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ხომ ვამბობდი არა ხომ ვამბობდი?! ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩანს... მთელი ამ თავის მთავარი სათქმელი ეს სიტყვებია :
" მე რომ მიყურებს, მას ხედავს ძალიან ხშირად. მხოლოდ მაშინ არა, როცა მისთვის სასურველად არ ვიქცევი; მხოლოდ მაშინ მხედავს მე. "
ნელ-ნელა ყველაფერს ფარდა ეხდება, თუმცა დარწმუნებული ვარ წინ კიდევ ბევრი რამ გაგვაოცებს და დაგვაფიქრებს იაგოს ავ-კარგიანობაზე...
არ ვიცი რა ვთქვა იაგოს ტკივილით ნათქვამი ეს სიტყვები მეც მეტკინა და გავიზიარე... მიუხედავად იაგოს ასეთი ცივი დამოკიდებულებისა ოჯახის წევრების მიმართაც კი ვიცი რომ რაღაც მისებური ახსნა აუცილებლად ექნება...
ახალ თავს როგორ მოუთმენლად ველი შენ ხომ არ იცი... ვგიჟდები მე შენზე. საოცარი ადამიანი და მწერალი ხარ...

 



№9 სტუმარი სტუმარი თამო

არ ვიცი რა ვთქვა სასწაული გოგო ხარ შენ.აი იაგო კიდე ამოუცნობია ახლა ვფიქრობ ნამდვილად მიზეზი აქ ის სიტყვებიც რო მის ნაცვლად დამიანეს ხედავს სულ.ტკივა მასა რო ანა მხოლოდ ცუდად მოქცევის დროს ამჩნევს იაგოს.ძალიან მაინტერესებს აი ბოლო რა იქნებაა და რა მოხდება

 



№10 ახალბედა მწერალი An_Gel

სტუმარი თამარა
ანა მიხვდება, რომ შეცდა როცა დამიანე აირჩია და არა იაგო! იმიტომ, რომ ბედნიერი მაშინ იყო და იქნება, როცა ეცოდინება, რომ იაგო მასთან არის!

იაგო სასწაულია ! იზრუნო იმ ქალზე ვინც სხვა აირჩია ძალიან ძნელია. ანა უნდა მიხვდეს, რომ იაგო დამიანე არ არის, უნდა გაიაზროს ისიც, რომ შეცდა და თავისუფლად სუნთქვა იაგოსთან შეუძლია.

იაგოს ასეთ ქცევას ახსნა აქვს და ველოდები შემდეგ თავებს.
ოღონდ ესენი ერთად არ დატოვო რაა, როცა ამდენი რამე ხდება იქ ერთად ყოფნა წარმოუდგენელია.

პ.ს. შენ შეუდარებელი ხარ !

მემგონი, პირველი ხარ, ვინც ასე რადიკალურად უჭერს მხარს იაგოს და მის საქციელს აფასებს :დდ ცოტა რთულლია, მისი პერსონაჟის ამოცნობა და შენ თუ ეს უკვე მოახერხე და მიიღე ისეთი, როგორიც არის, ძალიან კარგი. "ერთად დატოვება" და "არ დატოვება" ცოტა რთული ამბავია. დამიანე დგას მათ შორის და სულ იდგება. უღრმესი მადლობა, რომ კითხულობ და მოგწონს. იმედია, ბოლოში არავინ გაგიცრუებს იმედებს heart_eyes heart_eyes
Chikochiko
ამ თავმა ბევრი რამ დამანახა იაგოს გმირში. მთლად ისეც არ ყოფილა, როგორც ანას გონია. დაველოდები მომდევნო თავს

იაგოს პერსონაჟზე ალბათ ასი პროცენტით ვერასდროს იტყვი, რატომ აკეთებს რაღაცას, რას ფიქრობს, რა მოსწონს, როდისაა გულწრფელი და ასე შემდეგ. მაგრამ ნელ-ნელა გავიცნობთ მის პერსონაჟს. მიხარია, რომ შენ უკვე ხედავ მისი საქციელების მიღმა რაღაცებს. heart_eyes heart_eyes
ნაინა
საოცარი ხარ შენც და შენი ნაწარმოებიც, ყოველ ჯწრზე ახალ ახალნრაგაცეებს აღმოაჩნ,პანდორას ყუთივითააა იდუნალებით სავსე, ყოჩაღ საყვარელო მუთმენლად მოველი ახალ თავს

ძალიან დიდი მადლობა!! მიხარია უზომოდ, რომ ყოველი თავი ამოცანაა თქვენთვის და ყოველ ჯერზე ვახერხებ თქვენს გაკვირვებას. მადლობა, რომ კითხულობთ heart_eyes
sameone crazy girl
კიდევ ერთხელ გავიმეორებ რადგან განმეორება ცოდნის დედააო ამბობენ "იაგოო მიყვარს და მინდა !!!"

შეგიფუთავ, მაიკო და გამოგიგზავნი. შენ ოღონდ არ იდარდო მაგაზე relaxed relaxed

უცნობი ქ
ხომ ვამბობდი არა ხომ ვამბობდი?! ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩანს... მთელი ამ თავის მთავარი სათქმელი ეს სიტყვებია :
" მე რომ მიყურებს, მას ხედავს ძალიან ხშირად. მხოლოდ მაშინ არა, როცა მისთვის სასურველად არ ვიქცევი; მხოლოდ მაშინ მხედავს მე. "
ნელ-ნელა ყველაფერს ფარდა ეხდება, თუმცა დარწმუნებული ვარ წინ კიდევ ბევრი რამ გაგვაოცებს და დაგვაფიქრებს იაგოს ავ-კარგიანობაზე...
არ ვიცი რა ვთქვა იაგოს ტკივილით ნათქვამი ეს სიტყვები მეც მეტკინა და გავიზიარე... მიუხედავად იაგოს ასეთი ცივი დამოკიდებულებისა ოჯახის წევრების მიმართაც კი ვიცი რომ რაღაც მისებური ახსნა აუცილებლად ექნება...
ახალ თავს როგორ მოუთმენლად ველი შენ ხომ არ იცი... ვგიჟდები მე შენზე. საოცარი ადამიანი და მწერალი ხარ...

ნელ-ნელა ყველაფერს ეხდება ფარდა, კი ბატონო. იმაშიც მართალი ხარ, რომ იაგო კიდევ გაგაოცებთ და დაგაფიქრებთ, ღირს თუ არა, მისი ნდობა. მაგრამ შენ ისეთი დაკვირვებული მკითხველი ხარ, იგრძნობ, რა არის სწორი და გულწრფელი.
უღრმესი მადლობა, სალომე. მარტო ის შემიძლია ხოლმე, მადლობები გიხადო, რომ ოდნავ მაინც გაგრძნობინო ის სიხარული, მე რომ შენი კომენტარების კითხვისას ვიღებ. შენ ხარ უთბილესი და უსაყვარლესი ადამიანი heart_eyes heart_eyes

სტუმარი თამო
არ ვიცი რა ვთქვა სასწაული გოგო ხარ შენ.აი იაგო კიდე ამოუცნობია ახლა ვფიქრობ ნამდვილად მიზეზი აქ ის სიტყვებიც რო მის ნაცვლად დამიანეს ხედავს სულ.ტკივა მასა რო ანა მხოლოდ ცუდად მოქცევის დროს ამჩნევს იაგოს.ძალიან მაინტერესებს აი ბოლო რა იქნებაა და რა მოხდება

ჰო, ალბათ რთულია "საყვარელ" ქალს უყურო და იგრძნო, რომ ის სხვას ეძებს შენში. სხვა ენატრება, სხვა უნდა და უყვარს. რაღაც მხრივ ამიტომაც იაგოს გრძნობების გაგებაც შესაძლებელია. ჩემი მიზანიც ესაა, რა თქმა უნდა. ორივე პერსონაჟი დაგანახოთ და მხოლოდ ანას მხრიდან არ გაყურენინოთ მოვლენებს. მადლობა, რომ კითხულობ და მიზიარებ აზრს. დასასრული ცოტა შორსაა, მაგრამ იმედი მაქვს იმედებს არ გაგიცრუებთ heart_eyes heart_eyes

 



№11  offline წევრი Mariamch

პირველად წავიკითხე ყველა თავი♥ გელოდეები♥♥

 



№12  offline ახალბედა მწერალი lullaby

არ ვიცი, რატომ, მაგრამ მგონია, რომ აქ მხოლოდ დამიკოს და ანას ვერნაპატიები სიყვარული არ არის შუაში. მგონია, რომ აქ არის კიდევ რაღაც სხვა, რისი გამხელაც არ უნდა იაგოს, და, რაც რატომღაც მგონია, რომ დამიანეს უკავშირდება...
ამით იაგოს გამართლებას არ ვცდილობ, მაგრამ ასე გამომდის :დდ
სამაჯურის ამბავი მომეწონა ^^
და ძალიან მაინტერესებს, როგორ მოიქცევა იაგოს დედა თავისი შვილის ასეთი უყურადღებობის გამო.
ანა, ისე სასიამოვნოდ იკითხება შენი ლექსიკა და შენი სტილი, ვერ წარმოიდგენ. არავითარი გამეორება... მრავალფეროვანი ენა გაქვს და წვრილმანებიც კი საოცარი განსხვავებულობით გაქვს აღწერილი... სიუჟეტის სიმძიმის მიუხედავად,ლამაზად და მარტივად იკითხება...
გელი მოუთმენლად <3

 



№13 ახალბედა მწერალი An_Gel

Mariamch
პირველად წავიკითხე ყველა თავი♥ გელოდეები♥♥

მადლობა, მიხარია რომ მელოდები heart_eyes
lullaby
არ ვიცი, რატომ, მაგრამ მგონია, რომ აქ მხოლოდ დამიკოს და ანას ვერნაპატიები სიყვარული არ არის შუაში. მგონია, რომ აქ არის კიდევ რაღაც სხვა, რისი გამხელაც არ უნდა იაგოს, და, რაც რატომღაც მგონია, რომ დამიანეს უკავშირდება...
ამით იაგოს გამართლებას არ ვცდილობ, მაგრამ ასე გამომდის :დდ
სამაჯურის ამბავი მომეწონა ^^
და ძალიან მაინტერესებს, როგორ მოიქცევა იაგოს დედა თავისი შვილის ასეთი უყურადღებობის გამო.
ანა, ისე სასიამოვნოდ იკითხება შენი ლექსიკა და შენი სტილი, ვერ წარმოიდგენ. არავითარი გამეორება... მრავალფეროვანი ენა გაქვს და წვრილმანებიც კი საოცარი განსხვავებულობით გაქვს აღწერილი... სიუჟეტის სიმძიმის მიუხედავად,ლამაზად და მარტივად იკითხება...
გელი მოუთმენლად <3

იაგო ყოველთვის ერთით ნაკლებ სიტყვას ამბობს და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კიდევ რაღაც არის მის საქციელებში, გადაწყვეტილებებში და აზრებში ისეთი, რაც უნდა ვიცოდეთ და არ ვიცით. ამიტომაც არ მიკვირს, რომ ასე გგონია. ყველაფერს თანდათანობით გავარკვევთ. ისეთი პერსონაჟია, რომლის გახსნასაც ემყარება მთელი ისტორიის მსვლელობა.
ხო, სამაჯურის ამბავი დამიანეს და ანას ურთიერთობის ერთგვარი სიმბოლოა^^ და ისიც, რომ იაგოს არჩეული იყო ზემოთაღნიშნული საჩუქარი.
მარიამ, უღრმესი მადლობა, რომ არ გავიწყდება შეფასება. ბევრს ნიშნავს ჩემთვის შენი აზრი, თქმაც არ სჭირდება ამას. მიხარია, რომ მელი heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent